You are on page 1of 10

ანტონ დიდის მეოთხე ეპისტოლე (10 საუკუნის ქართული თარგმანი სინას

მთაზე)

ანტონისი ებისტოლჱ მეოთხჱ (!).

1. ანტონი ყოველთა საყუარელთა ძმათა რომელნი ხართ არსენოტით კერძო


და სანახებსა მისსა და თქუენთანათა უფლისა მიერ სიხარული. 2. თქუენ
ყოველთა რომელთა ეგე განმზადენით თავნი თჳსნი სლვად ღმრთისა
მიმართ გიკითხავ უფლისა მიერ, საყუარელნო, მცირითგან ვიდრე
დიდადმდე, მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცამდე, შვილთა ისრაჱლიტელთა
წმიდათა გონებისაებრ თქუენისა არსებისა. 3. ჭეშმარიტად, შვილნო, დიდი
ნეტარებაჲ თქუენდა იქმნა, რაჲმეთუ დიდი მადლი დადებული გექმნა
თქუენ მაგას თქუენსა ნათესავსა; 4. შეგიგავს უკუე თქუენ, მისთჳს რომელმან
იგი მოხედვა ყო თქუენდა, რაჲთა არა მოიწყენოთ, რომელ იგი ღუაწლსა შინა
ხართ, ვიდრემდე შესწირნეთ თავნი თჳსნი მსხუერპლად ღმრთისა ყოვლითა
სიწმიდითა, რომლისა თჳნიერ ვერ ვის ჴელეწიფების იგი
დამკჳდრებად. 5. ჭეშმარიტად, საყუარელნო, დიდ არს ესე თქუენდა
კითხვად გულისხმის-ყოფისათჳს გონიერისა მისთჳს არსებისა, რომელსა
შინა არა არს მამაკაც და დედაკაც, არამედ არსებაჲ არს უკუდავი, რომელსა
დასაბამი აქუს, ხოლო აღსასრული არასადა. 6. ჯერ არს ცნობად მისთჳს
ვითარ იგი ყოვლითურთ გარდამოვარდა ესოდენსა სიმდაბლესა და დიდსა
სირცხჳლსა, რომელი ჩუენ ყოველთა ზედა მოიწია, რაჲმეთუ არსებაჲ არს
უკუდავი, ვერ თანადაჴსნელი ჴორცთა. 7. ამისთჳს ღმერთმან იხილა ამისი
იგი წყლულებაჲ, რომელი უკურნებელ იყო, და რაჲმეთუ განდიდნა
ფრიად: 8. შენდობითა მისითა მოხედვაჲ მათი ყო, თჳსითა სახიერებითა
შემდგომად ჟამთა რჩული მოსცა მათ და შეწევნა სცა მათ მოსჱს მიერ
მოცემად მათა რჩული. 9. და მოსე დაუფუძნა მათ სახლი ჭეშმარიტებისაჲ და
უნდა განკურნებად დიდისა ამის წყლულებისაჲ და ვერ უძლო
აღსრულებად სახლისა მის შენებაჲ. 10. მერმე კუალად ყოველნი იგი
კრებულნი წმიდათანი შეკრბეს ერთბამად, და სთხოვდეს მამისა
სახიერებასა მაცხოვრისა ჩუენისათჳს, რაჲთა მოვიდეს ჩუენდა
ცხორებისათჳს ჩუენ ყოველთაჲ, 11. რაჲმეთუ იგი არს დიდი და სარწმუნოჲ
მღდელთმოძღუარი ჩუენი და ჭეშმარიტი მკურნალი, რომელი შემძლებელ
არს განკურნებად დიდსა მას წყლულებასა. 12. ამისთჳს ნებითა მამისაჲთა
დაიმცირა თავი თჳსი დიდებისაგან თჳსისა ღმერთი იყო და ხატი მონებისაჲ
მოიღო, 13. და მისცა თავი ცოდვათა ჩუენთათჳს; და ცოდვათა ჩუენთა იგი
დაამდაბლეს, არამედ წყლულებითა მისითა ჩუენ ყოველნი
განვიკურნენით. 14. ამისთჳს, საყუარელნო შვილნო ჩემნო უფლისა მიერ,
უწყებაჲ თქუენი მნებავს, რაჲმეთუ ჩუენისათჳს სისულელისა ხატი
სისულელისაჲ მოიღო, და ჩუენისათჳს უძლორებისა ხატი უძლორებისაჲ
მოიღო, და ჩუენისათჳს სიგლახაკისა ხატი სიგლახაკისაჲ მოიღო, და

1
ჩუენისათჳს სიკუდილისა ხატი მოკუდავისაჲ შთაიცუა, და ამას ყოველსა
შინა დაითმინა ჩუენთჳს. 15. ჭეშმარიტად, საყუარელნი, უფლისა მიერ,
თანაგუაც რაჲთა არა ვსცეთ თუალთა ჩუენთა ძილ და არცა ჰრულილ წამთა
ჩუენთა, 16. რაჲთა ვითხოვდეთ და ვაიძულებდეთ სახიერებასა მამისასა,
ვიდრემდე თანა-გამოვიდეს, და ამით განსუენება ვსცეთ მოსლვასა იესუჲსა
(!), და ძალი წმიდათა მსახურებასა, რომელნი გჳქმან ჩუენ ქუეყანასა ჟამსა
უდბობისა ჩუენისასა, და გულსმოდგინება ვსცეთ მათ შეწევნად ჩუენდა
ჟამსა ჭირისა ჩუენისასა; მაშინ რომელმან იგი სთესოს და რომელი იგი
მკიდეს იხარებდენ. 17. უწყებაჲ თქუენი მნებავს, შვილნო, მრავალი იგი
ურვაჲ ჩემი რომელი მაქუს თქუენთჳს, რაჲმეთუ ვხედავ დიდსა სირცხჳლსა
მოწევნულსა ჩუენ ყოველთა ზედა, 18. და განვიცდი მრავალსა შრომასა
წმიდათასა და სულთქუმასა მათსა რომელსა აღმოუტეობენ მარადის
ჩუენთჳს ღმრთისა წინაშე, 19. რაჲმეთუ ხედვენ ყოველსა მას შრომასა
