You are on page 1of 11

1.

(5) ისაუბრეთ როსტევანზე, როგორც პროგრესულ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე


მეფეზე.
2. (5) ანდერძიდან გამომდინარე, ისაუბრეთ ავთანდილის მსოფლმხედველობაზე.
3. (5) ხატაელებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, ისაუბრეთ ტარიელის დიპლომატიურ და
სტრატეგიულ უნარებზე.
4. (5) რა დარიგება მისცა ახალგამეფებულ თინათინს მამამ (თქვენი სიტყვებით გადმოეცით
შინაარსი.
5. (1) როგორი გამონათქვამია აფორიზმი?
6. (5) გაიხსენეთ და დაწერეთ ხუთი ცნობილი აფორიზმი „ვეფხისტყაოსნიდან“.
7. (1) რომელმა ნიუანსმა მიახვედრა ავთანდილი, რომ ასმათის გულის გახსნა შეუძლებელი არ
იყო?
ა) ქალის ტირილმა;
ბ) ქალის რეაქციამ მიჯნურობის გაგონებაზე;
გ) ქალის მინიშნებამ, რომ სიკვდილის არ ეშინია;
დ)უცხო მოყმის მზედ მოხსენებამ.
8. (1) რა მნიშვნელობის პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა სარიდანმა „ერთგულად ნამსახურის“
მოტივით?
ა)თავისი სამეფოს საზღვრები განავრცო;
ბ) თავისი სამეფო ინდოეთის ერთ-ერთ სამეფოს მიუერთა;
გ) თავისი სამეფო ფარსადანს დაუმორჩილა;
დ) თავის სამეფოს ინდოეთის ერთ-ერთი სამეფო დაუმორჩილა.
9. (1) გაიხსენეთ, რატომ აცნობა ერთ-ერთმა ხატაელმა ტარიელს რამაზის ჩანაფიქრი?
ა) რამაზის მუხთლობამ შეზარა;
ბ) სარიდანის სიკეთე მის შვილს გადაუხადა;
გ) ინდოეთის მსტოვარი იყო;
დ) ხატაეთში არ დაედგომებოდა.
10. (1) როგორ მოკლა ტარიელმა, ტარიელისავე თქმით, ხვარაზმშას ძე?
ა) ვაჟკაცურად;
ბ) უსისხლოდ;
გ) როგორც საჭირო იყო;
დ) ისრით.
11. (1) რა სჭირდება შემოქმედს, რუსთაველის აზრით, პოეტური ნაწარმოების
შესაქმნელად?
12. (5) რა არის, რუსთაველის აზრით, პოეზიის დანიშნულება?
13. (1) რამდენგვარ მიჯნურობაზე საუბრობს პოეტი? დაახასიათეთ თითოეული. რით
ჰგავს მიჯნურობის ეს სახეები ერთმანეთს და რით განსხვავდება?
14. (1) ჩამოთვალეთ იდეალური მიჯნურის თვისებები პროლოგის მიხედვით.
15. (1) იმსჯელეთ მეფისა და ავთანდილის ურთიერთობის შესახებ ნადირობის სცენის
მიხედვით.
16. (1) აღწერეთ უცხო მოყმე. რა შეგვიძლია ვთქვათ მასზე პირველი გამოჩენისთანავე?
17. (1) რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული შემდეგ ტაეპში: ,,მეფესა ესე ამბავი
უჩს ვითა მღერა ნარდისა“.
18. (1) როცა ავთანდილი უცხო მოყმის საძებნელად წასვლას გადაწყვეტს, როსტევანს
ნამდვილ მიზეზს დაუმალავს. რატომ იქცევა ასე? შეაფასეთ მისი ქმედება.
19. (1) სამი წლის ძებნის შემდეგ ავთანდილი უცხო მოყმის კვალს დაადგება, მაგრამ
მასთან მისვლას ერიდება. რატომ? რა ახსენდება მას? ავთანდილის რა თვისება ჩანს ამ
ეპიზოდში?
20. (3) იმსჯელეთ, ლოგიკურად როგორ უსაბუთებს ასმათი ტარიელს, რომ მისთვისვეა
აუცილებელი მეგობრის გაჩენა?
21. (2) როგორც ვხედავთ, პოემაში ბევრი ცრემლი და ტირილია. როგორ გგონიათ, რატომ?
