You are on page 1of 79

მეცნიერება სასწაულებს მიღმა

(კაჰუნების სიბრძნე)
ნახატები და სქემები
მთარგმნელი: მამუკა გურული

ნახ.1 - ადამიანის ნატიფი სხეულები


A და B. მაღალი „მე“-ს ნატიფი სხეულები, რომლებშიც ცნობიერი მშობელი
სულების - მამაკაცურის და ქალურის - შეერთებული წყვილია.

C. ჰუნას თეორიის თანახმად ყველა მაღალი „მე“ რაღაც იდუმალი მეთოდით


მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა ამავდროულად
დამოუკიდებლობას და პიროვნულობას ინარჩუნებდნენ. რადგან ადამიანს არ
ძალუძს მაღალი „მე“-ს საიდუმლოებების ამოხსნა, ეს განცხადებები ვარაუდების
დონეზე რჩება.

D. პუნქტირული ხაზი აღნიშნავს სიმს ანუ ძაფს ნატიფი სხეულის მატერიისგან,


რომელიც დაბალ „მე“-ს მაღალ „მე“-სთან აკავშირებს. ამ ძაფში შესაძლებელია
გაედინებოდეს სასიცოცხლო ძალა, რომელი თავისი ტალღებზე ატარებს
ლოცვების აზროფორმებს (ზემოთკენ) და მომავლის კრისტალიზებული
სურათების აზროფორმებს ან მაღალი „მე“-ს შეტყობინებებს, შთაგონებებს,
იდეებს (ქვემოთკენ). სიმი, რომელსაც „სინათლეს“ უწოდებენ, წარმოადგენს იმ
ბილიკის სიმბოლოს, რომელიც დაბალ პიროვნებებს მაღლებთან აკავშირებს.
თუკი დანაშაულის გრძნობა და სხვა კომპლექსები შეუძლებელს ხდიან ამ სიმით
ინფორმაციის გადაცემას, ეს ნიშნავს, რომ ბილიკი „ბლოკირებულია“.

შუა „მე“-ს (ცნობიერის) ნატიფი სხეული დაკავშირებულია დაბალი „მე“-ს


(ქვეცნობიერის) ნატიფ სხეულთან, მის სიმბოლოს კი წარმოადგენს ორეოლი
თავის გარშემო, რომელიც ცნობიერების ცენტრად უნდა ჩავთვალოთ.

E. პუნქტირული ხაზი ამ ადგილას აჩვენებს, რომ დაბალი და შუა „მე“-ები მუდმივ


კავშირში არიან ცნობიერების თავიანთ ცენტრთან და აზროვნების, გახსენების
აზრობრივი აღქმის პროცესში ჩამოყალიბებულ აზროფორმებს უცვლიან მას. ამ
გაცვლის ძირითადი ადგილმდებარეობა, როგორც ჩანს ტვინის ქვედა ნაწილია.

F. პუნქტირული ხაზი, რომლითაც ადამიანის ფიგურაა შემოხაზული, აღნიშნავს


დაბალი „მე“-ს ნატიფ სხეულს. იგი ისეთივე ზომისაა, როგორც ადამიანის
ფიზიკური სხეული და ბოლომდე გამსჭვალავს მას, თითქოს თავისი უჩინარი
სუბსტანციით ყოველი ფიზიკური ქსოვილისა და უჯრედის დუბლირებას ახდენს.

G. ფიზიკური სხეული, რომელიც სიცოცხლეში ორი ქვედა ადამიანური სულის


ნავთსაყუდელს წარმოადგენს მათ ნატიფ სხეულებში.

H. ოვალი, რომელიც წყვეტილი ხაზებისგან შედგება, აღნიშნავს მაგნიტურ ველს,


რომელიც ფიზიკურ და ნატიფ სხეულებში ელექტრული სასიცოცხლო ძალის
შედეგად წარმოიშობა. დღეს ცნობილია, რომ ამ ველს ბევრად უფრო დიდი
მოცულობა აქვს, ვიდრე სხეულებრივი გარსს, მაგრამ სხეულთან დაშორების
შესაბამისად იგი მნიშვნელოვნად სუსტდება.

L. ადამიანსა და სხვა ადამიანებს ან საგნებს შორის, რომლებთანაც მას ოდესმე


კავშირი ჰქონია, ძალიან ბევრი უჩინარი ნატიფი სიმი არსებობს. ჩვენ აქ ვხედავთ
ასეთ სიმს, რომელიც ადამიანს სხვა ინდივიდთან (K) აკავშირებს. თუ ნატიფი
სიმის გზაზე მყარი ნივთიერება (J) აღმოჩნდება, ამ სუბსტანციამ შესაძლოა ხელი
შეუშალოს კონტაქტს და გაწყვიტოს კიდეც ნატიფი სიმი. ტელეპატიური
გზავნილების გადაცემისას ან მიღებისას, ასევე სხვების აზრების კითხვისას
სწორედ სიმში „მიედინება“ აზროფორმები და სასიცოცხლო ძალა. იგივე
მექანიზმი მოქმედებს ფსიქომეტრიაშიც.

ნახ. 2 - როგორ ყალიბდება აზროფორმები


A. ადამიანი ხედავს ხეს, და ხის ხატ-სახე თვალის ბადურაზე აღიბეჭდება.

B. ხატ-სახე ტვინს გადაეცემა.

C. ხატ-სახე თავის ტვინის ქერქის შესაბამის ნაწილს გადაეცემა, სადაც


„რაციონალიზაციას“ განიცდის.

D. ცნობიერების კატეგორიებში გაფორმებული ხატ-სახე აზროფორმად იქცევა და


როგორც მოგონება მისი მსგავსი აზოფორმების ჯაჭვებთან ერთად ინახება.
აზროფორმების დაგროვების ადგილი ცნობიერების ნატიფი სხეულია, რომელიც
ისეთივე ნატიფი სუბსტანციისგან შედგება.

E. ადამიანის თვალით ხილულ ხეზე დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა


ზემოქმედებს და აზროფორმად აქცევს მას.

F. ხის აზროფორმა შუა „მე“-ს მიერ მუშავდება. იგი არაცნობიერიდან მოგონებებს


იწვევს და ახალ აზროფორმას სხვა, აზრთა საცავში შენახულ მის მსგავს
აზროფორმებს ადარებს. შუა „მე“ იყენებს საშუალო ძაბვის სასიცოცხლო ძალას,
რომელიც აქ წარმოდგენილია, როგორც ორმაგი ზიგზაგისებური ხაზი (უძველეს
სიმბოლიკაში ასეთი ხაზი გასხივოსნებას აღნიშნავს). დაბალი ძაბვის
სასიცოცხლო ძალა აღნიშნულია ერთმაგი ზიგზაგით. თანამედროვე
ტერმინოლოგიით ეს ასე იჟღერებდა: აზროფორმა რაციონალიზაციის ეკრანს
გადის, რათა მნიშვნელობა მოიპოვოს და თავისი ადგილი დაიკავოს ცნებათა
კლასიფიკაციაში.

G. აზროფორმა კვლავ გადადის დაბალი „მე“-ს მფლობელობაში. დაბალი „მე“


ნატიფი სიმებით სხვა ხეების შესახებ აზროფორმების შესაბამის უბანთან
აკავშირებს მას, და წინასწარ ადარებს მათ ამ ახალს. იგი ასევე აერთებს მას
დროის, სივრცის და ა.შ. აზროფორმების ჯგუფებთან.

H. ამ პროცესის ბოლო ეტაპს წარმოადგენს აზროფორმების განლაგება


მეხსიერების „საცავის“ შესაბამის ადგილას, რომელიც ნახატზე კომოდის უჯრის
სახითაა გამოსახული, თუმცა კაჰუნებისთვის მის სიმბოლოს ტომარა
წარმოადგენდა, იმდენად ღრმა და ბნელი, რომ შუა „მე“-ს მასში არაფრის
დანახვა არ შეეძლო. ამიტომ იგი თხოვს მას, რომ კონკრეტული მოგონება
მიაწოდოს, რაზეც დაბალი „მე“ იმით რეაგირებს, რომ სიმბოლურ „ხელს“ ბნელ
ტომარაში (ან ხვრელში) ყოფს და იქიდან საჭირო აზრს იღებს. თუ გარკვეული
აზროფორმა დაკავშირებული არაა თავის მსგავს ფორმებთან, მისი მაშინვე
აღმოჩენა შეუძლებელია, და მხოლოდ ხანგრძლივი ძიებების შემდეგ დაბალი „მე“
აღმოაჩენს მას და შუა „მე“-ს ცნობიერების ცენტრს აწვდის.

I. თავის ქალა წარმოადგენს იმ კომპლექსის გაჩენის ილუსტრაციას, რომელიც


დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალის მონაწილეობით ფორმირდება, და დაბალი
მე-ს მიერ აზროფორმადაა გარდაქმნილი.

J. რამდენადაც თავის ქალას ხატ-სახე შოკს იწვევს, შუა „მე“ არ ახდენს ეკრანზე
მის პროეცირებას და არ ახდენს მისი აზრობრივი ხატ-სახის რაციონალიზაციას (ან
სხვა შოკისმომგვრელი საგნის ან მოვლენის). აზროფორმა მაშინვე გადადის
მეხსიერების „საცავში“ და იქ უერთდება მისთვის შეუსაბამო, არამსგავს
მოგონებებს.

K. ეს შეუსაბამო, არამსგავსი მოგონებები, რომლებსაც თავის ქალას შესახებ ჩვენი


აზროფორმა შეუერთდა, და რომლებთან ერთადაც „განისვენებს“ ტვინის ერთ-
ერთ „უჯრაში“, სახიფათო როლს თამაშობს ადამიანის მომავალ რეაქციებში და
მოქმედებებში, რომლებიც მისი კომპლექსის შედეგადაა შობილი. მაგალითად,
თუკი აზრი თავის ქალას შესახებ დაკავშირებულია აზრთან ექიმების შესახებ,
მაშინ კომპლექსის მსხვერპლმა შესაძლოა ნებისმიერი ექიმის თანმყოფობისას
განიცადოს სიკვდილის უსაფუძვლო შიში.

L. აზრი თავის ქალას შესახებ „ბნელ ტომარაში“ იკარგება, და ადამიანი ვერ


„იხსენებს“ მას, რათა მოგვიანებით რაციონალიზაციას დაუქვემდებაროს.

 
ნახ. 3. ტელეპატიის მექანიზმი და ტელეპატიური ლოცვა 
A. ფიზიკური სხეული.

B. ნატიფი სხეული, რომელიც ფიზიკურ სხეულთან ახლოსაა ან შორეულ


ასტრალურ მოგზაურობაში ყოველთვისაა დაკავბშირებიული ფიზიკურ სხეულთან
ნატიფი მატერიის მტკიცე სიმით.

C. ყურძნის მტევანი ჰუნას სიმბოლიზმში წარმოადგენს აზროფორმების მტევნებს,


რომლებიც მოგონებებს შეიცავენ. ამ აზრებს თავის ნატიფ სხეულში (მაგრამ არა
ფიზიკურ ტვინში) დაბალი „მე“ იგროვებს და სხეულის ფიზიკური სიკვდილის
შემდეგ თან მიაქვს.

D. ტალღისმაგვარი ხაზი აღნიშნავს დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალას,


რომელსაც დაბალი „მე“ გამოიმუშავებს და თვითონვე იყენებს. ნატიფი სხეული
ბატარეის ფუნქციას ასრულებს და შესანიშნავად ახდენს სასიცოცხლო ძალის
აკუმულირებას. ნატიფი სიმები ყველა მიმართულებით იშლებიან და ყოველ
ადამიანს აკავშირებენ ყველა ადამიანთან და საგანთან, რომლებთანაც ოდესმე
ჰქონიათ შეხება. ეს სიმები დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალის იდეალური
გამტარები არიან.

E. ნატიფი სუბსტანციისგან შემდგარი უფრო სქელი სიმი აკავშირებს ნატიფ


სხეულს და ფიზიკურ სხეულს მაშინ, როცა დაბალი „მე“ (როგორც წესი შუა „მე“-
სთან კომპანიაში) ძილის დროს, ტრანსის მდგომარეობაში ან ასტრალური
მოგზაურობის დროს სხეულს ტოვებს. ზიგზაგისებური ხაზი აღნიშნავს
სასიცოცხლო ძალის დინებას სიმში.

F. წერტილოვანი რგოლი თავის გარშემო (რაღაც აურისმაგვარი) შუა „მე“-ს ნატიფ


სხეულს აღნიშნავს.

G. ადამიანი, რომელთანაც გარკვეულ დისტანციაზე გვაქვს ტელეპატიური


კონტაქტი, აზრების კითხვა ან მკურნალობა.

H. ნატიფი სიმი, რომელიც გადამცემს და მიმღებს აკავშირებს. ამ ხაზით ორივე


მიმართულებით მიედინება დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა აზროფორმებთან
ერთად. პატარა ბურთულები აზროფორმებს აღნიშნავენ. სინამდვილეში, ესაა
აზრთა მტევნები, რომლებიც მთლიანობრივ ცნებებს და შთაბეჭდილებებს
აფორმირებენ იმის წყალობით, რომ ჩვენი აღქმაც ასევე შეიძლება
„მოგზაურობდეს“ ნატიფი სიმის გასწვრივ, და ჩვენ შეგვიძლია ვხედავდეთ,
გვესმოდეს, ვყნოსავდეთ, ვსინჯავდეთ და ა.შ., და უკან დავაბრუნოთ ჩვენი
გამოცდილების შედეგი. გრძნობათა ორგანოების ამ „გაგზავნას“ ნატიფი სიმის
მეშვეობით კაჰუნები უწოდებდნენ „თითის დაგრძელებას“, „ყურის დაგრძელებას“
და ა.შ. აღქმის სხეულში გრძნობათა ორგანოების დუბლიკატები არსებობენ,
ამიტომ დაბალ „მე“-ს, იმყოფება რა ფიზიკური სხეულის გარეთ - მაგალითად
ასტრალური მოგზაურობის დროს, ან სიკვდილის შემდეგ, - შეუძლია კვლავაც
განაგრძოს ხედვა, მოსმენა, გემოს შეგრძნება და ა.შ.
I. დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა მოქმედებისთვის აღძრავს ნატიფ სიმს,
რომელიც დაბალ „მე“-ს მაღალთან აკავშირებს. ეს ენერგია ნატიფი სიმში
მიედინება და თან მიაქვს მაღალი „მე“-სთვის განკუთვნილი ლოცვათა
აზროფორმები. იგი ასევე ამდიდრებს მაღალ „მე“-ს საღი ძალის მარაგით,
რომელიც იმისთვის ჭირდება, რომ მაშინვე გასცეს პასუხები განკურნებისთვის
მლოცველი ადამიანების თხოვნებს.

J. სამი ტალღისებური ხაზი წარმოადგენს მაღალი ძაბვის სასიცოცხლო ძალის


მოდინებას მაღალი „მე“-დან დაბალისკენ. ძაბვის მსგავსი დონე დღეს ატომების
გახლეჩისთვის გამოიყენება. ამ დაძაბულობას შეუძლია გამოიწვიოს მყისიერი
ცვლილებები სხეულის ქსოვილებში და მისი სასწაულებრივი განკურნება. მას
ასევე შეუძლია გახდეს მიზეზი სხვა „ფიზიკური ფენომენებისა“, რომლებიც
პარაფსიქიკური ექსპერიმენტების დროს ვლინდებიან.

K. მაღალი „მე“-ს სიმბოლო, რომელიც ნატიფი სიმით დაბალ „მე“-სთანაა


დაკავშირებული.

L. შემაერთებელ ნატიფ სიმში ჩვენი აზროფორმები და აღქმათა შთაბეჭდილებები


მოძრაობენ. ამ უკანასკნელთ ჩვენ ვიღებთ აღქმის ორგანოების ნატიფი
დუბლიკატების პროექტიათა წყალობით, ასევე იმ შთაბეჭდილებების წყალობით,
რომლებიც უკვე ჩაწერილია აზროფორმების სახით. მომავლის ყველა ხედვა
მაღალი „მე“-სგან გამომდინარეობს და დაბალ „მე“-მდე მიდის გრძნობითი
აღქმის ან იმ აზროფორმების სახით, რომლებიც ნატიფი სიმით მაღალიდან
დაბალ „მე“-ს გადაეცემა. დაბალ „მე“-ს ასევე შეუძლია თავისი ნატიფი
„თვალების“ პროეცირება მაღალი „მე“-ს სფეროში და მომავლის შესახებ იმ
გაფორმებული აზრების „დანახვა“, რომლებიც ჯერ კიდევ არაა
მატერიალიზებული, მაგრამ უკვე კონსტრუირებულია მარალი „მე“-ს მიერ.

M. ორმაგი ტალღისებური ხაზი აღნიშნავს სასიცოცხლო ძალის საშუალო ძაბვას,


რომელსაც შუა „მე“ აზროვნების პროცესისთვის იყენებს მისი „ნების“
ინსტრუმენტის სახით.
ნახ. 4. სწრაფი განკურნების მექანიზმი
А. გატეხილი ძვალი.

B. ჰუნას მეთოდით ფორმირდება ლოცვა მაღალი „მე“-სადმი მოტეხილობის


სწრაფად გასაკურნებლად. მაღალი „მე“ თავის მაღალ ძაბვას იყენებს (იმას,
რომელსაც ატომების გახლეჩა შეუძლია), რათა დაზიანებული ძვლის უხეში
მატერია უხილავ, ეთერულ სუბსტანციად გარდაქმნას.

C. ფრჩხილებში მოცემულია გატეხილი ძვლის ნატიფი სხეულის გამოსახულება,


მაგრამ სინამდვილეში ნატიფი სხეული ვერანაირად ვერ იქნება დაზიანებული. იგი
ყოველთვის საღ-სალამათი რჩება. იგი წარმოადგენს დეტალურ „შაბლონს“
(მატრიცას), ფორმას ყოველი უჯრედისა, ყოველი ნერვისა ცალ-ცალკე და ყველა
ქსოვილისა ერთად. სწორედ ამ ფორმებში ასხავს მაღალი „მე“ გახსნილ
სუბსტანციას, სადაც იგი განმეორებით მკვრივდება და უკვე სრულიად ჯანმრთელ
ძვალს -
D. აღადგენს. ასეთივე მექანიზმი მოქმედებს ადამიანის სხეულის ნებისმიერი სხვა
დაზიანებული ნაწილის შემთხვევაშც, ასევე მართავს ტემპერატურულ
ცვლილებებს (როგორც ნახატებზე: E და F).
E. ნახატი სიმბოლურად გამოხატავს მაღალ „მე“-ს, რომელიც სასიცოცხლო ძალის
მაღალ ძაბვას ცეცხლის ტემპერატურის რეგულირებისთვის იყენებს, რათა
თავიდან დაიცვას ტერფები დამწვრობისგან. მსგავს მექანიზმს ვაკვირდებით
ცეცხლზე გავლის ცერემონიის დროსაც, რომელიც ახდენს მაღალი „მე“-ების
სამუშაოს დემონსტრიებას და ცეცხლისადმი შეწინააღმდეგებაზე მათ ლოცვაზე
რეაგირებას.

F. მაღალი „მე“-ს ძალაუფლება ტემპერატურაზე ვრცელდება როგორც სიცხეზე,


ასევე სიცივეზე. «Psychical Research»-ის ცნობებში ხშირადაა ნახსენები ძალიან
ცხელი საგნების შესახებ რაპორტებზე, ისევე როგორც ყინულის ლოდებზე (ასევე
ცოცხალ არსებებზე და ა.შ.).

G. მაღალი „მე“ პასუხობს შუა და დაბალი „მე“-ების თხოვნას, რომელიც


სპირიტული სიანსების დროსაა გამოხატული. როცა გამოთქმულ იქნა თხოვნა
ცოცხალი თევზის გადატანის შესახებ, მაღალი „მე“ საქმეს შეუდგა, და ამ დროს
სეანსის მონაწილეებისგან აღებული დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა
გამოიყენა. მაღალმა „მე“-მ სასიცოცხლო ძალის ძაბვა ატომის გამხლეჩველ
მდგომარეობამდე გაზარდა.

H. ესაა ცოცხალი თევზი, რომელიც უჩინარ ფორმად იქნა გარდაქმნილი.

I. თევზის უხეში, მკვრივი მატერია გარდაქმნილია ნატიფ ეთერულ სუბსტანციად


(ან უჩინარ ექტოპლაზმად), როგორც წერტილოვანი ოვალი აჩვენებს თევზის
ნატიფი სხეულის კონტურის გარშემო. ნატიფი სხეულის ფორმა ცვლილებებს არ
დაექვემდებარა და ამ ეთერული სუბსტანციის სახით იქნა გადატანილი სეანსის
ადგილას.

J. თევზის ეთერული სუბსტანცია კვლავ უხეშ მატერიად გარდაიქმნა და ნატიფ


სხეულში იქნა მოთავსებული. თევზის სასიცოცხლო ძალები, მისი ტემპერატურა და
ცოცხალი ორგანიზმის ყველა სხვა თვისება ასევე გადატანილ იქნა აპორტიზაციის
დროს მაღალი „მე“-ს მიერ და იქ ლოკალიზაციის დროს, სადაც საჭიროა, მის
პირვანდელ ფორმაში.

შენიშვნა: მაღალი „მე“-ების თანმყოფობა სპირიტულ სეანსებზე როგორც წესი


უშუალოდაა დაკავშირებული გარდაცვლილთა სულებთან. სწორედ ისინი თხოვენ
მაღალ „მე“-ს, რომ აპორტის შესრულებაში დაეხმარონ მათ. თუმცაღა ჰუნას
თეორია ამტკიცებს, რომ ცოცხალ არსებებს ასევე შეუძლიათ ამის თხოვნა და
ანალოგიური შედეგების მიღება. არსებობს მრავალი მტკიცებულება იმისა, რომ
თავად დაბალმა „მე“-მ, როგორც გარდაცვლილისგან გამოცაკევებულმა
პოლტერგეისტის ტიპის სულმა შეიძლება მაღალ „მე“-მდე მიიტანოს ასეთი
სურვილები და მიიღოს მისგან აპორტების შესრულების შესაძლებლობა, როგორც
ეს ხდება ქვების თვითნებური ფრენის დროს, თვითაალების დროს, წყლის
გადმოღვრის და სხვა მსგავსი ცუღლუტობების დროს, რომლებიც ამ აუტანელ
სულებს შორისაა პოპულარული.
 

ნახ. 5. ჰუნას სიმბოლოები და მათი მნიშვნელობები


A. ჯვარი, როგორც დაბალი „მე“-ს, ანუ არაცნობიერის, ანუ ადამიანის სულის
უძველესი სიმბოლო. ვერტიკალური ხაზი განასახიერებს ფიზიკურ სხეულს.
ჰორიზონტალური აღნიშნავს: (1) დაბალ „მე“-ს, (2) - დაბალი „მე“-ს ნატიფ სხეულს,
(3) - სასიცოცხლო ძალის დაბალ ძაბვას.
B. ჯვარი სამი ჰორიზონტალურინ ხაზით - სიმბოლო, რომელიც ყველაზე ხშირად
გამოიყენებოდა ძველ ეგვიპტეში, მოგვიანებით კი რომის ეკლესიის „პაპის ჯვარი“
გახდა. სამი ჰორიზონტალური ხაზი ჰუნაში აღნიშნავს ადამიანის სამ „მე“-ს, სამ
ნატიფ სხეულს, რომელიც სამ „მე“-ს ემსახურება, და მათ მიერ გამოყენებული
სასიცოცხლო ძალის სამი სახის ძაბვას. წერტილოვანი ხაზი აჩვენებს, რომ
ჰორიზონტალური ხაზები ქმნიან სამკუთხედის ფორმას, რომელსაც მსგავსი
სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ასევე მიუთითებს იმაზე, თ როგორ გამოიყურება
(თუკი მოვაშორებთ ხაზებს სამკუთხედის შიგნით) ადამიანის მდგომარეობა
სიკვდილის შემდეგ, როცა ის ფიზიკურ სხეულს ტოვებს.

C. ჯვარი ორი ჰორიზონტალუი ხაზით აღნიშნავს ადამიანის დაბალ და შუა „მე“-


ებს, ასევე მათ ნატიფ სხეულებს და სასიცოცხლო ძალის ორი სახის ძაბვას. (ეს
რომის ეკლესიის კარდინალური ჯვარია, მაშინ, როცა ჯვარი ერთი
ჰორიზონტალური ხაზით მღვდლის ჯვარს წარმოადგენს. ბერძენი-კათოლიკები
ნახატ K-ზე გამოსახულ ჯვარს იყენებენ).

D. ვაზი, რომელიც ჯვარზეა შემოხვეული, აღნიშნავს სასიცოცხლო ძალის


აღმასვლას დაბალი „მე“-სგან მაღალ „მე“-მდე, რომელიც აქ ჯვრის თავზე
წერტილოვანი ორმაგი მარყუჟის სახითაა მოცემული. ფოთოლი საშუალებას
გვაძლევს, რომ ტალღოვან ხაზში ვაზის მტევანი ამოვიცნოთ, და არა მაგალითად,
გველი. ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს სასიცოცხლო ძალის სიმბოლოს,
რადგან არ შეუძლია დაიყოს ან დაიტოტოს სამ ტოტად, რომლებიც სასიცოცხლო
ენერგიის ძაბვის სამ სახეს აღნიშნავენ. ყურძნის მტევანი განასახიერებს ლოცვის
აზროფორმათა მტევანს, რომელიც მაღალი მე-სადმია მიმათული. ესაა აღმავალი
და „წვენით ავსებადი“ სასიცოცხლო ძალის ხატ-სახი.

E. სასიცოცხლო ძალა, რომლის სიმბოლოც წყალია. სამი ტალღა აქ მიუთითებს


მაღალ ძაბვაზე, რომელსაც მაღალი „მე“ იყენებს.

F. სასიცოცხლო ძალის საშუალო ძაბვა, რომელსაც შუა „მე“, ანუ ცნობიერება


იყენებს.

G. სასიცოცხლო ძალის დაბალი ძაბვა, რომელსაც დაბალი „მე“ იყენებს, და


რომელიც შუა და მაღალ „მე“-ებს ამარაგებს ენერგიით, რაღა მათი სიმძლავრე
გააძლიეროს და საჭირო მიზნებით გამოიყენოს.

H. აზროფორმა ლურსმნის შესახებ.

I. სამი ერთმანეთთან დაკავშირებული (ასოციაციებით) აზროფორმა დაფისა და


ორი ლურსმნის შესახებ.

J. აზროფორმების დიდი და რთული გაერთიანება სახლის შესახებ. თითქმის ისევე


გამოიყურება, როგორც ყურძნის მტევანი ნახ. D-ზე.
K. სამი პატარა ჯვარი დიდი ჯვრების კიდეებზე ერთდროულად აღნიშნავს სამ „მე“-
ს, სამ ნატიფ სხეულს, სასიცოცხლო ძალის სამგვარ ძაბვას და ფიზიკურ სხეულს.
ყველა ერთად ცოცხალ ადამიანს განასახიერებს.

L. სამკუთხედს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც ჯვარს სამი ჰორიზონტალური


ხაზით. მისი მხარეები ადამიანის სამ შემადგენელ ნაწილს განასახიერებს. სამი
„მე“ - ერთი მხარე, სამი ნატიფი სხეული - მეორე, სამი სასიცოცხლო ძალა - მესამე.
სამკუთხედის ცენტრში მოთავსებული ადამიანის ფიგურა განასახიერებს ფიზიკურ
სხეულს, რომელიც ყველა ცხრა ელემენტის საფუძველია ფიზიკური ცხოვრების
დროს.

M. მამა, დედა და შვილი - ძალიან ძველი სიმბოლო. ჰუნაში ეს სიმბოლო


გამოხატავს რწმენას, რომ მაღალი მე მშობლიურ წყვილს წარმოადგენს -
გაერთიანებას, ორი დამოუკიდებელი არსების კავშირს. ბავშვი, როგორც პატარა
ადამიანი, რომელიც შუა და დაბალი „მე“-ებისგან შედგება.

 
ნახ. 6. მაღალი „მე“ და კოლექტიური სული. ჰუნას თეორიასთან
დაკავშირებული უძველესი სიმბოლოები.
A. სამი ადამიანის ფიგურის თავზე მაღალი „მე“-ს სამი სიმბოლო მოჩანს. კიდევ
უფრო მაღლა მაღალი „მე“-ს გამაერთიანებელი სიმბოლოა, საიდანც გამოდის
სამი წერტილოვანი ხაზი, სათითაოდ, სამივე ფიგურაზე. ეს გამაერთიანებელი
სიმბოლო გამოხატავს ჰუნას ცოტა არ იყოს ბუნდოვან დოქტრინას კოლექტიური
სულის მაღალი „მე“-ს შესახებ, რომელიც მოწოდებულია, რომ რაღაცნაირად
ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანების ჯგუფების სასიცოცხლო პროცესებს
უხელმძღვანელოს და იზრუნოს მათზე. ეს მაღალი „მე“-ები აღზრდის და
განვითარების კანონებს აწესებენ და რაღაც იდუმალი სახით ადამიანური
არსებობის ყველა იმ რთულ პროცესს მართავენ, რომლებიც ბუნებრივია, ძალზე
ძნელია დაბალი მე-სთვის, რათა მან მისი გაგება და მართვა შეძლოს.

B. მაღალი „მე“, რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველა ადამიანს (ან იქნებ


ოჯახურ წყვილსაც) გააჩნია, აქ წარმოდგენილია უსასრულობის, მარადიული
პროგრესის მათემატიკური სიმბოლოთი. მაღალ „მე“-ს ძალუძს, რომ მყისიერი
ცვლილებები გამოიწვიოს ადამიანის სხეულში, თუკი ამის შესახებ თხოვთ, ასევე
შეუძლია გავლენა მოახდინოს ნაკლებად განვითარებული არსებების მაღალ
„მე“-ზე.

C. ყველა ცხოველს, ფრინველს, მწერს, თევზს ასევე გააჩნიათ „კოლექტიური


სულის“ მაღალი „მე“, რომელიც ზრუნავს მათზე და ხელმძღვანელობს მათ.
პუნქტირული ხაზები, რომლებიც მაღალი „მე“-ების სიმბოლოებიდან მოდიან,
თავიანთი რაოდენობით იმაზე მოწმობენ, რომ ყოველი მაღალი „მე“ არსებათა
გარკვეულ ჯგუფზე ზრუნავს.

D. მაღალი „მე“-ები, რომლებიც მოქმედებენ, როგორც „კოლექტიური სული“,


წარმოდგენილნი არიან ნაწილობრივ, ადამიანური ფორმით (ზოგჯერ ადამიანის
თავით, როგორც ნახ. D-ზე) ეს გამოსახულება აღებულია ეგვიპტიდან, იგი
გვხვდება ღმერთ ჰორუსის აკლდამის კედლებზე. ორი ფრთა, რომელიც გამოდის
სფეროსგან ადამიანი-შევარდენის თავს ზემოთ, საიდუმლო ეზოთერული
სიმბოლიზმის ენაზე გამოხატავს ორმაგ მაღალ „მე“-ს. ჟურნალისტ ვილიამ
სტიუარტის მასწავლებლის დახმარებით, რომელზეც უკვე გვქონდა საუბარი,
შესაძლებელი გახდა „კოლექტიური“ მაღალი „მე“-ს მატერიალიზება.
მასწავლებელი თავის მაგიურ უნარებს იყენებდა, რათა მოცემული ტერიტორიის
ფრინველების მაღალ „მე“-ზე მოეხდინა ზემოქმედება. მან აიძულა ყველა
ფრინველი, რომ შემაღლებულ გორაკის თავზე მოგროვილიყვნენ, რის
შედეგადაც წარმოიშვა უზარმაზარი, ფრინველთა სხვადასხვა სახეობებისგან
შემდგარი ღრუბელი. მაღალი „მე“ მატერიალიზაციასთან ერთად უფრო ხილული
ხდებოდა. იგი გამოიყურებოდა, როგორც ბუნდოვანი ადანის ფიგურა ფრინველის
დიდი თავით და ჰაერში დაცურავდა.

E. ძველი ეგვიპტის სიმბოლო მაღალი „მე“-სადმი ლოცვის ხატ-სახის მშვენიერ


მაგალითს გვაძლევს. ესაა ფრთებიანი სფეროს ხატ-სახე. ორი გველი შეიძლება
აღნიშნავდეს სასიცოცხლო ძალის ჭარბ და არასაკმარის მუხტებს, ან დაბალ და
საშუალო ძაბვას, რომელთაგანაც თითოეული გამოიყენება ლოცვების
ფორმულირებისა და გაგზავნისთვის.

F. სფინქსი წარმოადგენს სიმბოლოს, რომელიც ადამიანი-შევარდნის სიმბოლოს


მსგავსია ნახ. D-ზე, მაგრამ ამოტრიალებულია: აქ ცხოველს აქვს ადამიანის თავი.

G. ეგვიპტური სიმბოლო, რომელზეც ორი გველია გამოსახული ყვავილების


ბუტკოებთან და პატარა რგოლებთან ერთად, რომლებიც აქ იმისთვისაა
განთავსებული, რომ იდუმალების იდეას გაუსვას ხაზი, ან თუ საქმე ჰუნას თეორიას
ეხება - დოქტრინას სამი „მე“-ს, სამი ნატიფი სხეულის და სასიცოცხლო ძალის
სამი სახის შესახებ. ტალღოვანი ხაზები ძირში წარმოადგენენ ჰუნას სიმბოლოს
აშკარა რემინისცენციას - ტალღების, რომლებიც სასიცოცხლო ძალას აღნიშნავენ.

H. ეს უძველესი ნიშანი აღნიშნავს დაფრთიანებულ აზროფორმას ადამიანის


ძალის სიმბოლოსთან ერთად, რომელიც ორი სქესის შეერთებით ჩნდება. არ
ჰქონდათ რა მკაფიო და პრაქტიკული ცოდნა სასიცოცხლო ძალის სამი სახის
ძაბვის შესახებ, მრავალი უძველესი რელიგიის მღვდელმსახურები ფიქრობდნენ,
რომ ბავშვის დაბადების შემოქმედებითი ძალა ღმერთებისადმი მიმართული
წარმატებული ლოცვის შედეგს წარმოადგენს. რწმენა იმისა, რომ ადამიანის
შემოქმედებითი ძალა სქესთა შეერთების შედეგს წარმოადგენს, არასწორია,
რადგან კაჰუნები, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, მაგიურ მოქმედებებს იმის
მიუხედავად ასრულებდნენ, ჰქონდათ თუ არა სექსი. თუმცაღა ჰუნას სისტემაში
არსებობს რწმენა, რომ ადამიანის მაღალი „მე“ მამრობით-მდედრობით წყვილს
წარმოადგენს.

I. ფრთებიანი კვერთხის ცნობილი სიმბოლო. ორი გველი, რომელიც მას გარს


ეხვევა, ხშირად ფრთებიან სფეროსაც ახვევია გარს. თუ კვერთხის თავზე მაღალი
„მე“-ს სიმბოლოა გამოსახული, ამ შემთხვევაში, ჰუნას თვალსაზრისით, სიმბოლო
დასრულებულია. საინტერესოა, რომ პოლინეზიის კუნძულებზე გველები
არასოდეს ყოფილან. მაგიური მექანიზმების სიტყვიერი აღწერისას კაჰუნები არ
იყენებდნენ გველის ხატ-სახეს სასიცოცხლო ძალის სიმბოლოდ. უნდა
ვივარაუდოთ, რომ ისინი ან საერთოდ არ იყენებდნენ ამ სიმბოლოს, ან მას
შემდეგ დაივიწყეს მის შესახებ, რაც ეგვიპტის მიწები დატოვეს და პოლინეზიაში
გადასახლდნენ, სადაც რამდენიმე ასწლეულის მანძილზე ცხოვრობდნენ.
სავარაუდოდ ამ სიმბოლოს სხვა წარმოშობა აქვს და არაფერი აქვს საერთო
ჰუნასთან, რადგან კაჰუნების ენაზე გველის აღმნიშვნელი არცერთი სიტყვა არაა,
თუმცა მათ გააჩნდათ სახელები ხვლიკების მსგავსი ქვეწარმავლებისთვის.
თავი 2
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე
უპირველეს ყოვლისა - ეს მუშაობს
ორი დამახასიათებელი თავისებურება გამოარჩევს „საიდუმლო“ (ჰუნას) ფსიქო-
რელიგიურ სისტემას სხვა თანამედროვე რელიგიური და ფსიქოლოგიური
სისტემებისგან.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ისაა, რომ ეს მუშაობს,


მუშაობს კაჰუნებისთვის და მაშასადამე იმუშავებს ჩვენთვისაც.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი თავისებურებაა - სისტემა მუშაობს იმისდა


მიუხედავად რა აღმსარებლობისაა ადამიანი.