თჳსისა შემოქმედისასა, და ხედვენ ძჳრისზრახვათა ყოველთა მათ
ეშმაკისათა და მსახურთა მისთასა, რომელსა იგი ძჳრსა ზრახვენ ჩუენისა
წარწყმედისათჳს მარადის 20. რაჲმეთუ ნაწილი მათი ჯოჯოხეთს ყოფად
არს, და ამისთჳს ჰნებავს ჩუენი წარწყმედაჲ მათ თანა ყოფად
სიმრავლითურთ. 21. ჭეშმარიტად, საყუარელნო უფლისა მიერ, ვითარცა
ბრძენთა გეტყჳ თქუენ; რაჲთა ჰცნათ ყოველივე მოღუაწებაჲ შემოქმედისა
ჩუენისაჲ, რომელი იქმნა ჩუენთჳს, რომელნი იგი მოხედვასა ჩუენსა ჰყოფენ
ცხადითა და დაფარულითა ქადაგებითა; 22. რაჲმეთუ ჩუენ ვართ რომელთა
იგი გურქჳან პირმეტყუელ, და შეგჳმოსიეს გონებაჲ პირუტყუთაჲ. 23. ანუ
თქუენ არა იცნით მრავალნი იგი მანქანებანი და ჴელოვნებანი ეშმაკისანი
რაბამ არიან, რაჲმეთუ მაშინდითგანვე გუეშორობენ ჩუენ  24. ვინაჲთგან
ცნეს მათ ვითარმედ ჴელი შევყავთ ცნობად სირცხჳლისა ჩუენისა და
რაჲმეთუ მოვიძიეთ სახჱ სივლტოლისაჲ საქმეთა მათთაგან რომელსა იქმან
ჩუენ თანა, 25. და არა ხოლო მორჩილებად ბოროტთა მათ ზრახვათა მათთა
რომელთა სთესვენ ჩუენ შოვრის რაჲთამცა გუაქუნდა, არამედ მრავალნიცა
ჩუენგანნი ეკიცხევენ მათთა მათ მანქანებათა, 26. და მათ იციან მოტევებაჲ
იგი შემოქმედისა ჩუენისაჲ, რაჲმეთუ ესე სიკუდილ იქმნა მათა ამას
სოფელსა, და მათთჳს განემზადა დამკჳდრებად გეჰენიაჲ მათისა მის
უდბობისათჳს. 27. უწყებაჲ თქუენი მნებავს, შვილნო, რაჲმეთუ არა
დავსცხრები ვედრებითა ღმრთისა მიმართ თქუენთჳს ღამე და
დღჱ, 28. რაჲთა აგეხილნეს თქუენ ღმერთმან თუალნი გულისა თქუენისანი
რაჲთა ხედვიდეთ თქუენ მრავალთა მათ დაფარულთა უკეთურებათა
მათთა რომელთა იგი დღითი დღედ მოაწევედ ჩუენ ზედა აწინდელსა ამას
ჟამსა. 29. მნებავს რაჲთა ღმერთმან მოგცეს თქუენ გული მეცნიერებისაჲ და
სული განკითხვისაჲ, რაჲთა შეუძლოთ შეწირვად გულთა თქუენთა
მსხუერპლად წმიდად წინაშე მამისა მრავლითა სიწმიდითა
უბიწოდ. 30. ჭეშმარიტად, შვილნო, გუეშორობენ ჩუენ ყოველსა ჟამსა
მათითა მით ბოროტად ზრახვითა, და დაფარულითა მით დევნითა, და
მათითა მით მწულალიდითა უკეთურებითა, და სულითა მით
მაცთურებისაჲთა, 31. და გმობითა მით გულისსიტყჳსაჲთა, და მათ მიერ
ჩუენ შოვრის დათესულთა ურწმუნოებათა გულთა შინა ჩუენთა, და
2
განკჳრვებითა და განკრთომითა, 32. და სალმობითა მრავლითა რომელთა
მოაწევენ ჩუენ ზედა ყოველსა ჟამსა, და სულმოკლებითა რომლითა იგი
დღითი დღედ გყოფენ ჩუენ სულმოკლე, 33. და ყოვლითავე რისხვითა
მათითა და ძჳრისსიტყჳთა რომლითა-იგი გუასწავებედ ჩუენ
ურთიერთარს, 34. და განმართლებითა მით თავთა თჳსთაჲთა რომელსა იგი
ვჰყოფთ ჩუენ, და დასჯითა მით ურთიერთასითა რომელ შეგჳთესიან მათ
გონებათა ჩუენთა; 35. და ვიყვნითღა თჳსაგან, განკითხვად გჳცემედ
მოყუასსა თჳსსა რომელნი არა არიედ ჩუენ თანა, 36. და შეურაცხებაჲ
შთაგჳგდიან გულთა ჩუენთა ამპარტავანებითა, რაჲმეთუ მათგან
გულფიცხელ ვიქმნით, და ერთი ერთსა შეურაცხ-ვჰყობდით, და სიმწარჱ
გუაქუნ ურთიერთას სიფიცხლით ამით სიტყჳთა ჩუენითა, და სალმობაჲ
გუაქუნ ყოველსა ჟამსა, და ვაბრალებდით ერთი ერთსა და არა თავთა
თჳსთა, 37. ვჰგონებდით შრომასა მას ჩუენსა მოყუსისაგან ყოფად, და
განმკითხველ ვიყვნით ცხადთა მათ, და ყოვლადვე ავაზაკი იგი ჩუენ შორის
სახლსა შინა ჩუენსა დამკჳდრებულ არნ: 38. და ჴდომითა და წვალებითა
ურთიერთას ვიპოვნით, ვიდრემდე სიტყუანი თჳსნი დავამტკიცნეთ რაჲთა
ვჩნდეთ წინაშე ჩუენსა მართალ: 39. და გულსმოდგინე გვყონიან ჩუენ
საქმესა რომელსა ვერ შემძლებელ ვიყვნით ყოფად, და დაგუაბრკოლნიან
ჩუენ მისგან რომელსა ზედა იგი ვიყვნით და რომელი იგი სარგებელ არნ
ჩუენდა. 40. ამისთჳს მაცინებედ ჩუენ ჟამსა ტირილისასა და მატირებედ
ჩუენ ჟამსა სიცილისასა, და ყოვლად ყოვლითურთ გარდამაქცინნა ჩუენ
გზისა მისგან წრფელისა, და მრავლითა სხჳთა საცთურითა რომლითა
