You are on page 1of 348

1 მკითხველთა ლიგა

ინგლისურიდან თარგმნა
ლია გუგუნავამ

2 მკითხველთა ლიგა
თავი 1

მისის რეიჩელი გაოცებულია

მისის რეიჩელ ლინდი ცხოვრობდა ზუსტად იმ ადგილას, სა-


დაც ავოლენსკენ მიმავალი გზა პატარა ღარტაფში ეშვებოდა
და რომელიც მურყანითა და პარძლის ყვავილებით იყო მოფე-
ნილი, ხოლო მის გადაკვეთაზე ნაკადული მოედინებოდა, რო-
მელიც შორს ტყეებში იღებდა სათავეს. ეს ტყეები გარს ერტყა
კათბერტების ძველ ადგილ-მამულს. სათავეში ამ ნაკადულს
არა ჰქონდა კარგი რეპუტაცია გამალებული მოჩქეფდა თავის
ადრეულ კალაპოტში, საიდუმლოებით მოცულ ადგილებსა და
ჩაბნელებულ გუბურებს საუფლოთა გვერდით, მაგრამ ეს გაშ-
მაგებული ნაკადული როგორც კი მიაღწევდა ლინდას ღარ-
ტაფს, მაშინვე მშვიდ, კარგად აღზრდილ პაწია ნაკადულად იქ-
ცეოდა, რადგანაც ნაკადულსაც კი არ შეეძლო მისის რეიჩელ
ლინდის კართან ჩაევლო თავაზიანობისა და ზრდილობის
დაცვის გარეშე, ალბათ გრძნობდა რომ მისის რეიჩელი თავის
ფანჯარასთან იჯდა და თვალს ადევნებდა ირგვლივ მთელ არე-
მარეს და ყველაფერი აინტერესებდა ნაკადული იქნებოდა თუ
ბავშვები და თუ რაიმე უცნაურს შენიშნავდა, ვერ მოისვენებდა
სანამ არ გამოარკვევდა რატომ, რა მიზეზით, საიდან.
ავონლეაში ბევრს ნახავდით ისეთებს, რომლებიც მზად იყ-
ვნენ მეზობლის საქმიანობაში ჩარეულიყვნენ, მაგრამ საკუთა-
რი უყურადღებოდ დაეტოვებინათ, მაგრამ მისის რეიჩელ
ლინდა ისეთი ნიჭიერ არსებებს მიეკუთვნებოდა, რომელსაც
საკუთარი საქმეც წესრიგში ჰქონდა და ხალხის საქმეშიც წი-
ლი შეჰქონდა. თავის სამუშაოს ის ყოველთვის ასრულებდა და
კარგადაც ართმევდა თავს. ამის გარდა მას მიყავდა ჭრა-კერ-
ვის წრე, ეხმარებოდა საკვირაო სკოლის წარმოებას, ეკლესი-
3 მკითხველთა ლიგა
ის საქველმოქმედო საზოგადოებისა და უცხოელ მისიონერთა
ორგანიზაციის საიმედო დასაყრდენი იყო და ყველაფერ ამას-
თან ერთად, მაინც დროს ნახულობდა სამზარეულოს ფანჯა-
რასთან მჯდარიყო და ექსოვა. საბნებს ქსოვდა, თექვსმეტი სა-
ბანი უკვე ჰქონდა მოქსოვილი. ავონლეას დიასახლისები
კრძალვით ლაპარაკობდნენ ერთმანეთს შორის, რომ რეი-
ჩელს თვალი ეჭირა მთავარ ქუჩაზე, კვეთდა ველდაბლობს და
მიემართებოდა ფერდობისაკენ, შემდეგ ეზო ადიოდა ციცაბო
წითელ გორაკზე, რადგანაც ავონლეას ეკავა პატარა ნახევარ-
კუნძული სამკუთხედის ფორმისა, რომელიც გაშვერილიყო
სანტლაურანსის ყორემდე და მას ორმხრივ წყალი ედგა: ვინც
კი გაივლიდა გორაკზე ამავალ გზაზე არ ასცდებოდა მისის რე-
იჩელის მახვილ თვალს.
ივნისის დასაწყისში შუადღისას ის იჯდა თავის ჩვეულ ადგი-
ლას ფანჯარაში, თბილი და კაშკაშა მზე ანათებდა სახლის
დაბლა ფერდობზე ბაღჩა თითქოს საქორწილოდ მოურთავთო
ვარდისფერი და თეთრი ყვავილები ჰყვაოდა. ზევიდან მათ
უამრავი ფუტკარი დაზუზუნებდა. ტომას ლინდი, მოკრძალებუ-
ლი ჩია ტანის კაცი, რომელსაც ავონლეას ხალხი იხსენებდა
როგორც „რეიჩელ ლინდას ქმარს“ თესავდა მოგვიანო თალ-
გამს გორაკის მინდორზე, ბეღლის ქვემოთ. ზუსტად ამ დროს
მათ კარბერტი თავისას თესდა ნაკადულთან დიდ წითელი ფე-
რის მინდორზე მწვანე მეზონინის ქვემოთ. მისის რეიჩელმა
იცოდა, რომ ამ დროს მასაც უნდა დაეთესა, რადგანაც მან გა-
იგო პიტერ მორისონს რომ ეუბნებოდა წინა საღამოს უილიამ
ბრედლის მაღაზიაში კარმოდში, რომ მეორე დღეს აპირებდა
თალგამის დათესვას, რა თქმა უნდა, უთუოდ პირესი შეეკით-
ხებოდა, თორემ ისე მათეუ კართბერტი არასოდეს არ გააგები-
ნებდა ვინმეს რა უნდა გაეკეთებინა.
და აი, რას ვხედავთ, მათეუ კართბერტი ოთხის ნახევარზე,
სამუშაო დღეს გორაკზე არ მიემართება. უფრო მეტიც, თავის
საგარეო საუკეთესო ტანისამოსი ჩაუცვია, თავისი თეთრი სა-
ყელო გაუკეთებია, აშკარა საბუთია იმისა, რომ ავონეადან გა-
დის და თანაც ეტლით, რომლისთვის წაბლა ცხენი შეუბია, ეს

4 მკითხველთა ლიგა
იმას ნიშნავს, რომ ის მნიშვნელოვანი მანძილის გავლას აპი-
რებს. საკითხავია, სად მიემგზავრება მათეუ კართბერტი და
რატომ მიემგზავრება.
ავონლეას სხვა რომელიმე კაცი რომ ყოფილიყო, მისის რე-
იჩელი უმალვე უპასუხებდა ორივე კითხვას, მაგრამ მათეუ? ის
ისე იშვიათად გაადგამდა ფეხს სახლიდან, რომ უეჭველად რა-
ღაც სასწრაფო და უჩვეულო ამბავმა თუ აიძულა ის გამგზავ-
რებულიყო, თორემ ეს ისეთი მორიდებულია და ისე სძულდა
უცნობ ხალხთან ურთიერთობა, განსაკუთრებით ისეთ შემ-
თხვევაში, როდესაც მას საუბარი დასჭირდებოდა, რომ პატა-
რა საქმისთვის ის თავს არ გაიცხელებდა.
მათეულ კარგად ჩაცმული თეთრი საყელოთი ეტლში მჯდა-
რი, ეს ისეთი რამ იყო, რაც იშვიათად ხდებოდა, მისის რეიჩე-
ლი თავს ძალას ატანდა გამოეცნო ამ უჩვეულო ამბის მიზეზი,
მაგრამ ვერავითარ დასკვნამდე ვერ მიდიოდა.
მეტი გზა არა მაქვს, ჩაის შემდეგ მწვანე მეზონინში უნდა შე-
ვიარო და მარილისაგან შევიტყო სად წავიდა, რატომ წავიდა
მათეუ ასეთ დასკვნამდე მივიდა ღირსეული ქალბატონი საბო-
ლოოდ.
წლის ამ დროს, ჩვეულებრივ, ის ქალაქში არ დადის ხოლმე
სტუმრად. წასვლა საერთოდ არ სჩვევია. თუ თალგამის დასა-
თესად გაემართა, მაშინ არ მოიკაზმებოდა, არც ეტლს წაიყ-
ვანდა. ეტლს იმ შემთხვევაში მიმართავს ხოლმე, როცა ექიმის
გამოძახება უნდა. მაგრამ ექიმთან რომ მიდიოდეს, ეტლს ასე-
თი ჩქარი ტემპით არ ატარებდა.
ასე იყო თუ ისე, რაღაც მოხდა წინა ღამით, რამაც გამოიწვია
მისი გამგზავრება ნამდვილად გაოცებული ვარ. არც კი ვიცი
რა ვიფიქრო, მოსვენება დავკარგე. ვერ დავმშვიდდები, სანამ
არ გავიგებ, რატომ გაემგზავრა მათეუ ქალაქში – ფიქრობდა
მისის რეიჩელი.
ამიტომაც ჩაის შემდეგ მისის რეიჩელი გზას გაუდგა, დიდი
გზა არა ჰქონდა გასავლელი ლინზების მდელოდან ხეხილში
ჩაფლულ სახლამდე, სადაც კართბერტები ცხოვრობდნენ,
სულ რაღაც მეოთხედი მილი იქნებოდა. ამას მოსდევდა სა-

5 მკითხველთა ლიგა
ცალფეხო ბილიკი. მათეუს მამა ისეთივე მორიდებული იყო,
როგორც მისი ვაჟი, სულ იმის ცდაში იყო, რაც შეიძლებოდა
მეზობლებისგან დაეშორებინა თავიანთი საცხოვრებელი, ეზო
თითქმის ტყემდე აიყვანა: ბოლოში მოათავსა სახლ-კარი
მწვანე მეზონინით. რაც მთავარია ქუჩიდან ბუნდოვნად იხატე-
ბოდა. დანარჩენი სახლები მის გასწვრივ განლაგდნენ. მისის
რეიჩელისათვის რომ გეკითხათ კათობერტების სახლისათვის
არ შეიძლებოდა საცხოვრებელი სახლი გეწოდებინათ.
– ეს უბრალოდ სადგომია, სხვა არაფერი წარმოთქვა მან,
როცა ბალახით მოფენილ ბილიკზე მიაბიჯებდა, რომელსაც
გარეული ვარდის ბუჩქები ესაზღვრებოდა ახლა აღარ მიკ-
ვირს მათეუ და მარილა განმარტოებით ცხოვრებას რატომ
ეგუებიან. ალბათ ეს ხეები უწევენ საზოგადოების მაგიერობას.
თუ ასეა, საზოგადოებასთან ურთიერთობა არ აკლიათ. მე, პი-
რადად, ადამიანებს ვარჩევდი, ცხადია, თუ ისინი კმაყოფილე-
ბი არიან, მაშინ გამოდის შეეგუენ აქაურობას. ადამიანი ყვე-
ლაფერს ეჩვევა, ჩამოსახრჩობად გამზადებული კაციც კი
ეგუება თავის მდგომარეობას, როგორც თქვა ერთმა ირლან-
დიელმა.
ასეთი ფიქრებით გართულმა მისი რეიჩელმა ბილიკიდან
მწვანე მეზონინის უკანა ეზოში შედგა ფეხი. ეზოში განსაკუთ-
რებული სუფთა და ლამაზი მწვანე ბალახი საამოდ ბიბინებდა.
ერთი მხრიდან ტირიფი, მეორე მხრიდან კი ალვის ხეები ამ-
შვენებდნენ ეზოს, ქვების ნასახიც კი არსად არ იყო. არც ჯოხე-
ბი ეყარა, რადგან რომ ყოფილიყო, მისის რეიჩელს არ გამოე-
პარებოდა. როგორც ჩანს, ფიქრობდა ის, მარილა კართბერტი
ეზოს ისევე ხშირად გვიდა, როგორც სახლს. კაცს შეეძლო საჭ-
მელი პირდაპირ მიწიდან ეჭამა. არ შეეშინდებოდა საჭმელს
ტალახი არ შეჰყოლოდა.
მისის რეიჩელმა სამზარეულოს კარზე ენერგიულად დააკა-
კუნა და როცა შეიპატიჟეს შიგ შევიდა, სამზარეულო მწვანე მე-
ზონინში საამო სანახავი იყო, უფრო სწორი იქნებოდა, ასე
ავადმყოფურად სუფთა რომ არ ყოფილიყო.

6 მკითხველთა ლიგა
ისეთი შთაბეჭდილება გექმნებოდა, თითქოს ეს სასტუმრო
ოთახია, რომელსაც არა ხმარობენ, სამზარეულოს ფანჯრები
აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებს გადასცქეროდა, დასავ-
ლეთით ეზოს უკანა მხარეს იხილავდით, საიდანაც ივნისის
თბილი მზის შუქი იფრქვეოდა, ხოლო აღმოსავლეთით იშლე-
ბოდა აყვავებული ალუბლის თეთრი ყვავილები, მარცხნივ ხე-
ხილი და ტანადი ვერხვები, დაბლა ხეობაში ნაკადული და ხავ-
სისგან გამწვანებული წყალმცენარე მოჩანდა.
მარილა, როგორც ყოველთვის, სამზარეულოში იჯდა იგი
უნდობლად ეკიდებოდა ხოლმე მზის ნათებას. მიაჩნდა რომ ის
მეტისმეტად მხიარული და უპასუხისმგებლოა სამყაროსთვის,
რომელსაც არ შეიძლება სერიოზულად მოეკიდოს ადამიანი.
ახლა ის აქ იჯდა და ქსოვდა. მის გვერდით სუფრა იყო გაშლი-
ლი სავახშმოდ.
მისის რეიჩელი ჯერ შემოსულიც კი არ იყო, რომ მაშინვე შე-
ამჩნია რა ელაგა მაგიდაზე. სამი თეფში იდო, რაც იმის მანიშ-
ნებელი იყო, რომ მარილა ვიღაცას ელოდებოდა, რომელიც
მარილას საყოველდღეო თეფშები დაელაგებინა, სუფრაზე
მხოლოდ ვაშლის ჯემი და ერთი სახის ნამცხვარი იდო, საიდა-
ნაც ჩანდა, რომ სტუმარი რჩეული ვინმე არ უნდა ყოფილიყო
მაშინ რაღას ნიშნავდა მათეუს თეთრი საყელო და წაბლა ცხე-
ნი? მისის რეიჩელი საგონებელში ჩავარდა, მშვანე მეზონინი-
სათვის ამ უჩვეულო საიდუმლომ ის სულ დააბნია.
– დილა მშვიდობისა, რეიჩელ – წარმოთქვა მარიამ სწრა-
ფად.
– დღეს მართლა კარგი დარია, არა? არ დაჯდები? როგორ
არიან თქვენები?
გაგიჭირდებოდათ მათი ურთიერთობისათვის სხვა სახელი
დაგერქმიათ თუ არა მეგობრობა. მიუხედავად იმისა, რომ ისი-
ნი განსხვავებული ბუნების ადამიანები იყვნენ, ან პირიქით,
სწორედ ამიტომაც მეგობრობდნენ.
მარილა მაღალი და თხელი ქალი იყო. შავ თმაში ადგილებ-
ში ზოლებად ჭაღარა ჰქონდა გამორეული. ჩვეულებად ჰქონ-
და იმას მაღლა აიხვევდა, შიგ ულმობლად ორ სარჭს გაირ-

7 მკითხველთა ლიგა
ჭობდა, თვალთახედვით შორს ვერ მიდიოდა, ვიწრო ჩარჩოებ-
ში თავსდებოდა მისი შეხედულება ცხოვრებაზე. ისეთ პრობ-
ლემებს, რომლებიც სინდისს შეეხებოდა, მკაცრად იცავდა,
მაგრამ ამ მშრალ ქალს ტუჩების მოძრაობაში მაინც შეინიშნე-
ბოდა რაღაც ისეთი, რაც იუმორის გრძნობაზე მიგვანიშნებდა.
– ჩვენ ყველანი საკმაოდ კარგად ვართ – მიუგო მისიის რე-
იჩელმა. თქვენ ხომ არაფერი შეგემთხვათ? როცა დავინახე მა-
თე რომ გზას გაუდგა, გავიფიქრე ექიმის მოსაყვანად ხომ არ
მიდის მეთქი.
მერილამ ბაგეების მოძრაობით გამოხატა, რომ რეიჩელ მი-
უხვდა. მოელოდა რომ მისი რეიჩელს უყურადღებოდ არ და-
ტოვებდა მათეუს გამგზავრებას. მან იცოდა, რომ მისი უეცარი
გამგზავრება უდიდესი ფაქტი იქნებოდა მეზობლის ცნობის-
მოყვარეობის აღსაძრავად.
– არა, რეიჩელ, მე სრულიად ჯანმრთელი ვარ, თუმცა გუშინ
თავის ტკივილმა შემაწუხა. მათეუ ბრაიტ რივერში გაემგზავრა
რომ ჩვენ ვაპირებთ ობოლთა თავშესაფრიდან პატარა ბიჭის
გამოყვანას. მათეუ მატარებელს უნდა დახვდეს.
მარილას რომ ეთქვა მათეუ ბრაიტ რივერში წავიდა კენგუ-
რუს დასახვედრად, რომელიც ავსტრალიიდან უნდა ჩამოიყვა-
ნენო, მისის რეიჩელს ისე არ გაუკვირდებოდა. გაოგნებისაგან
ენა ჩაუვარდა. დაუჯერებელი იყო, რომ მარილა ბიჭის შვილად
აყვანას რომ არ აპირებდა. ის თავს ძალას ატანდა ამ ფაქტის
დასაჯერებლად.
– მართალს ამბობ, მართლა? – შეეკითხა ის, როცა მეტყვე-
ლების უნარი დაუბრუნდა.
– დიახ, რა თქმა უნდა – მიუგო მარილამ, ვითომც და აქ
არაფერიაო. თითქოს ბიჭის აყვანა ახალი შვეიცარიიდან ჩვე-
ულებრივი საგაზაფხულო სამუშაოს ნაწილი ყოფილიყო კარ-
გად მოწესრიგებული ავონლესათვის და არა გასაოგნებელი
სახლე.
მისის რეიჩელმა იგრძნო, რომ მან ძლიერი გონებრივი შერ-
ყევა მიიღო, მისი აზრები გონებაში შემოფარგლა გამოძახი-
ლებით: ბიჭი! მარილა... მათეუ... მთელი ხალხის წინაშე ბიჭს

8 მკითხველთა ლიგა
იყვანენ ობოლთა თავშესაფრიდან. ქვეყანა გადატრიალდა და
ეს არის! ამის შემდეგ რაღა უნდა გამიკვირდეს!
– როგორ მოგივიდა თავში ასეთი აზრი? იკითხა მან ისეთი
ტონით, რომ გაკიცხვას უდრიდა. მის დაუკითხავად გააკეთეს
ასეთი რამ. ძალაუნებურად დასაგმობი.
ამაზე ჩვენ კაი ხანია ვფიქრობდით, მთელი ზამთარი ამაზე
ვლაპარაკობდით მიუგო მარილამ მისის სპენსერი ერთხელ,
შობის წინა დღეს აქ ჩამოვიდა და მოგვახსენა რომ გაზაფხულ-
ზე თავშესაფრიდან გოგოს აყვანას აპირებდა. ჰოულსტაუნში
იქ იმის ბიძაშვილი ცხოვრობს და მისის სპენსერი აქ ამისთვის
ჩამოვიდა. მათეუმ და მე ვილაპარაკეთ ამის შესახებ, შემდეგ-
შიც ხშირად ვსაუბრობდით ამ საკითხზე მათეუ უკვე ასაკშია,
ხომ იცი, უკვე სამოცი წლისაა. ჯანი აღარ მოყვება, წინანდებუ-
რად ვეღარ მუშაობს. გული აწუხებს, მერე შენ კარგად მოგეხ-
სენება, აქ რა ძნელია დამხმარის მოძებნა. ვერავის იქირა-
ვებს. კაცი არავინაა გარდა გამოჩერჩეტებული პატარა ფრან-
გი ლაწირაკებისა. კიდევაც რომ აიყვანო რა ხეირია იმათგან,
დიდი წვალების შემდეგ როცა რამეს შეაგნებინებ, ზოგი სა-
კონსერვო ქარხანას მიაშურებს ასთაკვის კონსერვების და-
სამზადებლად, ზოგიც შეერთებულ შტატებში გარბის. მათეუმ
თავდაპირველად შემომთავაზა აქაური ბიჭი გვეშოვა, მაგრამ
მე უარი ვუთხარი, შესაძლოა კარგები არიან ცუდს ვერ ვიტყვი,
მაგრამ ლონდონელი ქუჩის ბიჭი საჩემო არ არის-მეთქი, ვუთ-
ხარი. ყოველ შემთხვევაში, თუ აყვანა მშობლიური კუთხიდან
მაინც იყოს. მართალია საიდანაც არ იყოს ბავშვი, ყველა სა-
რისკოა, მაგრამ მე უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია თუ ჩვენ ავიყ-
ვანთ კანადაში დაბადებულ ბავშვს. ღამე მშვიდად დამეძინება,
გული საგულეს მექნება რომ ამას ცუდი არაფერი მოყვება. სა-
ბოლოოდ ჩვენ გადავწყვიტეთ მისის სპენსერს ვთხოვოთ შეგ-
ვირჩიოს, როცა იქ წავა გოგოს ასაყვანად. გავიგეთ რომ წინა
კვირას ის გაემგზავრა ჩვენ მას რიჩარდ სპენსერის მეშვეობით
შევუთვალეთ კარმოდოში, რომ ჩვენთვის ერთი კოხტა ბავშვი
გამოეგზავნა, რა თქმა უნდა, ბიჭი ათი-თორმეტი წლის. ჩავ-
თვალეთ, რომ უმჯობესი იქნება იმდენად მოზრდილი იყოს,

9 მკითხველთა ლიგა
რომ საქმეში გამოდგეს და საკმაოდ ყმაშვილი, რომ კარგად
აღზარდონ, ჩვენ გვინდა მას მზრუნველობა არ მოვაკლოთ
ოჯახური სითბო ვაგრძნობინოთ და სწავლა-განათლება მივ-
ცეთ. დღეს ჩვენ დეპეშა მივიღეთ მისის სპენსერისაგან – ფოს-
ტალიონმა მოგვიტანა სადგურიდან, სადაც გვატყობინებდა
რომ ისინი დღეს ჩამოდიან ექვსის ნახევარზე მატარებლით,
ამიტომ გაემართა მათეუ ბრაიტ რივერში, რომ შეხვდეს მას.
მისის სპენსერი ბავშვს იქ ჩამოსვამს, თვითონ განაგრძობს
გზას თეთრი ქვიშის სადგურისაკენ.
მისის რეიჩელი ყოველთვის ამაყობდა თავისი თავით საკუ-
თარ მოსაზრებებს როცა გამოთქვამდა და ახლა, როცა თავისი
დამოკიდებულება დაადგინა ამ განსაცვიფრებელი ახალი ამ-
ბის გამო, ხელი მიყო ამის შესახებ საკუთარი შეხედულებების
მტკიცებას.
– აი რა, მარილა, მე შენ გეტყვი მკაფიოდ რასაც ვფიქრობ
შენ სულელურ წამოწყებაზე. არც კი იცი რასა იქმ. სახლში შე-
მოგყავს უცნობი ბავშვი, იმ დროს როდესაც წარმოდგენა არა
გაქვს ვინ არის, არ იცი მისი ზნე, მიდრეკილება, არც ის იცი,
როგორი მშობლები ჰყავდა ან რა დადგება მისგან, ჯერ ერთი
დღე არ გასულა მას შემდეგ, რაც გაზეთში წავიკითხე ერთი ამ-
ბავი. ერთმა აქაურმა ცოლ-ქმარმა თავშესაფრიდან აიყვანა
ბიჭი, იმან კი აიღო და მათ სახლი გადაუწვა, განზრახ. საქმე
იმაშია, რომ შემთხვევით არ მოსვლია, მარილა, არამედ გან-
ზრახ ის საცოდავები კინაღამ საწოლებში არ ამოიბუგნენ. კი-
დევ მეორე შემთხვევა. ერთი თავშესაფრის ბიჭს ჩვეულებად
ჰქონია უმი კვერცხების სრუტვა. რამდენი არა სცადეს, ვერაფ-
რით ვერ გადააჩვიეს. თქვენ თუ მე რჩევას მთხოვთ – რასაც
ვიცი არ გააკეთებთ, მარილა, გეტყოდით რომ ღვთის წყალო-
ბით, ეს აზრი გონებაში არ გაივლოთ. ნუგეშისცემის ამ ხერხმა,
მარილა არც შეურაცხყო და არც შეაშინა. იგი დაჟინებით გა-
ნაგრძობდა ქსოვას.
– არ უარვყოფ, რასაც ამბობ, ამაში ნაწილი სამართლისა
მართლაც არის, რეიჩელ, თვითონაც შებოჭილი ვარ, მაგრამ
მათეუ საშინლად მტკიცედ დგას. თავისას არ იშლის. სხვა გზა

10 მკითხველთა ლიგა
არა მაქვს, უნდა დავუთმო, იშვიათია მათეუმ რომ რაღაც ჩა-
იდოს თავში და როცა ასე ხდება, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია
დავუთმო. რაც შეეხება რისკს, ამას ვერ გაექცევი. რისკი ყვე-
ლაფერშია. საკუთარი რომ ზრდის მშობელი, იმანაც არ იცის
მისგან რა გამოვა. არც ისინი გამოდიან ყოველთვის კარგები.
ახალი შოტლანდია ახლოსაა ჩვენს კუნძულთან. ჩვენ ხომ ინ-
გლისიდან და შეერთებული შტატებიდან არ გიყვანთ ბავშვს.
შეუძლებელია ის ჩვენგან ძალიან განსხვავდებოდეს.
– იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება – ისეთი ტონით
წარმოთქვა მისის რეიჩელმა, რომ ამაში მწარედ ეპარებოდა
ეჭვი. მხოლოდ მერე არა თქვა, რომ არ გამიფრთხილებიხარ,
იმან რომ მწვანე მეზონინი გადაგიწვათ ან სტრიქინი ჩაგიყა-
როთ ჭაში. ნიუ ბრანსვავიკში ერთმა ობოლთა თავშესაფრის
ბავშვმა ჭაში სტრიქინი ჩაყარა და მთელი ოჯახი ამოწყვიტა.
საშინელი ტკივილით დალიეს სული ამ ადამიანებმა. ამ შემ-
თხვევაში ეს გოგომ ჩაიდინა.
– მაგრამ ჩვენ გოგოს არ ვიყვანთ – თქვა მარილამ. თით-
ქოს ჭის მოწამვლა წმინდა ქალის საქმე იყოს და, საშიშროება
არ იყოს მოსალოდნელი ბიჭის შემთხვევაში.
– მე არასოდეს მომივიდოდა აზრად აღსაზრდელად გოგო
ამეყვანა. და გაკვირვებული ვარ მისის სპენსერი რამ გადა-
რია. დარწმუნებული ვარ მთელ ობოლთა თავშესაფარს იშვი-
ლებდა, ასეთი აზრი რომ გასჩენოდა.
მისის რეიჩელს ძალიან უნდოდა მათეუს დალოდებოდა,
ერთი სული ჰქონდა ენახა მისი ძვირფასი ობოლი მაგრამ გაი-
აზრა, რომ ამას მთელი ორი საათი დასჭირდებოდა არჩია რო-
ბერტ ბელის ოჯახს სწვეოდა და ეს ახალი ამბავი ეცნობებინა.
დარწმუნებული იყო, სენსაციას მოახდენდა. სენსაციის მოხ-
დენა მისი ჰობი იყო. ამიტომ მისის რეიჩელმა დაუყოვნებლივ
დატოვა აქაურობა. მარიამ შვებით ამოისუნთქა. ის გრძნობდა,
რომ მისის რეიჩელის პესიმიზმის გავლენით მასში აღდგა ის
ეჭვები და შიში რის დასაძლევად ის ებრძოდა თავის თავს.
– მაშ ასე, გაუმარჯოს ყველა ამბავს, რაც აქამდე მომხდარა
და რაც შემდეგში მოხდება – აღტაცებით წამოიძახა მისის რე-

11 მკითხველთა ლიგა
იჩელმა. როცა მან ბილიკზე გაინავარდა – ნამდვილად სიზ-
მარში მგონია ჩემი თავი, როგორ მეცოდება ის პაწია ობოლი.
ამაში ჭვი არ მეპარება, რომ მათეუს და მარილას ბავშვის არა-
ფერი არ გაეგებაო და მათ წარმოუდგენიათ ის ბავშვი უფრო
ჭკვიანი, საიმედო და მტკიცე იქნება, ვიდრე მისი პაპა იყო, თუ-
კი როდისმე ყოლია პაპა, რაშიც მე ეჭვი მეპარება. ძნელი წარ-
მოსადგენია ბავშვი მწვანე მეზონინში. იქ ბავშვს არასოდეს არ
გაუჭაჭანებია, რადგანაც მათეუ და მარილა უკვე მოზრდილე-
ბი იყვნენ, როდესაც ეს სახლი აშენდა და საერთოდ, დაუჯერე-
ბელია თუ როდისმე იყვნენ ბავშვები, როდესაც მათ უყურებ.
არ ვისურვებდი ვყოფილიყავი იმ ბავშვის ადგილას, აი რას
გეტყვით, მე ის ბავშვი მეცოდება.
ასე ეუბნებოდა მისის რეიჩელი გარეულ ვარდის ბუჩქებს და
შიგ მთელ თავის გრძნობებს აქსოვდა, მაგრამ მას რომ დაენა-
ხა ის ბავშვი, რომელიც მოთმინებით იცდიდა ბრაიტრივერის
სადგურში, ამ დროს, მისი შეცოდება უფრო ღრმა იქნებოდა და
უფრო გულში ჩამწვდომი.

12 მკითხველთა ლიგა
თავი II

მათეუ კათბერტი გაოცებულია

მათეუ კათბერტი და წაბლა ცხენი მშვიდად მიჩანჩალებ-


დნენ ბრაიტ რივერისაკენ. რვა მილი უკვე გაიარეს, შესანიშნა-
ვი გზა იყო ცხენისათვის სავალად ფერმის შენობებს შორის,
ახლაც, როგორც ყოველთვის, ნაძვის პაწია ტყე უნდა გაე-
არათ. შემდეგ მდელოს აუყვებოდნენ, სადაც გარეული ქლი-
ავის ხეები თავის აყვავებულ ტოტებს მიუშვერდნენ ხოლმე. ჰა-
ერში სასიამოვნო სურნელება ტრიალებდა, რაც უამრავი ვაშ-
ლის ბაღჩებისა და მდელოებიდან მოქროდა და მაღლა ჰორი-
ზონტში ილანდებოდა. ბურუსში მეწამულის ფერები ილანდე-
ბოდა, თითქოს ეს ერთადერთი დღე ყოფილიყო მთელ ზაფ-
ხულში. მათეუს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ეტლის თავის ხუშ-
ტურზე ტარება. მაგრამ იყო მომენტები, რომ სიამოვნება ჩამ-
წარდებოდა ხოლმე. ამის მიზეზი გახლდათ ქალები, რომელ-
თაც გზაში ხვდებოდა და იძულებული ხდებოდა თავი დაეკრა.
პრინც ედვარდის კუნძულზე გამეფებული წესის თანახმად თა-
ვის ყველასთვის უნდა დაეკრა მნიშვნელობა არ ჰქონდა ნაც-
ნობი იყო თუ უცნობი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო. მათეუს
ყველა ქალი შიშს გვრიდა მარილასა და მისის რეიჩელის გარ-
და. თავს უხერხულად გრძნობდა მათთან, ას ეგონა ეს საიდუმ-
ლოებებით მოცული არსებები უჩუმრად დასცინიან მას, შესაძ-
ლოა არც ტყუვდებოდა ისეთი უცნაური შესახედაობის პატრო-
ნი იყო, მოუქნელი ფიგურა ჰქონდა და გრძელი მოშავო-მო-
ნაცრისფრო თმა, რაც მოხრილ მხრებამდე სწვდებოდა, ხშირი
და გრძელი წვერი, რომელსაც ის ოცი წლის ასაკიდან ატარებ-
და, ოცი წლის ახალგაზრდა ისევე გამოიყურებოდა როგორც

13 მკითხველთა ლიგა
ახლა სამოცი წლის, ერთი გამონაკლისის გარდა. მაშინ თმაში
ჭაღარა არ ერია.
როცა მან ბრაიტ რივერს მიაღწია, იქ მატარებლის ნიშან-
წყალიც არ ჩანდა, იფიქრა ალბათ ადრე მომივიდა მოსვლაო.
ცხენით მან ბრაიტ რივერსის სასტუმროს პატარა ეზოში დააბა
და გაემართა სადგურისაკენ. გრძელი პლატფორმა თითქმის
ცარიელი იყო. თვალსაწიერზე მხოლოდ ერთი ცოცხალი არ-
სება მოჩანდა. ეს იყო გოგონა, რომელიც ყავარის გროვაზე
ჩამომჯდარიყო, სადგურიდან კარგა მოშორებით. ეს პაწია არ-
სება მაინეოსთვის არაფრისმთქმელი იყო, ამიტომ მას გვერ-
დი ისე აუარა, რომ არც კი შეუხედავს, რომ შეეხედა არ შეიძ-
ლებოდა გამოპარვოდა რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისი გა-
მომეტყველება, სახეზე დაჭიმულობა და სიმტკიცე ეხატა. ჩან-
და, რომ ის იქ იჯდა რაღაცის ან ვიღაცის მოლოდინში. ეტყო-
ბოდა, რომ იმ მომენტში მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო
ლოდინის გარდა. იჯდა და ელოდა.
მათეო სადგურის უფროსს დაეტაკა, რომელიც საბილეთო
სალაროს კეტავდა, რათა სახლში წასულიყო სასადილოდ. მა-
თეუმ მას შეეკითხა საღამოს მატარებელი მალე ჩამოგდება თუ
არა.
– უკვე ჩამოდგა და ნახევარი საათია, რაც წავიდა – მიუგო
მოხელემ ცოცხლად. მაგრამ აქ არის ერთი მგზავრი, რომე-
ლიც თქვენთვის ჩამოსვეს, პატარა გოგონა. აი ის, ფიცრებზე
რომ ზის. მე ვუთხარი ქალების მოსაცდელ დარბაზში შესული-
ყო, მაგრამ მან ქედმაღლურად მიპასუხა, რომ ურჩევნია გა-
რეთ მოიცადოს. აქ მეტი შესაძლებლობა ექნება სააზროვნოდ.
უნდა გითხრა, ეს გოგონა ორიგინალური ვინმეა.
– მაგრამ მე გოგონას არ ველოდებოდი, – მიუგო მათეომ
გაოცებით – ვისთვისაც მე მოვედი, ბიჭია, მისის სპენსერს უნ-
და ჩამოეყვანა ახალი შოტლანდიიდან.
სადგურის უფროსმა დაუსტვინა. – როგორც ვხედავთ, აქ
რაღაც შეცდომაა – თქვა მან, – მისის სპენსერი ჩამოვიდა მა-
ტარებლიდან გოგონასთან ერთად და ის ჩემი ზედამხედვე-
ლობის ქვეშ დატოვა ასე მითხრა, რომ ამ გოგონას თქვენ და

14 მკითხველთა ლიგა
თქვენი და შვილად იყვანთ ობოლთა თავშესაფრიდან და რომ
თქვენ მოხვალთ მის წასაყვანად, აი ეს არის სულ, რაც მე ვიცი,
ამის შესახებ, აქ მე სხვა ობოლს არა ვმალავ – დასძინა მან
ხუმრობით.
– არაფერი არ მესმის – წარმოთქვა მათეომ ხუმრობით,
ინატრა ახლა მარილა გვერდში მყავდეს, ის უეჭველად თავს
გაართმევდა ამ სიტუაციას.
– იცით რას გეტყვით, გირჩევნიათ გოგოს შეეკითხოთ –
თქვა სადგურის უფროსმა გულგრილად მე მგონი იმას შეუძ-
ლია აგიხსნათ რაშია საქმე. ენაკვიმატია პასუხი არ გაუჭირდე-
ბა. იქნებ იქ ისეთი ბიჭები არ იყვნენ როგორიც თქვენ გინდო-
დათ თქვა მან და გახარებული გაშორდა, შიოდა და სახლში
წასვლას ეშურებოდა, უბედური მათეო მარტოდმარტო დარჩა.
იძულებული გახდა შეესრულებინა ის, რისი გაკეთებაც მის ძა-
ლას აღემატებოდა. იმდენად უჭირდა ამ ამოცანის გადაჭრა,
რომ ერჩივნა ლომს შებრძოლებოდა მისსავე ბუნაგში. ხუმრო-
ბა საქმე იყო გოგონას მიუახლოვდეს, თანაც უცნაურ გოგოს –
ობოლ გოგო და მოსთხოვოს პასუხი გასცეს რატომ ბიჭი არ
არის. ხვნეშით მიტრიალდა და პლატფორმისკენ მშვიდად
წაფრატუნდა გოგოსთან მისასვლელად.
იმ წუთიდან, როცა მან გვერდში ჩაუარა, გოგონას მისთვის
თვალი არ მოუშორებია. ახლაც მას მისჩერებოდა. მათეუს
მისთვის არც შეუხედავს აინუნშიაც არ მოსდიოდა რომ სწო-
რედ ის იყო, რომელიც მას ელოდა, მაგრამ კარგი დამკვირვე-
ბელი ამას დაინახავდა. თერთმეტი წლის ბავშვი რომელსაც
ეცვა ძალიან მოკლე, ძალიან ვიწრო მოყავისფრო-მონაცრის-
ფრო ფლანელის ძალიან ულაზათო კაბა. თავზე ეხურა დაძვე-
ლებული ყავისფერი მეზღვაურის ქუდი, იქიდან მოჩანდა ორი
სქელი წითელი ფერის ნაწნავი, რომლებიც ზურგზე ჰქონდა
დაშვებული. პატარა სახე ჰქონდა, თეთრი, გამხდარი და ჭორ-
ფლიანი. პირი ჰქონდა დიდი, ასევე დიდი თვალები, რომელიც
მწვანედ მოჩანდა, ეს დამოკიდებული იყო განათებაზე და ზო-
გიერთ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო ნაცრისფერი.

15 მკითხველთა ლიგა
მათეომ თავი დააღწია მძიმე განსაცდელს. გადარჩა. პირვე-
ლი თვითონ არ დალაპარაკებია. გოგონამ როგორც კი დაინა-
ხა მათეუ მისკენ მიემართებოდა, წამოდგა, თავისი გამხმარი
ყავისფერი ხელით დასწვდა გაცვეთილ ძველებურ საკვოიაჟს
და მეორე ხელი გაუწოდა მას.
– მე ვფიქრობ, თქვენა ხართ მათეო კათბერტი მწვანე მეზო-
ნინიდან – წარმოთქვა მან განსაკუთრებული ნათელი, ნაზი
ხმით – მოხარული ვარ თქვენი ნახვით. ძალიან მეშინოდა,
რომ აღარ მოხვიდოდით. ყველა შემთხვევა წარმოვიდგინე,
რასაც შეეძლო თქვენთვის ხელი შეეშალა. გადაწყვეტილი
მქონდა თქვენ თუ ამაღამ არ მოხვიდოდით, დაბლა გარეული
ალუბლის ხესთან ჩავსულიყავი, ავმძვრალიყავი ხეზე და ღამე
იქ გამეთია; სულაც არ შემეშინდებოდა, შესანიშნავი იქნებო-
და ძილი მთვარის შუქით გაბრწყინებულ ხეზე. შეგიძლიათ
წარმოიდგინოთ რომ ცხოვრობ მარმარილოს სასახლეში,
არა? სრულიად დარწმუნებული ვიყავი, ამაღამ თუ არა, ხვალ
დილით აუცილებლად მომაკითხავდით.
მათეომ ხელი მოკიდა მის პატარა გამხდარ ხელს და იქვე
გადაწყვიტა როგორ მოქცეულიყო, არ შეეძლო გოგონათვის
ეთქვა, რომ შეცდომა იქნა დაშვებული. ბავშვს თვალები გაბ-
რწყინებული ჰქონდა სიხარულისაგან და ამას როგორ ეტყო-
და! წაიყვანდა სახლში და მარილას მიანდობდა ამ საკითხის
გადაწყვეტას. ყოველ შემთხვევაში ბრაიტ რივერზე ვერ დატო-
ვებდა, რანაირი შეცდომაც არ უნდა ყოფილიყო დაშვებული,
ამას მნიშვნელობა არა ჰქონდა, ასე რომ ყველაფერი სახლში
გადაწყდებოდა, როცა ისინი მშვიდად დაბრუნდებოდნენ მწვა-
ნე მეზონინში.
– ძალიან ვწუხვარ, რომ დამაგვიანდა – წარმოთქვა მან გა-
უბედავად, – წავიდეთ, ცხენი ეზოშია, მომეცი შენი ჩანთა.
– ო, არა, მე შემიძლია წამოვიღო – უპასუხა გოგონამ მხი-
არულად.
– მძიმე არ არის, მთელი ჩემი ავლა დიდება აქ მაქვს, მაგ-
რამ მძიმე არ არის, თქვენ ისე ვერ დაიჭერთ, როგორც საჭი-
როა, რადგან სახელური ძვრება, ჯობია მე მეჭიროს. მე ვიცი

16 მკითხველთა ლიგა
ხერხი როგორ უნდა დავიჭირო, ძალიან ძველი ჩანთაა. რო-
გორ მიხარია რომ მოხვედით, მიუხედავად იმისა, რომ მშვე-
ნიერი იქნებოდა ალუბლის ხეზე ძილი. ჩვენ ალბათ დიდი მოგ-
ზაურობა გველის, არა? მისი სპენსერმა მითხრა ექვსი მილის
სავალიაო, მიხარია, იმიტომ რომ მე მიყვარს მოგზაურობა. რა
გასაოცარია რომ თქვენთან ვიცხოვრებ და რომ თქვენ გეკუთ-
ვნით მე არასოდეს არავის ვეკუთვნოდი მართლა, თავშესაფა-
რი ყველაზე უარესია, სულ ოთხი თვეა. რაც იქა ვარ, და ესეც
საკმარისია. მე არა მგონია თქვენ თუ როდისმე ყოფილხართ
ობოლთა თავშესაფარში, ამიტომ არ შეგიძლიათ გაიგოთ რომ
ის ყველაზე უარესია, რაც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მი-
სის სპენსერმა თქვა, რომ ბოროტებაა ჩემგან ასეთი ლაპარა-
კი, მაგრამ მე ბოროტებად არ მიმაჩნია. ძალიან ადვილია ბო-
როტებად ჩათვალო ისეთი ლაპარაკი, როცა არ გინახავს და
არ იცი როგორია ის, ასე არ არის? ისინი კარგები არიან, თავ-
შესაფრის ხალხი, მაგრამ იქ გასაქანი არ არის წარმოსახვი-
სათვის, თავშესაფარში ობლების გარდა, ვერაფერს ხედავ, ძა-
ლიან საინტერესოა რამე წარმოიდგინო მათ შესახებ, შესაძ-
ლებელია. გოგო, შენ გვერდზე რომ ზის, სინამდვილეში გრა-
ფის ქალიშვილია, რომელიც მოიტაცეს ის პატარაობისას, ბო-
როტმა ძიძამ გაიტაცა და სანამ მოასწრებდა აღსარების
თქმას, სული დალია. ღამე ხშირად მღვიძავს. ასეთ რამეებს
წარმოვიდგენ ხოლმე. იმიტომ რომ დღისით დრო არა მაქვს:
ვხვდები რატომ ვარ ასეთი გამხდარი. საშინელი გამხდარი
ვარ, არა? ცარიელი ძვალი და ტყავი. მიყვარს იმის წარმოდგე-
ნა, რომ ვარ ფუნთუშა, იდაყვებზე ორმოები მაქვს.
მათეუს მგზავრი უცბად გაიტრუნა. ნაწილობრივ სული ეხუ-
თებოდა და კიდევ იმიტომ რომ ეტლს მიადგნენ და სანამ სო-
ფელს არ გასცდნენ და ციცაბო გორაკზე არ დაეშვნენ, ენა არ
დაუძრავს, გზის ერთი ნაწილი ისე ღრმად იყო შეჭრილი რბილ
ნიადაგში, ნაპირებზე ამოზრდილი გარეული ალუბლის რიგე-
ბი და აშოლტილი არყის ხეები, თავზე ემხობოდა მგზავრებს.
გოგონამ ხელი გაიშვირა, გარეული ქლიავის ხეს ტოტი მო-
ტეხა, რომელიც ეტლის გვერდს გაეხახუნა.

17 მკითხველთა ლიგა
– ლამაზია, არა? ის ხე ნაპირზე რომ გადმოხრილა, და თეთ-
რი ყვავილები არშიასავით რომ შემოვლებია, აბა რას გაგო-
ნებთ?
– რა მოგახსენო, არ ვიცი – მიუგო მათეუმ.
– როგორ თუ არ იცით! რა თქმა უნდა პატარძალს. თეთრებ-
ში, გამოწყობილი პატარძალია, საუცხოო ვუალით. მართა-
ლია პატარძალი არასოდეს არ მინახავს, მაგრამ შემიძლია
წარმოვიდგინო როგორ გამოიყურება. მე თვითონ ალბათ,
არასოდეს არ გავხდები პატარძალი, ასეთი უბრალო და ულა-
მაზო ვარ, ცოლად არავინ შემირთავს, თუ უცხოელი მისიონე-
რი არ შემხვდა. არა მგონია, უცხოელი მისიონერი წუნია იყოს,
მაგრამ იმის იმედი კი მაქვს, რომ როდისმე თეთრი კაბა მექნე-
ბა, ეს ჩემი უდიდესი იდეალია, მიწიერი ნეტარება, ლამაზ ტა-
ნისამოსზე ვგიჟდები. მაგრამ რა თქმა უნდა, წინ უნდა ვიყუ-
როთ, ეგრე არ არის? კიდევ შემიძლია წარმოვიდგინო რომ მე
ბრწყინვალედ მაცვია, ამ დილით, როდესაც თავშესაფარს გა-
მოვეთხოვე, საშინელი სირცხვილი ვიგრძენი, თავი მომეჭრა
როცა იძულებული გავხდი ძველი ფანელის კაბა ჩავიცვი. ყვე-
ლა ობოლმა ასეთი კაბა უნდა ატაროს. ერთმა ვაჭარმა ჰოუპ-
ტაუნიდან გასულ ზამთარს თავშესაფარს შემოსწირა სამასი
იარდის ფანელი, ხალხმა თქვა იმიტომ აჩუქა, რომ ვერ გაყი-
დაო. მე მჯერა, რომ სიკეთით გადადგა ეს ნაბიჯი, თქვენ ასე
გგონიათ? როდესაც მატარებელში ჩავჯექით, ვიგრძენი, რომ
ყველა მე მიყურებდა და ვეცოდებოდი მაგრამ მე წარმოვიდგი-
ნე რომ მაცვია ბაცი ცისფერი აბრეშუმის კაბა – როცა წარმო-
იდგენ – უნდა ღირდეს ისეთი რამე უნდა წარმოიდგინო. დიდი
ქუდი მახურავს, ყვავილებით მორთული და მოქანავე ფრთები
ამშვენებენ. მაჯაზე ოქროს საათი მიკეთია და ლაიკის ხელ-
თათმანები და შესაფერი ფეხსაცმელები მაცვია. ამ წარმოდგე-
ნამ ისე გამამხიარულა რომ მთელი გზა კუნძულამდე კარგ ხა-
სიათზე ვიყავი. ზღვის ავადმყოფობას ერთი ბეწოთიც არ შევუ-
წუხებივარ. არც მისი სპენსერი შეწუხებულა. ასე მითხრა ავად-
მყოფებისათვის სადა მცალია. თვალს არ მაშორებდა გემიდან
არ გადავარდნილიყავი მითხრა, ჯერ არ მინახავს ვინმე ასე

18 მკითხველთა ლიგა
ბზრიალებდესო, მაგრამ ზღვის ავადმყოფისაგან თუ ამან გა-
დაარჩინა, ჩემი მადლობელი უნდა დარჩეს რომ ვტრიალებდი
ასე არ არის? მინდოდა ყველაფერი მენახა რის დანახვაც შე-
იძლებოდა გემიდან. რა ვიცი კიდევ როდის მომეცემა, ამის სა-
შუალება. რამდენი ალუბლის ხეებია და ყველა აყვავებული,
კუნძული ყვავილების სამფლობელი ყოფილა. უკვე შემიყვარ-
და ეს კუნძული, მიხარია აქ რომ ვიცხოვრებ. ყოველთვის მეს-
მოდა, პრინც ედვარდის კუნძული ულამაზესი ადგილია მთელ
დედამიწის ზურგზეო, და ვოცნებობდი ვითომ იქ ვცხოვრობ.
არ მოველოდი თუ მართლა აქ მომიხდებოდა მოსვლა. რა სა-
სიამოვნოა ოცნება რომ აგიხდება, არა? ის წითელი გზები რა
სასაცილოა როცა ჩვენ მატარებელში ჩავჯექით შარლოტტაუნ-
ში და წითელი გზები რომ გაიელვებდნენ ხოლმე, მე შევეკით-
ხე მისის სპენსერს ისინი რამ გააწითლა-მეთქი, მან მიპასუხა
ღვთის გულისათვის მეტ კითხვას ნუღარ დამისვამო, შენ უკვე
ათასი რამე შემეკითხეო. მეც ასე მგონია, მაგრამ როგორ უნ-
და გაიგო რამე, თუ არ იკითხავ? მართლაც მაინტერესებს გზე-
ბი რამ გააწითლა?
– ვერაფერს გეტყვი, თვითონაც არ ვიცი – მიუგო მათეუმ.
– ეს ერთერთია იმათგანია, რაც უნდა გავარკვიო. განა შე-
სანიშნავი არ არის იფიქრო საგნებზე, რაც უნდა ამოხსნა? ეს
მე სიამოვნებას მგვრის. მაცოცხლებს. რა საინტერესოა ქვეყა-
ნა! არ იქნებოდა საინტერესო ყველაფერი რომ იცოდე! წარ-
მოსახვისთვის არ გვექნებოდა უნარი, მაგრამ რაღაც ბევრს
ვყბედობ. ხალხი სულ ამას ჩამჩიჩინებდა გაუთავებელი ლაპა-
რაკი გიყვარსო. იქნებ არ გინდა რომ ვილაპარაკო? თუ ასეა,
მითხარი და გავჩუმდები. შემიძლია შევწყვიტო, თუმცა ძნელი
იქნებოდა.
მათეო თავისდა გასაკვირად ერთობოდა. წყნარი ხალხის
მსგავსად მასაც უყვარდა მოლაპარაკე ხალხი, როცა მათ ეს
თვითონ სურთ. მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ გოგო-
ნას საზოგადოება მას სიამოვნებას მიანიჭებდა. ქალები ხომ
საშინელებები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ პატარა გოგოები
იმაზე უარესები ყოფილან, გვერდზე ჩაუვლიან, ისე უყურებენ

19 მკითხველთა ლიგა
თითქოს მას იმათი გადასანსვლა უნდა. ეს დამახასიათებელია
ავონლეას კარგად აღზრდილი პატარა გოგოებისათვის, მაგ-
რამ ეს ჭორფლიანი ჯადოქარი სრულიად განსხვავდება იმათ-
გან, თუმცა თვითონ ნელი აზროვნების მქონე ადამიანი იყო და
უძნელდებოდა მის სწრაფ გონების გაქანებას მიჰყოლოდა,
მაგრამ მიუხედავად ამისა, მას მოსწონდა მისი ყბედობა, ამი-
ტომ მისთვის ჩვეული კრძალვით მიუგო. რამდენიც გინდა, იმ-
დენი ილაპარაკე, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.
– ო, როგორ მიხარია, ვგრძნობ რომ მე და თქვენ ერთმა-
ნეთს კარგად გავუგებთ და შევეწყობით. რა შვებაა ლაპარაკი.
როცა გინდა ილაპარაკო და გეუბნებიან ბავშვებმა უნდა და-
იძინონ და არ უნდა გვისმინონ დიდები რას ვამბობთო, ათას-
ჯერ მაინც მომისმენია უფროსებისაგან. და კიდევ ხალხი დამ-
ცინის ამაღლებულ სიტყვებს, რომ ვიყენებ. მაგრამ თუ დიდი
იდეები გაქვს, მაშინ „ამაღლებული სიტყვებით“ უნდა გამოხა-
ტო აზრები.
– როგორ არა, ჭკვიანურია აღნიშნა მათეუმ.
– მისის სპენსერი ამბობს, ჩემი ენა შუაში უნდა დამაგრდეს.
მაგრამ ეს შეუძლებელია ის მტკიცედ არის დამაგრებული ერთ
მხარეს. მისის სპენსერმა თქვა, რომ თქვენ სახლ კარს ქვია
მწვანე მეზონინი. მე ყველაფერი გამოვკითხე მას ამის შესა-
ხებ. ისიც მითხრა, რომ მის გარშემო მთლიანად ხეებია. ჩემ
სიხარულს საზღვარი არ ქონდა, მე ისე მიყვარს, ხეები. თავშე-
საფარშიც იყო ხეები. რამდენიმე პაწაწკინტელა ხე იდგა თეთ-
რად შეღებილ გალავნის უკან. ისინიც ობლებს გავდნენ, ესენი
თუ ხეებია! იმათ რომ ვუყურებდი ტირილი მინდოდა. ვეუბნე-
ბოდი – თქვე საწყლებო! მშვენიერ დიდ ტყეში რომ გაზრდი-
ლიყავით სხვა ხეებთან ერთად, რომლებიც თქვენ გვერდს და-
გიმშვენებდნენ, თქვენ ფესვებში გაიზრდებოდა ხავსი და მაჩი-
ტა, ახლოს კი წყარო ირაკრაკებდა და ჩიტები იგალობებდნენ
თქვენ რტოებზე, მაშინ ხელს არაფერი შეგიშლიდათ ლაღად
გაზრდილიყავით, არა რო? მაგრამ აქ არაფერი გეშველებათ.
ძალიან კარგად ვიცი, რასაც გრძნობთ, პაწია ხეებო. ვწუხვარ
რომ გტოვებთ. ადამიანი ეჩვევა ამისთანა რამეებს, არა, განა?

20 მკითხველთა ლიგა
– მწვანე მეზონინის ახლო-მახლო წყარო თუ არის? დამა-
ვიწყდა მისის სპენსერისათვის მეკითხა.
– დიახ, შენ ხარ ჩემი ბატონი, პირდაპირ სახლთან ჩამო-
დის.
– მშვენიერია. ყოველთვის ჩემი სანუკვარი ოცნება იყო ნა-
კადულის ახლოს მეცხოვრა. ვერ წარმომედგინა თუ როდისმე
მეღირსებოდა. ოცნება ხშირად გისრულდება, ასე არ არის.
კარგი არ იქნებოდა ოცნება რომ ყოველთვის გისრულდებო-
დეს? ახლა ვგრძნობ, რომ თითქმის ბედნიერი ვარ. იმიტომ
რომ... ერთი ეს მითხარი, ამას რა ფერს უწოდებ? მან თავისი
მბზინავი გრძელი ნაწნავი გამხდარ ზურგზე გადიგდო. მათეუ
დაჩვეული არ იყო ქალის კულულების ელფერზე ემსჯელა,
მაგრამ ამ შემთხვევაში საეჭვო არაფერი იყო.
– წითელია, არა? – მიუგო მან.
გოგონამ ნაწნავს ხელი გაუშვა და ამოიოხრა. ისეთი შთა-
ბეჭდილება იქმნებოდა თითქოს ფეხის წვერებიდან ამოდიო-
და და მოსვენებას არ აძლევდა მას საუკუნოვანი ნაღველი.
– დიახ, ბატონო წითელია – ისე თქვა მან თითქოს ბედს
ემორჩილებაო, ახლა ხომ ხედავთ, რატომ არ არის ჩემი ბედ-
ნიერება სრულყოფილი! წითელი თმა ვისაც აქვს, არასოდეს
არ ეღირსება სრული ბედნიერება? სხვა რამეებს არ ვჩივი –
ჭორფლი, მწვანე თვალები რომ მაქვს და გალეული ვარ. შე-
მიძლია ჩემი თავი სხვაგვარად წარმოვიდგინო, წარმოვიდგენ
რომ სახე მაქვს ლამაზი, ვარდისფერი, თვალები სხივოსანი
იისფერი, მაგრამ წითელ თმას რა ვუყო? ძალიან ვცდილობ,
ჩემთვის ვამბობ „ახლა ჩემი თმა საუცხოო შავი ფერისაა, შავი
როგორც ყორნის ფრთა“ მაგრამ ყოველთვის ვიცი, რომ ის წი-
თელია – ეს იქნება ჩემი ცხოვრების წუხილი. ერთ რომანში წა-
ვიკითხე. და ეს გულს მიკლავს. გოგონას ცხოვრების დარდი,
მაგრამ ეს თმა კი არ იყო, მას ოქროსფერი თმა ჰქონდა, ალე-
ბასტრის შუბლიდან უკან გადავარცხნილი ოქროსფერი თმა

21 მკითხველთა ლიგა
ტალღებად ეხვეოდა, მაგრამ რას ნიშნავს ალებასტრის1 შუბ-
ლი? ვერაფრით ვერ გავარკვიე, შეგიძლიათ ამიხსნათ?
– იცი რა, ვშიშობ რომ ვერ შევძლებ – თქვა მათეუმ, რო-
მელსაც თავს რეტი ჰქონდა დასხმული. ახლა იგი ისეთივე
მდგომარეობაში იყო როგორც ახალგაზრდობაში, პიკნიკზე
ერთმა ბიჭმა რომ დაიყოლია საქანელაზე დამჯდარიყო.
– რაც არ უნდა იყოს, ალბათ მშვენიერია, იმიტომ რომ ის
გოგონა ღვთაებრივი იყო. გიფიქრიათ რას უნდა ნიშნავდეს
ღვთაებრივად ლამაზი რომ იყო?
– როგორ გითხრა, არა, არ მიფიქრია გულწრფელად აღია-
რა მათეუმ.
– მე კი ხშირად მიფიქრია. თქვენთვის არჩევანი რომ შემო-
მეთავაზებინათ ღვთაებრივი ლამაზი ყოფილიყავით, დამაბ-
რმავებელი ჭკვიანი თუ ანგელოზივით კეთილი, რომელს აირ-
ჩევდით?
– ვერაფერს გეტყვი, სწორე გითხრა, არ ვიცი.
– არც მე ვიცი. ვერასოდეს გადავწყვეტდი. ამაში დიდ გან-
სხვავებას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ამათგან მე ვერც ერთი
ვერ ვიქნებოდი. ერთი რამე კი ცხადად ვიცი ვერასოდეს ვერ
ვიქნებოდი ანგელოზივით კეთილი. მისის სპენსერი ამბობს...
ო, მისტერ კათბერტ! ო, მისტერ კათბერტ! ო, მისტერ კაბერტ!
ეს არ არის ის, რაც თქვა მისის სპენსერმა. არც ბავშვი გად-
მოვარდნილა ეტლიდან და მათეუსაც არაფერი განსაცვიფრე-
ბელი არ გაუკეთებია. უბრალოდ ეტლმა გზაზე მოუხვია და
ისინი მოხვდნენ ხეივანში. ასე უწოდებდა მას ნიუბრიჯის მო-
სახლეობა.
ეს იყო ოთხას-ხუთას იარდის სიგრძეზე გადაჭიმული გზის
ნაწილი, რომელსაც უზარმაზარი, ფართოდ განშტოებული
ვაშლის ხეები თაღივით ჰქონდა გადახურული. ეს ხეები დიდი
ხნის წინ ერთმა ექსცენტრიულმა მოხუცმა ფერმერმა დარგო.
ზემოდან მთელ სიგრძეზე თეთრი სურნელოვანი ყვავილები-

1
ალებასტრი – (ბერძ.) თეთრი წვრილმარცვლოვანი ნაირსახეობა თაბა-
შირისა.

22 მკითხველთა ლიგა
საგან შემდგარი ჩარდახი ეფარა. მის ქვემოთ მეწამული ფე-
რის ბინდით გაჟღენთილი ჰაერი მოძრაობდა. შორს, მზის გა-
დაწვერვის ჟამს ცა კაშკაშებდა და ვარდის ფორმის ფანჯარა
ილანდებოდა.
ამ სილამაზემ გოგო გააოგნა და დაამუნჯა. იგი ეტლს მიეყ-
რდნო და გამხდარი ხელები გულზე დაიწყო. სახე ცნობისმოყ-
ვარეობით მოცულმა წინ წამოსწია რათა ამ დიდებული სანა-
ხაობისათვის ეცქირა. მერეც, როდესაც დაადგნენ გრძელ ხეი-
ვანს და დაეშვნენ გრძელ ფერდობზე, ნიუ ბრიჯისაკენ პირი
ქნეს, მაშინაც არ განძრეულა, არც ენა დაუძრავს. კვლავინდე-
ბურად აღტაცებული სახით შორს იცქირებოდა, ჩამავალ მზეს
და ჩამავალი მზის გაკაშკაშებელ ცის ფონზე ჩვენებებს მიშტე-
რებოდა.
ნიუბრიჯისაკენ მიმავალ გზაზე, მათ ერთ პატარა სოფელს
ჩაუარეს. მათ დანახვაზე ერთი ალიაქოთი ატყდა. ძაღლები
ყეფდნენ, პატარა ბიჭები ყვირილით ეგებებოდნენ. ცნობის-
მოყვარე სახეები ფანჯრებიდან იცქირებოდნენ, ისინი ხმისა-
მოუღებლად მიემგზავრებოდნენ, როდესაც სამი მილი უკან
მოიტოვეს, გოგონა ისევ დუმდა. ჩანდა, რომ დუმილი შეეძლო
ისევე ენერგიულად, როგორც ლაპარაკი.
– როგორც ვხვდები, ძალიან დაიღალე და მოგშივდა. – რო-
გორც იქნა მათეუმ გაბედა რამე ეთქვა. მან ჩათვალა, რომ მი-
სი დიდი ხნის დუმილის მიზეზი ეს იყო, – მაგრამ ახლა შორს
არა ვართ, ერთი მილიღა დაგვრჩა გასავლელი.
გოგონა ფიქრებიდან გამოვიდა და ღრმად ამოიოხრა. მან
მათეუს ოცნებით აღსავსე მზერა მიაპყრო იმ არსებისა, რომ-
ლის სულიც შორს ვარსკვლავურ სივრცეში დაქროდა.
– ო, მისტერ კათბერტ, – მან ჩაიჩურჩულა იმ ადგილს, ჩვენ
რომ გავიარეთ, რა ერქვა? ის თეთრი ადგილი, რა იყო ის?
– ჰო, შენ გულისხმობ ხეივანს – წარმოსთქვა მათეუმ ხან-
მოკლე, მაგრამ ღრმა დაფიქრების შემდეგ. – ეს მართლაც
ლამაზი ადგილია.
– ლამაზიო? ო, ლამაზი არა მგონია შესაფერი სიტყვა იყოს.
არც მშვენიერი – საოცარი. ამისთანა რამ მე პირველად ვიხი-

23 მკითხველთა ლიგა
ლე. ამაზე უკეთესს ადამიანი ვერც წარმოიდგენს. ამან მე
გულში ჩამწვდომი სიხარული ამან მე რაღაც მაგრძნობინა. აი
აქ – მან ხელი გულმკერდზე მიიდო უცნაური ტკივილი მაგ-
რძნობინა და ეს ტკივილი სასიამოვნოა. ასეთი ტკივილი რო-
დისმე გიგრძვნიათ მისტერ კაბერტ?
– როგორ გითხრა, რაღაც არ მახსოვს ასეთი ტკივილი რომ
მქონოდა.
– მე ბევრჯერ მქონია, როდესაც ვნახავ საოცარ სილამაზეს,
მაგრამ იცით რას გეტყვით, ხეივანს არ შეიძლება ეწოდოს ლა-
მაზი, არავითარი აზრი არ არის ამ სახელში. იმას უნდა ერქვას,
დამაცა მოვიფიქრო, სასწაულებრივი თეთრი გზა, როგორ
გგონიათ ეს წარმოსახვითი სახელი არ იქნება? როდესაც მე
ადგილის ან პიროვნების სახელი არ მომწონს, ყოველთვის
შევთხზავ ხოლმე ახალ სახელს და ისე ვფიქრობ იმაზე. ერთი
გოგო იყო თავშესაფარში სახელად ჰაპზიბა ჯენკინსი, მაგრამ
მე იმას დავარქვი როზალია დე ვერი. სხვებს შეუძლიათ იმ ად-
გილს ხეივანი დაუძახონ, მე კი ვუწოდებ საოცნებო თეთრ
გზას. ახლა მარტო ერთი მილი დაგვრჩა გასავლელი? თან მი-
ხარია, თან მწყინს, იმიტომ, რომ ეს მგზავრობა სასიამოვნო
იყო და მე ყოველთვის მწყინს, როდესაც სასიამოვნო რამე
მთავრდება, რაღაც უფრო სასიამოვნო უნდა მოყვებოდეს
ხოლმე ამას მაგრამ ამაში ვერასოდეს ვერ იქნები დარწმუნე-
ბული. ხშირად ისიც მოსალოდნელია არასასიამოვნოს წააწ-
ყდე. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. მაგ-
რამ მიხარია, როცა ვფიქრობ სახლი მექნება. იცი, მე არასო-
დეს მქონია ნამდვილ სახლი, რაც ჩემი თავი მახსოვს. ეს მე სა-
სიამოვნო ტკივილს მაყენებს რომ წარმოვიდგენ ნამდვილად
საკუთარ სახლში მივდივარ, განა შესანიშნავი არ არის.
მათ მთის თხემზე გადაიარეს. მათ დაბლა გუბურა იყო. ის
ისეთი გრძელი იყო და ისეთი მიხვეულ-მოხვეული რომ მდინა-
რეს წააგავდა. ზედ შუაზე ხიდი ჰქონდა გადებული. ხიდისაგან
მოშორებით, სადაც ქარვისფერი ქვიშის გორაკების სარტყე-
ლი გზას უკეტავდა მუქ ლურჯ ზღვის ყურეს. წყალი მრავალფე-
რადად ბრწყინავდა და ცვალებადი ელფერით გვესახებოდა.

24 მკითხველთა ლიგა
უმთავრესად გამაცოცხლებელი და თვალის მომჭრელი იყო.
კრუხორის, ვარდის და ბაცი მწვანე ფერები, რომელთაც ემა-
ტებოდა გაურკვეველი ეფერები, რომელთაც ჯერ სახელები არ
შერქმევიათ. ხიდის მაღლა გუბურა ნაძვის და ნეკერჩხლის ხე-
ების ტყეს ჩაუვლიდა და მუქად ელავდა მერყევ ტონებში. აქა-
იქ გარეული ქლიავი ნაპირიდან გადმოხრილიყო და წააგავდა
თეთრ სამოსში გამოწყობილ ქალიშვილს, თითისწვერებზე
მდგარი რომ ჩასცქერის წყალში თავის გამოსახულებას. გუბუ-
რის თავში ბაყაყების მელანქოლიური საამო ხმები ირხეოდა
არე-მარეში, გუბურის ზემოთ იმზირებოდა პაწია ნაცრისფერი
სახლი, რომელიც ჩაფლული იყო ვაშლის ბაღჩაში და თუმცა
ჯერ არა ბნელოდა, ერთ-ერთი ფანჯრიდან სინათლის შუქი გა-
მოდიოდა.
– ეს არის გუბურაა – მოახსენა მათეუმ გოგონას.
– ო, ეს სახელი არ მომწონს. მე ამას დავარქმევ – მოიცა
მოვიფიქრო, მოელვარე წყლის ტბას. დიახ, ეს შესაფერი სახე-
ლია. ვიცი, იმიტომ რომ მაჟრჟოლებს როდესაც მე რამეს ზუს-
ტად შესატყვის სახელს ვურჩევ. თქვენ როდისმე გაჟრჟოლებთ
რაიმე სახელის გამო?
მეთიუ ჩაფიქრდა.
– ჰო, მეც ასე მემართება. კიტრის კვალს როცა ვბარავ გა-
მოჩნდებიან ის საშინელი მუხლუხოები და მაშინვე თრთოლვა
ამიტანს ხოლმე. მზარავს იმათი ყურება.
– არა მგონია ეს ისეთი თრთოლვა იყოს, როგორსაც მე ვგუ-
ლისხმობ. რა კავშირი აქვს მოელვარე წყლის ტბას მუხლუხო-
ებთან? მაგრამ ეს მითხარით იმას ხალხი რატომ უწოდებს ბა-
რის ტბას?
– მე ვფიქრობ იმიტომ რომ იქ, მაღლა რომ სახლია იქ ცხოვ-
რობს ბარი. ფერდობზე ბაღჩა მისი საკუთრებაა და ამ ადგილს
ასე დაარქვეს, დიდი ბუჩქი რომ არ ეფარებოდეს განახებდი
მწვანე მეზონინს. ჩვენ ახალი ხიდი უნდა გავიაროთ და გზაზე
რომ მოუხვევთ, სულ ნახევარი მილის სავალია იქამდე.
– მისტერ ბარის ჰყავს პატარა გოგოები, ძალიან პატარები,
– დაახლოებით ჩემი ხნისა?

25 მკითხველთა ლიგა
– მისი ერთი გოგო თერთმეტი წლისაა. მას ჰქვია დიანა.
– ოჰ! – ხანგრძლივად შეაჩერა სუნთქვა ! რა არაჩვეულებ-
რივი ლამაზი სახელია.
– არა მგონია, საშინლად წარმართულად ჟღერს, ყოველ
შემთხვევაში ჩემსში ასეთ შეგრძნებას იწვევს. მე მაგას ვარ-
ჩევდი ჯეინს ან მერის ან ამის მსგავს სხვა გონივრულ სახელს
და როდესაც დიანა დაიბადა მაგათთან მდგმურად იყო სკო-
ლის მასწავლებელი იმას სთხოვეს მათ გოგონასათვის სახე-
ლი შეერჩია და იმან დიანა დაარქვა.
– ნეტა მე რომ დავიბადე ჩვენთანაც ყოფილიყო ასეთი სკო-
ლის მასწავლებელი, უი, ჩვენ უკვე ხიდთან ვართ. მაგრად უნ-
და დავხუჭო თვალები როდესაც ხიდზე უნდა გავიარო. ყოველ-
თვის შიში მიპყრობს. ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებ. ასე მგო-
ნია შუა ხიდამდე რომ მივალ, ხიდი დაიკეტება. როგორც ჯაყვა
ამიტომ ვხუჭავ თვალებს. მაგრამ მივუახლოვდები თუ არა შუა
ხიდს, მაშინვე ვახელ თვალებს მაინტერესებს როგორ დაიკე-
ტება. მხიარულად დაიგრუხუნებს თუ არა. ყოველთვის მიზი-
დავს დაგრუხუნების ნაწილი. შესანიშნავი არ არის ქვეყანაზე
ამდენი საინტერესო რამე რომ არის? აი კიდეც გავედით, ახლა
უკან გავიხედავ, ღამე მშვიდობისა. მოელვარე წყლის ტბავ!
ყოველთვის ვემშვიდობები ხოლმე საგნებს, რომლებიც მიყ-
ვარს, ისე როგორც ადამიანებს. ესენიც ხალხივითაა. ასე მგო-
ნია ეს წყალი მე მიღიმის.
როდესაც ისინი გასცდნენ გორაკს და კუთხეს შემოუარეს
მათეუმ თქვა:
– ახლა ჩვენ სულ ახლოს ვართ სახლთან. იქით გაიხედე, აი
ის არის მწვანე მეზონინი.
– ოხ, არ მითხრათ, – ის გაშვერილ ხელს ჩაებღაუჯა და თვა-
ლები დახუჭა, რათა არ დაენახა საით უთითებდა მათეუ – მე
თვითონ გამოვიცნობ. არა მგონია შევცდე.
მან გაახილა თვალები და ირგვლივ მომიხედა. ისინი გორა-
კის თხემზე იმყოფებოდნენ. მზე ახლად გადაწვერილი იყო
მაგრამ ჩასული მზის რბილ გამონაშუქზე ჯერ კიდევ კარგად
მოჩანდა არე-მარე დასავლეთით მუქი ფერის ეკლესიის შპი-

26 მკითხველთა ლიგა
ლი აზიდულიყო ნარინჯისფერ ცაზე, დაბლა მოჩანდა პატარა
მდელო, უფრო შორს კი თვალში მოგხვდებოდათ გრძელი და-
ქანებული ფერდობი, რომელზედაც გაფანტულად ფერმის სახ-
ლები იყო განლაგებული. გოგონას ნაღვლიანი თვალები
სწრაფად გადარბოდა ერთი სახლიდან მეორეზე. ბოლოს ისი-
ნი შეჩერდა გზისგან კარგა მოშორებით მდგარ სახლზე გაურ-
კვეველი თეთრი ფერის სხვა აყვავებულ ხეებში ჩაფლულიყო
და გარშემორტყმული იყო ტყით. მას ზემოდან ცაზე დიდი
კრისტალურად თეთრი ვარსკვლავი დანათოდა, როგორც
გზის მაჩვენებელი – აი ის არის, არა? თქვა მან და ხელი გაიშ-
ვირა – სწორია, გამოიცანი, მე მგონია მისის სპენსერმა ისე
ზუსტად აგიღწერა რომ არ შეიძლებოდა არ გეცნო.
– არა, არ აუღწერია, მართლა არ აუღწერია, რაც მან მით-
ხრა ამ სახლის შესახებ, ამის მსგავსი შეიძლებოდა მრავალი
ყოფილიყო. მაგრამ მე როგორც კი თვალი მოვკარი ვიგრძენი
რომ ის უნდა ყოფილიყო ჩემი სახლი, ასე მგონია სიზმარში
ვარ, იცით, მკლავი დალილავებული მაქვს, მკლავი იდაყვი-
დან დაწყებული მოშავო ლურჯი ფერი ადევს. ისეთი გრძნობა
მეუფლება რომ სიზმარში მგონია ჩემი თავი, ამიტომ ვხედავ
ჩემს თავს რომ გაირკვევა ყველაფერი რაც ხდება სინამდვი-
ლეში თუ არა. თან ვფიქრობ, თუ სიზმარია, ჯობია დიდხანს
გაგრძელდეს. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ეს მართალია, ჩვენ
თითქმის სახლში ვართ. მან აღფრთოვანებისაგან ამოიოხრა
და ხელახლა დუმილმა მოიცვა, მათეუმ უხერხულობა იგრძნო,
უხაროდა, რომ მართლა მოუწევდა ამ უსახლკარო ბავშვისათ-
ვის სიმართლე ეთქვა, რომ ეს სახლი, რომელსაც ის ასე ძალი-
ან დანატრის, სრულებითაც არ არის მისი. მათ ჩაუარეს ლინ-
დების ღარტაფს, სადაც უკვე ბნელოდა, მაგრამ არც ისე რომ
მისის რეიჩელს არ დაენახა ისინი ფანჯრიდან – თავისი სათ-
ვალთვალო პუნქტიდან, შემდეგ აუყვნენ გორაკს და მწვანე მე-
ზონინის ვიწრო ქუჩის გავლით მოადგნენ სახლს, მათეუ უდ-
როოდ საშინელმა ფიქრმა მოიცვა. დადგა ის დრო, როდესაც
შეცდომის ფაქტი უნდა გამჟღავნებულიყო. მას არც მარილა
ანაღვლებდა და არც თავისი თავი დაშვებული შეცდომის გა-

27 მკითხველთა ლიგა
მო, არამედ მას აღელვებდა იმ ბავშვის გულაცრუება, როცა
წარმოიდგენდა მას როგორ ჩაუქრებოდა აღტაცება გული ეწ-
ვოდა. ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს მას მონაწილეო-
ბა უნდა მიეღო მკვლელობაში. ისეთი გრძნობა ჰქონდა ხოლ-
მე მას, როდესაც უნდა დაეკლა ბატკანი ან ხბო ან სხვა რომე-
ლიმე უცოდველი პატარა არსება.
როდესაც ისინი ეზოში შევიდნენ, იქ სიბნელე იყო გამეფე-
ბული და ირგვლივ ალვის ხის ფოთლების შრიალი გაისმოდა.
– უსმინე ხეები ძილში ლაპარაკობენ – დაიჩურჩულა მან,
როდესაც ის ეტლიდან ჩამოსვა და მიწაზე დასვა.
– ალბათ ახლა ისინი მშვენიერ სიზმარს ხედავენ! მან მაგ-
რად მოკიდა ხელი ჩანთას, რაშიც მას მთელი თავისი მიწიერი
ავლა დიდება ეწყო და მათეუს უკან გაყვა სახლში.

28 მკითხველთა ლიგა
თავი II

მარილა კათბერტი გაოცებულია

როგორც კი მათეუმ კარი შეაღო, მარილა ცოცხლად გამოე-


მართა მისკენ, მაგრამ რა წამს თვალი მოჰკრა უცნაურ პატარა
ფიგურას, რომელსაც ემოსა ვიწრო ულაზათო კაბა, ჰქონდა
წითელი ფერის გრძელი ნაწნავები და გაბრწყინებული თვა-
ლები, უმალვე შეჩერდა.
– მათეუ კათბერტ, ეს ვინ არის – წამოიძახა მან – ბიჭი სად
არის?
– არავითარი ბიჭი იქ არ ყოფილა, – მიუგო მათეუმ საცოდა-
ვად მარტო ეს იყო. – მან თავით გოგოზე მიუთითა და ახლა გა-
ახსენდა, რომ მისთვის სახელი არ უკითხავს.
– ბიჭი არ იყო? ბიჭი უნდა ყოფილიყო დაჟინებით მოითხოვ-
და მარილა – მისის სპენსერს ჩვენ შევუთვალეთ ბიჭი ჩამოეყ-
ვანა.
– არ ჩამოუყვანია. მან აი ეს ჩამოიყვანა. მე შევეკითხე სად-
გურის უფროსს, რა უნდა მექნა. სახლში წამოვიყვანე. იქ ხომ
არ დავტოვებდი. არც ერთ შემთხვევაში არ დავტოვებდი, სა-
ნამ შეცდომა არ გაირკვევა.
– ამას ქვია საქმის მოგვარება – წამოიყვირა მარილამ.
ამ დიალოგის განმავლობაში ბავშვი ჩუმად იდგა და მზერა
ხან ერთისკენ იყო მიპყრობილი, ხან მეორისკენ. მისი სახიდან
გაქრა აღტაცება. უეცრად მათი საუბრიდან მან რაც მოისმინა,
იმის აზრს ჩასწვდა, ჩანთა ხელიდან გაუვარდა, ერთი ნაბიჯი
წინ გადადგა და ხელები ერთმანეთს მოუჭირა.
– თქვენ მე არ გინდივართ? – წამოიყვირა მან – თქვენ მე არ
გინდივართ, იმიტომ რომ ბიჭი არა ვარ.? ეს მე წინასწარ უნდა
მცოდნოდა მე არავის არ ვუნდივარ. ვიცოდი, რომ რაც ლამაზი

29 მკითხველთა ლიგა
იყო, დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, სინამდვილეში მე არა-
ვის ვუნდივარ, ო, რა უნდა ვქნა? ტირილი მინდა – ის ატირდა,
დაჯდა სკამზე, მაგიდის გვერდზე, ხელები მაგიდაზე დაუვარ-
და, სახე შიგ ჩარგო. მწარედ ქვითინებდა., მათეუმ და მარი-
ლამ ერთმანეთს გადახედეს, აღარ იცოდნენ რა ეღონათ ან რა
ეთქვათ. ბოლოს მერიამ ამ შემაძრწუნებელი მდგომარეობი-
დან გამოსავალი იპოვნა.
– კარგი, საკმარისია. არ ღირს ამისათვის ტირილი.
– დიახ, როგორ არა, არა ღირს – ბავშვმა სწრაფად ასწია
თავი. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, ტუჩები უთრთოდა,
– თქვენც ჩემსავით იტირებდით ობოლი რომ ყოფილიყა-
ვით და ისეთ ადგილას მისულიყავი, რომელიც სახლად მიგაჩ-
ნდათ და გაიგებდით რომ არ უნდიხართ, იმიტომ რომ ბიჭი არ
ხარ. ეს უდიდესი ტრაგიკული ამბავია, რაც კი ოდესმე შემოხ-
ვევია! მარილას მკაცრ გამომეტყველებაში რაღაც იძულებუ-
ლი ღიმილი გამოკრთა და შეარბილა სიმკაცრე.
– კარგი, ნუღარ ტირი, ჩვენ არ ვაპირებთ შენს გარეთ გაგ-
დებას ამ ღამეს. შეგიძლია აქ დარჩე სანამ გამოვარკვევთ ამ
საქმეს. რა გქვია?
ბავშვი ერთ წუთს შეყოყმანდა.
– თუ შეიძლება კორდელია დამიძახეთ – თქვა მან მგზნება-
რედ.
– კორდელია დაგიძახოთ? ეს შენი სახელია?
– არა, სულმთლად სახელი არ არის, მაგრამ მოხარული
ვიქნები თუ კორდელიას დამიძახებთ. ეს ისეთი ნამდვილად
შესანიშნავი სახელია.
– მართალი გითხრა, ვერაფერი გავიგე რას ამბობ, კორდე-
ლია თუ შენი სახელი არ არის, მაშ რა არის შენი სახელი.
– ანა შირლი, – უხალისოდ ჩაიბუტბუტა ამ სახელის პატ-
რონმა.
– მაგრამ გთხოვთ, კორდელია დამიძახოთ თქვენთვის ხომ
მნიშვნელობა არა აქვს რას დამიძახებთ მე ხომ მაინც დიდხანს
არ დავრჩები თქვენთან სულერთი არ არის? ანა კი ისეთი არა-
რომანტიკული სახელია.

30 მკითხველთა ლიგა
– არარომანტიკული, სისულელეა! – წარმოთქვა მარილამ
ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე – ანა ნამდვილად კარგი,
უბრალო და გონიერი სახელია. არ უნდა გერცხვინებოდეს.
– ოი, არა, არ მერცხვინება – აუხსნა მას ანამ – მაგრამ კორ-
დელია უფრო მომწონს. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემი
სახელი ყოფილიყო კორდელია. ყოველ შემთხვევაში ბოლო
წლებში, როცა პატარა ვიყავი, ჯერალდინა იყო ჩემი საყვარე-
ლი სახელი, მაგრამ ახლა კორდელია მირჩევნია, მაგრამ თუ
გინდათ რომ ანა დამიძახოთ, დამიძახეთ ანა და არა ანიუტა.
– რა განსხვავებაა – იკითხა მარილამ ჩაჟამებული ღიმი-
ლით და ჩაიდანი გადმოდგა.
– ო, განსხვავება როგორ არ არის – ეს უფრო ლამაზად
ჟღერს. როდესაც წარმოიდგენთ ხოლმე რაიმე სახელს, და-
ბეჭდილი სახით არ გეხატებათ? მე ასე ვხედავ და თუ თქვენ
გინდათ ანა დამიძახეთ და არა კორდელია. გთხოვთ ენ დამი-
ძახეთ. მაშინ შევურიგდები იმ აზრს რომ კორდელიას არ მეძა-
ხით.
– მაშ კარგი, ენ-ს დაგიძახებ. ახლა ის მითხარი, შეგიძლია
ამიხსნა რატომ დაუშვეს შეცდომა? ჩვენ მისის სპენსერს შე-
ვუთვალეთ ჩვენთვის ბიჭი ჩამოეყვანა. როგორ, თავშესაფარ-
ში ბიჭები არ იყო?
– როგორ არა, თანაც უამრავი. მაგრამ მისის სპენსერმა
გარკვევით თქვა, რომ თქვენ თერთმეტი წლის გოგონა გინ-
დოდათ და გამგემ ჩათვალა რომ მე ვარ თქვენთვის შესაფერი.
ვერ წარმოიდგენთ, რა გახარებული ვიყავი. აღტაცებისაგან
ღამე ვერ დავიძინე. ოჰ! დასძინა მან და თან საყვედურით სავ-
სე მზერა მიაპყრო მარილას. რატომ სადგურზე არ მითხარით,
რომ გოგო არ გინდოდათ და იქ არ დამტოვეთ? სანამ მე არა
ვნახე სიამოვნების თეთრი გზა და მოელვარე წყლის ტბა, მა-
შინ ასე ძნელი ასატანი აღარ იქნებოდა ჩემთვის იმედის გაც-
რუება.
– რას ამბობს? – მოითხოვა ახსნა მარილამ. გაკვირვებუ-
ლი, დაჟინებით მათეუს მიაშტერდა.

31 მკითხველთა ლიგა
– ის იხსენებს თავის შთაბეჭდილებებს და ჩვენ საუბარს გზა-
ში მგზავრობის დროს – თქვა მათეუმ სწრაფად. – მე მივდი-
ვარ. ცხენი უნდა დავაბინავო, მარილი, სანამ დავბრუნდები
ჩაი გაამზადე.
– მისის სპენსერმა ვინმე ჩამოიყვანა? შენს გარდა? – განაგ-
რძო მარილამ მას შემდეგ, რაც მათეუ გავიდა.
– მან ჩამოიყვანა ლილი ჯოუნსი თავისთვის. ლილი მხო-
ლოდ ხუთი წლისაა და ძალიან ლამაზია. წაბლისფერი თმა
აქვს. მე რომ ლამაზი ვყოფილიყავი და წაბლისფერი თმა მქო-
ნოდა, დამტოვებდით?
– არა, ჩვენ ბიჭი გვჭირდება, რომელიც მათეუს მიეხმარება
ფერმაში. გოგო ჩვენ არ გამოგვადგება. ქუდი მოიხადე, შენ
ქუდსა და ჩანთას ჰოლის მაგიდაზე დავაწყობ.
ანამ მორიდებულად მოიხადა ქუდი, მათეუ ჩქარა დაბრუნ-
და და სავახშმოდ დასხდნენ, მაგრამ ანას არ შეეძლო ჭამა.
ამაოდ კორტნიდა კარაქიან პურს და ციცქნიდა ვაშლის ჯემს
პატარა კუწუწებიან შუშის ჭურჭლიდან, რომელიც მისი თეფ-
შის გვერდით იდგა. ამ საქმეში მან წარმატებას ვერ მიაღწია.
საჭმელი ყელში არ ჩასდიოდა.
– არაფერს არა ჭამ – თქვა მარილამ უკმეხად და ისე დაჟი-
ნებით აცქერდებოდა თითქოს ეს მისი ნაკლი ყოფილიყო. ანამ
ამოიოხრა.
– ჭამა არ შემიძლია, ღრმა მწუხარებაში ვარ, თქვენ შეგიძ-
ლიათ ჭამოთ, როცა ღრმა მწუხარებას განიცდით?
– მე ღრმა მწუხარებაში არასოდეს არ ვყოფილვარ, ასე რომ
ვერაფერს ვიტყვი – მიუგო მარიამ.
არ ყოფილხართ? მაშ კარგი, როდისმე გიცდიათ წარმოგედ-
გინათ რომ თქვენ ღრმა მწუხარებაში ხართ ჩავარდნილი?
– არა, არასოდეს.
– მაშინ ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ შეძლებთ გაიგოთ როგო-
რია ის, ეს არის ძალზე უსიამოვნო გრძნობა, როცა ცდილობ
საჭმლის ჭამას, ვერ ჭამ, ყელზე რაღაც გადგებათ და ვერა
ყლაპავთ. ისეთი რამ, როგორიც შოკოლადია, იმასაც კი ვერ
შეჭამთ. მე ერთხელ ვჭამე შოკოლადი კარამელი ორი წლის

32 მკითხველთა ლიგა
წინ. ეს რაღაც ღვთაებრივია. ამის შემდეგ მე ხშირად მესიზ-
მრება, თითქოს ბევრი მაქვს შოკოლადი კარამელი, მაგრამ
როგორც კი დავაპირებ ჭამას, მაშინვე მეღვიძება. იმედი მაქვს
შეურაუხყოფად არ მიიღეთ ის ფაქტი, რომ ვერაფერი ვერ შევ-
ჭამე. ყველაფერი მშვენიერი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ შემიძ-
ლია ჭამა.
– ვხვდები რატომ არის ასეთ განწყობაზე. გოგონა დაღ-
ლილია – თქვა მათეუმ, რომელსაც მას შემდეგ, რაც საჯინი-
ბოდან დაბრუნდა, ხმა არ ამოუღია – ყველაფერს ჯობია, თუ
საწოლში ჩააწვენ მარილა.
მარილა ფიქრობდა და ვერ გადაეწყვიტა სად მოეთავსებინა
ბავშვი. მან საწოლი მოუმზადა თავის სასურველ სტუმარს, რო-
მელსაც ელოდა, სამზარეულოს გვერდით ოთახში აპირებდა
ბიჭის დაწვენას. თუმცა ეს ოთახი სუფთაც არის ნათელიც, მაგ-
რამ გოგონასათვის მაინც შეუფერებელია. სასტუმრო ოთახში
რომ მოეთავსებინა უპატრონო ბავშვი, ამაზე ლაპარაკიც არა
ღირდა. დარჩა მხოლოდ მეზონინის ოთახი. მარილამ აანთო
სანთელი და ანას უთხრა გაყოლოდა, რაც ანამ უხალისოდ
შეასრულა, მან ჰოლში გავლისას აიღო თავისი ნივთები: ქუდი
და ჩანთა, ჰოლი იყო საოცრად სუფთა. მეზონინის ოთახი, რო-
მელშიც ის შევიდა იმაზე კიდევ უფრო სუფთა იყო. მარიამ სან-
თელი დადგა სამფეხიან სამკუთხა მაგიდაზე. და შემდეგ საბა-
ნი გადასწია საწოლზე.
– ღამის პერანგი ხომ გაქვს? – იკითხა მარილამ.
ანამ თავი დაუქნია.
– დიახ, ორი მაქვს. თავშესაფრის გამგემ შემიკერა, საშინ-
ლად ვიწროებია, თავშესაფარში არაფერი არ არის საკმარისი.
ამიტომ ტანისამოსი ყოველთვის ვიწროა, ყოველ შემთხვევაში
ჩვენისთანა ღარიბ თავშესაფარში, მაგრამ ადამიანს შეუძლია
წარმოიდგინოს რომ აცვია ფართე ლამაზი ღამის პერანგი,
რომელსაც ყელთან ფურფუშები აქვს შემოვლებული. ეს ერ-
თადერთი ნუგეშია.
– კარგი. რაც შეგიძლია ჩქარა გაიხადე და ლოგინში ჩაწე-
ქი. რამდენიმე წუთში მოვალ და სანთელს ჩავაქრობ. ჩაქრო-

33 მკითხველთა ლიგა
ბას შენ ვერ მოგანდობ. შეიძლება სახლი ცეცხლის ალში გახ-
ვიო, როდესაც მარილა გავიდა, ანამ თვალი შეავლო იქაურო-
ბას ნაღვლიანად. შეღებილი კედლები ისე ავადმყოფურად
შიშველი მოეჩვენა, რომ გაიფიქრა ალბათ თვითონ კედლებიც
კი განიცდიან თავიანთ სიშიშვლეს. იატაკიც შიშველი იყო, თუ
არ ჩავთვლით დაწნულ ხალიჩას, რომელიც შუა ოთახში ეფი-
ნა. ანას ჯერ ასეთი თვალით არ ენახა. ერთ კუთხეში იდგა სა-
წოლი. მაღალი ძველებური, რომელიც მუქი ფერის ოთხ ფეხზე
იყო შემდგარი. სხვა კუთხეში ზემოხსენებული სამკუთხა მაგი-
და იდგა, რომელსაც ამშვენებდა ფუნთუშა წითელი ხავერდის
ბალიში ქინძისთავებისთვის. ეს ბალიში ისეთი მკვრივი იყო,
რომ ყველაზე მაგარ ქინძისთავსაც კი გაღუნავდა, მაგიდის ზე-
მოთ ეკიდა პატარა სარკე. მაგიდასა და საწოლს შორის იყო
ფანჯარა, რომელზედაც ჩამოკიდებული იყო თოვლივით თეთ-
რი მუსლინის ფარდა. მის მოპირდაპირე მხარეს იდგა პირსა-
ბანი. მთელ ოთახში ისეთი მაგარი სიცივე იყო, რომ გაშეშდე-
ბოდით. სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია სიცივე
ძვალსა და რბილში გაუჯდა ანას და ცახცახი დააწყებინა გა-
ფიჩხებულმა ბავშვმა ქვითინით სწრაფად გაიძრო ტანისამოსი
ჩაიცვა თავისი ვიწრო ღამის პერანგი და ჩახტა საწოლში. სახე
ბალიშში ჩარგო. საბანი თავზე გადაიფარა. როდესაც მარილა
დაბრუნდა სანთელისათვის, ღარიბული ტანისამოსის ნაწი-
ლები იატაკზე იყო მიყრილ-მოყრილი. და ლოგინის შესახე-
დაობა მოწმობდა, რომ ვიღაც არსება სტუმრობდა მათ.
მან ფრთხილად აკრიფა ანას ტანისამოსი, ლამაზად დააწყო
ყვითელ სკამზე და შემდეგ მივიდა ანას საწოლთან.
– ღამე მშვიდობისა, – წარმოთქვა მან უხეშად, მაგრამ მის
ხმაში გაჯავრება არ შეიმჩნეოდა.
ანას გაფითრებული სახე და დიდი თვალები უეცრად გამოჩ-
ნდა საბნის ზემოდან – როგორ შეგიძლიათ ამას უწოდოთ
მშვიდობის ღამე, როდესაც იცით, რომ ეს იქნება ყველაზე უა-
რესი ღამე მათ შორის, რაც კი ჩემს სიცოცხლეში მქონია –
წარმოთქვა მან საყვედურით და ისევ ჩაყვინთა ლოგინში. მა-
რილა აუჩქარებლად დაეშვა სამზარეულოში და შეუდგა ვახ-

34 მკითხველთა ლიგა
შმის ჭურჭლის რეცხვას. მათეუ იქ იჯდა და ეწეოდა, რაც აშკა-
რად მიუთითებდა მის სულიერ განწყობილებაზე. ის იშვიათად
ეწეოდა, რადგანაც იცოდა, მარილა სასტიკად იბრძოდა ამ
მავნე ჩვეულების წინააღმდეგ. მაგრამ ასეთ შემთხვევაში
თვალს ხუჭავდა. თვლიდა, რომ მამაკაცებს სჭირდებათ ემო-
ციებისგან სულის ამოთქმა.
– კარგია შენმა მზემ, როგორ აურ დაურიეს ყველაფერი –
თქვა მარილამ გულისწყრომით, – ახლა როცა შენს საქმეს
სხვას მიანდობ. იმის მაგივრად რომ თვითონ შეიწუხო თავი.
რიჩარდ სპენსერის ახლობლებმა თავდაყირა დააყენეს ჩვენი
თხოვნა, ახლა საჭიროა ერთ-ერთი ჩვენთაგანი გაემგზავროს
და ინახულოს მისის სპენსერი. ეს უდავოა, გოგონა თავშესა-
ფარში უნდა დაბრუნდეს.
– ჰო, მეც ასე ვფიქრობ – წარმოთქვა მათეუმ უხალისოდ.
– ასე ფიქრობ! ამაში დარწმუნებული არა ხარ?
– კარგი რა, ის ნამდვილად, მშვენიერი პატარა არსებაა.
ცოდვაა მაგის უკან გაგზავნა, როდესაც ასე ძალიან უნდა ჩვენ-
თან დარჩენა.
– მათეუ კათბერტ, ამით იმის თქმა გინდა, რომ ის აქ უნდა
დავიტოვოთ?
მარილა ამაზე მეტად არ იქნებოდა გაკვირვებული მათეუს
რომ გამოეთქვა სურვილი თავდაყირა დამდგარიყო.
– იცი რას გეტყვი, მე სულმთლად ასე არ მითქვამს – ენის
ბორძიკით მიუგო მათეუმ. ამ კითხვამ ის კუთხეში მიიმწყვდია.
– მე ვფიქრობ, ჩვენგან არავინ არ მოელის რომ მას ჩვენ აუ-
ცილებლად დავიტოვებთ.
– მე უარს ვაცხადებ, რა თავში ვიხლით იმას თუ დავიტოვებ.
– ჩვენ შეგვეძლო მისთვის ბევრი კარგი გაგვეკეთებინა, –
წარმოთქვა მათეუმ უეცრად და მოულოდნელად.
– მათეუ კათბერტ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ბავშვმა
შენ მოგაჯადოვა! ნათლად ვხედავ, რომ შენ გინდა ის დავიტო-
ვოთ.
– დამაცადე, მათქმევინე – ის ნამდვილად საინტერესო პა-
ტარა ქმნილებაა.

35 მკითხველთა ლიგა
დაჟინებით ამტკიცებდა მათეუ – უნდა მოგესმინა როგორ
ლაპარაკობდა სადგურიდან რომ მოვდიოდით.
– ოჰ, ლაპარაკი რომ ემარჯვება, ეს მე მაშინვე შევამჩნიე.
მაგრამ ეს მის სასარგებლოდ არ ლაპარაკობს. მე არ მიყვარს
როცა ბავშვები ენას არ გააჩერებენ. მე არ მინდა ობოლი ბავ-
შვი რომ ვიყოლიო სახლში. და თუ ასეთს ავიყვან, თვითონ
ავარჩევდი რომელიც მომეწონებოდა. მასში არის რაღაც, რაც
მე არ მესმის. არა, უკან უნდა გავისტუმროთ იქ, საიდანაც მო-
ვიდა.
– მე შემეძლო ფრანგი ბიჭი დამექირავებინა. მოსახმარებ-
ლად – განაცხადა მათეუმ – მე არ ვაპირებ მაგის დატოვებას.
– კარგი, კარგი, ისე იქნება როგორც შენ იტყვი, რა თქმა უნ-
და, – თქვა მათეუმ, წამოდგა მაგიდაზე დადო ჩიბუხი – მე მივ-
დივარ დასაძინებლად. მათეუ გაემართა საწოლისკენ. მარი-
ლამაც დაამთავრა თეფშების რეცხვა და იმანაც კოპებშეკ-
რულმა და თავის გადაწყვეტილებაში მტკიცემ და ქედმოუხ-
რელმა საწოლს მიაშურა. მაღლა სართულზე კი მეზონინის
ოთახში მარტოდმარტო იწვა სიყვარულს მონატრებული ბავ-
შვი და თავს ებრძოდა დაეძინა.

36 მკითხველთა ლიგა
თავი IV

დილა მწვანე მეზონინში

უკვე სრულიად განათებული იყო, როცა ანას გაეღვიძა და


ლოგინზე წამოჯდა. თავგზააბნეულმა ფანჯარას გახედა, სა-
იდანაც იფრქვეოდა მზის შუქის საამო ნიაღვარი. მის უკან
თეთრი და ბუმბულივით მსუბუქი ბინდი მოჩანდა ბაცი ლურჯი
ფერის ცის ფონზე. ვერ გაერკვია სად იმყოფებოდა. პირველ
ყოვლისა დილის შუქმა მასში თრთოლა გამოიწვია, რაღაც სა-
სიამოვნო აგრძნობინა. მაგრამ შემდეგ მასში საშინელი მო-
გონებები გაცოცხლდა. ეს მწვანე მეზონინია, სადაც ის იმყო-
ფებოდა, მაგრამ ამათ ის არ უნდოდათ, რადგან ის ბიჭი არ
იყო. ახლა დილა იყო და ფანჯრის წინ ბალის ხე იდგა სულ-
მთლად გადაფურჩქნული, საწოლიდან წამოვარდა და ერთი
ნახტომით ფანჯარასთან გაჩნდა. ფანჯრის ჩარჩოს ხელი გაჰ-
კრა და ის ძნელად და ჭრიალით გაიღო თითქოს დიდი ხანია
არ გაეღოთ. ასეც იყო. ისე მჭიდროდ იყო მიკრული, რომ ჩა-
კეტვას არ საჭიროებდა.
ანამ ფანჯრის წინ დაიჩოქა და უმზერდა ივნისის დილას. აღ-
ტაცებისაგან თვალები უელავდა. ო, რა სილამაზე იყო გადაშ-
ლილი მის წინ, განა ეს მშვენიერი ადგილი არ იყო? ნუთუ შე-
საძლებელია აქ ვერ დარჩეს? წარმოიდგენს რომ რჩება, აქ დი-
დი გასაქანია წარმოსახვისათვის.
უშველებელი ბალის ხე ისე ახლოს იზრდებოდა ფანჯრის გა-
რეთ რომ მისი ტოტები კედელს უკაკუნებდნენ, ხეზე ყვავილე-
ბი იმდენად ხშირი იყო, რომ ფოთლები არც კი ჩანდნენ. სახ-
ლის ორივე მხარეს ბაღჩა გადაჭიმულიყო, ერთ მხარეს ვაშ-
ლის, მეორეზე კი – ბალის, ორივე ბაღჩა საამურად იყო აყვა-
ვებული. ხეების ძირში ბალახი დაწინწკლული იყო ბაბუაწვე-

37 მკითხველთა ლიგა
რებით, დაბლა, ცოტა მოშორებით ბაღში იასამნის ხეები იდგა
იისფერი ყვავილებით. მათი თავბრადამხვევ ტკბილ სურნე-
ლებას დილის სიო ფანჯრისკენ მოაქროლებდა. ბაღის დაბლა
სამყურებით მოფენილი მწვანე მინდვრიანი ფერდობი ღარტა-
ფისაკენ მიექანებოდა, სადაც ნაკადული მოჩუხჩუხებდა და სა-
დაც თეთრი არყები ხარობდა. ეს ჰაეროვანი არყების ბუჩქნა-
რები წარმოიშობოდნენ და გვიმრებთან, ხავსთან და ტყის სხვა
მცენარეებთან ერთად შესაძლებლობას იძლეოდა ეს ადგილი
თვალწარმტაცი გაეხადა და თავისი სილამაზით ადამიანები
გაეხარებინა. ამის ქვემოთ გორაკი მოჩანდა, მწვანე და ფუშ-
ფუშა, რასაც ნაძვნარი და წიწოვანი მცენარეები ამშვენებდა.
კლდეკარში იმზირებოდა პაწია სახლის ნაცრისფერი მეზონი-
ნი, რომელიც ანას დანახული ქონდა მოელვარე წყლების ტბის
მეორე მხრიდან.
მარცხნივ ჩანდა ბეღლები, საჯინიბოები და სხვა ნაგებობე-
ბი. მათ ქვემოთ მწვანე მინდვრიანი ფერდობი მიემართებოდა
მოკაშკაშე ლურჯი ზღვისაკენ.
ანას სილამაზის მწყურვალე თვალები ვერ ძღებოდა ამ სა-
ნახაობების ცქერით, ცდილობდა ყველაფერი ხარბად შეესრუ-
ტა. მას ბევრი ულამაზო ადგილები ენახა თავის სიცოცხლეში.
აქ კი ეღირსა ენახა ისეთი ადგილები, რომელთა ნახვას ის ოც-
ნებობდა,
ანა ამ სილამაზის ხილვაში ისე იყო ჩაფლული, რომ აღარა-
ფერი არ ახსოვდა, სანამ მარილამ მხარზე ხელი არ შეახო და
არ შეაკრთო.
– დროა ჩაიცვა – წარმოთქვა მან მოკლედ
მარილამ არ იცოდა როგორ ელაპარაკა ამ ბავშვთან და თა-
ვისი უხერხულობა და უცოდინარობა მას უხეშად ხდიდა თა-
ვისდაუნებურად.
ანა წამოდგა და ღრმად ამოისუნთქა.
– ო, რა საოცრებაა! – თქვა მან. ხელი გაიშვირა გარე სამ-
ყაროსაკენ. ეს დიდი ხეა თქვა მარილამ – და საუკეთესოდ ყვა-
ვის, მაგრამ ხილი არაფრად არ უვარგა – ერთი ციცქნაა და ჭი-
ანი.

38 მკითხველთა ლიგა
– ო, მე ზუსტად ხე არ მქონია მხედველობაში, რა თქმა უნდა,
ეს უდავოდ ლამაზია, სხივოსანია. როგორც საჭიროა ის ყვავის
კიდეც, მაგრამ საერთოდ, ყველაფერი ვიგულისხმე: ბაღი,
ბაღჩა, ნაკადული, ტყეები, მთელი დიდი სამყარო გიყვართ
ასეთ დილას? მე შემიძლია გავიგონო ნაკადულის სიცილი.
ყველაფერი რაც აქ არის. როდისმე შეგიმჩნევიათ; რა მხიარუ-
ლები არიან ნაკადულები? ისინი ყოველთვის იცინიან.
ზამთარშიც კი, ყინულის ქვეშ, მესმის მათი. მიხარია ნაკადუ-
ლი მწვანე მეზონინის ახლოს რომ არის. შეიძლება თქვენ ფიქ-
რობთ, რომ ჩემთვის ყველაფერი სულერთია, რადგანაც აქ მა-
ინც არა მტოვებთ. მაგრამ ასე არ არის, მე მიყვარს გახსენება,
გავიხსენებ, რომ მწვანე მეზონინთან ახლოს არის ნაკადული,
კიდევაც რომ ვეღარასოდეს ვნახო. ნაკადული რომ არა ყოფი-
ლიყო, არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლებოდა რატომ არ
იყო, ამ დილით არა ვარ ღრმა მწუხარებით გარემოცული. სევ-
დიანი ვარ. მაგრამ წარმოვიდგენ რომ მე ვარ ის, რომელიც
თქვენ გინდათ და რომ უნდა აქ დავრჩე სამუდამოდ და მარად,
ძალიან დიდი შვებაა ასეთი გრძნობა, რამდენხანსაც არ უნდა
გაგრძელდეს; ყველაზე უარესი ის არის, რომ დადგება ხანი,
როდესაც მე შემაჩერებენ და ეს მტკივნეულია.
– შენ გირჩევნია ჩაიცვა და დაბლა ჩამოხვიდე რას წარმო-
იდგენ, ამას მნიშვნელობა არა აქვს – თქვა მარილამ.
როგორც კი მოახერხა სიტყვა ჩაერთო მის მუსაიფში.
– საუზმე გელოდება, ხელ-პირი დაიბანე და თმა დაივარ-
ცხნე. ფანჯარა ღია დატოვე. ლოგინი გადაატრიალე საწოლზე,
რაც კი შეგიძლია გაკოხტავდი.
ანამ მოახერხა გაკოპწიავება და კიბეზე ჩასვლა ათ წუთში.
ტანისამოსიც სუფთა ეცვა, თმაც დავარცხნილი და დაწნული
ჰქონდა. დაბანილიც იყო მხოლოდ ლოგინის გადატრიალება
დაავიწყდა.
– ამ დილით მე ძალიან მშიერი ვარ – გამოაცხადა მან, რო-
ცა სკამზე დაჯდა, მარილამ რომ მისთვის დადგა. ქვეყანა ისე-
თი აღარ ჩანს ჩემთვის, როცა წინა ღამეს. როგორ მიხარია,
რომ მზიანი დილაა! მაგრამ მე წვიმიანი დილებიც მიყვარს

39 მკითხველთა ლიგა
ასევე. ყველა სახის დილა საინტერესოა, თქვენ ასე არ გგონი-
ათ? არ იცის ადამიანმა მთელი დღის განმავლობაში რა მოხ-
დება. ბევრი შესაძლებლობებია წარმოსადგენად, მაგრამ მა-
ინც მიხარია რომ დღეს არა წვიმს, იმიტომ რომ უფრო ადვილი
იქნება გულის ტკივილი როცა მხიარულად ვიქნები. მზიან
დღეს ვგრძნობ, რომ ბევრის ატანა შემიძლია კარგ ამინდში.,
წასაკითხად ყველაფერი კარგია, დარდზე რომ წერია, მაგრამ
შენ თვითონ როცა ხარ დამწუხრებული ადვილია?
– გევედრები ენა გააჩუმე – თქვა მარილამ, – პატარა გო-
გოს კვალობაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობ.
ამის შემდეგ ანამ ხმა გაიკმინდა მორჩილად და სრულყო-
ფილად დადუმდა, რომ მარილა დუმილმა უფრო გააღიზიანა,
რადგანაც არა ბუნებრივად მოეჩვენა. მათეუს ენა ჰქონდა ჩა-
ვარდნილი, მაგრამ ეს ბუნებრივიც იყო. ისე რომ საუზმემ სი-
ჩუმეში ჩაიარა. საუზმე რაც უფრო წინ მიიწევდა, ანა უფრო და
უფრო ითიშებოდა, ჭამდა მექანიკურად. მისი დიდი თვალები
ირგვლივ ვერაფერს ხედავდა, მისი მზერა ფანჯრის იქით ცის-
კენ იყო მიპყრობილი. მარილას ეს კიდევ უფრო ანერვიულებ-
და,. მას არასასიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა, იმ დროს რო-
დესაც ამ უცნაური ბავშვის სხეული აქ იყო, მაგიდასთან, მისი
სული კი მაღლა შორეულ ზღაპრულ ქვეყანაში ოცნების
ფრთებზე დანავარდობდა. ვინ მოინდომებს ასეთი ბავშვი სახ-
ლში იყოლიოს.
მათეუს ისევ სურდა მისი დატოვება, გაუგებარი რამ არის!
მარილა გრძნობდა, რომ ამ დილას მათეუს ისევე სურდა მისი
სახლში დატოვება, როგორც წინა ღამეს, ისევ იმ აზრზე დგას.
ეს მისი ჩვეულებაა. თუ რამე აიხირა, მორჩა ჩაებღაუჭება, დუ-
მილით გამოხატავს თავის შეუპოვრობას. დუმილი ათჯერ უფ-
რო ძლიერია და ობიექტური, ვიდრე ხმამაღლა რომ გამოამ-
ჟღავნოს თავისი სურვილი.
საუზმე რომ დამთავრდა, ანა გამოვიდა ოცნებიდან და შეს-
თავაზა მარილას თეფშების გარეცხვა.
– თეფშების ხეირიანად გარეცხვა იცი? – იკითხა მარილამ
უნდობლად.

40 მკითხველთა ლიგა
– საკმაოდ კარგად. მაგრამ ბავშვების მოვლა უფრო მემარ-
ჯვება. ამაში დიდი გამოცდილება მაქვს. რა საწყენია, რომ ბავ-
შვები არა გყავთ, რომ იმათთვის მიმეხედა.
– შენ გგონია მე აქ კიდევ ბავშვები მინდა თავზე სატეხად,
ვინც არის ახლა, ისიც მეყოფა სახლაფორთოდ. პირდაპირ არ
ვიცი შენ რა გიყო, მათეუ ისეთი სასაცილოა...
– რათა ის ძალიან საყვარელია – თქვა ანამ საყვედურით, –
ის. ძალიან სიმპათიურია. იმას არ აწუხებდა ბევრს რომ ვლა-
პარაკობდი. ემჩნეოდა რომ მოსწონდა. როგორც კი დავინახე,
მაშინვე ვიგრძენი, რომ ის ჩემი ნათესაური სულია.
– თქვენ ორივენი ახირებულები ხართ. თუ ამას გულისხმობ
ნათესაურ სულში – თქვა მარიამ ოხვრით, კარგი შეგიძლია
ჭურჭელი დარეცხო. ცხელი წყალი არ დაინანო და ეცადე კარ-
გად გაამშრალო, მე ძალიან დაკავებული ვარ ამ დილას, უაიტ
სენდში უნდა გავემგზავრო შენთან ერთად შუადღისას მისი
სპენსერთან და იქ გავარკვევთ შენ რა უნდა მოგიხერხო. როცა
თეფშებს დარეცხავ, ადი მაღლა და ლოგინი დაალაგე. ანამ
მარდად და ოსტატურად დარეცხა თეფშები, მარილას, რომე-
ლიც თვალს ადევნებდა ანას საქმიანობას, ეს შეუმჩნეველი არ
დარჩენია. შემდეგ ანამ ლოგინი დაალაგა, მხოლოდ ნაკლები
წარმატებით, რადგან მას არასოდეს უსწავლია ბუმბულიან შა-
ლითასთან ბრძოლის ხელოვნება, მაგრამ მაინც როგორღაც
მოახლაფორთა. რის შემდეგაც წყნარად ჩავიდა დაბლა, მარი-
ლამ, თავიდან რომ მოეშორებინა, შესთავაზა ანას გასულიყო
და სადილობამდე თავი შეექცია. ანა თვალებგაბრწყინებული
და აღტაცებული კარებს ეცა, მაგრამ ზღურბლზე ფეხი არც კი
გადაუდგამს, რომ უეცრად შეჩერდა, შემოტრიალდა, უკან
დაბრუნდა და მაგიდასთან დაჯდა. სიხარული და აღტაცება ისე
უეცრად გაუქრა სახეზე, რომ გეგონებოდათ ვიღაცამ ცეც-
ხლჩამქრობით სპეციალურად ჩაუქროო.
– ახლა რაღა მოხდა – შეეკითხა მარილა.
– ვერ გავბედე გარეთ გასვლა – მიუგო ანამ ისეთი ტონით
თითქოს მიწაზე ყოფილიყო და უარს აცხადებდა ყოველგვარ
მიწიერ სიხარულზე – მე თუ არ შემიძლია აქ დარჩენა, რა სა-

41 მკითხველთა ლიგა
ჭიროა შემიყვარდეს მწვანე მეზონინი. გარეთ თუ გავედი, გა-
ვიცანი ეს ხეები ყვავილები, ბაღჩა და ნაკადული, ვერ შევძლებ
არ შემიყვარდეს ესენი. ჩემთვის ისედაც ძნელია მათთან და-
შორება, ამიტომ არ მინდა უფრო დავამძიმო ჩემი მდგომარე-
ობა, გარეთ გასვლა ძალიან მინდა, თითქოს ყველაფერი მიწ-
ვევს. ანა, ანა გამოდი, მოდი ჩვენთან, ანა ჩვენ მეგობარი
გვჭირდება. მაგრამ უმჯობესია გავიდე რა სარგებლობაა იმაში
შევიყვარო ისეთი რამ, რასაც უნდა მოვწყდე, ვეღარ ვნახავ.
რა ძნელია როცა საყვარელ საგნებს მოშორდები, არა რო?
ისეთი გახარებული ვიყავი, მეგონა აქ ვრჩებოდი., ვფიქრობდი
აქ იმდენი რამ არის, რაც შემიყვარდებოდა და მეგონა ხელს
არაფერი შემიშლიდა. მაგრამ ის ხანმოკლე სიზმარი ყოფილა.
ახლა მე შევურიგდი ჩემს ბედს, ამიტომ მეშინია უფრო რომ შე-
მიყვარდეს აქაურობა, ვაი თუ ვეღარ გაუძლო განშორების წუ-
ხილს. რა ქვია იმ ნემსიწვერას ფანჯრის რაფაზე გეთაყვა?
– ეს არის ვაშლის სურნელების მქონე ნემსიწვერა.
– მე არ ვგულისხმობ იმის საერთო სახელწოდებას. მე მაინ-
ტერესებ თქვენ რა დაარქვით? თუ არ დაგირქმევიათ სახელი,
შეიძლება მე დავარქვა, მოიცა მოივიფიქრო – ბონი მგონი
კარგი იქნება, შეიძლება სანამ აქ ვარ ბონი დავუძახო? ო, ნება
მომეცით რა!
– ღმერთო ჩემო, ჩემთვის სულერთია, მაგრამ რა აზრი აქვს
ნემსიწვერას სახელი რომ დაარქვა.
– ო, მიყვარს როდესაც საგნებს სახელები აქვთ, თუნდაც ეს
ნემსიწვერა იყოს. ამით ისინი უფრო მეტად ემსგავსებიან ადა-
მიანებს, რა იცით, იქნებ ნემსიწვერა შეურაცხყოფილია უბრა-
ლოდ ნემსიწვერას რომ ეძახით და მეტი არაფერს? აბა თქვენ
მოგეწონებოდათ ქალი რომ დაგიძახოთ მუდმივად? დიახ, მე
დავუძახებ ბონის. სახელი შევარქვი. იმ ბალის ხეს, ჩემი საწო-
ლი ოთახის ფანჯრის გარეთ რომ დგას, მე თოვლის დედო-
ფალს ვუწოდებ. იმიტომ რომ ის ისეთი თეორია. რა თქმა უნდა,
ის ყოველთვის აყვავებული არ იქნება, მაგრამ ყველას შეუძ-
ლია მუდამ ასე წარმოიდგინოს თავის გონებაში!

42 მკითხველთა ლიგა
– მე ჩემ სიცოცხლეში არც დამინახავს და არც მსმენია ამის
მსგავსი – რამ წაიბუტბუტა მარილამ და თავის დასაღწევად
თავს უშველა – სარდაფში ჩავიდა კარტოფილის ამოსატანად
– მართლა საინტერესო ტიპია. როგორც მათეუ ამბობს:
ვგრძნობ რომ მეც დამაინტერესებს. კიდევ რა უნდა თქვას,
მგონი მეც მაჯადოებს. მათეუ ხომ უკვე მოაჯადოვა, ახლა მე
იგივეს მიპირებს. მათეუ რომ გადიოდა, იმის გამოხედვა არ
დამავიწყდება, მრავლის მთქმელია. მენიშნა წინა ღამეს რა-
საც ლაპარაკობდა, ახლაც იგივეს ფიქრობს. როგორ მინდა
იგი სხვა კაცებს გავდეს, თავის აზრს ხმამაღლა გამოხატავდეს.
ადამიანს შეეძლებოდა ეპასუხა და გადაებირებინა, მაგრამ რა
უნდა უყო ასეთ კაცს, რომელიც მხოლოდ იყურება?
ანა ისევ ოცნებებს მიეცა. ჩუმად იჯდა, ნიკაპი ხელებზე და-
ეყრდნო და ცას შესცქეროდა. ასე დახვდა მარილას, როდესაც
სარდაფიდან დაბრუნდა და ისევ ასე დარჩა სანამ სუფრა არ
გაიშალა სასადილოდ.
– შეიძლება ამ შუადღისას ცხენი და ეტლი წავიყვანო მა-
თეუ? – შეეკითხა მარილა.
მათეუმ თავი დაუკრა და ნაღვლიანად გადახედა ანას. მარი-
ლამ შეამჩნია მათეუს გამომეტყველება და მკაცრად წარმოთ-
ქვა – მე ვაპირებ გავემგზავრო უაიტ სენდში და ეს საქმე მო-
ვაგვარო. ანას თან წავიყვან და მისის სპენსერი ალბათ მოაწ-
ყობს ანას უკან გაგზავნას შვეიცარიაში., მე ჩაის გაგიმზადებს
და იმ დროისათვის დავბრუნდები, როცა ძროხების მოწველის
დრო იქნება.
მათეუს კვლავინდებურად ხმა არ ამოუღია. მარილას ისეთი
აზრი დაებადა, მაგასთან ლაპარაკი ტყუილი სიტყვების ხარ-
ჯვაა, იმაზე უარესი არაფერია, როცა კაცი არ გპასუხობს.
მათეუმ თავის დროზე ცხენი შეაბა ეტლს და მარილი და ანა
გაუდგნენ გზას. მათეუმ ეზოს ალაყაფის კარები გახსნა და რო-
ცა ისინი ნელა გაემგზავრნენ, თავისთვის წარმოთქვა:
– პატარა ჯერი ბოუტი იყო ამ დილით და ვუთხარი მას, რომ
ვქირაობ საზაფხულოდ.

43 მკითხველთა ლიგა
მარილას არაფერი არ უპასუხია, მაგრამ თავისი განწყობი-
ლება იმით გამოხატა, რომ მათრახით მაგრად გაუტყლაშუნა
უბედურ წაბლა ცხენს. მსუქანი ცხენი ასეთ მოპყრობას არ იყო
მიჩვეული და შემაშფოთებელი სისწრაფით გააქანა ეტლი, მა-
რილამ უკან მოიხედა და დაინახა მათეუ როგორ იდგა ალაყა-
ფის კარებზე მიყუდებული და ნაღვლიანად გასცქეროდა მათ.

44 მკითხველთა ლიგა
თავი V

ანას ისტორია

– იცით, ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ დაიწყო ანამ.