ამის ყველაზე კარგი მაგალითია ის, რომ მაგიის ეს მიმართულება მუშაობს


ნებისმიერის ხელში იქნება ეს ნებისმიერი რელიგიის აღმსარებელი, წარმართი თუ
უბრალოდ ველური, ყველა ახერხებს ცეცხლზე სიარულს და ეს პრაქტიკა
გამოიყენებოდა საუკუნეების განმავლობაში - აქტუალობა არც დღეს დაუკარგავს
მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ცეცხლზე სიარულისას იყენებენ მხოლოდ შიშველ ფეხებს, ცხელ ნაკვერჩხლებს,


გაცხელებულ ქვებს ანდა სულაც თავად ცეცხლს. არაფერია იდუმალი არც
გაცხელებულ საგნებში და არც შიშველ ფეხებში. ორივე მათგანს გულდასმით
ამოწმებენ და ყოველგვარი სიყალბე გამორიცხულია.
ფეხებისა და ცეცხლის მიღმა მონაწილეობას იღებს მესამე ელემენტიც, რომლის
დანახვა და შემოწმება შეუძლებელია. მესამე ელემენტს მე მაგიას ვუწოდებ,
რადგან უკეთესი სიტყვა ვერ მოვუძებნე. ეს ელემენტი ყოველთვის მონაწილეობს
შიშველი ფეხის ცეცხლთან შეხებისას და თავს გვარიდებს დამწვრობებს.

ორი საუკუნეა მიმდინარეობს ბრძოლა „ცრურწმენების“ წინააღმდეგ. მეცნიერების


განვითარება დიდწილად დამოკიდებული იყო იმაზე, ამა თუ იმ სფეროს
მკვლევარები რამდენად შეძლებდნენ ცრურწმენათა დამარცხებას და
გაბატონებული რელიგიური დოგმატების რღვევას. თუმცა ახლა მეცნიერულად
დაუსაბუთებელი პარაფსიქოლოგიური მოვლენების უარყოფა თავად მეცნიერების
დოგმატად გადაიქცა. ჩვენმა სკოლამ და პრესამ ყველაფერი გააკეთა ე.წ
აუხსნელი მოვლენების დისკრედიტირებისთვის. გაჩნდა სტერეოტიპი „ბნელი
ცრურწმენა“. ამან კი იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა შეიმუშავა
მყარო მოსაზრება, რომ ყველაფერი რაც მაგიას უკავშირდება განსაკუთრებით კი
ცეცხლზე სიარული შარლატანებს უკავშირდება.

თუ ჩემი ნაშრომი მკითხველის ნდობას დაიმსახურებს, ვეცდები დაგიმტკიცოთ,


რომ მაგია არსებობს. ამავე დროს კი მივმართავ მათ, ვინც დარწმუნებულია,რომ
არანირი მოსაზრება აზრს არ შეაცვლევინებს - სცადეთ და წაიკითხეთ ეს წიგნი. აქ
განსჯისთვის ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას იპოვით. ყოველ
შემთხვევაში ის შეიძლება უბრალო დროის სასიამოვნოდ გასატარებლად
წაიკითხოთ. წაკითხვის შემდეგ კი დაფიქრდით და მიპასუხეთ შეგიძლიათ თუ არა
უკეთესი ახსნა მოუძებნოთ აქ აღწერილ მოვლენებს.

უკეთესად გადმოსაცემად ფაქტობრივ მასალას ქეისების სახით აღვწერ. ყოველ


ასეთ ქეისს დავურთავ შესაბამის კომენტარებს.

პირველი ქეისის ასაღწერად დოქტორი ბრიგჰემის კვლევა გამოვიყენე, მისი


პირადი დაკვირვება და გამოცილება.

ქეისი 1
შესავალი
ცეცხლზე სიარულს ჩვეულებრივ ხსნიან შემდეგნაირდ: ფეხისგულებზე კანი ისეა
გაუხეშებული რომ ცეცხლი ადვილად აღარ ეკიდება, ანდა ტერფები
დამუშავებულია შაბით ან სხვა ქიმიკატებით, აგრეთვე იმასაც ამბობენ, რომ
ნაკვერჩხლები ან გაცხელბული ქვები დაფარულია ფერფლის თხელი ფენით და
ამიტომ აღარ წვავს ფეხს. ჰარი პრაისი, როდესაც კუდა ბუქსის (მუსლიმი
ქაშმირიდან) ცეცხლზე სიარულის ახსნას ცდილობდა ლონდონის
პარაფსიქოლოგიური მოვლენების კვლევის ინსტიტუტის წინაშე, წერდა:

„არცაა აუცილებელი იმის აღნიშვნა, რომ სწრაფი სიარულისას ტერფი მთლიანად


არც ეხება ცეცხლს, ფეხს სწრაფად დგამენ ნაკვერჩხალზე და სწრაფადვე იღებენ,
შესაბამისად ფეხი ნახევარ წამზე მეტს არ ეხება ცეცხლს.“

ასეთ შემთხევაში ვიტყვი, რომ არც ერთი აქ მოყვანილი ახსნა არაა ადექვატური.
მე წარმოგიდგენთ ჩემს ჩანაწერებს, რომელიც დრ. ბრიგჰემისგან მივიღე, მე ის
ჩემი სიტყვებით და გამოთქმებით შევალამაზე უფრო თვალსაჩინო რომ გამეხადა.

ქეისი
„როცა ამოფრქვევა დაიწყო, - მიყვებოდა დრ. ბრიგემი - მე სამხრეთ კონაში,
ნაპუპუში ვიყავი. რამდენიმე დღით შევყოვნდი, რათა გამერკვიე რამდენ ხანს
გასტანდა. მერე კი შევატყობინე ჩემს სამ მეგობარ კაჰუნას, რომელბიც ადრე
დამპირდნენ, რომ ცეცხლზე გავლაში დამეხმარებოდნენ. მე მათ ნაპუპუში
ჩამოსვლა ვთხოვე.
ერთი კვირა გავიდა სანამ ჩამოვიდოდნენ, რადგან კანოეთი მოცურავდნენ
კაუდან. თუმცა რომ ჩამოვიდნენ მაშინვე მაინც ვერ შევუდექით საქმეს. მათთვის
ჩვენი შეხვედრა გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ვიდრე რაღაც
უბრალო ცეცხლზე სიარული. მეც აღარაფერი დამრჩენოდა სადმე გოჭის შოვნისა
და ლუაუში* მონაწილეობის გარდა.
დიდებული ლუაუ გამოვიდა. თითქმის მთელი კონა მიეწვიათ. დამთავრების მერე
კიდევ ერთი დღე მომიწია ცდა სანამ კაჰუნები საკმარისად გამოფხიზლდებოდნენ.
მერე კი ჩვენი მოგზაურობაც დაიწყო.

დაღამებისას შევძელით გზას გავდგომოდით, მთელი დღე იმათ მოცილებას


მოვუნდით ვინც ჩვენს განზრახვაზე გაიგო და ჩვენთან ერთად წამოსვლა უნდოდა.

მე წავიყავნდი კიდევაც დასწრების ყველა მსურველს, მაგრამ დარწმუნებული არ


ვიყავი, რომ როცა ამის დრო მოვიდოდა მართლა შევძლებდი ცეცხლზე გავლას.
იქამდე უკვე მენახა ეს სამი კაჰუნა როგორ მსუბუქად გახტოდა ლავის ერთი
ნაკადიდან მეორეზე, მახსოვდა ის მხურვალება და ეს მხნეობას სულ მმატებდა.

ღამეული მოგზაურობა ძალიან რთული იყო. ჩვენ დამრეც ფერდობზე


მივცოცავდით გაციებული ლავის ნაკადებს შორის და მთის ჭალისკენ
მივემართებოდით. კაჰუნებს სანდლები ეცვათ, მაგრამ გამაგრებული ნამწვი მაინც
უზიანებდათ ფეხებს, ჩვენ ხშირად ვჩერდებოდით ფეხსაცმელზე მიკრული ნაცრის
მოსაცილებლად. როცა ხეებსა და გვიმრის ნარგავებს მივაღწიეთ უკვე უკუნი
სიბნელე იდგა. ხის ფესვებზე ფეხი გვიცდებოდა და ღრმულებში ვეცემოდით. ცოტა
ხნის შემდეგ სიარული შევწვიტეთ და ღამის გასათევად ლავის წარმოქმნილ
ნავისებურ ორმოში დავიძინეთ. დილით ცოტაოდენი გამომშრალი თევზი და
პოი** ვჭამეთ და წყლის საძებრად გავეშურეთ. ამან დიდი დრო წაიღო, რადგან
ახლოს არც წყარო და არც ნაკადული არ აღმოჩნდა და წვიმის წყლის გუბეების
ძებნა მოგვიწია.

შუადღემდე კვამლის ღრუბლებამდე მივაღწიეთ, გოგირდის ორთქლი სულ უფრო


სქელდებოდა. ისევ თევზი და პოი ვჭამეთ და 3 საათისთვის ვულკანის წყაროს
მივაღწიეთ.

დიდებული სანახაობა გადაიშალა. მთის შვერილები პირდაპირ ტყის მასივში


შეჭრილიყო ხოლო ლავა რამდენიმე ხვრელიდან ამოდიოდა - ღრიალით
ამოიფრქვეოდა თითქმის 200 ფუტის სიმაღლეზე, დაცემისას კი უზარმაზარ
აქაფებულ აუზს ქმნიდა.
აუზიდან ლავა ქვემოთ, დამრეც ზედაპირზე მიედინებოდა. მზის ჩასვლამდე ერთი
საათი რჩებოდა, ჩვენ ნაკადს ქვემოთ ჩავუყევით ჩვენი ექსპერიმენტისთვის
უკეთესი ადგილის ძებნაში.

როგორც ყოველთვის, ნაკადი საკმაოდ დამრეცი ტრაექტორიით მიედინებოდა,


გასწვრივ კი კლინკერის კედლებს ქმნიდა. ეს კედლები თითქმის 1000 იარდს
აღწევდნენ მათ შორის კი გავარვარებული ლავა კლდეში კალაპოტს იკვალავდა.
რამდენიმეჯერ ავძვერით და გადავკვეთეთ ეს კედლები რათა ქვემოთ მიმავალ
ნაკადს დავკვირვებოდით. კლინკერის ზედაპირი საკმარისად აგრილებულიყო
ზედ სასიარულოდ, მაგრამ სადაც არ უნდა გაგეხედათ ყველგან აწითლებული
ცხელი მასა მოგხვდებოდათ თვალში. გამუდმებით გვიწევდა მოვრიდებოდით
ადგილებს საიდანაც უფერო ალი ზემოთ აიტყორცნებდა და ოდნავ მოწითალოდ
ელავდა დაწოლილი კვამლის ფონზე.
ისევ ქვემოთ, ტროპიკულ ჭალაში დავეშვით. გზა და გზა ვერ აღმოვაჩინეთ ვერც
ერთი ნაკადი რომელიც ფერფლის ფენას არღვევდა. ამ მოგზაურობაზე საკმაოდ
ბევრი დრო დაგვეხარჯა და ისევ დასაძინებლად დავწექით. დილით ისევ
გავაგრძელეთ გზა და ბოლოსდა ბოლოს ვიპოვეთ რასაც ვეძებდით. აქ ნაკადი
ნაკლებად დამრეც კლდეზე მიედინებოდა დაახლოებით ნახევარი მილის
სიგანეზე. გვერდებზე შემაღლებული ფერფლის ფენები გლუვ ტერასებს ქმნიდა.
დრო და დრო კლინკერის ნაწილი ან ქვების გროვა გზას უღობავდა ლავას და
ქვემოთ ჩაღვრას უშლიდა. ამ დროს მაგმა თითქოს უკან ტრიალდებოდა და
ნაპირებიდან ადმოდიოდა, სანამ დაბრკოლებას მოიცილებდა და მერე ისევ
ჩვეულ კალაპოტში დაბრუნებული აგრძელებდა დინებას კლდეზე. უკან კი ფართო,
გლუვ ზედაპირს ტოვებდა რომელზეც გაციების შემდეგ სიარული შეიძლებოდა.

ქვემოთ ნაკადი სამად იტოტებოდა, ჩვენ ამ სამი ტოტიდან ყველაზე დიდთან


გავჩერდით და დიდხანს ვაკვირდებოდით გავარვარებული ვულკანური მასის
მიქცევ-მოქცევას. აუატანელი სიცხე იდგა კლინკერის კედელზეც კი. ქვემოთ კი
წითელი ლავა მდინარესავით მიედინებოდა, სხვაობა მხოლოდ ის იყო , რომ
წყალი ასე ვერასდროს გაცხელდებოდა და ვერც უხამუროდ იმოძრავებდა საათში
20 მილის სიჩქარით უსწორმასწორო ზედაპირზე. ყოველთვის მნუსხავდა ლავის
ნაკადზე დაკვირვება. იქ, სადაც წყალმა გზა უნდა გააკვლიოს კლდოვან
ღრმულებსა და ღარტაფებში, ლავა უბრალოდ წვავს ყველაფერს თავის გზგაზე
და თავად იქმნის პრიალა, გლუვ კალაპოტს.

კაჰუნები დროს არ კარგავდნენ, რადგან იმავე დღეს გვინდოდა სანაპიროზე


დაბრუნება. თან თის*** ფოთლები წამოეღოთ და ყველაფერი მზად ჰქონდათ
საქმეს შესდგომოდნენ როგოც კი ლავა ჩვენი სიმძიმის შეკავებას შეძლებდა.
პოლინეზიაში თის ფოთლებს ფართოდ იყენებენ ცეცხლზე მოსიარულეები. ისინი
სიგრძეში 1-2 ფუტია, ვიწრო, ბასრი პირებით ზოგიერთი ბალახის მსგავსად.
ღეროს კენწეროზე ფუნჯი ეზრდება - ზომითაც და ფორმითაც ცოცხის მსგავსი.

როცა ქვემოთ ნასროლმა ქვებმა დაგვარწმუნა რომ ლავას უკვე შეეძლო ჩვენი
წონის შეკავება კაჰუნები ადგნენ და ქვემოთ ჩავიდნენ. ისე ცხელოდა როგორც
ღუმელში. ლავის ზედაპირი გამიწებულიყო, მხოლოდ აქა იქა მოჩანდა ზოლები
რომლებიც ფერებს იცვლიდა, როგორც ეს გავარვარებულ რკინაზე ვიდრე
მჭედელი მას წყალში ჩაუშვებს. ამ დროს გულწრფელად ვინანე ასეთ ავანტიურაზე
რომ დავთანხმდი. მხოლოდ გაფიქრებაც კი, რომ ჯოჯოხეთისცეცხლზე უნდა
გამევლო მეორე მხარეს გადასავლელად მზარავდა. ვცდილობდი თავი
მოგონებებით მენუგეშებინა სადაც ეს სამი კაჰუნა ცხელ ლავაზე გადარბოდა
კილაუეაში.

კაჰუნებმა სანდლები დაიხადეს და ფეხები თის ფოთლებით შეიხვიეს,


დაახლოეით 3 ფოთოლი თითო ფეხზე. მე დავჯექი და დავიწყე ჩემს ლურსმნებიან
სალაშქრო ფეხსაცმელზე თის ფოთლების შემოხვევა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ამის
უფლება არ მქონდა - ფეხსაცმელებიც უნდა გამეხადა და ორი წყვილი წინდაც.
ქალღმერთი პელე ფეხსაცმელებს არ იცავდა დამწვრობისგან და თუ არ
გავიხდიდი ამით მას გავანაწყენებდი.

მხურვალედ ვეწინააღმდეგებოდი, - ვამბობ მხურვალედ - რადგან შეწვას


აღარაფერი გვიკლდა. მე ვიცოდი, რომ პელე არ ფლობდა ცეცხლის მაგიას და
გამალებით ვცდილობდი გამერკვია ვინ ან რა ფლობდა მას. კაჰუნები მხოლოდ
იცინოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ „თეთრ კაჰუნას“ რა თქმა უნდა შეუძლია მანას
(მაგიური ძალის) წყლიდან და ჰაერიდან მიღება, მაგრამ მაინც ტყუილად
ვკარგავთ დროს იმაზე ლაპარაკში რისი სიტყვებით გადმოცემაც არც ერთ კაჰუნას
არ შეეძლო - საიდუმლოზე რომელიც მამიდან შვილს გადაეცემოდა.

მე მაინც არ დავთმე და ფეხაცმელი არ გავიხადე. ვფიქრობდი, რომ თუ


ჰავაიელებს შეეძლოთ გაუხეშებული შიშველი ფეხებით ცხელ ლავაზე ევლოთ, მე
უფრო კარგად გამომივიდოდა ეს სქელძირიანი ფეხსაცმლით რომელიც
დამწვრობისგან დამიცავდა. აქვე დავსძენ, რომ ეს იმ დროს ხდებოდა როცა
ვფიქრობდი, რომ მოცემულ მოვლენას ბუნებრივი ფიზიკური ახსნა მოეძებნებოდა.

კაჰუნებმა ჩემი ფეხსაცმელები კარგ ხუმრობად ჩათვალეს. თუ მე ვთვლიდი, რომ


ისინი რომელიმე ღმერთისთის მსხვერპლად უნდა შემეწირა ეს კარგი იდეა უნდა
ყოფილიყო. მათ ერთმანეთს გაუღიმეს და ფეხებზე ფოთლების შემოხვევა
მაცადეს, თან თავიანთი საგალობლების სიმღერა დაიწყეს.

საგალობლები ძველ ჰავაიურ ენაზე იყო, რომელიც მე არ მესმოდა. ეს იყო


ჩვეულებრივი „საუბრები ღმერთთან“, რომლებიც სიტყვა სიტყვით გადმოიცემოდა
უამრავ თაობაზე. მხოლოდ ის გავიგე, რომ ტექსტი შედგებოდა მცირე
მითოლოგიური ამბებისგან და პარალელურად ღმერთების და ქალღმერთების
სადიდებლებს მოიცავდა.

ვიდრე კაჰუნებმა გალობა დაამთავრეს, თითქმის ცოცხლად დავიწვი, მიუხედავად


იმისა, რომ ეს სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. და აი ეს მომენტიც დადგა. ერთ
ერთმა კაჰუნამ ფოთლების კონა ლავის გლუვ ზედაპირს დაჰკრა და მანიშნა
პირველი ნაბიჯი გადამედგა. მე მაშინვე ჩემი თავაზიანობა გამახსენდა და ჩვენ
შორის უფროსს დავუთმე პირველი ნაბიჯის გადადგმა.

ამგვარად გადაწყდა, რომ უფროსი კაჰუნა წავიდოდა პირველი, მერე მე და მერე


დანარჩენები. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, უფროსი კაჰუნა არანორმალურად
ცხელ ლავაზე შედგა, მე პირდაღებული მივშტერებოდი როგორ მიაღწია მან
თითქმის მეორე ნაპირს, როცა ვიღაცამ ხელი მკრა და სხვა აღარაფერი
მრჩებოდა ან სახით უნდა დავცემულიყავი ლავაზე ან მის ზედაპირზე
გადამერბინა.

დღესაც არ მახსოვს რამ მაიძულა, მაგრამ ნამდვილად გავიქეცი.


წარმოუდგენელი სიცხე იყო, სუნთქვა შემეკრა და მეგონება გონებამაც შეწყვიტა
მუშაობა. ოდესღაც, ახალგაზრდობაში 100 იარდზე სირბილში შემეძლო
საუკეთესოებს გავჯიბრებოდი. მივრბოდი კი? არა უფრო მივფრინავდი. მაგრამ
რამდენიმე ნაბიჯის მერე ფეხსაცმლის ძირებმა დნობა დაიწყეს. ტყავი დაიბრიცა
და აიფცქვნა და ფეხებზე ბორკილებივით მომიჭირა. ერთი წამიც და ცალი
ფეხსაცმლის ძირის გარეშე დავრჩი, მეორე კი ქუსლთან პატარა ტყავის
ნაჭერზეღა ეკიდა.

ამ მეორე ფეხსაცმლის ძირმა კინაღამ დამღუპა. ფეხი აღარ მემორჩილებოდა და


ტემპს ვკარგავდი. ბოლოს, როგორც მე მომეჩვენა რამდენიმე წუთის მერე
(სინამდვილეში კი წამის) უსაფრთხო ადგილამდე მივედი.
დავიხედე ფეხებზე და ფეხსაცმლის ტყავის ნაგლეჯების ქვეშ უკვე წინდები
მეწვოდა. ვეცადე ცეცხლი მიწაზე ფეხის დარტყმით ჩამექრო და თან
ახარხარებულ კაჰუნებს ვაკვირდებოდი. ისინი იცინოდნენ და თან ლავაზე
დარჩენილ ფეხსაცმლის ძირზე მითითებდნენ, რომელიც უკვე თითქმი მთლიანად
გამდნარიყო.
მეც გამეცინა, თავი ასე თავისუფლად არასოდეს მიგრძვნია. უკვე უსაფრთხოთ
ვიყავი და ფეხებზე არ მქონდა არც ერთი დამწვრობა ან წყლული, იმ ადგილებზეც
კი სადაც წინდები მიმეწვა.

კიდევ ერთ რამეს დავამატებ ჩემს ამ გამოცდილებას. სახესა და ტანზე სიცხემ


კინაღამ დამწვა მაგრამ ფეხებზე ეს არ მიგრძვნია. როცა ხელით შევეხე, ფეხები
ცხელი მქონდა, მაგრამ ამას ხელით ვგრძნობდი და არა ფეხებით. არც ერთ
კაჰუნას არ დასწვია ფეხები, თუმცა მათზე შემოხვეული ფოთლები თითქმის
მაშინვე დაიწვა.

უკან დაბრუნება სანაპიროზე კიდევ ერთი კოშმარი გახდა. ხისგან


სახელდახელოდ გამოჩორკნილი სანდლებით სიარულმა ლავაზე გავლაზე
არანაკლები მოგონება დამიტოვეს.

კომენტარი
ეს იყო დრ. ბრიგჰემის ამბავი. ახლა ალბათ გაინტერესებთ, როგორ ახსნა მან
მეცნიერულად ის, რაც გადახდა.

„ეს მაგიაა, - მარწმუნებდა ის - ეს იმ უსასრულო მაგიის ერთ-ერთი მაგალითია,


რომელსაც კაჰუნები და სხვა პრიმიტიული ხალხები იყენებენ. წლები დამჭირდა ამ
დასკვნაბდე რომ მივსულიყავი, ახლა კი დარწმუნებით შემიძლია ეს გითხრა
ხანგრძლივი დაკვრვებისა და შესწავლის მერე.

„ნუთუ ამის სხვაგვარად ახსნა არ გიცდია?“ - ვკითხე მე.


„რა თქმა უნდა ვცადე,“- გამიღიმა მან - ახლა უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ მაგია
არსებობს. მაგრამ იმის მერეც კი, რაც დავრწმუნდი, რომ ეს ყველფერი მაგიაა, მე
კიდევ ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ხომ არ ვცდებოდი ჩემს დასკვნებში. მაშინაც
კი, როცა თავად გავიარე ლავაზე მაინც ვფიქრობდი, რომ იქ იქმნებოდა
ფოროვანი იზოლირებული ზედაპირი შედარებით გრილი. ეს თეორია ორჯერ
შევამოწმე კილაუეაში სადაც მცირე ამოფრქვევები მოხდა. ერთ შემთხვევაში მე
დავუცადე რომ ლავის ნაკადი გაშავებამდე გაციებულიყო. მე მას თითის წვერებით
შევეხე და მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგმა, მე რომ ზედ გადავირბინე იმაზე
გაცილებით გრილი იყო, თითები მაინც დავიწვი. მე კი სულ ოდნავ შევეხე
ზედაპირს.

„მეორე შემთხვევაში რაღა მოხდა?- ვკითხე მე“

მან თავი გააქნია და დამნაშავესავით გაიღიმა.

„ამ ორი დამწვრობის მერე უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი მაგრამ


ძნელია ძველი აზრებისგან განთავისუფლება. ვიცოდი, რომ გავარვარებულ
მასაზე გადავირბინე, თუმცა მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ამის გაკეთება შევძელი. მე
ძალიან გამიტაცა იზოლირებული ზედაპირის ჩემმა თეორიამ, ამიტომ ცოტაოდენი
ლავა ჯოხით ავიღე თითქოს ეს კარამელი ყოფილიყოს და ამჯერადაც თითი
დავიწვი. არანაირი სიყალბე. კაჰუნები მაგიას მიმართავენ ცეცხლზე გადასვლისას
ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში. არსებობს გარკვეული კანონები ერთი -
ფიზიკური სამყაროსთვის და სხვები სხვა სამყაროსთვის. დამიჯერეთ თუ
შეგიძლიათ, სხვა სამყაროს კანონები იმდენად ძლიერია, რომ მათი გამოყენება
და გარკვეული პირობების შეცვლა ამ სამყაროშიც შეგიძლიათ.“

მოცემულ შემთხვევაში მაგიის ბუნებაზე ზემოქმედება ისეთი იყო, რომ დაადნო


დრ. ბრიგჰემის ფეხსაცმელები, მაგრამ უვნებელი დატოვა მისი ფეხები. არ
გამოუყენებია არანაირი ქიმიური ხსნარი ცეცხლზე სიარულისას კანის დასაცავად.
ლავაზე არც ფერფლი ფენა იყო იზოლაციისთვის. ლავა იმდენად გავარვარებული
იყო, რომ სწრაფი სირბილის დროსაც კი როცა ფეხი ბოლომდე არ ეხება
ზედაპირს ფეხსაცმელების ტყავი ბოლომდე დაიწვა. სიცხე საკმარისზე მეტი იყო
იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში ფეხები დაენახშირებინა.

ქეისი 2
სცენის ჯადოქარი, რომელიც ნამდვილ მაგიას იყენებს
შესავალი
როგორც უკვე მიხვდით, ხანდახან სცენაზე იყენებენ ნამდვილ მაგიას იმ
მექანიკური საშუალებების ნაცვლად რასაც თქვენ ელით, მაგრამ ამას ვერც კი
ამჩნევთ.

მოცემულ ქეისში საუბარი იქნება ადამიანზე, რომელიც მოგზაურობდა ცირკთან


ერთად, მაგრამ არაფერს ყვებოდა იმ მაგიაზე, რომელსაც მიმართავდა. ეს იცოდა
მხოლოდ მან ვისაც გაენდო და მათ ვინც მიდრეკილი იყო ყველაფერი
მაგიისთვის მიეწერათ. ეს კაცი თავის ცოლთან ერთად გამოდიოდა
ჰონოლულუში. მერე კი თავაზიანად ამიხსნეს, თუ როგორ ისწავლეს მათ ეს და
როგორ იყენებდნენ. ახლა კი მხოლოდ იმით დავინტერესდეთ თუ რა და როგორ
გააკეთეს

ე.წ „ცეცხლის მაგია“ რომელიც ჩვენ სცენაზე ან ცირკში გვინახავთ სინამდვილეში


იმისი საცოდავი იმიტაციაა რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ. ეს „გმირობა“ ძირითადად
იმაში მდგომარეობს, რომ ანთებულ სიგარეტს პირში იდებენ და თან ცდილობენ
მოკიდებულ მხარეს არ ჰქონდეს პირდაპირი კონტაქტი ენასთან და პირის
ღრუსთან. მეორე ტრიუკი კი იმაში მდგომარეობს, რომ პირს ბენზინით ივსებენ და
ამოფრქვევისას ცეცხლს უკიდებენ, საიდუმლო იმაშია, რომ ცეცხლი ბეზინთან
კონტაქში შედის მაშინ როცა ის უკვე საკმარისადაა მოცილებული სახეს.

ქეისი
ცეცხლის მაგი, ვიზეც მე მინდა მოგიყვეთ, თავის მცირე კარავში მართავდა
წარმოდგენებს. მაყურებლებისგან მას გამოყოფდა მოაჯირი და ის დაახლოებით
3-6 ნაბიჯზე იმყოფებოდა თავისი აუდიტორიიდან. მისი აღჭურვილობას
წარმოადგენდა ნაძვის მაგიდა და ყოველივე რაც მასზე ეწყო. მისი წარმდგენის
ერთადერთი ნაწილი სადაც ნამდვილ მაგიას არ იყენებდა იყო მისი პატარა
ძაღლი - რომელიც ცეცხლმოკიდებულ რკალში ხტებოდა. ყველაფერი
მიმდინარეობდა მაყურებლების თვალწინ ისე რომ მათ შეეძლოთ
დაეთვალიერებინათ საგნები და შეემოწმებინათ მათი მხურვალება ვიდრე მაგის
სხეული შეეხებოდა მათ. ყოველ მოქმედებას ასრულებდა ნელა, რაც ყოველგვარ
ტრიუკს და სიყალბეს გამორიცხავდა.

იმ ორი წარმოდგენისას რომელსაც მე ვესწრებოდი, მაგი წარმოადგენდა შემდეგ


ნომრებს.1) ის ჭიქაში ადუღებდა წყალს და სვამდა მას ადუღებისთანავე. 2) ნაძვის
ფიცრის პატარა ნაჭრები მიჰქონდა ცეცხლთან, აცდიდა როდის მოეკიდებოდა,
დანაკვერჩხლდებოდა, მერე კი ატეხავდა ცხელ ნაკვერჩხლებს და ჭამდა. 3)
გაწითლებამდე გააცხელა მეტალის ნაჭერი, მერე მასზე რამდენჯერმე აუსვა ენა
ისე რომ ენის შეხებისას ორთქლი წარმოიქმნა. 4) მერე ჩართო ჩვეულებრივი
გაზის შესადუღებელი ხელსაწყო, ცეცხლი ისე დაარეგულირა, რომ მოლურჯო-
მომწვანო ცეცხლის კონუსს დამგავნებოდა, მერე ამ ცეცხლით რამდენჯერმე
გადაჭრა ლითონის ნაჭრები. მაყურებლებს საშუალება მისცა ცეცხლიც და
გადაჭრილი რკინებიც შეემოწმებინა, მერე კი ანთებული ცეცხლი ფართოდ
გაღებულ პირისკენ მიმართა, ის არც რაიმე დამცავ ტექნიკას, ცეცხლის სწრაფ
ჩაქრობას, ამ რაიმე სხვა მეთოდს არ მიმართავდა. მისი პირი გაღებული რჩებოდა
და ანთებული ცეცხლის ნაკადი შეუჩერებლად მიემრთებოდა შიგნით. 5) მეტალის
მავთული გაწითლებამდე გააცხელა და ორივე ხელი მაგრად ჩაკიდა. მის
ადგილას ადამიანი საშინელ დამწვრობებს მიიღებდა. მერე ის შუაში გააცხელა და
კბილებით დაიჭირა თან ამ დროს ორივე ბოლოს ზევით-ქვევით სწევდა.

კომენტარი
თავიდან, როცა კბილებით გახურებული რკინის გადაღუნვას ვუყურე, გადავწყვიტე
ფაკირის კბილები შემემოწმებინა. ეს ნამდვილად მაგარი, ჯანმრთელი კბილები
იყო, არანაირი სიყალბე. ამან კი ძალიან დამაინტერესა რადგან გახურებული
რკინა 10 წამზე მეტი ხანი იყო მჭიდრო კონტაქტში მის ზედა და ქვედა საჭრელ
კბილებთან. მიუხედავად იმისა, რომ იმ საღამოს მან ეს ნომერი რამდენიმეჯერ
გაიმეორა კბილის ემალი მაინც უვნებელი დარჩა. მეორე წარმოდგენის
დაწყებამდე სტომატოლოგი შემომიერთდა. მან დამიდასტურა, რომ ჩეულებრივ
პირობებში კბილებთან ამგვარი კონტაქტი მათი ნერვების სრულ კვდომას და
კბილების ჩამოცვენას გამოიწვევდა და ამასთანავე საშინელ ტკივილსაც ნერვების
კვდომის პროცესში. ასეთი ტემპერატურის ზემოქმედებისას ღრძილებიდან
სისხლდენა და კბილების დაცვენა გარდაუვალი იყო. ამიტომაც მეორე
წარმოდგენის წინ ჩვენ გულდასმით შევამოწმეთ ფაკირის კბილები პატარა
დანით, ხომ არ იყო მათზე რაიმე საიზოლაციო სუბსტანცია, თუნდაც ძალიან
თხელი და სრულიად გამჭვირვალე. პირის ღრუში სადაც მუდმივი სისველეა ასეთი
სუბსტანციის არსებობა საეჭვოც იყო. ეს დამცავი ფენა ძალიან ძნელი
დასამაგრებელი იქნებოდა სველ კბილებზე და ძალიან სქელიც უნდა ყოფილიყო
ეს კი მისი აფხეკვის საშუალებასაც მოგვცემდა და თვალითაც ადვილი შესამჩნევი
იქნებოდა.

ქეისი 3
ბიბლიური ისტორიის პროფესორი.
შესავალი
1935 წლის 21 თებერვალს დავესწარი ლექციას ლოს ანჯელისის საჯარო
ბიბლიოთეკაში. მას ატარებდა დოქტორი ჯონ ჰილი - სამხეთ კალიფორნიის
უნივერსიტეტის ბიბლიური ისტორიის პროფესორი. საუბრობდა ცეცხლზე
სიარულზე. მას ოთხი სეზონი გაეტარებიან სამხრეთის ზღვებში და ლექციას
ახლდა მის მიერ გადაღებული ფოტოების კოლაჟი.

ის ყვებოდა, როგორ იმოგზაურა ტაიტისა და მის მიმდებარე კუნზულებზე, 14 მილი


გაიარა კუნძულის სიღრმემდე, რათა თავისი თვალით დაენახა როგორ
დადიოდნენ ცეცხლზე. დავინახე დიდი ორმო რომელსაც ქვებით და მორებით
ავსებდნენ. მერე ანთებდნენ ცეცხლზე და ის იქამდე ენთო ვიდრე ქვები არ
გახურდებოდა. ადგილობრივები ქალღმერთ“ზეციურ ნაინას“ ლოცვებს
აღუვლენდნენ და ორმოს გარშემო უვლიდნენ, მერე თითოეული მათგანი
გადადიოდა და გადმოდიოდა გახურებულ ქვებზე შვიდჯერ. ქვებიდან „მტვრის
გადასაწმენდად“ თის ფოთლებს იყენებდნენ.

დოქტორი ჰილის ფილმში ნათლად ჩანდა, თუ როგორ ეხება მთლიანი ტერფი


გახურებულ ქვებს. დოქტორმა აგრეთვე გვაჩვენა როგორ აიძულეს ერთ-ერთი
გადასულიყო ქვებზე და ასე ვთქვათ გაევლო „ცეცხლით გამოცდა“ რათა
გაერკვიათ მისი დანაშაული თუ უდანაშაულობა. ხოლო რადგანაც მან ძალიან
დაიწვა ფეხები, უამრავი პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებმა ჩათვალეს,
რომ მას ქალღმერთი ნაინა არ მფარველობდა და ამიტომ დამნაშავე იყო.

როგორც კი ცერემონია დამთავრდა, ჰილმა და მისმა თეთრმა თანამგზავრებმა


შეამოწმეს ლოდების ტემპერატურა, და დაადგინეს, რომ გახურებული ქვებიდან
სამი ნაბიჯის დაშორებით ხელის გაწვდენა შეიძლებოდა მხოლოდ 11 წამი, ხოლო
ქვებზე დაგდებული ნედლი, სველი ტოტების კონა 13 წუთში აალდა.

ქვების შემოწმებით გართულ სტუმრებს უფროსმა მაგმა შესთავაზა ქვებზე


გაევლოთ მათი მაგიის დახმარებით. ერთ-ერთმა მათგანმა მიიღო მიწვევა და
ადგილობრივებთან ერთად გაიარა გახურებულ ქვებზე. როგორც დოქტორი ჰილი
ამბობს, უცნაური იყო ის, რომ კაცმა ისე გადაკვეთა გავარვარებული ლოდები რომ
არც ფეხსაცმელი და არც ფეხები არ დაუზიანებია, სამაგიეროდ სიცხისგან სახე ისე
დაეწვა რომ რამდენიმე დღე კანი ისევ ექერცლებოდა.