დაგჳმონეს ჩუენ თავისა მათისა, რომელთათჳს აწ არა არს ჟამი
გამოცხადებად ყოვლისა. 41. რაჟამს უკუე აღავსნიან გულნი ჩუენნი ამით
ყოვლითა, და მათ შინა ვძოვდით და მექმნიან ჩუენ საზრდელ, მაშინ
ღმერთმან შეგჳნდვის ვიდრემდე დაჰყენდეს ჩუენი უკეთურებაჲ, 42. და
მაშინღა მოხედვა ყვის ჩუენდა კუალად ქცევად ჩუენდა მძიმისა ამისგან
ჴორცისა ჩუენისა და დატევებად იგი, 43. და მაშინ უკეთურნი იგი საქმენი
ჩუენნი რომელთა ჩუენ ვიქმოდით ბოროტად გამოგჳჩნდენ ჴორცთა შინა
ტანჯვად შეურაცხად, და კუალად შევიმოსოთ ესე ღმრთისა მოტევებითა, და
მაშინ მექმნეს ჩუენ უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა. 44. ამის გამო
ნუ დაცადებთ ვედრებასა სახიერებისა მიმართ მამისაჲსა, რაჲთა, თქუენ
თანა გამოვიდეს შეწევნაჲ მისი და გასწაოს თქუენ რომელი იგი უმჯობეს
თქუენდა იყოს. 45. ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, შვილნო, რაჲმეთუ ჭურჭერი
ესე ჩუენი, რომელსა შინა ვმწირობთ ჩუენ, არს ესე ჩუენდა წარმწყმედელ და
სახლ სავსე ბრძოლითა. 46. ჭეშმარიტებით, შვილნო, გეტყჳ თქუენ
ვითარმედ ყოველსავე კაცსა რომელსა დატკბობილ იყოს ნებასა შინა თჳსსა,
და დამჴობილ იყოს თჳსითა გულისსიტყჳთა, და თავს-იდებდეს
დათესულთა მათ გულსა შინა თჳსსა, და თანა-უხაროდეს მათ, და
მოელოდის გულითა ვითარმედ დიდ რაჲმე არიან იგინი რჩეულ
საიდუმლო, და მას თანა კუალად განიმართლებდეს თავსა თჳსსა, რომელსა
იგი იქმს, 47. ესევითარისა მის სული არს აერ უკეთურთა მათ სულთა და
თანამზრახვალ მისა ბოროტისა მიმართ, და გუამითა სამარხავ ბოროტთა
საიდუმლოთა რომელ თავსა შინა მისა დაუმალავს: 48. და შეუძლიან
3
ესევითარსა მას ეშმაკთა ფრიად, რაჲმეთუ არა განაქიქა იგი წინაშე
ყოველთა. 49. ანუ თქუენ არა უწყით რაჲმეთუ არა ერთ-სახჱ (!) სანადიროჲ
აქუს, რაჲთა ესე ვცნათ და ვივლტოდით მისგან? 50. უკუეთუ ეძიებდე, არა
ჰპოო ცოდვაჲ მათი და ურჩულოებაჲ განცხადებულად ჴორციელად,
რაჲმეთუ არა არიან ჴორციელად სახედველ, 51. არამედ რაჲთა სცნათ
რაჲმეთუ ჩუენ ვართ მათა ჴორცებ, და სული ჩუენი შეიწყნარებს მათსა მას
უკეთურებასა, რაჲმეთუ რაჟამს შეიწყნარნეს იგინი, მაშინ განცხადებულად
მოიყვანის იგინი ჴორცითა მით რომელსა შინა ესე მყოფ ვართ. 52. ხოლო აწ,
შვილნო, ნუმცა ვსცემთ მათ ადგილსა: უკუეთუ არა, რისხვაჲ ღმრთისაჲ
აღვადგინოთ თავთა ჩუენთა ზედა, 53. და იგინი წარვიდენ სახიდ თჳსა და
მეკიცხევდენ ჩუენ, რაჲმეთუ ესე იციან რაჲმეთუ წარწყმედაჲ ჩუენი
მოყუსისაგან არს და კუალად ცხორებაჲ ჩუენი მოყუსისაგან. 54. ვინ სადა
ღმერთი იხილა, და იხარებდეს მის თანა, და დაიყენოს იგი თავისა თჳსა
თანა, რაჲთა არა ევლტოდის მას, არამედ შეეწეოდეს მას ყოფასა მას მისსა
ესოდენსა შინა სიმძიმესა 55. ანუ ვინ სადა ეშმაკი იხილა ბრძოლასა მას მისსა
ჩუენდა მომართ, და მაყენებნ რაჲ ჩუენ კეთილისყოფად და მაჴდებინ ჩუენ,
და დგანღა იგი ადგილსა ჴორციელსა, რაჲთა მისა გუეშინოდის და
ვივლტოდით მისგან; რაჲმეთუ იგინი არიან ფარულად, და ჩუენ
გამოვაცხადებთ მათ საქმეთაგან. 56. რაჲმეთუ ერთისაგან არიან იგი
ყოველნი ცნობილებისა მისგან არსებისა; და სივლტოლისა მისგან მათისა
ღმრთისაგან მრავალი თითოფერებაჲ იქმნა ამათ შოვრის თითოსახისა
მისთჳს საქმისა მათისა: 57. ამისთჳსცა ყოველი ესე სახელები დაედვა მათ
თითოეულისა მისთჳს საქმისა მათისა: 58. ამისთჳს ვიეთმე მათგანთა ეწოდა
მთავარანგელოზ, და რომელთამე საყდრებ და უფლება, მთავრობა და
ჴელმწიფება და ქერობინ; 59. ესე სახელები ეწოდა მათ ამის გამო რაჲმეთუ
შემოქმედისა მათისა ნებაჲ დაიმარხეს. 60. კუალად უკეთურისა მისგან
სხუათა სლვისაჲსა საჴმარ იყო სახელისდებად მათა უკეთურისა მისთჳს
სლვისა მათისა მასმენელ და სატანა, და სხუანი კუალად ეშმაკებ, და სულებ