– მე გადავწყვიტე ეს მგზავრობა სასიამოვნო იყო ჩემთვის.
გამოცდილებით ვიცი, რომ თუ მტკიცედ გადაწყვიტავ რამემ
გაგამხიარულოს, თითქმის ყოველთვის გამხიარულდები კი-
დეც. მხოლოდ შენი გადაწყვეტილება უნდა იყოს მტკიცე. მე არ
ვაპირებ იმაზე ვიფიქრო, რომ თავშესაფარში უნდა დავბრუნ-
დე. იმ დროში, როდესაც ჩვენ ვიმგზავრებთ, ვიფიქრებ მხო-
ლოდ მგზავრობაზე. ო, შეხედეთ, იქ პატარა ნაადრევი გარეუ-
ლი ვარდი გამოსულა. ხომ მშვენიერია? არ გგონიათ რომ მას
უხარია რომ ვარდია? კარგი არ იქნებოდა ვარდებს ლაპარაკი
რომ შეძლებოდათ? დარწმუნებული ვარ ჩვენთვის შესანიშნა-
ვი რამეები ეთქვა, მერე ვარდისფერი ხომ მეტად ჯადოსნური
ფერია ქვეყანაზე. ვარდისფერი მიყვარს, მაგრამ მე ვერ ვატა-
რებ. წითელთმიან ხალხს არ შეუძლია ატარონ ვარდისფერი.
წარმოსახვაშიც კი. როდისმე გაგიგონიათ რომ ვინმეს პატა-
რაობისას წითელი თმა ჰქონდა და როცა გაზრდილა თმის ფე-
რი შეცვლია.
– არა, არასოდეს არა მსმენია – მიუგო მარიამ ულმობლად.
– და არა მგონია ეს, მოხდეს შენ შემთხვევაში.
ანამ ამოიოხრა.
– ხედავთ, კიდევ ერთი იმედი გამიცრუვდა. ჩემი ცხოვრება
იმედების ნამდვილი სასაფლაოა. ეს ფრაზა მე ერთი წიგნიდან
ამოვიკითხე და ყოველთვის თავს ვიიმედებ ხოლმე როდესაც
რამეში გული ამიცრუვდება.
– იმაში ვერავითარ ნუგეშს ვერ ვხედავ – თქვა მარილამ.

45 მკითხველთა ლიგა
– რომ არა, ისე ლამაზად და რომანტიკულად არ აჟღერებ-
და, თითქოს მე წიგნის გმირი ვიყო. იცით, ისე მიყვარს რომან-
ტიკული რამეები: დამარხული იმედების სასაფლაო ისეთი
რომანტიკულია თუ ვინმე წარმოიდგენს. არ არის? მე მოხარუ-
ლი ვარ რომ ასეთი სასაფლაო მაქვს, ჩვენ მოელვარე წყლე-
ბის ტბას გავივლით?
– ჩვენ ბარის ტყის გავლით არ მივემგზავრებით, თუ ამას გუ-
ლისხმობ მოელვარე წყლების ტბაში. ჩვენ სანაპირო გზით მი-
ვემართებით.
– სანაპირო გზა ლამაზად ჟღერს – წარმოთქვა ანამ ოცნე-
ბით. ისეთი ლამაზია როგორც ჟღერს. როდესაც თქვით სანა-
პირო გზა, მე მაშინვე თვალწინ დამესახა გონებაში. უაიტ სენ-
დი ისეთივე მშვენიერი სახელია, ისე ჟღერს როგორც მუსიკა,.
უაიტ სენდამდე რამოდენა მანძილია?
– იქამდე ხუთი მილია. რადგანაც სალაპარაკოდ ხარ გან-
წყობილი. შეგიძლია სასარგებლო თემაზე მესაუბრო, მომიყე-
ვი რა იცი შენ შესახებ.
– ო, რაც ვიცი ჩემს შესახებ, ნამდვილად არ ღირს სათქმე-
ლად, – წარმოთქვა ანამ მოუთმენლად, თუ მარტო იმის ნებას
მომცემთ, რას წარმოვიდგენ ჩემზე. ეს ბევრად უფრო საინტე-
რესო იქნება...
– არა, მე შენი წარმოსახვა არ მაინტერესებს, შიშველ ფაქ-
ტებზე დაყრდნობით მინდა მომითხრო შენი თავგადასავალი.
დაიწყე იმით სად დაიბადე და რამდენი წლის ხარ.
– მე მარტში შემისრულდა თერთმეტი წელი – თქვა ანამ ოხ-
ვრით, ცდილობდა დამორჩილებოდა მოთხოვნას რომ შიშვე-
ლი ფაქტებისაგან არ გადაეხვია. – მე დავიბადე ბოლინ-
გბროკში, ახალ შოტლანდიაში. მამაჩემის გვარი და სახელია
ვალტერ შირლი, ის იყო მასწავლებელი საშუალო სკოლაში,
დედაჩემის გვარი და სახელია ბერტა შირლი, ვალტერი და
ბერტა ხომ მშვენიერი სახელებია! ისე მიხარია ჩემ მშობელს
რომ ლამაზი სახელები ერქვათ. რა საშინელება იქნებოდა მა-
მაჩემს, ვთქვათ, – ჯედედია, რომ რქმეოდა.

46 მკითხველთა ლიგა
– ჩემი აზრით, არა აქვს მნიშვნელობა პიროვნებას არ ერ-
ქმევა. მთავარია ის პიროვნება როგორ იქცევა – თქვა მარი-
ლამ. მას თავისი თავი მიაჩნდა მოწოდებულად ხალხისათვის
კარგი და სასარგებლო მორალზე მიეთითებინა.
– რა ვიცი, მართალი გითხრათ. როგორ არის ანა ჩანდა
რომ დაფიქრებული იყო – ერთ წიგნში წავიკითხე, რომ ვარდს
რაც არ უნდა რქმეოდა, მას ისეთივე სასიამოვნო სუნი ექნებო-
და. მაგრამ მე ეს არასოდეს არ მჯეროდა. ვარდი ისეთივე მშვე-
ნიერი, იქნებოდა რომ სახელად ბრტყელეკალა ან მყრალა
რქმეოდა? მე ვფიქრობ მამაჩემი მაინც კარგი იქნებოდა კიდე-
ვაც რომ ჯედიდაი რქმეოდა, ამაში დარწმუნებული ვარ. დედა-
ჩემიც საშუალო სკოლის მასწავლებელი იყო, მაგრამ როდე-
საც მამაჩემზე გათხოვდა, მასწავლებლობას თავი დაანება! რა
თქმა უნდა, ქმარი ისედაც პასუხისმგებლობაა. მისის ტომასმა
მითხრა, რომ ისინი ნამდვილი ბავშვები იყვნენ და ისეთივე ღა-
რიბები როგორც ეკლესიის თაგვები. ისინი ბოლინგბროკში
ერთ ნამცეცა სახლში დასახლდნენ. მე ის სახლი არასოდეს მი-
ნახავს, მაგრამ ათასჯერ წარმოვიდგინე როგორი უნდა ყოფი-
ლიყო. მე ვფიქრობ, მათ სასტუმრო ოთახის ფანჯრის წინ
ცხრატყავა უნდა ჰქონოდათ, წინა ეზოში – იასამანი და შრო-
შანი პირდაპირ ალაყაფის კარებთან. ყველა ფანჯარაზე მუს-
ლინის ფარდები, ექნებოდათ ჩამოკიდებული. მუსლინის ფარ-
დები სახლს ალამაზებს. მე ამ სახლში დავიბადე, მისი ტომას-
მა მითხრა, რომ ისეთი ულამაზო იყავი, რომ მსგავსი არ მინა-
ხავსო. მე ვყოფილვარ გალეული, ერთი ციცქნა და ცარიელი
თვალები. მაგრამ დედა თურმე თვლიდა, რომ მე ძალიან ლა-
მაზი ვიყავი. მე ასე მგონია, დედა უკეთესი შემფასებელი უნდა
ყოფილიყო, ვიდრე დამლაგებელი ქალი. არ მეთანხმებით?
მიხარია რომ დედა მაინც კმაყოფილი იყო ჩემით, თორემ ვი-
დარდებდი თუ გული აუცრუვდა ჩემზე, იმიტომ რომ ამის შემ-
დეგ დიდხანს არ უცოცხლია. ის დაიღუპა ციებ-ცხელებით, მე
მაშინ მხოლოდ სამი თვისა ვყოფილვარ, ნეტა იმდენხანს მა-
ინც ეცოცხლა, რომ მე მომესწრო მისთვის დედა დამეძახა. ჩე-
მი აზრით, რამოდენა სიხარულია დედის დაძახება, არა? იმას

47 მკითხველთა ლიგა
მამაც მიყვა, ოთხი დღის შემდეგ ისიც ციებ-ცხელებამ იმ-
სხვერპლა,. ხალხი თავს იმტვრევდა ჩემი გულისათვის, არ
იცოდნენ ჩემთვის რა მოეხერხებინათ, როგორც მისის ტომას-
მა მითხრა. ხედავთ, მე მაშინვე არავის ვუნდოდი. როგორც
ჩანს, ასეთი ყოფილა ჩემი ბედი. მამა და დედა შორიდან ყოფი-
ლან მოსული და ცნობილი იყო ახლო მყოფთათვის, რომ ნა-
თესავები ცოცხლები არ ჰყავდათ. ბოლოს, მისის ტომასმა გა-
დაწყვიტა ჩემი აყვანა, თუმცა ღარიბი იყო და ქმარი ლოთი
ჰყავდა. იმან გამზარდა. ნათქვამია როცა აყვანილ ბავშვს გაზ-
რდი ის უკეთესი გამოდის, ვიდრე საკუთარი, როცა მე ვცელ-
ქობდი მისის ტომასი მეუბნებოდა მიკვირს ასეთი სამარცხვი-
ნო ბავშვი რატომ გამოხვედიო. მისტერ და მისის ტომასები
ბორინგბროკიდან მარისვილში ჩავიდნენ. მე მათთან ვცხოვ-
რობდი რვა წლამდე. ბავშვებს ვუვლიდი, ოთხი შვილი ჰყავ-
დათ. ყველანი ჩემზე უმცროსები იყვნენ. შემდეგ მისტერ ტომა-
სი მოკვდა, მატარებლის ქვეშ მოყვა და მისმა დედამ მისის ტო-
მასი და მისი შვილები თავისთან გადაიყვანა, მე არ ვუნდოდი,.
მისის ტომასი თავს იმტვრევდა, ჩემი გულისთვის, მითხრა არ
ვიცი რა მოგიხერხოო შემდეგ პამთონი მოვიდა, ზევით მდინა-
რესთან რომ ცხოვრობდა, და განაცხადა მე ავიყვან ბავშვების
მოვლაში მარჯვენა და გამომადგებაო. მასთან გადავედი. სა-
ჯარგვალო ხე ტყეში მორებს შორის. იქვე იყო პატარა ხე-ტყის
სახერხი ქარხანა. ძალზე უკაცრიელი ადგილი იყო. იქ რა გა-
მაძლებინებდა მეოცნება რომ არ ვყოფილიყავი. მისტერ ჰე-
მონდი სახერხ ქარხანაში მუშაობდა. მისის ჰემონდს ექვსი
შვილი ჰყავდა, მას სამჯერ ტყუპი გაუჩნდა. მე მიყვარს ბავშვე-
ბი ზომიერი რაოდენობით მაგრამ ტყუპები სამჯერ და ისიც ზე-
დიზედ ეს მეტისმეტია, პირში ვუთხარი, როცა მესამე წყვილი
მოიყვანეს. ისე საშინლად ვიღლებოდი ხოლმე მათი თრევით.
მისის ჰემონდთან, მდინარის პირას ორი წელი ვცხოვრობდი
შემდეგ მისტერ ჰემონდი მოკვდა და მისის პემონდმა საოჯახო
საქმიანობას მიჰყო ხელი. ბავშვები ნათესავებში ჩამოარიგა
და თვითონ შტატებში გაემგზავრა, მე მეტი გზა არ მქონდა თავ-
შესაფარში წავედი ჰიპტონში, იმიტომ რომ არავის ვუნდოდი,

48 მკითხველთა ლიგა
არც ისინი მიღებდნენ, ამბობდნენ თავშესაფარი გადავსებუ-
ლაო, მაგრამ მაინც მიმიღეს იქ ორი წელიწადი ვიყავი, სანამ
მისის სპენსერი არ გვეწვია.
ანამ მოყოლა მოამთავრა და ისევ ამოიოხრა. მხოლოდ ამ-
ჯერად მისი ამოოხვრა შვებით იყო გამოწვეული. ცხადი იყო,
რომ მას არ უყვარდა თავის ამბებზე ლაპარაკი. იმაზე, რაც მას
სამყაროში გადახდა, სადაც ის არავის არ უნდოდა.
– როდისმე სკოლაში, თუ გივლია? – ჰკითხა მარილამ იმ
დროს, როდესაც წაბლა ცხენი სანაპირო გზისკენ წარმართა.
– დიდი ხნით არა, ცოტა ხანს დავდიოდი როდესაც მისის
ტომასთან ვცხოვრობდი. მდინარესთან რომ გადავედი, სკო-
ლა ისე შორს იყო, რომ ზამთარში არ შემეძლო სიარული, ზაფ-
ხულში არდადეგებია. ამიტომ მხოლოდ გაზაფხულზე ვიარე.
როცა თავშესაფარში ვიყავი, რასაკვირველია, დავდიოდი,
საკმაოდ კარგად შემიძლია კითხვა და პოეზიიდან ბევრი ნაწ-
ყვეტი ვიცი ზეპირად: „ბრძოლა ჰიჰენლინდებთან“, „ედინბურ-
გი წყალდიდობის შემდეგ“, „ბინგენი რეინზე“, ნაწყვეტები
„ტბის ქალიშვილებიდან“. ბევრი ნაწყვეტი ჯემს ტომსონის „წე-
ლიწადის დრონი“-დან, არ გიყვართ ისეთი პოეზია, რომელიც
ზურგში დაგბურძგლავთ. მეხუთე კლასის საკითხავ წიგნში
„პოლონეთის დაცემა“ მთლიანად თრთოლას იწვევს, მე, რა
თქმა უნდა, მეოთხეში ვიყავი, მაგრამ უფროსი კლასელები
მათხოვებდნენ თავიანთ სახელმძღვანელოებს.
ის ქალები – მისას ტომსონი და მისის ჰემონდი კარგად გექ-
ცეოდნენ? – ჰკითხა მარილამ, თან ანას გვერდულად გახედა.
– ო-ო-ო-ჰ – ენა დაება ანას. – თავის მგრძნობიარე პატარა
სახეზე ალმური მოედო და დაბნეულობა დაეტყო“.
– ო, ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლებოდა კეთილები ყო-
ფილიყვნენ. როდესაც ხალხს უნდა კეთილი იყოს, კარგად მო-
გექცეს, ძალიან აღარ გენაღვლება ყოველთვის თუ ვერ აღწე-
ვენ ამას. მათ ბევრის ატანა უწევდათ ადვილია ლოთი ქმარი
გყავდეს, არც ტყუპების მოვლაა ადვილი, მაგრამ დარწმუნე-
ბული ვარ, ისინი ცდილობდნენ კარგად მომქცეოდნენ.

49 მკითხველთა ლიგა
მარილას მეტი კითხვა აღარ დაუსვამს. ანა სიჩუმემ მოიცვა.
აღტაცებული იყო სანაპირო გზით. მარილა წაბლა ცხენს მექა-
ნიკურად მარო,ავდა. ფიქრებმა გაიტაცეს. გულში შეცოდების
გრძნობა გაუჩნდა ბავშვის მიმართ. რა უსიყვარულო ცხოვრე-
ბა ქონია, მძიმე სამუშაო! მარილა საკმაოდ შორს მჭვრეტელი
ქალი იყო, სტრიქონებს შორის კითხვა შეეძლო, სიმართლის
ამოცნობა. ანას ისტორიიდან ბევრი რამ მისთვის ნათელი გახ-
და. გასაკვირი არ იყო ანა ასე რომ ისწრაფოდა ნამდვილი სახ-
ლი ეპოვნა ამიტომაც უხაროდა ჩვენთან ყოფნა, შესაძლებ-
ლობა ეძლეოდა ნატვრა ახდენოდა, ცოდოა რომ უკან უნდა გა-
იგზავნოს. რა იქნება, რომ მათეუს მიენდოს. მის ახირება და-
უთმოს და ბავშვი თავისთან დატოვოს. ეს ხომ უნდა მათეუს.
ისე აჩემებული აქვს, რომ ვერ გადაათქმევინებ. ბავშვი კარგი
ჩანს, ბევრი რამე შეიძლება ასწავლოს. პატარა თვინიერი არ-
სებაა.
– ბევრი ლაპარაკი უყვარს – ფიქრობდა მარილა – მაგრამ
ამის გადაჩვევა შეიძლება. მერე მის ლაპარაკში არაფერი
უხამსობა არ არის. კარგი აღზრდილი ქალივით ლაპარაკობს.
ეტყობა კარგი ოჯახიდანაა.
სანაპირო გზა ყრუ ადგილი იყო, უკაცრიელი. მარჯვენა მხა-
რეს სოჭის ბუჩქნარით იყო დაფარული, რომლის სული წლე-
ბის მანძილზე ვერ გატეხა ზღვის ყურიდან მონაბერმა ქარებმა.
მარცხნივ იყო ციცაბო წითელი ქვიშა, ქვის კლდეები, რომლე-
ბიც გზასთან ისე ახლოს მისულა, რომ ცხენი, თუ მარილას წაბ-
ლა ცხენივით მშვიდი არ არის, ვერ გაუძლებს თავისი მხედრის
ნერვიულობას. დაბლა კლდეების ძირში მთის ქანების გროვე-
ბი იყო ან პატარ-პატარა ქვიშის ყურეები, რომლებიც დაფარუ-
ლი იყო კენჭებით, ოკეანის განძეულობის მსგავსად, დაბლა
ლურჯი და მოციმციმე ზღვა იყო გადაჭიმული. მის ზემოდან
თოლიები ლივლივებდნენ. მათი ფრთები მზის შუქზე ვერ-
ცხლისფრად ელავდნენ, – ზღვა ხომ მშვენიერია – თქვა ანამ,
რომელიც მზერისაგან გონს ძლივს მოვიდა – ერთხელ როდე-
საც მე მერისკილში ვცხოვრობდი, მისტერ ტომასმა ჩვენთვის
ფურგონი დაიქირავა და წაგვიყვანა ზღვის სანაპიროზე მთე-

50 მკითხველთა ლიგა
ლი დღის გასატარებლად ათი მილის დაშორებით. მთელი
დღის ყოველი წუთი დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ბავშვებისათვის თვალი არ მომიშორებია,
სულ თვალყურს ვადევნებდი, ის წლების განმავლობაში მა-
ცოცხლებდა. მაგრამ ეს სანაპირო უფრო მშვენიერია, ვიდრე
მერისკილის. თოლიები ხომ შესანიშნავები არიან. არ გინდო-
დათ თოლია ყოფილიყავით? მე მგონია, თოლიობაზე უარს არ
ვიტყოდი, ადამიანი რომ არ ვყოფილიყავი. რა კარგი იქნებო-
და გარიჟრაჟზე გაღვიძება ტყვიასავით რომ ჩაქანდებოდი
წყლისაკენ და მშვენიერი ლურჯი ზღვის ზემოდან ინავარდებ-
დი, მთელი დღე და ღამე კი უკან დაბრუნდებოდი შენს ბუდეში.
ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას. – ის უშველებელი
სახლი რა არის?
– ეს უაიტ სენდის სასტუმროა. მისტერ კირკი მართავს მას.
მაგრამ სეზონი ჯერ არ დაწყებულა. უამრავი ამერიკელი ჩამო-
დის აქ საზაფხულოდ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ნაპირი მათ-
თვის საუკეთესო ადგილია.
– მე მეგონა, ეს სახლი მისის სპენსერისაა – თქვა ანამ ნაღ-
ვლიანად – არ მინდა იქ მისვლა. ასე მგონია ეს იქნება ყვე-
ლაფრის დასასრული.

51 მკითხველთა ლიგა
თავი VI

მარილა იღებს გადაწყვეტილებას.

ასე იყო თუ ისე, ისინი აქ მაინც თავის დროზე მივიდნენ. მისი


სპენსერი ცხოვრობდა დიდ ყვითელ სახლში, უაიტ სენტში
ზღვის ყურის გვერდით. ის კართანაში გამოვიდა გაკვირვებუ-
ლი და კეთილმოსურნე სახით სტუმრების მიეგება.
– ძვირფასო, ძვირფასო წამოიყვირა მან, თქვენ ნახვას
დღეს სრულიად არ ველოდი. გულწრფელად მიხარია თქვენი
ნახვა. ცხენი დააბინავეთ? როგორა ხარ, ანა?
– მე კარგად ვარ, როგორც შესაძლებელია, გმადლობთ, –
თქვა ანამ ყოველგვარი ღიმილის გარეშე. ნაღვლიანობა ეხა-
ტა სახეზე.
– ვფიქრობ ცოტა ხანს შევყოვნდები, სანამ ცხენი დაისვე-
ნებს – თქვა მარილამ – მაგრამ მათეუს შევპირდი, რომ ადრე
დავბრუნდები სახლში. იცით მისის სპენსერ, უცნაური შეცდო-
მაა დაშვებული და მოვედი რათა გავიგო სად შეეშალათ ჩემი
დანაბარები. ჩვენ შემოგითვალეთ მათეუმ და მე, რათა თქვენ
ჩვენთვის თავშესაფრიდან ჩამოგეყვანათ ბიჭი. ჩვენ ვუთხა-
რით თქვენ ძმას, რობერტს გადმოეცათ თქვენთვის რომ ჩვენ
გვინდოდა ბიჭი ათი-თერთმეტი წლის
– მარილა კათობერტ, თქვენ ასე არ გითქვამთ! – თქვა მი-
სის სპენსერმა შეწუხებული სახით – როგორ, რობერტმა თა-
ვისი ქალიშვილის ნენსის პირით, შემომითვალა, რომ გინდო-
დათ გოგო. ასე არ იყო ფლორა ჯეინ მიმართა მან თავის ქა-
ლიშვილს, რომელიც კართანაში გამოვიდა, – ნამდვილად ასე
თქვა – მის კათბერტ. – თავგამოდებით დაუმოწმა ფლორაჯეი-
ნიმ – საშინლად ვწუხვარ – თქვა მისის სპენსერმა – ძალიან
ცუდად გამოვიდა, მაგრამ ნამდვილად მე არა ვარ დამნაშავე,

52 მკითხველთა ლიგა
მის კათბერტ, რაც შემეძლო გავაკეთე თქვენი თხოვნის შესას-
რულებლად. ნენსი საშინელი უყურადღებოა. რამდენჯერ ვეჩ-
ხუბე ამის გამო. – ჩვენ თვითონვე ვართ დამნაშავე – განაცხა-
და მარილამ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე სხვისი პირით კი არ
უნდა გადმოგვეცა, არამედ თვითონ უნდა მოვსულიყავით.
ასეა თუ ისე შეცდომა ჩადენილია და ერთადერთი, რაც შეიძ-
ლება გაკეთდეს, ის არის, რომ გამოსწორდეს. შეგვიძლია ბავ-
შვი უკან დავაბრუნოთ თავშესაფარში! იმედი მაქვს, მიიღებენ.
როგორ ფიქრობ, არ მიიღებენ?
– მე ვფიქრობ, რომ კი – თქვა მისის სპენსერმა ღრმააზროვ-
ნად – მაგრამ არა მგონია საჭირო გახდეს მისი გაგზავნა. გუ-
შინ ჩემთან იყო მისის ბლავეტი და მითხრა რომ ძალიან უნდო-
და რომ ჩემი შემწეობით მისთვის გოგო ჩამომეყვანა, რომე-
ლიც მას სახლში დაეხმარებოდა. ხომ იცით, იმან დიდი ოჯახი
აქვს და ვერავინ უშოვნია საამისოდ. ანა სწორედ მისთვის შე-
საფერია. მე ამას დავარქმევდი განგების მიერ მოწყობილ
ბედნიერ შემთხვევას.
მარილა ასე არ თვლიდა, ამ შემთხვევასთან განგების კავ-
შირს არა ხედავდა, მისი აზრით, ეს იყო ერთი მოულოდნელი
კარგი შესაძლებლობა არასასურველი ობოლის თავიდან მო-
შორება და ამაში ვერავითარ მადლიერებას ვერ გრძნობდა.
ის იცნობდა ბლაგვეტს მარტო გარეგნობით, როგორც პატა-
რა გაძვალტყავებულ ბოროტსახიან ქალს. მისი დათხოვნილი
მოსამსახურე გოგოები საშინელ რამეებს ამბობდნენ მის ხასი-
ათზე, მის წუწურაქობაზე, მის ოჯახზე, მის თავხედ, მოჩხუბარ
შვილებზე. მარილას სინდისი ქენჯნიდა იმის გაფიქრებაზებ
რომ ანა ამისთანა ქალისათვის მიეცა სამოწყალოდ.
– კარგი, მე სახლში შემოვალ და მოვილაპარაკოთ, ყველა-
ფერი ავწონ-დავწონოთ – თქვა მან.
– ეს მისის ბლავეტი არ არის ქუჩაზე აქეთ რომ მოემართება
წამოიძახა მისი სპენსერმა, როდესაც მან სტუმრები ჰოლიდან
სასტუმრო ოთახში შეჰყავდა, სადაც მათ საშინელი სიცივე
ეცათ. თითქოს მაგრად ჩახურულ მუქი მწვანე ფერის შალუზი-
საგან შემოსული ჰაერი კარგავდა თავის სითბოს.

53 მკითხველთა ლიგა
– აი ბედიც ამას ქვია. მის კათბერტ, ჩვენ შეგვიძლია ეს საქ-
მე ახლავე მოვაგვაროთ, თქვენ სავარძელში ჩაჯექით. ანა, შენ
დივანზე ჩამოჯექი, ნუ ქანაობ, მომეცით თქვენი ქუდები, ფლო-
რა ჯეინ, წადი და ჩაიდანი დადგი, გამარჯობა, ბლევეტ, სწო-
რედ ახლა ვლაპარაკობდით თქვენზე რა ბედზე გამოჩნდათ.
ნება მიბოძეთ გაგაცნოთ ერთმანეთი. მისის ბლავეტი, მის
კართბერტი, მაპატიეთ, ერთი წუთით დაგტოვებთ, სულ დამა-
ვიწყდა ფლორა ჯეინისთვის მეთქვა, რომ ფუნთუშა გამოეღო
ღუმელიდან.
მისის სპენსერი გასხლტა ოთახიდან, მაგრამ ვიდრე გავი-
დოდა ჟალუზები ასწია. ანა ჩუმად იჯდა დივანზე, ხელები ერ-
თმანეთისათვის ჩაებღაუჭა და კალთაში ჩაედო. ის მოჯადოე-
ბულივით მიშტერებოდა მისის ბლავეტს. ნუთუ ამ ბოროტსახი-
ან და ეშმაკური გამომეტყველების მქონე ქალს უნდა ჩამაბა-
რონ? იგრძნო, რომ ყელზე რაღაც მოაწვა, შიშმა შეიპყრო,
რომ ვაი თუ ცრემლები ვერ შეიკავოს. როდესაც სახეაწითლე-
ბული და გაბრწყინებული მისის სპენსერი დაბრუნდა, ემჩნე-
ოდა, რომ მზად იყო ყოველგვარი სიძნელე გადაელახა: ფიზი-
კური, გონებრივი და სულიერი. – მისის ბლევეტ, აღმოჩნდა
რომ პატარა გოგოსთან დაკავშირებით შეცდომა იქნა დაშვე-
ბული თქვა მან მე ასე ვიცოდი, რომ მისტერ და მის კართბერ-
ტებს გადაწყვეტილი ჰქონდათ გოგო ეშვილათ. ნამდვილად
ასე გადმომცეს, მაგრამ როგორც გამოირკვა, იმათ ბიჭი სდო-
მებიათ. თქვენ თუ მაშინდელის შემდეგ არ გადაგიფრიათ, ეს
გოგო სწორედ ის არის თქვენ რომ გჭირდებათ.
მისის ბლევეტმა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ანა.
– რამდენი წლისა ხარ და რა გქვია? – იკითხა მან.
– ანა შირლი – ენის ბორძიკით წარმოთქვა მოკრუნჩხულმა
ბავშვმა. ვერ გაბედა მისი სახელის გამოთქმაზე მიექცია მისი
ყურადღება, – და მე თერთმეტი წლისა ვარ.
– ჰმ! თერთმეტი წლისას არ გავხარ. მაგრამ ძლიერი ჩან-
ხარ. არ ვიცი რამდენად სწორია, ასე ამბობენ ძლიერები საქ-
მეს კარგად ართმევენ თავს, მე თუ აგიყვან, სასარგებლო უნდა
იყო, ჭკვიანი და თავაზიანი. დაიმახსოვრე, მე რომ შეგინახავ,

54 მკითხველთა ლიგა
შენი საქმით უნდა გაამართლო. მე მგონია, შემიძლია ამ ბავ-
შვისაგან გაგათავისუფლო მის კარტერ. ჩემი პატარა საშინე-
ლი ჭირვეულია გამტანჯა იმისმა მოვლამ. თუ გნებავთ შემიძ-
ლია ახლავე წავიყვანო სახლში, – მარილამ ანას გადახედა,
მის დანახვაზე გული მოუკვდა, ბავშვს სახეზე ფერი არ ედო,
მდუმარედ იტანჯებოდა, იმის გამო რომ ის კვლავ უნდა ხაფან-
გში გაებათ, საიდანაც ახლახან დააღწია თავი. მარილა არასა-
სიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. იმის შეგნებამ, რომ თუ ის ამის
გამოხედვაში გამოხატულ თხოვნასა და წუხილს არად ჩააგ-
დებს, ეს მას სიკვდილამდე მოსვენებას არ მისცემს., უფრო მე-
ტიც, მას თვალში არ ეხატება მისის ბეკეტი. ასეთ ქალს ჩააბა-
როს, მგრძნობიარე „ფაქიზი“ ბავშვი! არა, არ შეუძლია თავის
თავზე აიღოს ასეთი პასუხისგება!
– ჰო, არ ვიცი – წარმოთქვა მან ნელა – მე არ მითქვამს,
რომ მათეუმ და მე გადავწყვიტეთ არ დავიტოვოთ ის. რაც შე-
მიძლია დარწმუნებით ვთქვა, ის არის, რომ მათეუს აზრია და-
ვიტოვოთ. მე აქ იმ განზრახვით მოვედი, რომ გამეგო რატომ
დაუშვეს შეცდომა, მაინტერესებდა რა მოხდა, მე ვფიქრობ უმ-
ჯობესია ახლა ის სახლში წავიყვანო და იქ მოვილაპარაკოთ,
როგორ მოვიქცეთ. მათეუს გარეშე მე ვერაფერს გადავწყვი-
ტავ, თუ გადავწყვიტავთ რომ არ დავიტოვებთ, ჩვენ თვითონ
მოგიყვანთ, ან გამოვაგზავნით ხვალ საღამოს, და თუ არა,
თქვენ გეცოდინებათ, რომ ჩვენთან რჩება, გაწყობთ მისის
ბლევეტ ეს პირობა?
– მე ვფიქრობ, რომ უნდა დაგეთანხმოთ – წარმოთქვა მი-
სის ბლევეტმა კუშტად.
მარილას ლაპარაკის დროს იმედის ნაპერწკალი გაუღვივ-
და, თვალები გაუბრწყინდა. ბავშვი სრულიად გარდაიქმნა,
თვალები დილის ვარსკვლავებივით აუკაშკაშდა, როგორც კი
მისის სპენსერი და მისის ბლეტეტი გავიდნენ ოთახიდან იმ რე-
ცეპტის მოსაძებნად, რისთვისაც მისის ბლევეტი იყო მოსული,
ანა წამოხტა და მივარდა მარილას.
– ო, მის კათბერტ, მართლა თქვით, რომ შეიძლება დამტო-
ვოთ მწვანე მეზონინში? – თქვა ანამ სულმოუთქმელად ჩურ-

55 მკითხველთა ლიგა
ჩულით, თითქოს ხმამაღლა რომ ელაპარაკა შეიძლებოდა
გამქრალიყო ის დიდებული შესაძლებლობა. მართლა თქვით,
თუ წარმოსახვაში მომესმა?
– მე მგონი შენ გირჩევნია ისწავლო შენი თავის გაკონტრო-
ლება. შენ არ შეგიძლია ერთმანეთისაგან განასხვავო სინამ-
დვილე და წარმოსახვა – თქვა მარილამ გაჯავრებულად – დი-
ახ, სწორედ გაიგონე. ისე ვთქვი და მეტი არაფერი. ეს ჯერ კი-
დევ გადაწყვეტილი არ არის. და შეიძლება მისის ბლევეტს ნე-
ბა მივცეთ შენ თავისთან წაგიყვანოს. ნამდვილად იმას უფრო
სჭირდები, ვიდრე მე.
– მირჩევნია თავშესაფარში დავბრუნდე, ვიდრე მასთან გა-
დავიდე საცხოვრებლად – წარმოთქვა ანამ ცხარედ – ის იცით
რასა გავს? რასა და ბურღს.
მარილამ შეიკავა თავი, რომ არ გაღიმებოდა. იმ განზრახ-
ვით, შეიკავა თავი, რომ ბავშვისათვის საჭირო იყო შეეგნო
რომ ასეთი სიტყვებისთვის გასაკიცხი იყო.
– პატარა გოგოს უნდა სცხვენოდეს ასეთ რამეებს რომ ამ-
ბობს ქალზე, თანაც უცხოზე – უთხრა მან მკაცრად. დაბრუნდი
და მშვიდად იჯექი და ენა გააჩერე, ისე მოიქეცი, როგორც კარ-
გად აღზრდილ გოგოს შეეფერება.
– მე ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც თქვენ მოგეწონე-
ბათ, იმ შემთხვევაში თუ თქვენთან დამტოვებთ – წარმოთქვა
ანამ და მორჩილად გაიქცა დივანისაკენ.
როდესაც ისინი დაბრუნდნენ იმ საღამოს მწვანე მეზონინში
მათეუ მათ ქუჩაში დახვდათ. მარილამ ის შორიდან დაინახა:
ხედავდა აღელვებული ბოლთას რომ სცემდა და მიხვდა მი-
ზეზს. მას შვება გამოესახა სახეზე, როდესაც დაინახა, რომ მა-
რილამ ანა უკან რომ მოიყვანა, მაგრამ არაფერი არ უთხრა
მას იქამდე, სანამ მარტო არ დარჩნენ ბეღელის უკან, სადაც
ძროხებს წველავდნენ. მაშინ მან მოუთხრო ანას ისტორია და
მისის სპენსერთან მისი ინტერვიუს შედეგი“.
– მე ძაღლსაც არ გავიმეტებდი იმ დედაკაცისათვის – უთ-
ხრა მათეუმ მისთვის უჩვეულო ენერგიით.

56 მკითხველთა ლიგა
– მე თვითონაც არ მომეწონა იმის ხასიათი – დაეთანხმა მა-
რილა?
– მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თვითონ უნდა დავიტო-
ვოთ ის, მათეუ როგორც ჩანს შენ გინდა, რომ ჩვენთან დარჩეს
მე კი მსურს შენ გაგიწიო ანგარიში და დავთანხმდე მის დატო-
ვებაზე. ამ იდეაზე ბევრი მიფიქრია. ეს ადამიანს მოვალეობას
აკისრებს, მაგრამ მე ძალას არ დავიშურებ. ისე რომ, რაც მე
შემეხება, მათეუ – გოგოს შეუძლია დარჩეს. – მათეუს, სახე
სიხარულისაგან უეცრად გაუბრწყინდა.
– იცი მარილა, მე ვიცოდი, რომ შენ ამ განზრახვით მიხვი-
დოდი – თქვა მან – ის ისეთი საინტერესო პატარა არსებაა.
– მე მოველოდი უფრო მეტს იტყოდი. მეგონა იტყოდი სა-
სარგებლო პატარა ქმნილება არისო – მიუგო მარიამ.... მე ჩემ
მოვალეობად ჩავთვლი ისე აღვზარდო, რომ ასეთი გახდეს
მხოლოდ იცოდე, მათეუ, შენ არ უნდა ჩაერიო აღზრდის ჩემ მე-
თოდებში. შესაძლებელია მოხუცმა შინაბერას ბევრი არაფე-
რი გაეგება ბავშვის აღზრდის საკითხებში, მაგრამ ჩემი აზრით,
მან უფრო მეტი იცის, ვიდრე მოხუცმა, მარტოხედა კაცმა. ისე
რომ ეს საქმე მე უნდა მომანდო, როცა მე გამიჭირდება, შენ
დამეხმარები.
– კარგია, კარგი – მარილა შენ საკუთარი ძალით მიაღწევ
ყველაფერს – მიუგო მათეუმ დამარწმუნებლად – მხოლოდ,
გთხოვ კარგად კეთილად მოეპყრო, ისე რომ არ გააფუჭო. მე
ასე მგონია, ის ისეთი არსებაა, არაფერი გაგიჭირდება მასთან,
მხოლოდ სიყვარული არ დააკლო.
მარილამ ჩაიფრუტუნა რათა გამოეხატა კმაყოფილება მა-
თეუს შეხედულებების გამო – და ვედროებით ხელში გაემარ-
თა რძის გასაწურად.
– მე ამ საღამოს არ ვეტყვი, რომ შეუძლია დარჩეს – ფიქ-
რობდა მარილა როდესაც წურავდა რძეს, ისე აღელდება რომ
ღამე თვალსაც ვერ მოხუჭავს. მარილა კათბერტ, შენ ახლა პა-
სუხისგება გაკისრია, როდისმე წარმოვიდგენდი, რომ შენ
ობოლ გოგონას იშვილებდი? მეტად საკვირველია. მაგრამ მა-
თეუსაგან უფრო მიკვირს. მას ყოველთვის საშინლად ეშინოდა

57 მკითხველთა ლიგა
პატარა გოგოების ასეა თუ ისე ექსპერიმენტს ვატარებთ და
ღმერთმა უწყის აქედან რა გამოვა.

58 მკითხველთა ლიგა
თავი VII

ანა ლოცულობს

როდესაც იმ ღამით მარილამ ანა გააცილა თავის ოთახში,


უთხრა მკაცრად:
– ანა, შევამჩნიე გასულ ღამეს, რომ შენი ტანისამოსი როცა
გაიხადე, იატაკზე მიყარ-მოყარე, ეს ძალიან ცუდი თვისებაა
და ამას არ დავუშვებ. როგორც გაიხდი ტანისამოსს, დაკეცე
სუფთად და დაალაგე სკამზე, მე ვერ შევეგუები ისეთ გოგოს,
რომელიც სისუფთავისა და წესრიგის მოყვარული არ იქნება.
– მე გუშინ ისეთ განწყობაზე ვიყავი რომ თავში ყველაფერი
არეული მქონდა და ტანისამოსზე ფიქრის თავი არა მქონდა –
თქვა ანამ. ამაღამ ყველაფერს დავკეცავ ლამაზად, ისინი ჩვენ
ამას გვაკეთებინებდნენ თავშესაფარში. ისე ძალიან მეჩქარე-
ბოდა ლოგინში ჩაწოლა, რომ ხშირად მავიწყდებოდა ტანისა-
მოსის ლამაზად დალაგება. წყნარად ჩავწვებოდი ხოლმე და
ვიწყებდი ოცნებას.
– თუ აქ დარჩები კარგად დაიმახსოვრე ეს ყველაფერი, რაც
გითხარი – გააფრთხილა მარილამ – ასე ჯობია. დღეს კარგად
დაალაგე. ეს უკვე რაღაცას ჰგავს. ახლა წაიკითხე ლოცვები
და ჩაწექი ლოგინში.
– მე არასოდეს წამიკითხავს ლოცვები – გამოაცხადა ანამ.
მარილას თავზარი დაეცა და გაოცდა.
– როგორ, ანა, რას მეუბნები? შენთვის არასოდეს უსწავლე-
ბიათ ლოცვების წაკითხვა? ღმერთს უნდა პატარა გოგოებმა
წაუკითხონ ლოცვები. შენ არ იცი ვინ არის ღმერთი? ანა?
– ღმერთი არის სული, უსასრულო, და უცვლელი, ბრძენი,
ძალა, წმინდა სამართლიანობა, სიკეთე, ჭეშმარიტება – უპა-
სუხა ანამ მკვირცხლად და გამართულად.

59 მკითხველთა ლიგა
მარილამ ცოტა შვება იგრძნო.
– რაღაც გცოდნია, მადლობა ღმერთს! სულმთლად წარ-
მართი არა ყოფილა. სად ისწავლე?
– თავშესაფრის სკოლაში. მათ ჩვენ მთელი კატეხიზმი შეგ-
ვასწავლეს, მე ის ძალიან მომეწონა. ზოგიერთი სიტყვა შესა-
ნიშნავია მუდმივი, უცვლელი ხომ დიდებულია? თითქოს დიდი
ორღანი უკრავსო. პოეზიას ვერ დაარქმევ, მაგრამ პოეზიას
გავს არა?
ჩვენ პოეზიაზე არა ვსაუბრობთ, ანა – ჩვენ ვლაპარაკობთ
ლოცვების კითხვაზე. არ იცი, რომ საშინელი ბოროტებაა ყო-
ველღამე ლოცვებს რომ არ კითხულობ? ვშიშობ, რომ შენ ძა-
ლიან ცუდი პატარა გოგო ხარ.
– თქვენც იქნებოდით ცუდი, წითელი თმა რომ გქონოდათ –
თქვა ანამ საყვედურით, ხალხს, რომელთაც წითელი თმა არ
აქვსო, არ იცის რა არის დარდი. მისის ტომასმა მითხრა ღმერ-
თმა შენ წითელი თმა განგებ გიბოძაო. და ამის შემდეგ მე ინ-
ტერესი დავკარგე მისადმი. გარდა ამისა, მე ისე ვიღლებოდი,
რომ თავს აღარ ვიცხელებდი ლოცვების კითხვით. ადამიანი,
რომელიც ტყუპებს უვლის, მისგან არ უნდა ელოდო ლოცვების
კითხვას. გულწრფელად გჯერათ, რომ შეუძლია ამის გაკეთე-
ბა? – მარილამ გადაწყვიტა რომ დაუყოვნებლივ უნდა შეუდ-
გეს ? ანას რელიგიურად აღზრდას. ერთი დღეც არ უნდა და-
კარგოს.
– სანამ შენ ჩემ ჭერქვეშ ხარ, ვალდებული ხარ ილოცო.
– რა თქმა უნდა, თქვენ თუ ასე გსურთ მიუგო ანამ მხიარუ-
ლად. – მე ყველაფერს გავაკეთებ თქვენი ხათრით. მაგრამ ამ
ჯერზე თქვენ უნდა მითხრათ რა გავაკეთო, ლოგინში როცა
ჩავწვები მე მოვიფიქრებ ნამდვილ, ლამაზ ლოცვას, რომელ-
საც ყოველთვის წავიკითხავ. მე მჯერა, რომ იქნება ნამდვი-
ლად საინტერესო.
– შენ უნდა დაიჩოქო – თქვა მარილამ დაბნეულად. ანამ და-
იჩოქა მარილის გვერდით და შეხედა მას სერიოზულად.
– რატომ იჩოქებს ხალხი როცა ლოცულობს? მე რომ ლოც-
ვა მომინდებოდა, გითხრათ რას ვიზამდი? წავიდოდი უშველე-

60 მკითხველთა ლიგა
ბელ მინდორზე, ღრმა ტყეში და შევხედავდი ცას, ლამაზ ლურჯ
ცას, რომელიც ისე ჩანს, თითქოს მის სილურჯეს არა აქვსო
საზღვარი. და მაშინ ვიგრძნობდი ლოცვას. კარგი, მე მზადა
ვარ, რა უნდა ვთქვა?
მარილა უფრო მეტად გაოგნდა. მას განზრახული ჰქონდა
ანასათვის ესწავლებინა საბავშვო ლოცვა, მისგან ამოდენა
იუმორის გრძნობა გამოკრთოდა და იმის გრძნობაც ჰქონდა
როდის და სად რა არის შესაფერი, რომ უეცრად მოუვიდა აზ-
რად, რომ უბრალო მარტივი ლოცვა რომელიც განკუთვნილი
იყო ნამცეცა ბავშვებისათვის, რომლებიც ჯერ კიდევ დედის
კალთას არ მოსცილებიან, სრულიად არ შეეფერება ამ ჭორ-
ფლიან კუდიან გოგოს, რომელმაც იცოდა და არ ზრუნავდა
ღმერთის სიყვარულზე, როდესაც მისთვის არასოდეს განუ-
მარტავთ ის კაცობრიობის სიყვარულის მეშვეობით.
– შენ საკმაოდ დიდი ხარ იმისათვის, რომ თვითონ ილოცო
– თქვა მან ბოლოს. უბრალოდ მადლობა გადაუხადე ღმრთის
წყალობისათვის და სთხოვე მას მოკრძალებით ის, რაც შენ
გინდა.
– კარგი, ძალიან შევეცდები – დაპირდა ანა და თავი ჩარგო
მარილას კალთაში. – მოწყალეო ზეციურო მამაო ასე იხსენე-
ბენ ღმერთს მღვდლები ეკლესიაში. ისე რომ სწორია, მაგრამ
პირად ლოცვაში შეიძლება ასე დავიწყო? – შენიშნა მან და თა-
ვი ასწია ერთი წუთით.
– მოწყალეო ზეციურო მამაო, მადლობას მოგახსენებ სი-
ამოვნების თეთრი გზისა და მოელვარე წყლების ტბის, ბონის
და თოვლის დედოფლისათვის. მე ნამდვილად მადლიერი ვარ
მათ გამო, ეს არის სულ, რაც ახლა მოვიფიქრე. ახლა მადლო-
ბას მოგახსენებ იმისათვის რაც უნდა გთხოვო. სათხოვარი
უამრავი მაქვს, რაც დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ ორ უმთავ-
რეს და მნიშვნელოვანს გთხოვ. გთხოვ, დამტოვო მწვანე მე-
ზონინში, კიდევ იმას გთხოვ როცა გავიზრდები ლამაზი შესა-
ხედაობის ვიყო.
თქვენი პატივისმცემელი ანა შირლი

61 მკითხველთა ლიგა
– ყველაფერი სწორად ვთქვი? – იკითხა მოუთმენლად ანამ
და წამოდგა.
– შემეძლო უფრო ფერადოვნად შემედგინა ლოცვა, დრო
უფრო მეტი რომ მქონოდა ამის მოსაფიქრებლად.
მარილამ ეს უჩვეულო ლოცვა იმით გაამართლა, რომ ანას
ეს უპატივცემლობით კი არ დამართია ღმერთის მიმართ, არა-
მედ სასულიერო ამბების უმეცრებით. ამიტომ ის სრულიად და-
ღუპულად არ ჩათვალა, მან მზრუნველად გადაახურა ანას სა-
ბანი და გონებაში აღთქმა დადო მეორე დღესვე შეასწავლეს
ლოცვას და ის იყო სანთლით ხელში აპირებდა გასვლას რომ
ანამ დაუძახა და მოაბრუნა.
– ახლა გამახსენდა. მე უნდა მეთქვა „ამინ“ „პატივისცემით“
მაგივრად, ასე არ არის? მღვდლები ასე ამბობენ ხოლმე. მაგ-
რამ აღსარება ხომ რაღაცით უნდა დამებოლოვებინა. როგორ
გგონიათ ამაში დიდი განსხვავებაა?
– მე... მე არა მგონია – მიუგო მარილამ – ახლა დაიძინე
როგორც კარგი ბავშვი, ღამე მშვიდობისა.
– ახლა შემიძლია ღამე მშვიდობისა სუფთა სინდისითა
ვთქვა წარმოთქვა ანამ და ბალიშებში ჩაიმალა.
მარილა სამზარეულოში დაბრუნდა, სანთელი მტკიცედ და-
დო მაგიდაზე და შეხედა მათეუს.
– მათეუ კაბერტ, დროა ამ გოგოზე ვინმემ იზრუნოს და რა-
ღაც ასწავლოს, ის ნამდვილი წარმართია, წარმოგიდგენია!
თავის სიცოცხლეში ლოცვა ჯერ არ წაუკითხავს, მე ხვალვე გა-
ვაგზავნი მღვდელთან სახლში და შევუთვლი ლოცვები გვათ-
ხოვოს... აი რას გავაკეთებ, ის ივლის საკვირაო სკოლაში. წი-
ნასწარ ვიცი რომ დიდი ჯაფა მომიწევს, მაშ როგორ გვინდა,
განზე ვერ გავდგებით, ამ ქვეყნად ჩვენი წილი რომ არ შევიტა-
ნოთ საერთო საქმეში. აქამდე წყნარი ცხოვრება მქონდა, მაგ-
რამ : ახლა ჩემი დროც დადგა. მე მინდა ჩემი ვალი პირნათ-
ლად მოვიხადო.

62 მკითხველთა ლიგა
თავი VIII

ანას აღზრდა დაიწყო

მარილამ ჩაფიქრებული მიზეზების გამო, ანას მეორე დღის


შუადღემდე არ გაუმხილა, რომ ის მწვანე მეზონინში რჩებოდა.
მთელი დილა იგი ბავშვს საქმეებით აკავებდა და თან აკ-
ვირდებოდა როგორ ართმევდა თავს ამა თუ იმ ამოცანას. შუ-
ადღისას უკვე დარწმუნდა იმაში, რომ ანა მარჯვე და გამგონი
გოგო იყო. მუშაობის მოყვარული და ჩქარი ამთვისებელი. მი-
სი უმთავრესი სერიოზული ნაკლი მდგომარეობდა იმაში, რომ
მიდრეკილება ჰქონოდა ოცნებით გატაცებულიყო. შეიძლება
შუა საქმეში გამოთიშულიყო, აღარაფერი არ ახსოვდა და
ვერც ვერაფერს ვერ ამჩნევდა ირგვლივ, სანამ ვინმე მკვახე
შენიშვნით არ დააბრუნებდა დედამიწაზე ან რაღაც უბედურება
არ მოხდებოდა.
როდესაც ანამ თეფშების რეცხვა დაამთავრა, უეცრად პი-
რისპირ დაუდგა მარილას იმ ადამიანის იერით და რომელსაც
მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი სიმართლე გაიგოს, თუნდაც ყვე-
ლაზე უარესი იყოს იგი. მისი პაწია სხეული თავიდან ფეხებამ-
დე ცახცახებდა, სახე ალეწოდა, თვალები იმდენად ჰქონდა გა-
ფართოებული, რომ შავად მოჩანდა. ხელები მაგრად მოუჭირა
ერთმანეთს და ვედრებით წარმოთქვა...
– ო, გეთაყვა, მის კათბერტ გევედრებათ, მითხარით აპი-
რებთ ჩემს უკან გაგზავნას თუ არა? მთელი დილა ვცდილობდი
მშვიდად ვყოფილიყავი, მაგრამ ვგრძნობ, მეტს ვეღარ ავიტან
გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნას, რაღაც საშინელი
გრძნობაა, გემუდარებით, მითხარით.
– შენ მდუღარეთი არ გაგირეცხი ჭურჭლის ტილო, როგორც
დაგავალე – უთხრა მარილამ მშვიდად – წადი და რაც გითხა-

63 მკითხველთა ლიგა
რი გააკეთე, სანამ კითხვების მოცემას დამიწყებ. ანა წავიდა
და დავალება შეასრულა, შემდეგ დაბრუნდა და მავედრებელი
მზერა მიაპყრო მარილას.
– მაშ კარგი – დაიწყო მარიამ. ვეღარ მოძებნა საბაბი რომ
კიდევ გადაედო პასუხის გაცემა, – მე ვფიქრობ... უნდა გითხრა
რომ მათეუმ და მე გადავწყვიტეთ, დაგტოვოთ, რასაკვირვე-
ლია, თუ შენ შეეცდები კარგი პატარა გოგო იყო და გამოიჩენ
მადლიერებას, მაგრამ ბავშვო, რა დაგემართა.
– მე ვტირი – წარმოთქვა ანამ დაბნეულად არ მესმის მიხა-
რია ისე როგორც ადამიანს სიხარული? არა სიხარული ის სიტ-
ყვა არ არის, რასაც მე ვგრძნობ. მიხარია როდესაც ვუყურებ
თეთრ გზას, ან აყვავებულ ბალის ხეს, მაგრამ ეს სხვა რამეა:
უფრო მეტია, ვიდრე სიხარული. მე ისეთი ბედნიერი ვარ! ვეც-
დები ძალიან კარგი იყო, ამისათვის მძიმე შრომა მომიწევს,
იმიტომ რომ, როგორც მისის ტომასი მეუბნებოდა, მე გამოუს-
წორებელი უზნეო ბავშვი ვარ, მაგრამ ყველანაირად შევეცდე-
ბი, გამოვსწორდე. იქნებ მითხრათ რატომ ვტირი?
– მე ვფიქრობ, იმიტომ რომ აღელვებული ხარ. ახალმა ამ-
ბავმა აგაფორიაქა უთხრა მარილამ დამრიგებლური ტონით.
– დაჯექი იმ სკამზე და შეეცადე დაწყნარდე, ვშიშობ, რომ შენ
ტირილიცა და სიცილიც ადვილად შეგიძლია ჰო, შეგიძლია
დარჩე და ჩვენ შევეცდებით სიკეთე მოგიტანოთ, შენ სკოლაში
უნდა იარო, ახლა არ გამოვა. ორი კვირა დარჩა არდადეგე-
ბამდე, არ ღირს ახლა შენი იქ მიყვანა, დავიცადოთ სექტემ-
ბრამდე, როცა გაიხსნება – ახალი სასწავლო წლისათვის.
– თქვენ რა უნდა დაგიძახოთ? – იკითხა ანამ. ყოველთვის
მის? კათბერტი უნდა მიწოდოთ? შეიძლება დეიდა მარილა და-
გიძახოთ?
– არა, შენ დამიძახებ უბრალოდ მარილას, არა ვარ დაჩვეუ-
ლი მის კათობერტის დაძახებას. ეს მე მანერვიულებს.
– უბრალოდ მარილა რაღაც უპატივცემულოდ გამოვა – შე-
ეწინააღმდეგა ანა.
– ამაში არაფერი უპატივცემულობა არ არის, თუ შენ პატი-
ვისცემით მელაპარაკები, ავონლეაში მე დიდიცა და პატარაც

64 მკითხველთა ლიგა
მარილას მეძახის მღვდლის გარდა, ის მის კათბერტს მეძახის,
როდესაც აგონდება.
– მე მომწონს დეიდა მარილი დავიძახოთ – თქვა ანამ ნაღ-
ვლიანად. დეიდა მე არასოდეს მყოლია ან რომელიმე ნათესა-
ვი. დიდედაც კი. ეს მაფიქრებინებს, რომ მართლაც თქვენ გე-
კუთვნით. შემიძლია დეიდა დაგიძახოთ?
– არა, მე შენი დეიდა არა ვარ, არ მიყვარს ადამიანი ისეთ
სახელს რომ დაარქმევს, რომელიც არ ეკუთვნის.
– ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ მართლაც
ჩემი დეიდა ხართ.
– არ შეიძლება – თქვა მარილამ მკაცრად.
– თქვენ არასოდეს წარმოგიდგენიათ საგნები განსხვავე-
ბით, ვიდრე ისინი არიან სინამდვილეში? (იკითხა ანამ გაფარ-
თოებული თვალებით.
– არა,
– ოჰ! – ანამ ღრმად ამოისუნთქა – ო, მის მარილა, რომ
იცოდეთ რამდენს აგებთ!
– რა საჭიროა საგნების ისეთად წარმოდგენა, როგორებიც
ისინი არ არიან. სინამდვილეში შეედავა მარილა როდესაც
ღმერთს ჩვენ განსაზღვრულ ვითარებაში ჩაგვაყენა. მას არ
უფიქრია, რომ ჩვენ წარმოვიდგენთ ამას განსხვავებულად,
ამაზე გამახსენდა, წადი სასტუმრო ოთახში, მხოლოდ ფეხები
კარგად გაიწმინდე და ბუზები არ შეუშვა. და მოიტანა ილუს-
ტრირებული ღია ბარათი, რომელიც უჯრის თაროზეა, იქ წე-
რია ღმერთის ლოცვა და შენ გამოიყენებ, თავისუფალ დროს
ზეპირად შეისწავლი აღარ დაუშვა რომ ისეთი ლოცვა წარ-
მოთქვა როგორიც გასულ ღამეს.
– მე ვფიქრობ, მართლა ცუდად გამომივიდა – თქვა ანამ
მობოდიშებით. მაგრამ ხომ იცით, რომ მე ამაში არავითარი
პრაქტიკა არა მქონია. შეიძლება ადამიანს მოთხოვოთ კარ-
გად ილოცოს, თუ ის თავის სიცოცხლეში პირველად ლოცუ-
ლობს? შეგიძლიათ? ლოგინში რომ დავწექი, როგორც დაგ-
პირდით, შესანიშნავი ლოცვა მოვიფიქრე. ისეთივე გრძელი,
როგორც მღვდლები კითხულობენ ხოლმე და ძალიან პოეტუ-

65 მკითხველთა ლიგა
რი მაგრამ ალბათ არ დამიჯერებთ დილით რომ გავიღვიძე
ვერც ერთი სიტყვა ვერ გავიხსენე. ვშიშობ, ვეღარასოდეს შევ-
ძლებ სხვა რომ მოვიფიქრო ალბათ დამეთანხმებით, იგივე მე-
ორედ აღარასოდეს კარგი არ გამოდის, შეგიმჩნევიათ?
– ერთია, რაც შენ უნდა შეამჩნიო, ანა, როდესაც მე გაგზავ-
ნი რამის მოსატანად მაშინვე უნდა შემისრულო დავალება და
არ იდგე ერთ ადგილას ბოძივით და მსჯელობდე. ახლავე წადი
და ის გააკეთე რაც დაგავალე. ანა მკვირცხლად გაემართა
სასტუმრო ოთახისაკენ, მაგრამ დაბრუნებას აღარ აპირებდა.
მარილამ გვერდზე გადადო თავისი საქსოვი და წავიდა მის მო-
საძებნად, პირქუში სახით დაინახა რომ ანა გაუნძრევლად იდ-
გა სურათის წინ, რომელიც ორი ფანჯრის შუა კედელზე ეკიდა.
თვალები ოცნებისგან დაბინდოდა ვაშლის ხეები და ვაზი სი-
ნათლის შუქს თეთრსა და მწვანე ფერს აძლევდა, ოთახში იჭ-
რებოდა და პატარა აღფრთოვანებულ ფიგურას არაამქვეყ-
ნიური ციალი ეფრქვეოდა.
– ანა, რაზე ფიქრობ. – შეეკითხა მარილა გაბრაზებით.
ანა შეკრთა და სწრაფად მიწაზე დაეშვა.
– ამაზე – თქვა მან და მიუთითა სურათზე სათაურით „ქრის-
ტე აკურთხებს პატარა ბავშვებს“ და მე სწორედ ახლა წარმო-
ვიდგინე რომ ამ ბავშვებს შორის მეც ვიყავი, აი ის პატარა გო-
გო ცისფერ კაბაში, ცალკე რომ დგას თავისთვის კუთხეში,
რადგან ის არავის არ ეკუთვნის, როგორც მე, ის მარტოსულად
გამოიყურება და ნაღვლიანია, ასე არ გგონიათ. მე ვხვდები
რომ იმას არც დედა ჰყავს და არც მამა, მაგრამ უნდა რომ ისიც
აკურთხონ. იმედოვნებს, რომ მას ვერავინ შეამჩნევს მის გარ-
და, იმიტომ ის ახლა მოკრძალებით მიცოცავს წინ, გუნდისგან
განცალკევებით, დარწმუნებული ვარ, ვიცი რასაც გრძნობს,
მას გული მაგრად უცემს და ხელები ცივი აქვს როგორც როდე-
საც მე გეკითხებოდით ვრჩები თუ არა თქვენთან, მას ეშინია
ვაითუ ვერ შეამჩნიოს იმან, მაგრამ ჩანს შეამჩნია არა გგონი-
ათ? მე ვცდილობდი წარმომედგინა ყველაფერი. განსაკუთრე-
ბით ის, რომ ნაპირას მდგარი როგორ მიძვრებოდა გამუდმე-
ბით, სანამ სულ ახლოს არ მივიდა მასთან და შემდეგ ის რო-

66 მკითხველთა ლიგა
გორ შეხედავდა და თავზე ხელს გადაუსვამდა და ო, სიხარუ-
ლით თრთოლას გრძნობდა მთელ ტანში. მხატვარმა რატომ
დახატა ის ნაღვლიანი სახით. მე არა მჯერა, რომ ნაღვლიანი
ყოფილიყო. თუ შეგიმჩნევიათ სურათებში ნაღვლიანი სახე
აქვს. ნაღვლიანი რამ ყოფილიყო, ბავშვებს მისი შეეშინდებო-
დათ.
– ანა – თქვა მარიამ, – რომელსაც უკვირდა აქამდე რატომ
არ შეაწყვეტინა ლაპარაკი – შენ ასე არ უნდა ილაპარაკო, ეს
უპატივცემულობაა, აშკარად უპატივცემულობაა.
ანამ თვალებით გამოხატა გაოცება.
– რატომ? მე პატივისცემას ვგრძნობდი, როგორც შემეძლო
დარწმუნებული ვარ, უპატივცემულობა აზრად არ მომსვლია.
– მე არ ვამბობ, გიფიქრია, მაგრამ სწორე არ არის. ასე ფა-
მილიარულად ლაპარაკი ასეთ რამეებზე და კიდევ ანა როდე-
საც მე გაგზავნი რამის მოსატანად მაშინვე უნდა მომიტანო,
სურათის წინ კი არ უნდა იდგე ფანტაზიებსა და წარმოდგენებს
აყოლილი, აიღე ის ბარათი პირდაპირ სამზარეულოში წამო-
დი, ახლა დაჯექი კუთხეში და ზეპირად ისწავლე მთელი ლოც-
ვა.
ანამ ბარათი დოქზე მიაყუდა, რომელიც სავსე იყო აყვავე-
ბულ ვაშლის ტოტებით. მან ეს ტოტები იმისათვის მოიტანა რა-
თა სასადილო მაგიდა მოერთო. მარიამ ალმაცერად გადახე-
და ამ მორთულობას, მაგრამ ხმა არ ამოუღია, ანამ ნიკაპი და-
აყრდნო ხელებზე და შეუდგა ლოცვის შესწავლას, რაც გაგ-
რძელდა რამდენიმე წუთს.
– ეს მე მომწონს – გამოაცხადა მან ბოლოს ლამაზია ეს მე
ადრე გამიგონია, ამას კითხულობდა თავშესაფრის საკვი-
რაო სკოლის რექტორი, მაგრამ მე ეს არ მომწონებია, იმას
ისეთი წრიპინა ხმა ჰქონდა და ისე უხალისოდ კითხულობდა,
რომ შთაბეჭდილებას არ ახდენდა. დარწმუნებული ვარ, ფიქ-
რობდა, რომ ლოცვა უსიამოვნო მოვალეობის შესრულებაა,
მართალია ეს პოეზია არ არის, მაგრამ ის ისეთივე ზემოქმედე-
ბას ახდენს, როგორც პოეზია „მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა
შინა.

67 მკითხველთა ლიგა
„წმიდა იყავნ სახელი შენი“.
პირდაპირ მუსიკასავით ჟღერს, ო, რომ იცოდეთ, როგორ
მიხარია, რომ დამავალეთ ამის შესწავლა, მის მარილა.
– კარგი ისწავლე და ენა გააჩუმე თქვა მარილამ მოკლედ.
– მართლა – უცბად შეეკითხა იგი – როგორ გგონიათ მე
ავონლეაში როდისმე მეყოლება გულითადი მეგობარი?
– როგორი მეგობარი?
– გულითადი მეგობარი. სულიერი მეგობარი, ხომ იცით,
ნამდვილი მონათესავე სული, ვისაც ფარულ სულს მიანდობ.
მე ვოცნებობდი შემხვედროდა ასეთი მეგობარი ჩემს სიცოც-
ხლეში, არ მეგონა თუ შემხვდებოდა. ბევრი ჩემი ლამაზი ოც-
ნება შემისრულდა ერთბაშად. შესაძლებელია ეს ნატვრაც
ამიხდეს. როგორ გგონიათ, შესაძლებელია?
– დიანა ბარი ცხოვრობს ფერდობის ბაღჩაში და დაახლოე-
ბით შენი ხნისაა, მშვენიერი პატარა გოგოა და შესაძლებელია
შენი ამხანაგი გახდეს, როდესაც სახლში დაბრუნდება., ახლა
ის სტუმრობს თავის მამიდას კარმოდიში, ძალიან დიდი სიფ-
რთხილე გმართებს., როგორ მოიქცევი შენზეა დამოკიდებუ-
ლი მისის ბარი განსაკუთრებული ქალია. ის ყველასთან არ აძ-
ლევს თამაშის ნებას, თუ ის კარგი ბავშვი არ არის.
ანამ აყვავებულ ვაშლის ტოტებს შორის გახედა მარილის
ანთებული თვალებით.
– როგორია დიანა? წითელი თმა არ ექნება – ასეა? იმედია
არა აქვს, ისიც საკმარისია მე რომ წითელი თმა მაქვს, ვერ ავი-
ტან ჩემს გულითად მეგობარსაც რომ წითელი თმა ჰქონდეს.
– დიანა ძალიან ლამაზი პატარა გოგოა, მას შავი თვალები
და შავი თმა აქვს, და ვარდისფერი ლოყები, ის ძალიან კარგი
და ჭკვიანია, რაც სილამაზეს სჯობია.
მარილას ისევე უყვარდა მორალი, როგორც ჰერცოგ ქალს
ზღაპარში „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ და ღრმად იყო
დარწმუნებული, ყოველ შენიშვნას, რასაც გაუკეთებდა მის აღ-
საზრდელს, მორალი უნდა დაერთო.

68 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ანამ მორალი ხელის მოქნევით მოიშორა და ჩაებ-
ღაუჭა სასიამოვნო შესაძლებლობებს, როგორც მას თვალწინ
ეხატებოდა.
– ო, როგორ მიხარია ის, რომ ლამაზია, თითქოს თვითონაც
ლამაზი ვიყო, მე რომ ლამაზი არა ვარ, ძალიან კარგი იქნება
ლამაზი გულითადი მეგობარი მყავდეს, როდესაც მე მისი ტომ-
სონთან ვცხოვრობდი, მას წიგნების კარადა ჰქონდა სასტუმ-
რო ოთახში, რომელსაც შუშის კარებები ჰქონდა. შიგ არავი-
თარი წიგნები არ ელაგა მისის ტომასი იქ ფაიფურის ჭურჭელს
და საკვების მარაგს ინახავდა. ერთ-ერთი კარი გატეხილი
იყო. მეორე კარი მთელი იყო და მე იქ ჩემ გამოსახულებას ვხე-
დავდი. ვთვლიდი, რომ ის სხვა პატარა გოგოა, რომელიც შიგ
ცხოვრობდა. მე მას ვეძახდი კეიტ მორის, ჩვენ ახლო მეგობ-
რები ვიყავით. მე მას საათობით ვესაუბრებოდი, განსაკუთრე-
ბით კვირადღეობით: და ვუყვებოდი ყველაფერს. კეიტი ჩემი
ცხოვრების ნუგეში იყო. ჩვენ ისე გვქონდა წარმოდგენილი,
რომ წიგნების კარადა იყო მოჯადოებული და რომ მცოდნოდა
ჯადოსნური სიტყვა, შემეძლებოდა კარის გაღება შესვლა
ოთახში სადაც კეიტი ორისი ცხოვრობდა. მე ის ხელს მომკი-
დებდა, წამიყვანდა საოცარ ადგილას, სადაც ბევრი ყვავილე-
ბია, მზის ნათება და ფერიებია და ჩვენ ისე ვიცხოვრებდით
ბედნიერად სამუდამოდ. როდესაც მე გადავედი საცხოვრებ-
ლად მისის ჰამონდთან, გული გამიტყდა, რომ უნდა დავშორე-
ბოდი კეიტ მორის. ისიც განიცდიდა საშინლად. იქიდან ვიცი,
რომ როცა მეთხოვებოდა ტიროდა. ჰამონდებს წიგნების კარა-
და არ ჰქონდათ. სამაგიეროდ მაღლა მდინარესთან სახლისა-
გან ცოტა მოშორებით პატარა მწვანე ველი იყო და იქ უსაყ-
ვარლესი ექო ცხოვრობდა. რასაც იტყოდი უმალვე გამოგძა-
ხებდა ყველა სიტყვას. თუნდაც ხმამაღლა არ წარმოგეთქვა.
ამიტომ მე წარმოვიდგინე, რომ ის პატარა გოგო იყო, სახე-
ლად ვიოლეტა. ჩვენ დავმეგობრდით, მე ისევე მიყვარდა ის,
როგორც კეიტი მორისი. სულმთლად ისე არა, თითქმის იმა-
საც ისე დაუახლოვდი, რომ თავშესაფარში რომ მივდიოდი, წი-
ნა ღამეს როცა ვემშვიდობებოდი, ისეთი ნაღვლიანი იყო...

69 მკითხველთა ლიგა
თავშესაფარში ვეღარ წარმომედგინა გულითადი მეგობრის
გარეშე იქ ამისათვის გასაქანი არც იყო, ვის ეცალა წარმოდ-
გენებისათვის.
– კიდევ კარგი იქ არ იყო ამის საშუალება თქვა მარიამ
მშრალად.
– მე არ ვიწონებ ასეთი რამის გაგრძელებას. როგორც გეტ-
ყობა შენ თვითონ იჯერებ შენ წარმოსახვებს. შენთვის კარგი
იქნება რომ გყავდეს ნამდვილი ცოცხალი მეგობარი, რათა
თავიდან ამომიგდო ასეთი სისულელე. მაგრამ მისის ბარიმ არ
უნდა გაიგოს შენი საუბარი კეიტ მორისსა და ვიოლეტაზე, თო-
რემ იფიქრებს რომ შენ თავში გიქრის.
– ო, არა, ამაზე მიმძიმს ლაპარაკი, განა ყველას ვეუბნები.
იმათი გახსენება ჩემთვის. მეტად წმინდაა. თქვენ იმიტომ მო-
გიყევით, რომ მინდოდა გცოდნოდათ. ო, შეხედეთ, რამოდენა
ფუტკარი გამოვიდა ვაშლის ყვავილიდან! წარმოგიდგენიათ,
რა შესანიშნავია ცხოვრება ვაშლის ყვავილში. მე სიამოვნე-
ბით დავიძინებდი იქ, ქარი რომ არხევს მას. მე რომ ადამიანი
არ ვყოფილიყავი, ვისურვებდი ფუტკარი ვყოფილიყავი და
მეცხოვრა ყვავილებს შორის.
– გუშინ შენ გინდოდა ზღვის თოლია ყოფილიყავი ფშვინ-
ვით წარმოთქვა მარილამ – რა მერყევი ხასიათი გაქვს. მე
გითხარი ლოცვა ისწავლე და ნუ ლაპარაკობ-მეთქი. მაგრამ
როგორც ჩანს, არ შეგიძლია არ ილაპარაკო როცა, მსმენელი
გეგულება. ამიტომ შენს ოთახში წადი და იქ ისწავლე.
– ო, მე უკვე ვიცი. სტრიქონიღა დამრჩა სასწავლებელი.
– არა უშავს. რაც გითხარი, ის გააკეთე. წადი და დაამთავრე
იმის შესწავლა. კარგად დაისწავლე და იქ იყავი, სანამ არ და-
გიძახებ ჩაის მომზადებაში რომ მომეხმარო.
– შეიძლება ვაშლის ყვავილები წავიღო კომპანიისათვის? –
სთხოვა ანამ.
– არამც და არამც. – საჭირო არ არის ოთახის დანაგვიანება
ყვავილებით.
ისინი ხეზე უნდა დაგეტოვებინა.

70 მკითხველთა ლიგა
– მეც ვნანობ – თქვა ანამ არ უნდა დამემოკლებინა მათი
ლამაზი სიცოცხლე.
– მე რომ ვაშლის ყვავილი ვყოფილიყავი მომეწონებოდა
ვინმეს რომ მოვეწყვიტე? მაგრამ ცდუნება ისეთი ძლიერი იყო
რომ ვერ დავე ძლიე. თქვენ რას იზამდით, დაუძლეველ ცდუ-
ნებას რომ გადაყროდით?
– ანა, გაიგე რა გითხარი? წადი შენს ოთახში.
ანამ ამოიოხრა, წავიდა მეზონინში და სკამზე დაჯდა ფან-
ჯრის გვერდით.
– ეს ლოცვა უკვე ვიცი, ბოლო წინადადება კიბეებზე რომ
ამოვდიოდი, მაშინ ვისწავლე, ახლა შემიძლია წარმოვიდგინო
საგნები ამ ოთახში, როგორსაც წარმოვიდგენ ასეთები იქნე-
ბიან სამუდამოდ. იატაკი დაფარულია თეთრი ხავერდით, რო-
მელზედაც გამოსახულია ვარდისფერი ვარდები, ფანჯრებზე
ვარდისფერი ფარდები კიდია. კედლებზე გაკრულია ოქროს-
ფერი და ვერცხლისფერი ფარჩის, გობელენები. ოთახში ავეჯი
წითელი ხისაა, მართალია მე არასოდეს მინახავს წითელი
ავეჯი, მაგრამ გამიგონია, რომ ძალიან მდიდრულია. აქვეა
ტახტი უამრავი ბალიშებით ვარდისფერი, ცისფერი, წითელი,
ოქროსფერი. მე გრაციოზულად ვეყრდნობი ბალიშებს,. ჩემი
გამოსახულება შემიძლია დავინახო დიდ სარკეში, რომელიც
კედელზე ჰკიდია. მე მაღალი ვარ და მეფური გარეგნობა
მაქვს. თეთრი არშიისგან შეკერილი კაბა მაცვია. გულმკერ-
დზე მარგალიტის ჯვარი მაქვს ჩამოკიდებული. თმებში ჩაბნეუ-
ლი მაქვს მარგალიტის მარცვლები. თმები შუაღამესავით შავი
ფერისა მაქვს. ჩემი კანი სპილოს ძვლის ფერისავით ფერ-
მკრთალია. მე მქვია ლედი კორდელია ფიცჯერალდი. არა,
ყველაფერი ტყუილია – ამას მე რეალობად ვერ ვაქცევ. პატა-
რა სარკესთან გამოსახული ჭორფლიანი სახე და შესანიშნავი
ნაცრისფერი თვალები უცქეროდა მას.
– შენა ხარ ნამდვილი ანა მწვანე მეზონინიდან, თქვა მან
გულწრფელად – და მე გხედავ შენ იმის ნაცვლად როგორც
წარმოდგენაში მესახები ლედი კორდელიად. ათასჯერ უფრო
მშვენიერია ანა მწვანე მეზონინიდან, ვიდრე რომელიმე განსა-

71 მკითხველთა ლიგა
კუთრებული ვინმე არა? ის წინ გადაიხარა, აკოცა თავის გამო-
სახულებას სიყვარულით და ღია ფანჯარასთან მივიდა – ძვირ-
ფასო თოვლის დედოფალო, გამარჯობა, თქვენც მოგესალმე-
ბით, რომელნიც დაბლა ღარტაფში ხართ. მაინტერესებს დი-
ანა თუ იქნება ჩემი გულითადი მეგობარი, იმედი მაქვს იქნება
და ძალიან მეყვარება. თუ დავივიწყებ, გულს ვატკენ. მე კი მე-
ჯავრება ვინმეს გრძნობებს თუ შევურაცხყოფ, თუნდაც კარა-
დის პატარა გოგო იყოს და პატარა ექო. უნდა ვიზრუნო რომ
მახსოვდეს ისინი და მათ ყოველდღე კოცნა გავუგზავნო.
ანამ თითის წვერებით კოცნა გაუგზავნა აყვავებული ბალის
ხის მიმართულებით. შემდეგ ნიკაპი ხელებს დააყრდნო და
ოცნებებს მიეცა.

72 მკითხველთა ლიგა
თავი IX

მისის რეიჩელ ლინდი მართებულად


შეძრწუნებულია

ანა მწვანე მეზონინში დასახლების შემდეგ უკვე ორი კვირა


იყო გასული, როცა მისი რეიჩელი მოვიდა მის შესამოწმებ-
ლად, ასე რომ დააგვიანა, ამაში ბრალი არ მიუძღოდა შესა-
მოწმებლად, ასე რომ სასტიკი და სეზონის შეუფერებელი გრი-
პი დაეტაკა, რამაც ეს ღირსეული ქალბატონი ლოგინს მიაჯაჭ-
ვა. ზუსტად იმ შემთხვევის შემდეგ როცა ის ბოლოს იყო მწვანე
მეზონინში. მისი რეიჩელი იშვიათად ავადმყოფობდა. სხვებს
დასცინოდა სულის შებერვაზე რომ ავად ხდებოდნენ, ვინც არ
უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ, მისი მტკიცებით, გრიპი სხვა და-
ავადებებს არა ჰგავს. და ის ისე უნდა აიხსნას როგორც ერთ-
ერთი სპეციალურად განგების მიერ მოვლენილი სასჯელი,
როგორც კი ის ფეხზე დადგა, და ექიმმა მას გარეთ გასვლის
ნება დართო, მაშინვე მწვანე მეზონინს მიაშურა. ცნობისმოყ-
ვარეობისაგან სული ელეოდა ენახა მათეუსა და მარილას
ობოლი, რომლის შესახებ ავონლეაში ათასგვარი ვარაუდი
იყო გამოთქმული.
ანამ ამ ორ კვირაში ბევრი საქმე გააკეთა, ერთი წუთითაც
არ დაუკარგავს დრო ამ მხნის განმავლობაში, გაიცნო ყოველი
ხე და ბუჩქი ამ არე მარეში. აღმოაჩინა, რომ ვაშლის ბაღჩის
ქვევით იწყებოდა ბილიკი, რომელიც ტყისაკენ მიემართებო-
და, გამოარკვია, რომ აქედან შორს თავნება წყარო და ხიდი
იყო, ნაძვის ბუჩქნარი, და გარეული ბალი, რომლის ტოტები
თაღს ქმნიდნენ. ნაპირებს ამაგრებდა სქლად შეგროვილი

73 მკითხველთა ლიგა
გვიმრებით და ნეკერჩხლებით და ცირცველებით მოფენილი
განშტოებული შარაგზა.
ის დაუმეგობრდა წყაროს. ქვევით ღარტაფში – გასაოცარი
ღრმა, კრიალა, ყინულივით ცივი წყარო იყო. ის მიედინებოდა
გლუვ წითელ ქვიშაქვაზე. მას გარს არშიასავით შემოვლებუ-
ლი კი ჰქონდა დიდი პალმის მაგვარი გვიმრები, ჯგუფ-ჯგუფად.
წყაროზე გადებული იყო მორებიანი ხიდი. ამ ხიდმა ანას გა-
ვარჯიშებული ფეხები აიყვანა ტყიან გორაკზე, აქ ნაძვებისა და
სხვა წიწვიანი ხეების ქვეშ მუდამ ნისლი ბატონობდა. ყვავილე-
ბიდან აქ იყო მშვენიერი შროშანი, შესანიშნავი სურნელოვანი
ტყის ყვავილები და ცოტა ფერმკრთალი ჰაეროვანი ტყიურა,
როგორც შარშანდელი ყვავილების სული, ხეებს შორის გაბ-
მული აბლაბუდა ვერცხლისფერ ძაფებივით იცავდა. ისე გეგო-
ნებოდათ თითქოს ნაძვის როკები და გირჩები ერთმანეთს შო-
რის მეგობრულად საუბრობენო.
მთელი ეს აღტაცებული მოგზაურობა სრულდებოდა ამ ნა-
ხევარ საათში, როდესაც ანას უშვებდნენ სათამაშოდ. ანა მა-
თეუსა და მარილას გატაცებით მოუთხრობდა თავის აღმოჩე-
ნებს. მათეუს ართობდა ანას ლაპარაკი. იგი უსიტყვოთ, უსმენ-
და მას. მარილა ნებას აძლევდა „ეყბედა“, სანამ არ აღმოაჩენ-
და რომ თვითონაც ინტერესდებოდა ამ ამბებით. მაშინ ის უხე-
შად შეაწყვეტინებდა ანას ლაპარაკს, მოკლედ უბრძანებდა
ენა გაეჩერებინა.
როდესაც მისის რეიჩელი მოვიდა მათთან სტუმრად, მაშინ
ანა გარეთ იყო, ბაღჩაში. თავის ნებაზე დაატყაპუნებდა მცენა-
რეებსა და მობიბინე ბალახში საღამოს წითელ სინათლეში.
ამიტომ პატივცემულ ქალბატონს შესანიშნავი შემთხვევა ეძ-
ლეოდა ესაუბრა თავის ავადმყოფობაზე. აეღწერა ყოველი
ტკივილი და პულსის ცემა. და ისეთი სიამოვნებით ლაპარა-
კობდა ამ ყველაფერზე, რომ მარილა ფიქრობდა, რომ თურმე
გრიპსაც შესძლებია ადამიანს სიამოვნება მიანიჭოს. როდე-
საც დაავადების დეტალები ამოიწურა, მისის რეიჩელმა გაუმ-
ხილა მათ თავისი ვიზიტის ნამდვილი მიზეზი.

74 მკითხველთა ლიგა
– მე მესმოდა საკვირველი ამბები თქვენსა და მათეუს შესა-
ხებ.
– არ მიკვირს, მე ვფიქრობ თქვენ ჩემზე მეტად იყოთ გაკ-
ვირვებული თქვა მარილამ – ახლა მოვდივარ გონს.
– რა ცუდია ასეთი შეცდომა რომ დაუშვეს – თქვა მისის რე-
იჩელმა თანაგრძნობით – ვერ შეძელით მისი უკან გაგზავნა?
– მე ვფიქრობ, შეგვეძლო მაგრამ გადავწყვიტეთ არ გაგ-
ვეგზავნა. მათეუს შეუყვარდა ის და მართალი გითხრა, მე თვი-
თონაც მომწონს, მაგრამ არ დაგიმალავ, ნაკლოვანი მხარეე-
ბიც აქვს. ჩვენი სახლი სულ შეიცვალა. ნამდვილად ცოცხალი
პატარა ქმნილებაა.
მარილამ უფრო მეტი თქვა, ვიდრე განზრახული ჰქონდა,
იმიტომ რომ მისის რეიჩელის გამომეტყველებაში გაკიცხვა
ამოიკითხა.
– თქვენს თავზე უდიდესი პასუხისგება აიღეთ. წარმოთქვა
ქალბატონმა მოღუშულად მით უმეტეს, რომ არავითარი გა-
მოცდილება არა გაქვთ ბავშვების აღზრდაში. თქვენ ბევრი
არაფერი იცით მასზე ან მის ხასიათზე, არც ის იცით ამისთანა
ბავშვისგან რა გამოვა, მაგრამ მე არ მინდა გული აგიცრუო.
დარწმუნებული ვარ, გესმის ჩემი, მარილა.
– მე გული არა მაქვს აცრუებული – იყო მარილას მშრალი
პასუხი. როდესაც მე რამის გაკეთება გადავწყვიტავ, ვაკეთებ
კიდეც. მე მგონი, მისი ნახვა გინდა. ახლავე დავუძახებ მოვი-
დეს.
ანამ მაშინვე მოირბინა, ბაღჩაში ყიალისაგან სახე გაბრწყი-
ნებული ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად უცნობი რომ დაინა-
ხა კარებში შეჩერდა შეცბუნებული. ის აშკარად უცნაური შესა-
ხედაობის პატარა ქმნილება იყო,. უხეში მატერიის – მოკლე
ვიწრო კაბაში, რომელსაც თავშესაფარში ხმარობდა, მისი
გამხდარი ფეხები გრძლად მოჩანდა, ჭორფლი სახეზე უფრო
მრავალრიცხოვანი და უფრო შესამჩნევი იყო, ვიდრე ჩვე-
ულებრივ, ქარს თმები გაეწეწა, მისი თმა არასოდეს არ ყოფი-
ლა ასე წითელი, როგორც ახლა.

75 მკითხველთა ლიგა
– ჰოო, სილამაზით ნამდვილად აგირჩევდნენ, ცხადია –
იყო მისის რეიჩელ ლინდის გამომხატველი შენიშვნა. მისის
რეიჩელი ერთ-ერთი იმ ქალთაგანი იყო, რომლებიც ამაყობენ
იმით, რომ თავიანთ აზრებს პირდაპირ გამოხატავენ – საშინ-
ლად გალეული და ულამაზო გოგოა მარილა, აქ მოდი გოგო-
ნი, ერთი კარგად შეათვალიერო, ღმერთო დიდებულო, ვის
უნახავს ამდენი ჭორფლი? თმა სტაფილოსავით წითელი., შენ
გითხარი, მოდი აქ.
ანა „მივიდა იქ“, მაგრამ არა ისე, როგორც მისის რეიჩელი
მოელოდა. ერთი ნახტომით გადაკვეთა სამზარეულოს იატაკი
და გაჩერდა მისის რეიჩელის წინ. სახე სიბრაზისაგან დაწით-
ლებოდა ტუჩები უთრთოდა და მთელი მისი სუსტი სხეული,
თავიდან ფეხებამდე უცახცახებდა.
– მე თქვენ მძულხართ – იყვირა მან სულის ხუთვით და ფე-
ხების ბაკუნით – მე თქვენ მძულხართ მე თქვენ მძულხართ –
მე თქვენ მძულხართ – უფრო ხმამაღლა აბაკუნებდა სიძულვი-
ლის დასამტკიცებლად – როგორ ბედავთ დამიძახოთ გალეუ-
ლი და მახინჯი, როგორ ბედავთ მითხრათ, რომ ჭორფლიანი
და წითელთმიანი ვარ, თქვენ უხეში, უზრდელი, უგრძნობი ქა-
ლი ხართ!
– ანა, – წამოიყვირა თავზარდაცემულმა მარიამ.
ანა განაგრძობდა მისის რეიჩელის სახეში შეუპოვრად ყუ-
რებას. თავაწეული, თვალები უელავდა, ხელები მუშტებად
შეკრული, აღშფოთება მისი სხეულიდან გამოდიოდა.
– როგორ გაბედეთ ასეთი რამეების თქმა – იმეორებდა
ძლივძლივობით.
– მოგეწონებოდათ თქვენზე რომ ეთქვათ მსუქანი და მოუქ-
ნელი ხართო. და წარმოსახვის უნარი იოტისოდენი არა
გაქვთ. არ მენაღვლება თქვენი გრძნობები თუ შევურაცხყვე.
თქვენ მე დიდი შეურაცხყოფა მომაყენეთ, უფრო მეტი, ვიდრე
მისი ტომასის მთვრალ ქმარს მოუყენებია ჩემთვის. და მე ამას
არასოდეს გაპატიებთ. არასოდეს, არასოდეს! – და მან ფეხი
დააბაკუნა და დააბაკუნა.

76 მკითხველთა ლიგა
– ვინმეს როდისმე უნახავს ასეთი სიფიცხე? – წამოიყვირა
გაცხარებულმა მისის რეიჩელმა.
– ანა წადი შენს ოთახში და იქ დარჩი, სანამ მე არ ამოვალ.
– თქვა მარილამ, რომელიც ძლივს იკრებდა ძალას სალაპა-
რაკოდ, – ანას ტირილი წასკდა, ეცა ჰოლის კარს და ისე მაგრა
მიიჯახუნა, რომ კართანას გარეთა კედელზე ჩამოკიდებული
ნამცხვრების გამოსაცხობი ფორმები საამოდ აჟღარუნდნენ,
და ჰოლიდან კიბეებზე გრიგალივით ავარდა. მაღლიდან კა-
რის ჯახუნის ხმა რომ გაისმის იმის მაუწყებელი იყო, რომ (იქაც
კარი იგივე ძალით მიუჯახუნებია.
– ჰოო, შენი არა მშურს. იმის აღზრდა სახუმარო საქმე არ
იქნება, მარილა – თქვა მისის რეიჩელმა უდიდესი ზეიმით.
მარილამ პირი გააღო, უნდოდა ბოდიშის ან დაგმობის გა-
მომხაქველი რამ ეთქვა. რაც იმან თქვა ისე განაცვიფრა, იგი
მაშინაც შემდეგშიც ვერ გარკვეულიყო.
– არ უნდა დაგეცინა მისთვის გარეგნობის გამო, რეიჩელ.
– მარილა კაბერტ, იმის თქმა გინდა, რომ შენ მხარს უბამ იმ
საშინელ სიფიცხის გამოჩენაში, რის მოწმეც ჩვენ გავხდით?
იკითხა მისის კრეიჩელმა აღშფოთებით.
– არა, წარმოთქვა მარილამ ნელა – მე არ ვამართლებ მას.
ის ძალიან ცუდად მოიქცა, რისთვისაც მე მას მკაცრად მოვე-
ლაპარაკები, მაგრამ ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის
გარემოება, რომ მისთვის „არასოდეს უსწავლებიათ რა არის
სწორი და რა არა. მაგრამ შენ ძალიან სასტიკად მოექეცი მას,
რეიჩელ.
მარილამ თავი ვერ შეიკავა ბოლო წინადადება არ ეთქვა.
თუმცა ის აქამდე გაკვირვებული იყო თავის გულში რაც მოხდა
იმის გამო. მისი რეიჩელი წამოდგა შეურცახყოფილი – ღირ-
სების შელახვის გამო.
– მაშ კარგი, ვხედავ, რომ სიფრთხილე გმართებს ამის შემ-
დეგ, მარილა, ობლის მშვენიერი გრძნობების მიმართ, რომე-
ლიც ღმერთმა უწყის, საიდან არის მოსული, ო, მე გაღიზიანე-
ბული არა ვარ. ჩემზე ნუ წუხარ, შენზე ვზრუნავ. ძალიან ვწუხ-
ვარ შენს გამო, ბავშვის გამო ხლაფორთი არ გამოგელევა,

77 მკითხველთა ლიგა
მაგრამ თუ ჩემს რჩევას მიიღებ – რასაც ვიცი არ გააკეთებ, მა-
ინც გეტყვი მე ათი ბავშვი აღვზარდე და ორი დავმარხე. შენ უნ-
და ელაპარაკო მას საკმაო ზომის არყის ხის, წკეპლით. ვფიქ-
რობ ეს ეფექტური ენა იქნება ასეთი ბავშვისათვის. მისი ხასია-
თი ისეთივე გიზგიზა, როგორც მისი თმა. საღამო მშვიდობისა,
მარილა, იმედი მაქვს, როგორც ყოველთვის, ხანდახან შემო-
ვივლი ხოლმე, მაგრამ მე ახლო მომავალში არ დამელოდო,
რადგანაც ვალდებული არა ვარ ვინმესგან თავდასხმა მოვით-
მინო და შეურაცხყოფა. ეს რაღაც ახალია ჩემს ცხოვრებაში.
როგორც კი მისი რეიჩელი მაგოგმანდა იქიდან, თუკი შეიძ-
ლება ასე ითქვას, მსუქან ქალზე, რომელიც თავისი დღე და
მოსწრება ბაკბაკით დადიოდა, მარილამ სერიოზული სახით
მეზონინს მიაშურა. კიბეზე რომ ადიოდა, მარილა ცდილობდა
მოეფიქრებინა როგორ დაუღწია თავი ამ უხერხული მდგომა-
რეობისაგან. შფოთავდა, არ იცოდა რა მოემოქმედებინა. თავ-
ზარს სცემდა იმ სცენის გახსენება, რომელიც ახლახან გათა-
მაშდა. ის ფიქრობდა, რომ უბედურებაა ანამ რომ ასეთი ხასია-
თი გამოამჟღავნა მისის რეიჩელის წინაშე და უეცრად მან გაი-
აზრა, რომ უხერხულობამ, უსიამოვნებამ და საყვედურმა იმის
შეგნებამდე მიიყვანა იგი, რომ მას უფრო მეტად დამცირებუ-
ლად გრძნობდა თავს მისის რეიჩელის წინაშე, ვიდრე დარ-
დობდა იმის გამო, რომ სერიოზული ნაკლი აღმოეჩინა ანას
ხასიათში, ახლა ის აფიქრებდა მას როგორ დაესაჯათ ის. მე-
ზობელმა თავაზიანად რომ შესთავაზა არყის ხის წკეპლა, რომ
ლის ეფექტურობის გამომხატველებიც არიან მისის რეიჩელის
საკუთარი შვილები, არ იზიდავდა მარილას. მას ვერ წარმო-
ედგინა როგორ უნდა ეცემა ბავშვისთვის. არა, დასჯის სხვა მე-
თოდი უნდა გამოენახა რათა მისი ხასიათი გამოესწორებინა.
როცა მარილა შევიდა ანას ოთახში, დაინახა, რომ ანა პირ-
ქვე იწვა საწოლში და მწარედ ტიროდა. სუფთა საბანზე ტალა-
ხიანი ფეხსაცმელების გახდაც კი დავიწყებოდა.
– ანა – დაიძახა მან ლმობიერი ტონით.
პასუხი არ იყო.

78 მკითხველთა ლიგა
– ანა, – ხმამაღლა და მკაცრად შესძახა მან – ახლავე წამო-
დექი და მისმინე რასაც გეტყვი.
ანა ჩამოფოფხდა საწოლიდან და სკამზე დაჯდა მის გვერ-
დით. სახე შესიებოდა და სახე ცრემლებისგან დასველებული
ჰქონდა, თვალები დაბლა ჰქონდა დახრილი.
– რა კარგად მოიქეცი, ყოჩაღ შენ! უნდა გრცხვენოდეს შენი
საქციელის.
– უფლება არა ჰქონდა ჩემთვის მახინჯი და წითელთმიანი
დაეძახა – უპასუხა ანამ უტიფრად.
– არც შენ გქონდა უფლება გაშმაგებულიყავი და ასე გელა-
პარაკა მასთან, ანა. მე შემრცხვა შენს მაგივრად, ძალიან შემ-
რცხვა მინდოდა მისის რეიჩელს ნაზად მოპყრობოდი, ასე ძა-
ლიან რამ გაგაბრაზა ულამაზო და წითელთმიანი ხარო რომ
გითხრა. თვითონვე ეს არაერთხელ გითქვამს.
– ო, ამაში დიდი განსხვავებაა. სულ სხვაა შენ თვითონ რომ
იტყვი და სხვისგან რომ მოისმენ – ქვითინით წარმოთქვა ანამ.
– შენ შეიძლება თვითონ იცი რომ ასეა, მაგრამ იმედი მაქვს –
სხვა ასე არ ფიქრობს. თქვენ ალბათ ფიქრობთ რომ მე საშინე-
ლი ხასიათი მაქვს, მაგრამ მე თავი ვერ შევიკავე, საშინელი
რამეები რომ მითხრა, რაღაც მომაწვა ყელზე და ვიხრჩობო-
დი, არ შემეძლო არ მივარდნოდი.
– ჰოდა, უნდა გითხრა, კარგად გამოავლინე შენი თავი მი-
სის ლანდის წინაშე, ახლა ის ქვეყანას მოსდებს ამ ამბავს. სა-
შინელება იყო, მოთმინებიდან რომ გამოხვედი, ანა.
– აბა წარმოიდგინეთ რას იგრძნობდით ვინმეს თქვენთვის
რომ ეთქვა გალეული და მახინჯი ხარო – თავს იცავდა ანა
ცრემლების ღვრით.
უეცრად ერთი ძველი მოგონება გაცოცხლდა მარილას
თვალწინ. როდესაც ის სულ მთლად პატარა ბავშვი იყო, გა-
იგონა ერთ-ერთმა დეიდამ მეორეს რომ უთხრა რა საწყენია
ასეთი შავი და ულამაზო პატარა ქმნილება რომ არისო. ამ სიტ-
ყვებით მოყენებული ტკივილი მარილას დღე და ღამ მოსვენე-
ბას არ აძლევდა, ვიდრე მას თხუთმეტი წელი არ შეუსრულდა
და საბოლოოდ არ დაივიწყა.

79 მკითხველთა ლიგა
– მე არ ვამბობ, რომ მისის ლინდი სრულიად მართალია
იმაში, რაც გითხრა, ანა – დაეთანხმა მას მარილა შერბილე-
ბული ტონით.
– რეიჩელი მეტისმეტად პირდაპირია. მაგრამ ეს შენ არ გა-
მართლებს. ის უცნობი იყო შენთვის, შენზე ბევრად უფროსი
ადამიანი და ჩემი სტუმარი. ყველაფერი ეს საკმარისი მიზეზია,
რომ პატივისცემით მოქცეოდა მას. შენ კი მის მიმართ თავხე-
დურად და უხეშად მოიქეცი – მარილას უეცრად დასჯის მხსნე-
ლი შთაგონება ეწვია – შენ უნდა წახვიდე მასთან და უთხრა,
რომ ძალიან წუხარ შენი სიფიცხის გამო და სთხოვო პატიება.
– მე ამას ვერასოდეს გავაკეთებ – თქვა ანამ მტკიცედ და
მოღუშულად. თქვენ შეგიძლიათ დამსაჯოთ, როგორი გზითაც
გნებავთ, მარილა. შეგიძლიათ ჩამკეტოთ ბნელ, ნესტიან მი-
წისქვეშა დილეგში, სადაც გველები და გომბეშოები ბინადრო-
ბენ, პურსა და წყალზე მამყოფოთ. მე არ დავიჩივლებ. მაგრამ
არ შემიძლია მისის ლინდს პატიება ვთხოვო.
– ჩვენ ჩვეულებად არა გვაქვს ხალხის ჩაკეტვა ბნელ, ნეს-
ტიან დილეგში – თქვა მარიამ მშრალად – მით უმეტეს, რომ
ავონლეაში ეს იშვიათია, მაგრამ ბოდიშის მოხდა მისის ლინ-
დის წინაშე გევალება. თუ არა და აქ დარჩები იქამდე, სანამ არ
მეტყვი რომ გინდა ამის გაკეთება.
– მაშინ მე აქ დავრჩები სამუდამოდ – თქვა ანამ ნაღვლი-
ანად.
– იმიტომ რომ მე არ შემიძლია მისის ლინდს ვუთხრა ვწუხ-
ვარ-მეთქი, როგორ შემიძლია ეს ვუთხრა, როდესაც არა ვწუხ-
ვარ, მე ის მაწუხებს, რომ თქვენ გაგაჯავრეთ. მაგრამ მიხარია
ის, რაც ვუთხარი. ასეც უნდა გამეკეთებინა, პირიქით, კმაყო-
ფილი ვარ, ვერც წარმომიდგენია როგორ უნდა ვთქვა ვწუხ-
ვარ-მეთქი.
– შესაძლებელია შენი წარმოსახვა უკეთესად იმუშავებს
დილით – თქვა მარილამ და წასასვლელად წამოდგა – მთელი
ღამე გაქვს წინ რომ კარგად ასწონ-დასწონო შენი საქციელი
და უკეთეს განწყობილებაზე დადგე. შენ თქვი შეეცდებოდი
კარგი გოგო იქნებოდი, თუ ჩვენ დაგტოვებდით მწვანე მეზო-

80 მკითხველთა ლიგა
ნინში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ამ საღამოს მაინც და მაინც არ
გაგიმართლებია.
მარილამ ეს პართიანული ისარი2 დაუტოვა ანას აფორიაქე-
ბული სულის საწამებლად, თვითონ კი სამზარეულოში ჩავი-
და, მწარედ აღშფოთებული და შეწუხებული, როგორც გონებ-
რივად, ისე სულიერად. ის არა მარტო ანას გამო ბრაზობდა,
არამედ თავის თავზედაც, იმიტომ რომ როცა გაიხსენა მისის
რეიჩელის გაოცებული გამომეტყველება ტუჩები თავისდაუნე-
ბურად მხიარულობის გამომხატველად ამოძრავდა და
გრძნობდა, რომ დასაგმობი სურვილი ეძალებოდა გადაეხარ-
ხარა.

2
ზუსტი შენიშვნა პართიანული ისარი

81 მკითხველთა ლიგა
თავი X

ანა იხდის ბოდიშს

მარილას არაფერი უთქვამს მათეუსთვის იმ საღამოს მომ-


ხდარ ამბავზე, მაგრამ მეორე დილას, როდესაც დაინახა რომ
ანა კვლავ ჯიუტობდა, იძულებული გახდა აეხსნა მათეუსთვის
მიზეზი რატომ არ ჩამოვიდა ანა საუზმეზე. მარილამ შეატყობი-
ნა მას და გულის ტკივილით გააგებინა ანას საქციელის სისა-
ძაგლე.
– კარგია, რეიჩელ ლინდი ვინმეს ჭკუაზე უნდა მოეყვანა.
ყველგან ცხვირსა ჰყოფს, ის ბებერი ჭორიკანა – იყო მათეუს
სანუგეშო პასუხი.
– მათეუ კათბერტ, შენ მე მაკვირვებ. იცი რომ მისი საქციე-
ლი საშინელი იყო და მაინც იმის მხარეზე ხარ! ვფიქრობ, იმა-
საც იტყვი, რომ სრულებით არ უნდა დაისაჯოს.
– ჰმ, მე არ მითქვამს – თქვა მათეუმ შეცბუნებულმა – მე
ვთვლი რომ უნდა დაისაჯოს, მაგრამ ცოტათი. მაგრამ სასტი-
კად ნუ მოექცევი, მარილა გაიხსენე იმას ხომ არავინ ყოლია,
რომ ესწავლებინა როგორ მოიქცეს. საჭმელს ხომ მისცემ,
არა?
– როდის იყო, რომ ხალხს შიმშილით ვკლავდი საქციელის
სწავლისთვის? – მიუგო მარილამ აღშფოთებით.
– საჭმელს რეგულარულად მიიღებს, მე თვითონ მივუტან.
მაგრამ იქ დარჩება, სანამ მისის ლინდს ბოდიშს არ მოუხდის,
ეს არის სულ, მათეუ.
საუზმე, სადილმა და ვახშამმა სიჩუმეში ჩაიარა, რადგანაც
ანა ჯიუტობას არ იშლიდა. ყოველი ჭამის შემდეგ მარილას

82 მკითხველთა ლიგა
საჭმელებით სავსე სინი მარილის მეზონინში აჰქონდა და მოგ-
ვიანებით თითქმის უკლებლივ ხელუხლებელი უკან ჩამოჰ-
ქონდა.
მათეუმ თვალი მიაპყრო მის ბოლო ჩამოსვლას და საშინ-
ლად შეწუხდა – ნუთუ ანას მთელი დღე არაფერი უჭამია?
როდესაც მარილა იმ საღამოს წავიდა საძოვრიდან ძროხე-
ბის გამოსარეკად, მათეუმ, რომელიც ბეღლებთან ტრიალებ-
და და იქიდან უთვალთვალებდა მარილას, სახლში ქურდივით
შეიპარა და მაღლა ავიდა. საერთოდ მათეუს სამოქმედო არე
იყო სამზარეულო და ჰოლის გვერდით მდებარე პატარა საწო-
ლი ოთახი, სადაც მას ეძინა,. ზოგჯერ მას სასტუმრო ოთახსა
და სასადილო ოთახშიც უხდებოდა ყოფნა, როცა მათ მღვდე-
ლი ესტუმრებოდა ხოლმე. მაგრამ თავის საკუთარ სახლში
მაღლა არასოდეს ყოფილა. იმის შემდეგ როცა მარილას სა-
წოლ ოთახში შპალერის გაკვრაში მიეხმარა. ის თითის წვე-
რებზე შევიდა ჰოლში და რამდენიმე წუთს იდგა მეზონინის კა-
რის გარეთ სანამ გამბედაობა არ მოიკრიბა, რომ დაეკაკუნე-
ბინა, შემდეგ შეაღო კარი და შიგ შეიჭყიტა.
ანა და ნაღვლიანად გასცქეროდა
იჯდა ყვითელ სკამზე ფანჯარასთან ბაღს ის ძალიან პატარა
და ნაღვლიანი ჩანდა. მათეუს გული მოუკვდა. მან ფრთხილად
მიხურა კარი და ფეხაკრეფით მივიდა მასთან.
– ანა, – წარმოთქვა მან ჩურჩულით, თითქოს ეშინოდა, ვინ-
მეს არ მოესმინა როგორა ხარ, აქ ანა?
ანამ სუსტად გაიღიმა.
– არა მიშავს. წარმოსახვა მეხმარება დრო რომ გავიყვანო.
რა თქმა უნდა, მარტოობას ვგრძნობ, მაგრამ შემდეგ შევეჩვე-
ვი.
ანამ ისევ გაიღიმა მამაცურად, ხვდებოდა მრავალწლიან
პატიმრობაში ყოფნა მოუხდებოდა.
მათეუს გაახსენდა, რომ მან უნდა მოასწროს უთხრას რის
სათქმელადაც იყო მოსული., დრო არ უნდა დაკარგოს სანამ
მარილა დაბრუნდება. ის შეიძლება ჩვეულებრივზე ადრე დაბ-
რუნდეს.

83 მკითხველთა ლიგა
– მაშ ასე ანა არა ფიქრობ, რომ გირჩევნია გააკეთო ის რა-
საც გავალებენ და დაამთავრო? – მან დაიჩურჩულა – ამის გა-
კეთება მაინც მოგიწევს, ადრე თუ გვიან ხომ იცი ანა, მარილა
რა საშინლად ქედმოუხრელი ქალია, საშინლად უდრეკი. გა-
აკეთე ის ახლავე გირჩევ, ერთხელ და სამუდამოდ მორჩი ამ
ამბავს.
– თქვენ გულისხმობთ ბოდიშის მოხდას მისის ლინდის წი-
ნაშე?
– დიახ, ბოდიშს, ზუსტად ამბობ – თქვა მათეუმ მგზნებარედ.
– მოაწესრიგე ეგ საქმე, რომ აღარ იყოს სალაპარაკო – ეს
არის რის მიღწევაც მინდა.
– მე ვფიქრობ ამის გაკეთება შემიძლია თქვენი ხათრით –
თქვა ანამ ჩაფიქრებულად – მართალი იქნება თუ ვიტყვი, რომ
მე მართლა ვწუხვარ. გასულ ღამეს ერთი ბეწოთიც არა ვწუხ-
დი, გაგიჟებული ვიყავი,. ღამეც გაგიჟებული ვიყავი, ვიცი რომ
ასე ყველაფერი დამთავრდა. როგორ მრცხვენია ჩემი თავის
მაგრამ არც კი ვიცი როგორ უნდა წავიდე მისის ლინდთან და
ვუთხრა ეს. ეს ხომ დამცირება იქნება, ამიტომ ვარჩიე სამუდა-
მოდ აქ დავრჩე, ვიდრე ეს გავაკეთო., მაგრამ თქვენი გული-
სათვის ყველაფერს გავაკეთებ თუ მართლა გინდათ.
– რა თქმა უნდა მინდა, საშინლად მოწყენილობაა დაბლა
უშენოდ. უბრალოდ წადი და მოაწესრიგე ეს საქმე. და ამით
დაამთავრე. შენ ხომ კარგი გოგო ხარ.
– ძალიან კარგი – თქვა ანამ დამჯერი გოგოსავით. მარილა
რომ მოვა, ვეტყვი რომ – მე მოვინანიე.
– სწორია. მაგრამ არ უთხრა მარილას, რომ მე გითხარი
ამის გაკეთება, თორემ იფიქრებს, რომ მე სხვის საქმეში ჩავე-
რიე. მე დავპირდი რომ მის საქმეში არ ჩავერეოდი.
– მე ამ საიდუმლოს გარეული ცხენებიც კი ვერ გამომგლე-
ჯავენ დაპირდა ანა დიდი ამბით – მაგრამ არ მესმის გარეულ
ცხენებს როგორ შეუძლიათ საიდუმლო გამოგლიჯონ რომე-
ლიმე ადამიანს?
მაგრამ მათეუ უკვე წასული იყო, წარმატებისგან თავბრუ-
დახვეული მან ცხენების საძოვრის უშორეს კუთხისაკენ მო-

84 მკითხველთა ლიგა
კურცხლა, რათა მარილას ეჭვი არ აეღო მაღლა რომ იყო ასუ-
ლი. თვითონ მარილა, რომ დაბრუნდა, გაიგონა მოაჯირთან
რომ ვიღაც საცოდავი ხმით რომ იძახდა – მარილა!
– რა მოხდა? – იკითხა მან და შევიდა ჰოლში.
– ვწუხვარ მოთმინება რომ დავკარგე და უხეშად ვილაპარა-
კე, მინდა წავიდე და ეს მისის ლინდს გავაგებინო.
– ძალიან კარგი, – მარილა ამ სიტვებმა გაამხნევა, მაგრამ
არ უნდოდა ანასთვის ეჩვენებინა, იმასაც კი ფიქრობდა რა უნ-
და ექნა ენას რომ მისთვის არ დაეთმო.
– წაგიყვან მოწველის შემდეგ. – მოწველის შემდეგ მარილა
და ანა გაუდგნენ გზას. პირველი თავაწეული და გამარჯვებუ-
ლი მიდიოდა, მეორე კი დამწუხრებული და თავჩაქინდრული
იყო, მაგრამ ნახევარი გზა არა ჰქონდათ გავლილი, რომ ანას
წუხილმა გაუარა თითქოს ჯადოქრობის ძალის ზემოქმედების
შედეგიაო, მარილას არ მოეწონა ასეთი უეცარი ცვლილება. ეს
არ გავდა მომნანიებელს, რომელიც უნდა წარსდგეს შეურაც-
ხყოფილი მისის ლინდის წინაშე.
– რაზე ფიქრობ, ანა?. – იკითხა უკმეხად მარილამ.
– მე იმაზე ვფიქრობ, რა უნდა ვუთხრა მისის ლინდს – მი-
უგო ანამ ოცნებით.
ეს საკმარისი იყო – ან ყოველ შემთხვევაში უნდა ყოფილი-
ყო, მაგრამ მარილა თავს ვერ აღწევდა იმაზე ფიქრს, რომ დას-
ჯის სქემა რაღაც ალმაცერად მიმდინარეობდა, ანა, ამ სიტუ-
აციაში არ უნდა ყოფილიყო ასე აღტაცებული და გაბრწყინებუ-
ლი.
აღტაცებული და გაბრწყინებული იყო ანა იქამდე, სანამ ისი-
ნი არ ეახლებოდნენ მისის ლინდს, რომელიც იჯდა სამზარეუ-
ლოში საქსოვით ხელში, მაშინ მისი ბრწყინვალება გაქრა და
მონანიება წარმოისახა ყოველ მის ნაკვეთში. სანამ ხმას ამოი-
ღებდა, ანა მუხლებზე დაეცა გაკვირვებული მისის რეიჩელის
წინ და ხელები მისკენ გაიშვირა მუდარის აღსანიშნავად.
– ო, მისის ლინდ, მე უაღრესად ვწუხვარ – ხმის კანკალით
წარმოთქვა ანამ – მე ვერასოდეს გამოვხატავ ჩემ დარდს. არა,
ვერ ვპოულობ საჭირო სიტყვას მთელი ლექსიკონი რომ მე-

85 მკითხველთა ლიგა
დოს წინ. თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ რა საშინლად მო-
გექეცით თქვენ და როგორ შევარცხვინე ჩემი ძვირფასი მე-
გობრები მათეუსი და მარილა, რომლებმაც მე დამტოვეს მწვა-
ნე მეზონინში, თუმცა ბიჭი არა ვარ, და საზიზღარი და უმადური
გოგო ვარ და სასჯელს ვიმსახურებ, ხალხისგან გარიყვას სა-
მუდამოდ. ჩემი მხრიდან მოთმინებიდან გამოსვლა ბოროტება
იყო, იმიტომ რომ თქვენ სიმართლე გითხრათ, ყოველი სიტ-
ყვა, რაც მითხარით მართალი იყო. ჩემი თმა წითელია და ვარ
ჭორფლიანი და მახინჯი. რაც მე გითხარით, ისიც მართალი
იყო, მაგრამ არ უნდა მეთქვა. ო, მისის ლინდ, გთხოვთ შემინ-
დეთ, თუ თქვენ უარს მეტყვით პატიებაზე, იქნება მთელ სიცოც-
ხლის მანძილზე დარდი ერთი პატარა საწყალი გოგოსათვის,
თუნდაც ცუდი ხასიათის პატრონი იყოს ის, იმედი მაქვს თქვენ
უარს არ მეტყვით და მაპატიებთ. ანამ ხელები ერთმანეთზე
დააწყო, თავი დაღუნა და ელოდებოდა მსჯავრის გამოტანას.
მის გულწრფელობაში ეჭვს ვერ შეიტანდით – ყოველი სიტყვის
თქმაში გულწრფელობა გამოსჭვიოდა.
ორივენი მარილაცა და მისის ლინდიც დარწმუნებულები იყ-
ვნენ, რომ თითოეული ბგერა ალა-მართლად ჟღერდა, მაგრამ
მარილამ თავზარდაცემულმა გაიგო, რომ ანას, სინამდვილე-
ში, სიამოვნებდა თავის დამცირება – მხიარულობდა ზედმი-
წევნით რომ იმცირებდა თავს. სად იყო დასჯის სრულყოფილე-
ბა? მარილა ტყუილად იკლავდა თავს, რათა ამისთვის მიეღ-
წია, ანამ ის აშკარა სიამოვნებად აქცია.
კეთილი მისის ლინდი, რომელიც გამჭრიახობით არ გამო-
ირჩეოდა, ეს ვერ შეემჩნია., ანას ნათქვამიდან მან მხოლოდ
ის გაიგო, რომ ანამ საფუძვლიანად მოიბოდიშა. და მისი კეთი-
ლი გულიდან სიბრაზე გაქრა.
– კმარა, კმარა, ადექი ბავშვო – მან წარმოთქვა გულიანად
– რა თქმა უნდა, გაპატიე. ახლა ვხვდები რომ მეტი მომივიდა,
მე, საერთოდ, ასეთი პირდაპირი პიროვნება ვარ. გულთან ახ-
ლოს არ უნდა მიიტანო. ჩემი ნათქვამი. ვერ უარვყოფ, რომ შე-
ნი თმა საშინლად წითელია, მაგრამ მე ვიცნობდი ერთ გოგოს,
ჩვენ სკოლაში სწავლობდა, რომელსაც შენსავით წითელი თმა

86 მკითხველთა ლიგა
ჰქონდა და როდესაც გაიზარდა ის გამუქდა და მისი თმა ლამაზ
წაბლისფრად იქცა, არ გამიკვირდება თუ შენი თმაც ასევე შე-
იცვლის ფერს.
– ო, მისის ლინდ! – ანა ფეხზე დადგა და ღრმად ამოისუნ-
თქა. თქვენ მე იმედი ჩამისახეთ. მე თქვენ ყოველთვის ჩემ კე-
თილისმყოფლად ჩავთვლით, ო, ყველაფრის ატანას შევძლებ,
თუკი მეცოდინება რომ როცა გავიზრდები ჩემი თმა ლამაზი
წყლისფერი იქნება. ვისაც წაბლისფერი მშვენიერი თმა აქვს,
იმისთვის ადვილია კარგი იყოს. თქვენ ასე არა ფიქრობთ? შე-
იძლება ბაღში გავიდე, ვაშლის ხეების ქვეშ სკამზე დავჯდე,
ვიდრე თქვენ და მარილა აქ ისაუბრებთ? აქ მეტი თვალსაწი-
ერია წარმოსახვისათვის.
– ღმერთო ჩემო, შეიძლება, გაიქეცი ბავშვო. შეგიძლია
შროშანების მთელი თაიგული დაკრიფო. იქ კუთხეში იზრდე-
ბიან.
ანას უკან კარი როგორც კი მიიხურა, მისის ლინდი მარდად
წამოდგა ნათურის ასანთებად.
– ის მართლა უცნაური პატარა გოგოა. ეს სკამი აიღე, მარი-
ლა, უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ის შენ რომ აიღე. ამას მე
მოჯამაგირისთვის ვინახავ, ჰო, ის ნამდვილად უცნაური ბავ-
შვია. მასში რაღაც არის მიმზიდველი., არ მიკვირს შენი და შე-
ნი და მათეუსი რომ თქვენთან დატოვეთ გასაზრდელად –
თქვენზე აღარ ვწუხვარ. მისგან შეიძლება კარგი ხასიათი ჩა-
მოყალიბდეს. რა საკვირველია, რა საკვირველი გზით ავლენს
თავის თავს – ცოტათი ზედმეტი მოსდის, რაღაც ძალას ავ-
ლენს, რომ გესმის რისი თქმა მინდა! მაგრამ ეს არაფერია,
ამის გამოსწორება შეიძლება, ახლა ის ცივილიზებულ ხალ-
ხთან იცხოვრებს და შეიცვლება მისი ხასიათი. ჩქარა რომ გა-
მოდის მოთმინებიდან, ერთი მხრივ კარგიცაა. მე მიმაჩნია
იმიტომ, რომ ბავშვი აფეთქდება და მერე მალე გადაუვლის,
ასეთი ადამიანი არასოდეს არ იქნება ეშმაკი და მატყუარა.,
ღმერთმა დამიფაროს ეშმაკი ბავშვისაგან, ისე რომ, მარილა
მე მომწონს ის.

87 მკითხველთა ლიგა
როდესაც მარილა სახლში მიდიოდა, ანა გამოვიდა სურნე-
ლოვანი ბაღჩიდან. ერთი კონა თეთრი ნარგიზებით ხელში.
– ხომ კარგად მოვიბოდიშე? – თქვა მან ამაყად, როდესაც
ისინი დაეშვნენ ქუჩაზე ვიფიქრე თუ რამეს აკეთებ, კარგად უნ-
და გააკეთო.
– შენ ის სავსებით კარგად შეასრულე. სწორედ მოიქეცი –
იყო მარილას კომენტარი. მარილას თავზარი დასცა იმ ფაქ-
ტმა, რომ ანას ბოდიშის მოხდა რომ გაიხსენა, სიცილი მოუნ-
და. ბოდიშის მოხდის ასე კარგად ჩატარებისთვის ღირსი იყო
ერთი კარგად შეეფუცხუნებინა, მაგრამ შემდეგ სასაცილოდ
მოეჩვენა. თავისი სინდისი იმით დაიწყნარა, რომ მკაცრად გა-
მოუცხადა.
– იმედი მაქვს, შენ შემთხვევა აღარ მოგეცემა ასეთი ბოდი-
შის მოხდისთვის. ახლა შენ თავს გააკონტროლებ.
– ეს არც ისე ძნელი იქნებოდა, ხალხი რომ არ დამცინოდეს
ჩემი გარეგნობის გამო – თქვა ანამ ოხვრით.
– სხვა არაფერზე გავბრაზდებოდი, მაგრამ დაცინვისაგან
უკვე დავიღალე. ეს არის რომ მაღელვებს. როგორ გგონიათ
ჩემი თმა მართლა წაბლისფერი იქნება?
– შენ ამდენს არ უნდა ფიქრობდე შენს გარეგნობაზე, ანა
ვშიშობ, შენ ძალიან პატივმოყვარე პატარა გოგო ხარ.
– როგორ შემიძლია ძალიან პატივმოყვარე პატარა გოგო
ვიყო, ულამაზო ვარ – პროტესტი გამოაცხადა ანამ. მე მიყ-
ვარს ლამაზი საგნები და ვერ ვიტან სარკეში ჩახედვას, ისეთ
რამის დანახვას, რაც არ არის ლამაზი, ეს მე მასევდიანებს,
როდესაც უშნო რამეს ვუყურებ, მეცოდება იმიტომ რომ ლამა-
ზი არ არის.
– ლამაზია ის, ვინც ლამაზად იქცევა – ციტატა მოიყვანა მა-
რილამ.
– ეს წინათაც გითქვამთ ჩემთვის, მაგრამ ამაში მე ეჭვი მე-
პარება სკეპტიკურად აღნიშნა ანამ და თან ნარგიზებს ყნოსავ-
და, ხომ მშვენიერია ეს ყვავილები? მისის ლინდის მხრიდან
თავაზიანობა არ იყო მე რომ მითავაზა? მე ავი გრძნობა აღარა
მაქვს მისის ლინდის მიმართ. რა სასიამოვნო გრძნობაა ბო-

88 მკითხველთა ლიგა
დიშს რომ მოიხდი და გაპატიებენ, არა?.. ვარსკვლავები რო-
გორ ბრწყინავენ ამ ღამით, თქვენ რომელს აირჩევდით? მომ-
წონს ის დიდი ლამაზი ნათელი ვარსკვლავი ჩაბნელებულ გო-
რაკის თავზე რომ მოჩანს.
– ანა, ენა გააჩერე რა! – თქვა არაქათგამოცლილმა მარი-
ამ, რომელიც ვერ ახერხებდა ანას ფიქრებს მიჰყოლოდა.
ანას სიტყვაც აღარ დაუძრავს, სანამ თავიანთ ქუჩას არ მი-
ადგნენ. მათ შესახვედრად ნამიანი გვიმრების არომატით სავ-
სე პატარა ქარმა წამოუბერა. შორიდან გამოჩნდა ჩრდილე-
ბიანი საამო შუქი ხეებს შორის, რომელიც მწვანე მეზონინის
სამზარეულოდან გამოდიოდა. უეცრად ანა მიუახლოვდა მა-
რილის და თავისი ხელი მოხუც გაუხეშებულ ხელის გულში ჩა-
უცურა.
– რა სასიამოვნოა სახლში დაბრუნება, როცა იცი, რომ ეს
შენი სახლია – თქვა მან – მე უკვე მიყვარს მწვანე მეზონინი.
აქამდე მე არც ერთი ადგილი არ მყვარებია. სახლს არაფერი
შეედრება. ო, მარილა, რა ბედნიერი ვარ. შემიძლია პირდა-
პირ ახლა ვილოცო, და ეს ჩემთვის ერთი ბეწოთიც არ იქნება
ძნელი.
პატარა გამხდარი ხელი რომ შეეხო მარილას ხელის გულს,
რაღაც თბილმა და სასიამოვნო გრძნობამ მარილას გული
აუძგერა. შესაძლებელია ეს იყო დედობრივი გრძნობა, რასაც
მოკლებული იყო მარილა. ამ შეუჩვევლობამ და სიამოვნების
შეგრძნებამ შეაწუხა მარილი და თავისი ჩვეული მშვიდი
მდგომარეობის დასაბრუნებლად იგი შეუდგა მორალის ჩაგო-
ნებას.
– შენ თუ კარგი გოგო იქნები, ყოველთვის ბედნიერი იქნები
და ლოცვის წაკითხვას სიძნელად არ ჩათვლი.
– ლოცვის წაკითხვა სულ სხვაა და ლოცვა სხვა თქვა ანამ
ჩაფიქრებულად – მაგრამ მე მაინც მინდა ჩემი თავი წარმო-
ვიდგინო რომ ქარი ვარ, რომელიც ხეების წვერებზე დაქრის,
როდესაც ხეებისგან დავიღლები, გვიმრებს დავუბერავ, შემ-
დეგ მისის ლინდის ბაღში გაფრინდები და ყვავილებს ვაცეკ-
ვებ, შემდეგ დავეცემი სამყურების მინდორზე – შემდეგ დავუ-

89 მკითხველთა ლიგა
ბერავ მოელვარე წყლების ტბას და მას ვაქცევ პაწაწინა
ბრჭყვიალა ტალღებად. ქარზე უამრავი რამ შეგიძლია წარმო-
იდგინო. კარგი მარილა, ახლა მე აღარაფერს ვიტყვი.
– ამისათვის მე ღმერთს მადლობას შევწირავ – შვებით
ამოისუნთქა მარილამ.

