You are on page 1of 8

საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც

სამეცნიერო დისციპლინის ფორმირების


პროცესი

სოციალურ-ჰუმანიტარული მეცნიერებების კომპლექსი, რომელიც მსოფლიო


პოლიტიკურ პროცესებს შეისწავლის, კვლევის ობიექტად განიხილავს საზოგადოებრივ
მოვლენას, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ტერმინით აღინიშნება.
საერთაშორისო ურთიერთობების კატეგორიის ანალიზისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ
თვითონ საერთაშორისო ურთიერთობების ფენომენი ერთ ადგილას არ დგას და მუდმივ
ცვლილებასა და ევოლუციას განიცდის.ის დღეს ისეთი არ არის, როგორ ერთი საუკუნის წინ
ან თუნდაც ათი წლის უკან, ხოლო ხვალ უკვე სრულიად განსხვავებული იქნება ვიდრე
დღეს. ასეთია საერთაშორისო ურთიერთობების ბუნება. საერთაშორისო ურთიერთობების
დინამიკაზე, არსებით გავლენას გარეგანი სოციალური და არასოციალური გარემო ახდენს.
ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის და საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარის ა. არონის
აზრით საერთაშორისო ურთიერთობებს ზუსტად განსაზღვრული საზღვრები არ გააჩნია.
თვითონ არონი, საერთაშორისო ურთიერთობებში ხედავდა, ერთის მხრივ, ხალხებს შორის
კავშირის დამყარების ინსტრუმენტს, მეორე მხრივ, კი სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური
ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს ელემენტს.
ტერმინი ,,საერთაშორისო ურთიერთობები“, წარმოადგენს ქართულ ექვივალენტს
ტერმინისა ,,International Relations“, რომელიც პირველად XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე
გამოიყენა ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯერემი ბენთამმა. აღნიშნული ტერმინის ამ
პერიოდში გამოჩენა შემთხვევით არ მომხადარა, რადგან თვითონ XVIII-XIX საუკუნეების
მიჯნა, საერთაშორისო ურთიერთობების ფენომენის ევოლუციის მნიშვნელოვან ეტაპად
იქცა. ამ დროს, დასავლეთ ევროპაში, საბოლოოდ ჩამოყალიბდა სუვერენული ეროვნული
სახელმწიფოების სისტემა. თუ ნიდერლანდების, ინგლისისა და საფრანგეთის
რევოლუციებამდე და სხვა მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებამდე (აშშ-ს შექმნა,
რისორჯიმენტო იტალიაში, გერმანიის გაერთიანება და ა. შ.), საგარეო პოლიტიკას
ერთპიროვნულად მონარქი და მასთან დაახლოებული ადამიანების ვიწრო წრე
განსაზღვრავდა, უკვე ამ რევოლუციების შემდეგ, ევროპაში თანდათანობით ,,ერი-
სახელმწიფოების ფორმირების პროცესი იწყება, სადაც საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში
დიდი როლის თამაშს ხალხი და მის მიერ სახელმწიფოს მმართველ სტრუქტურებში
დელეგირებული პოლიტიკოსები იწყებენ: ,,სწორედ ამ პერიოდში, გაფორმდა საერთაშორისო
ურთიერთობების ის მოდელი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეტალონად
ითვლებოდა. მის თანახმად, თითოეული ქვეყნის სამოქალქო საზოგადოება, სახელმწიფოს
ეროვნული უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის წარმოების საკითხებში, მთელ
უფლებამოსილებას გადაცემდა. მის შესაბამისად, ერთი სახელმწიფოს მთავრობა, მეორე
სახელმწიფოს მთავრობასთან ოფიციალურ ურთიერთობებს ამყარებდა. სწორედ მის წიაღში
ხდებოდა, არა მარტო სახელმწიფოთა სტრუქტურებს, არამედ, ამ ქვეყნების სამოქალაქო
საზოგადოების სხვასხვა სუბიექტებს შორის კავშირების დამყარება“ [1].
