You are on page 1of 5

შუალედური გამოცდის ტესტი

საგანი: ეკონომიკური განვითარება (ვარიანტი 1)


ლექტორი: პროფესორი რამაზ აბესაძე
სტუდენტი:
----------------------------------------------------------
1. დავუშვათ ქვეყნის მშპ გაიზარდა 5%-ით. რა შეიძლება ითქვას დაზუსტებით: ადგილი
აქვს ეკონომიკურ ზრდას თუ ეკონომიკურ განვითარებას?
ა) ეკონომიკურ ზრდას
ბ) ეკონომიკურ განვითარებას
გ) როგორც ჶეკონომიკურ ზრდას, ისე ეკონომიკურ განვითარებას
--------------------------
2. პარლამენტმა მიიღო ეკონომიკისათვის უმნიშვნელოვანესი პროგრესული კანონები. მათი
განხორციელება ხელსშეუწყობს თუ არა ეკონომიკურ განვითარებას?
ა) დიახ
ბ) არა
გ) მათ შორის კავშირი არ არსებობს
------------------------------
3. რას ნიშნავს ეკონომიკური ზრდა?
ა) ეკონომიკის მასშტაბების რაოდენობრივად გადიდებას
ბ) ეკონომიკის სრულყოფას, მის ახალ თვისებრიობაში გადასვლას
გ) ეკონომიკის როგორც რაოდენობრივად გადიდებას, ისე მის ახალ თვისებრიობაში
გადასვლას
--------------------------------
4. რას ნიშნავს ეკონომიკური განვითარება?
ა) ეკონომიკის სრულყოფას, მის ახალ თვისებრიობაში გადასვლას
ბ) ეკონომიკის როგორც რაოდენობრივად გადიდებას, ისე მის ახალ თვისებრიობაში
გადასვლას
გ) ეკონომიკის მასშტაბების რაოდენობრივ გადიდებას
------------------------------
5. ვინ არის ახალი ინდუსტრიული საზოგადოების თეორიის წარმომადგენელი?
ა) ჯ. გელბრეიტი
ბ) დ. ბეილი
გ) უ. როსტოუ
-------------------------------
6. ცივილიზაციათა შეჯახების თეორია გულისხმობს, რომ:
ა) “ცივი ომის” შემდეგ მსოფლიო სულ უფრო მრავალპოლარული გახდა, როგორც
პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით
ბ) “ცივი ომის” შემდეგ მსოფლიო გათავისუფლდა პოლიტიკური დაძაბულობისაგან
გ) “ცივი ომის” შემდეგ მსოფლიო გათავისუფლდა სამხედრო დაძაბულობისაგან
-------------------------------
7. ეკონომიკური კლების დროს:
ა) მოსახლეობის კომფორტი კლებულობს
ბ) მოსახლეობის კომფორტი იზრდება
გ) ადგილი აქვს დაქვეითებას
----------------------------
8. განმარტეთ ცნება – “მეწარმეობა”
ა) ნებისმიერი სამეურნეო საქმიანობა
ბ) იგივეა რაც “ბიზნესი”
გ) ინოვაციური სამეურნეო საქმიანობა
---------------------------
9. შეიძლება თუ არა ჰქონდეს ადგილი ეკონომიკურ განვითარებას ეკონომიკური
დაქვეითების პირობებში?
ა) დიახ
ბ) არა
გ) მათ შორის კავშირი არ არსებობს
--------------------------------
10. უარყოფითი ადამიანისეული კაპიტალის დროს?
ა) ადამიანისეულ კაპიტალში გაწეული ინვესტიციები მეტია ვიდრე მიღებული შედეგი
ბ) ადამიანისეულ კაპიტალში გაწეული ინვესტიციები ნაკლებია ვიდრე მიღებული შედეგი
გ) უარყოფითი ადამიანისეული კაპიტალი არ არსებობს
--------------------------------
11. როდის აქვს ადგილი ეკონომიკურ ზრდას ეკონომიკური განვითარების გარეშე?
ა) ტრადიციული ეკონომიკის დროს
ბ) ინდუსტრიული ეკონომიკის დრო
გ) პოსტინდუსტრიული ეკონომიკის დროს
--------------------------------

12. რაოდენობრივი და თვისებრივი ცვლილებები ფიზიკურ კაპიტალში იწვევს:


ა) ფიზიკური შრომის სულ უფრო დაშორებას პროდუქციაზე უშუალო ზემოქმედებისაგან
ბ) ფიზიკური შრომის სულ უფრო დაახლოებას პროდუქციაზე უშუალო ზემოქმედებასათან
გ) მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას
--------------------------------
13. ეკონომიკური განვითარების ენერგეტიკული ფაქტორის ქვეშ იგულისხმება:
ა) ენერგიის რაოდენობრივ და თვისებრივ მხარეთა გავლენა ეკონომიკის სრულყოფის
პროცესებზე
ბ) ენერგეტიკის განვითარება
გ) ენერგეტიკის გარემოზე ნეგატიური გავლენა
--------------------------------
14. ტექნოლოგიური ცოდნა ნიშნავს:
ა) საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად საუკეთესო ტექნოლოგიების შერჩევას
ბ) ტექნოლოგიის სრულყოფას
გ) წარმოებაში ინოვაციების განხორციელებას
--------------------------------

15. ადამიანისეული კაპიტალის ძირითადი ელემენტებია:


ა) ფიზკური და სულიერი სიჯანსაღე; გონებრივი და ფიზიკური უნარი; ჩვევები
(პროფესიული და ინსტიტუციური); გამოცდილება (პროფესიული და ცხოვრებისეული);
ცოდნა (პროფესიული და ზოგადი); მოტივაცია
ბ) ფიზკური და სულიერი სიჯანსაღე
გ) გონებრივი და ფიზიკური უნარი
--------------------------------
16. რა გავლენას ახდენს ადამიანისეული კაპიტალის სრულყოფა ეკონომიკურ
განვითარებაზე?
ა) ზრდის შრომის ნაყოფიერებას და იწვევს დადებით გარეგან ეფექტებს
ბ) აუმჯობესებს ფიზიკურ კაპიტალს
გ) აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას
--------------------------------
17. რა დამოკიდებულებაა შრომის ენერგოაღჭურვილობასა და შრომის ნაყოფიერებას შორის?
ა) დადებითი დამოკიდებულება
ბ) უარყოფითი დამოკიდებულება
გ) მათ შორის კავშირი არ არსებობს
--------------------------------
18. როგორ ახდენს განათლება გავლენას ეკონომიკაზე?
ა) იგი არის სამუშაო ძალის მწარმოებლურობის ამაღლების უმთავრესი საშუალება, ასევე იგი
ზრდის მომხმარებელთა გემოვნებასა და მოთხოვნილებებს, რაც სრულყოფს ბაზარს
ბ) აუმჯობესებს ინსტიტუტებს
გ) აუმჯობესებს შრომის პირობებს
--------------------------------
19. რომელია დიდი ინოვაციები კაცობრიობის ისტორიაში?
ა) სამრეწველო რევოლუცია, სტანდარტიზაცია, მექანიზაცია, კონვეიერული ხაზები
ბ) კომპიუტერიზაცია
გ) რობოტიზაცია
--------------------------------
20. ინვესტიციები ადამიანისეულ კაპიტალზე შეიძლება განვიხილოთ როგორც
ინვესტიციები:
ა) განთლებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, თვითგანათლებაზე, გამოცდილების ამაღლებაზე,
მეცნიერებაზე და სხვა
ბ) ინსტიტუციების განვითარებაზე
გ) წარმოების განვითარებაზე
--------------------------------
21. ეკონომიკური სისტემების ორგანიზაციის მოდელებია:
ც) მხოლოდ წმინდა კაპიტალიზმი და ბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკა
დ) მხოლოდ წმინდა კაპიტალიზმი, ტრადიციული ეკონომიკა, შერეული ეკონომიკა
გ) შერეული ეკონომიკა, ბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკა, წმინდა კაპიტალიზმი,
ტრადიციული ეკონომიკა
---------------------------
22. განვითარების რომელი თეორია გამოყოფს ეკონომიკური ზრდის ხუთ ეტაპს.
ც) როსტოუს ეკონომიკური განვითარების სტადიების თეორია
დ) ტექნოლოგიური თეორია
ჰ) ინსტიტუციური თეორია
----------------------------
23. ტექნოკრატია არის:
ა)მმართველობის ისეთი ფორმა, სადაც ადამიანები თანამდებობებს იკავებენ მათი
კვალიფიკაციის მიხედვით
ბ) მმართველობის ფორმა, როდესაც თანამდებობები გადაეცემათ ადამიანებს მათ მიერ
დემონსტრირებული ტალანტის და შესაძლებლობების მიხედვით
გ) როდესაც ძალაუფლება ხალხის ხელშია
-------------------------
24. მბრძანებლური ეკონომიკისთვის დამახასიათებელია:
ა) ადმინისტრაციული აპარატის მიერ მესაკუთრეებისა და საწარმოების მიერ
შესასრულებელი ფუნქციების მიტაცება
ბ) ვაჭრობის შემთხვევითი ხასიათი
გ) წარმოების არქაული ფორმები
--------------------------
25. ვინ არის პოსტინდუსტრიული საზოგადოების თეორიის წარმომადგენელი?
ც) დ. ბელი
დ) ჯ. გელბრეიტი
გ) უ. როსტოუ
--------------------------
26. ერთიანი ცივილიზაციის თე¬ორია გულისხმობს, რომ:
ც) მსოფლიო გარდაიქმნება ერთიან საზოგადოებად
დ) “ცივი ომის” შემდეგ მსოფლიო სულ უფრო მრავალპოლარული გახდა, როგორც
პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით
გ) მსოფლიოს ექნება ერთიანი სავაჭრო სივრცე
--------------------------
27. გამოგონება ესაა:
ა) მეცნიერულ აღმოჩენებზე დაყრდნობით სიახლის შექმნანა
ბ) ადამიანის საქმიანოის სხვადასხვა სფეროში სიახლის დანერგვის პროცესი, რომელსაც
მოჰყვება პროგრესული ცვლილებები
გ) ცოდნის და ინოვაციების ნაკადი
--------------------------
28. უმაღლესი ტექნოლოგიების დარგებს არ მიეკუთვნება:
ა) მიკროელექტრონიკა
ბ) ბიოტექნოლოგია
გ) კვების მრეწველობა
---------------------------
29. მართვის ქსელურ მეთოდს იერარქიული მართვის მეთოდთან შედარებით გააჩნია
შემდეგი უპირატესობები:
ა) ქსელში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდასთან ერთად წარმოებული პროდუქციისგან
მიღებული სარგებლიანობა იზრდება
ბ) შემოსავლები გადანაწილების გამარტივება
გ) მართვის სტრუქტურის გამარტივება
---------------------------
30. ვინ არის სუპერინდუსტრიალიზმის თეორიის ავტორი:
ა) ალვინ ტოფლერი
ბ) უილიამ როსტოუ
გ) გერი ბეკერი
-------------------------
31. ადამიანისეული კაპიტალი (ადამიანისეული კაპიტალის არსი და ელემენტები,
ეროვნული ადამიანისეული კაპიტალი, უარყოფითი ადამიანისეული კაპიტალი)

You might also like