90 მკითხველთა ლიგა
თავი XI

ანას შთაბეჭდილებები საკვირაო სკოლაზე

– აბა როგორ მოგწონს ესენი? – იკითხა მარილამ.


ანა იდგა მეზონინის ოთახში და გულგრილად დასცქეროდა
ახალ კაბებს, რომლებიც გაშლილი იყო საწოლზე. ერთი იყო
ყავისფერი კუბოკრული კაბა, რომლის მატერიამაც აცდუნა მა-
რილა და მეწვრილმანისაგან ამიტომ იყიდა წინა ზაფხულს.
იმიტომ მოეწონა, რომ პრაქტიკულად გამოიყურებოდა, მე-
ორე იყო შავი და თეთრი უჯრებიანი კაბა, რომელიც იაფასიან
მაღაზიაში შეიძინა, მესამე – გაშეშებული ჩითის კაბა. ულამა-
ზო ლურჯი ფერის, რომელიც წინა კვირას იყიდა კარმოდის მა-
ღაზიაში.
სამივე კაბა თვითონ შეკერა. სამივენი ერთნაირები იყო.
სწორი ქვედატანი, ასეთივე სწორი ზედატანი და სახელოები.
და უაღრესად ვიწროები.
– წარმოვიდგენ, რომ მომწონს – თქვა ანამ მშვიდად.
– მე არ მინდა რომ წარმოიდგინო თქვა შეურაცხყოფილმა
მარილამ.
– ვხედავ კაბები არ მოგეწონა! რა დაგემართა? ახლებია და
სუფთა...
– დიახ.
– მაშინ რატომ არ მოგწონს?
– ლამაზები არ არის – თქვა მან უხალისოდ.
– ლამაზი! – წაიფრუტუნა მარილამ – თავი ვიჭყლიტე რომ
ლამაზი კაბები შემეკერა. არ მომწონს განებივრებული, თავ-
მომწონე, გოგოებს რომ აცვიათ ასეთი კაბები. ეს კაბები სადაა
და პრაქტიკული, ყოველგვარი მორთულობის გარეშე. ესენი
ყავისფერი კუბოკრული და ლურჯ ჩითს იხმარებ სკოლაში,

91 მკითხველთა ლიგა
როდესაც დაიწყებ სიარულს, სატინის კაბა გექნება ეკლესიი-
სათვის და საკვირაო სკოლისათვის, იმედი მაქვს სუფთად იხ-
მარ და არ დახევ. მე ვფიქრობდი მადლიერი იქნებოდი იმის
შემდეგ ვიწრო და ულაზათო კაბებს რომ ატარებდი.
– ო, მე მადლიერი ვარ – პროტესტით გამოაცხადა ანამ.
მაგრამ უფრო მადლიერი ვიქნებოდი, ერთ კაბას მაინც სახე-
ლოებზე რომ ჰქონოდა რუშები. რუშები ახლა როგორ მოდა-
შია. ის მე პირდაპირ მათრთოლებს, მარილა. რუშებიანი სახე-
ლოებიან კაბაზე ვგიჟდები.
– როგორმე გაძლებ თრთოლვის გარეშე. მე იმოდენა მატე-
რია არა მაქვს რუშებზე რომ დავხარჯო. მე ვფიქრობ, რუშებია-
ნი სახელოები სასაცილოდ გამოიყურება, მე მირჩევნია უბრა-
ლო და სადა სახელოები.
– მაგრამ მე მირჩევნია სასაცილოდ გამოვიყურებოდე, რო-
გორც ყველა, ვიდრე სადად და უბრალოდ მარტო მე მეცვას –
შეუპოვრად ამტკიცებდა ანა.
– დარწმუნებული ვარ ფრთხილად ჩამოკიდებ კაბებს შენ
კარადაში – მერე დაჯდები და მოამზადებ საკვირაო სკოლის
გაკვეთილს, სახელმძღვანელო გიშოვე მისტერ ბერისგან და
ხვალიდან საკვირაო სკოლაში ივლი – თქვა მარილამ და დაბ-
ლა ჩავიდა უაღრესად ნაწყენი.
ანამ გულხელი დაიკრიფა და კაბებს დახედა.
– იმედი მქონდა ერთ-ერთი მათგანი თეთრი იქნებოდა რუ-
შებიანი სევდიანად დაიჩურჩულა ანამ – ამისათვის ვლოცუ-
ლობდი, მაგრამ დიდი იმედი არ მქონია. ღმერთს იმის დრო სა-
და აქვს, ერთ პატარა გოგოს კაბაზე იფიქროს.
ვიცოდი მხოლოდ მარილზე უნდა ვყოფილიყავი დამოკიდე-
ბული. კარგი, როგორც არის, არის. საბედნიეროდ, შემიძლია
წარმოვიდგინო, რომ ერთერთი მათგანი თოვლივით თეთრი
მუსლინისაა, ლამაზი არშიით და სახელოებზე სამმაგი ბუფი
აქვს.
მეორე დილას მარილას ისეთი ნიშნები ჰქონდა, რომ მალე
ძლიერი თავის ტკივილი დაეწყებოდა და ამან მას ხელი შეუშა-
ლა ანას გაჰყოლოდა საკვირაო სკოლაში.

92 მკითხველთა ლიგა
– ანა, შენ უნდა წახვიდე, გზაზე შეუარე მისის ლინდს. ის გა-
მოგყვება – თქვა მარილამ. ის გიჩვენებს რომელია შენი ჯგუ-
ფი, იცოდე წესიერად მოიქეცი, შემდეგ დაესწარი ქადაგებას,
მისის ლინს სთხოვე გიჩვენოს ჩვენი სკამი ეკლესიაში. აი, აი-
ღე ცენტი შესაწირად, ხალხს არ დაუწყო თვალიერება და სკამ-
ზე არ იწრიალო. იმედი მაქვს, როცა დაბრუნდები მეტყვი რაზე
იყო ლაპარაკი ქადაგებაში.
ანა გაუდგა გზას უზადოდ გამოწყობილ შავ და თეთრ უჯრე-
ბიან სატინის კაბაში, რომელიც რიგიანად გამოიყურებოდა.
კაბა კარგი სიგრძისა იყო, ვერც მატერიის ძუნწობაში დასდე-
ბით ბრალს, მაგრამ მეტისმეტი მოსვლიათ თავდადება და ისე
შეუკერიათ რომ მისი გამხდარი ფიგურის ყოველი ნაკვთი გა-
მოკვეთილი იყო, თავზე უნდა დაეხურა ახალი მეზღაურის ქუ-
დი, რომელიც იყო პატარა ბრწყინვალე ქუდი, მაგრამ მისმა
უბრალოებამ გული გაუტეხა. იგი ოცნებობდა ბაფთებიან და
ყვავილებიან ქუდზე, რის გამოსწორებაც ადვილად შესძლო.
ვიდრე მთავარ ქუჩაზე გადაუხვევდა ნახევარი გზაც არა ჰქონ-
და გავლილი, როდესაც წააწყდა ქარისაგან მოქანავე ბანიებს
და საუცხოო გარეულ ვარდებს. ანამ საჩქაროდ გულუხვად
ყვავილებისაგან გვირგვინი გააკეთა და ამით დაამშვენა თავი-
სი ქუდის გარეშეები როგორი აზრისა იქნებოდნენ შედეგისა-
გან ეს ანას არ ადარდებდა. გამხიარულებული დაეშვა ქუჩაზე
ყვავილებიანი და ღაჟღაჟა თავი მაღლა აწეული ჰქონდა და
ამაყად მიაბიჯებდა.
როდესაც მისის ლინდის სახლს მიაღწია, აღმოაჩინა რომ
ქალბატონი სახლში არ იყო, მაგრამ ის არც დაფიქრებულა
მარტომ განაგრძო გზა. ეკლესიის შესასვლელთან მან დაინა-
ხა პატარა გოგოების გუნდი. ისინი მეტად თუ ნაკლებად მხი-
არულად იყვნენ მოკაზმულნი, თეთრ, ლურჯ და ვარდისფერ
ტანისამოსში. ყველანი გაკვირვებულნი, ცნობისმოყვარეო-
ბით შესცქეროდნენ უცნობს, რომელსაც ავი უცნაური მოსარ-
თავით დაემშვენებინა. ავონლეას პატარა გოგოებს უკვე გაგო-
ნილი ჰქონდათ უცნაური ამბები ანას შესახებ, მისის ლინდს
უთქვამს, რომ მას ცუდი ხასიათი აქვს, ჯერი ბოუტს, მოჯამაგი-

93 მკითხველთა ლიგა
რეს, რომელიც მწვანე მეზონინში მუშაობდა ნათქვამი ჰქონ-
და, რომ ანა ყოველთვის თავისთვის ლაპარაკობს და ხეებსა
და ყვავილებს გიჟივით ესაუბრება. ისინი შესცქეროდნენ მას
და ერთმანეთს შორის ჩურჩულებდნენ, თავიანთი სახელ-
მძღვანელოები სახეზე აეფარებინათ. არცერთი მათგანი არ
ცდილობდა მეგობრულად დალაპარაკებოდა მას. არც ახლა,
არც შემდეგ, როდესაც მეცადინეობა დამთავრდა. ანა აღმოჩ-
ნდა მის როჯერსონის კლასში, მის როჯერსონი იყო შუახნის
ქალი, რომელიც ასწავლიდა საკვირაო სკოლაში უკვე ოცი წე-
ლია. მისი სწავლების მეთოდი იმაში გამოიხატებოდა, რომ ის
სახელმძღვანელოდან იძლეოდა კითხვებს და მკაცრად შეს-
ცქეროდა იმ პატარა გოგოს, რომელსაც უნდა ეპასუხა კითხვა-
ზე. ის ძალიან ხშირად იძახებდა ანას და ანა მარილას წყალო-
ბით პასუხობდა სწრაფად, მაგრამ საკითხავი იყო თვითონ თუ
ესმოდა კითხვები და პასუხები.
ის ვერ იტყოდა, რომ მოეწონა მის როჯერსონი. ანა ძალიან
საცოდავად გრძნობდა თავს. ყველა პატარა გოგოს კლასში
ჰქონდა ბუფები სახელოებზე. ანას ისეთი გრძნობა ჰქონდა,
რომ ცხოვრება არა ღირს ქვეყნად ბუფებიანი სახელოების გა-
რეშე.
– ერთი მითხარი, როგორ მოგეწონა საკვირაო სკოლა? –
უნდოდა გაეგო მარილას... როდესაც ანა დაბრუნდა სახლში.
მისი გვირგვინი დაჭკნა და ანა განთავისუფლდა მისგან, გზაში
გადაყარა, ამიტომ მარილას არ ჰქონდა ბედნიერება ის ენა ჩ.
კარგა ხნის განმავლობაში.
– ერთი ბეწოთიც არ მომწონებია, საშინელებაა.
– ანა შირლ! – წარმოთქვა მარილამ საყვედურის ტონით.
ანა დაჯდა სავარძელ სარწეველაზე. აკოცა ბონის ერთ ერთ
ფოთოლს და ხელი დაუქნია ფუქსია.
– ალბათ მარტოობა იგრძნეს, მე რომ სახლში არ ვიყავი.
– წამოიძახა მან – ახლა საკვირაო სკოლას რაც შეეხება. მე
კარგად მოვიქეცი, როგორც მითხარი, მისი ლინდი არ იყო
სახლში, მაგრამ მე მარტო წავედი. ეკლესიაში მრავალ პატა-
რა გოგოსთან ერთად შევედი, დავჯექი კუთხეში სკამზე. იქ ვი-

94 მკითხველთა ლიგა
ჯექი სანამ მიმდინარეობდა საერთო ნაწილი. მისტერ ბელმა
წაიკითხა საშინლად გრძელი ლოცვა. ალბათ ძალიან დავიღ-
ლებოდი ფანჯარასთან რომ არ ვმჯდარიყავი, მე გადავცქერო-
დი მოელვარე წყლების ტბას ისე რომ მე ვუმზერდი მას და
ბევრ კარგ რამეზე ვფიქრობდი.
– არაფერი ამის მსგავსი არ უნდა გაგეკეთებინა. ანა მისტერ
ბენისათვის უნდა გესმინა.
– მაგრამ ის მე არ მომმართავდა – შეეკამათა ანა – ის
ღმერთს ელაპარაკებოდა და ეტყობოდა მას თვითონაც ძა-
ლიანაც არ აინტერესებდა ის, რასაც ამბობდა, მე ვფიქრობ, ივ-
ლიდა. ღმერთი შორს არის აქედან, იქ თეთრი არყების გრძე-
ლი მწკრივი იყო, რომლებიც ტბისკენ იყვნენ გადახრილი. მათ
მზის შუქი ეცემოდა, რომლებიც წყალში იჭრებოდნენ. ო, მარი-
ლა, ეს ლამაზი სიზმარი იყო, მე ცახცახმა ამიტანა და ვთქვი:
გმადლობთ ღმერთო ამისათვის. ღმერთი ორჯერ თუ სამჯერ
გავიმეორე.
– იმედი მაქვს, ხმამაღლა არ ამოგითქვამს იკითხა მარიამ
აღელვებულად.
– ო, არა ჩემთვისა ვთქვი ჩურჩულით. ხოდა, მისტერ ბელმა
როგორც იქნა დაამთავრა, და მე მითხრეს მის როჯერსონის
კლასში წავსულიყავი. იქ ცხრა გოგო დამხვდა, მათ ყველას
შუშებიანი სახელოები ჰქონდათ, მე შევეცადე წარმომედგინა,
რომ ჩემი სახელოებიც ბუფებიანი იყო, მაგრამ ვერ შევძელი.
რატომ ვერ შევძელი? როდესაც მარტო ვიყავი მეზონინში წარ-
მოდგენა ადვილი იყო, მაგრამ საშინლად ძნელი აღმოჩნდა
იქ, რომელთან ჰქონდათ ნამდვილი ბუფები.
– შენ სახელოებზე არ უნდა გეფიქრა საკვირაო სკოლაში.
ყურადღებით უნდა ყოფილიყავი გაკვეთილზე. იმედი მაქვს
იცოდი, რაზეც იყო ლაპარაკი.
– ო, დიახ, ვიცოდი და უამრავ კითხვაზე ვუპასუხე. მის რო-
ჯერსონმა ბევრი კითხვა დამისვა, არა მგონია სამართლიანი
იყოს მისი მხრიდან. კითხვებს რომ მისვამდა, იქნებ მეც ბევრი
რამ უნდა მეკითხა, მაგრამ არაფერი არ მიკითხავს. იმიტომ
რომ ის ჩემი მონათესავე სული არ არის. შემდეგ ყველა პატა-

95 მკითხველთა ლიგა
რა გოგომ მხატვრულად წაიკითხა ნაწარმოები რელიგიურ
თემაზე. მე შემეკითხა თუ ვიცოდი რამე. მე ვუპასუხე რომ არ
ვიცი. მაგრამ შემეძლო წამეკითხა მესამე კლასის სახელ-
მძღვანელოდან „ძაღლი თავისი პატრონის სასაფლაოზე“. ეს
არ იყო წმინდა რელიგიური პოეზიის ნიმუში, სევდიანი და მე-
ლანქოლურია, რომ შეიძლება ჩაითვალოს რელიგიურად. მან
თქვა, რომ ეს არ გამოდგებოდა და მირჩია მესწავლა მეცხრა-
მეტე პარაგრაფი შემდეგი კვირისათვის. ეკლესიაში რომ ვიყა-
ვი, გადავიკითხე, რაღაც შესანიშნავია. განსაკუთრებით ორმა
სტრიქონმა გამაოცა. ისე ტრაგიკულად ჟღერს, ვეღარ ვითმენ
შემდეგ კვირამდე, რომ იმის დეკლამირება მოვახდინო. მთე-
ლი კვირა ვისწავლი. მის როჯერსონს ვთხოვე ეჩვენებინა
თქვენი სკამი ეკლესიაში. რადგანაც მისის ლინდი შორს იყო
ჩემგან, ქადაგებისათვის გამოცხადდა ტექსტი მეორე და მესა-
მე ლექსი. ეს მართლაც გრძელი ტექსტი იყო. მე რომ მღვდე-
ლი ვყოფილიყავი ავირჩევდი მოკლე, ცოცხალ ტექსტს. ქადა-
გებაც საშინლად გრძელი იყო. მე ვფიქრობ, მღვდელმა განგებ
დააგრძელა, რათა ტექსტისათვის შესაფერისი ყოფილიყო.
იმისი ნაკლი იმაშია, რომ წარმოსახვის უნარი არა აქვს. მე მა-
ინცდამაინც თავს არ ვიწუხებდი მოსმენით. ჩემი ფიქრები თა-
ვის ნებაზე მივუშვი. საოცარ რამეებზე ვფიქრობდი.
მარილამ უმწეოდ იგრძნო თავი. ყველაფერი იმისათვის,
რასაც აღიარებდა, მკაცრ გაკიცხვას იმსახურებდა, მაგრამ მას
ხელს უშლიდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – ზოგიერთი რამ,
რაც ანამ გააკრიტიკა, განსაკუთრებით ქადაგება და მისტერ
ბერის ლოცვა, თვითონ მას გულში ღრმად ჰქონდა ჩამარხუ-
ლი წლების განმავლობაში, მაგრამ არასოდეს არ გამოუთ-
ქვამს. ეჩვენებოდა, რომ იმ საიდუმლოს გამოუთქმელმა კრი-
ტიკულმა აზრებმა უეცრად მიიღეს თვალსაჩინო და გამკიცხა-
ვი ფორმა და ისეთ ადამიანში გამოვლინდა ეს ფორმა, რომე-
ლიც მთელი კაცობრიობის ერთი არაფრად ჩასაგდები, უმნიშ-
ვნელო ნატეხია.

96 მკითხველთა ლიგა
თავი XII

სადღესასწაულო ფიცი და დაპირება

მხოლოდ შემდეგ პარასკევს გაიგო მარილამ ყვავილებით


მორთული ქუდის ამბავი. მისის ლინდისაგან. მოვიდა თუ არა,
მარილამ ანას დაუძახა ანგარიშსწორებისათვის.
– ანა, მისის რეიჩელმა მითხრა, რომ შენ ეკლესიაში მიხვე-
დი ბაიებითა და ვარდებით შემკული ქუდით, რის გამოც სასა-
ცილოდ გამოიყურებოდი. რა კარგი სანახავი იქნებოდი! რა
ოინებს აწყობ?
– ჰო ვიცი, ვარდისფერი და ყვითელი ფერები არასოდეს არ
მიხდებოდა – დაიწყო ანამ.
– რა სისულელეს ამბობ! ყვავილები ქუდზე გეწყო, რა მნიშ-
ვნელობა აქვს ფერს. სასაცილო იყო. უაღრესად მძიმე ხასია-
თის ბავშვი ხარ.
– არ მესმის რატომ არის სასაცილო ყვავილებით მორთუ-
ლი ქუდი და კაბა თუა მორთული – არა – შეედავა ანა – უამრავ
გოგოს ყვავილების თაიგულები ქონდა დამაგრებული კაბაზე.
ეს არაფერია?
მარილას არ უნდოდა, რომ მას კონკრეტული საგანი აბ-
სტრაქტულზე გადაეყვანა და მსჯელობის საგნად გაეხადა.
– აქეთ ნუ მაძლევ კითხვებს, ანა – ასეთი რამის გაკეთება
შენი მხრიდან დიდი სისულელე იყო. მეორედ აღარ დავინახო
ასეთი ოინი გააკეთო. მისის რეიჩელი ამბობდა მინდოდა მიწა
გამსკდომოდაო. მას არ შეეძლო შენთან მოახლოვება რომ
მოეშორებინა ის სამარცხვინო მორთულობა, მერე კი გვიან
იყო, იმან მითხრა, ხალხი საშინლად აყაყანდაო. რას არ ამ-
ბობდაო., რა თქმა უნდა იფიქრებდნენ რომ მე მეტი ჭკუა არა
მქონდა, ასეთი შემკული რომ გაგისტუმრე სახლიდან.

97 მკითხველთა ლიგა
– ო, ძალიან ვწუხვარ – თქვა ანამ და თვალებზე ცრემლები
მოადგა. მე ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ თქვენ ამის წინააღ-
მდეგი იქნებოდით. ვარდები და ბაიები ისეთი სურნელოვანი
და ლამაზია, ვფიქრობდი, თავზე კარგი სანახავი იქნება მეთქი,
ბევრ გოგოს ხელოვნური ყვავილი ჰქონდა ქუდზე დამაგრებუ-
ლი. ვხედავ თქვენთვის მე წვალების მეტი არაფერი მომაქვს,
იქნებ ჯობდეს უკან გამაგზავნოთ თავშესაფარში – ეს საშინე-
ლება იქნება, ალბათ ვერ გადავიტან. მოსალოდნელია ჭლე-
ქით დაავადდე. მე ხომ ძალიან გამხდარი ვარ. მაგრამ ეს მირ-
ჩევნია, ვიდრე გაგაწვალოთ.
– სისულელეა, – თქვა მარილამ, გაბრაზდა თავის თავზე,
რომ ბავშვი აატირა. მე არ ვაპირებ შენ დაბრუნებას თავშესა-
ფარში. რაც მე მინდა ის არის რომ ისე მოიქცე როგორც სხვა
პატარა გოგოები იქცევიან, შენ თავს სასაცილოდ ნუ გაიხდი,
ნუღარ ტირი. მე შენთვის ახალი ამბავი მაქვს. შუადღისას დი-
ანა მარი ჩამოვიდა. მე ვაპირებ წასვლას, ქვედატანის თარგი
უნდა ვთხოვო მისის მარს, თუ გინდა წამომყევი და გაიცანი დი-
ანა. ანა წამოხტა, ცრემლები ჯერ კიდევ უბრწყინავდა ლოყებ-
ზე.
– ო, მართლა ახლა როცა დრო მოვიდა, შემეშინდა. რა მოხ-
დება რომ არ მოვეწონო!. ეს იქნება ჩემი ცხოვრების ტრაგიკუ-
ლი გულაცრუება.
– იცი რა, ახლა აურზაური არ ატეხო. არ მინდა ასეთ მაღალ-
ფარდოვან სიტყვებს რომ ხმარობ, პატარა გოგოსაგან ეს სა-
საცილოდ ჟღერს, მე დარწმუნებული ვარ, დიანას შენ მოეწო-
ნები, დედამისს კი ანგარიში უნდა გაუწიო. იმას თუ მოეწონები
ჩათვალე რომ დიანასაც მოეწონები. იმის დედამ რომ გაიგოს
მისიის ლინდის წინაშე რომ აფეთქდი, არ ვიცი შენზე რას
იფიქრებს, ან ეკლესიაში შენ ქუდს ბაიები რომ, ჰქონდა შემოვ-
ლებული. ზრდილობიანი უნდა იყო და კარგად მოიქეცი. / კი-
დევ გასაოგნებელ ლაპარაკს თავი უნდა დაანებო. ღმერთო
დიდებულო, ბავშვი როგორ კანკალებს!
ანას აკანკალებდა. სახე გაფითრებული ჰქონდა და დაჭიმუ-
ლი.

98 მკითხველთა ლიგა
– ო, მარილა, თქვენც იღელვებდით პატარა გოგოს რომ
ხვდებოდეთ რომელთანაც გულითადი მეგობრობა გინდათ,
მაგრამ შეიძლება იმის დედას არ მოეწონოთ – ამბობდა ის და
თან ქუდის დახურვას ჩქარობდა. ისინი გაემართნენ ბაღჩის
ფერდობისაკენ მოკლე გზით წყაროს გავლით და შემდეგ ზე-
ვით აუყვნენ გზას. ნაძვნარიან გორაკზე ავიდნენ.
მისის ბარი გამოვიდა სამზარეულოს კარიდან, რომელზე-
დაც მარილამ დააკაკუნა. ის იყო მაღალი შავთვალება და შავ-
თმიანი ქალი რომელიც მტკიცე ხასიათის ქალის შთაბეჭდი-
ლებას ტოვებდა. ამბობდნენ, რომ ის მეტისმეტად მკაცრად
ზრდიდა თავის შვილებს.
– როგორ ხართ, მარილა? – ჰკითხა მან გულითადად – შე-
მოდით! ეს არის ის პატარა გოგო თქვენ რომ იშვილეთ?
– დიახ, ეს არის ანა შირლი – თქვა მარილამ
– გამოითქმის „ენ“ სულის ხუთვით წარმოთქვა მან, თუმც
ღელავდა და კანკალებდა, მაინც არ დაუშვებდა ისეთ მნიშვნე-
ლოვან საკითხს, როგორც მისი სახელის გამოთქმა იყო, გა-
უგებრობა ყოფილიყო.
მისის ბარმა ან არ გაიგონა ან იქნებ გაუგო მას, არაფერი
უთქვამს ამ შენიშვნაზე. უბრალოდ ხელი ჩამოართვა კეთილი
გამომეტყველებით.
– როგორა ხარ?
– სხეული კარგადა ვარ, მაგრამ სულიერად – სიმშვიდე ვერ
მოვიპოვე.
– მარილას გადაულაპარაკა ჩურჩულით – ხომ არაფერი გა-
საოცარი არ მითქვამს – არა, მართლა?
დიანა დივანზე იჯდა და წიგნს კითხულობდა. მაგრამ სტუმ-
რები რომ შემოვიდნენ წიგნი ხელიდან გაუშვა. ის ძალიან ლა-
მაზი პატარა გოგო იყო. დედასავით შავი თვალები და თმა
ჰქონდა, ვარდისფერი ლოყები და მხიარული სახის გამომეტ-
ყველება, რაც მამისაგან გადმოეცა მემკვიდრეობით.
– ეს ჩემი პატარა გოგო დიანაა – თქვა მისის ბარმა.
– დიანა, ანა წაიყვანე ბაღში და შენი ყვავილები უჩვენე, შენ-
თვის ეს უკეთესი იქნება, ვიდრე წიგნის კითხვისაგან თვალე-

99 მკითხველთა ლიგა
ბის გამოღამება, მეტისმეტად ბევრს კითხულობს სულ წიგნებს
ჩაკირკიტებს. მიხარია რომ ამხანაგი ეყოლება, ვისთანაც შე-
საძლებლობა ექნება ითამაშოს იქნებ მეტი დრო გაატაროს ჰა-
ერზე.
გადაწვერილი მზის სხივებით განათებულ ბაღში მშვენიერ
შროშანებს შორის იდგნენ. ანა და დიანა და მორიდებით ერ-
თმანეთს უმზერდნენ. ბარის ბაღი იყო ჩრდილოვანი უდაბური
ადგილი. ის შემოფარგლული იყო უშველებელი ძველი ტირი-
ფით და აწოწილი ნაძვებით, რომელთა ძირში ყვაოდა ჩრდი-
ლის მოყვარული ყვავილები. აკურატული სწორკუთხა გზები,
რომლებსაც ნაპირებზე შემოვლებული ჰქონდათ ნიჟარები,
კვეთდა ბაღს ყველა მიმართულებით ნამიანი წითელი ლენტი-
ვით, ხოლო კლუმბებში ძველებურ ყვავილების ფერებს შორის
ნამდვილი ბრძოლა იყო გაჩაღებული. აქ იყო ვარდისფერი ზი-
ზილები და უმშვენიერესი მუქი წითელი ტყის ყაყაჩოები,თეთ-
რი სურნელოვანი ნარგიზები, ეკლიანი შოტლანდიური ვარ-
დები, ვარდისფერი, ცისფერი და თეთრი წყალიკრეფიები, ია-
სამნისფერი ბოლქვიანი მცენარეები, ბუჩქოვანი მცენარეების
ჯგუფი, ბალახის ვიწრო ზოლი და პიტნა, უამრავი ტკბილსუნია-
ნი სამყურები, თეთრი, იშვიათი შტოებით მუშკის სუნიანი ყვა-
ვილები. ეს იყო ბაღი, სადაც მზის შუქი განზრახ ყოვნდებოდა
და ფუტკრები ზუზუნებდნენ, ქარი კი თავისთვის ბუტბუტებდა
და შრიალებდა.
– ო, დიანა – თქვა ანამ თითქმის ჩურჩულით – როგორ ფიქ-
რობ, შეგიძლია ცოტათი მაინც გიყვარდე – იმდენად რომ ჩემი
გულითადი მეგობარი გახდე?
დიანამ გაიცინა. დიანა ყოველთვის იცინოდა ლაპარაკის
წინ.
– იცი, მე ასე მგონია რომ შემიძლია – თქვა მან გულწრფე-
ლად. საშინლად მიხარია მწვანე მეზონინში რომ დასახლდი.
კარგია ვინმე რომ მეყოლება, ვისთანაც შემეძლება თამაში.
ჩემი ტოლი მე არავინა მყავს.
– შემომფიცე, რომ სამუდამოდ ჩემი მეგობარი იქნები – შე-
ეკითხა ანა მოუთმენლად.

100 მკითხველთა ლიგა


დიანამ შეძრწუნებულად შეხვდა.
– შეფიცვა საშინელი ბოროტებაა – თქვა მან საყვედურით.
– ო, არა. ეს ისეთი შეფიცვა არ არის. ორი სახის შეფიცვა
არსებობს.
– მე მარტო ერთი სახის ვიცი – თქვა დიანამ დაეჭვებულად.
– მართლა მეორე სახისაც არსებობს. ეს სრულებითაც არ
არის ბოროტება. ეს უბრალოდ აღთქმის მიცემა და საზეიმო
დაპირება.
– თუ ასეა მე წინააღმდეგი არა ვარ – დათანხმდა დიანა და
შვება იგრძნო. როგორ კეთდება?
– ჩვენ ხელები უნდა ჩავჭიდოთ ერთმანეთს – თქვა ანამ სე-
რიოზულად. მართალია ეს კეთდება მოჩხრიალე წყალთან ერ-
თად, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თითქოს ეს
გზა მოჩხრიალე წყალია. ფიცს მე დავიწყებ. საზეიმოდ ვდებ
ფიცს, რომ ჩემი გულითადი მეგობრის, დიანა ბარის ერთგული
ვიქნები იმდენ ხანს, სანამ მზე და მთვარე იარსებებენ. ახლა
შენ გაიმეორე, მხოლოდ ჩემი სახელი ჩაურთე – დიანამ გა-
იმეორა „ფიცი“, მხოლოდ დასაწყისში და ბოლოში გაიცინა.
შემდეგ დასძინა:
– შენ უცნაური გოგო ხარ, ანა. გაგონილი მქონდა, შენ რომ
უცნაური ხარ. მაგრამ მე მჯერა, რომ ნამდვილად მეყვარები.
როდესაც დიანა და ანა სახლში მიდიოდნენ მათ ძელებიანი
ხიდის მხრიდან მოკლე გზით არჩიეს წასვლა. ორი პატარა გო-
გო ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ. წყაროსთან ისინი გამო-
ეთხოვნენ ერთმანეთს და თქვეს, რომ მეორე დღეს ერთად გა-
ატარებდნენ.
– აბა რას მეტყვი, დიანა შენი მონათესავე სულია? – იკითხა
მარილამ, როდესაც ისინი მწვანე მეზონინის ბაღში შევიდნენ.
– ო, დიახ, – ამოიოხრა ანამ განცხრომით და ვერ შეამჩნია
მარილას შეკითხვის სარკაზმი. – ო, მარილა ამ მომენტში მე
უბედნიერესი გოგო ვარ პრინც ედვარდის კუნძულზე, მე გარ-
წმუნებ, რომ ამაღამ მე კარგი სურვილით ვილოცებ. დიანა და
მე ვაპირებთ მისტერ უილიამ ბელის, არყის ველზე ავაშენოთ
სათამაშო სახლი. შეიძლება ავიღო დამტვრეული ფაიფურის

101 მკითხველთა ლიგა


ჭურჭელი სარდაფში როა? დიანას დღეობა თებერვალშია, ჩე-
მი მარტში, უცნაური დამთხვევაა, არა?
– დიანამ წიგნი უნდა მათხოვოს წასაკითხად. ის ამბობს,
რომ რაღაც შესანიშნავია და ამაღელვებელი, დიანამ უნდა
ტყეში მიჩვენოს შროშანები. არა გგონიათ, რომ დიანას გამო-
მეტყველი თვალები აქვს? როგორ მინდა მეც მქონდეს გამო-
მეტყველი თვალები! დიანა აპირებს მასწავლოს სიმღერა „ნე-
ლი თხილნარში“. კიდევ სურათი უნდა მაჩუქოს ჩემ ოთახში ჩა-
მოსაკიდად, ძალიან ლამაზი სურათიაო, მითხრა. სურათზე ხა-
ტია ლამაზი ქალი ბაც ლურჯ აბრეშუმის კაბაში, საკერავი მან-
ქანების აგენტმა აჩუქა. როგორ მინდა მეც რამე ვაჩუქო დი-
ანას. მე ერთი დიუმით უფრო მაღალი ვარ დიანაზე, მაგრამ ის
ბევრად უფრო მსუქანია, ასე თქვა მინდა გამხდარი ვიყოო, უფ-
რო გრაციოზული ვიქნებოდი, მაგრამ მე მგონია იმიტომ თქვა,
რომ მე დამამშვიდოს. ჩვენ ვაპირებთ ზღვის სანაპირო ოზე
წასვლას ნიჟარების მოსაგროვებლად. მოვილაპარაკეთ რომ
დაბლა ძელებიან ხიდის ახლოს რომ ნაკადულია, იმას დავარ-
ქვათ დრაიდის ბუტბუტი ხომ ჩინებული სახელია? მე ერთი
მოთხრობა წავიკითხე და იქ ნაკადულს ასე ერქვა. დრაიდი
არის მოზრდილი ფერია, ასე მგონია.
– იმედი მაქვს, დიანას ლაპარაკით თავს არ შეაწყენ – თქვა
მარილამ, დაიმახსოვრე ყველა შენ გეგმაში, ანა მხოლოდ თა-
მაში არ უნდა იგულისხმო. მთელი დრო თამაშს არ უნდა მოან-
დომო. შენ სამუშაოც უნდა შეასრულო და ეს პირველ ადგილზე
უნდა დააყენო.
ანა ბედნიერების ფიალა ისედაც სავსე იყო და მათეუმ ის გა-
დაავსო. ეს ის წუთია რაც დაბრუნდა კარმოდის მაღაზიიდან,
მან მოკრძალებით პატარა პარკი ამოიღო ჯიბიდან, ანას გა-
უწოდა და შესაბრალისად გადახედა მარილას.
– მახსოვს თქვი შოკოლადი მიყვარსო, ხოდა ცოტაოდენი
შოკოლადის კანფეტები მოგიტანე! – თქვა მან.
– უფ! – დაიფრუტუნა მარლამ – კბილებსა და კუჭს გაგიფუ-
ჭებს ბავშვო, ნუ მოიწყინე? შეგიძლია ჭამო, რადგან მათეუ
სპეციალურად ამისთვის გაემგზავრა და გიყიდა, ისე ერჩივნა

102 მკითხველთა ლიგა


პიტნის კამფეტში ეყიდა, უფრო სასარგებლოა. ერთბაშად არ
შეჭამო, ცუდად გაგხდის.
– ო, არა, მარილა ერთბაშად არ შევჭამ ამ ღამეს მხოლოდ
ერთს შევჭამ.– თქვა ანამ მგზნებარედ – და ნახევარს დიანას
მივცემ, ხომ შეიძლება? კამფეტების ნახევარი ორმაგად სასია-
მოვნო იქნება ჩემთვის, როცა მეცოდინება რომ კამფეტები დი-
ანას გავუყავი. მიხარია რომ რაღაც მაქვს მისთვის. ანას სა-
სარგებლოდ უნდა ვთქვა – თქვა მარილამ, როდესაც ანა წავი-
და თავის ოთახში – რომ ის ძუნწი არ არის. მიხარია რადგანაც
ყველა ნაკლზე მეტად სიძუნწე მძულს ბავშვში. ღმერთო ჩემო,
მხოლოდ სამი კვირაა, რაც ის მოვიდა და ასე მგონია თითქოს
სულ აქ არის, ჩვენი სახლი ვერ წარმომიდგენია უიმისოდ. გაკ-
ვირვებით ნუ მიყურებ ასე რომ ვლაპარაკობ. ჯერ ქალისგან არ
არის სასიამოვნო მიმიკებით რომ ლაპარაკობს და კაცისაგან
სულმთლად აუტანელია. ვაღიარებ, რომ მოხარული ვარ ბავ-
შვის დატოვებაზე რომ დავთანხმდი, მაგრამ ყოველ წუთას
ხაზს ნუ უსვამ ამას მათეუ კათბერტ.

103 მკითხველთა ლიგა


თავი XIII

მოლოდინის სიხარული

– დროა ანა სახლში იყოს და კერავდეს – თქვა მარილამ.


შეხედა საათს და შემდეგ გარეთ გაიხედა. აგვისტოს უღიმღა-
მო დილა იყო. სიცხისაგან ყველაფერი თვლემდა დიანასთან
ნახევარ საათზე მეტი გაჩერდა სათამაშოდ და ახლა ძელებზე
შესკუპულა და მათეუს ექაქანება, როდესაც შესანიშნავად
იცის, რომ აქ სამუშაო ელის და რა თქმა უნდა, ისიც უსმენს
ნამდვილი სულელივით. ჯერ მე ასეთი მოხიბლული კაცი არ
მინახავს. რაც უფრო მეტს ლაპარაკობს და რაც უფრო უცნაურ
რამეებს ამბობს, უფრო მეტად აღტაცებულია. – ანა შირლი,
ახლავე აქ მოდი, გესმის ჩემი?
ძახილს თან ერთვოდა ფანჯარაზე დაკაკუნება, რის შედეგიც
თუ ანას სახლში შემოვარდნა. თვალები გაბრწყინებული
ჰქონდა, ლოყები აწითლებული, დაუწნელი თმა გაშლოდა და
უბრწყინავდა!
– ო, მარილა – მან წამოიყვირა სულმოუთქმელად – საკვი-
რაო სკოლა შემდეგ კვირას მისტერ ჰარმონ ანდროუს მინ-
დორზე მოელვარე ტბის ახლოს, აწყობს პიკნიკს. გამგე მისის
ბელი და მისის რეიჩელ ლინდი აპირებენ გააკეთონ ნაყინი –
წარმოგიდგენიათ, მარილა – ნაყინი! და ო, მარილა, შეიძლე-
ბა წავიდე?
– საათს შეხედე. კეთილი ინებე, რომელ საათზე უნდა მოსუ-
ლიყავი.
– ორ საათზე, მაგრამ პიკნიკზე რომ გითხარი არ არის შესა-
ნიშნავი, მარილა გთხოვ მითხარი, გამიშვებ?
– ო, მე არასოდეს არა ვყოფილვარ პიკნიკზე, მე ვოცნებობ
პიკნიკზე არასოდეს....

104 მკითხველთა ლიგა


– დიახ ორზე გითხარი მოდი-მეთქი, ახლა კი სამს უკლია
თხუთმეტი წუთი. მინდა გავიგო ყურს რატომ არ მიგდებ.
– რატომ? მე მინდოდა, მარილა, როგორც კი შესაძლებელი
იყო მაგრამ რა მომხიბლავი ამბავი იყო და არ შემეძლო მათე-
უსთვის არ მეხარებინა. მათეუ ისეთი სიმპათიური მსმენელია,
შეიძლება წავიდე?
– შენ უნდა ისწავლო ფუჭ მომხიბვლელობასთან ბრძოლა,
როდესაც მე შენ გეუბნები განსაზღვრულ დროზე მოსვლას, მე
ვგულისხმობ ზუსტად იმ დროს და არა ნახევარი საათით დაგ-
ვიანებას. შენ არ უნდა შეჩერდე გზაზე რაც არ უნდა სიმპათიუ-
რი მსმენელი შეგხვდეს. რაც შეეხება პიკნიკს, რა თქმა უნდა
შეგიძლია წახვიდე. შენ საკვირაო სკოლის მოწაფე ხარ, და
ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გაგიშვა, როდესაც სხვა
პატარა გოგოები მიდიან.
– მაგრამ, მაგრამ – შეყოყმანდა ანა – დიანამ თქვა, რომ
ყველამ უნდა წამოიღოს კალათა საჭმელით. მე გამოცხობა არ
შემიძლია ისე როგორც თქვენ იცით, მარილა და მე გული
მტკივა პიკნიკზე რომ წავალ ბუფიანი სახელოების გარეშე,
მაგრამ კალათის გარეშე თავს დამცირებულად ვიგრძნობ.
რაც დიანამ მითხრა იმის შემდეგ ეს აზრი მოსვენებას არ მაძ-
ლევს.
– ეს ნუღარ გაწუხებს, მე გამოგიცხობ რაც საჭიროა შენი კა-
ლათისათვის.
– ო, ძვირფასო კარგო მართლა, რა კეთილი ხარ ჩემს მი-
მართ.
როგორ ვარ დავალებული თქვენგან – წამოიყვირა ანამ,
მივარდა მარილას და აღტაცებულმა მერილას ფერმკრთალ
ლოყაზე აკოცა. ეს პირველი შემთხვევაა მის ცხოვრებაში, რო-
დესაც ბავშვის ტუჩები შეეხო თვითნებურად მარილას სახეს.
მან კვლავ სიტკბოება იგრძნო, რამაც მასში ჟრჟოლა გამოიწ-
ვია, გულში კმაყოფილი იყო ანას იმპულსური ალერსით, მაგ-
რამ არ შეიმჩნია და სწორედ ეს იყო მიზეზი რომ უკმეხად წარ-
მოთქვა.

105 მკითხველთა ლიგა


– კმარა, კმარა, შენი კოცნა არ მჭირდება, სისულელეა,
მირჩევნია რასაც გავალებ, ზუსტად შეასრულო. რაც შეეხება
კულინარიას, ამ დღეებში ვაპირებ გასწავლო, მაგრამ შენ ისე-
თი გამოჩერჩეტებული ხარ, ანა არ ვიცი რა გამოვა, ვიცდიდი
ცოტა გამოფხიზლებულიყავი, სიმტკიცე შეგმატოდა, ვიდრე
დავიწყებდი შენს სწავლას. როდესაც აცხობ, შენი გონება სა-
ღად უნდა იყოს და მარტო ამაზე უნდა იყოს მიპყრობილი შენი
ყურადღება. შუა ცხობის დროს რომ სადღაც დახეტიალობდეს
და გონება გაგეფანტოს, არაფერი არ გამოვა. აიღე ახლა
კვადრატული ნაკუწები და ერთი მაინც მიაკერე, სანამ ჩაის და-
სალევად დავჯდებოდეთ.
– მე არ მიყვარს ნაჭრების საბნის კერვა – თქვა ანამ ნაღ-
ვლიანად, გამოძებნა თავისი სამუშაო კალათა და ოხვრით მი-
უჯდა წითელი და თეთრი ნაკუწების გროვას.
– მე ვფიქრობ, ზოგიერთი სახის კერვა სახალისოა, მაგრამ
ნაკუწების ერთმანეთთან მიკერებაში არავითარი გასაქანი არ
არის წარმოსახვისათვის. ნაკერი ნაკერს მოსდევს და დასას-
რული არ ჩანს. მაგრამ, რა თქმა უნდა, მირჩევნია ვიყო ანა
მწვანე მეზონინიდან და ვკერავდე – ნაკუწებისაგან შემდგარ
საბანს, ვიდრე ვიყო სხვა რომელიმე ადგილიდან და არაფერს
ვაკეთებდი თამაშობის გარდა. მაგრამ მინდა როცა ნაკუწებს
ვაკერებ, დრო ისევე სწრაფად გადიოდეს, როგორც დიანას-
თან ერთად რომ ვთამაშობ ხოლმე. ო, რომ იცოდეთ რა კარ-
გად ვთამაშობთ, მარილა, იქ, სადაც წარმოსახვაა საჭირო,
ყველაფერს მე ვაკეთებ. დიანა კი სხვა ყველა შემთხვევებში
საუკეთესოა. თქვენ ხომ იცით მიწის პატარა ნაწილი წყაროს-
თან, ჩვენ ფერმასა და მისტერ ბარის ფერმას შორის, მისტერ
უილიამ ბელს, რომ ეკუთვნის. მარჯვნივ კუთხეში არყის ხეები
წრიულად, უდიდესად რომანტიკული ადგილია, მარილა, იქ
დიანამ და მე სათამაშო სახლი მოვიწყვეთ. და დავარქვით
„უსაქმურთა თავშესაფარი“, ხომ პოეტური სახელწოდებაა?
დიდი დრო დამჭირდა ამის მოსაფიქრებლად თითქმის მთელი
ღამე – ვფიქრობდი, შემდეგ ის იყო ჩაძინებას ვაპირებდი, რომ
შთაგონება მეწვია. დიანამ რომ გაიგონა ჩემი შეთხზული სა-

106 მკითხველთა ლიგა


ხელწოდება, მოიხიბლა. ჩვენ სახლი ლამაზად მოვაწყვეთ. მა-
რილა, უნდა მოხვიდეთ და ნახოთ, არ მოხვალთ. ჩვენ უშველე-
ბელი ქვები გვაქვს ხავსით დაფარული დასაჯდომად და ფიც-
რები ხიდან ხემდე გადაბმულ თაროებად, ზედ დავალაგეთ
თეფშები. რა თქმა უნდა, ისინი დამტვრეულია, მაგრამ უადვი-
ლესია იმის წარმოდგენა, რომ მთელია. იქ არის ერთი თეფშის
ნატეხი, რომელზედაც დავაწყვეთ წითელი და ყვითელი სუროს
შტოები, ნამდვილი მშვენება სასტუმრო ოთახს ალამაზებს. კი-
დევ გვაქვს ფერიის სარკე. ისეთი მშვენიერია, პირდაპირ ოც-
ნებაა, დიანამ ის პოვნა ტყეში, საქათმის უკან, სავსე ცისარტყე-
ლებით. პაწაწინა ცისარტყელებია, რომლებიც ჯერ არ გაზ-
რდილან. დიანას დედამ თქვა, ჩვენი ნათურის ნამსხვრევე-
ბიაო. მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, რომ ფერიებმა დაკარ-
გეს ის ერთ-ერთი მეჯლისის ღამეს. ჩვენ ამას ფერიის სარკე
დავარქვით. მათეო დაგვპირდა მაგიდას გაგიკეთებთო.
მისტერ ბარის მინდორზე რომ პატარა მრგვალი გუბურაა,
ჩვენ იმას დავარქვით ტირიფის გუბურა. ეს სახელი მე ამოვიღე
წიგნიდან დიანამ რომ მათხოვა წასაკითხად. რაღაც შესანიშ-
ნავი წიგნია, მარილა. გმირ ქალს ხუთი თაყვანისმცემელი
ჰყავს. მე ერთიც მეყოფოდა. თქვენ? ძალიან ლამაზი იყო და
უდიდესი მწუხარება გაიარა. ისე ადვილად მისდიოდა გული,
ვითომც არაფერიო. როგორ მინდა გულის წასვლა რომ შემ-
ძლდებოდა, თქვენ არ გინდათ? ეს ისეთი რომანტიკულია. მე
ძალიან ჯანმრთელი ვარ. თუმც გამხდარი ვარ. მე მგონია თან-
დათან ვსუქდები. თქვენ არა გგონიათ? ყოველ დილას ჩემ
იდაყვებს ვამოწმებ ორმოები ხომ არ გამიჩნდა. დიანას ახალი
კაბა აქვს იდაყვებამდე სახელოებით. ის აპირებს პიკნიკზე ჩა-
იცვას. იმედი მაქვს შემდეგ ოთხშაბათს კარგი ამინდი იქნება.,
არა მგონია ავიტან პიკნიკს ხელი რომ შეეშალოს, ისინი აპი-
რებენ მოელვარე წყლების ტბაში ნავით გვაცურაონ, ნაყინსა
გვპირდებიან, როგორც უკვე გითხარით. მე ნაყენი არასოდეს
გამისინჯავს. დიანა შეეცადა აეხსნა ჩემთვის როგორია ნაყინი,
მაგრამ მე მგონია ნაყინი წარმოდგენას აღემატება.

107 მკითხველთა ლიგა


– ანა, შენ უკვე ათი წუთია, რაც ლაპარაკობ, საათი დავნიშ-
ნე. – თქვა მარილამ – ცნობისმოყვარეობის გულისათვის, ვნა-
ხოთ იმდენივე დროის განმავლობაში თუ შეძლებ ენა გააჩუ-
მო.
ანამ მარილის მოთხოვნა შეასრულა. ამ ხნის განმავლობა-
ში მას ხმა არ ამოუღია. მაგრამ კვირის დანარჩენ დღებში სულ
პიკნიკზე ლაპარაკობდა, ფიქრობდა და ძილშიც პიკნიკს ხე-
დავდა. შაბათს წვიმდა და ამან ის გაშმაგებამდე მიიყვანა ვა-
ითუ ოთხშაბათს ასეთი ამინდი იყოსო მარილამ ანას ნერვები
რომ დაეწყნარებინა იძულებული გახდა ანას დაავალა ზედმე-
ტი ნაკუწები დაეკერებინა.
კვირას ანა ეკლესიიდან რომ დაბრუნდა, მარილას გაანდო,
როდესაც მღვდელმა კათედრიდან გამოაცხადა პიკნიკის გა-
მართვის შესახებ, იგი ღელვისაგან ცივმა ჟრჟოლამ აიტანა.
– ზურგში, ზევით და ქვევით ჟრუანტელმა დამიარა მარილი.
მე არა მჯეროდა რომ პიკნიკი მართლაც უნდა მოწყობილიყო.
ვშიშობდი რომ ეს ჩემი წარმოდგენის ნაყოფი იყო, მაგრამ რო-
დესაც მღვდელი კათედრიდან რამეს ამბობს შენ ძალაუნებუ-
რად იჯერებ.
– ანა, შენ ყველაფერს ძალიან განიცდი – თქვა მარილამ
ოხვრით – ვშიშობ, რომ ბევრი გულაცრუება გელის ცხოვრე-
ბაში.
– ო, მარილა რაღაცას როცა მოუთმენლად ელოდები, ეს
უკვე ნახევრად სიამოვნებაა – წამოიძახა ანამ – შეიძლება
თქვენ ვერც მიიღოთ, რასაც ელოდებით, მაგრამ მოლოდინის
სიამოვნებას ვერავინ დაგიშლით. მისის ლინდი ამბობს: ბედ-
ნიერები არიან ისინი, რომლებიც არაფერს ელიან, რადგანაც
გულაცრუებულები არ იქნებიან, მაგრამ მე ვფიქრობ უარესია
არაფერს რომ არ ელოდები, ვიდრე გულაცრუება.
მარილამ იმ დღეს ეკლესიაში რომ მიდიოდა, ამეთვისტოს
გულის ქინძისთავი გაიკეთა. მარილა ეკლესიაში ყოველთვის
ამეთვისტოს გულის ქინძისთავს იკეთებდა. რომ არ გაეკეთე-
ბინა მკრეხელობაში ჩათვლიდა. ისე როგორც ბიბლიის ან შე-
საწირად ათცენტიანი წაღება დავიწყებოდა ეს გულის ქინძის-

108 მკითხველთა ლიგა


თავი მერილას ყველაზე ძვირფასი ნივთი იყო. მისმა მეზღვა-
ურმა ბიძამ აჩუქა ის მარილის დედას, რომელმაც მემკვიდ-
რეობით დაუტოვა მარილას. შეიცავდა დედის თმის ნაწნავს.
მას გარშემო კიდეზე ამეთვისტოები ჰქონდა შემოვლებული.
მარილამ ძალიან ცოტა რომ იცოდა ძვირფასი ქვების შესახებ,
ასევე ამეთვისტოების ფასი არ იცოდა, მას თვლიდა ლამაზ
ნივთად, მოსწონდა იისფრად რომ ციალებდა ყავისფერი სატი-
ნის კაბაზე, თვითონ მას ვერა ხედავდა. როდესაც ანამ პირვე-
ლად ნახა ეს ქინძისთავი აღტაცებული დარჩა მისი სილამა-
ზით.
– ო, მარილა რა შესანიშნავი გულის ქინძისთავია. არ მეს-
მის როგორ შეგიძლია გულისყური ქადაგებასა და ლოცვაზე
გქონდეს მიპყრობილი, როდესაც ეს გიკეთიათ. მე ვერ შევ-
ძლებდი ჩემი აზრით, ამეთვისტოები გასაგიჟებელია. ასეთად
წარმომედგინა ბრილიანტები, დიდი ხნის წინ როცა ბრილიან-
ტი თვალით არ მენახა. წავიკითხე ამის შესახებ და ვცდილობ-
დი წარმომედგინა როგორი იყო ის. ვფიქრობდი ისინი უნდა
ყოფილიყო მეწამული ფერის ბრჭყვიალა ქვები, როდესაც მე
ნამდვილად ბრილიანტი ვნახე, ერთი ქალის ბეჭედზე, ისე ვი-
ყავი გულაცრუებული, რომ ვიტირე. რა თქმა უნდა ძალიან ლა-
მაზი იყო, მაგრამ მე წარმოდგენა არა მქონდა როგორი იყო
ბრილიანტი. ნებას მომცემთ, მარილა ერთი წუთით ხელში და-
ვიჭირო ქინძისთავი? თქვენ არა გგონიათ, რომ ამეთვისტოებ-
ში მშვენიერი იების სული იყოს?

109 მკითხველთა ლიგა


თავი XIV

ანას აღსარება

ორშაბათ საღამოს პიკნიკამდე მარილა თავის ოთახიდან


ჩამოვიდა შეწუხებული სახით.
– ანა – უთხრა მან პატარა არსებას, რომელიც ჩურჩნიდა
ბარდას უკიდურესად სუფთა მაგიდაზე თან ენერგიულად და
გამომეტყველებით მღეროდა „ნელი თხილნარში“, რომელიც
დიანას სწავლების ნიჭზე მეტყველებდა.
– ანა ჩემი ამეთვისტოს გულის ქინძისთავი სადმე ხომ არ
დაგინახავს? მე მახსოვს ის ქინძისთავების ბალიშზე გავურჭე,
როდესაც გუშინ საღამოს ეკლესიიდან დავბრუნდი. ახლა კი
ვეღარსად ვნახე.
– მე ის შუადღეს ვნახე, როდესაც თქვენ საქველმოქმედო
საზოგადოების კრებაზე იყავით, შევედი რომ დამეხედა.
– ხელი დააკარე? – იკითხა მარილამ მკაცრად.
– დ-ი-ა-ხ! – დაეთანხმა ანა – მე ავიღე ის და გულზე დავიბ-
ნიე, რომ მენახა როგორ გამოიყურებოდა – თქვა ანამ ნელა –
თქვენ კარებთან რომ გავიარე, დავინახე ის ბალიშზე იყო დაბ-
ნეული.
– შენ იქ არაფერი გესაქმებოდა და ძალიან ცუდია, პატარა
გოგო სხვის საქმეში რომ ერევა. ჩემს ოთახში არ უნდა შესუ-
ლიყავი და ქინძისთავისთვის ხელი არ უნდა გეხლო, რომე-
ლიც შენ არ გეკუთვნოდა, მერე სად დადე?
– მე უკანვე დავდე კომოდზე, მარტო ერთი წუთი მეკეთა
გულზე, მარილა. სხვის საქმეში ჩარევა მე არც მიფიქრია. არ
ვიცოდი თუ არ შეიძლებოდა შესვლა და ქინძისთავის გულზე
დაბნევა, მაგრამ ახლა ვხედავ რომ ცუდია და აღარასოდეს
აღარ მოვიქცევი ასე. ერთი კარგი თვისება მაქვს, რაც ცუდია,

110 მკითხველთა ლიგა


იმას მე მეორედ აღარ ვაკეთებ. – შენ ის უკან აღარ დაგიდვია
– თქვა მარილამ – გულის ქინძისთავი კამოდზე არ არის. შენ
აიღე ან სადღაც წაიღე, ან არ ვიცი რა უყავი, ანა.
– მე ის უკან დავდე – წარმოთქვა ანამ მკვირცხლად, მაგრამ
მარილამ ჩათვალა, რომ თავხედურად უპასუხა – მე ზუსტად
არ მახსოვს გავურჭე ის ბალიშზე თუ დავდე ფაიფურის სინზე,
მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ უკან დავაბრუნე.
– წავალ და კიდევ დავათვალიერებ – თქვა მარილამ იმ გა-
დაწყვეტილებით, რომ სამართლიანობა ყოფილიყო დაცული.
– შენ თუ ის ქინძისთავი უკან დადე, ისევ იქ იქნება, მაგრამ
თუ არ არის, გამოდის რომ არ დაგიდია. სულ ეს არის. მარილა
წავიდა თავის ოთახში და საფუძვლიანად გაჩხრიკა არა მარ-
ტო კომოდი, არამედ სხვა ადგილებიც, სადაც შესაძლებელი
იყო ყოფილიყო. ვერსად ვერ იპოვნა და დაბრუნდა სამზარეუ-
ლოში.
– ანა, ქინძისთავი გაქრა! შენივე აღიარებთ, შენ იყავი ბო-
ლო პიროვნება, რომელიც შეეხო მას. ახლა მითხარი, რა უყა-
ვი ქინძისთავს. ახლავე მითხარი სიმართლე. გარეთ გაიტანე
და დაკარგე?
– არა, არ წამიღია – თქვა ანამ შეურაცხყოფილმა და გაბე-
დულად შეხვდა მარილას გაბრაზებულ მზერას – მე არსად წა-
მიღია ქინძისთავი. თქვენი ოთახიდან არ გამიტანია და ეს
არის სიმართლე. მე თუ წავიღე, მაშინ მე კუნძთან3 ვყოფილი-
ყავი გასაგზავნი. თუმცა მართალი გითხრათ, არ ვიცი კუნძი
რას ნიშნავს. ეს არის სულ, მარილა.
ანას ნათქვამი, სულ ეს არის მიზნად ისახავდა მისი მტკიცე-
ბის გაძლიერებას, მაგრამ მარილამ ეს ისე გაიგო როგორც
უპატივცემულობის გამომჟღავნება.
– დარწმუნებული ვარ, რომ ცრუობ, ანა – თქვა მან კუშტად
– ვიცი, მატყუებ, საკმარისია. მეტი აღარაფერი თქვა, სანამ

3
კუნძი (block) გადატანით ნიშნავს სიკვდილით დასჯას (საჯალათო კუნძი)
to be Sent to block სიკვდილით დასასჯელად გაგზავნა

111 მკითხველთა ლიგა


მზად არ იქნები სრული სიმართლე აღიარო. წადი შენს ოთახ-
ში და დარჩი იქ, იქამდე სანამ არ გამოტყდები.
– ბარდა თან წავიღო? – იკითხა ანამ გაუბედავად.
– არა, იმას მე თვითონ დავამთავრებ,. რაც გითხარი ის გა-
აკეთე – როდესაც ანა წავიდა, მარილა შეუდგა თავის საღამოს
საქმიანობას, აღელვებული იყო, დარდობდა თავისი საყვარე-
ლი ქინძისთავის დაკარგვას. რა იქნება ანამ თუ დაკარგა ის და
ახლა ბავშვის მხრიდან რა ბოროტება არის უარყოფა. იმ
დროს როდესაც ყველასთვის ნათელია, რომ ის არის დამნაშა-
ვე ქინძისთავის დაკარგვაში მერე რა უცოდველი სახე აქვს მი-
ღებული პირდაპირ არ ვიცი რა უნდა მოვიმოქმედო, რა გზას
დავადგე, ან რას უნდა მოველოდე – ფიქრობდა მარილა, რო-
ცა ჩურჩნიდა ბარდას – რა თქმა უნდა, არა ვფიქრობ, განზრა-
ხული ჰქონდა მისი მოპარვა ან რაღაც მსგავსი ჰქონდა ჩაფიქ-
რებული, უბრალოდ სათამაშოდ ან საოცნებოდ თუ აიღებდა, –
მაგრამ აიღო ეს ცხადია, რადგანაც ჩემს ოთახში არავინ ყოფი-
ლა, თავისივე მოყოლით, ქინძისთავი უკვალოდ გაქრა. მე
ვფიქრობ, დაკარგა და არ უნდა ამაში გამოტყდეს. რადგანაც
იცის, რომ დაისჯება. საშინელებაა როცა დაფიქრდები რომ
ტყუის. საშიშია ასეთი ბავშვი მყავდეს სახლში, რომელსაც არ
ენდობი. ეშმაკობა და არაგულწრფელობა – აი რა გამოამ-
ჟღავნა. ვაცხადებ, რომ უარეს მოველი ვიდრე ქინძისთავის ამ-
ბავია, – სიმართლე რომ ეთქვა კიდევ შეიძლებოდა პატიება
მთელი საღამოს განმავლობაში დროდადრო მარილა ადიო-
და თავის ოთახში და განაგრძობდა ქინძისთავის ძებნას, მაგ-
რამ ვერა და ვერ პოულობდა. ძილის წინ მეზონინში ვიზიტმაც
შედეგი ვერ გამოიღო. ანა თავგამოდებით უარყოფდა, ამბობ-
და არაფერი იცის ამის შესახებ, მაგრამ მარილა უფრო და უფ-
რო რწმუნდებოდა, რომ მისი წაღებულია მან მათეოს, მეორე
დილით მოუყვა. მათეო შეცბუნებული და გაოცებული იყო,
მაგრამ არ შეეძლო ასე სწრაფად ანაში რწმენა დაეკარგა. ისე
კი, სიტუაცია მის წინააღმდეგ რომ ლაპარაკობდა, ამას არ
უარყოფდა.

112 მკითხველთა ლიგა


– დარწმუნებული ხართ, კამოდის უკან არ ჩავარდა? – მხო-
ლოდ ეს წინადადება შესთავაზა მან მარილას.
– არა, კამოდი გამოვწიე და უჯრებიც გამოვიღე და თითოე-
ულ ჭუჭრუტანაში ჩავიხედე – იყო მარილის მტკიცე პასუხი –
ქინძისთავი გაქრა. ბავშვმა აიღო და ტყუის. ეს არის მახინჯი
სიმართლე, მათეუ კათბერტ და ჩვენ სახეში უნდა ვუყუროთ
ფაქტებს.
– კარგი ერთი, ახლა რას აპირებ? – იკითხა მათეუმ უმწეოდ.
გულში ღმერთს მადლობას სწირავდა, მარილას და არა მას
უნდა მოეგვარებინა ეს საქმე. ამჯერად, არავითარი სურვილი
არა ჰქონდა ამაში ჩარეულიყო.
– თავის ოთახში დარჩება იქამდე, სანამ არ გამოტყდება
თქვა მარილამ დაძაბულად – გაახსენდა, წინა მაგალითზე მი-
სი მეთოდის წარმატება დავინახავთ გამოჩნდება რა მოხდება,
შესაძლებელია მოგვეცეს საშუალება ვიპოვოთ ქინძისთავი,
თუკი გვეტყვის სად წაიღო ის. ყოველ შემთხვევაში მკაცრად
მაინც დაისჯება, მათეუ.
– კარგი ერთი, უნდა დასაჯო? – იკითხა მათეუმ და თავის
ქუდს დასწვდა – მე აქ არაფერი მესაქმება, გაიხსენე, შენ რომ
გამაფრთხილე ჩემ საქმეში არ ჩაერიეო.
მარილამ თავი ყველასაგან მიტოვებულად იგრძნო, ისიც კი
არ შეეძლო მისის ლინდისათვის მიემართა რჩევისათვის. ძა-
ლიან სერიოზული სახით ავიდა მეზონინში და იქიდან კიდევ
უფრო სერიოზული გამომეტყველებით გამობრუნდა. ანა მტკი-
ცედ უარყოფდა აღიარება, ამტკიცებდა რომ არ აუღია ქინძის-
თავი. როგორც ჩანდა, ბავშვი ნამტირავლევი იყო, მარილამ
მისდამი სიბრალულის ტკივილი იგრძნო, რაც მან ჩაიხშო თა-
ვის თავში. ღამით, როგორც თვითონ აღნიშნა „ძალა გამოც-
დილი“ იყო.
– ანა, შენ ამ ოთახში დარჩები იქამდე, სანამ არ აღიარებ
შენ დანაშაულს, თვითონვე გადაწყვიტე – განაცხადა მან მტკი-
ცედ.
– მერე, ხვალ ხომ პიკნიკია, მარილა – იყვირა ანამ – უპიკ-
ნიკოდ ხომ არ დამტოვებთ? შუადღისას აქედან არ გამომიშ-

113 მკითხველთა ლიგა


ვებთ. შემდეგ სიამოვნებით დავრჩები რამდენ ხანსაც გინდათ
იმდენ ხანს. მაგრამ პიკნიკზე უეჭველად უნდა წავიდე.
– ვიდრე არ აღიარებ, არც პიკნიკზე და არც არსად არ წახ-
ვალ.
– ო, მარილა – სულისხუთვით დაიძახა ანამ.
მაგრამ მარილა გავიდა და კარი ჩაკეტა.
ოთხშაბათ დილას განთიადი ისეთი ბრწყინვალე და ლამაზი
იყო, თითქოს სპეციალურად პიკნიკისათვის შეუკვეთიათ. მე-
ზონინის ირგვლივ ჩიტები გალობდნენ, თეთრი ლილიების
სურნელებას უჩინარი მსუბუქი არი ყველა კარისა და ფანჯრი-
საკენ მიაქროლებდა და ოთახებში დანავარდობდა, როგორც
ღვთის ლოცვა კურთხევა. ღარტაფში არყის ხეები მხიარულად
იქნევდნენ ხელებს, თითქოს მეზონინიდან ანას დილის მისალ-
მებას ელოდებოდნენ. მაგრამ ანა არა ჩანდა, თავის ფანჯარას-
თან, როდესაც მარილამ მას საუზმე აუტანა ბავშვი დაძაბუ-
ლად თავის საწოლზე იჯდა გაფითრებული, ტუჩები მაგრად და-
ემუწა და თვალები უელავდა.
– მარილა, მზადა ვარ აღიარებისათვის
– აჰ! – მარილამ მაგიდაზე დადო თავისი სინი. კიდევ ერ-
თხელ მისმა მეთოდმა გამოიღო ნაყოფი. მაგრამ მისი წარმა-
ტება მისთვის ძალიან მწვავე აღმოჩნდა – აბა, რას მეტყვი,
ანა?
– გულის ქინძისთავი მე ავიღე – დაიწყო ანამ, თითქოს დას-
წავლილ გაკვეთილს იმეორებდა – როგორც გითხარი, მისი
წაღება განზრახული არ მქონდა, მაშინ როდესაც შევედი, მაგ-
რამ ისე ლამაზად გამოიყურებოდა, მართლა როცა მე ის გულ-
თან დავიბნიე, რომ სულმა წამძლია და დაუძლეველი ცდუნე-
ბის გამო გამოვიღე. წარმოვიდგინე რა შესანიშნავი იქნებოდა
წამეღო უსაქმურთა თავშესაფარში და მეთამაშა ვითომ ლედი
კორდელია ფიცჯერალდი ვარ. დიანა და მე ყელსაბამს მცენა-
რეებისგან ვაკეთებთ, მაგრამ რა არის ის, ამეთვისტოსთან შე-
დარებით? ამიტომ წავიღე ქინძისთავი, ვფიქრობდი უკან და-
მებრუნებინა თქვენს მოსვლამდე მე უსაქმურთა თავშესაფარ-
ში პირდაპირ კი არ წავსულვარ, არამედ შემოვლით, რათა

114 მკითხველთა ლიგა


დრო გამეწელა, როცა ხიდზე მივდიოდი, მღელვარე მოელვა-
რე წყლების ტბის ზემოდან ამოვიღე ქინძისთავი, რათა კიდევ
შემეხედა, როგორ ბრწყინავდა მზის შუქზე. და შემდეგ როცა
მოაჯირიდან გადავიხედე გამისხლტა თითებიდან, დაბლა ჩა-
ვარდა. უკეთესად აღსარებას ვერ ვიტყვი, მარილა.
მარილამ იგრძნო, რომ გულში სიბრაზემ კვლავ იფეთქა, ამ
ბავშვმა წაიღო და დაკარგა მისი ძვირფასი ამეთვისტოს ქინ-
ძისთავი და ახლა ზის და მშვიდად აღწერს დეტალებს. არავი-
თარი სინდისის ქენჯნას ან სინანულს არ განიცდის.
– ანა, ეს საშინელებაა – თქვა მან, ცდილობდა ელაპარაკა
მშვიდად.
– შენ უბოროტესი გოგო ხარ, რაც კი მსმენია.
– დიახ, მე ვფიქრობ, ვარ – დაეთანხმა ანა მშვიდად – ვიცი
უნდა დავისაჯო, თქვენი ვალია დამსაჯოთ. მარილა, არ შეიძ-
ლება ახლავე დამსაჯოთ. იმიტომ რომ არ მინდა პიკნიკზე რომ
წავალ, სინდისი მაწუხებდეს.
– პიკნიკზე არა? კიდევ რა გინდა! დღეს შენ პიკნიკზე არ წახ-
ვალ, ანა შირლი,. ეს იქნება შენი სასჯელი, ეს ნახევარი არ
არის იმისა, რასაც შენ იმსახურებ.
– პიკნიკზე არ წავალ! – ანა წამოხტა და მარილას ხელს ჩა-
ებღაუ! ჭა. მაგრამ თქვენ დამპირდით, მითხარით შეგიძლია
წახვიდეო. მე უნდა წავიდე პიკნიკზე, ამისათვის გითხარით აღ-
სარება რა გზითაც გინდათ დამსაჯეთ. ამის გარდა, ო, მარილა,
გთხოვთ, გთხოვთ გამიშვით პიკნიკზე. იფიქრეთ ნაყინზე! შე-
იძლება ამის შემდეგ აღარ მომეცეს შემთხვევა ნაყენს გემო გა-
ვუსინჯო.
მარილა ცივად განთავისუფლდა ანას ჩაბღაუჭებული ხელი-
საგან.
– ტყუილად მთხოვ, ანა, შენ პიკნიკზე არ მიდიხარ და არც
ერთი სიტყვა არ გამაგონო.
ანა მიხვდა, რომ მარილას ვერაფრით მოალბობდა, ხელებს
მტვრევა დაუწყო, გამაყრუებლად იყვირა და პირქვე დაეცა სა-
წოლზე. ბღაოდა, იკრუნჩხებოდა, გულაცრუებისა და მწუხარე-
ბისაგან სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.

115 მკითხველთა ლიგა


– ღვთის გულისათვის – წარმოთქვა მერილამ და სწრაფად
გაეცალა იქაურობას დარწმუნებული ვარ ბავშვი გიჟია. არც
ერთი ჭკუათმყოფელი ბავშვი ასე არ მოიქცეოდა, და თუ გიჟი
არ არის, მაშინ თავწასულია. ვშიშობ რეიჩელმა თავიდანვე
რომ გამაფრთხილა, მართალი იყო, მაგრამ რადგან გუთანში
შევები, უნდა ვზიდო კიდეც. მოღუშული დილა იყო. მარილა
გამძვინვარებული მუშაობდა, კართანას იატაკი გახეხა და
სარძევე ოთახის თაროები, რადგანაც სხვა ვერაფერი ნახა გა-
საკეთებელი, თუმცა არც კართანა და არც თაროები არ საჭი-
როებდნენ გახეხვას. მაგრამ ეს თვითონ მარილას სჭირდებო-
და. შემდეგ გარეთ გავიდა და ფოცხით ეზო მოასწორა.
როდესაც სადილი მზად იყო, მარილა მივიდა კიბესთან და
გასძახა ანას. ტრაგიკული ნამტირალევი სახე გამოჩნდა მო-
აჯირთან.
– ჩამოდი, ისადილე, ანა.
– არავითარი სადილი არ მჭირდება, მარილა – თქვა ანამ
სლუკუნით – არაფრის ჭამა არ შემიძლია, გული გატეხილი
მაქვს. როდისმე სინდისს იგრძნობთ გული რომ გამიტეხეთ,
მარილა მაგრამ მე ვპატიობთ. დაიმახსოვრეთ. დრო მოვა,
როცა მე გაპატიებთ, მაგრამ ნუ მთხოვთ რამე შევჭამო. განსა-
კუთრებით მოხარშული ღორის ხორცი და ბოსტნეული ისეთი
არარომანტიკული საჭმელია, როცა ადამიანი დამწუხრებუ-
ლია.
მარელა გაბრაზებული დაბრუნდა სამზარეულოში და თავი-
სი მწუხარების ამბავი მათესთან გადმოანთხია. მათეუ ორ
ცეცხლს შუა იმყოფებოდა, ერთი მხრივ სამართლიანობის
გრძნობის დაცვას ცდილობდა და მეორე მხრივ არაკანონიერი
თანაგრძნობა უნდოდა გამოეხატა ანას მიმართ, რაც მას სა-
ცოდავ არსებად ხდიდა.
– მართალი ხარ, არ უნდა აეღო ქინძისთავი, მარილა და მე-
რე თავის მართლება არ უნდა დაეწყო – დაეთანხმა მათეუ და
დააცქერდა არარომანტიკულ საკვებს ღორის ხორცითა და
ბოსტნეულით სავსე თეფშს. თითქოს ისიც ანასავით ფიქრობ-
და, რომ ეს საჭმელი არ შეეფერებოდა მოცემულ სიტუაციაში

116 მკითხველთა ლიგა


მათი გრძნობების გამოძახილს, მაგრამ ის ისეთი პატარა არ-
სებაა – ისეთი საინტერესო პატარა არსება. არა გგონია რომ
უხეშად მოიქცა პიკნიკზე რომ არ გაუშვი, როდესაც მას ასე ძა-
ლიან უნდოდა?
– მათეუ კათბერტ, შენი გამკვირვებია. მე ვფიქრობ კიდევაც
ადვილად გადამირჩა და არც კი ჩანს, რომ დიდად წუხდეს იმის
გამო, რაც მოიმოქმედა. ყველაზე უარესი ის არის, რომ არ ეღ-
ვლება, ის რომ ნამდვილად განიცდიდეს ამ ამბავს, ასეთი ცუ-
დიც არ იქნებოდა. შენ არ გინდა ეს გაითვალისწინო ანდა, სა-
ერთოდ, ყველაფერში გინდა გაამართლო ძალიან კარგად
ვხედავ.
– კარგი, თუ ღმერთი გწამს, ის ისეთი პატარა არსებაა, უმ-
წეოდ გაიმეორა მათეუმ – და მერე, გასათვალისწინებელია
ერთი გარემოება, მარილა, ხომ იცი, რომ ის არასოდეს არ
აღუზრდიათ.
– სამაგიეროდ, ახლა იზრდება – მიუგო მარილამ.
მარილას პასუხმა თუ არ დაარწმუნა, გააჩუმა მათეუ. სა-
დილმა სევდიან ვითარებაში ჩაიარა. ერთადერთი ვინც მხი-
არულად გრძნობდა თავს იყო ჯერი ბუოტი, მსახური ბიჭი. მა-
რილა მის მხიარულობას პირად შეურაცხყოფად იღებდა. რო-
დესაც თეფშები გაირეცხა, პურისათვის საფუარი ჩაიდგა და
ქათმებს აჭამეს, მარილას გაახსენდა, რომ ორშაბათს შუად-
ღისას როდესაც კრებიდან მოვიდა და თავისი საუკეთესო არ-
შიის შალი მოიძრო, შიგ შეამჩნია პატარა ხვრელი, გადაწყვი-
ტა წასულიყო და დაეკერებინა.
შალი იყო კოლოფში, სკივრში. როდესაც მარილამ ის
ამოიღო, მზის სხივი, რომელიც ფანჯარასთან გაზრდილ ვაზი-
საგან ირეკლებოდა ფანჯრიდან შალს დაეცა და მასში გამოთ-
ბმულ რაღაცა საგანმა გაიელვა და იისფრად აკაშკაშდა, – მა-
რიამ ხელი სტაცა საჩქაროდ, ის აღმოჩნდა ამეთვისტის ქინ-
ძისთავი, რომელიც არშიის ერთ-ერთ ძაფს გამოსდებოდა.
– ცავ და მიწავ! – თქვა მარილამ – ეს რას ნიშნავს? აი ჩემი
ქინძისთავი მრთელი და უვნებელი, მე კი მეგონა ბარის ტბის
ფსკერზეა. მაშ, რატომა თქვა იმ გოგომ მე წავიღე და დავკარ-

117 მკითხველთა ლიგა


გეო? დარწმუნებული ვარ მწვანე მეზონინი მოჯადოებულია.
ახლა მახსენდება ორშაბათ შუადღეს შალი მოვიძრე, ერთი წუ-
თით კამოდზე დავდე, ვფიქრობ მაშინ წამოედო ქინძისთავი
შალს.
მარილა ქინძისთავით ხელში გაეშურა მეზონინისაკენ, ანამ
გამოიტირა პიკნიკი და ახლა დამწუხრებული იჯდა ფანჯარას-
თან.
– ანა შირლი – დაიწყო მარილამ – ეს წუთია ჩემი ქინძის-
თავი ვიპოვე. არშიის შალს წამოსდებოდა, ახლა მაინტერე-
სებს რა მიჩმახე ამ დილით.
– რა და თქვენ რომ თქვით, იქამდე აქ იქნები, სანამ არ
აღიარებო – მიუგო ანამ დაღლილი ტონით, ამიტომ გადავ-
წყვიტე მეღიარებინა, რადგანაც ამ გზით ვფიქრობდი პიკნიკზე
მოხვედრას, აღიარება წინა ღამეს მოვიფიქრე. იმის შემდეგ,
რაც ლოგინში დავწექი. რაც შეიძლებოდა ლამაზი აღსარება
მოვიფიქრე, სულ ვიმეორებდი რომ არ დამვიწყებოდა, მაგრამ
რა გამოვიდა. პიკნიკზე მაინც არ გამიშვით, ამდენმა წვალებამ
ჯულ ფუჭად ჩამიარა.
მარილას თავისდაუნებურად სიცილი წასკდა, მაგრამ სინ-
დისმა შეაწუხა.
– შენს წარმოსახვას საზღვარი არა აქვს, მაგრამ მე შევცდი.
შენი სიტყვები უნდა დამეჯერებინა. შენ ხომ ჩემთვის ტყუილე-
ბი არასოდეს არ გითქვამს. რა თქმა უნდა, სწორი არ იყო აღია-
რება იმისა, რაც არ გაგიკეთებია. ძალიან ცუდი საქციელია,
მაგრამ მე გაიძულე ასე მოქცეულიყავი. მე გპატიობ და ჩვენ
კვლავ შევეწყობით ერთმანეთს. ახლა თავი მოვიწესრიგე პიკ-
ნიკზე წასასვლელად.
ანა რაკესავით წამოხტა.
– ო, მარილა ძალიან დაგვიანებული არ არის?
– არა, მხოლოდ ორი საათია. ისინი ჯერ შეგროვილნიც არ
იქნებიან, სანამ ჩაის დალევენ, ერთი საათი გავა. ხელ-პირი
დაიბანე, თმები დაივარცხნე და კუბოკრული კაბა ჩაიცვი. მე
კალათას გაგივსებ. უამრავი ნამცხვარია სახლში. ჯერის ვეტ-
ყვი წაბლა ცხენი შეაბას ეტლში და პიკნიკზე ჩაგიყვანოს.

118 მკითხველთა ლიგა


– ო, მარილა – წამოიყვირა ანამ და პირსაბნისაკენ გაქანდა
– ხუთი წუთის წინ ისეთი საცოდავი ვიყავი ვფიქრობდი ნეტა
რატომ გავჩნდი-მეთქი ქვეყანაზე, ახლა კი ანგელოზსაც არ გა-
ვუცვლი ჩემს ადგილს.
იმ ღამით ანა უაღრესად ბედნიერი დაბრუნდა მწვანე მეზო-
ნინში, ისეთი ნეტარი რომ ამის აღწერა შეუძლებელია.
– ო, მარილა საუცხოო დრო გავატარე, საუცხოო ახალი
სიტყვაა ჩემთვის. დღეს ვისწავლე, მერი ალისა ბელისაგან გა-
ვიგონე, ძალიან გამომხატველი სიტყვა არ არის? ყველაფერი
შესანიშნავი იყო, მშვენიერი ჩაი გეახელით, შემდეგ მისტერ
ჰარმონ ენდრიუმ ნავით საცურაოდ წაგვიყვანა მოელვარე
წყლების ტყბაზე – თითო ჯერზე ექვსნი, ჯეინ ენდრიუ კინაღამ
ნავიდან გადავარდა, გადაიწია ყვითელი ნარგიზი უნდა მოეწ-
ყვიტა და მისტერ ენდრიუს რომ არ დაეჭირა შეიძლება დამ-
ხრჩვალიყო. როგორ მინდა მის ადგილას ვყოფილიყავი – რა
რომანტიკული შემთხვევა იყო, კინღამ რომ არ დაიღრჩო – რა
ამაღლებული ამბავია, მოსაგონებლად. ნაყინი ვჭამე., სიტყვე-
ბი არც მეყოფა მის აღსაწერად, მარილა, გარწმუნებ ეს იყო
გრანდიოზული. იმ საღამოს მარილამ ჩულქების კენსვილს
დროს ყველაფერი მოუყვა მათეუს.
– მე მსურს გულახდილად გამოვტყდე, რომ შეცდომა და-
ვუშვი გულწრფელად დაასკვნა მარილამ.
– მაგრამ გაკვეთილი მივიღე, ანას მონანიებას რომ ვიხსე-
ნებ, მეცინება. თუმცა მე ვფიქრობ, არ უნდა გავიცინო, რადგა-
ნაც ის ხომ სიცრუე იყო, მაგრამ არც ისეთი, როგორიც მე მე-
გონა. მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, ვალდებულება
მაინც მე მეკისრება: ზოგიერთ შემთხვევაში ეს გოგო ძნელად
გასაგებია. მაგრამ მჯერა იმასთან დაკავშირებით ყველაფერი
კარგად იქნება. ერთი რამე ცხადია, ის სახლი, სადაც ის იქნე-
ბა, არ მოიწყენს.

119 მკითხველთა ლიგა


თავი XV

გრიგალი სკოლის ჩაიდანში

– რა შესანიშნავი ამინდია თქვა ანამ და ღრმად ამოისუნთქა


განა სანატრელი არ არის ამისთანა დღეს რომ ცოცხალი ხარ?
მეცოდება ის ხალხი, რომელიც ჯერ არ დაბადებულა და ხელი-
დან გაუშვა ეს დღე. მათ შეიძლება კარგი დღეები ელით, მაგ-
რამ ეს ის დღე არასოდეს არ იქნება. უფრო მშვენიერია ლამა-
ზი გზა რომ გვექნება სკოლაში სასიარულოდ, არა განა?
– ეს გზა აი, ასჯერ უფრო სასიამოვნოა, ვიდრე დიდი გზა
გარშემოვლით. ის ძალიან მტვრიანი და ცხელია, განსაჯა დი-
ანამ პრაქტიკულად: თან ჩაიჭყიტა თავის კალათაში, გონებაში
გამოიანგარიშა ჟოლოს ტორტი რომ ათ გოგოზე გაიყოს, თი-
თოულს რამოდენა ნაწილი ერგება.
ავანლოაში პატარა გოგოები ყოველთვის ერთმანეთს
უყოფდნენ თავიანთ საუზმეს და თუ ჟოლოს ტორტის სამი ნა-
ჭერი ერთს მარტო რომ ეჭამა ან მხოლოდ საუკეთესო მეგობ-
რისათვის რომ გაყო, ჩაითვლებოდა საშინელ ძუნწად. როდე-
საც ნამცხვრები ათ გოგოს შორის ნაწილდებოდა, თითოეულს
ისეთი პატარა ნაწილი შეხვდებოდა, მხოლოდ მადის აღძვრის-
თვის იყო საკმარისი.
გზა, რომლითაც ანა და დიანა დადიოდნენ სკოლაში, შესა-
ნიშნავი იყო. ანა ფიქრობდა რომ გასეირნება სკოლისაკენ და
უკან დაბრუნება დიანასთან ერთად წარმოსახვაშიც ვერ იქნე-
ბოდა უკეთესი. მთავარი ქუჩის გარშემოვლა არარომანტიკუ-
ლი იქნებოდა, მაგრამ შეყვარებულთა ბილიკით სიარული, სა-
დაც უნდა გაეარათ – ტირიფის ტბა, იების მდელო და არყების
გზა, ამაზე უფრო რომანტიკულს ვერსად ნახავდით.

120 მკითხველთა ლიგა


შეყვარებულთა ბილიკი იწყებოდა მწვანე მეზონინის ბაღჩის
ბოლოდან და დიდ მანძილზე იყო გადაჭიმული. ტყეში შედიო-
და და კართბერტის ფერმამდე გრძელდებოდა. ეს ის გზა იყო,
რომლითაც ძროხებს ერეკებოდნენ საძოვარზე და შეშა, ათ-
რევდნენ, სახლში ეზიდებოდნენ ზამთარში. ანამ მაშინ დაარ-
ქვა ამ ადგილს შეყვარებულთა ბილიკი. როცა ის ერთი თვის
ჩამოსული იყო მწვანე მეზონინი.
– მართლა შეყვარებულები კი არ დადიან აქ – მან აუხსნა
მარილას – არამედ დიანამ და მე წავიკითხეთ ერთი რაღაც
არაჩვეულებრივი წიგნი და იქ ნახსენებია შეყვარებულთა ბი-
ლიკი, ამიტომ ჩვენც გვინდა ასეთი სახელწოდების ბილიკი
გვქონდეს, თანაც შეუძლებელია იქ შეყვარებულები წარმო-
ვიდგინოთ. ის ბილიკი იმიტომ მოგვწონს, რომ იქ შეგვიძლია
ხმამაღლა ვიფიქროთ არავინ გიჟს არ გიწოდებს.
ანა დილით სახლიდან მარტო გამოდის, დაუყვება შეყვარე-
ბულთა ბილიკს წყარომდე, იქ ელოდება დიანა, და ორივე პა-
ტარა გოგო ბილიკზე ერთად მიაბიჯებს ნეკერჩხლის ფოთლე-
ბის თაღის ქვეშ – არყის ხეები ისეთი მეგობრულები არიან –
თქვა ანამ – ისინი მივლენ ხიდთან, შემდეგ ისინი შეუხვევენ და
შემდეგ გაივლიან მისტერ ბარის მინდორს და შემდეგ მტირა-
ლა ტირიფს, ამას მოსდევს იების მდელო, პატარა ღრმულია
მისტერ ენდრიუ ბელის დიდი ტყის ჩრდილში.
– რა თქმა უნდა, ახლა იქ იები არ არის – ანამ უთხრა მარი-
ლას, მაგრამ დიანა ამბობს, გაზაფხულზე იქ მილიონობით
არის ია. მარილა, წარმოიდგინეთ მილიონობით ია რა სანახა-
ვი იქნება. ამის წარმოდგენაზე სუნთქვა მეკვრის. ამ ადგილს
მე ვუწოდე იების მდელო. დიანა ამბობს, ჯერ არ უნახავს ჩე-
მისთანა ადამიანი, რომელსაც ასე ეხერხებოდეს ადგილებს
ლამაზ სახელებს რომ არქმევდეს. დიანას დარქმეულია არყე-
ბის ბილიკი, ამას უნდოდა დაერქმია და მეც დავუთმე. რა კარ-
გია რაღაცაში ნიჭს რომ იჩენს ადამიანი, არა? დარწმუნებული
ვარ არყების ბილიკისთვის მე უკეთესი სახელი შემეძლო შე-
მერჩია. ასეთი სახელის მოფიქრება ყველას შეუძლია. არყე-

121 მკითხველთა ლიგა


ბის ბილიკი ერთი ულამაზესი ადგილთაგანია მთელ ქვეყანა-
ზე, მარილა.
მართლაც ასეა. ანას გარდა, სხვა ხალხიც ასე ფიქრობდა,
რომლებიც კი ამ ბილიკს წააწყდებოდა. ეს იყო ვიწრო, მიხვე-
ულ-მოხვეული ბილიკი, რომელიც გრძელი გორაკიდან ჩამო-
დიოდა დაბლა და მისტერ ბელის ტყისკენ მიემართებოდა, სა-
დაც სინათლე მრავალჯერ გაცრილი ზურმუხტის საცერში უმ-
წიკვლოდ იყო ქცეული როგორც ბრილიანტის გული., ეს ბი-
ლიკი მთელ სიგრძეზე შემოსაზღვრული იყო ნაზი ახალგაზ-
რდა არყებით, თეთრი ღეროებით და მოქნილი როკებით აქ
იყო გვიმრები და გარეული შროშანები, ალისფერი ბუჩქების
ჯგუფი, იზრდებოდა ღია ფერების სქელ ზოლად, მის ირგვლივ
სასიამოვნო სუნი ტრიალებდა, ხეებზე აქა-იქ, თქვენ შეგეძ-
ლოთ შეგემჩნიათ კურდღელი რომ მიხტის. ირგვლივ ისმოდა
ჩიტების გაძახილები, ტყის ქარების მუსიკა და ბუტბუტი გაის-
მოდა თქვენ მაღლა ხეებზე, არა ერთხელ დაინახავდით კურ-
დღელი რომ გარბის დაბლა მდელოზე, გზა მთავარ ქუჩაზე გა-
დადიოდა წიწვიან ტყეში, ნაძვნარ მთაზე დაინახავდით სკო-
ლას. ავონლეას სკოლა თეთრად შეღებილი შენობა იყო, და-
ბალი სახურავით და ფართე ფანჯრებით, შიგნით ოთახებში
ელაგა კომფორტაბელური გამძლე ძველი მოდის მერხები,
რომლებიც იხსენებოდა და იხურებოდა, მერხს ზემოდან ამოჭ-
რილი ჰქონდა ინიციალები და იეროგლიფები მოსწავლე ბავ-
შვების. ჰ,ამი თაობის სკოლა იდგა გზისაგან მოშორებით, სკო-
ლის უკან, ნაძვების ტყე და წყარო მოჩხრიალებდა, სადაც ბავ-
შვები დილაობით რძიან ბოთლებს დგამდნენ რათა მათ სიგ-
რილე და სიტკბო შეენარჩუნებინათ სადილის დრომდე.
სექტემბრის პირველ დღეს მარილამ გააცილა ანა სკოლა-
ში, რადგანაც იმის შიში ჰქონდა, რომ ანა უცნაური გოგოა და
ღმერთმა უწყის როგორ შეეგუებოდა იმ სხვა ბავშვებს, გარდა
ამისა მარილას აფიქრებდა სკოლის საათებში ანა შეძლებდა
თუ არა ენა გაეჩერებინა.
საქმე უკეთესად წავიდა, ვიდრე მარილა ფიქრობდა. ანა იმ
საღამოს კარგ განწყობაზე დაბრუნდა.

122 მკითხველთა ლიგა


– მე ვფიქრობ, აქაური სკოლა შემიყვარდება – გამოაცხადა
მან. მასწავლებელზე დიდი წარმოდგენისა არა ვარ, სულ თა-
ვის ულვაშებს ატრიალებდა და თვალი პრისი ენდრიუზე ეჭი-
რა. პრისი მოზრდილია. თექვსმეტი წლისაა და დედოფლის
აკადემიაში ჩასაბარებლად ემზადება ტილი ბოუტერი ამბობს
მასწავლებელი ყურებამდეა შეყვარებულია მასში იმას ყავის-
ფერი ხუჭუჭი თმა აქვს და უკან აქვს გადავარცხნილი ელეგან-
ტურად, ზის უკანა მერხზე და მასწავლებელი გვერდზე უზის.
გაკვეთილებს უხსნის. რუბი ჯილისი ამბობს მან რაღაც დაუწე-
რა გრიფელის დაფაზე და როცა წაიკითხა, ჭარხალივით გა-
წითლდა, ჩაიხითხითაო და რუბი ჯილისი ამბობს, არა მგონია
ამას რაიმე საერთო ჰქონდეს გაკვეთილებთანო.
– ანა შირლი, მეორედ არ გავაგონო მასწავლებელზე ასე
ილაპრაკო – გააფრთხილა მარილამ სასტიკად – სკოლაში
იმისათვის არ დადიხარ, რომ მასწავლებელი აკრიტიკო. მას-
წავლებელს შეუძლია რამე შეგასწავლოს, შენი საქმეა ისწავ-
ლო და მინდა ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრო, რომ
სახლში არ მოიტანო ამბები იმის შესახებ. ამისთანა რამეს
არასოდეს მოგიწონებ. მე იმედი მაქვს კარგად იქცეოდი.
– ნამდვილად კარგად ვიქცეოდი – თქვა ანამ მანუგეშებ-
ლად.
– არც ისე ძნელი ყოფილა, როგორც წარმომედგინა. მე დი-
ანას გვერდით ვზივარ, ჩვენი ადგილი ზუსტად ფანჯარასთანაა,
ჩვენ შეგვიძლი დაბლა ჩავიხედოთ, მოელვარე წყლების ტბას
ვუყუროთ. სკოლაში უამრავი გოგოა და ჩვენ სადილობის
დროს შესანიშნავად ვთამაშობთ. რა კარგია ბევრი პატარა
გოგო რომ არის, ვისთანაც შეგვიძლია ვითამაშოთ, მაგრამ,
რა თქმა უნდა, ყველაზე ძალიან მიყვარს დიანა და ყოველ-
თვის მეყვარება. დიანას მე ვაღმერთებ. მე სხვებთან შედარე-
ბით ძალიან უკანა ვარ. სუყველანი მეხუთე წიგნზე არიან, მე კი
მეოთხეზე. ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, მაგრამ
სამაგიეროდ აქ არავინაა ისეთი, რომელსაც ჩემისთანად,
წარმოსახვის უნარი ჰქონდეს და ეს მალე აღმოვაჩინე. დღეს
ჩვენ გვქონდა კითხვა, გეოგრაფია, კანადის ისტორია და კარ-

123 მკითხველთა ლიგა


ნახი. მისტერ ფილიპსმა თქვა, რომ ჩემი ორთოგრაფია სამარ-
ცხვინოა და მან ჩემი გრიფელის დაფა მაღლა დაიჭირა ყველას
რომ დაენახა რამდენი შესწორებები იყო შიგ შეტანილი. მე
დამცირებულად ვიგრძენი თავი, მარილა; ჩემი აზრით ის უფ-
რო ზრდილობიანი უნდა ყოფილიყო უცხოს მიმართ. რუბი ჯი-
ლისმა მე ვაშლი მითავაზა და სოფია სლოანმა კი მათხოვა
მშვენიერი ვარდისფერი ღია ბარათი, რომელსაც აწერია „შე-
იძლება სახლში გინახულო?“ ხვალ უნდა დავუბრუნო. ტელი
ბიულტერმა მათხოვა მძივების ბეჭედი ცოტა ხნით. შეიძლება
ქინძისთავების ბალიშიდან ამოვიღო მარგალიტის მძივები,
სხვენზე რომ არის იქიდან და ბეჭედი გავიკეთო? ო, მარილა,
ჯეინ ენდრიუსმა მითხრა, რომ მას მინიმ უთხრა რომ მაკფერ-
სონმა გაიგონი პრისი ენდრიუსმა უთხრა სარა ჯილის რომ მე
მაქვს ძალიან ლამაზი ცხვირი. მარილა, ეს პირველი კომპლი-
მენტია, რაც ოდესმე მიმიღია ჩემ ცხოვრებაში და თქვენ ვერ
წარმოიდგენთ რა უცნაური გრძნობა შემექმნა. მარილა, მარ-
თლა მაქვს ლამაზი ცხვირი? მე ვიცი, რომ თქვენ მართალს
მეტყვით.
– შენი ცხვირი საკმაოდ კარგია – თქვა მარილამ მოკლედ.
გულში კი გაიფიქრა. ანას ცხვირი შესამჩნევად ლამაზია, მაგ-
რამ მისთვის რომ ეთქვა არ უნდოდა.
ეს სამი კვირის წინ იყო და აქამდე ყველაფერი შეუფერხებ-
ლად მიმდინარეობდა და ახლა ამ გამამხნევებელ სექტემბრის
დილას ანა და დიანა მხიარულად მიაბიჯებდნენ დაბლა ავონ-
ლეაში.
– მე მგონი დღეს გილბერტ ბლაითი იქნება სკოლაში –
თქვა დიანამ.
– ის მთელი ზაფხული სტუმრად იყო თავის ბიძაშვილებთან
ნიუბრან სუიკში და სახლში მხოლოდ შაბათ ღამეს დაბრუნდა.
ის მეტისმეტად ლამაზი ბიჭია და საშინლად უყვარს გოგოების
გაჯავრება. ახლა ის ჩვენ სიცოცხლეს გაგვიმწარებს.
დიანა გვაგებინებდა რომ მას ერჩივნა სიცოცხლე გაემწა-
რებინათ, კოდირე უშფოთველად ეცხოვრა.

124 მკითხველთა ლიგა


ეს ის გილბერტ ბლათია – თქვა ანამ – პარმაღის კედელზე
რომ წერია ჯული ბელის გვერდით და ზევითა მსხვილი ასოე-
ბით რომ წერია: „მიაქციეთ ყურადღება“.
– ჰო, – თქვა დიანამ და თავი უკან გადაიხარა.
– მაგრამ, მგონია ძალიან არ მოსწონს. მე გავიგონე რომ
თქვა გამრავლების ტაბულას მაგის ჭორფლებზე ვსწავლობო.
– ოი, ჭორფლებზე ნუ ლაპარაკობ – შეეხვეწა ანა – არ არის
ლამაზი, როდესაც მე ამდენი ჭორფლი მაქვს, მაგრამ მე ვფიქ-
რობ ბიჭზე და გოგოზე მიწერა „მიაქციეთ ყურადღება“, სისუ-
ლელეა – თქვა ანამ და მყისვე დაამატა – ერთი ვინმემ დაწე-
როს ჩემზე – მაგრამ ცოტათი დამამცირებელია იმის შეგნება,
რომ ამ მხრივ მას საშიშროება არ მოელოდა.
– სისულელეა, – თქვა დიანამ, რომლის შავი თვალები და
ბრწყინვალე კულულები ცეცხლს უნთებდა მოსწავლე ბიჭების
გულებს და მისი სახელი ათიათასჯერ დაწერილა პარმაღის კე-
დელზე „მიაქციეთ ყურადღებასთან“ ერთად – ეს ხომ ხუმრო-
ბაა და სხვა არაფერი. იმედი არა გქონდეს რომ შენი სახელი
არ იქნება იქ დაწერილი., ჩარლ სლოუნი შენზე ჭკუას კარგავს,
თავის დედას უთხრა – მიაქციე ყურადღება, რომ შენ ყველაზე
გონიერი გოგო ხარ სკოლაში, და ეს ჯობია, ვიდრე კარგი შე-
სახედი.
– არა, არა ჯობია – თქვა ანამ, რომელიც შინაგანად ქალუ-
რობის განსახიერება იყო – მე მირჩევნია მშვენიერი ვიყო,
ვიდრე ჭკვიანი. გარდა ამისა, მე მეჯავრება ჩარლზ სლოუნი.,
ვერ ვიტან გამობერილ თვალებიან ბიჭებს. და თუ ვინმე ჩემს
სახელს მის გვერდით დაწერს, ვერ გადავიტან, დიანა ბარი,
მაგრამ რა სასიამოვნოა კლასში პირველი რომ ხარ.
– ჩვენ კლასში პირველი გილბერტია – თქვა დიანამ. ის მიჩ-
ვეულია კლასში პირველი იყოს, შემიძლია გითხრა, ის მხო-
ლოდ მეოთხე წიგნს გადის. თუმცა თოთხმეტი წლისაა. ოთხი
წლის წინ მისი მამა ავად გახდა და ალბერტაში გაემგზავრა
სამკურნალოდ და გილბერტიც თან წაიყვანა, მათ იქ სამი წე-
ლი დაჰყვეს, ახლა ისინი დაბრუნდნენ, შენთვის ახლა პირვე-
ლობა ადვილი აღარ იქნება ანა.

125 მკითხველთა ლიგა


– ძალიანაც მიხარია, – თქვა ანამ სწრაფად – პატარა გო-
გოებსა და ბიჭებს შორის ცხრა ათი წლისანებთან პირველო-
ბაში რა სიამაყე უნდა იგრძნო! გუშინ ავდექი რომ მეპასუხა
როგორ იწერება „მგზნებარე“ მართლწერაში ჯოზი პაია პირ-
ველი და წარმოიდგინე წიგნში იცქირებოდა. მისტერ ფილიპსი
ვერა ხედავდა. ის პრისი ენდრიუს შესციცინებდა, მაგრამ მე
დავინახე ზიზღით თვალი მოვავლე, ის გაწითლდა, როგორც
ჭარხალი და მაინც შეცდომით დაწერა.
– ყველა გოგო კაი მატყუარაა – თქვა დიანამ აღშფოთებით,
როდესაც ისინი მთავარი ქუჩის ღობეზე გადაძვრნენ.
– გერცი ჰაი ადგა და თავისი რძიანი ბოთლი გუშინ წყალში
ჩემ ადგილას ჩადგა. ახლა მე იმას ხმას აღარა ვცემ. როდესაც
მისტერ ფილიპსი ოთახის ბოლოში იყო, პრისი ენდრიუ მას
ლათინურში გაკვეთილს აბარებდა
– აი ეს არის გილბერტ ბლაითი, გასასვლელთან ზის შენს
პირდაპირ, ანა ერთი შეხედე, ნახავ რა ლამაზია., ანამ გაიხედა
საჭირო მიმართულებით, მას შესაფერმა შემთხვევამ შეუწყო
ხელი. ამ დროს გილბერტ ბლათი თავის წინ მჯდარ რუბი ჯი-
ლის ოქროსფერ გრძელ ნაწნავს ქინძისთავით სკამის ზურგზე
ამაგრებდა, მთელი არსებით ამ საქმეში იყო ჩაფლული. ის
იყო მაღალი ბიჭი, ხვეული ყავისფერი თმა ჰქონდა და ეშმაკუ-
რი თაფლისფერი თვალები. გიჟმაჟი გამომეტყველება ეხატა
სახეზე. რუბი ჯილისი უეცრად წამოხტა რათა მასწავლებელის-
თვის მათემატიკური ამოცანის პასუხი ეჩვენებინა, მაგრამ
უკანვე დაეცა და სუსტი წივილი აღმოხდა, ასე ეგონა თმები ძი-
რიანად ამოეგლიჯა. ყველამ მას შეხედა და მისტერ ფილიპსმა
ისე მკაცრად შეხედა რომ რუბიმ ტირილი დაიწყო. გილბერტმა
სწრაფად გააქრო ქინძისთავი მხედველობის არედან და მშვი-
დად შეუდგა წიგნის კითხვას ისეთი სახით ვითომც არაფერი
მომხდარაო, მაგრამ როდესაც მღელვარება ჩაცხრა, შეხედა
ანას და აუწერელი ოხუნჯობით თვალი ჩაუკრა.
-მე ვფიქრობ შენი გილბერტ ბლაითი ლამაზია – გაანდო
ანამ დიანას – მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან თავხედია, რა წე-
სია უცნობ გოგოს თვალს რომ უკრავს.

126 მკითხველთა ლიგა


მაგრამ ეს ჯერ კიდევ რა იყო. ნამდვილი ამბები შუადღეს
დატრიალდა.
მისტერ ფილიპსი უკან იჯდა კუთხეში, ალგებრის პრობლე-
მებს უხსნიდა პრისი ენდრიუს და მოსწავლეები ლაღად
გრძნობდნენ თავს, რაც კი მოესურვებოდათ იმას აკეთებდნენ,
მწვანე ვაშლებს ახრამუნებდნენ, ჩურჩულებდნენ, თავიანთ
გრიფელის დაფებზე ხატავდნენ, კანაფგამობმულ ჭრიჭინებს
დაატარებდნენ რიგებს შორის გამოსასვლელებში. გილბერტ
ბლაითი ცდილობდა ანა აეძულებინა მისკენ გაეხედა, მაგრამ
მარცხი განიცადა, რადგანაც ანა ამ მომენტში მთლიანად
ფიქრს იყო მიცემული, არა მარტო გილბერტ ბლაითის არსე-
ბობა ახსოვდა, არამედ ავონლეას სკოლის არც ერთი მოსწავ-
ლე, თავის ხელებზე დაყრდნობილი და მოელვანე წყლების
ტბის ლურჯ გამონაკრთობს მისჩერებოდა, რომელიც დასავ-
ლეთი ფანჯრიდან მოჩანდა, ის შორს, ზღაპრულ ქვეყანაში იმ-
ყოფებოდა და ვერაფერს ხედავდა საკუთარი ჩვენების გარდა.
გილბერტ ბლაითი დაჩვეული არ იყო გოგო ვერ აეძულებინა
მისთვის შეეხედა და წარუმატებლობა განიცადა. მას უნდა შე-
ეხედა მისთვის, იმ ჟღართმიან შირლის, წვეტიან ნიკაპიან და
დიდ თვალებიან გოგოს, რომლისნაირი თვალები ავონლეის
სკოლის არცერთ გოგოს არა ჰქონდა. გილბერტი გადაიხარა
გასასვლელის მეორე მხარეს, ხელი წაავლო ანას გრძელ წი-
თელ ნაწნავს, ასწია ის მკლავის დონემდე და განმგმირავი
ხმით ჩურჩულით წარმოთქვა:
– სტაფილო! სტაფილო!
ანამ შეხედა შურისმაძიებლური გამომეტყველებით! მაგრამ
შეხედვა არ იკმარა ზეზე წამოხტა. მისი მბრწყინვალე ოცნება
ერთი სელის მოსმით განადგურდა. ბრაზმორეული მზერა შე-
ანათა გილბერტს, რომლის აღშფოთებული ნაპერწკლები მა-
ლევე ჩაქრა და მისი აღშფოთება ცრემლებით გამოიხატა.
– შე მდაბალო, საზიზღარო ბიჭო. წამოიყვირა მან მგზნება-
რედ!
– როგორ ბედავ!

127 მკითხველთა ლიგა


და შემდეგ ანამ თავისი გრიფელის დაფა გილბერტს თავზე
გადაამტვრია – თავი არა, მაგრამ დაფა კი შუაზე გადატყდა.
ავონლეას სკოლას ყოველთვის ახარებდა ასეთი სცენები
და დღევანდელმა სცენამ განსაკუთრებული სიხარული მოგვა-
რა მათ. ყველამ ერთხმად დაიძახა – ოჰ! ამ შეძახილში შეძ-
რწუნებაც გამოსჭვიოდა და აღფრთოვანებაც. დიანას სული
შეეხუია, რუბი ჯილისმა – ისტერიკისადმი მიდრეკილმა გო-
გომ, ტირილი მორთო, ტომი ლოანს ხელიდან გაუვარდა კა-
ნაფზე გამობმული ჭრიჭინების ჯგუფი და პირდაღებული მი-
აჩერდა ცოცხალ სურათს.
მისტერ ფილიპსი რომელიც მალულად მოემართებოდა გა-
სასვლელში, ანას მხარში ხელი წაავლო.
– ანა შირლი, ეს რას ნიშნავს? – იკითხა მან გაჯავრებულმა.
ანას არაფერი არ უპასუხა. ეს მეტისმეტი იყო, ცოცხალი არ-
სებისაგან მოითხოვდნენ მთელი სკოლის წინაშე აღიაროს
რომ მას „სტაფილო“ უწოდეს. გილბერტმა გამბედაობა გამოი-
ჩინა.
– ჩემი ბრალი იყო, მისტერ ფილიპს., მე გავაბრაზე.
მისტერ ფილიპსს ყურადღება არ მიუქცევია გილბერტისათ-
ვის.
– ვწუხვარ რომ ჩემი მოწაფე ამგვარ სიფიცხესა და შურის-
მაძიებლურ სულს ავლენს – თქვა მან მნიშვნელოვანი ტონით
თითქოს ის ფაქტი რომ მისი მოწაფეა, საკმარისია იმისათვის
რომ ამ სრულყოფილ მოკვდავებს ძირფესვიანად აღმოეფ-
ხვრათ ავი თვისებები – ანა, წადი და დაფის წინ დადექი, მანდ
იდგები მთელი დარჩენილი შუადღე. ანა ამჯობინებდა გაემათ-
რახებინათ, ვიდრე ისე დაესაჯათ, რომ სულიერ მხარეს ეცახ-
ცახა.
ანა ფერდაკარგული, მაგრამ მტკიცე გამომეტყველებით გა-
ემართა დაფისაკენ. მისტერ ფილიპსმა აიღო ცარცი და მის
თავს ზემოთ დაფაზე დაწერა:
– ანა შირლის ძალიან ცუდი ხასიათი აქვს. ანა შირლიმ უნ-
და ისწავლოს თავის მოთოკვა – შემდეგ ხმამაღლა წაიკითხა,

128 მკითხველთა ლიგა


რათა უმცროს კლასელებს, რომლებსაც არ შეეძლოთ ხელნა-
წერის წაკითხვა, გაეგოთ რა ეწერა დაფაზე.
ანა მთელი შუადღე იდგა იქ. მას არც უტირია და არც თავი
ჩაუქინდრია, გულში ჯერ კიდევ ბრაზი უდუღდა. ამ ამბის გამო,
რაც მას ეხმარებოდა ამ დამცირების გამო გამოწვეული ტანჯვა
აეტანა. თვალებანთებული და ლოყებალეწილი იგი ხვდებოდა
დიანას სიმპათიურ მზერას. ჩარლ სლოანის აღშფოთებულ
თავის ქნევას და ჯოზი პაის ღვარძლიან ღიმილს. რაც შეეხება
გილბერტ შლაიტს, მისკენ არც გაუხედია. ანა არასოდეს არ
გაიხედავს მისკენ, ის არასოდეს დაელაპარაკება მას.
როდესაც სკოლა დაიშალა, ანა თავაწეული გავიდა გარეთ.
გილბერტ ბლაიტი შეეცადა გზა გადაეჭრა მისთვის კართანას
კარებთან.
– საშინლად ვწუხვარ თმებზე რომ დაგცინე, ანა დაიჩურჩუ-
ლა მან მომნანიებლურად – პატიოსნებას გეფიცები მართალს
ვამბობ, არ გაგიჟდე და სამუდამოდ არ დამემდურო.
ანამ მედიდურად ჩაუქროლა. ისიც კი არ შეამჩნევინა რომ
მისი სიტყვები მოისმინა – ო, როგორ შეგეძლო, ანა? – უთხრა
დიანამ ნახევრად საყვედურით, ნახევრად აღტაცებით – რო-
დესაც ისინი გზაზე მიდიოდნენ. დიანა გრძნობდა, რომ ის ვე-
რასოდეს გაუწევდა წინააღმდეგობას გილბერტს თავის მარ-
თლებაზე – მე გილბერტს ვერასოდეს ვერ ვაპატიებ – თქვა
ანამ მტკიცედ – არც მისტერ ფილიპს. ჩემი სახელი რომ წარ-
მოთქვა ე-ს გარეშე რკინა ჩამიდგა სულში, დიანა.
დიანა წარმოდგენა არა ჰქონდა რას გულისხმობდა ანა,
მაგრამ გრძნობდა რომ რაღაც საშინელება იყო.
– არ უნდა გეწყინოს გილბერტმა რომ თმებზე დაგცინა –
თქვა დიანამ შემრიგებლური ტონით – რა მიკვირს. ის ყველა
გოგოს დასცინის, ჩემ ომებსაც დასცინის შავი რომ არის. ათას-
ჯერ დაუძახია ჩემთვის ყვავი და არასოდეს არც მოუბოდიშე-
ბია.
– დიდი განსხვავებაა სტაფილოს დაგიძახებენ თუ ყვავს –
თქვა ანამ ღირსებით – გილბერტ ბლაიტმა შეურაცხყო ჩემი
გრძნობა ძალიან მტკივნეულად, დიანა.

129 მკითხველთა ლიგა


შესაძლებელია საქმე ამით დამთავრებულიყო, მართულე-
ბის გარეშე კიდევ რომ არაფერი მომხდარიყო. მაგრამ ეგრეა,
ხშირად ერთ უსიამოვნებას მეორეც დაერთვება ხოლმე.
ავონდეს მოსწავლეები შესვენების დროს მისტერ ბელის
ნაძვნარში, გორაკზე აგროვებდნენ ხოლმე ნაძვის კევს. აქე-
დან მათ შეეძლოთ თვალი ედევნებინათ ებენ რაიტის სახლი-
სათვის, სადაც მათი მასწავლებელი სადილობდა ხოლმე. რო-
დესაც ისინი დაინახავდნენ რომ მისტერ ფილიპსი გამოჩნდა,
თავქულმოგლეჯილი გამორბოდნენ რომ მისთვის მიესწროთ
სკოლაში მისვლა, მაგრამ მანძილი იქიდან სკოლამდე სამჯერ
უფრო გრძელი იყო, ვიდრე მისტერ რაიტისაგან. ამიტომ ისინი
ძალაგამოცლილი და სულშეგუბებული სამი წუთით დაგვიანე-
ბით აღწევდნენ სკოლას.
მეორე დღეს მისტერ ფილიპსი შეპყრობილი იყო რეფორ-
მის ციებცხელებით და ვიდრე სასადილოდ წავიდოდა გამოაც-
ხადა რომ როდესაც დაბრუნდებოდა ყველა მოსწავლე თავის
ადგილზე დახვდებოდა. ვინც კი დაიგვიანებდა, დაისჯებოდა.
ყველა ბიჭი და ზოგიერთი გოგო, როგორც ყოველთვის მის-
ტერ ბელის ნაძვნარში წავიდა. მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვე-
ტილი, იქ იმდენ ხანს გაჩერებულიყვნენ, სანამ ცოტაოდენ კევს
მოაგროვებდნენ, მაგრამ ტყე ისეთი მაცდურია ხოლო მოოქ-
როსფერო წებოს ნატეხები – ისეთი მიმზიდველი, რომ ისინი
გაიტაცა მათმა მოგროვებამ. დაყიალობდნენ მასლაათობ-
დნენ და დრო ისე გაეპარათ, რომ ვერ შეამჩნიეს. პირველი,
რომელმაც მათ დროის გასვლა ამცნო იყო ჯიმი გლოვერი. მან
ბებერი ნაძვის ხის კენწეროდან გასძახა,,მასწავლებელი მო-
დის“.
გოგოები, რომლებიც მიწაზე იმყოფებოდნენ, პირველები
გაიქცნენ და მასწავლებელს ბოლო წუთს მიასწრეს, ისინი,
რომლებიც ხიდან უნდა ჩამომძვრალიყნენ, უფრო გვიან მი-
ვიდნენ სკოლაში. ანა წებოს საერთოდ არ აგროვებდა, დაეხე-
ტებოდა შორს ტყეში გვიმრებს შორის, რომლებიც წელამდე
სწვდებოდა. ჩუმად თავისთვის მღეროდა, თავზე შროშანების
გვირგვინი გაეკეთებინა თითქოს ჩრდილოვანი მხარეების

130 მკითხველთა ლიგა


ტყის ღვთაება ყოფილიყო, ყველაზე ბოლო იყო მათ შორის.
ანას საერთოდ ირემივით შეეძლო სირბილი, ამიტომაც მიაღ-
წია ეშმაკეულ შედეგს. ბიჭებს კარებთან დაეწია და მათთან
ერთად შევარდა კლასში იმ დროს, როდესაც მასწავლებელი
თავის შლაპას კიდებდა საკიდელზე.
მისტერ ფილიპს ხანმოკლე შეტევა უკვე გავლილი ჰქონდა.
არა სურდა უამრავი მოსწავლე დაესაჯა, მაგრამ არ უნდოდა
თავისი სიტყვა გაეტეხა, ამიტომ მან დაუწყო ძებნა განტევების
ვაცს. თავის არჩევანი მან ანაზე შეაჩერა, რომელიც ამ დროს
თავის ადგილზე დაეცა და სულს ძლივს ითქვამდა, გვირგვინი
ცალ ყურზე ეკიდა, თმა გაწეწოდა და თავგასული და აზარტუ-
ლი იერი ჰქონდა მიღებული.
– ანა შირლი, რადგანაც შენ ბიჭების საზოგადოებისადმი
სიყვარულს ამჟღავნებ ჩვენ ამ სიამოვნებას არ მოგაკლებთ ამ
შუადღეს წარმოთქვა მან სარკასტულად – მოიშორე ეს ყვავი-
ლები თმებიდან და დაჯექი გილბერტ ბლაიტთან. დანარჩენმა
ბიჭებმა ჩაიხითხითეს. დიანას ფერი წაუვიდა შეცოდებისაგან.
ანას თმებიდან გვირგვინი მოაშორა და ხელზე მოუჭირა, ანა
ისე შეაჩერდა მასწავლებელს თითქოს გაქვავდაო.
– ვერ გაიგონე რა გითხარი? – შეეკითხა მისტერ ფილიპსი
მკაცრად.
– დიახ ბატონო – თქვა ანამ ნელა მაგრა არ მეგონა თუ
თქვენ ამას მართლა გულისხმობდით.
– გარწმუნებ, რომ სწორედ ეს ვიგულისხმე – წარმოთქვა
მან ისეთივე სარკასტული ტონით, რაც ბავშვებს, განსაკუთრე-
ბით ანას საშინლად ეჯავრებოდათ. ანას ისეთი გრძნობა შეექ-
მნა თითქოს ჭრილობას შეეხნენო.
– რაც გითხარი, ის გააკეთე.
ერთ წუთს ანა ისე ჩანდა, თითქოს დამორჩილებას არ აპი-
რებდა, მაგრამ შემდეგ როცა დაინახა, რომ სხვა გამოსავალი
არა ჰქონდა, წამოდგა ქედმაღრულად, გაიარა გასასვლელი
და დაჯდა გილბერტ ბლაიდის გვერდით., სახე მკლავებში ჩა-
მალა. რუბი გილისი, რომელმაც თვალი მოკრა მის სახეს, სახ-
ლისაკენ რომ მიდიოდნენ თქვა, რომ ასეთი რამ ჯერ არ ენახა

131 მკითხველთა ლიგა


– მისი სახე სულმთლად თეთრი იყო და ზედ წითელი ლაქები
აჩნდა...
ანასთვის ეს ქვეყნის დასასრულს უდრიდა, ჯერ ის ფაქტი,
რომ მარტო ის დასაჯეს უამრავ დამნაშავეებს შორის, იყო აუ-
ტანელი, მაგრამ კიდევ უარესი იყო ბიჭთან რომ დასვეს სასჯე-
ლის სახით და რომ ის ბიჭი გილბერტ ბლაითი იყო. ეს უმაღ-
ლესი შეურაცხყოფა უკიდურესად აუტანელი იყო., ანა
გრძნობდა, რომ ამას ვერ გადაიტანდა და რომ (ცდასაც აზრი
არა ჰქონდა. მთელი მისი არსება ცახცახებდა სირცხვილის,
ბრაზისა და შეურაცხყოფისაგან. პირველად მოსწავლეები მათ
შესცქეროდნენ, ჩურჩულებდნენ, ხითხითებდნენ და ერთმა-
ნეთს მუჯლუგუნებს კრავდნენ და მაგრამ რადგანაც ანას თავი
არ აუწევია, ხოლო გილბერტი წილადებზე თითქოს მთელი სუ-
ლით შიგ იყო ჩაფლული და არაფერი ახსოვდა, მათ თავი და-
ანებეს და თავიანთ საზრუნავს დაუბრუნდნენ და ანა დავიწყე-
ბული იქნა. როდესაც მისტერ ფილიპსმა მოითხოვა ისტორია-
ში წერითი სამუშაოები ჩაებარებინა ანა არც განძრეულა.
რადგანაც ამ დროს ლექსს თხზავდა და ჯიუტი რითმები მას აწ-
ვალებდა, ვერ შეამჩნია, რომ ანა მასთან არ მისულა, იმ მო-
მენტში როდესაც მისკენ არავინ იყურებოდა, გილბერტმა
დრო იხელთა, გადმოიღო ვარდისფერი გულის ფორმის შა-
ქარყინული, რომელზედაც ოქროს ასოებით ეწერა „რა ტკბი-
ლი ხარ“ და ანას მკლავთან შეუცურა, როდესაც ანა წამოდგა
ფრთხილად ორი თითის წვერებით აიღო ვარდისფერი შაქარ-
ყინული, დააგდო იატაკზე და ქუსლებით გასრისა. შემდეგ ისევ
თავისი პოზიცია დაიკავა. გილბერტი ღირსად არ ჩათვალა შე-
ეხედა.
როდესაც სკოლა დამთარდა და მოსწავლეები გარეთ გა-
ვიდნენ, ანა მივიდა თავის მერხთან, საგანგებოდ გამოიღო
იქიდან ყველაფერი, წიგნები, რვეულები, კალმისტარი, მელა-
ნი და ლამაზად ჩაალაგა ყველაფერი თავის დამტვრეულ და-
ფაზე.