ლექციის შემდეგ მე შევუერთდი იმ ხალხის ჯგუფს, რომლებიც კითხვებს სვამდნენ


და თითოეულ პასუხს ყურადღებით მოვუსმინე. დოქტორს სთხოვეს მომხდარის
რაც შეიძლება ზუსტი ახსნა. თუმცა მან ეს ვერანაირად ვერ ახსნა. სავარაუდოდ ის
ფიქრობდა, რომ აქ ადგილი ჰქონდა გონების რაღაც უმაღლესი ფორმის
თანდასწრებას - ძალას რომელიც ცეცხლს დაწვის საშუალებას არ აძლევდა.
მაგრამ ის ხაზს უსვამდა, რომ მისი მოსაზრებები ფაქტებად არ უნდა მიგვეღო.

რა თქმა უნდა, დასვეს კითხვები, ხომ არ იყო გამოყენებული რაიმე შეუმჩნეველი


ტრიუკი. დოქტორმა ჰილმა აგვიხსნა, რომ ეს სრულიად გამორიცხული იყო,
რადგან ერთ-ერთი მათგანის ფეხსაცმელს ყოველგვარი მანიპულაციის გარეშე
საერთოდ არ შეეხო ცეცხლი, ხოლო ჩვეულებრივ ისინი მთლიანად უნდა
დამწვარიყო.

ამის შემდეგ დოქტორმა ჰილმა უფრო თვალსაჩინო რომ გაეხადა ასეთი მისტერია
ცეცხლზე სიარულის სხვა შემთხვევა აღწერა, რომელიც ფირზე არ გადაუღია.
მაშინ ერთმა ახალგაზრდა მისტიკოსმა განაცხადა, რომ თუ მაგია მუქკანიანებს
იცავდა, მაშინ მას თეთრკანიან ადამიანს ღმერთი დაიცავდა. მან მისდამი
კეთილგანწყობილ მთავარ მაგს ჰკითხა რჩევა მისგან კი პასუხად მიიღო, რომ
ყოველგვარი შიშის გარეშე შეეძლო ცხელ ქვებზე შედგომა. მისი თანმხლები სხვ
თეთრი ადამიანების პროტესტის მიუხედავად, მან ფეხსაცმელები და წინდები
გაიძრო. ის გაქვავებული სახით მიუახლოვდა გახურებულ ქვებს, ეტყობოდა, რომ
მთელი ძალით ცდილობდა კონცენტრირებას და იმ რწმენის შენარჩუნებას, რომ
წარმატებით გადავიდოდა ზედ. ის მიჰყვა სხვებს სრულიად თავისუფლად. უეცრად
იქვე ახლოს ძაღლები აყეფდნენ, ბიჭმა ერთი წამით მათ შეხედა და მერე
მკვეთრად ააგლიჯა ფეხი ქვებიდან. მერე ისევ შეძლო კონცენტრაცია და გზა
გააგრძელა. მოგვიანებით გაირკვა რომ ამ დროს ტერფზე დიდი წყლული გაჩნდა.
დოქტორი ჰილი გვარწმუნებდა ამ ფაქტის ნამდვილობაში მაგრამ თავს იკავებდა
მისი კომენტირებისაგან.

კომენტარი
მათ ვისაც არ უნახავთ 1934 წელს ჩაწერილი ცეცხლზე სიარული შემიძლია
ინფორმაციის შემდეგი წყაროები ვურჩიო.

წიგნი ა.ა რაითის „The Colony of Fiji“ გამოცემულია ფიჯიზე. იქ რამდენიმე კარგი
სურათია, როგორ დადის ადამიანი ცეცხლზე. ის, რომ ამ წიგნში ვიპოვით ერთ
განყოფილებას, სადაც გაკვრითაა მოხსენიებული ცეცხლზე სიარულის ფენომენი -
ეს კი ყველაზე უფრო მიმზიდველია ფიჯიზე მოგზაური ტურისტებისთვის. აქ
ნათლად ჩანს, რამხელა გავლენას ახდენს მეცნიერული შეხედულებები
თანამედროვე ადამიანის აზროვნებაზე.
არსებობს მეორე წიგნიც, რომელსაც უფრო ადვილად იპოვით ბიბლიოთეკაში
„Seatracks of the Speejacks“. ჯენი გოუენის დაწერილ ამ წიგნში დეტალურადაა
აღწერილი ცეცხლის მაგებიც და მათ პრაქტიკებიც.

ჰერბერტ მაქ-ქრავის წიგნში Tahiti Days (George H. Doran Co., 1920) მთელი თავი
ეძღვნება ჩვენთვის საინტერესო საკითხს (ქართულად ეს ტექსტი შეგიძლიათ
იხილოთ  ამ ლინკზე). აქ მოყვანილია რამდენიმე სურათი სადაც ადამიანები
დადიან ცეცხლზე და ბრბო რომელიც ამას თვალს ადევნებს.
ქეისი 4
ცეცხლზე სიარული როგორც რელიგიური რიტუალი ბირმაში.
შესავალი
ჰავაიზე ცხოვრებისას თავი გამქონდა ხელოვნების ნიმუშების მაღაზიით და
ფოტოსალონით ჰონოლულუში. ჩემს უამრავ კლიენტს შორის ერთი ინგლისელი
მოგზაური, რომელიც მოვიდა ჩემთან 1929 წელს, როცა მსოფლიოს გარშემო
მოგზურობდა. მას თან დაჰქონდა ფოტოაპარატი და იღებდა ყველაფერს რასაც
გზაში ხვდებოდა.

რამდენიმე დღის გაცნობილი მყავდა, როცა ერთხელ შემოვიდა ჩემთან და მკითხა


იყო თუ არა ჰავაიზე რაიმე ისეთი რისი ფირზე აღბეჭდვაც ღირდა. მე რა თქმა უნდა
ვიცოდი ბევრი არაჩვეულებრივი რამ, მაგრამ ვერ გავბედე პირდაპირ მომეყოლა
კაჰუნებზე და მათი მაგიის გადასაღებად გამეგზავნა.

ჩვენი საუბრისას ინგლისელმა გაიხსენა როგორ მოისყიდა ბირმაში ერთი


ღვთისმსახური, რომელაც ნება მისცა აივანზე დამალულიყო და გადაეღო
საიდუმლო ცერემონია - ღმერთ აგნის საპატივსაცემოდ მოწყობილი ცეცხლზე
სიარული.

მაშინვე ვთხოვე დაწვრილებით აღეწერა ჩემთვის ეს შემთხვევა და ეჩვენებინა


ჩანაწერი. ის სასტუმროში დაბრუნდა და მაშინვე მოიტანა ფირი. ახლა კი
დაწვრილებით აღვწერ, რაც მისგან გავიგე და რაც ფირზე ვნახე მაშინ ჩემს
ფოტოსალონში.

ქეისი
“ხედავ, - მეუბნებოდა ჩემი მეგობარი, აღფრთოვანებული იმით, რომ შეეძლო
ჩემთვის ნამდვილი სასწაული ეჩვენებინა, - მე უბრალოდ კი არ გიყვები რაც ვნახე,
მე ეს გადაღებული მაქვს. ესაა ყველაზე კარგი. თუნდაც ეს ფილმი ავიღოთ
რომელსაც ახლა განახებ. ეს რომ არ გადამეღო შესაძლოა მეც კი
დავეჭვებულიყავი, რომ ოდესღაც ეს ყველაფერი ვიხილე. შეუძლებელია ამის
დაჯერება. ნებისმიერი გეტყვით, რომ არ შეიძლება არაფერი მსგავსი მოხდეს.
შესაძლოა მეც კი ასე ვთქვა, არადა თავად გავხდი ამ ყველაფრის მოწმე სამ თვეზე
ნაკლები ხნის წინ. - ის შეჩერდა და დამელოდა, როდის მოწყვეტდი თვალს
პროექტორს და მას შევხედავდი. მეც ცდა არ დავიშურე, რომ სათანადო
გაკვირვება და უნდობლობა გამომეხატა.

„რაღას უცდით, ჩართეთ,- მითხრა ამაყად. - შეძლებთ კი დაიჯეროთ რაც კამერამ


აღბეჭდა.“
ორი სკამი დავდგით და საუბარი შევწყვიტეთ. ჩვენს წინ, ეკრანზე რაღაც ფიგურები
ამოძრავდნენ.

„ რასაც ახლა ხედავ, ეს პროცესიაა, - ამიხსნა ჩემმა მეგობარმა, - ეს ტაძრის


მოედანზე სრულდება, მსახურების დაწყებამდე. ჯგუფი, რომელმაც ჩაიარა,
კანდიდატები არიან, ისინი წლების განმავლობაში ემზადებიან წმინდა ცეცხლით
განდობის ცერემონიისთვის, ღმერთ აგნის კულტის თანახმად. საკვირველი
ხალხია ეს ყავისფერები. შეხედე მათ სახეებს, ყველა მათგანი ისე გამოიყურება
თითქოს რაღაცაზეა კონცენტრირებული. თითქოს საერთოდ არ აქცევენ
ყურადღებას ბრბოს, რომელიც ამ დროს მხოლოდ მათი დანახვითაც კი ჭკუაზე
გადადის. ყოველი ამ ხალხიდან იმედოვნებს, რომ ოდესღაც თავადაც გაივლის
ცეცხლზე, ეს კი ძალიან საპატიოა. ერთხელ გაივლი და მთალი ცხოვრება
განდობილი ხდები, რაღაც წმინდანის ან ქურუმის მსგავსი. იმ ტაძრის ყველა
ქურუმი ასეთ ცერემონიაში მონაწილეობს რათა სულიერი ლიდერი გახდეს.“

„როგორ აკეთებენ ამას?- ვკითხე მე და თან თვალს არ ვაშორებდი პროცესიას,


რომელიც ნელა, აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი საზეიმო მანერით
მიდიოდა.

„გგონიათ მე არ მინდა ამის ცოდნა?“

„მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ? - არ ვიშლიდი მე“

„საიდან უნდა ვიცოდე. ვცადე რაღაცა გამეგო ქურუმებისგან, მაგრამ მათ მგონი
უბრალოდ მომატყუეს. მეუბნებოდნენ, რომ მათი რელიგია ერთადერთი და
ჭეშმარიტია და ცეცხლზე სიარული ამის დასტურია. თანაც დასძენდნენ, რომ არც
ერთი სხვა რწმენა თავის მიმდევრებს ასეთ შესაძლებლობებს არ სძენს.
ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ მათი ღმერთი მართალ და სუფთა ხალხს
დაწვისგან იცავს. ხოლო ის ვინც საკმარისად სუფთა არაა, ასეთ მადლს ვერ
იღებს. - უეცრად ინგლისელმა ეკრანისკენ მანიშნა - შეხედეთ ამ ყმაწვილს. ესაა ის
ქურუმი რომელთან საუბრის საშუალებაც მომეცა, სანამ პროცესია ქალაქში
მიემართებოდა. კარგი ბიჭია, პატიოსანი და სიმპატიური.“

„რას გულისხმობ?“- ვკითხე მე.

„ის სხვებს არ ჰგავს, - მიპასუხა მან, - ის ადვილად არავის ენდობა და თეთრებსაც


ვერ იტანს. რაც შეეხება სიმპატიურს ამას იმიტომ ვამბობ, რომ მან დამიჯერა
როდესაც ვუთხარი, რომ მათ რელიგიას ვსწავლობდი და მათთან გაერთიანება
მინდოდა. თავიდან ვიფიქრე, რომ დაუფარავად დამცინებდა, მაგრამ როცა ჯიბეში
ფული ავაჩხრიალე მან ყველაფერი სერიოზულად მიიღო.

„იქნებ მან მართლაც სერიოზულად მიიღო შენი ნათქვამი, - ვუპასუხე მე და


ეკრანზე მიმდინარე მსვლელობას მივადევნე თვალი.“

„არა ის სულელი ნამდვილად არ იყო. მონეტების სასიამოვნო წკრიალი მისვის


უკვე ნაცნობი გახლდათ. ხოლო როცა ვუთხარი, რომ ცერემონიაში მონაწილეობა
მინდოდა და ყურება როგორ გაივლიდნენ ადამიანები ცეცხლზე ის მშვენივრად
მიხვდა რას ნიშნავდა ეს. აქვე ხაზი გაუსვა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ მე იმ
წუთასვე გავიღებდი სოლიდურ შემოწირულობას ტაძრისთვის. მან მადლობა
გადამიხადა და მთხოვა რამდენიმე წუთში ტაძრის შესასვლელთან მივსულიყავი.
რა თქმა უნდა არ მიხსენებია, რომ თან კამერას მივიტანდი.

ეკრანზე გამოსახულება უეცრად შეიცვალა და ტაძრის ეზოს შიდა ნაწილი


გამოჩნდა. ეს იყო მაღალი კედლებით გარშემორტყმული დიდი მოედანი. ერთ
მხარეს განლაგებული იყო ცხელი ხის ნაკვერჩხლით სავსე დიდი, გრძელი
მოწყობილობა, რომელიც მხურვალებას გამოყოფდა. ეს მოწყობილობა
დაახლოებით 50 ნაბიჯი იყო სიგრძეში და 5 - სიგანეში. ვუყურებდი მამაკაცები
როგორ ურევდნენ ნაკვერჩხალს და უფორმო მასას გრძელი, ვიწრო
პლატფორმის ფორმას აძლევდნენ.

“აი ისიც, - წამოიყვირა ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა - აქ ჩემს ქურუმს შევხვდი,


მან შიგნით ისე შემიყვანა არ იცოდა კამერა რომ მიმქონდა. მან აივანზე გამიყვანა
და ბამბუკის შირმის უკან დამმალა. კიდევ ერთი მოზრდილი შესაწირი გადავეცი
ტაძრისთვის და მანაც დამტოვა. ცოტა ხნის შემდებ ამ შირმაში ორი ნახვრეტი
გავაკეთე ერთი საყურებლად და მეორე კამერისთვის.

„მე ნაკვერჩხლების არევის დასაწყისი და დასასრული გადავიღე , - განაგრძო მან


- ხედავთ? უკვე ყველაფერი გამზადებულია. ნაკვერჩხლები სწორად აწყვია,
დაახლოებით 6 დუიმის სისქეზე. ნახშირი დაახლოებით 10 საათი იწვოდა,
როგორც ქურუმმა მითხრა. ჯოჯოხეთური სიცხე იდგა, ისეთი, რომ ბამბუკის შირმის
მიღმაც კი ძლივს ვუძლებდი. ხედავ, ვინც ნაკვერჩხლებს ურევს გამუდმებით პირს
იბრუნებს რომ არ დაიწვას, ჯოჯოხეთია, სხვა არაფერი.

„ახლა კი ამ კარს შეხედეთ, - მითხრა ინგლისელმა ცოტა ხნის შემდეგ - გადაღება


მაშინ დავიწყე, როცა გარედან ხმაური შემოვიდა. ვიცოდი რომ საცაა პროცესია
შემოვიდოდა. აი ისინიც! წინ ქურუმები მოდიან, უკან კანდიდატები მოჰყვებიან.
ყველა კანდიდატი მამაკაცია, ქალები ზედმეტად ცოდვილები არიან იმისთვის,
რომ განწმენდა გაიარონ. მამაკაცების უმრავლესობა მოხუცები არიან, სულ 43
დავთვალე. შეხედე მათ სახეებს, თითქოს შუადღის ჩაიზე მიდიან, როგორი სათნო
სახეებია. ფორმიანი აყლაყუდები - პოლიციელი სიქჰები არიან. მათ ყველა
ბრიტანულ კოლონიაში შეხვდებით. ეს წმინდანები არ არიან, ისინი
ხელისუფლებამ გამოგზავნა პროცესიაზე თავალის სადევნებლად. მოგვიანებით
მათ მოქმედებაშიც იხილავ.“

თვალს ვადევნებდი როგორ შევიდა პროცესია ეზოში. კანდიდატები მდუმარედ


განლაგდნენ გახურებული ნაკვერჩხლების ზოლის ერთ ბოლოში. მათ უკან
მამაკაცების, ქალებისა და ბავშვებისაგან შემდგარი ბრბო მოეწყო. ყველა ძალიან
აღელვებული იყო.

სიქჰებმა ნელი ნაბიჯით გაიარეს ბრბოში. ქურუმებმა შემოუარეს ცეცხლს და სხვა, 6


ტაძრიდან გამოსული 6 ქურუმისგან შემდგარ ჯგუფს შეუერთდნენ, ნკვერჩხლების
ზოლის მეორე მხარეს. ამ ექვსი ქურუმიდან ყოველს ხელში ეჭირა მოკლე მათრახი
უამარავი წკეპლით. ქურუმებსა და ნაკვერჩხლებს შორის იყო პატარა, წყლით
სავსე ღრმული. ეს ღრმული იყო დაახლოებით 6 ნაბიჯის სიგანის, 10 დუიმი
სიგრძის და 4 დუიმი სიღრმის.

„ეს მათრახები რისთვის? - ვიკითხე მე - იმისთვის ხომ არა, რომ ცეცხლზე


მოსიარულეები წყლიდან მოშორებით გააჩერონ“

„ახლავე თავად დაინახავთ რისთვისაც , - მიპასუხა მან სწრაფად - მე მგონია, რომ


როცა ისინი ცეცხლიდან წყალში გადადიან ქურუმები ურტყამენ მათ რათა
ყურადღება გაცხელებული ტერფებიდან გადაატანინონ. მე ჩემ ნაცნობ ქურუმს
ვთხოვე ეს აეხსნა მაგრამ ვერაფერი გავიგე მისი ნათქვამიდან. ეს რაღაც ძველ
ადათს შეეხებოდა.

„და არც მათრხი და არც ცეცხლი არ აზიანებთ მათ? - დავინტერესდი მე“

„მათრახი აზიანებს, ხანდახან წკეპლები მხრებსა და ზურგზე კანს უხეთქავს. ახლა


კი ყურადღებით შეხედე ეკრანს, ხედავ ყველა ლოცულობს. უამრავ უცნაურ
მოძრაობას აკეთებენ. ისინი ღმერთ აგნის შესთხოვენ, რომ მან დაიცვას
უცოდველები და დასწვას ცოდვილები. ეკალი მაყრის კანზე...

კამერა ისევ კანდიდატების მდუმარე ჯგუფს მიუბრუნდა. ისინი ლოცვებში


მონაწილეობას არ იღებდნენ, უბრალოდ მშვიდად იცდიდნენ. მათ მხოლოდ
ტრუსები ემოსათ. და აი ერთმა მოხუცმა უხუცესმა ასწია ხელი - თითქოს ბრბოში
ვიღაცას ესალმებოდა, მერე მობრუნდა და აციმციმებული, გავარვარებული
პლატფორმისკენ გაემართა. მან ხელები ერთმანეთთან მიიტანა და ცას ახედა
თითქოს რაღაცაზე ლოცულობდა, მერე კი მშვიდად გადავიდა ცეცხლის ზოლზე.
სუნთქვა შემეკრა, ის კი მტკიცე ნაბიჯით უახლოვდებოდა საპირისპირო მხარეს
მოგროვილ ქურუმებს.

ძლივსღა ვსუნთქავდი, ისე ვუყურებდი ეკრანზე მიმდინარე პროცესს. მოხუცის


ფეხები შავ კვალს ტოვებდნენ, რომლებიც მაშინვე ინთებოდნენ, როგორც კი ის
გადაივლიდა. წინ მწყობრი, მშვიდი ნაბიჯებით მიდიოდა. ის მოჩვენებას გავდა,
რადგან მხურვალების ტალღები გარშემო თხელი, მთრთოლვარე ნისლის ვუალს
უქმნიდა. ეკრანს ვაკვირდებოდი და ჩემს გაკვირვებას ეჭვები ცვლიდა. რასაც
ვუყურებდი სიმართლე ვერ იქნებოდა. მაგრამ მალე ეს საშინელი მსვლელობაც
დამთავრდა. მოხუცი ნაკვერჩხლებიდან წყალში გადახტა და მათრახებმაც არ
დააყოვნეს, ქურუმებმა ორივე მხრიდან დასცხეს მხრებში.

უხეში წკეპლები დაუნდობლად ეცემოდა და შიშველ სხეულს ფლეთდა. მოხუცი


ტკივილისგან კანკალებდა. ორმა სხვა ქურუმმა სწრაფად მოხვიეს ხელი და იქვე
ახლოს სკამზე ჩამოსვეს. მათ თავის ქნევით დაუთვალიერეს ფეხები და ისევ
თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ.

კამერა უკან დაბრუნდა და ახლა სხვა, უკვე ნაკვერჩხლებზე შემდგარი


კანდიდატის გადაღება დაიწყო. ეს საშუალი ასაკის გამხდარი ადამიანი იყო. თავი
მისი მომლოდინე ქურუმებისკენ მიექცია, მუშტებად შეკრული ხელები კი ორივე
მხარეს დასთრევდა. ის ფართო, სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა და სულ უფრო
უმატებდა სიჩქარეს. თავი ზეცისკენ ისე ასწია თითქოს ცდილობდა მხურვალებას
გაჰქცეოდა. უკვე ნახევარი გზა გავლილი ჰქონდა და უფრო და უფრო სწრაფად
მიდიოდა. მოულოდნელად სიარულმა სირბილში გადაინაცვლა. როგორც კი
დასარულს მიაღწია, გიჟივით შევარდა წყალში. იქ კი მაშინე მათრახები დაესხა
თავს. ისინი იქამდე ურტყამდნენ, ვიდრე მიწაზე ტკივილისგან მოკრუნჩხული არ
დაეცა, მაშინ ორმა ძლიერმა ქურუმმა აიტაცა და კედელთან დასვა.

კამერა კი მომდევნო კანდიდატს მიუბრუნდა.

„დაიწვა ეს ადამიანი? - აკანაკალებული ხმით ვიკითხე.

„არა. მთელი ჯგუფიდან მხოლოდ სამი დაიწვა, - მიპასუხა მან მშვიდი ხმით - ამას
შეხედე“.

წელში მოხრილმა, ძალიან მოხუცმა კაცმა შეაბიჯა ცეცხლში. ხელები მუდარით


აღაპყრო ზემოთ. პირველივე ნაბიჯის მერე ბარბაცი დაიწყო. დაიბნა, ზემოთ ახტა
და გიჟივით გადავრდა წინ, მაგრამ დაეცა. მაშინვე პლატფორმასთან გაჩნდენენ
გრძელ, მოკაუჭებული ჯოხებით აღჭურვილი დამხმარეები. მათ ძალიან სწარაფად
გამოათრიეს აალებული სხეული პლატფორმიდან, სწრაფად მოაშორეს მიკრული
ნაკვერჩხალი, წყალი გადაავლეს, ასწიეს და წაიყვანეს.

„ის ჯერ კიდევ იქამდე დაიღუპა ვიდრე გამოათრევდნენ, - გაისმა ჩურჩული ჩემს
გვერდით, შევხტი რადგან სულ დამავიწყდა, რომ ჩემი მეგობრიც იქვე იყო. -
მაგრამ ამან სხვები ვერ შეაჩერა, ცერემონია გაგრძელდა.“

კამერა ისევ შეტორტმანდა და მოსცილდა ადამიანს, რომელსაც უკვე


როზგავდნენ. პლატფორმის შორეულ კუთხეში ახალი კანდიდატი გამოჩნდა. ის
ხელში პატარა ბიჭით შევიდა ცეცხლში. ბვშვი 6 წელზე მეტისა არ იქნებოდა და
მხოლოდ ტრუსები ეცვა. საშინელებისგან შევყვირე. ბავშვი რატომ უნდა ჩაეგდოთ
საფრთხეში? ეს კაცი რომ დაცემულიყო? მე ისევ სუნთქვა შემეკრა. ღმერთო, ნუთუ
გაქცევას აპირებდა? ხომ არ გაგიჟდა!

„მას ყველაფერი გამოუვა, - დამამშვიდა მეგობარმა.“

ისევ სკამზე დავეშვი. კაცი ნელა, რწევით მიდოდა. ბიჭის გამოსახულება ხან
ქრებოდა, ხან ისევ გარკვევით ჩანდა. ბავშვს პატარა ხელი მამაკაცის მხარზე ედო,
მის სახეზე შიშისა და უნდობლობის კვალიც კი არ იყო. კაცი პლატფორმასთან ისე
მივიდა ნაბიჯი არც შეუნელებია არც აუჩქარებია. ის წყალში შევიდა, მათრახი
მხოლოდ ერთხელ დაარტყეს მხრებზე. ამ დროს მან მაღლა ასწია ბიჭი, რომ
დარტყმებისგან დაეცვა. ამ ჟესტით თითქოს უნდოდა ბრბოსთვის ეჩვენებინა, რომ
გამარჯვებაში მას შვილისადმი უზომო სიყვარული დაეხმარა. კამერამ გადაიღო
როგორ დასვა მან ბავშვი ძირს და როგორ გაემართა ორივე სკამისკენ
კედელთან.
მოულოდნელად ფილმის კადრებმა ძალიან სწარაფად დაიწყეს ცვლა, მამაკაცები
სწრაფად გადარბოდნენ ცეცხლზე და ერთი მეორის მიყოლებით
უჩინარდებოდნენ.

„ფირი გამითავდა, - ამიხსნა მეგობარმა - მხოლოდ მოკლე ეპიზოდებსღა


ვიღებდი. ახლა კი შეხედე, იმას დავინახავთ რომელიც დაიწვა... აი ისიც, კუთხეში -
ყმუის - აი უკვე წყალშია. მის ცემას აზრი აღარ ჰქონდა. მოგვიანებით ქურუმმა
მითხრა, რომ ეს ადამიანი სიარულს ვეღარასოდეს შეძლებდა. ახლა კი ხედავთ იმ
სიქჰს? ხედავთ რა ხდება ! ბრბო გადაირია, ნამდვილი რელიგიური ექსტაზია.
თავადაც ცდილობენ ცეცხლზე გავლას. ხედავ ხელჯოხიან სიქჰებს? რა
მოხდებოდა ბრბოს რომ არავინ აკავებდეს? ყველა ცეცხლში ჩახტებოდა.

უცებ რაღაცამ დაიჩხაკუნა და ეკრანი გათეთრდა. სურათი დასრულდა.

„აბა როგორი შეგრძნებაა? - ინტერესით მკითხა ინგლისელმა.

„შეძრული ვარ , - ვუპასუხე გულწრფელად.“

„შეძრული? წარმოიდგინეთ მე რას უნდა ვგრძნობდე. მე ხომ ეს ყოველივე


საკუთარი თვალით ვნახე. სულ ცოტაც და მათ რწმენა შევუერთდებოდი. ნუსხავს
ადამიანს. მთელი კვირა ვცდილობდი ნანახის დავიწყებას. თითქოს სული ან რამე
მსგავსი მენახოს... სულ იმაზე ფიქრობ, რომ ფოკუსების გარდა აქ კიდევ რაღაცა
უნდა იყოს.

„შენ რა მართლა გგონია,რომეს ყველაფერი მხოლოდ ფოკუსია? - ვკითხე მე.“

ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა. ის ყოყმანობდა.

„აბა სხვა რა უნდა იყოს. მეორე მხრივ კი განა რა უნდა წაესვათ ამ ადამიანებს
ისეთი, მთელი ნახევარი დღე რომ არ მოსცილებიყოთ, სანამ ფეხშველები
მიდიოდნენ პროცესიაში? რანაირად დაიწვა ზოგიერთი თუ ვივარაუდებთ რომ
ყველას ერთნაირი დამცავი საშუალება ესვა?

„იქნებ თავად უკეთ იციან რა დგას ამის უკან? - მივუგე მე“

მან თავი დამიქნია.

„მე თითქმის შევუერთდი მათ. თუნდაც იმის გასაგებად რა იდგა ამ ყველაფრის


მიღმა.“

კომენტარი
ამ ქეისში ჩანს, რომ ქურუმები არ იყენებდნენ მაგიას ცეცხლზე მოსიარულეთა
დასახმარებლად, მაგრამ საშუალებას აძლევდნენ მათ თავიანთი ძალა ისე
გამოეყენებინათ როგორც შეეძლოთ. აშკარაა, რომ ზოგიერთი კერ კიდევ არ იყო
კარგი მაგი, ამ საკითხის რელიგიური მნიშვნელობის მიუხედავად.
რადგან ბოლოს ჩვენ განვიხილავთ ცეცხლის მაგიით ცოდვისაგან განწმენდის
ძალიან მნიშვნელოვან მომენტს - მე წარმოგიდგენთ პატარა ამბავს, რომელიც
იგოროტის**** თავებზე მონადირეთა შთამომავლებს შეეხებათ.

ქეისი 5
შთამომავლები ადასტურებენ, რომ მათი თავებზე მონადირე წინაპრები
თავისუფლად დადიოდნენ ცეცხლზე.
შესავალი
იგოროტები ფილიპინებზე საუკუნეების განმავლობაში დადიოდნენ ცეცხლზე და
თავებზეც ნადირობდნენ. მართალია მტრის დევნა და მერე თავის მოკვეთა
შორსაა იმისგან რასაც მორწმუნე ბირმელები „გაწმენდას“ ეძახიან, მაგრამ
როგორც ჩანს იგოროტებს ამაზე არაფერი სმენოდათ. აქ ჩვენ ვნახავთ
ტანმორჩილ მოვარდისფრო-მოყავისფრო ხალხს რომლებიც ზედმიწევნით
ფლობენ ცეცხლზე სიარულის ხელოვნებას.

ქეისი
რამდენიმე ცეცხლზე მოსიარულე იგოროტი ჩამოვიდა ორიოდე წლის წინ ლოს-
ანჯელესში. მათ წარმოდგენები გამართეს ძველ პარკში ვაშინგტონის ქუჩაზე.
ჩემმა ნაცნობმა ჯორჯ დრომგოლდმა ისინი საქმისას ნახა. მისი მონათხრობი ისევ
ნაცნობ სურათს გვიშლის: გავარვარებული ქვები, მწვანე ტოტების კონა, შიშველი
ფეხებით ცეცხლზე სიარული, რაც მთავარია არანაირი დამწვრობა.

კომენტარი
ეს ქეისი ძალიან მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, რომ იგოროტები დღემდე
ფლობენ ცეცხლზე სიარულის ხელოვნებას.

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ამ ხელოვნების დაპრაქტიკება შეიძლება


ცივილიზებულ ქვეყნებშიც, შორს მცენარე თისგან, რომელიც ასე ფართოდ
გამოიყენება პოლინეზიურ რიტუალებში.

ქეისი 6
იაპონელი მკურნალი იყენებს ცეცხლის მაგიას.
შესავალი
წინა ქეისებში აღწერილი იყო ცეცხლის მაგიის ყველაზე გავრცელებული
ფორმები. ახლა კი მინდა ყურადღება მიაქციოთ ცეცხლის მაგიის ნაკლებად
გავრცელებულ და უფრო სასარგებლო ფორმას, რომელიც ბევრი დაავადების
სამკურნალოდ გამოიყენება.

ქეისი
1928-1929 წლებში ჰონოლულუში ჩამოვიდა იაპონელი ცეცხლით მკურნალი. მან
რეკლამა გაუკეთა თავის საქმიანობას და დაიწყო ადამიანების მკურნალობა. მისი
სპეციალობა ართრიტის მკურნალობა იყო. ის ისე აცხელებდა ქვებს, რომ
შეიძლება დამწვრობაც მიგეღოთ. როგორც მოგვიანებით სასამართლოში
განაცხადა - მაგიის გამოყენებით შეიძლება დაავადებული სახსრების გარშემო
ქვების ისე განლაგება რომ განკურნო ის. ამ მეთოდით მან უამარავი ადამიანი
განკურნა, მათ შორის ერთი მდიდარი ამერიკელი, რომელსაც უკვე სიარული
აღარ შეეძლო ართრიტისაგან. იაპონელის ცხელი ქვების პროცედურების მერე
მისი ფეხი სავსებით განიკურნა.

კომენტარი
ამ ქეისს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს კვლევებში რადგან ის
აღწერილია სასამართლოს დოკუმენტებში. გარკვეული პრაქტიკის მერე
ჰონოლულუში იაპონელი მედიკების ინიციატივით დააპატიმრეს. მას წაუყენეს
ბრალდება, რომ სამედიცინო ლიცენზიის გარეშე მუშაობდა. მაგრამ რადგან ის
პაციენტებს არანაირ წამლებს არ უნიშნავდა, მას წაუყენეს ბრალდება რომ ის
კაჰუნა იყო.

ჰავაის კანონი მაგიის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ გვეუბნება - პუნქტი


1034. ჯადოქრობა დასჯადია. ყველა პირი ვინც სამკურნალოდ გამოიყენებს
ჯადოქრულ პრაქტიკას, კუდიანობას, ანანას, ჰოპიოპიოს, ჰოუნაუნას,
ჰოომანამანას (ჰავაელი კაუნასების ტერმინები) ან სხვა ცრურწმენებს და
თაღლითურ მეთოდებს, დაჯარიმდება 100 დოლარზე არანაკლები თანხით და
მიესჯება თავისუფლეის აღკვეთა არანაკლებ 6 თვისა. არის ამ კანონის სხვა
ნაწილიც, რომელიც კაჰუნას თაღლითად განიხილავს, განსაზღვრავს, რომ
ადამიანი ვინც თავს კაჰუნას უწოდებს და ფულს იღებს მაგიური ძალის
საჩვენებლად დაჯარიმებული უნდა იქნეს 1000 დოლარით და დაპატიმრებული 1
წლის ვადით.

სასამართლომ დააკმაყოფილა იაპონელის წინააღმდეგ წარდენილი


ბრალდებები და საერთოდ არ მიიღო მხედველობაში ის ფაქტი, რომ მისი
მეთოდით განიკურნენ პაციენტები ვისთანაც ტრადიციული მეცნიერება უკვე
უძლური იყო. თავის გასამართლებლად იაპონელი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ის
იყენებდა მაგიას დ არა წამლებს. მაგია კი ვერც ერთ ცივილიზებულ
სასამართლოში ვერ იქნება დამამტკიცებელი საბუთი. მან აღიარა, რომ ცხელ
ქვებს სხვების სამკურნალოდ იყენებდა და ეს საკმარისი იყო. ის დააჯარიმეს და
დააპატიმრეს როგორც კაჰუნა, მოგვიანებით ქვეყნიდან გააძევეს.

იაპონელს რომ რიმე თაღლითობისთვის მიემართ სასამართლოში


გამოტყდებოდა და არ დაიწყებდა მტკიცებას რომ მაგიას მიმართავდა. ამან ხომ
უფრო გაურთულა მდგომარეობა. მაგრამ მეორეს მხრივ თუ ის სიმართლეს
დამალავდა მაშინ იძულებული იქნებოდა სასამართლოსთვის თავისი ტრიუკები
განემარტა. ეს კი მისთვისშეუძლებელი იყო, ის ხომ თავის საქმიანობაში არ
იტყუებოდა.

შეჯამება
მაგიური „ცეცხლმედეგობის“ თემა კიდევ ერთი შემთხვევით უნდა შეივსოს, ესაა
ცეცხლზე მოსიარულე ადამიანების ტესტირება რომელიც ლონდონში გაიმართა
მეორე მსოფლიო ომის დროს. მას ჰარი პრაისი და მისი ასესტენტები ატარებდნენ.
კუდა ბუქსზე დაბეჭდილი ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით ჩანს, რომ უამრავი
თეთრი ადამიანი დაიწვა ინდოელის მიბაძვისას. მოგვიანებით პრაისის ჯგუფმა
სხვა ინდოელთან ჩაატარა კვლევა. მისი გამოსვლა ნაკლებად თეტრალური იყო
და ერთმა თეთრკანიანმა შეძლო ამის გამეორება. თუმცა მოგვიანებით ჰარი
პრაისმა უარყო თავისი დასკვნები კუდ ბუქსის შესახებ და მხედველობაში მიიღო
ჰასანთან ჩატარებული სხვა ექსპერიმენტები რომლებიც ფიასკოთი დამთავდა.
„ცეცხლმედეგობის“ სხვა მნიშვნელოვანი წყარია Psychical Research -ის სტატიები.
უამრავ აღწერილ შემთხვევაში მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ცეცხლზე
სიარულის უნარი სულების საჩუქარი იყო. ცნობილი მედიუმი დ.დ. ჰოუმი თავისი
სიანსებისას ბუხრიდან გავარვარებულ ნაკვერჩახლს იღებდა და ის შიშველი
ხელით ეჭირა. თან სულს უბერავდა რომ უფრო გაეცხელებინა. უფრო მეტიც ის
ნაკვერჩხლებს თხელ ტილოში ახვევდა და ქსოვილი დაუზიანებელი რჩებოდა. ის
ხშირი თმით დაფარულთავს ჰყოფდა ცეცხლში და ერთი თმის ღერიც კი არ
ეწვოდა. ახალ მოკრეფილ ყვავილებს აწყობდა ცეცხლში და უვნებლებს იღებდა
უკან. ახლახანს გამოვიდა მისი ბიოგრაფია სადაც ეს და სხვა მსგავსი
შემთხვევბიცაა აღწერილი.
ცეცხლმედეგობა, რომელიც ლოცვით, ზეადამიანების განდობით,
გარდაცვლილთა სულებისა და მათი ლოცვის შედეგად მიიწევა პარანორმალური
მოვლენაა და მიეკუთვნება მაგიას.

