You are on page 1of 6

ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის დასახელება


ბუნებისმეტყველება (არსებითი ფიზიკა და ბიოლოგია)

სასწავლო კურსის ტიპი


სავალდებულო

კრედიტების რაოდენობა
4 კრედიტი
ლექცია 30 საათი
დამოუკიდებელი მუშაობა 86 საათი
გამოცდები 4 საათი

სემესტრი
პირველი

სწავლების ენა
ქართული

ლექტორი
ლევან გულუა l.gulua@agruni.edu.ge
გიორგი მელაშვილი
g.melashvili@agruni.edu.ge
ლექტორი სტუდენტს უწევს კონსულტაციას წინასწარ შეთანხმებულ დროს.
სასწავლო კურსის წინაპირობა
საგანს წინაპირობა არ აქვს

სასწავლო კურსის მიზნები


ბუნებისმეტყველების კურსი მოიცავს ცოცხალი და არაცოცხალი სამყაროს არსის ძირითად პრინციპებს.
სტუდენტები გაეცნობიან თეორიებსა და აღმოჩენებს, რომლების საფუძველზე მოხდა თანამედროვე
ბუნებათმცოდნეობის ფორმირება და რომლებიც გავლენას ახდებენ ჩვენი ცხოვრების მრავალ ასპექტზე.
ლექცია-სემინარებზე შეისწავლება „ექსპერიმენტული აზროვნების წესი“, როგორც კლასიკური და
თანამედროვე ნაშრომების, ასევე სტუდენტების მიერ დამუშავებული პროექტების პრეზენტაციის
კრიტიკული განხილვის გზით.

კურსი მოიცავს თანამედროვე ფიზიკისა და ბიოლოგიის თითქმის ყველა სფეროს და მისი


მიზანია სტუდენტს მისცეს უმთავრესი ცოდნა ამ მეცნიერებათა არსებითი კანონებისა და
კანონზომიერებების შესახებ. კურსის მიზანია აგრეთვე სტუდენტებს მივცეთ წარმოდგენა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ურთიერთკავშირის შესახებ. სტუდენტები გაეცნობიან
თეორიებსა და აღმოჩენებს, რომლების საფუძველზე მოხდა თანამედროვე ბიოლოგიისა და
ფიზიკის ფორმირება და რომლებიც გავლენას ახდებენ ჩვენი ცხოვრების მრავალ ასპექტზე.
სტუდენტი:

კურსის შემადგენელი კომპონენტებია არსებითი ფიზიკა და ბიოლოგია.


ფიზიკა წარმოადგენს მსოფლმხედველობის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს. კურსი მოიცავს
თანამედროვე ფიზიკის თითქმის ყველა სფეროს და მისი დანიშნულებაა სტუდენტს მისცეს უმთავრესი
ცოდნა ფიზიკის არსებითი კანონებისა და კანონზომიერებების შესახებ.
ბიოლოგიის ნაწილი წარმოადგენს ბიოლოგიის ისტორიასა და მეთოდოლოგიას, კრიტიკული აზროვნების
[შემდგომი] განვითარებას, ექსპერიმენტული აზროვნების წესის გაცნობას.
კურსი არ არის გამიზნული საბუნებისმეტყველო სპეციალიზაციის აუდიტორიისათვის. ამიტომ, იშვიათი
გამონკლისების გარდა, არ იქნება გამოყენებული (თუნდაც) ელემენტარული კალკულუსი და რთული
ბიოლოგიური ანალიზი.

სწავლის შედეგები
სტუდენტი:
- ისწავლის როგორც ბუნების, ასევე სოციალური მოვლენების ადეკვატურად გააზრებას.
- ცოდნის საფუძველზე მიიღებს სწორ გადწყვეტილებებს.
- მიიღებს ფიზიკის კანონების ფუნდამენტების ცოდნას.
- მიიღებს კომპლექსურ წარმოდგენას საბუნებისმეტყველო დისციპლინების ურთიერთკავშირის
შესახებ.