22. (1) რატომ უშვებს ნესტანი ტარიელს ხატაელებთან საომრად მას შემდეგ, რაც მათ
ერთმანეთს სიყვარული შეჰფიცეს? რა სურს ნესტანს:
ა)საბოლოოდ დარწმუნდეს ტარიელის სიყვარულსა და ერთგულებაში;
ბ) სამაგალითოდ დასაჯოს ხატაელები;
გ) საქვეყნოდ წარმოაჩინოს ტარიელის ვაჟკაცობა და დაანახვოს ყველას, რომ იგი
ღირსია ინდოეთის სამეფო ტახტისა.
პასუხი დაასაბუთეთ.
23. (1) როგორ ექცეოდნენ დამარცხებულ მტერს რაინდები? დაასახელეთ შესაბამისი
მაგალითები.
24. (2) როგორ ფიქრობთ, იცოდა თუ არა ფარსადანმა ნესტანისა და ტარიელის
სიყვარულის ამბავი? თუ იცოდა, რატომ გადაწყვიტა თავისი ასულის ხვარაზმშას
შვილზე გათხოვება?
25. (3) ჩამოთვალეთ ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც, ნესტანის სიტყვით,
ხვარაზმშას შვილზე დაქორწინებას მოჰყვება. გაარკვიეთ, მათ შორის რომელი ეხება
მიჯნურებს და რომელი - ქვეყანას?
26. (3) დაახასიათეთ დავარი და შეაფასეთ მისი გადაწყვეტილება.
27. (1) რითმის როგორ სახეობას ჰქვია მაჯამა?
28. (1) რას ეწოდება შაირი? რამდენგვარია იგი და რით განსხვავდება ერთმანეთისაგან?
29. (1) აღწერეთ ზღვათა სამეფო. რით არის იგი გამორჩეული?
30. (1) როგორ იქცევა ფატმანი ავთანდილის გულწრფელი აღიარების შემდეგ? ფატმანის
ხასიათის რა თვისება ვლინდება ამ მომენტში?
31. (1) როგორ მიმართავს ქაჯეთიდან გამოგზავნილ წერილში ნესტანი ფატმანს? როგორ
ახასიათებს ეს წერილი ფატმანს და თავად წერილის ავტორს?
32. (1) ავთანდილი კარგად იცნობს ტარიელს და მაინც, რა შეცდომა დაუშვა ნესტან-
დარეჯანის პოვნით გახარებულმა რაინდმა?
33. (1) მიუხედავად იმისა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები ხშირად არიან
განსაცდელში, ისინი ზოგჯერ სიცილით იქარვებენ ნაღველს. დაიმოწმეთ შესაბამისი
ადგილები ტექსტიდან.
34. (1) ქაჯეთის ციხის აღების რა გეგმას სთავაზობს მეგობრებს ტარიელი და რას
ეფუძნება მისი გეგმა?
35. (1) როგორ აღწერს რუსთაველი ტყვეობიდან ნესტან-დარეჯანის გათავისუფლებას?
რომელ მეტაფორას იყენებს იგი?
36. (1) რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული შემდეგ ტაეპში: „კაცი კაცსა
შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი“.
ა) ეპითეტი; ბ) მეტაფორა; გ) ჰიპერბოლა; დ) შედარება.

37. (2) როგორ გვაცნობს სულხან-საბა ორბელიანი ფინეზს? რითი ჰგავს იგი როსტევან
მეფეს?
38. (3) ჩამოთვალეთ, რომელ ხუთ თვისებას მიიჩნევს ლეონი საჭიროდ მეფესთან
დაახლოებული პირისათვის?
39. (1) ლეონი ფინეზს არაკს უყვება მეფისა და მხატვრის შესახებ. რა მიანიშნა ამით მან
მეფეს?
40. (1) ლეონმა მემკვიდრის აღსაზრდელად „აღაშენა სახლი სამეფო“. რატომ ჩათვალა მან,
რომ მემკვიდრეს მეფის სასახლეში ვერ აღზრდიდა?
41. (1) როგორ დაახასიათებდით იგავიდან ,,მელი მოძღვრად“ მამალს, ძერას, ოფოფს?
42. (1) რატომ ადიდა ღმერთი მთიულმა იგავში „მთიული და კაკლის ხე“? რომელ
ჭეშმარიტებას ჩასწვდა ის კაკლის დაცემის შემდეგ?
43. (1) როგორი მეთოდებით ზრდის ლეონი ჯუმბერს? როგორ გგონიათ, რატომ ავლენს
ის ასეთ სისასტიკეს მეფის მემკვიდრის მიმართ?