ნებისმიერი ცოდნა რაც ჩვენი ჩვეული ყოფის ფარგლებს სცდება, იქნება ეს უეცარი
განკურნება, პარაფსიქოლოგიური მოვლენა, ანდა სულაცსიკვდილის ლოცვების
გამოყენება - ყველაფერი ეს მაგიაა.

*ლუაუ - ჰავაიური ნაციონალური ნაყოფიერების დღესასწაული, წარმოადგენს


რამდენიმედღიან წვეულებას ღია ცის ქვეშ.
**პოი - ჰავაიური ნაციონლური კერძი, მზადდება მცენარე ტაროს ბოლქვებისგან -
გააჩნია თათარისებური კოსისტენცია.
***თი - Cordyline fruticosa ლათ. ტროპიკული მარადმწვანე მცენარე
სატაცურისებრთა ოჯახიდან, გავრცელებული ახალ ზელანდიაში, პოლინეზიაში,
წყნარი ოკეანის კუნნძულებზე, სხვანაირად იღბლის ფოთლებსაც ეძახიან.
**** იგოროტი - ასტრონეზიელი ტომების კრებითი სახელი, ცხოვრობენ
ფილიპინებზე. სიტყვა „იგოროტი“ მათ ენაზე ნიშნავს მთაში მცხოვრებს.
ცნობილნი არიან თავის მოჭრის რიტუალით, მათი რწმენით მტრისთვის მოჭრილი
თავი მათ მაგიურ ძალას სძენდა.
თავი 3
მაგიაში გამოყენებული წარმოუდგენელი ძალა, საიდან მოდის ის, და მისი
გამოყენების მაგალითები
მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი
სანამ იმის ახსნას დავიწყებთ, სამი უხილავი ელემენტის გამოყენებით, რომელიც
ჯერ კიდევ თითქმის უცნობია თანამედროვე ფსიქოლოგიისთვის, როგორ
ხორციელდება ცეცხლზე-სიარული და სხვა მაგიები, საჭიროა რამდენიმე სიტყვა
ვთქვათ კაჰუნების რელიგიურ რწმენაზე.

“საიდუმლოს”, ან იმ ინფორმაციას, რომელსაც ერთი ჯადოქარი მეორეს


გადასცემდა, უმეტეს წილად შეიძლება გამოყენებითი ფსიქოლოგია ვუწოდოთ.
რელიგიური ელემენტები აქ ძალიან ცოტა იყო, მითუმეტეს თუ რელიგიის
საუკეთესო თანამედროვე ტექნიკურ განმარტებებს მივიღებთ.

დოქტორი პოლ ტილიჩი, ფილოსოფიური თეოლოგიის პროფესორი Union


Theological Seminary-ში წერს, “მაგია განსაკუთრებული სახის ურთიერთკავშირია
სასრულ ძალებს შორის; რელიგია არის ადამიანის დამოკიდებულება უსასრულო
ძალის და მისი ღირებულებების მიმართ... მაგია გარდამავალი ძალის ვარჯიშია,
რელიგია კი დაქვემდებარებაა უპირატეს ძალაზე.”
ყველა რელიგიას აქვს თავისი მაგია. ლოცვა მაგიაა. ყველაფერი, რასაც ამ
ცხოვრებაში, თუ იმ ცხოვრებაში, ჩვენთვის კეთილდღეობის მოსაპოვებლად
ვაკეთებთ, მაგიის ნაწილია. მაგია ზესულიერი წყაროებიდან რაღაცის მოპოვებაა.
რელიგია უზენაესი არსების თაყვანისცემა და იმის მიღებაა, რასაც ის გვაძლევს,
იქნება ეს სასიამოვნო თუ უსიამოვნო.

მიუხედავად იმისა, რომ კაჰუნებმა საერთო წყაროდან მიიღეს ისტორიები -


ნილოსის ველიდან და მეზობელი მიწებიდან - ადამისა და ევას, დაბადების,
წარღვნის და ა.შ. შესახებ და ეს ისტორიები თან წაიღეს პოლინეზიაში, ისინი არ
იზიარებდნენ პერსონალური და პატრიარქალური ღმერთის კონცეფციას.

კაჰუნები ასწავლიდნენ, რომ ადამიანის გონებას არ შეუძლია გაიგოს


ცნობიერების სახე, რომელიც მას არ ჰგავს და მასზე უზენაესია; შესაბამისად
მათთვის, კაცობრიობის ნებისმიერი მცდელობა წარმოიდგინოს აბსოლუტური,
ულტიმატური და უზენაესი ღმერთის მახასიათებლები უბრალოდ დროის ხარჯვა
იყო. მათ სწამდათ, რომ უნდა არსებულიყო რაღაც ულტიმატური შემოქმედი
წყარო, მაგრამ ისინი მისთვის არ ლოცულობდნენ.

მაგალითად ავიღოთ ყვავილი. მას შესაძლოა ჰქონდეს (თუ საერთოდ აქვს)


მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა საძოვრის ძროხაზე. ძროხას შეიძლება
ჰქონდეს ასეთივე ბუნდოვანი წარმოდგენა მწყემსის ბუნებაზე და მიზნებზე.
შესაბამისად მწყემსს, რომელმაც ჩათვალა, რომ უნდა არსებობდეს უზენაესი
არსება, რომელმაც შექმნა სამყარო, შეუძლია იგი წარმოიდგინოს მხოლოდ
როგორც სხვა ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მას ამ დიდი ადამიანის
წარმოდგენა, მხოლოდ ბუნდოვნად შეუძლია, მას ეშინია მისი, კეთილდღეობის
მისაღებად ლოცულობს მისთვის, ცდილობს შესაწირით ან შეზღუდვებით
მოისყიდოს ის, ცდილობს იმ წესებს დაემორჩილოს, რომელიც მას ჰგონია, რომ ამ
უზენაესმა კაცმა დააწესა, და ბოლოს, თაყვანს სცემს მას.

ზუსტად ასევე, სულების და სულიერი არსებების უხილავი სამყარო ჩვენთვის


ისეთივეა, როგორიც ჩვენი სამყაროა ზღვის თევზებისთვის. თევზს წარმოდგენაც
კი არ აქვს იმ სამყაროზე, რომელიც მისი წყალქვეშა სამყაროს თავზეა. მაგრამ
როდესაც ჩვენ, მცხოვრებნი მიწის და ჰაერის სამყაროში, ინტელექტის დონეს
მაღლა ვწევთ, შეგვიძლია სიღრმისეულად შევისწავლოთ და შევიმეცნოთ თევზი,
მაგრამ ამავდროულად, არ შეგვეძლოს მის სამყაროში ცხოვრება.

ფიქრობდნენ რა, რომ ადამიანის ცნობიერების დონეზე მაღლა კიდევ იყო


უმაღლესი დონეები, ისევე როგორც ქვედა დონეები, კაჰუნებმა მწირი ყურადღება
დაუთმეს სხვა დონეებს გარდა იმ დონისა, რომელიც ადამიანის ცნობიერთან
ყველაზე ახლოს, ერთი საფეხურით მაღლა იდგა. ამ დონეზე არსებობდა ის, რასაც
ჩვენ შეგვიძლია გონების ზეცნობიერი ნაწილი დავარქვათ. ისინი მას სხვადასხვა
სახელს ეძახდნენ, რომელთაგან მათი ფავორიტი “აუმაკუა” იყო. ის ითარგმნება
როგორც “უფრო ძველი, მშობლიური, უაღრესად სანდო სული.” ვინაიდან
მშობლის სტატუსისთვის ორი ქმნილებაა საჭირო, ისინი თვლიდნენ, რომ აუმაკუა
იყო სული, რომელიც მდედრობითი და მამრობითი წყვილისგან შედგებოდა.
ყოველი ლოცვა და რიტუალი სწორედ ამ დუალური სულის მიმართ იყო
მიძღვნილი, მაგრამ ვინაიდან ის ისევე ითვლებოდა ჩვენს ნაწილად, როგორც
ქვეცნობიერი და ცნობიერი ითვლება თანამედროვე აზროვნებაში, მშობლიურ
სულს თაყვანს არ სცემდნენ - ის უყვარდათ. მას არ სწირავდნენ მსხვერპლს. არ
სთავაზობდნენ ქრთამს. ის არ ბატონობდა ქვედა დონის მე-ებზე. ეს იყო ორმხრივი
კავშირი სიყვარულისა და ნდობის - მშობლის და შვილის კავშირი.

ლოგიკურია, რომ კაჰუნების სწავლების მიხედვით, თუ საჭირო იყო უფრო მაღალი


არსებებისთვის ლოცვა, მშობლიურ სულს ეცოდინებოდა როდის იქნებოდა ეს
საჭირო და როგორი ფორმით, და ის ჩვენს მაგივრად გააკეთებდა ამას, რადგან
ჩვენ ამას ვერ შევძლებდით ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების დაბალი დონის
გამო.

ამ საერთო მოსაზრების გამოისობით, კაჰუნები იყვნენ ძალიან მარტივები და


განსაცვიფრებელ დონეზე თავისუფლები ადამიანის მიერ შექმნილი
დოგმებისაგან. ისინი ყოველთვის პირდაპირები იყვნენ. მათ ეს შეეძლოთ, რადგან
ჰქონდათ სისტემა, რომელიც ნამდვილად მ უ შ ა ო ბ დ ა. მუშა სისტემა კი ცოტა
ადგილს ტოვებს ბუნდოვანებისთვის და დოგმატური სპეკულაციებისთვის.

პრაქტიკული სისტემა, რომლის გამოყენებითაც მაგია სრულდებოდა,


კაჰუნებისთვის არ ტოვებდა ფილოსოფიური ბუნების შეუვსებელ საჭიროებებს.
შესაბამისად მათ არ ჰყავდათ მხსნელები, არ ჭირდებოდათ ხსნა, სამოთხე და
ჯოჯოხეთი, და არც ისეთი რელიგია, რომლის წიგნები იწყებოდა სიტყვებით, “ასე
თქვა ღმერთმა...” მეტიც, მათ საერთოდ არ ჰქონდათ წიგნები. მათი ენა არ
იწერებოდა თანამედროვე ეპოქამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ჩვენთაგანს თუ მოუნდება ცეცხლზე-სიარული, ამ


უძველესს რიტუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის იმ ფაქტის
ნათელი დემონსტრაცია, რომ არსებობს მაგიური ძალა, რომლის გამოყენებაც
ნამდვილად შესაძლებელია, თუ ჩვენ გვეცოდინება სწორი მეთოდები.

უმეტესი ჩვენგანი სხვადასხვა სახის კეთილდღეობის მისაღებად ლოცულობს.


“საიდუმლო” სიბრძნე კი განსაზღვრულ და მყისიერ შედეგს იძლევა, იმაზე უფრო
აღმატებულს, ვიდრე ჩვენ ვღებულობთ. ჩვენ არ შეგვიძლია ცეცხლ-
გამძლეობისთვის ვილოცოთ და მივიღოთ ის. საჭიროა კი ამაზე მეტის თქმა
ჩვენთვის უძველესი სიბრძნის შესწავლის მნიშვნელობის შესახებ?

როგორც გახსოვთ დოქტორმა ბრიგჰემმა გააანალიზა მაგიის საბაზისო ბუნება


სანამ მას შეიმეცნებდა. მან მითხრა, რომ თვალყური მედევნებინა (1) ცნობიერის
იმ ფორმაზე, რომელიც (2) ძალის რაღაც ფორმას იყენებდა, და (3) შეეძლო ამ
ძალით მანიპულირება უხილავი სახის ფიზიკური მატერიის მეშვეობით.

აუმაკუა, ან გონების სუპერცნობიერი ნაწილი, ცნობიერების ის დონეა, რომელიც


ცეცხლ-გამძლეობის მინიჭებასთანაა კავშირში. ძალას, რომელსაც ის ამ დროს
იყენებს, კაჰუნები მანას უწოდებენ, ჩვენ კი მას ‘მთავარი ძალის’ სახელით
ვიცნობთ. ის ელექტრული ბუნებისაა და გააჩნია ძლიერი მაგნიტური
მახასიათებლები. უხილავ ნივთიერებას, რომლის მეშვეობითაც მთავარი ძალა
მოქმედებს, აკა ეწოდება - “რაღაც ჩრდილოვანი სხეულის მსგავსი” (“shadowy body
stuff”).

რადგანაც ჩვენ უკვე ვიცით, რომ არსებობს რაღაც მთავარი ძალა, ნება მომეცით
წარმოგიდგინოთ ჰუნა (“საიდუმლო”) იმ მახასიათებლების მიხედვით, რაც ჩვენ
მისი გამოყენების და ბუნებრივი ძალის შესახებ ვიცით, და შემდეგ გავაგრძელო
იმით, რაც უკეთ იციან და რასაც უკეთ ხსნიან კაჰუნები.

ჩვენ დავინახავთ, რომ კაჰუნების ახსნა-განმარტებები იმ უამრავ რამეს ფარავს,


რაც ფსიქიკური კვლევის სფეროში ჯერ კიდევ ამოუხსნელია.

სამი ელემენტი, ცნობიერება, ძალა და უხილავი მატერია, იმ სამ საზომს გვაძლევს,


რისი მეშვეობითაც შეგვიძლია ნებისმიერი მაგიის გაზომვა. დააკვირდით
რამდენად ხშირად იქნებიან ისინი გამოყენებული მაგიაში, როდესაც უფრო უკეთ
გავშლით მას.

ქეისი 7
(შერეული)

სამი უხილავი რამ მაგიის უკან


ზოგადი მიმოხილვა:
იმისათვის, რომ უკეთ დაინახოთ განსახილველი თემების სურათი, მე მაგალითად
მოვიყვან ფსიქიკური ფენომენის რამდენიმე ცნობილ ტიპს. დავიწყოთ მაგიდაზე
კაკუნით.

როდესაც ჩვენ ხელებს მაგიდაზე ვაწყობთ და ვაკაკუნებთ, ეს ძაღლის კუდის


ქიცინს ჰგავს. როდესაც ჩვენ ხელებს მაგიდაზე ვაწყობთ და რაღაც უხილავი
არსება აკაკუნებს, ან როდესაც მაგიდა, რომელზეც ხელები გვიწყვია, ჰაერში იწევა
და ლევიტაციას იწყებს, ეს უკვე ისეა თითქოს კუდი აქიცინებს ძაღლს. თუმცა,
როდესაც მაგიდა ან სხვა საგნები თავისით იწყებენ მოძრაობას იმ დროს,
როდესაც ხელები ახლოსაც კი არ არიან, უბრალო შედარებებს ვეღარ
გამოვიყენებთ, რადგან პირისპირ ვდგავართ ცნობიერების ერთ ან მეორე
ფორმასთან, რომელიც მონაწილეობს მაგიაში.

ცნობიერების ამ ორი ფორმიდან პირველი არის ჩვეულებრივი “მოჩვენება.” თუ ის


გამოსცემს ხმებს და ბავშვივით უაზროდ აქეთ-იქით ისვრის საგნებს, მაშინ საქმე
გვაქვს მოვლენასთან, რომელსაც გერმანელებმა ‘პოლტერგეისტი’ ანუ
“ხმაურიანი მოჩვენება” უწოდეს. მაგრამ თუ საგნების მოძრაობა ზრდასრული
მოჩვენების გააზრებულ ქმედებას ჰგავს, მაშინ ეს ნორმალური ფსიქიკური
ფენომენია.

ცნობიერების ეს მეორე ფორმა, სუპერ-ცნობიერის ტიპის არსებაა. მისი ქმედების


მახასიათებლებია ობიექტების გადაადგილებამდე მათი გაქრობა და გამოჩენა
კილომეტრების მოშორებით. მოძრაობის ამ ფორმაზე ოდნავ მოგვიანებით
გვექნება საუბარი. ახლა კი ჩვენ გვაინტერესებს ის ძ ა ლ ა, რომელიც ასეთი
გადაადგილებისთვის გამოიყენება.
ქეისები:
ქეისები, რომლებსაც მე ჩემს მოხსენებაში აღვწერ, თუ ხაზგასმული არ იქნება, რომ
სხვა წყაროებიდან მაქვს ამოღებული, გადმოწერილი იქნება “ფსიქიკური
მეცნიერების ენციკლოპედიიდან”, რომელიც არის დოქტორი ნანდორ ფოდორის
მასიური საავტორო წიგნი. მან და მისმა თანამშრომლებმა შეაგროვეს და
გადაამუშავეს ყველა ხელმისაწვდომი მოხსენება და ანგარიში, რაც ფსიქიკურ
ფენომენს უკავშირდება ასი წლის მანძილზე 1933 წლამდე. მოსაზრებების და
ჰიპოთეზების მისეული შეფასება გახლავთ როგორც საღი, ასევე ბრძნული. ამ
თემასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკებში არ მოიძებნება უფრო უკეთესი წყარო-
წიგნი.

(ა) გამოჩენილი ფსიქიკური მკვლევარი, გამბიერ ბოლტონი, თავის წიგნში,


“ფსიქიკური ძალა”, წერს:

“მისის ელჯი ქორნერთან (იგივე ფლორენს ქუქი, საქვეყნოდ ცნობილი მედიუმი,


რომელსაც ხშირად იკვლევდნენ. ყოველი სადილობისას, თავისივე სახლში
(როდესაც ის თავად ჭამდა და სვამდა - ორივე ხელი მთელი დრო მკაფიოდ
უჩანდა), მძიმე სასადილო მაგიდა თავიდან ზანზარებდა, რაც ყველა ჭიქის,
თეფშის, დანა-ჩანგლის და კოვზის რხევას იწვევდა, და შემდეგ აქეთ-იქით
ქანაობას იწყებდა ისე, რომ ზოგჯერ ცალი მხარე ჰაერშიც კი იწეოდა; თან მთელი
ამ დროის მანძილზე კაკუნი და ბრახუნი ისმოდა მაგიდიდან და ოთახის სხვა
ნაწილებიდან. მასთან ერთად რესტორანში სადილი უკვე სერიოზული ამბავი
იყო.”

(ბ) სერ უილიამ ქრუქსი, თავის კვლევებში წერს: “შემთხვევები, როდესაც მძიმე
საგნები, როგორებიცაა მაგიდები, სკამები, დივნები და ა.შ. მოძრაობას იწყებენ
მაშინ, როდესაც მედიუმი მათ არ ეხება, ძალიან ბევრია. მე მოკლედ აღვწერ
რამდენიმე საინტერესო შემთხვევას. ჩემი საკუთარი სკამი თითქმის წრიულად
დატრიალდა, მაშინ როდესაც ფეხები მიწაზე არ მედო. ყველა თვითმხილველმა
დაინახა თუ როგორ გადაადგილდა სკამი შორეული კუთხიდან მაგიდამდე; სხვა
შემთხვევაში სავარძელი ამოძრავდა იქ, სადაც ჩვენ ვისხედით, და შემდეგ ნელ-
ნელა ისევ თავის ადგილზე დაბრუნდა (დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსში)
ჩემს მოთხოვნაზე. ზედიზედ სამი საღამოს განმავლობაში, პატარა მაგიდამ ნელა
იმოძრავა მთელი ოთახის გარშემო, ჩემი მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც
წინასწარ დავგეგმე, რომ გამორიცხულიყო სამხილების უგულებელყოფა.

(გ) ცეზარ ლომბროზო, გამოჩენილი იტალიელი ფსიქიატრი და კრიმინალური


ანთროპოლოგი აღწერს მის დაკვირვებას ლა სტამპას (ტურინი) ღვინის მარანში,
სადაც, როდესაც გარშემო არავინ იმყოფებოდა, ღვინის ბოთლები ხშირად
ტყდებოდა. იგი წერს:

“მე შევედი მარანში, თავდაპირველად სრულ სიბნელეში, და გავიგონე შუშის


ნამსხვრევების და ბოთლების გორაობის ხმა ჩემს ფეხებთან. ბოთლები
განყოფილებებში ექვს რიგად იყო დალაგებული, ერთმანეთის თავზე. შუაში მძიმე
მაგიდა იდგა, რომელზეც მე ექვსი ანთებული სანთელი დავდგი, ჩავთვალე რა,
რომ სულები სინათლეში გაქრებოდნენ. მაგრამ პირიქით, მე დავინახე სამმა
მიწაზე დადებულმა ბოთლმა, როგორ დაიწყო ბზრიალი, თითქოს თითით
დაატრიალეს, და მაგიდასთან გატყდნენ. რაიმე ხრიკი რომ გამომერიცხა, მე
შევეხე და სანთლის შუქზე, ფრთხილად გამოვიკვლიე ყველა სავსე ბოთლი,
რომელიც თაროებზე იდო, და დავრწმუნდი, რომ იქ არ იყო ძაფები ან მავთულები,
რითიც შეიძლებოდა ამ მოძრაობების ახსნა. რამდენიმე წუთში, ჯერ ორი, შემდეგ
ოთხი, შემდეგ კიდევ ორი ბოთლი, მეორე და მესამე თაროზე, გამოიწია და ძირს
გადმოვარდა, არა შემთხვევით, არამედ თითქოს ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა
ეს; და მათი გადმოვარდნის, უფრო სწორედ დაშვების შემდეგ, ექვსი მათგანი
ღვინით გაჯერებულ სველ იატაკზე გატყდა; მხოლოდ ორი გადარჩა მთელი.
შემდეგ, როდესაც მარანს ვტოვებდი, ზუსტად გასვლის წინ, კიდევ გავიგონე
ბოთლის გატეხვის ხმა.”

კომენტარი:
ზემოთ მოყვანილი მაგალითების კომენტარი, ისევე როგორც იმ მაგალითების,
რომელსაც მოგვიანებით დავწერ, სამ ნაწილად გაიყოფა. პირველ რიგში ჩვენ
უნდა გავიგოთ რა არის თანამედროვე სამყაროში ასეთ ისტორიებთან
დაკავშირებით ცნობილი. შემდეგ, ჩვენ უნდა განვიხილოთ თუ რას შემატებს ამ
ინფორმაციას კაჰუნების სიბრძნე. და ბოლოს, უნდა ავწონ-დავწონოთ ჩვენს ხელთ
არსებული ყველა სამხილი (დამღლელი ექსპერიმენტული სამუშაოს წინ) და
დავიწყოთ გამოცნობა - გავაკეთოთ სპეკულირება.

ვინაიდან შეფასება კონკრეტულად სამ ნაწილად არ გაიყოფა, მკითხველი კარგს


იზამს თუ დაიმახსოვრებს, რომ არსებობს მიდგომის ეს სამი, ძალიან
მნიშვნელოვანი მეთოდი, იმ განსაცვიფრებელ პრობლემებთან, რომლების
წინაშეც ჩვენ ვდგავართ.

რადგანაც ვერაფერს ვისწავლით მათგან და ვერაფერს მოგვცემენ ისინი, ვინც


ჯერ კიდევ უარყოფს მთელ იმ ფენომენს, რომელსაც ეს კვლევა ეძღვნება, ამიტომ
კამათზე დროს არ დავკარგავთ მანამ, სანამ რაიმე ხელშესახებ ან მნიშვნელოვან
არგუმენტს არ წავაწყდებით.

უხილავი ძალების მიერ მაგიდაზე კაკუნის და საგნების გადაადგილების


თანამედროვე ახსნა-განმარტება იმ კლასიკურ ახსნაზე წინ არ მიდის, ვიდრე ამ
ფენომენის გარდაცვლილ, ან სხვა სულებზე მიწერაა.

კაჰუნები გულითადად ადასტურებენ, რომ სულები არიან ამაზე პასუხისმგებელნი,


მაგრამ დამატებით, ამ სულების ბუნებაზე და კლასიფიკაციაზეც იძლევიან
ინფორმაციას.

ბევრმა გაწია ძალისხმევა, რომ სულების ჰიპოთეზის გვერდის ავლით აეხსნა ეს


მისტიური მოვლენები. მათი ძალისხმევა გათვალისწინებული იქნება იმიტომ, რომ
წარმოადგენს ალტერნატივას, რომელიც შეიძლება მივიღოთ, თუ სულების იდეას
უარვყოფთ.

დოქტორი ნანდორ ფოდორი, თავის “ფსიქიკური მეცნიერების ენციკლოპედიაში”,


წერს: “მოტორული იმპულსის ექსტერიერიზაცია შეიმუშავეს მორსელიმ,
ფლორნოიმ, გელეიმ და ქერინგტონმა, ეუსაპია პალადინოს (შესანიშნავი
მედიუმი) მაგალითზე.

ფიქრობენ, რომ ეს “მოტორული იმპულსი” ელექტროობის და მთავარი ძალის ან


ნერვული ენერგიის ნაზავია. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ძალას, რაც არ უნდა
იყოს ის, შეუძლია დატოვოს სხეული და იმ საგანში შევიდეს, რომელსაც მოძრაობა
შეუძლია. (ეს ფარავს კაჰუნების საზომი ჯოხის პირველ ერთეულს - ძალა,
რომელიც გამოიყენება. მეორე ერთეული არის ინტელექტი, რომელიც ჩართულია
ამ ძალის გამოყენებით საგნების გადაადგილებაში, და მესამე არის უხილავი
ნივთიერება, რომელიც როგორც ხელი ისე გამოიყენება, რათა ძალამ შეძლოს
საგნებზე ზემოქმედება.)

ინტელექტს, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა საგნების გადაადგილებაზე


შესაძლებლობა აქვს გამოიწვიოს ეს მოტორული იმპულსი, ან ადამიანის
სხეულიდან გამოსული ძალა და განახორციელოს მოძრაობა. ინტელექტი ასევე
დაჯილდოებულია უნარით, რომ გამოყოს უხილავი (ზოგჯერ ცოტათი ხილული და
ცოტათი ხელშესახები) ნივთიერება მედიუმის ტიპის ცოცხალი სხეულისგან (ან
სეანსის დამსწრეთაგან) და მისგან გააკეთოს ხელი ან სხვა კიდური, რომლითაც
ძალას გამოიყენებს. ამ ნივთიერებას “ექტოპლაზმა” ეწოდება. განსხვავებული
თეორია განმარტავს, რომ ინტელექტი მედიუმის გონების ქვეცნობიერი ნაწილია
და რომ მას, გარკვეულ მისტიურ პირობებში, შეუძლია მოტორული იმპულსის
სხეულიდან გამოტანა ექტოპლაზმურ ნივთიერებასთან ერთად, და მათი
მეშვეობით საგნების გადაადგილება. ამ ქმედებას იმიტომ აწერენ ქვეცნობიერს,
რომ თუ ამას ცნობიერი აკეთებს, მაშინ მედიუმი ამ ქმედებას გააცნობიერებდა და
მის გაკონტროლებას შეძლებდა.

იმ უზარმაზარ ლიტერატურაში, რომელიც გასულ საუკუნეში ფსიქიკური ფენომენის


და სპირიტუალიზმის გარშემო გაიზარდა, შეგვიძლია ვიპოვოთ დაფანტული
თეორიები იმის შესახებ, რომ ობიექტებზე მოქმედ მოტორულ ძალას მაგნეტიზმის
თვისებები აქვს. ეს ყველაზე ამაღელვებელი და საიმედო მოსაზრებაა, იგი
მოიცავს ჯერ კიდევ გამოუკვლეველ ტერიტორიას, რომელიც რეკომენდირებულია
მკითხველისთვის, რადგან მშვენიერი ადგილია მაგიის ზოგადი კვლევის წინ
წასაწევად.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გრავიტაცია კავშირშია მაგნეტიზმთან, ხოლო მაგნეტიზმი


მდებარეობს იქ, სადაც ელექტრული ბუნების წყაროა. უნდა არსებობდეს რაღაც
გამწევ-გამომწევი ბუნება, რომელიც მაგიდების და სხვა საგნების მოძრაობაშია
ჩართული.

კაჰუნები ცნობდნენ მთავარი ან მოტორული ძალის მაგნიტურ და მის


საწინააღმდეგო ბუნებას, მაგრამ, საუბედუროდ, მათ არ დატოვეს არანაირი
დეტალური ახსნა ამ თემის შესახებ. მათთვის ‘ძალა’ იყო რაღაც, რასაც კავშირი
ჰქონდა ფიქრის ყველა პროცესთან და სხეულის აქტივობასთან. წყალს შეუძლია
რაღაცების შევსება. ასევე შეუძლია მთავარ ძალასაც. წყალი შეიძლება გაიჟონოს
- ასევეა მთავარი ძალაც.
დოქტორმა ბრიგჰემმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო კაჰუნების იმ ძველი
პრაქტიკის შესწავლას, რაც მოიცავს ხის მძიმე ჯოხების დაჭერას და, გონების
ძალისხმევით, სხეულის ენერგიის ჯოხში გადატანას და მის ძლიერად დატენვას.

ადრე ასეთ ჯოხებს ომებში იყენებდნენ, კაჰუნები უკანა ხაზზე დგებოდნენ, დიდ
ჯოხებს ტენიდნენ, და შემდეგ მათ მტრებს ესროდნენ. ჯოხთან შეხებისას ყველაზე
ძლიერი მეომრებიც კი კარგავდნენ გონებას.

დოქტორმა ბრიგჰემმა გამოსცადა ასეთი ჯოხების ძალა და აღმოაჩინა, რომ მათ


შეუძლიათ სპეციფიკური ელექტრო შოკის დარტყმა. შოკი თიშავდა იმ კიდურს,
რომელსაც ეხებოდა და თავბრუსხვევას იწვევდა. ასეთი ცოდნა და პრაქტიკა
ამერიკელ ინდიელებშიც არსებობდა. (ისინი ცეცხლსაც იმორჩილებდნენ და
რაღაც ნაწილი ამას დღესაც აკეთებს). სამთავრობო არქივის ადრეულ
მოხსენებაში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ერთმა მედიკოსმა გამოიყენა მისი
მაგიური ძალა, მკერდზე საჩვენებელი თითით შეეხო საკმაოდ ძლიერ კაცს და
უგონოდ დააგდო იგი მიწაზე.

რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევებში არ უნდა გამოგვრჩეს ჰიპნოტური იმპულსის


გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ როგორც ჩანს მთავარი ძალის
გადამეტებულ გამოყენებას ახასიათებს ძალიან კონკრეტული, შოკისმომგვრელი
ძალა. ამ დროს, გონებისა და სურვილის როლი, ჯოხის სროლის ან თითის
შემთხვევაში, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვანია.

უ. რ. სტიუარტს, ბერბერ კაჰუნასთან ვარჯიშისას უთხრეს, რომ შესაძლებელია


მთავარი ძალის ხეში, ქვაში, წყალში და ადამიანის სხეულში, ასევე “მოჩვენების”
უხილავ სხეულში განთავსება. ამ ძალას შეუძლია სწრაფად გაფართოვდეს და
შესაბამისად ძალიან მძიმე ნივთები აამოძრაოს.

ძალის და ინტელექტის, ან ქვე-ადამიანური, ან ზე-ადამიანური დონის სულის


მაგნიტური ბუნების დემონსტრაცია ლუკჩიმ სტიუარტისთვის მოახდინა ღამით,
ფერდობზე, სადაც დიდი გამოქვაბული ხის კარებით იყო დაფარული, რაც
სარდაფის კარებს ჰგავდა. ეს კარები გამოაღეს და ნიადაგზე ამოკვეთილი
კიბეებით დაეშვნენ დაღმა. ამ სარდაფისებრი გამოქვაბულის ბოლოს მოჩანდა
დიდი ქვა. ჩირაღდნის შუქზე დაკლეს ქათამი და მისი სისხლი ქვაზე მოასხეს.
ვედრება აღსრულდა იმ სულის მიმართ, რომელიც იმ დროს იმ ქვებში უნდა
ყოფილიყო. შემდეგ ქათამი ქვის წინ დააგდეს, მაგრამ ის მალევე აიწია ჰაერში და
ქვას მიეკრო. ცოტა ხანში სტიუარტმა, რომელმაც ჩირაღდანი ქვასთან ახლოს
მიიტანა, რათა უკეთ დაენახა მოვლენა, მძლავრი მიზიდულობა იგრძნო და
კინაღამ ისიც ქვას მიენარცხა. ის ლუკჩიმ დაიჭირა და მათ სწრაფად დატოვეს
იქაურობა.

სტიუარტმა ვერ შეიტყო, თუ რა ინტელექტის გამოღვიძება მოხდა, ან რაში იყო


საჭირო ასეთი მაგიური პრაქტიკების ყოველდღიური გამოყენება. მისი აზრით,
სული რომელმაც კლდესთან თავი გამოამჟღავნა, “ბუნების სული” უნდა
ყოფილიყო და მას კავშირი უნდა ჰქონოდა ნიადაგთან ან საძოვართან ან
ამინდთან - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბერბერებისთვის და მათი
ცხოველთა ფარებისთვის. მისი კერძო მოსაზრებით, ეს სული და მისი ძალები
ნებისმიერი ადამიანისთვის, თუ ის გამოცდილი კაჰუნა არ იყო, მტრული და
სავარაუდოდ საშიში გახლდათ. ლუკჩიმ მას უთხრა, რომ ასეთ სულებთან
დაკავშირებული რიტუალების დროს, საჭირო იყო წესების მკაცრი დაცვა და რომ
ნებისმიერ შეცდომას შეეძლო სერიოზული პრობლემების შექმნა. სტიუარტმა
რიტუალისას შეცდომა დაუშვა, როდესაც უდროო დროს, ახლოს მივიდა ქვასთან.
მას უთხრეს, რომ მოშორებით უნდა მდგარიყო მანამ, სანამ სული ქათმის მთელ
სასიცოცხლო ძალას არ შეისრუტავდა - ეს უკანასკნელი მას იმ ვედრებისას
წარმოთქმული მოთხოვნების შესასრულებლად სჭირდებოდა, რის შემდეგაც
ფრინველის სხეული ჩამოვარდებოდა. სტიუარტი ამას აკავშირებდა ‘ჯინთან’ ან
არაბული ფოლკლორის ‘ბუნების დემონებთან.’

თუ დამტკიცდება, რომ უხილავი ძალების მიერ, ობიექტების ზოგიერთი ტიპის


მოძრაობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ელექტრული მთავარი ძალის
მაგნიტურ მიზიდულობა-განზიდულობასთან, ჩვენ მივიღებთ პირველი ხარისხის
აღმოჩენას. დასკვნა ორნაწილად შეიძლება გაიყოს, (1) რომ ძალას სულების,
ცოცხალი ადამიანის ქვეცნობიერი გონების, ან სხვა ინტელექტის დირექტივის
გარეშე შეუძლია აქა-იქ ობიექტების მიზიდვა ან განზიდვა; (2) რომ ძალას შეუძლია
იმოქმედოს იმ ხილული თუ უხილავი ნივთიერების გარეშე, რომელიც როგორც
ხელი ისე ფუნქციონირებს, ან უხილავი ექტოპლაზმური ნივთიერების გამოყენების
გარეშე - მაგრამ, რაღაც ეთერული მატერიის წყალობით, რისი მეშვეობითაც
ტალღისებურად მოძრაობს. (ეთერის თეორია ჯერ კიდევ საკამათოა. შეიძლება
დღეს მეცნიერებამ მოგვცეს ეთერი, რომ აავსოს ცარიელი კოსმოსი და აურიოს
სავსე კოსმოსში, ხვალ კი ისევ წაგვართვას ის.)

მაგნიტებს შეუძლიათ რკინის საგნები მიიზიდონ, ან მათ მიეკრან. თუ მაგნიტს


დავდებთ კენჭზე, წყლიან კასრში, და ახლოს, მეორე კენჭზე დავდებთ ნემსს,
მაგნიტური ძალა ორივე კენჭს ერთმანეთისკენ მიზიდავს. სხვა სიტყვებით, ერთი
კენჭი არ დარჩება უძრავი და მეორე მოძრავი.

