You are on page 1of 2

„ქებათა ქება ნიკორწმინდას“ მიხედვით:

ხელოვნების სიდიადისა და თავისუფლების გამოხატვა მუსიკის ანუ სიტყვის მუსიკით .


როგორ უნდა გამოიხატოს ხელოვნება სიტყვის მუსიკით?

მეცნიერება არ არის ზუსტი, მაგრამ მეცნიერება ყველაფერშია. სულ ვამბობდი ,რომ ის რაც
ადამიანს ეუფლება - აღელვების, აღშფოთების, ნერვიულობის, სიყვარულის, შიშის... -
დროს აუხსნელია, ეს მეცნიერებაზე აღმატებულია. დიახ, ამას ენდორფინები და
დოფამინები იწვევენ, მაგრამ ჩვენი ენერგია, ჩვენი გრძნობები , ჩვენ - არ არის
მეცნიერების მიკროსკოფის ქვეშ გამოსამწყვდევი ობიექტები. მუსიკაც მეცნიერებაა ,
ყურებიდან ნოტები, ტონალობები, ვიბრაციები გადაიღვრება ტვინში , ნეირონები კი მთელ
სხეულს გადაუნაწილებენ და გრძნობ თითოეული უჯრედი როგორ უსმენს და შეიგრძნობს
ამ "ჩვეულებრივ" ტალღებს, რომლებიც არაფერია სხვა თუ არა უბრალოდ ხმა. არა, ეს
ბევრად მეტია, როცა მუსიკის მოსმენისას შენი ტვინი მოგონებებს დაგიხატავს , როცა
თვალები გიმძმდება, თვალები, რომლებსაც "მარილიანი სითხე" აწვებათ, რომლებსაც
უფრო ხატოვნად ცრემლს ვუწოდებთ. დიახ, მეცნიერება ისეთივე მშრალია ამ ემოციების ,
ადამიანის უნიკალურობის აღწერისას, როგორც უდაბნო, რომელიც სავსეა გამოცანებით
და საიდუმლოებებით. მაგრამ როგორ შეიძლება ავასიმღეროთ სიტყვები ? გალაკტიონმა
ეს მოახერხა, რისი ნათელი გამოხატულებაცაა ლექსი „ქებათა ქება ნიკორწმინდას“.

ლექსის განსაკუთრებულობა არა მხოლოდ უნიკალურ ხოტბაში გამოიხატება იმ


მშვენიერი ტაძრისა, რომელიც „გზნებით დამკარგავია“, არამედ ის, რომ თავისთავად
მუსიკა აღმოცენდება მისი კითხვისას, როგორც გრიგოლ რობაქიძე წერს: „იწყებ
წარმოთქმას: მიჰყვები ზეაყვანილი რიტმულ დენას მისსა, რომელსაც თანდათან მეტი და
მეტი ქანი ეძლევა, მიჰყვები ტანის რხევით და ისე: თითქო რიტუალურ როკვაში
გადადიოდე“. მაგრამ როგორ ახერხებს ამას პოეტი? ის ხომ ლექსს სიტყვებით წერს და
არა ბგერებით, ამიტომაც ის არჩევს განსაკუთრებული ჟღერადობის ისტყვებს,
განსხვავებულ რიტმს და ამგვარი ჰარმონიიით ქმნის ლექსს. შაირი განსხვავებულია ,
„გალაკტიონურია“ ათი რვასტრიქონიანი სტროფისგან შედგება და დაყოფილია
შინაარსობრივად: პირველი სტროფი, შესავალი ეხება ტაძარს, მეორე ნახევარი არის
ხოტბა. პოეტი ასევე იყენებს ახტვრულ საშუალებათა დიდ მრავაფლეროვნებას.
მაგალითად, გამეორება, რომლეიც „ანაირნაირებულია“: „ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო... ნეტავ ვინ მოჰქარგა, და როცა მოჰქარგა, შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა...
ნეტა ვინ აიდა, ან როგორ აზიდა, რა ხელმა აზიდა“. რა თქმა უნდა, შესამჩნევია
ალიტერაციების სიმრავლე, პოეტი მარცვლებს დიდი სიფრთიხილიდ ანაწილებს , რომ
შექმნას რიტმი, მუსიკა. ასევე სასურველი ჟღერადობის შესაქმნელად გარკვეულ სიტყვებს
თავადვე იგონებს პოეტი, როგორიცაა: „შუქურ-თმები“. არ უნდა გამოგვრჩეს ასევე , რომ
ლექსი არის ოქტავა, თუმცა გალაკტიონის ოქტავები განსხავვებულია და ესეც
„გალაკიტონისეულია“.

საბოლოოდ კი პოეტის რითმების, ბგერების, რიტმის ძიებით შეიქმნა ბრწყინვალე ლექსი ,


რომლის წაკითხვსიასაც ზედმიწევნით ესახება მკითხველს ნიკორწმინდა , ჩუქურთმებით ,
სიდიადით, „ცამდე აღერილი ეროვანი გუმბათებით“, „სვეტთა შეკონებით“. ხოტბა
მიმართულია ტაძრისადმი, რადგან ამგვაარდ ვერ „აანაირნაირებ “ სხვა შენობას , რადგან
ტაძარი არა მხოლოდ მატერიალური ძეგლია, არამედ სულიერი, „უზენაესი საყუდარი“. ეს
არის ხელოვნების სიდიადის გამოსხვა სიტყვის ხელოვნებით, რომლეიც მუსიკასთანაა
თანაზიარი და ქმნის სიტყვის მუსიკას. პოეტმა სიტყვების ქაოსი მწყობრშ ჩააყენა და აქცია
ხელოვნებად, და როგროც დიდოსტატი არსაკიძე გვმოძღვრავს, მხოლოდ ხელოვანს
ძალუძს ქაოსის დიადებად ქცევა. ლექსში ხელოვანის თავისუფლებაც იკვეთება: „მაქვს
მკერს მიდებული ქნარი, როგორც მინდა“. შესაბამისად, „ხელოვნებაა თავად უკვდავება .
მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი“ და ჩვენც სამარდჟამოდ დაგვრჩა გალაკტიონის
ნიკორწმინდა, ისევე, როგორც სვეტიცხოველი, „ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი
იაკობი.”

You might also like