You are on page 1of 3

ვინაიდან კ.

ჯანაშვილმა საქართველოს მოქალაქემ ,რომელმაც მიიღო სხვა ქვეყნის


მოქალაქეობა ამ შემთხვევაში კი ისრაელისს მოქალაქობა პრეზიდენტის 2003 წლის
განკარგულებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა . საქართველოს მოქალაქეობის
შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად საქართველოს
მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და
საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების
შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას. ამდენად საქართველოს
პრეზიდენტს უნდა გამოეცა ბრძანებულება და არა განკარგულება .

საქარატველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის თანახმად


საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება:

ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით;

გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში

ამდენად კი კ.ჯანაშვილმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ ,რომ მიღოო სხვა


ქვეყნის მოქალაქეობა . ასევე საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი შესაძლებელია
შეწყდეს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი
პუნქტის თანახმად . საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:

ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო


სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში;

ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს;

გ) მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით


გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამდენად, კაზუსში ჩანს რომ კ.ჯანაშვილმა საქართველოს მოქალაქემ მოიპოვა ისრაელის


მოქალაქეობა , რაც თავისთავად გულისხმობს საქარტველოს მოქალაქეობის ავტომატურად
დაკარგვას.

კაზუსის ფაქტობრივი გარემოების მიხედვითკ.ჯანაშვილს სურტს ისრაელის მოქალაქეობის


შენარჩუნებიტ მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეობაც , ამიტომაც იგი მიმართავს საგარეო
საქმეთა სამინისტროს საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე
თხოვნთ. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-
ლიპუნქტის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას
დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის
მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ
წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.ამდენად კ.ჯანაშვილს არ უნდა
მიემართა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არამედ უნდა მიემართა იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის შფეროში მოქმედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოსთვის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით .

კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს რომ კ.ჯანაშვილმა მოითხოვა მოქალაქეობის


მინიჭება ჩვეულებრივი წესით , რაც დასააბუთა იმით რომ იგი საქართველოს მიიჩნევდა
საკუთარ სამსობლოდ ,ასევე ფლობდა საქართველოს სახელმწიფო ენას და იყო საქართველოს
სიტორიის მასწავლებელი .საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 12-ე
მუხლის 1-ლი პუნქტის ტანახმად. სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა
ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის


მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში;

ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი


საფუძვლები;

დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს


ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს
წილს ან აქციებს.

მის ტანახმად კ.ჯანაშვილი აკმაყოფილებდა მხოლოდ სახელმწიფო ენისა და საქართველოს


ისტორიის ცოდნის კრიტერიუმებს .

კაზუსის გაქტობრივი გარემოებიდან ჩანს რომ კ.ჯანაშვილმა განცხადება წარადგინა 2020


წლის 13 იანვარს ხოლო პრეზიდენტის გარკარგულების გამოცემამდე 2020 28 აპრილამდე
გასულია ოთხი თვე , საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 26-ე მუხლის
1-ლი პუნქტის ტანახმად საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და
წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

კ.ჯანასვილმა ჩათვალა რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაუსაბუტებელია და


გაასაჩივრა იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში . საქართველოს
მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის
თანახმადსაქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ
მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე
გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. პირის მიერ
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ
მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს
პრეზიდენტი.

დასკვნის სახით , შეგვიძლია ვთქავთ რომ კაზუსში მოქმედება მიდიოდა


კანონსაწინაღმდეგოდ . ასევე კ.ჯანაშვილს, რომ მიეღო საქართველოს მოქალაქეობა
ჩვეულებრივი წესით უნდა დაეკმაყოფილებინა ყველა კრიტერიუმი, ასევე სწორი
დეპარტამენტისათვის უნდა მიემართა მისი მოქალაქეობის შესახებ . თავის მხრივ
პრეზიდენტის მხრიდანაც უნდა ყოფილიყო დაცული დოკუმენტის სახელწოდებები ,
რომელიც მან გამოქვეყნა კ.ჯანაშვილის მოქალაქეობის საკითხტან დაკავშირებით.

You might also like