You are on page 1of 53

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

როგორ მოვემზადოთ

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

თბილისი 2014

1
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფი

საგამოცდო კრებული წარმოადგენს „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის


საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით - „საავტორო და მომიჯნავე
უფლებების შესახებ“. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ ნებართვის
გარეშე დაუშვებელია ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანა, მისი რეპროდუქცია,
თარგმნა და სხვა საშუალებებით (როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული
ფორმით) გავრცელება, აგრეთვე იკრძალება საგამოცდო კრებულის გამოყენება
კომერციული მიზნებისათვის.

2
შესავალი

2014 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პირველად ჩატარდა


სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა აბიტურიენტებისათვის. გამოცდაში
მონაწილეობა მიიღო 143-მა აბიტურიენტმა, მათ შორის 132-მა გამსვლელი ქულა
მოიპოვა, რაც საერთო რაოდენობის თითქმის 91%-ია. იმისათვის, რომ
აბიტურიენტებს დახმარება გავუწიოთ სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის
მომზადების პროცესში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ
კრებულს - „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - სახვითი
და გამოყენებითი ხელოვნება“. კრებულში მოცემულია საგამოცდო პროგრამა სახვით
და გამოყენებით ხელოვნებაში, 2014 წელს გამოცდაზე გამოყენებული ტესტი,
განხილულია ტესტური დავალებები, წარმოდგენილია შეფასების კრიტერიუმები და
პრინციპები. სანიმუშო მასალად გამოყენებულია აბიტურიენტთა პასუხები,
რომელთაც თან ერთვის განმარტებები და რეკომენდაციები. მოცემულია ტიპური
შეცდომების ჩამონათვალი, რაც მთლიანობაში დაეხმარებათ, უკეთ გაიაზრონ
ტესტურ დავალებათა მოთხოვნები.
საგანი „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ პიროვნების აღზრდისა და
განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ცოდნის შეძენა სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების შესწავლის საფუძველზე ხელოვნების უნივერსალური
ენის შესწავლას და მისი საშუალებით ეროვნული და მსოფლიო კულტურული
ფასეულობების სხვადასხვა კონტექსტში გააზრებას (ემოციური, ისტორიული,
კულტურული, სოციალური, რელიგიური და ა. შ.) გულისხმობს, რაც ნიჭიერი,
ცნობისმოყვარე და განათლებული, ასევე დახვეწილი გემოვნების მქონე ახალგაზრდა
თაობის აღზრდას უწყობს ხელს. მსოფლიოს კულტურულ თავისებურებებს შორის
საერთო და განმასხვავებელი ნიშნების დადგენა, მოვლენებსა და საგნებს შორის
მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარება, ხელს უწყობს შემოქმედებითი და
ანალიტიკური აზროვნების, კვლევა-ძიებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების
განვითარებას. ხელოვნება, როგორც ემოციების გამოხატვის განუმეორებელი
საშუალება, ადამიანში სამყაროს ესთეტიკურ აღქმას აძლიერებს, განსხვავებულ
ხედვას უყალიბებს მას და თვითგამოხატვის საინტერესო საშუალებებს სთავაზობს.
საგანი „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ ორი - თეორიული და
პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ჩვენი გამოცდა მხოლოდ თეორიულ ნაწილს
ითვალისწინებს. ფაკულტეტები და სპეციალობები, რომელთათვისაც
მნიშვნელოვანია პრაქტიკული უნარების შემოწმება, აბიტურიენტთათვის
შემოქმედებით ტურებს ნიშნავენ.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შესწავლის საფუძველზე
განვითარებული სააზროვნო და პრაქტიკული უნარები უმაღლესი განათლების
მიღების მსურველებს სწავლისა და შემეცნების პროცესს საგრძნობლად
გაუადვილებს.
გისურვებთ წარმატებას!

3
შინაარსი

შესავალი.................................................................................................................3
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგამოცდო
პროგრამა აბიტურიენტებისათვის................................................................. 5

I თავი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი

1. ტესტის სტრუქტურა და ქულათა განაწილება............................................... 13


2. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი................................................... 16

II თავი

ტესტურ დავალებათა ტიპები, შეფასების სქემები და პრინციპები,


განმარტებები, რეკომენდაციები

1. დახურული კითხვები............................................................................................... 31
2. წინადადების შევსება ............................................................................ 32
3. დავალება პასუხით „ჭეშმარიტია-მცდარია“.............................................. 33
4. შესაბამისობის დადგენა....................................................................................... 35
5. ღია კითხვები.................................................................................................................. 37

4
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგამოცდო პროგრამა
აბიტურიენტებისათვის

გთავაზობთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგამოცდო პროგრამას,


რომელიც სრულ შესაბამისობაშია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების VI-IX
კლასების საგნობრივ სტანდარტთან და ითვალისწინებს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღვანელოებში შეტანილ
მასალას.

გამოცდაზე აბიტურიენტს მოეთხოვება:

 ფაქტობრივი მასალის ცოდნა და მისი გამოყენება;


 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცნებებისა და ტერმინების
ადეკვატური გამოყენება;
 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა
და მიზანმიმართული გამოყენება ნამუშევრის შექმნის თუ ანალიზის დროს;
 ეპოქის, მხატვრული მიმდინარეობისა და სტილისათვის დამახასიათებელი
ზოგადი ნიშნების გამოვლენა და მათი დაკავშირება ისტორიულ,
გეოგრაფიულ, ეთნიკურ, რელიგიურ, სოციალურ საფუძვლებთან;
 ხელოვნების ნაწარმოებებს შორის მსგავსი და განმასხვავებელი ნიშნების
მიგნება და შედარებითი ანალიზი;
 შემოქმედის გამომსახველობითი ენის, სტილის თავისებურებებისა და
სახვითი საშუალებების გააზრება და გარკვეული გავლენების აღმოჩენა;
 ხელოვნების ნაწარმოების ანალიზი, შეფასება, არგუმენტების ლოგიკურად,
დამაჯერებლად ჩამოყალიბება;
 ხელოვნების ნაწარმოებისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულების
გამოვლენა.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგამოცდო ტესტით შემოწმდება:

 საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გამოყენების უნარი;


 საკითხის გააზრების, ანალიზის, განზოგადებისა და დასკვნის გამოტანის
უნარი;
 შედარებითი ანალიზისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი;
 არგუმენტირების უნარი;
 შემოქმედებითი უნარი.

5
საკითხთა
საკითხთა დაზუსტება
ჩამონათვალი

საგნობრივი ცოდნა

• ხელოვნების ისტორიის პერიოდები, მიმდინარეობები და სტილები;


სტილისა და მიმდინარეობების მხატვრული მახასიათებლები.

• ტერმინები და მხატვრული ენა.

• სახვითი ხელოვნების დარგები, ჟანრები.

• სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები (ხაზი,


კონტური, ფერი, ფორმა, ორნამენტი, კოლორიტი, ტონალობა, შუქ-ჩრდილი,
გრადაცია, ფაქტურა, მოცულობა, მასშტაბი, მთლიანობა, პროპორცია,
სიმეტრია, წონასწორობა, სივრცე, ხედვის წერტილი, პერსპექტივა, რიტმი,
დინამიკა, კონტრასტი, კომპოზიცია).

• სახვითი მასალა და ტექნიკა (ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, აპლიკაცია,


მოზაიკა, ქაღალდის პლასტიკა, კოლაჟი, ანაბეჭდი, კომპიუტერული
ტექნოლოგიები, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება).

ხელოვნების ისტორია

პრეისტორიული სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის წარმოშობა, პრეისტორიული


ეპოქის ხელოვნება: პერიოდიზაცია, პალეოლითისა და ნეოლითის ხანის ძეგლები:
ხელოვნება მცირე პლასტიკა - ქანდაკება; გამოქვაბულის მხატვრობა (ტასილი,
ალტამირა, ლასკო), არქიტექტურა (დოლმენები, სტოუნჰენჯი).

ძველი
აღმოსავლეთის
ხელოვნება
ისტორიული მიმოხილვა/პერიოდიზაცია; წინადინასტიური, ძველი, შუა,
ა. ეგვიპტის
ახალი სამეფოების და გვიანდელი პერიოდის ეგვიპტური ხელოვნება -
ხელოვნება არქიტექტურა, ქანდაკება, რელიეფი, კედლის მხატვრობა (მასტაბები, გიზას
პირამიდები, მენტუხოტეპებისა და ხატშეფსუტის სატაძრო კომპლექსი

6
დეირ ელ-ბაჰარიში, ლუქსორის და კარნაკის სატაძრო კომპლექსები თებეში,
რამზესის ტაძარი აბუ-სიმბელში. ნარმერის ფილა, მწერალი კას ქანდაკება,
ხეფრენის დიდი სფინქსი, მემნონის კოლოსები, სამარხის კულტთან
დაკავშირებული პორტრეტული ქანდაკებები. სამარხის მხატვრობა; ამარნის
კულტურა: ეხნატონის, ნეფერტიტის ქანდაკებები, ახეტატონის სასახლის
რელიეფები და მოხატულობა; ტუტანხამონის სამარხის საგანძური, ფაიუმის
პორტრეტები).
ბ.
შუამდინარეთის
ხელოვნება ისტორიული მიმოხილვა/პერიოდიზაცია;
შუმერის და აქადის ხელოვნება
არქიტექტურა, ქანდაკება, გლიპტიკა - ურის ზიკურატი; გუდეას ქანდაკება,
საბეჭდავები.

ასურეთის ხელოვნება
არქიტექტურა, ქანდაკება და გლიპტიკა - სარგონ II-ის სასახლე დურ-
შარუკინში და მისი რელიეფები, შედუ სარგონ II-ის სასახლიდან,
აშურბანიპალ II-ის სასახლის რელიეფები ნინევიაში, საბეჭდავები.

ბაბილონის ხელოვნება
არქიტექტურა - იშტარის კარიბჭე, ქანდაკება და გლიპტიკა.