132 მკითხველთა ლიგა


– რატომ მიგაქვს ეს ყველაფერი სახლში, ანა – მოინდომა
დიანას გაეგო, როდესაც ისინი გზაზე მიდიოდნენ. ადრე ვერ
გაბედა ეკითხა.
– მე სკოლაში აღარ დავბრუნდები – განაცხადა ანამ. დი-
ანამ პირი დააღო და შეაჩერდა ანას, რათა დარწმუნებულიყო
რომ მართალს ამბობდა.
– მერე მარილა გაგიშვებს სახლში რომ დარჩე? – იკითხა
მან. – მოუწევს გამიშვას თქვა ანამ სკოლაში იმ კაცთან აღა-
რასოდეს წავალ.
– ო, ანა! – ისე შეხედა დიანამ თითქოს ტირილს აპირებსო
– რა უსინდისოდ იქცევი, ჩემზე არ ფიქრობ? რა უნდა ვქნა, მის-
ტერ ფილიპსი მაიძულებს იმ საზიზღარ ბერტი პაისთან დავჯდე
– ვიცი იქ დამსვამს, იმიტომ რომ ის მარტო ზის, მე გთხოვ,
დაბრუნდი რა, ანა.
– მე შენთვის რას არ გავაკეთებდი, დიანა – თქვა ანამ ნაღ-
ვლიანად, – ნებას მივცემდი ვინმეს ნაკუწ-ნაკუწად დავეგლი-
ჯე, თუ რამეში გამოგადგებოდა, მაგრამ ეს არ შემიძლია, ტყუ-
ილად ნუ მთხოვ. შენ მე სულს მიფორიაქებ.
– უბრალოდ წარმოიდგინე რამდენ გართობას გამოაკლდე-
ბი. – უთხრა დაღონებით დიანამ – ჩვენ ვაპირებთ ავაშენოთ
ახალი ულამაზესი სახლი დაბლა წყაროსკენ და შემდეგ კვი-
რას ჩვენ ბურთს ვითამაშებთ, შენ ხომ ბურთი არასოდეს არ
გითამაშია, ანა. ეს უდიდესი სიამოვნებაა ჩვენ ვაპირებთ ახა-
ლი სიმღერის შესწავლას, ჯეინ ენდრიუსი უკვე შეუდნა მის
სწავლას, ალისა ენდრიუსი აპირებს ახალი საინტერესო წიგნი
მოიტანოს შემდეგ კვირაში, ჩვენ ვაპირებთ ხმამაღლა ვიკით-
ხოთ, თითომ თითო თავი წყაროს პირას. მერე შენ როგორ
გიყვარს ხმამაღლა კითხვა. ანაზე ამან ყველაფერმა ოდნავა-
დაც არ გამოიწვია ინტერესი. ის მტკიცედ იდგა თავის აზრზე,
აღარ წავიდოდა მისტერ ფილიპსთან. როდესაც სახლში მივი-
და ასეც უთხრა მარილას.
– სისულელეა – უპასუხა მარილამ.
– სისულელე სრულებითაც არ არის – მიუგო ანამ და საყვე-
დურით შეხედა მას.

133 მკითხველთა ლიგა


– შეურაცხყო! რა სისულელეა! ხვალ ჩვეულებრივ წახვალ,
სკოლაში.
– ო, არა, – ოდნავ გააქნია თავი ანამ. – მე უკან აღარ
ვბრუნდები, მარილა, გაკვეთილებს სახლში ვისწავლი, რო-
გორც კი შეიძლება კარგად მოვიქცევი, ენას გავაჩუმებ, თუ შე-
საძლებელი იქნება, სულ არ ამოვიღებ ხმას. მაგრამ სკოლაში
არაფრით არ დავბრუნდები., ამაში გარწმუნებ. მარილამ ანას
პატარა სახის გამომეტყველებაში ამოიკითხა ქედმოუხრელი
ჯიუტობა., მიხვდა რომ ვერ მოერეოდა და ბრძნულად გადაწ-
ყვიტა ახლა მეტი აღარაფერი ეთქვა მისთვის – ამ საღამოს ჩა-
ვალ და რეიჩელს ვინახულებ – გაიფიქრა მან აზრი არა აქვს
ანასთან კამათს და ახსნა-განმარტებას. ისე არის შეპყრობი-
ლი, თუ თავში რამე ჩაიდო, ვეღარ გადაათქმევინებ. თუ რამე
ვუთხარი საშინლად გაჯიუტდება. მისი მონათხრობიდან თუ
გამოვიტანე დასკვნა, მისტერ ფილი პსი მეტისმეტად სასტიკად
მოექცა მაგრამ არაფრის დიდებით ანას არ გავუმხელ. წავა და
რეიჩელ მოელაპარაკება. ათი შვილი ატარა სკოლაში და ამა-
ზე უთუოდ ეცოდინება რამე. ახლა უკვე გაგონილი ექნება ეს
შემთხვევა.
მარილა როცა მივიდა მასთან, მისის ლინდი, როგორც ყო-
ველთვის დიდი გულისყურით და ხალისიანად ქსოვდა საბანს.
– მე ვფიქრობ, ხვდები რისთვის მოვედი თქვა მან მორიდე-
ბულად. მისის რეიჩელმა თავი დაუქნია.
– მე ვფიქრობ, იმ ალიაქოთის გამო, ანას სკოლაში რომ შე-
ემთხვა თქვა მან – ტელ ბულტერმა სკოლიდან სახლში რომ
მიდიოდა, ჩვენთან შემოიარა და ყველაფერი მომიყვა.
– პირდაპირ არ ვიცი რა მოვუხერხო ამ გოგოს თქვა მარი-
ლამ – გამომიცხადა სკოლაში აღარ ვივლიო, ჯერ არ მინახავს
ბავშვი სულ ხათაბალაში რომ ვარდებოდეს. როდესაც სკო-
ლაში დაიწყო სიარული, მეშინოდა უსიამოვნებები არ შეხვედ-
როდა, მაგრამ აქამდე ყველაფერი რიგზეა. ის ღრმად განიც-
დის ყველაფერს, რას მირჩევდი, რეიჩელ?
– რადგანაც მე მეკითხები რჩევას, მარილა – თქვა მისის
ლინდმა თავაზიანად – მისის ლინდს უყვარდა რჩევას რომ

134 მკითხველთა ლიგა


ეკითხებოდნენ მე პირადად მას დავუთმობდი. აი ამას გავაკე-
თებდი, ჩემი რწმენაა, რომ მისტერ ფილიპსი შეცდა რა თქმა
უნდა, ეს ბავშვების ბურამდე არ უნდა მივიდეს, ანა გუშინ რომ
დასაჯა, გასაგებია, ამის ყველანაირი უფლება აქვს გამოევლი-
ნა, მაგრამ დღეს სულ სხვა იყო, დანარჩენი ბავშვები, რომ-
ლებმაც დაიგვიანეს, ისევე უნდა დაესაჯა როგორც ანა. მერე
კიდევ სადაური სასჯელია გოგოების ბიჭებთან დასმა. რა წესია
ეს. ტილ ბოუტერი აღშფოთებული იყო, ის ანას მხარეზეა და
თქვა ყველა მოსწავლე მას მხარს უჭერსო. როგორც ჩანს, ანა
პოპულარობით სარგებლობს მათ შორის. მართალი გითხრა,
არ მეგონა ანა ბავშვებს ასე კარგად თუ შეეთვისებოდა.
– მაშ შენ მართლა ასე ფიქრობ, რომ მისთვის აჯობებს სახ-
ლში დავტოვო? – იკითხა მარილამ გაკვირვებით.
– დიახ, ახლა მე იმას სკოლაში წასვლას არ ვურჩევდი. სა-
ნამ თვითონ არ მოინდომებს, დამიჯერე მარილა. ის ძალიან
გაგრილდება, ერთ კვირაში ან ცოტა მეტ ხანში და მზად იქნება
ჯგუფს დაუბრუნდეს. ასე იქნება., მანამდე შენ თუ აიძულებ წას-
ვლას, კაცმა არ იცის რას აიხირებს ან რა ხასიათზე დადგება:
და რა მოეპრიანება, მაშინ შენ მეტ საფიქრალს გაგიჩენს. რაც
ნაკლებ აურზაურს ატეხავ, მით უკეთესი, ასეთია ჩემი შეხედუ-
ლება, იმით ბევრი არაფერი დააკლდება, თუ მოაცდენს ასეთ
სკოლას, მისტერ ფილიპსი. როგორც მასწავლებელი არაფ-
რად არ ვარგა. როგორ წესრიგსაც ის ამყარებს, ასაღშფოთე-
ბელია. რას გავს ის ფაქტი რომ უმცროს მოწაფეებს ზედ არ
უყურებს, ხოლო უფროს მოწაფეებს თავს ევლება, რომელთაც
დედოფლის სემინარიისათვის ამზადებს მეორე წელიწადს. ის
ვერაფრით ვერ მოხვდებოდა სკოლაში ბიძამისი ნდობით აღ-
ჭურვილი პირი რომ არ ყოფილიყო, რომელიც კიდევ ორს თა-
ვის ჭკუაზე ატარებს. მე ვიტყოდი რა განათლება შემოდის ამ
კუნძულზე გაუგებარია – მისის რეიჩელმა თავი გაიქნია, თით-
ქოს ამითი იმის თქმა უნდოდა, რომ განათლების სისტემაში
მას რომ მაღალი ადგილი ეჭიროს, ამ საქმეს უკეთესად გაუძ-
ღვებოდა.

135 მკითხველთა ლიგა


მარილამ მიიღო მისი რჩევა. ანასთან კრინტიც არ დაუძ-
რავს სკოლაში დაბრუნების თაობაზე. ანა გაკვეთილებს შინ
ამზადებდა, ასრულებდა სახლის სამუშაოს, რაც მას ჰქონდა
დაკისრებული და საღამოობით დიანასთან ერთად თამაშობ-
და გრილ შემოდგომის მეწამულისფრის ბინდში. როდესაც ის
შეხვდებოდა ხოლმე გილბერტ ბლაითს გზაზე ან შეეჯახებოდა
საკვირაო სკოლაში, ისე ცივად ჩაივლიდა ხოლმე გვერდით,
რომ გილბერტს აშკარა სურვილის მიუხედავად, საშუალება
არ ეძლეოდა შერიგებოდა მას., დიანას მშვიდობისმოყვა-
რულმა ცდებმაც არ გაჭრა. როგორც ჩანდა მას გადაწყვეტილი
ჰქონდა სიცოცხლის ბოლომდე არ შერიგებოდა მას.
როგორ ძლიერადაც მას ეჯავრებოდა გილბერტ ბლაითი,
ისე ძლიერად უყვარდა მას დიანა, როგორც კი შეეძლო მის პა-
ტარა მგზნებარე გულს ყვარებოდა.
ერთ საღამოს მარილა ბაღჩიდან მოდიოდა, კალათით ვაშ-
ლები მოჰქონდა. დაინახა რომ ანა ფანჯარასთან ზის ბინდში
და მწარედ ტირის.
– ახლა რა დაგემართა, ანა? – იკითხა მან.
– დიანას ეხება – სლუკუნებდა ანა გააფთრებით – მე დიანა
ისე ძალიან მიყვარს, მარილა, უიმისოდ სიცოცხლე არ შემიძ-
ლია. ძალიან კარგად ვიცი, როცა ჩვენ გავიზრდებით, დიანა
გათხოვდება და აქედან წავა. მე დამტოვებს, მე რა მეშველება?
მძულს იმისი ქმარი, საშინლად მძულს მე ეს ყველაფერი
თვალწინ წარმომიდგა, ქორწილი. დიანას ეცვა თოვლივით
თეთრი სამოსელი, ვუალით, ისე ლამაზად გამოიყურებოდა,
როგორც დედოფალი, მეც იქ ვიყავი, მეჯვარე ვიყავი, ლამაზად
მეცვა, ბუფიანი სახელოებით მაგრამ გული მქონდა მოკლუ-
ლი, რასაც გაღიმებულ სახეში ვმალავდი, მერე გამომშვიდო-
ბება. – ანამ თავი ვერ შეიკავა და ცხარე ცრემლებით ატირდა,
მართლა სწრაფად მიტრიალდა რათა სიცილი შეეკავებინა,
მაგრამ გვიან იყო, უახლოეს სკამზე დავარდა და ისეთი არაბუ-
ნებრივი სიცილი წასკდა, რომ მათეუმ, რომელმაც ამ დროს
ეზოში ჩაიარა, შეჩერდა განცვიფრებული – როდის იყო, რომ
მარილა ასე იცინოდა? – გაიფიქრა მან.

136 მკითხველთა ლიგა


– ანა შირლი, – უთხრა ანას მარილამ, როგორც კი ლაპა-
რაკი შესძლო – შენ თუ დარდი გამოგლევია, ღვთის წყალო-
ბით, სადმე ახალს – მოძებნი. იმაში დავრწმუნდი, რომ შენ
წარმოსახვას საზღვარი არა აქვს.

137 მკითხველთა ლიგა


თავი XVI

ანა ჩაიზე ეპატიჟება, რასაც ტრაგიკული


შედეგი მოყვება.

მწვანე მეზონინში ოქტომბერი ლამაზი თვე იყო. არყები


ღარტაფიდან მზესავით ოქროსფრად იმზირებოდნენ, გვიმ-
რებს ბაღჩის უკან დიდებული მეწამული ფერი დასდებოდათ,
ხოლო გარეული ბალის ხეები გზის პირას რომ ჩამწკრივებუ-
ლიყვნენ ულამაზეს ფერებად შეიმოსნენ. მუქ წითლად და
ბრონზისმაგვარ მწვანედ. მინდვრები უკვე მეორედ დაიფარა
ხასხასა მწვანე ბალახით.
ანა ხარობდა ირგვლივ ნაირნაირიფერების ცქერით
– ო, მარილა – წამოიყვირა მან ერთ შაბათ დილას და ცეკ-
ვა-ცეკვით შემოვიდა შიგნით უმშვენიერეს ტოტებით ხელში,
როგორ მიხარია, რომ ვცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, სადაც არის
ოქტომბრის თვეები. საშინელება იქნებოდა ჩვენ სექტემბრი-
დან ნოემბერზე გადავმხტარიყავით. არა? შეხედე ამ გვიმრის
ტოტებს, შენში თრთოლვას არ იწვევენ? მე ვაპირებ ჩემი ოთა-
ხი ამ ტოტებით მოვრთა.
– ჭუჭყიანი ბარგი – წარმოთქვა მარილამ, რომლის ესთე-
ტიკური გრძნობა არ იყო საგრძნობლად განვითარებული. შენ
გარედან რაც მოხვდება, ყველაფერი შინ შემოგაქვს. საძინე-
ბელი ოთახი იმისთვისაა, რომ დაიძინო.
– კიდევ იმისთვისაა, რომ იოცნებო, მარილა შენ იცი, რომ
ვინმეს იქ შეუძლია იოცნებოს, სადაც ლამაზი საგნებია. ამ ტო-
ტებს ჩავაწყობ ძველ ლურჯ დოქში და ჩემთან მაგიდაზე დავ-
დგამ.

138 მკითხველთა ლიგა


– ფრთხილად იყავი, ფოთლები არ მოაბნიო კიბეზე, შუად-
ღისას მე საქველმოქმედო საზოგადოების კრებაზე მივდივარ
კამოდიში, ანა – დაბნელებამდე ვერ დავბრუნდები. მათეუს და
ჯერის ვახშამზე შენ უნდა მოემსახურო. გახსოვდეს, სანამ სა-
ვახშმოდ დასხდებით, წინასწარ ჩაი უნდა მოადუღო. მაშინდე-
ლივით არ დაგავიწყდეს.
– მაშინ მარილა ძალიან ცუდად გამომივიდა – თქვა ანამ
თავის გასამართლებლად, – მაგრამ, მე მაშინ იმაზე ვფიქრობ-
დი რა სახელი შემერქმია იების მდელოსათვის და სხვა ყო-
ველგვარი თავიდან ამომიფირინდა, მაგრამ მათეო ისე კარ-
გად მოიქცა, სულაც არ გაჯავრებულა, თვითონვე ჩაყარა ჩაი
ჩაიდანში და მითხრა შეგვეძლო დაგვეცადა, სანამ ადუღდებო-
და, იმ დროში მე ლამაზი ზღაპარი მოვუყევი მათეუს. ამიტომ
დროც ჩქარა გავიდა. მე ზღაპრის ბოლო არ მახსოვდა, თვი-
თონვე შევთხზე. მათეუმ მითხრა, რომ მან ვერ ჩემი გამოგო-
ნილი საიდან დაიწყოო შემეკითხა.
– მათეუ იმასაც ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს შენ რომ თავში
აზრად მოგივიდეს. შუაღამეს ადგე და ისადილო. მაგრამ ამ
ჯერზე შეეცადე აზრები არ გაგეფანტოს. მაგრამ არ ვიცი რომ
გელაპარაკები, ვაი თუ უფრო გამოგაშტერო. შენ შეგიძლია
სთხოვო დიანას მოვიდეს და შუადღე შენთან გაატაროს, ჩაიზე
დაპატიჟე.
– ო, მარილა! – ანამ ტაში შემოჰკრა – რა გასაგიჟებელი
რამე მითხარი! ჩანს რომ წარმოსახვის უნარი გაქვს ან რაღაც
ასეთი. რადგან მივხდი იმას, რასაც მე ვნატრობდი. ეს ისეთი
კარგი რამეა, როგორც დიდები იღებენ ხოლმე სტუმრებს.
იმათ მივბაძავ. ნუ შეგეშინდება, სტუმარი რომ მეყოლება ჩა-
იდანის დადგმა არ დამავიწყდება, ო, მარილა, შეიძლება ვარ-
დის კოკრებიანი სერვიზი გამოგიტანო?
– არა, არავითარ შემთხვევაში, ვარდის კოკრებიან ჩაის
სერვიზი, კიდევ რა გნებავს. შენ იცი, რომ ამას მარტო ვიყენებ,
მღვდელი როცა მყავს სტუმრად ან საქველმოქმედო საზოგა-
დოების წევრები., შენ გამოიტან ძველ ყავისფერ ჩაის სერვიზს.
შეიძლება გახსნა თიხის ქოთანი ბალის მურაბით. დროა ვიხ-

139 მკითხველთა ლიგა


მაროთ, თორემ დაშაქრდება. შეგიძლია ჩამოჭრა ხი(ლის ნამ-
ცხვარი და ტკბილეულობა.
– შემიძლია ჩემი თავი წარმოვიდგინო სუფრის თავში, ჩაის
რომ ვასხამ – თქვა ანამ და აღფრთოვანებისაგან თვალები მი-
ლულა – დიანას ვკითხავ შაქარს თუ იყრის ჩაიში, ვიცი რომ
ჩაის შაქრით არ სვამს, მაგრამ მე მაინც კითხავ, ვითომ არ ვი-
ცი თავს ისე დავიჭერ. შემდეგ დავაძალებ ხილის ნამცხვრის
მეორე ნაჭერი ჭამოს და მურაბა კიდევ გადაიღოს.
– ო, მარილა, რა შესანიშნავი გრძნობაა, ამაზე ფიქრიც კი
სასიამოვნოა. შეიძლება სტუმრებისათვის განკუთვნილ ოთახ-
ში შევიყვანო დიანა, რომ ქუდი იქ დატოვოს? და შემდეგ სას-
ტუმრო ოთახში დავსხდეთ? არა, სტუმრების მისაღები ოთახი
საკმარისია შენთვის და შენი სტუმრისათვის. ამ ოთახის საკუჭ-
ნაოში არის ბოთლში ნახევრამდე ჟოლოს ლიქიორი საზოგა-
დოების სტუმრობის შემდეგ რომ დარჩა. მეორე თაროზე და
თუ გინდათ შენ და დიანას შეგიძლიათ დალიოთ და ფუნთუშე-
ბი შეატანოთ. მათეუ გვიან მოვა ჩაიზე, რადგანაც ის გემზე
კარტოფილს ეზიდება.
ანა გავარდა დიანას დასაპატიჟებლად. ღარტაკისაკენ გა-
ემართა დრაიდის ნაკადულს ჩაუარა და ნაძვნარის ბილიკით
ბაღჩას აუყვა როგორც კი მარილა კარმოდინში გაემგზავრა.
დიანა მოვიდა თავის საუკეთესო კაბაში გამოწყობილი. ისე გა-
მოიყურებოდა, როგორც უნდა გამოიყურებოდეს ჩაიზე დაპა-
ტიჟებული ადამიანი. სხვა დროს ის სამზარეულოში დაუკაკუ-
ნებლად შეირბენდა, მაგრამ ასეა საგანგებოდ ფასადის კარებ-
ზე დააკაკუნა და როდესაც ანამ ლამაზ კაბაში მოკაზმულმა
მნიშვნელოვნად გააღო კარები, ორმა პატარა გოგომ სერიო-
ზულად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს, თითქოს იმ დღეს არც
კი შეხვედრილან, ეს არაბუნებრივი დღესასწაულებრივი გან-
წყობილება გაგრძელდა იქამდე, სანა დიანა წაიყვანეს მწვანე
მეზონინში ქუდის მოსახდელად რის შემდეგაც სტუმრების მი-
საღებში ათი წუთი ისხდნენ მოხდენილ პოზაში.
– დედათქვენი როგორ ბრძანდება? – იკითხა ანამ ზრდი-
ლობიანად, თითქოს მისის ბარი არ ენახა ამ დილით ვაშლს

140 მკითხველთა ლიგა


რომ კრეფდა და არ იცოდა, რომ შესანიშნავად გრძნობდა
თავს როგორც ჯანმრთელობით, ისე განწყობილებით.
– ძალიან კარგად არის, გმადლობთ, მე ვფიქრობ, მისტერ
კაკბერტი კარტოფილს ეზიდება „ლილი სენდის“ გემზე ხომ
ასეა – თქვა დიანამ, რომელიც დღეს ვითომ მისტერ ჰარმონ
ენდრიუსთან მათეუს ეტლით არ მიიყვანეს.
– დიახ, ჩვენი კარტოფილის მოსავალი წელს ძალიან კარ-
გია. იმედი მაქვს მამათქვენსაც კარგი მოსავალი მოუვიდა.
– საკმაოდ კარგი, გმადლობთ. უკვე ბევრი ვაშლი დაკრი-
ფეთ?
– ო, აუარება – თქვა ანამ. დაავიწყდა ღირსეულად რომ უნ-
და სჭეროდა თავი. სწრაფად წამოხტა – მოდი ბაღჩაში წავი-
დეთ და წითელი ტკბილი ვაშლები დავკრიფოთ, დიანა, მარი-
ლა ამბობს, ჩვენ შეგვიძლია ყველა ვაშლი დავკრიფოთ, რაც
კი ხეზეა შემორჩენილი. მარილა ხელგაშლილი ქალია, მით-
ხრა, ბალის მურაბა მივირთვათ ჩაიზე, მაგრამ კარგი მანერა
არ არის სტუმარს უთხრა რის მირთმევას აპირებს. ამიტომ არ
გეტყვი რა შეგვიძლია დავლიოთ. მხოლოდ გეტყვი რომ ის იწ-
ყება ჟ-თი. კაშკაშა წითელი ფერისაა, მიყვარს წითელი ფერის
სასმელები, შენ არ გიყვარს? წითელ სასმელები ათასჯერ უფ-
რო გემრიელია, ვიდრე სხვა ფერების.
ბაღჩა, თავისი უშველებელი ტოტებგაშლილი ხეებით, რო-
მელთა ზოგიერთი ტოტი მოწეული ხილის სიმძიმით მიწამდე
იყო დახრილი ისეთ საამო ატმოსფეროს ქმნიდა, რომ პატარა
გოგოებმა შუადღე უმთავრესად იქ გაატარეს. ისხდნენ ბაღჩის
იმ კუთხეში, სადაც ყინვამ დაინდო სიმწვანე და რბილი შემოდ-
გომა ჯერ კიდევ ინარჩუნებდა სითბოს. ვაშლებს შეექცეოდნენ
და რაც კი ღონე შესწევდათ გაცხარებული ლაპარაკობდნენ.
დიანა უყვებოდა სკოლის ამბებს, რაც იმ პერიოდში მოხდა,
ანა რომ არ დადიოდა სკოლაში, დიანა იძულებული გახდა
ბერტი პაის გვერდზე დამჯდარიყო. მას სძულს ის გოგო. ბერტი
გამუდმებით კალმისტარს აჭრიალებს, რაზედაც დიანას სის-
ხლი ეყინება, რუბი ჯილიმ მოიშორა მეჭეჭები, ჯადოსნური
ქვით, რომელიც მისცა მერი ჯოუმ კრიიკიდან, ქვით უნდა უხა-

141 მკითხველთა ლიგა


ხუნო მეჭეჭები ამ ქვით და მერე გადაისროლო მარცხენა მხრი-
დან ახალ მთვარეზე და მეჭეჭები გაქრება, ჩარლ სლიუნის სა-
ხელი დაიწერა კართანას კედელზე ემი უაიტის გვერდით, ემი
უაიტი საშინლად გაცხარდა, სემ შოუნტერმა მისტერ ფილიპსი
კლასში ჩაკეტა. რის გამოც ფილიპსმა ის მიტყიპა. სემის მამა
მოვიდა სკოლაში და მისტერ ფილიპს დაემუქრა თუ კიდევ გა-
ბედავ ჩემს შვილებს ხელი დააკარო შავ დღეს დაგაყრიო, ბეტი
ენდრიუს ახალი წითელი ქუდი და ფუნჯებიანი შალი აქვს და
ისე მოაქვს თავი, რომ ცუდად გახდები. ლიზი რაიჩელი არ
ელაპარაკება მამი ვილსონს, იმიტომ რომ მამი ვილსონის უფ-
როსმა დამ ლიზი რაიტლს წაართვა თაყვანისმცემელი. ყვე-
ლას მოენატრე ანა და სურთ მალე დაბრუნდე სკოლაში, გილ-
ბერტ ბლაითი...
მაგრამ ანას არ სურდა მის შესახებ რამის გამოგონება
სწრაფად წამოხტა და განაცხადა, რომ ისინი უნდა წავიდნენ
ჟოლოს ლიქიორის დასალევად. ანამ ჟოლოს ლიქიონი საკუჭ-
ნაოს მეორე თაროზე ვერ იპოვნა, ის მაღლა თაროზე აღმოჩ-
ნდა. ბოთლი ჭიქებთან ერთად სინზე დადო,
– მიირთვი, დიანა – თქვა მან ზრდილობიანად, მე პირში
არაფერი ჩამივა, იმდენი ვაშლი ვჭამე.
დიანამ ღვინის ჭიქაში პირთამდე დაისხა ლიქიორი და აღ-
ტაცებული გახდა მის წითელ ელფერით, შემდეგ პატარ-პატა-
რა ყლუპებით სიამოვნებით შესვა.
– გასაგიჟებელი დასალევია ჟოლოს ლიქიორი – თქვა მან
– არ მეგონა ჟოლოს ლიქიორი თუ ასეთი კარგი იყო.
– მთელი გულით მიხარია რომ მოგეწონა რამდენსაც ინე-
ბებ, იმდენი დალიუ, მე უნდა გავიქცე ცეცხლს შევუჩხიკინო,
დიდი პასუხისმგებლობაა საშინაო საქმიანობა. არა?
როდესაც ანა სამზარეულოდან დაბრუნდა, დიანა მეორე
სავსე ჭიქას სვამდა და ანას მიერ შეთავაზებული მესამე ჭიქა-
ზედაც უარი არ უთქვამს, თავისთავად ღვინის ჭიქა საკმაოდ
ბარაქიანი იყო და ჟოლოს ლიქიორი კი კარგად ისმებოდა.
– ამაზე უფრო სასიამოვნო მე არაფერი დამილევია – თქვა
დიანამ. – ეს ბევრად ჯობია მისის ლინდის ჟოლოს ლიქიორს,

142 მკითხველთა ლიგა


თუმცა ის თავისით მეტად ტრაბახობს, ერთი ბეწოთიც არ შე-
ედრება ამას.
– მე მგონია მარილას ჟოლოს ლიქიორი გაცილებით უკე-
თესი უნდა იყოს მისის ლინდისაზე – თქვა ანამ ლოიალურად.
მარილა ცნობილი მზარეულია. მაგრამ, დიანა, გარწმუნებ ეს
ძნელი სამუშაოა. მზარეულობაში ერთი ბეწო გასაქანი არ
არის წარმოსახვისათვის. აქ შენ მხოლოდ კანონებით უნდა
იხელმძღვანელო. ამას წინათ მე ნამცხვარს ვაკეთებდი და
ფქვილი დამავიწყდა, ულამაზეს მოთხრობაზე ვფიქრობდი
შენზე და ჩემზე. შენ უიმედოდ იყავი დაავადებული ყვავილით.
ყველამ მიგატოვა ჩემს გარდა. სიცოცხლეში დაგაბრუნე. სამა-
გიეროდ მე გავხდი ავად. მე შემეყარა ყვავილი და ვერ გადა-
ვიტანე. ალვის ხეების ძირში დამმარხეს სასაფლაოზე. შენ
ვარდის კოკრები დარგე ჩემ სასაფლაოზე და შენი ცრემლებით
რწყავდი, არ მივიწებდი შენი ახალგაზრდობის მეგობარს, რო-
მელმაც შენ სიცოცხლე შემოგწირა. ო, ეს ისეთი გულის ამაჩუ-
ყებელი ამბავი იყო, დიანა. ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა
ლოყებზე როდესაც ცომს ვურევდი, მაგრამ უფქვილოდ რა
ნამცხვარი გამოვიდოდა. ნამცხვრისათვის ფქვილი აუცილე-
ბელი შემადგენელი ნაწილია. მარილა ძალიან გამიბრაზდა
არც მიკვირს. მე მისთვის ნამდვილი სასჯელი ვარ და გასულ
კვირას საშინლად ვაწყენინე პუდინგის სოუსის გამო, ჩვენ სამ-
შაბათს ჩვენ სადილად გვქონდა ქლიავის პუდინგი და ნახევა-
რი პუდინგი თავისი სოუსიანად დაგვრჩა. მარილამ საკუჭნაო-
ში თაროზე დადგა და სახურავი დაახურეო მითხრა. ასეც გავა-
კეთე, მაგრამ დამავიწყდა ქვაბისათვის სახურავი დამეხურა.
ვაპირებთ სახურავის დახურვას, მაგრამ როდესაც მიმქონდა,
წარმოვიდგინე რომ მე ვარ მონაზონი, პროტესტანტი ვარ, მაგ-
რამ წარმოვიდგინე რომ ვარ კათოლიკე, მონასტერში ვარ
განმარტოებული. აღთქმა დავდე, რომ ჩემი გულგატეხილი
გული მონასტრის კედლებში დამემარხა და ამ ფიქრში სულ
დამავიწყდა პუდინგის სიოუსისთვის სახურავი დამეხურა. მე-
ორე დილას გამახსენდა წარმოიდგინე ჩემი თავზარდაცემა,
როცა შიგ დავინახე რომ თაგვი ჩამღრჩვალიყო. მე კოვზით

143 მკითხველთა ლიგა


ამოვიღე თაგვი და გარეთ ეზოში ვისროლე, შემდეგ კოვზი
ჰ.ამჯერ გავრეცხე. მარილა გასული იყო, ძროხას წველიდა,
მინდოდა მეკითხა როცა შემოვიდოდა მიმეცა ეს ღორების-
თვის თუ შეიძლება, მაგრამ როცა მართლა მოვიდა, იმ დროს,
მე ვფიქრობდი, რომ ყინულის ფერია, რომელიც ტყეში დადის
ხეებს ხან წითლად გადააქცევს ხან ყვითლად მათი სურვილის
მიხედვით და ამიტომ სულ არ გამხსენებია პუდინგის სოუსი.
მარილამ გამაგზავნა ვაშლების მოსაკრებად. ამ დილით და
მისის ჩესტერ როსები გვესტუმრნენ სპენსერვალიდან. ხომ
იცი ისინი როგორ ელეგანტური ხალხია, და განსაკუთრებით
მისის ჩესტერ როსი. როდესაც მარილამ დამიძახა სადილი უკ-
ვე მზად იყო და ყველანი სუფრასთან ისხდნენ. მე ვცდილობდი
რაც შეიძლებოდა ზრდილობიანი გოგოს შთაბეჭდილება მო-
მეხდინა მათზე. რადგანაც მისის ჩესტერ როსს ეფიქრა რომ მე
კარგად აღზრდილი პატარა გოგო ვარ თუმც ულამაზო. ყველა-
ფერი კარგად მიდიოდა სანამ მარილა არ შემოვიდა, მას ერთ
ხელში პუდინგი ეჭირა, მეორეში კი ქოთნით სოუსი, გაცხელე-
ბული, დიანა ეს იყო თავზარდამცემი მომენტი მე ყველაფერი
გამახსენდა, უცბად წამოვხტი და ვიყვირე – მარილა პუდინგის
სოუსი უვარგისია, ამის გამოყენება არ შეიძლება. ამაში თაგ-
ვი' ჩაიღრჩო. მისის ჩესტერი შემომაშტერდა. მე ვიფიქრე – ნე-
ტა მიწა გამისკდებოდეს და შიგ ჩამიტანდეს. მისის ჩესტერი
ისეთი საუკეთესო დიასახლისია და წარმოიდგინე რას იფიქ-
რებდა ჩვენზე, მარილი ცეცხლივით წამოჭარხლდა. მაშინ სიტ-
ყვაც არ დაუძრავს, პუდინგიცა და სოუსიც უკან წაიღო. სამა-
გიეროდ მარწყვის მურაბა შემოიტანა, მეც კი შემომთავაზა,
მაგრამ მე ერთ ლუკმასაც ვერ გადავყლაპავდი თითქოს ცეც-
ხლში გახურებული ნახშირი მედო პირში. როგორც კი მისის
ჩესტერ როსი წავიდა, მარილამ ერთი კარგად შემაფუცხუნა.
რა მოხდა, დიანა, რა დაგემართა, დიანა ბორძიკით წამოდგა,
მაგრამ ისევ დაჯდა, ხელები თავზე წაივლო.
– მე... მე საშინლად მერევა გული – თქვა დიანამ ჩახლეჩი-
ლი ხმით – მე ახლავე უნდა წავიდე სახლში.

144 მკითხველთა ლიგა


– არც იფიქრო სახლში წასვლა, სანამ ჩაის არ დალევ – წა-
მოიყვირა ანამ სასოწარკვეთით. ახლავე მოვამზადებ. წავალ
და ერთ წუთში დავდგამ ჩაიდანს.
– სახლში უნდა წავიდე – გაიმეორა დიანამ. გაშტერებული
იყო, მაგრამ ხმის ტონში სიმტკიცე გამოსჭვიოდა.
– ნება მომეცი საუზმე მოგართვა – შეევედრა ანა.
– ცოტა ხილის ნამცხვარი მაინც ჭამე და ბლის მურაბა, ცო-
ტა ხანს დივანზე წამოწექი – უკეთესად გახდები, რა გტკივა?
– სახლში უნდა წავიდე – თქვა დიანამ. ამის მეტს ვერაფერს
ამბობდა. ამაოდ სთხოვდა ანა.
– ჯერ არ გამიგონია ადამიანი წვეულებაზე იყოს და უჩაიო
წავიდეს სახლში – უთხრა ანამ დაღონებულმა.
– ო, დიანა ნუთუ შესაძლებელია რომ – შენ მართლა შეგე-
ყარა ყვავილი? თუ ავადა ხარ, მე მოგივლი. ჩემი იმედი გქონ-
დეს, არასოდეს მიგატოვებ. მარტო იმასა გთხოვ სანამ წახვალ
ჩაი დალიო, რა გაწუხებს?
– გული მერევა საშინლად – თქვა დიანამ.
მართლაც ქანაობით გაიარა. გულაცრუებულმა ანამ ქუდი
მოუტანა დიანას და დიანა ბაღის ღობემდე მიაცილა. შემდეგ
მთელი გზა მწვანე მეზონინამდე ტიროდა, სახლში რომ მოვი-
და ჩაიზე დარჩენილი ჟოლოს ლიქიორი უკან წაიღო საკუჭ-
ნაოში და ჩაი მოუმზადა მათეუსა და ჯერის და ყველაფერს ამას
ენთუზიაზმის გარეშე ასრულებდა.
მეორე დღე იყო კვირა და რადგანაც გადაუღებლივ წვიმდა
დილიდან საღამომდე, ანას სახლიდან ფეხი არ გაუდგამს.
ორშაბათს შუადღეს მარილამ ანა საქმეზე გააგზავნა მისის
ლინდთან, ცოტა ხანში უკან მოქროდა. ქუჩაში დოყებზე ცრემ-
ლები ჩამოსდიოდა ღაპა-ღუპით, სამზარეულოში სასოწარკვე-
თილი შევარდა და დივანზე პირქვე დავარდა.
– ახლა რაღა დაგემართა, ანა – შეეკითხა ეჭვებითა და მუ-
ქარებით შეპყრობილმა მარიამ იმედი მაქვს კიდევ ჭკუა არ და-
კარგე მისის ლინდთან არ ითავხედე. პასუხი არ ისმოდა ანასა-
გან, ტირილმა და სლუკუნმა იმატა.

145 მკითხველთა ლიგა


– ანა შირლი როდესაც კითხვას გაძლევ მინდა, მიპასუ-
ხო,.... როგორც წესი და რიგია ახლავე და მითხარი რატომ ტი-
რი.
ანა წამოხტა. სახეზე ტრაგედია ეხატა.
– მისის ლინდი იყო მისის ბარისთან დღეს და მისის ბარი
საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა – ქვითინებდა ანა –
ის ამბობს, რომ დიანა მე დავათვრე შაბათს და სახლში სამარ-
ცხვინო მდგომარეობაში გამოვუშვი, და რომ მე უვარგისი პა-
ტარა გოგო ვარ და ის არასოდეს არ მისცემს ნებას მას რომ
ჩემთან ითამაშოს, ო, მარილა დარდისაგან აღარა ვარ – მარი-
ლა გაოცებული შეაშტერდა მას.
– დიანა დაათვრეო? – თქვა მარილამ როცა ძალა მოიკრი-
ბა.
– შენ გაგიჟდი თუ მისის ბარი? ასეთი რა დაალევინე? თუ
ღმერთი გწამს, მითხარი.
– არაფერი, ჟოლოს ლიქიორის გარდა – სლუკუნებდა ანა
– არასოდეს არ ვიფიქრებდი თუ ჟოლოს ლიქიორი ადამიანს
ათრობდა, მარილა – მაშინაც კი თუ სამ დიდ ჭიქას დალევდა,
როგორც დიანამ დალია. დათრობა რა საშინლად ჟღერს, რო-
გორც მისი ტომასი ქმარი ითრობოდა ხოლმე – მაგრამ მისი
დათრობა აზრადაც არ მომსვლია.
– დათვრა, სისულელეა! – თქვა მარილამ და გაეშურა სტუმ-
რების მისაღები ოთახის საკუჭნაოსაკენ, იქ თაროზე იდგა
ბოთლი, რომელიც მან მაშინვე იცნო. შიგ ესხა სამი წლის წი-
ნანდელი სახლში დამზადებული მოცხარის ნაყენი, რომლი-
თაც ის მთელ ავანლეაში იყო ცნობილი, თუმცა გარკვეულმა
ნაწილმა მკაცრი ყაიდის ხალხმა მათ შორის მისი ბარმა, ამ ნა-
ყინის გამო მარილა გაკიცხა. ამავე დროს მას გაახსენდა, რომ
ჟოლოს ნაყენი მან სარდაფში ჩაიტანა. მარილა ნაყენის ბოთ-
ლით ხელში დაბრუნდა სამზარეულოში, თავისდაუნებურად
სახე უღიმოდა.
– ანა შენ ნამდვილად ბედი გაქვს შარში გაეხვიო. შენ დი-
ანას ჟოლოს ლიქიორის ნაცვლად მოცხარის ნაყენი დაალევი-
ნე შენ მაინც განსხვავება ვერ იგრძენი მათ შორის?

146 მკითხველთა ლიგა


– მე გემო არ გამისინჯია – თქვა ანამ – მე ის ჟოლოს ლიქ–
იორი მეგონა. მინდოდა სტუმართმოყვარეობა გამომეჩინა.
დიანა საშინლად ავად გახდა და იძულებული იყო სახლში წა-
სულიყო. მისის ბარიმ მისის ლინდს უთხრა, რომ ის უბრალოდ
ძალზე მთვრალი იყო. როდესაც დედამისი ეკითხებოდა რა
დაემართა, ის მხოლოდ იცინოდა სულელივით რამდენიმე სა-
ათი ეძინა – მისმა დედამ მისი სუნთქვა იყნოსა და იქიდან და-
ადგინა, რომ მთვრალი იყო. დიანას გუშინ მთელი დღე საშინ-
ლად სტკიოდა თავი.
– მე ვფიქრობ, იმას ურჩევნია დიანა დასაჯოს ასეთი სიხარ-
ბე რომ გამოიჩინა. რაც არ უნდა ყოფილიყო სამი სავსე ჭიქა
რამ დაალევინა – თქვა მარილამ მოკლედ – ცხადია სამი დი-
დი ჭიქა ავად გახდიდა, ის ლიქიორიც რომ ყოფილიყო. ხოდა,
ეს ამბავი კარგი საბაბია იმისთვის, რომლებიც მე მკიცხავენ
იმისათვის, რომ მე მოცხარის ნაყენს რომ ვაკეთებ. სამი წელი-
წადია მას შემდეგ, რაც მე გავიგე რომ მღვდელიც არ იწონებს
ამას. მე ამ ბოთლს ახლა ავადმყოფებისათვის ვინახავ, გეყო-
ფა ბავშვო, ნუღარ ტირი, შენ ბრალი არ მიგიძღვის. თუმცა
ვწუხვარ რომ ასე მოხდა.
– არ შემიძლია არ ვიტირო – თქვა ანამ – გული გატეხილი
მაქვს. ბედი არა მწყალობს, მარილი, დიანა და მე სამუდამოდ
დაგვაშორეს, იცი, მარილა მე ამას თავიდანვე მოველოდი
რომ რაღაც ამგვარი მოხდებოდა. მაშინ როცა ჩვენ სამუდამო
მეგობრობა შევფიცეთ ერთმანეთს.
– ნუ სულელობ, ანა, მისის ბარი შენზე აზრს შეიცვლის, რო-
დესაც დარწმუნდება რომ შენ დამნაშავე არა ხარ! მე ვფიქრობ
იმას გონია რომ შენ განზრახ დაათვრე დიანა, რაღაც სულე-
ლური ხუმრობის გამო ან რაღაც ამის მსგავსი. გირჩევნია ამ
საღამოს წახვიდე და აუხსნა როგორც მოხდა ეს ყველაფერი.
– გამბედაობა არ მეყოფა, როდესაც შეწუხებულ დედას და-
ვინახავ.
– ამოიოხრა ანამ – მე მინდა თქვენ წახვიდეთ, მარილა,
თქვენ ჩემზე უფრო ღირსეული ხართ. მეტ პატივისცემას იმსა-
ხურებთ, თქვენ უფრო მოგისმენთ.

147 მკითხველთა ლიგა


– ჰო, კარგი წავალ – თქვა მარილამ. მან გაიაზრა, რომ მისი
წასვლა მართლაც უფრო ჭკვიანური იქნებოდა. ნუღა ტირი,
ანა, ყველაფერი კარგად იქნება.
მაგრამ როდესაც მარილა ბაღჩიანი ფერდობიდან ბრუნდე-
ბოდა ასე ღრმად აღარ იყო იმაში დარწმუნებული, რომ ყველა-
ფერი კარგად იქნება, ანა მოუთმენლად ელოდა მარილას და
როდესაც ნახა რომ მოდიოდა, კართანას კარებთან მიირბინა
მის შესახვედრად.
– ო, მარილა, სახეზე გატყობ, რომ ყველაფერმა ფუჭად ჩაი-
არა – თქვა მან დამწუხრებულმა – მის ბარიმ არ მაპატია, არა?
– მისის ბართან რას გახდები! – ჩაილაპარაკა მარილამ –
ჯერ ასეთი არაკეთილგონიერი ქალი მე არ მინახავს. მე ვუთ-
ხარი, რომ მოხდა შეცდომა და რომ შენ არა ხარ დამნაშავე,
მაგრამ იმან უბრალოდ არ დამიჯერა, გესლიანად მითხრა,
რომ ეს ყველაფერი მოცხარის ნაყენის ბრალია და, როგორც
ვამბობდი ცუდ გავლენას ახდენს ყველაზე. მე ნათლად გავაგე-
ბინე, რომ მოცხარის ნაყენი არ არის გათვალისწინებული ერ-
თდროულად სამი სავსე ჭიქა დალიოს კაცმა, და თუ ბავშვი
ხარბია მე იმას იმით გამოვაფხიზლებდი, რომ ერთი კარგად
მივტყეპავდი. მარილა საშინლად შეწუხებული გაქანდა სამზა-
რეულოსაკენ და ძალზე შეცბუნებული პატარა ქმნილება კარ-
თანაში მიატოვა. ანას არც აცხელა, არც აცია ქუდიც კი არ და-
უხურია მტკიცე გადაწყვეტილებითა და ურყევად დიანას მი-
აშურა. ერთ წუთში გაჩნდა სამყურების მინდორში, შემდეგ ძე-
ლებიანი ხიდი გაიარა, იქიდან ნაძვნარს აუყვა მაღლა ფერ-
დობზე, რომელიც განათებული იყო პატარა მთვარის მკრთა-
ლი შუქით. მისი ბარი ანას სუსტ დაკაკუნებას გამოეპასუხა, და-
ინახა რომ კარებთან იდგა აღგზნებიან თვალებიანი და გა-
ლურჯებულტურებიანი პაწია მთხოვნელი.
მისის ბარის სახე უეცრად გამკაცრდა, ის საერთოდ, ცრუ
რწმენებს აყოლილი და ახირებული ქალი იყო, წინასწარ გა-
მოურკვევლად აიხირებდა რამეს და ვერ გადაათქმევინებდი,
როცა ბრაზობდა, ცივი და კუშტი ხდებოდა, რის გამოც მისი
სიბრაზე ძნელად დასაძლევი ხდებოდა. ამ შემთხვევის სიმარ-

148 მკითხველთა ლიგა


თლე უნდა ვაღიაროთ, ღრმად იყო დარწმუნებული რომ ანამ
დიანა წინასწარგამიზნულ ბოროტი განზრახვით დაათრო.
გულწრფელად სჯეროდა რომ იცავდა თავის პატარა ქალიშ-
ვილს ასეთ ბავშვთან სიახლოვით ცუდი გავლენის ქვეშ არ
მოქცეულიყო.
– რა გინდა – იკითხა მან პირქუშად.
ანამ მუდარის გამოსახატად გულზე დაიწყო ხელები.
– ო, მისის ბარ, თუ შეიძლება შემინდეთ, მე დიანას დათრო-
ბა აზრადაც არ მომსვლია. როგორ შემეძლო? უბრალოდ წარ-
მოიდგინეთ თქვენ რომ ყოფილიყავით საწყალი პატარა, რო-
მელიც კეთილმა ხალხმა იშვილა და რომ გყოლოდათ ერთა-
დერთი გულითადი მეგობარი მთელ ქვეყანაზე, თქვენ იმას გა-
მიზნულად დაათრობდით? მე მეგონა ის ჟოლოს ლიქიორი
იყო, ო, გთხოვთ ნუ ამბობთ რომ თქვენ დიანას არ მისცემთ რ
ნებას ჩემთან ითამაშოს. ასე თუ გააკეთებთ, მაშინ ჩემს სიცოც-
ხლეს ტანჯვის შავი ღრუბელი გადაეფარება.
ეს საუბარი რომელიც გულს მოულბობდა კეთილ მისის
ლინდს მისის ბარზე ოდნავადაც არ მოუხდენია გავლენა. გარ-
და იმისა, რომ უფრო მეტად გააღიზიანა. მას ეჭვი შეეპარა ანას
მაღალფარდოვან სიტყვებში და დრამატულ ჟესტებში. წარმო-
იდგინა რომ ბავშვი დასცინოდა. ამიტომაც ცივად და სასტიკად
უთხრა:
– მე არა მგონია შენ შეეფერებოდე ჩემს პატარა გოგო დი-
ანას რომ იმასთან მეგობრობდე. გირჩევნია სახლში წახვიდე
და შენ თავს მოუარო.
– ნებას არ მომცემთ ერთხელ ვნახო და გამოვემშვიდობო?
– შეეხვეწა ანა.
– დიანა მამასთან ერთად კარმოდიშია წასული – თქვა მი-
სის ბარიმ. შევიდა შიგნით და კარები გამოკეტა.
– ბოლო იმედიც გამიქრა უთხრა მან მარილას.
– მე წავედი და თვითონ ვინახულე მისის ბარი. ძალიან დი-
დი შეურაცხყოფა მომაყენა, მარილი. კარგად აღზრდილი ქა-
ლი მეგონა,. აღარაფერი დამრჩენია ლოცვის გარდა მაგრამ

149 მკითხველთა ლიგა


არა მგონია რამე ეშველოს. თვითონ ღმერთიც კი ვერაფერს
გახდება ასეთ ჯიუტ ქალთან.
– ანა არ ვარგა ასეთ რამეებზე ლაპარაკი – უსაყვედურა მა-
რიამ. თან ცდილობდა თავის თავში ჩაეხშო გაცინების სურვი-
ლი, რომელიც მასში იზრდებოდა და იმ ღამეს როდესაც მათე-
უს მთელი ეს ამბავი მოუყვა გულიანად იცინა ანას მწუხარება-
ზე.
მაგრამ როდესაც ძილის წინ ანას დასახედად მწვანე მეზო-
ნინში შევიდა, დაინახა რომ ანას ნამტირალევს როგორ ჩასძი-
ნებია რაღაც უჩვეულო სინაზე გამოკრთა მის სახეზე.
– საწყალი პატარა არსება – ჩაიბუტბუტა მან და ჩამოშლი-
ლი თმა ნამტირალევი სახის მაღლა აუწია. შემდეგ დაიღუნა
და ალეწილ ლოყაზე აკოცა.

150 მკითხველთა ლიგა


თავი XVII

ახალი ინტერესი ცხოვრებაში

მეორე დღეს, როდესაც ანა სამზარეულოში ფანჯარასთან


იჯდა და ნაგლეჯებისაგან შემდგარ საბანზე მუშაობით იყო
გართული, შემთხვევით ფანჯრიდან გარეთ გაიხედა, დრაიდის
წყაროსთან თვალი მოკრა დიანას, რომელიც მას საიდუმლოდ
რაღაცას ანიშნებდა. ერთ წამში იგი გამოვიდა სახლიდან და
ღარტაფში ჩაფრინდა, გაკვირვება და იმედი იბრძოდა მის აღ-
გზნებულ თვალებში. მაგრამ როგორც კი დიანას დამწუხრებუ-
ლი სახე დაინახა, იგი მაშინვე გაუქრა.
– დედაშენს გული არ მოულბა? სულის მოუთქმელად იკით-
ხა მან,
დიანამ სევდიანად გაიქნია თავი.
– არა, ის ამბობს მე შენთან ვერასოდეს ვერ ვითამაშებ, იმ-
დენი ვიტირე ვუთხარი რომ შენი ბრალი არ არის, მაგრამ არა-
ფერი არ გამოვიდა, ძლივს დავითანხმე შენთან გამომშვიდო-
ბებაზე. გამაფრთხილა წუთზე მეტ ხანს არ გაჩერდეთ და საათი
დამინიშნა.
– ათი წუთი რას ეყოფა სამუდამოდ გამომშვიდობებას –
თქვა ანამ ტირილით – ო, დიანა, არასოდეს არ დაივიწყებ
ახალგაზრდობის მეგობარს, მნიშვნელობა არა აქვს როგორი
ძვირფასი მეგობრებიც უნდა შეიძინო მომავალში?.
– ნამდვილად გპირდები, რომ არ დაგივიწყებ – სლუკუნებ-
და დიანა.
– და მე აღარასოდეს მეყოლება გულითადი მეგობარი – არ
მინდა რომ მყავდეს. არ შემიძლია ვინმე შევიყვარო ისე, რო-
გორც შენ მიყვარხარ.

151 მკითხველთა ლიგა


– ო, დიანა წამოიყვირა ანამ ხელების მტვრევით – გიყვარ-
ვარ?
– როგორ, არ იცოდი? რა თქმა უნდა მიყვარხარ.
– არა, – ანამ ღრმად ამოისუნთქა მე ვფიქრობდი, რომ შენ
მოგწონდი, რა თქმა უნდა, მაგრამ არასოდეს არ მქონია იმის
იმედი, რომ გიყვარდი. დიანა მე არ მეგონა თუ ვინმეს ვუყვარ-
დი. მე არასოდეს არავის ვყვარებივარ რაც ჩემი თავი მახსოვს.
ეს შესანიშნავია. ჩემთვის ეს სინათლის სხივია, რომელიც გა-
მიფანტავს წყვდიადს. და გზას გამინათებს ცხოვრებაში.
გთხოვ, კიდევ გაიმეორე რომ გიყვარვარ.
– მე შენ თავდადებით მიყვარხარ, ანა – თქვა დიანამ მტკი-
ცედ.
– და ყოველთვის მეყვარები, ამაში შეგიძლია დარწმუნებუ-
ლი იყო.
– მეც ყოველთვის მეყვარები, დიანა – თქვა ანამ და გახა-
რებულმა ხელი გაუწოდა დიანას – გავა წლები და შენი სახე
მუდამ ვარსკვლავებით გამინათებს, როგორც ნათქვამია იმ
მოთხრობაში, ჩვენ რომ ერთად წავიკითხეთ, დიანა. გთხოვ,
განშორებისას შენი ფისივით შავი კულული მაჩუქო სამახსოვ-
როდ.
– გაქვს რამე რომ მოვიჭრა? – იკითხა დიანამ და ცრემლები
შეიმშრალა, რომელიც გამოიწვია ანას გულისამაჩუყებელმა
ლაპარაკმა.
და დაუბრუნდა ცხოვრებისეულ საკითხს.
– საბედნიეროდ მაქვს. ჩემს სამუშაო მაკრატელს სულ წინ-
საფრის ჯიბით ვატარებ – თქვა ანამ და ერთ-ერთი კულული
მოჭრა დიანას.
– მშვიდობით, ჩემო გულითადო მეგობარო, ამიერიდან
ჩვენ უცნობებივით მოვიქცევით მიუხედავად იმისა რომ გვერ-
დიგვერდ ვცხოვრობთ – მაგრამ ჩემი გული ყოველთვის შენი
ერთგული დარჩება. – ანა იდგა და გასცქეროდა მიმავალ დი-
ანას სანამ ის თვალს არ მიეფარა. ნაღვლიანად უქნევდა
ხელს, როცა დიანა უკან გამოიხედავდა. შემდეგ დაბრუნდა

152 მკითხველთა ლიგა


სახლში, ასეთი რომანტიკული გამოთხოვება ცოტა ხანს ძა-
ლას აძლევდა.
– ყველაფერი დამთავრდა – შეატყობინა მან მარილას – მე
აღარასოდეს არ მეყოლება სხვა მეგობარი, ახლა უარეს
მდგომარეობაში აღმოვჩნდი ვიდრე ვიყავი, რადგანაც არა
მყავს კეიტ მოურისი და ვიოლეტა. ისინი კიდევაც რომ მყავდეს
არაფერი შეიცვლებოდა. ოცნების გოგოები აღარაფერს მომ-
ცემდა ნამდვილი მეგობრის შემდეგ. დიანას და მე ისეთი მშვე-
ნიერი გამოთხოვება გვქონდა ნაკადულთან, რომ ის ჩემს მახ-
სოვრობაში სამუდამოდ წმინდათ დარჩება. მე ამაღლებული
სიტყვებით ვლაპარაკობდი. დიანამ თავისი ლოკონი მოიჭრა
და მისახსოვრა. მე ვაპირებ იმისათვის პატარა პარკი შევკერო
და ყელზე ჩამოვიკიდო. მთელი სიცოცხლე უნდა თან ვატარო.
გთხოვ, თვალყური ადევნე როცა მოვკვდები თან გამატანონ.
ვგრძნობ რომ დიდი დღე აღარ დამრჩენია შეიძლება მისის ბა-
რი როცა ცივსა და მკვდარს და მიხილავს, შეიძლება სინდისის
ქენჯნამ შეაწუხოს და დიანას ნება მისცეს ჩემს დასაფლავებას
დაესწროს.
– არა მგონია, დარდისაგან სიკვდილი გემუქრებოდეს, მა-
შინ როდესაც ენად ხარ გაკრეფილი, ანა – თქვა მარილამ ყო-
ველგვარი თანაგრძნობის გარეშე. შემდეგ ორშაბათს ანამ გა-
აკვირვა მარილა თავის ოთახიდან რომ გამოვიდა მხარზე გა-
დაკიდებული კალათით, რომელშიც წიგნები ელაგა და დაღ-
ვრემილ სახესა და მოკუმულ ტუჩებზე მტკიცე გადაწყვეტილე-
ბა ეხატა.
– სკოლაში მივდივარ – გამოაცხადა მან – ცხოვრებაში
აღარაფერი დამრჩენია სკოლის გარდა, მას შემდეგ, რაც მე-
გობარი უმოწყალოდ გამომგლიჯეს, სკოლაში შემიძლია ვუ-
ყურო მას და ძველ დროზე ვიოცნებო.
– შენ გირჩევნია შენ გაკვეთილებზე იოცნებო და ამოცანებ-
ზე – თქვა მარილამ, მან დაფარა თავისი სიხარული ვითარე-
ბის ამგვარი შემობრუნების გამო – შენ თუ სკოლას დაუბრუნ-
დი, იმედი მაქვს, ხალხს თავს აღარ გაუტეხავ და სხვა ამდაგ-

153 მკითხველთა ლიგა


ვარ რამეს არ ჩაიდენ. წესიერად მოიქეცი და ის გააკეთა რასაც
მასწავლებელი გეტყვის.
– შევეცდები თითით საჩვენებელი მოწაფე ვიყო – თქვა ანამ
ნაღვლიანად – მე ვფიქრობ, ამაში კარგი არაფერია მოსა-
ლოდნელი. მისტერ ფილიპსმა თქვა მინი ენდრიუსი სანიმუშო
მოწაფეაო, იმ დროს როდესაც მასში ნაპერწკალიც კი არ არის
არც წარმოსახვის და არც სიცოცხლის. ის მოსაწყენი და ზან-
ტია და არასოდეს არ ამჟღავნებს რაიმე ეხალისებოდეს ან ახა-
რებდეს. მაგრამ ახლა მე ისეთ დეპრესიაში ვარ, რომ ადვილი
შესაძლებელია მეც იმას დავემსგავსო. მთავარი გზით ვივლი,
თორემ არყების ბილიკით თუ წავალ, მარტოდმარტო ცხარე
ცრემლებით ვიტირებ.
ანა სკოლაში გაშლილი ხელებით მიიღეს. მისი წარმოსახვა
აკლდათ თამაშობებში, მისი ხმა სიმღერაში და მისი დრამატუ-
ლი ნიჭი ხმამაღალ კითხვაში. შესვენების დროს ხშირად წიგ-
ნის ხმამაღალი კითხვით ერთობოდნენ. რუბი ჯილისმა ბიბლი-
ის კითხვის დროს მალულად სამი ლურჯი ქლიავი გაუგზავნა
ანას. ელა მაკფერსონმა აჩუქა უამრავი სამყურა ია, რომელიც
მან მცენარეთა კატალოგის ყდიდან ამოჭრა მერხის მოსართა-
ვად, რასაც ძალიან აფასებდნენ სკოლაში. სოფია სლოანსმა
შესთავაზა მისთვის ესწავლებინა როგორ იქსოვება ელეგან-
ტური არშიის ახალი მოდელი წინსაფრის შესამკობლად. კეტი
ბოულტერმა სუნამოს ბოთლი მისცა დაფისათვის წყალი რომ
ჰქონოდა.
– რა კარგია როცა გაფასებენ, აღტაცებით უთხრა ანამ მა-
რილას იმ საღამოს.
მარტო გოგოები როდი აფასებდნენ მას. როდესაც შესვენე-
ბის შემდეგ ანა მივიდა თავის ადგილას, მისტერ ფილიპსმა უთ-
ხრა დამჯდარიყო სანიმუშო მინი ენდრიუსთან. მან თავის მერ-
ხზე ნახა წვნიანი მარწყვის გემოს მქონე ვაშლი, ანამ ხელი
სტაცა მას და ის იყო პირისკენ უნდა გაექანებინა, რომ უცბად
გაახსენდა – ერთადერთი ადგილი, სადაც ასეთი ვაშლები იზ-
რდება, ბლაითების ძველი ბაღჩაა, მოელვარე წყლების ტბის
მეორე მხარეს, ანამ ხელი გაუშვა ვაშლს, თითქოს ის ცეცხლში

154 მკითხველთა ლიგა


გახურებული ნახშირი იყო და თითები საგანგებოდ გაიწმინდა
თავისი ცხვირსახოცით. ვაშლი ხელუხლებლად იდო მერხზე
მეორე დილამდე, როდესაც პატარა ტიმოთი ენდრიუსი მოვი-
და, რომელიც სკოლას გვიდა და ღუმელში ცეცხლს ანთებდა
ღუმელში, მიითვისა ის როგორც დამატებითი შემოსავალი.
ჩარლი სლოანსმა წითელი და ყვითელი ზოლიანი ქაღალდით
მორთული დაფის ფანქარი, რომელიც ღირს ორი ცენტი იმ
დროს როდესაც ჩვეულებრივი ფანქარი ღირს მხოლოდ ერთი.
შესვენების შემდეგ გაუგზავნა ანას, რაც დიდი პატივით იქნა
მიღებული. ანამ ღიმილით დააჯილდოვა მჩუქებელი ახალგაზ-
რდა, რომელმაც სიამოვნებისაგან მეშვიდე ცაზე იგრძნო თა-
ვი. ამას მოყვა კარნახში შეცდომების დაშვება, რის გამოც მის-
ტერ ფილიპსმა გაკვეთილების შემდეგ დატოვა შეცდომების
გასასწორებლად.
მაგრამ ანას პატარა ტრიუმფი გააქარწყდა იმ გარემოებამ
რომ დიანას მხრიდან მას არც დაფასება და არც ყურადღების
იოტისოდენა ნიშანიც არ უგრძვნია.
– ჩემი აზრით, შეეძლო ერთხელ მაინც გაეღიმა ჩემთვის –
შესჩივლა მწუხარებით მოცულმა ანამ იმ ღამეს მარილას. მაგ-
რამ მეორე დილას მარჯვედ მოკეცილი წერილი და პატარა
ნაკრაული ფრთხილად გადასცეს მას.
ძვირფასო ანა (იყო თქმული წერილში)
დედა მეუბნება, რომ შენთან არც ვითამაშო და არც გელა-
პარაკო სკოლაშიც კი. ჩემი ბრალი არ არის. გთხოვ ჩემზე არ
გაბრაზდე, იმიტომ რომ მე შენ ძველებურად მიყვარხარ. ძა-
ლიან მიყვარხარ. ჩემ საიდუმლოებებს ვერავის ვანდობ. მე მე-
რი პაი ოდნავადაც არ მომწონს. შენ გავიკეთე ახალი სანიშნი
(წიგნში ჩასადები) წითელი პაპიროსის ქაღალდისაგან, ახლა
ეს საშინლად მოდაშია და ჩვენ სკოლაში მხოლოდ სამმა ვი-
ცით ამის გაკეთება. როდესაც შეხედავ, გაგახსენდები შენი ერ-
თგული მეგობარი.
დიანა ბარი
ანამ წაიკითხა წერილი, აკოცა სანიშნოს და საჩქაროდ გა-
უგზავნა პასუხი სკოლის მეორე მხარეს.

155 მკითხველთა ლიგა


ჩემო ერთადერთო ძვირფასო დიანა
რა თქმა უნდა, მე შენზე არა ვარ გაბრაზებული. იმიტომ რომ
შენ უნდა დაემორჩილო დედას. ჩვენ სულიერად შეგვიძლია
გვქონდეს ურთიერთობა. მე შევინახავ შენს ლამაზ საჩუქარს.
მინი ენდრიუსი ძალიან კარგი პატარა გოგოა. თუმცა წარმო-
სახვა არა აქვს – მაგრამ მას შემდეგ რაც დიანას გულითადი
მეგობარი ვიყავი, არ შემიძლია მინი მეგობარი გავხდე. შეც-
დომების გამო ბოდიშს გიხდი, ჩემი მართლწერა არ არის
სრულყოფილი, თუმცა ბევრად გაუმჯობესდა.
სიკვდილამდე შენი განუყრელი მეგობარი
ანა კორდელია შირლი

P.S. მე დავიძინებ შენ წერილთან ერთად. ბალიშის ქვეშ


მექნება ამოდებული.
ა. ან შ.

როდესაც ანამ განაახლა სკოლაში სიარული, მარილა პესი-


მისტურად იყო განწყობილი,. მოელოდა რომ ანას ისევ შეექ-
მნებოდა უსიამოვნებები, მაგრამ მისი ეჭვები არ გამართლდა.
ფიქრობდა იქნებ მინი ენდრიუსმა მოახდინა მასზე გავლენა.
როგორც იქნა მისტერ ფილიპსთან მოგვარდა ურთიერთობა.
ანა სულით და გულით შეუდგა მეცადინეობას. გადაწყვიტა
არაფერში არ ჩამორჩენოდა გილბერტ ბლაითს. მათ შორის
მეტოქეობა ძალიან მალე გამოაშკარავდა,. გილბერტის მხრი-
დან მეტოქეობა კეთილგანწყობილი ხასიათისა იყო, მაგრამ
სამწუხაროდ იგივე არ შეიძლება ითქვას ანაზე, რომელიც აშ-
კარა უღირსი სიჯიუტით ებრძოდა მას, არაკეთილმოსურნეო-
ბით ცდილობდა პირველობის მოპოვებას. ის ისეთივე გულ-
მოდგინე იყო სიძულვილში, როგორც სიყვარულში. არ უნდო-
და ეღიარებინა რომ ის მეტობეობას უწევდა გილბერტს სკო-
ლის სამუშაოში, იმიტომ რომ ამით დაამტკიცებდა რომ აღია-
რებდა მის არსებობას. ის ცდილობდა თავი ისე დაეჭირა რომ
ყურადღებას არ აქცევდა, არ ამჩნევდა მას, მაგრამ ასე იყო თუ
ისე, მეტოქეობა თავისთავად მაინც არსებობდა და პატივი მათ

156 მკითხველთა ლიგა


შორის მერყეობდა. მართლწერაში ერთ დილას გილბერტმა
მთელი ამოცანები სწორად ამოხსნა და მისი სახელი დაიწერა
დაფაზე წარჩინებულ მოწაფეთა სიაში. მეორე დილას ანას მი-
ეკუთვნა პირველი ადგილი. წინა საღამოს შეუპოვრად იმეცა-
დინა თავი შეაკლა ათწილადებზე მუშაობას. ერთ დაწყევლილ
დღეს კი მათი სახელები ერთად დაიწერა. ეს იგივე იყო, რაც
„მიაქციეთ ყურადღება“ რასაც მოყვა ანას მრისხანება და
გილბერტის სიხარული.
როდესაც ყოველი თვის ბოლოს წერითი გამოცდა მიმდინა-
რეობდა, დაჭიმულობა ძლიერდებოდა. პირველ თვეს გილ-
ბერტმა სამი ნიშნით გაუსწრო ანას, შემდეგ ანა ხუთი ნიშნით
წავიდა წინ. ანას წარმატებას იმ ფაქტმა დაუკარგა ფასი, რომ
გილბერტმა მას გულით მიულოცა მთელი სკოლის წინაშე.
ანასთვის უფრო სასიამოვნო იქნებოდა გილბერტს მწვავე ტკი-
ვილი ეგრძნო დამარცხების გამო.
მისტერ ფილიპსი შესაძლოა, როგორც მასწავლებელი არ
იყო კარგი, მაგრამ თუ მოწაფე ისე მიზანდასახულად და შეუდ-
რეკელად სწავლობდა, როგორც ანა, არ შეიძლებოდა წარმა-
ტებისთვის არ მიეღწია ნებისმიერ მასწავლებელთან. სემეს-
ტრის დამთავრების შემდეგ ანაცა და გილბერტიც, ორივე გა-
დაიყვანეს მეხუთე კლასში. ნება დართეს მეცნიერების ისეთი
დარგები შეესწავლათ როგორებიც იყო: ლათინური გეომეტ-
რია, ფრანგული და ალგებრა. გეომეტრიაში ანამ აღმოაჩინა
თავისი ვატერლოო.
– ეს რაღაც საშინელებაა, მარილა – წუწუნებდა ანა, – დარ-
წმუნებული ვარ თავსა და ბოლოს ვერ გავუგებ ამ საგანს. ამ
საგანში ნატამალი გასაქანიც კი არ არის წარმოსახვისათვის.
მისტერ ფილიპსი ამბობს, მე ჯერ ცხოვრებაში არ შემხვედრია
გეომეტრიაში ასეთი ჩერჩეტი რომ იყოსო. მილ... – ზოგიერთი
მოსწავლე ისეთი მარჯვეა ამ საგანში. რა დამამცირებელია,
მარილა დიანაც კი მჯობნის გეომეტრიაში, მე არაფერი მაქვს
საწინააღმდეგო დიანა თუ რამეში მაჯობებს. მარილა ჩვენ ახ-
ლა უცხოებივით ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ მე ის ისევე
ძლიერად მიყვარს. ხანდახან, ამაზე რომ დავფიქრდები, სევდა

157 მკითხველთა ლიგა


შემიპყრობს ხოლმე, მაგრამ ასეთ საინტერესო ქვეყანაში ადა-
მიანი დიდხანს ვერ დარჩება სევდიანი. ასე არ არის?

158 მკითხველთა ლიგა


თავი XVIII

ანა მიდის დასახმარებლად

დიდი საქმეები ხშირად წვრილმან საქმეებს გადაეჯაჭვება


ხოლმე, ურთი შეხედვით შეიძლება ვერ შეამჩნიოთ, რომ კანა-
დის რიგითი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას პრინც
ედუარდის კუნძული ჩაერთო პოლიტიკური მიზნით ჩატარე-
ბულ მოგზაურობაში. საეჭვოა შესაძლებელი ყოფილიყო რა-
იმე გავლენა მოეხდინა მწვანე მეზონინში მცხოვრებ პატარა
ანას ბედზე, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა.
იანვარი იყო, როცა პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა რათა თა-
ვისი ერთგული მომხრეებისათვის მიემართა, იმისათვისაც
რომლებიც მის მხარეზე არ იდგნენ, მაგრამ აპირებდნენ უდი-
დეს მასიურ მიტინგზე დასწრებას. ავონლეას უმთავრესი მაც-
ხოვრებლები პრემიერ-მინისტრის პოლიტიკას ემხრობოდნენ
და მიტინგის ღამეს თითქმის ყველა კაცი და ქალების უმეტესი
ნაწილი გაემართა ქალაქში, რომელიც ოცდაათი მილით იყო
დაშორებული ავონლეასაგან. მათ შორის მისის რეიჩელ ლინ-
დიც ერია. მისის რეიჩელ ლინდი ცხარე პოლიტიკოსი იყო და
თვლიდა რომ ვერანაირი პოლიტიკური შეკრება ვერ ჩატარ-
დებოდა უიმისოდ, მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინის-
ტრის პოლიტიკის მოწინააღმდეგე იყო.
ამგვარად ის ქალაქში გაემგზავრა და თან წაიყვანა თავისი
ქმარი – ტომასი რათა მას ცხენისათვის მიეხედა, და მარილა
კათბერტი. მარილა თვითონაც ფარულად ინტერესს იჩენდა
პოლიტიკისადმი, თანაც ფიქრობდა კარგი შემთხვევა ეძლეო-
და ნამდვილი ცოცხალი პრემიერმინისტრი ენახა საკუთარი
თვალით და ამიტომ სასწრაფოდ მიიღო მისიის რეიჩელის მი

159 მკითხველთა ლიგა


პატიჟება, რისთვისაც მან ერთი დღეღამით მიატოვა სახლი მა-
თეუსა და ანას ანაბარა.
იმ დროს, როდესაც მისის რეიჩელი და მარილა ილხენდნენ
მასიურ მიტინგზე, ანა და მათეუ მწვანე მეზონინის სახალისო
სამზარეულოში თავთავიანთი საქმეებით იყვნენ დაკავებულ-
ნი. ძველებურ ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. ფანჯრის მინებზე
ყინვის უზორები იყო გამოხატული. მათეუ დივანზე იჯდა და
ხელში გაზეთი „ფერმერის ქომაგი“ ეჭირა და თვლემდა, ანა
მაგიდასთან მიმჯდარიყო და გაცხარებული მეცადინეობდა.
ულმობელი განზრახვით შეპყრობილი მიუხედავად ამისა,
რომ თვალი ეჭირა საათის თაროზე, სადაც ეგულებოდა ახალი
წიგნი, ჯეინ ენდრიუსმა რომ ათხოვა იმ დღეს. ჯეინ ენდრიუსი
არწმუნებდა რომ ისეთი საინტერესო წიგნი იყო, რომ მისგან
არაერთხელ ათრთოლებულა. ანას თითები იმ წიგნისკენ მი-
უწევდა, მაგრამ რომ წაეკითხა იმას ნიშნავდა რაც გილბერტ
ბლაითის ტრიუმფის მოწმე გამხდარიყო. მეორე დღეს სანამ
ზურგი შეაქცია საათს და შეეცადა წარმოედგინა რომ წიგნი იქ
არ იდო.
– მათეუ, სკოლაში რომ დადიოდით, გეომეტრიას სწავ-
ლობდით?
– არა, არა ვსწავლობდით – შეკრთა მათეუ და თვლემისა-
გან გამოფხიზლდა.
– საწყენია, რომ გესწავლათ ამოიოხრა ანამ მაშინ შეგეძ-
ლებოდათ ჩემი თანაგრძნობა, რადგან არასოდეს გისწავლი-
ათ, ვერ გამიგებთ მე... მთელი სიცოცხლე ჩამიმწარა, ისეთი
ყეყეჩი ვარ ამ საგანში, მათეუ.
– კარგი ერთი, არა მჯერა – თქვა მათეუმ დამარწმუნებლად
მე მგონია შენ ყველაფერში წარმატებული ხარ. მისტერ ფი-
ლიპსმა მითხრა გასულ კვირას კარმოდში ბლერის მაღაზიაში
რომ შევხვდით, შენ ყველაზე ნიჭიერი მოწაფე ხარ მთელ სკო-
ლაში და სწრაფი პროგრესი გაქვს სწავლაში. „სწრაფი პროგ-
რესი“ ეს მისი სიტყვებია, არიან ისეთები რომლებიც ცუდს ამ-
ბობენ ტედ ფილიპსზე და ამბობენ მასწავლებლად არ ვარგაო,

160 მკითხველთა ლიგა


მაგრამ ჩემი აზრით, ის რიგიანი მასწავლებელია, ისეთი, რო-
გორიც საჭიროა რომ იყოს.
(მათეუ კარგიაო ყველაზე იტყოდა, ვინც კი ანას შეაქებდა).
– დარწმუნებული ვარ უკეთესად დავძლევდი გეომეტრიას,
ის რომ ასოებს გავდეს – დაიჩივლა ანამ – ზეპირად ვისწავლი
ხოლმე მტკიცებას, მასწავლებელი დაფაზე წერს შეცვლილი
ასოებით. ისეთ ასოებს არა წერს, როგორც წიგნშია და მე ყვე-
ლაფერი ერთმანეთში მერევა. არა მგონია, სწორი იყოს მას-
წავლებელი ისე არაკეთილსინდისიერად რომ იქცევა. არ მე-
თანხმებით? ჩვენ ახლა სოფლის მეურნეობას გავდივართ, ამი-
ტომ როგორც იქნა გავიგე რისგან არის გზები წითელი. ეგ დი-
დი შეღავათია, როგორ მაინტერესებს მარილა და მისის ლინ-
დი იქ. მიტინგზე კარგად ერთობიან!.. მისის ლინდი ამბობს კა-
ნადა, ასეთი პოლიტიკით, როგორსაც აწარმოებს, მალე გა-
კოტრდება. ეს გაფრთხილებაა ამომრჩევლებისათვის. ის ამ-
ბობს ქალებს რომ არჩევნების ნება ჰქონდეთ, მდგომარეობა
უკეთესი იქნებაო. მათეუ, თქვენ ვის ირჩევთ?
– კონსერვატორებს – თქვა მათეუმ მოკლედ, კონსერვატო-
რების არჩევა მათეუს რელიგიის ნაწილი იყო.
– მაშინ მეც კონსერვატორების მხარეზე ვიქნები თქვა ანამ
მტკიცედ. მიხარია იმიტომ, რომ ბილ ზოგიერთი ბიჭი ჩვენი
კლასის რატომ ემხრობა ლიბერალებს, იმიტომ რომ პრისი ენ-
დრიუსის მამა ლიბერალია. რუბი ჯილისი ამბობს როდესაც კა-
ცი ეთაყვანება გოგოს, ის უნდა დაეთანხმოს მის დედას რელი-
გიაში ხოლო მამას, პოლიტიკაში. ეს მართალია, მათეუ?
– ვერაფერს გეტყვი, არ ვიცი – მიუგო მათეუმ.
– როდისმე თაყვანი გიციათ გოგოსთვის, მათეუ?
– არა, არასოდეს არ მიცია თაყვანი – თქვა მათეუმ, რო-
მელსაც არასოდეს უფიქრია ასეთ საკითხზე მთელი თავისი
არსებობის მანძილზე. ანას ნიკაპი დაყრდნობილი ჰქონდა ხე-
ლებზე და ფიქრობდა.
– საინტერესო უნდა იყოს. არა გგონიათ, მათეუ. რუბი ჯისი-
სი ამბობს როცა გავიზრდები ბევრი თაყვანისმცემელი უნდა

161 მკითხველთა ლიგა


მყავდეს და ყველა უნდა გავაგიჟოო. მე ვფიქრობ ეს ძალიან
საღელვებელია.
– მე მირჩევნია ერთი თაყვანისმცემელი მყავდეს და ის ჭკუ-
ათმყოფელი იყოს, მაგრამ რუბი ჯილისი უკეთ ერკვევა ასეთ
საკითხებში, იმიტომ რომ ბევრი უფროსი და ჰყავს. მისის ლინ-
დი ამბობს ჯილისების ოჯახიდან გოგოები ისე სწრაფად საღ-
დებიან როგორც ცხელი ხაჭაპურები. მისტერ ფილიპსი თით-
ქმის ყოველ საღამოს დადის პრისი ენდრიუსთან, ამბობს რომ
ეხმარება მას გაკვეთილების მომზადებაში. მაგრამ მირანდა
სლოანსიც ხომ სემინარიაში შესვლას აპირებს და ემზადება,
დახმარებას ის უფრო საჭიროებს, იმიტომ რომ უფრო ნაკლები
გონებრივი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე პრის რატომ ერ-
თხელ არ შეუღებს მას კარს. ბევრი საქმეა ქვეყანაზე რაც მე არ
მესმის, მათეუ.
– მართალი გითხრა, მე თვითონაც არ მესმის – აღიარა მა-
თეუმ.
– მეყოფა ლაპარაკი. გაკვეთილების მომზადება უნდა და-
ვამთავრო. ჩემ თავს ნებას არ მივცემ სანამ სანამ გაკვეთი-
ლებს არ ვისწავლი ახალი წიგნი გავხსნა ჯეინმა რომ მათხოვა.
მაგრამ საშინელი ცდუნებაა მათეუ, მაშინაც კი როცა ზურგს
შევაქცევ, თვალწინ მიდგას, ჯეინმა თქვა, როცა ამ წიგნს კით-
ხულობდა, ტიროდა,. მე მიყვარს წიგნი რომ გატარებს, ავდგე-
ბი და ამ წიგნს სასტუმრო ოთახში ჩავკეტავ, კარადაში, სადაც
მურაბაა და გასაღებს თქვენ მოგცემთ, მათეუ, სანამ გაკვეთი-
ლებს არ ვისწავლი, არ მომცეთ, კიდევაც რომ დაგიჩოქოთ.
თქმა ადვილია გაუძლო ცდუნებას, მაგრამ ეს მაშინ არის ად-
ვილი, თუ გასაღები არა გაქვს, მერე კი მე ჩავირბენ სარდაფში
და დარიჩინის ვაშლებს ამოვიტან მათეუ, დარიჩინის ვაშლები
ხომ გიყვართ?
– არ იცი, როგორც გინდა – თქვა მათეუმ, რომელსაც პირში
არ ჩაუდვია დარიჩინის ვაშლები, მაგრამ ანას ხათრი არ გა-
უტეხა, იცოდა რომ მას უყვარდა ეს ვაშლები.
როგორ კი გახალისებულმა ანამ სარდაფიდან თავი ამოყო,
დარიჩინიანი ვაშლებით სავსე თეფშით, გარედან გაყინული

162 მკითხველთა ლიგა


ფიცრიდან სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა, რის შემდეგაც წიხ-
დის სროლით გაიღო კარი და დიანა შემოვარდა, გაფითრებუ-
ლი და ნაუცბადევად შალწამოხურული. ანას გაკვირვებისაგან
ხელიდან გაუვარდა სანთელი, თეფში და ვაშლები, რომლებიც
გრიალით სარდაფის კიბეზე ჩაცვივდა. ისინი მეორე დღეს გამ-
დნარი ქონისაგან დასვრილი მარიამ იპოვნა. ეს ყველაფერი
მოაგროვა მარილამ და მადლობა შესწირა განგებას, რომ სახ-
ლი არ გადაიბუგა.
– რა მოხდა, დიანა? – იყვირა ანამ – დედაშენს ბოლოსდა-
ბოლოს გული მოულბა?
– ო, ანა, ჩქარა წამოდი – შეევედრა განერვიულებული დი-
ანა – მერი ჯოს თქმით, მამა და დედა ქალაქში არიან, არავი-
ნაა ექიმი რომ მოიყვანოს, მინი ძალიან ცუდადაა და ახალგაზ-
რდა მერი ჯოუმ არ იცის რა ქნას, ო, ანა თავზარდაცემული ვარ.
მათეუმ სწრაფად ხელი დასტაცა ქუდსა და პალტოს, უსიტ-
ყვოდ დიანას ჩაუქროლა და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა.
– მათეუ წაბლა ცხენის შესაკაზმად წავიდა, კარმოდიში მი-
ემგზავრება – თქვა ანამ, რომელიც ქუდითა და ჟაკეტით სწრა-
ფად შეიმოსა მე იმას უსიტყვოდ ვუგებ. მათეუ და მე მონათესა-
ვე სულები ვართ. იმის აზრებს ვკითხულობ.
– არა მგონია, კარმოდიში ექიმი იპოვოს – სლუკუნებდა დი-
ანა.
– ვიცი ექიმი ბლაირი ქალაქში გაემგზავრა. ალბათ სპენსე-
რიც იქ იქნება ახალგაზრდა მერი ჯოს კი კრუპით დაავადებუ-
ლი ავადმყოფი არასოდეს უნახავს. მისის ლინდიც სახლში არ
არის, ო, ანა.
– ნუ ტირი დიანა – უთხრა ანამ მხნედ. – მე ვიცი პრუპისათ-
ვის რაც არის საჭირო. დაგავიწყდა რომ მისის ჰარმოდს სამ-
ჯერ შეეძინა ტყუპი ბავშვი., მოიცა, თან წამოვიღებ ბოთლით
იპეკაკუანას. შეიძლება თქვენ სახლში არა გქონდეთ. წამოდი,
ვიჩქაროთ.
ორმა გოგომ ხელი ჩაკიდეს ერთმანეთს და გავიდნენ. შეყ-
ვარებულთა ბილიკს დაადგნენ. შემდეგ გაყინული მინდვრით
განაგრძეს გზა, რადგანაც თოვლი მეტისმეტად ღრმა იყო და

163 მკითხველთა ლიგა


მოკლე გზით ვერ წავიდოდნენ. ანა თუმცა გულწრფელად წუხ-
და მინი მეის მდგომარეობის გამო, მაინც არ შეეძლო გულ-
გრილი დარჩენილიყო, რომანტიკული სიტუაციისადმი და იმ
სასიამოვნო შეგრძნებისადმი რომ ამ რომანტიკულობას თა-
ვის მონათესავე სულთან ერთად იზიარებდა.
ღამე იყო ნათელი და ყინვიანი მათ თვალწინ იხატებოდა
აბანოზის ხეების მუქი ჩრდილები, ვერცხლისფერი თოვლით
დაფარული ფერდობი, მოზრდილი ვარსკვლავები, რომლებიც
დანათოდნენ მდუმარე მინდვრებს. აქა-იქ შავად მოჩანდა წაწ-
ვეტებული ნაძვები, რომელთა ტოტებზე ფხვნილივით დაფან-
ტული იყო თოვლი. ქარი უსტვენდა ხეებს შორის. ანა ფიქრობ-
და რა სასიამოვნოა სიარული ამ იდუმალებასა და სილამაზეში
გულითად მეგობართან ერთად, რომელთანაც დიდი ხანია და-
შორებული იყო.
სამი წლის მინი მეი ძალიან მძიმედ იყო ავად. ის სამზარეუ-
ლოში იწვა დივანზე გავარვარებული იყო და მოუსვენრობა
ეტყობოდა. მისი ხრინწიანი სუნთქვა მთელ სახლში ისმოდა.
ახალგაზრდა მერი ჯო – სანდომიანი ფართე სახიანი ფრანგი
გოგო კრიკიდან, რომელიც მისის ბარიმ დაიქირავა იმისათ-
ვის, რათა ბავშვებისათვის მიეხედა იმ შემთხვევებში, როდე-
საც მშობლები სახლში არ იქნებოდნენ. უმწეო იყო. საგონე-
ბელში იყო ჩავარდნილი, სრულიად დაკარგული ჰქონდა ფიქ-
რის უნარი. რა ექნა არ იცოდა.
ანა მაშინვე შეუდგა მუშაობას მარჯვედ და სწრაფად აშკა-
რად კრუპი აქვს. მძიმედ არის ავად. მაგრამ მე უარესიც მინა-
ხავს, პირველ რიგში ბლომად უნდა მქონდეს ცხელი წყალი.
ჩაიდანში. ფინჯანზე მეტი არ არის. მე ავავსებ წყლით, მერი ჯო
შენ შეგიძლია შეშა შეუკეთო ღუმელში. არ მინდა შენი გრძნო-
ბების შეურაცხყოფა, მერი ჯო, შენ შეგეძლო ეს თვითონვე მო-
გეფიქრებინა წარმოსახვის უნარი რომ გქონოდა. ახლა მე
გავხდი მინი მეის და საწოლში ჩავაწვენ. შენ კი, დიანა შეეცადე
ფლენელის ჩასაცმელი მოძებნო. ახლა უნდა მივცე მას ერთი
დოზა იპეკაკუანა.

164 მკითხველთა ლიგა


მინი მეის მინი მეის არ უნდოდა წამლის დალევა, მაგრამ
ანამ ტყუილად კი არ გაზარდა სამი წყვილი ტყუპი, ისიც და-
ალევინა და კიდევ რამდენჯერმე გაუმეორა. მთელი ხან-
გრძლივი მღელვარი ღამის განმავლობაში, როდესაც ორი პა-
ტარა გოგო მოთმინებით უვლიდა შეწუხებულ მინი მეის, ხო-
ლო ახალგაზრდა მერი ჯო, კეთილსინდისიერად აკეთებდა
იმას, რაც კი შეეძლო, ცეცხლს ავარვარებდა და იმდენ წყალს
აცხელებდა, რომ საავადმყოფოს თავს აუდიოდა კრუპით და-
ავალებული პატარებისათვის.
სამი საათი იყო, როდესაც მათეუ მოვიდა ექიმთან ერთად,
რადგანაც ექიმის ძებნაში მათეუ იძულებული გახდა სპენსარ-
ვალამდე მისულიყო. ექიმი მხოლოდ იქ მოძებნა. მაგრამ ექი-
მის სასწრაფო დახმარება საჭირო აღარ იყო. მინი მეი გაცი-
ლებით უკეთესად გრძნობდა თავს და ღრმად ეძინა.
– ისეთ სასოწარკვეთილებაში ვიყავი ჩავარდნილი, რომ კი-
ნაღამ ხელი არ ჩავიქნიე. იმედი დავკარგე – აუხსნა ანამ ექი-
მს.
– ეს სულ უფრო და უფრო უარესად ხდებოდა ვიდრე ჰამონ-
დის ტყუპები უკანასკნელი ტყუილიც კი. იმასაც კი ფიქრობდი,
რომ გაიგუდებოდა. იპეკაკუნა რაც ბოთლში იყო სულ მივეცი
ბოლო წვეთამდე. ჩემი უიმედობა არც დიანასა და არც მერი
ჯოს არ გავუმხილე. არ მინდოდა იმაზე მეტად შემეწუხებინა,
ვიდრე იყვნენ, მხოლოდ ჩემთვის ვთქვი ჩემი გრძნობების შე-
სამსუბუქებლად. ბოლო წვეთი რომ დალია, ჩავთვალე რომ ეს
უკანასკნელი იმედი იყო. ვშიშობდი, რომ ვაი თუ ყველაფერი
ამაო იყო. მაგრამ სამი წუთის შემდეგ ამოახველა ნახველი და
გაუმჯობესდა. წარმოიდგინეთ ჩემი შვება, ექიმო, ამას სიტყვე-
ბით ვერ გადმოგცემთ. ხომ იცით, ზოგიერთ რამეს სიტყვით
ვერ გადმოსცემ.
– დიახ, ვიცი – თავი დაუქნია ექიმმა – ანას უყურებდა და
ფიქრობდა, რომ მასაც არ შეეძლო სიტყვებით გადმოეცა ის,
რასაც ანაზე ფიქრობდა. მოგვიანებით მაინც გამოხატა ის მის-
ტერ და მისის ბარებთან.

165 მკითხველთა ლიგა


– ის პატარა წითელთმიანი გოგო, რომელიც კართბერტებ-
თან ცხოვრობს, ისეთი მარჯვეა. მე გეუბნებით, იმან გადაარჩი-
ნა თქვენი ბავშვი, რადგან შესაძლოა ძალიან დაგვიანებული
ყოფილიყო, მე რომ მოვედი. ჩანს დაოსტატებულია და ამავე
დროს სულიერი მხნეობა აქვს. საოცარია ასეთ ასაკში. ასეთი
არაფერი მინახავს მისი თვალებისნაირი, როდესაც ის საქმის
ვითარებას მაცნობდა.
ანა სახლში მშვენიერ საოცარ ყინვიან დილას წავიდა. უძი-
ლობისაგან თვალები გამოღამებული ჰქონდა, მაგრამ მაინც
დაუღალავად ელაპარაკებოდა მათეუს, როდესაც მათ გრძე-
ლი თეთრი მინდორი გადაჭრეს და გაიარეს ჯადოსნურად მო-
ელვარე შეყვარებულთა ბილიკის ბოლოს გვირილების თაღი.
– ო, მათეუ, ხომ საოცარი დილაა? სამყარო ისე გამოიყურე-
ბა თითქოს ღმერთმა ის თავისი სიამოვნებისთვის შექმნა!
არა? ისე მეჩვენება თითქოს შემეძლოს ის ხეები ერთი ამოსუნ-
თქვით აქედან გავფანტო.
მიხარია, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც თეთრი
ყინვებია. თქვენ აუ ფიქრობთ, ახლა ისიც მახარებს, პამონდს
სამი წყვილი ტყუპი რომ ყავდა იმას რომ არ ყოლოდა, მე შე-
იძლებოდა არ მცოდნოდა მინი მეისთვის რა მომეხერხებინა.
ნამდვილად ვწუხვარ რომ ვბრაზობდი პამონდს ტყუპებში რომ
ჰყავდა. ოჰ, მათეუ როგორ მეძინება, სკოლაში წასვლა არ შე-
მიძლია. ზუსტად ვიცი თვალებს ვერ გავახელ და გამოშტერე-
ბული ვიქნები, არც სახლში დარჩენა მინდა, რადგანაც გილი
ზოგიერთები დაიკავებენ პირველ ადგილს და ძნელია მისი ხე-
ლახლა მოპოვება. თუმცა, ესეც კია რაც უფრო – ძნელად მო-
საპოვებელია, მით უფრო მეტად სასიხარულოა როცა მიაღწევ
მიზანს – ასე არ არის?
– ჰო, ასეა – მაგრამ მე მგონია შენ ყველაფერს გაუმკლავ-
დები თქვა მათეუმ და შეხედა ანას პატარა სახეს და თვალების
ქვეშ ჩაშავებულ წრეს.
– როგორც კი მივალთ, მაშინვე ჩაწექი ლოგინში და კარგად
გამოიძინე, რაც გასაკეთებელია სახლში, მე გავაკეთებ.

166 მკითხველთა ლიგა


ანამ მათეუს რჩევას მისდია და ჩაწვა ლოგინში. დიდხანს
ეძინა. ზამთრის ვარდისფერი შუადღე იყო; როცა გაიღვიძა. ჩა-
ვიდა სამზარეულოში, მარილა, რომელიც ამასობაში მოსუ-
ლიყო, იჯდა და ქსოვდა.
– ო, პრემიერ-მინისტრი ნახეთ? – წამოიძახა ანამ მაშინვე.
– როგორ გამოიყურება, მარილა?
– თავისი გარეგნობით ის პრემიერ-მინისტრობას ვერასო-
დეს მიაღწევდა, ასეთი ცხვირით, როგორც იმ კაცს აქვს! მაგ-
რამ ლაპარაკი იცის. მე ვამაყობდი კონსერვატორი რომ ვარ.
რეიჩელ ლინდს, როგორც ლიბერალს მისი ლაპარაკი არაფ-
რად ჩაუგდია. ანა, შენი სადილი ღუმელშია. შეგიძლია შენ-
თვის ლურჯი ქლიავის მურაბა გამოიტანო. წარმომიდგენია რა
მშიერი იქნები. მათეუ მიყვებოდა გასული ღამის შესახებ. ბედი
იყო რომ იცოდი. ასეთ შემთხვევაში რა უნდა გაგეკეთებინა. მე
წარმოდგენაც არა მაქვს ამაზე, რადგანაც არასოდეს მქონია
შემთხვევა მენახა კრუპით დაავადებული. ამაზე ახლა ნუ ვი-
ლაპარაკებთ, სანამ სადილს არ შეჭამ. შენ გეტყობა მზადა ხარ
ილაპარაკო, მაგრამ ეგ მოიცდის.
მარილას ანასთვის რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ უთ-
ხრა, იცოდა, რომ ამას ანას მღელვარება მოყვებოდა, რომელ-
საც შეეძლო მოეწყვიტა ასეთი მატერიალური სფეროდან რო-
გორიცაა მადა ან სადილი, ამიტომ როცა ანამ ქლიავის მურა-
ბის ჭამა დაამთავრა, უთხრა:
– მისას ბარი იყო დღეს აქ შუადღისას, შენი ნახვა უნდოდა,
მაგრამ მე არ გაგაღვიძე. ამბობს მინი მეი შენ გადაარჩინე. ძა-
ლიან წუხს ცუდად რომ მოგექცა მოცხარის ნაყენთან დაკავში-
რებით. თქვა ახლა იცის რომ შენ განზრახული არა გქონდა დი-
ანა დაგეთრო. იმედი აქვს, რომ მიუტევებ მას და კვლავ იმე-
გობრებ დიანასთან. თუ გინდა, შეგიძლია ამ საღამოს წახვიდე
მასთან, რადგანაც დიანა გარეთ ვერ გამოვა, წინა ღამეს გა-
ცივდა. ანა შირლი, ვინძლო სიხარულისაგან ცაში არ აფრინ-
დე.
გაფრთხილება უსაფუძვლო არ ყოფილა ანა აღფრთოვანე-
ბისაგან ზეზე წამოიჭრა. გამომეტყველებაში მღელვარება გა-

167 მკითხველთა ლიგა


მოეხატა, ხოლო მისმა თვალებმა სიხარული და აღტაცება გა-
მოასხივა.
– ო, მარილა შეიძლება ახლავე წავიდე? ჭურჭელს როცა
დავბრუნდები, მაშინ გავრეცხავ, სულერთია ახლა მე გულს
ვერ დავუდებ არარომანტიკულ საქმეს ამ მღელვარე მომენ-
ტში.
– ჰო, ჰო, გაიქეცი – თქვა მარილამ შემწყნარებლურად –
ანა შირლი გაგიჟდი? ახლავე დაბრუნდი და რამე ჩაიცვი, შენც
არ მომიკვდე, ვინ გისმენს. გინდ მაგას ელაპარაკე და გინდ ქა-
რისათვის გაგიტანებია სულერთია. ქუდი მაინც დაგეხურა, ან
შალი მოგეხურა. შეხედეთ ერთი, ბაღჩაში როგორ მიხტის
თმაგაწეწილი. სასწაული იქნება თუ გადარჩა.
როცა ანა შინ ბრუნდებოდა, ირგვლივ არე-მარე მეწამული
ფერის ზამთრის ბურუსში იყო გახვეული. შორს სამხრეთ-და-
სავლეთის დიდი მარგალიტივით მოელვარე საღამოს ვარ-
სკვლავი მოოქროსფრო ცაზე გადათეთრებულ სივრცესა და
ჩამუქებულ ნაძვების ღარტაფს დანათოდა, დათოვლილ გო-
რაკებს შორის გაისმოდა მარხილების ზარების რეკვა, რაც
ყინვიან ჰაერში ფერიების სიმღერას წააგავდა მაგრამ ეს ჰან-
გები ანას გულში აჟღერებულ მელოდიას მაინც ვერ შეედრე-
ბოდა, რომელიც მისი ბაგეებიდან გადმოჩქეფას ლამობდა.
– თქვენს წინაშეა სრული ბედნიერებით აღსავსე პიროვნე-
ბა, მარიდა გამოაცხადა ანამ – სავსებით ბედნიერი ვარ, დიახ,
მიუხედავად იმისა რომ წითელი თმები მაქვს. ამ წუთას ჩემი
სული წითელ თმაზე მაღლა დგას. მისის ბარიმ მაკოცა და იტი-
რა, თქვა ისეა შეწუხებული, რომ ვერასოდეს ვერ ამოვა ჩემი
ვალიდან, საშინლად იყო შეცბუნებული, მარილა, მაგრამ რაც
კი შემეძლო ზრდილობიანად ვუთხარი: „მე თქვენდამი ცუდად
არა ვარ განწყობილი, მისის ბერი გარწმუნებთ, ერთხელ და
სამუდამოდ მოგახსენებთ, რომ მე აზრად არა მქონია დიანას
დათრობა. ამ დროიდან მე ფარდა ჩამოვაფარე წარსულს და
სამუდამოდ დავივიწყე. ხომ კეთილშობილური საქციელია ჩე-
მი მხრიდან, მარილა?

168 მკითხველთა ლიგა


ვიგრძენი, სიკეთით რომ გადაუხადე უსამართლოდ მოპ-
ყრობა. ამან უფრო შეაწუხა. დიანამ და მე შესანიშნავად გავა-
ტარეთ დრო, დიანამ მიჩვენა ახალი ფანტასტიკური კილოკა-
ვით ქარგვა, რომელიც მისმა მამიდამ ასწავლა კარმოდში,
ავონლეაში ეს ჩვენს გარდა არავის ეცოდინება. ერთმანეთს
შევფიცეთ რომ არავის გავუმძღავნოთ ეს საიდუმლო. დიანამ
ლამაზი ბარათი მომცა, რომელზედაც ვარდების გვირგვინია
გამოსახული და ლექსი წერია:
„თუ შენ ისე გიყვარვარ, როგორც მე მიყვარხარ,
სიკვდილის გარდა, ვერაფერი დაგვაშორებს“.
– და ეს მართალია, მარილა. ჩვენ მისტერ ფილიპს უნდა
ვთხოვოთ ნება დაგვრთო სკოლაში ისევ ერთად დაგვსვას, ხო-
ლო ბერტა პლაის შეუძლია ბინი ენდრიუსთან დაჯდეს. ჩვენ მი-
სი ბარიმ ჩინებული ჩაის სმა მოგვიწყო. საუცხოო ფაიფურის
სერვიზი გამოიტანა სუფრაზე, მარილა, თითქოს სტუმრიანობა
ჰქონოდა. ვერ წარმოიდგენთ როგორ ავღელდი. ჯერ ჩემთვის
საუკეთესო სერვიზი არავის გამოუყენებია. ჩაიზე გვქონდა ხი-
ლის ღვეზელი, კვერი და ორი სახის მურაბა, მარილა. მისის ბა-
რიმ მკითხა ჩაის თუ დავლევ. მერე დიანას მამას მიმართა „მა-
მილო, ანას რატომ არ მიაწვდი ბისკვიტს?“ რა კარგია მოზ-
რდილად რომ გაგრძნობინებენ თავს, მარილა.
– ამის შესახებ მე არაფერი ვიცი – თქვა მარილამ ოხვრით.
– ყოველ შემთხვევაში, როცა მე გავიზრდები, თქვა ანამ
მტკიცედ.
– პატარა გოგოებს ისე დაველაპარაკები როგორც დიდებს,
არასოდეს არ დავცინებ მაღალფარდოვნად თუ ილაპარაკე-
ბენ. გამოცდილებიდან ვიცი რა მწარეა როცა დაგცინიან. ჩაის
შემდეგ, დიანამ და მე კამფეტების კეთებას შევუდექით. მარ-
თალია კარგი არ გამოვიდა იმიტომ, რომ არც დიანასა და არც
მე აქამდე არ გაგვიკეთებია, დიანამ დამტოვა, მოურიეო, თვი-
თონ ტაფაზე კარაქს უსვამდა, მე მორევა დამავიწყდა და მიიწ-
ვა, მერე როცა დიანამ გასაციებლად გარეთ გაიტანა, კატა გა-
დაახტა თეფშს და გადააპირქვავა. ამიტომ ჩვენი ნახელავი
მთლიანად გადავყარეთ. სამაგიეროდ კეთების პროცესი შესა-

169 მკითხველთა ლიგა


ნიშნავი გართობა იყო. როდესაც სახლში მივდიოდი მისის ბა-
რიმ მთხოვა ხშირად მივსულიყავი მათთან. დიანა კი ფანჯა-
რასთან იდგა და ჰაეროვან კოცნას მიგზავნიდა. მთელი გზა,
შეყვარებულთა ბილიკი სანამ არ გავიარე. მარილა. გარწმუ-
ნებ რომ დღეს მე ახალ ლოცვას მოვიფიქრებ ამ შემთხვევას-
თან დაკავშირებით.

170 მკითხველთა ლიგა


თავი XIX

კონცერტი, კატასტროფა და აღიარება

– მარილი, შეიძლება ერთი წუთით დიანასთან წავიდე? –


იკითხა ანამ ერთ თებერვლის საღამოს, როდესაც მან სულმო-
უთქმელად ჩამოირბინა კიბეებზე თავისი ოთახიდან.
– მიზეზს ვერ ვხედავ. ამ სიბნელეში სახლიდან რატომ უნდა
გახვიდე. – იკითხა მარილამ მოკლედ – შენ და დიანა სკოლი-
დან ერთად წამოხვედით, შემდეგ მთელი ნახევარი საათი
თოვლში იდექით. მთელი ამ დროის განმავლობაში ენას
ატარტარებდით, იმდენი ილაქლაქეთ არა მგონია თუ კიდევ
დაგრჩათ სათქმელი.
– იმას უნდა ჩემი ნახვა – ამტკიცებდა ანა ამტკიცებდა ანა –
რაღაც მნიშვნელოვანი რამ უნდა მითხრას.
– მერე შენ საიდან იცი?
– იქიდან ვიცი, რომ თავისი ფანჯრიდან შემატყობინა. ჩვენ
მოვიფიქრეთ ხერხი როგორ გავაგებინოთ ერთმანეთს რაღაც
ამბავი სანთელითა და მუყაოს ნაჭერით. ანთებულ სანთელს
ვდგამთ ფანჯრის რაფაზე, მუყაოს წინ და უკან გავატარებთ,
რითიც სანთელი გაიელვებს. თუ სანთელი ბევრჯერ გაიელ-
ვებს ეს იმის ნიშანია რაღაც ამბავია. ჩემი იდეაა, მარილა.
– შენი გამოგონილი რომ არის, ამაში ეჭვიც არ მეპარება –
თქვა მარილამ ემფატიკურად – როდისმე თქვენ ცეცხლს მო-
უკიდებთ ფარდებს, მაგ სულელური სიგნალიზაციით.
– ო, არა ჩვენ ძალიან ფრთხილად ვართ, მარიდა – ასე სა-
ინტერესოა. ორი გაელვება ნიშნავს „სახლში ხარ?“ სამი –
„დიახ“ ოთხი „არა“, “ ხუთი ნიშნავს „რაც“ შეგიძლია ჩქარა მო-
დი, მნიშვნელოვანი რამე უნდა გითხრა. დიანამ ახლა ხუთი

171 მკითხველთა ლიგა


გაელვება გადმომცა და ერთი სული მაქვს გავიგო რა უნდა
მითხრას.
– კარგი, შეგიძლია აღარ შეწუხდე – თქვა მარილამ სარკას-
ტულად წადი, მაგრამ ათ წუთში სახლში უნდა იყო დაიმახსოვ-
რე. ანამ დაიმახსოვრა, დანიშნულ დროზე დაბრუნდა, მაგრამ
ვერც ერთი მოკვდავი ვერ გაიგებს დროში შეზღუდვა რა დაუჯ-
და ანას დიანასაგან მნიშვნელოვანი სიტყვიერი კომუნიკაცია
ათ წუთში. ყოველ შემთხვევაში ეს დრო მარჯვედ გამოიყენა.
– ო, მართლა აბა თუ გამოიცნობ რა შემატყობინა დიანამ.
იცი რომ ხვალ დიანას დაბადების დღე აქვს. დედამისმა უთ-
ხრა, რომ შეუძლია ხვალ მთხოვოს სკოლიდან მასთან ერთად
წავიდე. ღამე იქ დავრჩე. იმისი ბიძაშვილები ჩამოდიან დიუბ-
რიჯიდან. დიდი მარხილით ჩამოვლენ დისკუსიის კლუბში კონ-
ცერტზე დასასწრებად ხვალ საღამოს და უნდათ დიანა და მე
წაგვიყვანონ, გამიშვებთ, არა მარილა? ო, ასე ვღელავ.
– შეგიძლია დამშვიდდე. იმიტომ რომ შენ არ მიდიხარ, გირ-
ჩევნია სახლში იყო, საკუთარ საწოლში დააძინო რაც შეეხება
კლუბის კონცერტს, სისულელეა პატარა გოგოებს ასეთ ადგი-
ლებში სიარულის ნებას არ უნდა აძლევდნენ.
– დარწმუნებული ვარ სადისკუსიო კლუბი უაღრესად ღირ-
სეული ორგანიზაციაა – თავს იცავდა ანა.
– მე არ მითქვამს ღირსეული არ არის მეთქი, მაგრამ შენ არ
მინდა დაეჩვიო ხეტიალს კონცერტებზე და ღამე სხვასთან
დარჩეს, ბავშვისათვის შესანიშნავი გასართობი გამოძებნეს,
ვერაფერს იტყვი. მიკვირს დიანას რომ უშვებენ.
– მაგრამ ეს ისეთი განსაკუთრებული შემთხვევაა უმტკიცებ-
და ტირილის პირას მისული ანა. დიანას წელიწადში ერთხელ
აქვს დაბადების დღე. დაბადების დღეს შენ ნებაზე ვერ დანიშ-
ნავ. პრისი ენდრიუსი აპირებს წაიკითხოს „ამ ღამეს საღამოს
რეკა არ უნდა გაისმას“. ეს ისეთი მორალური ნაწარმოებია,
მარილა დარწმუნებული ვარ ამის მოსმენა ბევრ კარგს შემ-
ძენს. ჰო, მარილა, მღვდელი აპირებს მონაწილეობის მიღე-
ბას. მართალს გეუბნები ხალხს უნდა მიმართოს. ეს იგივე ქა-
დაგებაა. გთხოვ, გამიშვი, რა მარილა.

172 მკითხველთა ლიგა


– ხომ გაიგე რა გითხარი, ანა. თუ ვერ გაიგე?. გაიხადე ფეხ-
საცმელები და ლოგინში ჩაწექი. უკვე რვა საათია.
– კიდევ ერთი რამ, მარილა თქვა ანამ ისეთი სახით თითქოს
ბოლო საბუთს ეძებს დასარწმუნებლადო – მისის ბარიმ უთ-
ხრა დიანას, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაძინოთ სტუმრების
ოთახში. წარმოიდგინეთ რა პატივი ხვდა წილად თქვენს პატა-
რა ანას, სტუმრების ოთახში რომ აძინებენ.
– ამ პატივის გარეშეც გაძლება დასაძინებლად წადი. ანა
სიტყვა აღარ გავიგონო შენგან.
როდესაც აცრემლებული ანა მაღლა გაეშურა, მათეუ, რო-
მელსაც თითქოს სავარძელში ეძინა, მოისმინა მთელი ეს დი-
ალოგი, გაახილა თვალები და მტკიცედ წარმოთქვა:
– იცი რას გეტყვი მარილა, მე ვფიქრობ, ახლა შენ ნება უნდა
დართო ანა, წავიდეს.
– მე არ ვუშვებ – შეეპასუხა მარილა – რომელი ზრდის ამ
ბავშვს, მათეუ, შენ თუ მე?
– შენ – დაეთანხმა მათეო.
– მაშინ ნუ ერევი.
– მე არ ვერევი. საკუთარი აზრის გამოთქმა, ჩარევა არ
არის. ჩემი აზრია ანა უნდა გაუშვა.
– ეჭვი არ მეპარება შენ მაშინაც მეტყოდი გაუშვიო, მთვარე-
ზე რომ მოპრიანებოდა ანას წასვლა იყო მარილას თავაზიანი
პასუხი. – შეიძლება კიდეც გამეშვა ღამე დიანასთან გაეტარე-
ბინა, მარტო ეს რომ ყოფილიყო. მაგრამ მე კონცერტის გეგმას
არ ვიწონებ, შეიძლება იქ გაცივდეს ან რაღაც სისულელე ჩა-
იდინოს – აღელდება და კვირა ამოვარდება. მე ვიცნობ ამ ბავ-
შვის გუნებას და შენზე უკეთ ვიცი რა არის იმისთვის უკეთესი,
მათეუ.
– მე ვფიქრობ უნდა გაუშვა ანა, გაიმეორა მათეომ მტკიცედ.
დასაბუთებაში მათეუ მოისუსტებდა, მაგრამ თავისი აზრს
მტკიცედ იცავდა, მარილამ უმწეოდ ამოიხვნეშა. წაიყრუა, შემ-
დეგ დილას, როდესაც ანა საუზმის შემდეგ ჭურჭელს რეცხავ-
და სამზარეულოს გვერდით მდებარე საკუჭნაოში, მათეუ ბე-
ღელში მიმავალი შეჩერდა და მარილას კვლავ გაუმეორა.

173 მკითხველთა ლიგა


– მე ვფიქრობ, შენ ანა უნდა გაუშვა, მარილი, პირველად მა-
რიამ სამართლიანად არ მიიჩნია ხმა ამოეღო, მაგრამ შემ-
დგომ ჩათვალა ის გარდაუვალად და მკვახედ წარმოთქვა:
– ძალიან კარგი, შეუძლია წავიდეს, სხვანაირად შენ გულს
ვერ მოვიგებ.
ანა გამოხტა საკუჭნაოდან. ხელში ჭურჭლის გასარეცხი ტი-
ლო ეჭირა, რომლიდანაც წყალი წვეთავდა.
– ო, მარილა, გთხოვ დალოცვილი სიტყვები გაიმეორე.
– ეს ერთხელ რომ ვთქვი, საკმარისია. ეს მათეუს დამსახუ-
რებაა და მე ამ საქმიდან ხელი დამიბანია. ფილტვების ანთე-
ბას თუ აიკიდებ სხვის საწოლში დაძინებით ან გახურებული
დარბაზიდან რომ გამოხვალ შუა ღამეს, მე ნუ დამაბრალებ,
მათეუმ აგოს პასუხი. ანა შირლი, ქონიან წყალს იატაკზე რომ
აწვეთებ, რას ფიქრობ? არასოდეს მინახავს შენისთანა უპასუ-
ხისმგებლო ბავშვი.
– ვიცი, მე თქვენთვის უდიდესი სასჯელი ვარ, მარილა –
თქვა ანამ მომნანიებლურად ბევრ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ
ისეთ შეცდომებზე იფიქრეთ, რომლებიც არ ჩამიდენია, მაგ-
რამ შეიძლებოდა ჩამედინა, ქვიშას ვიშოვი და იატაკზე ლაქე-
ბის ამოვფხიკავ. სანამ სკოლაში წავალ მოვასწრებ, ო, მარი-
ლა ჩემი გონება ამ კონცერტით არის შეპყრობილი. კონცერ-
ტზე მე არასოდეს ვყოფილვარ, როდესაც გოგოები სკოლაში
კონცერტზე ლაპარაკობენ, მე უხერხულ მდგომარეობაში ვარ-
დები. თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ მე რასა ვგრძნობ ამ
დროს. მათეუ კი ხვდება. მიგებს ისეთი სასიამოვნოა როდესაც
გიგებენ.
ანა მეტისმეტად აღელვებული იყო იმ დილას რომ შესძლე-
ბოდა ეზრუნა სკოლაში თავის გამოჩენაზე. გილბერტ ბლაით-
მა აჯობა მას მართლწერაში, ხოლო ზეპირ ანგარიშში ხომ
მთლიანად დაჩრდილა მაგრამ შეურაცხყოფის გრძნობა ანას
იმდენად არ აწუხებდა, როგორც ასეთ შემთხვევაში იყო – მო-
სალოდნელი ამის მიზეზი ის იყო, რომ მისი ფიქრები დასტრია-
ლებდა კონცერტს სტუმრების ოთახში საწოლზე. ის და დიანა
მთელ კონცერტზე საუბრობდნენ. მისტერ ფილიპსზე მეტად

174 მკითხველთა ლიგა


მკაცრი მასწავლებელი რომ ჰყოლოდათ, მათ კარგი დღე არ
დაადგებოდათ,
ანა გრძნობდა კონცერტზე რომ არ ყოფილიყო წასასვლე-
ლი, ვერ აიტანდა რადგანაც სკოლაში კონცერტის გარდა არა-
ფერზე არ ლაპარაკობდნენ.
ავონლეას სადისკუსიო კლუბში, ზამთარში კონცერტი ორ
კვირაში ერთხელ იმართებოდა. ამ ჯერზე დიდი ღონისძიება
იყო დაგეგმილი. შესასვლელი ბილეთი ათი ცენტი ღირდა.
კონცერტი ტარდებოდა ბიბლიოთეკის დასახმარებლად.
ავონლეას ახალგაზრდობა ამ დღისთვის უკვე ორი კვირა იყო,
რაც ემზადებოდა. ყველა მოსწავლე სიხარულით ელოდა ამ
დღეს, განსაკუთრებით ისინი, რომელთა უფროსი ძმები და დე-
ბი აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას. ყველა სკოლის მოს-
წავლე ცხრა წლის ზევით აპირებდა კონცერტზე წასვლას, კერი
სლოანის გარდა, რომლის მამა იზიარებდა მარილას აზრს
იმის შესახებ, რომ პატარა გოგოებს არაფერი ესაქმებოდათ
კონცერტზე. კერი სლოანი ტიროდა, თავი ჩაედო გრამატიკის
წიგნში და ფიქრობდა რომ ცხოვრება არა ღირდა ამქვეყნად.
ანასთვის ნამდვილი მღელვარება სკოლიდან წასვლის შემ-
დეგ დაიწყო და თანდათან გაიზარდა სანამ არ მიაღწია პოზი-
ციურ ექსტაზს, თვითონ კონცერტზე, დიანა სახლში სტუმრებს
შესანიშნავი ჩაი მოუწყეს, რის შემდეგაც დადგა მეტად საინტე-
რესო საქმიანობის დრო დიანა, პატარა ოთახში. დიანამ ანას
პომპეზურ სტილში გაუკეთა ვარცხნილობა ანამ კი დიანას
თმებზე ბანტები გაუკეთა გაწაფული ხერხით და შემდეგ დიდი
დავიდარაბით ათასნაირი ხერხით კეფაზე თმები დაილაგეს.
ბოლოს ისინი მზად იყვნენ. ლოყებზე ალმური ასდიოდათ და
თვალები მღელვარებისაგან უელავდათ.
მართალია, ანამ გულის ტკივილი იგრძნო, როცა თავისი უბ-
რალო შავი ბერეტი და უფორმო შინნაკეთები ვიწროსახელო-
ებიანი პალტო შეადარა დიანას მოხდენილ ბეწვშემოვლებულ
ქუდსა და ლამაზ ჟაკეტს. მაგრამ მას გაახსენდა რომ წარმო-
სახვის უნარი დაეხმარებოდა მას და გული გაიმაგრა.

