You are on page 1of 2

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი

2009 წლის 2 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდედისა და


უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით დაფუძნდა. სკოლა-პანსიონის მიზანია
მოსწავლეთათვის ზოგადი, სახელობო და სახელოვნებო განათლების მიცემა, სკოლაში
ასევე ფუნქციონირებს სხვადასხვა სახელოვნებო წრეები.

სკოლა-პანსიონში სწავლის მსურველებს შესძლებლობა აქვთ ისარგებლონ სხვადასხვა


შეღავათით.

ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო (1–12 კლასის ჩათვლით) კერძო სკოლა

სწავლების ენა: ქართული

მასწავლებელთა რაოდენობა: 49

მოსწავლეთა რაოდენობა: 459

1 - 12 კლასები  -  2000 GEL წელიწადში

ფასში შედის გახანგრძლივებული და მხატვრული წრეები.

კომაროვის სკოლა-პანსიონი

სკოლა თავისი 50 წლიანი არსებობს მანძილზე ორიენტირებულია ზუსტი და


საბუნებისმეტყველო დისციპლინის გაღრმავებულ სწავლებაზე . კომაროვში მიღება მე -7
კლასიდან გამოცდების საშუალებით ხდება. აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა
უმრავლესობა ,,კომაროვდამთავრებულია”, რაც მათ ენთუზიაზმს აძლიერებს.
მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი მუდმივად ცდილობს არსებული სწავლა -
სწავლების პროცესის დახვეწვას და გაუმჯობესებას, ასევე სასწავლო პროცესში ახალი
ტექნოლოგიების დანერგვას.

საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი

დაარსდა 2010 წელს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტის მეუფე იობის ლოცვა -


კურთხევით. 2014 წლის 1 იანვრიდან სკოლას ხელმძღვანელობს სურამისა და ხაშურის
ეპარქიის ეპიკოპოსი მეუფე სვიმეონი. სკოლის მიზანია თითოეული მოსწავლის
აკადემიური, სულიერი, ფიზიკური, ესთეტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება და
მათთვის მაღალი ხარისხის თანამედროვე განათლების მიცემა. სკოლაში სასულიერო
მიმართულების არსებობა მოსწავლეების სულიერ განვითარებას უწყობს ხელს,
მართლმადიდებლობის ისტორიის სწავლება, რწმენის ამაღლება, ღვთისა და მოყვასის
სიყვარულის გაზრდა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. სკოლაში ყოველ დილით
მოძღვარი აღავლენს ლოცვას, გაკვეთილებიც ასევე ლოცვით იწყება და მთავრდება ,
სკოლაში ისწავლება ასომთავრული და ნუსხური დამწერლობა.

გაძლიერებული უცხო ენის სწავლება სკოლის კიდევ ერთ-ერთი პრიორიტეტია . ჩვენი


მოსწავლეები აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ კონკურსებსა და ოლიმპიადებში .
სკოლა-პანსიონში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახელოვნებო მიმართულებას.
მოზარდები სწავლობენ გობელინს, ხატვას, ხელოვნების ისტორიას. ფუნქციონირებს
გალობის, ხატწერის, გობელენისა და ხალხური სიმღერის შემსწავლელი უფასო წრეები ,
ასევე მუსიკისა და ქართული ცეკვის სტუდიები. სკოლას გააჩნია ევროსტანდარტის
შესაბამისი სპორტული დარბაზეი, სადაც სისტემატიურად ეწყობა სპორტული შეჯიბრებები ,
ფუნქციონირებს ჭიდაობის და ჭადრაკის წრეები.

სკოლა განთავსებულია 4 სართულიან შენობაში, რომელიც აღჭურვილია


სწავლებისათვის საჭირო ყველა რესურსით: საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი ,
მდიდარი ბიბლიოთეკა, ელექტრონული მუსიკალური სინთეზატორით აღჭურვილი
მუსიკალური ოთახი, სააქტო დარბაზი პროექტორით, სასადილო და სამედიცინო ოთახი .
სკოლას ჰყავს კვალიფიციური ექიმი, ბავშვებთან მუშაობენ გამოცდილი ლოგოპედი და
ფსიქოლოგი.

სკოლას ემსახურება მიკროავტობუსი. 

You might also like