ამასთან ერთად, სახელმწიფოს შუამავლობის გარეშე დამყარებული კერძო კავშირები
მუდამ არსებობდნენ, მაგრამ ტრანსმაგისტრალური და საინფორმაციო კომუნიკაციების
განუვითარებლობა, ამგვარი კავშირების შესაძლებლობას ძლიერ აფერხებდა. დიდი
მანძილები დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვდა. კერძო სუბიექტები, სახელმწიფოსაგან
1
განსხვავებით, არ ფლობდნენ სრულფასონი კავშირებისათვის საჭირო ფინანსურ,
მატერიალურ თუ სხვა საშუალებებს. სწორედ ამის გამო, სახელმწიფოს მიერ მოხდა საგარეო
პოლიტიკის სფეროს მონოპოლიზაცია და დიდი ხნის განმავლობაში ის წარმოადგენდა
საერთაშორისო ურთიერთობების ერთადერთ აქტორს (აქტორი -ნებისმიერი ერთეული,
რომელიც ინდივიდუალურ როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებში და
წარმოდგენილია დამოუკიდებელ მონაწილედ (სუბიექტად). აქტორებს წარმოადგენენ
სახელმწიფოები, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო
ორგანიზაციები,   საერთაშორისო ტერორიზმი, ნარკობიზნესთან დაკავშირეული და სხვა
კრიმინალური დაჯგუფებები, რელიგიური ორგანიზაციები და სხვ.). სოციალური სფეროს
განვითარება, სატრანსპორტო და საკომუნაკაციო სფეროების პროგრესი პოლიტიკაზეც
აისახა. კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთკავშირების რიცხვმა სწრაფი ტემპებით
იმატა: ,,სახელმწიფოს უკვე აღარ შეეძლო და აღარც სურდა მათი სრულად გაკონტროლება.
მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო საერთაშორისო
ორგანიზაციების რაოდენობა და როლი, რომლებიც სახელმწიფოების მსგავსად იქცნენ
საერთაშორისო ურთიერთობების აქტორებად“ [2].
ამ პროცესებმა, ზოგიერთ სპეციალისტს მისცა საშუალება ესაუბრათ, საერთაშორისო
ურთიერთობების (International Relations), ტრანსნაციონალურ ურთიერთობებზე
(Transnational Relations) გადასვლისა და თვით ,,სახელმწიფოს კვდომის“ თაობაზე. მათი
წარმოდგენით: ,,ახალი ტიპის ურთიერთობებზე გადასვლა, ჯერ კიდევ არ მომხდარა და მისი
ტენდენცია თავდაპირველად თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკურად და
ტექნოლოგიურად ყველაზე მეტად განვითარებულ ნაწილში გამოიკვეთება. მაგრამ ეს
ტენდენცია ობიექტურად დეტერმინირებულია და ის სრულიად ახალი ტიპის, ორი-
საუკუნის მანძილზე გაბატონებული საერთაშორისო ურთიერთობებისაგან
განსხვავებულ ,,საერთაშორისო ურთიერთობებს“ ჩამოაყალიბებს [3].
საერთაშორისო ურთიერთობები მიეკუთვნება ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი
მეცნიერებების ბლოკს. საერთაშორისო ურთიერთობები მულტიდისციპლინარული
სფეროა: ,, საერთაშორისო ურთიერთობათა შესწავლა მოითხოვს ისტორიის, პოლიტიკის,
ეკონომიკის, რელიგიის, გეოგრაფიის, დიპლომატიის, დემოგრაფიის, საერთაშორისო
სამართლის, ეთიკის, აგრეთვე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევების ცოდნას. ამის
მიზეზი იყო, რომ თითქმის 50-იანი წლების მიწურულამდე გრძელდებოდა დავა,
ეღიარებინათ  საერთაშორისო ურთიერთობები როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო
დისციპლინა, თუ მისი “ენციკლოპედიურობისა” და დისციპლინათაშორისი ხასიათის გამო
იგი რამდენიმე დისციპლინად “დაენაწილებინათ”. [4].
საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა და მისი კვლევა ჯერ კიდევ XIX საუკუნის
დასაწყისში დაიწყო. საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, პირველ ანალიტიკური
ცენტრად ითვლება, 1831 წელს ჩამოყალიბებული, ბრიტანეთის სამეფოს საერთო საჯარისო
ინსტიტუტი (Royal United Services Institute). XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ინსტიტუტის
გავლენა, სამხედრო და საგარეო პოლიტიკის სფეროში, სხვადასხვა სახის გამოკვლევების
წყალობით (მოდელირება, პროგნოზირება, რეკომენდაციები) იზრდება. აღსანიშნავია, რომ
დღეს, სხვადასხვა ქვეყნებში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც ოფიციალურ
საექსპერტო მომსახურეობას უწევენ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას, სწორედ
ანალოგიური საქმიანობით არიან დაკავებულები. ხშირად მათ, სტრატეგიული კვლევების
ინსტიტუტებსაც უწოდებენ.

2
XIX საუკუნის 90-იან წლებიდან, დიპლომატია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს,
რადიკალური კუთხით და ძირითადად ტრადიციული კონცეფციების საფუძველზე
აფასებს: ,,საერთაშორისო ურთიერთობების დსციპლინის მთავარი ამოცანაა შეისწავლოს
სხვადასხვა სახელმწიფოების ურთიერთობების ფართო სპექტრი. სხვადასსხვა კონცეფციების
გამოყენებით გააკეთოს შედეგებზე ორიენტირებული დასკვნები. დღეს, საერთაშორისო
ურთიერთობების დისცილინის უმთავრესი ამოცანაა, გლობალიზაციისა და თანამედროვე
ტექნოლოგიების დანერგვის პირობებში, შეიმუშაოს ახალი კონცეფტუალური პარადიგმები,
რომლებიც თავის ასახვს ჰპოვებენ თანამედროვე, სწრაფად ცვალებად მსოფლიო
პოლიტიკაში.“ [5]
აშშ-ში საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი ანალიტიკური ცენტრი გახდა, 1910 წელს
შექმნილი, მსოფლიო პრობლემების შემწავლელი კარნეგის ცენტრი. ის ჯერ კიდევ პირველ
მსოფლიო ომამდე იკვლევდა ომისა და მშვიდობის პრობლემებს, სახელმწიფოთაშორისი
კონფლიქტების მიზეზებს: ,,XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის ინტელექტუალურ წრეებში,
უფრო მშვიდობიანი საერთაშორისო ურთიერთობების მიღწევის გზების მოძებნისა და ამ
მიმართულებით, პოლიტიკოსებისთვის დახმარების გაწევის სურვილი გაბატონდა“ [6]. ამ
წრეების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, იმ დროს ჯერ კიდევ პრისტონის
უნივერსიტეტის რექტორი, ცნობილი პოლიტოლოგი, ხოლო შემდეგ უკვე აშშ-ს
პრეზიდენტი, კონფლიქტებისა და ომების თავიდან აცილების მიზნით ჩამოყალიბებული,
პირველი საერთაშორისო ორგანიზაციის - ერთა ლიგის ფუძემდებელი - ვუდრო ვილსონი.
აღსანიშნავია, რო პირველ მსოფლიო ომამდე საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც
დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა არ არსებობდა და მის ფუნქციებს ძირითადად
სამართალი და ისტორია ითვისებდა: ,,საერთაშორისო ურთიერთობათა დისციპლინა,
ფაქტობრივად, ამ საუკუნეში შეიქმნა და განვითარდა. როგორც დამოუკიდებელი
დისციპლინა, რომელიც ისტორიისა და სამართლის წიაღიდან გამოვიდა, საერთაშორისო
ურთიერთობები მიმდინარე საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. ამ დისციპლინის
გამოჩენას უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებში ბიძგი მისცა პირველმა
მსოფლიო ომმა და 30-იან და 40-იან წლებში დატრიალებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა.