175 მკითხველთა ლიგა


შემდეგ დიანას ბიძაშვილები მოვიდნენ, მიურეის ოჯახი ნი-
უბრიჯიდან. ყველანი მოთავსდნენ დიდ მარხილში, რომელიც
თივით იყო მოფენილი და ბეწვიან მოსასხამებში გაეხვივნენ.
ანა გაამხიარულა ამ მგზავრობამ, მარხილი მიცურავდა აბრე-
შუმივით სრიალა გზაზე: მარხილის კავებს ქვეშ თოვლი ჭრა-
ჭუნებდა. მზის ჩასვლა საუცხოო სანახავი იყო. დათოვლილი
გორაკები და წმინდა ლაურენსის ზღვის ყურეს ლურჯი წყალი
ისე მოჩანდა როგორც გაკაშკაშებული მარგალიტის და საფი-
რონის უშველებელი თასი პირთამდე ავსებული ღვინითა და
ცეცხლით. მარხილების ზარების რეკვა ისე გაისმოდა ამ არე-
მარეში, როგორც ტყის ფერიების მხიარულება.
– ო, დიანა ამოიოხრა ანამ და ხელი მოუჭირა დიანას ხელ-
თათმანს ბეწვიან წამოსასხამს ქვეშ.
– ლამაზ სიზმარს არა გავს? ნუთუ მე ახლა ჩვეულებრივ გა-
მოვიყურები? თავს სულ სხვანაირად ვგრძნობ და ასე მგონია
სახეზე მეხატება. შენ არაჩვეულებრივად ლამაზად გამოიყუ-
რები – თქვა დიანამ, რომელმაც ახლახან კომპლიმენტი მი-
იღო ერთ-ერთი ბიძაშვილისაგან და ჩათვალა ეს სხვისთვის
უნდა გადაეცა.
– ძალიან კარგ ფერზე ხარ.
იმ ღამის პროგრამა გულის ფანცქალის გამომწვევი ნომრე-
ბის სერია იყო. ეს „თრთოლვები“ ერთიმეორეზე უკეთესი იყო.
როდესაც პრისი ენდრიუსი ახალ ვარდისფერი აბრეშუმის კა-
ბაში გამოწყობილი გამოვიდა, მარგალიტების ასხმულა უმ-
შვენებდა მშვენიერ თეთრ ყელს, ხოლო თმებში ცოცხალი წი-
თელი მიხაკები ეკეთა. ხმები დადიოდა რომ მისტერ
ფილიპსმა სპეციალურად მისთვის ქალაქიდან ჩამოატანინა,
საშინელ სიბნელეში კიბეებზე ჩამოდიოდა ანა. ანას გააკანკა-
ლა თანაგრძნობით, როდესაც გუნდმა იმღერა „ნაზ ზიზილებს
ზემოთ“. ანა შესცქეროდა ჭერს, თითქოს იქ ანგელოზები იყო
მოხატული, როდესაც სემ სლოანი ყვებოდა და ანსახიერებდა.
საოხუნჯოდ „სოკერმა როგორ დასვა ქათამი კვერცხებზე?
ანას ისეთი სიცილი აუტყდა, რომ გვერდზე მჯდომებმაც დაიწ-
ყეს სიცილი. მხოლოდ იმათ სცენაზე წარმოდგენილი ხუმრობა

176 მკითხველთა ლიგა


კი არ აცინებდათ, რომელიც ავონლეაშიც კი გაცვეთილ ხუმ-
რობად იყო მიჩნეული, არამედ ანას სიცილი გადმოედოთ.
მისტერ ფილიპსმა როდესაც კეისრის მკვდარ სხეულთან მარკ
ანტონიოსის მიერ წარმოთქმული სიტყვა წაიკითხა სულისაღ-
მძვრელი ინტონაციით, ანა მზად იყო დაუყოვნებლივ წამომ-
ხტარიყო და ამბოხში ჩაბმულიყო, რომელიმე რომაელ მოქა-
ლაქეს გზა რომ ესწავლებინა.
მხოლოდ ერთი ნომერი იყო მას რომ არ დააინტერესა. რო-
დესაც გილბერტ ბლაითი კითხულობდა „შინგენი რეინზე“,
ანამ წიგნი ამოიღო და იქამდე კითხულობდა, სანამ არ დას-
რულდა გილბერტის ნომერი. ანა იჯდა უდრეკი და მტკიცე. ამ
დროს დიანა იმდენ ხანს უკრავდა ტაშს, სანამ ხელის გულები
არ დაუბუჟდა.
უკვე თერთმეტი საათი იყო, როდესაც სახლში მოვიდნენ.
საშინლად დაბნეულები იყვნენ, მაგრამ არაჩვეულებრივი
დროსტარების შემდეგ თავს კარგად გრძნობდნენ, განუწყვეტ-
ლივ კონცერტის შთაბეჭდილებებზე ლაპარაკობდნენ. რო-
გორც ემჩნეოდა, ყველას ეძინა. სახლი ჩაბნელებული იყო და
ხმა არსაიდან არ ისმოდა, ანა და დიანა თითის წვერებზე შე-
ვიდნენ სასტუმრო ოთახში. სტუმრების გასახდელი ოთახი ღია
იყო. იქ სასიამოვნოდ თბილოდა და მკრთალად იყო განათე-
ბული ბუხარში ნაკვერჩხლების შუქით.
– მოდი აქ გავიხადოთ – თქვა დიანამ – აქ თბილა და სასია-
მოვნოა.
– ხომ ღვთაებრივი იყო კონცერტი ამოიოხრა ანამ აღ-
ფრთოვანებით.
– ალბათ შესანიშნავია ახვიდე სცენაზე და მხატვრულად წა-
იკითხო ნაწარმოები. მაინტერესებს ჩვენ როდისმე თუ მიგვიწ-
ვევენ, დიანა.
– ჰო, რა თქმა უნდა, მიგვიწვევენ, ისინი ყოველთვის უფროს
კლასელებს იწვევენ დეკლამირებისათვის. გილბერტ ბლაითი
ხშირად კითხულობს ხოლმე და ის ჩვენზე მხოლოდ ორი
წლით უფროსია. ო, ანა როგორ შეგეძლო ისე მოგეჩვენებინა

177 მკითხველთა ლიგა


თავი თითქოს არ უსმენ, როცა ის ამ სტრიქონებს კითხულობ-
და.
,,არის სხვა, რომელიც და არ არის“
შენ გიყურებდა.
– დიანა – წარმოთქვა ანამ ღირსეულად შენ ჩემი გულითა-
დი მეგობარი ხარ, მაგრამ შენც კი არ მოგცემ იმის უფლებას
ამ პიროვნებაზე მელაპარაკო. მზად ხარ დასაწოლად, მოდი
შევეჯიბროთ ლოგინზე პირველად ვინ დაწვება.
წინადადება მიიღო დიანამ და ორი პატარა თეთრად შემო-
სილი ფიგურა გაექანა სასტუმრო ოთახისაკენ. და ერთდროუ-
ლად დახტნენ ლოგინზე, შემდეგ მათ ქვეშ რაღაც შეინძრა და
სულშეგუბებული ხმით წარმოთქვა:
– ღმერთო, შენ დამიფარე!
ანა და დიანა ვერ გეტყოდნენ როგორ წამოდგნენ საწოლი-
დან და როგორ აღმოჩნდნენ მაღლა სართულზე გააფთრებუ-
ლი სირბილის შემდეგ
– უი ვინ იყო – ეს რა იყო? – ჩურჩულებდა ანა და სიცივისა
და შიშისაგან კბილები უკაწკაწებდა.
– დეიდა ჟოზეფინა იყო სიცილისაგან სული ეხუთებოდა დი-
ანას.
– ო, ანა, დეიდა ჟოზეფინა იყო. იქ საიდან აღმოჩნდა? ვიცი
ახლა გაცეცხლებული იქნება, რა საშინელებაა, ნამდვილი სა-
შინელება, მაგრამ ამისთანა სასაცილო თუ გაგიგონია?
– ვინ არის დეიდა ჟოზეფინა?
– მამაჩემის დეიდაა, შარლოტაუნში ცხოვრობს. საშინელი
ბებერია. სამოცდაათი წლის იქნება. ვერ წარმომიდგენია რო-
დისმე თუ იყო პატარა გოგო. ველოდებოდით რომ უნდა ჩამო-
სულიყო. მაგრამ ასე მალე თუ ჩამოვიდოდა არ გვეგონა. მე-
ტისმეტად წესიერია და მომთხოვნი. გაჯავრებული იქნება, ეჭ-
ვი არ მეპარება. მინისთან უნდა დავიძინოთ, სხვა გზა არ არის.
მაგრამ იცოდე მინიმ წიხლების კვრა იცის.
დილით მის ჟოზეფინა პირველ საუზმეზე არ ჩამოსულა. მი-
სის ბარიმ კეთილად გაუღიმა ორ გოგოს.

178 მკითხველთა ლიგა


– კარგი დრო გაატარეთ წინა ღამეს? შევიცადე თქვენ მოს-
ვლამდე არ დამეძინა, რათა გამეფრთხილებინა, რომ დეიდა
ჟოზეფინა ჩამოვიდა და თქვენ ზევით ასულიყავით დასაძინებ-
ლად, მაგრამ დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა. იმედი მაქვს დე-
იდა არ შეგიწუხებიათ, დიანა.
დიანამ კეთილგონიერება გამოიჩინა, დუმილი არჩია. მაგ-
რამ დიანამ და ანამ ფარულად გაუღიმეს ერთმანეთს. საუზმის
შემდეგ ანამ დააჩქარა სახლში წასვლა იმის შიშით, რომ მო-
ელოდა ბარების ოჯახში ქარიშხალი ატყდებოდა. მარილის
დავალებით, ანას მისის ლინდთან მოუხდა წასვლა.
– მაშ შენ და დიანამ კინაღამ გული არ გაუხეთქეთ საწყალ
მოხუც მის ბარის? თქვა მისის ლინდმა მკაცრად, და თან თვა-
ლები ეშმაკურად აუციმციმდა. მისის ბარი აქ იყო ხუთი წუთის
წინ, კარმოდისკენ მომავალმა ჩემთან შემოიარა. მოხუცი მის
ბარი საშინელ ხასიათზე იყო და ჟოზეფინა ბარის გაბრაზება
ხუმრობა არ გეგონოს, უნდა გითხრა ის დიანას თავის სიცოც-
ხლეში ხმა აღარ გასცემს.
– დიანას ბრალი არ იყო – დამნაშავის იერით წარმოთქვა
ანამ. მე ვარ დამნაშავე, ეს მე შევთავაზე, შეჯიბრში გამოიწვიე
ვინ მოასწრებდა ლოგინში ჩაწოლას.
– ასეც ვიცოდი, – თქვა ლინდმა ზუსტი ვარაუდით მოხარუ-
ლი იყო რომ მისი მიხვედრა გამართლდა – ვიცოდი რომ ეს
იდეა შენ მოგივიდოდა თავში. დიდი უსიამოვნება მოყვება ამ
ფაქტს, ერთ თვეს აპირებდა აქ დარჩეს, მაგრამ განაცხადა
რომ ერთ დღესაც არ გაჩერდება, ქალაქში ხვალ მიდის, მიუხე-
დავად იმისა, რომ ხვალ კვირადღეა. სახლში უნდა დაბრუნება.
დღესვე წავიდოდა, წაყვანის საშუალება რომ ქონოდათ. დაპი-
რებული იყო მთელი კვარტალის განმავლობაში მუსიკის გაკ-
ვეთილების საფასურს გადაუხდიდა დიანას, ახლა არაფერსაც
არ გადაუხდის ამ ქალაბიჭას. წარმომიდგენია ახლა რა ყოფა-
შიც იქნებიან ამ დილით ბარები. ბარების ოჯახს საქმე გაუფუ-
ჭეთ. მოხუცი მის ბარი მდიდარი ქალია და ისინი ცდილობენ
მისი გული მოიგონ. რა თქმა უნდა მის ბარის ჩემთვის არაფე-

179 მკითხველთა ლიგა


რი უთქვამს, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი ადამიანის ბუნე-
ბა. აი რა ჩაიდინეთ.
– რა უბედური გოგო ვარ – თქვა ანამ ნაღვლიანად. არ შე-
იძლება რაღაც ხლაფორთში თუ არ გავყავი თავი. თან ჩემი სა-
უკეთესო მეგობრებიც არ ჩავითრიე, რომელთა გულისთვის
თავს გავწირავდი. შეგიძლიათ მითხრათ ასე რატომ მემართე-
ბა, მისის ლინდ?
– იმიტომ გემართება ჩემო კარგო, რომ შენ უგულისყურო
ხარ და იმპულსური ბავშვი. აი ამიტომ არასოდეს არ დაფიქ-
რდები თავში რა აზრიც მოგივა ასევე ასრულებ გაუაზრებლად.
– მერე ამას რა ჯობია გააპროტესტა ანამ, – რაღაც რომ
გაიელვებს შენ გონებაში, ამაღელვებელი და უნდა მისდიო
მას, თუ შეჩერდები და ჩაფიქრდები, ყველაფერს გააფუჭებ.
არასოდეს არ გიგრძვნია ასეთი რამ, მისის ლინდ?
– არა, მისის ლინდს არ უგრძვნია ბრძნულად გააქნია მან
თავი.
– უნდა ისწავლო ცოტაოდენი ფიქრი, ანა, აი რა არის საჭი-
რო შენთვის. ანდაზა არ გაგიგონია „ათჯერ გაზომე და ერ-
თხელ გაჭერიო.“ განსაკუთრებით ეს გჭირდებოდა სასტუმრო
ოთახში, საწოლში რომ ხტებოდა.
მისის ლინდს გაეცინა თავის ჭკუამახვილურ ხუმრობაზე,
მაგრამ ანა ჩაფიქრებული იყო. ის არაფერ სასაცილოს არ ხე-
დავდა ამ სიტუაციაში. მისი აზრით, ეს მეტად სერიოზული ამ-
ბავი იყო. როცა მისის ლინდისაგან წამოვიდა, ანა გაყინულ
ველზე გაუდგა გზას და ფერდობზე გაშენებულ ბაღჩას მიადგა.
დიანა მას სამზარეულოს კარებთან შეეგება.
– თქვენი დეილა ჟოზეფინა ჩვენზე ძალიან არის გაბრაზებუ-
ლი არა? – დაიჩურჩულა ანამ.
– ჰო მიუგო დიანამ, ცდილობდა ჩაეხშო ხითხითი და მხარს
ზემოდან შიშით გასცქეროდა სასტუმრო ოთახის მიხურულ
კარს.
– გააფთრებისაგან ცქმუტავდა, ანა რომ იცოდე როგორ
ილანძღებოდა. ასე თქვა რომ მე ყველაზე უფრო გაუზრდელი
გოგო ვარ იმათ შორის, ვინც კი ცხოვრებაში უნახავს და რომ

180 მკითხველთა ლიგა


ჩემს მშობლებს უნდა სცხვენოდეთ ასეთი რომ გამზარდეს. მე
აქ არ დავრჩები და დარწმუნებულ ვარ შენ ეს სრულებითაც არ
განაღვლებს. შენ მშობლებს კი ენაღვლება.
– მერე რატომ არ უთხარი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია –
იკითხა ანამ.
– ნუთუ ამის ჩამდენს ვგევარ? – თქვა დიანამ წყენით – მე
ენის მიმტანი არა ვარ, ანა შირლი. გარდა ამისა, მე ისეთივე
დამნაშავე ვარ, როგორც შენ.
– კარგი – გადავწყვიტე თვითონვე ვუთხრა – თქვა ანამ
მტკიცედ.
დიანა შეაჩერდა მას.
– ანა შირლი, არ მესმის რატომ უნდა უთხრა. რა წერას აუ-
ტანიხარ. ის შენ ცოცხლად შეგჭამს!
– ნუ მაშინებ ისედაც გული მისკდება – შეევედრა ანა – მერ-
ჩივნა ლომის ხახაში შემეყო თავი, მაგრამ გადაწყვეტილი
მაქვს ასე მოვიქცე, დიანა.
– ჩემი დანაშაულია და უნდა ვაღი ჩო. ამაში უკვე მაქვს გა-
მოცდილება საბედნიეროდ.
– მაშ კარგი. სასტუმრო ოთახშია – თქვა დიანამ თუ გინდა
შესვლა, შედი. მე პირადად ვერ გავბედავდა, არა მგონია აქე-
დან რამე გამოვიდეს.
ასეთი წახალისების შემდეგ, ანამ ლომის ხახაში შეყო თავი.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ანა გაბედულად მიადგა სასტუმრო
ოთახის კარს და ოდნავ გასაგონად დააკაკუნა. გაისმა უხეში
ხმა „შემოდით“.
მის ჟოზეფინა მარი ხმელი დაძაბული და შეუდრეკელი იჯდა
ბუხართან და გაცხარებული ქსოვდა. მასში რისხვა არ დამ-
ცხრალიყო, თვალები ოქროსჩარჩოიან სათვალეებიდან ელ-
ვარებდნენ. სკამზე შემოტრიალდა და დიანას დანახვას რომ
მოელოდა ხელში შერჩა გაფითრებული გოგონა, რომლის
დიდრონი თვალები სასოწარკვეთილ სიმამაცესა და ღრმა
შიშს გამოხატავდა.
– შენ ვინა ხარ? – შეეკითხა მის ჟოზეფინა ბარმა უცერემო-
ნიოდ.

181 მკითხველთა ლიგა


– მე გახლავართ ანა მწვანე მეზონინიდან – მიუგო პაწია
მნახველმა გაუბედავად და ჩვეულებისამებრ ხელები გულთან
დაიწყო, მოვედი რათა ვაღიარო, თუ ნებას მომცემთ...
– რა უნდა აღიარო?
– გასულ ღამეს საწოლზე თქვენ რომ დაგახტით, ჩემი ბრა-
ლი იყო. დიანა არასდროს მოიფიქრებდა ასეთ რამეს. დარ-
წმუნებული ვარ, დიანა კარგად აღზრდილი გოგოა, მის ბარი,
უსამართლობაა თქვენის მხრიდან დიანას რომ ადანაშაულე-
ბთ.
– რაო, რაო! ყოველ შემთხვევაში იმ ხტომაში დიანაც მონა-
წილეობდა. ასეთი საქციელი ღირსეულ სახლში ყოვლად და-
უშვებელია!
– მაგრამ ჩვენ მხოლოდ ვთამაშობდით. აცივდებოდა ანა –
მე. ვფიქრობ თქვენ უნდა გვაპატიოთ, მის ბარი, ახლა როდე-
საც მე მოვიბოდიშე. ყოველ შემთხვევაში დიანას აპატიეთ, ნუ
ეტყვით უარს გაკვეთილებზე. დიანა ისე მოწადინებულია ის-
წავლოს მუსიკა, მის ბარი და ვიცი ძალიან კარგად რას ნიშნავს
რაღაცას რომ ელოდები და ვერ მიიღებ, თქვენ თუ გინდათ ჯავ-
რი ვინმეზე იყაროთ, ჩემზე იყარეთ. მე ადრეულ წლებში ხში-
რად ყოფილან ჩემზე გაჯავრებული ისე რომ მე ამას შეჩვეული
ვარ და დიანაზე უკეთ შემიძლია ავიტანო.
ამასობაში მოხუცი ქალის თვალებიდან თითქმის გაქრა გა-
ჯავრებული მზერა და მისი ადგილი დაიკავა თავშესაქცევმა
ინტერესმა. მაგრამ მაინც მკაცრად წარმოთქვა:
– არა მგონია გამართლებდა ის გარემოება, რომ ეს მხო-
ლოდ თამაში იყო, მე როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, პატარა
გოგოები ნებას არ აძლევდნენ თავს. ასეთი რამით ეთამაშათ.
შენ იცი რა არის როდესაც ღრმა ძილისაგან გრძელი და დაძა-
ბული მგზავრობის შემდეგ, ორი დიდი გოგო ზედ დაგახტება
და გაგაღვიძებს.
– მე არ ვიცი, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო – წარმოთ-
ქვა ანამ მგზნებარედ – მე დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან შე-
მაწუხებელია, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენი მდგომარეობაც
გასათვალისწინებელია. წარმოსახვის უნარი გაქვთ, მის ბა-

182 მკითხველთა ლიგა


რი? თუ გაქვთ, მაშინ ჩვენს ადგილას წარმოიდგინეთ თქვენი
თავი. ჩვენ არ ვიცოდით რომ საწოლში ვიღაც წევს, და თქვენ
ჩვენში შიშის ზარი გამოიწვიეთ. ეს იყო რაღაც არაჩვეულებ-
რივი შეგრძნება, რაც ჩვენ განვიცადეთ. მერე კიდევ ხუმრობა
საქმეა სასტუმრო ოთახში დაძინებას დაგვპირდნენ, და ეს შე-
საძლებლობა მოულოდნელად ხელიდან გამოგვეცალა –
თქვენ მიჩვეული ბრძანდებით სასტუმრო ოთახში ძილს, მაგ-
რამ აბა წარმოიდგინეთ რას იგრძნობდით პატარა ობოლი გო-
გო რომ ყოფილიყავით, რომელსაც თავის სიცოცხლეში ასეთი
პატივი არ ღირსებია.
ამჯერად მოხუც ქალს გაჯავრებული მზერა სრულიად გაუქ-
რა სახიდან. მის ბარიმ ანას სიტყვებზე გულიანად გადაიხარ-
ხარა. დიანამ გაიგონა მის ჟოზეფინას მხიარული ხმა სამზა-
რეულოში და შვებით ამოისუნთქა. რადგანაც ხმაგაკმენდილი
ელოდებოდა შედეგს და ღელავდა. ვშიშობ რომ ჩემს წარმო-
სახვას ობი მოეკიდა რადგანაც დიდი ხანია მე ის აღარ გამო-
მიყენებია. გავბედავ და ვიტყვი, რომ შენი მოთხოვნა თანაგ-
რძნობაზე ისევე ძლიერია, როგორც ჩემი. ყველაფერი იმაზეა
დამოკიდებული რა თვალით შეხედავ მას. მოდი გვერდზე და-
მიჯექი და შენზე მომიყევი.
– ძალიან ვწუხვარ რომ არ შემიძლია – თქვა ანამ მტკიცედ
სიამოვნებით მოგიყვებოდით,რომ შემეძლოს იმიტომ რომ
თქვენ საინტერესო ქალი ჩანხართ და შესაძლოა მონათესავე
სულიც იყოთ. თუმცა ერთი შეხედვით ამას ვერ იტყოდით. ჩემი
ვალია მალე სახლში წავიდე. მის მარილა კართბერტთან. მის
მარილა ძალიან კეთილი ქალია, რომელმაც მე ამიყვანა აღ-
საზრდელად და ყველაფერს აკეთებს რათა წესიერად აღმზარ-
დოს. მაგრამ ძალიან უმადური სამუშაოა. საწოლში დაგახტით
მე და დიანა იმას არ დააბრალოთ. ვიდრე წავალ მსურს გავი-
გო აპატიეთ თუ არა დიანას და ავონეაში იმდენ ხანს რჩებით,
რამდენიც განსაზღვრული გქონდათ?
– ვფიქრობ დავრჩები, შენ თუ ხანდახან შემოვივლი და მე-
საუბრები.

183 მკითხველთა ლიგა


იმ საღამოს მის ბარიმ დიანას ვერცხლის ბრასლეტი აჩუქა
და ოჯახის უფროსებს მოახსენა, რომ შეუძლიათ ამოალაგონ
მისი ბარგი.
– გადავწყვიტე დავრჩე იმისათვის რომ უფრო კარგად გა-
ვიცნო ის ანა გოგო განაცხადა მან გულახდილად.
– მან მე გამახალისა. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ხალისიანი
გოგო არ შემხვედრია.
მარილამ როცა მოისმინა მთელი ამბავი, მისი ერთადერთი
კომენტარი იყო – მე შენ გეუბნებოდი – და ეს მიმართული იყო
მათეოსადმი. მის ბარი ერთი თვე და მეტიც დარჩა როგორც
არასდროს ისეთი სტუმარი იყო, რადგანაც ანა მას კარგ ხასი-
ათზე აყენებდა. ისინი გახდნენ განუყრელი მეგობრები.
როდესაც მის ბარი მიემგზავრებოდა თქვა:
– გახსოვდეს ანა-გოგო, როდესაც ქალაქში ჩამოხვალ, უნ-
და მინახულო. მე შენ დასაძინებლად ჩემ საუკეთესო სასტუმ-
რო ოთახში დაგაწვენ. მის ბარი მონათესავე სული აღმოჩნდა
გაანდო ანამ მარილას. ერთი შეხედვით ასეთი არ გეგონება,
მაგრამ სინამდვილეში არის. ასეთ შთაბეჭდილებას არ ტო-
ვებს. მათეოსი არ იყოს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ თა-
ვისთავად მიხვალ ამ დასკვნამდე. მონათესავე სული არც ისე-
თი ცოტა ყოფილა, როგორც მე მეგონა. შესანიშნავია, როცა
აღმოაჩენ რომ ასეთი ადამიანები ბევრია ამქვეყნად.

184 მკითხველთა ლიგა


თავი XX

კარგ წარმოსახვას ნიადაგი ეცლება.

გაზაფხული კვლავ ეწვია მწვანე მეზონინს – მშვენიერი, კეკ-


ლუცი წინააღმდეგობრივი კანადური გაზაფხული. მთელი აპ-
რილი და მაისი ჯახირობდა, საშველი არ დაადგა დათბობას.
მაგრამ დროდადრო საღ გრილ ამინდებს აგზავნიდა, მზის ჩას-
ვენების სილამაზეს ჩუქნიდა ხალხს და ბუნების გაღვიძების
მკვდრეთით აღდგომის სასწაულებს თვალწინ წარმოგვიდგენ-
და. შეყვარებულთა ბილიკზე ნათლად აკვირტებულიყო ნე-
კერჩხლები, ხოლო დრაიდის წყაროს ირგვლივ პაწია დახუჭუ-
ჭებული გვიმრები ამოხეთქილიყვნენ მიწიდან – მოშორებით,
სლაიას სლოანის მიწაზე მაისის ყვავილები აყვავებულიყვნენ,
ვარდისფერი და თეთრი ვარსკვლავებივით ბზინავდნენ მოყა-
ვისფრო ფოთლების ქვეშ. ამ სილამაზეს. მთელი სკოლის გო-
გო-ბიჭები გაეხალისებინა, ნაშუადღევს შეგროვილიყვნენ და
ახლა გამჭვირვალე ბინდ-ბუნდში სახლებში მიეშურებოდნენ.
თან კალათებით თან მიჰქონდათ ყვავილნარების ნადავლი.
– მეცოდება ის ადამიანები, რომლებიც ისეთ ქვეყანაში
ცხოვრობენ, სადაც მაისის ყვავილები არ ხარობს – თქვა ანამ
– დიანა ამბობს, შესაძლებელია იმათ ამაზე უკეთესებიც აქ-
ვთო, მაგრამ რა შეიძლება ამაზე უკეთესი რამ არსებობდეს?
კიდევ, ამტკიცებს თუ იმათ არ იციან როგორი თვალწარმტა-
ცია ეს ყვავილები, მაშინ არც ენატრებათ ისინი. მე იცით რას
ვფიქრობ მაისის ყვავილები უნდა იყვნენ ყვავილების სული,
რომლებიც გასულ ზაფხულს დაიხოცნენ და ეს არის მათი ზე-
ცა-სამოთხე. ჩვენ შესანიშნავი დრო გავატარეთ დღეს, მარი-
ლა. დაბლობზე, ძველ წყაროსთან ვიქეიფოთ. ისეთი რომან-
ტიკული ადგილია ჩარლ სლოანსმა გამოიწვია არტი ჯილისი –

185 მკითხველთა ლიგა


წყაროს გადახტომოდა. არტი გადახტა. არ შეიძლებოდა გა-
მოწვევა არ მიეღო. გამოწვევაზე უარს არავინ ამბობს. ახლა ეს
ძალიან მოდაშია. მისტერ ფილიპსმა მაისის ყვავილები დაკ-
რიფა და პრისი ენდრიუსს მიართვა. მე გავიგონე რომ უთხრა:
„მშვენიერებს შორის უმშვენიერესიო“. ეს წიგნიდან ამოიღო,
მე ვიცი, მაგრამ ეს იმას ამტკიცებს, რომ მას აქვს წარმოსახვის
უნარი. მეც მთავაზობდნენ მაისის ყვავილებს, მაგრამ მე ზიზ-
ღით უარი ვთქვი იმათ მიღებაზე. აღთქმა მაქვს დადებული,
რომ იმ პიროვნებისაგან არც საჩუქრებს მივიღებ და მის სა-
ხელსაც არ წარმოვთქვამ. ჩვენ ყველამ მაისის ყვავილებისა-
გან გვირგვინები გავიკეთე და ქუდები დავამშვენეთ და როცა
დრო მოვიდა სახლში წასასვლელად ორი ორად დაწყობილი
მწკრივად მარშით გავემართეთ თაიგულებითა და გვირგვინე-
ბით. თან ვმღუეროდით ჩემი სახლი გორაკზეა. ისეთი ამაღელ-
ვებელი იყო, მარილა. მისტერ ვაისის ოჯახის წევრები გარეთ
გამოეფინენ ჩვენს სანახავად. გზაზე რომ მოვდიოდით ვინც კი
გვხვდებოდა, ჩვენ აღტაცებით შემოგვცქეროდა. ნამდვილი
სენსაცია იყო.
– ძალიანაც არ გამკვირვებია! ნამდვილი ცირკი მოგიწყვი-
ათ!
– იყო მარილას შეფასება.
მაისის ყვავილების შემდეგ ამოიზარდნენ იები, იებით მო-
ფენილი მინდორი წითლად შეიღება. ანა სკოლაში რომ მი-
დიოდა ფრთხილად ადგამდა ფეხს მიწას და ისე მოწიწებით და
მოკრძალებით მიაბიჯებდა, გეგონებოდათ წმიდა მიწაზე მიდი-
სო.
– უცნაურია – უთხრა დიანას ანამ, მაგრამ როდესაც აქა
ვარ, სულ არ მენაღვლება გილი სწავლაში გამასწრებს თუ
არა, მაგრამ სკოლაში სულ სხვა ხასიათზე ვდგები, ისე ვცდი-
ლობ რომ მეტი არ შეიძლება. ჩემ ში უამრავი სულ სხვადასხვა-
ნაირი ანაა. ხანდახან ვფიქრობ, ალბათ ამიტომაც ვარ ასეთი
მოუსვენარი. მე რომ ერთი ანა ვყოფილიყავი, უფრო მშვიდად
ვიგრძნობდი თავს. მაგრამ საინტერესო აღარ იქნებოდა. ერთ
ივნისის საღამოს, როდესაც კვლავ ვარდისფრად გადაიფურ-

186 მკითხველთა ლიგა


ჩქნა არე-მარე, ბაყაყები საამურად ყიყინებდნენ ჭაობში, მო-
ელვარე წყლების ტბის შორიახლოს, როდესაც ჰაერი სავსე
იყო სამყურებით მოფენილი მინდვრისა და ნაძვის ტყეებიდან
მონაბერი სურნელებით, ანა თავისი ოთახის ფანჯარასთან
დამჯდარიყო და გაკვეთილების სწავლით იყო გართული. მაგ-
რამ ისე ჩამობნელდა, რომ ასოებს ვეღარ არჩევდა, ფართოდ
გახელილი თვალებით თოვლის დედოფლის ტოტებზე გაფურ-
ჩქნილ თეთრ ყვავილებს აღტაცებით შეჰყურებდა და ოცნება-
ში იყო წასული.
არც ერთ შემთხვევაში პატარა ოთახი არ იყო შეცვლილი,
კედლები მასში ძველებურად თეთრი იყო, ნემსების ბალიში
ისეთივე გაქვავებული და მოუდრეკელი, სკამები მაგარი და
გაშეშებული როგორც ყოველთვის, მაგრამ, მიუხედავად ამი-
სა ოთახის ხასიათი მთლიანად შეცვლილ(ია. რაღაც ახალს
დაუსადგურებია მასში. ოთახი გაჟღენთილა რაღად ფეთქება-
დი სიახლით, რომელიც არ იყო დამოკიდებული მოწაფე გო-
გონას წიგნებზე, კაბებზე, ბაფთებზე, არც თუნდაც გაბზარულ
ცისფერ ვაზაზე, რომელიც აყვავებული ვაშლის ხის ტოტებით
სავსე დაუდგამთ მაგიდაზე. თითქოს ამ ოთახის სიცოცხლით
სავსე მობინადრის ოცნებებს მოუპოვებია დამოუკიდებელი
არსებობის უნარი. თუმცა არამატერიალური ფორმით და შიშ-
ველ კედლებზე გამჭირვალე გობელენივით ცისარტყელისა
და მთვარის შუქის სახით.
ოთახში ცოცხლად შემოვიდა მარილა ანას რამდენიმე ახ-
ლად გაუთოებული სასკოლო წინსაფრით ხელში, სკამზე ჩა-
მოკიდა და დაჯდა, რათა სული მოეთქვა. შუადღისას თავის
ტკივილი აწუხებდა და თუმცა გადაუარა, თავს სუსტად
გრძნობდა „არაქათგამოცლილი“ იყო, როგორც თვითონ აღ-
ნიშნა. ანამ თანაგრძნობითა და სიმპათიით შეხედა.
– ნეტა თქვენს ადგილას მე მქონოდა თავის ტკივილი. მე
თქვენს ადგილას სიამოვნებით ავიტანდი.
შენ ჩემდამი თანაგრძნობა მუშაობით გამოხატე შეცდომე-
ბი, რა თქმა უნდა გქონდა, მათეუს ცხვირსახოცებს გახამება
არ უნდოდა. უმთავრესი ხალხი როდესაც ღვეზელს ღუმელში

187 მკითხველთა ლიგა


დებს გასათბობად და სადილის დროს გამოიღებს, სანამ ცხე-
ლია, იმის მაგივრად რომ დატოვოს შიგ დასაწვავად და ნახში-
რად აქციოს. შენი განზრახვა გაუგებარია. თავის ტკივილი მა-
რილაში ყოველთვის იწვევდა სარკაზმს.
– ო, ძალიან ვწუხვარ – თქვა ანამ სინანულით.
– როდესაც ღვეზელს ღუმელში ვდებდი, ამაზე სრულები-
თაც არა ვფიქრობდი, თუმცა ინსტიქტურად ვგრძნობდი, რომ
სუფრას რაღაც აკლდა. როდესაც მე დამტოვეთ ამ დილით და-
ვალებით, მე მტკიცედ გადავწყვიტე არაფერი არ წარმომედგი-
ნა და ფაქტებზე გამემახვილებინა ყურადღება. კარგად ვიქ-
ცეოდი იქამდე, სანამ ღვეზელი არ შევდე ღუმელში. შემდეგ
დაუძლეველი ცდუნება შემომიჩნდა. წარმოვიდგინე, რომ მე
ვარ მოჯადოებული პრინცესა დამწყვდეული უმშვენიერეს
კოშკში და კუპრივით შავ რაშზე მჯდარი ლამაზი რაინდი მოვი-
და ჩემს დასახსნელად აი ამიტომ სულ გადამავიწყდა ღვეზე-
ლი. მე არ ვიცოდი ცხვირსახოცები თუ არ უნდა გავაკრახმა-
ლო. როდესაც ვაუთოებდი ვცდილობდი მომეფიქრებინა იმ
კუნძულისათვის დიანამ და მე რომ აღმოვაჩინეთ, ზევით წყა-
როსთან რა უნდა დაგვერქვა, უაღრესად თვალწარმტაცი ად-
გილია, მარილა, იქ ორი ნეკერჩხლის ხეა და წყარო მიჩუხჩუ-
ხებს მის გარშემო. უცბად მე თავში გამიელვა აზრმა, რომ შე-
სანიშნავი იქნება თუ ვიქტორიას კუნძულს დავარქმევთ, იმი-
ტომ რომ აღმოვაჩინეთ დედოფლის დაბადების დღეს. დიანა-
ცა და მეც ორივენი ძალიან თავდადებულები ვართ. მაგრამ
ვწუხვარ ღვეზელის გამო და ცხვირსახოცებზეც. დღეს მე უსაზ-
ღვროდ კარგი მინდოდა ვყოფილიყავი იმიტომ რომ წლისთა-
ვია. აღარ გახსოვს ერთი წლის წინ ამ დღეს რა მოხდა?
– არა, ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ ვიხსენებ.
– ო, მარილი, ეს ის დღე იყო, მე რომ ჩამოვედი მწვანე მე-
ზონინში. ეს დღე მე არასოდეს არ დამავიწყდება. რა თქმა უნ-
და თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთელი წელია, რაც
აქა ვარ და მთელი ეს დრო ბედნიერი ვიყავი. რა თქმა უნდა,
საწუხარი არ მქონდა. წუხილის გარეშე ვინა ცხოვრობს.
გწყინს, რომ მე ამიყვანე, მარილა?

188 მკითხველთა ლიგა


– არა – ამას ვერ ვიტყვი, რომ ვნანობ თქვა მარილამ, რო-
მელსაც ზოგჯერ უკვირდა როგორ შეეძლო ცხოვრება ანას ჩა-
მოსვლამდე – თუ გაკვეთილების სწავლა დაამთავრე, ანა მინ-
და გაიქცე მის ბარისთან და სთხოვო მათხოვოს დიანას წინ-
საფრის თარგი.
– ო, ძალიან ბნელა – წამოიყვირა ანამ.
– ძალიან ბნელა? რას ამბობ, ახლა მხოლოდ შებინდებუ-
ლია.
– ხვალ დილით ადრე წავალ თქვა ანამ მგზნებარედ მზის
ამოსვლისთანავე ავდგები და წავალ მარილა.
– ახლა რა გიშავს, რა შეგიჩნდა, ანა შელი? მე მჭირდება
თარგი ახალი წინსაფარი რომ გამოვჭრა ამ საღამოს..
ახლავე წადი, მარდად.
– მაშინ შემოვლით წავალ, ძირითადი გზით – თქვა ანამ და
უხალისოდ ქუდს წაავლო ხელი.
– შორი გზით თუ წახვალ, ნახევარ საათს დაკარგავ! მაინტე-
რესებს გავიგო, რა დაგემართა!
– არ შემიძლია მოჩვენებების ტყე გავიარო, ასეთ დროს, მა-
რილა – წამოიყვირა სასოწარკვეთილმა ანამ.
მარილა გაშტერდა.
– მოჩვენებების ტყე? გაგიჟდი? როგორ, ფარდულთან რა
მოჩვენებების ტყეა?
– წყაროსთან, ნაძვნარში – თქვა ანამ ჩურჩულით.
– სისულელეა! ასეთი არაფერია ამ არე-მარეში. ასეთი ჩმა-
ხი ვინ გითხრა.
– არავისაც არ უთქვამს აღიარა ანამ – დიანამ და მე წარმო-
ვიდგინეთ, რომ ნაძვნარის ტყე აჩრდილებით არის დასახლე-
ბული. აქ ირგვლივ სულ ასეთი სახიფათო ადგილებია ჩვენ გა-
სართობად მოვიფიქრეთ. მოჩვენებების ტყე ძალიან რომანტი-
კულად ჟღერს, მარილა. ნაძვნარის ტყე იმიტომ ავირჩიეთ,
რომ ყველაზე პირქუში ადგილია, აქ ღამღამობით წყაროს გას-
წვრივ ერთი თეთრ სამოსელში ერთი ქალი დაძრწის და საშინ-
ლად ყმუის. ის იმ დროს ჩნდება, როდესაც ოჯახში ვინმეს სიკ-
ვდილია მოსალოდნელი. აქვე პატარა ბავშვი ჩნდება. მოგეპა-

189 მკითხველთა ლიგა


რება უკნიდან და გაყინულ ხელებს ხელებზე გადებს. ამის გახ-
სენებაც კი მზარავს. არის კიდევ უთავო კაცი. ბილიკზე დაი-
არება აქეთ-იქით. ტოტებს შორის ჩონჩხები იმზირებიან. ო, მა-
რილა მე არაფრისდიდებით არ წავალ აჩრდილების ტყის გავ-
ლით დაბნელების შემდეგ. დარწმუნებული ვარ თეორი სულე-
ბი გამოჩნდებიან ხეებს შორის და ხელს მტაცებენ.
– ნეტა თუ ვინმეს სმენია ასეთი რამ! წამოიძახა მარილამ,
რომელიც განცვიფრებული უსმენდა ანას – ანა შირლი, ნუთუ
შენ გჯერა ეს უაზრობა? შენი ფანტაზიის ნაყოფია და სხვა არა-
ფერი.
– რომ ვთქვათ, ძალიანაც არა მჯერა – ენის ბორძიკით წარ-
მოთქვა ანამ ყოველ შემთხვევაში დღისით, მაგრამ როცა დაბ-
ნელდება, მარილა, მაშინ სხვა საქმეა. მოჩვენებები ამ დროს
დადიან ხოლმე.
– მოჩვენებები არ არსებობენ, ანა.
– არსებობენ, მარილა! – წამოიძახა ანამ მგზნებარედ.
მე ვიცი ხალხი, რომელთაც უნახავთ. ესენი ღირსეული ადა-
მიანები არიან. ჩარლი ამბობს, რომ მისმა ბებიამ ნახა თავისი
პაპა ძროხებს რომ მიერეკებოდა ერთ ღამეს. მაშინ ის ერთი
წლის მკვდარი იყო. თქვენ იცნობთ ჩარლ სლოანსის ბებიას.
ის ტყუილს არ იტყოდა, ის ძალიან რელიგიური ქალია. მისის
თომასის მამას ერთ ღამეს თავმოჭრილი ბატკანი მოსდევდა,
თავი კანაფით ტყავზე ეკიდა. მან თქვა, რომ იცის, ეს მისი ძმის
სულია. ეს გაფრთხილება იყო. ის ცხრა დღეში მოკვდება. მარ-
თალია ცხრა დღეში არ მომკვდარა, ორი წლის შემდეგ მოკ-
ვდა, მაგრამ მაინც გამართლდა. როგორც ხედავ, რუბი ჯილი-
სი ამბობს...
– ანა შირლი – შეაწყვეტინა მარიამ მტკიცედ – არ მინდა
ასეთი რამეები კიდევ მელაპარაკო. მე ეჭვი მეპარება შენ წარ-
მოსახვებში, თუ ამათ ასეთ შედეგამდე მივყავართ. ახლავე
წახვალ ბარებთან და სწორედ ნაძვის ტყის გავლით. ეს იქნება
შენთვის გაკვეთილი, და ამის შემდეგ ენას აღარ დაძრავ მოჩ-
ვენების ტყეზე. ანამ ამაოდ ეხვეწა მარილას და რაც შეეძლო
იტირა, მაგრამ არაფერმა არ გასჭრა ქედმოუხრელ მარილას-

190 მკითხველთა ლიგა


თან. ანა მართლა ძალიან იყო შეშინებული. თავისმა წარმო-
სახვამ დაატეხა თავს ეს განსაცდელი. მარიამ ნაკადულამდე
მიიყვანა მოცახცახე აჩრდილების მხედველი და დაავალა და-
ნარჩენი გზა ხიდის, გადასვლა და მოქვითინე ქალებისა და
უთავო აჩრდილების ბნელი თავშესაფარი თვითონ მარტოს
გაეარა.
– ო, მარილა, როგორ შეგიძლია ასეთი სასტიკი იყო? – ქვი-
თინებდა რას იგრძნობ მაშინ თეთრმა აჩრდილებმა რომ ხელი
მტაცონ და თან წამიყვანონ?
– ვცადოთ, ვნახოთ რა მოხდება – თქვა მარილამ ყოველ-
გვარი შეცოდების გარეშე შენ ხომ იცი, მე ყოველთვის იმას
ვამბობ რასაც ვფიქრობ. მე მაგ მოჩვენებებისაგან განგკურ-
ნავ, ზოგიერთ ადგილებში რომ წარმოგიდგენია. ახლა კი გას-
წი.
ანა გზას გაუდგა ფეხების კანკალით. გადაიარა ხიდი და
ჟრჟოლვით დაადგა დაბინდულ ბილიკს. თავის სიცოცხლეში
არ დაავიწყდება ეს გზა. მწარედ ინანა თავის წარმოსახვას
თავნებობის ნება რომ მისცა. თავისი ფანტაზიის ავი სულები
ყოველ ნაბიჯზე დარაჯობდნენ. მისკენ გამოწვდილი უსიცოც-
ხლო ცივი ხელებით აპირებდნენ გულგახეთქილი პატარა გო-
გოს მოტაცებას. არყის ხის ორი ტოტის ხახუნისაგან პატარა
ხის ქერქი ქარმა რომ მისკენ გამოაქროლა, ამან შუბლზე ოფ-
ლი გამოადინა. სიბნელეში ერთმანეთს დაეტაკა ორი ღამურა
მას თავზე და მას ეგონა იმქვენიური არსებების ფრთები შე-
ეხო. როდესაც მან მიაღწია მისტერ ვილიამ ბელის მინდორს,
მას ეგონა, რომ თეთრი არსებების მთელი არმია მოსდევდა
მას. ბარი სამზარეულოს კარებს რომ მიაღწია მას, სული ჰქონ-
და შეხუთული და სულს ძლივს ითქვამდა. ძლივს მოახერხა
წარმოეთქვა ის სათხოვარი, რისთვისაც იყო მოსული „წინ-
საფრის თარგი“, რადგანაც დიანა სახლში არ იყო, დარჩენა არ
ისურვა. წინ ელოდა უკან დასაბრუნებელი საშინელი სატან-
ჯველი გზის გავლა. ანა თავდახუჭული გაუდგა გზას, ერჩივნა
დატაცებოდა ტოტებს, ვიდრე თეთრი არსებები ეხილა. როდე-

191 მკითხველთა ლიგა


საც მან ბოლოს ძელებიან ხიდს გამოაღწია, შვებით ამოისუნ-
თქა.
– მაშ, არავის დაუჭერიხარ? – უთხრა მარიამ დაუნდობ-
ლად.
– ო, მა-მარილა – წაიბურტყუნა ანამ.
– მე ამის შემდეგ ახლო-მახლო ადგილებით შემოვიფარ-
გლები.

192 მკითხველთა ლიგა


თავი XXI

ახალი სიტყვა

– იმ ქვეყნად შეხვედრის და დაშორების მეტი არაფერია,


როგორც მისის ლინდი ამბობს – შენიშნა ანამ სევდიანად და
სამზარეულოს მაგიდაზე დაალაგა თავისი გრიფელის დაფა და
წიგნები ივნისის ბოლო დღეს. თან გაწითლებული თვალები
ძალიან სველი ცხვირსახოცით გაიწმინდა.
– აბა ეს ბედი არ იყო, მარილა, სკოლაში მეორე ცხვირსა-
ხოციც რომ წავიღე! წინათგრძნობამ მიკარნახა რომ დამჭირ-
დებოდა.
– ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი მისტერ ფილიპსი ასე ძალი-
ან თუ გეყვარებოდათ, რომ ორი ცხვირსახოცი დაგჭირდებო-
დაც ცრემლების შესამშრალებლად.
არ მეგონა იმის წასვლა ასე თუ დაგამწუხრებდათ – თქვა მა-
რილამ. არა მგონია იმის გამო ვტიროდი, რომ ძალიან მიყ-
ვარდა – ფიქრობდა ანა – ყველა ტიროდა და მეც ავტირდი.
რუბი ჯილისი იყო პირველი, ვინც დაიწყო ტირილი. რუბი ყო-
ველთვის აცხადებდა, რომ მისტერ ფილიპსი სძულს, მაგრამ
კი გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმას შეუდგა, ცრემ-
ლები წასკდა. მერე ყველა გოგო ერთიმეორის მიყოლებით
ტირდა. მე ვცდილობდი თავი შემეკავებინა, მარილა. გავიხსე-
ნე რომ მაიძულა გილთან – ბიჭის გვერდზე, დავმჯდარიყავი,
ისიც გავიხსენე ჩემს მიმართ როგორი დამცინავი და გესლია-
ნი იყო, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა, თავი ვერ შევიკავე, მეც
ტირილი დავიწყე. ჯეინ ენდრიუ მთელი ერთი თვე გაიძახოდა
ნეტა ერთი წავიდოდეს მოხარული ვიქნებიო და ყველაზე უა-
რეს დღეში ის ჩავარდა. იძულებული გახდა თავის ძმისათვის
ეთხოვა ცხვირსახოცი. რა თქმა უნდა, ბიჭებს არ უტირიათ.

193 მკითხველთა ლიგა


ცხვირსახოცი არ წამოუღია. ჯეინ ენდრიუს არ ეგონა თუ დას-
ჭირდებოდა, ო, მარილა, იცი რა გულის ამაჩუყებელი იყო მის-
ტერ ფილიპსმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა რომ წარმოს-
თქვა. განშორების დრო რომ დადგა ძალიან ეფექტური იყო.
მასაც ცრემლებით აევსო თვალები. საშინლად ვგრძნობდი
თავს. ვნანობდი, რომ გაკვეთილებზე ვლაპარაკობდი, ჩემ
გრიფელის დაფაზე მასწავლებლების კარიკატურებს ვხვტავ-
დი, პრისიზე და იმაზე ვიცინოდი, ვნანობდი, რომ საუკეთესო
მოწაფე არ ვიყავი მინი ენდრიუსავით. ის არასოდეს იგრძნობს
სინდისის ქენჯნას. გოგოები გზაშიც ტიროდნენ, მე საშინლად
დავნაღვლიანდი, მარილა მაგრამ ვერავინ ვერ იქნება სევდია-
ნი ორი თვე, როდესაც არდადეგები მათ წინაა, ხომ შეუძლებე-
ლია, მარილა ამდენი ხანი სულ მოწყენილი იყო. გარდა ამისა,
ჩვენ შევხვდით ახალ მღვდელსა და მის ცოლს სადგურში. სა-
ერთოდ კი თავს ცუდად ვგრძნობდი მისტერ ფილიპსის წას-
ვლის გამო, ამიტომ დიდი ყურადღება ვერ გამოვიჩინე. თქვენ
როგორ გგონიათ შემეძლო. მისი ცოლი ძალიან მშვენიერი ქა-
ლია. მართალია, მეფური სილამაზე არა აქვს, მაგრამ ნამდვი-
ლად მიმზიდველი ქალია. არც არის საჭირო მღვდლის ცოლი
ზღაპრული სილამაზისა იყოს. ცუდ მაგალითს მისცემდა
ხალხს. მისის ლინდი ამბობს ნიუბრიჯში მღვდლის ცოლი ცუდ
მაგალითს იძლევა იმით, რომ მეტისმეტად მოდურად იცვამს.
ჩვენ ახალ მღვდლის ცოლს ეცვა ცისფერი მუსლინის კაბა ლა-
მაზი ბუფებიანი სახელოებით, ქუდი ეხურა ვარდებით მორთუ-
ლი. ჯეინ ენდრიუმ თქვა ბუფებიანი სახელოები მღვდლის ცო-
ლისათვის მეტისმეტი ფუფუნებააო, მაგრამ მე ასეთი ულმობე-
ლი არ ვიქნები. მე ვიცი რასაც ნიშნავს ბუფეტიანი სახელოების
ძლიერ სურვილს გაუძლო. გარდა ამისა ის დიდი ხანი არ არის
რაც მღვდლის ცოლია. ეს აუცილებლად არის მხედველობაში
მისაღები. მღვდელი და მისი ცოლი დროებით აპირებენ მისის
ლინდის ბინაში დასახლდნენ, სანამ მღვდლის ბინა მომზად-
დება.
ახლა ჩემთვის გასაგებია რატომ ესტუმრა მისის ლინდს მა-
რილა იმ საღამოს, შარშან ზამთარს მისის ლინდისაგან ნათ-

194 მკითხველთა ლიგა


ხოვარი საბნის უზორის დაბრუნება რომ მოიმიზეზა, მაგრამ
მისი მისვლის ნამდვილი მოტივი მთელი ავონლეას მაცხოვ-
რებლების სისუსტე მანაც ვერ დაძლია. ახალი მღვდელი, მით
უმეტეს, ცოლთან ერთად იყო ცნობისმოყვარეობის ძირითადი
ობიექტი წყნარ პატარა დასახლებაში, სადაც სენსაციები არც
თუ ისე ხშირია.
მოხუცი მისტერ ბენტლი, რომელსაც ანა ადანაშაულებდა
წარმოსახვის უქონლობაში, პასტორად მუშაობდა ავონლეაში
თვრამეტი წელი. ის ქვრივი იყო, როცა ჩამოვიდა და ქვრივა-
დაც დარჩა. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ჭორები ყოველ წე-
ლიწადს სისტემატიურად ხან ვისზე აქორწინებდა, ხან ვისზე.
გასულ თებერვალს მან უარი განაცხადა თავისი მოვალეობის
შესრულებაზე და ხალხის მწუხარების მიუხედავად დატოვა
ავონლეა, თუმცა მას როგორც ორატორს არ აქებდნენ. ამის
შემდეგ ავორლეას ბედნიერება ხვდა წილად მოესმინათ მრა-
ვალი კანდიდატი პასტორის თანამდებობაზე და „მონაცვლე-
ები“ რომლებიც ჩამოდიოდნენ ქადაგებისათვის. ესენი მისა-
ღები იყვნენ. პასუხისმგებლობის მქონე პირების მსჯელობის
საგნად იქცა, მაგრამ ამავე დროს ერთ პატარა წითელთმიან
გოგონასაც ჰქონდა თავისი აზრი, რომელსაც ღრმად აანალი-
ზებდა მათეუსთან, რადგანაც მარილა ყველა სახესა და ფორ-
მაში თავს არიდებდა მღვდლის კრიტიკას.
– მე არც ვფიქრობ რომ მისტერ სმითმა ბევრს მიაღწია, მა-
თეუ – იყო ანას საბოლოო დასკვნა.
– მისის ლინდი ამბობს, რომ მას გადაცემა არ უვარგოდა.
მე ვფიქრობ მისი ყველაზე დიდი ნაკლი ისევე როგორც მის-
ტერ ბენტლის იყო ის, რომ წარმოსახვის უნარი არა ჰქონდა,
ხოლო მისტერ ტერის მეტისმეტად ბევრი. თავისი წარმოსახვა
ისე შორს წავიდა, როგორც მე დამემართა აჩრდილების ტყის
გამო. გარდა ამისა, მისის ლინდი ამბობს, მისი თეოლოგია არ
იყო დამარწმუნებელი. მისტერ გრეშამი ძალიან კარგი კაცი
იყო და ძალიან რელიგიური, მაგრამ ის ძალიან ბევრ სასაცი-
ლო ამბავს ყვებოდა და ხალხს აცინებდა ეკლესიაში. თავის-
თავის მიმართ პატივს არ იწვევდა მღვდლის მიმართ პატივის-

195 მკითხველთა ლიგა


ცემას უნდა გრძნობდე, ღირსეული უნდა იყოს, არ მეთანხმები
მათეუ.? აი მისტერ მარშალი ჭეშმარიტად მიმზიდველი იყო,
მაგრამ მისის ლინდი ამბობს ეს არ არის დაქორწინებული, და-
ნიშნულიც კი არ არის, ამის შესახებ მან სპეციალურად გამოი-
კითხა, მაგრამ ის ამბობს ავონლეაში ახალგაზრდა უცოლო
მღვდელი არ უნდა იყოს. იმიტომ რომ შეიძლება მან მრევლი-
დან შეირთოს ვინმე, რასაც შეიძლება უსიამოვნება მოყვეს.
მისის ლინდი შორსმჭვრეტელი ქალია, არა მათეუ? მიხარია
მისტერ ალანი რომ აირჩიეს. მე ის მომწონდა იმიტომ, რომ
იმისი ქადაგება საინტერესო იყო, გულით ლოცულობდა და
არა ისე თითქოს ჩვევადა აქვს ქცეულიო. მისის ლინდი მას სა-
უკეთესოდ თვლის. მაგრამ ამბობს, ჩვენ საუკეთესო მღვდელს
არ უნდა ველოდოთ წელიწადში შვიდას ორმოცდაათ დოლა-
რადო. მისი თეოლოგია სარწმუნოა, ის იცნობს მისი ცოლის
ახლობლებს, ისინი უაღრესად ღირსეული ქალები არიან და
კარგი დიასახლისები. ეს კარგი შეთანხმებაა, მღვდლის ოჯა-
ხისათვის. ახალი მღვდელი და მისი ცოლი იყვნენ ახალგაზ-
რდა კარგი შესახედაობის წყვილი. ჯერ კიდევ თაფლობის თვე-
ში იმყოფებოდნენ და ლამაზი ენთუზიაზმით შეხვდნენ მათ მი-
ერ არჩეულ ცხოვრებას. ავონლეამ თავიდანვე გული გაუხსნა
მათ. მოხუცმა თუ ახალგაზრდამ შეიყვარა ეს გულღია მხიარუ-
ლი ახალგაზრდა კაცი თავისი მაღალი იდეალებით და ბრწყინ-
ვალე, ნაზი ქალი, რომელიც დაეპატრონა მღვდლის სახლს.
მისი ალანი ანამ მაშინვე გულით შეიყვარა. მასში მან აღმოა-
ჩინა მონათესავე სული.
მისის ალანი ნამდვილად მშვენიერი ქალია – გამოაცხადა
მან, ერთ კვირას ნაშუადღევს – ჩვენი ჯგუფი იმან აიყვანა. ის
ჩინებული მასწავლებელია სხვათა შორის გვითხრა სამარ-
თლიანად არ მიაჩნია მარტო მასწავლებელს ჰქონდეს. კით-
ხვების დასმის უფლება (იცი, მარილი სწორედ ეს არის, რაზე-
დაც მე ყოველთვის ვფიქრობდი, გვითხრა ჩვენ შეგვიძლია
ვკითხოთ რაც გვინდა და რამდენიც გვინდა და მე უამრავი
კითხვა დავუსვი, მე კითხვების დასმაში ოსტატი ვარ, მარილა.
– მე ამაში ეჭვი არ მეპარება – ხაზგასმით მიუგო მარილამ.

196 მკითხველთა ლიგა


– მეტი არავის არაფერი უკითხავს რუბი ჯილისის გარდა.
მან კითხა თუ არის მოსალოდნელი საკვირაო სკოლაში მოეწ-
ყოს პიკნიკი ამ ზაფხულს.
– მე არა მგონია ასეთი კითხვა სწორი იყოს იმიტომ რომ
ამას რა კავშირი აქვს გაკვეთილთან, გაკვეთილზე ვკითხუ-
ლობდით ბიბლიიდან იმ ადგილს დანიელი ორმოში რომ იმ-
ყოფებოდა ლომთან ერთად, მაგრამ მისის ალანს გაეღიმა და
თქვა ფიქრობს რომ მოაწყობენ მისის ალანმა ლამაზი გაღიმე-
ბა იცის, ლოყებზე ძალიან შესანიშნი ორმოები უჩნდება. ნეტა
მეც მქონდეს ასეთი ორმოები ლოყებზე მარილა. ახლა მე ისე-
თი გაჩხიკული აღარ ვარ როგორც მაშინ ვიყავი, როცა ჩამო-
ვედი, მაგრამ სახეზე ორმოები ჯერ არ გამჩენია. რომ მქონო-
და, შესაძლებელია ხალხზე გავლენა მომეხდინა. ალანმა
თქვა ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ ხალხზე კარგი გავლენა მო-
ვახდინოთო. ისეთი საინტერესო რამეები გვითხრა. ვერასო-
დეს წარმოვიდგენდი რელიგია თუ ასეთი სახალისო იქნებო-
და. ყოველთვის მეგონა მელანქოლიური, მაგრამ მისის ალა-
ნი ისეთია, რომ მინდა იმას ვგავდე, ვისურვებდი ქრისტიანი
ვყოფილიყავი თუ მისი მსგავსი ვიქნებოდი, არ მინდა მისტერ
ბელს ვგავდე.
– ძალიან ცუდია მისტერ ბელს ასე რომ იხსენიებ – თქვა მა-
რილამ მკაცრად – მისტერ ბელი ნამდვილად კარგი კაცია.
– ო, რა თქმა უნდა, კარგია – დაეთანხმა ანა.
– მაგრამ არა ჩანს, რომ ამაში რაიმე შვებას გრძნობდეს. მე
რომ კარგი ვყოფილიყავი, მთელი დღე ვიცეკვებდი და ვიმღე-
რებდი, იმიტომ რომ ეს მე გამახარებდა. მისი ალანი საამისოდ
მეტად დიდია, რომ იცეკვოს და იმღეროს, ამით ღირსება არც
მოემატებოდა მღვდლის ცოლს, მაგრამ უნდა ვიგრძნო, რომ
იგი გახარებულია იმის გამო, რომ ქრისტიანია და რომ ის მა-
შინაც ქრისტიანი იქნებოდა, კიდევაც რომ იცოდეს უამისოდაც
მოხვდებოდა ზეცაში.
– მე ვფიქრობ მისტერ და მისი ალანები ჩაიზე უნდა დავპა-
ტიჟოთ თქვა მარილამ ჩაფიქრებულად – ისინი თითქმის უკვე
ყველასთან იყვნენ ჩვენს გარდა. მოიცა მოვიფიქრო შემდეგ

197 მკითხველთა ლიგა


ოთხშაბათს კარგი იქნებოდა. მხოლოდ იცოდე მათეუსთან
სიტყვა არ დაგცდეს. რომ იცოდეს, მოდიან საბაბს მოიფიქ-
რებს, სახლში რომ არ დახვდეს მათ. მისტერ ბენტლისთან შეჩ-
ვეული იყო და წინააღმდეგი არ იქნებოდა შეხვედროდა, მაგ-
რამ ემძიმება ახალი მღვდლის გაცნობა. იმას რომ გაიგებს
ახალი მღვდელი რომ ცოლთან ერთად არის, გული გაუსკდე-
ბა.
– მე ხმას არ გამოვიღებ – დაარწმუნა ანამ.
– ო, მარილა, ნებას მომცემ ნამცხვარი გამოვაცხო ამ შემ-
თხვევის გამო? მინდა რამე გავაკეთო მისის ალანის საპატივ-
ცემულოდ. ხომ იცი, მე უკვე საკმაოდ კარგად ვაცხობ ნამ-
ცხვრებს.
– შეგიძლია ფენოვანი ნამცხვარი გამოაცხო – დაპირდა მა-
რილა.
მწვანე მეზონინში ორშაბათს და სამშაბათს დიდი ქარცეც-
ხლი დაენთოთ მეზონინში. მღვდლისა და იმის ცოლის ჩაიზე
დაპატიჟება მეტად სერიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენა
გახლდათ. მარილა თავს იკლავდა ავონლეას დიასახლისებს
არ ჩამორჩენოდნენ, ანა მღელვარებისა და სიამოვნებისაგან
ფეხზე ვეღარ იდგა. თავში ქაჯი შეეყარა, სამშაბათ შებინდები-
სას ანა დიანასთან შეუდგა საფუძვლიან მსჯელობას წვეულე-
ბასთან დაკავშირებით. ისინი დრაიდის წყაროსთან წითელ
ქვებზე დამსხდარიყვნენ და წყალნი ნაძვის წებოთი გაჟღენთი-
ლი წნელებისაგან ცისარტყელებს აკეთებდნენ და წყალში უშ-
ვებდნენ.
– ყველაფერი მზად არის, დიანა, ჩემი ნამცხვრის გარდა,
რომელსაც მე დილით გამოვაცხობ და მარილა ბისკვიტს ჩაის
წინ მოამზადებს. გარწმუნებ, დიანა, მარილას და მე ამ დღეს
დიდი ჯაფა გვადგა. უდიდესი პასუხისმგებლობაა მღვდლის
ოჯახის ჩაიზე დაპატიჟება. მე ესეთი რამე ჯერ არ გამომიცდია.
უნდა ნახო ჩვენი საკუჭნაო. ნახვად ღირს, წიწილა საწებელში
და ენა ცივად, ორი სახის ჟელე წითელი და ყვითელი, კრემი
და ლიმონის ღვეზელი, ალუბლის ღვეზელი, ხილის კექსი და
მარილას ცნობილი ყვითელი ქლიავის მურაბა, რომელსაც ის

198 მკითხველთა ლიგა


სპეციალურად მღვდლებისთვის ინახავს, ფხვიერი კექსი და
ბისკვიტები და პური ახალიც და ძველიც, თუ ცუდი მონელება
გაქვს. მაციებს, როცა ვიხსენებ ჩემს ფხვიერ კექსს, დიანა. რა
მოხდება რომ არ გამომივიდეს. წუხელ სიზმარში ვნახე ვითომ
ავი სული დამდევდა, რომელსაც თავის ნაცვლად დიდი ნამ-
ცხვარი ედო.
– ყველაფერი კარგად ჩაივლის არწმუნებდა დიანა, რო-
მელსაც ჩვეულებად ჰქონდა მეგობრების დაწყნარება.
– მე დარწმუნებული ვარ ისეთივე კარგი იქნება ჩვენ რომ
ვჭამეთ შენი გამომცხვარი ორი კვირის წინ რაღაც შესანიშნავი
იყო.
– ჰო, მართალია, მაგრამ ნამცხვარს საშინელი ხასიათი
აქვს, სწორედ მაშინ გიმტყუნებს, როცა ძალიან ცდილობ
ამოიოხრა ანამ და განსაკუთრებულად კარგად მომზადებული
წნელი წყალში გაუშვა საცურაოდ. და მე ვფიქრობ, განგებას
უნდა მივენდო. ფრთხილად უნდა ვიყო ნამცხვარში ფქვილი
არ დამავიწყდეს. შეხედე, დიანა რა ლამაზი ცისარტყელაა!
როგორ გგონია დრაიდი გამოვა ჩვენ რომ წავალთ და ამას
წაიღებს. რომ შარფის მაგივრად გამოიყენოს?
– ხომ იცი დრადი არ არსებობს დიანას დედამ მათი ამბავი
გაიგო მოჩვენებების ტყესთან დაკავშირებით და ძალიან გაბ-
რაზდა, ამის შემდეგ დიანამ ფრთები შეუკვეცა ფანტაზიის ხე-
ლოვნურად განვითარებას, გონივრულად არ მიაჩნდა უწყი-
ნარ დრაიდს თავს მოეხვიოს თავისი ფანტაზია.
– მაგრამ რაოდენ იოლია იმის დაჯერება, რომ არსებობენ
– თქვა სანამ – ყოველღამე დაწოლამდე გადავიხედავ ხოლმე
ფანჯრიდან, მართლა ხომ არა ზის დრაიდი და თავის კულუ-
ლებს ივარცხნის, სარკის მაგივრად წყალში იყურება. ზოგჯერ
დილის ცვარში იმის ნაფეხურებს ვეძებ. ო, დიანა, რწმენას ნუ
დაკარგავ დრაიდებში.
დადგა ოთხშაბათი დილა, ანა ალიონზე ადგა, იმიტომ რომ,
იმდენად ღელავდა რომ ძილი გაუკრთა. გაციებულიყო, წინა
საღამოს წყაროსთან გაიწუწა და სურდო შეეყარა. მაგრამ იმ
დილით ვერანაირი მიზეზი ვერ ჩაუხშობდა ინტერესს კულინა-

199 მკითხველთა ლიგა


რული საქმისადმი. საუზმის შემდეგ იგი შეუდგა თავისი ნამ-
ცხვრის მზადებას. როდესაც საბოლოოდ მიხურა ღუმელის კა-
რი, სადაც ნამცხვარი უნდა გამომცხვარიყო, ღრმად ამოისუნ-
თქა.
– დარწმუნებული ვარ ამ ჯერზე არაფერი დამვიწყებია, მა-
რილა. მაგრამ როგორ გგონია ამოიწევა? უბრალოდ წარმო-
იდგინე რომ ნამცხვრის ფხვნილი უვარგისია, მე ის ახალი თუ-
ნუქის ქილიდან ამოვიღე. მისის ლინდი ამბობს არასოდეს არ
იქნება დარწმუნებული, რომ კარგი ხარისხის ფხვნილი იყიდა
დღევანდელ დღეს, როდესაც ირგვლივ ამდენი სიცრუეა. მისი
ლანდი ამბობს, მთავრობამ უნდა მოკიდოს ხელი ამ საქმეს,
ვიდრე ტორის მთავრობა მართავს. მარილა, რა იქნება ცომი
რომ არ ამოვიდეს?
– ჩვენ უამისოდაც უამრავი რამ გვაქვს სტუმრებისათვის –
იყო მარილის გულგრილი პასუხი. მაგრამ ცომი ამოვიდა და
ღუმელიდან გამოვიდა ისეთივე ფაფუკი და ჰაეროვანი, როგო-
რიც ოქროსფერი ქაფია. ანა კმაყოფილებისაგან წამოწით-
ლდა – ფენებს ცალკ-ცალკე წაუსვა წითელი ჟელე და ეს ფენე-
ბი შეაერთა. წარმოიდგინა მისის ალანი როგორ მიირთმევს ამ
ნამცხვრის ერთ ნაჭერს და შესაძლებელია მეორე ნაჭერიც მო-
ითხოვოს.
– მარილა, თქვენ ალბათ საუკეთესო ჩაის სერვიზს გამოი-
ღებს თქვა ანამ. შეიძლება სუფრა მოვრთო გვიმრებით და გა-
რეული ვარდებით?
– სისულელეა. ჩემი აზრით, მთავარია საჭმელი იყოს გემ-
რიელი. მორთვა აუცილებელი არ არის.
– მისის ბარიმ თავისი სუფრა წვეულების დროს მორთო და
მღვდელმა რჩეული ქათინაურით დააჯილდოვა. მან თქვა აქ
თვალის სიამოვნებაა, ისევე როგორც გემოს.
– კარგი, როგორც გინდა – თქვა მარიამ, რომელიც მონდო-
მებული იყო მისის ბარისთვის, ისევე სხვა ყველასთვის ეჯობ-
ნა.
– მხოლოდ გახსოვდეს ადგილი დატოვე თეფშებისთვის და
კერძებისთვის. ანამ ისე ლამაზად და გემოვნებით მოაწყო მა-

200 მკითხველთა ლიგა


გიდა, რომ მისის ბარი დაჩრდილა. უამრავი ვარდის და გვიმ-
რის და ხელოვნების დიდი ნიჭის წყალობით ჩაის სუფრა ისეთი
ლამაზი გახადა, რომ როდესაც მღვდელი და მისი ცოლი სუფ-
რასთან დასხდნენ, მათ ერთხმად აღიარეს მაგიდის არაჩვეუ-
ლებრივი სიმშვენიერე.
– ეს ანას დამსახურებაა – აღნიშნა მარილამ და ანამ იგ-
რძნო ღიმილი მისის ალანს რომ აღებეჭდა სახეზე მოწონების
ნიშნად, ყველაზე დიდი ბედნიერება იყო მისთვის ამ ქვეყნად.
მათეუ ესწრებოდა წვეულებას. თუ როგორ შემოიტყუეს ეს
მხოლოდ განგებას და ანას უწყოდა. ისეთ დღეში იყო ჩავარ-
დნილი მორცხვობისა და ღელვისაგან, რომ მარილა სასოწარ-
კვეთილებაში იყო ჩავარდნილი და წვეულებაზე მის მოსვლაზე
ხელი ჰქონდა ჩაქნეული მაგრამ არა ისე მოხერხებულად მი-
უდგა მას რომ ის ახლა მაგიდასთან იჯდა თავის საუკეთესო
ტანსაცმელში და თეთრ საყელოთი და საინტერესო ბაასი
ჰქონდა მღვდელთან გაჩაღებული. მართალია მისის ალანსი
არც დალაპარაკებია მაგრამ მისგან ამას არც ითხოვდნენ. ყვე-
ლაფერი კარგად მიდიოდა მანამდე, სანამ სუფრაზე ანას ნამ-
ცხვარი არ შემოიტანეს. როდესაც ანას ფენოვანი ნამცხვარი
ჩამოარიგეს. მისი ალანმა უარი განაცხადა გადმოღებაზე,
რადგანაც თეფშზე სხვა ნამცხვრები ელაგა, მაგრამ მარილამ
ანას შეატყო უკმაყოფილება და მისის ალანს უთხრა.
– ო, უნდა გასინჯოთ მისის ალან, ანამ სპეციალურად
თქვენთვის გამოაცხო.
– ასეთ შემთხვევაში უნდა გავსინჯო. სიცილით თქვა მისის
ალანმა, აიღო ერთი ფუნთუშა სამკუთხა ნამცხვრის. ერთი
ლუკმა მოკბიჩა და სახეზე უცნაური გამომეტყველება გამოე-
ხატა. არაფერი არ უთქვამს, ნაძალადევად განაგრძობდა ჭა-
მას, მარილამ შეამჩნია გამომეტყველებით რომ რაღაც არ იყო
წესრიგში და გასინჯა ნამცხვარი.
– ანა შირლი! წამოიძახა მან რა ჯანდაბა გაუკეთე ნამ-
ცხვარს?
– არაფერი არ გამიკეთებია, რაც რეცეპტში არ იყო, მარი-
ლა წამოიყვირა ანამ და ტანჯვა გამოეხატა – რა, არ ვარგა?

201 მკითხველთა ლიგა


– რაღაც საშინელებაა. მისის ალან, ნუ ცდილობთ შეჭამოთ.
ანა შენ თვითონ გასინჯე – რა საკაზმი გაუკეთე?
– ვანილი – თქვა ანამ და ნამცხვრის გასინჯვის შემდეგ ჭარ-
ხალივით გაუხდა სახე შეურაცხყოფისაგან – მხოლოდ ვანი-
ლი, ალბათ ნამცხვრის ფხვნილია... მე ეჭვი მაქვს ფხვნილი...
– ნამცხვრის ფხვნილი, სისულელეა! წადი და მოიტანე ვანი-
ლის ბოთლი, საიდანაც გამოიყენე.
ანა თავქუდმოგლეჯილი გავარდა საკუჭნაოში და პატარა
ბოთლით ხელში დაბრუნდა, რომელიც თითქმის სავსე იყო ყა-
ვისფერი სითხით და ზედ წაკრული ჰქონდა იარლიყი „საუკე-
თესო ვანილი“.
– მარილამ მოაძრო ბოთლს საცნობი და უსუნა – ღმერთო
დიდებულო, ანა შენ ვანილის ნაცვლად ტკივილგამაყუჩებელი
გაგიკეთებია. მე წინა კვირას გამიტყდა ბოთლი წამალი სადაც
იყო და ვანილის ბოთლში დარჩენილი ტკივილგამაყუჩებელი
გადმოვცალე, მე ვფიქრობ, ნაწილობრივ ჩემი ბრალია.
ანას ტირილი წასკდა ორმაგი სირცხვილისაგან. თავი მოეჭ-
რა სტუმრებთან,
– არ შემეძლო. მე საშინელი სურდო მქონდა – და ამ სიტ-
ყვებთან ერთად გაქანდა თავის მეზონინის ოთახში, სადაც ის
დაეცა საწოლზე და ტიროდა სასოწარკვეთილი ადამიანივით,
რომელსაც არ უნდა ვინმემ ნუგეში სცეს.
უეცრად მსუბუქი ნაბიჯების ხმა გაისმა კიბეებზე და ვიღაც
შემოვიდა ოთახში.
– ო, მარილა – სლუკუნებდა ანა, მისთვის არც შეუხედავს –
მე სამუდამოდ თავი მაქვს მოჭრილი. მე ამ სირცხვილს ვეღა-
რასოდეს მოვიშორებ. სამუდამოდ თავი მაქვს მოჭრილი, ეს
ამბავი გავრცელდება მთელ ავონლეაში, დიანა მკითხავს რო-
გორი გამოვიდა ჩემი ნამცხვარი და მე იძულებული ვიქნები
სიმართლე ვუთხრა, ხელით საჩვენებელი გავხდები, როგორც
ის გოგო, რომელმაც ნამცხვარს ტკივილგამაყუჩებელი გაუკე-
თა. გილი – ბიჭებს სკოლაში არ მობეზრდებათ ჩემი დაცინვა.
ო, მარილა, თქვენ თუ ოდნავ გაქვთ ქრისტიანული შეწყალე-
ბის გრძნობა არ მომთხოვოთ დაბლა ჩამოვიდე ჭურჭლის გა-

202 მკითხველთა ლიგა


სარეცხად. მაშინ გავრეცხავ ჭურჭელს, როდესაც მღვდელი და
მისი ცოლი წასულები იქნებიან. მისის ალანს მე თვალებში ვე-
ღარასოდეს შევხედავ. იქნებ იფიქრა მე მისი მოწამვლა ვცადე.
მისის ლინდმა თქვა, მან იცის ისეთი ობოლი, რომელმაც თა-
ვისი კეთილისმყოფელი მოწამლა, მაგრამ ტკივილგამაყუჩე-
ბელი საწამლავი არ არის. ის მთელ მსოფლიოშია ცნობილი
და ნამცხვრისთვის არ არის განკუთვნილი, მისის ალანს გა-
დასცემ ჩემს ნათქვამს, მარილა?
– ჯობია წამოხტე და შენ თვითონ უთხრა – წარმოსთქვა მხი-
არულმა ხმამ.
ანა წამოიჭრა და დაინახა, რომ მის საწოლთან მდგარი მი-
სის ალანი უმზერდა მას თავისი მოციმციმე თვალებით – ჩემო
ძვირფასო პატარა გოგონა, არ უნდა იტირო – თქვა მან, რო-
მელთაც გულწრფელად შეწუხებული უცქეროდა ანას ტრაგი-
კულ სახეს – მხოლოდ შეცდომაა, რომელიც შეიძლება ყვე-
ლამ დაუშვას.
– არა, ასეთ შეცდომებს მხოლოდ მე მაშვებინებს ჩემი უიღ-
ბლობა – თქვა ანამ უმწეოდ – ეს იმიტომ მომივიდა, რომ მინ-
დოდა თქვენთვის განსაკუთრებული კარგი ნამცხვარი გამომ-
სვლოდა, მისის ალან.
– ჰო, ვიცი, ძვირფასო, გარწმუნებ, მე ვაფასებ შენ სიკეთეს
და ყურადღებას. ასე რომ ჩათვალე ყველაფერი კარგად არის,
ახლა მეტი აღარ იტირო, არამედ დაბლა ჩამოდი და მიჩვენე
ყვავილების ბაღი. მის კათბერტმა მითხრა, რომ შენ საკუთარი
მიწის ნაკვეთი გაქვს, მინდა დავათვალიერო, რადგან მაინტე-
რესებს ყვავილები.
ანამ დასაშვებად მიიჩნია წაეყვანათ და დაემშვიდებინათ.
ბედი იყო, რომ მისი ალანი მონათესავე სული აღმოჩნდა. ამის
შემდეგ აღარაფერი არ თქმულა ტკივილგამაყუჩებლიან ნამ-
ცხვარზე და როდესაც სტუმრები წავიდნენ, ანას ისეთი შეგ-
რძნება ჰქონდა, რომ საღამომ უფრო უკეთესად ჩაიარა, ვიდ-
რე მოელოდა, მიუხედავად იმ საშინელი ინციდენტისა, ასე იყო
და ისე, ანამ კმაყოფილების ნიშნად ღრმად ამოისუნთქა.

203 მკითხველთა ლიგა


– მარილა ხომ სასიამოვნოა იმის გაფიქრება რომ ხვალ
ახალი დღეა და ჯერჯერობით შეცდომები არ დამიშვია?
– ხვალ უამრავ შეცდომებს დაუშვებ – თქვა მარილამ,
– არასოდეს მინახავს ადამიანი, რომელსაც ბადალი არ მო-
ეძებნება შეცდომების დაშვებაში.
– დიახ, ეს მეც ვიცი – დაეთანხმა ანა ნაღვლიანად.
– მაგრამ შეგიმჩნევია ერთი დამაიმედებელი თვისება ჩემ-
ში, მარილა? მე ერთი და იგივე შეცდომას არასოდეს არ ვუშვებ
ორჯერ?
– ამაში მე ვერაფერ სახეიროს ვერა ვხედავ, შენ ყოველ-
თვის ახალს პოულობ.
– ო, მარილა, ვერა ხვდებით? ცხოვრებაში ყველაფერს აქვს
საზღვარი, ისევე როგორც შეცდომებს და მე როცა ამ საზ-
ღვრამდე მივალ, შეცდომებიც შეწყდება. ამის წარმოდგენა ძა-
ლიან საიმედოა.
– კარგი, შენ გირჩევნია, წახვიდე და ნამცხვარი ღორებს და-
უყარო – თქვა მარილამ – ადამიანების საჭმელი ეს არ არის,
ჯერი ბოუტონიც კი პირს არ დააკარებს.

204 მკითხველთა ლიგა


თავი XXII

ანა დაპატიჟებულია ჩაიზე

– თვალები გაბრწყინებული გაქვს! რა მოხდა? – კითხა მა-


რილამ ანას, რომელიც ეს წუთია დაბრუნდა ფოსტიდან – კი-
დევ ხომ არ აღმოაჩინე ნათესაური სული? – მღელვარება ანას
გარს ეხვია, თვალები უციმციმებდა. თითოეულ ნაკვთში აღ-
გზნება გამოსჭვიოდა. მან ბილიკი ცეკვა-ცეკვით ჩამოირბინა
თითქოს ქარის გამოქროლილი ფერია ყოფილიყოს, აგვის-
ტოს საღამოს თბილ მზის სხივებსა და ზარმაცად ჩამოწოლილ
ჩრდილებს შორის.
– არა, მარილა, არავინ არ მინახავს. აბა თუ მიხვდები რა
მოხდა? მე დაპატიჟებული ვარ ჩაიზე ხვალ შუადღისას
მღვდლის სახლში. მისის ალანმა ჩემთვის წერილი დატოვა
ფოსტაში. წარმოგიდგენია, მარილა? უსმინე „მის ანა მწვანე
მეზონინი“. ეს პირველი შემთხვევაა მე რომ „მის“ მიწოდეს, ამ
ბარათს მე სათუთად შევინახავ ჩემს საუკეთესო განძთან ერ-
თად.
– მისის ალანმა მითხრა, რომ მას გადაწყვეტილი აქვს, თა-
ვისი საკვირაო სკოლის ჯგუფის ყველა წევრი მან სახლში მი-
იწვიოს ჩაიზე რიგრიგობით – თქვა მარილამ ეს შესანიშნავი
შემთხვევა გულგრილად მოიხსენია. – არ არის საჭირო ყვე-
ლაფერზე ციებ-ცხელება დაგემართოს. ისწავლე მოვლენები
მშვიდად მიიღო, ბავშვო.
ანასთვის მოვლენების მშვიდად აღქმა ნიშნავდა მას თავისი
ბუნება შეეცვალა. ყველაფერი „სული და ცეცხლი და ნამი“
როგორიც იყო ცხოვრების სიხარულის და ტკივილების გან-
ცდა ის სამმაგი ძალით აღიქვამდა. მარილა გრძნობდა ამას და

205 მკითხველთა ლიგა


ამის გამო იყო უაღრესად შეწუხებული. მხედველობაში ჰქონ-
და ის გარემოება, რომ ცხოვრების ამაღლებას და დაცემას
ძნელად იტანდა ეს მგრძნობიარე სული. მარილა თვლიდა,
რომ მისი ვალია ანასთვის შთაეგონებინა როგორ მოქცეული-
ყო. მას სურდა ანა აღეზარდა მშვიდ და გაწონასწორებულ ადა-
მიანად, რაც ანასთვის უცხო იყო. როგორც მზის სხივისთვის
რომელიც მდინარის ზედაპირზე დალივლივებს. მარილა დარ-
წმუნებული იყო რომ ანა ღრმად განიცდიდა იმედის დაკარ-
გვას, ხოლო იმედის გამართლებას თავბრუდამხვევი სიხარუ-
ლით ხვდებოდა. მარილას იმედი ჰქონდა დაკარგული, რომ ეს
უპატრონო ბავშვი ექცია თითის საჩვენებელ პატარა გოგოდ
საუკეთესო მანერებით და თავდაჭერილ პიროვნებად. მარი-
ლას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მას მოსწონდა ანა ისეთი,
როგორიც არის და არა მისი იდეალი,
იმ ღამეს ანა დასაძინებლად წავიდა ენაწართმეული უბედუ-
რებისაგან. იმიტომ რომ მათეუმ თქვა რომ ქარია მოსალოდ-
ნელი ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან და ეშინიათ ხვალ
წვიმიანი ამინდი იქნება. სახლის უკან ალვის ხის ფოთლების
შრიალი ამის ნიშანია – გაფრთხილებაა წვიმის წვეთების რა-
ხარუხი ისმოდა და შორეული მორევის ღრიალი, რომელსაც
ის უსმენდა სიამოვნებით. მეორე მხრივ მოსწონდა უცნაური
წკარუნის რიტმი, რაც შტორმის წინასწარმეტყველებაა. ანა
ფიქრობდა რომ დილა არასოდეს დადგებოდა.
მაგრამ ყველაფერს აქვს ბოლო, ღამეებსაც დღის წინ, რო-
მელზედაც შენ ხარ დაპატიჟებული ჩაიზე მღვდლის სახლში.
მათეუს წინასწარმეტყველება არ გამართულა. მშვენიერი დი-
ლა გათენდა და ანას გუნება-განწყობილებამ უმაღლეს მწვერ-
ვალს მიაღწია სიხარულისაგან.
– ო, მარილა დღეს მე რაღაც ჩამისახლდა ისეთი რის წყა-
ლობითაც მიყვარს ყველა, ვისთანაც მაქვს შეხება – წამოიძა-
ხა ანამ საუზმის შემდეგ ჭურჭელს რომ რეცხავდა – თქვენ ვერ
წარმოიდგენთ რა კარგად ვგრძნობ თავს! ხომ კარგია ასეთი
განწყობა რომ დიდხანს გაგრძელდეს? სანიმუშო გოგო გავ-
ხდებოდი ყოველდღე რომ ჩაიზე მეპატიჟებოდნენ. მაგრამ ო,

206 მკითხველთა ლიგა


მარილა ეს ამავე დროს საზეიმო შემთხვევაა. ისე ვარ აღტაცე-
ბული, ვაითუ წესიერად ვერ მოვიქცე? მე არასოდეს არ მქონია
შემთხვევა ჩაიზე ვყოფილიყავი მღვდლის სახლში, და დარ-
წმუნებული არა ვარ ვფლობდე ეტიკეტის წესებს, თუმცა მე მას-
წავლიდნენ მოქცევის წესებს და ვსწავლობდი, რაც აქ ჩამოვე-
დი, სისტემატურად. მეშინია რამე სისულელე არ გავაკეთო ან
დამავიწყდეს რა უნდა გავაკეთო. კარგ ტონში ჩამეთვლება მე-
ორედ რომ გადმოვიღო რაიმე საჭმელი თუ ძალიან მომეწონე-
ბა?
– შენი უბედურება იმაშია, რომ ძალიან ბევრს ფიქრობ სა-
კუთარ თავზე – თქვა მარილამ. შენ უნდა იფიქრო მისი ალან-
ზე, რა არის მისთვის სასიამოვნო, რით გაახარო ის – თქვა მა-
რილამ და თავის სიცოცხლეში პირველად მოახვედრა მიზან-
ში. საღი და სასარგებლო რჩევა მისცა ადამიანს. ანა იმწამსვე
ჩასწვდა აზრს.
– თქვენ მართალი ხართ, მარილა, მე შევეცდები ჩემს თავზე
სრულიათ არ ვიფიქრო.
ანამ, როგორც ჩანს, უმტკივნეულოდ ჩაატარა თავისი ვიზი-
ტი, ეტიკეტის სერიოზული დარღვევის გარეშე, რადგანაც რო-
დესაც სახლში, დაბრუნდა, ბინდ-ბუნდში მის თავზე ვეებერთე-
ლა მაღალი საღამოს ღრუბლების კაშკაშის გამო, ანა მშვენი-
ერ გუნებაზე იყო და მხიარულად უყვებოდა მარილის გატარე-
ბულ დროზე. ანამ ხუჭუჭთმიანი თავი მარილას კალთაში ჩა-
ერგო. გრილი ქარი უბერავდა მინდვრებიდან ნაძვნარდაფა-
რული გორაკების ზოლიდან და ალვის ხეებს შორის გამალე-
ბით უსტვენდა. ერთი წითელი ვარსკვლავი ბაღჩაზე გადმოკი-
დებულიყო. ციცინათელები აქეთ-იქით დაფრინავდნენ შეყვა-
რებულთა ბილიკზე გვიმრებსა და მოქანავე ბუჩქებს შორის.
ანა შესციცინებდა ყველაფერ ამას და თან განაგრძობდა მო-
ყოლას და ეჩვენებოდა თითქოს ქარი, ვარსკვლავები და ციცი-
ნათელები ერთ ჯგუფად შეერთებულან, რაც მას ენით აუღწე-
რელ სიამოვნებას გვრიდა და აჯადოებდა.
ო, მარილა, ფანტასტიკური დრო გავატარე, მე ვგრძნობ,
რომ ამაოდ არ მიცხოვრია ამ ქვეყნად და ეს შეგრძნება ყო-

207 მკითხველთა ლიგა


ველთვის ჩემი საკუთრება იქნება, კიდევაც რომ არასოდეს
დამპატიჟონ მღვდლის სახლში ჩაიზე. როცა მე აქ მივედი, მი-
სის ალანი კარებთან დამხვდა. მას ეცვა უმშვენიერესი ბაცი
ვარდისფერი ბატისტის კაბა, უამრავი ფურჩალებით. სახე-
ლოები იდაყვებამდე სწვდებოდა, ნამდვილი სერაფიმი იყო.
ვფიქრობ, როცა გავიზრდები მღვდლის ცოლი გავხდე, მარი-
ლა. მღვდელი ყურადღებას არ მიაქცევს ჩემს წითელ თმას.
ყოფით საკითხებისთვის სად ეცლება. მაგრამ მე მაშინ უნდა
ვყოფილიყავი ბუნებით კარგი, რა თქმა უნდა ასეთი მე არასო-
დეს ვერ ვიქნები, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ზედმეტია ამაზე
ფიქრი. ზოგიერთი ადამიანი ბუნებით არის კარგი, ზოგიერთი
არ არის, რომელთა რიცხვს მე ვეკუთვნი, მისის ლინდი ამბობს
ჩემში პირვანდელი ცოდვებია გამოვლენილი, რაც არ უნდა
ვეცადო ვიყო კარგი, ისეთი მაინც ვერ გავხდები, როგორებიც
არიან ბუნებით კეთილები. გეომეტრია კარგი მაგალითია.
მაგრამ არა მგონია. ძალიან რომ ვეცადო რაღაცას მაინც ხომ
მივაღწევ? მისის ალანი ერთერთია ბუნებით კარგ ადამიანებს
შორის. მე ის გაგიჟებით მიყვარს. იცით რა, არიან ისეთი ადა-
მიანები, როგორებიც მაგალითად მათეუ და მისის ალანია,
რომლებიც შეგვიძლია ადვილად შეგიყვარდეს, არიან ისეთე-
ბიც, როგორიც მის ლინდია, რომელიც ძალიან უნდა ეცადო
რომ შეიყვარო. უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ მან ბევრი იცის,
და აქტიური მომუშავეა ეკლესიაში, შენ იძულებული ხდები ეს
გახსოვდეს. ცდილობ არ დაივიწყო. ჩაიზე მღვდლის სახლში
ერთი პატარა გოგო იყო, ვაიტ ჰენდი საკვირაო სკოლიდან.
იმას ჰქვია ლორეტა ბრედლი. ძალიან კარგი პატარა გოგოა.
მართალია ნათესაურ სულებს არ ეკუთვნის, მაგრამ მაინც სა-
სიამოვნოა. ჩვენ გაგვიმასპინძლდნენ ჩინებული ჩაით და მე
ვფიქრობ ეტიკეტის ყველა წესი კარგად შევასრულე. ჩაის შემ-
დეგ მისის ალანმა დაუკრა და იმღერა. ლორეტა და მე გვაიძუ-
ლა გვემღერა, მისი ალანმა აღნიშნა, რომ მე კარგი ხმა მაქვს.
ამბობს, მე უნდა ვიმღერო საკვირაო სკოლის გუნდში, რო-
გორც დიანა. მარტო ამის გაფიქრებამაც გული ამიცანცქალა
აღელვებისაგან. მე ძლიერი სურვილი მქონდა საკვირაო სკო-

208 მკითხველთა ლიგა


ლის გუნდში მემღერა, როგორც დიანა, მაგრამ მეშინოდა,
რომ ამ პატივს არ ვიმსახურებდი. ლორენა იძულებული იყო
სახლში ადრე წასულიყო, იმიტომ რომ ამაღამ ვაიტ სენდის
სასტუმროში დიდი კონცერტი ტარდება და მისი და იღებს მო-
ნაწილეობას. ლორეტა ამბობს ამერიკელები სასტუმროში აწ-
ყობენ კონცერტს ორ კვირაში ერთხელ შარლოტტაუნის სა-
ავადმყოფოს სასარგებლოდ და ისინი სთხოვენ ვაიტ სენდის
ხალხს მონაწილეობა მიიღოს კონცერტში. ლორეტამ თქვა
როდისმე მასაც სთხოვენ. მე აღტაცებით შევხედე მას. როცა ის
წავიდა მისის ალანსა და მე გულითადი საუბარი გვქონდა. მე
ყველაფერი მოუყევი – მის ტომასზე და მის ტყუპებზე და კეტი
მაურისზე, ვიოლეტაზე და როგორ ჩამოვედი მწვანე მეზონინ-
ში, ჩემ გასაჭირზე გეომეტრიასთან დაკავშირებით და არ და-
იჯერებ, მარილა, მისის ალანმა მითხრა ის შტერი იყო გეომეტ-
რიაში. ვერ წარმოიდგენ ამან როგორ გამამხნევა. მისის ლინ-
დი მოვიდა მღვდლის სახლში და რა გონია, მარილა? მეურვემ
მასწავლებელი მოიწვია და ის ქალია. მისი სახელია მურიელ
სტეისი, ხომ რომანტიკული სახელია. მისის ლინდი ამბობს
მათ არასოდეს ყოლიათ ქალი მასწავლებელი ავონლეაში და
ფიქრობს, რომ სახიფათო სიახლეა, მაგრამ მე ვფიქრობ შესა-
ნიშნავი იქნება ქალი მასწავლებელი. და არ ვიცი როგორ გავ-
ძლებ ორი კვირა, სანამ სკოლა დაიწყება.

209 მკითხველთა ლიგა


თავი XXIII

ღირსებისათვის ანა თავს სწირავს

ანას ორ კვირაზე მეტ ხანს მოუხდა ცდა ვიდრე ახალ მასწავ-


ლებელს იხილავდა. თითქმის ერთი თვე გავიდა ტკივილგამა-
ყუჩებლიანი ნამცხვრის ეპიზოდის შემდეგ. მისთვის ეს ამბავი
მძიმე გადასატანი იყო. ამიტომ ახალ მსგავს დარდს ვეღარ გა-
უძლებდა. პატარ-პატარა შეცდომები, გამოთიშვით რომ იყო
გამოწვეული როგორიცაა გამოხდილი რძის ღორის ვედროს
ნაცვლად ძაფების კალათაში ჩასხმა ან ოცნებებში წასული ძე-
ლებიან ხიდზე რომ გადადიოდა და პირდაპირ წყაროში ჩავი-
და – არც ღირდა ამ წვრილმანების გახსენება.
მღვდლის სახლში ჩაიზე სტუმრების დაპატიჟების შემდეგ
ერთი კვირა გავიდა როცა დიანა ბარმა წვეულება მოაწყო –
მცირერიცხოვანი, – მაგრამ რჩეული საზოგადოება – არწმუ-
ნებდა ანა მარილას – ჩვენი ჯგუფიდან მხოლოდ გოგოები იყო
დაპატიჟებული, ძალიან კარგი დრო გაატარეს და არაფერი
ხელისშემშლელი არ შეხვედრიათ, სანამ ჩაის შემდეგ ისინი
არ აღმოჩნდნენ ბარის ბაღში. თამაშობებით დაღლილები
ცდუნებამ შეიპყრო რაიმე გიჟმაჟური ქმედება ჩაედინათ და მა-
თი განწყობილება გამოვლინდა გამოწვევის“ ფორმაში.
გამოწვევა მოდური გასართობი გახლდათ იმ დროს ავონ-
ლეაში მცირეწლოვან ბავშვებს შორის. თავდაპირველად ეს
გასართობი დაიწყეს ბიჭებმა, მაგრამ მალე გავრცელდა გო-
გოებშიც. ყოველგვარი სულელური გასართობი სრულდებო-
და იმ ზაფხულს ავონლეაში, იმიტომ რომ ამ თამაშის ავტო-
რებს „იწვევდნენ“ და რომ აგეწერათ ეს თამაშობები მთელი
წიგნი შედგებოდა.

210 მკითხველთა ლიგა


პირველად კერი სლოანსმა გამოიწვია რუბი ჯილისი აცოცე-
ბულიყო წინა კარებთან მდგარ უშველებელ ძველ ტირიფის
ხეზე განსაზღვრულ სიმაღლემდე, რაც რუბი ჯილასმა შეასრუ-
ლა შიშისფეთებით. მას გულს უხეთქავდა მსუქანი, მწვანე მუხ-
ლუხოები, რომლებითაც სავსე იყო ხე და კიდევ დედამისის
ეშინოდა, რომ ახალი მუსნის კაბა არ დაეხია. ყველაფერ ამის
მიუხედავად რუბი ჯილისმა მკვირცხლად შეასრულა გამოწვე-
ვა, ზემოხსენებული კერი სლოანსი დაამარცხა. შემდეგ ჯოზი
პაიმ გამოიწვია ჯეინ ენდრიუსი. მარცხენა ფეხით ასკინკილით
ბაღის გარშემო ისე უნდა შემოევლო, რომ მარჯვენა ფეხი დე-
დამიწაზე არ დაედგა, ჯეინ ენდრიუმ ცქვიტად შეუდგა გამოწვე-
ვის შესრულებას, მაგრამ მესამე კუთხესთან ჩაფლავდა და
აღიარა თავისი დამარცხება. ჯოზი პაიმ იმდენად დიდ დღესას-
წაულად აქცია თავისი გამარჯვება, რომ კარგი ტონის ყოველ-
გვარი ნორმები დაარღვია. ანა შირლიმ ის გამოიწვია, მოს-
თხოვა ფიცრული ღობე! რომელიც გარს ერტყა ბაღს, იმის
თავზე გაეარა. ფიცრული ღობის თავზე გავლა კი დიდი ოსტა-
ტობაა და ნებისყოფის სიმტკიცეს მოითხოვს. ამას ვერ მიხვდე-
ბა ის, ვისაც მასზე გავლა არ უცდია, მაგრამ ჯოზი პაი, მიუხე-
დავად იმისა რომ არ არის ისეთი სრულყოფილი, რითიც ის
პოპულარობას მოიპოვებდა, ქონდა ბუნებრივი და თანდაყო-
ლილი ნიჭი ფიცრულ ღობეებზე სიარულში. ჯოზიმ ბარის ღო-
ბის თავზე უზრუნველად და უმტკივნეულოდ გაიარა. იმდენად
ადვილი იყო მისთვის ეს საქმე რომ გაიფიქრა არც კი ღირდა
გამოწვევადო. მის გმირობას აღტაცებით შეხვდნენ გოგოები.
ჯოზი გამარჯვებისაგან აწითლებული ჩამოვიდა ღობიდან და
გამომწვევი მზერა სტყორცნა ანას. ანამ შეარხია თავისი წითე-
ლი ნაწნავები:
– რა დიდი რამეა პატარა და დაბალ ღობეზე გავლა აღნიშნა
ანამ – მე ვიცნობ ერთ გოგოს მარისვილში, რომელმაც შეს-
ძლო სახურავის თავხეზე4 გავლა.

4
თავხე სახურავის გასამართავად გადებული მთავარი კოჭი.

211 მკითხველთა ლიგა


– მე ეს არა მჯერა – თქვა ჯოზიმ – რომ ვინმემ შესძლოს
თავხეზე გავლა, ყოველ შემთხვევაში შენ ვერ შესძლებ. |
– მე ვერ შევძლებ? – იყვირა ანამ განწირული ხმით.
– მაშინ მე გიწვევ ამის გასაკეთებლად – თქვა ჯოზიმ გამომ-
წვევად – მე გიშვევ აცოცდე მისტერ ბარის სამზარეულოს სა-
ხურავზე და სახურავის თავხეზე გაიარო.
ანა გაფითრდა, მაგრამ იხტიბარი არ გაუტეხია. მტკიცედ გა-
ემართა გამოწვევის შესასრულებლად – მივიდა სამზარეუ-
ლოს სახურავთან, სადაც კიბე იყო მიყუდებული, მეხუთე ჯგუ-
ფის გოგოებმა ერთხმად დაიძახეს „აჰ!“ ნაწილობრივ აღტაცე-
ბისაგან, ნაწილობრივ თავზარდაცემისაგან.
– ეს არამც და არამც არ გააკეთო, ანა ევედრებოდა დიანა
ჩამოვარდები და ცოცხალი ვერ გადარჩები. სულს განუტევებ.
ყური არ ათხოვო ჯოზი პაის. არა გრცხვენია, ჯოზი, ასეთ სახი-
ფათო რამის გასაკეთებლად როგორ იწვევ ვინმეს?
– უნდა შევასრულო გამოწვევა, ჩემი ღირსება საფრთხეშია
– თქვა ანამ მტკიცედ. და დღესასწაულებრივად. – ან გავივლი
ან დავიღუპები. თუ მოვკვდი, ჩემი მძიმების ბეჭედი შენი იქნე-
ბა.
ანა აძვრა კიბეზე, სამარისებური სიჩუმე იყო ჩამოვარდნი-
ლი, მიაღწია თავხეს, წონასწორობის დასაცავად გაიმართა. ამ
არასაიმედო საყრდენს მიენდო და გავლას შეუდგა. და მის
გასწვრივ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შესძლო. ანას სასია-
მოვნო გრძნობა დაეუფლა, ქვეყანაზე ასეთ სიმაღლეზე რომ
აღმოჩნდა. თავხეზე გავლა ისეთი საქმე არ იყო, რომელშიც
წარმოსახვა დაეხმარებოდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, სა-
ნამ კატასტროფა მოხდებოდა. უცბად შეირხა, წონასწორობა
დაკარგა, დაბარბაცდა და დაბლა დაეცა. შემდეგ მზისაგან გა-
ხურებულ სახურავზე ჩამოსრიალდა დახლართული ვირგი-
ნიული სუროს ქვეშ მოექცა და სუროსთან ერთად მიწაზე და-
ვარდა. თავზარდაცემულ ბავშვებს იმავდროს საშინელი კივი-
ლი აღმოხდა.
– ანა რომ სახურავის იმ მხრიდან ჩამოვარდნილიყო მაშინ
დიანა შეიძლებოდა ანას მძივების ბეჭდის მემკვიდრე გამხდა-

212 მკითხველთა ლიგა


რიყო, მაგრამ საბედნიეროდ მეორე მხარეს დაეცა, სადაც სა-
ხურავი დაბლა იყო ჩამოშვებული. იქ დაცემა ნაკლებ საშიშ-
როებას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, როდესაც დიანამ
სხვა გოგოებთან ერთად სახლს გარს შემოუარა, რუბი ჯილის
გარდა, რომელიც თითქოს მიწაში ჩაზრდილი და ისტერიკას
მისცემოდა, ანა დახვდა დაგდებული და გაფითრებული. სუ-
როს შორის იწვა.
– ანა მოკვდი? – წიოდა დიანა, თავის მეგობრის ფეხთით
მუხლებზე მდგარი – ო, ანა ძვირფასო, ანა ხმა გამეცი, მითხა-
რი მკვდარი ხარ? მთელი გოგოების, განსაკუთრებით ჯოზი
პაი, საბედნიეროდ, რომელიც წარმოსახვის უნარს მოკლებუ-
ლი იყო წარმოუდგა თავისი თავი, როგორც ისეთი გოგო, რო-
მელიც იყო ანა შირლის ნაადრევი ტრაგიკული სიკვდილის მი-
ზეზი. ანა წამოჯდა და დასუსტებული ხმით უპასუხა:
– არა, დიანა, მე არ მომკვდარვარ. ვფიქრობ, გული წამივი-
და.
– როგორ მოგივიდა? – სლუკუნებდა კერი სლოანი.
– სანამ ანა პასუხს გასცემდა არენაზე გამოჩნდა მისის ბარი.
ანა მის დანახვაზე შეეცადა ფეხზე დამდგარიყო, მაგრამ უკან
დავარდა და ტკივილისაგან ოდნავ წამოიყვირა.
– რა მოხდა? რა ადგილი გაქვს დაშავებული – შეეკითხა მი-
სის ბარი.
– კოჭი – ძლივს წამოილუღლუღა ანამ – ო, დიანა იპოვე მა-
მაშენი და სთხოვე სახლში წამიყვანოს. ვიცი, სიარულს ვერ
შევძლებ, ასკინკილით ცალი ფეხით ვერ ვიხტუნებ. სადაც ჯე-
ინმა ცალი ფეხით ბაღჩას გარშემო ვერ შემოუარა, მე რას შევ-
ძლებ.
მარილა ბაღჩაში იყო. საზაფხულო ვაშლებს კრეფდა. და-
ინახა მისტერ ბარი ძელური ხიდიდან რომ გადმოვიდა და
ფერდობზე დაეშვა. მის გვერდით მოდიოდა მისის ბარი, მათ
მოსდევდა პატარა გოგოების მთელი პროცესია. მისტერ ბა-
რის ხელში აყვანილი მოყავდა ანა, რომელსაც თავი მის მხარ-
ზე დაედო.

213 მკითხველთა ლიგა


მარილასთვის იმწამსვე ყველაფერი ნათელი გახდა. ისეთი
ტკივილი იგრძნო გულში, თითქოს ხანჯალი ჩასცესო. გაიაზრა
რას ნიშნავდა ანა მისთვის. რომ მოსწონდა მისთვის ეს აშკარა
იყო. რა თქმა უნდა უყვარდა, მაგრამ ახლა, ფერდობზე გიჟი-
ვით რომ ჩარბოდა, მიხვდა, ანა მისთვის ყველაფერზე უფრო
ძვირფასი იყო ამქვეყნად.
– მისტერ ბარი, რა მოხდა? – იკითხა სასოწარკვეთილმა მა-
რილამ. ყოველთვის თავშეკავებული და გონიერი მარილა
როგორსაც, იცნობდნენ მრავალი წლის მანძილზე მას, ახლა
გაფითრებული და აღელვებული იყო.
ანამ თავი ასწია და თვითონვე უპასუხა – ნუ გეშინია, მარ-
თლა. მე გავიარე თავხეზე და ჩამოვარდი. მე ვფიქრობ, კოჭი
დამეჭიმა. მაგრამ, მარილა, ხომ შეიძლებოდა კისერი მომეტე-
ხა. კარგი მხარიდან შევხედოთ საგნებს.
– მე უნდა მცოდნოდა, როცა გიშვებდი წვეულებაზე, რომ
მსგავსი რამე დაგემართებოდა – თქვა მარილამ გაცხარებით.
თუმცა შვება ემჩნეოდა. – აქ მოიყვანეთ, მისტერ ბარი და დი-
ვანზე დააწვინეთ. ღმერთო დიდებულო, ბავშვს გული წაუვიდა.
მართალი იყო. ტკივილმა მიიყვანა ამ ზომამდე. ერთი სურვი-
ლი კიდევ აუსრულდა ანას. გონება დაკარგა. მათეუ საჩქაროდ
გამოიძახეს მინდვრიდან, რომელიც მაშინვე გაემართა ექიმის
მოსაყვანად. ექიმმა აღმოაჩინა რომ დაზიანება უფრო სერიო-
ზული იყო, ვიდრე ეგონათ. ანას კოჭი აქვს გატეხილი.
იმ ღამეს, როდესაც მარილა მეზონინში ავიდა, სადაც იწვა
ფერწასული გოგონა, შესაბრალისი ხმა გაისმა საწოლიდან.
– ძალიან წუხარ ჩემ გამო, მარილა?
– ეს სულ შენი ბრალია – თქვა მარილამ, ფარდები ჩამოუშ-
ვა და აანთო ნათურა.
– იმის გამო წუხართ? – თქვა ანამ – ჩემი ბრალი რომ არის,
ამიტომაც უფრო სამძიმოა ჩემთვის. რომ შემძლებოდა ვინმე
დამედანაშაულებინა, მაშინ უკეთ ვიგრძნობდი თავს. თქვენ
ჩემ ადგილას რას იზამდით თავხეზე გავლა რომ მოეთხოვათ
თქვენთვის გამოწვევით?

214 მკითხველთა ლიგა


– მე იქვე დავრჩებოდი, სადაც ვიქნებოდი მტკიცედ და იმათ
რამდენიც უნდოდათ გამოვეწვიეთ, სანამ არ მომბეზრდებო-
დათ. ნამდვილი აბსურდია! – მიუგო მარილამ.
ანამ ამოიოხრა.
– თქვენ მტკიცე ნებისყოფა გაქვთ, მარილა, მე – არა. მე
მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ვერ ავიტანდი ჯოზი პაის
უსასრულო დაცინვას. ის მთელი სიცოცხლე ჩემზე მოილხენ-
და. მე ვფიქრობ, იმით დავისაჯე. რომ თქვენ ჩემზე არა ბრა-
ზობთ. გულის წასვლა სულაც არ ყოფილა კარგი. ექიმმა სა-
შინლად მატკინა კოჭი რომ გამიჭიმა. მე ექვს ან შვიდ კვირას
ვერ გავივლი და ვერ ვნახავ ახალ მასწავლებელს. როცა სკო-
ლაში მივალ, ის ახალი აღარ იქნება. გილი ყველა გამისწრებს
სწავლაში. საშინლად გულნატკენი ვარ. როგორმე გადავიტან-
დი, რომ ვიცოდე თქვენ ჩემზე გაბრაზებული არა ხართ, მარი-
ლა.
– კარგი რა, მე გაბრაზებული არა ვარ – თქვა მარილამ. შენ
უიღბლო ბავშვი ხარ, ამაში ეჭვი არ მეპარება. როგორც შენ ამ-
ბობ, თვითონვე იტანჯები ამის გამო. საკმარისია, შეეცადე ვახ-
შამი ჭამო.
– ხომ ბედნიერებაა წარმოსახვის უნარი რომ მაქვს. ეს და-
მეხმარება შესანიშნავად გადავიტანო ეს ამბავი. რას აკეთებს
ხალხი, ვისაც არა აქვს წარმოსახვა. როდესაც ძვლებს იმ-
ტვრევენ. წარმოგიდგინოთ, მარილა? ანას კარგი შემთხვევა
მიეცა თავისი წარმოსახვა გაადიდოს. ამაზე დაამყაროს შვიდი
კვირის მოსაწყენი დღეების გაძლებაში. მაგრამ ეს ერთადერ-
თი არ იყო, რის წყალობითაც მან გადაიტანა ლოგინში წოლა.
მას ბევრი მნახველები ჰყავდა. ისე არ გავიდოდა ერთ ან ორ
გოგოს არ შემოევლო მასთან. და არ მოეტანა ყვავილები და
წიგნები ან არ მოეყოლათ რა ხდებოდა ავონლეას ახალგაზ-
რდობაში.
– ყველანი ისე ყურადღებიანები იყვნენ და კეთილად იყვნენ
განწყობილი ჩემს მიმართ, მარილა – წარმოთქვა ბედნიერე-
ბისაგან გაბრწყინებულმა ანამ იმ დღეს როდესაც მან პირვე-
ლად შესძლო ოთახში კოჭლობით გაიარა იატაკზე.

215 მკითხველთა ლიგა


– რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის ლოგინში წოლა, მაგ-
რამ ამას კარგი მხარეც ახლავს, მარილა. აღმოაჩენ რა ბევრი
მეგობარი გყოლია. წარმოიდგინე რექტორმა ბელიმაც კი მი-
ნახულა და ის ნამდვილად კარგი კაცი ყოფილა. ნათესაური
სული არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ის მაინც მომწონს.
საშინლად ვწუხვარ, რომ ოდესღაც ვაკრიტიკებდი მის ლოც-
ვებს. ახლა მჯერა, რომ ის გულით ლაპარაკობდა, მაგრამ ჩვე-
ულება აქვს ისე ილაპარაკოს, თითქოს უსულგულოა. გეგონე-
ბა არ აინტერესებს, რა ზედაც ლაპარაკობს. ამის დაძლევა შე-
იძლება, ოდნავ თავი რომ შეეწუხებინა მე მას გადაუკარი ეს
აზრი, ვუთხარი რამდენი ჯაფა დამჭირდა ჩემი პირადი ლოცვე-
ბი საინტერესო რომ გამეხადა. მან მომიყვა იმ შემთხვევაზე
კოჭი რომ მოიტეხა პატარა ბიჭი რომ იყო. ისე უცნაურად მეჩ-
ვენება იმის წარმოდგენა, რომ რექტორი ბელი ოდესღაც ბიჭი
იყო. ჩემ წარმოსახვასაც ქონია საზღვრები, რადგანაც მე რო-
დესაც ვცდილობ ის ბიჭის სახით წარმოვიდგინო, მე ვხედავ
მას ნაცრისფერი ბაკენბარდებით და სათვალეებით, როგო-
რიც ის არის საკვირაო სკოლაში, მხოლოდ ტანით პატარას, ამ
დროს რა ადვილია მისის ალანის წარმოდგენა პატარა გო-
გოდ. მისის ალანი ჩემს სანახავად თოთხმეტჯერ მოვიდა. განა
ეს საამაყო არ არის ჩემთვის, მარილა? იმ დროს, როდესაც
მღვდლის ცოლს იმდენი საზრუნავი აქვს! ის იმდენად ხალი-
სიანი არსებაა, რომ დროს ნახულობს ჩემთან მოსასვლელად.
ის არასოდეს არ მეტყვის, რომ ჩემი ბრალია, რაც მომივიდა.
იმედი აქვს ასეთი შემთხვევის შემდეგ მე უკეთესი გავხდები.
მისის ლინდი ყოველთვის მეუბნებოდა როცა ჩემ სანახავად
მოდიოდა, უკეთესი გახდებიო, მაგრამ ისეთი სახით მეუბნებო-
და, რომ მაგრძნობინებდა, რომ თვითონ არა ჯეროდა, რომ მე
უკეთესი გავხდებოდი. ჯოზი პაიც კი მოვიდა სანახავად. მე რო-
გორც კი შემეძლო თავაზიანად მივიღე, იმიტომ რომ, ჩემი აზ-
რით მე რომ მომკვდარიყავი, მთელი სიცოცხლე სინდისის
ქენჯნა არ მოასვენებდა.
დიანამ დაამტკიცა, რომ ერთგული მეგობარია ის ყოველ
დღე მოდიოდა, რომ მარტოობა არ მეგრძნო. როგორ მიხა-

216 მკითხველთა ლიგა


რია, რომ შემიძლია სკოლაში წასვლა. იმდენი ასაღფრთოვა-
ნებელი რამე გავიგე ჩვენ ახალ მასწავლებელზე. მთელი გო-
გოების აზრით საყვარელი ქალია. დიანა ამბობს რომ მას აქვს
ლამაზი ხვეული თმა და ფანტასტიური თვალები. იცვამს გე-
მოვნებით. სახელოებზე აქვს ისეთი დიდი ბუფები, რამოდენაც
არავის ქონია ავონლეაში. ყოველ პარასკევს ის მოწაფეებთან
ატარებს მხატვრული კითხვის გაკვეთილს. და ყველა მოწაფე
ვალდებულია ნაწყვეტი წაიკითხოს ან მონაწილეობა მიიღოს
დიალოგში. ო, ეს შესანიშნავია. გაფიქრებაც სიხარულსა
მგვრის. ჯოზი პაი ამბობს, რომ ეჯავრება ასეთი გაკვეთილები.
ეს იმის ბრალია, რომ მას წარმოსახვის უნარი ნაკლებად აქვს.
დიანა, რუბი, ჯილი, ჯეინი ენდრიუსი ამზადებენ დიალოგს სა-
ხელწოდებით „დილის ვიზიტი“, შემდეგი პარასკევისთვის. პა-
რასკევს შუადღეს მათ არა აქვთ მხატვრული კითხვა. მის სტე-
ისის მიყავს მოწაფეები ტყეში „მინდვრის“ დღეისათვის და ისი-
ნი სწავლობენ გვიმრებს და ყვავილებს და ჩიტებს. ყოველ დი-
ლას და საღამოს მათ აქვთ ფიზკულტურა. მისის ლინდი ამ-
ბობს მას არასოდეს სმენია რომ ეს ხდებოდეს: ეს იმის ბრა-
ლია, რომ ქალია მასწავლებელი. მაგრამ მე ვფიქრობ ეს
ბრწყინვალეა და მჯერა, რომ მე ვიპოვი ნათესაურ სულს.
– ერთი რამ აშკარაა, ანა – თქვა მარილამ – რომ ბარის სა-
ხურავიდან შენმა ჩამოვარდნამ ვერაფერი დააკლო შენ ენას.

217 მკითხველთა ლიგა


თავი XXIV

მის სტეისი და მისი მოწაფეები ამზადებენ


კონცერტს

კვლავ ესტუმრათ ოქტომბერი. ანა უკვე მზად იყო სკოლას


დაბრუნებოდა. დიდებული ოქტომბერი იდგა. სადაც გაიხე-
დავდით, მეწამული და ოქრო ფერები თვალს გიხარებდათ.
მშვიდი დილები გაცოცხლებდათ. მინდვრები უმშვენიერეს ბუ-
რუსში გახვეულიყო. თითქოს შემოდგომის სული სამყაროში
გადმოღვრილიყო, რათა ეს საუცხოო სილამაზე ათასფრად
აელვარებული ბურუსი ამეთვისტოს5, პორფირის, ვერცხლის,
ვარდისფერ და კვამლის ფერი – მზეს შეესრუტა. ნამი იმდენად
მძიმედ დასწოლოდა მინდვრებს, რომ ისინი ვერცხლისფრად
კაშკაშებდნენ, გეგონებოდათ ვერცხლის სუფრა გადაუხურავ-
თო და ფოთლების ხროვას ტყეში ხის ფუღუროები ამოევლოთ
და საამოდ შარიშურობდნენ. არყის ხეების ბილიკი ყვითელ
ჩარდახად ქცეულიყო. გვიმრები ჩამომჭკნარიყვნენ და ყავის-
ფერი დასდებოდათ. ჰაერში ისეთი არომატი ტრიალებდა,
რომ პატარა გოგოებში აღმაფრენას იწვევდა მგზავრობა,
რომლებიც კუს ნაბიჯით კი არ მიჩანჩალებდნენ, არამედ მარ-
დად მიეშურებოდნენ სკოლისაკენ. ანა სიხარულით უბრუნდე-
ბოდა თავის ყავისფერ მერხს დიანას გვერდით. მის ახლოს
რუბი ხალისით თავს უქნევდა, კერი სლოანი წერილს უგზავნი-
და და ჯული კელი კი კევს აწვდიდა უკანა მერხიდან. ანამ
ღრმად ამოიხვნეშა ბედნიერების საწინდრად როდესაც ფან-

5
ამეთვისტო – ძვირფასი ქვა, ლურჯი ან იისფერი.