44. (1) რა ძალა აქვს სიტყვას სულხან-საბა ორბელიანის აზრით? რომელი იგავებით
გვიდასტურებს ავტორი იმას, რომ სიტყვას ადამიანის განკურნებაც შეუძლია და
გულისტკივილიც?
45. (1) იგავს ,,ძალა ერთობისა“ ფინეზ მეფე ჰყვება. რისი თქმა სურს ამით თავისი
თანამოსაუბრეებისათვის?
46. (1) როგორ შეაფასებდით ვირის საქციელს იგავიდან ,,აქლემი და ვირი“? ახსენით
თქვენი პასუხი.
47. (1) დავით გურამიშვილის ერთ-ერთი ლექსის სათაურია: ,,მოთქმა ხმითა თავ-ბოლო
ერთი“. რას ნიშნავს ეს სიტყვები?
48. (1) რას თვლის გურამიშვილი ქვეყანაზე თავსდატეხილი უბედურების მიზეზად -
ისტორიულ კანონზომიერებასა თუ განგების ნებას? საკუთარი მოსაზრების
დასადასტურებლად ტექსტიდანმოიყვანეთ ორი ეპიზოდი მაინც.
49. (1) როგორ ახასიათებს შაჰ-თამაზსა და მის ეპოქას დავით გურამიშვილი??
50. (1) რა წინადადება მიიღო ვახტანგ მეფემ ჩრდილოეთიდან და რამდენად რეალური
იყო ეს შემოთავაზება?
51. (1) როგორ მიიღეს რუსთ ხელმწიფის წინადადება მეფის კარზე? გადმოეცით სამეფო
კარზე შექმნილი აზრთა სხვადასხვაობა.
52. (1) რომელი დეტალით გადმოსცემს ავტორი თავისი ოჯახის სიძლიერეს?
53. (1) რას ნიშნავს: ,,ვცხოვრობდი სხვის ქვეყანასა“? როდის ხდება ადამიანი საკუთარ
ქვეყანაში ლტოლვილი? ქვეყნის როგორი მდგომარეობა იწვევს ამას?
54. (3) გადმოეცით დატყვევებული გმირის თავგადასავალი.
55. (1) საიდან მოიტაცეს დავით გურამიშვილი?
56. (1) სად წაიყვანეს ლეკებმა დატყვევებული დავით გურამიშვილი?
57. (1) რა სიზმარი იხილა ლირიკულმა გმირმა?
58. (2) აღწერეთ ლირიკული გმირის გაპარვა ლეკთა ტყვეობიდან.
59. (1) თქვენი აზრით, რატომ არ ბრუნდება იგი სამშობლოში და რატომ გარბის
ჩრდილოეთით?
60. (1) გაიხსენეთ საქართველოს ისტორიიდან ეს პერიოდი და ივარაუდეთ, ვინ ეგულება
დავითს ჩრდილოეთით?
61. (3) გადმოეცით საწუთროსადმი დავით გურამიშვილის დამოკიდებულება.
62. (1) გაიხსენეთ, რად მიიჩნია რუქამ მეფის მიერ განძის გაცემა?
ა) წყალში ხვნად;
ბ) ხმელეთზე თევზაობად;
გ) სალაროს გადაგდებად;
დ) გლახაკთა ნუგეშად.
63. (1) გაიხსენეთ, როგორ დალოცა სედრაქმა უფლისწული?
64. (1) ვინ (რა) უნდა ყოფილიყო სიზმრად ნახული ჭაბუკი, რომ მეფის კარზე თავისით
მოსულიყო?
ა) მოაჯე;
ბ) მოსარჩლე;
გ) შემოდგომის ფოთოლი;
დ) წვიმა და თოვლი.
65. (1) რატომ ჩამოართვა ლეონმა მეფეს ხელწერილი?
66. (1) რა ვიცით ლეონის წარმომავლობაზე?
67. (1) სედრაქმა ლეონს უთხრა: ,,...მოვედ, მეფესა ემსახურე და იყო თავი ვაზირთა და
უხუცესი ჩემი, და მეფემან ძმურად პატივ გცეს“.
რისთვის არის მზად სედრაქი?
ა) რომ ლეონს თავი დაუქვემდებაროს;
ბ) რომ ლეონს ჯუმბერის აღზრდაში მიეხმაროს;
გ) რომ ლეონს თავისი კუთვნილი პატივი გაუნაწილოს;
დ) რომ ლეონს უერთგულოს.