ცხოველური მაგნეტიზმი ან მთავარი ძალა, იმითაა საოცარი, რომ ის


ახორციელებს მხოლოდ ნემსის მოძრაობას, მაგრამ არა მაგნიტის
დამაბალანსებელ მოძრაობას, ასე რომ ვთქვათ. ბატონი არტურ სპრეი, მეწაღე
ლონდონიდან, ჩემი მეგობრის კარგი ნაცნობი და ძლიერი ჰიპნოზისტია. მის
წიგნში, “იდუმალი მეწაღე”, ის მოგვითხრობს ყველაზე დამაინტრიგებელ - და
სრულიად აუხსნელ - ფენომენს, რომელიც მას ხშირად უნახავს მისი ჰიპნოზური
სეანსებისას.

მან ერთხელ ამ ფენომენის დემონსტრირება გაზეთების კორესპონდენტების


თვალწინ მოახდინა. მან ამოირჩია ახალგაზრდა კაცი, რომელიც კარგი სუბიექტი
იყო, მან დააწვინა იგი იატაკის სიგრძეზე და შემდეგ იგი შეიყვანა ღრმა ჰიპნოზური
ძილის მდგომარეობაში, რა დროსაც მისი სხეული გახდა ხისტი. შემდეგ, სუბიექტის
ფეხებთან მდგომარემ, თვალების გახელა უბრძანა მას. როდესაც მან თვალები
გაახილა და მას შეხედა, მეწაღემ მარჯვენა ხელით მისი მოხმობა დაიწყო. ნელ-
ნელა სუბიექტის თავი და მხრები თავისით აიწია ჰაერში, ქუსლები კი იატაკზე
დარჩა. სხეულმა იქამდე განაგრძნო მოძრაობა, სანამ მართი კუთხით არ
გასწორდა ხალიჩიდან დაახლოებით ერთ მეტრზე. ის რამდენიმე წამით იყო ასე,
შემდეგ მეწაღემ, ხელის უკუმოძრაობით, ისევ იატაკზე დააბრუნა ის.

ამ ექსპერიმენტის დროს, სპრეის არც ხელში და არც სხეულში არ უგრძვნია


სუბიექტის მიმართ მიზიდულობა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კაცი
სამოც კილოგრამზე მეტს იწონიდა, სპრეის მცირე ძალისხმევაც კი არ
დასჭირვებია მის ასაწევად.

ეს ექსპერიმენტი სხვა ჰიპნოტისტებმაც გაიმეორეს, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია


მივიღოთ ადამიანის მაგნეტიზმში, ცალმხრივი მიზიდულობის ბუნების სამხილი.
(რაც სავარაუდოდ არის ელექტრო-ვიტალური ძალის მუხტების აკუმულაციის
შედეგი - ეს მუხტები ფიზიკური აქტივობის შედეგად გროვდება და
სურვილისამებრ იწყებენ მოძრაობას.)

ბარონმა იუჯინ ფერსენმა ასეთი ცალმხრივი მაგნიტური მიზიდულობის


დემონსტრირება, რამდენიმე წლის წინ, ჰონოლულუში მოახდინა, მოწაფეთა
დიდი ჯგუფის თვალწინ. მას სწამდა, რომ გონებრივი ბრძანების მეშვეობით
ატმოსფეროდან ელექტრული ძალის მიღება შეეძლო. ეჭვგარეშეა, რომ ის
ნამდვილად იღებდა ელექტრულ ძალას რაღაც წყაროდან და მისი მოწაფეებიც
ბეჯითად სწავლობდნენ ამ პროცესის ოსტატობას. მისი დავალებით, ერთი
მოსწავლე თავის თავს აძლევდა გონებრივ ბრძანებას, რომ დაეგროვებინა
დამატებითი ძალა. როდესაც დარწმუნდებოდა, რომ ეს ძალა დაგროვებულია (ის
სავარაუდოდ სხეულში საჭმლის დამჟავებით წარმოიქმნებოდა), დამუხტული
მოწაფე დაუმუხტავ მოწაფეს მხრებზე ადებდა ხელებს, შემდეგ ნელ-ნელა
მოაცილებდა ხელებს. თუ დაგროვებული ძალა საკმარისი იყო, დაუმუხტავი
მოწაფე ძლიერად მიიზიდებოდა ხელებისკენ, მათი მოცილების შემდეგ. თუმცა,
დამუხტული მოწაფის ხელები მიზიდულობას ვერ გრძნობდნენ.

ერთხელ მეც ვნახე ბარონ ფერსენი, მაგნეტიზმის ასეთი ფორმის


დემონსტრაციისას. მან ხელები დაადო მსუბუქ, დასაკეც სკამს, რომელიც სხვა
ასეთ სკამებთან ერთდ კედელთან იყო მიბჯენილი. მან ისურვა, რომ მაგნეტიზმი
მისი სხეულიდან სკამში შესულიყო. მან შემდეგ მოუხმო მგრძნობიარე
ახალგაზრდა ქალს გვერდითა ოთახიდან და სთხოვა სკამების რიგირს წინ
ჩაეარა. იგი ასეც მოიქცა, და როდესაც დამუხტულ სკამს გაუსწორდა, თითქოს
ძალით დასვეს ამ სკამზე. ახალგაზრდა ქალბატონი სკამზე ათჯერ მეტს იწონიდა,
და ლოგიკურად სკამი უნდა აწეულიყო და მის სხეულს მიკვროდა, მაგრამ
ყველაფერი პირიქით მოხდა. თითქოს ასეთი წესია, რომ ობიექტი - სულ ერთია
რამხელაა და რას იწონის - რომელიც უფრო მეტადაა დამუხტული მთავარ-
მაგნიტური ძალით, მისკენ იზიდავს ნაკლებად დამუხტულ ობიექტს, და არ
გრძნობს უკურეაქციულ მიზიდულობას ამ უკანასკნელისადმი.

ამ მაგნიტურ ძალას შეუძლია იმოქმედოს რამდენიმე მეტრის რადიუსში და ისეთი


დაბრკოლებების მიღმა, როგორიცაა ცემენტის კედელი. ბარონი ფერსენი,
თვითდამუხტვის შემდეგ, ოცდახუთი სანტიმეტრის სისქის კედლის ერთ მხარეს
დადგა, მისი სტუდენტები კი ისეთ ადგილზე იდგნენ, რომ კედლის ორივე მხარე
ჩანდა. კედლის მეორე მხარეს, კედლიდან ოთხმოცდაათი სანტიმეტრის
მოშორებით, ზურგით დააყენეს ახალგაზრდა გოგონა (რომელიც მაგნიტური
მიზიდულობის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე აღმოჩნდა), მის გვერდიგვერდ
დადგა ორი ახალგაზრდა, რომლებსაც ხელებით უნდა დაეჭირათ ის, რომ არ
დაჯახებოდა კედელს იმ შემთხვევაში, თუ ბარონი ფერსენი მას ზედმეტად
ძლიერად მიიზიდავდა. ფერსენმა ასწია ხელები და გაშალა გოგონას
მიმართულებით კედლის მეორე მხრიდან. უცებ გოგონა ისე მძლავრად გაიწია
კედლისკენ, რომ ახალგაზრდებმა ძლივს შეძლეს მისი დაჭრა, რომ კედელს არ
შეხებოდა. ფერსენი კი ძალიან მტკიცედ, შეერთებული ქუსლებით იდგა მიწაზე, მას
არც უგრძვნია მიზიდვა და ოდნავადაც კი არ გადახრილა გოგონას
მიმართულებით.

კლასში განხილულ იქნა დემონსტრაციისას ჰიპნოზური იმპულსის გამოყენების


ალბათობაც, და იმისათვის, რომ მაგნიტური მიზიდულობისას ეს იმპულსი
გამოერიცხათ, ორმა ჩვენგანმა იგივე ექსპერიმენტი პატარა ბულტერიერზე
ჩაატარა. ცნობილია, რომ ძაღლები არ ჰიპნოზდებიან. ჩვენ გავაკეთეთ ძალის
დაგროვების მოძრაობები, შემდეგ დამუხტული ხელები საჯდომზე დავადეთ
ძაღლს, რომელიც ჩვენს წინ დააყენეს. ორივემ, მეც და ძაღლის პატრონმაც
წარმატებით შევძელით ისეთი მიზიდულობის გამოწვევა, რომ ძაღლი რამდენიმე
სანტიმეტრით უკან ჩამოიწია, მიუხედავათ იმისა, რომ ის კლანჭებით ხალიჩას
ეჭიდებოდა წინააღმდეგობის გასაწევად. ჩვენ კი ვერანაირი მიზიდულობა ვერ
ვიგრძენით ძაღლის მხარეს.

დოქტორმა რაინმა, დიუკის უნივერსიტეტიდან, ცნობილმა მისი


ექსტრასენსორული აღქმით, გამოაქვეყნა ბრწყინვალე სამხილი იმის
დასადასტურებლად, რომ გონებას, ფიზიკური კონტაქტის გარეშე, შეუძლია
გავლენა იქონიოს მატერიაზე. მის ერთ-ერთ ექსპერიმენტში იყენებენ კამათლის
გამგორებელ მოწყობილობას. როდესაც კამათელი გორდება, ექსპერიმენტატორი
‘სთხოვს’ კამათელს, რომ კონკრეტული ციფრები აჩვენოს. შედეგად, ძალიან
მკაფიო ეფექტი შეინიშნება სურვილის გამოყენებასთან დაკავშირებით.

რაც უფრო მეტად განვიხილავთ გონების უცნაურ ქმედებას იმის მიმართებაში, რაც
უდაოდ მთავარი ძალა უნდა იყოს, მით უფრო მეტად ვრწმუნდებით მაგიის
სხვადასხვა ფაზების არსებობაში. მიუხედავათ მეცნიერების საამაყო მიღწევებისა,
ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ კიდევ ძალზე უმეცრები ვართ, როდესაც საქმე
ეხება გონების საიდუმლოებებს, მთავარ ძალებს და უხილავ ნივთიერებებს.

საუკუნეების წინ არსებობდა ლეგენდები ჰაერში მფრინავ ადამიანებზე.


გრძნეულები შეხვედრის ადგილებზე მაგიურად უნდა გადაადგილებულიყვნენ.
ბერძენი ღმერთები სურვილის ძალით დაფრინავდნენ ჰაერში. ინდოელ და
ტიბეტელ ადეპტებზე ამბობდნენ, რომ შეეძლოთ მიზიდულობის კანონები
დაერღვიათ და სხვადასხვა ადგილებზე გაჩენილიყვნენ თვალის დახამხამებაში.
ან, ისინი უბრალოდ ერთ ქვეყანაში ქრებოდნენ და მეორეში ჩნდებოდნენ.
პოლინეზიური ფოლკლორი სავსეა ასეთი მოგზაურობების ისტორიებით.
თანამედროვე ფსიქიკურ კვლევებში უამრავი მაგალითი არსებობს ადამიანების
ჰაერში ლევიტაციისა. ცნობილი მედიუმი, დ. დ. ჰოუმი, ჰორიზონტალურად
გაფრინდა ერთი ოთახის ფანჯრიდან და მომიჯნავე ოთახიდან დაბრუნდა უკან - ეს
მოხდა შენობის მესამე სართულზე.

თუ გონებას შეუძლია მატერიის კონტროლი, ეს კონტროლი სავარაუდოდ


მდგომარეობს მთავარი ძალის მიმართვაში, რისი მეშვეობითაც მაგნეტიზმი ან
გრავიტაცია ამოქმედებას იწყებს. რამდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა, სადაც
სუნთქვისა და სურვილის კომბინაცია იქნა გამოყენებული გრავიტაციაზე
ზეგავლენის მოსახდენად.

დოქტორი ჰ. ქერინგტონი, საერთო ფსიქიკური კვლევების დეკანი, თავის წიგნში,


“ფსიქიკური მეცნიერების ისტორია” ყვება აწევის თამაშის ექსპერიმენტის შესახებ,
რომლის დროსაც ოთხი ადამიანი დგება მეხუთეს გარშემო და ისინი ცდილობენ
თითებით ასწიონ ის. თავიდან ხუთივე რამდენჯერმე ჩაისუნთქავს ღრმად, შემდეგ
სუნთქვას აჩერებენ და იწყებენ აწევას. აწეული ადამიანი თავს ჩვეულებრივზე
მსუბუქად გრძნობს. როდესაც ეს ექსპერიმენტი დიდ სასწორზე ჩაატარეს, ხუთი
ადამიანისა და სკამის საერთო წონა 320 კილოგრამი იყო. აწევის მომენტში კი
სასწორმა დააფიქსირა 20-25 კილოგრამის წონის კლება, რამდენიმე სხვადასხვა
ტესტისას.

ბარონმა შრენკ ნოცინგმა აღწერა შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა კაცი


ასრულებდა სუნთქვის სავარჯიშოებს და ოცდაშვიდჯერ შეძლო მიწიდან ჰაერში
აწევა.

სურათის მეორე მხარე უფრო ბუნდოვანია, მაგრამ რამდენიმე აღწერს, რომ


ინდივიდებმა შეძლეს, სურვილისა და სუნთქვის კონტროლის გამოყენებით,
მკაფიოდ გაეზარდათ თავიანთი წონა.

ჰავაიში (ასევე ტიბეტშიც, ერთ-ერთი ახალი წიგნის მიხედვით) გამოყენებულ იქნა


სურვილ-სუნთქვის კომბინაცია, მაგიური დამხარების მისაღებად და გრძელ
დისტანციებზე სარბენად. არსებობდნენ სპეციალურად გაწრთვნილი შიკრიკები,
რომლებიც ზოგჯერ რეისებს აწყობდნენ. მთავართან წერილის მისატანად მათი
სისწრაფე და გამძლეობა ბევრად აღემატებოდა იმ ადამიანებისას, ვისაც არ
შეეძლო მაგიის გამოყენება.

საჭიროა მთავარი ძალის, მისი უცნაური მიმოქცევის და მაგნიტური ფაზების


დეტალური კამოკვლევა. ეს არის სამკურნალო ძალა. უხსოვარი დროიდან
არსებობდა ხელების დადებით ავადმყოფების განკურნების პრაქტიკა.
ყოველთვის ცხადი იყო, რომ ზოგ ადამიანს მეტი მაკურნებელი ძალა ჰქონდა,
ვიდრე სხვებს. მეფეებს უნდა ჰქონოდათ ეს, როგორც ბუნებრივი კანონი.

რელიგიაში, ხელების დადებას თან ახლავს ლოცვა. ბერბერებში, კაჰუნების


პრაქტიკისას უ. რ. სტიუარტი აღწერს ტკივილისგან მყისიერი განკურნების
შემთხვევებს, როდესაც მისი მასწავლებელი ავადმყოფებს ადებდა ხელებს. მან
უთხრა მას, რომ მისი მაგიური ძალა ისეთი ძლიერი იყო, რომ ის მის სხეულს
ტოვებდა და ავადმყოფის სხეულში გადადიოდა უბრალო ხელის შეხებით. უფრო
სერიოზულ შემთხვევებში იგი ამბობდა, რომ რიტუალურ ლოცვებს იყენებდა და
სჭირდებოდა დრო, პაციენტის მოსამზადებლად, ფსიქოლოგიური და რიტუალური
განწმენდებისთვის.

ჰავაიში მიღებული იყო მთავარი ძალის ტრანსფერი კაჰუნასგან მის პაციენტში, ან


გარდაცვლილ სულებში სპეციალური გამოყენებისთვის.

ბარონმა ფერსენმა მისი ჰონოლულუს გაკვეთილებისას თქვა, რომ გამორჩეულ


ეფექტს გრძნობდა, როდესაც ავადმყოფს განსაკურნებლად ადებდა ხელს. ის
თითქოს ნეგატიური ძალის უკუგებას გრძნობდა. ამ ნეგატიურ უკუგებას ისეთი
ნივთიერებები მოჰქონდა თან, როგორიცაა ალკოჰოლი და ნიკოტინი. ფერსონმა
მოყვა, ძალის დაგროვების შემდეგ (ის მას “უნივერსალურ სასიცოცხლო ძალას”
ეძახდა), როგორ დაადო ხელები მხარზე მთვრალ კაცს და მისდა გასაოცრად
მანაც მიიღო რაღაც დონის ინტოქსიკაცია, მთვრალი კაცი კი თითქმის სრულიად
გამოფხიზლდა რამდენიმე წამში.

მედიუმები, სპირიტუალური წრიული სეანსებისას (ერთმანეთის ხელები ეჭირათ


ენერგიის ნაკადის მოძრაობისთვის) აღწერენ მძიმე მწეველებისგან ისეთი
სიძლიერის ნიკოტინის ტრანსფერს, რომ მათ ნიკოტინისგან მოწამვლის
სიმპტომები უჩნდებოდათ. როდესაც მძიმე მწეველები არ იყვნენ სეანსზე
სიმპტომები ქრებოდა.

მე მინახავს ბუნებრივი მკურნალები, რომლებიც ავადმყოფებს ხელს ადებდნენ და


იმპულსურ მოძრაობებს აკეთებდნენ, თითქოს მთელი საწამლავი და
ავადმყოფობები გამოჰქონდათ გარეთ და შემდეგ ხელებს იფერთხავდნენ
(თითქოს წყლის წვეთებს იშორებდნენ). თითქმის ყველა ასეთი მკურნალი
დარწმუნებულია, რომ ავადმყოფებისგან უხილავი ნივთიერებები გამოაქვთ. მათი
უმეტესობა, მკურნალობის დასრულების შემდეგ, წყალში იბანს ხელებს, რაც იმას
მიანიშნებს, რომ ისინი იწმენდენ იმ საზიანო უხილავ ნივთიერებებს, რომლებიც
ავადმყოფებისგან გამოაქვთ.

მკურნალობის ამ მეთოდის ჩემი პირადი დაკვირვებით და კვლევით დავრწმუნდი,


რომ თითქმის ყველა ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია დაეხმაროს ავადმყოფს
ხელების დადებით და კონცენტრირებული სურვილით, რომ მისი ძალა შევიდეს
პაციენტის სხეულში და გააძლიეროს ის. სურვილის გამოყენება, თუ მას თან
ახლავს გამოთქმული სიტყვაც, ქმნის იმპულსს, რომელიც შესაძლოა ძალიან
ეფექტური გამოდგეს.

მესმერი, რომელმაც საუკუნის წინ მესმერიზმი აღმოაჩინა, არ იცოდა იმპულსის იმ


პოტენციის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია, რასაც თვითონ “ცხოველურ
მაგნეტიზმს” ეძახდა. თუმცა, იგი ვარჯიშობდა მთავარი ძალის დაგროვებაზე
(მაგნიტის ხელში დაჭერით, რითიც ფიქრობდა რომ ძალას იღებდა) მანამ, სანამ
ის ძალიან დახვეწილი არ გახდა - თუ დავუჯერებთ ანგარიშებს, სადაც აღწერილია
თუ რისი გაკეთება შეეძლო დამუხტული ძალით. მან ისე კარგად წარმოაჩინა
მაკურნებელი ძალები, რომ საქვეყნოდ ცნობილი გახდა. თავდაპირველად ის
პირდაპირ ადებდა ხელს პაციენტებს. შემდეგ, როდესაც ინდივიდუალური
მკურნალობის სათხოვნელად ძალიან ბევრი პაციენტი მოდიოდა, ის გონების
ძალით ახდენდა ძალის გადატანას წყლის მილებში, საიდანაც არმატურები
გამოდიოდა. წყლის ტუბების დამუხტვის შემდეგ, პაციენტები ხელს კიდებდნენ
არმატურებს. იმ ეფექტების აღწერის მიხედვით, რასაც პაციენტები გრძნობდნენ,
უდაოა, რომ მესმერიზმი მუშა ენერგია იყო. პაციენტებს სხვადასხვანაირი
რეაქციები ჰქონდათ. ზოგი საერთოდ არ რეაგირებდა და ამ შემთხვევაში მესმერი
პირადად ეხებოდა მათ, რის შემდეგაც ჩვეულებრივ რეაქციას იღებდა. იყო ბევრი
განკურნებაც და ბევრი ისტერიაც, რაც სავარაუდოდ მსუბუქი ჰიპნოზური
იმპულსით იყო გამოწვეული.

ამ კვლევისას უნდა გვახსოვდეს სასროლი ჯოხებით მთავარი ძალის უეცარი


ტრანსფერი, ასევე გამაშეშებელი მუხტი, რომელიც ამერიკელმა-ინდიელმა
მედიკოსმა აჩვენა, როდესაც საჩვენებელი თითით ძლიერ კაცს შეეხო და გონება
დააკარგინა.

ჰიპნოზისტებმა, მესმერიზმის განვითარების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ ჰიპნოზური


იმპულსის გამოწვევა სურვილის ძალითაც შესაძლებელია, ან კიდევ სინათლის
წყაროზე მიშტერებით. ისინი ამტკიცებენ, რომ მაგნეტიზმი არ არის საჭირო და ის
არ გადადის პაციენტში ან საგანში. ეს სავარაუდოდ მცდარი იდეაა. ფაქტი, რომ
პაციენტი ჰიპნოზურ რეაქციას ელოდება უკვე ჰიპნოზური იმპულსია. ის ფაქტი, რომ
ჰიპნოზისტი პაციენტთან ახლოს იმყოფება შეიძლება ჩაითვალოს მთავარი ძალის
ტრანსფერის საშუალებად, რა დროსაც ჰიპნოზური იმპულსი მოქმედებაში მოდის.

მოგვიანებით ჩვენ განვიხილავთ კაჰუნების ახსნა-განმარტებას თუ როგორ


შეუძლია მთავარ ძალას ადამიანებს შორის მოგზაურობა ფიზიკური კონტაქტის
გარეშე (ან ცოცხალ და მკვდარ სულებს შორის). ახლა კი საჭიროა ყურადღება
მივაქციოთ, რომ არსებობს ენერგიის ასეთი გაცვლა და რაც ფინეას ქუიმბის
“აბსენტური მკურნალობისგან” ვისწავლეთ, უდაოდ შეესაბამება რეალობას,
რისთვისაც უნდა ვუმადლოდეთ მთავარი ძალის და მაკურნებელი იმპულსის
დისტანციურად გაგზავნის შესაძლებლობას.
თავი 4
ადამიანის ორი სული და იმის მტკიცებულება, რომ ორია და არა ერთი;
სულები და “სიკვდილის ლოცვა”
მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი
იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ძალიან მნიშვნელოვანი თემის, მთავარი ძალისა
და მისი თანმდევი მაგნიტურობის პრეზენტაცია, მოხსენების ამ ნაწილში უნდა
წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი და რადიკალურად
განსხვავებული ელემენტები ფსიქოლოგიის იმ სისტემაში, რომელსაც კაჰუნები
იყენებენ.

დოქტორმა ბრიგჰემმა კაჰუნების პრაქტიკებს შორის ყველაზე უკეთ “სიკვდილის


ლოცვა” შეისწავლა. სანამ მისი გამოცდილებიდან მაგალითს წარმოგიდგენდეთ,
საჭიროა ზოგადი განმარტებების დაწერა.

კაჰუნებს რამდენიმე ისეთი რწმენა გააჩნდათ, რომლებსაც საიდუმლოდ არ


ინახავდნენ. მაგალითად ისინი არასდროს მალავდნენ, რომ ადამიანს ორი სული
აქვს და არა ერთი. ადრეული მისიონერები ამ ფაქტს სისულელედ მიიჩნევდნენ,
რომელიც მხოლოდ ველურებისთვის იყო დამახსიათებელი. მათთვის ადამიანს
მხოლოდ და მხოლოდ ერთი სული ჰქონდა და მათი ვალი იყო ამ ერთადერთის
გადარჩენა. როდესაც ისინი 1820 წელს ჰავაის ესტუმრნენ, ქვეცნობიერი კი
მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ აღმოაჩინა ფროიდმა, არ უნდა
გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ მათ სასაცილოდ არ ეყოთ კაჰუნების რწმენა.

კაჰუნები თანამედროვე ფსიქოლოგიაზე წინ წავიდნენ (თუ არ ჩავთვლით


რამდენიმე მაღალგანვითარებულ მოაზროვნეებს, მათ შორის უილიამ
მაქდუგალს, დოქტორი რაინის ადრეულ მენტორს, და პიონერს ამ სფეროში).
კაჰუნებმა იცოდნენ, რომ ის რასაც ჩვენ ქვეცნობიერს ვუწოდებთ ერთი სული იყო,
ხოლო ცნობიერი გონება კი მეორე. ეს ორი სული (ან მე, ან ფსიქიკა - რაც გინდათ
ის დაარქვით) ერთ სხეულში ცხოვრობს და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს
ცხოვრებასა და აზროვნებაში.

თითოეულ სულს თავისი გონებრივი შესაძლებლობები აქვს. ქვეცნობიერს


(უნიჰიპილი) შეუძლია დამახსოვრება, მაგრამ მას გააჩნია მხოლოდ ძალიან
მარტივი ლოგიკური აზროვნება - ისეთი, როგორიც აქვს ძაღლს ან ცხენს. ცნობიერ
სულს კი (უჰანე) არ შეუძლია აზრის დამახსოვრება მას შემდეგ, რაც ის მისი
ყურადღების ცენტრს დატოვებს. რაიმეს გახსენება ქვეცნობიერზეა
დამოკიდებული. ზოგჯერ ქვეცნობიერს არ ძალუძს სწორად გაიხსენოს რაღაც და
ხშირად დრო სჭირდება მოსაძებნად. ჩვენ ყველამ ვიცით თუ რას ნიშნავს,
როდესაც ვერ ვიხსენებთ სახელს და რაღაც დროის გასვლის შემდეგ იგი უეცრად
ამოტივტივდება ჩვენს გონებაში. სამაგიეროდ ცნობიერს გააჩნია ორი ძალა,
რომელიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. ერთერთი მათგანია იმის
უნარი, რომ გამოიყენოს ნება, როგორც ჰიპნოზური ძალა (ეს ნება უფრო ძლიერია,
ვიდრე ქვეცნობიერი „მე“-ს ელემენტარული ძალა). მეორე ძალა კი არის
უმაღლესი ფორმის ლოგიკური, ინდუქციური აზროვნების შესაძლებლობა, ის რაც
ადამიანს ყველა სხვა ცხოველისგან გამოარჩევს ცხოველთა სამყაროში.

ქვეცნობიერი იღებს ჰიპნოზურ იმპულსს (მესმერულ მკურნალობას) და რეაგირებს


მასზე. ცნობიერი კი არ ექვემდებარება ჰიპნოზს. იმპულსის გავლენის ქვეშ
ქვეცნობიერი, ვინაიდან ის ძალზე არალოგიკურია, მიიღებს და რეაგირება ექნება
აბსურდულ დავალებებზეც კი. ჰიპნოზის სეანსის თეატრალურ წარმოდგენებზე
ადამიანებს აჯერებენ ყველაზე უაზრო ფაქტებს საკუთარ თავზე და ამით ართობენ
ხოლმე მაყურებლებს (სამწუხაროდ).

ქეისი 8
მაგალითები კაჰუნების “სიკვდილის ლოცვისას” გამოყენებულ მთავარ ძალაზე,
რომელიც დაკავშირებულია რწმენასთან, რომ ადამიანს ორი სული აქვს -
ქვეცნობიერი და ცნობიერი.

ზოგადი მიმოხილვა:
ჰავაიზე ჩემი ყოფნისას წარმოდგენა სახელწოდებით “სამოთხის ჩიტი”, ჰავაის
ვულკანი და კაჰუნების “სიკვდილის ლოცვა”, ჰავაის ყველაზე დიდ რეკლამას
უკეთებდა ცივილიზებურ სამყაროში. თითქმის არც ერთი ტურისტი არ ტოვებდა
ჰავაის ამ წარმოდგენის ნახვის, ან ადგილობრივი მღვდლების სასიკვდილო
მაგიის გამოყენების ისტორიების მოსმენის გარეშე.

სტუმრებს ყველაზე ხშირად “სიკვდილის ლოცვის” შესახებ აინტერესებდათ


ინფორმაცია. მათ როგორც ყოველთვის პასუხობდნენ, რომ ეს ცრურწმენა იყო, ან
უყვებოდნენ ამ მაგიით სიკვდილის ველურ ისტორიებს. სიმართლე კი ის არის,
რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, რა დროსაც ჰონოლულუს Queen’s Hospital-ის
სამედიცინო ჩანაწერებს ვამოწმებდი, ერთი წელიც არ ჩაივლიდა ისე, რომ
რამდენიმე, პოტენციური მაგიის მსხვერპლი პაციენტი მაინც არ
გარდაცვლილიყო, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფო ყველანაირ საჭირო
დახმარებას უწევდა მათ. ძველი ექიმები კი წლიდან წლამდე ცნობდნენ ნაცნობ
სიმპტომებს.

ჰავაიზე არსებობდნენ რამდენიმე სხვადასხვა სახის კაჰუნები მანამ, სანამ მათ


უძველესი ცოდნის გაგება შეეძლოთ. ზოგიერთი მათგანი სპირიტუალური მედიუმი
იყო. ზოგიც წინასწარმეტყველი. ზოგს ქარისა და ამინდის კონტროლი
ევალებოდა. რამდენიმეს მაგიის ნებისმიერი ნაწილის შესრულება შეეძლო, მათ
შორის განკურნება და ელემენტების კონტროლი.

ამ სპეციალისტებს შორის იყვნენ კაჰუნები, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე


მაგიურ ძალას ფლოდბნენ, მაგრამ ასევე “სიკვდილის ლოცვის” (ანანა)
გამოყენებაც შეეძლოთ.

“სიკვდილის ლოცვის” გამოყენების შესაძლებლობა ისეთ უცნაურ და ჩვენთვის


ისეთ ფანტასტიურ და შეუძლებელ მექანიზმზეა დაფუძნებული, რომ ამ სიბრძნის
ყველა დეტალის გასაგებად საჭიროა საკმაოდ გავაფართოვოთ წარმოსახვა.

როგორც ვთქვი, კაჰუნებს სწამდათ, რომ ადამიანს ორი სული ჰქონდა. დაბალი
ანუ ქვეცნობიერი, არ ექვემდებარება ლოგიკას და ადვილად ექცევა ჰიპნოტური
იმპულსის ზემოქმედების ქვეშ.

იმისათვის, რომ “სიკვდილის ლოცვა” გამოეყენებინა კაჰუნას სხვა კაჰუნასგან


მემკვიდრეობით უნდა მიეღო ერთი ან მეტი ქვეცნობიერი სული. (თუ იგი საკმაოდ
განვითარებული იყო, შეეძლო მოეძებნა ქვეცნობიერი სულები და ჰიპნოზური
იმპულსის მეშვეობით დაეჭირა და დაეტყვევებინა ისინი).

ძალიან ადრეულ ჰავაიზე ომის ტყვეებს ან სხვა უბედურებს აშკარად ჰიპნოზურ


იმპულსს აძლევდნენ ძლიერი დოზით, რაც აიძულებდა მათ ქვეცნობიერ სულებს,
სიკვდილის შემდეგ, განცალკევებულიყვნენ ცნობიერი სულებისგან და
დარჩენილიყვნენ მოჩვენებებად, რათა ედარაჯათ წმინდა ქვების საცავებთან ან
ადგილობრივების ტაძრებთან, რომლებიც დეგრადირებული კაჰუნაიზმის
გამოვლინება იყო. სავარაუდოა, რომ ამ უბედურებს, მათი სიკვდილის შემდეგ,
ავალებდნენ კაჰუნების სამსახურს “სიკვდილის ლოცვისას”.

კაჰუნებს როგორც ყოველთვის ერთი ან მეტი (მაქსიმუმ სამი) დატყვევებული,


ქვეცნობიერი სული ჰყავდათ. როდესაც კაჰუნა გადაწყვეტდა, რომ ვიღაცის
სიკვდილისთვის უნდა ელოცა, ის დამწყვდეულ სულებს თავისთან იხმობდა და
აძლევდა მესმერულ დავალებებს, რომ აეღოთ მანა იმ საჭმლიდან და
სასმლიდან, რომელიც განთავსებული იყო იატაკზე დაგებულ მატრასზე და
შემოსაზღვრული იყო სხვადასხვა საგნებით, როგორიცაა პატარა თეთრი ქვები და
რაიმე კონკრეტული ხის ნაჭრები.

ეს მანა სწორედ ის მთავარი ძალაა, რომელიც ადრე განვიხილეთ. ეს ძალა რა


თქმა უნდა კაჰუნას სხეულიდან გადადიოდა საჭმელში, სასმელში და სხვადასხვა
საგნებში, რომელთაც ერქვათ პაპა ანუ “აკრძალული”. ვარაუდობდნენ, რომ
როდესაც საჭმლიდან და სასმლიდან მანას იღებდნენ, ასევე იღებდნენ
სხვადასხვა ნივთიერებებსაც, განსაკუთრებით ჯინისგან (ალკოჰოლური სასმელი),
რომელიც ბოლო დროს პაპა-ს ნივთებს შორის იდო. (გაიხსენეთ ბარონ ფერსონის
ამბავი, როდესაც მას მთვრალი ადამიანისგან გადაეცემოდა ინტოქსიკაცია).

სულებს ასევე ეძლეოდათ ძალიან მკაფიო დავალებები, თუ რა უნდა


მოემოქმედებინათ ამ ძალის მეშვეობით. მათ ძაღლებივით უნდა აეღოთ სუნი,
მომავალი მსხვერპლის თმის ღერიდან, ან ტანსაცმლის ნაჭრისგან და
გაჰყოლოდნენ მას. როდესაც მსხვერპლს იპოვნიდნენ მათ სწორი მომენტი უნდა
შეერჩიათ მის სხეულში შესაღწევად. სულები ამას იმ პარალიზური შოკის ენერგიის
გამოყენებით აღწევდნენ, რომელსაც მათი პატრონი აძლევდა მათ, მთავარი
ძალის სანაცვლოდ. ბრძანება, რომელსაც სულები იღედბნენ ასე ჟღერდა:

“ო ლონო, ისმინე ჩემი ხმა. გეგმა ასეთია: გაემგზავრე --------- სკენ და შეაღწიე
მასში; შედი და შესისხლხორცდი მასში; შესისხლხორცდი და გაიჭიმე.”

“შესისხლხორცებას” და “გაჭიმვას” ისინი განსხვავებული მნიშვნელობით


ამბობდნენ. პროცესი მდგომარეობდა მსხვერპლის სხეულში შეღწევაში, ან
მათთან მიწებებაში. ამის შემდეგ, სულები იწყებდნენ მსხვერპლისგან მთავარი
ძალის ამოცლას და თავიანთ მოჩვენებით სხეულებში დასაწყობებას (მოჩვენებით
სხეულებზე მოგვიანებით გვექნება საუბარი). როდესაც მსხვერპლს მთავარი ძალა
ფეხებიდან გამოეცლებოდა, მათ ეწყებოდათ ფეხების პარალიზება, რაც სამ
დღეში აღწევდა მუხლებამდე, ბარძაყებამდე, და საბოლოოდ მზის წნულამდე ან
გულამდე, რა დროსაც მსხვერპლი კვდებოდა.

მისიის შესრულების შემდეგ, სულები დიდძალი მთავარი ძალით დამუხტულნი


ტოვებდნენ სხეულს და უბრუნდებოდნენ თავიანთ პატრონს. თუ მსხვერპლს სხვა
კაჰუნა გამოიხსნიდა მას შეეძლო ეს სულები თავიანთ პატრონთან გაეგზავნა და
გამოეყენებინა ჰიპნოზური დავალება, რათა ისინი გამომგზავნს დასხმოდნენ
თავს, რაც ასევე ფატალური შედეგით მთავრდებოდა გამომგზავნისთვის. ამ
საფრთხის თავიდან ასაცილებლად, კაჰუნა, რომელიც სულებს (კალა)
მსხვერპლთან გზავნიდა, ატარებდა განწმენდის რიტუალს. ან, უფრო ხშირად, ის
ადამიანი, რომელიც კაჰუნას დაიქირავებდა “სიკვდილის ლოცვის”
შესასრულებლად, და რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მომავალი მსხვერპლი
ასეთ საშინელ სასჯელს იმსახურებდა, დასახელდებოდა პასუხისმგებელ პირად
და სწორედ ეს უკანასკნელი ხდებოდა იმ სულების მსხვერპლი, რომელსაც სხვა
კაჰუნა უკან, დამნაშავისკენ გამოგზავნიდა მანამ, სანამ ისინი თავის პირვანდელ
დავალებას შეასრულებდნენ.