აქემენიდური ირანის ხელოვნება


არქიტექტურა - ფასარგადის, პერსეპოლისის არქიტექტურული
კომპლექსები, ქანდაკება, გლიპტიკა და გამოყენებითი ხელოვნება.
ძველი ანტიკური ხელოვნების პერიოდიზაცია; ანტიკური სამყაროს მიმოხილვა
საბერძნეთი, ისტორიულ-კულტურულ და სოციალურ კონტექსტში.
ელინიზმი და
რომი

ა. ეგეოსური კრეტა-მიკენის ხელოვნება (კნოსოსის სასახლის არქიტექტურა, ქანდაკება,


კედლის მხატვრობა; მიკენის აკროპოლისი - ლომების კარიბჭე, აგამემნონის
სამყაროსა და
ნიღაბი, კერამიკა).
ძველი
საბერძნეთის
ხელოვნება

ბ. ბერძნული არქიტექტურული ორდერი, კუროსები და კორები, კერამიკაზე მხატვრობა –


არქაული კერამიკული მხატვრობის სტილები.
ხელოვნება

7
გ.ბერძნული პერიოდიზაცია; არქიტექტურა, ქანდაკება, რელიეფი.
კლასიკური ადრეული კლასიკა (ათენა აფაიას ტაძარი კუნძულ ეგინაზე, დელფოსის
მეეტლე, მეხისმტყორცნელი ზევსის ქანდაკება, მირონის შემოქმედება).
ხელოვნება
მაღალი კლასიკა (ათენის აკროპოლისი, ფიდიასისა და პოლიკლეტოსის
შემოქმედება).
გვიანი კლასიკა (ეპიდავროსის თეატრი, ჰალიკარნასის მავზოლეუმი,
სკოპასის, პრაქსიტელისა და ლისიპეს შემოქმედება).

დ. ელინისტური არქიტექტურა, ქანდაკება, მხატვრობა (პერგამონის არქიტექტურა და


ხელოვნება რელიეფი, ქანდაკება პერგამონიდან, ნიკე სამოთრაკიელი, აფროდიტე
მილოსელი, ფილოსოფოსის თავი, ლაოკოონი).

ე. ეტრუსკული ეტრუსკული ქანდაკება - ჰერმესისა და აპოლონის ქანდაკება ვეიდან,


ხელოვნება ოჯახური წყვილის სარკოფაგი ჩერვეტერიდან.

პერიოდიზაცია; ქალაქმშენებლობა, არქიტექტურა, ქანდაკება,


ვ. რომის
მხატვრობა/მოზაიკა, რელიეფი (რომის ფორუმი, პომპეის სახლები,
რესპუბლიკისა და
აკვედუკები, ხიდები, თერმები, ტრიუმფალური თაღები – ვია აპია,
იმპერიის
ფაბრიციუსის ხიდი რომში, ადრიანეს მავზოლეუმი რომში, ტიტუსის
ხელოვნება
ტრიუმფალური თაღი რომში, ნერონის ქანდაკება, მარკუს ავრელიუსის
ცხენოსანი ქანდაკება, ტრაიანეს სვეტი, კოლიზეუმი, რომის პანთეონი,
პომპეის მხატვრობა).
ბიზანტიის ბიზანტიური ხელოვნების თავისებურებები; ისტორიულ-კულტურული
ხელოვნება მიმოხილვა/პერიოდიზაცია; ბიზანტიური არქიტექტურის ტიპები (რავენას
გუმბათური ხუროთმოძღვრება - სან ვიტალე, აია სოფიას ტაძარი
კონსტანტინოპოლში); ბიზანტიური ფრესკული და მოზაიკური მხატვრობა
(სან ვიტალე, აია სოფიას ტაძარი, სან აპოლინარე ნუოვო), მინიატურა
(რაბულას და როსანოს კოდექსები).

8
ქართული ქართული ხელოვნების უძველესი ნიმუშები; თრიალეთის კულტურა -
ხელოვნება გამოყენებითი ხელოვნება (ოქროს ლომი (თრიალეთის კულტურის წინა პერიოდის
ნიმუში), თასები, ყელსაბამი); ანტიკური ხანის ქართული ხელოვნება (კოლხური
ქანდაკება და სამკაული - ნიკეს გამოსახულება, მამაკაცის ფიგურა, ოქროს დიადემა,
სასაფეთქლეები, ყელსაბამი კუების გამოსახულებით, სამაჯურები ვანიდან;
ყელსაბამები და გულსაბნევი, თასი ფორტუნას გამოსახულებით არმაზისხევიდან).
ქართული ქრისტიანული ხელოვნების პერიოდიზაცია, ისტორიულ-კულტურული
კონტექსტი; ბაზილიკური და დარბაზული ტიპის ეკლესიები ქართულ
არქიტექტურაში (ბოლნისის სიონი, ანჩისხატი, ოთხთა ეკლესია), გუმბათოვანი
ტაძრები; ტეტრაკონქი - მცხეთის ჯვარი და ჯვრის ტიპის ძეგლები; ქართული
კათედრალები - ოშკი, ბაგრატი, სვეტიცხოველი, ალავერდი; სამთავროსა და
სამთავისის, ანანურის ტაძრები; კლდეში ნაკვეთი არქიტექტურა (უფლისციხე,
ვარძია); დარბაზული ტიპის ქართული საცხოვრებელი სახლი; VI-XVIსს. ქართული
რელიეფი (ბოლნისის სიონის, ჯვრის, ოპიზის აშოტ კურაპალატის, სვეტიცხოვლის,
ნიკორწმინდის, სამთავროსა და სამთავისის რელიეფები); ადრეული ხანისა და შუა
საუკუნეების ქართული მოზაიკური მხატვრობა (ძალიასას, ბიჭვინთის, გელათის
მოზაიკები); შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობა (ატენის სიონის,
ყინწვისის, ვარძიის, უბისას ფრესკები); ქართული ჭედური ხელოვნების
განვითარების ეტაპები; IX-XIII სს. ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუშები (ბექა
და ბეშქენ ოპიზრების შემოქმედება, ხახულის კარედი, ბედიის ბარძიმი).
XIX-XX საუკენეების ქართული სახვითი ხელოვნება (თბილისური პორტრეტი;
გიგო გაბაშვილი, რუსული რეალისტური ხელოვნების გავლენა); ნიკო
ფიროსმანაშვილი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი,
ქეთევან მაღალაშვილი, სერგო ქობულაძე, თეატრის მხატვრები – ირაკლი
გამრეკელი, პეტრე ოცხელი; მოქანდაკეები - იაკობ ნიკოლაძე, ნიკოლოზ კანდელაკი.

დასავლეთ რომანული და გოთური ხელოვნების მიმოხილვა ისტორიულ-


ევროპის შუა კულტურულ და სოციალურ კონტექსტში; ხელოვნების სინთეზის
საუკუნეების საკითხი შუა საუკუნეების ხელოვნებაში – არქიტექტურა, ქანდაკება,
ხელოვნება მხატვრობა.

ა. რომანული წმ. პეტრეს ტაძარი მუასაკში (საფრანგეთი), ვორმსის ტაძარი (გერმანია),


ხელოვნება კათედრალური ტაძარი ილიში (ინგლისი).

9
ბ. გოთური პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რუანის ტაძარი (საფრანგეთი),
ხელოვნება ნაუმბურგის ტაძარი, კიოლნის ტაძარი (გერმანია), ვესტმინსტერის
სააბატო (ინგლისი).

რენესანსის პერიოდიზაცია; რენესანსის ეპოქის ისტორიულ-კულტურული ასპექტები.


ხელოვნება

ა. იტალიური ადრეული რენესანსის არქიტექტურა, ქანდაკება, მხატვრობა (ჯოტოს,


რენესანსი მაზაჩოს, ფილიპო ბრუნელესკის, ლორენცო გიბერტის, დონატელოს,
გირლანდაიოს, სანდრო ბოტიჩელის შემოქმედება)
მაღალი და გვიანი ხანის რენესანსის არქიტექტურა, ქანდაკება, მხატვრობა
(წმ. პეტრეს ტაძარი, ლეონარდო და ვინჩის, ტიციანის, რაფაელის,
მიქელანჯელოს შემოქმედება).

ბ. გერმანული ალბრეხტ დიურერის, ლუკას კრანახის შემოქმედება.


რენესანსის
ქანდაკება და
მხატვრობა

გ.
ნიდერლანდების იან ვან ეიკის, იერონიმუს ბოსხის, პიტერ ბრეიგელის შემოქმედება.
ხელოვნება XV-
XVI სს.
XVII-XIX სს.- ის ისტორიულ-კულტურული, სოციალური მიმოხილვა: ბაროკოს,
ევროპული რომანტიზმის, ნეოკლასიციზმის და რეალიზმის მხატვრული
ხელოვნება მიმდინარეობები: არქიტექტურა, ფერწერა, ქანდაკება (ბერნინი, ელ გრეკო,
დიეგო ველასკესი, პიტერ პაულ რუბენსი, რემბრანტი, იან ვერმეერი, ჟაკ
ლუი დავიდი, ოგიუსტ დომინიკ ენგრი, ეჟენ დელაკრუა, ფრანცისკო გოია,
უილიამ ტერნერი, გუსტავ კურბე, ონორე დომიე).

ახალი და იმპრესიონიზმი, პოსტიმპრესიონიზმი, სიმბოლიზმი, არ-ნუვო,


თანამედროვე ექსპრესიონიზმი, ფოვიზმი, კუბიზმი (აფრიკული ქანდაკებისა და
დასავლური ნიღბების, კოლუმბამდელი სამხრეთ ამერიკის, იაპონური ხელოვნების
ხელოვნება გავლენა თანამედროვე ხელოვნებაზე), ნაივური ხელოვნება,
ავანგარდული ხელოვნება - აბსტრაქციონიზმი, სურეალიზმი, პოპ-არტი:
არქიტექტურა, ფერწერა, ქანდაკება, ახალი მედიები (ედუარდ მანე, კლოდ

10
მონე, ედგარ დეგა, პიერ-ოგიუსტ რენუარი, ალფრედ სისლეი, კამილ
პისარო, ოგიუსტ როდენი, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი, პოლ სეზანი, პოლ
გოგენი, ვან-გოგი, ოდილონ რედონი, გუსტავ კლიმტი, ედვარდ მუნკი,
ანრი მატისი, პაბლო პიკასო, ანრი რუსო, სალვადორ დალი, რენე მაგრიტი,
ალბერტო ჯაკომეტი, ჰენრი მური, კონსტანტინ ბრაკუზი, მარკ შაგალი,
ვასილი კანდინსკი, ხუან მირო, პიტ მონდრიანი, ენდი ვორჰოლი;
არქიტექტორები: ანტონი გაუდი, გუსტავ ეიფელი, ლე კორბუზიე, ფრენკ
ლოიდ რაიტი, ფრენკ გერი).

ისლამური სპარსული და არაბული არქიტექტურა (ისპაჰანის არქიტექტურული


ხელოვნება ნაგებობები, ლურჯი მეჩეთი ისტანბულში), ხალიჩები, აღმოსავლური
მინიატურა და კალიგრაფიის ნიმუშები.