218 მკითხველთა ლიგა


ქარს თლიდა და თავის მერხზე სურათებს შლიდა. სიცოცხლე
რა საინტერესოა, ფიქრობდა ის.
ახალ მასწავლებელში მან იპოვნა ერთგული და სასარგებ-
ლო მეგობარი. მის სტეისი ბრწყინვალე, სიმპათიური ახალ-
გაზრდა ქალი იყო, დაჯილდოვებული მომხიბვლელობით, რო-
მელსაც ძალა შესწევდა მოეპოვებინა თავისი მოწაფეების სიყ-
ვარული და გაეძლიერებინა, რაც კი მათში კარგი იყო რო-
გორც გონებრივად, ისე მორალურად. ანა როგორც ყვავილი
ისე იფურჩქნებოდა ასეთი გავლენის გამო და სახლში მოჰქონ-
და აღფრთოვანებულ მათეოსა და კრიტიკოს მარილასთან
სკოლის ამბები და მიზნები,
– მე მთელი გულით მიყვარს მის სტეისი, მარილა, – თქვა
ანამ ის ისეთი დარბაისელი ქალია, ისეთი ნაზი ხმა აქვს, ისე
ლამაზად წარმოსთქვამს ჩემ სახელს. ჩვენ დღეს შუადღისას
ჩაგვიტარდა მხატვრული კითხვა. როგორ მინდა იქ ყოფილი-
ყავით რომ მოგესმინათ როგორ წავიკითხე. „მარია, შოტლან-
დიის დედოფალი“. მთელი ჩემი სული შიგ ჩავაქსოვე. სახლში
რომ ვბრუნდებოდით რუბი ჯილისმა მითხრა რომ როცა კით-
ხულობდი სტრიქონს „მშვიდობით ჩემო ქალურო გულო“ სის-
ხლი გამეყინა ძარღვებშიო.
– იცი რა, მოდი ბეღელში წამიკითხე რომელიმე დღეს –
შესთავაზა ანას მათეუმ.
– რა თქმა უნდა წაგიკითხავთ – მიუგო ჩაფიქრებულმა ანამ
– მაგრამ წინასწარ ვიცი კარგად არ გამომივა. როდესაც მთე-
ლი ჯგუფი შენ წინაა და სულგანაბული გისმენს, სულ სხვაა.
ვერ შევძლებ ისე წაგიკითხოთ, რომ სისხლი გაიყინოს.
– მისის ლინდი ამბობს, სისხლი გაეყინა, როცა დაინახა გა-
სულ პარასკევს ბელის გორაკის ყველაზე მაღალ ხეებზე რომ
ძვრებოდნენ ბიჭები ყვავის ბუდის საძებნელად – თქვა მარი-
ლამ – მიკვირს მის სტეისისაგან ასეთ რამეს რატომ აკეთები-
ნებს.
– მაგრამ ჩვენ გვჭირდება ყვავის ბუდე ბუნებრივად შესას-
წავლად – ახსნა ანამ – ეს იყო მინდვრის დღეს. გაკვეთილი

219 მკითხველთა ლიგა


ბუნებაში. შესანიშნავია და მერე ჩვენ ვწერთ თხზულებებს. ჩე-
მი თხზულება ყველაზე საუკეთესოა.
– ასეთი ლაპარაკი პატივმოყვარეობაა. შენ კი არ უნდა ამ-
ბობდე შენ თავზე, არამედ მასწავლებელს უნდა ეთქვა.
– სწორედ მასწავლებელმა თქვა, რომ ჩემი თხზულება ყვე-
ლას ჯობია. მე სულაც არა ვარ პატივმოყვარე. როგორ ვიქნე-
ბოდი, როცა გეომეტრიაში ნამდვილი ყეყეჩი ვარ. ამ ბოლო
დროს მართალია ცოტა რაღაცაში გავერკვიე. მის სტაისმა გა-
საგებად აგვიხსნა. მაგრამ მე ამ საგანში ვერასოდეს ვერ მი-
ვაღწევ წარმატებას. თხზულებების წერა კი მიყვარს. მის სტე-
ისი ნებას გვაძლევს თემა თვითონ ავირჩიოთ. შემდეგ კვირას
ჩვენ უნდა დავწეროთ თხზულება. რომელიმე ცნობილი ადა-
მიანი აირჩიო, რადგანაც ისინი ძალიან ბევრნი არიან. რა შე-
სანიშნავია იყო ცნობილი პიროვნება და ხალხმა წეროს შენზე.
როდესაც გავიზრდები დავხელოვნდები როგორც ძიძა და
ბრძოლის ველზე წავალ წითელ ჯვართან ერთად როგორც
მოწყალების და თუ, არ გავემგზავრე როგორც უცხოური მი-
სიონერი. ძალიან რომანტიკულია. მაგრამ მისიონერი რომ
გავხდე ძალიან კარგი უნდა ვიყო. ისე რომ ფუჭი ოცნებაა. ტყუ-
ილად გზას ავიბნევ და მეტი არაფერი, ჩვენ ყოველ დღე გვაქვს
ფიზიკური კულტურის ვარჯიში. გრაციოზულს გაგვხდის და
საჭმლის მონელებაში დაგვეხმარება.
– საჭმლის მონელების გაუმჯობესება! – თქვა მარილამ,
რომელსაც ჭეშმარიტად მიაჩნდა, რომ ფიზიკური კულტურა
მტკნარი სისულელეა.
მაგრამ მინდვრის შუადღეები, მხატვრული კითხვა პარას-
კეობით და ფიზიკური კულტურა უფერულდებოდა იმ პროექ-
ტით, რომელიც მის სტეისიმ წამოაყენა ნოემბერში. ავონლეას
სკოლის მოწაფეებს უნდა მოემზადებინათ კონცერტი და ეჩვე-
ნებინათ მაყურებლებისათვის შობის ღამით. დიდი მიზანი
ამოძრავებდათ. უნდა დახმარებოდნენ სკოლის დროშას. მო-
წაფეები როგორც ერთი ისე გაერთიანდნენ ამ გეგმაში და მა-
შინვე შეუდგნენ მზადებას. თავდადებულ შემსრულებლებს
შორის ისე მგზნებარედ არავინ ჩაბმულა ამ პროგრამაში, რო-

220 მკითხველთა ლიგა


გორც ანა შირლი. ის მთელი გულით და სულით მიეცა ამ საქ-
მეს. ერთადერთი, რაც მას ხელს უშლიდა იყო ის, რომ მარი-
ლას არ მოსწონდა მათი გეგმები. მთელი მათი მიზნები მას სი-
სულედ მიაჩნდა.
– თავს სისულელებით ივსებთ. დროს კარგავთ, იმის მაგივ-
რად რომ გაკვეთილებს დაუთმოთ – ბუზღუნებდა მარილა –
არ მომწონს ბავშვების მოწყობილი კონცერტი და რეპეტიცი-
ებზე სირბილი. ეს ბავშვებს პატივმოყვარეებად აქცევს და წან-
წალს აჩვევს.
– კარგი მხარეც გაიხსენეთ – თავს იცავდა ანა.
– დროშა ამაღლებს პატრიოტიზმის სულს, მარილა.
– სისულელეა! ყოველი თქვენთაგანი ნაკლებად ფიქრობს
პატრიოტიზმზე. ყველაფერი, რაც თქვენ გწადიათ, გართობაა.
– მერე რა, ამაში ცუდი რა არის. თუ შეგვიძლია პატრიოტიზ-
მი შევუერთოთ გართობას? რა თქმა უნდა, შესანიშნავია კონ-
ცერტს რომ ვაწყობთ. ჩვენ ვაპირებთ ექვსი გუნდური სიმღერა
წარმოვადგინოთ და დიანა შეასრულებს სოლოს. მე ორ დი-
ალოგში ვარ ჩართული: „საზოგადოება ჭორების გავრცელე-
ბის წინააღმდეგ“ და „ფერიების დედოფალი“. ბიჭებიც მონაწი-
ლეობენ დიალოგებში. მე ორ მხატვრულ კითხვაში ვიღებ მო-
ნაწილეობას, როცა ვიხსენებ კანკალი მეწყება. მაგრამ ეს სა-
ამო გულის ფანცქალია და არა კანკალი. დაბოლოს ჩვენ უნდა
წარმოვადგინოთ ცოცხალი სურათი – „რწმენა, იმედი და სიყ-
ვარული“ შეასრულებენ დიანა, რუბი და მე. თეთრებში ვართ
შემოსილები და თმები გაშლილი გვაქვს, მე იმედს განსახი-
ერებ. ხელები ასე მექნება დაწყობილი და თვალები მაღლა აპ-
ყრობილი სიტყვებზე, რაც უნდა წარმოთქვა. სხვენზე უნდა ვი-
ვარჯიშო. ოხვრა რომ მოგესმათ, შეგეშინდებათ. მე უნდა გულ-
გამგმირავად ოხვრა უნდა წარმოვადგინო. ძალიან ძნელია
კარგი მსახიობური ოხვრა წარმოსახო. მარილა, ჯოზი პაი
ცხვირჩაშვებულია, იმიტომ რომ არ მონაწილეობს მას რა რო-
ლიც უნდოდა არ მიიღო. იმას უნდოდა ფერიების დედოფალი
ყოფილიყო. უცნაური იქნებოდა. ვის გაუგია ფერიების დედო-
ფალი მსუქანი რომ ყოფილიყო. ფერიების დედოფალი ტან-

221 მკითხველთა ლიგა


წერწეტა და მოხდენილი უნდა იყოს. ჯეინ ენდრიუსი უნდა იყოს
დედოფალი, მე კი მისი ერთერთი სეფე ქალი. ჯოზი ამბობს
რომ მისი აზრით წითელთმიანი ფერია ისევე უცნაურია. რო-
გორც მსუქანი, მაგრამ მე არ ვაქცევ ყურადღებას რას იტყვის
ჯოზი. მე უნდა თეთრი ვარდების გვირგვინი უნდა მეკეთოს
თმებზე და რუბი ჯილისი აპირებს მათხოვოს თავისი ქოშები,
რადგანაც მე არა მაქვს. საჭიროა ფერიებს ეცვათ ქოშები. ვე-
რასოდეს ვერ წარმოიდგენთ ფერიებს ეცვათ წაღები, თქვენ
წარმოიდგენთ?! ჩვენ ვაპირებთ ჰოლი მოვრთათ მხოხავი წიწ-
ვიანი მცენარეებით და ვარდისფერი პაპიროსის ქაღალდით,
რომელზედაც ქაღალდის ვარდებს ჩავამაგრებთ და როდესაც
საზოგადოება დაიკავებს ადგილებს, ჩვენ ორ-ორად დაწყობი-
ლი გავივლით დარბაზში მუსიკის თანხლებით. ემა უაიტი ორ-
ღანზე დაუკრავს მარშს. ო, მარილა, მე ვიცი რომ ჩემსავით ენ-
თუზიაზმით არ ეკიდები საკონცერტო ამბებს, მაგრამ იმედი
არა გაქვთ, რომ თქვენი პატარა ანა თავს გამოიჩენს?
– ყველაფერი, რის იმედიც მაქვს, ის არის, რომ კარგად მო-
იქცე. მოხარული ვიქნებ ჩქარა დამთავრდეს ეს ფაცი-ფუცი,
რომ კალაპოტში ჩადგე. ახლა შენ არაფრისთვის არ ვარგი-
ხარ. თავი გამოტენილი გაქვს დიალოგებით, ოხვრით და ცოც-
ხალი სურათებით. რაც შეეხება შენ ენას, სასწაულია როგორ
არ გამოიფიტა.
ანამ ამოიოხრა და უკანა ეზოსაკენ გაემართა. ახალი მთვა-
რე ალვის ხის ფოთლებს შორის ციდან უშვებს თავის სინათ-
ლეს.
ანა მორზე წამოსკუპდა, მათეო შეშას აპობდა. ანამ კონცერ-
ტზე გაუბა საუბარი. დარწმუნებული იმაში, რომ ღირსეული და
სიმპათიური მსმენელი იპოვნა ბოლოს და ბოლოს,
– იცი, მე მიმაჩნია საკმაოდ კარგი კონცერტი გამოგივათ –
და მოველი შენ როლს წარმატებით გაართმევ თავს – თქვა მან
ღიმილით და შეხედა მის მგზნებარე, ცოცხალ პატარა სახეს.
ანამაც გაუღიმა მას საპასუხოდ. ეს ორი საუკეთესო მეგობრე-
ბი იყვნენ და მათე მადლობას უძღვნიდა თავის ვარსკვლავს
რომ საერთო არაფერი აქვს მის აღზრდასთან. ეს უშუალოდ

222 მკითხველთა ლიგა


მარილის მოვალეობაში შედიოდა. ეს ვალი თვითონ რომ
ჰქონდა დაკისრებული მაშინ შეწუხებული უნდა ყოფილიყო.
ხშირი კონფლიქტით მისწრაფებასა და მოვალეობას შორის.
ასე რომ ვთქვათ, ახლა ის თავისუფალია და რამდენიც უნდა
იმდენჯერ შეუძლია „გააფუჭოს“, მარილას სიტყვით, ანა, მაგ-
რამ ჩვენში რომ ვთქვათ, ეს არც ისე ცუდი არგუმენტია – პატა-
რა „დაფასება“ ზოგჯერ უფრო მეტის მომცემია, ვიდრე კეთილ-
სინდისიერი „აღზრდა“ ამქვეყნად.

223 მკითხველთა ლიგა


თავი XXV

მათეუმ თავისი გაიტანა: ანას ბუფებიანი კაბა


აჩუქა.

მათეუმ დაძაბულ ათ წუთს გაუძლო. დეკემბრის ერთ ცივ


ნაცრისფერ საღამოს შემოვიდა სამზარეულოში და დაჯდა შე-
შებისათვის განკუთვნილ ყუთზე, რათა გაეხადა თავისი მძიმე
ჩექმები. წარმოდგენაც არა ქონდა თუ არა და მისი ამხანაგები
დიალოგის „ფერიების დედოფალი“ რეპეტიციას ატარებდნენ
მისაღებ ოთახში. უეცრად ბავშვების მთელი ჯგუფი კისკისითა
და მხიარული მასლაათით შემოვიდნენ სამზარეულოში. მა-
თეუ მათ არ დაუნახავთ, რადგანაც მან მოასწრო უკან გადახ-
ტომა და ყუთს ამოეფარა. ცალ ხელში ჩექმა ეჭირა და მეორე-
ში კაწაპი. მთელი ათი წუთი უჩუმრად გასცქეროდა მათ, სანამ
ქუდებსა და ჟაკეტებს აიღებდნენ და თან კონცერტის ირგვლივ
ილაქლაქებდნენ. ანა იდგა მათ შორის სიცოცხლით სავსე და
გაბრწყინებული. უეცრად მათეუმ შეიგრძნო, რომ ანა იმათგან
რაღაცით განსხვავდებოდა. მაგრამ რაში მდგომარეობდა გან-
სხვავება ვერ გაეგო. თითქოს განსხვავება არ არსებობდა.
ანას ქონდა ბრწყინვალე სახე, უფრო დიდი და უფრო მღელვა-
რე თვალები და უფრო ლამაზი ნაკვთები, ვიდრე დანარჩენებს.
მაშინ რაშია განსხვავება?
მათეუს დიდხანს მოსვენებას არ აძლევდა ეს აზრი. იმის შემ-
დეგაც, რაც გოგოები წავიდნენ და დაეშვნენ გრძელ გაყინულ
ბილიკზე. ანა კი დაუბრუნდა თავის წიგნებს, მათეუ ვერ მიმარ-
თავდა მარილას. მან წინასწარ იცოდა რასაც ეტყოდა ის. მა-
რილა დაიფრუტუნებდა და დაცინვით იტყოდა განსხვავება
მათ შორის მხოლოდ იმაშია, რომ ისინი ხანდახან მაინც აჩე-

224 მკითხველთა ლიგა


რებენ ენას, ანა კი არასოდეს. ისე რომ იმისაგან დახმარების
იმედი არ უნდა ქონოდა.
იმ საღამოს ამოცანის ამოსახსნელად მიმართა თავის ჩი-
ბუხს, რასაც მართლა ვერ იტანდა. ორი საათის მოწევისა და
დაძაბული ფიქრის შემდეგ, მან გადაჭრა ეს პრობლემა. ანა არ
იყო ჩაცმული სხვა გოგოების მსგავსად!
რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამ საკითხზე მათეუ, მით უფრო
რწმუნდებოდა, რომ ანას არასოდეს არ სცმია სხვა გოგოები-
ვით, რაც ჩამოვიდა მწვანე მეზონინში. მარილა ბავშვს აცმევ-
და თალხი ფერის ულამაზო კაბებს და არასოდეს არ უცვლიდა
კაბის ფასონს. მათეოს რომ სცოდნოდა კაბის ფასონის არსე-
ბობა ამითი მისთვის მაინც არაფერი შეიცვლებოდა. არაფერ
ახალს არ შესძენდა. მაგრამ ის დარწმუნებული იყო იმაში,
რომ ანას კაბის სახელოები არ იყო ისეთი როგორიც სხვა გო-
გოების. მან რომ იმ საღამოს პატარა გოგოების ჯგუფი ნახა
ანას ირგვლივ, ყველანი მხიარულ ფერებში იყო გამოწყობი-
ლი – წითელ, ცისფერ, ვარდისფერ და თეთრ კაბებში. ის გან-
ცვიფრებული იყო მართლა რატომ აცმევდა ასე ჩაჟამებულად,
და ულაზათოდ.
რა თქმა უნდა ამას გამართლება ექნებოდა. უთუოდ ასეა.
მარიამ თავის საქმე ყველაზე უკეთ იცის. მას ხომ ბავშვის აღ-
ზრდა აკისრია, შესაძლებელია მის მეთოდში რაიმე ბრძნული,
იდუმალებით მოცული, მიუწვდომელი მოტივია ჩამარხული!
მაგრამ უდავოდ ამით არაფერი დაშავდება ბავშვს რომ ქონ-
დეს ერთი ლამაზი კაბა, ისეთი დიანას ბარს რომ აცვია ხოლმე.
გადაწყვიტა ის მიუძღვნიდა ასეთ კაბას ანას, ამაში არაფერი
დაუშვებელი არ იქნება. იმედი აქვს, სხვის საქმეში ჩარევას არ
დასწამებენ. შობამდე ორი კვირაა დარჩენილი, ჰოდა ეს ლა-
მაზი, ახალი კაბა სწორედ კარგი საჩუქარი იქნება. მათეუმ შვე-
ბით ამოისუნთქა და გვერდზე გადადო თავისი ჩიბუხი და წავი-
და დასაძინებლად. იმ დროს როდესაც მარილამ გააღო მთე-
ლი კარებები და სახლი გაანიავა.
მეორე საღამოსვე მათეუ გაემართა კარმოდის მაღაზიაში
კაბის საყიდლად. მისი მიზანი იყო რაც შეიძლებოდა ჩქარა შე-

225 მკითხველთა ლიგა


ესრულებინა თავის განზრახვა და ამ საქმისთვის და ბოლო
მოეღო მისთვის. მაგრამ გრძნობდა რომ მძიმე განსაცდელი
ელოდა. არსებობდა ისეთი საგნები, რომელთა ყიდვა მათეუს
ეადვილებოდა და ვაჭრობას ადვილად ართმევდა თავს. მაგ-
რამ როცა საქმე გოგონას კაბის ყიდვას ეხებოდა, უნდა დაყ-
რდნობოდა გამყიდველის გულმოწყალებას.
ბევრი ფიქრის შემდეგ, მათეუმ გადაწყვიტა წასულიყო სამუ-
ელ ლოუსონის მაღაზიაში. და არა ვილიამ ბლერთან, რომელ-
თანაც საერთოდ დადიოდნენ. მათთვის ბლერთან სიარული
ისეთივე სინდისის საქმე იყო როგორც პრესვიტერიანულ ეკ-
ლესიაში სიარული ან კონსერვატორების არჩევა. მაგრამ საქ-
მე იმაში იყო, რომ იქ ხშირად ბლერის ორი ქალიშვილი ემსა-
ხურებოდა მყიდველებს და მათეოს შიშის ზარსა სცემდა ისინი,
შეეძლო მათთან მიეღწია გარიგება. მაგრამ მაშინ ზუსტად უნ-
და სცოდნოდა რა უნდოდა და მიეთითებინა საჭირო საგანი.
მაგრამ ასეთ შემთხვევაში, როგორიც დღევანდელი იყო, საჭი-
რო მოითხოვდა ახსნას და კონსულტაციას. მათეუ გრძნობდა
რომ დახლთან კაცი უნდა მდგარიყო. ამიტომ წავა ლოუსონის
მაღაზიაში, სადაც ვილიამ სამუელი ან მისი ვაჟი მოემსახურე-
ბა. ვაი! მათეუმ არ იცოდა, რომ სამუელმა ახლახან თავისი
ბიზნესის გასაფართოებლად ქალი ნოქარი დაიქირავა. ის თა-
ვისი ცოლის დისშვილი იყო. ძალიან მკვირცხლი ახალგაზრდა
პიროვნება. მას ქონდა „პომპედურის“ სტილის ვარცხნილობა,
დიდი ყავისფერი თვალები და ფართო მაცდუნებელი ღიმილი.
ეცვა მოხდენილად და მოკაზმული იყო სამაჯურებით, რომლე-
ბიც ყოველ მოძრაობაზე ელვარებდნენ, ტკაცუნებდნენ და
ჟღარუნებდნენ. მათეუმ იქ რომ ის ქალი დაინახა შეშფოთდა,
ხოლო მისი ბრასლეტების ჟღარუნმა ხომ ჭკუა სულმთლად
დააკარგვინა.
რითი შემიძლია გემსახუროთ, მისტერ კათბერტ? – შეეკით-
ხა ლუსილა ჰარიტმა ცქვიტად და თავმომწონედ. თან ხელებს
დახლზე უკაკუნებდა.
– თუ გაქვს რაიმე, რაიმე – რა ქვია – ბაღის ფოცხები – ენის
ბორძიკით წარმოთქვა მათეუმ.

226 მკითხველთა ლიგა


მის ჰარისმა გაკვირვებით შეხედა. აბა რა მოუვიდოდა რო-
ცა ადამიანი შუა დეკემბერში კითხულობს ბაღისათვის ფოცხს.
– მე მგონი ერთი ან ორი გვაქვს დარჩენილი – თქვა მან –
მხოლოდ მაღლა საწყობში – ხე-ტყის მასალასთან ერთად. წა-
ვალ და ვნახავ – მის არყოფნაში მათეუმ მოიკრიბა გონება
შემდეგი ცდისათვის. როდესაც მის ჰარისი დაბრუნდა, ფოცხე-
ბით ხელში, შეეკითხა – კიდევ რამე ხომ არა გნებავთ, მისტერ
კართბერტ? – მათეომ მხნეობა მოიკრიბა და უპასუხა – რაც
მომიტანეთ იმას დაუმატებდი... კიდევ წავიღებდი ბალახის
თესლს.
მის ჰარისს გაგონილი ქონდა მასზე უცნაურიაო, მაგრამ უც-
ნაური კი არა ნამდვილი გიჟი ყოფილა.
– ჩვენ ბალახის თესლს მხოლოდ გაზაფხულზე ვყიდით. ამ-
ჟამად სახეზე არა გვაქვს.
– ო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა – ენის ბორძიკით წა-
ილუღლუღა საცოდავმა მათეუმ. ხელი დაავლო ფოცხებს და
კარებისკენ გასწია, ზღურბლზე ფეხი უნდა გადაედგა რომ გა-
ახსენდა ფული არ გადაუხდია. სანამ მის ჰარისი ხურდას ით-
ვლიდა, მან მთელი ძალები მოიკრიბა უკანასკნელი ცდისათ-
ვის.
– ჰო, ძალიან თუ არ შეგაწუხეთ, მე მინდოდა შაქრისათვის
შემეხედა.
– თეთრი თუ ყავისფერი? – მოთმინებით შეეკითხა გამყიდ-
ველი.
– ყავისფერი – თქვა მათეუმ სუსტად.
– მის ჰარისმა ბრასლეტების ჟღარუნით მიუთითა.
– აგერ იქ დგას კასრი – თქვა მის ჰარისმა ეს ერთი ხარის-
ხისა გვაქვს.
– ოცი პაუნდის შაქარს ავიღებ – თქვა მათეუმ, რომელსაც
შუბლზე ოფლი გამოუვიდა.
მათეუს ნახევარი გზა ქონდა გავლილი სახლისკენ, როცა
იგრძნო, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდა. საშინელი განსაც-
დელი გაიარა, მაგრამ დაიმსახურა – ფიქრობდა ის, რადგანაც

227 მკითხველთა ლიგა


წავიდა უცნობ მაღაზიაში, როცა სახლს მიაღწია, ფოცხი დამა-
ლა იარაღების ოთახში, ხოლო შაქარი მიუტანა მარილას.
– ყავისფერი შაქარი! – წამოიძახა მარილამ – რატომ შე-
იძინე ამდენი? ხომ იცი, მე არასოდეს ვხმარობ ყავისფერ შა-
ქარს. მარტო მოჯამაგირის ფაფისათვის ვიყენებ ხოლმე. ჯერი
წავიდა, ნამცხვარი კი დიდი ხანია არ გამომიცხვია. ეს შაქარი
არაფრად არ ვარგა. მერე მუქი ფერისაა, ვილიამ ბლერი იშ-
ვიათად აჩერებს ასეთ შაქარს მაღაზიაში.
– მე – მე ვიფიქრე გამოგადგებოდა თქვა მათეუმ და გა-
იფიქრა რა კარგად დაიძვრინა თავი.
როდესაც მათეუმ აწონ-დაწონა შექმნილი სიტუაცია, გადაწ-
ყვიტა ასეთ ვითარება მოითხოვს ქალის ჩარევას. მხოლოდ ქა-
ლი გაართმევს თავს ამ სიტუაციას. ამ საქმეში მარილა არ გა-
მოდგება. მათეუ გრძნობდა, რომ ის მაშინვე ცივ წყალს შეას-
ხავდა მას ამ პროექტის გამო. გაიხსენა მისის ლინდი. ერთა-
დერთი ქალი იყო მთელ ავონეაში, ვისაც მათეუ გაუბედავდა
რჩევა ეთხოვა. ამიტომ ის მაშინვე ეწვია მისი ლინდს. იმ კე-
თილმა ლედიმ მკვირცხლად ჩამოხსნა ტვირთი მხრებიდან
თავგზააბნეულ კაცს.
– კაბა ავარჩიო შენთვის ანას რომ აჩუქო? რა თქმა უნდა,
ეჭვი არ გეპარებოდეს, მე ავარჩევ. ხვალ კარმოდიში მივდი-
ვარ და შევივლი მაღაზიაში, რამე განსაკუთრებული ხომ არა
გაქვს ჩაფიქრებული? კარგი. მაშინ მე ჩემი გემოვნებით შე-
ვარჩევ. ჩემი აზრით, ლამაზი მუქი ყავისფერი ანას ზუსტად მო-
უხდება. ვილიამ ბლერს აქვს ახალი „გლორია“ ასეთი ფერის.
ძალიან ლამაზია. იქნებ გინდა მე თვითონვე შეუკერო კაბა.
იმიტომ რომ მარილა თუ შეუკერავს ანა ნახავს და დროზე ად-
რე გაიგებს. სურპრიზი აღარ გამოვა. კარგი, მე შეუკერავ. არა,
სრულიადაც არ არის შეწუხება. მე კერვა მიყვარს. ჩემი დისწუ-
ლის ჯენი ჯილისის მაგვარ კაბას შევკერავ. ის და ანა გაჭრილი
ვაშლივით გვანან ერთმანეთს ფიგურებით.
– ჰო, მე ძალიან დავალებული ვარ შენით – თქვა მათეუმ –
და – მე მინდოდა მე ვფიქრობ, ახლა სხვანაირ სახელოებს

228 მკითხველთა ლიგა


უკეთებენ კაბას. ერთი თხოვნა მაქვს თუ ძნელი არ იქნება, მინ-
და ახლებურად გაუკეთოთ სახელოები.
– ბუფებით? რა თქმა უნდა. ამაზე ერთი ბეწოთიც არ ინერ-
ვიულო, მათეუ. ამას მე ბოლო მოდაზე შევკერავ – თქვა მისის
ლინდმა. ხოლო როდესაც მათეუ წავიდა, მან თავისთვის და-
უმატა.
– საწყალი ბავშვი ძლივს რიგიანი კაბა არ ეღირსება! ის მე-
თოდი, რითიც მარილა ხელმძღვანელობს, სასაცილოა. რამ-
დენჯერ დავაპირე მარილასთვის მეთქვა გულახდილად, მაგ-
რამ ხმა ვერ ამოვიღე, რადგანაც მარილას არ უნდა რჩევა მი-
იღოს. ის ფიქრობს, ჩემზე მეტი იცის ბავშვის აღზრდაზე, მიუხე-
დავად იმისა, რომ შინაბერაა, ყოველთვის ასეა მაგრამ, ვისაც
ბავშვი აღუზრდია იცის, რომ არ არსებობს ყოვლის მომცველი
მეთოდი ქვეყანაზე, რომელიც ყველა ბავშვს მოერგება. მარია
კალბერტი შეცდომას უშვებს. უნდა განუვითაროს სული ჰუ-
მანურობის ანაში ასეთი ჩაცმით, როგორც აცმევს. მაგრამ სა-
ფიქრებელია ის უვითარებს შურს და უკმაყოფილებას. მე დარ-
წმუნებული ვარ ბავშვმა უნდა იგრძნოს განსხვავება თავის ტა-
ნისამოსსა და სხვის ტანისამოსს შორის. მაგრამ მათეუს რაც
შეეხება, მან შეამჩნია განსხვავება. ეს კაცი იღვიძებს სამოცი
წლის ძილის შემდეგ.
მარილამ იცოდა, რომ ორი კვირის განმავლობაში მათეოს
თავში რაღაც ხდებოდა, მაგრამ რა, ვერ ხვდებოდა შობის წინა
ღამემდე, როდესაც ლინდმა მოიტანა ახალი კაბა. მარილამ
კარგად მიიღო ეს ამბავი, თუმცა, როგოც ჩანდა, მან ეჭვი შე-
იტანა ლინდის დიპლომატიურ ახსნაში რომ კაბა მან იმიტომ
შეკერა, რათა ანას არ შეემჩნია დროზე ადრე მათეუს განზრახ-
ვა. მაშინ სიურპრიზი აღარ გამოვიდოდა.
– ამიტომაც იყო, რომ მათეუს ეს ორი კვირა იდუმალება
ეხატებოდა სახეზე და ჩუმჩუმად თავისთვის იცინოდა – თქვა
მან გაბედულად, მაგრამ თავშეკავებულად – ვიცოდი რაღაც
სისულელე რომ ჰქონდა ჩაფიქრებული. ჰოდა, უნდა ვთქვა,
რომ არა მგონია ანას იმაზე მეტი სჭირდებოდეს, რაც აქვს მე
მას შეუკერე სამი კარგი, თბილი, პრაქტიკული კაბა და ამაზე

229 მკითხველთა ლიგა


მეტი აშკარად ახირება და უაზრობაა. მარტო ბუფებზე იმდენი
მატერია მიდის რომ მშვენიერი ზედატანი გამოვიდოდა. შენ
გაანებივრე ანა და პატივმოყვარეობა განუვითარე, მათეუ. მას
ისედაც არ აკლდა... თავმომწონეობა ფარშევანგივით. იმედი
მაქვს კმაყოფილი დარჩა. ისეთი მგზნებარე სურვილი ქონდა
ამგვარი სახელოები ქონდა კაბაზე, იმის შემდეგ რაც მოდაში
შემოვიდა. ბუფები თანდათან გაადიდეს და უფრო სასაცილო
გახადეს. ახლა ეს ბუფები ბუშტებივით დიდია. შემდეგ წელს,
ვინც ატარებს მათ კარებში გვერდულად უნდა შევიდეს.
შობის დილა გათენდა უმშვენიერეს თეთრ სამყაროში. ძა-
ლიან თბილი დეკემბერი იდგა და ხალხი მოელოდა, რომ მწვა-
ნე შობას შეხვდებოდნენ. მაგრამ ღამით საკმაო თოვლი დადო
იმისათვის რომ ავონლეა გარდაექმნა. აღტაცებაში მოსულმა
ანამ მეზონინის ყინულით მოხატულ ფანჯრის შუშაში გაიჭყი-
ტა. ნაძვები მოჩვენებების ტყეში ბუმბულივით ჰაეროვანი და
თვალწარმტაცები იყვნენ. არყის და გარეული ალუბლის ხე-
ებისათვის თითქოს მარგალიტები შეუფრქვევიათო. გამამხნე-
ვებელ სუფთა ჰაერში არომატი იფრქვეოდა, რაც დიდებულე-
ბას მატებდა იქაურობას. ანამ სიმღერით დაბლა ჩაირბინა. მი-
სი ხმა მთელი მწვანე მეზონინში ვრცელდებოდა.
– შობას გილოცავ მარილა! შობას გილოცავ მათეუ! ხომ
მშვენიერი შობაა? როგორ მიხარია რომ თეთრი შობა გვეწვია.
სხვანაირი შობა ნამდვილი არ არის. მწვანე შობა არ არსე-
ბობს. ეს მხოლოდ საზიზღარი გაუფერებული ყავისფერი ან
ნაცრისფერია, ხალხი მწვანეს რატომ უწო: დებს, მარილა? ეს
ჩემთვისაა, მათეუ?
მათეუმ მოკრძალებით კაბას ქაღალდის სახვევი შემოხსნა
და შესაბრალისად გადახედა მარილას, რომელიც დამცინავი
გამომეტყველებით ჩაიდანს წყლით ავსებდა და მოჩვენებითი
გულგრილი იერით მიეღო, მაგრამ უჩუმრად დიდი ინტერესით
თვალს ადევნებდა სახლში რაც ხდებოდა.
ანამ ხელში აიღო კაბა და მოწიწებით შეათვალიერა. ო, რა
ლამაზია – მშვენიერი რბილი ყავისფერი „გლორია“. მბზინავი
აბრეშუმი. ქვედატანი უხვი ფურჩალებით და ნაოჭებით პატარა

230 მკითხველთა ლიგა


გოფრირებული საყელო თხელი არშია რომ აქვს შემოვლებუ-
ლი. ხოლო სახელოები დიდების მწვერვალი! გრძედი იდაყვე-
ბამდე მანჟეტებით. მის ზემოთ ბუფები ორად გაყოფილი ნაო-
ჭებით და ყავისფერი აბრეშუმის ლენტის ბანტით.
– ეს შენი საშობაო საჩუქარია, ანა – თქვა მათეუმ მორ-
ცხვად რატომ ანა, არ მოგწონს? შეეკითხა მათეუ – მაშ კარგი,
მაშ კარგი – რადგანაც ანას თვალები ცრემლებით ჰქონდა
სავსე – მოგწონსო! მათეუ – ანამ კაბა სკამზე გადაკიდა და ტა-
ში შემოჰკრა – მათეუ ეს საუკეთესოა. ო, ვერასოდეს ვერ ამო-
ვალ შენი ვალიდან. შეხედეთ ამ სახელოებს, არა, ალბათ მეჩ-
ვენება, უთუოდ ბედნიერი სიზმარია.
– საკმარისია, მოდით ვისაუზმოთ – შეაწყვეტინა მარიამ.
– უნდა მოგახსენო ანა, რომ კაბა არა მგონია გჭირდებო-
დეს, მაგრამ რადგანაც მათეუმ ეს შენთვის შეიძინა კარგად უნ-
და გაუფრთხილდე. აი თმაზე გასაკეთებელი ლენტი მისის
ლინდმა დაგიტოვა. ყავისფერია, კაბის შესაფერი. მოდი ახლა
და დაჯექი.
– მე არა მგონია ჭამა შევძლო – თქვა ანამ აღტაცებით – სა-
უზმე ისეთ ამაღლებულ მომენტში პროზაულად მეჩვენება.
მირჩევნია მთელი ყურადღება კაბისკენ მქონდეს მიპყრობი-
ლი. როგორ მიხარია ბუფებიანი სახელოები მოდიდან რომ არ
გასულა, სანამ შევიძენდი რომ გასულიყო, გავგიჟდებოდი –
ამის შემდეგ ასე ძალიან აღარაფერი გამახარებს. მისის ლინ-
დისგან დიდი სიკეთეა, ლენტი რომ მომცა. ვგრძნობ რომ მე
ძალიან კარგი გოგო უნდა გავხდე. ვწუხვარ სანიმუშო პატარა
გოგო რომ არა ვარ. ყოველთვის ვიმედოვნებ ხოლმე რომ სა-
ნიმუშო მომავალში გავხდები, მაგრამ როცა გადაულახავი
ცდუნება შეგხვდება. ძნელია ცხოვრებაში გაატარო შენი გა-
დაწყვეტილება. ყოველნაირად ვეცდები კარგი გავხდე.
როდესაც პროზაული საუზმე დამთავრდა, გამოჩნდა დიანა
თეთრ ძელებიან ხიდზე. მოდიოდა პატარა მხიარული ფიგურა
წითელ თავისუფალ გრძელ პალტოში, ანა ფერდობზე გავარ-
და დიანას შესახვედრად.

231 მკითხველთა ლიგა


– შობას გილოცავ, დიანა! რა შესანიშნავი შობაა, შესანიშ-
ნავი რამე უნდა გიჩვენო, მათეუმ ულამაზესი კაბა მაჩუქა ისე-
თი სახელოებით, შენ რომ გაქვს, ბუფებიანი,. უკეთესს ვერც კი
ვინატრებდი.
– მეც რაღაც მაქვს შენთვის – თქვა დიანამ სულმოუთქმე-
ლად. ეს კოლოფი დეიდა ჟოზეფინამ გამომგიგზავნა. დიდი ყუ-
თი მივიღეთ რაღაც-რაღაცეებით. და ეს შენთვისაა. წინა ღამეს
მივიღეთ, მაგრამ გვიან იყო და ვერ წამოვედი. მოჩვენებების
ტყით გავლას ვერ ვიტან სიბნელეში. ანამ გახსნა კოლოფი და
შიგ ჩაიჭყიტა. პირველად დაინახა ბარათი, რომელზედაც ეწე-
რა ანა-გოგოსთვის ბედნიერ შობას გისურვებ.
შიგ იდო უმშვენიერესი პატარა ლაიკის ქოშები, მრგვალი
წვერებით, ატლასის ლენტებით და ბრჭყვიალა ბაფთებით.
– ო, წარმოთქვა ანამ – დიანა ეს უკვე მეტისმეტია. ნამდვი-
ლად სიზმარში ვხედავ ყოველივე ამას. არა მგონია ცხადი
იყოს.
– მე ამას ვუწოდებ ბედის წყალობას – თქვა დიანამ. ახლა
შენ აღარ დაგჭირდება რუბის ქოშები, ბრწყინვალეა. ის ქოშე-
ბი ორი ნომრით დიდი გქონდა. საშინელება იქნებოდა. ფერია
სცენაზე აფრატუნებდეს. გოზი პაი გაიხარებდა. წარმოგიდგე-
ნია რეპეტიციის შემდეგ რომ რაიტი სახლში წავიდა ჯერი პაის-
თან ერთად. ამისთანა რამე გსმენია?
ავონლეას მთელი მოსწავლეები იმ დღეს უაღრესად იყვნენ
აღგზნებულები, რადგანაც დარბაზი უნდა მოერთოთ და ბოლო
დიდი რეპეტიცია ჩაეტარებინათ. კონცერტი საღამოს ჩატარდა
და დიდი წარმატება მოიპოვა. პატარა დარბაზი ხალხით იყო
გაჭედილი, შემსრულებლებმა თავი გამოიჩინეს კარგი შესრუ-
ლებით. მაგრამ ანა განსაკუთრებით ბრწყინავდა მათ შორის.
ის მთელი საღამოს ვარსკვლავი იყო. შურმაც კი, რომელიც
განსახიერებული იყო ჯოზი პაის სახით, ვერ გაბედა ამის უარ-
ყოფა.
– ხომ ბრწყინვალე საღამო იყო – ამოიოხრა ანამ, როდესაც
ყველაფერი დამთავრდა და ის დიანასთან ერთად სახლისაკენ

232 მკითხველთა ლიგა


გაემართა. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ზევიდან დასცქე-
როდა ბედნიერ მეგობრებს.
– ყველაფერი კარგად მოეწყო – აღნიშნა დიანამ პრაქტიკუ-
ლად. ჩვენი ათი დოლარი გამოვიმუშავეთ. წარმომიდგენია?
მისტერ ალანმა ჩვენს კონცერტზე წერილი უნდა გაუგზავნოს
ჩარლოტ ტაუნის გაზეთს.
– ო, დიანა, რა კარგია. ჩვენ სახელებს რომ ვიხილავთ პრე-
საში. მის წარმოდგენაც კი სიხარულით მავსებს. შენი სოლო,
დიანა საუკეთესო იყო, შენზე მეტად მე ვამაყობდი შენი წარმა-
ტებით, ბისზე რომ გამოგიძახეს ჩემთვის ვამბობდი, ეს ჩემი
ძვირფასი გულითადი მეგობარია, რომელმაც ასეთი მოწონე-
ბა დაიმსახურა.
– შენმა მხატვრულმა კითხვამ კი დარბაზი დაანგრია. განსა-
კუთრებით ის ნაღვლიანი ლექსი რაღაც არაჩვეულებრივად
წაიკითხე. ძალიან შთამბეჭდავი იყო.
– მერე იცი, როგორ ვინერვიულე, დიანა, როდესაც მისტერ
ალანმა გამოაცხადა ჩემი სახელი, ვერ აგიღწერა რა დამემარ-
თა. არ ვიცი სცენაზე როგორ ავედი. ისეთი შთაბეჭდილება შე-
მექმნა თითქოს მილიონი თვალი შემომცქეროდა და ერთ სა-
შინელ მომენტში ისიც კი მეგონა, რომ ხმას ვერ ამოვიღებდი.
მერე გავიფიქრე ჩემ ლამაზ ბუფებიან სახელოებზე და სიმხნე-
ვე მოვიკრიბე. ასეთი აზრი მომივიდა თავში: ჩემი სახელოების
ღირსი უნდა ვიყო. და დავიწყე. ჩემი ხმა სადღაც შორიდან მეს-
მოდა. თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თუთიყუში, ჩემი ბედი
რომ ბევრს ვარჯიშობდი სხვენზე, თორემ ვერ შევძლებდი
იმათ წაკითხვას. კარგად ვოხრავდი?
– ჰო, შესანიშნავად ოხრავდი – არწმუნებდა დიანა.
– დავინახე მისის სლოუნს ცრემლები რომ ჩამოსდიოდა,
როცა დავჯექი ჩემ ადგილას. შესანიშნავი გრძნობაა, როცა ხე-
დავ, რომ ვიღაცას გული აუჩუყე. რა რომანტიკულია კონცერ-
ტში მონაწილეობა, არა? დაუვიწყარი ამბავია.
– ბიჭების დიალოგი ხომ მშვენიერი იყო? – თქვა დიანამ –
გილბერტ ბლაითი რაღაც საოცრება იყო. ანა, საშინელებაა,
როგორ ექცევი. დამაცადე გითხრა, შენ რომ ფერიების დი-

233 მკითხველთა ლიგა


ალოგის შემდეგ გაიქეცი, ერთი ვარდი ჩამოგვარდა თმები-
დან, მე დავინახე გილმა რომ აიღო და გულთან ახლოს ჯიბეში
ჩაიდო. დიახ, შენ ისეთი რომანტიკული ხარ, დარწმუნებული
ვარ მოგეწონებოდა, რომ დაგენახა.
– ჩემთვის სულერთია ეს პიროვნება რას გააკეთებს – თქვა
ანამ ქედმაღლურად – მე უბრალოდ დროს არ დავკარგავ მას-
ზე ფიქრით.
იმ ღამეს მარილა და მათეუ, რომლებიც დაესწრნენ კონ-
ცერტს ოცი წლის შემდეგ პირველად, ისხდნენ სამზარეულოში
ბუხართან, იმის შემდეგ, რაც ანა წავიდა დასაძინებლად.
– იცი რა, მე მგონია ჩვენმა ანამ კარგად გაითამაშა თავისი
სცენები, ისევე როგორც სხვებმა – თქვა მათეუმ ამაყად.
– ჰო, კარგი იყო. კარგი შესახედაობაც აქვს. ბრწყინვალე
ბავშვია. მე კონცერტის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ვფიქ-
რობ, არაფერი ცუდი ამაში არ არის. ვამაყობდი ანას გამო.
თუმცა ამის თქმას არ ვაპირებ.
– მეც ვამაყობდი და ვუთხარი კიდეც თქვა მათეუმ – უნდა
მოვიფიქროთ რა შეგვიძლია მისთვის გავაკეთოთ, მარილა. მე
ვფიქრობ რომ უფრო მეტი სჭირდება ვიდრე ავონლეას სკო-
ლა.
– ამაზე საფიქრელად საკმაო დრო გვაქვს – თქვა მარილამ.
ჯერ მხოლოდ ცამეტი წელი შეუსრულდება მარტში. თუმცა ამ
ღამეს მომეჩვენა, რომ უკვე დიდი გოგოა. ალბათ იმიტომ,
რომ მისის ლინდმა ცოტა გრძელი კაბა შეუკერა და მაღალი
ჩანდა. ის სწრაფად სწავლობს და ვფიქრობ ყველაზე კარგი,
რაც ჩვენ შეგვიძლია გავუკეთოთ ის იქნება, რომ დედოფლის
სემინარიაში გავაგზავნოთ. მაგრამ ჯერჯერობით ნუ ვეტყვით
ერთი-ორი წელი რომ გავა, მერე ვუთხრათ.
– ამაში არაფერია ცუდი წინასწარ თუ იფიქრებს – თქვა მა-
თეუმ.
– ამისთანა საკითხები კარგად უნდა გავიაზროთ.

234 მკითხველთა ლიგა


თავი XXVI

ლიტერატურული კლუბის შექმნა

ავორლეას ახალგაზრდობას ემძიმებოდა ერთფეროვან ყო-


ფას დაბრუნებოდა. ანა, რომელმაც კვირების განმავლობაში
განიცადა სასიამოვნო მღელვარება, ახლა ცალკეულ საგნები
მიაჩნდა შემაძრწუნებლად მოსაწყენად, მოძველებულად და
უსარგებლოდ. შეეძლო მას დაებრუნებინა ის, წყნარი, სასია-
მოვნო დღეები დიდი ხნის წინ რომ ქონდა კონცერტამდე? რო-
გორც გაანდო დიანას, ის ნამდვილად არა ფიქრობდა, რომ შე-
ეძლო.
– მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, დიანა, რომ ცხოვრება
არასოდეს არ არის უცვლელი, ისეთი როგორიც ის იყო ძვე-
ლად – თქვა მან ნაღვლიანად. ისე ამბობდა თითქოს ის ეხებო-
და თხუთმეტი წლის წინანდელ დროს – შესაძლებელია ცოტა
ხნის შემდეგ მე კიდეც შევეჩვიო მას, მაგრამ ვშიშობ კონცერ-
ტები აფუჭებენ ხალხს. ყოველდღიური ცხოვრებისათვის აღარ
ვარგიან. მე ვთვლი, რომ მარილა იმიტომ ვერ იტანს მათ. მა-
რილა ისეთი გონიერი ქალია. ათასჯერ ჯობია იყო გონიერი,
მაგრამ მე მაინც ვერ დავიჯერებ, მინდოდეს ვიყო გონიერი პი-
როვნება, იმიტომ რომ ისინი რომ ისინი არ არიან რომანტიკუ-
ლი. მისის ლინდი ამბობს, რომ მე ეს საშიშროება არ მელის,
მე გონიერი არ ვიქნები, მაგრამ კაცმა არ იცის რა იქნება. შე-
იძლება მე გავხდე გონიერი მხოლოდ იმისათვის, რომ დაღ-
ლილი ვარ. მე წინა ღამეს ვერ დავიძინე. დიდხანს ვიწექი ისე,
რომ თვალი არ მომიხუჭავს. კონცერტს ვიგონებდი, სულ
თვალწინ მეხატებოდა. ასეთ საქმეებს ერთი კარგი თვისება
აქვს ძალიან მშვენიერია რომ ფიქრით შეგიძლია დაუბრუნდე
მათ. ბოლოს და ბოლოს რამენაირად ავონლეას სკოლა ჩადგა

235 მკითხველთა ლიგა


ძველ კალაპოტში; დაიბრუნა თავისი წეს-ჩვეულებები და ინ-
ტერესები. ცხადია კონცერტმა დატოვა კვალი. რუბი ჯილისმა
და ემა უვაიტმა იჩხუბეს იმის გამო თუ სცენაზე ვინ მოიპოვა
პირველი ადგილი და ერთ მერხთან აღარ ისხდნენ. სამი წლის
მეგობრობა წყალში ჩაიყარა. ჯოზი პაი და ჯულია ბელი ერთმა-
ნეთს აღარ ელაპარაკებოდნენ, უკვე სამი თვეა, იმიტომ რომ
ჯოზი პაიმ უთხრა ბესი უვაიტს, რომ ჯულია ბელის თავის დაკ-
ვრა მას აგონებდა წიწილას, რომელიც კენკავს საჭმელს და
ბესიმ უთხრა ჯულიას არც ერთს სლოანთაგანს არ სურდა საქ-
მე დაეჭირა ბელებთან, იმიტომ რომ ბელებმა განაცხადეს,
რომ სლოანებს ბევრი ნომერი მისცეს შესასრულებლად. რა-
ზედაც სლოანებმა უპასუხეს რომ ბელებმა წესიერად ვერ შე-
ასრულეს ის ცოტაც კი, რაც მათ მიანდეს. და ბოლოს ჩარლი
სლოანი წაეჩხუბა მუდი სპურჯენს მაკფერსონს, იმიტომ რომ
მუდი სპურჯენმა თქვა, რომ ანა შირლი ცხვირს იბზიკავს კონ-
ცერტზე გამოსვლის შემდეგ, რასაც შედეგად მოყვა ის რომ მუ-
დი სპურჯედი მაგრად მიტყიპა. პურჯენის და ალა მეის ხმა არ
გაუცია ანასთვის მთელი დარჩენილი ზამთრის განმავლობა-
ში. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ამ წვრილმან უთანხმო-
ებებს, სხვა მხრივ მის სტეისის პატარა სამფლობელოში საქმე
წესიერად და მშვიდად მიმდინარეობდა.
ზამთრის თვეები უცბად გაფრინდა. არაჩვეულებრივად
თბილი ზამთარი იყო. თოვლი ისე ცოტა იყო, რომ ანასა და დი-
ანას შეეძლოთ სკოლაში სიარული არყის ბილიკით. ანას და-
ბადების დღეს ისინი მსუბუქი ნაბიჯებით მიაბიჯებდნენ და თვა-
ლებს აქეთ-იქით აცეცებდნენ არაფერ გამორჩენოდათ, შეუმ-
ჩნეველი არ დაეტოვებინათ რაიმე ამ გარემოში, რადგანაც
მის სტეისის ნათქვამი ჰქონდა მოწაფეებისათვის რომ მათ მა-
ლე უნდა დაეწერათ თემა „გასეირნება ზამთრის ჟამს ტყეში“,
რის გამოც ევალებოდათ ყურადღებიანი ყოფილიყვნენ.
– უბრალოდ წარმოიდგინე დიანა მე დღეს ცამეტი წლისა
ვარ – შენიშნა ანამ მოკრძალებული ხმით. მე არ მჯერა რომ
უკვე ამხელა ვარ. როცა ამ დილას გავიღვიძე, მე მეგონა რომ
ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. შენ უკვე ერთი თვეა, რაც

236 მკითხველთა ლიგა


ცამეტისა ხარ, ამიტომ შენ ისე არ გაკვირვებს ეს სიახლე, რო-
გორც მე. ცხოვრება უფრო საინტერესოდ გეჩვენება, ორი წე-
ლიცა და ნამდვილი მოზრდილი ვიქნები... უდიდესი ნუგეშია
იმის გაფიქრება რომ მე შესაძლებლობა მექნება ამაღლებუ-
ლი სიტყვები ვიხმარო ლაპარაკში და არ დამცინონ.
– რუბი ჯილისი ამბობს ის თხუთმეტი წლის რომ გახდება –
საქმაროს იშოვნის – თქვა დიანამ.
– რუბი ჯილისი ფიქრობს მხოლოდ საქმროზე და მეტი არა-
ფერზე – თქვა ანამ მედიდურად იმას საშინლად უხარია, როცა
ვინმე მის სახელს დაწერს განცხადებებთან „მიაქციეთ ყურად-
ღება!“ და თავს ისე იჭერს ვითომ გაბრაზდა, მე დარწმუნებული
ვარ სხვების დასანახად იქცევა ასე. მაგრამ ასეთი ლაპარაკი
საქველმოქმედო ლაპარაკი არ არის. მისი ალანი ამბობს, ჩვენ
იშვიათად ვხმარობთ გასაკიცხ სიტყვებს, მაგრამ ზოგჯერ უნე-
ბურად წამოგვცდება ხოლმე, დაუფიქრებლად. მე უბრალოდ
არ შემიძლია ჯოზი პაიზე ვილაპარაკო გასაკიცხი სიტყვების
გარეშე, ამიტომაც იმას არც ვახსენებ. შენ ალბათ შეამჩნიე
რომ მე ვცდილობ მისი ალანს დავემსგავსო, როგორც შემიძ-
ლია, რადგანაც მიმაჩნია, რომ ის საუკეთესოა. მისტერ ალა-
ნიც ამავე აზრისაა. მისის ლინდი ამბობს ის აღმერთებს მიწას,
სადაც მისის ალანი ფეხს დაადგამს და ეს არ მიაჩნია სწორად.
რადგანაც მღვდელი ასეთ დიდ ყურადღებას არ უნდა უთმობ-
დეს მოკვდავ არსებას. მაგრამ დიანა მღვდლებიც ხომ ადამია-
ნური არსებები არიან და გარშემორტყმულნი მოკვდავი არსე-
ბებით, იმათაც აქვთ ცოდვები როგორც ყველას. მე ძალიან სა-
ინტერესო საუბარი მქონდა მისის ალანთან ცოდვებზე გასულ
კვირას; კვირაობით ცოტა თემაა სალაპარაკოდ. ეს თემა ერთ-
ერთი მათგანია. ჩემი გამოუსწორებელი ცოდვა არის ის, რომ
წარმოსახვა ბევრი მაქვს და მოვალეობას ვივიწყებ, ვცდილობ
დავძლიო ჩემი ნაკლი და ახლა, ცამეტი წლის რომ ვარ, მე უკე-
თესი გავხდები
– ოთხი წელი რომ გავა შემეძლება თმები მაღლა ავიწიო –
თქვა დიანამ – ალისა ბელი ჯერ თექვსმეტი წლისაა და ის ასეთ

237 მკითხველთა ლიგა


ვარცხნილობას იკეთებს, მაგრამ მე ვფიქრობ ეს სასაცილოა.
მე დავიცდი სანამ ჩვიდმეტი წლის გავხდები.
– მე რომ მქონდეს ალისა ბელისავით მოკაუჭებული ცხვი-
რი – თქვა ანამ გადაწყვეტით – მე არ გავიკეთებდი ისეთ ვარ-
ცხნილობას, მაგრამ რა ვიცი მეშინია საძრახისი ლაპარაკი გა-
მომივა. გარდა ამისა მე ვადარებდი მის ცხვირს ჩემს ცხვირ-
თან ეს პატივმოყვარეობაა, მე ვშიშობ, მე ბევრს ვფიქრობ ჩემს
ცხვირზე მას შემდეგ რაც ქათინაური მითხრეს დიდი ხნის წინ.
ეს დიდი ნუგეშია ჩემთვის. ო,დიანა შეხედე კურდღელია, ეს
არის ის რამაც გამახსენა ჩვენი თემა ტყეზე. მე ვფიქრობ ტყე-
ები მშვენიერია როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. ისეთი
თეთრია ჯერ კიდევ, თითქოს მათ სძინავთ და ლამაზ სიზმრებს
ხედავენ.
– მე არ დავწერ იმ თხზულებას – ამოიოხრა დიანამ.
– ტყეზე კიდევ რაღაცას მოვახერხებ, მაგრამ ის ორშაბათს
რომ უნდა ჩავაბაროთ, საშინელებაა. მის სტეისი საიდან გაუჩ-
ნდა ის იდეა, რომ ვწეროთ მოთხრობები, საკუთარი გამონა-
გონი!
– რატომ – ეს ისევე ადვილია, როგორც თვალის დახამხა-
მება თქვა ანამ.
– შენ რა გიჭირს, შენთვის ადვილია, წარმოსახვის უნარი
გაქვს შეეპასუხა დიანა, მაგრამ რას იზამდი რომ დაბადებული-
ყავი ფანტაზიის გარეშე. შენ ისე ლაპარაკობ, გეტყობა მოთ-
ხრობა უკვე დაწერილი გაქვს. ანამ თავი დაუკრა ძალიან ცდი-
ლობდა ყოყლოჩინობა არ გამოსვლოდა ან თავმომწონეობა-
ში არ ჩაეთვალათ, მაგრამ მარცხი უნდა აეტანა.
მე ის გასულ ორშაბათს საღამოს დავწერე სახელწოდებით
„ეჭვიანი მეტოქე ან სიკვდილშიც განუყრელნი!“ წავუკითხე მა-
რილას, მითხრა ჩმახიაო. მერე მათეოს გავაცანი. იმან თქვა
რომ მშვენიერია. ასეთი კრიტიკა მე მომწონს, ძალიან ნაღ-
ვლიანი ამბავია, როცა ვწერდი ბავშვივით ვტიროდი. ორ ლა-
მაზ ქალიშვილზეა რომელთა სახელები კორდელია მონ მო-
რანსი და ჯერალდინა სეიმურია. ერთი და იგივე სოფელში
ცხოვრობდნენ და უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეეძლოთ.

238 მკითხველთა ლიგა


კორდელია შავგვრემანი იყო. ღამესავით შავი თმები ჰქონდა
და თვალები ცეცხლივით უელავდა. ჯერალდინა ქერა იყო ისე-
თი ნაწნავები ჰქონდა თითქოს ოქრო დაუწნიათო და ხვერდო-
ვანი წითელი თვალები.
– მე არასოდეს მინახავს, წითელი თვალები – თქვა დიანამ
დაეჭვებით.
– არც მე მინახავს უბრალოდ ასე წარმოვიდგინე. მინდოდა
რაიმე განსაკუთრებული ყოფილიყო. ჯერალდინას კიდევ
ჰქონდა ალებასტრის შუბლი. მე აღმოვაჩინე ალებასტრის
შუბლი რასაც ნიშნავს. ეს ერთერთი უპირატესობაა ცამეტი
წლისათვის, ახლა შენ უფრო მეტი გაგეგება ვიდრე მაშინ,
თორმეტი წლის რომ იყავი.
– რა დაემართათ კორდელიას და ჯერალდინას? იკითხა დი-
ანამ, რომელიც მათი ბედით დაინტერესდა. ისინი იზრდებოდ-
ნენ ერთმანეთის გვერდით, ვიდრე მათ შეუსრულდებოდათ
თექვსმეტი წელი. შემდეგ ბერტმანი დე ვერი ჩამოვიდა მათ
მშობლიურ სოფელში. მას შეუყვარდა მშვენიერი ჯერალდინა.
ბერტმანმა სიკვდილისაგან გადაარჩინა ის, როდესაც ეტლში
შებმული ცხენი გაიქცა და ეტლი დაიმსხვრა. მან ხელში აყვა-
ნილი წაიყვანა ის სახლში სამი მილის მანძილზე. იმიტომ რომ
ეტლი ნამსხვრევებად იყო ქცეული, შემდეგ მე ძალიან გამი-
ჭირდა წარმომედგინა როგორ უკეთებენ ადამიანები წინადა-
დებას. იმიტომ რომ ამაში არავითარი გამოცდილება არა
მაქვს. რუბი ჯილს რჩევა ვთხოვე იმიტომ, რომ ვიფიქრე ბევრი
გათხოვილი და ჰყავს. რუბიმ მითხრა ერთხელ ის დაიმალა
პოლის საკუჭნაოში და იქიდან უსმენდა მარკოლში ანდრეიმ
როგორ გაუკეთა წინადადება მის დას. მან თქვა მისმა მამამ
ფერმა მის სახელზე გადაიტანა. „რას იტყვი, ძვირფასო ამ შე-
მოდგომით რომ ვიქორწინოთო?“ მისმა დამ, სუსანამ ამაზე
უპასუხა – „ჰო-არა-არ ვიცი – მოვიფიქრებ. ამის შემდეგ ისინი
დაინიშნენ. ასეთი წინადადება არ იყო რომანტიკული. იმიტომ
გადავწყვიტე მე თვითონვე მომეფიქრებინა, როგორც შევ-
ძლებდი. ბერტრამი მუხლებზე დაეცა და ისე სთხოვა ჯერალ-
დინას ცოლად გაჰყოლოდა. თუმცა მითხრეს დღეს ამას არა-

239 მკითხველთა ლიგა


ვინ აკეთებს. ჯერალდინამ მიიღო მისი წინადადება. ამ წინადა-
დების დაწერა ძალიან გამიჭირდა. ამიტომ ხუთჯერ გადავწე-
რე, ბოლოს გამოვიდა შედევრი. ბერტრამმა ჯერალდინას
ბრილიანტის ბეჭედი და ლალის ყელსაბამი აჩუქა და უთხრა
რომ ისინი წავიდოდნენ საქორწინო მოგზაურობაში ევროპა-
ში, რადგანაც მეტისმეტად მდიდარი იყო, მაგრამ მათ ბედნიე-
რებას ჩრდილი მიადგა. კორდელიას შეუყვარდა ბერტრამ და
როდესაც ჯერალდინამ უთხრა, რომ ისინი დაინიშნენ, გაცეც-
ხლდა განსაკუთრებით როდესაც ნახა ლალი ყელსაბამი და
ბრილიანტის ბეჭედი. მთელი მისი სიყვარული ჯერალდინას
მიმართ გადაიქცა მწარე სიძულვილად და აღთქმა დადო რომ
ის ვერასოდეს ვერ გაყვება ცოლად ბერტრამს. მაგრამ თავი
მოაჩვენა თავი ჯერალდინას, რომ ძვედებურად მისი მეგობა-
რია. ერთ საღამოს ისინი იდგნენ ხიდზე, მშფოთვარე ნაკადუ-
ლის თავზე და კორდელიამ ფიქრობდა რომ ვერავინ ხედავდა
მათ. ხელი ჰკრა ჯერალდინას დაცინვით ხა, ხა, ხა. მაგრამ
ბერტრამმა დაინახა და იმწამსვე დაეშვა დინებაში ყვირილით,
მე შენ გადაგარჩენ, ჩემო შეუდარებელო ჯერალდინა“ მაგრამ
დაავიწყდა, რომ არ შეეძლო ცურვა და ორივენი დაიხრჩვნენ
ერთმანეთთან ჩახვეულები – მდინარემ გამორიყა მათი სხე-
ულები, ისინი დამარხეს ერთ სამარეში და დასაფლავება იყო
შთაბეჭდილების მომხდენი. დიანა, ეს უფრო რომანტიკულია
მოთხრობის ბოლოს, ვიდრე ქორწილით რომ დამთავრებუ-
ლიყო. რაც შეეხება კორდელიას, ის სინდისის ქენჯნისაგან გა-
გიჟდა და საგიჟეთში ჩაკეტეს. მე ვფიქრობ,ეს იყო პოეტური
დამსახურებული სასჯელი დანაშაულის გამო.
– რა საუცხოოა – ამოიოხრა დიანამ – რომელიც ეკუთვნო-
და კრიტიკოსთა მათეუს სკოლას – არ მესმის როგორ შეგიძ-
ლია ასეთი ამაღელვებელი რამეების წერა საკუთარი ფანტა-
ზიით. ანა როგორ მინდა ისეთივე წარმოსახვის უნარი მქონ-
დეს, როგორც შენ.
– გექნება, თუ განავითარებ – თქვა ანამ მხიარულად.
– მე სწორედ ახლა გეგმა შევიმუშავე, დიანა ამ საკითხთან
დაკავშირებით, შევქმნათ ლიტერატურული კლუბი შენ და მე

240 მკითხველთა ლიგა


და ვწეროთ მოთხრობები პრაქტიკისათვის. მე დაგეხმარები
სანამ შენ შეძლებ თვითონ წერო, უნდა განავითარო წარმო-
სახვა. მის სტეისი ამბობს საკითხთან სწორი მიდგომა ვისწავ-
ლოთ. მე ვუამბე მას მოჩვენებების ტყის შესახებ. ამაზე მითხრა
სწორი არ იყო თქვენი მიდგომაო. აი როგორ შეიქმნა ლიტე-
რატურული კლუბი, თავდაპირველად იგი დიანათი და ანათი
შემოისაზღვრა, მაგრამ მალე გაფართოვდა. შიგ ჩაერთვნენ
ჯეინ ენდრიუ და რუბი ჯილი და კიდევ ერთი თუ ორი გოგო შე-
მოგვიერთდა, რომლებიც გრძნობდნენ, რომ საჭიროებდნენ
წარმოსახვის განვითარებას. ბიჭები არ იქნენ დაშვებული,
თუმცა რუბი ჯილისის აზრით, ბიჭები მეტ ხალისს შეიტანდნენ
კლუბში – თვითეულ წევრს კვირაში ერთხელ ერთი მოთხრო-
ბა უნდა წარმოედგინა.
„უსაზღვროდ საინტერესოა – ანამ უთხრა მარილას „ყო-
ველმა გოგომ უნდა ხმამაღლა წაიკითხოს თავისი მოთხრობა
და შემდეგ ჩვენ ვიმსჯელებთ მის გარშემო. ჩვენ საიდუმლოდ
ვინახავთ ამას და შემდეგ ჩვენ შთამომავლებს წავუკითხავთ.
ჩვენ ყველანი ვწერთ ფსევდონიმით. ჩემი ფსევდონომია რო-
ზამონდ მონტმორენი. ყველა გოგო კარგად მუშაობს. რუბი ჯი-
ლი სენტიმენტალურია, მის მოთხრობებში ბევრია სიყვარუ-
ლი. ხომ იცით ძალიან ბევრს ურჩევნია სიყვარულზე სიყვა-
რულზე ცოტა იყოს დაწერილი ძალიან ცოტა წეროს. ჯეინი სა-
ერთოდ არ გამორიცხავს სიყვარულის თემას. ამბობს რადგა-
ნაც ხმამაღლა უნდა წაიკითხოს თავს უხერხულად იგრძნობს
დიანას მოთხრობებში ჭარბობს მკვლელობები. ის ამბობს უმ-
თავრესად არ იცის რა მოუხერხოს ხალხს. იმიტომ კლავს,
რომ თავიდან მოიშოროს. უმთავრესად მე ვეუბნები ხოლმე
რაზე წერონ, მაგრამ ეს სრულებითაც არ არის ძნელი, რადგა-
ნაც მე უამრავი იდეა მაქვს.
– მე ვფიქრობ, მოთხრობების წერა სულელური ბიზნესია –
დასცინა მარილამ.
– უამრავ სისულელეს იდებთ თავში და კარგავთ დროს. რო-
ცა შეგეძლოთ გაკვეთილებისათვის მოგეხმარებინათ ეს დრო.
მოთხრობების წაკითხვა ხომ ცუდია მაგრამ წერა უარესი.

241 მკითხველთა ლიგა


„მაგრამ ჩვენ ფრთხილად ვართ რომ მორალი ჩავდოთ
მოთხრობაში – მარილა – აუხსნა ანამ. მე ამას მოვითხოვ. ყვე-
ლა ღირსეული ადამიანი დაჯილდოვებულია და ყველა უღირ-
სი ისჯება. მე დარწმუნებული ვარ ეს ჯანმრთელ კრიტიკას გა-
მოიწვევს. მორალი დიდი რამ არის. ასე ამბობს მისტერ ალა-
ნი. მე წავუკითხე ერთერთი ჩემი მოთხრობა მას და მისის ალა-
ნს და ორივენი დამეთანხმნენ, რომ მორალი იყო ბრწყინვა-
ლე. მხოლოდ ისინი იცინოდნენ უადგილო ადგილას. მე უფრო
მომწონს, როცა ხალხი ტირის. ჯეინი და რუბი თითქმის ტირი-
ან, როდესაც მე პათეტიკურ ადგილებს ვკითხულობ. დიანამ
თავის დეიდა ჟოზეფინას მისწერა. ჩვენი კლუბის შესახებ და
მან საპასუხო წერილი მოსწერა ითხოვს ჩვენ გავუგზავნოთ
ჩვენი მოთხრობებიდან ერთ-ერთი. ამიტომ ჩვენ ასლები გავა-
კეთეთ ოთხი საუკეთესო მოთხრობის და გაუგზავნეთ მის ჟო-
ზეფინა ბარს. იწერება, რომ არაფერი წაუკითხავს თავის სი-
ცოცხლეში ამის მაგვარი თავშესაქცევი მოთხრობები, ასეთმა
აზრმა ჩვენ გაგვაოცა. იმიტომ რომ მოთხრობები იყო ამაღელ-
ვებელი და თითქმის ყველა გმირი კვდებოდა. მაგრამ მადლო-
ბა ღმერთს, მის ბარის მოეწონა ისინი. ეს ნიშნავს ჩვენი კლუბი
სარგებლობას მოუტანს ხალხს. მისის ალანი ამბობს, რომ ყვე-
ლაფერი უნდა ვიყოთ ასეთივე მიზანდასახულები. მე იმედი
მაქვს ცოტათი დავემსგავსები მისის ალანს, როცა გავიზრდე-
ბი. როგორ ფიქრობ, მარილა, არის იმედი?
– მე არ ვიტყოდი, რომ ამის იმედი უნდა მქონდეს, ასეთი
იყო მარილას გამამხნევებელი პასუხი – მე დარწმუნებული
ვარ მისის ალანი არასოდეს არ იქნებოდა შენისთანა სულელი
და გულმავიწყი პატარა გოგო.
– მაგრამ ის ყოველთვის არ ყოფილა ისეთი კარგი, როგო-
რიც ახლა არის – თქვა ანამ სერიოზულად – მან მითხრა თვი-
თონ რომ ის იყო აუტანელი ცელქი, როცა ის პატარა იყო და
ყოველთვის ვარდებოდა არასასიამოვნო მდგომარეობაში. ეს
რომ გავიგე, სიმხნევე მომემატა. ძალიან ცუდია ჩემი მხრიდან
მარილა, რომ მამხნევებს იმის მოსმენა სხვა ხალხზე როცა გა-
ვიგებ, რომ იყვნენ მავნეები? მისის ლინდი ამბობს ცუდიაო. ის

242 მკითხველთა ლიგა


ამბობს მისთვის შემზარავია იმის მოსმენა, რომ უწესო იყო წი-
ნათ, არა აქვს მნიშვნელობა რა ასაკის იყო. მისის ლინდი ამ-
ბობს ერთხელ რომელიღაც მღვდელმა აღიარა, რომ როცა ის
პატარა ბიჭი იყო დეიდის საკუჭნაოდან მოიპარა ხენდროს
ტორტი და ამის შემდეგ გული აღარ მოუბრუნდა ამ მღვდლის
მიმართ. მე ასე არ ვუყურებ ამ საკითხს. ჩემი აზრით, რომ
აღიარა ეს კეთილშობილური საქციელი იყო და სხვა პატარა
ბიჭებისთვის მისაბაძი რომლებიც უხამს რამეებს სჩადიან.
როცა გაიზრდებიან შეიძლება გამოიცვალონ და მღვდლებიც
გახდნენ მიუხედავად წარსულში ჩადენილი უღირსი საქციე-
ლისა. აი, ასეთია ჩემი აზრი მარილა.
– ახლა მე რასაც ვფიქრობ, ანა – თქვა მარილამ.
– ის არის, რომ კაი ხანია, რაც მაგ თეფშებს რეცხავ. ნახე-
ვარ საათზე მეტი მოანდომე შენი ყბედობის გამო. ისწავლე,
ჯერ მუშაობა და მერე ლაპარაკი.

243 მკითხველთა ლიგა


თავი XXVIII

ამაოება და სულის წამება

ერთ გვიან აპრილის საღამოს მარილა საქველმოქმედო


კრებიდან სახლში რომ მიეშურებოდა უცბად შეიგრძნო რომ
ზამთარმა ჭირი მოსჭამა და სიამოვნების თრთოლა დააწყები-
ნა. გაზაფხული ანიჭებს სიხარულს როგორც მოხუცებს, სევდი-
ანებს, ისევე ახალგაზრდებს, მხიარულებს. მარილას თავისი
ფიქრების და გრძნობების ანალიზი არ გაუკეთებია, ის ფიქ-
რობდა ქველმოქმედებასა და შემოწირულობების შეგროვება-
ზე და ახალ ხალიჩაზე შემოსასვლელი ოთახისათვის რომ
სჭირდებოდა. ამ ფიქრებს ჰარმონიულად ერწყმოდა შეგრძნე-
ბა, ამ გარემოს გავლენით, რასაც ის თვალით ხედავდა. წითე-
ლი ველები, რომელიც იისფერ ბურუსში იყო გახვეული, ამო-
მავალი მზით რომ იყო გაცისკროვნებული. გრძელი წაწვეტე-
ბული ნაძვის ჩრდილები ეფინებოდა წყაროს გადაღმა მდე-
ლოს, წითლად აკვირტებული ნეკერჩხლები სარკისმაგვარ
ტბორის ირგვლივ ამოზრდილიყვნენ. სამყაროს გაღვიძებაზე
და იმაზე რომ ნაცრისფერ მიწის ქვეშ ისმოდა ფარული გულის-
ცემა, გაზაფხული იყო ყველგან მთელ სამყაროში და მარილას
მშვიდი ნაბიჯები უფრო მსუბუქი და სწრაფი გახდა გაზაფხუ-
ლით გამოწვეული სიხარულისაგან.
მან სიყვარულით სავსე მზერა მიაპყრო მწვანე მეზონინს,
რომელიც ხეებს შორის ილანდებოდა. ფანჯრებიდან არეკლი-
ლი მზის გამონაშუქი აელვარებდა არე-მარეს და დიდებული
სურათი იხატებოდა. მარილამ როგორც კი ფეხი დააბიჯა ნეს-
ტიან მიწას, გაიფიქრა რამდენი სიამოვნებაა როცა იცი რომ
მიდიხარ სახლში, სადაც გამახალისებლად შეშის ცეცხლის
ტკაცა-ტკუცის საამო ხმა გესმის და მაგიდა გაშლილია ჩაისათ-

244 მკითხველთა ლიგა


ვის, იმის მაგივრად, რომ ქველმოქმედების კრებაზე იჯდე და
შემდეგ უცადო ანა როდის მოვა მწვანე მეზონინში.
შემდეგ, როდესაც მარილამ შეაბიჯა თავის სამზარეულოში
და ნახა, ცეცხლი გამქრალიყო, და ანას ნიშან-წყალი არსად
ჩანდა, გული აუცრუვდა და გაღიზიანდა. ნამდვილად ახსოვდა
ანას დაუბარა ჩაი გაემზადებინა ხუთი საათისათვის. ახლა კი
საჩქაროდ საგარეო კაბა უნდა გაეხადა და საჭმელი გაემზადე-
ბინა მათეუსთვის.
– როდესაც დაბრუნდება მის ანას, კარგებს მოვახსენებ –
თქვა მარილამ მკაცრად როდესაც ის ნაფოტებს კანს აცლიდა
დიდი დანით, უფრო მეტს და უფრო მეტ ენერგიას ანდომებდა
ვიდრე საჭირო იყო. მთეო უკვე მოვიდა და კუთხეში დაჯდა.
მოთმინებით ელოდა ჩაიზე როდის მიიწვევდნენ.
– ის ახლა სადღაც დახეტიალობს დიანასთან ერთად, მოთ-
ხრობებსა წერს და დიალოგებში ვარჯიშობს ან რაიმე ოინბა-
ზობით არის გართული და აზრად არ მოსდის დროზე იფიქროს
და თავისი მოვალეობა გაიხსენოს. არა უშავს, მე იმას ჭკუას
ვასწავლი, არ მენაღვლება თუ მისის ალანი ამბობს რომ ის
არის ერთერთი უბრწყინვალესი და საყვარელი გოგო, ვინც კი
ოდესმე შეხვედრია. ისე შეიძლება ბრწყინვალე და საყვარე-
ლია, მაგრამ მისი თავი სავსეა სისულელეებით, წინასწარ არ
იცი რას მოიმოქმედებს. ერთ შეცდომას რომ დაუშვებს, მაშინ-
ვე მეორესაც მიაყოლებს. მაგრამ მოიცა რას ვამბობ ზუსტად
ისა ვთქვი, რაზედაც რეიჩელი ლაპარაკობდა, მე რომ გავ-
ბრაზდი დღეს ქველმოქმედების კრებაზე ძალიან გახარებული
ვიყავი მისი ალანი ანას რომ აქებდა. რეიჩელს რაღაც მწარედ
ვუთხარი ყველას წინაშე. შეიძლება იმას ბევრი ნაკლი ჰქონ-
დეს, ღმერთმა იცის ამას არ უარვყოფ, მაგრამ მე ვზრდი ანას
და არა რეიჩელ ლინდი, ის ანგელოზ გაბრიელსაც გამოუძებ-
ნიდა ნაკლს ავონეაში რომ ცხოვრობდეს. მაგრამ მაინც ნათ-
ქვამი მქონდა შინ დარჩენილიყო და მიუხედავად ამისა, მაინც
სახლი არ უნდა მიეტოვებინა როდესაც ნათქვამი მოქონდა
მისთვის, სახლში დარჩენილიყო და სახლისთვის მიეხედა. მი-
უხედავად ყველა მისი ნაკლის მე არასდროს არ შემინიშნავს,

245 მკითხველთა ლიგა


რომ ის გაუგონარი ყოფილიყო ან ნდობას არ იმსახურებდეს.
ამიტომ ვწუხვარ რომ დღეს გამიმტყუნა იმედი.
– ჰო, არ ვიცი, – თქვა მათეუმ, რომელიც იყო მომთმენი,
ბრძენი და ამავე დროს მშიერი და ფიქრობდა რომ უმჯობესია
მარილას დავაცადოთ მრისხანებამ გადაუაროს. გამოცდილე-
ბით იცოდა, რომ რა საკითხიც გინდა ყოფილიყო, მარილა
თავს გაართმევდა, თუ უადგილო არგუმენტებით არ შეაჩერებ-
დი.
– შეიძლება შენ ნაჩქარევად გამოგაქვს დასკვნები, მარი-
ლა? რა იცი რომ არ გაგიგონა იქნება ამას ახსნა მოეძებნოს?
ანა ოსტატია ახსნაში.
– სახლში არ არის, როდესაც ვუთხარი შინ დარჩენილიყო
– შეეკამათა მარილა – მე ვფიქრობ, გაუჭირდება ამის ახსნა.
ან რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ შენ მის მხარეზე ხარ. მაგრამ
გახსოვდეს, მე ვზრდი ანას და არა შენ.
უკვე ბნელოდა, როცა ვახშამი მზად იყო და ანა მაინც არ
ჩანდა, ვერც ძელებიან ხიდზე დაინახავდით და ვერც შეყვარე-
ბულთა ბილიკზე მოვალეობის შეუსრულებლობის გამო დარ-
ცხვენილი სულმოუთქმელად რომ მორბოდეს.
მარილამ გარეცხა ჭურჭელი და მაგიდა აალაგა კუშტად.
შემდეგ დასჭირდა სანთელი სარდაფში ჩასასვლელად. ამი-
ტომ გაემართა მეზონინში სანთლისათვის, რომელიც ყოველ-
თვის ანას მაგიდაზე იდო. აანთო ის და გარშემო მიმოიხედა და
დაინახა ანა ლოგინზე მწოლიარე. თავი ბალიშში ჰქონდა ჩარ-
გული.
– ღმერთო ჩემო – თქვა გაკვირვებულმა მარიამ – შენ გეძი-
ნა ანა?
– არა – იყო დახშული პასუხი.
– მაშ ავადა ხარ – იკითხა აღელვებულმა მარიამ – მიუახ-
ლოვდა საწოლს.
ანა უფრო ღრმად ჩაიმალა ბალიშებში, თითქოს უნდოდა
დამალვოდა მოკვდავებს.
– არა, მაგრამ გთხოვთ, მარილა წადით და ნუ შემომხე-
დავთ. მე ღრმა მწუხარებაში ვარ და ახლა ჩემთვის სულერთია

246 მკითხველთა ლიგა


ვინ იქნება პირველი ჯგუფში. ან ვინ დაწერს საუკეთესო თხზუ-
ლებას ან ვინ იმღერებს საკვირაო სკოლის გუნდში. ამის შემ-
დეგ ამისთანა წვრილმანებს ჩემთვის ახლა მნიშვნელობა არა
აქვს. არა მგონია მე როდისმე შევძლო სადმე წასვლა. ჩემ კა-
რიერას ბოლო მოეღო. გთხოვ, მარილა წადით და ნუ შემომ-
ხედავთ.
– ამისთანა რამე ვინმეს სმენია? – თავგზა დაბნეულ მარი-
ლას უნდოდა გაეგო – ანა შირლი, რა დაგემართა? რა ჩაიდი-
ნე? ახლავე ადექი და მითხარი. ახლავე, გესმის? რა მოხდა?
– ანა ჩამოცურდა იატაკზე სასოწარკვეთილი მორჩილებით.
– შეხედეთ ჩემ თმებს, მარილა – დაიჩურჩულა მან.
მარილამ თხოვნის თანახმად სანთელი ასწია და კრიტიკუ-
ლად შეხედა ანას თმებს, რომელიც მძიმედ ჰქონდა ჩამოშვე-
ბული ზურგზე მართლაც უცნაური შესახედი იყო.
– ანა შირლი, რა გაუკეთე შენ თმებს? რა მოხდა რომ ის
მწვანეა.
– მწვანე მაშინ შეიძლება გეწოდებინათ, ის რომ ჩვეულებ-
რივი მწვანე ყოფილიყო,. ეს კი გაურკვეველი ფერის მწვანეა
ბრინჯაოს ფერშერეული. შიგა და შიგ ზოლებად გასდევს საკუ-
თარი თმის ფერი წითელი, რაც აძლიერებს სიმახინჯეს.
მარილას არასოდეს არ უნახავს ასეთი სასაცილო რამ, რო-
გორიც ანას თმა იყო ამ წუთას.
– დიახ, მწვანეა – დაიკვნესა ანამ – მე მეგონა ისეთი ცუდი
არაფერი არ იყო როგორიც წითელი თმაა. მაგრამ ახლა ვიცი,
ათჯერ უარესია მწვანე თმა, ო, მარილა, თქვენ ვერც წარმოიდ-
გენთ რა საშინელი უბედური ვარ.
– მე არ ვიცი, რამ ჩაგაგდო ასეთ გასაჭირში, მაგრამ მინდა
გამოვარკვიო – თქვა მარილამ.
– ჩავიდეთ სამზარეულოში. აქ მაღლა ძალიან ცივა. მე ვი-
ცოდი რომ რაღაც უცნაურს მოიმოქმედებდი მოკლე დროში.
უკვე ორი თვეა უცნაურ მდგომარეობაში არ ჩავარდნილხარ
და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც ახალი იყო მოსა-
ლოდნელი შენგან. ასეც მოხდა, ახლა მითხარი რა უყავი შენ
თმას?

247 მკითხველთა ლიგა


– შევიღებე
– შეიღებე? თმა შეიღებე? ანა შირლი, მერე არ იცოდი, რომ
ეს უზნეო საქციელია?
– დიახ, ვიცოდი, რომ ის მაინც და მაინც საკადრისი საქციე-
ლი არ იყო, დაეთანხმა ანა. მაგრამ მერჩივნა ცოტათი არასა-
ხარბიელო მდგომარეობაში ჩამეყენებინა ჩემი თავი, ოღონდ
წითელი თმა მომეშორებინა. ყველაფერი ავწონ-დავწონე, მა-
რილა, გადავწყვიტე, სხვა მხრივ ყველაფერში სანიმუშო ვყო-
ფილიყავი. ამით ამენაზღაურებინა ჩემი დანაშაული.
– კარგი – თქვა მარილამ სარკასტულად – მე თუ გადავ-
წყვეტდი შეღებვას, მაშინ ვეცდებოდი რიგიანი ფერით შემეღე-
ბა. მწვანე ფერით არაფრის დიდებით არ შევიღებავდი.
– მაგრამ მე არ ვაპირებდი მწვანედ შეღებვას, მარილა.
პროტესტი განაცხადა დამწუხრებულმა ანამ. ვიცი ეს ბოროტე-
ბა იყო, მაგრამ ამ ბოროტებას კარგი განზრახვა ედო საფუძ-
ვლად. იმან მითხრა ჩემი თმა ყვავივით შავი გახდებოდა. მე რა
ვიცოდი რომ მატყუებდა, არ მენდო მისთვის? მისის ალანი ამ-
ბობს არასოდეს არ დაეჭვდე ვინმეში. რომ სიმართლის არ გე-
უბნება, სანამ არ გექნება დამამტციებელი საბუთი, ახლა მაქვს
მტკიცე საბუთი – მწვანე თმა. ეს საკმაო საბუთია ყველასთვის.
მაშინ საბუთი არა მქონდა – ამიტომ დავუჯერე ბრმად.
– ვინ თქვა? ვისზე ლაპარაკობ?
– მეწვრილმანეზე. შუადღისას აქ რომ იყო. იმისგან ვიყიდე
საღებავი.
– ანა შირლი, რამდენჯერ გითხარი, რომ იტალიელები სახ-
ლში არ შემოუშვა-მეთქი მე იმათ ჩვენ სიახლოვეს არ ვაკარებ.
– მე სახლში არ შემომიშვია. მახსოვს თქვენი ნათქვამი. გა-
რეთ გავედი და ფრთხილად დავკეტე კარები. მის ნივთებს
ვათვალიერებდი კიბეზე. გარდა ამისა ის იტალიელი არ არის.
ის გერმანელი იყო. იმას დიდი კოლოფი ქონდა საინტერესო
საგნებით და მითხრა ბევრს ვმუშაობ, იმდენი ფული ვიშოვო
რომ შევძლო ცოლ შვილი ჩამოვიყვანოო. ისე გრძნობით ლა-
პარაკობდა იმათზე რომ გული ამიჩუყდა. მინდოდა იმისგან
რამე მეყიდა, რათა დავხმარებოდი ამ კეთილშობილ საქმეში.

248 მკითხველთა ლიგა


უცბად დავინახე ბოთლი თმის საღებავით. მეწვრილმანემ
მითხრა გარანტიას ვიძლევი თმას შეღებავს ლამაზ ყვავით შავ
ფრად და რომ ვერ მოიშორებო. ბოთლის ფასი იყო სამოც-
დათხუთმეტი ცენტი. მე მქონდა ორმოცდაათი ცენტი წიწილის
ფულიდან დარჩენილი. ვფიქრობდი უკან დამებრუნებინა, მაგ-
რამ მეწვრილმანეს კეთილი გული აღმოაჩნდა, ორმოცდაათ
ცენტად მომყიდა. როგორც ის წავიდა, მარილა, აქ ამოვედი
თავზე წავისვი ძველი თმის ჯაგრისით ინსტრუქციის მიხედვით.
მთელი ბოთლი დავცალე, ო, მარილა, როცა დავინახე რა სა-
შინედება იყო ის ფერი, მაშინვე მოვინანიე ასეთი ბოროტება
რომ ჩავიდინე და დღემდე სულ ვინანიებ.
– კარგი, იმედი გაქვს, ინანებ – თქვა მარილამ მკაცრად –
ამის შემდეგ თვალები ფართოდ გაახილე და დაინახავ სადამ-
დე მიგიყვანა შენმა პატივმოყვარეობამ. ღმერთმა იცის რა
გაქვს გასაკეთებელი. პირველი რაც უნდა გააკეთო ის არის,
რომ კარგად ჩამოირეცხო თმა. ვნახოთ, ეშველება რამე შენს
თმებს თუ არა.
ანამ რჩევა მიიღო. თავი საპნითა და წყლით ჩამოიბანა.
ენერგიულად ირეცხავდა თმებს. მაგრამ ამაოდ, ყველაფერი
უცვლელად რჩებოდა. ასეთი ცდის შედეგად შესაძლებელი იქ-
ნება თავის ბუნებრივი ფერი – წითელი მოეშორებინა. მეწ-
ვრილმანეს მართალი უთქვამს საღებავი არ მიშორდებაო. რა
გინდა ვერ გაკიცხავ. სხვა მხრივ, მისი სიმართლე ეჭვს იწვევს.
– ო, მარილა, რა უნდა ვქნა? საღებავი არ შორდება – იკით-
ხა თვალცრემლიანმა ანამ. მე ამას ვერასოდეს ვერ მოვიშო-
რებ. ხალხმა დაივიწყა ჩემი ჩადენილი შეცდომები. ტკივილგა-
მაყუჩებლიანი ნამცხვარი, დიანას უნებლიე დათრობა და ისიც
გაშმაგებული რომ ვეცი მისის ლინდს, მაგრამ ამ შეცდომას ვე-
რასოდეს დაივიწყებენ. იფიქრებენ, რომ მე პატივისცემას არ
ვიმსახურებ ო, მარილა „როდესაც ჩვენ ტყუილების ხდართს
სხვას დაუგებთ, შიგ ჩვენ თვითონ გავებმევით“. მართალია ეს
პოეზიაში წერია, მაგრამ მართალია. ო, ჯოზი პაი რას იცინებს
ასეთ ყოფაში რომ მნახავს! ამას ვერ ავიტან მე ყველაზე უბე-
დური გოგო ვარ პრინც ედვარდის კუნძულზე.

249 მკითხველთა ლიგა


ანას უბედურება ერთი კვირა გაგრძელდა. ამ დროის გან-
მავლობაში ი არსად არ დადიოდა და თავს იბანდა ყოველდღე.
გარეშეთაგან მხოლოდ დიანამ იცოდა ეს საბედისწერო სა-
იდუმლო, მაგრამ ის დაპირდა, რომ საიდუმლოს შეინახავდა
და მან დაპირება შეასრულა. კვირის ბოლოს მარილამ მტკი-
ცედ განაცხადა:
– არავითარი იმედი არა არის ანა, ეს მაგარი საღებავი აღ-
მოჩნდა. შენი თმა უნდა შეიკრიჭოს. სხვა გზა არ არის ასეთი.
თმებით გარეთ ვერ გახვალ და ვერავის დაენახვები.
ანას ტუჩები აუთრთოლდა. მაგრამ მან გაიაზრა მარილას
მწარე შენიშვნა და დაღვრემილი მაკრატლის მოსატანად წა-
ვიდა.
– თუ შეიძლება, მომაჭერი ერთბაშად, მარილი, და მოვ-
რჩეთ. ო, მე ვგრძნობ, რომ გული გამიტყდა. ეს ისეთი არა რო-
მანტიკული ამბავია. გოგონები წიგნებში თმას კარგავენ ავად-
მყოფობის გამო ან გაყიდიან რათა რამე იშოვონ ფული საქმის
გასაკეთებლად. მე დარწმუნებული ვარ ასეთი შემთხვევა რომ
ყოფილიყო, არ ვიდარდებდი. მაგრამ ამაში არაფერია დამამ-
შვილებელი, როდესაც თმას იჭრი იმიტომ რომ შეიღებე საში-
ნელ ფრად. არა, გამუდმებით ვიტირებ, სანამ თქვენ მაჭრით,
თქვენ თუ ხელი არ შეგეშლება.
რა ტრაგიკული მომენტია, მარილი. შემდეგ ანამ იტირა.
მოგვიანებით როდესაც მაღლა ავიდა და სარკეში ჩაიხედა, სა-
სოწარკვეთილების მიუხედავად დამშვიდდა.
მარილამ თავისი სამუშაო გულდასმით შეასრულა. საჭირო
იყო თმები რაც კი შეიძლებოდა ძირში უნდა მოეჭრა. რეზულ-
ტატი არ აღმოჩნდა სახარბიელო, რბილად რომ ვთქვათ, ანამ
საჩქაროდ სარკე კედლისკენ შეატრიალა.
– მე არასოდეს არ ჩავიხედავ სარკეში, სანამ თმა არ წამო-
მეზრდება მან წამოაძახა მგზნებარედ. შემდეგ უეცრად სარკე
შემოატრიალა.
– დიახ, ჩავიხედავ, ცოდვა უნდა გამოვისყიდო. იმისათვის
ვისჯები. რამდენი ამოვალ ჩემს ოთახში და დამინახავ რა მა-
ხინჯი ვარ. არ ვეცდები ვიფიქრო, რომ ასე არ არის. მე არასო-

250 მკითხველთა ლიგა


დეს არ ვიყავი შეყვარებული ჩემ თმებში, მაგრამ ახლა ვხვდე-
ბი რომ არა ვყოფილვარ მართალი, მიუხედავად იმისა, რომ
წითელია, ის იყო გრძელი, სქელი და ხვეული. ახლა მოველი,
რომ ჩემ ცხვირსაც რამე დაემართება.
შემდეგ ორშაბათს ანას გაკრეჭილმა თმამ სკოლაში სენსა-
ცია მოახდინა, მაგრამ ანას საკეთილდღეოდ ვერავინ მიხვდა
ნამდვილ მიზეზს. ჯოზი პაიც კი, რომელმაც შანსი ხელიდან არ
გაუშვა, რომ ანასთვის არ ეცნობებინა ნამდვილ საფრთხობე-
ლას გევხარო.
– მე არაფერი არ მითქვამს ჯოზისთვის ასე რომ მითხრა –
ანამ გაანდო მარილას იმ საღამოს, რომელიც იწვა დივანზე
თავის ტკივილის შემდეგ – იმიტომ რომ ეს ჩემი სასჯელის ნა-
წილია და მე უნდა მოთმინებით ავიტანო. ძალიან ძნელია, რო-
ცა გეტყვიან საფრთხობელასავით გამოიყურებიო და მე მინ-
დოდა რამე მეთქვა, მაგრამ არ ვუთხარი მხოლოდ დამცინავი
მზერა ვტყორცნე და ვაპატიე. თავი სათნოდ მიმაჩნია ვინმეს
რომ ვაპატიებ, მთელ ჩემს ენერგიას ვანდომებ იმას, რომ ვიყო
კარგი. ამის შემდეგ აღარ ვეცდები ვიყო ლამაზი. რა თქმა უნდა
უმჯობესია იყო კარგი. ვიცი ეს, მაგრამ ზოგჯერ ძნელია ამის
შესრულება. მე ნამდვილად მინდა ვიყო კარგი, მარილა
თქვენსავით და მისის ალანივით, მისის სტეისივით და როცა
გავიზრდები მინდა ჩემით ამაყობდეთ. დიანამ მითხრა, როცა
თმები წამოიზრდება შავი ხავერდის ლენტი შემოვიკრა თავზე.
ერთ მხარეს ბანტით იკვრებოდეს. ის ფიქრობს, რომ მომიხდე-
ბა. მე ბევრს ვლაქლაქებ, მართლა? თავზე ხომ არ მოქმედებს?
– ჩემი თავი ახლა უკეთ არის. საშინლად მტკიოდა შუადღი-
სას. თანდათან ტკივილი მიმატებს, ექიმს უნდა ვეჩვენო. შენ
ყბედობას რაც შეეხება, არა მგონია მოქმედებდეს. მე ამას შე-
ვეჩვიე. მარილას ნათქვამი, იმას ნიშნავს, რომ მას უყვარს
ანას მოსმენა.

251 მკითხველთა ლიგა


თავი XXVIII

ბედკრული შროშანისებრი ქალიშვილი

– რა თქმა უნდა შენ უნდა იყო ელეინი, ანა თქვა დიანამ – მე


მხნეობა არ მეყოფა დინებას გავყვე ნავით.
– არც მე – თქვა რუბი ჯილისმა ცახცახით – წინააღმდეგი
არა ვარ ნავით გავცურო, როდესაც შიგ ორნი ან სამნი ვიქნე-
ბით, თანაც ვიჯდე და არა ვიწვე., თავი მოვაჩვენო ხალხს ვი-
თომ მკვდარი ვარ. შეიძლება შიშით მოვკვდე.
– რასაკვირველია, რომანტიკული იქნებოდა – დაეთანხმა
ჯეინ ენდრიუსი. ყოველ წუთას შევხტებოდი. გავიხედავლი
შორს ხომ არ შევცურე. ანა, სულ გააფუჭებდა შთაბეჭდილე-
ბებს.
– მაგრამ მე რომ ვიყო, ეს ხომ სასაცილოა წითელთმიანი
ელეინი გვყავდეთ – თქვა ანამ – მე არ მეშინია. გავცურავდი.
მინდა ელეინი განვასახიერო, მაგრამ ელეინს ბრწყინვალე
თმა ჰქონდა. მერე ელეინი შროშანისებრი ქალიშვილი იყო.
წითელთმიანი პიროვნება არ შეიძლება შროშანისებრი ქა-
ლიშვილი იყოს. რუბი უნდა იყოს ელეინი, იმიტომ რომ ის ისე-
თი ლამაზია და აქვს მშვენიერი ოქროსფერი გრძელი თმა.
– შენ ისეთივე ლამაზი სახის ფერი გაქვს, როგორც რუბის
უთხრა დიანამ წრფელად – მერე შენი თმა გამუქდა მოჭრის
შემდეგ უფრო გამუქდა.
– ო, მართლა ასე ფიქრობ? – წამოიძახა ანამ და სიხარული-
საგან წამოწითლდა. ხანდახან. მეც ასე მგონია, მაგრამ თქმას
ვერ ვბედავ. მეშინია რომ მითხრან ასე არ არის. მაშ შენ ფიქ-
რობ წაბლისფერია, დიანა .
– დიახ ვფიქრობ და ძალიან ლამაზია – თქვა დიანამ აღტა-
ცებით შეხედა ანას აბრეშუმივით ნაზ კულულებს, რომლებსაც

252 მკითხველთა ლიგა


ანას თავზე მოგროვილიყვნენ და შავი ხავერდის ლენტს და
ბანტს ეჭირა.
ისინი იდგნენ ტბორის ნაპირას ბაღჩის ფერდობის დაბლა,
სადაც პატარა კონცხი იყო არყის ხეებით შემოფარგლული,
წყალში სპეციალურად მეთევზეებისა და იხვებზე მონადირეე-
ბის ხელშესაწყობად აშენებული იყო ბაქანი, რუბი და ჯეინი
ზაფხულის დღეს ნაშუადღევს დიანასა და ანას ესტუმრნენ სა-
თამაშოდ.
ანა და დიანა მთელ თავიანთ თავისუფალ დროს გუბურას-
თან ატარებდნენ. უსაქმურთა თავშესაფარი წარსულს ჩაბარ-
და. მისტერ ბელმა ხეების პატარა წრე მოჭრა თავის უკანა სა-
ძოვარზე. ანა ჯირკვებზე იჯდა და ტიროდა. ის მისტიროდა თა-
ვიანთ გასართობს, უსაქმურთა თავშესაფარი რომ დაარქვეს.
ტირილი ხელს არ უშლიდა, ანას, რომანტიკულ სანახაობას
თვალს არ აშორებდა. ჩქარა დამშვიდდა, რადგანაც უსაქმურ-
თა თავშესაფარი თუ წარსულს ჩაბარდა, იმათ სანაცვლოდ სა-
ჭიროა ახალით შეიცვალოს. ისინი ფიქრობდნენ უკვე დიდი
გოგოები არიან ცამეტი წლის, მეთოთხმეტეში, ისეთი გართო-
ბისათვის, როგორიც სათამაშო სახლია, ახლა მათ უფრო შე-
ეფერებოდათ სპორტი, რაც გუბურასთან იყო შესაძლებელი
და თევზაობა კალმახზე, ხიდიდან ხტომა. გოგოებმა ნიჩბის
მოსმა ისწავლა და თვითონ დავყავდი ბრტყელძირა ნავი, რო-
მელიც მისტერ ბარის იხვებზე სანადიროდ ქონდა.
ანას იდეა იყო ელაინის გათამაშება. მათ სკოლაში გაიარეს
ტენისონის პოემა წინა ზამთარს, განათლების განყოფილების
გამგემ ეს პოემა პრინც ედვარდის კუნძულის გამგებლებმა
სკოლების ინგლისური ენის კურსის პროგრამაში შეიტანა.
სკოლაში ანალიზი გაუკეთეს პოემას, გრამატიკულად გაარჩი-
ეს, ნაწილებად დაყვეს და ყველაფერ ამის შემდეგ როგორ შე-
ინარჩუნა მიმზიდველობა ამ პოემამ გაუგებარია. მაგრამ ბო-
ლოს ლამაზი შროშანისებრი ქალიშვილი, ლანჩელოტი, ჯი-
ნევრა მეფე არტური გახდნენ რეალური ადამიანები მათთვის
და ანა იდუმალად ნანობდა რომ არ დაიბადა იმ დროს კამე-

253 მკითხველთა ლიგა


ლოტში. მან გამოთქვა აზრი, რომ ის დრო იყო გაუცილებით
უფრო რომანტიკული, ვიდრე მათი თანამედროვე ხანა.
ანას წინადადება სიხარულით მიიღეს. გოგოებმა ადრევე
შეამჩნიეს, რომ ბრტყელძირა ნავისთვის რომ ხელი ჩაეკრათ
ხმელეთიდან, დინება მას წაიყვანდა ხიდის ქვეშ და მეორე
კონცხთან მიიყვანდა იმ ადგილამდე, სადაც გუბე მოღუნული
იყო. ყოველთვის ასე ცურავდნენ და არაფერი არ შეიძლებოდა
უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო ელაინის სათამაშოდ.
– კარგით, მე ვიქნები ელაინი – თქვა ანამ დამთმობი ტო-
ნით, უხალისოდ თუმცა იყო კმაყოფილი რომ თამაშობდა მთა-
ვარ როლს. მისი მხატვრული გრძნობა მოითხოვდა სიზუსტეს
დეტალებში. შეუძლებლად მიაჩნდა დაერღვია სინამდვილე –
რუბი შენ მეფე არტური უნდა იყო ჯეინი იქნება ჯინევრა, დიანა
ლანჩელოტი. ჯერ თქვენ უნდა იყოთ ძმები და მუნჯი მსახური
იმიტომ რომ ნავში ორივესთვის ადგილი არ იქნება. ერთი თუ
იწვება. ჩვენ ნავის ძირში უნდა დავფინოთ მთელ სიგრძეზე
შავზე შავი შალი დედაშენის შალი ზუსტად გამოდგება. დიანამ
შავი შალი მიართვა. ანამ შალი დაუფინა ნავის ძირში და ზედ
დაწვა. ხელები გულზე დაიწყო.
– ო, ნამდვილ მკვდარს არ გავს – რუბიმ წასჩურჩულა ჯი-
ლი, ნერვიულად. ის აკვირდებოდა უმოძრაო თეთრ პატარას
სახეს არყის ხეების მოციმციმე ჩრდილებს შორის. ეს მე გულს
მიხეთქავს, გოგოებო. თქვენ ფიქრობთ, რომ სწორეა ჩვენი
თამაში? მისის ლინდი ამბობს პიესის გათამაშება საზიზღარი
ბოროტებააო.
– რუბი, მისის ლინდს თავი გაანებე თქვა ანამ მკაცრად ეს
შთაბეჭდილებას აფუჭებს. ეს მხოლოდ მრავალი წლის წინ
ლინდის დაბადებამდე მრავალი წლის წინ იყო. ჯეინ ადევნე
თვალი პიესას და სადავო საკითხები მოაგვარე: თორემ სისუ-
ლელეა, ელეინი ლაპარაკობს, როცა ის მკვდარია.
ჯეინს ძნელი ამოცანა დაევალა. ოქროს ფარჩა გადასაფა-
რებლად არ აღმოჩნდა, მაგრამ პიანინოს დასაფარებელი, შა-
ვი იაპონური კრეპი შესანიშნავად შეენაცვლა. თეთრი შროშა-
ნი არ იყო იმ დროს მისაწვდომი მაგრამ, ეფექტი მაღალი

254 მკითხველთა ლიგა


ლურჯი ირისის დიდი მისწრება იყო ანას დაწყობილი ხელები-
სათვის.
– ახლა ის მთლიანად მზად არის თქვა ჯეინმა.
– ჩვენ უნდა ვაკოცოთ მის წყნარ შუბლს და დიანა შენ თქვი
„დაო მშვიდობით სამუდამოდ“ და რუბი შენ იტყვი“, მშვიდო-
ბით სათნო დაო“, ორივე თქვენგანი იქნებით დამწუხრებული,
როგორც კი შეგიძლიათ ანა, ღვთის გულისათვის ცოტათი გა-
იღიმე, ხომ იცი რომ ელეინი ისე იწვა თითქოს იღიმებაო“ – ასე
ჯობია.
ახლა შეგიძლიათ ნავს ხელი ჰკრათ.
ბრტყელძირა ნავს შესაბამისად ხელი ჰკრეს და ის მაშინვე
შეეჯახა ძველი ხის დასამაგრებელ ბოძს. დიანამ, ჯეინმა, რუ-
ბიმ დაუცადეს ნავს, სანამ ის დინებას გაყვებოდა და შემდეგ
სასწრაფოდ მოკურცხლეს. ტყის გავლით მთავარ გზამდე უნდა
მისულიყვნენ და იქიდან წავიდოდნენ ქვედა კონცხამდე, სა-
დაც ლანჩელოტის, ჯინევრას და მეფის სახით უნდა მიეღოთ
შროშანისებრი ქალიშვილი.
რამდენიმე წუთს ნავი დინებას ნელა მიყავდა და ეს რომან-
ტიკული სიტუაცია მოსწონდა ანას. ნავის ტივტივი სიამოვნე-
ბას ანიჭებდა, შემდეგ რაღაც მოხდა, რომელიც სრულებით არ
იყო რომანტიკული. ნავში წყალმა დაიწყო შემოსვლა. რამდე-
ნიმე წუთში საჭირო გახდა ელეინი წამომხტარიყო. ხელი და-
ავლო თავის ოქროს ფარჩას და შავი ხავერდის გადასაფარე-
ბელს და შიშით კინაღამ გული გაუსკდა, რომ ნავში აღმოაჩინა
ხვრელი, საიდანაც წყალი შემოდიოდა. როდესაც ნავი შეეჯახა
ბოძს, ქეჩის გრძელი ვიწრო ნაჭერი მოაძრო, რომელიც ნავის
ძირში ლურსმნებით იყო მიმაგრებული. ანამ არ იცოდა რა მო-
ემოქმედებინა, მაგრამ დიდი დრო – არ დასჭირდა, რომ მიმ-
ხვდარიყო რა საშიშროებაში იმყოფებოდა. ასეთ სიჩქარეში
ნავი აივსება წყლით და ბევრად ადრე ჩაიძირება, ვიდრე მი-
ვაღწევდე გუბის ქვედა კონცხს. ნიჩბები სადღაა? წაწალაზე6
დარჩა.

6
წანწალა ხიდად გადებული ძელი – კი პორჭი

255 მკითხველთა ლიგა


ანას სუნთქვა შეეკრა შიშისაგან. ერთი კი დაიკივლა რომე-
ლიც არავის გაუგია, ტუჩები გაულურჯდა, მაგრამ თავდაჯერე-
ბულობა არ დაუკარგავს ერთი შანსი იყო გადასარჩენად. მხო-
ლოდ ერთი.
– მე საშინლად შეშინებული ვიყავი – ის უყვებოდა მეორე
დღეს მისის ალანს – ისე მეჩვენებოდა თითქოს წლები გავიდა
მას შემდეგ, რაც ბრტყელძირა ნავმა მომიყვანა ხიდთან და
წყალი სულ უფრო მატულობდა ნავში, მე ვლოცულობდი, მი-
სის ალან, ძალიან მხურვალედ ვლოცულობდი, მაგრამ თვა-
ლებს არ ვხუჭავდი, იმიტომ რომ ვიცოდი, ერთადერთი საშუა-
ლება, რომლითაც ღმერთს შეეძლო გადავერჩინე – იყო რომ
ნავი ხიდის ერთ-ერთი ხიმინჯთან7 ახლოს მიეყვანა, რათა შემ-
ძლებოდა მასზე აცოცება. ხიმინჯები, ალბათ გახსოვთ, ძველი
ხეების ფესვებია, რომლებზეც ბევრი ტოტებია, ღეროები, ნუჟ-
რები და კუნძები. მართებული იქნებოდა მელოცა მაგრამ ჩემი
მხრიდან რაღაც უნდა მეღონა, თვალყური მედევნებინა ირ-
გვლივ, ყველაფრისთვის. მე მხოლოდ ვთქვი „ძვირფასო
ღმერთო, მიიყვანე ნავი ახლოს ხიმინჯთან. დანარჩენს მე მო-
ვუვლი“. ასეთ სიტუაციაში არა ფიქრობ ფერადოვან ლოცვაზე.
ჩემმა თხოვნამ გასჭრა, რადგან ნავი შეეჯახა სწორედ ხიმინჯს
იმ წუთას. მე შარფი და შალი მხარზე გადავიკიდე და ავცოცდი
ხიმინჯზე და იქ ვიყავი, მისის ალან მიკრული სრიალა ხიმინჯზე
ჩაბღაუჭებული. არარომანტიკული სიტუაცია იყო, მაგრამ მა-
შინ ვინა ფიქრობს რომანტიკაზე როცა იმ წუთას წყალქვეშა
სამარეს გადავურჩი, მე მადლობის ლოცვა წარმოვთქვი მა-
შინვე და ჩემი ყურადღება გადავიტანე იმაზე, რომ მაგრად
ვყოფილიყავი მიკრული. მე ვიმედოვნებდი ადამიანების დახ-
მარებაზე, უკან რომ დაბრუნდებოდნენ მიწის გასაწმენდად.
ამასობაში ნავმა მიაღწია ხიდის ქვეშ და იქვე ჩაიძირა. რუბი,
ჯეინი და დიანა უკვე მივიდნენ ქვედა კონცხთან, დაინახეს რო-
გორ ჩაიძირა ნავი მათ თვალწინ, ეგონათ რომ ანა შიგ მოყვა.
ერთ წუთს უძრავად იდგნენ გაფითრებულები, გაშეშებულები

7
ხიმინჯი – ნიადაგში ჩასმული ძელი ნაგებობის საყრდენად.

256 მკითხველთა ლიგა


შიშისაგან ამ ტრაგედიის გამო, შემდეგ გამაყრუებელი ხმით
იკივლეს, გაიქცნენ ტყეში. იქიდან მთავარ გზაზე მივიდნენ რა-
თა ხიდისკენ გაეხედათ. ანა ებღაუჭებოდა თავის არასანდო
საყრდენს, ხედავდა როგორ მიქროდნენ ფიგურები წივილით.
დახმარება მალე უნდა მოსულიყო, მაგრამ ჯერჯერობით არა-
ვინ არა ჩანდა, მეტად მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნი-
ლი. წუთი წუთს მისდევდა. ანას ერთი წუთი საათად ეჩვენებო-
და. რატომ არავინ არ მოდის, სად გაქრნენ გოგოები. ალბათ
გრძნობა დაკარგეს ყველამ ერთად. წარმოიდგინა არავინ
რომ არ მოვიდეს, რა იქნება? შეიძლება ისე დაიღალოს და შე-
იბოჭოს, რომ თავის დამაგრება ვეღარ შეძლოს. ანამ ჩახედა
თავის დაბლა საზარელ სიღრმეებს, გრძელი გაურკვეველი
ჩრდილები ქანაობდნენ და გააკანკალა. მისმა ფანტაზიამ სა-
შინელი ჩვენებები წარმოუსახა საწყალ შროშანისებრ ქალიშ-
ვილს.
შემდეგ, როცა კი მან გაიფიქრა, რომ ის ვეღარ გაუძლებდა
მკლავებსა და მაჯებში ტკივილს, გამოჩნდა გილბერტ ბლა-
ითი, რომელიც ხიდის ქვეშ ჰარმონ ენდრიუს ბრტყელძირა
ნავს მოაგელვებდა.
გილბერტმა მაღლა აიხედა და თვალებს არ დაუჯერა რომ
დაინახა პატარა, გაფითრებული, შეშინებული, მაგრამ ამაყი
სახე, რომელიც დაბლა იცქირებოდა იმედდაკარგული გამო-
მეტყველებით.
– ანა შირლი! რა სასწაულით მოხვდი მანდ? – წამოიყვირა
მან.
მაგრამ პასუხს არ დაელოდა, ნავი ხიმინჯთან ახლოს მიაცუ-
რა და ხელი გაუწოდა ანას. მეტი რა გზა ჰქონდა ანას, ჩაებღაუ-
ჭა გილბერტ ბლაითის ხელს და ნავში ჩამოცოცდა თავისი შა-
ლით, რომელსაც წყალი წვეთავდა. ნამდვილად შეუძლებელი
იყო ასეთ სიტუაციაში ღირსებაზე ეფიქრა.
– რა მოხდა, ანა? – იკითხა გილბერტმა და ხელი წაავლო
ნიჩბებს – ჩვენ ვთამაშობდით ელაინს – აუხსნა ანამ ცივად,
ისე რომ არც შეუხედავს თავისი მშველელისათვის – მე მივცუ-
რავდი ბრტყელძირა ნავით კამელოტში. ნავს ბზარი გაუჩნდა

257 მკითხველთა ლიგა


და მე ავცოცდი ხიმინჯზე. გოგოები დასახმარებლად წავიდნენ.
გამოიჩენ სიკეთეს მიწამდე მიმიყვანო? – მილბერტმა ნავი ნა-
პირამდე მიაცურა. ანა დაუხმარებლად გადახტა მარდად ნა-
პირზე – ძალიან დავალებული ვარ შენგან – თქვან მან ქედმა-
ღალი იერით და მიტრიალდა. მაგრამ გილბერტიც გადმოხტა
ნავიდან და ანას შესაჩერებლად ხელის გული მლავზე დაადო.
– ანა, – თქვა მან სწრაფად მისმინე, არ შეიძლება ჩვენ კარ-
გი მეგობრები გავხდეთ? ძალიან ვწუხვარ თმებზე რომ დაგცი-
ნე მაშინ. მე დაცინვა გულშიც არ გამივლია ეს მხოლოდ ხუმ-
რობა იყო,. გარდა ამისა ეს დიდი ხნის წინ იყო. მე მიმაჩნია
რომ შენ საოცრად ლამაზი თქმა გაქვს ახლა, პატიოსნებას გე-
ფიცები. მოდი დავმეგობრდეთ.
ერთ წუთას ანა შეყოყმანდა. მიუხედავად მისი შეურაცხყო-
ფილი ღირსებისა მას გაუჩნდა რაღაც ახალი უცნაური შეგ-
რძნება ნახევრად მორიდებული, ნახევრად მგზნებარე გამო-
მეტყველება. გილბერტის თაფლისფერ თვალებში იყო რაღაც
ძალიან კარგი სანახავი. მისი გული რაღაც უცნაურად აჩქარ-
და და ბრაგა-ბრუგს მოყვა. მაგრამ წინანდელმა წყენამ მის მო-
გონებებში უეცრად იფეთქა, ისე ცხადად და ისე ცოცხლად,
თითქოს ეს გუშინ მომხდარიყო. გილბერტმა უწოდა მას „სტა-
ფილო“ და თავი მოსჭრა მთელი სკოლის წინაშე. მისი გულის-
წყრომა უფროსებს სასაცილოდ მოეჩვენება, მაგრამ მასში
დრომ სრულებითაც არც შეარბილა, არც შეამცირა. მას სძულ-
და გილბერტ ბლაითი. არასოდეს არ აპატიებს მას.
– არა – თქვა მან ცივად. – მე შენ არასოდეს არ დაგიმეგობ-
რდები გილბერტ ბლაით, არ მინდა.
– ძალიან კარგი! – გილბერტი ჩახტა თავის ნავში გაბრაზე-
ბული, ლოყები წამოენთო. მე აღარასოდეს გთხოვ მეგობრო-
ბას, ანა შირლი და არც ძალიან მენაღვლება.
მან სწრაფად გასცურა, გაბრაზებული ნიჩბებს წყალში არ-
ტყამდა. ანა კი აუყვა ციცაბო გვირილებით მოფენილ პატარა
ბილიკს ნეკერჩხლებს რომ გასდევდა. თავი მაღლა ეჭირა,
მაგრამ შეპყრობილი იყო რაღაც უცნაური გრძნობით. განიც-
დიდა. გილბერტისათვის სხვანაირად უნდა მეპასუხაო ფიქ-

258 მკითხველთა ლიგა


რობდა. მართალია, საშინლად შეურაცხყო, მაგრამ მაინც –
ყველაფერ ამის გამო ანა განიცდიდა. შვებას იგრძნობდა რომ
დამჯდარიყო და მაგრად ეტირა. ძლიერ იყო შეწუხებული.
იგონებდა რა გადაიტანა, შეშინებული ბოძს რომ ებღაუჭებო-
და. ჯერ კიდევ ამ რეაქციისაგან ვერ განთავისუფლებულიყო.
ბილიკის ნახევარი ჰქონდა გავლილი ანას, რომ ჯეინსა და
დიანას შეხვდა, რომლებიც მიიჩქაროდნენ გუბურასთან და-
საბრუნებლად. ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ რომ არ
იცოდნენ რა ეღონათ ყველანაირად ცდილობდნენ უკიდურეს
მღელვარებისაგან თავი დაეღწიათ. ბაღჩის ფერდობზე ვერა-
ვინ ვერ ნახეს. ორივენი – მისტერ და მისის ბარი სახლში არ ი
ენ. რუბი ჯილისი ისტერიკაში ჩავარდა და იქ დატოვეს რამდე-
ნადაც შეძლებდა გამოსულიყო მდგომარეობიდან. ჯენი და დი-
ანა აჩრდილების ტყისა და წყაროს მიდამოების გავლით მწვა-
ნე მეზონინში მივიდნენ. აქაც არავინ დახვდათ შინ, რადგანაც
მარილა კარმოდიში გამგზავრებულიყო, მათეუ კი შორეულ
ყანაში თივას თიბავდა.
– ო, ანა – სუნთქვა შეეკრა დიანას. ყელზე მოხვია ხელები
მეგობარს და სიხარულისა და შვებისაგან ტირილი მორთო.
– ო, ანა ჩვენ გვეგონა დაიღრჩე, თავი მკვლელები გვეგონა,
იმიტომ რომ ჩვენ გაიძულეთ, ელეინი შენ შეგესრულებინა.
რუბი ისტერიკაშია, ო, ანა, როგორ გადარჩი?
– ხიდის ქვეშ, ხიმინჯზე ავცოცდი – აუხსნა ანამ – ამ დროს
გილბერტ ბლაითი მოცურავდა მისტერ ენდრიუს ბტყელძირა
ნავით და მან მომიყვანა ნაპირთან.
– ო, ანა რა შესანიშნავად მოქცეულა! რა რომანტიკულია –
თქვა ჯეინმა, როდესაც მოითქვა სული. რა თქმა უნდა, ამის
შემდეგ შენ ხმას გასცემ გილბერტს.
– არავითარ შემთხვევაში, ხმას არ გავცემ. – წამოჭარხლდა
ანა და მაშინვე შურისმაძიებლური სული დაუბრუნდა. – და-
იმახსოვრე, ჯეინ, მე აღარ მინდა გავიგონო სიტყვა რომანტი-
კული არასოდეს, ჯეინ ენდრიუ. მე ძალიან ვწუხვარ ასე რომ
შეგეშინდათ, გოგოებო. სუყველაფერი ჩემი ბრალია.
ვგრძნობ, რომ უბედურ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული. ყვე-

259 მკითხველთა ლიგა


ლაფერი, რაც უნდა გავაკეთო მძიმე მდგომარეობაში ვაგდებ
ჩემსთავსაც და უახლოეს მეგობრებს. ჩვენ დავკარგეთ ნავი,
დიანა და მე წინასწარმეტყველება მეუბნება რომ ჩვენ გუბურა-
ზე ცურვას აგვიკრძალავენ. ანას წინასწარმეტყველება გამარ-
თლდა. უფრო წარმატებით ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
ბარების და კარტერების ოჯახებს შუადღის ამბავი როგორც
კი ესმათ, თავზარი დაეცათ.
– როდისმე ისწავლი ჭკუას ისწავლი, ანა? – იკითხა მარი-
ლამ.
– დიახ, ვისწავლი, მარილა – მიუგო ანამ ოპტიმისტურად.
ცრემლების ნიაღვარმა, რაც ანამ მარტოობაში თავის კეთი-
საიმედო მწვანე მეზონინში დაღვარა, დაუწყნარა ნერვები და
აღუდგინა მისთვის ჩვეული ცხოვრების სიხარული.
– მე ვფიქრობ, ჩემში არის იმედები, რომ გავხდე გონიერი.
– მე ვერ ვხედავ როგორ – თქვა მარილამ.
– აი როგორ – აუხსნა ანამ – მე დღეს ახალი და ღირშესა-
ნიშნავი გაკვეთილი მივიღე. რაც მე მწვანე მეზონინში უამრავი
შეცდომა დავუშვი. და თითოეული შეცდომა დამეხმარა, რომ
ის აღარ გამემეორებინა. ჩემი ნაკლოვანება გამეუმჯობესები-
ნა. ამეთისტურმა ქინძისთავმა მე განმკურნა იმისაგან რომ იმ
ნივთებს, რომლებიც მე არ მეკუთვნის არ გავკარებოდი, აჩ-
რდილების ტყის შეცდომამ განკურნა იმ მხრივ, რომ ჩემი წარ-
მოსახვა შევბოჭე. ტკივილგამაყუჩებელმა ნამცხვარმა გან-
კურნა იმით, რომ ყურადღებიანი ვიყო ნამცხვრების ცხობის
დროს, თმების შეღებვის შეცდომამ განიკურნა პატივმოყვა-
რეობისაგან. მე აღარა ვფიქრობ თმებზე და ცხვირზე. ყოველ
შემთხვევაში თუ ვფიქრობ, იშვიათად. დღევანდელმა შეცდო-
მამ დამანახვა, რომ ზედმეტი რომანტიკულობა არ ვარგა. მე
მივედი იმ დასკვნამდე, რომ უსარგებლოა იყო რომანტიკული
ავონეაში. ეს შეიძლება საჭირო იყო კამელოტში მრავალი
წლების წინ, მაგრამ მე სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ
დღეს რომანტიზმი აღარ ფასდება. ამიტომ მჯერა, რომ თქვენ
იხილავთ უდიდეს გაუმჯობესებას ჩემში ამ ასპექტით, მარილა.
– მე იმედი მაქვს, ასე იქნება – თქვა მარიამ სპეკტიკურად.

260 მკითხველთა ლიგა


მაგრამ მათეუ, რომელიც იჯდა თავის კუთხეში ჩუმად, მარი-
ლა რომ გავიდა, მივიდა ანასთან და მხარზე ხელი დაადო.
– არ მოიშორო მთელი შენი რომანტიზმი, ანა – წასჩურჩუ-
ლა მას მორცხვად. ცოტა დაიტოვე. ცოტა კარგია – ბევრი არა,
რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა დაიტოვე იქიდან.

261 მკითხველთა ლიგა


თავი XXIX

ეპოქა ანას ცხოვრებაში

ანა ძროხებს მიერეკებოდა შორეულ საძოვრიდან სახლის-


კენ შეყვარებულთა ბილიკით.
სექტემბრის საღამო იყო. ყველა ახო8 და მდელო ტყეში ჩა-
მავალი მზის წითელ შუქზე ფერად-ფერადად იყო აჭრელებუ-
ლი. ტყის უმეტესი ნაწილი უკვე ჩაბნელებული იყო არყის ხე-
ების ჩრდილი ეფინებოდა არე-მარეს. ნაძვების ძირში სივრცე
სავსე იყო იისფერი ჰაეროვანი ბურუსით. ქარი ხის კენწერო-
ებში იყრიდა თავს და ქვეყანაზე ვერ მოისმენდით უფრო სა-
ამურ ხმას, ვიდრე ქარი ქმნიდა ნაძვის ხეებში საღამოობით.
ძროხები ქანაობით მშვიდად მიაბიჯებდნენ ბილიკზე და ანა
მისდევდა მათ ოცნებაში წასული. ხმამაღლა იმეორებდა საბ-
რძოლო ლექსს მარმიონიდან – რომელიც წარსული ზამთრის
ინგლისურ კურსში გაიარეს და რომელიც მის სტეისის დავა-
ლებით ზეპირად ისწავლეს. მას ახარებდა მისი ასაღელვებე-
ლი სტრიქონები, ბრძოლის ამსახველი მის წარმოსახვაში. ის
გაჩერდა ექსტაზში, დახუჭა თვალები, რათა უფრო უკეთესად
ეოცნება. თავი გმირად ესახებოდა. როდესაც თვალები გაახი-
ლა მან დაინახა დიანა, რომელიც ალაყაფის კარიდან გამოდი-
ოდა. გზა მიდიოდა ბარის მინდვრისკენ და მას ისეთი მნიშვნე-
ლოვანი იერი ჰქონდა, რომ ანა მაშინვე მიხვდა, რომ მას რა-
ღაც ახალი ამბავი უნდა ეხარებინა. მაგრამ მან არ გასცა თა-
ვისი თავი ცნობისმოყვარეობა რომ არ ასვენებდა.
– ეს საღამო წითელ სიზმარს არა გავს დიანა? ეს მე ისეთ
ხასიათზე მაყენებს, რომ მიხარია ცოცხალი რომ ვარ. დილით

8
ახო – საყანედ გამზადებული ტყე.