საერთაშორისო ურთიერთობათა პირველი კათედრა შეიქმნა 1919 წელს უელსის
საუნივერსიტეტო კოლეჯში (აბერისთვითი, დიდი ბრიტანეთი). საყურადღებოა, რომ
კათედრის მოწყობისათვის ფული გაიღო სპონსორმა, ერთმა უელსელმა მეწარმემ. მან
კათედრის გახსნის მიზნად გამოაცხადა სამართლისა და პოლიტიკის, ეთიკისა და
ეკონომიკის იმ ურთიერთდაკავშირებული პროგრამების შესწავლა, რომლებიც დღის
წესრიგში დააყენა ერთა ლიგის შექმნამ. სულ მალე საერთაშორისო ურთიერთობათა
კათედრები შეიქმნა აგრეთვე ლონდონის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) და
კოლამბიის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი, აშშ)“ [4]. იმავე 1919 წელს აშშ-ში, ჯორჯსტაუნის
უნივერსიტეტში (ვაშინგტონი), პროფესიონალი დიპლომატების მომზადების მიზნით,
დიპლომატიური სამსახურის სკოლა შეიქმნა, რომელიც აშშ-ში პირველი საერთაშორისო
ურთიერთობების ფაკულტეტად იქცა. 1927 წელს ჟენევაში ჩამოყალიბდა საერთაშორისო
ურთიერთობების უმაღლესი ინსტიტუტი - პირველი ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ
საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლით იყო დაკავებული და ამზადებდა
დიპლომატიურ კადრებს ერთა ლიგისთვის.
სპეციალიზირებული სამეცნიერო-საკვლევი თუ სასწავლო ინსტიტუტების
ჩამოყალიბების მიუხედავად, არც უნივერსიტეტებში და არც ფართო ინტელექტუალურ

3
წრეებში საერთაშორისო მოვლენების და მათთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა
არ იყო ორგანიზებული. ომი სამხედროების საქმედ იყო მიჩნეული, ხოლო საერთაშორისო
პოლიტიკა – დიპლომატების ასპარეზად. მაგალითად, ფ. შუმანი 50-იან წლებამდე, აშშ-ში
საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლის მდგომარეობას შემდეგნაირად
ახასიათებდა: ,,სპეციალიზირებული სკოლების, ინსტიტუტებისა და სპეციალისტებს შორის
სხვადასხვა ასპექტებში თანამშრომლობის მიუხედავად, ,,საერთაშორისო ურთიერთობები“
სერიოზულ სამეცნიერო კვლევით მიმართულებად და აღიარებულ დამოუკიდებელ სფეროდ
არ განიხილება. უფრო მეტად ის მრავალი სუბდისციპლინის ნაზავს - პოლიტიკური
მეცნიერება, ეკონომიკა, ისტორია, სამართალი, ფსიქოლოგია, სოციოლოგია და ა.შ
წარმოადგენს. საერთაშორისო ურთიერთობების შინაარსი განისაზღვრება ისეთი ასპექტებით
და კონცეფციებით, რომლებიც აღიქმებიან რევალენტურებად და მათი გამოყენებით
განიხილება სუვერენულ სახელმწიფოებს, ერებს, რასებს, რეგიონებს და სხვადსხვა
სოციალურ თემებს შორის, არსებული ხილული კონტაქტები. საერთაშორისო
ურთიერთობების მეთოდები, განუყოფელია იმ სოციალური მეცნიერების დარგების
მეთოდებისაგან, რომლებისაგანც წარმოიშვა საერთაშორისო ურთიერთობები. გამონაკლისს
წარმოადგენს ,,რეალპოლიტიკა“, გეოპოლიტიკა და საერთაშორისო სამართალი.
საერთაშორისო ურთიერთობების ტერმინოლოგია ფაქტობრივად არ განსხვავდება
პოლიტიკური მეცნიერებების, ისტორიის, ეკონომიკის და კონგიტიური დისციპლინების
ტერმინოლოგიისაგან“ [7].