ხელოვნების ხაზი, კონტური, ფერი, ფორმა, ორნამენტი, კოლორიტი, ტონალობა, შუქ-


ელემენტებისა და ჩრდილი, გრადაცია, ფაქტურა, მოცულობა, მთლიანობა, პროპორცია,
პრინციპების სივრცე, ხედვის წერტილი, პერსპექტივა, სიმეტრია, რიტმი, წონასწორობა,
ამოცნობა კონტრასტი, დინამიკა; კომპოზიციური განაწილება, ცივი და თბილი,
მხატვრულ კონტრასტული ფერები, ფერთა გრადაცია, შტრიხი, ლაქა, ბლიკი.
ნაწარმოებში სხვადასხვა ტექნიკა და პროცედურა (ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი, აპლიკაცია).

11
I თავი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი

ტესტის სტრუქტურა და ქულათა განაწილება

2014 წელს გამოყენებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტი

12
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის სტრუქტურა

რას ვაფასებთ დავალების საკითხი ქულა ქულათა


ინსტრუქცია მაქსიმუ
მი
ცოდნა
გაგება
გამოყენება
61%
ქართული ხელოვნება; 4 სავარაუდო პასუხიდან
შემოხაზეთ 1 სწორი პასუხი

მსოფლიო ხელოვნება;
შეაფასეთ, ჭეშმარიტია თუ
მცდარი მოცემული
ხელოვნების ისტორიის მტკიცებულება
პერიოდები,
მიმდინარეობები და
სტილები; შეავსეთ წინადადება
სიტყვებით ისე, რომ
აზრობრივად გამართული
სახვითი ხელოვნების ჭეშმარიტი მტკიცებულება
დარგები, ჟანრები; მივიღოთ

ტერმინები და მხატვრული წარმოდგენილი სურათის


ენა; შესაქმნელად გამოყენებული
სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების ელემენტები და
სახვითი ხელოვნების პრინციპები შეუსაბამეთ
ძირითადი ელემენტები და დავალების პირობაში
პრინციპები ჩამონათვალის სახით
მოცემულ ხელოვნების
ელემენტებსა და პრინციპებს.
სულ: 1 ქულათა
43 ჯამი:
43

13
2. ანალიზი
სინთეზი
შეფასება
39%
ხელოვნების ისტორიის მიაკუთვნეთ წარმოდგენილი 3 4 12
პერიოდები, ხელოვნების ნიმუში
მიმდინარეობები, სტილები ხელოვნების ისტორიის
და მათი მხატვრული გარკვეულ პერიოდს.
მახასიათებლები;
გავლენები არგუმენტირებული
მსჯელობით ხელოვნების
ნიმუშისა და თქვენ მიერ
დასახელებული პერიოდის
მხატვრული ნაწარმოების მხატვრულ მახასიათებლებზე
აღქმის, არგუმენტირებული გაამყარეთ საკუთარი
მსჯელობის, განზოგადების, მოსაზრება.
მოცემულობასთან
ამოიცანით სხვადასხვა
ხელოვნების ნიმუშის
სტილისათვის
ადეკვატურად
დამახასიათებელი
მხატვრული ხერხები.

დაკავშირების, ხელოვნების დააკვირდით ხელოვნების


ნიმუშების შედარების, ნიმუშებს, გაიაზრეთ და
კონტექსტში გააზრებისა და შეადარეთ მითითებების
განხილვის, შეფასების მიხედვით
უნარები

1 15 15

სულ: ქულათა
4 ჯამი:
27

მთელი ტესტის მაქსიმალური ქულა 70 ქულა

აპლიკანტმა პასუხები პასუხების ფურცელზე უნდა გადაიტანოს. სწორდება მხოლოდ


პასუხების ფურცელი. ტესტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათსა და 30 წუთს.

14
მინიმალური ზღვარი

ტესტის წარმატებით ჩასაბარებლად აუცილებელია, რომ კანდიდატმა გადალახოს


ტესტის მაქსიმალური ქულის 25%. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის
მაქსიმალური ქულაა - 70, შესაბამისად გამსვლელი ქულაა 18 და მეტი.

15
2014 წლის საგამოცდო ტესტი
1-25 დავალების ინსტრუქცია:

ოთხი სავარაუდო პასუხიდან (ა, ბ, გ, დ) მონიშნეთ ერთი.


პასუხების ფურცელზე სწორი პასუხის შესაბამისი უჯრა მონიშნეთ X ნიშნით.

საილუსტრაციო მასალა დახურული კითხვებისთვის №№1-8

1. 2.

1. დააკვირდით საილუსტრაციო მასალას და აღნიშნეთ, რა დანიშნულების მქონე


არქიტექტურული ნაგებობაა წარმოდგენილი სურათებზე?
ა. საფორტიფიკაციო (თავდაცვითი);
ბ. საკულტო (საეკლესიო);
გ. მემორიალური;
დ. საზოგადოებრივი.

16
2. სურათებზე წარმოდგენილია ნაგებობის
ა. ინტერიერი;
ბ. ექსტერიერი;
გ. ტრანსეპტი;
დ. საკურთხეველი.

3. რა სტილის ნაგებობაა წარმოდგენილი პირველ სურათზე?


ა. რომანული;
ბ. გოთური;
გ. კლასიცისტური;
დ. ბაროკო.

4. რომელი ქვეყნის არქიტექტურული ნიმუშებია წარმოდგენილი საილუსტრაციო მასალაზე?


ა. გერმანიის;
ბ. ინგლისის;
გ. ესპანეთის;
დ. საფრანგეთის.

5. რა არ არის დამახასიათებელი პირველ სურათზე წარმოდგენილი ნაგებობისათვის?


ა. დეკორატიული მორთულობისა და შეისრული თაღების სიმსუბუქე;
ბ. მასიური, მძიმე ფასადის კოშკები;
გ. ნახევარწრიული ფორმის თაღების საშუალებით გაფორმებული მასიური კედელი;
დ. პორტალის (შესასვლელი) თავშეკავებული, სადა დეკორატიული გაფორმება.

6. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი (წამყვანი) მხატვრული ელემენტი მეორე სურათზე


წარმოდგენილი ნაგებობის გაფორმების დეკორატიულ სისტემაში?
ა. ნახევარწრიული ფორმის სარკმელები;
ბ. შეისრული ფორმის ნიშები რელიეფებისათვის;
გ. შეისრული ფორმის სარკმელები;
დ. წრიული (ვარდული) ფორმის სარკმელები.

7. რა განასხვავებს მეორე სურათზე წარმოდგენილ ნაგებობას პირველ სურათზე


წარმოდგენილი ნაგებობისგან?
ა. ფასადის სამ იარუსად დაყოფა;
ბ. პირველ იარუსზე 3 კარისაგან შემდგარი პორტალი;
გ. ფასადის ზემოთ აზიდული შეისრული ფორმები;
დ. ხელოვნების სხვადასხვა დარგის სინთეზი.

8 . რა აქვთ საერთო საილუსტრაციო მასალაზე გამოსახულ ნაგებობებს?


ა. ფასადის არქიტექტურული გააზრება;
ბ. არქიტექტურული მასების სიმსუბუქე;
გ. დეკორატიული მორთულობის სიუხვე;
დ. მასიური არქიტექტურული ფორმების სიმყარე.

17
საილუსტრაციო მასალა დახურული კითხვებისათვის №№9-16

9. ხელოვნების რომელი დარგის ნიმუშია წარმოდგენილი ფოტოზე?


ა. გამოყენებითი ხელოვნება;
ბ. მხატვრობა;
გ. არქიტექტურა;
დ. ქანდაკება.

10. რა მასალაშია შესრულებული ფოტოზე წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუში?


ა.მარმარილო;
ბ. ხე;
გ. ბრინჯაო;
დ. თიხა.

18
11. სტილური თვალსაზრისით რომელი მხატვრული თავისებურება არ არის
დამახასიათებელი წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშისათვის?
ა. დინამიკური კომპოზიცია, შექმნილი ფიგურათა პოზების, მოსასხამთა ნაკეცების მკვეთრი,
ტეხილი, ფორმების საშუალებით;
ბ. მძაფრი ემოციები, შექმნილი შუქ-ჩრდილის კონტრასტითა და ექსპრესიული ფორმებით;
გ. ღრმა სულიერი განცდები, რომელიც მოკლებულია თეატრალურ პათეტიზმს;
დ. ექსპრესიული კომპოზიციის „ფერწერულ“ - რეპრეზენტაციული ხასიათი.

12. ჩამოთვლილთაგან რომელი მხატვრული ეპოქის ხელოვნების ნიმუშია წარმოდგენილი


ფოტოზე?
ა. ბაროკო;
ბ. რენესანსი;
გ. კლასიციზმი;
დ. რომანტიზმი.

13. წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის ავტორია


ა. მიქელანჯელო ბუონაროტი;
ბ. დონატელო;
გ. ლუკა დელა რობია;
დ. ლორენცო ბერნინი.

14. რა თემაზეა შექმნილი წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუში?


ა. წმინდა ტერეზას ექსტაზი;
ბ. ხარება;
გ. წმინდა ეკატერინეს წამება;
დ. ქრისტეს დატირება.

15. სად მდებარეობს ხელოვნების წარმოდგენილი ნიმუში?


ა. ფლორენციაში;
ბ, პადუაში;
გ. ვენეციაში;
დ. რომში.

16. ილუზორულად რაზეა განთავსებული ადამიანთა ფიგურები?


ა. მთის ფერდობზე;
ბ. ღრუბელზე;
გ. წყლის ზედაპირზე;
დ. კლდის ქანობზე.

19
საილუსტრაციო მასალა დახურული კითხვებისათვის №№17-25

17 ხელოვნების რომელი დარგის ნიმუშია წარმოდგენილი ფოტოზე?


ა. დაზგური ფერწერის ნიმუში;
ბ. მონუმენტური მხატვრობა (ფრესკა);
გ. მინიატურა;
დ. ხატწერა.

18. ხელოვნების რომელ ჟანრს განეკუთვნება მოცემული კომპოზიცია?


ა. ყოფითი;
ბ. პორტრეტი;
გ. რელიგიური;
დ. ისტორიული.

19. რა თემაზეა შექმნილი წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუში?


ა. სამოთხიდან განდევნა;
ბ. დავითი და გოლიათი;
გ. მომაკვდავი მონა;
დ. ადამის შექმნა.

20. სად მდებარეობს წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუში?


ა. სან მარინოში;
ბ. ვატიკანში;
გ. ტურინში;
დ. მილანში.

20
21. რომელი მხატვრული ეპოქის ხელოვნების ნიმუშია წარმოდგენილი ფოტოზე?
ა. ანტიკური ეპოქა;
ბ. რენესანსი;
გ. ბაროკო;
დ. კლასიციზმი.

22. წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის ავტორია


ა. ლეონარდო და ვინჩი;
ბ. ნიკოლა პუსენი;
გ. მიქელანჯელო ბუონაროტი;
დ. მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო.

23. წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუში განთავსებულია


ა. ინტერიერის აღმოსავლეთ კედელზე;
ბ. ინტერიერის პლაფონზე (ჭერზე);
გ. ინტერიერის დასავლეთ კედელზე;
დ. ინტერიერის სამხრეთ კედელზე.

24. სტილური თვალსაზრისით, რომელი მხატვრული თავისებურება არ არის


დამახასიათებელი წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშისათის?
ა. მთავარია ადამიანთა ფიგურები, პეიზაჟი მხოლოდ ფონის ფუნქციას ასრულებს;
ბ. შუქ-ჩრდილის თანაბარი მონაცვლეობა, რაც ფორმათა მოდელირების, მათი
პლასტიკურობის გამოვლენას ეხმარება;
გ.ფრონტალურად გაშლილი კომპოზიციის სადღესასწაულო ხასიათი;
დ. ადამიანის ფიგურები და სივრცე გადმოცემული ინტუიტიურად, ანატომიისა და
პერსპექტივის კანონების ცოდნის გარეშე.

25. რა მხატვრული საშუალებითაა გადმოცემული იდეა კომპოზიციაში?


ა. მშვიდი და დინამიკური სხეულების დაპირიპირებით;
ბ. ლოკალური ფერადოვანი ლაქების კონტრასტით;
გ. შუქ-ჩრდილის საშუალებით შექმნილი სკულპტურული ფორმებით;
დ. მკაფიო ნახატითა და ფერადოვანი გადაწყვეტის თავისებურებით.

21
დავალება 26-29. წინადადების შევსება

ინსტრუქცია: დავალებებში მოცემულია წინადადებები, რომლებშიც ერთი ან ორი სიტყვაა


გამოტოვებული. ცარიელი ადგილები წინადადებაში ხაზებითაა აღნიშნული. წინადადება
სიტყვებით ისე უნდა შეივსოს, რომ აზრობრივად გამართული, ჭეშმარიტი მტკიცებულება
მივიღოთ.
ნიმუში: ერთი ფერის თანდათანობით გაღიავებას და/ან გამუქებას ―gradacia— ეწოდება.

26. სახვითი ხელოვნების ელემენტს, რომელიც გამოსახულების ზედაპირის თავისებურებას


გამოხატავს ეწოდება.

27. თუ ზედმეტად ბევრი მუქი ტონალობის მონაკვეთი კომპოზიციის მხოლოდ ერთ არეზეა
გამოყენებული, შეიძლება ითქვას, რომ დარღვეულია.

28. ერთი და იგივე გამოსახულების რიტმული განმეორება ქმნის.

29. კუთხეს, საიდანაც მხატვარი ხედავს, აღიქვამს და გამოხატავს საგანს ან მოქმედების


ადგილს ეწოდება.

დავალება 30- 37. „ჭეშმარიტია-მცდარია“


ინსტრუქცია: შეაფასეთ ჭეშმარიტია თუ მცდარი მოცემული მტკიცებულება და მოინიშნეთ
შესაბამისი უჯრა. თუ მიიჩნევთ, რომ მტკიცებულება მცდარია, საგანგებოდ გამოყოფილ
არეში ჩაწერეთ მცდარად შეფასებული მტკიცებულების სწორი ფორმულირება. მხოლოდ
მცდარის შესაბამისი უჯრის მონიშვნის შემთხვევაში პასუხი სწორად არ ჩაითვლება.

შენიშვნა: თუ ფიქრობთ, რომ ფორმულირება მცდარია და თვლით, რომ მტკიცებულებაში


მოცემული განმარტება თავისთავად სწორადაა ჩამოყალიბებული, თუმცა მოცემული
ტერმინის ან/და სიტყვის ახსნას არ წარმოადგენს, მაშინ განმარტება უცვლელი დატოვეთ და
იმავე განმარტებისთვის მოძებნეთ და მიუსადაგეთ შესაბამისი ტერმინი ან/და სიტყვა.

30. სიმეტრია კომპოზიციაში გამოსახულების იმგვარად განაწილებას ნიშნავს, როდესაც


ერთი მხარე მეორეს ან იმეორებს, ან სარკისებურად ირეკლავს.
ჭეშმარიტია □ მცდარია □

31. სპექტრის ფერების ერთობლიობა თეთრ ფერს ქმნის.


ჭეშმარიტია □ მცდარია □

22
32. გეგმაში ჯვრის ფორმისა და გუმბათიანი გადახურვის მქონე ნაგებობას ქართულ
საკულტო არქიტექტურაში ბაზილიკა ეწოდება.
ჭეშმარიტია □ მცდარია □

33. ხაზის საშუალებით გრაფიკულ კომპოზიციაში ემოციის გადმოცემაა შესაძლებელი.


ჭეშმარიტია □ მცდარია □

34. ფერზე სინათლის ატმოსფერული ეფექტების ასახვა ექსპრესიონისტი მხატვრების


ინტერესის უმთავრესი საგანია.
ჭეშმარიტია □ მცდარია □

35. ხაზი, ფერი, ფაქტურა და ფორმა სახვითი ხელოვნების ელემენტებია.


ჭეშმარიტია □ მცდარია □

36. წვრილი წერტილოვანი მონასმები პუანტილისტი მხატვრების ძირითადი სახვითი


საშუალებაა.
ჭეშმარიტია □ მცდარია □

37. სიურეალიზმი გამოსახულებას შლის გეომეტრიულ ფორმებად.


ჭეშმარიტია □ მცდარია □

23
დავალება 38. დაადგინეთ შესაბამისობა

ინსტრუქცია - სურათზე წარმოდგენილია მხატვარ მორის ეშერის მიერ შესრულებული


გრაფიკული სურათი „ხელები, რომლებიც ხატავს“. გრაფიკული სურათის შესაქმნელად
გამოყენებულია სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები, რომელთა დასახელებები
მოცემულია ჩამონათვალში:

3
ა. შუქი;

ბ. ჯვარედინი დაშტრიხვა;
1

გ. ათინათი (ბლიკი);

დ. დაცემული ჩრდილი;

6 4
ე. ჩრდილი;
2
ვ. მონასმი;

ზ. კონტური;
5
თ. რეფლექსი.

ჩამონათვალში სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების 8 დასახელებაა


მოცემულია. 6 მათგანი მითითებულია ეშერის სურათზე. თითოეულს რიცხვების სახით
თითო აღნიშვნა შეესაბამება. შეუსაბამეთ ჩამონათვალში მოცემულ ხელოვნების
ელემენტებსა და პრინციპებს სურათზე მონიშნული ელემენტები და პრინციპები და
შესაბამისი უჯრა პასუხების ცხრილში X-ით მონიშნეთ. პასუხები გადაიტანეთ პასუხების
ფურცელზე.

აღნიშვნები ზ თ
ა ბ გ დ ე ვ
სურათზე

დავალე
ბის №

38.1
38.2
38.3
38.4
38.5
38.6

24
წერითი დავალებების ინსტრუქცია

ყურადღებით გაეცანით დავალებებს და გაიაზრეთ ისინი.


ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს გასაგები ხელწერით. ის მონაკვეთები,
რომელთა ამოკითხვაც გაძნელდება, არ გასწორდება და შეფასებისას მხედველობაში არ
იქნება მიღებული.
ოთხივე წერით დავალებას თან ახლავს მითითებები. ამ მითითებებს უნდა უპასუხოთ
ისე, რომ ნაშრომი აზრობრივად ერთიანი, მთლიანი გამოვიდეს და არ იყოს კითხვებზე
ცალ-ცალკე გაცემული პასუხების მექანიკური ჯამი.
ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი ნათლად, მკაფიოდ და დასაბუთებულად. ნაშრომი
შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ჩანს მასში არგუმენტირებისა (საკუთარი
მოსაზრებების მაგალითებით დასაბუთების) და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.
მსჯელობა უნდა იყოს ლოგიკურად გამართული, აზრი გასაგებად გამოხატული.
ტესტში დატოვებულია ადგილები შავი სამუშაოსათვის. ეს ნაწერი არ სწორდება.
გადაიტანეთ ნაშრომი პასუხების ფურცელზე.
პასუხების ფურცელში დაშვებული შეცდომა გადახაზეთ, ფრჩხილებში ნუ ჩასვამთ და
ნურც დაჯღაბნით.

25
დავალება 39 (4 ქულა). მიაკუთვნეთ წარმოდგენილი ფერწერული ნიმუში გარკვეულ
მხატვრულ ეპოქას ან/და მიმდინარეობას. ხელოვნების ნიმუშისა და თქვენ მიერ
დასახელებული პერიოდისათვის დამახასიათებელ მხატვრულ ნიშნებზე
არგუმენტირებული მსჯელობით გაამყარეთ თქვენი მოსაზრება.

შეასრულეთ წერითი დავალება შემდეგი მითითებების მიხედვით:


1. გააანალიზეთ წარმოდგენილი სურათის მხატვრული თავისებურებები ფორმისა და
სახვითი საშუალებების მიხედვით;
2. თქვენ მიერ გაანალიზებული სახვითი საშუალებების მიხედვით მიაკუთვნეთ სურათი
მხატვრულ სტილს/მიმდინარეობას;
3. განმარტეთ თქვენ მიერ დასახელებული მხატვრული სტილის/მიმდინარეობის ზოგადი
თავისებურება;
4. იმსჯელეთ სტილის/მიმდინარეობისა და სურათის მხატვრულ-სტილურ შესაბამისობაზე.

შავი სამუშაოსთვის

26
დავალება 40 (4 ქულა). რომელ რელიგიასთან ასოცირდება წარმოდგენილი
არქიტექტურული ნაგებობა? გააანალიზეთ ნაგებობის არქიტექტურული სტრუქტურა და
გაფორმების დეკორატიული სისტემა რელიგიურ თავისებურებებთან მიმართებაში.

შავი სამუშაოსთვის

27
დავალება 41 (4 ქულა). მოახდინეთ ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირება. რაზე
მოგვითხრობს წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუში? გააანალიზეთ ნამუშევარში
გამოყენებული 3 სახვითი საშუალება და 4 გამოსახულება, რომელსაც სიმბოლოს დატვირთვა
აქვს, რაც ნამუშევარში აზრისა და იდეის გადმოსაცემადაა გამოყენებული.

შავი სამუშაოსთვის

28
დავალება 42 (15 ქულა). გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული რეპროდუქციები და მითითებების 4
პუნქტის მიხედვით შეასრულეთ დავალება.

