You are on page 1of 1

თეონა შეროზია გახლავთ ინგლსური ენის უფროსი მასწავლებელი სსიპ ზურაბ გურჩიანის

სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლაში. სკოლა


მდებარეობს მაღალმთიან რეგიონში. ქალბატონ თეონას აქვს უფროსი მასწავლებლის
სტატუსი. იგი არის პასუხისმგებლიანი ადამიანი. აქვს მასწავლებლობის საკმაოდ
მრავალფეროვანი გამოცდილება და მაღალი კომპეტენცია. იგი არის კოლეგიალური ,
კომუნიკაბელური, თანამშრომლობითი ურთიერთობის მქონე მასწავლებელი . მისი
ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის მოხალისეობრივი სწავლების დიდი
სურვილი. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი სკოლა მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს , სადაც
გვაქვს კადრების დეფიციტი. ქალბატონ თეონას უწევს 150 კილომეტრის გავლა ყოველ
კვირა,(ერთი გზა) რომ ჩაატაროს გაკვეთილები და შეასწავლოს მოსწავლეებს ინგლისური
ენა, რომლის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ინგლისური
საერთაშორისო ენაა და ძალიან მოთხოვნადია ჩვენს ქვეყანაში. გარდა სასკოლო
საათებისა, ის ინგლისურ ენას მოხალისეობრივად, ანაზღაურების გარეშე ასწავლის
სხვადასხვა ასაკის მსურველებს, რაც ხელს უწყობს თემში ენის პოპულარიზაციას და
სწავლებას.

თეონას უკვე ჰქონდა მონაწილეობის გამოცდილება საქართველოს განათლეის


სამინისტროს პროგრამა“ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად “, რომელიც
წარმატებით დაასრულა. მას არ უჭირს ახალ გარემოსა და კოლექტივთან ადაპტაცია ,
თანამშრომლობა და გუნდური თუ ინდივიდუალური მუშაობა საერთო მიზნისთვის . მისი
გაკვეთილები ყოველთვის გამორჩეულად საინტერესო და სხვადასხვა მრავალფერვანი
აქტივობებით არის დატვირთული. იგი არის ინოვატორი მასწავებელი , რომელიც
ორიენტირებულია მუდმივ განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე სასწავლო
პროცესში. აქვს სწავლების შემოქმედებითი უნარი, შეუძლია ისეთი აქტივობების შერჩევა
და შედგენა, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაავლონ პარალელი უცხოურ
და მშობლიურ სოციოკულტურულ სამყაროებს შორის, ამოიცნონ და გააანალიზონ
მსგავსებები და განსხვავებები, დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები.

ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღნიშნულ პროექტში თეონა


შეროზიას მონაწილეობა, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს სკოლისთვის დიდი პერსპექტივაა .
ჩვენი სკოლა ჩართული იყო ამერიკის საელჩოს პროექტში, რომლის ფარგლებშიც მე ,
სკოლის დირექტორი- ქეთევან გურჩიანი ვიმყოფებოდა საგანმანათლებლო გაცვლითი
პროგრამით ამერიკის ხუთი შტატის სკოლაში. მიღებული გამოცდილების სასკოლო
პროცესში გაზიარებით გარკვეული სიახლეები დაიგეგმა ჩვენს სკოლაში , რამაც გაზარდა
მოსწავლეების და მასწავლებლების მოტივაცია.ჩვენ ვიცით, თუ რამდენად
მნიშვნელოვანია მსგავს საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა და მონაწილეობა ,
ძალიან მნიშვნელოვანად მიგვაჩნია ჩვენი სკოლის მასწავლებლის მონაწილეობა ამ
პროგრამაში. ვფიქრობთ, რომ ის შეძლებს სიახლეების დანერგვას ჩვენს სკოლაში და
ხელს შეუწყობს ინგლისური ენის სწავლებას თანამედროვე მიდგომებით .

You might also like