უკეთორებ და არაწმიდებ, და სულებ მაცთურ, და მთავარ ამის სოფლის: და
სხუანი მრავალნი თითოფერნი არიან მათ შოვრის. 61. და კუალად
შემთხუევანი არიან ამას, სიმძიმესა ჴორცთასა, რომელსა ესე შინა
დამკჳდრებულ ვართ იწოდნეს ვიეთნიმე მათგანი მამათმთავარ და
რომელნიმე წინაჲსწარმეტყუელ და მეუფე და მღდელ და მსაჯულ და
მოციქულ, და სხუანი მრავალნი რჩეულ იქმნეს მათითა მით კეთილად
სლვითა: 62. ესე ყოველი სახელები ეწოდა მათ გინათუ მამაკაცსა გინა
დედაკაცსა მათითა მით თითოსახისა საქმეთა მათთაებრ მთავრობისა,
რაჲმეთუ ერთისაგან არიან ყოველნი. 63. ამისთჳს უკუე რომელი ცოდვიდეს
მოყუსისა მიმართ, თავისა მიმართ თჳსისა ცოდავს, და რომელი ბოროტსა
უყოფს მოყუასსა, თავსა თჳსა ბოროტსა უყოფს; ეგრევე რომელი, კეთილსა
უყოფს მოყუასსა (!), თავსა თჳსა კეთილსა უყოფს. 64. უკუეთუ არა, ვინმე
შემძლებელ არს ღმრთისა მიმართ ბოროტის-ყოფად, ანუ ვინმე არს
რომელმანმცა ავნო მას, ანუ ვინმე არს რომელმანმცა გაუსუენა მას, ანუ ვინმე
სადა მსახურა მას, 65. ანუ ვინ სადა აკურთხა იგი რომელმცა; უჴმდა მას
კურთხევაჲ მისი, ანუ ვინ შემძლებელ არს პატივის-ცემად მისა ვითარ იგი
4
არს პატიოსან, ანუ ვინ შემძლებელ არს აღმაღლებად მისა ვითარ იგი არს
მაღალ 66. ამისთჳს უკუე, ვიდრე ესე ვართღა შემოსილ მძიმითა ამით
ჴორცითა, განვაღჳძოთ თავთა შინა ჩუენთა ღმერთსა მოწოდებადითა
ურთიერთასითა, 67. და მივსცნეთ თავნი ჩუენნი სიკუდიდ სულთა
ჩუენთათჳს და ერთმან ერთისათჳს, და ამას რაჲ უყოფდეთ გამოვაჩინოთ
თავისა თჳსისაჲ იგი მოწყალებისა იგი არსებაჲ. 68. ნუმცა ვართ თავის-
მოყუარე, რაჲთა არა დაუდგრომელისა მის ძალისა მათისა ნაწილ
ვიქმნეთ. 69. რაჲმეთუ რომელმან თავი თჳსი გულისჴმა-ყო, მან ყოველნი
იცნის: ამისთჳსცა იგი წერილ არს: "რომელმან უწოდა არაარსისაგან არსად
ყოველთა"; 70. და ამას რაჲ იტყჳან, აუწყებენ გონიერისა მის მათისა
ბუნებისათჳს, რომელი დაფარულ არს ხრწნილებისა ამათ ჴორცთა შინა,
რომელი არა იყო მისი დასაბამითგან, რომელი წოდებად ყოფად არს
მისგან; 71. ხოლო რომელმან შეუძლო თავისა თჳსისა შეყუარებად ყოველსა
ჰყუარობს. 72. საყუარელნო შვილნო ჩემნო, გლოცავ თქუენ ნუ შრომა გიჩნ,
ნუცა გეწყინებინ სიყუარული ურთიერთარსი. 73. აღიხუენით ჴორცნი იგი
თქუენნი რომლითა შემოსილ ხართ, და ესენი ყვენით საკურთხეველ, და
დასხენით მას ზედა ყოველნი გულის-სიტყუანი თქუენნი და ყოველივე
ზრახვაჲ ბოროტი დაუტევეთ წინაშე უფლისა, 74. და აღიპყრენით ჴელნი
გულისა თქუენისანი მისა მიმართ, ესე იგი არს გონებაჲ მოქმედი, და
ევედრებოდეთ ღმერთსა რაჲთა მოგმადლოს თქუენ თჳსი იგი უხილავი
ცეცხლი დიდი, 75. რაჲთა ზეცით გარდამოჴდეს თქუენ შოვრის და შეჭამოს
საკურთხეველი იგი და ყოველივე მას ზედა, 76. და ყოველნივე იგი ქურუმნი
ბალისნი, რომელნი იგი არიან მჴდომისა წინააღმდგომნი საქმენი, შეეშინეს
და ივლტოდიან პირისაგან თქუენისა ვითარცა პირისაგან ელიაჲს
წინაჲსწარმეტყუელისა 77. და მაშინ იხილოთ ვითარცა კუალი მამაკაცისაჲ
ზღუასა ზედა რომელსა მოაქუნდეს თქუენდა სულიერი იგი წჳმაჲ, რომელ
იგი არს ნუგეშინის-მცემელისა სულისაჲ ნუგეშინისცემაჲ. 78. საყუარელნო
შვილნო ჩემნო უფლისა მიერ, ძენო ისრაიტელნო, არა რაჲ საჴმარ არს ნატრაჲ
გინა სახელისდებად ჴორციელთა სახელთა თქუენთა, რომელნი წარმავალ
არიან, 79. რაჲმეთუ არა უმეცარ ხართ სიყუარულსა მას რომელი მაქუს
თქუენდა მიმართ, რაჲმეთუ არა არს ჴორციელი, სიყუარული, არამედ
სულიერი ღმრთისმსახურებისა სიყუარული. 80. ამით კუალად გულდებულ
ვარ რაჲმეთუ ნეტარი დიდი არს თქუენთჳს რაჲმეთუ ჴელი შეჰყავთ ცნობად
თავისა თჳსისა სირცხჳლსა და დამტკიცად არსებასა უხილავსა რომელი ვერ
წარმავალ არს ჴორცთა თანა. 81. ამისგან ვჰგონებ, ვითარმედ ნეტარებაჲ