68. (1) გაიხსენეთ, რით ჰგავს მეფესთან ახლოს მყოფი კაცი ცეცხლთან ახლოს მყოფს.
69. (1) ლეონის აზრით, რით ჰგავს ერთმანეთს მწყემსისა და მეფის შრომა?
ა) ფიზიკური დატვირთვით;
ბ) მორალური პასუხისმგებლობით;
გ) ნაყოფიერებით;
დ) უნაყოფობით.
70. (1) ჯუმბერმა სასახლეში მისვლისას სარტყელი შემოიხსნა და სპილოზე მიაგდო.
როგორ ახსნა მან თავისი საქციელი?
ა) როგორც ხაზგასმა, რომ მეფე ტახტის დაკარგვით ყველაფერს კარგავს;
ბ) ხაზგასმა, რომ ადამიანი ყოველგვარი ზედმეტისაგან უნდა გათავისუფლდეს;
გ) ხაზგასმა, რომ იგავების სიყვარული მეფის ღირსებაა;
დ) რომ იგავების სიყვარული მეფის ნაკლია.
71. (1) რატომ მივიდა ჯუმბერი სასახლეში სპილოზე ამხედრებული?
ა) სპილოზე ჯდომა უყვარდა;
ბ) სიმბოლურად გამოხატა მეფეთა ოჯახის დიდება;
გ) სპილო მოხერხებული ცხოველი იყო;
დ) სამეფო ოჯახის ტრადიციას წარმოადგენდა.
72. (1) გაიხსენეთ, რატომ მისცა ჯუმბერმა მამას ქვა:
ა) შესამეცნებლად, რომ წუთისოფელი აგორებული ქვაა;
ბ) შესამეცნებლად, რომ კაცი რომ გაჩუმდეს, ქვა ალაპარაკდება;
გ)შესამეცნებლად, რომ გამოუყენებელი ოქრო ქვაა.
73. (1) რა არის იგავის ,,უგუნური მცურავი“ დედააზრი?
ა) ადამიანს მხოლოდ ღმერთი შველის;
ბ) ამხანაგი მშველელია;
გ) ადამიანმა საკუთარ თავს თვითონ უნდა უშველოს;
დ) გონივრული რჩევა საშველად მიგდებულ თოკზე უარესია.
74. (1) გაიხსენეთ, რამ გადაარჩინა სიკვდილს შაჰის მიერ თვალდადგმული
ერთი ,,მოჩივარი ვინმე“ (,,უსამართლო შირვან-შაჰი“)?
ა)ფრინველთა და მხეცთა ენის ცოდნამ;
ბ) მოსწრებულმა სიტყვამ;
გ) ტყუილმა, თითქოს ფრინველთა და მხეცთა ენა იცოდა;
დ) გაქცევამ.
75. (1) დავით გურამიშვილი ქრისტეს მიმართავს:
„ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო,
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო“.
როგორი წყვილების სიმრავლე იგრძნობა ტექსტში?
ა) სინონიმური;
ბ) ანტონიმური’
გ) ომონიმური;
დ) პარონიმული.
76. (1) გაიხსენეთ ,,მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“. რას ეფუძნება ლექსის ეპიკური
ნაწილი?
ა) ავტორის წარმოსახვას;
ბ) ჯვარცმის სახარებისეულ ისტორიას;
გ) საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს;
დ) წმინდანთა ცხოვრების სცენებს.
77. (1) გაიხსენეთ ვის უწოდებს დავით გურამიშვილი თავის ორ უფალს?
ა) ქრისტეს და ვახტანგ მეექვსეს;
ბ) დავით წინასწარმეტყველს;
გ) ქართლისა და კახეთის მეფეებს;
დ) გაერთიანებული საქართველოს მეფეს.
78. (1) გაიხსენეთ, რას უწოდებს ავტორი ცოდვის მორევისაგან თავდასაღწევ გზას:
ა) ზნეობრივ გზას;
ბ) განსაწმენდელს;
გ) კურთხეულ გზას;
დ) მადლთა ფონს.
79. (1) რას შეაფარა თავი ტყვეობიდან გაპარულმა გურამიშვილმა?
ა) გამოქვაბულს;
ბ) ხეობას;
გ) საბძელს;
დ) სანგარს.