მართლაც, 1940-იანი ბოლოსა და 1950-იანი წლების დასაწყისისთვის საერთაშორისო
ურთიერთობები, როგორც სამეცნიერო დისციპლინა ნელა ვითარდებოდა. ასე მაგალითად,
ომის შემდგომ გამოქვეყნებული ლიტერატურის უმეტესი ნაწილი, რომელიც ეხებოდა
საერთაშორისო ურთიერთობებს, უფრო მეტად ისტორიულ-მემუარული აღწერილობისა იყო,
ვიდრე ღრმა თეორიულ-ანალიტიკური გამოკვლევა. ამრიგად, საერთაშორისო
ურთიერთობები, მრავალი საზოგადოებრივი დისციპლინის კვლევის ობიექტს
წარმოადგენდა. მათ შორის, ,,წამყვანი როლი პოლიტიკურ მეცნიერებებს ეკუთვნის,
რადგანაც მხოლოდ ის უშუალოდ შეისწავლის სახელმწიფო ხელისფლების საქმიანობას,
ხოლო საერთაშორისო ურთიერთობები, უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოებს შორის
ურთიერთობაა. კვლევის ობიექტის სირთულე (ხელისუფლებისა და მმართველობის
ცენტრალური ბირთვის არ არსებობა, პოლიცენტრიზმი. ჰეტეროგენული ფაქტორების
უპირატესობა გამაერთიანებელ ფაქტორებზე, სტიქიური პროცესებისა და სუბიექტური
ფაქტორების დიდი როლი), აგრეთვე სხვადასხვა მეცნიერული მიდგომები განსაზღვრავს
საერთაშორისო ურთიერთობების რამდენიმე თეორიის არსებობას“ [2].
საერთაშორისო საზოგადოების თეორია მიუთითებს, რომ სახელმწიფოების ცხოვრებაში,
სამართლისა და მორალის პრინციპების დანერგვით, მიმდინარეობს კაცობრიობის ერთიან
საზოგადოებად ტრანსფორმაციის პროცესი. ფაქტორების თეორია მსოფლიოს განიხილავს იმ
ძალების დინამიური ურთიერთობების არეალად, რომლებიც პოლიტიკური, ეკონომიკური,
სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორებისაგან არიან
დამოკიდებულები: ,,საერთაშორისო ურთიერთობების არსი მდგომარეობს, დაპყრობაში,
ურთიერთობების ყველა მონაწილის ძალაუფლების განმტკიცებაში. ამასთან ერთად,
სამართლის, საერთაშორისო ორგანიზაციების როლის გაძლიერება, სახელმწიფოების
მხრიდან, ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში, მხოლოდ ძალის გამოყენების
საჭიროებას, ეჭვის ქვეშ აყენებს: ,,ამიტომ, საერთაშორისო ურთიერთობების განსაზღვრის

4
ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება შემდეგი იყოს - ეს არის სუვერენული (სახელმწიფოები) და
არა სუვერენული (ორგანიზაციები, მოძრაობები) მონაწილეების ურთიერთობის პროცესი,
რომლის მიზანია, მათი ფუნქციონირებისათვის და განვითარებისათვის ყველაზე მეტად
ხელსაყრელი პირობების შექმნა“ [8].
XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისიდან საერთაშორისო ურთიერთობების
დისციპლინა პოლიტიკური მეცნიერებების წიაღში ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ
საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, დასავლეთ ევროპული პოლიტიკური
აზროვნების ისტორიის ფარგლებში აღმოცენდა, მისი დამოუკიდებელ დისციპლინად
კონსტრუირება აშშ-ში მოხდა. სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია, საერთაშორისო
ურთიერთობების შესწავლაში ხანგრძლივი დროით ამერიკული სკოლის
დომინირება: ,,თვით საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის ძირითადი
მიმართულებების დასახელება (იდეალიზმი, რეალიზმი, ნეოლიბერალიზმი, ნეორეალიზმი),
ამერიკულ ნიადაგზე შეიქმნა. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის სფეროში,
თითქმის ყველა ავტორიტეტული სპეციალისტი - ჰ. მორგენტაუ, ჯ. როზენაუ, ჯ. მოდელსკი,
მ. კაპლანი, კ. დოიჩი, კ. უოლცი, რ. გილპინი, რ. კეოჰეინი, ჯ. ნაი და სხვები - ამერიკული
პოლიტიკური სკოლის წარმომადგენლები არიან. თანდათანობით საერთაშორისო
ურთიერთობების თეორია, როგორც სამეცნიერო და სასწავლო დისციპლინა გავრცელდა
დასავლეთ ევროპაში და სხვა რეგიონებში.“ [9].
მთლიანობაში, დასავლეთში საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც სამეცნიერო
კვლევის დამოუკიდებელი სფეროს ფორმირების პროცესი, მეორე მსოფლიო ომის დროს და
მისი დამთავრებიდან, პირველ ათწლეულში სრულდება. სწორედ ამ პერიოდში გამოქვეყნდა
საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერების აღიარებული, კლასიკური ნაშრომები:
ბრიტანელი ისტორიკოსისა და პოლიტოლოგის დ. მიტრანის: ,,მოქმედი მსოფლიო სისტემა“
(1943), ამერიკელი მკვლევარის, პოლიტიკური რეალიზმის ფუძემდებლის ჰ. მორგენტაუს
მონოგრაფია: ,,ქვეყნების პოლიტიკა: ბრძოლა ძალაუფლებისა და მშვიდობისათვის” (1948),
ფრანგი პოლიტოლოგისა და ფილოსოფოსის, რ. არონის - ,,მშვიდობა და ომი ერებს შორის“
(1962) და სხვ.
სამეცნიერო დისციპლინის ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია,
სპეციალიზირებულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში, ერთ-ერთ ყველაზე
ავტორიტეტულ და გავლენიან ჟურნალად, 1922 წლიდან, აშშ-ი გამომავალი ,,Foreign Affairs”
ითვლება. იქ გამოქვეყნებული პუბლიკაციები აშშ-ს საგარეო პოლიტიკისა და მთლიანად,
საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემურ საკითხებს ეხება. XX საუკუნის 40-იანი
წლებიდან, ანალოგიური ხასიათის ჟურნალების გამოცემამ, ინტესიური ხასიათი მიიღო. მათ
შორის ყველაზე ავტორიტეტულებად ითვლებიან: ,,International Organizations” (1947), ,,World
Politics” (1948), ,,International Security (1971). XX საუკუნის 50-იანი წლებიდან, საერთაშორისო
ურთიერთობების სპეციალისტები უფრო დიდ ყურადღების შეიარაღებული კონფლიქტების
გამომწვევი მიზეზების, ერებს შორის დაპირისპირებების აღმოფხვრის საშუალებებისა და
მსოფლიო პოლიტიკაში საერთაშორისო ორგანიზაციების როლის გამოკვლევას უთმობენ.
1970-1980-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა ახალი სამეცნიერო მიმართულება -
მსოფლიო პოლიტიკა. თავდაპირველად, ის საერთაშორისო ურთიერთობებზე იყო
ორიენტირებული და ძირითად მნიშვნელობას სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს
ანიჭებდა. ამ მხრივ, ნიშანდობლივია, ამ დისციპლინის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სამხრეთ

5
კაროლინის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, ჯ.
როზენაუს, 1976 წელს გამოცემული სახელმძღვანელო ,,მსოფლიო პოლიტიკა: შესავალი“
(,,World Politics: An Introduction). ის ოთხი თავისაგან შედგებოდა, რომელთაგანაც პირველი
სამი სახელმწიფოების პოლიტიკას და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ანალიზს
ეხებოდა და მხოლოდ ბოლო, მეოთხე თავი - მსოფლიოს განვითარების ტენდენციებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ახალი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც XX
საუკუნის ბოლოს, ბიპოლარული სისტემის მსხვრევის შედეგად ჩამოყალიბდა
(მხედველობაში გვაქვს საბჭოთა კავშირის დაშლა). ეს ნიშნავდა არა მარტო ,,ცივი ომის“
დასასრულსა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოშობას პოსტ-საბჭოურ
სივრცეზე, არამედ თვითონ საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი პროცესების დაწყებას.
საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის ფორმირებაში, დიდ როლს თამაშობენ
პროფესიონალური ასოციაციები. 1949 წელს იუნესკოს ეგიდით დაფუძნდა პოლიტიკური
მეცნიერებების საერთაშორისო ასოციაცია (nternational Political Science Association —IPSA). იქ
გაერთიანებული მკვლევარი-პოლიტოლოგების ნაწილი დაკავებულია საერთაშორისო
ურთიერთობების შესწავლით, მისი ანალიზით და პერსპექტიული კონცეფციების
შემუშავებით. იქ მიმდინარე კვლევების შედეგებს, ბევრი სახელმწიფო საკუთარი საგრეო
პოლიტიკური კურსის ფორმირების დროს აქტიურად იყენებს. 1959 წელს ჩამოყალიბდა
საერთაშორისო კვლევების ასოციაცია, რომელიც გამოცემს სამეცნიერო
ჟურნალს ,,International Studies Quarterly”.
საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერების შესწავლის ობიექტს უაღრესად რთული,
შიდა კანონზომიერებებს არ დაქვემდებარებული სოციალურ-პოლიტიკური რეალობა
წარმოადგენს, რომლის მართვა და რეგულირება დამოკიდებულია იმ სუბიექტურ
ფაქტორებზე, რომლებსაც ამ პროცესში ჩართული სახელმწიფოები, საზოგადოებები,
ორგანიზაციები, კონკრეტული ადამიანები სხვადასხვა დონეზე ახორციელებენ.
საერთაშორისო ურთიერთობების ობიექტსა და საგნებს მიეკუთვნებიან მატერიალური
(ეკონომიკური, სამხედრო, გეოპოლიტიკური, დემოგრაფიული, ტექნიკური და სხვ.) და
სულიერი (იდეოლოგიური, სამართლებრივი, ინფორმაციული, ეთიკური და სხვ.)
ფაქტორები.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკული მნიშვნელობა დღე და
დღე იზრდება, რადგან აქტუალურად რჩება საქართველოს ადგილის განსაზღვრის საკითხი
ფორმირების პროცესში მყოფი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში,
გლობალიზაციის პირობებში მისი განვითარების პერსპექტივებისა და საქართველოს
საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სამამულო სკოლა, მსოფლიოს
სტანდარტების მიხედვით, საკმაოდ ახალგაზრდაა, ის იგივე პრობლემებს აწყდება,
როგორებსაც ის ქვეყნები, სადაც ის ჩაისახა. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა - საერთაშორისო
ურთიერთობების მეცნიერების ადგილის განსაზღვრა საზოგადოების შესახებ არსებულ
თანამედროვე მეცნიერებების სტრუქტურაში.
ფაქტია, რომ დღეს მიმდინარეობს საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერების
განცალკავების პროცესი პოლიტიკური მეცნიერებებისაგან. ბევრი მკვლევარი უკვე ამ ფაქტს,
დასრულებულად მიიჩნევს და მათ ამ მოსაზრებას რეალური და ობიექტური საფუძველი
გააჩნია: ,,თუ XX საუკუნის 40-იან-50-იან წლებში საერთაშორისო პრობლემატიკა საერთო
პოლიტოლოგიური სტრუქტურის შიგნით შეისწავლებოდა, უკვე ბოლო ათწლეულებში

6
აღნიშნული სტრუქტურის ორგანიზაციული გართულება შეინიშნება, გამოიყოფა ცალკეული
ქვესტრუქტურები, რომლებიც იკვლევენ საერთაშორისო ურთიერთობებს“ [10.
