You are on page 1of 1

ახალი ამბები განტვირთვა კარგი ამბები მართვის მოწმობა მართლწერა ძებნა შესვლა ან გაწევრიანება

iOS და Android აპლიკაციები:


ივარჯიშეთ ინტერნეტის გარეშე.
გადმოწერა iOS → · გადმოწერა Android →

გამოცდა ბილეთები ინფორმაცია სტატისტიკა * რეკლამა საიტზე KA 

მარეგულირებლის
მარეგულირებლის სიგნალების
სიგნალების ახსნა
ახსნა
ბევრისთვის მარეგულირებელი ერთ-ერთი ყველაზე „საშიში“ თემაა მართვის მოწმობის თეორიაში. რეალურად კი, ყველაფერი იმაზე
მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საქართველოში მოძრაობის მარეგულირებელ ოფიცერს სულ 3 სხვადასხვა სიგნალი აქვს
(სიგნალი, ანუ ხელების პოზიციის კომბინაცია).

სიტუაცია ოდნავ რთულდება, როდესაც ამ სამ სიგნალს გზაჯვარედინზე განვიხილავთ, როცა ყოველი მხრიდან მომავალი ავტომობილი
სხვადასხვა წესს ემორჩილება; მაგრამ არც ეს წესებია დაუძლეველი სირთულის. შეეცადეთ მარეგულირებლის ხელები ერთგვარ ღობედ
წარმოიდგინოთ — რომელსაც ვერცერთი მანქანა ვერ „გადაახტება“, მის გასწვრივ კი, ზოგჯერ, იმოძრავებს. მოიკრიბეთ ყურადღება და
დაიმახსოვრეთ ეს სამი სიგნალი:

სიგნალი 1:
ორივე ხელი განზე (ან ჩამოშვებული)
რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:

ზურგის მხრიდან მომავალი:


ყველა ავტომობილი ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის და
მკერდის პარალელურად)

მკერდის მხრიდან მომავალი:


მარეგულირებლის სიგნალების ახსნა
ყველა ავტომობილი ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის და
მკერდის პარალელურად)

გვერდებიდან (ხელების მხრიდან) მომავალი:


ყველა ავტომობილი მიდის მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ,
ტრამვაი მიდის მხოლოდ პირდაპირ

სიგნალი 2:
მარჯვენა ხელი წინ
რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:

მარჯვენა ხელის მხრიდან მომავალი:


ყველა ავტომობილი ჩერდება

ზურგის მხრიდან მომავალი:


ყველა ავტომობილი ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის
პარალელურად)

მკერდის მხრიდან მომავალი:


ყველა ავტომობილი მიდის მხოლოდ მარჯვნივ

მარცხენა (ჩამოწეული) ხელის მხრიდან მომავალი:


ტრამვაი მიდის მხოლოდ მარცხნივ,
ყველა სხვა ავტომობილი — ნებისმიერი მიმართულებით

სიგნალი 3:
მარჯვენა ხელი მაღლა
რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:

ოთხივე მხრიდან მომავალი:


ყველა ავტომობილი ჩერდება
ყველა ქვეითი ჩერდება
პატრულის, სახანძროს, სასწრაფოს მანქანებიც ჩერდება

მაგალითები
მაგალითები გზაჯვარედინზე
გზაჯვარედინზე
უფრო მეტი სიცხადისთვის, დააკვირდით ამ სიგნალებს გზაჯვარედინზე და ნახეთ, რა წესებს ემორჩილება ამ დროს სხვადასხვა მხრიდან
მომავალი განსხვავებული ტიპის ტრანსპორტი. (დააჭირეთ ღილაკებს სურათების ზედა კუთხეში)

სიგნალი 1:
ავტომობილები ტრამვაი ქვეითები
ორივე ხელი განზე (ან
ჩამოშვებული)

მაგალითები გზაჯვარედინზე

სიგნალი 2:
ავტომობილები ტრამვაი ქვეითები
მარჯვენა ხელი წინ

სიგნალი 3:
ავტომობილები ტრამვაი ქვეითები
მარჯვენა ხელი მაღლა

შემოგვიერთდით
11.3K 1056 681 197 274 344
გაუზიარეთ G+ OK

კომენტარები

© ყველა უფლება დაცულია შემოგვიერთდით ფეისბუქზე და პირველმა გაიგეთ


ახალი პროექტების შესახებ!

You might also like