80. (1) გაიხსენეთ, რას უწოდებს გურამიშვილი კეთილ ღვინოს?
ა) ადამიანის სისხლს;
ბ) სულს;
გ) ქრისტეს სისხლს;
დ) ნებისყოფას.
81. (1) რას ადარებს გურამიშვილი წუთისოფლის მოძრაობას?
ა) აღელვებულ ზღვას;
ბ)დასაძირად განწირულ ნავს;
გ) მჭლე კაცის ცელს;
დ) ობობას ქსელს.

1. ავთანდილი როდესაც ანდერძს უწერს როსტევან მეფეს ტარიელთან წასვლის


შესახებ, ის ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან თვისებაზე. ის
ამბობს, რომ სიცრუე თავია ყოველი უბედობის, რომ სიყვარული უზენაესია, რომ
სიცრუე და ორპირობა ჯერ ხორცს, ხოლო მერე ჩვენს სულსაც ავნებს. მისი აზრით,
ვინც დაბადა მანვე მისცა შეძლება იმისა, რომ მტერი დაძლიოს და მის ბედისწერას
იგი არ გაექცევა. მისი აზრით, საბოლოო ჯამში, უფალი, სიყვარული და ერთგულება
ზემდგომია.
2. როდესაც ავთანდილი ხატაელ ძმებს გამოესაუბრა, მათ უთხრეს, რომ გვინდოდა
ტარიელთან შებმა, თუმცა ის თავიდან გაგვერიდაო, ხოლო როცა არ მოვეშვით,
სამივეს სასტიკად გაგვისწორდაო. (კითხვის არსს ვერ ჩავწვდი და ეს იყოს).
3. .
4. როსტევანი არიგებდა თინათინს, რომ ბრძნულად ემართა სამეფო, გულუხვი
უნდა ყოფილიყო, არ დანანებოდა სიუხვე არც მდიდრისთვის და არც
ღარიბისთვის.
5. აფორიზმი არის მოკლედ გამოთქმული ბრძნული აზრი.

6. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.


გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია;
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების;
7. ბ) ქალის რეაქციამ მიჯნურობის გაგონებაზე.
8. გ) თავისი სამეფო ფარსადანს დაუმორჩილა.
9. ბ) სარიდანის სიკეთე მის შვილს გადაუხადა.
10. ბ) უსისხლოდ.
10. .
11. .
12. .
13. სამი სახის მიჯნურობაზე: ღვთიურ სიყვარულზე, ურთიერთმონურ სიყვარულზე
და მიწიერ სიყვარულზე. ეს ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ სამივესათვის
დამახასიათებელია თავდადება, თავგანწირვა, ერთგულება, ხოლო განსხვავდება
დანიშნულებით.
14. სილამაზე, სიბრძნე, სიუხვე, ახალგაზრდობა, ენაწყლიანობა, გონებამახვილობა,
დათმობა, გამძლეობა.
15. ერთმანეთს ეუბნებოდნენ ხუმრობით „მე გჯობივარო“, იცინობდნენ, ლაღბდნენ,
აქეთ-იქით დადიოდნენ. მათ შორის ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა
იყო.
16. უცხო მოყმე როდესაც პირველად გამოჩნდა მან მაშინათვე მიიპყრო მსმენელთა
ყურადღება. წყლს პირას იჯდა და ტიროდა. როცა მეფემ გადაწყვიტა მისი
ვინაობის გაგება, მან თავიდან მონები უარით გაისტუმრა, ხოლო როცა არ
მოეშვნენ ყველანი ამოხოცა. როცა მეფე და ავთანდილი დაედევნენ, არ
შეებრძოლა, დაინდო მეფე და გაიქცა. ის ძალიან ძლიერია, გამორჩეულია, რაც
ერთი შეხედვითაც ჩანს.
17. შედარება (ალბათ).
18. რადგან მეფე უარზე იქნებოდა და დაიძაბებოდა მათ შორის ურთიერთობა.
19. ის ერიდება მასთან მისვლას იმიტომ, რომ არავის იკარებს ტარიელი. მან თქვა,
რომ ან მე უნდა მომკლას, ან მას უნდა შევაკვდეო. აქედან ვიგებთ, რომ
ავთანდილი წინდახეული და ჭკვიანი ადამიანია.
20. .
21. შოთა წერს, რომ სიყვარულისთვის ტირილი და გოდება მიღებულია. ამიტომაცაა
ტექსტში ძალიან ბევრი ტირილი და გოდება.