262 მკითხველთა ლიგა


მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ დილები საუკეთესონი არიან,
მაგრამ, როდესაც საღამო დგება, და ვფიქრობ ეს უფრო ლამა-
ზია.
– რა მშვენიერი ამინდია – თქვა დიანამ – მაგრამ, მე ისეთი
ახალი ამბავი მაქვს, ანა, აბა გამოიცანი! სამჯერ შეგიძლია
სცადო გამოცნობა.
– შარლოტა ჯილისი მაინც აპირებს ეკლესიაში დაქორწინე-
ბას და მისის ალანის უნდა ჩვენ მოვრთოთ – დაიძახა ანამ.
– არა, შარლოტას საქმროც არა თანხმდება. ამბობს ახლა
არავინ ქორწინდება ეკლესიაშიო. ის უფრო პანაშვიდსა ჰგავ-
სო. საწყენია მხიარულება იქნებოდა. კიდევ გამოიცანი – ჯე-
ნის დედამ ნება მისცა ჯენის სტუმრები დაპატიჟოს თავის დაბა-
დების დღეზე.
დიანამ გაიქნია თავი, მისი შავი თვალები მხიარულად ციმ-
ციმებდნენ.
– ვერ ვხდები რა შეიძლება იყოს – თქვა ანამ სასოწარკვე-
თით – იქნებ მუდი სპურჯენ მაკფერსონმა გაგაცილა სახლში
კრების შემდეგ? ასეა?
– ეს შეუძლებელია. კიდევაც რომ ასე ყოფილიყო, მე ტრა-
ბახს არ მოვყვებოდი. საზიზღარი არსებაა. ვიცოდი რომ ვერ
გამოიცნობდი! დედამ მიიღო წერილი დეიდა ჟოზეფინისაგან.
დეიდა გვეპატიჟება შენ და მე ქალაქში შემდეგ სამშაბათს.
ჩვენ წაგვიყვანს გამოფენაზე, ხედავ!
– ო, დიანა – დაიჩურჩულა ანამ, საჭიროდ მიიჩნია მიყ-
რდნობოდა ნეკერჩხლის ხეს – სიმართლეს ამბობ? მეშინია
მარილა წასვლის ნებას არ მომცემს. იტყვის: არ მომწონს ხე-
ტიალიო, ასე თქვა წინა კვირას ჯეინმა რომ დაპატიჟა ორად-
გილიანი ეტლით რომ წავსულიყავით ამერიკელების მიერ
მოწყობილ კონცერტზე, რომელიც ტარდებოდა უვაიტ სენდის
სასტუმროში. მე მინდოდა წასვლა, მაგრამ მარიამ თქვა ჯობია
სახლში იჯდე და გაკვეთილები ისწავლოო, ჯენისთვისაც უთ-
ქვამს ასე ჯობიაო. მე საშინლად ვიყავი გულაცრუებული, დი-
ანა, იმდენად ვიყავი გულნატკენი რომ დაწოლის წინ ლოცვა
არ წამიკითხავს. მერე ვინანე. ავდექი და ლოცვა წავიკითხე.

263 მკითხველთა ლიგა


იცი რას გეტყვი – თქვა დიანამ – მე ვეტყვი დედას მარილას
სთხოვოს უფრო საფიქრებელია, რომ გაგიშვებს. და თუ გაგიშ-
ვებს, ჩვენ კარგ დროს გავატარებთ. ანა მე არასოდეს არ ვყო-
ფილვარ გამოფენაზე და რა ძნელია სხვები რომ ლაპარაკო-
ბენ იმაზე რა ნახეს. ჯეინი და რუბი ორჯერ იყვნენ გამოფენაზე
და ამ წელს კიდევ წავლენ.
– მე სულ არ ვიფიქრებ ამაზე, სანამ არ გავიგებ მივდივარ
თუ არა – თქვა ანამ გადაწყვეტით. თორემ გული ამიცრუვდება
და უფრო ძნელი ასატანი იქნება. იმ შემთხვევაში თუ წავალ –
მიხარია ახალი პალტო რომ მზად იქნება იმ დროისთვის. მა-
რილა ფიქრობდა, რომ ახალი პალტო არა მჭირდება, ძველიც
გამოდგება შემდეგი ზამთრისთვის და მე ახალი კაბაც მეყოფა.
ჩემი ახალი კაბა ძალიან კარგია, დიანა – ბაცი ლურჯი და
ახალმოდურად შეკერილი. მარილა ახლა, კაბას ახალმოდუ-
რად მიკერავს. იმიტომ რომ არ სურს მათეუ მისის ლინდთან
გაიქცეს კაბის შესაკერად. მიხარია. ათასჯერ უკეთ ვგრძნობ
თავს როცა ახალმოდაზე შეკერილი მაცვია, ყოველ შემთხვე-
ვაში ჩემთვის, ასეა. მე ვფიქრობ ბუნებით კარგი ხალხისათვის
ამას მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ მათეუმ თქვა მე უნდა
მქონდეს ახალი პალტო. ამიტომ ლამაზი ლურჯი მატერია იყი-
და და შეუკვეთეს შესაკერად ნამდვილ მკერავს კიმოდიში.
მზად იქნება შაბათ საღამოს და მე ვცდილობ არ წარმოვიდგი-
ნო ჩემი თავი ეკლესიაში გავლილი რიგებს შორის კვირა ჩემ
ახალ პალტოსა და ქუდში, იმიტომ რომ ვშიშობ წესი არ არის
წარმოიდგინო ასეთი რამეები. მაგრამ ჩემდა უნებურად მეპა-
რება თავში. ჩემი ქუდი ძალიან ლამაზია. მათეუმ მიყიდა იმ
დღეს, როცა ჩვენ კარმოდიში ვიყავით. ისეთი პატარაა, ლურჯი
ხავერდისაა. ამისთანა ქუდზე ახლა ყველა ჭკუას კარგავს. ოქ-
როსფერი თასმა და პომპონები ამშვენებენ. შენი ახალი შავი
ქუდიც, დიანა ძალიან ელეგანტურია. და როგორ გიხდება.
როდესაც მე ეკლესიაში დაგინახე წინა კვირას, გული ამიძ-
გერდა სიამაყისაგან, რადგანაც მე შენი გულითადი მეგობარი
ვარ. შენ ფიქრობ, რომ არ არის კარგი ამდენს რომ ვლაპარა-
კობ ჩვენ ტანსაცმელზე. მარილა ამბობს, რომ ეს ცოდვაა, მაგ-

264 მკითხველთა ლიგა


რამ ეს საინტერესო თემაა არა? მართლა დათანხმდა ანა გაუშ-
ვა ქალაქში. მოილაპარაკეს რომ მისტერ ბარი გოგოებს წაიყ-
ვანდა შემდეგ სამშაბათს. რადგან შარლოტტაუნი ოცდაათი
მილის დაშორებითაა მათგან. მისტერ ბარის სურდა იმავე
დღეს დაბრუნებულიყო. საჭირო იყო დილაადრიანად გამ-
გზავრებულიყვნენ, მაგრამ ანას ისეთ დიდ სიამოვნებას ანი-
ჭებდა ეს ამბავი, რომ მზის ამოსვლამდე ადგა. ფანჯრიდან გა-
იხედა და დარწმუნდა, რომ მშვენიერი ამინდი იქნებოდა. ცა
ნაძვების უკან მოჩვენებების ტყეში მოვერცხლისფრო და უღ-
რუბლო იყო. ხეებს შორის სივრცე განათებული იყო, ბაღჩის
ფერდობზე. ეს ნიშანი იყო რომ დიანაც ფეხზე იყო.
ანამ ჩაიცვა იმ დრომდე სანამ მათეუმ ცეცხლი დაანთო, სა-
უზმე მოამზადა, მარილაც დაბლა ჩამოვიდა მაგრამ ის ისე იყო
აღელვებული, რომ ჭამა არ შეეძლო. საუზმის შემდეგ ჩაიცვა
პალტო და დაიხურა თავის მოხდენილი ქუდი და გაეშურა წყა-
როსაკენ. იქიდან ნაძვებს შორის გაიარა და ბაღის ფერდობს
მიადგა. მისტერ ბარი და დიანა მას ელოდებოდნენ. და მალე
ისინი გზას დაადგნენ. ხანგრძლივი მგზავრობა მოუხდათ.
მაგრამ მგზავრობის ყოველი წუთი მათ სიამოვნებას ანიჭებ-
და ანას და დიანას. მოსწონდათ რახრახი გრილ ნოტიო გზაზე
დილაადრიანად. გათიბულ მინდვრებს წითელი მზის შუქი
ეფინებოდა. ჰაერი იყო საღი და სუფთა პატარა კვამლისფერი
ლურჯი ბინდი ჩამოედინებოდა გორაკებიდან და მდელოებს
ავსებდა, ათასფრად აელვარებდა. გზა ზოგჯერ ტყით მიემარ-
თებოდა, სადაც ნეკერჩხლებმა უკვე გამოაჩინეს წითელი ყვა-
ვილები. ზოგჯერ კი გზა მდინარეს კვეთავდა და ხიდზე გადი-
ოდა, რის დროსაც სასიამოვნო შიში შეიპყრობდათ ხოლმე.
გზა ხანდახან სანაპიროს გასდევდა და უამინდობისაგან მე-
თევზეების ნაცრისფერ ქოხებს ჩაუვლიდა. შემდეგ ისევ გორა-
კებზე ადიოდა საიდანაც ბინდიანი ცისფერი ცა მოჩანდა. მაგ-
რამ სადაც არ უნდა წასულიყო ის, ყველგან მოიძებნებოდა სა-
ინტერესო თემა სალაპარაკოდ.
უკვე შუადღე იყო, როდესაც მათ მიაღწიეს ქალაქს. ბიჩვუ-
დისაკენ გაემართნენ. სახლი იყო შესანიშნავი, ძველებური,

265 მკითხველთა ლიგა


ქუჩისაგან ცოტა მოშორებით იდგა. ქუჩის მხრიდან მას ეღობე-
ბოდა მწვანე თელადუმები და განშტოებული წიფლის ხეები.
მის ბარი შეხვდა კარებთან თავისი შავი თვალების ციმციმით.
– როგორც იქნა ჩამოხვედი ჩემს სანახავად, ანა გოგოვ –
თქვა მან – გმადლობთ, ბავშვო. როგორ გაზრდილხარ! ჩემზე
მაღალი ხარ, როგორიც იყავი, იმასთან შედარებით. გალამა-
ზებულხარ. ეს ჩემზე უკეთ იცი.
– არა, არ ვიცოდი – თქვა ანამ გაბრწყინებულმა
– მე ის ვიცი, რომ ისეთი ჭორფლიანი აღარა ვარ, როგორიც
ვიყავი. ამით მე მადლობელი ვარ. მაგრამ ვერ გავბედავ იმედი
მქონდეს სხვა გაუმჯობესების. მიხარია, რომ თქვენ ასე მიგაჩ-
ნიათ, მის ბარი.
მის ბარის სახლი შესანიშნავი ავეჯით იყო მოწყობილი უთ-
ხრა ანამ მარილის შემდეგში. – ორი პატარა სოფლელი გოგო
დაბნეული იყო. სასტუმრო ოთახის დიდებულობით, სადაც მის
ბარიმ ისინი დატოვა როცა წავიდა სადილის მოსაწესრიგებ-
ლად.
– სასახლეს არა გავს? – გადაუჩურჩულა დიანამ – მე არა-
სოდეს არა ვყოფილვარ დეიდა ჟოზეფინასთან აქამდე და წარ-
მოდგენაც არა მქონდა თუ ამოდენა იყო. მე უბრალოდ მინდო-
და ჯულია ბელის ენახა. ის თავის დედის სასტუმრო ოთახზე იმ-
დენს ტრაბახობს.
– ხავერდის ხალიჩა – წარმოთქვა ანამ აღტაცებით – და აბ-
რეშუმის ფარდები! მე მიოცნებია ასეთ რამეებზე, დიანა მაგ-
რამ იცი, მე არა მგონია ამისაგან თავს კომფორტულად
ვგრძნობდე. აქ ბევრი საგნებია და ყველა საუცხოო, და არა
რჩება ადგილი საოცნებოდ. ეს არის ერთადერთი ნუგეში, რო-
დესაც ღარიბი ხარ. აქ ბევრი ისეთი რამ არის, რაზედაც მიოც-
ნებია. – მათი სტუმრობა ქალაქში იყო ის, რაზედაც ოცნებობ-
დნენ ანა და დიანა წლების განმავლობაში. თავიდან ბოლომ-
დე სიამოვნება.
ოთხშაბათს მის ბარიმ ისინი წაიყვანა გამოფენაზე, სადაც
მათ მთელი დღე გაატარეს.

266 მკითხველთა ლიგა


– ეს იყო ზღაპრული – ანა უყვებოდა მარილას მოგვიანე-
ბით.
– მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ასეთი საინტერესო თუ იქ-
ნებოდა. მე არ ვიცი რომელი განყოფილება იყო უფრო საინ-
ტერესო. მე ვფიქრობ მე მომეწონა ცხენები და ყვავილები და
ხელსაქმე უფრო მეტად. ჯოზი პიმ პირველი პრიზი დაიმსახურა
არშიების ქსოვაში. მე გახარებული ვიყავ. ეს იმას უჩვენებს მე
უკეთესი გავხდი, თქვენ არა ფიქრობთ მარილა. მე შემიძლია
გავიხარო ჯოზის წარმატების გამო? მისტერ ჰარმონ ენდრიუმ
აიღო მეორე პრიზი ვაშლების გამო და მისტერ ბელიმ აიღო
პირველი პრიზი ღორში. დიანამ თქვა სასაცილოა საკვირაო
სკოლის რექტორმა აიღოს პრიზი ღორში. მაგრამ არ ვიცი რა-
ტომ. თქვენ იცით. დიანამ თქვა მას გაახსენდება ეს როცა და-
ინახავს მას ლოცვის დროს. კლარა ლუის მაკფერსონმა პრიზი
აიღო მხატვრობაში და მისის ლინდმა აიღო პირველი პრიზი
შინაურ კარაქში და ყველში. ისე რომ ავონლეა ლამაზად წარ-
სდგა. მისის ლინდი იყო იქ იმ დღეს და მე არ ვიცოდი როგორ
მიყვარდა ახლობელი სახე რომ დავინახე ამდენ უცნობებს შო-
რის. იქ ათასობით ხალხია, მარილამ მე მაფიქრებინა რომ უმ-
ნიშვნელო ვარ. და მის ბარიმ წაგვიყვანა დოღზე. მისის ლინ-
დმა უარი თქვა იქ წასვლაზე, მან თქვა ცხენების შეჯიბრი სა-
ზიზღრობაა და ის როგორც ეკლესიის წევრი, თვლიდა კარგი
მაგალითი მიეცა ხალხისათვის. იმდენი ხალხი იყო იქ რომ ეჭ-
ვი შეპარებოდა იმის არყოფნას თუ ვინმე შეამჩნევდა. თუმცა,
მე უნდა წავიდე ხშირად ცხენის შეჯიბრზე იმიტომ რომ ეს სა-
შინლად საინტერესოა. დიანა იმდენად გაიტაცა ამ თამაშმა,
რომ შემომთავაზა ათ ცენტს მომცემდა წითელი ცხენისთვის
თუ ვიბრძოლებდი. მე უარი ვუთხარი იმიტომ რომ მე მისის
ალანისათვის უნდა მომეყოლა ყველაფერი და მე დარწმუნე-
ბული ვიყავი ყველაფრის თქმა არ შეიძლებოდა მღვდლის ცო-
ლისთვის და მე ძალიან გამეხარდა რომ არ დავნაძლავდი. მი-
ტომ რომ წითელმა ცხენმა გაიმარჯვა. სანაძლეო რომ წამეგო
ათ ცენტს წავაგებდი. ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც მიფრინავ-
და საჰაერო ბუშტით. მე მინდოდა გაფრენა. რა ასაღელვებე-

267 მკითხველთა ლიგა


ლია და კიდევ ვნახეთ კაცი, რომელიც ყიდდა ბედის წინათ-
გრძნობას. უნდა მიმეცა ათი ცენტი და პატარა ჩიტი ამოიღებდა
შენ ბედს – მის ბარიმ მოგვცა დიანას და მე თვითეულს ათი
ცენტი გაგვეგო ჩვენი ბედი, ჩემი ამბობდა მე გავთხოვდებოდი
შავგვრემან კაცზე, რომელიც იქნებოდა ძალიან მდიდარი და
წავიდოდი დიდ წყალზე. მე ვათვალიერებდი შავგვრემან კა-
ცებს, მაგრამ არც ერთი არ მომივიდა თვალში. მაინც ვფიქრობ
ჩემთვის მეტისმეტად ადრეა ამაზე ფიქრი. ეს იყო დაუვიწყარი
დღე. მარილა ისე დავიღალე რომ ვერ დავიძინე ღამე. მის ბა-
რიმ, როგორც დაგვპირდა ჩვენ მოგვათავსა სტუმრების ოთახ-
ში. ძალიან მდიდრულ ოთახში, მარილი, მაგრამ არ ყოფილა
კარგი დასაძინებლად, როგორც წარმომედგინა. ცუდია რომ
მოზრდილი ვარ და ეს შეგნებული მაქვს, რაც ბავშვობაში მე-
ნატრებოდა აღარ მეჩვენება ისეთ მომხიბვლელად.
ოთხშაბათს გოგოებმა ისეირნეს პარკში. საღამოს მის ბა-
რიმ წაიყვანა კონცერტზე მუსიკის აკადემიაში. უნდა ემღერა
ცნობილ მომღერალს. ეს საღამო ანასთვის იყო შესანიშნავი
სიზმარი.
– ო, მარილა ამის აღწერა შეუძლებელია ისე ვიყავი აღელ-
ვებული, რომ ლაპარაკი არ შემეძლო. ხომ წარმოგიდგენია რა
უნდა ყოფილიყო. მე უბრალოდ მოჯადოებული ვიჯექი ჩუმად.
ქალბატონი სელისკი იყო ბრწყინვალე. ლამაზად ეცვა თეთრი
სატინის კაბა და ეკეთა მარგალიტები. მაგრამ როცა დაიწყო
სიმღერა, მე აღარა ვფიქრობდი ქვეყნად რამეზე. ვერ გეტყვით
რას ვგრძნობდი, ასე მეგონა ძნელი არ უნდა იყოს კარგი იყო.
მე ვგრძნობდი, რომ ისეთივე განწყობილება შემექმნა რო-
გორც მაშინ ვარსკვლავებს რომ ვუყურებ ხოლმე,. თვალებზე
ცრემლები მომადგა, მაგრამ, ო, ბედნიერების ცრემლები იყო.
მე მეწყინა, რომ ყველაფერი დამთავრდა და მის ბარის ვუთხა-
რი არ ვიცი როგორღა უნდა დავუბრუნდე ყოველდღიურ ყო-
ფას. მან თქვა ის ფიქრობს ჩვენ წავალთ რესტორანში და მი-
ვირთმევთ ნაყინს, ის მიშველის მე. ასეთი ლაპარაკი მე პრო-
ზაულად მომეჩვენა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მართალი აღ-
მოჩნდა, ნაყინი საუცხოვო იყო, მარილა და დარდი გააქარ-

268 მკითხველთა ლიგა


წყლა. თერთმეტ საათზე ღამით რომ ზიხარ რესტორანში. და
ნაყინს ჭამ. დიანამ თქვა მე მჯერა რომ ქალაქური ცხოვრები-
სათვის ვარ გაჩენილიო. მის ბარიმ მკითხა მე რა აზრისა ვარ,
მაგრამ მე ვუთხარი ამაზე ვიფიქრებ როცა ლოგინში დავწვები.
ეს საუკეთესო დროა საგნებზე მოსაფიქრებლად და მე მივედი
დასკვნამდე, მარილა, რომ მე არა ვარ დაბადებული ქალაქში
საცხოვრებლად. მიხარია, ლამაზია რესტორანში რომ ზიხარ
თერთმეტ საათზე ღამე ხანდახან მაგრამ რეგულარულად მირ-
ჩევნია მწვანე მეზონინში ვიყო თერთმეტ საათზე და ღრმად მე-
ძინოს. მაშინაც მეცოდინება რომ გარეთ ვარსკვლავები ანა-
თებს აქაურობას, ქარი რომ უბერავს ნაძვებს წყაროს მახ-
ლობლად. მე ვუთხარი მის ბარის შემდეგ დილას და მას გაეცი-
ნა. მის ბარის, საერთოდ ყველაფერზე ეცინება, მაშინაც კი რო-
დესაც სერიოზულ საკითხზე ვლაპარაკობ ხოლმე. მე ეს არ მი-
მაჩნია მოსაწონად, მარილა იმიტომ რომ არ მინდა სასაცილო
ვიყო. და ის გავაცინო, მაგრამ ის სტუმართმოყვარე ქალია და
მეფურად მექცეოდა.
პარასკევს დადგა სახლში დაბრუნების დღე. მისტერ ბარი
ჩამოვიდა გოგოების წასაყვანად.
იმედი მაქვს კარგად გაერთეთ – თქვა მის ბარიმ როდესაც
ემშვიდებოდა გოგოებს.
– რა თქმა უნდა გავერთეთ – თქვა დიანამ.
– შენ ანა გოგოვ?
– მე ყოველ წუთს ვიღებდი სიამოვნებას – თქვა ანამ და
მკლავები მოხვია მოხუც ქალს და მის დამჭკნარ სახეზე კოცნა
დაუწყო. დიანა ვერასოდეს გაბედავდა ასეთ რამეს და შეძრწუ-
ნებული იყო ანას თავისუფლებისაგან. მაგრამ მის ბარი კმაყო-
ფილი იყო. იდგა ვერანდაზე და გასცქეროდა ავტომობილს
იქამდე, სანამ ის თვალს არ მიეფარა. შემდეგ დაუბრუნდა თა-
ვის უშველებელ სახლს ოხვრით, სიმარტივე იგრძნო. დააკ-
ლდა ორი ახალგაზრდა არსება. მის ბარი საკმაოდ ეგოისტი
მოხუცი ქალი იყო, სიმართლე რომ ითქვას, და არც არასოდეს
უზრუნია ვინმეზე. მარტო თავის თავზე ფიქრობდა. ხალხს იმის
მიხედვით აფასებდა თუ რამდენად უწევდნენ სამსახურს ან არ-

269 მკითხველთა ლიგა


თობდნენ. ანა მას ართობდა, ამიტომ მოხუცი ქალი მას წყა-
ლობდა, მაგრამ მის ბარი დაფიქრდა იმაზე, რომ არა ფიქრობ-
და ანას ცოცხალ ენთუზიაზმზე. მის გულწრფელ გრძნობებზე,
მის მიმზიდველობაზე, მომხიბვლელობაზე, მისი თვალებისა
და ტუჩების სილამაზეზე.
– მე ვფიქრობდი მარილა კართბერტი გამოშტერებული ბე-
ბერი ქალი იყო, რომ ობოლთა თავშესაფრიდან გოგო იშვილა
– ჩაილაპარაკა მან თავისთვის.
მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მას შეცდომა არ დაუშვია. მე
რომ მყოლოდა ანას მსგავსი ბავშვი სახლში ყოველთვის,
თავს უკეთ ვიგრძნობდი და ბედნიერი ქალი ვიქნებოდი.
ანამ და დიანამ იგრძნეს რომ სახლში დასაბრუნებლად
მგზავრობა ისეთივე სასიამოვნო იყო, როგორც იქიდან რომ
მოემგზავრებოდნენ. უფრო მეტადაც კი. იმის გაცნობიერება
რომ მგზავრობის დასასრულს მათ ელოდებოდათ სახლი. სი-
ამეს გრძნობდნენ, როდესაც მათ უვაიტსენდ ჩაუარეს და გაუხ-
ვიეს სანაპირო გზას, მზე იწყებდა ამოსვლას. ავორლეა მთები
შავად მოჩანდნენ შაფრანის ცის ქვეშ. მათ უკან მთვარე რომ
წამოიზდებოდა ზღვიდან და ზღვა უფრო სხივმოსილი და გარ-
დაქმნილი ხდებოდა. დაკლაკნილ გზაზე ყოველი გუბე იყო ჯა-
დოსნური მოელვარე ჭავლისაგან. ტალღები ეხეთქებოდა
კლდეს და საღ ჰაერში ტრიალებდა ზღვის მკვეთრი სუნი.
– რა კარგია ცოცხალი რომ ხარ და მიდიხარ სახლში, ამოი-
სუნთქა ანამ.
როდესაც ანამ გაირბინა ძელებიან ხიდზე წყაროს ზემოდან,
მწვანე მეზონინის სამზარეულოს შუქმა თვალი ჩაუკრა მას მე-
გობრულად და მიეგება კეთილი სურვილებით. გაღებულ კა-
რებში ბუხრის ალი ანათებდა და უგზავნიდა თავის სითბოსა და
წითელ ნათებას ცივ შემოდგომის ღამეს. ანამ მხიარულად
აირბინა გორაკზე და შევიდა სამზარეულოში, სადაც მას მაგი-
დაზე ცხელი ვახშამი ელოდებოდა.
– როგორც იქნა დაბრუნდი? – თქვა მარილამ და გვერდზე
გადადო თავის საქსოვი.

270 მკითხველთა ლიგა


– დიახ, და რა კარგია დაბრუნება – თქვა ანამ მხიარულად
– მე შემეძლო ყველაფერი დამეკოცნა საათიც კი მარილა ა!
შემწვარი წიწილა! ახლა არ მითხრა შენთვის არისო!
– დიახ, შენთვის არის – თქვა მარილამ.
– მე ვიფიქრე მშიერი იქნებოდი მგზავრობის შემდეგ და სა-
ჭირო იყო რამე გემრიელი მომემზადებინა. ჩქარა გამოიცვა-
ლე ტანისამოსი და როგორც კი მათეუ დაბრუნდება სამუშა-
ოდან, ვივახშმებთ. უშენოდ აქ მოწყენილობა იყო და ეს ოთხი
დღე ისე გაიწელა.
ვახშმობის შემდეგ ანა დაჯდა მათეოს და მარილას შუა და
სრული ანგარიში ჩააბარა მათ თავისი ვიზიტის შესახებ.
– მე არაჩვეულებრივი დრო გავატარე დაასკვნა ანამ ბედ-
ნიერად. მე ვგრძნობ ეს შეადგენს მთელ ეპოქას ჩემს ცხოვრე-
ბაში. მაგრამ ყველაზე უკეთესი მაინც სახლში დაბრუნებაა.

271 მკითხველთა ლიგა


თავი XXX

დედოფლის სემინარიისათვის
მოსამზადებელი ჯგუფი ჩამოყალიბდა

მარილამ თავის საქსოვი კალათაში ჩაიდო, უკან გადაიწია


და სკამის ზურგს მიეყრდნო. თვალები დაეღალა და გაიფიქრა
შემდეგში ქალაქში რომ წავა ექიმთან მივა და სათვალეებს გა-
მოაცვლევინებს, თორემ ამ ბოლო დროს თვალები ჩქარა ეღ-
ლება.
თითქმის ჩამობნელდა, რადგან ნოემბრის ბინდი გარს შე-
მოეხვია მწვანე მეზონინს. ერთადერთი სინათლე სამზარეუ-
ლოში ბუხრის წითელი მოციმციმე ალისაგან მოდიოდა.
ანა თურქულად მოკეცილი ბუხრის წინ ხალიჩაზე იჯდა. მიშ-
ტერებოდა მხიარულ ცეცხლის ენების ელვარებას, რომელიც
ნეკერჩხლის კორდ შეშისაგან იქმნებოდა და შეიცავდა ასი
ზაფხულის მზის მცხუნვარებას. ის წიგნს კითხულობდა, მაგრამ
წიგნი დაბლა ჩაუცურდა და ახლა ოცნებისათვის მიეცა თა-
ვი.ზღაპრულ ქვეყანაში იმყოფებოდა და გაპობილ ბაგეებზე
ღიმილი დასთამაშებდა. ბრჭყვიალა სასახლეები ესპანეთში
და ცისარტყელა იკვეთებოდა იმის ლამაზ ფანტაზიაში. მის
ზღაპრულ ქვეყანაში თავგადასავლები ტრიუმფალურად ვი-
თარდებოდა და არასოდეს არ აყენებდნენ მას მძიმე მდგომა-
რეობაში, როგორც ცხოვრების სინამდვილეში.
მარილა სინაზით გაჰყურებდა ანას. მაგრამ მის გრძნობას
არ ეწერა დღის სინათლეზე გამომზეურება. სიყვარული შეიძ-
ლება გამოიხატოს ლაპარაკის დროს სიტყვებში, მზერაში,
მაგრამ მარილამ ვერ ისწავლა გრძნობის გამოხატვა. მარი-
ლას უყვარდა ეს მოხდენილი ნაცრისფერთვალებიანი გოგო

272 მკითხველთა ლიგა


და რაც უფრო ძლიერად და ღრმად უყვარდა, მით უფრო თავ-
შეკავებული და კრიტიკული იყო მის მიმართ. მას ცოდვად მი-
აჩნდა ადამიანური არსების ასე ძლიერად შეყვარება. ანას
წარმოდგენაც არა ჰქონდა მარილას თუ უყვარდა. პირიქით
ფიქრობდა, რომ მარილის გული ვერ მოიგო, და ეგონა რომ
არც ესმოდა მისი და არც სიმპათია ქონდა მის მიმართ. მაგრამ
ამაზე ფიქრიც არ უნდოდა, რადგანაც ის მარილასაგან ძალიან
იყო დავალებული.
– ანა – დაიძახა მარილამ უეცრად – მის სტაისი იყო, შუად-
ღისას შენ რომ გარეთ იყავი დიანასთან ერთად.
ანა შეკრთა და ოცნების სამყაროსაგან დაუბრუნდა დღევან-
დელობას როგორ ვწუხვარ, ის თუ იყო რატომ არ დამიძახეთ.
– დიანა და მე აქვე ახლოს ვიყავით, მოჩვენებების ტყეში, ახ-
ლა ტყეში რა სილამაზეა, მთელ პატარა ტყის მცენარეებს გვიმ-
რას, სატინის ხის ფოთლებს და კენკრას სძინავთ, თითქოს ვი-
ღაცას ფოთლების საბნის ქვეშ გადაუმალავთ. გაზაფხულამდე
აქ იქნებიან. მე ვფიქრობ, ერთი პატარა ფერია, რომელსაც ცი-
სარტყელის შარფი ჰქონდა წამოსხმული. წინა მთვარიან ღა-
მეს მოვიდა და იმან ჩაიდინა ის. დიანას არაფერი უთქვამს
ამის შესახებ. იმას ჯერ კიდევ არ დავიწყებია დედამ რომ გა-
უჯავრდა მოჩვენებების ტყეზე სულების მოჩვენებების გამო. ამ
ამბავმა ღრმა კვალი დატოვა დიანას წარმოსახვაზე. მისის
ლინდი ამბობს მერტლ ბელი უჟმური არსებაა. მე ვკითხე რუბი
ჯილის რატომ არის მერტლ ბელი ასეთი უჟმური? იმიტომ არის
ახალგაზრლდა კაცმა ის მიატოვა. რუბი ჯილისი ფიქრობს სხვა
არაფერზე. მარტო ახალგაზრდა კაცები უტრიალებს გუნებაში
და რომ რაც წლები მოემატება მით უარესი იქნება. ახალგაზ-
რდა კაცები კარგია თავის ადგილას, მაგრამ ყველგან ჩაჩარო
რა საჭიროა? არა? დიანა და მე ვფიქრობთ სერიოზულად, ერ-
თმანეთს დავპირდით რომ არასოდეს გავთხოვდებით. ლამაზ
შინაბერებად დავრჩებით და ერთად ვიცხოვრებთ სამუდამოდ.
მაგრამ დიანას მტკიცედ არა აქვს გადაწყვეტილი, იმიტომ რომ
ფიქრობს შეიძლება ის გათხოვდეს ერთ გაიძვერა, თაღლით
კაცზე და ის გამოასწოროს. ახლა დიანა და მე ვმსჯელობთ

273 მკითხველთა ლიგა


ხოლმე დიდხანს ბევრ სერიოზულ საკითხებზე. ჩვენ ვგრძნობთ
ახლა ჩვენ უკვე მოზრდილები ვართ შედარებით და ბავშვური
საქმეები აღარ გვიზიდავს. ძალიან სერიოზულია თითქმის
თოთხმეტი წლის რომ ვართ, მარილა. გასულ ოთხშაბათს მის
სტეისმა მოზრდილი გოგოები წყაროსთან წაგვიყვანა და ამის
შესახებ გვესაუბრა. გვითხრა დიდი მნიშვნელობა აქვს რა ჩვე-
ულებები ჩამოგვიყალიბდება ახლა და რა იდეალებს მოვიპო-
ვებთ სანამ ჩვენ მოზარდები ვიქნებით. ამიტომ რომ როდესაც
ოცი წელი შეგვისრულდება თუ ფუნდამენტი მერყევი აღმოჩ-
ნდა, ჩვენ ვერასოდეს ავაშენებთ რაიმე ღირებულს მასზე. რო-
დესაც დიანა და მე სკოლიდან სახლში მივდიოდით ძალიან სე-
რიოზული საუბარი გვქონდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, ძალიან
ფრთხილად ვიყოთ. ღირსეული ჩვეულებები ჩამოვიყალიბოთ
და რაც შეიძლება ბევრი ვისწავლოთ. გონივრულად უნდა მო-
ვიქცეთ. დროთა განმავლობაში როცა ოცი წლის გავხდებით
სწორად ვიყოთ განვითარებული, ოცი წელი, რა სახიფათოდ
ჟღერს. რა დიდები ვიქნებით, მაგრამ რატომ იყო აქ მის სტეისი
შუადღისას?
– ეს არის რაზედაც მინდა დაგელაპარაკოთ, ანა, თუ საშუა-
ლებას მომცემ სიტყვა ჩაურთო შენს ლაპარაკში. ის შენზე მე-
ლაპარაკა.
– ჩემზე – ანა შეკრთა. შემდეგ წამოწითლდა და წამოიძახა.
– ო, მე ვიცი რასაც იტყოდა. მე თვითონ მინდოდა თქვენ-
თვის მეთქვა, მარილა, პატიოსნებას მეფიცებით, მაგრამ დამა-
ვიწყდა. მე მის სტეისიმ დამიჭირა „ბენ ჰურს“ რომ ვკითხუდობ-
დი გაკვეთილზე გუშინ, როდესაც კანადის ისტორია უნდა შე-
მესწავლა. ჯეინ ენდრიუსმა მათხოვა ის წიგნი. შესვენებაზე
ვკითხულობდი და გაკვეთილი რომ დაიწყო საინტერესო ად-
გილზე ვიყავი მისული, ეტლების შეჯიბრი იწყებოდა. საშინ-
ლად მაინტერესებდა როგორ წარიმართებოდა საქმე. ბენ
ჰურს უნდა მოეგო. მხატვრულად გამართლებული იქნებოდა.
მერხზე გავშალე კანადის ისტორია ბენ ჰური კი მერხის დაბლა
მუხლებზე მედო. ისე გამიტაცა კითხვამ, რომ ვერ შევამჩნიე
მერხებს რიგებს შორის რომ მომიახლოვდა მის სტაისი. თავი

274 მკითხველთა ლიგა


ავწიე. ის შემომცქეროდა. ვერ წარმოიდგენთ როგორ შემ-
რცხვა. განსაკუთრებით როცა გავიგონე ჯოზი პაი რომ ხითხი-
თებდა. მის სტეისიმ წაიღო ბენ ჰური და ჩემთვის მაშინ არაფე-
რი უთქვამს. შესვენებაზე გამაჩერა და მელაპარაკა. მან მით-
ხრა მე ორმაგი შეცდომა დავუშვი. ერთი რომ იმ დროს მე უნდა
მესწავლა და მე წიგნს ვკითხულობდი. მეორეც ვატყუებდი მას-
წავლებელს, ვცდილობთ მეჩვენებინა ვითომ კანადის ისტო-
რიას ვსწავლობ. მე არ გამიაზრებია ეს მოტყუება თუ იყო. ელ-
და მეცა. მწარედ ვიტირე და ვთხოვე მის სტეისის ეპატიებინა
ჩემთვის, რომ ასეთ რამეს აღარ გავიმეორებდი. მთელ კვირას
აღარ წავიკითხავ-მეთქი ვუთხარი, თუნდაც ვერ გამეგო შეჯიბ-
რი რით დამთავრდა. მის სტეისმა თქვა ამას ჩემგან არც მოით-
ხოვს და კეთილშობილურად მაპატია. მაგრამ არ იყო კარგი
ამის სათქმელად აქ რომ მოვიდა.
– მის სტეისის ერთი სიტყვაც არ უთქვამს ამის შესახებ, ანა.
სვინდისი გაწუხებს და ამიტომ გეგონა. რა დაგემართა? მოთ-
ხრობები სკოლაში არ უნდა წაიღო, მე რომ გოგო ვიყავი, ნე-
ბასარ გვაძლევდნენ რომანები გვეკითხა.
– როგორ შეგიძლიათ ბენ ჰურს რომანი უწოდოთ. როცა ის
სინამდვილეში რელიგიური წიგნია – პროტესტი გამოთქვა
ანამ. მართალია საკვირაო სკოლის საკითხავი არ არის. სას-
წავლო დღეებში. ვკითხულობ ხოლმე. და მე არასოდეს არა
ვკითხულობ ისეთ წიგნს, თუ მის სტეისი ან მისი ალანი არ იტ-
ყვის, რომ ცამეტი წლის გოგონას შესაფერია. მის სტაისიამ
ასეთი დაპირება მიიღო ჩემგან.
– ერთხელ დაინახა რომ მე ვკითხულობდი წიგნს სახელწო-
დებით „მოჯადოებული ოთახის საშინელი საიდუმლო“. რუბი
ჯილისმა მომცა წასაკითხად. ნამდვილი დამატყვევებელი იყო.
ძარღვებში სისხლი მეყინებოდა მისის სტეისმა თქვა ეს სულე-
ლური და საშუალო დონის წიგნია და მთხოვა არც ეს და არცა
სხვა ამის მსგავსი არ წავიკითო. პირდაპირ წამება იყო ბო-
ლომდე რომ არ წავიკითხე წიგნი და ვერ გავიგე რა მოხდა მაგ-
რამ ჩემმა სიყვარულმა მის სტეისისადმი გაუძლო გამოცდას

275 მკითხველთა ლიგა


და დაპირება შევასრულე. პირდაპირ საკვირველია რა შეუძ-
ლია ადამიანს გააკეთოს თუ უნდა ვინმეს ასიამოვნოს.
– კარგი – როგორც ვხედავ შემიძლია ნათურა ავანთო, და
შევუდგე მუშაობას – თქვა მარილამ – ვხედავ აშკარად არ გინ-
და გაიგო მის სტეისიმ რა თქვა. შენ უფრო გაინტერესებს შენი
საკუთარი აზრი და მეტი არაფერი.
– ო, მართალია მარილა, მე მინდა გავიგო რა თქვა წამოიყ-
ვირა ანამ მონანიებით – მე აღარც ერთ სიტყვას არ ვიტყვი. ვი-
ცი რომ ბევრს ვლაპარაკობ. ვცდილობ დავძლიო ჩემი თავი.
ხომ ბევრი რამ ვთქვი და. რომ იცოდეთ კიდევ რამდენ რამ უნ-
და მეთქვა მაშინ უფრო შეგეცოდებოდით. თუ შეიძლება, მით-
ხარით მარილა.
– კარგი, მის სტეისს უნდა ჩამოაყალიბოს ჯგუფი მოწინავე
მოსწავლეებიდან, დედოფლის სემინარიაში შესასვლელად.
მას გადაწყვეტილი მაქვს ჩაუტაროს დამატებითი გაკვეთილე-
ბი, დღეში ერთი საათი სკოლის შემდეგ. ის მოვიდა რომ შეგ-
ვეკითხოს მათეოსა და ჩემთვის. უნდოდა გაეგო ჩვენ გვსურს
შენ შეუერთდე ამ ჯგუფს. რასა ფიქრობ შენ თვითონ ამის შესა-
ხებ. გინდა მოსამზადებელი ჯგუფს შეუერთდე გამოცდების ჩა-
საბარებლად რათა მასწავლებელი გამოხვიდე?
– ო, მარილა – წამოიწია მუხლებზე და ხელები დაიწყო – ეს
ჩემი ცხოვრების ოცნებაა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში,
იმის შემდეგ, რაც რუბიმ და ჯეინმა დაიწყეს მზადება – მეცადი-
ნეობა შესასვლელ გამოცდებისათვის. მაგრამ მე კრინტიც არ
დამიძრავს ამის შესახებ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, უსარგებ-
ლოა რომ მინდა მასწავლებელი გავხდე. მაგრამ საშინლად
ძვირი ჯდება მისტერ ენდრიუსი ამბობს პრისის სწავლა მას უჯ-
დება ას ორმოცდაათი ათასი დოლარი და ის გეომეტრიაში არ
იყო ლენჩი.
– მე ვფიქრობ, საქმის ეს მხარე შენ არ უნდა გაწუხებდეს.
როდესაც მათეუმ და მე აღსაზრდელად აგიყვანეთ, ჩვენ გა-
დავწყვიტეთ კარგი განათლება მოგცეთ მე მჯერა, რომ გოგოს
უნდა შეეძლოს საკუთარი თავის რჩენა. სანამ ცოცხლები
ვართ, შენ ყოველთვის გექნება მწვანე მეზონინი. მაგრამ რა

276 მკითხველთა ლიგა


მოხდება არავინ იცის ამ არასაიმედო სამყაროში. სწორედ
ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. ისე რომ შეგიძლია მოსამზადე-
ბელ ჯგუფს შეუერთდე, თუ გინდა, ანა.
– ო, მარილა, გმადლობთ – ანა წელზე მოეხვია მარილას
და სერიოზულად შიგ სახეში შეხედა – უაღრსად მადლიერი
ვარ თქვენი და მათეუსი. ისე მაგრად ვიმეცადინებ როგორც
შევძლებ და ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენი სასახელო ვი-
ყო. გაფრთხილებთ ბევრს ვერაფერს შევძლებ გეომეტრიაში.
დანარჩენ საგნებში საკუთარი ძალებით მივაღწევ წარმატე-
ბებს, მაგრად თუ ვისწავლი.
– გავბედავ გითხრა, ბევრის მიღწევა შეგიძლია. მის სტეისი
ამბობს, რომ ხარ ბრწყინვალე და შრომისმოყვარე. – ყველა-
ფერი არ უთქვამს ანასთვის, რაც მის სტეისმა თქვა მასზე.
იფიქრა პატივმოყვარეობას გაუზრდისო – შენ არა გჭირდება
სიჩქარე, შენ წიგნებს თავი არ უნდა დააკლა თვენახევარში
რომ იმეცადინო. მაგრამ ჯობია დროზე დაიწყო და საფუძ-
ვლიანად მოემზადო – ამბობს მის სტეისი
– ახლა მეც მეტ ინტერესს გამოვიჩენ სწავლაში – თქვა ანამ
აღტაცებით – იმიტომ რომ მიზანი მაქვს ცხოვრებაში. მისის
ალანი ამბობს ყველას უნდა ქონდეს ცხოვრებაში მიზანი და
მისდიოს მას ერთგულად. მაგრამ, ის ამბობს, ჩვენ ჯერ უნდა
დავრწმუნდეთ, რომ ის ღირსეული მიზანია. მე ღირსეულ მი-
ზანს ვუწოდებ, რომ მინდა მასწავლებელი გავხდე, მის სტეისის
მსგავსად. თქვენ ასე არა ფიქრობთ, მარილა? მე ვფიქრობ, ეს
კეთილშობილური პროფესიაა. – მოსამზადებელი ჯგუფი ჩა-
მოყალიბდა განსაზღვრულ დროს. გილბერტ ბლაითი, ანა
შირლი, რუბი ჯილისი, ჯეინ ენდრიუსი, ჯოზი პაი, ჩარლზ სლო-
ანი და მუდი სპურჯენ მაკფერსონი შევიდა შიგ. დიანა ბარი არ
ყოფილა ამ სიაში, რადგან მისმა მშობლებმა არ მოინდომეს
მისი გაგზავნა სემინარიაში. ეს ანასთვის მეხის დაცემა იყო. იმ
ღამის შემდეგ, როცა მინი კრუპით იყო დაავადებული, ის და
დიანა განუყრელები იყვნენ. იმ საღამოს, როდესაც მოსამზა-
დებელი ჯგუფი დარჩა გაკვეთილების შემდეგ, დამატებითი მე-
ცადინეობისათვის, ანამ დაინახა დიანა როგორ გადიოდა სხვა

277 მკითხველთა ლიგა


მოსწავლეებთან ერთად, წარმოიდგინა როგორ გაივლიდა
არყის ხეების ბილიკს, იების მდელოს, მზად იყო გაყოლოდა
თავის მეგობარს და საჩქაროდ დაუბრუნდა მერხზე გაშლილ
ლათინურ გრამატიკას, რათა დაემალა თვალებზე მომდგარი
ცრემლები. არაფრის დიდებით არ დაუშვებდა, რომ მის თვა-
ლებზე გილბერტ ბლაითს და ჯოზი პაის ცრემლები ენახათ.
– მაგრამ, ო, მარილა, ნამდვილად ისეთი გრძნობა მქონდა,
რომ მე ვიგემე სიკვდილის სიმწარე, როგორც მისტერ ალანმა
თქვა თავის ქადაგებაში გასულ კვირას, როდესაც მე დავინახე
დიანა მარტო რომ გავიდა – თქვა მან ნაღვლიანად – მე ვიფიქ-
რე რა კარგი იქნებოდა დიანასაც რომ ესწავლა შესასვლელ
გამოცდების მოსამზადებლად. მაგრამ ჩვენ ვერ გავხდით საგ-
ნებს სრულყოფილად ამ არასაიმედო ქვეყანაში, როგორც მი-
სის ლინდმა თქვა. მას ვერ უწოდებენ დამამშვიდებელ პიროვ-
ნებას, მაგრამ ძალიან ხშირად მართალ აზრებს გამოთქვამს.
მე ვფიქრობ, მოსამზადებელი ჯგუფი ჩანს უაღრესად საინტე-
რესო იქნება. ჯეინი და რუბი აპირებენ იმეცადინონ იმისათვის
რათა გახდნენ მასწავლებლები. ეს არის მათი მისწრაფების
მწვერვალი. რუბი ამბობს ორი წელი იმუშავებს მასწავლებ-
ლად და შემდეგ აპირებს გათხოვდეს. ჯეინი ამბობს მთელ სი-
ცოცხლეს დაუთმობს სწავლებას, და არასოდეს გათხოვდება,
იმიტომ რომ სწავლებაში გიხდიან ჯამაგირს, ქმარი კი არა-
ფერს არ იხდის. თუ თავის წილში მოსთხოვე ფული კვერცხისა
და კარაქისთვის, ბუზღუნებს. მე ვფიქრობ რომ ჯეინი ლაპარა-
კობს თავის მწარე გამოცდილების გამო, რადგან მისის ლინდი
ამბობს მისი მამა ერთი ახირებული კაცია, უნამუსოც თან ძუნ-
წი. ჯოზი პაი ამბობს კოლეჯში განათლებისთვის მიდის, ამი-
ტომ რომ მას არ სჭირდება საარსებო სახსრების ძებნა. ის
სჭირდება ობლებს, რომლებიც სხვების მოწყალებით ცხოვ-
რობენ, იძულებული არიან საარსებო წყარო იშოვონ. მუდი
სპურჯენს უნდა მღვდელი გახდეს. მისის ლინდი ამბობს ასეთი
სახელით სხვა ვერაფერი გახდება. პრინციპების თანახმად იც-
ხოვრებს. მე იმედი მაქვს ბოროტებად არ ჩამეთვლება თუ ვიტ-
ყვი რომ წარმოვიდგენ მღვდელი იქნება, მეცინება. ის ისეთი

278 მკითხველთა ლიგა


სასაცილო შესახედაობის ბიჭია. დიდი მსუქანი სახით და პატა-
რა ცისფერი თვალებით და ყურები ფარფლებივით რომ აქვს
წინ გამოჩრილი. მაგრამ შეიძლება რაც გაიზრდება ინტელექ-
ტუალური შესახედაობა ჰქონდეს. ჩარლზ სლოანი ამბობს,
რომ აპირებს პოლიტიკაში მოღვაწეობას და პარლამენტის
წევრი გახდეს. მისი ლინდი ამბობს, ის ვერაფერს მიაღწევსო.
იმიტომ რომ სლოანები პატიოსანი ხალხია და პოლიტიკაში
დღეს თაღლითები მიდიანო.
– რა უნდა რომ გამოვიდეს გილბერტ ბლაითს? – შეეკითხა
მარილა ანას.
– არ მქონია შემთხვევა გამეგო რა მისწრაფებები აქვს
ცხოვრებაში გილბერტ ბლაითს – ან თუ აქვს საერთოდ – უპა-
სუხა ანამ დამცინავი ტონით.
ახლა გილბერტ ბლაითსა და ანას შორის აშკარა მეტოქეო-
ბა იყო ჩამოვარდნილი. ადრე ეს მეტოქეობა ცალმხრივ ხასი-
ათს ატარებდა, მაგრამ ახლა ეჭვი აღარ იყო, რომ გილბერტს
ისევე როგორც ანას, მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი ჯგუფში
პირველი ყოფილიყო. იგი ანას ღირსეული მეტოქე იყო – მისი
მახვილის დაუნდობელი – ულმობელი მტერი. ჯგუფის სხვა
წევრებმა მდუმარედ აღიარეს მათი უპირატესობა აზრად არ
მოსდიოდათ ეცადათ შებრძოლებოდნენ მათ.
იმ დღის შემდეგ, გუბურასთან რომ უარყო ანამ მისი თხოვნა
ეპატიებინა მისთვის რაც აწყენინა, გილბერტი, ზემოთქმული
მეტოქეობის გარდა, არაფრით არ იმჩნევდა, რომ ანა შირლი
მას აინტერესებდა. ის ლაყბობდა და ოხუნჯობდა სხვა გოგო-
ებთან, წიგნებს უცვლიდა მათ, თავსატეხ ამოცანების გამოც-
ნობაში მონაწილეობდა მათთან ერთად, გოგოებთან ერთად
მსჯელობდა გაკვეთილების შესახებ, მლოცველთა შეკრებე-
ბის შემდეგ რომელიმე მათგანს სახლში აცილებდა დისრუსიუ-
რი კრების შემდეგაც, ანას ის უბრალოდ ვერ ამჩნევდა, რომ
სასიამოვნო არ არის როცა არ გამჩნევენ. თავისთვის ამბობდა
ანა, თავს გაიქნევდა და ისეთ გამომეტყველებას მიიღებდა
თითქოს არ ენაღვლებოდა, გულის სიღრმეში კი ქალური პა-
ტარა გულით კი განიცდიდა. კიდევ რომ ჰქონოდა შემთხვევა

279 მკითხველთა ლიგა


მოელვარე წყლების ტბასთან, ის სულ სხვანაირად უპასუხებ-
და. მან აღმოაჩინა რომ ის ძველი შეურაცხყოფა, რომელიც
მას გულში ედო, მის წინააღმდეგ, გაქრა – ზუსტად იმ დროს,
როდესაც ესაჭიროებოდა როგორც ხელის მოსაკიდი რამ. ამა-
ოდ ცდილობდა მახსოვრობაში აღედგინა სამახსოვრო დღე და
გამოეწვია წინანდელი სიამოვნების მომგვრელი სიბრაზე. ის
დღე გუბურასთან მისი აფეთქების ბოლო დღე იყო. მან გაიგო,
რომ აპატია და დაივიწყა. თვითონაც არ იცოდა ამის შესახებ,
მაგრამ მეტისმეტად გვიან იყო.
ყოველ შემთხვევაში არც გილბერტს ან ვინმე სხვას, დიანა-
საც არ უნდა სცოდნოდა როგორ წუხდა, რომ იყო ასეთი ამაყი
და საშინელი. მან გადაწყვიტა „ის დაბურავდა თავის გრძნო-
ბებს და დაივიწყებდა“. მან თავის გადაწყვეტილება ისე წარმა-
ტებით შეასრულა, რომ გილბერტი, რომელიც შესაძლებელია
არ იყო ისე გულგრილი როგორც მოჩანდა, ვერ რწმუნდებოდა
იმაში, რომ ანა გრძნობდა თავის შურისძიების ზიზღს. ერთა-
დერთი ნუგეში მისთვის ის იყო, რომ ჩარლზ სლოანის მიმართ
ის არ იჩენდა ყურადღებას. იქცეოდა უმოწყალოდ და დაუმსა-
ხურებლად.
სხვა მხრივ ზამთარი სასიამოვნო მოვალეობებსა და მეცა-
დინეობაში გადიოდა. ანასთვის დღეები მიხტოდა ოქროს მძი-
ვებივით. ის ბედნიერი და მგზნებარე იყო, გაკვეთილები იყო
იმისათვის რომ ესწავლათ, პატივი მოსაპოვებლად, საინტე-
რესო წიგნები – წასაკითხად, ახალი სიმღერები საკვირაო
სკოლის გუნდში სამღერად. მშვენიერი შაბათის საღამოები
მღვდლის სახლში მისის ალანთან ერთად. და ბოლოს, გაზაფ-
ხული ესტუმრა მწვანე მეზონინს და მთელი ქვეყანა აყვავდა.
მეცადინეობის მიმართ ცოტა არ იყოს, ხალისი დაიკარგა.
მოსამზადებელი ჯგუფი გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დარ-
ჩა სამეცადინოდ, იმ დროს როდესაც ხეები ამწვანებულ ქუჩებ-
სა და გაფოთლილ ტყეებში გაიფანტნენ, ჯგუფში დარჩენილე-
ბი ფანჯრებიდან იცქირებოდნენ. მათ აღმოაჩინეს რომ ლათი-
ნურმა ზმნებმა და ფრანგულმა სავარჯიშოებმა დაკარგეს თა-
ვისი მიმზიდველობა, რაც მათთვის მაცოცხლებელი ძალა იყო

280 მკითხველთა ლიგა


ზამთრის თვეებში. ანა და გილბერტი ზლაზნით მიიწევდნენ წინ
და გაკვეთილების მიმართ გულგრილები გახდნენ. ამიტომ
იყო, რომ მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც გაეხარდათ
სასწავლო წელი რომ დამთავრდა და მხიარულმა არდადეგებ-
მა კარებზე რომ მიუკაკუნა მათ ვარდისფერ ფერებში ეხატებო-
დათ.
– თქვენ გასულ წელს კარგად იმუშავეთ – უთხრა მათ მის
სტეისიმ ბოლო მეცადინეობაზე და დაიმსახურეთ ლამაზი მხი-
არული არდადეგები. კარგი დრო გაატარეთ და რაც შეგიძლი-
ათ სუფთა ჰაერზე იყავით. გამაგრდით და მოიკრიბეთ სასი-
ცოცხლო ძალები და ამბიცია შემდეგი წლისათვის. თქვენ გა-
დამწყვეტი ბრძოლა დაგჭირდებათ შესასვლელი გამოცდების
წინ.
– შემდეგ წელს აპირებთ დაბრუნებას, მის სტეისი? – იკითხა
ჯოზი პაიმ. ჯოზი პაის არასოდეს არ ერიდებოდა კითხვების მი-
ცემა. ამ შემთხვევაში ჯგუფის დანარჩენი მოსწავლეები მისი
მადლიერები იყვნენ. ვერც ერთი მათგანი ვერ გაბედავდა მის
სტეისისათვის ეკითხა დაბრუნდებოდა თუ არა, მაგრამ ერთი
სული ჰქონდათ გაეგოთ, რადგან არასასიკეთო ხმები დადიო-
და სკოლაში უკან არ ბრუნდება შემდეგ წელს, რადგანაც მას
ადგილი შესთავაზეს დაწყებით სკოლაში, თავის საცხოვრე-
ბელ რაიონში და ფიქრობდა მიეღო ეს წინადადება, მოსამზა-
დებელი ჯგუფი სულგანაბული ელოდა მის პასუხს.
– დიახ, მე ვფიქრობ, დავბრუნდები – თქვა მის სტეისმა.
– ვფიქრობდი სხვა სკოლაში გადასვლას, მაგრამ გადავ-
წყვიტე დავრჩე ავონლეაში, მართალი გითხრათ, მე ისე და-
ვინტერესდი ჩემი მოსწავლეებით აქ, რომ ვერ შევძლებ მათ
მიტოვებას – ისე რომ, ვრჩები და ბოლომდე მიგიყვანთ.
– ვაშა! – წამოიყვირა მუდი სპურჯენმა. აქამდე მუდი სპურ-
ჯერს არ გამოუხატავს თავისი გრძნობები ასე აშკარად და ამის
შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში წითლდებოდა, უხერ-
ხულ მდგომარეობაში ვარდებოდა, როდესაც იხსენებდა ამ
შემთხვევას.
– ო, როგორ მიხარია თქვა თვალებანთებულმა ანამ.

281 მკითხველთა ლიგა


– ძვირფასო სტეისი, საშინელება იქნებდა უკან რომ არ დაბ-
რუნებულიყავით. მე არა მგონია შემეძლო გული დამედო
სწავლაზე სხვა მასწავლებელი რომ მოსულიყო.
როდესაც ანა სახლში მივიდა იმ საღამოს, ეცა თავის სასწავ-
ლო წიგნებს, სხვენში ძველ სკივრში უკრა თავი, ჩაკეტა და გა-
საღები წვრილმანების კოლოფში ჩააგდო.
– არდადაგების დროს სკოლის წიგნებს არც კი დავხედავ –
უთხრა მან მარილას – მთელი წელი თავგამოდებით ვსწავ-
ლობდი როგორც კი შემეძლო და ტვინი დავასხი გეომეტრიას,
სანამ ზეპირად არ ვისწავლე მთელი პირველი წიგნი, ვერ მო-
ვისვენე. ასოებიც რომ შეცვალონ, არ შემეშლება, ვგრძნობ,
რომ ყველაფერმა გონივრულმა დამღალა და ახლა ვაპირებ
ჩემი წარმოსახვა აუშვა. და თავაწყვეტილმა ითარეშოს ზაფხუ-
ლის განმავლობაში. ო, არ შეგეშინდეს მარილა, მხოლოდ
განსაზღვრულ ფარგლებში ავუშვებ, მაგრამ მინდა ნამდვილი
მხიარული დროსტარება. ამ ზაფხულს შეიძლება ეს ჩემი ბავ-
შვობის ბოლო ზაფხულია. მისი ლინდი ამბობს, შემდეგ წელ-
საც თუ ისე დავგრძელდი, როგორც ამ წელს, მაშინ მომიხდება
ჩემი ქვედატანები დავაგრძელო. ის ამბობს, მე ყველაფერი
ფეხებში და თვალებში მიმდის და როდესაც გრძელ ქვედატა-
ნებს ჩავიცვამ, ჩემი ყოფაქცევაც შესატყვისად უნდა შეიცვა-
ლოს. ძალიან ღირსეული უნდა ვიყო, მაშინ ფერიების აღარ
უნდა დავიჯერო. ამ ზაფხულს მაინც რომ მჯეროდეს მთელი გუ-
ლით. მე ვფიქრობ, მხიარული არდადეგები მექნება, რუბი ჯი-
ლისი აპირებს დაბადების დღე აღნიშნოს და მალე საკვირაო
სკოლის პიკნიკი მოეწყობა, შემდეგ ამას მოჰყვება მისიონერ-
თა კონცერტი. მისტერ ბარი ამბობს, რომელიმე საღამოს წაგ-
ვიყვანს დიანასა და მე უვაიტ სენდის სასტუმროში და იქ ვისა-
დილებთ. ჯეინ ენდრიუსი იყო გასულ ზაფხულს და ამბობს რომ
იქ გასაოცარი სანახაობა ნახა. ელექტრონის სინათლით იყო
ჩარიღდნებული იქაურობა და სტუმარი ქალები ულამაზეს კა-
ბებში იყვნენ გამოწყობილი. ჯეინი ამბობს მან პირველად იქ
იხილა ძაღალი საზოგადოება და ეს მთელი სიცოცხლე ეხსო-
მება.

282 მკითხველთა ლიგა


მისის ლინდი შუადღისას მოვიდა გასაგებად რატომ არ იყო
მარილა სამშაბათს საქველმოქმედო საზოგადოების კრებაზე.
როდესაც მარილა არ არის საქველმოქმედო საზოგადოების
კრებაზე, ხალხმა იცის, რომ რაღაც მოხდა მწვანე მეზონინში.
– სამშაბათს მათეუს გულის შეტევა ჰქონდა – აუხსნა მარი-
ლამ – მე არ მინდოდა მისი დატოვებაო. დიახ, ახლა კარგად
არის, მაგრამ უფრო ხშირად აქვს შეტევა. მე ვღელავ მათეუზე.
ექიმი ამბობს ფრთხილად უნდა იყოს, მოერიდოს მღელვარე-
ბას. მათეუსთვის ძნელი არ არის მღელვარების აცილება. მაგ-
რამ საქმე მაგაში არ არის. საქმე მძიმე სამუშაოზეა. თუ ეტყვი
ამას, ეს იმას ნიშნავს ეუბნები არ ისუნთქოო. დაალაგე შენი
ნივთები, რაიჩელ და ჩაიზე მეწვიე.
– კი ბატონო, შენ ისე მაცივდები, დავრჩები.
– თქვა რაიჩელმა, რომელსაც სხვანაირად არც უფიქრია
მოქცეულიყო.
მისის რეიჩელი და მარილა კომფორტაბელურად მოეწ-
ყვნენ სასტუმრო ოთახში. ანამ ჩაი და ბისკვიტი შემოიტანა,
რომელიც ისე მსუბუქი და თეთრი იყო, რომ რაიჩელის კრიტი-
კასაც კი გაუძლებდა.
– უნდა გითხრა, რომ ანა მარდი გოგოა – აღნიშნა რეიჩელ-
მა როდესაც მარილა მას აცილებდა გზის ბოლომდე ის შენ-
თვის დიდი დამხმარეა.
– მართალია – მიუგო მარიამ – ახლა ის ნამდვილად მტკი-
ცე და საიმედოა, მეშინოდა ჩერჩეტი არ დამდგარიყო, მაგრამ
ახლა აღარ მეშინია. ყველაფერში ვენდობი.
– არასოდეს ვიფიქრებდი, ასე კარგად თუ წარიმართებოდა
საქმე. სამი წლის წინ, მე რომ მოვედი აქ, რა ჯანყი მომიწყო –
სთქვა მისის რეიჩელმა – სახლში რომ მივედი იმ ღამით, თო-
მას ვუთხარი დაიმსახსოვრე ჩემი სიტყვები, თომას მარილა
კათბერტმა რა მცდარი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ შევცდი და მი-
ხარია, რომ ასეა. მე ისეთი ჯურის ხალხს არ ვეკუთვნი, მარი-
ლა, რომლებიც არასოდეს არ აღიარებენ თავის შეცდომას. მე
ასე არა ვფიქრობ, მადლობა ღმერთს. ანას განსჯაში არ ვიყავი
მართალი. არც არის საკვირველი,ის ისეთი უცნაური და არაჩ-

283 მკითხველთა ლიგა


ვეულებრივი იყო, რომ მსგავსი მე ამ ქვეყნად არ მეგულება.
ერთი საზომით ვერ მიუდგებოდი იმას და სხვა ბავშვებს. პირ-
დაპირ საკვირველია, როგორ გამოიცვალა, განსაკუთრებით
გარეგნობით, მშვენიერია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მოყვარუ-
ლი ვიყო ფერმკრთალი, დიდთვალება სტილის ქალების. მე
უფრო ფერხორციანი ქალები მიზიდავს ისეთი როგორც დი-
ანაა ან რუბი ჯილისი, რუბი ჯილისი კაშკაშაა. მაგრამ, როგორ
გითხრა, არ ვიცი რატომ, როცა ერთად არიან დიანასა და რუბი
ჯილისზე იტყვი ჩვეულებრივი გოგოები არიან, ხოლო ანაზე,
რომელიც მათი სილამაზის ნახევარიც არ არის, წააგავს თეთრ
ივლისის შროშანს, თვითონ რომ ნარგიზს უწოდებს, დიდ წი-
თელ ყაყაჩოებს შორის ამოსულს.

284 მკითხველთა ლიგა


თავი XXXI

იქ, სადაც ნაკადული და მდინარე ხვდებიან

ანამ მართლაც „კარგად“ გაატარა ზაფხული და მთელი გუ-


ლით გაიხარა. ის და დიანა მთელ დროს გარეთ ატარებდნენ,
იმდენ სიამოვნებას იღებდნენ, რამდენიც შეეძლოთ მიეცათ
შეყვარებულთა ბილიკს, დრაიდის წყაროს, გუბისპირა ტი-
რიფს და ვიქტორიას კუნძულს. მარილი წინააღმდეგი არ იყო
ანა რომ მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა ზაფხულის დღეებში.
ექიმი სპანსერვალიდან, რომელიც იმ ღამეს მოვიდა მინი მეი
კრუპით რომ იყო ავად, არდადეგების დასაწყისში შეხვდა ანას
თავის ერთერთ პაციენტის ოჯახში. ექიმი დაკვირვებით დააც-
ქერდა ანას, პირი დააღო და თავი გაიქნია. შემდეგ მან ბარათი
გაუგზავნა მარილას, ნაცნობის ხელით, სადაც ეწერა:
„თქვენი წითელთმიანი გოგო მთელი ზაფხული სუფთა ჰა-
ერზე ამყოფეთ და წიგნების კითხვის ნებას ნუ მისცემთ“. ამ წე-
რილმა გული გაუხეთქა მარილას, წერილიდან დასკვნა გა-
მოიტანა, რომ ანას ელის სიკვდილი ჭლექისაგან, თუ სერიო-
ზულად არ მიაქციეს ყურადღება და ექიმის რჩევას არ მისდიეს.
ზაფხულის შედეგი კი ასეთი იყო: ანას ქონდა ოქროს ზაფხული
თავისუფლება და ბუნებაში დანავარდობდა, ნავით, ცურაობ-
და, აგროვებდა ტყის მცენარეებს და ოცნებას ეძლეოდა, იმდენ
ხანს რამდენიც მის გულსა და სულს მოესურვებოდა, და სექ-
ტემბერში ის თვალებგაბრწყინებული და მხნე დაუბრუნდა სას-
წავლო წელს, სავსე ამბიციებითა და ინტერესებით.
– ვგრძნობ, რომ სწავლა მწყურია გამოაცხადა მან, როდე-
საც სხვენიდან წიგნები ჩამოიტანა – ო, ჩემო კარგო, ძველი მე-
გობრები მიხარია თქვენი პატიოსანი სახეების ნახვა შენც, გე-
ომეტრია. მე საუკეთესო ლამაზი ზაფხული გავატარე. მარილა

285 მკითხველთა ლიგა


ახლა ცხოვრების სიმძიმეს არ შევუშინდები – როგორც თქვა
მისტერ ალანმა ბოლო კვირას. ხომ შესანიშნავ ქადაგებებს
კითხულობს მისტერ ალანი? მისის ლინდი ამბობს ყოველღიუ-
რად აუმჯობესებს თავის საქმეს, მაგრამ, ვიცით, რომ ქალაქის
ეკლესია ხელს სტაცებს და მოგვაშორებს. ჩვენ მოგვიხდება
რომელიმე გამოუცდელი მღვდელს თავიდან შევასწავლოთ
საქმე როგორ წარმართოს, მაგრამ მე არ მესმის წინასწარ რა-
ტომ უნდა ვინერვიულოთ. ახლა ხომ ჩვენთან არის. მე რომ კა-
ცი ვყოფილიყავი, მღვდელი ვიქნებოდით მათ ძალა შესწევთ
ხალხზე კარგი ზეგავლენა მოახდინონ. თუ მათი თეოლოგია
მნიშვნელოვანია. რა კარგია იქადაგო და ააღელვო მსმენე-
ლის გული. რატომ არ შეიძლება ქალი მღვდელი იყოს? მე შე-
ვეკითხე მისი ლინდს და ის აღშფოთდა და თქვა ეს სამარცხვი-
ნო საქმე იქნებოდაო. შეიძლება ქალები მღვდლად კიდეც
არიან შტატებში და დარწმუნებული ვარ იქნებიან, მაგრამ მად-
ლობა ღმერთს ჩვენ აქამდე არა ვართ მისული ჯერჯერობით და
იმედი აქვს არც არასოდეს ეს არ მოხდება. მაგრამ ვერ გამიგია
რატომ. მე ვფიქრობ ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეეძლე-
ბოდათ. კარგი მღვდლები იქნებოდნენ როდესაც ეკლესიაში
კრება უნდა მოიწვიონ ან ჩაის დასალევად შეიკრიბებიან ან
სხვა რამე. როდესაც საჭიროა ფულის შეკრება, ქალები ასეთ
საქმეებში სიმარჯვეს იჩენენ. მე დარწმუნებული ვარ მისის
ლინდი უკეთესად ილოცებდა, ვიდრე რექტორი ბელი და მჯე-
რა რომ მას შეეძლებოდა ქადაგებების წაკითხვა, ცოტა პრაქ-
ტიკა რომ ქონოდა.
– დიახ, შეეძლებოდა, მჯერა – თქვა მარილამ ცივად, ის ისე-
დაც ბევრ არაოფიციალურ ქადაგებას კითხულობს. ავონლეა-
ში ვერავინ ასცდება ჭეშმარიტ გზას, სადაც არის რეიჩელი. ის
ზედამხედველობის გარეშე არავის ტოვებს.
– მარილა – თქვა ანამ მგზნებარედ, რომელშიც მისმა ნათ-
ქვამმა ნდობა გამოიწვია და აღაგზნო – რაღაც მინდა გით-
ხრათ შეგეკითხოთ რას ფიქრობთ ამაზე, ეს მე ძალიან მაწუ-
ხებს ხოლმე კვირა დღეებში შუადღისას, როდესაც სპეციალუ-
რად ვფიქრობ ასეთ საკითხებზე. მე ნამდვილად მინდა კარგი

286 მკითხველთა ლიგა


ვიყო, და როდესაც თქვენთანა ვარ ან მისის ალანთან ან მის
სტეისისთან უფრო მეტად მინდა ისეთი რამე გავაკეთო, რაც
თქვენ მოგეწონებათ და თქვენ დაფასებას დავიმსახურებ. ფიქ-
რობთ ეს იმიტომ ხდება რომ მართლა ცუდი და გამოუსწორე-
ბელი ვარ? მარილამ ერთ წუთს იყოყმანა და შემდეგ გულია-
ნად გაიცინა.
– თუ შენ ფიქრობ, რომ ასეთი ხარ, მაშინ მეც ასეთივე ვყო-
ფილვარ, ანა, რადგანაც რეიჩელი ხშირად ჩემზედაც ასეთივე
ზეგავლენას ახდენს. ხანდახან ვფიქრობ რომ მას შეეძლო
კარგი გავლენა მოეხდინა ხალხზე, როგორც შენ აღნიშნე რომ
არ უყვარდეს ჩიჩინი სიკეთის გასაკეთებლად. სპეციალური
მცნება უნდა არსებობდეს ჩაციების საწინააღმდეგოდ, მაგრამ
რას ვამბობ რეიჩელი კარგი ქრისტიანი ქალია და კარგი ზრახ-
ვები ამოძრავებს მაგაზე უფრო კეთილი სული არ მეგულება
ავონლაში და არასოდეს თავიდან არ იცილებს თავის წილ სა-
მუშაოს.
– მიხარია თქვენც რომ ამას გრძნობთ – თქვა ანამ მტკიცედ
ძალიან გამამხნევებელია, ამის შემდეგ ძალიან აღარ ვიწუხებ.
მაგრამ გავბედავ თქვა, რომ სხვა რამეებიც არსებობს, რაც მე
მაწუხებს. სისტემატიურად რაღაც ახალი ჩნდება გაოცებთ,
თავს გიბნევს. ერთ რამეს რომ გაარკვევ მაშინ სხვა იჩენს
თავს ბევრი რამ არის დასაფიქრებელი და გადასაწყვეტი. სე-
რიოზული რამეა გაზრდა, არა, მარილა? მაგრამ როდესაც მე
ისეთი კარგი მეგობრები მყავს როგორებიც ხართ თქვენ და მა-
თეუ, და არის მისის ალანი და მისის სტეისი მე უნდა გავიზარ-
დო წარმატებული და დარწმუნებული ვარ, ჩემი ბრალი იქნება
კარგი თუ არ გამოვალ. მე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ
იმიტომ მე მხოლოდ ერთი შესაძლებლობა მაქვს. თუ მე ისეთი
არ გავიზარდე როგორც საჭიროა, უკან ვეღარ დავბრუნდები
და თავიდან ვერ დავიწყებ. ორი დიუმი მოვიმატე ამ ზაფხულს,
მარილა მისტერ ჯილისმა გამზომა რუბის დღეობაზე. მიხარია,
რომ ჩემი ახალი კაბები უფრო გრძელია. ის მუქი მწვანე კაბა
ისეთი ლამაზია და თქვენი მხრიდან სიკეთეა ფურჩალა რომ
გაუკეთეთ. რა თქმა უნდა, არ იყო საჭირო,ფურჩალები ახლა

287 მკითხველთა ლიგა


მოდაშია და ჯოზი პაის ფურჩალები აქვს ყველა კაბაზე ეს ფურ-
ჩალები სასიამოვნო გრძნობას გვრიან ადამიანს სულის სიღ-
რმეში.
– ამისათვის ღირდა მათი მიკერება – დაეთანხმა მარილა.
მის სტეისი დაბრუნდა ავონლეას სკოლაში. და მისი მოწა-
ფეები მოუთმენლად ელოდნენ სწავლის დაწყებას. განსაკუთ-
რებით მოსამზადებელი ჯგუფი, რომლებიც ძალებს იკრებდნენ
ბრძოლისათვის, რადგანაც მომავალი წლის ბოლოს მათ ბუნ-
დოვნად ეხატებოდათ საბედისწერო აჩრდილდი სახელწოდე-
ბით „შესასვლელი გამოცდები“ რომელზედაც გაფიქრება ყვე-
ლას სულს უხუთავდა, რა იქნება რომ ვერ ჩააბარონ! ეს ფიქრი
მოსვენებას არ აძლევდა ანას მთელი ზამთარი. დღისით კვი-
რის ჩათვლით მთლიანად გამოირიცხა მორალური და თე-
ოლოგიური პრობლემები, როდესაც ცუდი სიზმარი ეწვეოდა
ის თავის თავს ხედავდა როგორ იდგა საცოდავად შესასვლე-
ლი გამოცდების სიასთან, სადაც გილბერტ ბლაითს სახელი
ბრწყინვალედ იყო გამოკვეთილი სიის თავში, ხოლო მისი სა-
ხელი საერთოდ არ იყო სიაში.
სამაგიეროდ, ზამთარი ქონდათ მხიაული, საქმიანი და ბედ-
ნიერი, რომელიც თვალსა და ხელს შორის გაუფრინდათ. სკო-
ლის სამუშაო ისეთივე საინტერესო იყო, როგორც ადრე, ბო-
ლო მოსწავლეებს შორის მეტოქეობა ასეთივე მომხიბვლელი.
ცნობისმოყვარე ანას თვალების წინ ფიქრების, გრძნობების,
მისწრაფებების ახალი სამყაროები და ამოუცნობი ცოდნის
სივრცეები იხსნებოდა.
უმთავრესად ეს მისის სტეისის ტაქტიანი, ფრთხილი და
ჭკვიანური ხელმძღვანელების შედეგი იყო. ის თავის ჯგუფს ას-
წავლიდა დამოუკიდებელ აზროვნებას, გამოკვლევას და აღ-
მოჩენას და ამხნევებდა მთელ დატკეპნილ გზას არ გაყოლოდ-
ნენ, რაც აწუხებდათ მისის ლინდს და სკოლის მეურვეებს,
რომლებიც თვლიდნენ რომ ყოველი სიახლე დაფუძნებულია
საეჭვო მეთოდებზე.
მეცადინეობის გარდა ანა გართობასაც მისდევდა, როცა
შემთხვევა მიეცემოდა, რადგანაც მარილა სპანსერვალის ექი-

288 მკითხველთა ლიგა


მის მითითებების მიხედვით აღარ კრძალავდა გარეთ გას-
ვლას. დისკუსიის კლუბი ყვაოდა და რამდენიმე კონცერტი ჩა-
ატარა. შედგა ერთი ან ორი საღამო, თითქმის როგორც მოზ-
რდილები, იყო გასეირნება მარხილებით, ციგურებით სრი-
ალი.
ამავდროულად ანა იზრდებოდა, ჩქარა გრძელდებოდა. ერ-
თხელ შემთხვევით მარილა იდგა ანას გვერდით და იყვირა
გაკვირვებისაგან. შეამჩნია, რომ გოგო მასზე უფრო მაღალია.
– როგორ, ანა როგორ გაიზარდე! თქვა მან, არცკი ჯეროდა,
სიტყვებს ოხვრა მოყვა ეს ახალი ორი დიუმი იყო ანას სიმაღ-
ლეში, რამაც მარილაში სევდა გამოიწვია. ის ბავშვი რომლის
სიყვარულიც მან ისწავლა, გაქრა შეუმჩნევლად, და აქ იყო მა-
ღალია, სერიოზული თვალებიანი თხუთმეტი წლის გოგო. ჩა-
ფიქრებული სახით და ამაყად მდგარი პატარა სახით. მარი-
ლას უყვარდა ის გოგო, როგორც კი შეიძლებოდა ბავშვი ყვა-
რებოდა, მას ქონდა შეგრძნება უცნაური ნაღვლიანი დაკარ-
გვის გრძნობა და იმ ღამეს, როდესაც ანა წავიდა მლოცველთა
კრებაზე დიანასთან ერთად, მარილა დაჯდა მარტო ზამთრის
შეღამებას და იგრძნო სისუსტე, რასაც მოყვა ტირილი. მათეუ
როცა შემოვიდა ფარნით ხელში, დაინახა მარილა რომ ტირო-
და, გაკვირვებული შეაჩერდა და მარილას თვალცრემლიანს
გაეცინა.
– მე ვფიქრობდი ანაზე – აუხსნა მან „ის ისეთი დიდი გოგო
გახდა – და შეიძლება ჩვენგან შორს იყოს შემდეგ ზამთარს. მე
ის ძალიან დამაკლდება.
– ის ხომ ხშირად ჩამოვა ხოლმე – დაამშვიდა მათეუმ, რო-
მელთანაც ანა ჯერ ახლოს იყო და ყოველთვის მისთვის იქნება
პატარა ცნობის მოყვარე გოგო, რომელიც მან ჩამოიყვანა სახ-
ლში ბრაიტ რივერიდან ერთ ივნისის საღამოს, ოთხი წლის
წინ. – იმ დრომდე ააშენებენ რკინიგზის ხაზს კორმოდამდე.
– ეს სულ სხვა იქნება, ვიდრე სულ რომ აქ არის – ამოიოხრა
მარილიმ კუშტად. მას ერჩივნა განცხრომაში ყოფილიყო. თა-
ვისი დარდის გაუქარვებლად – კაცებისათვის ასეთი რამეები
გაუგებარია!

289 მკითხველთა ლიგა


ანაში კიდევ შეიმჩნეოდა ცვლილებები არანაკლებ მნიშვნე-
ლოვანი, ვიდრე ფიზიკური. ჯერ ერთი – ის გახდა უფრო მშვი-
დი. შეიძლება ის უფრო მეტს ფიქრობდა და ოცნებობდა ისევე,
როგორც ყოველთვის, მაგრამ ნამდვილად ლაპარაკობდა
ნაკლებს. მარილამ შეამჩნია და შენიშნა.
– შენ აღარ ლაყბობ იმის ნახევარს, წინანდელთან შედარე-
ბით ანა, და არც მაღალფარდოვან სიტყვებს ხმარობ. რა დაგე-
მართა?
ანა გაწითლდა და ოდნავ გაეცინა, წიგნი გაუვარდა და ჩა-
ფიქრებული გადაიხედა ფანჯრიდან, სადაც წითელი დიდი
კვირტები მხოხავი მცენარის იშლებოდნენ თბილი გაზაფხუ-
ლის მზით ცდუნებულნი.
– არ ვიცი – არ მინდა ბევრი ლაპარაკი – თქვა მან, და საჩ-
ვენებლ თითზე დაეყრდნო ნიკაპით უფრო სასიამოვნოა იფიქ-
რო ძვირფას, ლამაზ რამეზე და გულზე გქონდეს შენი ფიქრე-
ბი, როგორც განძი. მე არ მომწონს ის რომ იცინიან ან უკვირთ.
და მეტი აღარ მინდა მაღალფარდოვანი სიტყვების ხმარება.
ძალიან დასანანებელია ახლა როდესაც გავიზარდე და შემიძ-
ლია ვიხმარო ამაღლებული სიტყვები აღარ მინდა, სასიამოვ-
ნო გრძნობაა, რომ მოზრდილი ხარ, განსაზღვრული თვალ-
საზრისით, მაგრამ არც ისეთი სასიამოვნოა, როგორც მოვე-
ლოდი, მარილა. იმდენი რამეა სასწავლებელი და გასარკვე-
ვი, რომ დრო არ მრჩება ამაღლებული სიტყვებისათვის. გარ-
და ამისა, მის სტეისი ამბობს მოკლედ ნათქვამი უფრო ძლი-
ერია და უკეთესი. ის გვაიძულებს თხზულებები ვწეროთ. ამ-
ბობს ჩვენ უნდა რაც შეიძლება უბრალოდ, რამდენადაც შევ-
ძლებთ გამოვხატოთ აზრი. პირველად ჩემთვის ძნელი იყო.
დაჩვეული ვიყავი მშვენიერი მაღალფარდოვანი სიტყვებით
ამევსო ნაწერი. ახლა დავეჩვიე და ვხედავ რომ გაცილებით
უკეთესია.
– რა დაემართა თქვენ ლიტერატურულ კლუბს? დიდი ხანია
სიტყვა არ დაგიძრავს ამის შესახებ.
– მოთხრობების კლუბი აღარ არსებობს. ჩვენ ამისათვის
დრო აღარა გვაქვს. მე ვფიქრობ ჩვენ მოგვბეზრდა ის. სისუ-

290 მკითხველთა ლიგა


ლელე იყო წერა სიყვარულზე, მკვლელობაზე და საიდუმლოე-
ბებზე. მის სტეისი ზოგჯერ გვაწერინებს მოთხრობას ვარჯიში-
სათვის. მაგრამ არ გვაძლევს ნებას ვწეროთ ისეთ რამეზე, რაც
არ შეიძლება მოხდეს ავონლეაში, უნდა ვწეროთ. ჩვენ საკუ-
თარ ცხოვრებაზე. ჩვენ გვაიძულებს კრიტიკული ოვალით ვუ-
ყუროთ ჩვენს ნამუშევარს. მე არ მეგონა ჩემს თხზულებას თუ
ამდენი ხარვეზი ექნებოდა, სანამ მე თვითონ არ დავიწყე მათი
გარჩევა. მე შემრცხვა ჩემი ნაწერების გამო. და თავის დანებე-
ბას ვაპირებდი მაგრამ მის სტეისიმ მითხრა მე შეიძლია კარგი
წერა ვისწავლო, თუკი ვივარჯიშებ და საკუთარი თავის მი-
მართ ვიქნები მკაცრი კრიტიკოსი და მეც ვცდი.
– თქვენ? მხოლოდ ორი თვე დაგრჩათ. როგორ ფიქრობ
შეძლებ ჩაბარება?
ანას გააკანკალა.
– არ ვიცი, ხანდახან მგონია ყველაფერი კარგად იქნება –
ხან კი საშინელი შიში მიპყრობს. ჩვენ მაგრად ვმეცადინეობ-
დით და მის სტეისი კარგად გვავარჯიშებდა, მაგრამ შეიძლება
ვერ ჩავაბაროთ. კისერი მოვიტეხოთ და ამოდენა შრომა
წყალში ჩაგვეყაროს. ყველა ჩვენთაგანს რაღაცა სისუსტე
გვაქვს. ჩემი გეომეტრია, რა თქმა უნდა, ჯეინი ლათინური რუ-
ბის და ჩარლის – ალგებრა. ჯოზს არითმეტიკა. მუდი სპურჯენი
ამბობს ჩაიჭრება, გრძნობს ინგლისის ისტორიაში. მის სტეისი
აპირებს ივნისში მოგვიწყოს გამოცდები ისევე ძნელი როგო-
რიც იქნება მისაღებ გამოცდებზე და მკაცრად შეგვაფასებს,
იმისათვის რათა წარმოდგენა გვქონდეს რა გველის. როგორ
მინდა უკვე დამთავრებული გვქონდეს, მარილა. ეს ფიქრი
მოსვენებას არ მაძლევს. ხანდახან ღამე მეღვიძება გულგა-
ხეთქილი ვაით თუ ვერ ჩავაბარო.
– არა უშავს სკოლაში ივლი და შემდეგ წელს შეეცდები –
თქვა მარილამ მშვიდად.
– არა მჯერა, რომ სიმხნევე მეყოს. რა სამარცხვინო იქნება
რომ ჩავფლავდე. როგორ მინდა ჯეინი ენდრიუსავით მაგარი
ნერვები მქონდეს. იმაზე არაფერი არ მოქმედებს.

291 მკითხველთა ლიგა


ანამ ამოიხრა და თვალი მოაშორა გაზაფხულის წარმტაც
სამყაროს მაცდუნებელ სილამაზეს, მომხიბლავ ნავს, ლურჯ
ცას ახლად ამოსულ მწვანე ბალახს და კვლავ წიგნში ჩარგო
თავი. კიდევ მოვა გაზაფხული, მაგრამ ანა დარწმუნებული იყო
რომ მას ვეღარასოდეს გაახარებს გაზაფხულის მშვენება.

292 მკითხველთა ლიგა


თავი XXXII

მიღებულთა სია გამოკრულია

ივნისის ბოლოს სასწავლო წელიც დამთავრდა და მის სტე-


ისის მმართველობაც სკოლაში. ანა და დიანა იმ საღამოს სახ-
ლში ძალიან დაღვრემილები წავიდნენ. წითელი თვალები და
სველი ცხვირსახოცები ამ ფაქტის აშკარა საბუთი იყო, მის სტე-
ისისთან დამშვიდობება ისევე ძნელი იყო, როგორც მისტერ
ფილიპთან გამოთხოვება სამი წლის წინ. დიანამ უკან გახედა
სკოლის შენობას და წიწვიანი ხეებით მოფენილ მთას და
ღრმად ამოიოხრა.
– ასე მგონია, რომ თითქოს ყველაფერი დასრულდა, არა?
– თქვა მან დაღვრემილმა.
– შენ შენზე ორჯერ მეტადა ვარ დასევდიანებული, – თქვა
ანამ, ეძებდა მშრალ ადგილს ცხვირსახოცში. – შენ უკან დაბ-
რუნდები შემდეგ ზამთარს, მე კი ჩემ საყვარელ სკოლას სამუ-
დამოდ ვშორდები, თუ ბედმა გამიღიმა.
– ეს ის აღარ იქნება. მის სტეისი არ იქნება, არც შენ, არც
ჯეინი და რუბი ალბათ. მე მარტო ვიჯდები. ვერ ავიტან ახალ
ამხანაგს. რა კარგ დროს ვატარებდით, არა ანა? ძალიან სამ-
წუხაროა, როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა.
ორი უშველებელი ცრემლი ჩამოუგორდა დიანას ცხვირზე.
– შენ რომ შეგეწყვიტა ტირილი, მაშინ მეც შევძლებდი თავი
შემეკავებინა – თქვა ანამ ვედრებით, – როგორც კი ცხვირსა-
ხოცს მოვიშორებ, ვხედავ რომ თვალები ცრემლებით გევსება.
მისის ლინდი ამბობს, მხიარულება თუ არ შეგიძლია, მაშინ იმ-
ხიარულე როგორც კი შეგიძლია. მე ვფიქრობ, ერთი წელი გა-
ვა და თავს დაგიკრავ. სკოლაში დავბრუნდები. ვიცი ვერ ჩავა-
ბარებ. ასეთი უიმედობა ხშირად მიჩნდება.

293 მკითხველთა ლიგა


– რატომ გგონია? შენ ხომ ბრწყინვალედ ჩააბარე მისის
სტეისის მიერ მოწყობილი გამოცდები.
– კი, მაგრამ მაგისთანა გამოცდებზე როდი ვნერვიულობ.
ნამდვილი გამოცდები მაფიქრებს. საკმარისია გავიხსენო,
რომ გულის გარშემო ცახცახი ამიტანს. თანაც ნომერი ცამე-
ტია. ჯოზი პაი ამბობს ცამეტი თარსიაო. მე ცრუმორწმუნე არა
ვარ. ვიცი რომ ამას მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ მაინც მოქ-
მედობს. ჯობდა ცამეტი არ ყოფილიყო ჩემი ნომერი.
– როგორ მინდა იქ, შენთან ერთად ვიყო თქვა დიანამ რა-
ღაც შესანიშნავ დროს გავატარებდით, მაგრამ, წარმომიდგე-
ნია მთელი საღამო ზუთხვას მოუნდები.
– არა, მის სტეისიმ პირობა ჩამოგვართვა წიგნი არც გავ-
ხსნათ. ასე ამბობს, ეს ჩვენ მხოლოდ დაგვაბნევს. ჩვენ არ უნ-
და ვიფიქროთ გამოცდებზე. და ადრე დავწვეთ დასაძინებლად.
კარგი რჩევაა. ვერაფერს იტყვი. მაგრამ, ჩემი აზრით, ძნელი
შესასრულებელია. პრისი ენდრიუმ თქვა, შესასვლელ გამოც-
დებზე ნახევარი ღამე ვიჯექიო, ყოველ შემთხვევაში სანამ შევ-
ძლებდი არ დამეძინა. რა სიკეთეა შენი დეიდა ჟოზეფინას
მხრიდან, როცა ქალაქში ვიქნები, რომ მთხოვა, მასთან დავ-
რჩე ბიჩვუდში.
– იქ როცა იქნები, მომწერე.
– სამშაბათ საღამოს მოგწერ და შეგატყობინებ დაპირდა
ანა. ოთხშაბათს ფოსტაში წავალ – უთხრა დიანამ. ანა ქალაქ-
ში შემდეგ ორშაბათს წავიდა. დიანამ ფოსტას მიაკითხა, რო-
გორც შეთანხმდნენ. და მიიღო მისი წერილი.
„უძვირფასესო დიანა“ (წერდა ანა)
„ახლა სამშაბათი საღამოა და მე გწერ ბიჩვუდის სამკითხვე-
ლოში. წინა ღამით მე საშინელ სიმარტოვეს ვგრძნობდი ჩემ
ოთახში და ვნატრულობდი შენ ყოფილიყავი ჩემთან ერთად.
ზუთხვა არ შემეძლო, იმიტომ რომ მისის სტეისის დავპირდი
კითხვისაგან თავს შევიკავებდი. მაგრამ სულმა წამძლია და
გავხსენი ისტორიის სახელმძღვანელო. გამახსენდა ის დრო,
როცა მოთხრობის წაკითხვა რომ მინდოდა და სანამ გაკვეთი-

294 მკითხველთა ლიგა


ლები არ მექნებოდა ნასწავლი, ვერ ვკითხულობდი. რა ძნელი
იყო თავის შეკავება.
ამ დილით მის სტეისი მესტუმრა და ჩვენ წავედით აკადემი-
აში, შევუარეთ ჯეინს, რუბის და ჯოზის. რუბიმ მთხოვა მისი ხე-
ლები მენახა. ისეთი ცივი იყო, როგორც ყინული, ჯოზიმ თქვა,
ისე გამოვიყურები თითქოს ერთ წუთსაც არ მძინებია. არ ჯე-
როდა, რომ არა ვზუთხავდი. ვერ წარმოუდგენია მე ისეთი მა-
გარი ვარ, რომ მთელი კურსი არ ვიზ| ეპირო, კიდევაც რომ მო-
ვეწყო არის ისეთი მომენტები, როდესაც მე არა ვგრძნობ, რომ
წინსვლა მემჩნევა ჯოზის შეყვარებისათვის ცდაში.
როდესაც ჩვენ მივაღწიეთ სემინარიას, იქ უამრავი სტუდენ-
ტი იყო უკვე მოგროვილი მთელი კუნძულიდან. პირველი პი-
როვნება, ჩვენ რომ დავინახეთ, იყო მუდი სპურჯერი, რომე-
ლიც იჯდა კიბეებზე და თავისთავის რაღაცას ბუტბუტებდა. ჯე-
ინმა შეეკითხა რა ჯანდაბას აკეთებდა და იმან უპასუხა, რომ
იმეორებდა გამრავლების ტაბულას კიდევ და კიდევ, რათა
ნერვები გაემაგრებინა და ღმერთის წყალობით ნუ შეაწყვეტი-
ნებ, თორემ თავიდან ამოუფრინდება, შიშისაგან, და გამრავ-
ლების ტაბულა ეხმარება მას თავში ყველაფერი წესრიგში
ქონდეს. როდესაც ჩვენ საგამოცდოდ ჯგუფებად გაგვანაწი-
ლეს, მის სტეისი წავიდა. ჯეინი და მე ერთად ვიჯექით და ჯეინი
ისე წყნარად იყო, რომ მე შემშურდა მისი. იმას არა სჭირდებო-
და გამრავლების ტაბულა დასაწყნარებლად, ის მაგარი და გო-
ნიერი იყო! მე კი მაინტერესებდა თუ ჩანდა, რასაც ვგრძნობ და
თუ ისმის ჩემი გულის ცემა მთელ ოთახში. შემდეგ ერთი კაცი
შემოვიდა და დაიწყო. ინგლისურ ენაში საგამოცდო ფურცლე-
ბის დარიგება. ხელები გამიცივდა და თავი დამიტრიალდა,
როდესაც ფურცელი ხელში ავიღე. საშინელი მომენტი იყო დი-
ანა. ისეთივე გრძნობა შემექმნა, როგორც ოთხი წლის წინ,
როდესაც მარილას ვკითხე შემიძლია თუ არა მწვანე მეზონინ-
ში დარჩენა – შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა ჩემ
თავში და გულს კვლავ ბაგა-ბუგი გაჰქონდა – დამავიწყდა
მეთქვა, რომ ერთ წუთში გაჩერდა! რადგანაც რამდენადმე მე
მივხვდი, რომ ამ გამოცდას მე თავს გავართმევდი.

295 მკითხველთა ლიგა


ნაშუადღევს ჩვენ სახლში შევიარეთ სადილისათვის და შემ-
დეგ დავბრუნდით ისტორიის გამოცდისათვის. ისტორიაში ბი-
ლეთი საკმაოდ ძნელი იყო და თარიღებში ავირიე. მაგრამ მე
ვფიქრობ, დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა. მაგრამ, დიანა
ხვალ გეომეტრიაში მაქვს გამოცდა და როდესაც ამაზე ვფიქ-
რობ, ყოველგვარი გამბედაობა მეკარგება. რომ ვიცოდე გამ-
რავლების ტაბულა რამეში დამეხმარებოდა ახლავე დავიწყებ-
დი კითხვას და ხვალ დილამდე თავს არ ავიღებდი.
ამ საღამოს მე სხვა გოგოების სანახავად წავედი. გზაზე მუ-
დი სპურჯენი შემხვდა, რომელიც ქუჩაში თავგზააბნეული და-
ხეტიალობდა. მითხრა, ვიცი, ისტორიაში ჩავიჭრებიო. მე
მშობლების საწვალებლად ვარ დაბადებულიო. სახლში უნ-
დოდა დაბრუნება დილის პირველივე მატარებლით. ურჩევნია
ხურო გამოვიდეს მღვდლის მაგივრად. მე გავამხნევე და და-
ვარწმუნე ბოლომდე დარჩენილიყო, რადგანაც მის სტეისის
მიმართ არ იქნებოდა ლამაზი რომ წასულიყო. ზოგჯერ მიფიქ-
რია ბიჭად რომ გავჩენილიყავი, აჯობებდა. მაგრამ როდესაც
მუდი სპურჯენს ვუყურებ, მიხარია, რომ გოგო ვარ. მხოლოდ
არა მისი და. როცა მე მათ პანსიონს მივაღწიე, რუბი ისტერი-
კაში იყო ჩავარდნილი. მან აღმოაჩინა, რომ ინგლისურ ლიტე-
რატურაში საშინელი შეცდომა დაუშვა. როცა გამოკეთდა, წა-
ვედით ქალაქში ნაყინის საჭმელად. როგორ გვინდოდა შენ
რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყავი.
– ო, დიანა, ნეტა ეს გეომეტრიის გამოცდა მოშორებული
მქონოდა, სხვა არაფერი მინდოდა. როგორც მისის ლინდი იტ-
ყოდა. მინდა ჩავაბარო, გინდ ჩავიჭრა, მზე მაინც ამოვა და ჩა-
ვა. ეს მართალია, მაგრამ განსაკუთრებული სანუგეშო ამაში
არაფერია. რომ ჩავიჭრა, მინდოდა მზე არ ამოსულიყო.
შენი ერთგული ანა“
გეომეტრიის გამოცდა და სხვები დანიშნულ დროზე დამ-
თავრდა და ანა სახლში პარასკევ საღამოს ჩამოვიდა, საკმა-
ოდ გადაღლილი ჩანდა, მაგრამ სახეზე ტრიუმფი ეხატა. დიანა
მას მწვანე მეზონინში ელოდებოდა. ისინი ისე შეხვდნენ ერ-
თმანეთს თითქოს წლების მანძილზე იყვნენ დაშორებული.

296 მკითხველთა ლიგა


– ო, ძვირფასო, რა შესანიშნავია კვლავ შენი ნახვა, ასე
მგონია თითქოს მთელი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც შენ
ქალაქში წახვედი. ანა როგორ არის შენი საქმეები?
– როგორც ვფიქრობ, ყველაფერი კარგად არის, გეომეტ-
რიის გარდა. ჩაბარებული მაქვს თუ არა, არ ვიცი. ცუდი წინათ-
გრძნობა მაქვს. რა კარგია სახლში დაბრუნება. მწვანე მეზო-
ნინი უძვირფასესი, ულამაზესი ადგილია მსოფლიოში.
– სხვებმა რა ქნეს?
– გოგოები ამბობენ ვერ ჩავაბარეთო, მაგრამ მე მგონია,
ძალიან კარგად ჩააბარეს. ჯოზი ამბობს, გეომეტრია ისეთი ად-
ვილი იყო, ათი წლის ბავშვიც კი ჩააბარებდაო! მუდი სპურჯენი
ფიქრობს, ჩაიჭრა ისტორიაში, ჩარლის გონია ალგებრაში ჩა-
იჭრა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით არაფერი და ვერც გავიგებთ, სა-
ნამ სიას არ გამოაკრავენ. ეს მოხდება ორ კვირაში. წარმოიდ-
გინე ორი კვირა ასეთ გაურკვევლობაში იყო. როგორ მინდა
დავიძინო და სანამ დრო არ მოვა, მეძინოს.
დიანამ იცოდა, უსარგებლო იქნებოდა ეკითხა გილბერტ
ბლათს როგორ ქონდა საქმე. ამიტომ უბრალოდ წარმოთქვა.
– ო, ძალიან კარგად გახვალ, ნუ წუხარ!
– თუ სიაში პირველი არ ვიქნები, ვარჩევდი სულაც ნუ მოხ-
ვდები თქვა ანამ და წამოწითლდა.
იმით იმის თქმა უნდოდა დიანამ ეს იცოდა რომ წარმატება
იქნებოდა არასრული და მწარე თუ მისი გვარი სიაში იქნებო-
და გილბერტ ბლაითის შემდეგ.
ასეთი არასასურველი შემთხვევის შიშით, ანა მთელი გა-
მოცდების მანძილზე დაჭიმული იყო. ასევე იყო გილბერტიც,
ისინი ქუჩაში ხვდებოდნენ და გვერდს უვლიდნენ ერთმანეთს
როგორც უცხოები. ანა მაღლა სწევდა თავს. გულში კი ნანობ-
და რატომ არ დათანხმდა მეგობრობის შემოთავაზებაზე გილ-
ბერტს, და ფიცს დებდა გამოცდებზე მისთვის ეჯობნა. მან იცო-
და, რომ ავონლეას მთელ ახალგაზრდობას აინტერესებდა
პირველობა ვის დარჩებოდა. მან ისიც იცოდა, რომ ჯიმი გლო-
ვერი და ნედ რაიტი დანაძლევდნენ, ხოლო ჯოზი ჰაიმ განაცხა-
და, რომ ეჭვი არ ეპარება, რომ გილბერტი იქნება პირველი და

297 მკითხველთა ლიგა


ანა შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს პირველობისთვის
რომ არ მიეღწია.
მაგრამ მას ქონდა სხვა, უფრო კეთილშობილური მოტივი
წარმატების მისაღწევად. უნდოდა „პირველი ყოფილიყო მა-
თეუსთვის და მარილასთვის – განსაკუთრებით მათეუსთვის.
მათეუს რწმენა ჰქონდა გამოთქმული, რომ ანა მთელ კუნ-
ძულს უკან მოიტოვებს. ანა ფიქრობდა ამისთანა წარმატებას
სიზმარშიც კი ვერ ნახავდა. მაგრამ იმედოვნებდა პირველ
ათეულში მოხვდებოდა. მას შეეძლებოდა დაენახა მათეუს სი-
ამაყით რომ გაუნათდებოდა თავისი კეთილი ყავისფერი თვა-
ლები. ის გრძნობდა, რომ ეს საუკეთესო ჯილდო იქნებოდა მი-
სი მძიმე შრომისათვის, წარმოსახვასთან გულმოდგინე ბრძო-
ლისა, რათა მისი ადგილი დაეკავებინა განტოლებებსა და უღ-
ლილებებს. ორი კვირის ბოლოს, მასავით შეცბუნებულ ჯეინს,
რუბისა და ჯოზისთან ერთად, ფოსტის ხშირი სტუმარი გახდა,
სადაც შარლოტტაუნის ყოველდღიურ გაზეთებს აკანკალებუ-
ლი ხელებით ხსნიდნენ და გამოცდებზე არანაკლებ ღელვას
განიცდიდნენ. ჩარლი და გილბერტიც ჩართულნი იყვნენ ძი-
ებაში. მხოლოდ მუდი სპურჯენი ურყევად იდგა განზე.
– მე სიმტკიცე არ მეყოფა რომ ვიარო გაზეთებში ვიქექო –
გაანდო მან ანას – მირჩევნია იქამდე ვიცადო, სანამ ვინმე არ
მოვა და მეტყვის, რომ მოვეწყე, თუ არა.
გავიდა დრო და სია არ გამოაკრეს, ანას აღარ შეეძლო ამ
დაძაბულობისათვის გაეძლო, მადა დაეკარგა, ინტერესი გა-
უქრა ავონლეას საქმიანობისადმი. მისის ლინდი აღშფოთებუ-
ლი გაიძახოდა: რას უნდა მოელოდე, როცა განათლების სამი-
ნისტროს სათავეები კონსერვატორი დგასო. და მათეუ, რო-
მელმაც შეამჩნია ფერმიხდილობა ანას, უგუნებობა, ფეხებში
სიმძიმე ფოსტიდან რომ ბრუნდებოდა ხოლმე ყოველ შუად-
ღეს, სერიოზულად ჩაფიქრდა იმაზე, რომ შემდეგ არჩევნებზე
ლიბერალებისათვის მიეცა ხმა.
მაგრამ ერთ საღამოს ახალი ამბავი მოვიდა. ანა თავის
ოთახში ღია ფანჯარასთან იჯდა რათა დაევიწყებინა გამოცდე-
ბი და საზრუნავი სოფლისანი და ზაფხულის ბინდის სილამაზე-

298 მკითხველთა ლიგა


ში ეპოვნა შვება. ბაღიდან მოქროდა ყვავილების დამათრობე-
ლი სურნელება, ალვის ხეების სისინა და შარიშური ირხეოდა
ჰაერში. აღმოსავლეთით ნაძვის ხეების თავზე დასავლეთის
გამონა შუქი ვარდისფრად ირეკლებოდა. ფერების სული სად
გაქრა, ფიქრობდა ანა, რომ ამ დროს დაინახა დიანა რომელიც
მოქროდა ნაძვებს შორის ძელებიანი ხიდის გადაღმა, ფერ-
დობზე, ხელში გაზეთს აფრიალებდა.
ანა ფეხზე წამოიჭრა. მიხვდა რა შინაარსსაც შეიცავდა გაზე-
თი. მიღებულთა სია იყო გამოქვეყნებული! თავი გაუბრუვდა,
გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო. ძალა ვერ მოიკრიბა ნაბიჯი გადა-
ედგა. მოეჩვენა რომ ერთი საათი გავიდა, ვიდრე დინამ სირბი-
ლით გაიარა შემოსასვლელი, შემოვარდა ოთახში დაუკაკუ-
ნებლად, იმდენად იყო აღელვებული.
– ანა მიღებული ხარ – ყვიროდა ის მიღებული ხარ. ჩარიც-
ხულთა სიაში პირველი ხართ შენ და გილბერტი. ორივეს თა-
ნაბარი ქულები გაქვთ. მხოლოდ შენი გვარი სიაში პირველია.
რომ იცოდე, როგორ ვამაყობ!
დიანამ გაზეთი მაგიდაზე დააგდო და თვითონ ანას საწოლ-
ზე დაეცა. სული ეხუთებოდა. მეტის თქმა ვეღარ მოახერხა.
ანამ ნათურა აანთო, მაგრამ აკანკალებული ხელით მრავალი
კოლოფი დაცალა და ძლივს მოახერხა ამოცანის შესრულება.
შემდეგ მან ხელი სტაცა გაზეთს. დიახ ის მოეწყო. მისი გვარი
სიის თავშია ორასკაციან სიაში. ამ მომენტისთვის ღირდა სი-
ცოცხლე.
– შენ ჩინებულად ჩააბარე გამოცდები, ანა – სულის ხუთვით
წარმოთქვა დიანამ. ამასობაში დანა საკმარისად გამოვიდა
მდგომარეობიდან, რომ დაჯდომა და ლაპარაკი შეძლო, რად-
გან ანა აღტაცებისაგან ლაპარაკს ვერ ახერხებდა. – მამამ ეს-
ეს არის მოიტანა გაზეთი ბრაიტ რივერიდან, ათი წუთიც არ გა-
სულა. საღამოს მატარებლით ჩამოიტანეს. ფოსტაში ხვალ იქ-
ნება მე როცა დავინახე, რომ გაზეთში ჩარიცხულთა გვარები
იყო გამოცხადებული გიჟივით დავეტაკე გაზეთს. თქვენ ყვე-
ლამ ჩააბარეთ. ყველა თქვენთაგანმა მხოლოდ მუდი სპურჯენ-
მა ისტორიაში პირობითი ნიშანი მიიღო, ჯეინი და რუბიმაც

299 მკითხველთა ლიგა


საკმაოდ კარგად ჩააბარეს გამოცდები. ისინი ნახევარზე მაღ-
ლა არიან, ასევე ჩარლიც, ჯოზი ძლივს გავიდა. სამი სულით
მეტი აქვს ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე. მაგრამ დაინახავ,
ყოყოჩობას დაიწყებს. იტყვის თითქოს მიღებულთა სიაში პირ-
ველი იყო. მის სტეისი გახარებული იქნება. თქვენი წარმატე-
ბის გამო. რა ბედნიერად იგრძნობდა თავს შენ გვარს რომ ნა-
ხავდა პირველ ადგილას. მე რომ შენ ადგილას ვიყო, სიხარუ-
ლისაგან გავგიჟდებოდი. აღარც არაფერი მიკლია გაგიჟებას.
შენ კი მშვიდადა ხარ. ისეთი ცივი ხარ როგორც გაზაფხულის
საღამო.
– მე თვალთ დამიბნელდა! – თქვა ანამ. ათასი რამე მინდა
ვთქვა და სიტყვას ვერ ვპოულობ, ამისთანა რამეს ვერც ვიოც-
ნებებდი. ერთხელ მივეცი ჩემს თავს ნება მეთქვა – რა იქნება
პირველი რომ ვიყო-მეთქი. მაკანკალებს, როცა ვფიქრობ,
რომ თავხედობაა ჩემი მხრიდან. დავიჯერო ვითომ პირველი
ვარ მთელ კუნძულზე. ბოდიში, დიანა, მაგრამ მე უნდა გავიქცე
მინდორზე მათეოს შევატყობინო ჩემი ამბავი. შემდეგ წავი-
დეთ და ახალი ამბავი ვახაროთ სხვებს.
ისინი გაიქცნენ მინდორზე ბეღელის უკან, სადაც მათეუ თი-
ვას ახვევდა. ბედად ღობესთან მარილა ესაუბრებოდა მისის
ლინდს.
– მათეუ – წამოიძახა ანამ – მე მოვეწყე უმაღლესში და მი-
ღებულთა სიაში პირველი ვწერივარ. ან ერთერთი პირველთა-
განი ვარ. მე არა ვტრაბახობ, მაგრამ მადლობელი ვარ ჩემი
ბედის.
– მართალი ვყოფილვარ. მე ყოველთვის ვამბობდი – თქვა
მათეუმ და ჩარიცხულთა სია სიამოვნებით მიაჩერდა – რომ
შენ მთელი ავონლეას თვალი ხარ. ვიცოდი, რომ ყველას აჯო-
ბებდი.
– რა კარგად გამოიჩინე თავი, ანა თქვა მარილამ, და თან
ცდილობდა მეტისმეტი სიამაყე არ გამოემჟღავნებინა მისის
რეიჩელის კრიტიკულ თვალში, მაგრამ ის კეთილი სული ძა-
ლიან გულთბილად გამოეხმაურა.

300 მკითხველთა ლიგა


– ახლა ვხედავ რა ყოჩაღი ყოფილა ანა და მეც არავის ჩა-
მოვრჩები ანას შექებაში. ანა, აი რას გეტყვი, ჩვენ ვამაყობთ
შენით.
იმ ღამეს ეს ასაღფრთოვანებელი საღამო ანამ დაასრულა
მღვდლის სახლში მისის ალანთან სერიოზული საუბრით. რის
შემდეგაც სახლში ღია ფანჯარაში მთვარის შუქის კაშკაშში და-
იჩოქა და ლოცვა წარმოთქვა მადლობისა და თავისი სურვი-
ლების გამომხატველი, რაც პირდაპირ გულიდან მოდიოდა. ამ
ლოცვაში მან გამოხატა წარსულის გამო მადლიერება და მოკ-
რძალებული თხოვნა მომავლისა და როდესაც თავის თეთრ
ბალიშზე დაიძინა, მისი სიზმრები იყო ისეთი ლამაზი, ბრწყინ-
ვალე და მშვენიერი, როგორიც შეიძლებოდა ესურვა ქალიშ-
ვილს.

301 მკითხველთა ლიგა


თავი XXXIII

კონცერტი სასტუმროში

– შენი თეთრი ორგანდი ჩაიცვი, ანა თავგამოდებით ურჩევ-


და დიანა.
ისინი ანას ოთახში იყვნენ. გარეთ ლამაზი, მოყვითალო-
მომწვანო ბინდი მოგროვილიყო მოკრიალებულ უღრუბლო
ცაზე. მოჩვენებების ტყის თავზე დიდი მრგვალი მთვარე ეკიდა,
რომელიც თანდათან ვერცხლის ფრად ნათდებოდა. ჰაერში
ზაფხულის ღამის საამო ხმები გაისმოდა. ჩიტების ჟღურტული,
ცელქი ნიავის ქროლა. შორიდან სიცილის ხმები მოდიოდა.
მაგრამ ანას ოთახში ფარდები ჩამოფარებული იყო და ნათუ-
რა ენთო. იქ ჩაცმა-დახურვით იყვნენ დაკავებულნი.
ეს ოთახი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა ოთხი წლის
წინ. ანამ როცა იგრძნო რომ კედლების სიშიშვლე სულის სიღ-
რმემდე სწვდებოდა და აციებდა, თანდათან ცვლილებები შე-
იტანა ოთახში. მარილამ ხელი შეაშველა ოთახის შეცვლას და
იგი იქცა ნამდვილ ბუდედ, მიმზიდველ და დახვეწილ ოთახად,
როგორსაც ახალგაზრდა გოგო ინატრებდა.
ხავერდის ხალიჩა ვარდისფერი ვარდებით და ვარდისფერი
ფარდები – ანას დიდი ხნის ნანატრი ცხოვრებაში არ შესრუ-
ლებულა. მისი ოცნებები მის ზრდასთან ერთად იცვლებოდა
თუ არ სრულდებოდა მისი ნატვრა – ამაზე აღარც წუხდა. იატა-
კი დაფარული იყო ლამაზი ჭილოფით და ნაკეცებიანი ფარდე-
ბი, მაღალი ფანჯრებიდან რომ ეშვებოდა და ქარისაგან ოდნავ
ირხეოდა,ბაცი მწვანე მუსლინისა იყო. კედლები ოქროსფერი
და ვერცხლისფერი ფარჩის გობელენით როდი იყო დაფარუ-
ლი, არამედ გემოვნებიანი შპალიერი იყო გაკრული, რომელ-
ზედაც გამოსახული იყო აყვავებული ვაშლის ხის ტოტები.
კედლებზე ძვირფასი სურათები ეკიდა, რომელიც მისის ალი-

302 მკითხველთა ლიგა


ნისაგან ჰქონდა ნაჩუქარი. ოთახში საპატიო ადგილი ჰქონდა
დათმობილი მის სტეისის ფოტოს, რომლის წინ დიდი გრძნო-
ბის ნიშნად, მის წინ ელაგა ცოცხალი ყვავილები. ამ საღამოს
თეთრი შროშანები აფრქვევდნენ სურნელებას. იქ ვერ ნახავ-
დით „წითელი ხის ავეჯს“. მათ ცვლიდა თეთრად შეღებილი კა-
რადა, რომელიც წიგნებით იყო გავსებული. იდგა აგრეთვე
მოწნული საქანელა-სავარძელი ბალიშებით, ტუალეტის მაგი-
და, რომელსაც გამოკრული ჰქონდა თეთრი მუსლინის მატე-
რია, ძველებური მოოქროვილი ჩარჩოში ჩასმული სარკე ამო-
ბურცული ვარდისფერი ამურებით და მეწამული ყურძნის
მტევნებით, რომელიც წინათ სასტუმრო ოთახის მშვენება იყო
და დაბალი თეთრი საწოლი.
ანა ემზადებოდა საკონცერტოდ, რომელიც ტარდებოდა უა-
იტ სენდის სასტუმროში. კონცერტს აწყობდნენ დამსვენებლე-
ბი შარლოტტაუნის საავადმყოფოს დასახმარებლად. მათ გა-
მოძებნეს ხელმისაწვდომი მოყვარული ტალანტები ახლო-
მახლო რაიონებიდან, ბერტა სამპსონი და პერლ კლეი უაიტ
სენდიდან. ბაპტისტური მუნდიდან სთხოვეს სიმღერა დუეტი
მისტონ კლარკს ნიუბრიჯიდან ვიოლინოს სოლოს შესრულე-
ბა. უინი ბლერი აპირებდა შოტლანდიური ბალადის სიმღე-
რას, ლაურა სპენსერი პენსელვალიდან და ანა შირლი მოიწ-
ვიეს მხატვრული კითხვისათვის.
როგორც ანას ჰქონდა ნათქვამი, ეს მთელი ეპოქა იყო მის
ცხოვრებაში. ის აღტაცებისა და ღელვისაგან თრთოდა. მათეუ
მეცხრე ცაზე იყო სიამაყისაგან, რომელიც ანამ არგუნა და მა-
რილა მას არ ჩამორჩებოდა, თუმცა მოკვდებოდა, ვიდრე გა-
მოტყდებოდა ამაში, და ამბობდა მას არა გონია კარგი იყოს
ახალგაზრდები რომ დაწანწალებენ სასტუმროში უფროსების
გარეშეო.
ანა და დიანა უნდა გამგზავრებულიყვნენ ჯეინ ენდრიუსსა
და მისი ძმის ბილის ორადგილიანი ეტლით და კიდევ სხვა ავო-
ნეას გოგოები და ბიჭები მიდიოდნენ. კიდევ მრავალი მაყურე-
ბელი უნდა ჩამოსულიყო ქალაქიდან. კონცერტის შემდეგ შემ-
სრულებლებს ელოდებოდათ ვახშამი.

303 მკითხველთა ლიგა


– შენ მართლა ფიქრობ, რომ ჩემი ჩაცმულობა საუკეთე-
სოა? – იკითხა ანამ აღელვებით – არა მგონია ეს კაბა ისეთი
ლამაზია როგორც ჩემი ლურჯი ყვავილებიანი მუსლინი და
არც ისეთი მოდური.
– მაგრამ უფრო მეტად გიხდება – უთხრა დიანამ – ისეთი
რბილია, ფურფუშელებიანი და ტანზე მომჯდარი გაქვს. მუს-
ლინი გაშეშებულია. ორგანდის კაბაში ისეთი შთაბეჭდილება
გრჩება თითქოს სპეციალურად მოიკაზმე. ორგანდი კაბა ისე
გადგას თითქოს ამაში გაიზარდე. ანამ ამოიოხრა და დაუთმო.
დიანას თავის ჩაცმულობით შესანიშნავი გემოვნების სახელი
გაითქვა. რჩევას სთხოვდნენ ჩაცმაში. თვითონ ამ საღამოს შე-
სანიშნავად გამოიყურებოდა, ეცვა ლამაზი ბაცი ვარდისფერი
კაბა, რომელსაც ანა სამუდამოდ გამოეთხოვა. მაგრამ ის კონ-
ცერტში არ მონაწილეობდა, ისე რომ მის გარეგნობას დიდი
მნიშვნელობას დიდი მნიშვნელობა არ ეძლეოდა. დიანას მთე-
ლი ყურადღება ანასკენ იყო მიპყრობილი, რომელიც დღეს
ავორლეას წარმომადგენელი იყო. ჩაცმულობით, ვარცხნი-
ლობით ის მეფური გემოვნებით იყო მორთული.
– ის ფურჩალი ცოტათი ამოწიე. ასე, მოდი ქამარს შეგიკ-
რავ, ორ მსხვილ ნაწნავად დაგვარცხნი თმას და შუაზე გაგი-
ყოფ, ასე გიხდება. გო ალანი ამბობს როცა შენ შუაზე გაქვს გა-
ყოფილი თმა, მადონას გავხარ. ამ პატარა სახლის ვარდს ყუ-
რის უკან დაგიმაგრებ. ბუჩქზე ის ერთადერთი იყო და შენ გი-
ნახავდი.
– მარგალიტის მძივები ყელზე გავიკეთო? – იკითხა ანამ –
მათეუმ ჩამომიტანა ქალაქიდან წინა კვირას და გაეხარდება.
რომ ვატარებ დიანამ ტუჩები გამობერა და თავისი შავი თავი
გვერდზე გადახარა კრიტიკულად. ბოლოს მძივების სასარგებ-
ლოდ წარმოთქვა თანხმობა, რის შემდეგაც მის რძესავით
თეთრ ყელზე მოთავსდა.
– ანა, შენ რაღაც გაქვს ელეგანტური. ალბათ თავის დაჭერა
უთხრა დიანამ აღტაცებით შურის გარეშე. მე ამის ყოველთვის
მეშინოდა. მეტი რა დამრჩენია. ბედს უნდა შევურიგდე რომ
ასეთი რამ არა მაქვს.