შედეგად, სტუდენტი მიიღებს:


- ფიზიკის ფუნდამენტების ცოდნას.
- ეცოდინება ზოგადი ბიოლოგიური ტერმინოლოგია, მისი გამოყენების არე და ლიმიტები;
- დაეჩვევა მეცნიერული აზროვნების სტილს.
- ისწავლის როგორც ბუნების, ასევე სოციალური მოვლენების ადეკვატურად გააზრებას.
- ცოდნის საფუძველზე მიიღებს სწორ გადწყვეტილებებს.
- შეექმნება წარმოდგენა თანამედროვე ბიოლოგიის განვითარების განმსაზღვრელ ძირითად ეტაპებზე;
- გამოუმუშავდება ექსპერიმენტული აზროვნების უნარი, რაც სასარგებლო იქნება ნებისმიერ
საქმიანობაში

სწავლების და სწავლის მეთოდები


ლექცია-სემინარი
სასწავლო პროცესი წარიმართება: ლექციური კურსის, მეცადინეობის მეშვეობით.
ლექციაზე წინა მასალის მოკლე მიმოხილვის შემდეგ განხილული იქნება თემის ირგვლივ
არსებული ახალი თეორიული მასალა. ლექციის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება
თვალსაჩინოება Power Point-ში, ფოტოები, პლაკატები და სხვა საშულებები. ლექციის
შემადგენელი ნაწილია სტუდენტებთან ინტერაქცია.

შეფასების სისტემა
ტესტები ფიზიკაში– 30%
ორი ქვიზი ბიოლოგიაში - 20%
საშინაო დავალება ბიოლოგიაში (ლიტ.დამუშავება და ა.შ) - 10%
საბოლოო გამოცდა – 40%

თუ სტუდენტი ფიზიკის ნაწილში (ესე) ვერ გადალახავს 40% - იან ზღვარს და ბიოლოგიის ნაწილში
ჯამურად ვერ დააგროვებს 40%-ზე მეტს, არ დაიშვება ფინალურ გამოცდაზე

ლიტერატურა და ვებ რესურსები


1. სალექციო კურსი ფიზიკის ნაწილში (ელექტრონული ვერსია);

2. ბ. მიშველაძე თანამედროვე ბუნებისმეტყველების კონცეფციები, 2000 წ.

3. Концепции современного естествознания. Под редакцией С. И. Самыгина 2010 г

4. ბიოლოგია. ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი, მე-7 გამოცემა

(ბიოლოგიაში დავალებების შესასრულებლად და გამოცდების წარმატებით ჩაბარებისათვის


საკმარისია სალექციო მასალა (ყოველი ლექციის შემდეგ ამ ლექციის PowerPoint File–ს
გამოგიგზავნით email–ით) და ლიტერატურა (ორიგინალური სტატიები და მიმოხილვები ინგლისურ
ენაზე), რომელსაც ასევე გამოგიგზავნით PDF-ფორმატში.)

შინაარსი (კალენდარული გეგმა)

ლიტერატურა
კვირა დისციპლინა თემა
(გვერდების მითითებით)

1 არსებითი ფიზიკა ფიზიკა და მისი კავშირი სხვა 1 ლექცია (ელ. ვერსია)


მეცნიერებებთან. სივრცე და დრო,
მოძრაობა, სიმეტრია და ასიმეტრია

ბიოლოგია შესავალი - რას შეისწავლის


ბუნებისმეტყველება? რას უნდა
მოელოდეთ ამ კურსისაგან.

არსებითი ფიზიკა კლასიკური მექანიკა და ნიუტონის 2 ლექცია (ელ. ვერსია)


კანონები, ნიუტონისა და აინშტაინის
სამყარო
2
ბიოლოგია სიცოცხლის უნიკალური ფორმები,
უცნაური ცხოველები და მცენარეები,
სოკოები.

არსებითი ფიზიკა შენახვის კანონები და სიმეტრია 3ლექცია (ელ. ვერსია)

3
ბიოლოგია გენეტიკა FOXP2გენი და ა.შ FOXP2 in focus: what can genes tell
us about speech and language?