22. გ) საქვეყნოდ წარმოაჩინოს ტარიელის ვაჟკაცობა და დაანახვოს ყველას, რომ იგი
ღირსია ინდოეთის სამეფო ტახტისა.
23. ნამდვილი რაინდის დამახასიათებელია სულგრძელობა, როცა შეგიძლია დაინდო
დამარცხებული მეტოქე ან მოღალატე. ტარიელმა დაინდო რამაზ მეფე და
ღალატის შემდეგ არ მოკლა.
24. მან ეს იცოდა, თუმცა მან იმიტომ გადაწყვიტა თავისი ქალიშვილის სხვაზე
გათხოვება, რომ სამომავლოდ ტარიელის ჩრდილქვეშ არ დამდგარიყო მისი
ავტორიტეტი.
25. ეს მისა და ტარიელის სიყვარულს უშლიდა ხელს, ასევე ინდოეთის სამეფო
ჩავარდებოდა უღირსი მემკვიდრის ხელში და რეალური მემკვიდრე ტახტის
გარეშე დარჩებოდა.
26. დავარი შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს და იფიქრა, ჩემი ძმა ცოცხალს არ
დამტოვებსო და მივიდა ნესტანთან, ცემა, შემდეგ ზღვაში გადააგდებინა და
ბოლოს თავი ჩამოიხრჩო. ეს ლაჩრული გადაწყვეტილებაა, რადგან მისი
გაზრდილი ძმისწული სასიკვდილოდ გაიმეტა და მისი ძმის შიშით თავი
მოიკლა.
27. მაჯამა ისეთ რითმას ეწოდება, რომლის დროსაც ტაეპები ერთი და იმავე
სიტყვებით ბოლოვდება, თუმცა განსხვავებულ აზრს გამოხატავს ეს სიტყვები.
28. შაირი ეწოდება 16 მარცვლიანი სალექსო საზომით დაწერილ ლექსს. ის ორი
სახისაა: მაღალი და დაბალი, რომლებიც ერთმანეთისგან მუხლებად დაყოფით
განსხვავდებიან (4/4//4/4, 3/5//3/5, 5/3//5/3)
29. ზღვათა სამეფო ულამაზესი ადგილი იყო, ნაირ-ნაირი ყვავილები, თვითონ
გულანშაროს ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი იყო. ადგილი ისეთი იყო, რომ
მოხუციც კი გაახალგაზრდებოდა, ღარიბიც გამდიდრდებოდა. მუდმივად
სიმღერა და მოლხენა ისმოდა.
30. ??? თანაუგრძნობს, საიდანაც ვიგებთ, რომ ფატმანი საკმაოდ თანამგრძნობი და
გამგებიანი ადამიანია.
31. ნესტანი ფატმანს მიმართავს, როგორც უტკბეს ქალბატონსა და დედათა მჯობ
დედას. ეს ფატმანს ახასიათებს, როგორც კარგ ქალს, კარგ დედას და გამგებ
პიროვნებას.
32. ?
33. მაშინ, როცა ფრიდონი, ტარიელი და ავთანდილი ქაჯეთის ციხის აღების წინ
ერთმანეთს ეხუმრებიან. ფრიდონმა უთხრა, რომ რომ მცოდნოდა ქაჯეთის ციხის
აღებას დავაპირებდით, მაგ ცხენს არ გაჩუქებდიო.
34. ტარიელი მეგობრებს ეუბნება, რომ ციხეს სამივე მხრიდან თითომ 100 კაციანი
რაზმით უნდა შეუტიოს. მისი გეგმა მის გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც მან
ხატაეთის დიდი ომის დროს მიიღო.
35. ის ამბობს, რომ ქაჯეთის ციხეს ღვთის რისხვა დაატყდა თავს ამ სამი მეომრის
სახით. მათი აბჯრის ხმაზეც კი კრთოდნენ მეომრები.
36. გ) ჰიპერბოლა.
37. ავტორი მეფე ფინეზს ახასიათებს, როგორც კეთილ, ბრძენ, მოწყალე და გულუხვ
ადამიანად. მასა და როსტევანს ეს თვისებები აერთიანებს.