მარცხნივ - წილკნის ღვთისმშობლის ხატი, IX ს.


მარჯვნივ - რაფაელი. კაუპერის მცირე მადონა, 1505 წ.

შეადარეთ გამოსახულებები ერთმანეთს:

1. დაადგინეთ ხელოვნების ნიმუშების საერთო და განმასხვავებელი მხატვრული ნიშნები:


რა თემაზეა შექმნილი ხელოვნების ნიმუშები? ხელოვნების რომელი დარგის ნიმუშებია
წარმოდგენილი? რომელი სახვითი საშუალებები და სახვითი ხერხებია ავტორების მიერ
გამოყენებული აზრისა და იდეის გამოსახატად და/ან ხასიათის შესაქმნელად? (5 ქულა)
2. ხელოვნების თითოეული ნიმუში სტილური მახასიათებლების მიხედვით მიაკუთვნეთ
ხელოვნების ისტორიის გარკვეულ პერიოდს. დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება! (3 ქულა).
3. განიხილეთ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და
კულტურულ კონტექსტში - იმსჯელეთ, ახდენს თუ არა გავლენას ისტორიის, რელიგიისა და
კულტურის თავისებურებები ხელოვნების განვითარებაზე, რამდენადაა ეს გავლენები
ასახული მოცემულ გამოსახულებებზე. თქვენი მოსაზრებები გაამყარეთ არგუმენტებით (4
ქულა).
4. გამოხატეთ საკუთარი დამოკიდებულება ხელოვნების ნიმუშების მიმართ, დაასაბუთეთ
თქვენი მოსაზრება (3 ქულა).

29
II თავი

ტესტურ დავალებათა ტიპები, შეფასების სქემები და პრინციპები,


განმარტებები, რეკომენდაციები

30
დავალებებისა და პასუხების ნიმუშები, შეფასების სქემები

I. დახურული კითხვები
დავალების აღწერა: საგამოცდო ტესტის პირველ ბლოკში დახურული დავალებების
3 ჯგუფია წარმოდგენილი. თითოეული ჯგუფის კითხვები სახვითი ხელოვნების
სხვადასხვა დარგის საილუსტრაციოდ წარმოდგენილ ერთ ან ორ ხელოვნების ნიმუშს
შეეხება. ყოველ კითხვას 4 სავარაუდო პასუხი ახლავს, რომელთაგან მხოლოდ ერთია
სწორი. კითხვების თითოეული ჯგუფის საილუსტრაციო მასალის შესახებ
სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 6-8 კითხვაა დასმული, რაც აპლიკანტის ცოდნისა
და გამოცდილების მრავალმხრივი კუთხით შეფასებაში გვეხმარება (მაგ., მასალის
ცოდნა (ხელოვნების ისტორია, ტერმინოლოგია, სახვითი ხელოვნების დარგები და
ჟანრები, ელემენტები და პრინციპები, მასალა და ტექნიკა), ცოდნის გამოყენება,
ანალიზისა და იდენტიფიცირების უნარები). თითოეული დავალება 1 ქულით
ფასდება.

დახურული კითხვა ნეგატიური (უარყოფის შემცველი) ფორმულირებით. ამ ტიპის


დავალება ტესტში შედარებით იშვიათად გვხვდება. მასზე მუშაობისას არ გამოგრჩეთ
კითხვის ნეგატიური ანუ უარყოფის შემცველი ფორმულირება. ის გამუქებულია,
ხაზგასმულია და განსხვავებული შრიფტითაა მოცემული.

ნიმუში:

სტილური თვალსაზრისით რომელი მხატვრული თავისებურება არ არის


დამახასიათებელი წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშისათვის?

ა. დინამიკური კომპოზიცია, შექმნილი


ფიგურათა პოზების, მოსასხამთა ნაკეცების
მკვეთრი, ტეხილი, ფორმების საშუალებით;

ბ. მძაფრი ემოციები, შექმნილი შუქ-ჩრდილის


კონტრასტითა და ექსპრესიული ფორმებით;

გ. ღრმა სულიერი განცდები, რომელიც


მოკლებულია თეატრალურ პათეტიზმს;

დ. ექსპრესიული კომპოზიციის „ფერწერულ“ -


რეპრეზენტაციული ხასიათი.

31
რეკომენდაციები დახურული კითხვებისათვის:

 გაიაზრეთ დავალების პირობა;


 პასუხის გაცემამდე ყურადღებით წაიკითხეთ შეკითხვა;
 დავალებებს უპასუხეთ ვიზუალური მასალის ყურადღებით დათვალიერებისა
და პირობაში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
 აუცილებლად წაიკითხეთ პასუხის ყველა ვარიანტი, ვიდრე საბოლოო
პასუხზე შეჩერდებით. შესაძლოა, სავარაუდო პასუხების ჩამონათვალში იყოს
ორი, ერთი შეხედვით, სწორი/მსგავსი ვარიანტი. გახსოვდეთ, რომ ყველა
შემთხვევაში მხოლოდ ერთი პასუხია სწორი. ამდენად, ყურადღება მიაქციეთ
პასუხების ვარიანტებში წარმოდგენილ ყველა დეტალს;
 განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ სიტყვებს, რომლებიც გამუქებული
ან ხაზგასმულია. მაგ., „ჩამოთვლილთაგან რომელი „არ არის“, „ყველაზე
მეტად“ და ა. შ.;
 შეკითხვები, რომლებშიც არის სიტყვები: „ყველაზე ნაკლებად“, „გარდა“ ან
„არ“ მიგვითითებს იმაზე, რომ არასწორი (პირობის საწინააღმდეგო) პასუხი
უნდა ამოვიცნოთ. ასეთ შეკითხვებში ყველა პასუხი სწორია, გარდა ერთისა.

II. დავალება 26-29.


წინადადების შევსება

დავალების აღწერა: ამ ტიპის დავალებებში მოცემულია წინადადებები, რომლებშიც


ერთი ან რამდენიმე სიტყვაა გამოტოვებული. ცარიელი ადგილები წინადადებაში
ხაზებითაა აღნიშნული. ერთი ხაზი ერთ სიტყვას გულისხმობს. წინადადება
სიტყვებით ისე უნდა შეივსოს, რომ აზრობრივად გამართული ჭეშმარიტი
მტკიცებულება მივიღოთ.
ამ ტიპის დავალებებიც გვეხმარება შევაფასოთ, თუ რამდენად ფლობს აპლიკანტი
სახვით ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროფესიულ ტერმინოლოგიას, იცნობს თუ
არა სახვითი ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპებს, მათ თავისებურებებს და
რამდენად ადეკვატურად შეუძლია ამ ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში.
თითოეული კითხვა ფასდება 1 ქულით.

დავალების ნიმუში:

26. სახვითი ხელოვნების ელემენტს, რომელიც გამოსახულების ზედაპირის თავისებურებას


გამოხატავს ეწოდება.

27. თუ ზედმეტად ბევრი მუქი ტონალობის მონაკვეთი კომპოზიციის მხოლოდ ერთ არეზეა
გამოყენებული, შეიძლება ითქვას, რომ დარღვეულია.

28. ერთი და იმავე გამოსახულების რიტმული განმეორება ქმნის.

32
29. კუთხეს, საიდანაც მხატვარი ხედავს, აღიქვამს და გამოხატავს საგანს ან მოქმედების
ადგილს ეწოდება.

განმარტება: მოცემულ ნაშრომში აპლიკანტს 26-ე და 29-ე დავალებაში ტერმინები


სწორად აქვს ჩასმული, ხოლო 27-ე და 28-ე დავალება კი შეცდომითაა
შესრულებული. 27-ე დავალებისათვის სწორი პასუხია ბალანსი ან სიმეტრია, ხოლო
28-ე დავალებისათვის კი სწორი პასუხია ორნამენტი.

III. დავალება 30-37


დავალება პასუხით „ჭეშმარიტია-მცდარია“

დავალების აღწერა: დავალებაში მოცემულია მტკიცებულება, ტერმინთა თუ


ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების განმარტებები, რომელთაგან ზოგი
ჭეშმარიტია და შეესაბამება სინამდვილეს, ხოლო ზოგიერთ ტერმინს კი სრულიად
შეუსაბამო განმარტება მოსდევს. თუ დებულება ჭეშმარიტია, ჭეშმარიტის შესაბამისი
უჯრა უნდა მოვნიშნოთ X ნიშნით. ასეთ შემთხვევაში კომენტარის გაკეთება არ
მოგვეთხოვება. თითოეული სწორად მონიშნული ჭეშმარიტი ფორმულირება
ფასდება 1 ქულით. თუ დებულება მცდარია, მცდარის შესაბამისი უჯრა X ნიშნით
უნდა მოვნიშნოთ და საგანგებოდ გამოყოფილ არეზე ჩავწეროთ სწორი
ფორმულირება. თუ ვთვლით, რომ ფორმულირება მცდარია, ხოლო მტკიცებულებაში
მოცემული განმარტება თავისთავად სწორადაა ჩამოყალიბებული, თუმცა მოცემული
ტერმინის ან/და სიტყვის ახსნას არ წარმოადგენს, მაშინ განმარტება უცვლელი უნდა
დავტოვოთ და იმავე განმარტებისათვის მოვძებნოთ და მივუსადაგოთ შესაბამისი
ტერმინი ან/და სიტყვა. თუ აპლიკანტი სწორად მონიშნავს მცდარის უჯრას და
მართებულ ფორმულირებას ჩაწერს, დავალება შეფასდება 1 ქულით.

მხოლოდ სწორად მონიშნული მცდარის შესაბამისი უჯრა სწორი ფორმულირების


ჩანაწერის გარეშე ფასდება 0 ქულით.

რას ვაფასებთ: ამ დავალებით ფასდება, თუ რამდენად კარგად იცნობს აპლიკანტი


სახვით ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროფესიულ ტერმინოლოგიას, ხელოვნების
ელემენტებისა და პრინციპების თავისებურებებს. დავალება ფასდება 1 ქულით.

33
ნიმუში 1

31. სპექტრის ფერების ერთობლიობა თეთრ ფერს ქმნის.


ჭეშმარიტია □ მცდარია □

განმარტება: მოცემულ შემთხვევაში აბიტურიენტს სწორად აქვს გაკეთებული


აღნიშვნა, თუმცა მისი მცდარი პასუხის სწორი ფორმულირება ჩაწერილი არ არის.
პასუხი შეფასებულია 0 ქულით.

