You are on page 1of 1

ძველი დროიდან არაბეთში არსებობს მოარული ლეგენდა ჯადოსნურ ცხენებზე,

რომელიც გვიამბობს, რომ ისინი


ქვიშიდან, ღამის ციდან და თავისუფალი
ქარებიდან იბადებიან, უსაზღვრო
უდაბნოს შუაგულში ბინადრობენ და მათთან
შეხვედრა მოკვდავისთვის დიდი
გამართლებაა...მაგრამ ისინი არავის იკარებენ...
მათი სახლი - უდაბნოა, მათი ბედისწერა
- თავისუფლება.
ახლა კი, საჰარაში ვიდექი და ასრულებული ნატვრით მოგვრილ ბედნიერებას ბოლომდე
განვიცდიდი.
ყოველი აქ გატარებული წამი მარწმუნებდა, რომ ასრულებულ ოცნებას არასოდეს ეკარგება
ნატვრის თავდაპირველი ხიბლი.

ჩვენი ბანაკი მაღალი დიუნის მოსწორებულ წვერზე იყო გაშლილი. ბიჭები „ბირათ
ფაიდერ-ჰას“ ითხოვენ, ღია ფერის ლუდს. იცინოდა ჩვენი გამოცდილი გამყოლი, მუჰამად ბეი,
„დრანდიი“ გირჩევნიათ... კონიაკიო, მალე აცივდება და გაგათბობთო... ყველა
მხიარულობდა, თან კაცები მაღალ დიუნს ჩუმჩუმად თვალით ზომავდნენ. მოტოციკლებით
აპირებდნენ დილაადრიან დაშვებას ქვიშის მთებიდან...

You might also like