თქუენი ამას ჟამსა იქმნა. 82. სიტყუაჲ უკუე ესე ცხად იყავნ თქუენდა, რაჲთა
არა გეგონოს თქუენ წარმატებაჲ და შესლვაჲ მსახურებასა ღმრთისასა
ვითარმცა თქუენი იყო საქმჱ, არამედ არს რაჲმე საღმრთოჲ ძალი რომელი
შეგეწევის თქუენ მარადის: 83. პატივის-მოყუარე იყვენით თავთა თჳსთა
შეწირვად მსხუერპლისა ღმრთისა მიმართ მარადის, და გულსმოდგინება
სცემდით შემწესა მას თქუენსა ძალსა, და განსუენებასა ღმრთისასა მას
მოსლვასა და ყოველსა მას კრებულსა წმიდათასა, და მეცა უბადრუკსა ამას
რომელი მყოფ ვარ თიჴისა ამათ ჴორცთა და ბნელისათა; 84. რაჲმეთუ
ამისთჳს ამას გეტყჳ თქუენ და განსუენებას გცემ თქუენ, და გლოცავ,
5
რაჲმეთუ დავებადენით ჩუენ ყოველნი ერთად არსებად უხილავად და
დასაბამად დაუსრულებელად: რაჲმეთუ რომელთა იცნეს თავნი თჳსნი,
ამათ ცნეს რაჲმეთუ არსებანი ერთობისანი არიან უკუდავნი. 85. უწყებად
თქუენდა მნებავს ესე რაჲმეთუ იესუ ქრისტე უფალი ჩუენი იგი თავადი არს
ჭეშმარიტი გონებაჲ მამისაჲ, რომლისაგან ყოველი სავსებაჲ ყოვლისა
მეტყუელისა მის ბუნებისაჲ იქმნა ხატად თჳსისა მის ხატისა, რაჲმეთუ იგი
თავადი არს თავ ყოვლისა დაბადებულისა და გუამისა მის
ეკლესიაჲსა: 86. ამისთჳს უკუე ჩუენ ყოველნი ასოებ ვართ ურთიერთარს და
გუამ ქრისტჱსა, და ვერ ჴელეწიფების თავსა სიტყუად ფერჴთა ვითარმედ
არა მიჴმთ მე, და უკუეთუ ევნების ერთსა ასოსა ყოველივე გუამი მის თანა
აღიძრეს და ელმის: 87. ამისთჳს უცხო ქმნულსა მას ასოსა გუამისაგან,
რომელსა არა რაჲ აქუს ზიარება თავისა თანა, არამედ დატბობიედ თჳსნი
იგი ვნებანი ჴორცთანი, ამის გამო წყლულებაჲ იგი თჳსი უკურნებელად
აქუს, და დაჰვიწყებიეს დასაბამი და აღსასრული. 88. და ამისთჳს მამაჲ იგი
დაბადებულთაჲ მოწყალე იქმნა ჩუენსა ამას წყლულებასა რომელი
შეუძლებელ იყო განკურნებად ვერვისგან დაბადებულთაგანისა გარნა
სახიერებითა მამისაჲთა: 89. და გამოგუევლინა ჩუენ თჳსი იგი
მხოლოდშობილი, რომელმან იგი  ჩუენისა მის მონებისათჳს ხატი მონებისაჲ
მოიღო;  90. და მისცა თავი თჳსი ცოდვათა ჩუენთათჳს, რაჲმეთუ
ურჩულოებათა ჩუენთა დაამდაბლეს იგი, არამედ წყლულებითა მისითა
ჩუენ ყოველნი განვიკურნენით; 91. და შემკრიბნა (!) ჩუენ ყოველთაგან
სოფელთა ვიდრემდე აღდგომაჲ გულთა ჩუენთაჲ ქუეყანისგან ყოს და
მასწაოს ჩუენ რაჲმეთუ არსებანი ერთნი ვართ ჩუენ ყოველნი და
ურთიერთას ასოებ. 92. ამისთჳს უკუე თანაგუაც ურთიერთას სიყუარული
ფრიად, რაჲმეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი მას ღმერთი უყუარს:
ხოლო რომელსა უყუარდეს ღმერთი მას სული თჳსი უყუარს. 93. სიტყუაჲ
ესე ცხად იყავნ თქუენდა, საყუარელნო შვილნო ჩემნო უფლისა მიერ, ძენო
ისრაჱლიტელნო წმიდანო, და განმზადენით თავნი თჳსნი სლვად ღმრთისა
მიმართ და შეწირვად თავთა თქუენთა მსხუერპლად ღმრთისა ყოვლითა
სიწმიდითა რომელი ვერ ვის ჴელეწიფების დამკჳდრებად თჳნიერ
სიწმიდისა. 94. ანუ თქუენ არა უწყითა, საყუარელნო, რაჲმეთუ მჴდომნი იგი
სათნოებისანი ძჳრსა უძრახვენ მარადის ჭეშმარიტებასა 95. ამისთჳსცა,
საყუარელნო, მკრძალენით და ნუ სცემთ ძილსა თუალთა თქუენთა და ნუცა
რულსა (?) წამთა თქუენთა; 96. ღაღადებდით თჳსისა მიმართ შემოქმედისა
დღჱ და ღამე რაჲთა გამოვიდეს თქუენდა შეწევნაჲ მაღლისა მიერ და
მოზღუდნეს გულნი თქუენნი და გულისსიტყუანი ქრისტეს
მიერ. 97. ჭეშმარიტად, შვილნო, სახლსა შინა ავაზაკისასა მყოფ ვართ და
საკრველითა სიკუდილისაჲთა ვართ ჩუენ შეკრულ. 98. ჭეშმარიტად გეტყჳ
თქუენ რაჲმეთუ ჩუენი ესე უდებებაჲ და დამდაბლებაჲ და გარეშე ყოფაჲ ესე
ჩუენი სათნოებისაგან არა ხოლო-თუ ჩუენდა ზღუევა არს, არამედ
ანგელოზთაცა შრომა არს და ყოველთა წმიდათა ქრისტესთა, რაჲმეთუ არღა
სადა აქამომდე განუსუენებიეს ჩუენთჳს. 99. ჭეშმარიტად, შვილნო, რაჲმეთუ
დამდაბლებაჲ ესე ჩუენი მწუხარება არს მათ ყოველთა, და კუალად