წარმატებული მისიის შემთხვევაში მათი პატრონი, დაბრუნებულ სულებს


ავალებდა ეთამაშათ მანამ, სანამ ისინი ბოლომდე არ დახარჯავდნენ იმ მთავარ
ძალას, რომელიც მკვლელობის პროცესისას მიიღეს. მათი თამაში ჩვეულებრივ იმ
ფორმით იყო, რასაც ჩვენ “პოლტერგეისტის აქტივობას” ვუწოდებთ. ისინი
ხმაურობდნენ და ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, ქმნიდნენ სხვადასხვა სახის
ქაოსს და ა.შ. დოქტორმა ბრიგჰემა ერთ ღამეს გაიგონა თუ როგორი ხმაური
გამოდიოდა ერთი კაჰუნას ქოხიდან, შემდეგ მას უთხრეს, რომ ასე თამაშობდნენ
სულები.

“სიკვდილის ლოცვის” არც ერთი არსებული ახსნა-განმარტება, როგორიცაა


საიდუმლო საწამლავი, ან “ცრურწმენის შიშით სიკვდილი”, არ იყო სწორი.
თითქმის არასდროს არ იცოდა მსხვერპლმა, რომ მაგიის გამოყენებით
მოკვდებოდა.

ამის საილუსტრაციოდ ორ მაგალითს მოვიყვან, სადაც ნახავთ, რომ შიშის


ელემენტი საერთოდ არ ფიგურირებს.

მაგალითები:
(ა) ერთხელ ჰონოლულუში ახალგაზრდა ირლანდიელი ჩამოვიდა თანამედროვე
ტაქსით. ის წითური, ფიცხი და უშიშარი იყო.

მან ქალაქში ჩამოსვლის დღიდან ძალიან მალე მოახერხა თავი შეეყვარებინა


ჰავაელი გოგოსთვის, რომელმაც მისი სიყვარულის გამო ჰავაელ ბიჭზე ნიშნობა
გააუქმა. გოგოს ბებიამ ყველაფერი გააკეთა მის გადასარწმუნებლად, რადგან
ხედავდა, რომ ირლანდიელს კეთილი სურვილები არ ამოძრავებდა. საბოლოოდ
ბებია დაიმუქრა, რომ ცა დასჯიდა ირლანდიელს თუ გოგონას თავს არ
დაანებებდა.

ბუნებრივია ირლანდიელს არანაირი შიში არ გააჩნდა ცის ან სამოთხის მიმართ.


მას უფრო მეცნიერული დამოკიდებულება ჰქონდა ცხოვრებისადმი და ალბათ
მიჩვეულიც იყო მსგავს მუქარებს ბებიებისგან და დედებისგან. რა თქმა უნდა ასეთ
მუქარები მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ერთ დღესაც მან იგრძნო თუ
როგორ “დაიძინა” მისმა ფეხებმა. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ემკურნალა,
მაგრამ “ძილმა” ნელნელა ზემოთ ასვლა დაიწყო. ერთ დღეში მას ორი კაცის
დახმარება დაჭირდა საავადმყოფოში მისასვლელად.

ყველაფერი სცადეს, რომ დაავადების მიზეზს მიეგნოთ, მაგრამ ვერაფერი


იპოვნეს და შესაბამისად ვერც მკურნალობის მეთოდი მოიფიქრეს. ორმოცდაათ
საათში პარალიზებამ წელამდე მიაღწია. როდესაც უკვე ბევრი ექიმი
დაინტერესდა ამ საქმით, მათ შორის ჩემი ახლობელი, მათ ეჭვი გაუჩნდათ და
თავის ქნევა დაიწყეს. ბოლოს მათ უხმეს მოხუც ექიმს, რომელიც უკვე დიდი ხნის
მანძილზე მუშობდა კუნძულებზე. მან სწრაფად ამოიცნო “სიკვდილის ლოცვის”
სიმპტომები.

ექიმმა ძირფესვიანად გამოკითხა ირლანდიელი და მალევე შეიტყო ჰავაელი


გოგოს შესახებ. კიდევ უფრო მეტი ჩაძიების შედეგად შეიტყვეს ბებიის მუქარის
შესახებაც, რომელსაც ბიჭი დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ისე რომ არაფერი
უთქვამს, მოხუცი ექიმი ბებიის სანახავად გაეშურა. მოგვიანებით მან მოგვიყვა
ბებიასთან დიალოგი.
“ვიცი, რომ შენ კაჰუნა არ ხარ და ამ საქმესთან არაფერი გაკავშრებს ბებია.” თქვა
ექიმმა. “მაგრამ, როგორც მეგობარს, იქნებ მითხრა რა შეგვიძლია
მოვიმოქმედოთ ამ ბიჭის გადასარჩენად?”

“მართალი ხარ,” თქვა ბებიამ “მე არაფერი ვიცი ამ საქმის შესახებ და არც კაჰუნა
ვარ - როგორც მოგეხსენება. მაგრამ მე მგონია, რომ თუ ბიჭი პირობას დადებს,
რომ შემდეგ გემს გაჰყვება და უკან აღარასდროს დაბრუნდება, წერილსაც კი არ
გამოგზავნის, შესაძლოა გამოკეთდეს.”

“მე გაძლევ გარანტიას, რომ ზუსტად ასე მოიქცევა” თქვა ექიმმა.

“ძალიან კარგი” თქვა ბებიამ აუღელვებლად.

სიტუაცია უამრავჯერ აუხსნეს ურწმუნო ირლანდიელს, მაგრამ საბოლოოდ,


როდესაც მის სერიოზულობაში დაარწმუნეს, იგი შეშინდა და დათანხმდა
პირობებს. ეს მოხდა ადრეულ საღამოს. იმ ღამით კი ის უკვე ფეხზე იდგა და
იაპონურ გემზე ასვლაც შეძლო.

(ბ) შემდეგ მაგალითს ჩემი ჩანაწერებიდან მოვიყვან, რომელიც დოქტორ


ბრიგჰემთან საუბრისას ჩავიწერე. ვეცდები მისი სიტყვები რაც შეიძლება ზუსტად
გადმოვცე.

“ერთხელ ნაპუპუში, დიდ კუნძულზე წავედი” თქვა დოქტორმა ბრიგჰემმა,


“მუზეუმის აშენების შემდეგ. მე მაუმა ლოაზე ასვლა მინდოდა, ადგილობრივი
მცენარეების შესაგროვებლად. ეს სამ კვირიანი მოგზაურობა იყო, ადგილობრივ
გიდებთან და ტვირთის მზიდავ ცხენებთან ერთად.

“ნაპუპუში ხუთი დღე დამჭირდა ხალხისა და ცხენების შესაგროვებლად, მაგრამ


საბოლოოდ ოთხი ჰავაელი და რვა ცხენი და ჯორი ვიშოვე. მშვენიერი ამინდი იყო
და მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბილიკები რთული საპოვნელი გახლდათ,
ყველაფერი კარგად მიდიოდა.

“მე ტროპიკული ტყის ზემოთ, უკაცრიელ მიწას მივაღწიე და ვაპირებდი მაუნა


ლოას კრატერის მწვერვალისკენ გზის გაგრძელებას, როდესაც ჩემი ერთ-ერთი
ბიჭი ავად გახდა. ის ოციოდე წლის, ძლიერი ჭაბუკი იყო. მე ის კაცებს დავუტოვე
მოსავლელად და მწვერვალზე ავედი, ვფიქრობდი, რომ კლიმატის ცვლილებამ
იმოქმედა და ის მალე გამოკეთდებოდა.

“ჩვენ ერთი დღე დავრჩით კრატერზე და ადრეულ საღამოს, ქვედა ბანაკთან და


ავადმყოფ ბიჭთან დავბრუნდით. ის ზეწრებში იყო გახვეული და უკვე იმდენად
სუსტად იყო, რომ ფეხზე ვეღარ დგებოდა. მე გადავწყვიტე, რომ ის მთის ქვედა
დონეზე ჩამეყვანა შემდეგ დილას და უკვე სადილის მირთმევას ვაპირებდი,
როდესაც უფროსი კაცები მოვიდნენ ჩემთან.
“ის ბიჭი ძალიან ავად’. თქვეს მათ. შემდეგ დიდი გაჭირვებით ამიხსნეს, რომ
ჰავაელების აზრით ამ ბიჭს “სიკვდილის ლოცვის” სიმპტომები ჰქონდა. მე რა თქმა
უნდა არ დავიჯერე, მაგრამ მაინც წავედი ბიჭის გამოსაკითხად.

“შენ ფიქრობ, რომ ეს სიკვდილის ლოცვაა?’ ვკითხე მე.

“არა, არა!’ მას უცებ ძალიან შეეშინდა. შემდეგ მე ვკითხე ჰყავდა თუ არა მას
მტერი, რომელსაც მისი სიკვდილი ენდომებოდა. იგი ასეთს ვერ იხსენებდა, და
ძალიან უნდოდა გამართლებულიყო ჩემი ვარაუდი მისი აკლიმატიზაციის შესახებ.

“მე უფრო გულდასმით გავსინჯე ბიჭი, მაგრამ ქვედა კიდურების ნელი პარალიზის
ჩვეულებრივი სიმპტომების გარდა, რომელიც მთლიანი კოლაფსისკენ მიდიოდა,
ვერაფერი აღმოვაჩინე. ყველა ეს სიმპტომი სიკვდილის ლოცვას მიანიშნებდა. მე
ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ უფროსები მართლები იყვნენ და რომ ამ
ყველაფრის უკან ვიღაც კაჰუნა იდგა. როდესაც ეს მათთან ვაღიარე, ისინი შიშმა
მოიცვა, რადგან ეჭვობდნენ, რომ მთელ ჯგუფს სიკვდილი ემუქრებოდა.

“მე ჩემს სადილს დავუბრუნდი და ფიქრი დავიწყე. ამავდროულად ერთ-ერთი კაცი


განაგრძობდა ბიჭის გამოკითხვას. ცოტა ხანში იგი საინტერესო ინფორმაციით
დაბრუნდა. ბიჭის სახლი ჰავაისთან მიმდებარე სოფლის ვიწრო ხეობის ქარიან
ადგილზე იდგა, რომელიც ზღვას უერთდებოდა. როგორც წესი, ამ სოფელში
ჰაოლები (თეთრები) არ დაიშვებოდნენ, და მათი ბებერი კაჰუნა ყველაფერს
აკეთებდა, რათა ხალხის იზოლირება მოეხდინა და მათ ძველი წესებით
ეცხოვრათ. სხვა მოთხოვნებთან ერთად მან მის ხალხს უბრძანა, რომ ჰაოლებთან
საქმე არ დაეჭირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სიკვდილისთვის ილოცებდა.
ამ ბიჭს, რამდენიმე თვით ადრე დაუტოვებია სოფელი და კონაში საცხოვრებლად
გადასულა. მას უბრალოდ დაავიწყდა კაჰუნას ბრძანება.

“ნაპუპუში ჩემს ჩამოსვლამდე ბიჭი თავის ჰავაელ მეგობრებთან ერთად


ცხოვრობდა და არასდროს ჰქონია კონტაქტი თეთრკანიან ადამიანთან - ყოველ
შემთხვევაში მათთან საქმე არ დაუჭერია. როდესაც მე ხალხს ვქირაობდი მთაზე
ასასვლელად, ის დაუფიქრებლად შემომიერთდა. მას აზრადაც არ მოსვლია, რომ
ბრძანება მისი სოფლის გარეთაც ვრცელდებოდა.

“როდესაც ამ ყველაფერს ვისმენდი უფრო და უფრო მერეოდა ბრაზი. როგორც


ახლა, ვერც მაშინ ვითბენდი, როდესაც ჩემს მეგობრებს ეხებოდნენ. კაჰუნასთვის
სამაგიეროს გადახდის წყურვილით შეპყრობილი, იმ ფაქტის წინაშე ვიდექი, რომ
ჩემი სამუშაო უნდა დამთავრებულიყო თუ ბიჭი გარდაიცვლებოდა და მომიწევდა
მისი სანაპიროზე ჩასვენება.

“როდესაც ამ ფიქრებში ვიყავი, ერთ-ერთი ჯგუფის წევრი მოვიდა ჩემთან


სალაპარაკოდ ყველას სახელით და ძალიან ბუნებრივი რჩევა მომცა. მან
ზრდილობიანად შემახსენა, რომ ყველა ჰავაელმა იცოდა ჩემი დიადი კაჰუნობის
შესახებ და რომ მე ცეცხლზე-მოსიარულეც ვიყავი. ის ძალზე მარტივ საქმედ
თვლიდა, რომ შესაბამისი ზომები მიმეღო, სიკვდილის ლოცვა კაჰუნასთვის
დამებრუნებინა და ბიჭი გადამერჩინა.
“კაცები მოუთმენლად მელოდნენ და მე მათ გამომეტყველებაში ვამჩნევდი თუ
როგორ სჯეროდათ, რომ ამ შელოცვის უკან გაგზავნას და ყველაფრის
გამოსწორებას შევძლებდი. თავი კუთხეში მიმწყვდეულად ვიგრძენი. მე წლების
მანძილზე ვცრუობდი, ახლა კი ჩემი სიცრუის გამომჟღავნების დრო დადგა.
ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. თუ ამის გაკეთებაზე უარს
ვიტყოდი, ისინი ჩათვლიდნენ, რომ მე იმ კაჰუნასი მეშინოდა და არც ისეთი
ძლიერი ბიჭი ვიყავი, როგორადაც თავი მომქონდა.

“მე რა თქმა უნდა ყოველთვის მქონდა ჩემი სიამაყე, და ჩემს ხალხს რომ უბრალო
თეთრ ბუმბულად არ მოვჩვენებოდი გადავწყვიტე, რომ შელოცვის კაჰუნასათვის
დაბრუნება მეცადა. ეს ალბათ ყველაზე ადვილი რამაა, რაც ახალბედა ჯადოქარმა
შეიძლება გააკეთოს. შელოცვა მომზადდა და მოთვინიერებული სულები
გამოგზავნილ იქნა. ერთადერთი რაც მე უნდა გამეკეთებინა იყო ის, რომ სწორი
არგუმენტების საშუალებით, ისინი ჩემს მხარეს გადმომებირებინა, და შემდეგ
მთელი ჩემი ძალისხმევა გამომეყენებინა, რათა ისინი უკან, კაჰუნასკენ გამეგზავნა
მასზე თავდასხმის მიზნით. მე ვგრძნობდი, რომ ეს სირთულეს არ წარმოადგენდა,
რადგან ბიჭი უდანაშაულო იყო.

“თი-ს ფოთლებისგან საკმაოდ შორს ვიყავით, ჩვეულებრივ ამ ფოთლებს


პაციენტს უსვამენ ხოლმე, ეს სულების განდევნის რიტუალის ნაწილია, მაგრამ მე
მათ არასდროს ვთვლიდი საჭიროდ. თან მე ძალიან გაბრაზებული და წყობიდან
გამოსული ვიყავი. ბოლოს ავდექი და ვთქვი: ‘თქვენ ხომ ყველამ იცით თუ
როგორი ძლევამოსილი კაჰუნა ვარ?’ მათ დაბეჯითებით დამიქნიეს თავი. ‘მაშ
მიყურეთ,’ აღმოვთქვი მე, წავედი ბიჭთან და საქმეს შევუდექი.

“საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა სულებთან ისეთი დამაჯერებელი


არგუმენტების მოფიქრება, რომ მათ ჩათვალონ, რომ მათი გამომგზავნი
ნამდვილი ეშმაკია, რადგან ასეთი სუფთა და უდანაშაულო ადამიანის
მოსაკლავად გამოგზავნა ისინი. მე ვიცოდი, რომ თუ მათ გულს მოვიგებდი, მათ
ემოციებზე ვიმუშავებდი და ავაჯანყებდი, წარმატებაც გარანტირებული იქნებოდა.
რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო კაჰუნას ‘კალა’ (თავდაცვის რიტუალი) ჰქონოდა
ჩატარებული თავის თავზე; მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდო იყო, რადგან მას არ
უნდა შეშინებოდა, რომ მე მისი შელოცვის უკან გაგზავნა შემეძლო. ეჭვი
მეპარებოდა, რომ ჩემს შესახებ საერთოდ რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა.

“მე ბიჭთან დავჯექი და დავიწყე სულებთან კამათი. პოლიტიკოსზე ენამახვილი


გავხდი. მე შევაქე ისინი და აღვნიშნე თუ როგორი კარგი ყმაწვილები იყვნენ,
როგორი სანდომიანი და ჭკვიანი. შემდეგ ნელ-ნელა შევცვალე თემა და მათ
ვუთხარი, თუ როგორი დასანანია, რომ კაჰუნამ ისინი მძევლებად აქცია, იმის
მაგივრად, რომ მათთვის მშვენიერ სამოთხეში განსვენების საშუალება მიეცა. მე
ავუხსენი თუ როგორ დაამწყვდია ისინი კაჰუნამ და როგორ იყენებდა მათ. მე
დღესაც ვთვლი, რომ საუკუნის მონოლოგი მქონდა. ამ დროს ჰავაელები
თავიანთთვის ბუტბუტებდნენ.

“ბოლოს, როდესაც ჩავთვალე, რომ სულების გადარწმუნება დასრულებული იყო


და ისინი მზად იყვნენ კაჰუნა შუაზე გაეხლიჩათ, მე საბოლოო ბრძანების
გასაცემად მოვემზადე, რომ დაბრუნებულიყვნენ უკან და ათჯერ უფრო მძაფრი
სასჯელი მოევლინათ კაჰუნასთვის, ვიდრე მას ბიჭისთვის ჰქონდა განზრახული. იმ
დროს ძალიან ხმამაღლა შემეძლო ღრიალი. ახლაც შემიძლია! [ამ დროს
დოქტორმა თავი გადააგდო და ისეთი ძალით დაიღრიალა, რომ მთელი სახლი
შეზანზარდა.] აი, ზუსტად ასეთი ხმით გავეცი ბრძანება. ისეთი ძალით დავიყვირე,
რომ ცხოველებიც კი დაფრთხნენ. კაცები გარეთ გამოიქცნენ, ბიჭს კი შიშისგან
კინაღამ გული წაუვიდა.

“ჩემთვის ეს საოცარი გონებრივი, ემოციური და ფიზიკური სამუშაო იყო. მთელი


სურვილი და კონცენტრაცია ამ ბრძანებაში ჩავაქსოვე. როდესაც ის სამჯერ
გავიმეორე აკანკალებული დავჯექი ბიჭთან.

“ვცდილობდი გონება ისევ დაძაბული მქონოდა და საერთოდ არ მეფიქრა იმაზე


თუ რამდენად იმუშავა ჩემმა ბრძანებამ. ამ დროს მზეც გადავიდა და
ვარსკვლავებიც გამოჩნდა. ბიჭი ჩუმად იწვა და ელოდა. შორიდან უხილავი
ძალებით დაშინებული, მაგრამ დაიმედებული ჰავაელები გვიყურებდნენ. რაღაც
მომენტში ჰაერი ისე გახშირდა, თითქოს არამიწიერი ძალები იბრძოდნენ ჩვენს
გარშემო.

“ისტორიაში ყველაზე გრძელი ერთი საათი მიიწურა და მე უცნაური გრძნობა


დამეუფლა. თითქოს ჰაერი უცბად დამშვიდდა. მე ღრმად ჩავისუნთქე. რამდენიმე
წამში ბიჭმა დაიჩურჩულა. ‘უაუაე... მაიკაი’ (ფეხები... კარგადაა).

“სიხარულისგან ყვირილი მინდოდა, დავჯექი და ბარძაყების დამასაჟება დავუწყე,


რომლებიც ისე რეაგირებდნენ, თითქოს გაყინულები იყვნენ და ლღვებოდნენ.
ნელ-ნელა ცირკულაცია აღდგა და ფეხის თითებმაც დაიწყეს ამოძრავება.
გარშემომყოფები ერთმანეთს ულოცავდნენ. ეს ჩემი კაჰუნობის კარიერის
მწვერვალი იყო. ერთ საათში ბიჭი ფეხზე იდგა და მის პოის მიირთმევდა.

“მაგრამ ისტორია ამით არ დამთავრებულა. მე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ


ვიღაც ძალიან ცუდად მოვკალი. მე ჩემი ნახელავის გადამოწმება და იმის გაგება
მინდოდა, თუ რა დაემართა კაჰუნას. გადავწყვიტე, რომ მოგზაურობა მალევე
დამემთავრებინა და ბიჭის სოფელში წავსულიყავი - მცენარეების შეგროვებამ
მაინც წარუმატებლად ჩაიარა.

“ჩვენ სწრაფად ვმოძრაობდით და მთებზე ვბანაკდებოდით. ერთ ღამეს მაუნა კეას


ტბაზე დავრჩით და მაუნა ლოას კრატერი გამოვიკვლიეთ. დღის მანძილზე
ვიწვოდით, ღამით კი ვიყინებოდით.

“სულ მალე ქვეყნის ქვედა ნაწილს მივუახლოვდით, მთების ჩრდილოეთით.


წყლის შოვნა უფრო ადვილი გახდა, მაგრამ ადგილი ცუდად იყო მოჭრილი და
ტყე კი ხშირი. საბოლოოდ ოკეანესაც მივაღწიეთ, ვიპოვნეთ ბილიკი და გავყევით
აღმართ-დაღმართ ხეობებს. ყოველთვის ზღვას მივყვებოდით.

“ერთ საღამოს ბუჩქებიდან გამოვაღწიეთ და გაშლილ მინდორზე გამოვედით.


იქვე ტაროს მინდორში მოხუცი ქალი და გოგონა მუშაობდნენ. მათ მე და ბიჭს
შემოგვხედეს და ყვირილით გაიქცნენ. ჩვენ მათ გავყევით და ბალახის ქოხებს
მივადექით. გარშემო არავინ ჩანდა. მე იმ დიდი ქოხის წინ დავჯექი, რომელშიც
კაჰუნა ცხოვრობდა, ბიჭი კი ხალხის მოსაძებნად წავიდა.

“ცოტა ხანს მესმოდა მისი ყვირილი, შემდეგ კი ხმაური შეწყდა. რამდენიმე წუთში
ის ახალი ამბით დაბრუნდა. იმ ღამით, როდესაც მე სულები უკან გავგზავნე,
კაჰუნას ეძინა. მას ყვირილით გაუღვიძია და თი-ს ფოთლების ასაღებად გაქცეულა
და მათი დანიავება დაუწყია რათა სულები მოეგერიებინა. ამ დროს გარშემო
მყოფებს ეუბნებოდა, რომ მას თავდაცვის რიტუალი (კალა) არ ჩაუტარებია და
რომ თეთრმა კაჰუნამ ეს სათავისოდ გამოიყენა. სულ ცოტა ხანში ის მიწაზე დაეცა
და ასე იწვა ღმუილით და პირზე ქაფით. დილით კი უკვე მკვდარი იყო.

“ხალხი დარწმუნებული იყო, რომ მე მთელი სოფლის გასაჟლეტად ვიყავი


მოსული. მე ვუთხარი ბიჭს, რომ წასულიყო და მათთვის ეთქვა, რომ ჩემი
შურისძიება დასრულებული იყო და თუ ისინი კარგად მოიქცეოდნენ მე მათ
მეგობრებად ჩავთვლიდი.

“ჩვენ კიდევ ცოტა ხანს ვიცადეთ, სანამ მათი ბელადი არ გამოჩნდა თავის
ხალხთან ერთად. ის გახარებული საერთოდ არ ჩანდა, ქალების უმეტესობა კი
ძალიან შეშინებული იყო. თუმცა, მე ისინი დავამშვიდე და ჩვენ მალევე
დავმეგობრდით. მეტიც, უნდა აღვნიშნო, რომ მათ ძალიან კარგ ბიჭად
ჩამთვალეს. არავის გამოუხატავს წყენა, რომ მე მათი კაჰუნა მოვკალი - ეს
მათთვის თამაშის ნაწილი იყო.

“ვინაიდან ჩვენი ცხენები დაღლილები იყვნენ, ჩვენ მათთან დარჩენაზე


დავთანხმდით. მათ გაგვიშალეს ლუაუ (სუფრა), რომელიც მიუხედავად სოფლის
სიღარიბისა, სულაც არ იყო ცუდი. მართალია მათ ღორები არ ჰყავდათ, მაგრამ
ძაღლის ხორცი საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა. მე არასდროს გამისინჯავს
ძაღლის ხორცი, მაგრამ როგორც სრულყოფილმა კაჰუნამ აღარ ვიუარე. ჩვენ
ძმებად დავიშალეთ.

“ერთადერთი რაც დღემდე არ მასვენებს ესაა: ბებერმა კაჰუნამ ფსიქიკური


ძალების მეშვეობით შეიტყო, რომ მე ბიჭი დავიქირავე, მაგრამ რატომ ვეღარ
შეძლო იმის დანახვა, რომ მე მას სიკვდილის ლოცვა უკან დავუბრუნე. შესაძლოა
ადრე დაწვა დასაძინებლად და მალევე ჩაეძინა.

“მე ვფიქრობ ის ძალიან ძლიერი კაჰუნა იყო, რადგან მხოლოდ ასეთებს


შეუძლიათ შორს დანახვა. მაგრამ არ შემიძლია იმის თქმა, თუ რატომ ვერ დაინახა
მომავალი. ეგებ დაინახა და მზად იყო კიდეც ამისთვის?”

კომენტარი:
არსებობს კიდევ ერთი კაჰუნური მეთოდი მაგიის ძალით ადამიანის სიკვდილისა.
მას კუნი-ს ან დაწვას ეძახიან. როგორც ჩანს ადრე მას იშვიათად იყენებდნენ,
მაგრამ ამბობენ, რომ იგი მოიცავდა მსხვერპლის თმის ან რაიმე სხვა ნაწილის
დაწვას და ფერფლის ზღვაში მობნევას. ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს,
ამიტომ იმ შემთხვევისთვის ვახსენებ, რომ თუ მომავალში რაიმე მნიშვნელოვანი
ინფორმაცია გამოჩნდა მკვლევარებს არ გამორჩეთ ეს, იმის გამო, რომ მე ის არ
ვახსენე.

ადამიანის მაგიის გამოყენებით სიკვდილი კაჰუნების აზრით ეფუძნებოდა იმ


ფაქტს, ჰქონდა თუ არა მსხვერპლს სინანული, თუ ვინმესთვის რამე ჰქონდა
დაშავებული. სწორედ ეს სინანული (კომპლექსი) ხდიდა წარმატებულს
უნიჰიპილის ან ქვეცნობიერი სულების თავდასხმას. ამ სინანულის გრძნობის
გარეშე მსხვერპლის ქვეცნობიერი წარმატებით იგერიებდა თავდამსხმელ
სულებს.

საუკუნეების წინ არსებობდა მაგიური რიტუალი, რომელიც მოიცავდა მსხვერპლის


სათამაშოს, ან სურათის გაკეთებას, და შემდეგ მასში ქინძისთავების გაყრას.
ყოველ დღე ახალი ქინძისთავი. ამის იდეა გახლდათ ის, რომ რაღაც ფორმის
სიმპათიური კავშირი მყარდებოდა მსხვერპლთან და მაგიური რეაქცია დროთა
განმავლობაში სიკვდილს იწვევდა. შესაძლოა ამ რიტუალს ნაკლები ძალა
ჰქონდა, მაგრამ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. ჩვენ კვლევის იმ სფეროში
ვართ, სადაც არაფერია ბოლომდე გამოკვლეული. ჩვენ აუცილებლად უნდა
გავითვალისწინოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია თუ არ გვინდა, რომ რაიმე
მნიშვნელოვანი გამოგვრჩეს, მათ შორის კაჰუნების “სწრაფი განკურნების”
რიტუალი.

კაჰუნებისთვის ‘მთავარ ძალას’, ანუ მანას აქვს სამი ძალა. თუ ის ელექტრული


ბუნებისაა, როგორც ეს თანამედროვე ექსპერიმენტებმა აჩვენა, ჩვენ შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ რასაც კაჰუნები მანას სამ ძალას ეძახიან იგივეა რაც სამი
ძაბვა.

კაჰუნების ენაზე სამი ძაბვა ასე ხასიათდება: მანა ეწოდება დაბალ ძაბვას,
რომელსაც ქვეცნობიერი სული იყენებს და მანა-მანა - მაღალი ძაბვა, რომელსაც
ცნობიერი სული იყენებს როგორც “სურვილს” ან ჰიპნოზურ ძალას. არსებობდა
ასევე უფრო მაღალი ძაბვა, მანა-ლოა ანუ “უძლიერესი ძალა” და ფიქრობდნენ,
რომ მას მხოლოდ ზეცნობიერი სული იყენებდა ორი დაბალი სულის მეშვეობით
და ამით ადამიან სამებას კრავდა.

თანამედროვე მთავარი ელექტროობის სწავლება ხორციელდება ადამიანის


სხეულზე და თავის ქალაზე სადენების მიერთებით, რის შემდეგაც იყენებენ
მაღალი მგრძნობელობის ინსტრუმენტებს, რომლებიც ზომავენ, თუ რა
ელექტრულ მუხტს ატარებენ სადენები.

Life ჟურნალის 1937 წლის, 8 ოქტომბრის ჩანაწერები აჩვენებს ტესტების შედეგებს


დიაგრამების და გრაფების სახით. აღმოჩენილ იქნა ელექტროობის ორი ძაბვა,
დაბალი ძაბვა სხეულის ქსოვილებში და მაღალი ძაბვა ტვინში. აქედან დაასკვნეს,
რომ ფიქრის პროცესი მოიცავს მთავარი ძალის, მაღალი ძაბვის ელექტრულ
აქტივობას.
კაჰუნები ფიქრის პროცესს მანასთან აკავშირებდნენ. სიტყვა “მანა-ო” ნიშნავს
“რომ იფიქრო”, ისინი ამატებენ “ო”-ს იმის გამოსახატად, რომ ეს არის პროცესი,
რომელიც იყენებს მანას ფიქრის წარმოსაქმნელად.

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უძველესი


კაჰუნები კარგი ფსიქოლოგები იყვნენ. ისინი ქვეცნობიერს და ცნობიერს ორ
სულად მიიჩნევდნენ და მათ იცოდნენ იმ მთავარი ელექტრული ძალის ორი
სიძლიერის შესახებ, რომელსაც ახლა “სხეულის ტალღები” და “ტვინის ტალღები”
ეწოდებათ. კაჰუნებმა ასევე იცოდნენ ზეცნობიერი სულის არსებობის და იმ ძაბვის
შესახებაც, რომელსაც ის იყენებდა. ეს უმაღლესი ძაბვა იყო. მიუხედავად იმისა,
რომ ეს ბოლო ორი ელემენტი თანამედროვე მეცნიერებისთვის ჯერჯერობით
უცნობია, მომავალში ალბათ ცნობილი გახდება. ჩვენი ახლანდელი გამოძიების
წყალობით უამრავი სამხილი გვაქვს რაც კაჰუნების ფსიქოლოგიის სისწორეზე
მიუთითებს. (ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კაჰუნების ფსიქოლოგიის
სისტემამ, მიუხედავად იმისა, რომ ის არასრულყოფილია, შესაძლებელი გახადა
ცეცხლზე-სიარული. ეს მუშა სისტემა იყო და ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, სანამ
ასეთივე მუშა სისტემას არ აღმოვაჩენთ.)

ასევე აღმოჩნდა, რომ მთავარი ძალა ან მაგნიტური ძალა, რომელიც მთავარი


ძალის მიერ მუშავდება სხეულის ქსოვილებში, სხვა უცნაურ ეფექტებსაც ახდენს
სხვადასხვა მდგომარეობაში.

ცნობილ მედიუმთან, საფრანგეთში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ


შესაძლებელია ხორცისა და თევზის ლპობის შეჩერება ხელში ჭერისას და
მაგნიტური დამუშავებისას. ასე დამუშავებული ფორთოხალი და სხვა ხილი, ასევე
ბოსტნეულიც, არ ლპებოდა, არამედ ნელა ხმებოდა.

სხვა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მთავარი ძალა შესაძლოა განთავსდეს


სხვადასხვა საგნებში, როგორიცაა ხე, ფურცელი ან ნაჭერი. წყალი იღებდა და
აჩერებდა მუხტს ,ხოლო მინა არა.
თავი 5
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე
კაჰუნების სისტემა და ადამიანის სამი სული, რომელთაგან თითოეული
თავისი სასიცოცხლო ძალის ძაბვით სარგებლობს, ეს სულები ერთად და
ცალცალკე
დავუბრუნდეთ „საიდუმლოს“ უძველესი სისტემის საზომი ერთეულების
ილუსტრაციას, განვიხილოთ მისი პირველი ერთეული ძალა . მეორე საზომი
ერთეულია ცნობიერება , ის ძალას მიმართულებას აძლევს. მოგვიანებით
განვიხილავთ მესამე ერთეულსაც - სუბსტანციას, რომლის მეშვეობითაც
ცნობიერება მართავს ძალას.

თუ კაჰუნებს დავუჯერებთ, რომ ადამიანის ცნობიერება ამ დონეზე ორ


დამოუკიდებელ სულად იყოფა, და მესამე - ზეცნობიერი სული მოქმედებს,
როგორც მფარველი ანგელოზი, მაშინ ნამდვილად ძნელი იქნება თანამედროვე
ფსიქოლოგიისთვის ამ ტერმინის მნიშვნელობის გადაფასება.

ეს კონცეპტი გვაიძულებს ადამიანის სულის შესახებ ჩვენს რელიგურ თეორიებს


გადავხედოთ. თუ კაჰუნებს ვენდობით, ჩვენ გვაქვს ნაკლებად განვითარებული
დაბალი სული, პირდაპირ ცხოველთა სამეფოდან და ამავე დროს უფრო
განვითარებული სულიც, რომელმაც დიდი ხნის წინ დააღწია თავი ცხოველთა
სამეფოს, მაშინ ჩვენი „ხსნის“ იდეა აშკარად გადასახედი ხდება. საჭირო ხდება
ორი ხსნა - თითო-თითო სულისთვის, რადგან ისინი განვითარების სხვა და სხვა
დონეზე არიან.

ამავე მიზეზეთ კარმისა და რეინკარნაციის რელიგიური კონცეპტიც გადახედვას


საჭიროებს, რათა შეესაბამოს ორი სხვა და სხვა დონეზე განვითარებული სულის
იდეას თუ აღარაფერს ვიტყვით მესამე, ზეცნობიერებაზე - რომელიც ყველაზე
ძველი და ყველაზე სრულყოფილია ადამიანის სამ „მეს“ ან სულს შორის (აუმაკუა
ანუ „მშობელი სული“).

ამ გაცილებით ძველი და მუშა ფსიქოლოგიური სისტემით შეგვიძლია ჩვენი თავი


უფრო ნათლად დავინახოთ, ამავე დროს სიმარტივეს ყოფიერების რთულ
სამსახოვნებაზე ვცვლით. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ რელიგიაში ღმერთს აღვიქვამთ
როგორც სამებას, მაგრამ ადამიანის სულის სამება გამოგვეპარა.

მსგავსი კომპლექცია უფრო იოლდება და ადვილად გასაგები ხდება თუ


ყოველთვის გვემახსოვრება ფაქტი, რომ დაბალი, ცხოველური სული - უნიჰიპილი
ყველაფერს იმახსოვრებს, რაც ადამიანს სჭირდება, მაგრამ აზროვნების ძალიან
შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. ცნობიერი გონების სული - უჰანე ვერ აღიქვამს
საკუთარ თავს, მაგრამ შეუძლია ინდუქციური გონების მთელი შესაძლებლობა
გამოიყენოს.

„სიკვდილის ლოცვაში“ მოყვანილი მტკიცებულებების გვერდით გვინდა კიდევ


მოვიყვანოთ დამატებითი ცნობები.

მაშინ როცა თანამედროვე ფსიქოლოგიურმა კვლევებმა გარდაცვლილთა


სულების მხოლოდ ორი „მოჩვენებებისა“ და „სულების“ კლასიფიკაცია
გამოავლინა, თუმცა მათ მოქმედებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოდ
გაცილებით ფართო კლასიფიკაციის შესახებ. ყოველ ამ კლასიფიკაციას თავისი
სამოქმედო ძალა და აზროვნების თავისებურება გააჩნია.

