You are on page 1of 1

ხელშეკრულება #

ქ. თბილისი ---------------------------- 2020წელი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით


სარგებლობაში გადაცემაზე

ერთი მხრივ საჯარო სამართლის იურიდიული პირი #98 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი მომცელიძე
(შემდგომში − სკოლა) და მეორეს მხრივ -------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-––––––---
(მოსწავლის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი,) (შემდგომში მოსწავლე) მშობელი/ კანონიერი წარმომადგენელი

(მშობლის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი


-----–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------

ნომერი) (შემდგომში მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი) ,,ფიზიკური პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე
დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის თანხმობის მიცემის
თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 ივლისის #834 განკარგულების შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სკოლის ბალანსზე რიცხული, ამ ხელშეკრულების დანართით (მიღება-ჩაბარების აქტით) გათვალისწინებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის (შემდგომში − სახელმძღვანელოები) მოსწავლის
მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გადაცემა.
მუხლი 2. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
1. მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით, მიიღოს
სახელმძღვანელოები.
2. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მოსწავლის მიერ სახელმძღვანელოების გამოყენება მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის და სახელმძღვანელოების სათანადო
მოვლა-პატრონობა.
ბ) არ დაუშვას მოსწავლის, ასევე ნებისმიერი პირის მიერ სახელმძღვანელოების გადაცემა მესამე პირებისათვის.
გ) სკოლას აუნაზღაუროს სახელმძღვანელოებისათვის მოსწავლის ან ნებისმიერი პირის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული, ასევე
დაკარგვით/განადგურებით გამოწვეული ზიანი და ჩაანაცვლოს სახელმძღვანელო იმავე მახასიათებლების სახელმძღვანელოთი.
დ) დაუბრუნოს სკოლას სახელმძღვანელოები ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, ასევე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არაუმეტეს 3 ქულით გაუარესებულ მდგომარეობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანებით განსაზღვრული სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების შკალის მიხედვით.
3. სკოლა ვალდებულია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადასცეს
სახელმძღვანელოები.
4. სკოლა უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სახელმძღვანელოებისათვის მოსწავლის ან ნებისმიერი პირის მიერ განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით მიყენებული, ასევე დაკარგვით/განადგურებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით სახელმძღვანელოს ჩანაცვლება
იდენტური შინაარსის და რედაქციის სხვა სახელმძღვანელოთი.
ბ) მოსთხოვოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სახელმძღვანელოების ამ ხელშეკურულების ვადის გასვლამდე დაბრუნება მოსწავლის მიერ
კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობის განხორციელების ან მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში.
მუხლი 3. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
მხარეთა შორის ყველა სადავო საკითხი გადაიჭრება მოლაპარაკების გზით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებიდან გამომდინარე
მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ცვლილების შეტანა
1.ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და
მოქმედებს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებებში სასწავლოწლისადაარდადეგების  დაწყებისადადასრულების  
თარიღებისგანსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის #84/ნ ბრძანებით შესაბამისი
კლასისათვის გათვალისწინებული სასწავლო პროცესის დასრულების თარიღამდე, ხოლო სკოლის მიერ სემესტრული/წლიური გამოცდების დანიშვნის
შემთხვევაში, სემესტრული/წლიური გამოცდების დასრულებამდე.
2. ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ
სახელმძღვანელოების სკოლისათვის დაბრუნების ან ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში.
3. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები

სკოლა მშობელი

_______________________________ ______________________________________

You might also like