304 მკითხველთა ლიგა


– სამაგიეროდ შენ ღრმულები გაქვს სახეზე – თქვა ანამ ღი-
მილით, რომელიც მისკენ გადახრილ მშვენიერ მხიარულ სა-
ხეს შესცქეროდა და სიყვარულით უღიმოდა – მე ძალიანაც
რომ ვიტირო მაინც არ გამიჩნდება ღრმულები. მაგრამ საჩივ-
ლელი არაფერი მაქვს, რაც ამიხდა იმისიც მადლობელი ვარ.
ახლა მზად ვარ?
– სრულიად – დაარწმუნა დიანამ ამ დროს კარებში გამოჩ-
ნდა მარილა. გამხდარი, ჭაღარა თმიანი მხოლოდ უფრო რბი-
ლი გამომეტყველებით – შემოდით და ჩვენ ორატორს შეხე-
დეთ. მარილა, ხომ ლამაზად გამოიყურება? მარიამ რაღაც წა-
იბურტყუნა.
– რიგიანად გამოიყურება. მომწონს თმებს რომ ასე იკე-
თებს. მაგრამ მე მგონი კაბას გაიჭუჭყიანებს ასეთ მტვერში და
ნესტში რომ მიდის. ასეთი ამინდისათვის ეს კაბა თხელია. ორ-
განდი ძალიან არაპრაქტიკული მატერიაა. მე ვეუბნებოდი მა-
თეუს როცა იყიდა. მაგრამ დღეს მათეუს რაც უნდა უთხრა, არ
მიჯერებს. იყო დრო, როცა ის ჩემ რჩევას იღებდა, მაგრამ ახ-
ლა ანგარიშს არ მიწევს. ანასთვის ყიდულობს საგნებს. გამ-
ყიდველებმა იციან კარმოდიში როცა ეტყვის ლამაზი და მო-
დურია, მიაჩეჩებენ რაც უნდათ და ფულებს ახდევინებენ.
ფრთხილად იყავი, ანა ქვედა ტანი ბორბლებს არ მოხვდეს. ანა
თბილი ჟაკეტი ჩაიცვი.
შემდეგ მართლა დაბლა ჩავიდა. გაამაყებული იყო, რომ ანა
შესანიშნავად გამოიყურებოდა ამ კაბაში. დაენანა, რომ ვერ
შეძლო წასვლა კონცერტზე. უნდა დაენახა მისი გოგო როგორ
წაიკითხავდა.
– მართლაც ჩემი კაბისთვის ასეთი ამინდი არ ვარგა – თქვა
ანამ აღელვებით.
– სრულებითაც არა თქვა (დიანამ გადაწია ფანჯრის ფარდა
– ფაქტიურად ღამეა და ნესტი აღარ არის.
– მიხარია ჩემი ფანჯარა მზის ამოსვლას რომ გასცქერის, –
თქვა ანამ და დიანას მიუახლოვდა. მშვენიერია როცა ხედავ
როგორ თენდება. როგორ ნათდება გორაზე ნაძვის წვერები.
ყოველი დილა ახალია. მე ვგრძნობ სული როგორ ბანაობს ახ-

305 მკითხველთა ლიგა


ლად ამოსულ მზის სხივებში. ო, დიანა როგორ მიყვარს ეს პა-
ტარა ოთახი. არ ვიცი როგორ გავძლებ შემდეგ თვეს ქალაქში
რომ წავალ.
– ნუ ლაპარაკობ შენ წასვლაზე ამ საღამოს, შეევედრა დი-
ანა – მინდა ამაზე არ ვიფიქრო. თავს უბედურად ვგრძნობ. ამ
საღამოს მინდა კარგი დრო გავატაროთ. რის წაკითხვას აპი-
რებ, ანა, ნერვიულობ?
– არც ერთ ბეწოთიც არ ვნერვიულობ. საჯარო ისე ხშირად
წამიკითხავს, რომ ახლა ამაზე არცა ვფიქრობ. გადაწყვიტე
„ქალიშვილის აღთქმა“ წაგიკითხო. (ასეთ მღელვარებას იწ-
ვევს. ლაურა სპენსერი აპირებს, რაიმე სასაცილო წაიკითხოს.
მე მიჩრევნია ხალხი ავატირო, კი არ გავაცინო.
– ბისზე ხომ გამოგიძახებენ, მაშინ რას წაიკითხავ?
– ბისზე არ იფიქრებენ ჩემ გამოძახებას! – გაეცინა ანას მაგ-
რამ გულში იმედი ჰქონდა, რომ გამოიძახებდნენ და წარმოდ-
გენილი ჰქონდა მეორე დღეს მეთიუს რას ეტყოდა ამის შესა-
ხებ, საუზმის დროს.
– აი ბილი და ჯენი უკვე მოვიდნენ. ბორბლების ხმა შემო-
მესმა. წავიდეთ.
ბილი ენდრიუსი თავგამოდებით სთხოვდა ანას წინ დამჯდა-
რიყო, მის გვერდით, ანა უხალისოდ დათანხმდა. და ზევით
ავიდა. მას სურდა გოგოებთან მოკალათებულიყო. ერთად
ბევრს იცინებდნენ და ჭორაობასაც არ დაიკლებდნენ. ბილთან
რა იქნებოდა სალაპარაკო და გასაცინი. ის მრგვალსახიანი,
უსიცოცხლო, ოცი წლის ჭაბუკი იყო. უმეტყველო სახე ჰქონდა
და საუბრის შნო საერთოდ არა ქონდა. ანა ძალიან მოსწონდა,
მოხიბლული იყო იმით და თავი უნდოდა მოეწონებინა უაიტ
სენდში რომ შეიყვანდა ეტლს ამ მოხდენილ, კოხტა გოგოსთან
ერთად.
ანა გვერდზე გადახრილი ახერხებდა უკან, გოგოებთან ესა-
უბრა. მხოლოდ ხანდახან ზრდილობისათვის გადაულაპარა-
კებდა ხოლმე ბილს, რომელიც კბილებს დაკრეჭდა და გადაი-
ხარხარებდა, მხოლოდ ვერაფერს მოიფიქრებდა საპასუხოდ –
რა ეთქვა. მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად, ანამ მგზავ-

306 მკითხველთა ლიგა


რობით სიამოვნება მიიღო. ეს ღამე სიამოვნებისთვის იყო გან-
კუთვნილი, გზა ეტლებით იყო სავსე, ყველა მათგანი სასტუმ-
როსკენ მიემართებოდა და ყველა მხარეს ვერცხლისავით ნა-
თელი სიცილი გაისმოდა.
როდესაც მათ სასტუმროს მიაღწიეს, შენობა თავიდან ბო-
ლომდე ელვარებდა. მათ საკონცერტო კომიტეტის წარმომად-
გენელი ქალები მიეგებნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ანა წაიყვა-
ნა შემსრულებელთათვის განკუთვნილ გასახდელ ოთახში,
რომელიც სავსე იყო შარლოტტაუნის სიმფონიური კლუბის
წევრებით. ანამ უეცრად მათ შორის თავი უხერხულად იგ-
რძნო. მისი კაბა, რომელიც მწვანე მეზონინში ლამაზად და
დახვეწილად მოჩანდა, ახლა უბრალოდ და საყოველდღეო კა-
ბად გამოიყურებოდა. იმოდენა აბრეშუმებსა და არშიებს შო-
რის, რომლებიც მის გარშემო ბრწყინავდნენ და შარიშურობ-
დნენ, ანა დააბნია, – და, თავი დააკარგვინა. რა იყო მისი მარ-
გალიტის მძიმვები მის გვერდზე მდგარ გოგონას ბრილიან-
ტებთან შედარებით, ან ერთადერთი პაწაწინა თეთრი ვარდი
უამრავ სხვა ყვავილებთან შედარებით. ანამ თავისი ჟაკეტი გა-
იხადა, ქუდიც მოიხადა და მიყუჟდა კუთხეში. ნატრულობდა
მწვანე მეზონინის თეთრ ოთახში ყოფილიყო.
დიდ საკონცერტო დარბაზის ესტრადაზე კიდევ უფრო უარეს
დღეში ჩავარდა. ნათურებმა მას თვალები დაუბრმავა. სუნა-
მოს სუნმა და დარბაზის ზუზუნმა თავი გაუბრუა. არ ჯობდა
დარბაზში მჯდარიყო დიანა და ჯენისთან ერთად. როგორც
ჩანს ისინი იქ, არანაკლებად ატარებდნენ დროს. ის მოიმ-
წყვდია ერთმა მსუქანმა ქალმა ვარდისფერ აბრეშუმის კაბაში
და მაღალმა გოგომ თეთრ არშიის კაბაში, რომელსაც დამცი-
ნავი ღიმილი დაჰკერავდა. მსუქანი ქალი დრო და დრო მისკენ
მიაბრუნებდა თავს და ლორნეტით ათვალიერებდა. ისე რომ
ამ კრიტიკულმა გამოკვლევამ ანა ისე გამოიყვანა მდგომა-
რეობიდან რომ ლამის ეყვირა. ამ დროს ის გოგო, თეთრი არ-
შიის კაბა რომ ემოსა, ხმამაღლა ესაუბრებოდა დარბაზში
მჯდარ „სოფლის ლამაზმანებს“ რომლებიც დამცინავად გა-
იძახოდნენ „საინტერესოა“ ამ ადგილობრივ ტალანტებს მო-

307 მკითხველთა ლიგა


ვუსმინოთ. ანა გრძნობდა, რომ ეს გოგო მთელი სიცოცხლე
ეჯავრება.
ანას საუბედუროდ პროფესიონალი ხელოვანი დათანხმდა
კონცერტში მიეღო მონაწილეობა. მხატვრულად კითხვა უნდა
შეესრულებინა, ძალიან ელასტიკური იყო. მუქი ფერის თვა-
ლები ქონდა. მშვენიერი კაბა ემოსა ბრწყინვალე ნაცრისფერი
მატერიის. თითქოს მთვარის შუქი მოფენიაო. ძვირფასი ქვე-
ბით ქონდა მორთული ყელი და თმები. გასაოცარი ხმა ჰქონდა
გამომხატველი. მისი ხმის გამომხატველობითმა ძალამ ანა
მოხიბლა. ირგვლივ ყველაფერი დაავიწყა. ისმენდა აღტაცე-
ბით და ანთებული თვალებით. როდესაც კითხვა დაამთავრა,
ანამ უცბად ხელები სახეზე მიიფარა. ის აღარასოდეს არ წა-
იკითხავს ამის შემდეგ. არასოდეს. რატომ ეგონა, რომ კითხვა
შეეძლო. უნდოდა ახლა მწვანე მეზანინში ყოფილიყო!
და ამისთანა შეუფერებელ მომენტს გამოაცხადეს მისი გვა-
რი. ანა წინ წამოვიდა. იმდენად ფერმკრთალი იყო, რომ დი-
ანამ და ჯეინმა დაბლა, დარბაზში ხელები ჩაკიდეს ერთმანეთს
თანაგრძნობის გამოსახატავად. ანას შეტევა მოუვიდა, სცენუ-
რი შიშის მსხვერპლად იქცა. ის ხშირად კითხულობდა საჯა-
როდ. მაგრამ ასეთი აუდიტორია არსად არ უნახავს. აქ ყველა-
ფერი ისეთი უცნაური იყო. ბრწყინვალების, კულტურის და
სიმდიდრის ატმოსფერო იყო შექმნილი. ქალებს საღამოს კა-
ბები ეცვათ. გარემო სრულებით არა გავდა იმ, მისთვის ნაც-
ნობ ადგილებს. დისკუსიის კლუბში უბრალო ხის სკამები იდ-
გა, სადაც ნაცნობი სახეები თანაგრძნობას გამოხატავდნენ
ყველგან მეგობრებსა და მეზობლებს უმზერდა. ეს ხალხი, ფიქ-
რობდა ის, უმოწყალოდ გააკრიტიკებენ მას. თავი უიმედოდ,
უმწეოდ და უბედურად იგრძნო. მუხლები უკანკალებდა, გული
უფრიალებდა. სისუსტე დაერია, ერთი სიტყვის წარმოთქმაც
არ შეეძლო. ერთი წუთიც და სცენიდან გაიქცეოდა.
მაგრამ, მოულოდნელად, როდესაც ფართოდ გახელილი
შეშინებული მაყურებლებს თვალი შეავლო, დარბაზის სიღ-
რმეში შეამჩნია გილბერტ ბლაითი. ოდნავ წინ წამოწეული მო-
ღიმარი სახით იდგა. ანას მოეჩვენა თითქოს აღფრთოვანებას-

308 მკითხველთა ლიგა


თან ერთად გესლიანი დამცინავი გამომეტყველება ეხატებო-
და სახეზე. სინამდვილეში ასე არ იყო. გილბერტი უბრალოდ
იღიმებოდა. მას მოსწონდა ყველაფერი ის, რაც აქ ხდებოდა
და სიამოვნებდა ანას ტანწერწეტა თეთრი ფორმა და სულიერი
სახე პალმების ფონზე რომ მოჩანდა. მის გვერდზე იჯდა ჯოზი
პაი, რომელთან ერთად მივიდა გილბერტი. მისი სახე აღ-
ფრთოვანებასაც გამოხატავდა და გესლსაც. ანას ჯოზი არ და-
უნახია. კიდევაც რომ დაენახა, იმას არ მიაქცევდა ყურადღე-
ბას. ანამ ღრმად ამოიოხრა და თავი უკან გადაიქნია ამაყად
სიმხნევე დაუბრუნდა. გილბერტ ბლაითს არ მისცემს საბაბს,
რომ დასცინოს. შიში და ნერვიულობა გაქრა და მან დაიწყო
კითხვა. მისმა სუფთა, სასიამოვნო ხმამ დარბაზის უშორეს
კუთხეებს მიაღწია ორთოლვისა და შეჩერების გარეშე. იმ სა-
შინელი მომენტის შემდეგ ძალა რომ დაკარგა, თავის თავის
ფლობა სრულად აღუდგა და ისე წაიკითხა, როგორც ადრე
არასდროს არ წაუკითხავს. როდესაც დაამთავრა ტაშმა იგრი-
ალა. ანამ უკან გადადგა ნაბიჯი და თავის ადგილას დაბრუნდა
აწითლებული მორიდებისა და კმაყოფილებისაგან. იგრძნო
რომ მსუქანმა ვარდისფერი აბრეშუმის კაბიანმა ქალი ენერ-
გიულად ართმევდა ხელს.
– ჩემო ძვირფასო, თქვენ შესანიშნავად წაიკითხეთ.– აქებ-
და ის – როგორც ბავშვი ისე ვტიროდი. აი გიძახებენ, ისევ სცე-
ნაზე გიხმობენ.
– არ შემიძლია – თქვა ანამ შეცბუნებულმა, – მაგრამ მაინც
უნდა წავიდე, თორემ მათეუს გულს დავწყვიტავ. მითხრა ბისზე
გამოგიძახებენო.
– მაშინ, მათეუს გულს ნუ აუცრუებთ – თქვა ქალმა ვარდის-
ფერში, სიცილით.
ანა ღიმილით, გაწითლებული, ანთებული თვალებით ადვი-
ლად და სწრაფად დაბრუნდა სცენაზე. პატარა გასართობი მო-
ნოლოგი წაიკითხა, რითიც საბოლოოდ მოხიბლა მაყურებლე-
ბი. დარჩენილი საღამო პატარა ტრიუმფი იყო ანასთვის.
როდესაც კონცერტი დამთავრდა, მსუქანმა ქალმა ვარდის-
ფერებში, რომელიც ამერიკელი მილიონერის ცოლი იყო, ანა

309 მკითხველთა ლიგა


ყველას გააცნო, რომლებიც კარგად განეწყვნენ მის მიმართ.
პროფესიონალი ხელოვანი, მისის ევანსი, მოვიდა და ესაუბრა
მას. უთხრა, რომ მას ჯადოსნური ხმა აქვს და რომ ის სწორ ინ-
ტერპრეტაციას უკეთებს ნაწარმოებს. თეთრ არშიანი გოგო-
მაც კი უხალისოდ, პატარა კომპლიმენტი უთხრა.
მათ ივახშმეს ლამაზად მორთულ სასადილო ოთახში. დი-
ანაც და ჯეინიც დაპატიჟეს ვახშამზე, იმიტომ რომ ისინი მო-
ვიდნენ ანასთან ერთად. მაგრამ ბილი რა იქნა? ვერ იპოვეს.
გაიქცა. საშინლად გაურბოდა მიპატიჟებას. ეტლთან უცდიდა
გოგოებს. როცა ყველაფერი დამთავრდა და სამი გოგო მხი-
არულად გამოვიდა გარეთ მთვარის მშვიდ კაშკაშზე, ანამ
ღრმად ამოიოხრა და შეხედა ცას ნაძვების თავზე, რა კარგი
იყო გარეთ ღამის სიწყნარეში, რა დიდებული იყო ზღვის ბუტ-
ბუტი, ჩამუქებული კლდეები. ავის მომასწავებელი დევები მო-
ჯადოებულ ნაპირებს რომ დარაჯობენ.
– ხომ მართლა შესანიშნავი საღამო იყო? – თქვა ჯეინმა,
როცა ისინი გაემგზავრნენ – მხოლოდ მსურს, რომ ვიყო მდი-
დარი ამერიკელი და შემეძლოს ზაფხული გავატარო სასტუმ-
როში და მქონდეს სამკაულები და ღრმად ამოჭრილი კაბები.
ყოველ ცისმარე დღეს ვჭამდე წიწილას სალათასთან ერთად
და ნაყინს. ეს ათასჯერ უკეთესი იქნებოდა, ვიდრე სწავლება
სკოლაში. ანა, შენ დიდებულად წაიკითხე. პირველად მეგონა
ხმას ვერ ამოიღებდი. ვფიქრობ ევანსზე უკეთესად წაიკითხე.
– არა, არა, ამისთანა რამეს ნუ ამბობ თქვა ანამ სწრაფად –
იმიტომ რომ სისულელეა. არ შეიძლებოდა ევანსზე უკეთესი
ვყოფილიყავი. ევანსი პროფესიონალია, მე კი მხოლოდ სკო-
ლის მოწაფე ვარ, ცოტა რაღაც ნიჭი მაქვს კითხვის. ეს არის და
ეს. მე იმითაც კმაყოფილი ვარ, ხალხს თუ მოეწონა ჩემი წა-
კითხული.
– მე შენთვის კომპლიმენტი მაქვს, ანა – თქვა დიანამ ყო-
ველ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ კომპლიმენტია. ტონით
თუ ვიმსჯელებთ, როგორც ილაპარაკა – ნაწილობრივ მაინც
არის. იქ იყო ერთი ამერიკელი. ჯენისა და ჩემს უკან იჯდა –
რომანტიკული შესახედაობის კაცი იყო, ნახშირივით შავი თმა

310 მკითხველთა ლიგა


ჰქონდა და თვალები. ჯოზი პაი ამბობს გამოჩენილი მხატვა-
რიაო. და რომ მისი დედის ბოსტონში გათხოვილი მის კლასე-
ლისგან. ჩვენ გავიგეთ რაც თქვა.
– გახსოვს, ჯეინ? ასე თქვა ვინ არის ის გოგო ესტრადაზე
ასეთი შესანიშნავი ტიციანისებური თმებით? ისეთი სახე აქვს,
რომ სიამოვნებით დავხატავდი მის პორტრეტს. წარმოგიდგე-
ნია, ანა? მაგრამ რას ნიშნავს ტიციანისებრი თმა?
– რომ განვმარტოთ, უბრალოდ წითელს ნიშნავს – გაეცინა
ანას – ტიციანი. ძალიან ცნობილი მხატვარი იყო, რომელსაც
უყვარდა წითელთმიანი ქალების ხატვა.
– დაინახე ის ბრილიანტები, ის ქალები რომ ატარებდნენ? –
ამოიოხრა ჯეინმა.
– ჩვენ უიმისოდაც მდიდრები ვართ – თქვა ანამ მტკიცედ.
– თვრამეტი წლისა ვართ და წინ მთელი ცხოვრება გვაქვს.
ისეთი ბედნიერები ვართ, როგორც დედოფლები. ჩვენ ყველას
გვაქვს წარმოსახვის უნარი, მეტ-ნაკლებად. შეხედეთ იმ
ზღვას, გოგოებო, მთლად ვერცხლია და ჩრდილი. აგრეთვე
ფანტაზიური ხილვები გიჩნდება. ჩვენ ამ სანახაობით ვხა-
რობთ. მისი სილამაზე გვახარებს იმის მიუხედავად მილიონი
დოლარები, ბრილიანტები გვაქვს თუ არა. მე იმ ქალების ად-
გილას არ ვინატრებდი, რომ შემეძლოს. გინდათ თეთრი არ-
შიის კაბა რომ ეცვა ის გოგო აიღეთ, გინდათ გქონდეთ იმასა-
ვით მჟავე სახე. თითქოს იმისათვის დაიბადა მთელი სიცოც-
ხლე ცხვირაწეული იყოს. ან თუნდაც ვარდისფერ კაბიანი ქა-
ლი, კეთილი და ნაზი ჩანს, მაგრამ მსუქანია და პატარა ტანი
აქვს. ფიგურა საერთოდ არ ეტყობა. ან მისის ევანსისნაირი
დაღვრემილი თვალები გქონდეთ. ეტყობა საშინლად უბედუ-
რია. შენ თვითონაც კარგად იცი, ჯეინ ენდრიუს, რომ არც ერ-
თის ბედს არ ისურვებდი,
– არ ვიცი ზუსტად, – თქვა ჯეინმა ყოყმანით მე ვფიქრობ
ადამიანს ბრილიანტები ანუგეშებს.
– მე არ მინდა ვიყო სხვა ადამიანი. ჩემი თავი, ვინცა ვარ, ის
ვიყო, მირჩევნია თუნდაც მთელი სიცოცხლე ბრილიანტების
გარეშე დავრჩე გამოაცხადა ანამ – მე სრულიად კმაყოფილი

311 მკითხველთა ლიგა


ვარ რომ ვარ ანა მწვანე მეზონინიდან. ჩემი მარგალიტებიც
საკმარისია ჩემთვის. მე ვიცი, რომ მათეუმ მაჩუქა იმოდენა
სიყვარული, რომელიც არასოდეს არ მიუღია იმ ქალს ვარდის-
ფერი აბრეშუმის კაბა რომ ეცვა, თავისი ბრილიანტებით.

312 მკითხველთა ლიგა


თავი XXXIV

სემინარიელი

შემდეგი სამი კვირა მწვანე მეზინინში დიდი მუშაობა იყო


გაჩაღებული, რადგანაც ანა ემზადებოდა სემინარიაში გასამ-
გზავრებლად. ბევრი საქმე ჰქონდათ მოსაგვარებელი. ზოგი
რამ უნდა გადაეწყვიტათ. ლამაზი ტანსაცმელი ანას უხვად მო-
ეპოვებოდა, რადგან მათეუ ზრუნავდა ამაზე. თვალს ადევნებ-
და მის ჩაცმას. და მარილაც აღარ ეწინააღმდეგებოდა რაც არ
უნდა ეყიდა ანასთვის. უფრო მეტიც – ერთ საღამოს ის მწვანე
მეზონინს დატვირთული ეწვია. შესანიშნავი ბაცი მწვანე ფე-
რის მატერია უბოძა ანას.
– ანა, მსუბუქი ლამაზი კაბის შესაკერად მატერია მოგიტანე.
არა ვარ დარწმუნებული რომ გჭირდება. ლამაზი კაბები ისე-
დაც უხვადაა გაქვს. მაგრამ, მე ვფიქრობ შეიძლება ელეგანტუ-
რი სამოსი დაგჭირდეს ქალაქში სადმე წასასვლელად. იქნებ
საღამოს კაბა იყოს საჭირო. გავიგე ჯეინი და რუბიმ შეიძინეს
საღამოს კაბები და შენ რატომ უნდა ჩამორჩე. მისის ალანი
დამეხმარა მატერიის არჩევაში, ქალაქში ბოლო კვირას და
ემილი ჯილიზს ვთხოვე შეგიკეროს, ემილი გემოვნებიანი ქა-
ლია და კერვაში მას ბადალი არა ჰყავს.
– ო, მარილა, ეს რაღაც შესანიშნავია – თქვა ანამ.
– დიდი მადლობა. პირდაპირ არა მჯერა. არ მეგონა თუ ასე-
თი კეთილები იყავით ჩემს მიმართ. სულ უფრო და უფრო მეძ-
ნელება თქვენთან განშორება.
– მწვანე მატერიიდან ანას შეუკერეს კაბა ნაკეცებით და
ფურჩალებით, რაც კი ემილის გემოვნებამ მისცა ამის საშუა-
ლება. ანამ ერთ საღამოს მარილასა და მათეუსთვის ჩაიცვა და
სამზარეულოში მათ წაუკითხა „ქალიშვილის აღსარება“. მა-

313 მკითხველთა ლიგა


რილამ რომ დაინახა ბრწყინვალე სახე და მისი გრაციოზული
მოძრაობები, ფიქრებში დაუბრუნდა იმ საღამოს, როცა ანა
პირველად ჩამოვიდა მწვანე მეზონინში. შეშინებული ბავშვი
საშინელ, ვიწრო, უხეში მატერიის მოყვითალო-მოყავისფრო
კაბაში. სახეზე გულაცრუება ეხატა, თვალები ცრემლებით
ჰქონდა სავსე. ამ მოგონებებმა მარილას ცრემლები მოგვარა.
მე ვიცოდი, რომ ჩემი წაკითხული თქვენ აგატირებდათ, –
მარილა თქვა ანამ მხიარულად. დაიღუნა მარილას სკამის ზე-
ვიდან და ნაოჭიან სახეზე მსუბუქად აკოცა – მე ამას ვუწოდებ
ჭეშმარიტ ტრიუმფს!
– არა, მე იმის გამო კი არა ვტიროდი, შენ რომ წაიკითხე –
თქვა მარილამ, რომელიც თავის ღირსების დამამცირებლად
მიიჩნევდა პოეტური ჩმახის გავლენის ქვეშ მოქცეულიყო – არ
შემეჟლო არ გამხსენებოდა რა პატარა გოგო იყავი მაშინ, ანა.
მინდოდა სულ პატარა გოგოდ დარჩენილიყავი, შენი უცნაუ-
რობებით. გაიზარდე და ჩვენგან მიდიხარ. ისეთი მაღალი ჩან-
ხარ და ისე ელეგანტურად გამოიყურები ამ კაბაში. სრულიად
სხვა ხარ. თითქოს შენ ავონლეადან არ იყო. ამის გამო სევდა
შემომაწვა.
– მარილა – ანა კალთაში ჩაუჯდა და მის დამჭკნარ სახეზე
ხელები მოხვია. სერიოზულად და ნაზად მარილას ჩახედა
თვალებში – მე ერთი ბეწოთიც არ შევცვლილვარ არა, ნამ-
დვილად არ შევცვლილვარ. უბრალოდ ხესავით ავიწონე და
გავიტოტე. ნამდვილი მე – შიგნით იგივე დავრჩი. შინაგანად
მე არ გამოვცვლილვარ. არც გამოვიცვლები, სადაც არ უნდა
წავიდე. გარეგნობით რომ გამოვიცვალო, გულში ყოველთვის
თქვენი პატარა ანა ვიქნები, რომლისთვისაც თქვენ, მათეუ და
მწვანე მეზონინი ყოველთვის ძვირფასი იქნებით. და რაც დრო
გავა, უფრო მეტად მეყვარებით. ანამ თავისი ლოყა მარილის
დამჭკნარ სახეს მიადო და გვერდზე მჯდომ მათეუს მხარზე ხე-
ლი მოუთათუნა. მარილა რას არ მისცემდა, ანას ნიჭი რომ მი-
ეცა ღმერთს მისთვის გრძნობების სიტყვებით გამოსახატავად.
მაგრამ ბუნებამ და ჩვეულებამ სხვანაირად ისურვეს. მარტო

314 მკითხველთა ლიგა


ის შესძლო, რომ მკლავები მოხვია თავის გოგოს და ნაზად მი-
იკრა გულთან. ისურვა, რომ არასოდეს არ განშორებოდა მას.
მათეუმ იგრძნო საეჭვო სინოტივე თვალებში, წამოდგა, გა-
რეთ გავიდა, ზაფხულის ღამეს ვარსკვლავების ქვეშ აღელვე-
ბულმა ეზოში გაიარა, მივიდა ჭიშკართან და ლერწმების ქვეშ
გაჩერდა.
– ახლა დავრწმუნდი, რომ არ გაგვიფუჭებია. – ბურტყუნებ-
და ის ამაყად, ზოგჯერ კი ვერეოდი, მაგრამ ვნება არ მიმიყენე-
ბია მისთვის. ჭკვიანიც არის, შნოიანიც. ამასთანავე მოსიყვა-
რულე. რაც მთავარია ბუნების საჩუქარია ჩვენთვის. ბედნიერი
შეცდომის შედეგია. მისის სპენსერმა დაუშვა შეცდომა, თუ ბე-
დის წყალობა იყო. მე არა მჯერა რომ შეცდომა იყო. ის აქ
სჭირდებოდათ, ასე ვთვლი.
ბოლოს დადგა ანას ქალაქში გამგზავრების დრო. ის და მა-
თეუ გაემგზავრნენ ერთ მშვენიერ სექტემბრის დილას. დი-
ანასთან ტირილით განშორების შემდეგ. მარილას ცრემლები
არ უღვრია. საქმიანი იყო მარილას გამოთხოვება, როდესაც
ანა გაემგზავრა, დიანამ ცრემლები შეიმშრალა კარმოდიდან
თავის ბიძაშვილთან ერთად ზღვის ნაპირას მოწყობილ პიკ-
ნიკზე გაემგზავრა უაიტ სენდში, სადაც მოახერხა კარგი დრო
გაეტარებინა. იმ დროს მარილა ჩართული იყო არა საჭირო
მუშაობაში დარდის გასაქარვებლად, რასაც მთელი დღე მო-
ანდომა და ცდილობდა ჩაეხშო თავის თავში სულიერი ტკივი-
ლი, რომელიც გულისტკივილის სიმწარემ გამოიწვია. ტკივი-
ლი, რომელიც სწვავდა და ღრღნიდა და რომელსაც ცრემლე-
ბი ვერ ჩარეცხავდა. ხოლო ღამე, წავიდა დასაძინებლად ტან-
ჯავდა ავადმყოფური შეგრძნება, რომ პატარა ოთახს მეზონინ-
ში არ ათბობდა ახალგაზრდა არსება და არ აცოცხლებდა
წყნარი სუნთქვა. მარილამ ბალიშში თავი ჩარგო და ტირილს
მოყვა თავის გოგოზე და შემდეგ, როცა დაწყნარდა, თვითონვე
შეაძრწუნა ფიქრმა: არ არის კარგი ასეთი ღელვა ცოდვიანი
ადამიანის არსებისათვის.
ანამ და დანარჩენმა ავონლეას მოსწავლეებმა ზუსტად მი-
ასწრეს სემინარიაში სწავლის დაწყებას. პირველმა დღემ კარ-

315 მკითხველთა ლიგა


გად ჩაიარა, შფოთსა და ღელვაში. ყველა ახალი სტუდენტი შე-
ისწავლეს. სტუდენტებმა პროფესორები გაიცნეს. გაანაწილეს
ჯგუფებად, მის სტეისის რჩევით, ანას განზრახული ჰქონდა მე-
ორე წლის სამუშაოდან დაეწყო, გილბერტ ბლათსაც იგივე
ჰქონდა განზრახული. ეს ნიშნავდა პირველი ხარისხის სამას-
წავლებლო ლიცენზია ერთ წელიწადში მიეღო ორი წლის მა-
გივრად თუ წარმატებას მოიპოვებდნენ. რისთვისაც უფრო მე-
ტი და მძიმე მუშაობა უნდა გაეწიათ. ჯეინი, რუბი, ჯოზი, ჩარლი
და მუდი სპურჯენი თავს არ იწუხებდნენ უმაღლესი ამბიციები-
სათვის. გადაწყვიტეს მიეღოთ მეორე რიგის სამუშაო.
ანა როდესაც მოხვდა ორმოცდაათ სტუდენტთან ერთად,
მარტოობის ტკივილმა შეიპყრო. არც ერთი მათგანი არ იყო
მისი ნაცნობი ერთის გარდა, მაღალი, შავთმიანი ბიჭისა, რო-
მელიც მის შორიახლოს იჯდა. მაგრამ ასეთი ნაცნობობა რო-
გორადაც იყო ანას ვერაფრით დაეხმარებოდა – გაიფიქრა მან
პესიმისტურად. მიუხედავად ამისა, ის იყო უდავოდ გახარებუ-
ლი, ისინი ერთი და იგივე ჯგუფში რომ მოხვდნენ. ძველი მე-
ტოქეობა შეიძლებოდა გაეგრძელებინათ და ანამ არც კი იცის
რა უნდა გაეკეთებინა ეს სტიმული წინსვლისათვის, თავდადე-
ბული სწავლისათვის რომ არ არსებულიყო.
– უამისოდ მე თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობდი – ფიქრობდა
ის.
– როგორ მინდა ჯეინი და რუბი ჩემ ჯგუფში ყოფილიყვნენ.
მაშინ თავს ისე არ ვიგრძნობდი როგორც კატა სხვის სხვენზე.
მაინტერესებს, ამ გოგოებიდან რომელი გახდება ჩემი მეგო-
ბარი, საინტერესო აზრია. რა თქმა უნდა, დიანას დავპირდი სე-
მინარიაში მე არავინ დავიმეგობრებდი, რაც არ უნდა ძლი-
ერად მომწონებოდა, არავის არ იქნებოდა ჩემთვის ისეთი
ძვირფასი, როგორც ის, მაგრამ მე შემიძლია მეორე ხარისხის
სიყვარული შევთავაზეო. ის გოგო მომწონს, ყავისფერთმიანი
მუქ წითელკაბაში. ძალიან მგზნებარე ჩანს და ფერიანია. იმ
მეორეს – ფერმკრთალსა და ლამაზს, ფანჯარაში რომ იყურე-
ბა, ლამაზი თმები აქვს. ორივე უნდა გავიცნო. ისე ახლო უნდა
ვიყო მათთან რომ წელზე ხელმოხვეული დავდიოდე და შე-

316 მკითხველთა ლიგა


მოკლებული სახელით მივმართავდე, მაგრამ შეიძლება ამათ
სულაც არ უნდოდეთ ჩემი გაცნობა. განსაკუთრებით არც აინ-
ტერესებთ ჩემი თავი. ო, რა მარტო ვარ! როდესაც ანა საწოლ
ოთახში შევიდა, აღმოაჩინა, რომ სრულიად მარტოა, პანსიონ-
ში სხვა გოგოები არ იყვნენ. მაშინ მიხვდა, ყველას ყავდა ქა-
ლაქში ნათესავი, რომლებიც ზრუნავდნენ მათზე. მის ჟოზეფი-
ნა ბარი სიამოვნებით მოათავსებდა ანას თავისთან, მაგრამ
შორს იყო სემინარიისაგან. ისე რომ იქ წასვლაზე ზედმეტი იყო
ლაპარაკი. ამიტომ მის ბარიმ გამოუძებნა პანსიონი, რომე-
ლიც როგორც დაარწმუნა მათე და მარილა, ზუსტად შეეფერე-
ბოდა ანას.
– ქალბატონი, რომელიც პანსიონს პატრონობდა – ბრიტა-
ნელი ოფიცრის გაღარიბებული ქვრივია – აუხსნა მათ მის ბა-
რიმ.
– ძალიან ყურადღებით იკიდება იქ მაცხოვრებლებს. იმის
ჭერქვეშ ანას არ ემუქრება შეუფერებელ საზოგადოებასთან
ურთიერთობა. კვება კარგია, სახლიც ახლოსაა სემინარიას-
თან. წყნარი კვარტალია.
– შეიძლება ყველაფერი ეს სრული სიმართლე იყო, ასეც
იყო, მაგრამ სინამდვილეში ამან ანას ვერ უშველა, რადგანაც
მას გულზე შემოაწვა სახლის გამო წუხილი. ვიწრო და პატარა
ოთახი, სადაც კედლებზე უღიმღამო შპალერი იყო გაკრული.
პატარა რკინის საწოლი და ცარიელი კარადა იდგა და ოთახში
არც ერთი სურათი არ გიხარებდა თვალებს. ყელი დაეხშო რო-
დესაც გაიხსენა თავისი თეთრი ოთახი მწვანე მეზონინში, სა-
დაც მას იმის შეგნება ახარებდა, რომ გარეთ დიდებული გრან-
დიოზული სიმწვანე ეგულებოდა, ბაღში სურნელოვანი ოქრო-
ცერცვა იზრდებოდა, ბაღჩას მთვარის შუქი ეფინა და კოპწია
ხის ტოტებს საღამოს ნიავი არხევდა. ცა მოჭედილი იყო ვარ-
სკვლავებით. ხეებს შორის კი დიანას გაკაშკაშებულ ფანჯრის
სინათლე მოჩანდა და ეს ყველაფერი არ იყო აქ, ფანჯრის იქით
იყო ქუჩა, სადაც მავთულების ქსელი იყო გაბმული, რომელიც
ცის ნათებას ფარავდა, გარედან უცნობების ნაბიჯები მოისმო-

317 მკითხველთა ლიგა


და. ანას ეტირებოდა და თავს ძლივს იმაგრებდა რომ არ ექვი-
თინა.
– არ ვიტირებ, სისულელეა და თანაც სისუსტე. აი მესამე
ცრემლი ღამეცა ცხვირზე. უფრო ემატება რამე სასაცილოზე
უნდა ვიფიქრო, რომ შემიჩერდეს. მაგრამ ისეთი სასაცილო
არაფერი მაგონდება. ავონლეას რომ არ უკავშირდებოდეს.
კიდევ უარესი... ხუთი, პარასკევს სახლში მივდივარ. მაგრამ
პარასკევამდე მთელი საუკუნეა. მათეუ მალე მოვა სახლში. მა-
რილა ჭიშკართან უცდის და ქუჩას გასცქერის მოლოდინში. ექ-
ვსი, შვიდი, რვა, დათვლას აზრი არა აქვს. ცრემლები ნიაღვა-
რივით მომდის. არ შემიძლია გამხნევება. გამხნევება არ
მჭირდება, მირჩევნია ბედშავი ვიყო.
ცრემლების ნიაღვარი არ შეწყდებყოდა, ეჭვი არ მეპარება,
ჯოზი პაი რომ არ გამოჩენილიყო იმ მომენტში. ნაცნობი სახე
რომ დაინახა ანამ, სულ დაავიწყდა რომ მასა და ჯოზის შორის
სიყვარული არ ყოფილა. როგორც ავონლეას ცხოვრების ნა-
წილი მაინც კი მისთვის სასურველი პირი იყო.
– როგორ მიხარია, რომ მოხვედი თქვა ანამ გულწრფელად.
– რა იტირე? – შენიშნა კოზიმ გამაღიზიანებლად – ალბათ
სახლი მოგენატრა. ზოგიერთებს თავის თავის კონტროლის
გრძნობა არ გააჩნია. მეტი საქმე არა მაქვს სახლზე ვიფიქრო.
ქალაქში ბევრი გასართობია, იმ მივარდნილ ავონლაში რა
არის საინტერესო. ისიც მიკვირს აქამდე როგორ გავძელი, არ
უნდა იტირო. ცხვირი და თვალები გაგიწითლდება. ცუდი შესა-
ხედი იქნები, მე დღეს საუცხოო დრო გავატარე სემინარიაში.
რამე გაქვს საჭმელი. ფაქტიურად მშიერი ვარ, ვხვდები მარი-
ლა შენ ნამცხვრებით მოგამარაგებდა. ამიტომ შემოგიარე
თორემ ახლა პარკში ვიქნებოდა ფრენკ სტოკლინგთან ერთად
ჯაზის მოსასმენად, ის იმავე პანსიონში ცხოვრობს, სადაც მე,
იმან დღეს შეგნიშა სემინარიაში. იკითხა ვინ არის წითელ-
თმიანი გოგოო. მე ვუთხარი რომ შენ ობოლი ხარ და კაბერ-
ტებმა გიშვილეს და არავინ იცის სად იყავი მან დე ან რას აკე-
თებდი.

318 მკითხველთა ლიგა


ანა თავის თავს ეკითხებოდა, მარტოობა არა ჯობდა ჯოზი
პაის საზოგადოებას? ამ დროს ჯეინი და რუბი გამოჩნდნენ.
გულზე ყვავილები ჰქონდათ დაბნეული ლენტთან ერთად.
რადგანაც ჯოზი ჯეინს არ ელაპარაკეოდა იმ ხანად, ამიტომ
თავისი გესლიანი ენა დაიმოკლა და უწყინარი გახდა.
– ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დილის შემდეგ
რამდენიმე თვე გავიდა. ახლა მე სახლში უნდა ვიჯდე ვირგი-
ლიუს ვსწავლობდე, იმ საზიზღაურმა პროფესორმა ოცი სტრი-
ქონი მოგვცა ხვალისთვის სასწავლებლად. ანა მე ასე მგონია
ან მეჩვენება შენ თვალებზე ცრემლების კვალს ვხედავ. ტირო-
დი? – გამოტყდი. საკუთარ ღირსებას აღვიდგენ თუ მართლა
ტიროდი. რადგანაც ვმალავდი რომ მეც ვტიროდი. არ მინდო-
და რუბის გაეგო. არ მინდა ვინმეს მე ბატი ვეგონო, არად ჩა-
საგდები ბატი. ჩემსავით სხვასაც რომ ეტირა...ოი, ნამცხვარი!
პატარა ნაჭერს არ მიწილადებ? ავონლეას სუნი აქვს. რუბიმ
მაგიდაზე სემინარიის კალენდარი შეამჩნია უნდოდა გაეგო
ანა ხომ არ აპირებდა ოქროს მედალისთვის ბრძოლას.
ანა გაწითლდა და აღიარა, რომ ფიქრობდა ამაზე.
– ახლა მაგონდება – თქვა ჯოზამ, – დღეს როგორც იქნა სე-
მინარიაში მიიღეს ავერის სტიპენდია. ფრენკ სტოკლმა მით-
ხრა. მისი ბიძა მმართველობის ერთ-ერთი წევრია. ალბათ გა-
იგებდით, ხვალ გამოაცხადებენ.
ავერის სტიპენდია! ანას გულისცემა აუჩქარდა და მისი პა-
ტივმოყვარული სურვილი თითქოს ჯადოქრობით გაფართოვ-
და. სანამ ჯოზი ამ ახალ ამბავს არ ამცნობდა ამხანაგებს, მისი
მისწრაფება იყო წლის ბოლოს მიიღოს სამასწავლებლო ლი-
ცენზია – პირველი ხარისხის და შესაძლებელია ოქროს მედა-
ლი, მაგრამ ახლა ანამ წარმოიდგინა როგორ აკუთვნებენ ავე-
რის სტიპენდიას, როგორ შედის რედმუნდის უნივერსიტეტში
ჰუმანიტარულ განყოფილებაზე როგორ ამთავრებს მას საზეი-
მო ვითარებაში, მანტიაში გამოწყობილი და როგორ აკუთვნე-
ბენ ბაკალავრის დი პლომს. ავერის სტიპენდიას ანიჭებენ ინ-
გლისურ ენასა და ლიტერატურაში კარგი ცოდნისათვის. აქ კი
მას მყარი ნიადაგი აქვს ფეხქვეშ.

319 მკითხველთა ლიგა


მდიდარმა მეწარმემ ნიუ ბრანსუიკიდან როცა კვდებოდა,
თავის ქონების ნაწილი სტიპენდიები, დაუტოვა სასწავლებ-
ლებს, რომელიც უნდა გაენაწილებინათ ზღვისპირა პროვინ-
ციების სკოლებსა და სემინარიებს. ეჭვი ჰქონდათ შარლოტ-
ტაუნის სემინარიებსაც თუ ეკუთვნოდათ. მაგრამ ბოლოს ეს
საკითხი მოგვარდა, გადაწყდა, რომ შარლოტტაონიც ამათ
რიცხვს ეკუთვნოდა. წლის ბოლოს, რომელი სტუდენტიც
უმაღლეს ნიშანს მიიღებდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურა-
ში მიიღებს სტიპენდიას ორას ორმოცდაათ დოლარს წელი-
წადში ოთხი წლის განმავლობაში რედმონსკის უნივერსიტეტ-
ში.
ეჭვი არ არის, რომ ანა წავიდა დასაძინებლად აპილპილე-
ბული ლოყებით.
– მე მოვიპოვებ სტიპენდიას, თუ ამისთვის საჭიროა თავდა-
დებული სწავლა გადაწყვიტა მან. მათეუ იამაყებს ჩემით თუ
გავხდი ჰუმანიტარული მეცნიერების ბაკალავრი. რა შესანიშ-
ნავია როცა ასეთი ამაღლებული მიზნები მაქვს. როგორ მიხა-
რია რომ ასეთი მიზნები მე ბლომად მომეპოვება, როგორც კი
ერთ სურვილს მიაღწევ, მაშინვე მეორე იჩენს თავს, რომელიც
უფრო მაღლა დგას და უფრო მეტად კაშკაშებს. ამიტომაა მისი
ცხოვრება ასეთი საინტერესო.

320 მკითხველთა ლიგა


თავი XXXV

ზამთარი სემინარიაში

ანას ნოსტალგიამ გაუარა. ძალიან უშველა დამქანცველმა


კვირის ბოლოს სახლში ვიზიტმა. სანამ თბილი ამინდები
გრძელდებოდა ავონლეას სტუდენტები კარმოდიში მიემგზავ-
რებოდნენ ახალი რკინიგზის ხაზით პარასკევს საღამოს. დი-
ანა და სხვა რამდენიმე ავონლეას ახალგაზრდა ხვდებოდნენ
მათ და ყველანი ერთად მხიარულად ფეხით მიემართებოდნენ
სახლებისაკენ ანა ფიქრობდა პარასკევის საღამოებს გორაზე
სუფთა ჰაერზე ავონეას შუქურები, შორიდან ესალმებოდნენ.
გილბერტ ბლაითი თითქმის ყოველთვის რუბი ჯილისთან
ერთად მიდიოდა. ხელში ეჭირა მისი ჩანთა. რუბი ძალიან ლა-
მაზი იყო. თავი მოზრდილად მიაჩნდა, იყო კიდევაც. მისი, ყვე-
ლა ქვედატანი იმდენად იყო გრძელი, რამდენადაც მას დედა
აძლევდა ამის ნებას. და აწეული თმის ვარცხნილობა ქონდა
ქალაქში. სახლში როცა მოდიოდა, ნაწნავებს იწნავდა. მას
ჰქონდა დიდი კაშკაშა ცისფერი თვალები, და ჩინებული აღნა-
გობა, ხშირად იცინოდა. მხიარული იყო და კარგი ხასიათი
ჰქონდა. და მთელი გულით ეძლეოდა ცხოვრების სასიხარუ-
ლო ამბებს.
– არ ვიფიქრებდი ასეთი ქალი თუ მიეწოდებოდა გილბერტს
უჩურჩულა ანას ჯეინმა. არც ანა იფიქრებდა ამას, მაგრამ არა-
ფერი უთქვამს ავერის სტიპენდიის გამო. ანას არ შეეძლო არ
ეფიქრა, რომ სასიამოვნოა მყავდეს ისეთი მეგობარი რო-
გორც გილბერტია და იყბედო მასთან. აზრთა გაცვლა-გამოც-
ვლა საინტერესო იქნებოდა მასთან, საუბარი წიგნებსა და მე-
ცადინეობაზე, ამბიციებზე. გილბერტს ჰქონდა ამ– ბიცია. მან

321 მკითხველთა ლიგა


იცოდა რომ რუბი ჯილისი არ იყო ის ქალი, ვისთანაც ის შეს-
ძლებდა მსჯელობას.
ანას შეგნებაში არ იყო სენტიმენტალური აზრები გილბერ-
ტთან დამოკიდებულებაში, როგორც ამხანაგზე ისე ფიქრობ-
და. მას საერთოდ ბიჭები მეგობრებად მიაჩნდა, კიდევ რამდე-
ნი მათგანი ჰყავს ან რამდენთან დადის, ანა განსაკუთრებულ
ნიჭს ფლობდა. თავისკენ მოეზიდა ადამიანები და გოგო-ამხა-
ნაგი უამრავი ჰყავდა მაგრამ ამასთან ერთად მას ბუნდოვნად
შეგნებული ჰქონდა მამაკაცური მეგობრობას შეიძლებოდა
საშუალება მიეცა შეეცნო სრულიად მეგობრობის გრძნობა და
ჩამოეყალიბებინა უფრო ფართო შეხედულება სამყაროზე
მსჯელობები აეგოთ შედარებების გზით. ეს არ ნიშნავს რომ
ანა შესძლებდა გაერკვია თავისი გრძნობები ის უბრალოდ
ფიქრობდა, რომ თუ ის და გილბერტი მატარებლიდან სახლში
ერთად წავიდოდნენ, ერთად გაივლიდნენ სუფთა მინდვრებს,
გვიმრებით მოფენილ ბილიკს, შეიძლებოდა მათ მხიარული
და საინტერესო საუბარი ქონოდათ, ახალ სამყაროზე, რომე-
ლიც მათ გარშემო იშლებოდა, მათ იმედებზე და ამბიციებზე.
გიბერტი გონიერი ყმაწვილია. თავისი საკუთარი შეხედულება
აქვს საგნებზე. ცდილობს ცხოვრებიდან მიიღოს საუკეთესო,
რუბი ეუბნებოდა ჯეინ ენდრიუს, რომ მას არ ესმის ნახევარი,
რაზედაც ის ლაპარაკობს, ის ისე ლაპარაკობს, როგორც ანა
შირლი. თვითონ რუბი ვერ ხედავს არაფერ სასიამოვნოს იმა-
ში, რომ წიგნებზე ისაუბრო. ფრენკ სტოკლი უფრო მხიარული
და საინტერესოა, მაგრამ ფრენკი ისეთი ლამაზი არ არის რო-
გორც ბილბერტი და ვერ გადაუწყვეტია რომელი მათგანი უფ-
რო მოსწონს. სემინარიაში ანამ თანდათანობით თავის გარშე-
მო შემოიკრიბა მეგობრების პატარა წრე, თავის მსგავსი, მო-
აზროვნე, მდიდარი წარმოსახვის მქონე, ამბიციური სტუდენ-
ტები. ისინი იყვნენ „ვარდისფერლოყებიანი“ მეიმარდი და „მე-
ოცნებე“ პრისილდა გრანტი. მისთვის მალე გახდა ცნობილი,
რომ ეს უკანასკნელი ფერმკართალი უწყინარი ქალიშვილი
სავსეა ოინებით, გიჟმაჟია და მხიარული, იმ დროს როდესაც

322 მკითხველთა ლიგა


შავთვალება, ცოცხალი სტელა გულში იტევს სევდიან ოცნე-
ბებს და წარმოსახვებს, როგორც ანა.
საშობაო არდადაგების შემდეგ სემინარიელებს თავი და-
ანებეს პარასკეობით სახლებში წანწალს და მთელი ძალით
ხელი მოკიდეს მეცადინეობას. იმ დროისათვის სტუდენტები
დაინტერესდნენ იმით თუ რა ადგილი ეჭირათ სემინარიაში.
განსაზღვრული ფაქტები მოიპოვეს. ერთსულოვნად აღიარე-
ბული ცნობა იყო, რომ ოქროს მედალისათვის მებრძოლთა
რიცხვი შემცირდა სამამდე: გილბერტ ბლაითი, ანა შირლი და
ლევის ვილსონი, რაც შეეხება ავერის სტიპენდიას, აქ მეტი
იყო ეჭვი. შესაძლებელია, მათი რაოდენობა განსაზღვრული
ყოფილიყო ექვსამდე, ბრონზეს ბეჭედი. მიანიჭეს მათემატი-
კის კარგ მცოდნეს ერთ მსუქან სასაცილო სოფლის ბიჭს.
რუბი ჯილისი ულამაზეს გოგოდ ივლებოდა წელს სემინარი-
აში, მეორე კურსის სტუდენტებს შორის. სტელა მეინარდს
უბოძეს პალმა სილამაზეში. კრიტიკულად განწყობილ სტუ-
დენტებს შორის ანას მიანიჭეს უპირატესობა. ეტელ მარი გა-
მოირჩა როგორც ყველაზე ელეგანტური და მოდური თმის
ვარცხნილობის განხრით. ხოლო ჯეინ ენდრიუმ მორიდეულმა,
შრომისმოყვარემ სინდისიერმა დაიმსახურა ჯილდო სახლის
საქმიანობის სფეროში. ჯოზი პაიმუ მიიქცია ყურადღება რო-
გორც სემინარიაში ყველაზე ცფრო ენაგესლიანმა ქალმა. ისე
რომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მის სტეისის ყოფილმა მოწა-
ფეებმა თავი გამოიჩინეს აკადემიურ ცხოვრებაში უფრო ფარ-
თო არენაზე.
ანა მუშაობდა მაგრად და მტკიცედ. მისი მეტოქეობა გილ-
ბერტთან ისევე დაძაბული იყო როგორც ავონლეს სკოლაში,
თუმცა, მათ კურსზე ეს არავისთვის არ იყო ცნობილი. მაგრამ
მათ ბრძოლას პირვანდელი სიმწვავე გამოეცალათ. ანას
აღარ სურდა გაემარჯვა გილბერტის დასამარცხებლად, არა-
მედ უნდოდა გამარჯვება მოეპოვებინა ღირსეულ მტერზე. მის-
თვის სასურველი იყო გამარჯვება, მაგრამ თუ ვერ გაიმარჯვებ-
და, მისთვის ეს არ იყო აუტანელი.

323 მკითხველთა ლიგა


გაკვეთილების გარდა სტუდენტები ნახულობდნენ დროს
გასართობად. ანა ბევრ თავისუფალ საათებს ატარებდა ბიჩ-
ვუდში. და უმთავრესად კვირა დღეს იქ სადილობდა, მის ბა-
რისთან ერთად დადიოდა ეკლესიაში. ეს უკანასკნელი რო-
გორც თვითონ აღიარებდა ბერდებოდა, მაგრამ არც თვალები
არ ებინდებოდა და არც მის ენას აკლდა სიმახვილე.
– ეს ანა-გოგო სულ უფრო უკეთესი ხდება – თქვა მან. – სხვა
გოგოები თავს მაბეზრებენ, მაღიზიანებენ ერთფეროვნებით.
ანას კი მრავალი ფერი აქვს, ცისარტყელასავით ლამაზი,
არ ვიცი, როცა ბავშვი იყო, მაშინაც მართობდა მასთან ყოფ-
ნა. მომწონს, როცა თავს მაყვარებენ. ეს მე მათავისუფლებს
ფიქრისაგან ხალხს როგორ შევაყვარო თავი.
შემდეგ, სანამ ვინმე შეიმეცნებდა, ავონეაში მოვიდა გაზაფ-
ხული. ჯერ კიდევ თოვლით დაფარულ მშრალი ბალახის
ქვეშ,მაისის ყვავილებმა ამოყვეს თავები და ტყე მწვანე ბურუ-
სით აივსო. მაგრამ შარლოტტაუნში სემინარიაში მოქანცული
სტუდენტები ფიქრობდნენ და ლაპარაკობდნენ მხოლოდ გა-
მოცდებზე – არ მჯერა, რომ სასწავლო წელი თითქმის დამთავ-
რდა თქვა ანამ – გასული შემოდგომა ისე მოჩანდა, თითქოს
კიდევ ბევრი დრო იყო წინ, მთელი ზამთარი უნდა გვესწავლა.
და აი, გამოცდები მოგვადგა კარს, შემდეგ კვირას იწყება. ხან-
დახან მე მგონია, რომ გამოცდებია ყველაფერი. მაგრამ რო-
დესაც მე ვხედავ დიდ კოკრებს წაბლის ხეზე და ხეებს იქით
ლურჯი ცა ილანდება, გამოცდები არა ჩანს, ისეთ მნიშვნე-
ლოვნად. ჯეინი, რუბი და ჯოზი, რომლებმაც ანას შემოურბინეს
არ დათანხმდნენ ანას თითქოს მოახლოვებული გამოცდები
არ იყოს მნიშვნელოვანი, ბევრად მნიშვნელოვანია გამოცდე-
ბი, ვიდრე წაბლის კოკრები და გაზაფხულის ნისლი, ანას თავი
ქუდში აქვს, იცის ჩააბარებს გამოცდებს. მაგრამ როდესაც შე-
ნი მომავალი მთლიანად დამოკიდებულია იმათზე, როგორც
ფიქრობდნენ გოგოები, არ შეგიძლია მიუდგე ფილოსოფიური
თვალსაზრისით.
– მე შვიდი ფუნტი დავიკელი ბოლო ორ კვირაში – ამოიოხ-
რა ჯეინმა – უსარგებლოა იმაზე ლაპარაკი, რომ არ წუხართ.

324 მკითხველთა ლიგა


საშინელება იქნება, მე რომ ჩავიჭრა და ლიცენზია ვერ მივი-
ღო. ტყუილად შემრჩეს სემინარიაში სიარული მთელი ზამთა-
რი და ამოდენა ფულის დახარჯვა. ეს მე არ მანაღვლებს, თქვა
ჯოზი პაიმ თუ ვერ ჩავაბარე ამ წელიწადს, შემდეგ წელს დავ-
ბრუნდები. მამაჩემი ნებას მომცემს. ანა, ფრენკ სტოკლი, ამ-
ბობს, გაიგონა პროფესორ ტრემინმა თქვა, რომ გილბერტ
ბლათთი ნამდვილად მიიღებს მედალს და სტიპენდიას კი მი-
აღწევს ემილი ბლეი.
– ამან შეიძლება მე ხვალ დამამწუხროს, ჯოზი – გაიცინა
ანამ – მაგრამ ახლა, სანამ იები ყვავიან მდელოზე, მწვანე მე-
ზოინთან, და პაწია გვიმრები თავს მაღლა სწევენ შეყვარე-
ბულთა ბილიკზე, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს მი-
ვაღწევ ავერის სტიპენდიას თუ არა.
რაც შემეძლო გავაკეთე და იმის გაგებას ვიწყებ რას ნიშნავს
იბრძოლო და გაიმარჯვო, და ცოტა უარესი. იბრძოლო და წა-
აგო კეთილშობილ ბრძოლაში. გოგოებო ნუ ლაპარაკობთ გა-
მოცდებზე. შეხედეთ მწვანე ცის თაღს იმ სახლის თავზე და
წარმოიდგინეთ როგორ გამოიყურება მეწამული ფერის წაბ-
ლის ტყე – ავონლეას იქით.
რა უნდა ჩაიცვა დიპლომის მიღების დღეს, ჯეინ? ჰკითხა რუ-
ბიმ პრაქტიკული თვალსაზრისით. ჯეინმა და ჯოზიმ ორივემ
ერთბაშად უპასუხეს ერთდროულად და მათი საუბარი წარი-
მართა მოდებზე მსჯელობით. მაგრამ ანა ყურს არ უგდებდა
მათ საუბარს იდაყვი ჩამოედო ფანჯრის რაფაზე ლოყა ხელებ-
ზე დაეყრდნო და თვალებში ოცნება ჩასდგომოდა. გასცქერო-
და ქალაქის სახურავებს, ცაზე ჩამავალი მზის დიდებულ გუმ-
ბათს და შიგ აქსოვდა თავის ოცნებებს მომავალზე, ოპტიმის-
ტურ ახალგაზრდულ ფიქრებს ყველაფერი, რაც თვალსაწიერ-
ში ეხატებოდა მისი საკუთრება იყო და ყოველ წელიწადს თი-
თო ვარდს აქსოვდა უჭკნობ გვირგვინში.

325 მკითხველთა ლიგა


თავი XXXVI

დიდება და ოცნება

დილით, როდესაც სემინარიაში გამოცდების საბოლოო შე-


დეგი განცხადებების დაფაზე გამოაკრეს, ანა და ჯეინი ერთად
მიდიოდნენ ქუჩაში. ჯეინი მხიარულად იყო, ბედნიერად
გრძნობდა თავს გამოცდები რომ დამთავრდა, გული წყნარად
ქონდა. გამოცდები ჩააბარა. სხვა მას არაფერი აწუხებდა. მას
თავში არა ჰქონდა ავარდნილი ამბიცია და ამიტომ მის თან-
მხლები მღელვარებაც არ ახასიათებდა, რადგანაც ჩვენ ვიხ-
დით ყველაფრისთვის, რასაც ვიღებთ ამ სამყაროში, და თუმცა
ამბიციები ღირს ამისათვის, და იაფი არ გვიჯდება, მაგრამ მათ
შეზღუდვა, ღელვა და გულაცრუება უხდებათ ცხოვრებაში, ანა
გაფითრებული იყო და დადუმებული. ათ წუთში მას ეცოდინე-
ბოდა ვინ მოიგო მედალი და ავერის სტიპენდია ვის მიანიჭეს,
დრო გადაწყვეტს ყველაფერს.
– რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანი შენ გერგება – თქვა
ჯეინსმა მას ვერ წარმოედგინა ფაკულტეტის მმართველობას
როგორ შეეძლო სხვანაირად მოქცევა.
– მე იმედი არა მაქვს ავერის სტიპენდიის თქვა ანამ.
– ყველა ამბობს ემილი კლეის არგუნებენო, და მე არ ვაპი-
რებ განცხადებების დაფასთან მივიდე. სულის სიმხნევე არ მე-
ყოფა. მე პირდაპირ გოგოების გასახდელთან მივალ შენ უნდა
წაიკითხო განცხადება და მერე მოდი და მითხარი, ჯეინ, გე-
ვედრები ჩვენი ძველი მეგობრობის სახელით და ჩქარა გაიგე,
რაც შეგიძლია თუ მე წავაგე, პირდაპირ მითხარი, არ შეეცადო
შერბილებას და რაც არ უნდა იყოს, ნუ შემიცოდებ. დამპირდი,
ჯეინ.

326 მკითხველთა ლიგა


ჯეინი დაპირდა, მაგრამ როგორც კი დაპირდა, ამის საჭი-
როება აღარ იყო საჭირო, როდესაც ისინი შესასვლელის კიბე-
ებზე ავიდნენ, დაინახეს რომ დერეფანი სავსე იყო ბიჭებით,
რომელთაც აყვანილი ჰყავდათ გილბერტ ბლაითი ხელში
აქეთ-იქით დაყავდათ და ხმამაღლა გაყვიროდნენ – ურა,
გილბერტ ბლაითს, მედალიონერს!
ერთ მომენტს ანამ იგრძნო გულში ტკივილი დამარცხების
და გულაცრუების გამო. ისე რომ დამარცხდა და გილბერტმა
გაიმარჯვა. ეჰ, მათეუს როგორ ეწყინება გილბერტი ისე იყო
დარწმუნებული რომ გაიმარჯვებდა.
და შემდეგ!
ვიღაცამ დაიძახა:
გაუმარჯოს მის შირლის ავერის სტიპენდიის მფლობელს!
– ო, ანა – იყვირა ჯეინმა, როდესაც ისინი მოყვნენ გოგოე-
ბის ცენტრში. გოგოების ჯგუფი ულოცავდა ანას, მხრებზე ხე-
ლებს უტყაპუნებდა. ხელებზე ხელს უჭერდა, აქეთ-იქით
ეწეოდა, ეხვეოდა. ანამ ამ მდგომარეობაში მყოფმა მოასწრო
ჯენისთვის ეჩურჩულა.
– როგორ გაეხარდებათ მათეუს და მარილას! მე ახლავე
უნდა მივწერო სახლში.
დიპლომების გადაცემა იყო შემდგომი მნიშვნელოვანი
მოვლენა. და ჩატარდა სემინარიის სააქტო დარბაზში. წარ-
მოთქვამდნენ სიტყვებს, კითხულობდნენ თხზულებებს, მღე-
როდნენ სიმღერებს და საჯაროდ ურიგებდნენ დიპლომებს და
მედლებს.
მათეუ და მარილაც იქ იყვნენ. ისინი მხოლოდ ერთ სტუ-
დეტს მისჩერებოდნენ – მაღალ გოგოს, რომელსაც ეცვა ბაცი
მწვანე კაბა, ლოყები აწითლებოდა და თვალები ვარსკვლავე-
ბივით უელავდა. რომელმაც საუკეთესო თხზულება წაიკითხა.
მასზე უთითებდნენ და ჩურჩულებდნენ, რომ ეს არის ავერის
სტიპენდიის მფლობელი.
– ხომ გიხარია, რომ ჩვენთან დავტოვეთ, მარილა – უჩურ-
ჩულა მათეუმ მარილას. მან პირველად ამოიღო ხმა, რაც დარ-

327 მკითხველთა ლიგა


ბაზში შემოდგა ფეხი, იმის შემდეგ როდესაც ანამ დაამთავრა
თავისი თხზულების კითხვა.
– ეს პირველი არ არის ჩემთვის, რომ მიხარია სახლში რომ
დავიტოვეთ – მიუგო მარილამ – როგორ გიყვარს სხვას რომ
შეცდომებს ახსენებ მათეუ!
მის ბარი, რომელიც მათ უკან იჯდა – წინ გადმოიხარა და
მარილას ზურგზე ქოლგით შეეხო.
– ამაყობთ ანა-გოგოთი, არა? მე ვამაყობ – თქვა მან.
ანა წავიდა სახლში ავონლეაში მარილა და მათეუსთან ერ-
თად იმ საღამოს. აპრილის შემდეგ სახლში არა ყოფილა და
გრძნობდა რომ მეტს ვეღარ დაიცდიდა. ვაშლის ხეები ყვაოდ-
ნენ და მთელი სამყარო იყო განახლებული და ახალგაზრდა,
დიანა მწვანე მეზონინში იყო მის შესახვედრად თავის თეთრ
ოთახში, სადაც მარილამ ფანჯრის რაფაზე დადგა აყვავებული
ოთახის ვარდი, ანამ გარშემო მიმოიხედა და ამოისუნთქა ბედ-
ნიერებისაგან.
– ო, დიანა, რა კარგია სახლში დაბრუნება! რა ლამაზია ის
წაწვეტებული ნაძვები ვარდისფერ ცის ფონზე და ის თეთრი
ბაღჩა და ძველი თოვლის დედოფალი. პიტნა რა კარგ სუნს უშ-
ვებს და ის ჩაის ვარდიც. ის სიმღერა არის, იმედიც და ლოცვა.
ყველაფერი ერთში გაერთიანებული რა ბედნიერებაა დიანა,
რომ ისევ გხედავ!
– მე ვფიქრობდი, შენ სტელა მეიარდი ჩემზე მეტად გიყვარ-
და თქვა დიანამ საყვედურით. ჯოზი პაიმ მითხრა, შენ მოიხიბ-
ლე იმათ.
ანას გაეცინა და დიანას დამჭკნარი ივნისის შროშანი ესრო-
და თავისი თაიგულიდან.
– სტელა მეინარდი ერთი უძვირფასესი გოგოა ქვეყანაზე
შენს გარდა, შენ პირველი ხარ, დიანა – თქვა მან – მე შენ ყვე-
ლაზე მეტად მიყვარხარ. რამდენი რამე მაქვს მოსაყოლი, მაგ-
რამ ახლა იმის მეტი არაფერი მინდა, რომ აქ ვიჯდე და შენ გი-
ყურო. მეცადინეობისა და ამბიციებისაგან დავიღალე. მე მინ-
და ხვალ ბაღჩაში ბალახში ვიწვე ორი საათი და არაფერზე არ
ვიფიქრო.

328 მკითხველთა ლიგა


– შენ დიდ წარმატებას მიაღწიე ანა. ალბათ სწავლებას
აღარ შეუდგები, რადგან შენ ავერი მოიპოვე.
– არა, მე სექტემბერში რედმონდში მივდივარ. განა საკვირ-
ველი არ არის? სამი თვის თავისუფლების შემდეგ ამბიციების
ახალი მარაგი მექნება. ჯეინი და რუბი გახდებიან მასწავლებ-
ლები, გადასარევია, რომ ყველამ წარმატებით დავამთავრეთ,
მუდი სპურჯენმა და ჯოზიმაც კი.
– ნიუბრიჯის მეურვეებმა ჯეინს უკვე შესთავაზეს თავიანთი
სკოლა თქვა დიანამ – გილბერტი ბლაითიც აპირებს სწავლე-
ბას. მეტი გზა აქვს, მამამისს არ შეუძლია მის კოლეჯში გაგზავ-
ნა. ამიტომ ის აპირებს თვითონ გამოიმუშავოს სწავლის გა-
საგრძელებლად. მე მგონი ის აქ იშოვის ადგილს სკოლაში.
მის ეიმსი აპირებს წასვლას.
ანამ უეცრად იგრძნო გულაცრუება. მან არ იცოდა გილბერ-
ტის სიძნელეები, მას ეგონა, რომ გილბერტიც რედმონდის
უნივერსიტეტში წავიდოდა, რა უნდა უქნა სტიმულის მიმცემი
მეტოქეობის გარეშე. თავისი მეგობარი – მეტოქის გარეშე მო-
საწყენი იქნება მეცადინეობა.
შემდეგ დილას საუზმის დროს ანამ უცებ შეამჩნია, რომ მა-
თეუ კარგად არ გამოიყურებოდა. გასულ წელთან შედარებით
ჭაღარაც შესამჩნევად მომატებია.
– მარილა, – თქვა მან ყოყმანით,როდესაც მათეო გავიდა.
– მათეუ სრულიად კარგად არის?
– არა, არ არის კარგად – თქვა მარილამ შეწუხებული ტო-
ნით – გულმა შეუტია ამ გაზაფხულზე და არა ცდილობს თავის
თავის მოვლას. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, მაგრამ ამ ბოლო
დროს უკეთესობა ეტყობა, რაც კარგი დამხმარე ვიშოვეთ. მე
იმედი მაქვს დაისვენებს და გამოკეთდება. შეიძლება შენმა
სახლში ყოფნამ უშველოს. შენ ყოველთვის ამხიარულებდი
მას.
ანა დაიღუნა მაგიდაზე და მარილის ხელის გულები მოუსვა
სახეზე.
– თქვენც ისე კარგად ვერ გამოიყურებით, როგორც მე მინ-
და, მარილა, დაღლილი ჩანხართ. დარწმუნებული ვარ მაგ-

329 მკითხველთა ლიგა


რად მუშაობდით. ახლა როცა მე სახლში ვარ უნდა დაისვე-
ნოთ. ერთი დღე დამჭირდება საყვარელი ადგილები მოვინა-
ხულო. და ჩემი ძველი ფიქრები და ოცნებები დავიბრუნო, მე-
რე თქვენ შეგიძლიათ იზარმაცოთ, როცა მე ვიმუშავებ. მარი-
ლას გაეღიმა, სიყვარულით თავის გოგოზე. ეს მუშაობის ბრა-
ლი არ არის. ახლა მე ხშირად მტკივა თავი, თვალებიანად,
ექიმი სათვალეებში ხშირად მიცვლიდა შუშებს, მაგრამ არა-
ფერი არა მშველიდა. კუძულზე ცნობილი ოკულისტი ჩამოდის
და ექიმი მირჩევს მას მივმართო. მეც ასე მგონია. არც კითხვა
და არც კერვა არ შემიძლია მშვიდად. უნდა გითხრა რომ სემი-
ნარიაში თავის საუკეთესოდ გამოიჩინე თავი, ყოჩაღ, პირვე-
ლი ხარისხის ლიცენზიის აღება ერთ წელიწადში და ავერის
სტიპენდიის მოპოვება ხუმრობა საქმე არ იყო. მისის ლინდი
ამბობს გამარჯვებას მარცხი მოყვება, მას ქალისათვის უმაღ-
ლესი განათლება არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ოჯახურ საქ-
მიანობას ხელს შეუშლის. მე, მართალი გითხრა, არა მჯერა.
რეიჩელზე რომ ჩამოვარდა ლაპარაკი, გამახსენდა ამ ბოლო
დროს ხომ არაფერი მსმენია ების ბანკის შესახებ, ანა?
– გამიგია, რომ ის ბანკი არასაიმედოა – მიუგო ანამ – რა
მოხდა რატომ მეკითხები?
– რეიჩელი გასულ კვირას აქ იყო მოსული და თქვა ამ ბან-
კზე მითქმა-მოთქმა არის ხალხშიო. მათეუ ძალიან აღელდა,
მთელი ჩვენი დანაზოგი ამ ბანკში ინახება, ბოლო პენამდე.
თავიდან გვინდოდა ჩვენი თანხა შეგვეტანა შემნახველ ბან-
კში, მაგრამ მოხუცი მისტერ ები მამაჩვენის მოკეთე და მეგო-
ბარი იყო და მამას ფული ამ ბანკში ედო. მათეუ ამბობდა, ნე-
ბისმიერი ბანკი რომლის სათავეში მისტერ ები დგას, შეგიძ-
ლია ვენდოთო.
– მე მგონია, უკვე დიდი ხანია, ის ბანკს უძღვება ფორმალუ-
რად თქვა ანამ – ის ძალიან ბებერია და ყველა საქმეს აწარ-
მოებს მისი ძმისშვილი.
და როცა რეიჩელმა ეს მითხრა, მინდოდა მათეუს თანხა
იქიდან გამოეტანა. მათეუმ დამიდასტურა. ისიც იმავე აზრისა
იყო.

330 მკითხველთა ლიგა


მათეუმ მითხრა, რომ იფიქრებდა ამაზე, მაგრამ მისტერ რა-
სელმა უთხრა მას გუშინ, რომ ბანკი წესრიგშია.
ანამ მშვენიერი დღე გაატარა გარე სამყაროში. არასოდეს
დაავიწყდება ის დღე. ისეთი კარგი ამინდი იყო, ისეთი ბრწყინ-
ვალე და ლამაზი იყო იქაურობა. ღრუბლის ნასახიც კი არ ჩან-
და. ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა. ანამ რამდენიმე მშვენიერი
საათი გაატარა ბაღჩაში. ინახულა დრაიდის წყარო, მტირალი
ტირიფი და იების მდელო. ესტუმრა მღვდლის სახლს და მისის
ალანთან სასიამოვნო საუბარი ქონდა და ბოლოს მათეუსთან
ერთად ძროხებიც მოსაყვანად წავიდა. ძროხები საძოვრიდან
შეყვარებულთა ბილიკით წამოიყვანეს. ტყეები მზის სხივებით
იყო მაკაშკაშებელი – სითში გორაკების ნაპრალებსა და გა-
მონანგრევიდან აღწევდა. მათეუ ნელა მოაბიჯებდა, თავი დაბ-
ლა ჩაექინდრა. ტანწერწეტა ანა გამართულად მოდიოდა და
თავის ზამბარისმაგვარ ფეხებით, მათეუს სიარულს ფეხს უწ-
ყობდა.
– დღეს თქვენ ბევრი იმუშავეთ, მათეუ – უთხრა მან საყვე-
დურით – რატომ არ დაისვენეთ?
– რა გითხრა – გამოდის რომ არ შემიძლია – უთხრა მათე-
უმ ალაყაფის კარების გაღების დროს ძროხებს რომ უშვებდა
ეზოში. უბრალოდ ვბერდები ანა და მავიწყდება, მე ყოველ-
თვის მაგრად ვმუშაობდი და ალბათ მუშაობაში მოვკვდები.
– მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი, რომელსაც თქვენ ელოდით,
თქვა ანამ ნაღვლიანად – შემეძლებოდა დაგხმარებოდით.
ბევრ რამეს გაგიკეთებიათ, სულის სიღრმეში ვნანობ, რომ ბი-
ჭი არ გამოჩნდა, მხოლოდ ამიტომ.
– კარგი ერთი – მე შენ მთელ დუჟინ ბიჭს მირჩევნიხარ, ანა
თქვა მათეუმ და ანას ხელზე მოუთათუნა.
– უბრალოდ გახსოვდეს – მთელ დუჟინ ბიჭს მირჩევნიხარ,
ის ბიჭი იყო, რომელმაც ავერის სტიპენდია რომ დაიმსახურა?
გოგო იყო ჩემი გოგო, რომლითაც მე ვამაყობ მან გულთბი-
ლად გაუღიმა ანას, როცა ის ეზოში შედიოდა. ანას ეს ღიმილი
მახსოვრობაში ჩაებეჭდა. როცა ანა თავის ოთახში შევიდა,
დიდხანს იჯდა ღია ფანჯარასთან, ფიქრობდა წარსულსა და

331 მკითხველთა ლიგა


მომავალზე. გარეთ თოვლის დედოფალი თეთრად ეხატებოდა
მთვარის შუქზე. ჭაობში ბაღჩასთან ბაყაყები ყიყინებდნენ, ეს
ბოლო ღამე იყო, სანამ მწუხარება შეეხებოდა მის ცხოვრებას.

332 მკითხველთა ლიგა


თავი XXXVII

მომკელი, რომლის სახელია სიკვდილი

– მათეუ, მათეუ – რა დაგემართა? მათეუ, ცუდად ხარ? წა-


მოიყვირა მარილამ და თითოეულ ნაწყვეტ ნაწყვეტად ნათქვამ
სიტყვაში შიში გამოსჭვიოდა,. ამ დროს შემოსასვლელიდან
შემოვიდა ანა თეთრი ნარგიზებით ხელში – უკვე დიდი ხანი
გავიდა მას შემდეგ, რაც მან კვლავ შეიყვარა ნარგიზი შესახე-
დაობით და არომატით. იმ დროს შემოვიდა ანა, როცა მათეუ
კარების ზღურბლზე იდგა და ხელში ეჭირა გადაკეცილი გაზე-
თი. სახე რაღაც უცნაურად ჰქონდა შეცვლილი და განაცრის-
ფრებული ანამ დაბლა დაყარა ყვავილები და მივარდა მას მა-
რილასთან ერთად. მაგრამ უკვე გვიან იყო. სანამ ისინი მიუახ-
ლოვდებოდნენ მას, მათეუ დაეცა ზღურბლზე.
– გული შეუღონდა – სულის ხუთვით იყვირა მარილამ.
– ანა გაიქეცი, მარტინი მოიყვანე – ჩქარა, ჩქარა!
მარტინი, მოჯამაგირე, რომელიც ახლახან დაბრუნდა ფოს-
ტიდან, იმწუთასვე გაქანდა ექიმის მოსაყვანად და ბაღჩის
ფერდობს რომ ჩაუარა მისტერ და მისის ბარებს შეატყობინა ეს
სამწუხარო ამბავი. ამ დროს მისის ლინდი ბაღჩის ფერდობზე
იყო და მათთან ერთად წამოვიდა. მათ დაინახეს რომ ანა და
მარილა გაგიჟებულები ცდილობდნენ მათეუს გონებაზე მოყ-
ვანას. მისის ლინდმა ფრთხილად გადასწია ისინი განზე. შე-
ეცადა პულსის გასინჯვას. შემდეგ ყური დაადო გულზე, შემდეგ
შეხედე მათ აღელვებულ სახეებს და თვალებზე ცრემლები მო-
ადგა.
– ო, მარილა – თქვა მან ნაღვლიანად – ჩვენ ვეღარაფრის
გაკეთებას ვეღარ შევძლებთ მისთვის,

333 მკითხველთა ლიგა


– მისის ლინდ, თქვენ ფიქრობთ მათეუ... მათეუ – ანამ ვერ
წარმოთქვა ის საშინელი სიტყვა და უაღრესად გაფითრდა.
– ბავშვო, ვწუხვარ რომ ასეა, შეხედე მის სახეს. შენ რომ
ჩემსავით ხშირად ქონოდა შემთხვევა გენახა ასეთი სახე, მიხ-
ვდებოდი ეს რასაც ნიშნავს, ანამ შეხედა მის უძრავ სახეს, და
მასზე ამოიცნო სიკვდილის ბეჭედი.
როდესაც ექიმი მოვიდა, განაცხადა რომ სიკვდილი უეცრად
და უმტკივნეულოდ დადგა და გამოიწვია მოულოდნელმა შოკ-
მა. შოკის მიზეზი აღმოაჩინეს იმ გადაკეცილ გაზეთში მათეუს
რომ ხელში ეჭირა, რომელიც მარტინმა იმ დილას მოიტანა
ფოსტიდან. იქ მოთავსებული იყო ცნობა ების ბანკის გაკოტ-
რების შესახებ.
სამწუხარო ამბავი ბანკის გაკოტრების შესახებ სწრაფად
გავრცელდა ავონლეაში და მთელი დღე არ შეწყვეტილა მე-
გობრებისა და მეზობლების დენა მწვანე მეზონინში, რათა მათ
პატივი ეცათ მკვდრისთვის და ცოცხლებისათვის, თავიანთი
თანაგრძნობა გამოეხატათ. პირველად აღმოჩნდა მოკრძალე-
ბული და წყნარი მათეუ კათბერტი ყურადღების ცენტრში. მისი
უდიდებულესობა სიკვდილი დაეცა მას და გვირგვინით შეამ-
კო.
როდესაც წყნარი ღამე დადგა, მწვანე მეზონის ძველი სახ-
ლი დუმილმა მოიცვა და სიწყნარე ჩამოვარდა სასტუმრო
ოთახში. კუბოში განისვენებდა მათეუ კართბერტი. მისი გრძე-
ლი თმა ჩარჩოსავით შემოვლებოდა მის მშვიდ სახეს, რომელ-
ზედაც გამოსახული იყო კეთილი ღიმილი, თითქოს ეძინა და
სასიამოვნო სიზმრებს ხედავდა, გარს ეხვია სურნელოვანი
ძველი მოდის ყვავილები, რომლებიც მისმა დედამ დათესა,
რომელთა მიმართ მათეუ საიდუმლო სიყვარულს განიცდიდა.
ანამ შეუგროვა ისინი და მოუტანა. გამოუთქმელი ტანჯვა ეხა-
ტა ანას გაფითრებულ სახეზე. ეს იყო უკანასკნელი, რის გაკე-
თებაც მან შეძლო მისთვის.
მისტერ და მისის ბარი და მისის ლინდი დარჩნენ მათთან და
იმ ღამით დიანა შევიდა მეზონინში, სადაც ანა იდგა ფანჯარას-
თან და ნაზად უთხრა.

334 მკითხველთა ლიგა


– ანა, ძვირფასო, არ გინდა დავრჩე შენთან ამაღამ?
– გმადლობთ, დიანა – სერიოზულად შეხედა სახეში ანამ
მეგობარს – იმედი მაქვს ცუდად არ გამიგებ, თუ გეტყვი რომ
მარტო მინდა ყოფნა, არ მეშინია, რაც ეს მოხდა, მარტო არ
ვყოფილვარ. მინდა მარტო ვიყო, სრულიად ჩუმად და წყნა-
რად შევეცადო გავიაზრო. ხანდახან მგონია, რომ არ შეიძლე-
ბა მკვდარი იყოს, ხან კი მგონია, რომ დიდი ხანია მკვდარია
და გულში ტკივილი მაქვს მას შემდეგ. დიანამ მაინცდამაინც
ვერ გაიგო. მარილას გამოუთქმელი წუხილი, თავშეკავებუ-
ლობის ჩვეულებებიდან. გამომდინარე უფრო შეეძლო გაეგო,
ვიდრე ანას უცრემლო დარდი. მაგრამ დატოვა მარტო ანა
ცხოვრებაში პირველ დარდთან.
ანა იმედოვნებდა, რომ ცრემლები მოვიდოდა. საშინელე-
ბად მიაჩნდა, რომ მათეუზე ცრემლები არ ღვარა, რომელსაც
ის ეთაყვანებოდა, რომელიც ისეთი კეთილი იყო მისადმი, რო-
მელთანაც ერთად მოდიოდა გუშინ საღამოს მზის ჩასვლის
დროს, ახლა კი წევს მკრთალად განათებულ ოთახში, მაშინაც
არ მოუვიდა ცრემლები, თავის ფანჯარასთან რომ დაიჩოქა და
ლოცულობდა, მთების მაღლა ვარსკვლავებს რომ გასცქერო-
და, მხოლოდ ტკივილს გრძნობდა და დაიძინა მთელი დღის
წვალების შემდეგ.
ღამე გაეღვიძა სიჩუმეში და მთელი დღის ამბების გახსენე-
ბამ სევდა მოგგვარა.
გაახსენდა მისი მოღიმარი სახე, როცა შორდებოდნენ ალა-
ყაფის კარებთან და ესმოდა მისი სიტყვები: ჩემო გოგო, ჩემო
გოგო, მე ვამაყობ შენით და ცრემლები წამოსცვივდა და ანა
მთელი გულით ატირდა. მარილამ გაიგონა მისი ტირილი და
ჩუმად შემოვიდა მის დასამშვიდებლად.
– კარგი, კარგი, გეყოფა ტირილი, ძვირფასო. უკან ვერ და-
აბრუნებ. ასეთი ტირილი არ ვარგა. ვიცოდი, მაგრამ თავს ვერ
გაიმაგრებდი. ის ყოველთვის ჩემი კარგი და კეთილი ძმა იყო.
მაგრამ ყველაფერი ღმერთის ნებაა.
– მარილა, ნება მომეცი ვიტირო, – სლუკუნებდა ანა.

335 მკითხველთა ლიგა


– ცრემლები ვერაფერს დამიშავებს. ტკივილი კი გულში
რომ მაქვს ბოლოს მიღებს. ცოტა ხანს ჩემთან დარჩი და მო-
მეხვიე. დიანას დატოვება არ შემეძლო. ის კარგი და კეთილია,
ნაზიც. მაგრამ ეს მისი დარდი არ არის. გარეშეა, არ შეუძლია
გულთან ახლოს მოვიდეს და დამეხმაროს. ეს ჩვენი დარდია.
თქვენი და ჩემი. ო, მარილა, რა უნდა ვქნათ უიმისოდ?
ჩვენ ერთმანეთი გვყავს, ანა, არც კი ვიცი, რა უნდა მექნა
უშენოდ, აქ რომ არ ყოფილიყავი. ანა, შენთან კეთილი გან-
ზრახვით მკაცრი და სასტიკი ვიყავი შენდამი, მაგრამ არ იფიქ-
რო, რომ არ მიყვარდი, ისე როგორც მათეუს უყვარდი. ახლა
მინდა გითხრა, რასაც წინათ ვერ გეუბნებოდი, ადვილი არ იყო
რაც გულში მქონდა, გამომემჟღავნებინა. ისეთ დღეს, როგო-
რიც დღეს არის უფრო ადვილია ლაპარაკი. მე ისე ძლიერად
მიყვარდი როგორც საკუთარი სისხლი და ხორცი რომ ყოფი-
ლიყავი. შენა ხარ ჩემი სიხარული და შვება. იმის შემდეგ, რაც
ჩამოხვედი მწვანე მეზონინში, ორი დღეა, რაც მათეუ კარ-
თბერტი გაიყვანეს ზღურბლის იქით. თავისი საკუთარი სახლი-
დან. მოაშორეს მინდვრებს, სადაც ის მუშაობდა, ხნავდა, ბა-
ღებს, რომლებიც უყვარდა, მოაშორეს ხეებს, რომლებიც მან
დარგო, მაგრამ ავონლეას ცხოვრების რიტმი არ შეუცვლია,
მწვანე მეზონინის, საქმიანობა თავისი ჩვეულებების შესრუ-
ლებას შეუდგა და თავის მოვალეობებს ასრულებს რეგულა-
რულად როგორც წინათ. თუმცა გულისტკივილი თან სდევს –
დანაკარგი ყოველ წვრილმანში იგრძნობა. ანასოვის ახალი
იყო მწუხარება. დანაღვლიანებული იყო. ძველ გზას ედგა უმა-
თეოდ, რაღაც სირცხვილის მსგავს გრძნობდა და სინდისის
ქენჯნას. როცა შეამჩნია, რომ მზის ამოსვლა ხეებს მაღლა
ვარდისფერი ნაძვის კვირტების გამოჩენა ბაღში მასში სიხა-
რულს იწვევდა. დიანას ვიზიტები სიამოვნებდა, დიანას მხი-
არული სიტყვები მასში სიცილს და ღიმილს იწვევდა. ლამაზი
სამყაროს გაფურჩქვნას, სიყვარულის და მეგობრობის ძალა
არ დაუკარგავს, ფანტაზია გულს უთრთოლებს. ცხოვრება
კვლავ ეძახის დაჟინებული. ათასი ხმით.

336 მკითხველთა ლიგა


– ისე მეჩვენება თითქოს მათეუს ვღალატობ იმით, რომ ვი-
ღებ სიამოვნებას იმ საგნებში, ახლა, როდესაც ის ჩვენთან
აღარ არის უთხრა ანამ ნაღვლიანად მისი ალანს მღვდლის
სახლში ერთ საღამოს, როგორ მაკლია მათეუ. დღეს დიანამ
რაღაც სასაცილო თქვა და მე გამეცინა. ვერასოდეს ვერ წარ-
მოვიდგენდი თუ მე კიდევ გავიცინებდი.
– როდესაც მათეუ აქ იყო, მოსწონდა შენი სიცილის გაგო-
ნება თქვა მისის ალანმა ნაზად – ახლა შორსაა, მაგრამ ახა-
რებს იმის ცოდნა, რომ აქ ყველაფერი ძველებურადაა. მე
დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ უნდა დავკეტოთ ჩვენი გულები
გავლენისაგან, რომელსაც ჩვენ ბუნება გვთავაზობს მაგრამ მე
შემიძლია გავიგო შენი გრძნობები. მე ვფიქრობ ჩვენ განვიც-
დით ერთნაირად. ჩვენ ვუარყოფთ იმას, რაც ჩვენ სიამოვნებას
გვანიჭებს, რადგანაც ვინც ჩვენ გვიყვარს აქ არ არის, რომე-
ლიც გაიზიარებდა სიხარულს ჩვენთან ერთად და ისეთი
გრძნობა შეგვექმნება არა ვართ მისი ერთგული და ჩვენ
დარდს ვღალატობთ, როდესაც ვიტყობთ ჩვენ თავს, რომ
ცხოვრებისადმი ინტერესი დაგვიბრუნდა.
– მე დღეს, შუადღისას სასაფლაოზე ვიყავი და ვარდის ბუჩ-
ქი დავრგე მათეოს საფლავზე.
მე თქვა ანამ ჩაფიქრებულად. მე თეთრი შოტლანდიური
ვარდის ბუჩქიდან ყლორტი წავიღე რომელიც დიდი ხნის წინ
შოტლანდიიდან ჩამოიტანა დედამისმა. მათეუს ეს ვარდები
ყველაზე ძალიან უყვარდა – ისეთი პატარები და სურნელოვა-
ნი არიან ეკლიან ღეროზე. ამან მე გამახარა, რომ შევძელი და-
მერგო მის საფლავთან – თითქოს გავუკეთე ისეთი რამე, რაც
მას უყვარდა. ესიამოვნება გვერდზე რომ ასეთი ვარდები, ექ-
ნება სამოთხეში. შეიძლება ეს პატარა თეთრი ვარდები, რომ-
ლებიც ყოველ ზაფხულს ხარობდნენ თავისთან, მოგროვდნენ
იქ ერთად მას შეხვედროდნენ. ახლა უნდა წავიდე სახლში. მა-
რილა სულ მარტოა და შებინდებისას მარტოობას განიცდის.
ის უფრო მარტო იქნება მაშინ, შენ როცა გაემგზავრები კო-
ლეჯში თქვა მისი ალანმა,

337 მკითხველთა ლიგა


ანამ არაფერი არ უპასუხა. გამოემშვიდობა და ნელა წავიდა
მწვანე მეზონინში. მარილა წინა კარების კიბეებზე იყო ჩამომ-
ჯდარი. ანა გვერდზე დაუჯდა. მათ უკანა კარები გაღებული
ჰქონდათ.
ანამ მოწყვიტა ცხრატყავას რამდენიმე ტოტი და თმებში გა-
ირჭო. მას უყვარდა ამ შესანიშნავი ყვავილის სუსტი არომატი.
მაღლა იწევდა, როგორც კი ის გაინძრეოდა.
– ექიმი სპენსერი იყო, აქ, შენ რომ გასული იყავი – თქვა
მარილამ მან თქვა, რომ ექიმი იქნება ქალაქში ხვალ და მა-
ცივდება, რომ მე უნდა წავიდე და ჩემი თვალები შევიმოწმო.
მირჩევნია წავიდე ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს. მე
უდიდესად მადლობელი ვიქნები თუ ის კაცი შეეცდება შუშები
სწორად შემირჩიოს, რომელიც ჩემ თვალებს მოერგება. შენ
არაფერი გაქვს საწინააღმდეგო მარტო დარჩე, სანამ წასული
ვიქნები? დარჩები მარტო? მარტინი წამიყვანს სპეციალის-
ტთან. საუთოვებელს და ნამცხვრის გამოცხობას გიტოვებ.
– ნუ წუხართ, კარგად ვიქნები. ჩემთან დიანა მოვა და მარ-
ტო არ ვიქნები. გავაუთოებ და გამოვაცხობ კიდევაც. არ შეგე-
შინდეს ცხვირსახოცებს არ გავაკრახმალებ. დამცხვარში ტკი-
ვილგამაყუჩებელს არ ჩავდებ.
მარილას გაეცინა.
– რა გოგო იყავი იმ ხანად. სულ შეცდომებს უშვებდი და
გასაჭირში ვარდებოდი. გახსოვს ის დრო, თმები რომ შეიღე-
ბე?
– როგორ არ მახსოვს! არასდროს არ დამავიწყდება – გა-
ეღიმა ანას, ხელი შეახო მძიმე ნაწნავს, რომელიც მის ლამაზ
მოყვანილ თავს შემოხვეოდა – ახლა მეცინება, როცა ვფიქ-
რობ, როგორ ვდარდობდი ჩემ თმებზე და ჭორფლზე. ჭორფლი
თითქმის აღარა მაქვს და თმას რაც შეეხება, ხალხი სიკეთეს
იჩენს და წაბლისფერს უწოდებს. ჯოზი პაის გარდა გუშინ შე-
მატყობინა, რომ შენი თმა კიდევ უფრო წითელი გახდაო. შავი
კაბის ფონზე ძალიან წითლად მოჩანსო და მკითხა, ვისაც წი-
თელი თმა აქვს, ამას ეჩვევა თუ არაო. მარილა, მე გადავწყვი-
ტე ხელი ავიღო ცდაზე ჯოზი პაი შემიყვარდეს. მე ყველაფერს

338 მკითხველთა ლიგა


ვაკეთებდი რაც შემეძლო გმირულად. ვეცადე მისი შეყვარება,
მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა.
– ჯოზი პაია – თქვა მარილამ ცხარედ, – მაგათ ოჯახში ყვე-
ლანი ასეთები არიან, ის ვეღარასოდეს ვერ იქნება მიმზიდვე-
ლი. მე ვფიქრობ ასეთი ყაიდის ხალხი ზოგიერთ სასარგებლო
მიზანს ემსახურება. მაგრამ რაში მდგომარეობს, არ ვიცი
ბრტყელეკალაზე მეტად არ გამოიყენება ჯოზი სწავლებას აპი-
რებ?
– არა, ის მეორე წელიწადსაც წავა სემინარიაში ისევე რო-
გორც მუდი სპურჯენი და ჩარლი სლაინი. ჯენი და რუბი აპირე-
ბენ სწავლებას და ორივემ უკვე იშოვეს სკოლები სამუშაო –
ჯეინიმ ნიუბრიჯში და რუბიმ ვესტის რომელიმე ადგილას.
– გილბერტ ბლაითი სწავლებას აპირებს, არა?
– დიახ – იყო მოკლე პასუხი.
– რა კარგი შესახედაობის ყმაწვილია – თქვა მარიამ დაბ-
ნეულად. მე ეკლესიაში ვნახე გასულ კვირას. რა მაღალია და
ვაჟკაცური. ძალიან გავს თავის მამას, მაგის ასაკში რომ იყო.
ჩვენ დიდი მეგობრები ვიყავით, ხალხი ამბობდა შენი შეყვარე-
ბულიაო.
ანამ ინტერესით შეხედა.
– მერე რა მოხდა, მართლა? რატომ არ...
– ვიჩხუბეთ. მე არ ვაპატიე რომ მთხოვა. ცოტა ხნის შემდეგ
ვაპირებდი, მაგრამ იმან თავი შეურაცხყოფილად ჩათვალა და
გაბრაზდა. არ მინდოდა დასჯა, მაგრამ ის აღარ დაბრუნდა.
ბლაითები ამაყები არიან. დამოუკიდებელი. ვნანობდი. პატიე-
ბა მინდოდა.
– ისე რომ თქვენ რომანი გქონდათ.
– დიახ, მე ვფიქრობ, შეგიძლია ასე უწოდო. მე რომ მიყუ-
რებ, ამას არ იფიქრებდი. ხალხი გარეგნობით არ უნდა შეაფა-
სო. ყველას დავავიწყდით მე და ჯონი. მე თვითონაც დამავიწ-
ყდა, მაგრამ გილბერტი რომ ვნახე, ჩემ წინ გაცოცხლდა.

339 მკითხველთა ლიგა


თავი XXXVIII

გზაზე შესახვევი

მეორე დღეს მარილა ქალაქში წავიდა და საღამოს დაბრუნ-


და. ანა ბაღჩის ფერდობზე დიანასთან იყო და როცა სახლში
მოვიდა სამზარეულოში დახვდა. მაგიდასთან იჯდა თავი ხელ-
ზე ქონდა დაყრდნობილი, მწუხარე პოზაში. ანას მარილა არ
ენახა ასეთ ინერტულად რომ მჯდარიყო.
– ძალიან დაიღალეთ, მარილა?
– დიახ, – არ ვიცი – თქვა მარიამ დაღლილი ხმით. და თავი
ასწია. მე ვფიქრობ დაღლილი ვარ, მაგრამ საქმე მაგაში არ
არის.
– ოკულისტი ნახეთ? რა თქვა? – იკითხა ანამ აღელვებით.
– ჰო, ვნახე. გამოიკვლია თვალები. მითხრა იმ შემთხვევა-
ში თუ მთლიანად ავიღებ ხელს კითხვაზე, კერვაზე და ყველა
სხვა სახის სამუშაოზე, რაც გადაღლის მხედველობას და თუ
შეეცდებით არ იტიროთ. ამასთან ერთად ატარებთ სათვალე-
ებს, რომელსაც მე გამოგიწერთ, გაუარესება არ მოხდება, თა-
ვის ტკივილიც გაგივლით.
– მაგრამ თუ მე არ მივყვები ექიმის რეკომენდაციას, ექვსი
თვის შემდეგ მთლიანად დავბრმავდები. ბრმა! ანა აბა წარმო-
იდგინე. ანას პირველად საშინელების გამომხატველი წამოძა-
ხილი რომ აღმოხდა, მერე დადუმდა. იმას ეჩვენებოდა რომ
დალაპარაკების უნარი დაკარგა. შემდეგ იგი მხნედ ალაპა-
რაკდა.
– მარილა, ამაზე ნუ ფიქრობთ. ხომ ხედავთ, რომ ექიმმა
თქვენ იმედი მოგცათ, თუ ფრთხილად იქნებით მხედველობას
არ დაკარგავთ. და ეს უშველის თავის ტკივილს. ესეც დიდი
საქმეა.

340 მკითხველთა ლიგა


– ეს მე დიდ იმედს არ მინერგავს – თქვა მარილამ მწარედ.
სიცოცხლე რად მინდა, თუ მე ვერ შევძლებ კითხვას, რითიმე
არ ვიქნები დაკავებული. ეს ნიშნავს, ბრმა ხარ ან მკვდარი. ტი-
რილს რაც შეეხება, ვერ მოვითმენ, როცა მარტო ვარ – ერთ
ფინჯან ჩაის თუ დამისხამ, მადლობელი ვიქნები, ჯობია ამის
შესახებ არ ილაპარაკოთ. ჯერ-ჯერობით არავინ არ უნდა გა-
იგოს. ვერ ვიტან ხალხი რომ მოდის, კითხვებს მაძლევს და მი-
ცოდებენ.
– როდესაც მარილამ ივახშმა ანამ დაითანხმა წასულიყო
დასაძინებლად. ანა გაემართა მეზონინში, დაჯდა ფანჯარას-
თან სიბნელეში, ცრემლები მოერია და გული დაუმძიმდა, სამ-
წუხარო ცვლილებები მოხდა მას შემდეგ, რაც ის იჯდა ღამე
სახლში დაბრუნების შემდეგ! ის იყო იმედითა და სიხარულით
სავსე და მომავალი ვარდისფრად ეხატებოდა. ანას ისეთი შეგ-
რძნება ჰქონდა, როცა დასაძინებლად წავიდა, რომ თითქოს
ბაგეებზე ღიმილი დასთამაშებდა, გულში კი სიმშვიდეს და-
ესადგურებინა. ის თავის მოვალეობას უყურებდა მხნედ სახე-
ში და მეგობარს ხედავდა მასში და თავის ვალ, ის ხვდებოდა
გულღიად. ერთ საღამოს რამდენიმე დღის შემდეგ მარილა ნე-
ლა შემოვიდა წინა ეზოდან, სადაც ის ელაპარაკებოდა მნახ-
ველს – კაცს, რომელსაც ანა იცნობდა შესახედაობით რო-
გორც სადლერს კარმოდიდან. ანას გაუკვირდა რის თქმა შე-
ეძლო მას ასეთი სახე რომ მიიღო მარილამ.
– რა უნდოდა მისტერ სადლერს, მარილა?
– მარილა დაჯდა ფანჯარასთან და შეხედა ანას. თვალებში
ცრემლები ედგა ოკულისტის გაფრთხილების მიუხედავად.
– გაიგონა, რომ მწვანე მეზონინის გაყიდვა გვინდოდა და
უნდა ეყიდა.
– ყიდვა! მწვანე მეზონინის ყიდვა? – ანა განცვიფრდა ეს
რომ გაიგონა – ო, მარილა, თქვენ გაყიდვას უპირებთ მწვანე
მეზონანს!
– ენ, არ ვიცი როგორ მოვიქცე, მე ათასნაირად ვიფიქრე
თვალებს რომ არ ემტყუნა ჩემთვის, დავრჩებოდი აქ და აქაუ-
რობას გავუძღვებოდი და მოვუვლიდი. კარგ მოჯამაგირესთან

341 მკითხველთა ლიგა


ერთად. მაგრამ როგორი მდგომარეობაც არის ამჟამად, არ
შემიძლია. შეიძლება მხედველობა მთლიანადაც დავკარგო
და რას გავხდები. არასოდეს არ ვიფიქრებდი, რომ ამ დღეს
მოვესწრებოდი, რომ სახლი გამეყიდა, საქმე სულ უკან-უკან
წავიდა და იძულებული ვარ. ბანკში ბოლო ცენტიც კი დაგვე-
კარგა. გადასახდელიც დაგვრჩა. მისის ლინდი მირჩევს ფერმა
გავყიდო და სადმე გადავიდე ალბათ თავისთან, მე ასე მგონია.
ბევრს ვერ მივიღებ და შენობაც ძველია. მე კი მეყოფა საცხოვ-
რებლად. მე მიხარია, რომ შენ სტიპენდია გაქვს, ანა ვწუხვარ
რომ არდადეგებზე ვერ ჩამოხვალ. მაგრამ, ვფიქრობ როგორ-
მე მოეწყობი.
მარილა დაიღუნა და მწარედ ატირდა.
– თქვენ არ უნდა გაყიდოთ მწვანე მეზონინი – თქვა ანამ გა-
დაწყვეტით.
– ო, ანა, არ მინდოდა მაგრამ იძულებული ვარ, თვითონ ხე-
დავ, მე არ შემიძლია აქ დარჩენა. მარტო გავგიჟდები დარდი-
საგან და სიმარტოვისაგან. და მხედველობასაც დავკარგავ ვი-
ცი ეს მოხდება.
– თქვენ მარტო არ დარჩებით, მარილა მე ვიქნები, თქვენ-
თან – მე არ მივდივარ რედმონდში.
– რედმონდში არ მიდიხარ! მარილამ ასწია სახე ხელები-
დან და შეხედა ანას – როგორ თუ არ წახვალ!
– არ წავალ, დიახ. მე არ ავიღებ სტიპენდიას. მე მაშინ გა-
დაწყვიტე ეს, თქვენ რომ ქალაქიდან დაბრუნდით. როგორ
გგონიათ, მე შემიძლია თქვენ დაგტოვოთ გასაჭირში, ყველა-
ფერი იმის შემდეგ, რაც თქვენ გემიკეთეთ? მე ამაზე ვფიქრობ-
დი. ნება მომეცით ჩემი გეგმა გაგიმხილოთ. მისტერ ბარის უნ-
და შემდეგ წელს ჩვენი ფერმა აიღოს არენდით, ისე რომ ამაზე
ზრუნვა არ დაგჭირდებათ. მე მივმართე აქაურ სკოლას, მაგ-
რამ არ მოველი რომ მიმიღონ რადგანაც მე მესმის. მეურვეები
და პირდნენ გილბერტ ბლაითს. მაგრამ მე შემიძლია კარმო-
დის სკოლაში ვიშოვო მასწავლებლის ადგილი. მისტერ
ბლერმა მითხრა ამის შესახებ წინა ღამეს მაღაზიაში. მართა-
ლია ისეთი მოსახერხებელი არ იქნება როგორც ავონლაში

342 მკითხველთა ლიგა


მაგრამ შემიძლია სახლში ვიარო. ყოველ შემთხვევაში, სანამ
კარგი ამინდებია ზამთარშიც შემეძლება ჩამოსვლა პარასკე-
ობით. ამისათვის ერთ ცხენს დავიტოვებთ. მე ყველაფერი
დავგეგმე, მარილა. წაგიკითხავთ ხოლმე და გაგამხიარუ-
ლებთ. თქვენ არ მოიწყენთ, არც მარტოობას იგრძნობთ. ჩვენ
წყნარად და ბედნიერად ვიცხოვრებთ ორნი.
მარილა ისმენდა ისე, თითქოს სიზმარში იყო.
– ო, ანა, მე მართლაც კარგად ვიგრძნობ თავს შენ თუ სახ-
ლში იქნები. ვიცი. მაგრამ მე არ მინდა შენ მსხვერპლი გაიღო
ჩემი გულისთვის. ეს საშინელება იქნება.
– სისულელეა! – ანამ მხიარულად გაიცინა – მსხვერპლის
შეწირვა არ იქნება. ამაზე უარესი ჩემთვის არაფერია, რო-
გორც მწვანე მეზონინის დაკარგვა.
– ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი საყვარელი ძველი სახ-
ლი. ჩემი გადაწყვეტილება მტკიცეა. მე ვაპირებ აქ დარჩენას
და ბავშვების სწავლებას. ჩემზე ოდნავადაც ნუ წუხართ.
– მერე შენი მისწრაფებები?
– მისწრაფებები იმდენი მაქვს, რამდენიც მქონდა. მე მხო-
ლოდ მისწრაფებების ობიექტი ვარ. მე მინდა კარგი მასწავლე-
ბელი ვიყო და მინდა თქვენი მხედველობა გადავარჩინო. გარ-
და ამისა, ვგულისხმობ სახლში ვიმეცადინო – გავიარო კოლე-
ჯის კურსი თვითონ. ო, მე ათასი გეგმა მაქვს, მარილა. ამაზე
მთელი კვირაა ვფიქრობ. ცხოვრებას უნდა მივცე რაც ჩემში
საუკეთესოა და მჯერა, რომ ისიც სამაგიეროდ მომცემს, რაც
მასში საუკეთესოა. როდესაც მე ვამთავრებდი სემინარიას ჩე-
მი მომავალი მოჩანდა გადაჭიმული როგორც სწორი გზა. მე
ვფიქრობდი, ვხედავდი მომავალს შორ მანძილზე. ახლა შე-
სახვევი გაჩნდა მასზე. არ ვიცი რა არის შესახვევს იქით, მარი-
ლა. მე მაინტერესებს როგორ გზა მიდის თავისთავად. ამ შე-
სახვევსაც თავისი ხიბლი აქვს, მარილა. საინტერესოა როგო-
რი გზაა, როგორ სიმწვანეში, როგორი განათებაა, როგორი
ჩრდილებია, ახალი პეიზაჟი, ახალი სილამაზე, როგორი გო-
რაკები და ველები – ჩემი აზრით, მე ხელს გიშლი მიზნის ას-
რულებაში – თქვა მარილამ, იგულისხმა სტიპენდია.

343 მკითხველთა ლიგა


– თქვენ არ შეგიძლიათ ხელი შემიშალოთ. მე თექვსმეტი
წლისა ვარ და ვირივით ჯიუტი, როგორც მისის ლინდმა თქვა
ერთხელ გაეცინა ანას – ო, მარილა, ნუ მიცოდებთ, არ მიყ-
ვარს, როცა მიცოდებენ. არც არის ამის საჭიროება. მე გახარე-
ბული ვარ, ჩემ ძვირფას, მეზონინში რომ დავრჩი. ისე არავის
ეყვარება ეს, როგორც თქვენ და მე გვიყვარს – ისე რომ უნდა
გავუფრთხილდეთ.
– დალოცვილი გოგო ხარ! – უთხრა მარილამ ვგრძნობ,
რომ შენ ახალ ძალას მმატებ. ვგრძნობ, რომ უნდა გაიძულო
კოლეჯში წასვლა, მაგრამ არ შემიძლია. ამიტომ ისე მოიქეცი,
როგორც საჭიროდ ჩათვალო.
როდესაც ავონლეაში გახმაურდა, ანა შირლი კოლეჯში
აღარ მიდისო, სახლში რჩება მასწავლებლობას აპირებსო,
ხალხმა, რომლებმაც არ იცოდა მარილას თვალების ამბავი,
ჩათვალეს, რომ ანა სულელია. მაგრამ მისის ალანი სხვანაი-
რად ფიქრობდა. ერთ საღამოს მოვიდა მათთან. ანა და მარი-
ლა კარის წინ ისხდნენ ზაფხული ბინდ-ბუნდში. თბილი საღამო
იყო, მათ უყვარდათ აქ ჯდომა შებინდებისას. პიტნის არომატი
ავსებდა ჰაერს. მისის ალანმა თავისი მოწონება გამოხატა
ანას გადაწყვეტილების გამო, არც მისის ლინდი ამტყუნებდა
ანას.
ერთ დღეს მოვიდა მათთან და ქვის სკამზე ჩამოჯდა ბაღში.
მის უკან მაღალი ვარდისფერი და ყვითელი ბალბა იზრდებო-
და. დაღლილობის გამო იგი ჯერ ოხვრას მოყვა და შემდეგ და-
ილაპარაკა მიხარია, რომ დავჯექი. მთელი დღე ფეხზე ვარ და
ორასი ფუნტი დიდი ტვირთია ორი ფეხისათვის. აბა სცადეთ და
ატარეთ! დიდი ღვთის წყალობა მსუქანი არ იყო, მარილა.
დარწმუნებული ვარ ამას აფასებ, მარილა. აბა, ანა, რას მეტ-
ყვი? გავიგე უარი გითქვამს უნივერსიტეტში წასვლაზე. საშინ-
ლად გამიხარდა, როდესაც გავიგე. შენ უკვე მიიღე განათლე-
ბა. ქალისათვის რაც საჭიროა. მე არა მწამს გოგოებისთვის
კოლეჯში სწავლა კაცებთან ერთად. თავი გამოიჭედონ ლათი-
ნურით, ბერძნულით და კიდევ სხვა სისულელეებით.

344 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ მე ვაპირებ ვიმეცადინო ლათინურშიც და ბერ-
ძნულშიც და ვისწავლო ყველაფერი, რასაც იქ გადიან.
მისის ლინდმა ზეცაში აღაპყრო ხელები შიშის ზარის გამო-
სახატავად.
– ანა შირლი, თავი უნდა მოიკლა?
სრულებითაც არა. მე ეს წარმატებას მომიტანს. თავს არ გა-
დავიღლი. ბევრი თავისუფალი დრო მექნება გრძელი ზამ-
თრის საღამოებში და არა მაქვს მიდრეკილება ქარგვისადმი.
ალბათ იცით, კარბოდიში ვაპირებ მუშაობას.
– არ ვიცი, მე მგონი შენ აქ, ავონლაში უნდა ასწავლო. მე-
ურვეები შენ აყვანას აპირებენ სკოლაში.
– მისის ლინდ! – იყვირა ანამ და გაკვირვებული ფეხზე წა-
მოხტა – როგორ, მე გავიგე ისინი დაპირდნენ გილბერტ ბლა-
ითს!
– დაპირდნენ, მაგრამ როგორც კი გილბერტმა გაიგო, რომ
შენ განცხადებით მიგიმართავს, წავიდა მათთან. მათ თათბი-
რი ქონდათ სკოლაში და უარი უთხრა თანამდებობაზე. შენს
სასარგებლოდ. თვითონ გადადის უვაიტ სენდში. შენი გული-
სათვის თქვა უარი, იმიტომ რომ შენ გინდა დარჩენა მარილას-
თან და უნდა გითხრა, თავი გამოიჩინა როგორც კეთილშო-
ბილმა და მგრძნობიერმა ადამიანმა. თავი გასწირა. ამიტომ
რომ ოთახი უნდა დაიქირაოს უვაიტსენდში და ყველამ იცის,
რომ ფულის მოგროვება უნდა უნივერსიტეტში სწავლის გასაგ-
რძელებლად. ამიტომ მეურვეებმა გადაწყვიტეს შენი აყვანა.
მე საშინლად გამიხარდა, როდესაც ტომასმა მითხრა სახლში
რომ მოვიდა ეს ამბავი.
– არამგონია მე უნდა მივიღო ის, წაიბურტყუნა ანამ – მე არ
უნდა მივცე საშუალება გილბერტს ასეთი მსხვერპლი გაიღოს
ჩემი გულისათვის.
– ვფიქრობ, შენ ვერ შეუშლი ხელს ახლა. მან უკვე მოაწერა
ხელი ქაღალდებს უატსენიდის მეურვეებთან. ამიტომ თუ უარს
ეტყვი, ამითი არაფერი შეიცვლება. რა თქმა უნდა სკოლა შენ
გეკუთვნის. შენთვის ახლა კარგი იქნება მუშაობა. მეპაიეები
აღარ არიან, ბოლო იყო ჯოზი, ისიც იყო რა! ბოლო ოცი წელი

345 მკითხველთა ლიგა


იყვნენ იქ მეპაიეები. მათი დანიშნულება იყო მასწავლებლები-
სათვის მოთმინება ესწავლებინათ. გაეხსენებინათ, რომ სკო-
ლა არ არის მათი სახით. ღმერთო ჩემო! ეს რა ციმციმებს ბა-
რის მეზონინში?
– დიანა მატყობინებს, რომ მივიდე მასთან – გაეცინა ანას.
– ჩვენ შევინარჩუნეთ ძველი ჩვეულება. ბოდიში, მე გავიქ-
ცევი, და გავიგებ რა უნდა.
ანა როგორც ირემი გაიქცა სამყურებით მოფენილ ფერ-
დობზე და გაუჩინარდა ნაძვების ჩრდილში, აჩრდილების ტყე-
ში. მისის ლინდმა თვალი გააყოლა მას გამგებიანად.
– მასში ჯერ კიდევ ჭარბობს ბავშვურობა – ზოგიერთი
თვალსაზრისით, – მასში ქალურობა ჭარბობს შეედავა მარი-
ლა მისთვის ჩვეული დაღვრემილობით, რომელიც მას ერთი
წუთით დაუბრუნა. მაგრამ დაღვრემილობა აღარ იყო მისი ხა-
სიათისათვის დამახასიათებელი თვისება, როგორც მისის
ლიდმა უთხრა მას იმ ღამეს.
– მარილა კათბერტი გახდა მშვიდი, ეს ფაქტია. ანა წავიდა
ავონლეას პატარა სასაფლაოზე შემდეგ საღამოს და იქ გაჩერ-
და შებინდებამდე. მოსწონდა აქაური სიმშვიდე. ალვის ხეების
შრიალი, რაც მეგობრულ საუბარს აგონებდა, ბალახის ჩურჩუ-
ლი, რომლებიც საფლავებს შორის გაზრდილიყო. როდესაც
მან საბოლოოდ სასაფლაო დატოვა და ქვევით დაეშვა მოელ-
ვარე წყლების მიმართულებით, მზე უკვე ჩავიდა და მთელ
ავონეა თვლემა ნახევრად განათებულ ჰაერში, საღი ჰაერი
უბერავდა სამყურებით მოფენილი ფერდობიდან. სახლებში
სინათლე აციმციმდა და გაანათა კარმიდამოები. ხეების წინ
ზღვა იყო გადაშლილი და ისმოდა უჩინარი ბუტბუტი. ამ სილა-
მაზემ ანაში თრთოლა გამოიწვია. მან სული გაუხსნა ძვირფას
ძველ სამყაროს და დაიჩურჩულა. რა მშვენიერი ხარ როგორ
მიხარია, რომ მე შენში ვცოცხლობ. გორაკის დაბლა ბრაილ-
ტების კარმიდამოდან ალაყაფის კარებიდან მაღალი ყმაწვი-
ლი გამოვიდა სტვენით. როდესაც ანას თვალი ჰკიდა სტვენა
შეწყვიტა, ეს იყო გილბერტი. ქუდი მოიხადა თავაზიანად და

346 მკითხველთა ლიგა


ჩუმად აპირებდა გზის გაგრძელებას, ანას რომ არ შეეჩერები-
ნა და ხელი არ გაეწოდებინა მისთვის.
– გილბერტ! – წარმოსთქვა მან და ლოყები აუჭარხლდა.
– მე მინდა მადლობა გადაგიხადო სკოლა რომ დასთმე ჩემი
გულისთვის. შენი მხრიდან ეს დიდი სიკეთე იყო. იცოდე, რომ
ამას ძალიან ვაფასებ.
გილბერტმა გამოშვერილი ხელი მხურვალედ ჩამოართვა.
– ამაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. კმაყოფილი
ვიყავი პატარა სამსახური რომ გაგიწიე. ამის შემდეგ ჩვენ მე-
გობრები ვიქნებით? ნამდვილად მაპატიე ძველი დანაშაული?
ანას გაეცინა და ამაოდ შეეცადა ხელის გამორთმევას.
– მე შენ იმ დღეს გაპატიე გუბურასთან – თუმცა მე თვითონ
არ ვიცოდი. რა ჯიუტი პატარა ბატი ვიყავი მაშინ. მე შემიძლია
აგრეთვე გულახდილად ვაღიარო, რომ ამის შემდეგ მე სულ
განვიცდიდი, რომ არ გითხარი.
– ახლა ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიქნებით. თქვა გახა-
რებულმა გილბერტმა – ჩვენ ერთმანეთთან სამეგობროდ
ვართ შექმნილნი. შენ ბედს დიდხანს და უტეხად გაურბოდი.
ვიცი, ჩვენ ერთმანეთს ბევრ რამეში დავეხმარებით, სწავლის
გაგრძელებას რომ აპირებ, არა? მეც. წამოდი, სახლამდის მი-
გაცილებ.
ანა შევიდა სამზარეულოში.
– ვინ იყო შენთან ერთად რომ მოდიოდა, ანა?
– გილბერტ ბლაითი უპასუხა ანამ. თან ბრაზობდა, ხომ წით-
ლდებოდა – ბარის გორაკთან შევხვდი.
– არ მეგონა შენ და გილბერტი ასეთი კარგი მეგობრები თუ
იყავით, რომ ალაყაფის კარებთან მთელი ნახევარი საათი იყა-
ვით გაჩერებული ლაპარაკში გართული – თქვა მარილამ შემ-
პარავი ღიმილით.
– კარგი მეგობრები კი არა, კარგი მტრები ვიყავით, მაგრამ
ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო ჭკვიანური იქნება თუ მომავალში
კარგი მეგობრები ვიქნებით. მართლა ნახევარი საათი ვიდე-
ქით ალაყაფის კარებთან? ასე მეგონა სულ რაღაც რამდენიმე

347 მკითხველთა ლიგა


წუთი იყო გასული. მაგრამ წარმოიდგინეთ, ხუთი წლის დაკარ-
გული საუბრები უნდა ავინაზღაუროთ, მარილა.
ანა დიდხანს იჯდა ფანჯარასთან იმ ღამეს, გულზე სიხარუ-
ლი ეფონა. ქარი არხევდა ალუბლის ტოტებს, ბაღჩიდან პიტ-
ნის სუნი მოდიდა ღარტაფში ნაძვის წვერებთან ვარსკვლავები
ციმციმებდნენ. დიანას ფანჯრებიდან სინათლე ხეებს შორის
აღწევდა. ანას ჰორიზონტი შევიწროვდა, რაც ის სემინარიიდან
დაბრუნდა. მართალია გზა მის ფერხთით ვიწრო იყო, მაგრამ
იცოდა, რომ მისი წყნარი ბედნიერების ყვავილები გაიფურ-
ჩქნებოდა. ღირსეული მისწრაფებები და გულითადი მეგობ-
რობა გახდებოდა მისი ბედნიერება. არავის არ შეუძლია
ფრთები შეუკვეცოს მის ფანტაზიას და მის იდეებს სამყაროზე.
ყოველთვის გამოჩნდება გზაზე შესახვევი.
ღმერთია ზეცაში – სამყაროც წესრიგშია – დაიჩურჩულა
ანამ წყნარად.

348 მკითხველთა ლიგა

You might also like