38. თან ყველაფერს უნდა ხედავდეს და თან ცალი თვალით ბრმა უნდა იყოს, თან
ყველაგერი ესმოდეს და თან ცალი ყურით ყრუ იყოს, თან უდიდესი გული უნდა
ჰქონდეს და რასაც გაიგებს ამ გულში უნდა დაიტოვოს, რაც კარგი გაიგოს - თქვას
და რაც ცუდი გაიგოს ხმა არ გაიღოს, ისეთი ენა ჰქონდეს, რომ თაფლიც და
საწამლავიც ორივე სდიოდეს.
39. ამით მან მეფეს მიანიშნა ის, რომ თუ ვაჟს ცუდად აღზრდიდა, მეფე მოკლავდა
მას, ხოლო თუ საერთოდ არ აღუზრდიდა შვილს, მეფე მაინც მოკლავდა მას. ამით
მეფეს უთხრა, რომ ის გამოუვლა სიტუაციაში იყო.
40. იმიტომ, რომ ის ისეთი ვერ გაიზრდებოდა ფუფუნებაში, როგორიც მეფესა და
ლეონს უნდოდათ. ეს სიმდიდრე მასზე ზეგავლენას მოახდენდა.
41. მამალი გულუბრყვილოა, მან დაუჯერა ცბიერ მელას და ამიტომაც მოკლა მელამ
იგი. ძერაც გულუბრყვილოა, მელამ ისიც მოკლა. ოფოფმა მელას კითხვებზე
სათანადო პასუხები გაამზადა და მელასაც კი აჯპბა ჭკუაში. ოფოფი გამჭრიახი და
მოხერხებულია.
42. იმიტომ, რომ ის მიხვდა, რომ ღმერთს დიდ ხეზე დიდი ნაყოფი რომ გაერიგებინა,
ის უკვე გარდაცვლილი იქნებოდა. ამიტომ ადიდა მან ღმერთი.
43. იმიტომ, რომ მეფე თუ უნდოდა გამხდარიყო, მაშინ ამტანი, ძლიერი და ჭკვიანი
უნდა ყოფილიყო, ხოლო თუ მწყემსობა უნდოდა, მაშინ ყველა შეძლებდა მის
აღზრდას.
44. სულხან-საბას აზრით, სიტყვა უძლიერესი რამაა. ის ამის დასტურად იყენებს
იგავს „უტკბესი და უმწარესი“.
45. ამით მას იმის თქმა უნდა, რომ მეფე კია უზენაესი, თუმცა ისიც არაა
ყოვლისშემძლე. თუ ხალხი ერთად იდგება, მათ ყველაფრის გაკეთება შეეძლებათ.
46. ვირი წინდაუხედავი იყო, არც კი იფიქრა მის ნათქვაზმე და ამის გამო თავიც და
მისი მეგობარიც გასაჭირში ჩააგდო. აქ ცხადად ჩანს ვირის ჭკუამოკლეობა.
47. მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, კაცობრიობას, ადრეც
მოსათქმელად გვქონდა საქმე და ახლაც მსგავს სიიტუაციაში ვართ.
48. .
49. შაჰ-თამაზზე ამბობს, რომ ის დიდი შაჰ-აბასის ძის ძე იყო. მას უყვარდა ღვინის
სმა და გარყვნილი ადამიანი იყო. სიმთვრალეში სწორ აზრსაც ვერ ალაგებდა, მის
დროს სამართალი ცხრა ქანქარს ფასობდა.
50. პეტრე პირველმა მისწერა ვახტანგს: მოდი, მამად მიგიჩნევო, იესო ქრისტეს
მიენდე და მაჰმადიანი ნუ მოგატყუებსო, გირჩევნია, მე დამეყრდნო და გული
მომანდო, მერე კი შენ მტრების წინააღმდეგაც მიმიშვიო. ეს რეალურს არ ჰგავდა,
რადგან რუსეთის იმპერიისთვის ჩვენი არსებობა არაფერს წყვეტდა, მათთვის ჩვენ
წვეთი ვიყავით ოკეანეში.
51. ისინი, ვინც ამ საქმეს ჭვრეტდა, წუხდა, რადგან იცოდნენ, რომ ეს საქმე ცუდად
დამთავრდებოდა. თუმცა მეფეს ძალიან უნდოდა მასთან შეხვედრა და იმათ, ვინც
მას არ ეხმარებოდა, ერთგულად არ მიიჩნევდა. როცა მეფის აზრი გაიგეს, თქვეს,
რომ თუ არ იშლით, წადით და შეხვდითო.
52. ?
53. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი საკუთარ ქვეყანაშიც ვერ გრძნობდა თავს ისე,
როგორც სახლში. ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილი მაშინ ხდება, როცა
ქვეყანა გადაგვარებულია, სხვას აქვს დაპყრობილი, განადგურებულია. ამით
მარტივად ვიგებთ, თუ რაოდენ რთულ სიტუაციაშია ჩვენი ქვეყანა.
54. დაპატიმრების შემდეგ არც აჭმევდნენ, არც ასმევდნენ, მარტო იყო, არავინ ჰყავდა
უფლის გარდა. ერთელ გაიპარა და დაიჭირეს, ხოლო მეორე ჯერზე უფალს
მიენდო და მეეორე ჯერზე გაპარვამ გაამართლა.
55. ქსნის ხეობიდან გაიტაცეს ლირიკული გმირი.
56. იგი შეიპყრეს, გადაატარეს 100 მთა, მინდორი ცხრა იმდენი და წაიტვანეს ლეკთა
ქვეყანაში.
57. ძილში ხმა ჩაესმა: აქ რას უზიხარ, რას ფშვინავ, რატომ არ მიდიხარ სახლშიო?
რატომ ვერ ბედავ წასვლას? ასე რამ დაგაშინაო? ადექი, იარე, მე წაგიძღვები წინაო.
58. მან ახსენა ღმერთი და წავიდა იქით, საითაც ხსნას ელოდებოდა. დღისით
წინამძღვარი მზე ჰყავდა, ღამით - მთვარე. ის მიენდო 7 ვარსკვლავს და გაუყვა
გზას ჩრდილოეთით. მას გზაში არაერთი უბედურება შეხვდა: ქარბუქი, სეტყვა,
ელვა, ქუხილი, არაფერი არ ჩანდა, წამოწვა და გაუფრთხილდა სხეულს. გულში
თქვა, რომ ადექი, იარეო, ყველაფერს ეშველებაო. სეტყვამ გადაიღო, უფალს
მსხვერპლი შესწირა და „ღმერთო, დამიხსენ მტერთაგან!“ - ეს ლოცვა გაიზეპირა.
59. მან იცოდა, თუ რას გადაწყევტდა მეფე და სამშობლოში დაუბრუნებლად,
პირდაპირ წავიდა რუსეთისკენ.
60. .
61. .
62. გ) სალაროს გადაგდებად.
63. სედრაქმა თქვა, რომ ვირის გულისხმიერება, ძაღლის ერთგულება და
ჭიანჭველას ძალა მისცემოდეს ამ უფლისწულსო.
64. დ) წვიმა და თოვლი.
65. ლეონმა მეფეს ხელწერილი იმიტომ გამოართვა, რომ დარწმუნებული
ყოფილიყო იმაში, რომ მისი შვილის აღზრდის შემდეგ მეფე მას არ მოკლავდა.
66. ლეონზე ვიცით ის, რომ მას მხოლოდ ის ახსოვს, რომ ლეონი ჰქვია, მამამისი,
როდესაც დედამისი მასზე იყო ორსულად, მაშინ მომკვდარა, ხოლო
დედამისი ორსულობას გადაჰყოლია და ის აქა-იქ სიარულში გაზრდილა.
67. ა) რომ ლეონს თავი დაუქვემდებაროს.
68. მეფესთან მყოფი კაცი ცეცხლთან მყოფ კაცს ჰგავს იმიტომ, რომ თუ ცეცხლთან
ახლოს დაჯდები, ცეცხლი დაგწვავს, ხოლო თუ შორს გასცილდები -
გაიყინები.
69. ბ) მორალური პასუხისმგებლობით.
70. ა) როგორც ხაზგასმა, რომ მეფე ტახტის დაკარგვით ყველაფერს კარგავს.
71. ბ) სიმბოლურად გამოხატა მეფეთა ოჯახის დიდება.
72. გ)შესამეცნებლად, რომ გამოუყენებელი ოქრო ქვაა.
73. გ) ადამიანმა საკუთარ თავს თვითონ უნდა უშველოს.
74. გ) ტყუილმა, თითქოს ფრინველთა და მხეცთა ენა იცოდა.
75. გ) ომონიმური.
76. ბ) ჯვარცმის სახარებისეულ ისტორიას.
77. ა) ქრისტეს და ვახტანგ მეექვსეს.
78. დ) მადლთა ფონს.
79. ა) გამოქვაბულს.
80. გ) ქრისტეს სისხლს.
81. ? ა) აღელვებულ ზღვას.

You might also like