ცხორებაჲ ჩუენი და სიქადული სიხარულს-ცემნ მათ ყოველთა; 100. და 
6
ცანთ რაჲმეთუ სახიერებაჲ მამისაჲ არა დაცხრების, ვინაჲთგან აღიძრა,
ქველის-ყოფად ჩუენდა მარადის ვიდრე დღინდღელად დღედმდე, რაჲთა
არა თანამდებ გყვნეს ჩუენ თავისა ჩუენისა სიკუდილისა. 101. და რაჲმეთუ
თჳთ-ჴელმწიფედ დავიბადენით, ამისთჳს გუეძიებედ ჩუენ ეშმაკნი
მარადის; ამისთჳს წერილ არს: "დაბანაკებულ არს ანგელოზი უფლისაჲ
გარემო მოშიშთა მისთა და იჴსნეს იგინი". 102. აწ, შვილნო, უწყებაჲ თქუენი
მნებავს, ვინაჲთგან აღძრვაჲ ესე იყო ვიდრე აქამომდე, ყოველნივე რაჲ-
ოდენნი გარეშე იქმნეს სათნოებისაგან და აღესრულნეს უკეთურებანი მათნი
შვილად ეშმაკისად შერაცხილ არიან: 103. და აწვე მათგანთა ცნეს, და
ამისთჳსცა ჴელი შეყვეს საქმედ თითოეულისა ჩუენისა ნებისაებრ
მათისა. 104. რაჲმეთუ ესე იციან ვითარმედ ზეცით გარდამოვარდა ეშმაკი
ამპარტავანებითა ამისთჳსცა რომელნი იგი მიიწინნეს დიდსა ზომსა
გარდარეულსა, ესე მოჴდიან მათ პირველად, რაჲმეთუ ჴელოვან არიან
ამპარტავანებითა და მაოცნებელობთა ურთიერთარს. 105. უწყიან რაჲმეთუ
განმაშორნეს ჩუენ ღმრთისაგან ამით ჯერითა რაჲმეთუ იციან ვითარმედ
რომელსა უყუარდეს მოყუასი მას ღმერთი უყუარს, ამისთჳს მტერთა მათ
სათნოებისათა შემოთესიან თჳსი იგი წყაროჲ განწვალებისაჲ გულთა
ჩუენთა რაჲთა მოვიპოოთ ჩუენ მტერობაჲ დიდი ურთიერთარს, შორითვე
არა ზრახვად მოყუასსა ყოვლადვე. 106. ჭეშმარიტად, შვილნო, უწყებაჲ
თქუენი მნებავს რაჲმეთუ სხუანიცა ვინმე არიან მრავალნი რომელნი
შრომასა შედგომილ არიან ცხორებასა შინა მათსა, და უმეცრებამან მათმან
მოაკუდინა იგინი. 107. ჭეშმარიტად, შვილნო, ვჰგონებ ვითარმედ არა არს
დიდ საკჳრველ ესე, უკუეთუ უდებ ვყვნეთ თავნი თჳსნი და არა
განვიკითხნეთ საქმენი თჳსნი, შევრდომად თქუენდა დიდსა მას ზომსა
ეშმაკისასა, ჰგონებდეთ თუ მახლობელ ყოფად თქუენდა ღმრთისა, და
მოლოდებასა თქუენსა ნათლისასა ბნელი შეგემთხჳოს თქუენ. 108. ამისთჳს
ყოვლადვე ჴამს იესუჲსი (!) რაჲთა მოირტყნეთ თავნი თჳსნი არდაგითა და
დაჰბანდეთ ფერჴთა უმწემესთასა: 109.  არამედ სახჱ ესე ამისთჳს ყო რაჲთა
აუწყოს მოქცეულთაჲ მათ თჳსავე მათსა დასაბამსა პირველსა: რაჲმეთუ
დასაბამი იგი აღძრვისაჲ მის ამპარტავანებაჲ არს, რომელი იქმნა
პირველად. 110. ამისთჳსცა უკუეთუ არა მრავლითა სიმდაბლითა ყოვლითა
გულითა თქუენითა და ყოვლითა ბუნებითა თქუენითა და ყოვლითა
სულითა თქუენითა და ყოვლითა გუამითა თქუენითა, ვერ ჴელგეწიფების
დამკჳდრებად სასუფეველი ღმრთისაჲ. 111. ჭეშმარიტად, შვილნო ჩემნო
უფლისა მიერ, ვევედრები შემოქმედსა ჩემსა დღჱ და ღამე, რომლისაგან
მაქუს სული მისი ვედრად, რაჲთა აგიხილნეს თუალნი გულისა თქუენისანი
რაჲთა უწყოდით სიყუარული ესე ჩემი რომელი მაქუს თქუენდა
მიმართ, 112. და განგეხუნენ, ყურნი გულისა თქუენისანი რაჲთა იხილოთ
თქუენ სირცხჳლი თჳსი: 113. რაჲმეთუ რომელმან გულისხმა-ყვის თჳსი (!)
იგი უპატიოებაჲ, ეგევითარი ეგე კუალად ეძიებნ თჳსა მას რჩეულსა
დიდებასა; და რომელმან გულისხმა-ყვის თჳსი სიკუდილი, მან კუალად
გულისხმა-ყვის თჳსი იგი საუკუნოჲ ცხორებაჲ. 114. ვითარცა ბრძენთა
გზრახავ თქუენ, შვილნო ჩემნო, ჭეშმარიტად მეშინის ნუუკუე სიყმილი
გეწიოს თქუენ გზასა ზედა და ადგილსა რომელსა ჯერ იყოს ჩუენდა
7
განმდიდრებად. 115.  მინდა ხილვაჲ თქუენი პირისპირ ჴორცითა, არამედ
მოველი ჟამსა ახლოდ რომელსა შინა შეუძლოთ თჳთ თჳსი პირით
ურთიერთარს ხილვად, რაჟამს იგი წარჴდეს სალმობაჲ და მწუხარებაჲ და
სულთქუმანი, რაჟამს იგი სიხარული იყოს თავსა ზედა ყოველთასა. 116.
არიან სხუაცა მრავალ რომელი მინდა თხრობად, არამედ უკუეთუ სცე
ბრძენსა მიზეზ სიბრძნის, უბრძნჱს იყოს. 117. გიკითხავ ყოველთა
სასურველთა შვილთა ჩემთა სახელად სახელად.