მეორე მხრივ, კაჰუნები უკვე დიდი ხანია განსაზღვრავენ სულთა რამოდენიმე


სახეობას. დასავლეთისთვის ამგვარი დაყოფა ძალიან უჩვულოა და დიდ
ინტერესსაც წარმოადგენს, ამავე დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის
- ნება მომეცით ჩამოგითვალოთ რამდენიმე სული რომელიც სეანსების ოთახში
შეიძლება შეგხვდეთ.

მოჩვენებების - სულების სახეობები კაჰუნების სწავლების მიხედვით:

1. ჩვეულებრივი გარდაცვლილის სული. ამ სულს აქვს ცნობიერი და არაცნობიერი


ისევე როგორც სიცოცხლეში. ის ფიქრობს და აზროვნებს ისე როგორც ნებისმიერი
ნორმალური ცოცხალი ადამიანი. იყენებს იმავე ძალებს.

2. ადამიანის ქვეცნობიერი სული, რომელიც ჩამოცილებულია თავის ცნობიერ


კომპანიონს უბედური შემთხვევის, ავამყოფობის ან სიკვდილის გამო. ამ სულს
ძალიან კარგი მესხიერება აქვს, მაგრამ მოკლებულია ლოგიკას, მხოლოდ
ცხოველის მსგავსი დედუქცია გააჩნია. ის კარგად ექვემდებარება ჰიპნოზს. იქცევა
ბავშვივით და ხშირად ხმაურიანი პოლტერგეისტის როლში გვევლინება. უყვარს
სპირიტუალურ სეანსში მონაწილეობის მიღება და მაგიდის ტრიალი. ცდილობს
კითხვებზე პასუხის გაცემას და ხშირად ისეთ პასუხებს იძლევა, რაც მატყუარის
რეპუტაციას უქმნის. უყვარს იმ ადამიანების ნათესავების იმიტირება რომლებიც
მაგიდასთან სხედან.

3. ადამიანის ცნობიერი სული, რომელიც მოცილებულია მის ქვეცნობიერს უკვე


სიკვდილამდე ან მას შემდეგ. ამ სულს არაფრის გახსენება არ შეუძლია, ამიტომ ის
უსუსური მოჩვენებაა რომელიც უმიზნოდ დახეტიალობს - ხან და ხან გვანიშნებს
რომ სეანსს ესწრება, ზოგი მას გრძნობს, მაგრამ რეალურად ის „დაკარგული
სულია“, იქამდე, სანამ თავს იხსნის და ისევ ქვეცნობიერს შეუერთდება, რომელიც
გახსენების ძალას აღუდგენს - ხშირად ისე ხდება, რომ გამოხსნილი სული „უჰანე“
თავისი მხსნელისგან მოგონებების გარკვეულ რაოდენობას იღებს. ეს იმ
ცხოვრების მოგონებებია რომელიც იქამდე უკვე გაიარა ქვეცნობიერმა სულმა,
მაშინ როცა ახლახანს მიერთებულ ცნობიერს ამ ყველაფერთან საერთოდ არ აქვს
კავშირი.

4. ზეცნობიერი წესრიგის სულები, მათი ჩათვლით, რომლებსაც თეოსოფიური


ტერმინოლოგიით „ბუნების ან კოლექტიურ სულებს“ უწოდებენ. ამ სულებზე
ძალიან ბუნდოვანი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ითვლება, რომ ორი ქვედა დონის
სულების უნიჰიპილისა და უჰანეს მოქმედებაში ესენიც იღებენ მონაწილეობას, და
ეხმარებიან მათ დროის გარკვეულ მონაკვეთში საოცარი საქმეები ჩაიდინონ.

მხოლოდ კაჰუნების ფსიქოლოგიური სისტემის ხელახალი აღმოჩენის მერე


მოგვეცა პიროვნების გაორების მოვლენის დამაკმაყოფილებელი და ნათელი
ახსნა. საინტერესოა როგორ გამოხატავს უძველესი სისტემა იმას რასაც ჩვენ ჯერ
კიდევ შევისწავლით. ნება მომეცით ზოგიერთი სტანდარტული მონაცემი
წარმოგიდგინოთ:

ქეისი 9
მრავალრიცხოვან პიროვნებათა აშლილობა
შესავალი
წყაროები: უილიამ მაკ’დუგალი „პარანორმალური ფსიქოლოგიის მონახაზები“,
(სკრიბნერსი 1926), ენციკლოპედია ბრიტანიკა (13 გამოცემა) - სტატიები
მრავალრიცხოვან პიროვნებათა აშლილობაზე.

სიტყვა „პიროვნება“, როგორც აქაა მოცემული, არც ისე კარგადაა გარკვეული


ფსიქოლოგიაში. ფროიდის შემდეგ, იუნგიც თავის კომპლექსურ კვლევებში
აღწერს ამ სიტყვას და მის ლათინურ ძირებთან გვაბრუნებს: პერსონა - ნიღაბი
რომელსაც ატარებენ მსახიობები, როდესაც პიესაში ერთი პერსონაჟიდან
მეორეზე გადადიან. ეს აღწერს პროცესს რომელიც მიმდინარეობს პიროვნების
გახლეჩის დროს. ესაა ინდივიდუალობა ან სახასიათო ნიშნები, რომლებიც ერთ
ადამიანს მეორისგან გამოარჩევს.
პიროვნების ცვლილებების აღწერისას, მეცნიერები მცირედ განასხვავებენ
ცნობიერს და არაცნობიერს - ადამიანის ფსიქიკის იმ ორ შემადგენელ ნაწილს,
რომელსაც მეცნიერება აღიარებს. იუნგმა პირველმა მიმართა ასეთ დაყოფას.
სიტყვით „ანიმა“ (ლათინურად სუნთქვა ან სული, ფრანგულ ენაში გადაკეთდა
სიტყვად animal - ცხოველი) განსაზღვრავდა არაცნობიერს, ხოლო „პერსონა“ -
ცნობიერს.

უფრო უპრიანი იქნება თუ მოვლენას რომლის აღწერასაც ვაპირებთ ვუწოებთ


„ანიმას და პერსონას გახლეჩას“ ვიდრე „პიროვნების გახლეჩას“.

მოცემულ ქეისში უნდა გავითვალისწინოთ სამი საკვანძო მომენტი: 1) მხოლოდ


ცნობიერის ან მხოლოდ არაცნობიერის გამოჩენა და გაქრობა, პიროვნების
შესაბამისი ცვლილებებით. 2) ორივეს გაერთიანებულად, წყვილად გამოჩენა ან
გაქრობა. 3) პიროვნებათა მიერ დამახსოვრებული მოგონებები როდესაც ისინი
მიდიან ან მოდიან.

თუ დავუჯერებთ კაჰუნების თეორიას, რომ მხოლოდ არაცნობიერს აქვს


მეხსიერება - მაშინ მეხსიერებაზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომელი
ერთეული ჩნდება და რომელი ქრება.
ვებსტერის საერთაშორისო ლექსიკონი აღწერს ამ მოვლენას როგორც „გონების“
არანორმალურ მდგომარეობას. მე კი ვამჯობინებ მას ვუწოდო სხეულის
არანორმალური მდგომარეობა სადაც გონებები მიდიან და მოდიან, და არა
როგორც რამდენიმე გონის ერთად შეკრება. ცნობიერების ნებისმიერი
სახესხვაობა, თუ ის სხეულშია ნორმალურად ითვლება. არანორმალური
მდგომარეობა დგება მაშინ თუ მეხსიერებაში ჩავარდნები გვაქვს, როცა
ცნობიერება სხეულს სცილდება, ან ძილის დროს.

ტერმინები, რომლებიც ცნობიერების ელემენტებისა და ცნობიერების


მდგომარეობების აღსაწერად გამოიყენება: პიროვნება, რომელიც მოკლებულია
სხეულისა და გონების კონტროლს, არის „დისოციაციური“, თავდაპირველი
სხეულში მყოფი პიროვნება არის „პირველადი“, ხოლო ისინი ვინც მოდიან ამ
პირველის შესაცვლელად - „მეორადები“, პიროვნება რომელიც აკონტროლებს
სხეულს და გონებას არის „დომინანტური“, ხოლო ისინი ვინც ერთხელ
გამოჩნდება და გაქრება, ან რომლებიც ჯერ არც გამოჩენილან - „ლატენტურები“.

პიროვნების გაორების შემთხვევაში საქმე გვაქვს ორ მონაცვლე პიროვნებასთან.


ხოლო თუ „ორმხრივ ამნეზიას“ ვაკვირდებით, მაშინ არც ერთ ამ პიროვნებას არ
ახსოვს რა ხდებოდა, როცა სხეულს მეორე აკონტროლებდა. მაგრამ თუ ასეთი
ამნეზია არ დგება მაშინ მეორეს ან ნებისმიერ სხვა პიროვნებას ახსოვს
ყველაფერი, რაც სხეულს ემართებოდა მის იქ არ ყოფნაში. ჰიპნოზის
გამოყენებით ფსიქოლოგს შეუძლია ფარული მდგომარეობიდან გამოიყვანოს
მეორეული პიროვნებები, და მათ დასმულ კითხვებზე პასუხი გააცემინოს. როგორც
წესი ეს პასუხები ლოგიკას მოკლებულია მაგრამ ამით ვერ დავასკვნით, რომ ეს
ავადმყოფი გონების ნაყოფია. ჯანმრთელი არაცნობიერიც იგივე პასუხს
გაგვცემდა იქ რომ ყოფილიყო. ეს არც რაიმე ახალია და არც უცხო. საუკუნეების
განმავლობაში ადამიანები იცვლიდნენ პიროვნებებს და იყვნენ „შეპყრობილები“.
ჩვენ ვსაუბრობთ სიგიჟეზე და სხვა ფსიქიკურ დარღვევებზე და არამხოლოდ ამაზე.
დღეს სწორედ იმ შემთხვევებს განვიხილავთ სადაც სიგიჟის მსგავსი სიმპტომები
ვერ აღმოაჩინეს.

ქეისი
მე მოგიყვებით რამდენიმე ისეთ ტიპიურ შემთხვევაზე, როგორსაც მაკდუგალი
აღწერს წყაროებში მოყვანილ წიგნში.

ეკლესიის მსახურმა ვ.ს. პულმერმა პირველად 1860 წელს „ჰარპერ მეგეზინში“


აღწერა ეს შემთხვევა. 18 წლის, სრულიად ნორმალურ, ჯანმრთელ მერი
რეინოლდსს მთელი წლის განმავლობაში აწუხებდა შეტევები. ერთხელაც,
როდესაც მინდორში წიგნს კითხულობდა მან უეცრად გონება დაკარგა. როდესაც
გონზე მოვიდა უკვე უსინათლო და ყრუ გამხდარიყო. სამი თვის შემდეგ ეს
სიმპტომები გაქრა. ერთ დილით კი მან ვეღარ გაიღვიძა. რამოდენიმე საათის
შემდეგ მან მშიდად გაიღვიძა ახლა უკვე ახალშობილი ჩვილის მდგომარეობაში.
მას მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა შეეძლო. ის ძალიან სწრაფად სწავლობდა
და მალე მოზარდივით დაიწყო საუბარი და აზროვნება. რამდნიმე კვირის შემდეგ
„მეორეული“ პიროვნება გაქრა და ადგილი პირველადს დაუთმო. რამდენიმე
წლის განმავლობაში ენაცვლებოდნენ ეს პიროვნებები ერთმანეთს, ამასობაში
ბავშვის პიროვნება იზრებოდა. არც ერთმა - დომინირების პერიოდში არ იცოდა
მეორის არსებობის შესახებ.

პროფესორი ჯენეტი აღწერს შემთხვევას, როცა ერთ-ერთმა მონაცვლე


პიროვნებამ იცოდა მეორის მოგონებები - ფელიდამ პიროვნებების ცვლა დაიწყო
13 წლის ასაკში. ის ისტერიული ბავშვი იყო, თუმცა მეორეული პიროვნება მისგან
სრულიად განსხვავდებოდა. მეორეულმა იცოდა პირველადის ყველა მოგონება,
მაგრამ არა პირიქით - პირველადმა არაფერი იცოდა მეორეულზე.

დოქტორ მორტონ პრინსის ყველაზე ცნობილ ნაშრომს ჰქვია „ბიუჰემპის


შემთხვევა“, აქ ავტორი აღწერს, თუ როგორ დაიწყო ერთმა 18 წლის გოგონამ
პიროვნებების ცვლა. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა და სულ ხუთი
შენაცვლების შემთხვევაა აღწერილი. ყოველ ჯერზე გოგონა ახალ პიროვნებად
იქცეოდა და მისი მეხსიერება ამ ხუთის მოგონებების ნაზავს წარმოადგენდა.

გოგონა „L”-ის ბავშვობა ძლიერი სტრესებითა და ნერვოზული მდგომარეობით


ხასიათდებოდა. ის გაიზარდა და ექთანი გახდა და კიდევ ერთი სტრესი მიიღო
სასიყვარულო რომანით. უეცრად „მისი ყველა თავისებურება გაიზარდა“, და ის
ულტრა-რელიგიური გახდა. მესხიერება იგივე დარჩა, მაგრამ ხასიათი
შესამჩნევად შეიცვალა. ეს ცვლილებები დიდხანს გრძელდებოდა, სანამ 6 წლის
შემდეგ არ გამოჩნდა მეორეული პიროვნება სალი, რომელიც თავს მხოლოდ
ძილის დროს ავლენდა. ღამით სალი სხეულიდან ლაპარაკობდა და მთვარეულ
მოგზაურობებში მიდიოდა.

მეექვსე წლის ბოლოს გოგონას კიდევ ერთი ძლიერი სტრესის გადატანა მოუხდა
და ამჯერად უკვე “L4” გამოჩნდა და დომინანტი პიროვნება გახდა, მან
ყველაფერი იცოდა პირველადი პიროვნების შესახებ, მაგრამ არ ფლობდა”L1”-ის
მოგონებებს.

მთელი შემდეგი წლის განმავლობაში “L4” და “L1” მონაცვლეობით ჩნდებოდნენ


საზიარო ამნეზიის ფორნზე. ორივეს ჰქონდა ინფორმაცია პირველადი
პიროვნების შესახებ მაგრამ არაფერი იცოდნენ ერთმანეთზე. “L1” სუსტი და
რბილი იყო, ხოლო L4” ჯანმრთელი და გაცილებით აგრესიული. ორივე ძალიან
ემოციური გახლდათ.

დოქტორმა პრინსმა ამ პაციენტთან ჰიპნოზს მიმართა. ჰიპნოზისას მეორე


პიროვნებაც გამომჟღავნდა, ის თავისუფლად საუბრობდა. თუმცა ამ ახალმა
პიროვნებამ დააბნია მკვლევარი. მან იფიქრა, რომ ეს თავდაპირველი პიროვნება
იყო ნორმალურ მდგომარეობაში. ის გარკვეულწილად აგონებდა “L1”და “L4” ,
თითქოს ეს ამ ორისა და პირველადი პიროვნების ნაზავი გახლდათ. პრინსმა ასე
დაახასიათა ის „გაწონასწორებული, გახსნილი, გულწრფელი და მეგობრული
პიროვნება, ბუნებრივი და პირდაპირი ქცევებით“. ამ პიროვნებას სრულყოფილი
მეხსიერება ჰქონდა. “L”, “L1” და “L4” აგრძელებდნენ ადგილების ცვლას, მაგრამ
ახლა “L” დონიმირებდა “L1” და “L4” მეხსიერებებზე. იქმნებოდა შთაბეჭდილება ,
რომ “L1” და “L4” ერთმანეთს უცვლიდნენ გოგონას ემოციებს და პერიოდულად
ხან ერთი და ხან მეორე გამოდიოდნენ ერთმანეთის მდგომარეობაში.

რამდენიმე წლის მერე ყველაფერი დასტაბილურდა, გოგონას პირველადი,


ბუნებრივი პიროვნება დაბრუნდა და დომინანტური გახდა, თავისუფლად
განაგრძო განვითარება.

სალი ცნობისმოყვარე იყო. ჰიპნოზისას მასთან კონტაქტი ხერხდებოდა, თუმცა ამ


დროს ის რომელიმე სხვა პიროვნების სახეს იღებდა და ეს ხშირად აბრკოლებდა
ექსპერიმენტს. თავად ის საკუთარ თავს სავსებით ინდივიდუალურად და
სხვებისგან განსხვავებულად თვლიდა. მას ახსოვდა ყველაფერი რასაც
ღამღამობით გოგონას სხეულში აკეთებდა. ის იმასაც ამბობდა, რომ იცოდა სხვა
პიროვნებების მოქმედებების შესახებ (გარდა “L4” ). ის კითხულობდა მათ აზრებს
როცა ამას საინტერესოდ მიიჩნევდა. როცა მაგალითად ისინი კითხულობდნენ
წიგნს რომელიც მას მოსწონდა, ის წყვეტდა მათი აზრების კითხვას და თავისი
საქმის კეთებას განაგრძობდა. მას არ უყვარდა “L4” და მას ხშირად ვიზუალურ
ჰალუცინაციებს უგზავნიდა, ან აიძულებდა რაიმე იმპულსური ქმედება ჩაედინა.
დრო და დრო ის იყენებდა “L1” ხმას და აიძულებდა მისთვის უსიამოვნო
საქციელის ჩადენას, მაგალითად ტყუილების თქმას.

როცა სალი სხეულს აკონტროლებდა თვალის გახელა არ შეეძლო. ამიტომაც


ერთ-ერთი ავტომატური მოქმედება რომელსაც ის სხვა პიროვნებებს აიძულებდა
თვალების სრესა იყო. ამგვარად მან ბოლოს და ბოლოს შეძლო თავადაც
გაეხილა თვალი და მთელ ორგანიზმს დაპატრონებოდა. მისი პირველი
წარმატება მაშინ მოვიდა, როცა იმ მომენტში დომინანტი “L1” თვლემდა. ამის
მერე სალის უკვე შეეძლო ჩაენაცვლებინა “L1” როგორც ნორმალურ ისე ჰიპნოზის
მდგომარეობაში. ამ დროს “L1” ვერ იხსენებდა რას აკეთებდა სალი სხეულში.
ნებისთვის ბრძოლაში სალის თითქოსდა გამოსდიოდა “L1” პარალიზება,
რომელიც დომინანტი კი ჩანდა მაგრამ იძულებული იყო სალის ბრძანებებს
დამორჩილებოდა, ამ უკანასკნელს კი შეეძლო პრაქტიკულად ეხუმრა მასზე.
ნაქსოვის დარღვევა სალის საყვარელი ხუმრობა იყო. არც “L1” და არც “L4” არ
ახსოვდათ სალის დომინანტობის პერიოდები. სალის არ შეეძლო “L4” აზრების
წაკითხვა და ვერც რაიმე ავტომატიზმისკენ უბიძგებდა, მისი თქმით ეს იმიტომ
ხდებოდა, რომ “L4” ესმოდა სალის ხმა და მისი ნებისმიერი კონტროლის
წინააღმდეგ იბრძოდა. ზოგჯერ, როცა სალი ხდებოდა დომინანტური პიროვნება
მას არ შეეძლო თვალის გახელა, ხოლო დანარჩენი სხეული - კანი, კუნთები,
რეფლექსები და ა.შ იყვნენ ძილის მსგავს მდგომარეობაში.

კომენტარი
დოქტორი პრინსი თვლიდა, რომ ყველა განსხვავებული პიროვნება, რომელიც
ერთ სხეულს იყენებს, სინამდვილეში ერთი - ნამდვილი პიროვნების
განცალკევებული სახეებია. მისი მკურნალობის მეთოდი მდგომარეობდა იმაში,
რომ ის ცდილობდა ყველა ეს მეორეული პიროვნება შეეერთებინა და მიეღო
დომინანატი პირველადი. ამაში ის არც თუ წარმატებული იყო.

პროფესორი მაკდუგალი კი თავის კვლევაში თვლის, რომ ყოველი პიროვნება


დამოუკიდებელი „მონადაა“.

არც ერთი ეს ფსიქოლოგი არ აღიარებს, რომ ამ პიროვნებებს შეუძლიათ


შევიდნენ და გამოვიდნენ სხეულიდან და რომ არაცნობიერით სარგებლობს ერთი
ან რამდენიმე მათგანი ერთდროულად და ეს აზიანებს მას.

პიროვნების გახლეჩვაზე ჩემი დაკვირვებების შედეგად იმ დასკვნამდე მივედი,


რომ კაჰუნების ფსიქოლოგიური სისტემა ზუსტად გვიხსნის იმ რთულ ცვლილებებს,
რაც ხანდახან ადამიანის სხეულს ემართება.

ზოგიერთ შემთხვევაში ჩნდებოდა „ბავშვი“ პიროვნება და დომინანტი ხდებოდა.


სხვა შემთხვევებში კი მოზრდილი და თან ჯანმრთელობის მდგომარეობასაც
საგრძნობლად ცვლიდა, - სხეულის გარკვეული უბნების დამბლითაც კი - ასევე
მშვენივრად ახსოვდა წინა ცხოვრება სხვა სხეულში.

რადგან ფსიქოლოგიასა და კაჰუნების სისტემას შორის არსებობს პრინციპული


წინააღმდეგობები, ჩვენ ვცდილობთ დავამტკიცოთ,რომ პიროვნებას ნამდვილად
შეუძლია დატოვოს სხეული და მერე ისევ უკან დაბრუნდეს.

ქეისი 10
ნამდვილად ტოვებდა თუ არა გენერალ ლის დედის ცნობიერი და
არაცნობიერი სხეულს და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა
შესავალი
ამ შემთხვევაზე იუწყებოდნენ ჰოლივუდის მოქალაქეები 1934 წლის 14 დეკემბრის
ყოველდღიურ გაზეთში, განყოფილებაში - „შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ“,
დარწმუნებული ვარ,რომ ამ პუბლიკაციის ავტორი შეამოწმებდა ცნობების
უტყუარობას. გარდა ამისა, არსებობს უამრავი გადამოწმებული და
დადასტურებული ფაქტი ასეთი შემთხვევების შესახებ.
ქეისი
სამოქალაქო ომის ცნობილი მონაწილის, კონფედერაციის გენერლის რობერტ
ლის დაბადებამდე 14 თვით ადრე მისი დედა სიკვდილის მსგავს მდგომარეობაში
ჩავარდა. ექიმებმა დაადგინეს, რომ გული აღარ უცემდა და სხეულიც გაცივდა და
გაშეშდა. ოჯახმა ჩათვალა, რომ ქალი გარდაიცვლა, მას დაკრძალვა მოუწყეს და
საგვარულო აკლდამაში დაასვენეს. საბედნიეროდ იმ დროს მიცვალებულების
ბალზამირებას არ მიმართავდნენ.

ერთი კვირის შემდეგ იქ აკლდამის მცველი შევიდა დამჭკნარი გვირგვინების


გასატანად. ის შიშისაგან გაქვავდა როდესაც კუბოდან ყვირილი მოესმა. მან კუბო
გახსნა და აღმოაჩინა, რომ მისის ლი ცოცხალი და ჯანმრთელი იყო, ნათელია,
რომ ის დროულად უნდა დაბრუნებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში
დაიხრჩობოდა. მალე ის სრულიად გამოჯანმრთელდა და ვაჟიც გააჩინა.

კომენტარი
ამ და ყველა ამის მსგავსი შემთხვევიდან ჩანს, რომ სხეულში სრულიად შეწყდა
როგორც ცნობიერი ისე არაცნობიერი სულის მოქმედება. თანაც თუ ხრწნის
კვალის არარსებობის ახსნა გვინდა უნდა დავუშვათ, რომ გარკვეული, თუნდაც
ძალიან სუსტი კავშირი არსებობდა, შესაძლოა ექტოპლაზის ძაფები სხეულსა და
მის არაცნობიერს შორის, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ დაზიანდა სიკვდილის
მსგავსი ლეთარგიული ძილის გამო.

ზემოთ აღწერილ შემთხვევებთან კავშირში არ იქნებოდა ურიგო ინდოელი


იოგების ხსენებაც, ეს „წმინდა ადამიანები“ თვითშთაგონების გარკვეულ სისტემას
იყენებდნენ, რომელსაც მათი სხეულები ლეთარგიულ მდგომარეობაში
გადაყავდა. ასეთ, სიკვდილის მსგავს მდგომარეობაში ცნობიერი ტოვებს სხეულს
დიდი ხნით, ხოლო არაცნობიერი ძილს მიეცემა.

აქ აღწერილ შემთხვევებში საქმე გვაქვს გარკვეულ დეტალებთან, რომლებიც


ჩვენს შემდეგ ძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო ორ შემდეგ შემთხვევაში
მოცემული ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანია, რომ მე საშუალება მომეცა ერთ-
ერთი ყველაზე იდუმალი რამ - კაჰუნების საიდუმლო ამომეხსნა.

ქეისი 11
ყველაზე უჩვეულო და ყველაზე საინტერესო პიროვნება
შესავალი
სანამ ჰონოლულუში ვიყავი, იქ დასახლდა პარაფსიქოლოგიური მოვლნების
კვლევის საზოგადოების ერთ- ერთი პირველი წევრი. ის ჩემს მეცნიერულ
კვლევებშიც იღებდა მონაწილეობას. დოქტორი ლიპსლეი - ძალიან
განათლებული, ჭკვიანი და სანდო ადამიანი. ის ხშირად მეთაურობდა
ექსპედიციებს ადგილობრივი უცნაურობების ძიებაში. ასევე არაერთხელ მოაწყო
შეხვედრა საკუთარი მეგობრების ჯგუფთან და მათ თავისი მიღწევები გააცნო. ამ
ქეისის გახსენებისას მე ერთი ასეთი შეკრების ოქმებს მივმართე.

ქეისი
ფილოსოფიისა და ბიოლოგიის დოქტორი ლიპსლეი, პიროვნების გაორების
აღიარებული სპეციალისტიც გახლდათ. ერთხელ ის ორ მედიცინის დოქტორთან
ერთად გამოიძახეს ერთი უჩვეულო შემთხვევის შესასწავლად, რათა მათ დაესვათ
დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობაც დაენიშნათ. საქმე ეხებოდა ცნობილი
კალიფორნიული ფირმის წარმომადგენლის 28 წლის ქალიშვილს.

მას შემდეგ, რაც გოგონას 4 წელი შეუსრულდა, რეგულარულად - ყოველ მეოთხე


წელს ეცვლებოდა პიროვნება. მონაწილეობდა პროცესში მხოლოდ ორი
პიროვნება და ორივე მათგანი განიცდიდა ზიარ ამნეზიას. ერთმა არაფერი იცოდა
მეორეზე.

პიროვნებების ცვლა ყოველთვის ღრმა ძილისას ხდებოდა. პირველად


გამოჩენილ მეორეულ პიროვნებას ბავშვის ხასიათი ჰქონდა. ის ძალიან სწრაფად
სწავლობდა და მალე პირველად - ბუნებრივ პიროვნებას დაეწია.

წლების განმავლობაში ორივე პიროვნება განაგრძობდა განვითარებას და


ფორმირებას, იმ პერიოდშიც კი, როცა მეორე იყო დომინანანტური. ორივე
მათგანმა ძალიან სწრაფად აითვისა ის, რაც ერთმა იქამდე დამოუკიდებლად
ისწავლა. თუმცა არც ერთმა არაფერი იცოდა იმაზე თუ რას აკეთებდა მეორე.
როცა სხეულში ბრუნდებოდნენ, არც ერთმა არ იცოდა რა ხდებოდა მათი იქ
არყოფნის დროს. ყოველი ასეთი დაბრუნება ორივესთვის მოულოდნელი და
ამაღელვებელი იყო. ისინი საკუთარ სხეულს პოულობდნენ 4 წლით გაზრდილს და
სხვანაირად ჩაცმულს.

პირველადი პიროვნება მშვიდი გოგონა იყო და მეცნიერება იტაცებდა. მას


ძალიან უყვარდა კერვა და თავისი ხელსაქმით სადმე უცხო თვალისგან
მოშორებით ჯდებოდა. მეორეული პიროვნება კი ძალიან თავქარიანი, აგრესიული
და მუდმივად უკმაყოფილო გახლდათ. აგრეთვე განსხვავდებოდნენ მათი
გემოვნებები, დასვენებისა და გართობის ფორმები.

ერთ-ერთი ცვლილება დადგა შუადღისას, როცა დედა თავის 12 წლის გოგონას


წიგნს უკითხავდა. ისინი სასტუმრო ოთახში ისხდნენ. ამ დროს ბავშვის სხეულში
დომინირებდა მისი პირველადი პიროვნება, ვუწოდოთ მას „მის პირველი“.
გოგონა მშვიდად უსმენდა დედის ხმას და უეცრად ჩაეძინა. რამოდენიმე წამში მის
სხეულში პატარა „მის მეორემ“ გამოიღვიძა.

გავიდა კიდევ 4 წელი. ახლა „მის მეორე“ უკვე 16 წლის ქალიშვილია, ისინი ისევ
სასტუმრო ოთახში სხედან და დედა ისევ წიგნს კითხულობს, ამჯერად თავისთვის,
უხმოდ, რადგან მის მეორეს წიგნები არ აინტერესებს. გოგონას ისევ იმ დიდ
სავარძელში ჩაეძინა - დღეც ზუსტად ისევე მზიანი იყო როგორც 4 წლის წინ.

უეცრად გოგონამ თვალები გაახილა და გაკვირვებულმა მიმოიხედა. ეს ისევ მის


პირველი იყო. „რატომ აღარ კითხულობ დედა?“ - ჰკითხა მან. ჯერ კიდევ ვერ
მიხვდა, რომ უკვე 4 წელი გასულიყო. მან უბრალოდ ჩათვალა, რომ ჩაეძინა და
დედამ კითხვა შეწყვიტა. როცა აუხსნეს რა დაემართა, მან გაიხსენა უკვე
მომხდარი მსგავსი მოვლენები და მიხვდა რაც მოხდა. იმასაც მიხვდა, რომ უკვე
გაზრდილიყო, ხოლო კაბა რომელიც ახლა ეცვა არ შეესაბამებოდა მის
გემოვნებას.

ასე - ყოველ 4 წელიწადში გოგონას სხეულში ორი პიროვნება ცვლიდა ადგილს. 28


წლის ასაკში ორივეს უკვე 14 წელი ჰქონდა ნაცხოვრები. ყოველი შეცვლისას
საჭირო ხდებოდა გარდერობის განახლება, რათა ის სხეულის ახალი
მფლობელის გემოვნებას მისადაგებოდა. ასევე იცვლებოდა გართობის ფორმები,
ინტერესები, ჩვევები და სხვა და სხვა აქტივობები.

ბოლოს და ბოლოს მშობლებმა გადაწყვიტეს სპეციალისტების მოწვევა, რათა


ეპოვნათ გზა, რომ მეორეულ პიროვნებას როგორმე დაეტოვებინა სხეული და ის
პირველადის სრულ დომინაციაში გადასულიყო. მაგრამ ამასთან ერთად
მშობლებს გრძნობები გაორებოდათ, მათ თითქოსდა ორი ქალიშვილი ჰყავდათ.

ექიმებმა აუხსნეს გოგონას, რომ მის ჰიპნოტურ მდგომარეობაში გადაყვანას


აპირებდნენ, რომ ან ორი პიროვნება შეეერთებინათ ან ეიძულებინათ მეორეული
სამუდამოდ გასულიყო სხეულიდან და ის მთლიანად პირველადის დომინაციაში
დაეტოვებინა. იმ პერიოდში სხეულში დომინირებდა მის პირველი და
გამუდმებულ შიშს განიცდიდა, რადგან ახლოვდებოდა პიროვნებების გაცვლის
დრო. ამიტომ გოგონა სიამოვნებით დათანხმდა ჰიპნოტურ ჩარევაზე.

ჰიპნოზისას მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდებოდა. რიგ რიგობით ჩნდებოდა ორივე
პიროვნება და შეიძლებოდა მათთვის კითხვების დასმა. ყოველ მათგანს ახსოვდა
სხეულში მისი ყოფნის პერიოდები. ყოველი მათგანი ამტკიცებდა, რომ
მშვენივრად იცოდა რას აკეთებდა მეორე და არა იმიტომ რომ რაიმე სახის
კომუნიკაცია ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ მეორის „მეხსიერებას
კითხულობდა“. არც ერთი არ იყო დარწმუნებული პასიურ პერიოდებში იყვნენ ისევ
სხეულში თუ არა. ორივე, როგორც ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევბში, მოკლებული
იყო ლოგიკურ მსჯელობას. როდესაც მეორე არაცნობიერმა შეიტყო, რომ ის უნდა
წასულიყო და სხეული გაენთავისუფლებინა მისი პასუხები ფორმალური და
არასრული გახდა. მან თითქოსდა გააცნობიერა ბრძანება, მაგრამ ექიმები
დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამისგან არაფერი გამოვიდოდა. ასე მიმართეს მათ
ჩვეულებრივ ჰიპნოტურ შთაგონებას და ორ პიროვნებას შეერთება აიძულეს,
(რადგან ჰიპნოტური შთაგონება მოქმედებს მხოლოდ არაცნობიერზე, შესაბამისაბ
მხოლოდ არაცნობიერი არსებების შეერთებაა შესაძლებელი. თუმცაღა კაჰუნების
სისტემიდან ვიცით, რომ შეუძლებელია ორი ცნობიერი პიროვნება ისე
ენაცვლებოდეს ერთმანეთს, რომ მაშინვე არ აცნობიერებდეს საკუთარ გაორებას).

ორი პიროვნების შერწყმის მცდელობის პირველი სეანსი უშედეგოდ დასრულდა.


ამიტომაც გოგონას ყოველ დღე ახალ-ახალ პროცედურებს უტარებდნენ.
პიროვნების გაცვლის თარიღი კი ახლოვდებოდა. ექიმი იმედოვნებდა, რომ სანამ
პირველადი აცნობიერებდა, რომ სპეციალისტები ცდილობდნენ მის სხეულში
დატოვებას და მეორესთან შერწყმას, მიზანი მიღწეული იქნებოდა. მაგრამ
როგორც კი გაცვლის პერიოდი დადგა სასურველი შერწყმა მაინც არ მოხდა.
გოგონა ისევ ჰიპნოზის მდგომარეობაში ჩავარდა. მას ისევ გააცნეს პროცედურის
მიზანი და მიმდინარეობა. ისევ ორივეს დაუსვეს კითხვები. პირველს ახსოვდა
მიცემული მითითებები და ცდილობდა მეორესთან შერწყმას, მაგრამ ეს
შეუძლებლად ეჩვენებოდა. როდესაც ჰკითხეს, თუ სად იყო მან მოკლედ უპასუხა
„აქ“.

მერე სცადეს ჰიპნოტური შთაგონებით გაეგდოთ მეორე სხეულიდან. ამ დროს


საშინელება მოხდა. გოგონას სხეული თითქოს მოკვდა. აღარც ერთი
არაცნობიერი აღარ პასუხობდა. ექიმებიც და მშობლების ძალიან შეშინდნენ. მათ
ხომ მხოლოდ ის პიროვნების გაგდება უნდოდათ, რომელიც ვერაგულად
დაეპატრონა გოგონას და მისი ცხოვრების ნორმალური რიტმი დაარღვია. ახლა
როგორც ჩანს ეს მოახერხეს, მაგრამ უკვე პირველსაც ვეღარ უკავშირდებოდნენ.
თუმცა შთაგონების ინტენსიური სეანსი გრძელდებოდა, ამ დროს კი გაცილებით
საშინელი რამ მოხდა, გოგონას ტუჩები ამოძრავდა და მათ მიმართა სრულიად
უცნობმა პიროვნებამ, ამასთან ის ისე ჭკვიანირად და მტკიცედ საუბრობდა, რომ
ყველა გააოცა.