ნიმნუში 2

30. სიმეტრია კომპოზიციაში გამოსახულების იმგვარად განაწილებას ნიშნავს, როდესაც


ერთი მხარე მეორეს ან იმეორებს, ან სარკისებურად ირეკლავს.
ჭეშმარიტია □ მცდარია □

განმარტება: მოცემულ შემთხვევაში აბიტურიენტს სწორად აქვს გაკეთებული


აღნიშვნა. პასუხი „ჭეშმარიტია“ განმარტებას არ საჭიროებს. პასუხი შეფასებულია 1
ქულით.

ნიმუში 3

32. გეგმაში ჯვრის ფორმისა და გუმბათიანი გადახურვის მქონე ნაგებობას ქართულ


საკულტო არქიტექტურაში ბაზილიკა ეწოდება.
ჭეშმარიტია □ მცდარია □

34
განმარტება: მოცემულ შემთხვევაში აბიტურიენტს სწორად აქვს გაკეთებული
აღნიშვნა, თუმცა მის მიერ ჩაწერილი ფორმულირება მცდარია. პასუხი შეფასებულია
0 ქულით.

რეკომენდაციები „ჭეშმარიტი-მცდარიას“ ტიპის დავალებების შესასრულებლად:

 საგამოცდო ნამუშევრების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ტიპის დავალებების


შესრულებისას ძირითადი სირთულე მცდარად მოცემული ფორმულირების
სწორად ჩაწერისას შეიქმნა. აბიტურიენტს ყურადღებით უნდა წაიკითხოს
პასუხების მონიშვნის ინსტრუქცია და გაითვალისწინოს მოთხოვნა - თუ
ფორმულირებას მიიჩნევს მცდარად, ის აუცილებლად ჩაწეროს კორექტული
(სწორი) ფორმით.
 აბიტურიენტს თავი უნდა აარიდოს მოცემული დებულების შებრუნებული
ფორმით ჩაწერას. თუ დებულება პოზიტიური ფორმითაა ჩაწერილი (მაგ.,
სპექტრის ფერების ერთობლიობა თეთრ ფერს ქმნის.), მას უარყოფითი ფორმის
წინადადებად ნუ გადააქცევთ (მაგ., სპექტრის ფერების ერთობლიობა თეთრ
ფერს არ ქმნის.) ასეთი პასუხი სწორ პასუხად არ მიიჩნევა.

IV. დავალება 38. დაადგინეთ შესაბამისობა

დავალების აღწერა: ამ ტიპის დავალებაში მოცემულია გრაფიკული ან ფერწერული


სურათის დეტალი. სურათის შესაქმნელად გამოყენებულია სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების ელემენტები და პრინციპები, რომელთა დასახელებები მოცემულია
ჩამონათვალში. ჩამონათვალში სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების 8
დასახელებაა მოცემულია. 6 მათგანი მითითებულია სურათზე. თითოეულს რიცხვების
სახით თითო აღნიშვნა შეესაბამება. აპლიკანტმა ჩამონათვალში მოცემული ხელოვნების
ელემენტებსა და პრინციპებს სურათზე მონიშნული ელემენტები და პრინციპები უნდა
შეუსაბამოს, შესაბამისი უჯრა პასუხების ცხრილში X-ით მონიშნოს. თითოეული
ჭეშმარიტი შესაბამისობა ფასდება 1 ქულით.

ინსტრუქცია - სურათზე წარმოდგენილია მხატვარ მორის ეშერის მიერ შესრულებული


გრაფიკული სურათი „ხელები, რომლებიც ხატავს“. გრაფიკული სურათის შესაქმნელად
გამოყენებულია სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები, რომელთა დასახელებები
მოცემულია ჩამონათვალში:

35
3
ა. შუქი;

ბ. ჯვარედინი დაშტრიხვა;
1

გ. ათინათი (ბლიკი);

დ. დაცემული ჩრდილი;

6 4
ე. ჩრდილი;
2
ვ. მონასმი;

ზ. კონტური;
5
თ. რეფლექსი.

ჩამონათვალში სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების 8 დასახელებაა


მოცემული. 6 მათგანი მითითებულია ეშერის სურათზე. თითოეულს რიცხვების სახით
თითო აღნიშვნა შეესაბამება. შეუსაბამეთ ჩამონათვალში მოცემულ ხელოვნების
ელემენტებსა და პრინციპებს სურათზე მონიშნული ელემენტები და პრინციპები და
შესაბამისი უჯრა პასუხების ცხრილში X-ით მონიშნეთ. პასუხები გადაიტანეთ პასუხების
ფურცელზე.

აღნიშვნები ზ თ
ა ბ გ დ ე ვ
სურათზე

დავალე
ბის №

38.1 X
38.2 X
38.3 X
38.4 X
38.5 X
38.6 X

დავალებისათვის მიღებული ჯამური ქულაა 6.

36
V. დავალება 39-42. ღია კითხვები

დავალებების აღწერა: ტესტის მესამე ბლოკი ღია ტიპის დავალებებისაგან შედგება.


მათგან სამი 4 ქულით, ერთი კი 15 ქულით ფასდება. ამ ტიპის დავალებები
ფაქტობრივი მასალის ცოდნას, ცოდნის გამოყენების, მხატვრული ნაწარმოების
აღქმის, ანალიტიკური აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის,
განზოგადების (მოცემულობასთან ხელოვნების ნიმუშის ადეკვატურად
დაკავშირების, ხელოვნების ნიმუშისა და მხატვრული გავლენების
იდენტიფიცირების, ხელოვნების ნიმუშების შედარების, საერთო და
განმასხვავებელი ნიშნების დადგენის, კონტექსტში გააზრებისა და განხილვის და ა.
შ.), ასევე შეფასების უნარებს ამოწმებს.

1. პირველ სამ ღია ტიპის კითხვაში მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ზოგან


ერთი, ხოლო ზოგან კი ორი). აპლიკანტმა მოცემულ მასალაზე დაკვირვებისა და
დავალების პირობაში დასმული საკითხის შესაბამისად უნდა გამოხატოს საკუთარი
მოსაზრება. მსჯელობის წარმართვაში მათ დავალების პირობაში მოცემული
მითითებები დაეხმარება. დავალებები ფასდება 4 ქულით. ყურადღებით წაიკითხეთ
კითხვები, დაფიქრდით და გაიაზრეთ, კონკრეტულად რა საკითხს შეეხება კითხვა.
თუ კითხვაზე პასუხი ადეკვატურად არ იქნება გაცემული, ნაშრომი ან ნული
ქულით, ან საკმაოდ დაბალი ქულით შეფასდება.

2. დავალებაში მოცემულია სახვითი ხელოვნების რომელიმე დარგის 2 ნიმუში.


მოცემული მითითებების საფუძველზე აპლიკანტმა ნიმუშები უნდა შეადაროს
ერთმანეთს, დაადგინოს საერთო და განმასხვავებელი ნიშნები, მიაკუთვნოს
ნაწარმოებები მხატვრულ ეპოქას ან/და მიმდინარეობას, განიხილოს ისინი
ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში, იმსჯელოს გავლენებზე და გამოხატოს
საკუთარი დამოკიდებულება. დავალება ფასდება 15 ქულით.

1. დავალება 39

ნიმუში 1.

37
განმარტება: პასუხი არის სრული, არგუმენტირებული, აბიტურიენტი ყურადღებას
ამახვილებს იმ მხატვრულ ნიშნებზე, რომლებიც როგორც სურეალისტური ფერწერისათვის
ზოგადად, ისე კონკრეტულად მოცემული სურათისთვისაა დამახასიათებელი. მოცემული
ნაშრომი შეფასდა 4 ქულით.

ნიმუში 2

განმარტება: აბიტურიენტი ახდენს მხატვრულ მიმდინარეობასთან წარმოდგენილი


ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებას, ყურადღებას ამახვილებს სურათის
დამახასიათებელ ზოგიერთ თავისებურებაზე, თუმცა აქ არ ჩანს სახვითი საშუალებების
ანალიზი, არამედ ყურადღება მახვილდება ნაწარმოებში გამოხატულ იდეაზე, ამ იდეის
მნიშვნელობაზე. ნაშრომი შეფასებულია 2 ქულით.

ნიმუში 3

განმარტება: აბიტურიენტი ვერ ახერხებს მხატვრულ მიმდინარეობასთან წარმოდგენილი


ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებას (თუმცა სწორად ასახელებს ავტორს, რაც
დავალების მოთხოვნას არ წარმოადგენდა), თუმცა მხატვრული ნაწარმოების ანალიზის
ელემენტარულ უნარს ავლენს. ნაშრომი შეფასებულია 1 ქულით.

38
დავალება 39-ის შეფასების სქემა:

შეფასების სქემა
მაქსიმალური ქულა 4
4 ქულა საკითხი სრულყოფილადაა გააზრებული _ პასუხი არის სრული,
არგუმენტირებული, აპლიკანტი სრულყოფილად ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
და ყურადღებას ამახვილებს იმ მხატვრულ ნიშნებზე, რომელიც როგორც
სურეალისტური ფერწერისათვის ზოგადად, ისე კონკრეტულად მოცემული
სურათისთვისაა დამახასიათებელი. პასუხში ჩანს მოცემული საკითხის გააზრებული,
დამაჯერებელი, სრულყოფილი ანალიზი. პასუხი გამყარებულია ლოგიკური
არგუმენტებითა და დამაჯერებელი, ადეკვატური მსჯელობით.
3 ქულა პასუხში ჩანს საკითხის ცოდნა. აპლიკანტი ახდენს მხატვრულ მიმდინარეობასთან
წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებას, თუმცა მისი მსჯელობა
სრულყოფილი არ არის - იგი ყურადღებას ამახვილებს ნიმუშისა და ეპოქისათვის
დამახასიათებელ მხოლოდ რამდენიმე თავისებურებაზე, მსჯელობაში გარკვეული
შეცდომები შეინიშნება.

ან აპლიკანტი, მართალია, ვერ ახერხებს მხატვრული მიმდინარეობის


იდენტიფიცირებას, თუმცა მხატვრული ნაწარმოების სრულყოფილ ანალიზს
გვთავაზობს - ყურადღებას ამახვილებს სურათის დამახასიათებელ ყოველ
თავისებურებაზე.
2 ქულა აპლიკანტი ახდენს მხატვრულ მიმდინარეობასთან წარმოდგენილი ხელოვნების
ნიმუშის იდენტიფიცირებას, თუმცა პასუხი ნაწილობრივ აცდენილია დასმულ
პრობლემასთან. აპლიკანტის მსჯელობაში მნიშვნელოვანი შეცდომებია. თუმცა
მსჯელობიდან ჩანს, რომ აპლიკანტს ესმის პირობაში დასმული საკითხის არსი.