კაცმან პირმეტყუელმან, რომელმან განმზადა თავი თჳსი განთავისუფლებად


მოსლვითა იესოისათა, იცნის მან თავი თჳსი მსგავსად გონიერისა მის
არსებისა; რამეთუ, რომელმან თავი თჳსი იცნა, იცნის მან შემოქმედისა მის
მოღუაწებანი და რაჲოდენსა იქმს [შემოქმედი] თჳსთა შორის
დაბადებულთა. საყუარელნო უფლისა მიერ და ასონო ჩუენნო და
თანამკჳდრნო წმიდათანო, გლოცავ თქუენ სახელითა იესო ქრისტესითა,
რაჲთა ღმერთმან მიგცეს თქუენ სული მეცნიერებისაჲ, რაჲთა განიკითხოთ
და სცნათ სიყუარული რავდენი მაქუს თქუენდა მიმართ, რაჲმეთუ არა არს
სიყუარული ჴორციელი, არამედ სულიერი სიყუარული
ღმრთისმსახურებისაჲ. რაჲმეთუ სახელებისათჳს თქუენისა ჴორციელებისა
არა რაჲ ჴამს მიწერად თქუენდა, რაჲმეთუ წარმავალ არიან; უკუეთუ კაცმან
ცნა ჭეშმარიტი იგი სახელი, იხილოს მან ჭეშმარიტებისაჲცა იგი სახელი.
ამისთჳსცა იაკობ ჰბრძოდა რაჲ იგი ანგელოზსა მას ღამე ყოველ მას ღამესა,
დაღაადგრა, და ერქუაღა მას იაკობ, და ვითარცა განთენა, ეწოდა მას სახელი
ისრაეჱლ (თარგმანებაჲ სახელისაჲ ამის არს ესე: ‘გონებაჲ მხედველი
ღმრთისაჲ’). ვჰგონებ, ვითარმედ არა უმეცარ იყვნეთ თქუენ, რაჲმეთუ
მოსაჯულნი იგი სათნოებისანი მარადის ძჳრსა უძრახვენ ჭეშმარიტებასა;
ამისთჳს არა ხოლო ერთსა ჟამსა მოხედვა ყო ღმერთმან თჳსთა ზედა
დაბადებულთა, არამედ დასაბამითგან, რომელთა იგი განმზადნეს თავნი
თჳსნი მოსლვად შემოქმედისა თჳსისა აღთქუმისა მისგან რჩულისა
მათისაჲთა, რომელნი იგი ისწავლებიან მისგან თაყუანისცემად თჳსისა
შემოქმედისა ვითარ იგი ჯერარს თაყუანისცემაჲ. რაჲმეთუ სიმრავლითა
უძლურებისაჲთა და სიმძიმითა მით ჴორცთაჲთა და ზრუნვითა ბოროტითა
განჴმა აღთქუმისა იგი რჩული, და საცნობელნი იგი სულისანი
მოუძლურდეს. ამის გამო ვერ უძლეს პოვნად თავთა თჳსთა მსგავსად
დაბადებისა მათისა; და რაჲმეთუ არსებაჲ არს უკუდავი, რომელი არა
დაჴსნდების ჴორცთა თანა. ვერ შეუძლო განთავისუფლებად თჳსითა მით
სამართალითა, ამისთჳს შეუნდო მას ღმერთმან თჳსითა სახიერებითა და
წერილითა მით რჩულისაჲთა, სწავლად მათა თაყუანისცემაჲ მამასა ვითარ
იგი ჯერარს. რაჲმეთუ ღმერთი ერთ არს და გონიერი იგი არსებაჲ არს
ერთობითა. ცხად იყავნ თქუენდა სიტყუანი ესე, საყუარელნო, რაჲმეთუ
ყოველთავე თანა, რომელთა არა არს შეთქუჳმულებაჲ ბრძოლაშა შეიკრებენ
თავისა თჳსისათჳს. და იხილა ესე შემოქმედმან, რაჲმეთუ წყლულებაჲ იგი

8
მათი განდიდნა და უჴმს კურნებაჲ მკურნალისაჲ მის; რაჲმეთუ ჲესოჲ
თავადი არს დამბადებელი მათი და მანვე კუალად განკურნეს იგინი, და
მოავლინა წინამორბედნი წინაშე პირსა მისსა. და არა შევიშინოთ სიტყუად
მოსეჱსთჳის რჩულისმომცემელისა, ვითარმედ იგი არს ერთი
წინაჲსწარმეტყუელთა მისთაგანი; და რაჲმეთუ სული რომელი იყო მოსეჱს
თანა, იგივე შეეწეოდა კრებულსა მას წმიდათასა; და ყოველთავე ითხოვეს
მხოლოდშობილისათჳს ძისა ღმრთისაჲსა. და კუალად იოვანე ერთი არს
წინაჲსწარმეტყუელთა მისთაგანი; ამისთჳსცა რჩული და
წინაჲსწარმეტყუელნი ვიდრე ჲოვანესამდე, და სასუფეველი ღმრთისაჲ
იიძულების,და რომელნი ი[ი]ძულებდენ, მათ მოტაცონ იგი. და იხილეს
სულითა შემოსილთა მათ, რაჲმეთუ ვერვინ შემძლებელ არს დაბადებულთა
შორის განკურნებად დიდისა მის წყლულებისა, გარნა სახიერებასა მამისასა,
რომელი იგი არს მხოლოდშობილი მისი, რომელ იგი მოავლინა მაცხოვრად
ყოვლისა სოფლისა. რაჲმეთუ იგი ას დიდი მკურნალი, შემძლებელი
განკურნებად დიდისა მის წყლულებისა, ევედრნეს ღმერთსა და სახიერებასა
მისსა, და მამამან დაბადებულთამან არა ჰრიდა მხოლოდშობილსა მჳსსა
ჩუენ ყოველთა ცხოვრებისათჳს, არამედ მისცა იგი ჩუენ ჰოველთათჳს. და
ურჩულოებათა ჩუენთა დაამდბლეს იგი, და წყლულებითა მისითა ჩუენ
ყოველნი განვიკურნენით. და სიტყჳთა ძლიერებისა მისისაჲთა შეგვკრიბნა
ჩუენ ყოველთაგან სოფელთა კიდითგან ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდედმდე
სოფლისა, და ყო აღდგომაჲ გულთა ჩუენთაჲ ქუეყანით, და გუასწავალ ჩუენ
ვითარმედ ურთიერთარს ასოებ ვართ. გლოცავ თქუენ, საყუარელნო
უფლისა მიერ, რაჲთა სცნათ დაწერილი ესე რაჲმეთუ დიდ არს ესე ჩუენდა
გულისჴმისყოფად ხატი იგი რომელ მოიღო იესოჲ ჩუენთჳს, რაჲმეთუ
ყოვლითავე მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა. აწ უკუე შეჰგავს
ჩუენდაცა რაჲთა განვათავისუფლნეთ თავნი ჩუენნი მოსლვითა მისითა,
რაჲთა სისულელითა მისითა გაგუაბრძნეს ჩუენ, და სიგლახაკითა მისითა
განგუამდიდრნეს ჩუენ, და უძლურებითა მისითა განმაძლიერნეს ჩუენ, და
ყოველთა გუექმნეს აღდგომა და განაქარვოს იგი რომელსა ჴელმწიფებაჲ
აქუნდა სიკუდილისაჲ. მაშინღა დავსცხრეთ ჴმვად იესოჲს
ჴორციელებისათჳს, რაჲმეთუ მოსლვაჲ იგი იესოჲსი შემეწევის ჩუენ
კეთილსა მას მონებასა, ვიდრემდე განვაქარვნეთ ყოველნი უკეთUრებანი
ჩუენნი. მაშინ მარქუას ჩუენ იესოჲ: “არღა გრქუა თქუენ მონა, არამედ ძმა”.