ეს ახალი პიროვნება ყრუ ხმით საუბრობდა და აშკარად იკვეთებოდა მამაკაცური


ნოტები. ეს იყო მოხუცი კაცის მშვიდი, მაგრამ ძალიან მტკიცე ხმა. გოგონას
სხეულს შემოხვეული ადამიანები მას უნდობლად და გაკვირვებით უსმენდნენ.
ექიმები მალე მიხვდნენ, რომ უსმენდნენ კიდევ ერთ პიროვნებას რომელიც მათ
მიმართავდა. მათ ძალიან გაუკვირდათ როცა აღმოაჩინეს, რომ ეს პიროვნება
სულ სხვა კატეგორიებით აზროვნებდა. თითქოს ის ჩვეულებრივი ლოგიკის
ნაცვლად ზელოგიკას მიმართავდა. ამ პიროვნებამ, მცირე დეტალების ჩათვლით
იცოდა რა ხდებოდა იმ წუთამდე და რაში მდგომარეობდა ამოცანა. მას კითხვები
არ დაუსვამს, არამედ გოგონას შესახებ თავისი მოსაზრების მოყოლა დაიწყო,
ასევე შეეხო მის წინა მდგომარეობებს და მოგროვილი ადამიანების განზრახვებს.
მისი ყოველი მოსაზრება ზუსტად ემთხვეოდა მშობლების და ექიმების
მოსაზრებებს. როგორც კი იდუმალმა პიროვნებამ განსაზღვრა და ჩამოაყალიბა
საქმის ფაქტიური მდგომარეობა, იგი დადუმდა. ექიმებმა ჰკითხეს თუ ვინ იყო ის.
ხმამ კი უპასუხა, რომ აკონტროლებდა ორ გოგონას და ერთ სხეულს. შემდეგ
კითხვებზე პასუხისას მას სულ ახალ-ახალი ფაქტები მოჰყავდა, ყოველგვარი
არგუმენტაციის გარეშე და არც არანაირ მიზეზს ხსნიდა. მან განუმარტა
შეკრებილებს, რომ გოგონები ერთი სხეულით სარგებლობდნენ რადგან ეს
მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.

მაშინ ექიმებმა თავიანთ ყველაზე ძლიერ არგუმენტებს მიმართეს, მათ


დაწვრილები აუხსნეს, რომ პიროვნებების ცვლა გოგონას მომავალს უნგრევდა.
საპასუხოდ ხმამ ისევ დაიწყო ახალი მოსაზრებების მოყვანა რომელთა ლოგიკა
ვერავითარ არგუმენტაციას ვერ უძლებდა. ისინი გავდნენ სასიცოცხლო
რეკომენდაციებს ფილოსოფიური სენტენციის სახით.

ექიმები საუბრის ასეთ ვითარებაში უკვე უძლურები აღმოჩნდნენ. ყოველი


სენტენცია ისეთი ღრმა იყო, რომ მათ უჭირდათ მისი გასაბათილებელი
არგუმენტების მოძებნა. ისინი მოხუცი, ბრძენი ადამიანის მოსმენით გართულ
ბავშვებს გავდნენ. ეს იყო სრულიად განსხვავებული, არაადამიანური აზროვნების
ტიპი. უფრო მეტიც, ექიმებს შეეძლოთ მოეყვანათ უამრავი მოსაზრება ამ
სენტენციების დასამტკიცებლად, მაგრამ არა მათ გასაბათილებლად. მალე ისინი
სულ დადუმდნენ.

კრიტიკულ მომენტში ერთმა ექიმმა წამოიყვირა, რომ თუ პირველი სხეულზე


დომინაციას ვერ მიიღებდა ისინი გოგონას მუდმივად ჰიპნოზის მდგომარეობაში
ამყოფებდნენ. ამის საპასუხოდ იდუმალმა ხმამ ახალი სენტენცია წარმოთქვა, რომ
არავინ გააკეთებს რამე ისეთს რაც სხეულს ავნებს, მერე კი მოაყოლა ბოლო
ფრაზა რამაც დაასრულა დისკუსია - „თუ ჩემს საქმეში ჩარევას განაგრძობთ მე
ორივე გოგონას წავიყვან და სხეულს თქვენ დაგიტოვებთ“.

დუმილი დიდხანს გაგრძელდა. დამსწრეთაგან ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ


მოხუცი ბრძენი შეასრულებდა თავის მუქარას. მისი სიტყვების სერიოზულობის
ყველას სჯეროდა. ბოლოს ერთმა მაინც გაბედა კიდევ ერთი კითხვა დაესვა ...
პასუხი არავის გაუცია. გავიდა გარკვეული დრო. პაციენტს მისცეს ჰიპნოტური
მდგომარეობიდან გამოსვლის მითითება. თვალი გაახილა და გაიღიმა... მეორემ.
ექიმები და მშობლები დამარცხდნენ. წუთით ადრე ისეთი შეგრძნებ ჰქონდათ, რომ
თავად ღმერთს ესაუბრებოდნენ. მათ თავიანთი მცდელობების უპერსპექტივობა
გააცნობიერეს.

კომენტარი
მოხუცი კაცის პიროვნება სრულიად განსხვავდებოდა ცნობიერისგანაც და
არაცნობიერისგანაც. სხვაობი კი ის იყო, რომ ეს პიროვნება ასრულებდა იმ
ვალდებულებებს რომლებსაც კაჰუნები ე.წ „ზეცნობიერ“, „მშობელ სულებს“
მიაწერდნენ. მათი აზროვნების ფორმაშიც პრინციპული სხვაობა იყო.

ჩემს ზემოთ მოცემულ დასკვნებში უკვე აღვნიშნე, რომ ზეცნობიერი აზროვნების


უფრო აბსტრაქტულ ფორმას მიმართავს, ვიდრე ამას უბრალოდ მეხსიერება ან
ინდუქციური მსჯელობა მიმართავენ. თუმცა აქვე უნდა დავამატო, რომ
უკანასკნელი ორის შესაძლებლობებიც ახასიათებს. ასეთი აზროვნების ტიპის
ერთი სიტყვით ახსნა რომ ვცადოთ - ეს იქნება - „გაცნობიერება“, ანუ პროცესი,
როდესაც რაიმე ახალის გაგებისას აღარაა საჭირო მისი დამახსოვრება და
ლოგიკის საშუალებით გაანალიზება.

როგორც უკვე გვახსოვს, ზეცნობიერი სული სასიცოცხლო ძალის ყველაზე მაღალ


ძაბვას იყენებს. ამიტომაც მისთვის დამახასიათებელია აზროვნების უფრო
მაღალი საფეხური. კაჰუნების სწავლების თანახმად ეს მას საშუალებას აძლევს
დაინახოს მომავლის ის ეპიზოდები, რომლებიც უკვე ფორმირებულია.

თუ ჩვენ კაჰუნების სამი პიროვნების თეორიის უტყუარ მტკიცებულებებს ვეძებთ


მაშინ ჩვენ პიროვნების გახლეჩვის ისეთი შემთხვევები უნდა განვიხილოთ
რომლებსაც ახასიათებს დევნის მანია და შიზოფრენია. პირველ შემთხვევაში
პაციენტი საღ გონებაზე რჩება, რადან მას დევნის ან ეუფლება დამპყრობელი-
სული, რომელსაც საკუთარი ცნობიერი და არაცნობიერი გააჩნია და ამის
წყალობით აქვს გონება და მეხსიერება. ასეთ შემთხვევებში იცვლება ან მხოლოდ
პიროვნება ან მხოლოდ მეხსიერება ან ერთიც და მეორეც. ყოველი ასეთი
შემთხვევისას ადამიანი ჯანმრთელი რჩება, რადგან გონიერი და ცნობიერი
პიროვნება ყოველთვის უვლის სხეულს ცვლილებების მიუხედავად. შიზოფრენიის
შემთხვევაში პიროვნების ცვლილება იწვევს აშლილობას, რადგან ცნობიერი
პიროვნება მიდის, ხოლო ახალი არ იღებს სხეულზე ზრუნვის ვალდებულებას. ამის
შედეგად სხეულზე ზრუნვა არაცნობიერს ეკისრება, ის კი გონიერი არაა და
მიუხედავად იმისა, რომ სხეულს არ კლავს მას სრული სიგიჟის მდგომარეობაში
აგდებს. ისეც ხდება, რომ რომელიღაცა უცხო არაცნობიერი აედევნება სხეულს და
მასზე დომინაციას მოიპოვებს, ხოლო მასში უკვე მყოფ ცნობიერს და
არაცნობიერს აძევებს. ფსიქიკური აშლილობის შემთხვევებში ხშირად სწორედ
ასე ხდება - უცხო არაცნობიერი ეუფლება სხეულს. მას ჩვენთვის უცხო მსჯელობები
და მოგონებები მოაქვს, ეს გვარწმუნებს, რომ ის უცხოა. მსგავს შემთხვევებში
ადამიანები თავს ნაპოლეონად ან ვინმე მსგავსად მიიჩნევენ. ხშირად ისინი
სრულიად უწყინარნი არიან და შეუძლიათ მთელი დღის მომხდარი მოვლენები
დაიმახსოვრონ მაგრამ არასოდეს მიმართავენ ლოგიკას, რადგან ეს ცნობიერის
დამახასიათებელია - ის კი გაძევებულია.

აკვიატებულ მდგომარეობებს მოგვიანებით შევეხებით, როცა კაჰუნების სისტემის


მიხედვით მკურნალობის მეთოდების განხილვას დავიწყებთ. მოცემულ მომენტში
მნიშვნელოვანია კაჰუნების სწავლების სამი განცალკევებული და
დამოუკიდებელი სულის გააზრება, რომლებიც ერთად ადამიანის პიროვნებას
ქმნიან. ცნობილია, რომ ისინი დამოუკიდებელნი არიან და შეიძლება ერთმანეთს
დაცილდნენ უბედური შემთხვევის ან ვისიმე წინასწარ-განზრახული ჩარევის
შედეგად.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ არაცნობიერს ახსოვს და მხოლოდ


ცნობიერს შეუძლია ლოგიკურად მსჯელობა. ამავე დროს კი ზეცნობიერი
აზროვნების ზედა საფეხურზე, რაც მას საშუალებას აძლევს გაიგოს რა იყო, რა
არის და რა იქნება მომავლის იმ მონაკვეთში რომელიც უკვე ფორმირებულია
.

თავი 6
მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი
მაგიის მესამე ელემენტის გაზომვა, იმ უხილავი ნივთიერების, რომლის
შუამავლობითაც ცნობიერება იყენებს სასიცოცხლო ძალას
როგორც უკვე აღვნიშნე, კაჰუნების სისტემა მაგიის სამ საზომს გვაძლევს;
პირველი, ცნობიერება, რომელიც ნებისმიერი ასეთი ქმედებისას არის ჩართული;
მეორე, ძალა რომელიც ამ დროს გამოიყენება; და მესამე, უხილავი ნივთიერება,
რისი მეშვეობითაც მოქმედებს ძალა - რისი მეშვეობითაც ეს ელექტრული ტიპის
ენერგია წარმოებს და თამაშში ერთვება.

ჩვენ დავინახეთ სამი სული, ან "მე", ადამიანის შემადგენლობაში, თითოეულ "მე"-ს


თავისი უნიკალური, მენტალური ძალები აქვს და თითოეული მთავარი ძალის
კონკრეტულ სიმძლავრეს იყენებს.

თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავამატებთ "სამ, უხილავ, ასტრალურ - ეთერულ -


მოჩვენებით" სხეულს, მივიღებთ დასრულებულ სურათს - ყოველ შემთხვევაში
როგორსაც მე ახლა ვხედავ მას.
თეოსოფიაში, როგორც ჩვენ ინდოელი თეოლოგებისგან გადმოვიღეთ, მკაფიო
მსგავსება გვაქვს კაჰუნების იდეასთან სამი სხეულის შესახებ, რომლებიც უხილავი
ნივთიერებისგან შედგებიან, და თითოეული ადამიანს ემსახურება, როგორც
მოჩვენებითი სხეული ან მანქანა, სავარაუდოდ ფიზიკური სხეულის დაბადებამდე,
და მისი სიკვდილის შემდეგ. მე ტერმინები ასტრალური და ეთერული
თეოსოფიიდან ვისესხე, რადგან ვერ ვიპოვე უკეთესი ინგლისური შესატყვისები.
ჰავაური სიტყვა კი არის კინო (სხეული) აკა (ჩრდილისებრი). ჩვენი სამი სულიდან
თითოეულს აქვს ჩრდილის მსგვსი სხეული, მაგრამ ცნობიერის უფრო სუფთა და
ნატიფია, ვიდრე ქვეცნობიერის. სუპერცნობიერის კი ამ სამიდან ყველაზე სუფთა
და ყველაზე ნატიფი.

აკა, ასევე ნიშნავს სხეულის კაშკაშა გარშემოწერილობას ან სინათლის


შარავანდედს მთვარის და მზის გარშემო, ან სინათლის რკალს, რომელიც
მთვარისგან ან მზისგან გამოდის, როდესაც ისინი ჰორიზონტზე მაღლდებიან.

ცნობიერი და ქვეცნობიერი სულების ჩრდილისებრი სხეულები ცოცხალ ფიზიკურ


სხეულს ერწყმიან (ისინი მოდიან და მიდიან). ქვეცნობიერის ჩრდილისებრი
სხეული მთლიან სხეულს ერწყმის, იგი ყველა პატარა უჯრედის და ქსოვილის
ხავსია. ცნობიერი სულის ჩრდილისებრი სხეული კი წინა-ტვინთან მდებარეობს და
შუასაუკუნეების დროინდელ წმინდანთა ხატებში წარმოჩენილია როგორც
შარავანდედის შიდა წრეწირი თავის გარშემო (ან შესაძლოა ამით წმინდანების
ზეცნობიერი სხეულის გამოსახვას ცდილობდნენ.) ადრეულ ბერძნულ რელიგიურ
ნაწერებში ჩვენ გვაქვს, ჯეიმს მორგან პრაისის განახლებული ახალი აღთქმის
წინასიტყვაობის მიხედვით, რწმენა ორ უხილავ სხეულზე: მზის სხეული, მთვარის
სხეული, და შემდეგ ასევე, ფიზიკური. ინდურ უპანიშადებში ჩვენ ვპოულობთ ორ
უხილავ სხეულს, "ჩვეულებრივს" და "ჩუმს" (karana sharina და sukshma sharira) ასევე
დიდ ფიზიკურს.

უამრავ სხვადასხვა წიგნში ჩვენ ვკითხულობთ განსწავლული ადამიანების


დასკვნებს, რომლებიც რელიგიის და ფსიქოლოგიის მიღმა სიმართლეს
ეძებდნენ. ისინი სიტყვებით გადმოცემენ იმას, რასაც თორტონ უაილდერმა
რელიგიის „უკიდეგანო, ბუნდოვანი ინტიმაციები უწოდა. ამ მითითებებში ადამიანს
შეუძლია, მას შემდეგ რაც კაჰუნების სისტემას გაეცნობა, ამოარჩიოს ცოტაოდენი
ცივი და რეალური ფაქტი. ნება მომეცით ციტირება მოვიყვანო პრაისის ტიპიური
ფრაგმენტიდან:

„ამ ჰაეროვანი კვერცხის (აურის) შიგნით თვლემს პარაკლეტი, ლოგოსის


სინათლე, რომელიც ენერგიით დამუხტვისას ცოცხალ, ცნობიერ ელექტროობად
გარდაიქმნება, წარმოუდგენელი სიმძლავრე აქვს და ძნელად თუ შევადარებთ
ფიზიკოსისთვის ნაცნობ, ნებისმიერ ელექტროობის ფორმას.
მზის სხეულს, ასე ეძახიან იმიტომ, რომ მისი ხილული გამოსახულება ისეთივე
თვითმნათია, როგორიც მზე, აქვს ოქროსფერი სიკაშკაშე. ეს მზის სხეული არის
ატომური, არა-მოლეკულური ნივთიერების... ფსიქიკა, ან მთვარის სხეული, რისი
მეშვეობითაც ნუსი (გონება) ფსიქიკურ სამყაროში მოქმედებს, სტრუქტურულად
მოლეკულურია, მაგრამ გაცილებით უფრო ნატიფი სუბსტანციის, ვიდრე ის
ელემენტები, რომლებიც დიდ ფიზიკურ ფორმას შეადგენენ, რომლის
ორგანიზმთანაც მას მჭიდრო კავშირი აქვს - მხედველობის და სმენის ორგანოები
და ა.შ. მას ვერცხლისფერი შეფერილობის იერსახე აქვს, რომელიც დახვეწილ
იისფერში გადადის; და მისი აურა ძალიან მკრთალი ლურჯი ფერისაა, რომელსაც
თან ახლავს ყველა პრიზმული ფერის ცვალებადი თამაში, რაც ააქტიურებს მის
მრავალფეროვნებას.”

ეგვიპტეში, როგორც ბერბერი კაჰუნას ლეგენდარული ისტორიიდან შევიტყვეთ


კაჰუნების ნილოსზე დარჩენასთან დაკავშირებით, კაჰუნების სისტემის ძალიან
კონკრეტული კვალის აღმოჩენაა შესაძლებელი.

ე. ვ. სტრეიტონი „ჩრდილოეთის ღვთაებრივი გემი“-ს მეორე ტომში (რომელიც


ძველ ეგვიპტურ რწმენებს აღწერს) წერს:

„ადამიანი ბევრი რამისგან შედგება, რომელთაგან თითოეულს მუმიის აკლდამაში


თავისი ცხოვრება აქვს. ფიქრობდნენ, რომ ადამიანი შედგებოდა ‘საჰი’, ‘კა’, ‘ბა’,
‘ქჰუ’, ‘ქჰაიბიტ’, ‘სექჰემ’ და ‘რენ’-ისგან. ‘კა’ იბადებოდა ფიზიკური სხეულის
დაბადებასთან ერთად და მის სიკვდილამდე მასთან რჩებოდა. ეს იყო ეთერული
პროექცია, უსასრულო ქმნილების ღვთაებრივი ხატ-სახე ან ორეული, სულიერი
ეგოს ხატ-სახე, დიდებული მეორე მე, მაღალი მოკვდავი მე-ს ტიპის, გენია,
მიიჩნევდნენ, რომ ის მოკვდავებთან ერთად იბადებოდა ამ ცხოვრებაში. ის
იდეალური მსგავსება იყო როგორც ბავშვის, ისევე ქალის და კაცის.

‘კა’ სურვილისამებრ შორდებოდა და უერთდებოდა სხეულს, და შეერთებისას ან


სხეულში დაბრუნებისას ამბობს „თქვენ ჩემს უსასრულო სულს ჩემი სხეული
დაანახეთ.“ აკლდამაში სპეციალური ოთახი იყო ‘კა’-სათვის...

‘ბა’, იყო გულის სამშვინველი, უფრო ნატიფი და ნაზი. ‘ბა’-ს შეეძლო


სურვილისამებრ სამოთხეში შესვლა. ის აკლდამაში უბრუნდებოდა სხეულს და
ამოძრავებდა მას, და როგორც სხვა შემადგენელი ნაწილები, ქრებოდა თუ
სწორად არ მოუვლიდნენ, ასე რომ ადამიანები ან ღმერთები მას საკვებით
ამარაგებდნენ. ‘ბა’-ს შეეძლო შეეცვალა თავისი ფორმა ან ბუნება.

‘ქჰუ’ ღვთაებრივი ცეცხლის ნაპერწკალი გახლდათ, კაშკაშა ნაპერწკალი, და


ცხოვრობდა როგორც სამოთხეში, ასევე ადამიანის სხეულში. ის იყო
სამშვინველის ნახევრადგამჭვირვალე სული, რომელიც ზეცაში მაღლდებოდა...

‘კჰაიბიტ’ [ან] ჩრდილი ადამიანის ორგანიზმის ნაწილად ითვლებოდა. მას


თავისუფალი არსებობა ჰქონდა და შეეძლო სურვილისამებრ სხეულთან
განშორება და დაბრუნება. ფიქრობდნენ, რომ ის ყოველთვის სამშვინველთან
ახლოს იყო...

‘სექჰემ’ [ან] ‘სასიცოცხლო ძალა’ ჩვეულებრივ ‘ქჰუ’-სთან და სულთან ერთად


მოიხსენიება. ისიც სამოთხეში არსებობდა.

‘რენ’ [იყო] სახელი, და მას თავისი ცალკე ადგილი ჰქონდა ზეცაში. ფიქრობდნენ,
რომ ყველა ეს ნაწილი განუყრელად იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა
უძველეს დროში ეგონათ, რომ ისინი ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად
არსებობდნენ ადამიანის მოკვდავ ბუნებაში... სიტყვა ‘ოსირისით’ აღნიშნავდნენ
ადამიანის ყველა სულიერი ელემენტის გაერთიანებას. სულიერი ნათების
სისრულეს ეს გაერთიანება გარდაცვლილის გაცილების ცერემონიის შემდეგ
აღწევდა. ერთმანეთთან დაკავშირებული სულიერი ელემენტები ერთად ქმნიდნენ
ღმერთ ოსირისის ხატებას და მსგავსებას. (...) სანამ ეგვიპტეს რომი დაიპყრობდა,
მანამდე გარდაცვლილს ოსირისს უწოდებდნენ.

კაჰუნების სისტემის ამ ფრაგმენტული ნარჩენების მიხედვით შეგვიძლია ვიპოვოთ


მინიშნებები ადამიანის სამ სულზე, მანას ან მთავარი ძალის სამ ძაბვაზე და სამ
აკა-ზე ან ჩრდილისებრ სხეულზე. მედიუმების ფსიქიკური ხილვები იმ ფაქტის
მანიშნებელია, რომ ზეცნობიერი ‘მე’, თავის ნატიფ სხეულში, და მთავარი ძალით
წარმოუდგენლად მაღალ ძაბვაზე დამუხტული, ჩანს როგორც თეთრი ძლიერი
ნათება.

კაჰუნების სიბრძნის მიხედვით „წმინდა სინათლე“ იყო საიდუმლო ფსიქოლოგია


და განსაკუთრებით ზეცნობიერის ის ნაწილი, რომელსაც „ნათელს“ ეძახდნენ. მას
ასევე ეძახდნენ გზას ან ბილიკს. ქრისტიანობაშიც არსებობს ამ „საიდუმლოს“
უამრავი ნარჩენი. წყლის მეშვეობით ნათლობის რიტუალი, აღსარება,
ეგზორციზმი, და ცოდვების მიტევების რიტუალი, ამ ყველაფერს უფრო სავსე და
მნიშვნელოვანი ანალოგი აქვს კაჰუნების მაგიაში. მთლიანობაში ეს ბუნებრივი და
სრულიად გასაგებია, რადგან ტრადიცია, რომელიც საწყისს იღებს კაჰუნებისგან,
რომლებიც მოსემდე პერიოდში ეგვიპტის ტეროტორიაზე ცხოვრობდნენ,
არსებობას განაგრძობს თითქმის დაუმახინჯებელი ფორმით. ქრისტიანობა
აღმოცენდა უფრო ადრეული რელიგიებიდან, რომლებიც ეგვიპტიდან ან მისი
მიმდებარე ტერიტორიებიდან მოდიან. ვინაიდან რომის ან ბერძნული ეკლესიების
სხვა წყაროები არ აღმოუჩენიათ, წირვის შესაძლო გამონაკლისის გარდა,
მნიშვნელოვანია, რომ შორეულ ჰავაიში ვიპოვოთ კაჰუნები, რომლებმაც იცოდნენ
ძველი აღთქმის ბიბლიური ისტორიები, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვთ ახალი
აღთქმის შესახებ, და იყენებენ ძველი ეკლესიის ყოველდღიურ რიტუალებს და
ცერემონიებს თავიანთ სამკურნალო მაგიაში.

სავარაუდოა, რომ კაჰუნებმა ეგვიპტიდან ჰავაიში მიგრაციისას, ინდოელ


მღვდლებს გადასცეს თავიანთი რწმენის გარკვეული ნაწილი. მაგრამ ნათელია,
რომ ინდოეთში ასეთივე უძველესი დოქტრინები უკვე განვითარებული იყო და
როდესაც კაჰუნების რწმენა ადგილობრივი ინდოელების რწმენას დაემყნო,
შედეგად კაჰუნების იდეები შეილახა.

მაგალითად ავიღოთ „ძალის“ იდეა, როგორც ინდურ სიბრძნეშია წარმოდგენილი


პრანების ან პრანული ენერგიების სახით. მაშინ როდესაც კაჰუნები მანას
მხოლოდ სამ სიმძლავრეს აღიარებდნენ (ყურადღება მიაქციეთ ძალის
აღმნიშნველ სიტყვებს შორის მსგავსებას), ინდუსებმა უფრო და უფრო
დაანაწევრეს ის, მიანიჭეს რა სპეციალური ძალა ან პრანული ენერგია გონებისა
და სხეულის თითოეულ ცნობილ ქმედებას. ამ ტენდენციამ ზოგიერთი ინდური
სისტემა ორმოცდა ცხრა პრანამდე მიიყვანა. ფიქრისა და აღქმის ყველა ფორმაც
ასევე დაყვეს და „შვიდჯერ შვიდი“ მიიღეს, რამაც მოგვცა დჰატუები და დჰარმები
სქემის ნაწილებად. ნებისმიერი პუდინგის არსებობის მტკიცებულება ყოველთვის
მისი მირთმევაა. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში უფრო რთული და
გულმოდგინედ დამუშავებული სისტემა აღმოცენდა, მათი ფსიქო-რელიგიური
სისტემა გაცილებით უფრო ნაკლებ პრაქტიკულია ვიდრე კაჰუნების სისტემა.

მეტიც, კარმისა და რეინკარნაციის დოქტრინებმა, როგორც ინდოეთში ისწავლება,


და ადაპტირდება ადამიანზე თითქოს ის მხოლოდ ერთი სულისაგან შედგება,
ჩაახშო მაგიის გამოყენება განკურნებისთვის, ისევე როგორც სხვა მრავალი
ნორმალური აქტივობა და ხელი შეუწყო რეპრესიული კასტური სისტემის
განვითარებას.

ჩვენ არ გვჭირდება ვიდაოთ მკაცრად რელიგიურ ელემენტებზე ნებისმიერ


რელიგიურ სისტემაში, მაგრამ, თანამედროვე ფსიქოლოგიასთან ერთად
(რომელიც ჯერ კიდევ პატარა ასაკისაა), ჩვენ აუცილებლად უნდა გადავიკითხოთ
ძველი ფსიქოლოგიური სისტემები, სადაც ისინი წინააღმდეგობაში მოდიან
უახლეს აღმოჩენებთან.

როდესაც პირველად დავინტერესდით სიტყვა „წეპვადობის“ მნიშვნელობით ფუძე


„პილი“-სთან და გამოთქმა „უნიჰიპილი“-სთან დაკავშირებით (სიტყვა, რომელსაც
კაჰუნები არაცნობიერის აღსანიშნავად იყენებენ), მე ჯერ კიდევ არაფრის თქმა არ
შემეძლო ამ თემაზე.

მაგრამ როდესაც ტერმინი „აკა“ (მოჩვენებისმაგვარი სხეული) არაცნობიერ


სულთან დავაკავშირე და განვიხილე ა-კა-ს რამდენიმე მნიშვნელობა,
აღმოვაჩინე, რომ ეს „წებოვან“ სხეულს ან ყოფიერებას მოჩვენებისმაგვარი
სხეული წარმოადგენდა. ის ეწებება ყველაფერს, რასთანაც ჩვენ კონტაქტს
ვამყარებთ ან ვხედავთ (ჩემი ღრმა რწმენით იმ საგნებსაც კი რისი ხმაც გვესმის.)
ეს ბუზების მისაკრობ ქაღალდზე შეხებას ჰგავს და როდესაც თითს გამოვწევთ
წებოვანას გრძელი ძაფივით მატერია მოგვყვება თითზე.

რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს, კაჰუნები ზუსტად ასე აღიქვამენ


ქვეცნობიერის ჩრდილისებრი სხეულის მუშაობას.

აკას ძაფის ან სიმის იდეა მჭიდროდაა დაკავშირებული მანას ან მთავარი ძალის


მოძრაობასთან. ფუძე კა ნიშნავს სიმს და ასევე ნიშნავს ვაზს, რომელიც იტოტება.
ვაზი მანას სიმბოლოა, ისევე როგორც წყალი.

ასტრალური სიმი თეოსოფიურ ლიტერატურაში ახსნილია, როგორც უხილავი


ნივთიერების სიმი, რომელიც სულის ერთ-ერთ ნატიფ სხეულს აკავშირებს
მთლიან ფიზიკურ სხეულთან, როდესაც სული მას სიკვდილისას ტოვებს, ან
ტრანსის მდგომარეობაშია.

თანამედროვე ფსიქოლოგიას ოდნავი წარმოდგენაც არ აქვს ჩრდილისებრი


სხეულის შესახებ, რომელიც ათასობით პატარა, უხილავი ძაფებით ამყარებს
კავშირს სხვადასხვა საგნებთან შეხების შემდეგ, მხოლოდ აქა-იქ, ფსიქიკური
კვლევების მოხსენებებში და მედიუმების ჩანაწერებში ვხვდებით ასეთი ძაფების ან
სიმების არსებობის სამხილებს. მათი დანახვა და შეგრძნება ფიზიკურადაც
შეიძლება, როდესაც ისინი მთავარი ძალით მძლავრად არიან დამუხტულნი, ისინი
ისეთი მყარები ხდებიან, რომ მათი შეხებაც შესაძლებელია.

სანამ მოგახსენებთ, თუ რა როლი აქვს ამ უხილავ ძაფებს მაგიაში, ნება მომეცით


ვახსენო კაჰუნების რწმენა, რომ ნებისმიერ რამეს, იქნება ეს ადამიანი, ცხოველი,
ყვავილი, სკამი თუ ფ ი ქ რ ე ბ ი, აქვს ჩრდილისებრი სხეული, და ისინი
განაგრძობენ არსებობას მას შემდეგაც კი, რაც მათი დიდი ფიზიკური სხეული
კვდება. ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულად გვაინტერესებს თეორია, რომ
ფიქრებს აქვთ ჩრდილისებრი სხეულები - რომ ისინი არიან არსებითი და გამძლე
სხეულები, თუმცა მიკროსკოპული და უხილავები, როგორიც ჩრდილისებრი
ძაფები.

როდესაც ჩვენ ფიქრებს ვფიქრობთ, კაჰუნების რწმენით, ჩვენ ფიქრების ფორმებს


ვქმნით. ვინაიდან ფიქრები მატარებელივით და სხვა ფიქრებთან ასოციაციით
მოდიან, ფიქრების ჩრდილისებრი სხეულები ან „ფიქრის ფორმები“
(თეოსოფისტების მიხედვით), აყალიბებენ კონებს. ამ კონებს კაჰუნების სისტემა
უკავშირებს ყურძნის მტევნებს (ყურძნის მტევანი არის ფიქრების მტევნების
სიმბოლო მათ ჩრდილისებრ სხეულებში).

მაგიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ტელეპატიური მესიჯების


გაგზავნაა. ახლო მეგობრები, ნათესავები, ქმრები და ცოლები, ხშირად
აღმოაჩენენ ხოლმე, რომ იღებენ ტელეპატიურ შთაბეჭდილებებს ერთმანეთისგან.

როგორც ადრე ვახსენეთ, დოქტორმა რაინმა დიუკის უნივერსიტეტიდან


ფასდაუდებელი სამსახური გასწია ლაბორატორიულ გარემოში ტელეპატიის
შესწავლაში. ფაქტობრივად, ტელეპატია ისე ნათლად იქნა დემონსტრირებული,
რომ ცოტა თუ უარყოფს მის არსებობას.

ბოლო წლებში ტელეპატიური მესიჯები გაგზავნილ იქნა არქტიკის მკვლევარის


მიერ თითქმის ყოველდღიურად, რომელსაც მისი მეგობარი ნიუ იორკში იწერდა.
მესიჯები ზედმიწევნით იქნა მიღებული ნახევარი დედამიწის მანძილზე.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მენტალური მესიჯების გონებიდან გონებაში


რადიო გადაცემის თეორია ვერასდროს გახდება რეალური. ასეთი გადაცემა
დამოკიდებული იქნება ელექტრულ სიმძლავრეზე, რომელმაც მესიჯი უნდა
წაიღოს, და ვინაიდან მისი სიმძლავრე ობიექტებს შორის მანძილის კვადრატის
უკუპროპორციული უნდა იყოს, ტელეპატიური მესიჯი მსოფლიოს მეორე
ბოლოდან გაცილებით უფრო სუსტი უნდა იყოს, ვიდრე ქუჩის გადაღმა
გაგავნილი. ექსპერიმენტულმა კვლევებმა კი დაამტკიცა, რომ მანძილი დიდ
განსხვავებას არ იძლევა მესიჯების სიმძლავრეში და სიცხადეში. რადგანაც ეს
აქარწყლებს ყველა თანამედროვე თეორიას, რომელიც ტელეპატიის მექანიზმის
ახსნას ცდილობს, ჩვენ ისევ კაჰუნებთან უნდა მოვძებნოთ ახსნა-განმარტება.

მათი განმარტება კი მარტივი და ლოგიკურია. ჩრდილისებრი სხეულის
ნივთიერების ძაფები ორ მეგობარს ერთმანეთთან აკავშირებს, რომლებიც
ერთმანეთს ტელეპატიურ მესიჯებს უგზავნიან, და ეს ძაფები მთავარი ელექტრული
ძალის იდეალური გამტარები არიან.
ფიზიკაში ჩვენ არ ვიცნობთ ელექტროობის იდეალურ გამტარს. ყველა მეტალს
აქვს წინააღმდეგობა ელექტრული წყაროს მიმართ და რაც უფრო შორს გადის
წყარო მავთულზე, მით უფრო იკლებს მისი სიმძლავრე. რაც უფრო დიდია წყაროს
ვოლტაჟი, მით უფრო ნაკლებია დანაკარგი.

„სხეულის ტალღების“ და „გონების ტალღების“ უკანასკნელი ექსპერიმენტების


მიხედვით ჩვენ გავიგეთ, რომ მთავარი ძალა ბუნებით ელექტრულია, და რომ ის
უკიდურესად პატარა ნაწილებად იღვრება ჩვენს ნერვებზე და ქსოვილებიდან
ქსოვილებზე ჩვენს სხეულში. დოქტორებმა ლიბეტმა და ჟერარმა, ჩიკაგოს
უნივერსიტეტიდან, გამოთვალეს, რომ ამ „ჯაჭვების“ ძაბვა ტვინის უჯრედების
ურთიერთქმედებისას ერთი ვოლტის მემილიონედს, ან უფრო ნაკლებს შეადგენს,
მაგრამ ამავდროულად, ამ მცირე ჯაჭვების აკუმულირებულმა ძალამ შეიძლება
„მილიონი ვოლტის პოტენციალით“ იმოქმედოს.

კაჰუნებს მხოლოდ ის კი არ სწამდათ, რომ მთავარი ძალა აკას ძაფების


მეშვეობით დანაკლისის გარეშე გადაეცემოდა, მათ ასევე სჯეროდათ, რომ
წყაროს ნაკადებზე ფიქრის ფორმების გადატანაც შეიძლებოდა წინ და უკან,
რომლებიც მტევნებად იყვნენ დაჯგუფებულნი რომ მთლიანი მესიჯები ან
შთაბეჭდილებები შეექმნათ.

ვინაიდან ქვეცნობიერი სული აკონტროლებს ჩრდილისებრი სხეულის


ნივთიერების ყველა ძაფს, ფიქრის ყველა ფორმას (მას შემდეგ, რაც ისინი ფიქრის
პროცესისას შეიქმნებიან) და ყველა დაბალ მანას, ან „სხეულის ელექტრობის“
დინებას, ჩვენ არ შეგვიძლია სურვილისამებრ გავგზავნოთ და მივიღოთ
ტელეპატიური მესიჯები. ჩვენ ქვეცნობიერს გონებრივი ბრძანება უნდა მივცეთ,
რომ გაგზავნოს და მიიღოს მესიჯები, შემდეგ განვიტვირთოთ და დაველოდოთ
სანამ ის ამუშავდება. ჩვენ შეგვიძლია მას ვუთხრათ რა მესიჯები უნდა გაგზავნოს,
მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ, როდის მიიღებს ის მესიჯებს და შემდეგ
ცნობიერების ცენტრში გადმოვგზავნოთ ისინი, რომ მათი აღქმა შევძლოთ - ის,
რასაც ინფორმაციის მოსვლისას შევიგრძნობთ, გახსენების პროცესს გვაგონებს.

ნაბიჯ-ნაბიჯ, კაჰუნების ცოდნის გახსნის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, თუ


რაში მდგომარეობს ტელეპატიის არსი. თუმცაღა ეს ახსნები ჩვენთვის ცარიელი
და არაფრისმთქმელი სიტყვები იქნებოდა, თანამედროვე მეცნიერებას რომ
ფუნდამენტი არ მოემზადებინა ძველი ცოდნის და მათ მიერ აღწერილი
პრინციპებისა და მექანიზმების გაგებისთვის.

You might also like