ან აპლიკანტი, მართალია, ვერ ახერხებს მხატვრული მიმდინარეობის


იდენტიფიცირებას, თუმცა მხატვრული ნაწარმოების საინტერესო ანალიზს
გვთავაზობს - ყურადღებას ამახვილებს სურათის დამახასიათებელ ზოგიერთ
თავისებურებაზე.
1 ქულა აპლიკანტი ახდენს მხატვრულ მიმდინარეობასთან წარმოდგენილი ხელოვნების
ნიმუშის იდენტიფიცირებას, თუმცა ვერ ახერხებს საკითხის გაანალიზებას და მის
მსჯელობაში მნიშვნელოვანი შეცდომებია.

ან აპლიკანტი, მართალია, ვერ ახერხებს მხატვრული მიმდინარეობის


იდენტიფიცირებას, თუმცა მხატვრული ნაწარმოების ანალიზის უნარს ავლენს.
0 ქულა პასუხი არაადეკვატურია. აპლიკანტი ვერ პასუხობს დავალების მოთხოვნებს.
პასუხში არ ჩანს, რომ აპლიკანტს აქვს გარკვეული ცოდნა საკითხის გარშემო.
პასუხი ბუნდოვანია, აპლიკანტის მსჯელობაში არაარგუმენტირებული და
ბუნდოვანი განმარტებებია.

39
2. დავალება 40

ნიმუში 1

ნიმუში 2

ნიმუში 3

განმარტება: წარმოდგენილი ნამუშევრები შეფასებულია მაქსიმალური 4 ქულით.


ისინი სავსებით შეესაბამება დავალების პირობის მოთხოვნებს.

40
ნიმუში 4

განმარტება: ნაშრომი შეფასებულია 2 ქულით. აბიტურიენტი ასახელებს რელიგიას,


რომელთანაც ასოცირდება წარმოდგენილი არქიტექტურული ნაგებობა და ასახელებს
ამ რელიგიის არქიტექტურისათვის დამახასიათებელ მხოლოდ 2 თვისებურებას.

ნიმუში 5

განმარტება: ნაშრომი შეფასებულია 1 ქულით. აბიტურიენტი ასახელებს რელიგიას,


რომელთანაც ასოცირდება არქიტექტურული ნაგებობა, თუმცა ვერ ახერხებს
საკითხის გაანალიზებას და მის მსჯელობაში მნიშვნელოვანი შეცდომებია.

41
შეფასების სქემა:
შეფასების სქემა
მაქსიმალური ქულა 4
4 ქულა აპლიკანტი ასახელებს რელიგიას, რომელთანაც ასოცირდება წარმოდგენილი
არქიტექტურული ნაგებობა - ისლამს. აანალიზებს ნაგებობის არქიტექტურულ
სტრუქტურას - გუმბათი, თაღების შეისრული ფორმები, მინარეთი. აანალიზებს
გაფორმების დეკორატიულ სისტემას - ნაგებობის ფასადის ფერადოვანი
გადაწყვეტა და მისი დეკორატიული მორთულობა - არაბესკა, დეკორატიული
სისტემის ხალიჩისებური ხასიათი.
3 ქულა აპლიკანტი ასახელებს რელიგიას, რომელთანაც ასოცირდება წარმოდგენილი
არქიტექტურული ნაგებობა და აანალიზებს დასახელებულთაგან 4 თვისებურებას
ან ასახელებს არქიტექტურული ნაგებობის 6 თვისებურებას და ვერ ასახელებს
რელიგიას.
2 ქულა აპლიკანტი ასახელებს რელიგიას, რომელთანაც ასოცირდება წარმოდგენილი
არქიტექტურული ნაგებობა და აანალიზებს დასახელებულთაგან 2 თვისებურებას
ან ასახელებს არქიტექტურული ნაგებობის 4 თვისებურებას და ვერ ასახელებს
რელიგიას.
1 ქულა აპლიკანტი ასახელებს ან რელიგიას, ან აანალიზებს დასახელებულთაგან 2
თვისებურებას.
0 ქულა აპლიკანტი ვერ ასრულებს დავალებას.

3. დავალება 41

ნიმუში 1

42
განმარტება: ნაშრომი შეფასებულია მაქსიმალური 4 ქულით. ის სავსებით შეესაბამება
დავალების პირობის მოთხოვნებს.

ნიმუში 2

განმარტება: მოცემული ნაშრომი შეფასებულია 2 ქულით. აბიტურიენტი, მართალია, ვერ


ახერხებს ხელოვნების ნიმუშისა და მასზე ასახული ისტორიული მოვლენის
იდენტიფიცირებას, თუმცა იგი ასახელებს და განმარტავს 3 მხატვრულ და სიმბოლურ
ნიშანს, რომლებიც გამოყენებულია ნაწარმოებში აზრისა და იდეის გამოსახატად.

ნიმუში 3

43
განმარტება: მოცემული ნაშრომი შეფასებულია 1 ქულით. ნაშრომი ავლენს, რომ
აბიტურიენტი ვერ ახერხებს ხელოვნების ნიმუშისა და მასში ასახული მოვლენის
იდენტიფიცირებას და ვერც მხატვრული თუ სიმბოლური ნიშნების დასახელებასა და
გაანალიზებას. აბიტურიენტი მხოლოდ ერთ მხატვრულ ხერხზე - ადამიანის გამოსახვის
თავისებურებაზე მიგვანიშნებს და ისიც არადამაჯერებლად. თუმცა ნაშრომის ყველაზე
დიდი ნაკლია სრულიად არაადეკვატურ საკითხებზე გამართული მსჯელობა. იმისათვის,
რომ შეავსოს პასუხისათვის განკუთვნილი არე ფურცელზე, აპლიკანტი საუბრობს ეგვიპტის
კულტურასთან დაკავშირებულ სახვადასხვა საკითხზე, რომელიც მოცემულ ხელოვნების
ნიმუშთან არავითარ კავშირში არ არის. მსგავსი ხასიათის მსჯელობა ნაშრომის ხარისხზე
უარყოფითად მოქმედებს და ქულას შესაბამისად დაბლა წევს.

შეფასების სქემა
მაქსიმალური ქულა 4
4 ქულა აპლიკანტი ახდენს ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებას. ასახელებს, რა
ისტორიულ მოვლენას ასახავს წარმოდგენილი ძეგლი და ყურადღებას
ამახვილებს იმ მხატვრულ და სიმბოლურ ნიშნებზე (მაგ., ადამიანის გამოსახვის
პრინციპი, ხალიჩისებური წყობა, მთავარი ფიგურების ზომებით აქცენტირება,
სტილიზებული ცხოველები გადაჯვარედინებული კისრებით, ხარი ძლიერების
სიმბოლო, ქუდი - ეგვიპტის გაერთიენაების სიმბოლო და ა. შ.), რომლებიც
ნარმერის ფილაზე ავტორის მიერ აზრისა და იდეის გადმოსაცემადაა
გამოყენებული.
3 ქულა აპლიკანტი ახდენს ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებას. ასახელებს, რა
ისტორიულ მოვლენას ასახავს წარმოდგენილი ნიმუში და ყურადღებას
ამახვილებს 1 მხატვრულ და 2-3 სიმბოლურ ნიშანზე, რომლებიც ნარმერის
ფილაზე ავტორის მიერ აზრისა და იდეის გადმოსაცემადაა გამოყენებული.

ან აპლიკანტი, მართალია, ვერ ახერხებს ძეგლის იდენტიფიცირებას, თუმცა


მხატვრული ნაწარმოების სრულყოფილ ანალიზს გვთავაზობს - ყურადღებას
ამახვილებს ყოველ თავისებურებაზე.
2 ქულა აპლიკანტი ახდენს ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებას. ასახელებს, რა
ისტორიულ მოვლენას ასახავს წარმოდგენილი ნიმუში და ყურადღებას
ამახვილებს 1 მხატვრულ და 1 სიმბოლურ ნიშანზე, რომელიც ნარმერის ფილაზე
ავტორის მიერ აზრისა და იდეის გადმოსაცემადაა გამოყენებული.
ან აპლიკანტი, მართალია, ვერ ახერხებს ძეგლის იდენტიფიცირებას, თუმცა
ახერხებს 1 მხატვრული და 2-3 სიმბოლური ნიშნის ამოცნობას.
1 ქულა აპლიკანტი ახდენს წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებას
ან აპლიკანტი, მართალია, ვერ ახერხებს ძეგლის იდენტიფიცირებას, თუმცა 1-2
მხატვრული და სიმბოლური ნიშნის ამოცნობის უნარი შესწევს.
0 ქულა პასუხი არაადეკვატურია. აპლიკანტი ვერ პასუხობს დავალების მოთხოვნებს.
პასუხში არ ჩანს, რომ აპლიკანტს აქვს გარკვეული ცოდნა ან გააზრების უნარი.

44
დავალება 39-41-ის შესრულების დროს დაშვებული ტიპური შეცდომები

• დავალების პირობის არასრული და არასწორი გააზრება. მაქსიმალური ქულის


მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტი სრულად იაზრებდეს დავალების
პირობაში მოცემულ ყველა მითითებას და შესაბამისად, მისი პასუხი
აკმაყოფილებდეს ყველა ქვეპუნქტს.
• ვრცელი, მაგრამ არაადეკვატური პასუხი. ხშირია, როდესაც აპლიკანტი
თითქმის სრულად ავსებს დავალებისათვის განკუთვნილ არეს, თუმცა მისი
პასუხი არაადეკვატურია და უმეტესად არ შეესაბამება მოცემულობას;
• არგუმენტების სიმწირე. აპლიკანტები ხშირად იყენებენ ფრაზას - ეს
ნამუშევარი სრულად შეესაბამება ამ სტილის ნიშნებს. აუცილებელია
აპლიკანტმა დაასახელოს და დეტალურად განმარტოს ჯერ სტილის ნიშნები,
თუ მაგ. ამა თუ იმ რელიგიის სალოცავისთვის, თუ სხვადასხვა ეპოქისათვის
დამახასიათებელი ნიშნები და შეუსაბამოს მას მოცემული ხელოვნების
ნიმუშის მხატვრული მახასიათებლები.
• კითხვებზე პასუხი. წერითი დავალებების ინსტრუქციაში მითითების
მიუხედავად ხშირია, როდესაც აბიტურიენტები დავალებაში არსებული
მითითებების მიხედვით ნაშრომს აზრობრივად ერთიანი, მთლიანი, მოკლე
ესეს ფორმით კი არა, არამედ კითხვებზე ცალ-ცალკე გაცემული პასუხების
სახით წარმოგვიდგენენ, რაც უარყოფითად აისახება მათ შეფასებაზე.

