You are on page 1of 2

ხელშეკრულება N

__ _________ 2021 წელი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ, აუქციონის


გარეშე დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე

ერთი მხრივ, სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა (შემდგომში − სკოლა) და მეორე მხრივ,
მარიამ ჭუმბურიძე___ს (პირადი ნომერი___01301102856___) (შემდგომში მოსწავლე)
მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ____ნათია ქიტესაშვილი____ (პირადი
ნომერი___01003012965___) (შემდგომში მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი) ვდებთ
წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი


ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სკოლის ბალანსზე რიცხული, ამ ხელშეკრულების დანართით
(მიღება-ჩაბარების აქტით) გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის (შემდგომში − სახელმძღვანელოები)მოსწავლის
მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით
სარგებლობაში გადაცემა.

მუხლი 2. მხარეთა უფლება-მოვალეობანი


1. მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე,
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით, მიიღოს სახელმძღვანელოები.
2. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მოსწავლის მიერ სახელმძღვანელოების გამოყენება მხოლოდ სასწავლო პროცესის
მიზნებისათვის და სახელმძღვანელოების სათანადო მოვლა-პატრონობა.
ბ) არ დაუშვას მოსწავლის, ასევე ნებისმიერი პირის მიერ სახელმძღვანელოების გადაცემა მესამე
პირებისათვის.
გ) სკოლას აუნაზღაუროს სახელმძღვანელოებისათვის მოსწავლის ან ნებისმიერი პირის მიერ განზრახ
ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული, ასევე დაკარგვით/განადგურებით გამოწვეული
ზიანიდა ჩაანაცვლოს სახელმძღვანელო იმავე მახასიათებლების სახელმძღვანელოთი.
დ) დაუბრუნოს სკოლას სახელმძღვანელოები ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, ასევე
მოსწავლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობის განხორციელების ან მოსწავლის
სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში, არაუმეტეს 6 ქულით მდგომარეობაში საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელმძღვანელოების მოვლა-
პატრონობის შეფასების შკალის მიხედვით.
3. სკოლა ვალდებულია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უსასყიდლოდ, აუქციონის
გარეშე, დროებით სარგებლობაში გადასცეს სახელმძღვანელოები.
4. სკოლა უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სახელმძღვანელოებისათვის
მოსწავლის ან ნებისმიერი პირის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული, ასევე
დაკარგვით/განადგურებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით სახელმძღვანელოს
ჩანაცვლება იდენტური შინაარსის და რედაქციის სხვა სახელმძღვანელოთი.
ბ) მოსთხოვოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სახელმძღვანელოების ამ
ხელშეკურულების ვადის გასვლამდე დაბრუნება მოსწავლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი
წესით მობილობის განხორციელების ან მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში.
მუხლი 3. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
მხარეთა შორის ყველა სადავო საკითხი გადაიჭრება მოლაპარაკების გზით. აღნიშნულის
შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის წამოჭრილი
ნებისმიერი დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ცვლილების შეტანა


1. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და
მოქმედებს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისადა
არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის  შესახებ“ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანებით შესაბამისი
კლასისათვის გათვალისწინებული სასწავლო პროცესის დასრულების თარიღამდე, ხოლო სკოლის
მიერ სემესტრული/წლიური/საშემოდგომო გამოცდების დანიშვნის შემთხვევაში,
სემესტრული/წლიური/საშემოდგომო გამოცდების დასრულებამდე.
2. ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე,
მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სახელმძღვანელოების სკოლისათვის
დაბრუნების ან ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში.
3. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ
წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები

სკოლა მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი

სსიპ - ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა

საიდენტიფიკაციოკოდი: 200087191 ________ნათია ქიტესაშვილი

მის: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ. დუმბაძის პრ. პირადი №_01003012965

ტელ.: 0322 64 53 07 მისამართი: ნაძალადევის რაიონი

დირექტორის მ.შ. ___ფირცხალავას 33ბ

თინათინ ალავიძე ტელ.: 555374639

______________________________________

(ხელმოწერა) ____ნ.ქიტესაშვილი

(ხელმოწერა)

You might also like