არსებითი ფიზიკა ფარდობითობის პრინციპი, 4 ლექცია (ელ. ვერსია)


აინშტაინის ფარდობითობის
სპეციალური თეორია
4
ბიოლოგია გენური ინჟინერია და ბიოტექნოლოგია სტატია: Strauss 2000: When
გენმოდიფიცირებული ორგანიზმები: Malthus Meets Mendel
მითები და ფაქტები

არსებითი ფიზიკა აინშტაინის ფარდობითობის 5 ლექცია (ელ. ვერსია)


ზოგადი თეორია, გრავიტაცია და
დრო
5
ბიოლოგია ემოციების ბიოლოგია, სიყვარული, ბიოლოგიური სისტემების
შიში, ენდორფინები რეგულაციის ანალოგიები
ცხოვრებიდან

არსებითი ფიზიკა კორპუსკულარულ-ტალღური 6 ლექცია (ელ. ვერსია)


დუალიზმი, სინათლის ტალღური
6 და კვანტური ბუნება

ბიოლოგია ემოციების ბიოლოგია, სიყვარული,


შიში, ფერომონები, ადრენალინი.

7 არსებითი ფიზიკა ჰაიზენბერგის განუზღვრელობის 7 ლექცია (ელ. ვერსია)


პრინციპი, „დისკრეტულობა“,
კვანტური ფიზიკის ელემენტები

ბიოლოგია ადამიანის ფიზიოლოგიის საფუძვლები:


სისხლის მომოქცევის, ენდოკრინული,
ნერვული სისტემები
არსებითი ფიზიკა ნივთიერების ატომურ-მოლეკულური 8 ლექცია (ელ. ვერსია)
სტრუქტურა, ატომის აგებულება და
ელემენტარული ნაწილაკები

ბიოლოგია იმუნოლოგიის ძირითადი საკითხები


8
(იმუნიტეტი, ავტოიმუნური
დაავადებები, თავისიანი-უცხოს
გარჩევა); ხელოვნური განაყოფიერება:
უდიდესი აღმოჩენა მეცნიერული და
ჰუმანისტური თვალსაზრისით

არსებითი ფიზიკა ელექტროობა და მაგნეტიზმი 9 ლექცია (ელ. ვერსია)

ბიოლოგია სიცოცხლის წარმოშობის თეორიები, მომზადება დისკუსიისათვის;


დედამიწის წარმოშობს ისტორია სტატია: Bada 2003: Prebiotic Soup:
9
[Revisiting Miller] სტატია:
Campbell 1989: A Conversation with
S.Miller.
ლინკი გვინდა ვიდეო

არსებითი ფიზიკა თანამედროვე კოსმოლოგია. 10 ლექცია (ელ. ვერსია)


სამყაროს ევოლუცია, წარსული და
მომავალი. „დიდი აფეთქება“ და
ინფლაციური მოდელი,
10 ასტროფიზიკური ობიექტები: სუპერ
ნოვა, შავი ხვრელები, პულსარები

ბიოლოგია უხილავი სამყარო და მისი შესწავლა რომელიმე მიკრობის დეტალური


(ვირუსები, სასარგებლო და მავნე დახასიათება
მიკროორგანიზმები) პრიონები.

არსებითი ფიზიკა თვითორგანიზაცია ბუნებაში, 11ლექცია (ელ. ვერსია)


მდგრადი და არამდგრადი
წონასწორობა, თერმოდინამიკის

11
კანონები
ბიოლოგია შიდსის ბიოლოგიური საფუძვლები:

HIV-ინფიცირება, HIV-მატარებელი.
ეპიდემიოლოგიის პრინციპები.

12 არსებითი ფიზიკა სიცოცხლის წარმოშობა და 12ლექცია (ელ. ვერსია)


თერმოდინამიკის მეორე კანონი
ბიოლოგია რასობრივი თეორია, ბიოლოგიური თუ სტატია: Skinner 2006: Racialized
ეთიკური პრობლემა, „მეცნიერული“ Futures. სტატია: Jackson 2006: The
რასიზმის საფუძველი origins of scientific racism.

არსებითი ფიზიკა ბირთვული ფიზიკის ელემენტები, 13ლექცია (ელ. ვერსია)


რადიოაქტივობა, ჯაჭვური რეაქცია,
13 ატომური ენერგია, თერმო-
ბირთვული სინთეზი

ბიოლოგია ბიონიკა

არსებითი ფიზიკა თანამედროვე ფიზიკის მიღწევები: 14ლექცია (ელ. ვერსია)


ლაზერები, ნანოტექნოლოგია
14
ბიოლოგია ემბრიოგენეზი - ევოლუციის
მტკიცებულება

არსებითი ფიზიკა შემაჯამებელი ლექცია


15
ბიოლოგია კონსულტაცია

You might also like