რეკომენდაციები:

 ყურადღებით წაიკითხეთ დავალების პირობა, პასუხისას დავალების


პირობაში მოცემული ინფორმაცია გაითვალისწინეთ;
 პასუხის მოცულობის გაზრდის მიზნით არ არის სასურველი ზოგადი და
არაფრის მთქმელი ფრაზების გამოყენება, რაც პასუხის ხარისხს
მნიშვნელოვნად წევს დაბლა. უმჯობესია, მსჯელობა კონკრეტულად
საკითხს შეეხებოდეს. ხშირად ერთი წინადადება გაცილებით უკეთეს
შთაბეჭდილებას ქმნის აპლიკანტზე, ვიდრე ზოგადი ფრაზებით
მაღალფარდოვანი მსჯელობა.

45
4. დავალება 42

ნიმუში 1

46
ნიმუში 2

47
განმარტება: ორივე ნიმუშზე მოცემული ნაშრომი შეფასებულია მაქსიმალური 15
ქულით. ნაშრომში ნათლად ჩანს აბიტურიენტების ცოდნა, ანალიზის, შედარებისა
და შეფასების, ასევე არგუმენტირებული მსჯელობის და საკუთარი აზრის
გამოხატვის უნარი.

ნიმუში 3

48
განმარტება: წარმოდგენილი ნაშრომი შეფასებულია 13 ქულით. ნაშრომში ნათლად
ჩანს აბიტურიენტის ცოდნა, ანალიზის, შედარებისა და შეფასების, ასევე
არგუმენტირებული მსჯელობის და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი. თუმცა
სხვადასხვა კონტექსტში საკითხების გაანალიზებას აპლიკანტი ან ვერ ახერხებს, ან
იგი ყურადღებით არ გაეცნო დავალების პირობაში მოცემულ მითითებებს.

ნიმუში 4

49
განმარტება: მოცემული ნაშრომი შეფასებულია 10 ქულით. ნაშრომში ჩანს, რომ
აბიტურიენტი კარგად იცნობს საკითხებს (თუმცა ხშირად უშვებს შეცდომებს: მაგ.,
ხატი მონუმენტური ფრესკაა.), თუმცა მსჯელობისას მას უჭირს ანალიზის, მით
უფრო შედარებითი ანალიზის ხერხების გამოყენება, ასევე საკითხების კონტექსტში
განხილვა.

ნიმუში 5

განმარტება: მოცემული ნაშრომი შეფასებულია 5 ქულით. აპლიკანტი კარგად არ


იცნობს განსახილველ საკითხებს. იგი ცდილობს იმსჯელოს ფერების
სიმბოლურობაზე, მხატვრულ გადაწყვეტაზე, თუმცა მისი მსჯელობა
არადამაჯერებელია. აღსანიშნავია, რომ აპლიკანტი ახერხებს საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვას, თუმცა უმეტესად მისი დასკვნები არაადეკვატურია
(მაგ., როდესაც იგი საუბრობს, რომ „ეს ორი ნახატი ერთმანეთზე მნიშვნელოვან
გავლენას ახდენს“, ან თუნდაც „წარმოადგენს ცისა და დედამიწის კავშირს“ და ა. შ.)

50
დავალების 42-ის შეფასების სქემა

შეფასების სქემა

მაქსიმალური ქულა

I პუნქტისათვის 5 ქულა

II და IV პუნქტისათვის 3 ქულა

III პუნქტისათვის 4 ქულა

I საკითხი სრულყოფილადაა გააზრებული _ პასუხი არის სრული,


5 ქულა არგუმენტირებული, აპლიკანტი პასუხობს ყველა მითითებას, რომელსაც
მოითხოვს დავალების პირობა. პასუხში ჩანს მოცემული საკითხის გააზრებული,
II IV დამაჯერებელი, სრულყოფილი ანალიზი. პასუხი გამყარებულია ლოგიკური
არგუმენტებით და/ან დამაჯერებელი, ადეკვატური მსჯელობით.
3 ქულა

III
4ქულა
I აპლიკანტი ხელოვნების ნიმუშების მეტ-ნაკლებად სრულ შედარებით ანალიზს
4 ქულა აკეთებს. მსჯელობა არ არის სრულყოფილი და გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს.
III
3 ქულა
ყველა პასუხში ჩანს საკითხის ნაწილობრივი გააზრება. აპლიკანტი არ პასუხობს
ქვეპუნკტ პირობაში მოცემულ ყველა მითითებას, ან მისი პასუხი ნაწილობრივ აცდენილია
დასმულ პრობლემასთან - აპლიკანტს ხელოვნების ნიმუშების შედარებითი
ისათვის ანალიზის გაკეთება უჭირს. პასუხი სუსტია და არათანმიმდევრული,თუმცა
მსჯელობიდან ჩანს, რომ აპლიკანტს ესმის პირობაში დასმული საკითხის არსი.
2 ქულა
1 ქულა აპლიკანტი ვერ ახერხებს მსჯელობის განვითარებას. მსჯელობს
არათანმიმდევრულად, არაადეკვატურად და უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს.
დავალების პირობა სწორად არ არის გააზრებული. პასუხში ჩანს, რომ აპლიკანტი
0 ქულა
არაადეკვატურად იყენებს ან არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა და შედარებითი
ანალიზის უნარი;

პასუხი ბუნდოვანია, მასში მეორდება დავალების პირობაში მოცემული


ინფორმაცია, ან მოყვანილია არაარგუმენტირებული და ბუნდოვანი
განმარტებები.

დავალება 42-ის შესრულების დროს დაშვებული ტიპური შეცდომები

• დავალებების მითითებების არასრული გააზრება. მაქსიმალური ქულის


მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტი სრულად იაზრებდეს დავალების

51
პირობაში მოცემულ ყველა მითითებას და შესაბამისად, მისი პასუხი
აკმაყოფილებდეს ყველა ქვეპუნქტს.
• შედარებითი ანალიზის მეთოდის დეფიციტი. ეს დავალება უშუალოდ
შედარებითი ანალიზის მეთოდზეა დაფუძნებული და ამ მეთოდის
საშუალებით მსჯელობასა და საკითხების გაანალიზებას გულისხმობს.
ხშირად აპლიკანტებს უჭირთ ამ მეთოდის გამოყენება, რადგან ვერ ფლობენ
მსჯელობის სტრატეგიებს, რომლებიც შედარებით ანალიზს გულისხმობს. ამ
მეთოდის გამოყენება გაცილებით მარტივს ხდის ანალიზის დავალების
შესრულებას. როდესაც შეგიძლია ორი ნაწარმოები ვიზუალურად ერთმანეთს
შეადარო, გაცილებით ნათელია განსხვავებებზე და მსგავსებაზე მსჯელობა და
ამ მხატვრული ნიშნების კონტექსტში განხილვა.
• ვრცელი, მაგრამ არაადეკვატური პასუხი. ხშირია, როდესაც აპლიკანტი
თითქმის სრულად ავსებს დავალებისათვის განკუთვნილ არეს, თუმცა მისი
პასუხი არაადეკვატურია. მაგ., სახვით საშუალებებზე მსჯელობისა და მათი
გააანალიზების ნაცვლად, იგი საუბრობს დედა-შვილურ გრძნობებზე,
პერსონაჟთა თავისებურებებზე და ა. შ. ასეთი პასუხები, დავალების პირობაში
მოცემულ მითითებებს არ შეესაბამება და ფასდება 0 ქულით.
• არგუმენტების სიმწირე. როდესაც დავალების პირობაში საუბარია
ნაწარმოების შეფასებაზე, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვაზე,
აპლიკანტმა უნდა დაასაბუთოს საკუთარი შეხედულებები მყარი
არგუმენტებით: რა ნიშნით აფასებს ნაწარმოებს, ოსტატის მიერ გამოყენებულ
რომელ სახვით საშუალებებსა და ხერხებს ეფუძნება მისი მოსაზრებები,
რომელ მხატვრულ ხერხსა და საშუალებას იყენებს ოსტატი ნაწარმოებში
ხასიათის შესაქმნელად და იდეის გადმოსაცემად.
• მხატვრული ნაწარმოების სხვადსხვა კონტექსტში განხილვის დეფიციტი.
ხელოვნების ისტორიის განვითარების მანძილზე ძნელად თუ მოიძებნება
ნაწარმოები, რომელიც სრულებით ამოვარდნილი იყოს ისტორიულ-
კულტურული თუ სოციალური კონტექსტიდან. ყოველ ნაწარმოებს,
მიუხედავად მკვეთრად დამახასითებელი და ყველასგან გამორჩეული
სტილისა და ინდივიდუალურობისა, გარკვეული საფუძვლები გააჩნია და
კულტურული კუთვნილების მატარებელია. სასურველია, აპლიკანტმა
მოახერხოს მსჯელობის ამ მიმართულებით წარმართვა. შესაძლოა, ყოველგვარ
ცოდნაზე დაყრდნობის გარეშე, მან გამოხატოს საკუთარი მოსაზრება,
დააკავშიროს მხატვრული ფორმა და შინაარსი, გაავლოს ისტორიული ან/და
სოციალური პარალელები, მხატვრული ფორმის თვალსაზრისით შეადაროს
მისთვის ნაცნობ ამავე თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს, გაავლოს პარალელები,
აღმოაჩინოს განმასხვავებელი ნიშნები და ამ მსჯელობაზე დაყრდნობით
ნაწარმოების წარმომავლობასთან დაკავშირებით გარკვეული დასკვნები
გააკეთოს.

52
რეკომენდაციები:

 ყურადღებით წაიკითხეთ დავალების პირობა, პასუხისას დავალების


პირობაში მოცემული ინფორმაცია გაითვალისწინეთ;
 პასუხის გაცემისას ნუ გაიმეორებთ დავალების პირობაში მოცემულ
ინფორმაციას;
 გამოიყენეთ შედარებითი ანალიზის მეთოდის თავისებურებები;
 იმსჯელეთ საკითხებზე, რომლებიც უშუალო კავშირშია დავალებასთან;
 პასუხის მოცულობის გაზრდის მიზნით არ არის სასურველი ზოგადი და
არაფრის მთქმელი ფრაზების გამოყენება, რაც უარყოფითად მოქმედებს
პასუხის ხარისხზე უმჯობესია, მსჯელობა უშუალოდ საკითხს
შეეხებოდეს. ხშირად ერთი წინადადება გაცილებით უკეთეს
შთაბეჭდილებას ქმნის აპლიკანტზე, ვიდრე ზოგადი ფრაზებით
მაღალფარდოვანი მსჯელობა.

53

You might also like