დღეს პოლიტოლოგებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს სპეციალისტების
მომზადება დიფერენცირებულად მიმდინარეობს და ამ უკანასკნელების მომზადებას
საკუთარი სპეციფიკა გააჩნია, რომელიც დიდი რაოდენობის დისციპლინების სწავლებას
ითვალისწინებს (უცხო ენები, გეოპოლიტიკა, დიპლომატიის ისტორია, სტატისტიკა და ა. შ.)
ამასთან ერთად, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები მხოლოდ პოლიტიკური
ურთიერთობებით არ შემოიფარგლება და შესაბამისად საერთაშორისო ურთიერთობების
სპეციალისტი, ყოველთვის პოლიტოლოგი არ არის. საერთაშორისო ურთიერთობებს
რთული შიდა სტრუქტურა გააჩნია და მისი კვლევა არა მხოლოდ ცალკე მეცნიერული
დარგით მიმდინარეობს, არამედ მასში მრავალი მეცნირული დისციპლინა მონაწილეობს.
საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლას, არც თუ ისე დიდი ხნის
ისტორია აქვს. პირველად, საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც დამოუკიდებელი
სპეციალობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1991 წლიდან არსებობს, როცა
ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების
ფაკულტეტი და მასთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობების კათედრა. 
   საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის დაარსების მიზანი იყო საქართველოს
ახალგაზრდა, სუვერენული სახელმწიფოსათვის მოემზადებინა საერთაშორისო
ურთიერთობების როგორც მეცნიერების და როგორც პრაქტიკული საქმიანობის (მათ შორის
დიპლომატიის) საკუთარი, კვალიფიციური კადრები. 
    საერთაშორისო ურთიერთობები სრულიად ახალი სპეციალობა იყო თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში და საერთოდ, საქართველოში. ამ დარგში არავითარი
გამოცდილება არ არსებობდა. მხოლოდ მოსკოვისა და კიევის საერთაშორისო
ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტები ამზადებდნენ საერთაშორისო სამართლის,
საერთაშორისო ეკონომიკის, საერთაშორისო ჟურნალისტიკის და საერთაშორისო
ურთიერთობების ისტორიის სპეციალისტებს. საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც
ცალკე, კონკრეტული მეცნიერება, თავისი საკუთარი თეორიითა და მეთოდოლოგიით
საბჭოთა კავშირში უცნობი იყო და იგი ძირითადად აშშ-ში ვითარდებოდა.
1995 წელს, პროფ. ლ. სვანაძის ინიციატივით. აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, ჩამოყალიბდა საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი სასწავლო-
სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელმაც მთელი მისი არსებობის მანძილზე მოამზადა,
მაღალკავალიფიციური კადრები, რომლებიც აქტიურად ემსახურებიან ქვეყნის
საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების საქმეს და მისი ინტერესების დაცვას.
ქართველი მეცნიერების მიერ გამოცემულია პირველი ქართულენოვანი
სახელმძღვანელოები (ა. რონდელის “საერთაშორისო ურთიერთობები”, “პატარა ქვეყანა
საერთაშორისო სისტემაში”, ზ. დავითაშვილის “ნაციონალიზმი და გლობალიზაცია”,
“ისტორიული და პოლიტიკური გეოგრაფია”, ს. კაპანაძის “ევროკავშირის პოლიტიკა”, ე.
აკობიას “საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები” და სხვ.),  რამდენიმე მონოგრაფია,
სტატიები. ქართულად ითარგმნა რამდენიმე კლასიკური შრომა, გამოიცა საერთაშორისო
ურთიერთობების თეორიული შრომების ქრესტომათია და სხვ. დამყარებულია პირდაპირი
კავშირები დასავლეთის მთელ რიგ უნივერსიტეტებთან. ზემოთქმულიდან
გამომდინარეობს, რომ საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება
განვითარების კარგი პერსპექტივებით გამოირჩევა.

7
8

You might also like