რაჟამს უკუე მიიწინნეს მოღებად სულისა მის შჳლებისა მოციქულნი, მაშინ
ასწავა მათ სულმან წმიდამან თაყუანისცემად მამასა ვითარ იგი ჯერ არს. და
მე უბადრუკსა ამას კრულსა იესოჳისისა, მექმნა მე ჟამი ესე რომელსა
მოვიწიე სიხარულ და გლოვა და ტირილ, რაჲმეთუ მრავალთა ნათესავისა
ჩუენისაგანთა შეიმოსეს სამოსელი ღმრთისმსახურებისაჲ და ძალი მისი
უარსუყოფიეს. ხოლო რომელთა იგი განმზადნეს თავნი თჳსნი
განთავუსუფლებით მოსლვითა იესოჲსითა, მათ ზედა მიხარის, ხოლო
რომელნი იგი ფრდიან სახელსა იესოჲსისა და ჰყოფენ ნებასა გულისასა და
ჴორცთასა, ეგევითართათჳს ვიგლოვ. რომელთა იგი მიხედეს სიგრძესა მას
ჟამისასა და სულმოკლე იქმნეს, და გაიძარცუეს სამოსელი
ღმრთისმსახურებისაჲ და იქმნეს იგინი მჴეც, მათთჳს ვტირ. უწყოდეთ უკუე,
9
ეგევითართა მათ კაცთა რაჲმეთუ მოსლვაი იგი იესოჲსი იქმნა მათ დიდ
სასჯელ. ხოლო თქუენ, საყუარელნო უფლისა მიერ, გულისხმაყვენით თავნი
თჳსნი რაჲთა ჟამიცა ესე სცნათ, და განმზადენით თავნი თჳსნი შეწირვად
მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა. ჭეშმარიტად, საყუარელნო უფლისა მიერ,
რაჲმეთუ ვითარცა გონიერთა მივსწერ თუქნდა, რაჲმეთუ შემძლებელ ხართ
გულისჴმისყოფად თავთა თუისთა. იცით ესე, რაჲმეთუ რომელმან
გულისჴმაყო თავი თჳსი მან იცის ღმერთი და მოღუაწებანი მისნი რომელთა
ჰყოფს თჳსთა ზედა დაბადებულთა. ცხად იყავნ თუქნდა სიტყუაჲ ესე
რეაჲმეთუ არა ჴორციელი სიყუარული მაქუს თქუენდა მიმართ, არამედ
სიყუარული სულიერი ღმრთისმსახურებისაჲ, რაჲმეთუ ღმერთჲ იდიდების
ზრახვასა წმიდათასა. განმზადენით თავნი თჳსნი ვიდრემდე მეოხნი
გუისხენღა რომელნი სთხოვენ ღმერთსა რაჲთა ცეცხლი ეგე, რომლისათჳი
მიფენად მოვიდა იესოჲ ქუეყანასა ზედა, მოსცეს გულათა თქუენთა, რაჲთა
შეუძლოთ დაწურთად გულთა თქუენთა და საცნობელთა თქუენთა რაჲთა
იცოდით თქუენ გამორჩევად კეთილი ბოროტისაგან, მარჯუენეჲ და
მარცხენეჲ, სიმტკიცეჲ და უძლურებაჲ, იცოდა ესე იესოჲ რაჲმეთუ ძალი
ეშმაკისაჲ არს ნივთი ესე ამის სოფლისაჲ, მოუწოდა თჳსთა მოწაფეთა და
რქუა მათ: “ნუ იუნჯებთ თქუენ ქუეყანასა ზედა, და ნუცა ზრუნავთ
ხვალისათჳს, რაჲმეთუ ხვალემან თჳით იზრუნოს თავისა თჳსისათჳს”.
ჭეშმარიტად, საყარელნო, ჟამსა მას ქარისა დაყუდებისასა ნავისმხერველი
იქადინ; ხოლო ქარისა ძლიერისა და წინააღმდგომისა ჟამსა ყოველივე
მეცნიერი და ნავისმხერვალი გამოჩნდის. აწ გულისხმაყავთ ჟამი ესე,
რომელსა მოვიწიენით, რაჲ ესე არს. ხოლო მწულილადისა მისთჳს სიტყუჲსა
აზნაურებისა არიან მრავალ თხრობად თქუენდა, არამედ სცე თუ მიზეზ
ბრძენსა, უბრძენეს იყოს. გიკითხავ თქუენ შვილთა საყუარელთა მცირითგან
ვიდრე დიდამდე თქუენდა უფლისა მიერ ამენ!

10

You might also like