You are on page 1of 12

ნიცშე გაგიჟდა, თუმცა ქონდა გასაგიჟებელი.

ნიცშე შეიძლება განვიხილოთ როგორც


რაღაცების გაგრძელება, რაღაცების პირიქით დაპირისპირება, კი არ აგრძელებს,
ამთავრებს. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რისი გაგრძელებაცაა იმის
დამთავრებაცაა, მათი კრიტიკაცაა. ნიცშე ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოაზროვნეა იმ
ნაწილში, რომ მას ძალიან კარგად გამოსდის კრიტიკა, ნებისმიერ თეორიაში,
ნებისმიერ საკითხზე მას აქვს მწვავე პოზიცია რომ აქამდე რა პასუხებიც იყო ეგ არ
ვარგა, კარგი დესტრუქტორია. სანაცვლოდ რას გვთავაზობს, ამ ნაწილში მისი
ფილოსოფია იმდენივეს მომცემი არაა, კარგი ჩაქუჩია, მაგრამ არ არის კარგი ურო.

ნიცშეს ფილოსოფია შეგვიძლია რამდენიმე სტადიად დავყოთ, სამად. ადრეული ნიცშე,


ტრაგედიის დაბადების დროინდელი ნიცშე. ტრაგედიის დაბადება მუსიკის
სულიდან, ის განიხილავს ძველბერძნულ კულტურას, ორ ფენომენს - დიონისური და
აპოლონური საწყისი. აპოლონური საწყისი, როგორც წესრიგი, სინათლე, რაციო,
დიონისური, რომელიც მაგას უპირისპირდება, უწესრიგობაა. ანტიკური კულტურა
იმიყომ იყო ყველაზე უფრო წარმტაცი, რომ მასში ხდებოდა დიონუსური და
აპოლონური საწყისების ჰარნომიული შეთანადება, მაგრამ სამწუხაროდ მოვიდა
სოკრატე დაწიყო განდევნა დიუნისური კულტისა. დატოვა აპოლონური, ეს წესრიგი,
რაციო, გონება, სქოლასტიკური მეთოდი რასაც მერე სქოლასტიეკბი იყენებენ,
დაიწყო მორალისტობა კეთილისა და ბოროტის კატეგორიებით ოპერირება, მერე ამას
მოყვა პლატონი და ქრისტიანობა და ესააო მთელი ევროპის კულტურის უბედურება.
ამ უბედურების სათავეშია სოკრატე, პლატონი და ქრისტე. პლატონური კულტურა
და ქრისტიანული კულტურა, ასეც შეიძლება თქმა. თვითონ ნიცშე იყო კლასიკური
ფილოლოგიის დოქტორი, კლასიკოსი იყო. 21 წლისას მიიღო პროფესორის ხარისხი.
კარგად იცოდა ძველი ბერძნული ენა, ძველბერძნული კულტურის მცოდნე იყო
კარგი. აპოლუნური და დიონისური საწყისი სინამდვილეში აპოლონი მასეთი არ იყო
და დიონისე არ იყო, ინტერპრეტაციაა. სინამდვილეში დიონისეს ძირში აპოლონია და
პირიქით, ერთმანეთში გადადიან, უბრალოდ აღსაწერად, რომ აჩვენოს რაღაც
განვითრება რადიკალიზებას უკეთებს ნიცშე, სინათლის, გონების მხარის
რადიკალიზებაა აპოლონი და მეორე ალღოს, მისწრაფების, ინტუიიცს, ქაოსის
რადიკალიზებაა დიონისე, თორემ სინამდვილეში აპოლონშიცაა უწესრიგობაა და
დიონისეში წესრიგი. სოკრატემდელი კულტურა ძან მოწონს, განსაკუთრებით
ჰომეროსი, მისი სამყარო მოსაწონი და მისაღებია. განსაკუთრებით მოსწონს პოეტი
თეოკრიტოსი, რომლის მიბაძვით ის ლექსებს წერს ძველბერძნულად და ასევე
გატაცებულია შოპენჰაუერითა და ვაგნერით. ორივეს თვლის თავის მასწავლებლად
ახალგაზრდა ნიცშე, განსაკუთრებით მოსწონს ირაციონალიზმის პრიმატი
შოპენჰაუერთან, რომელიც ამბობს, რომ სამყაროს ძირში გონება კი არა ვნებაა.
ოლიმპოს ძირი ეგეთია, რაღაც ბრმა ვნება, რაღაც საშინელება. სიცოცხლე
საშინელებაა თავის ძირში, უნდა გაექცეო შოპენჰაუერმა. ნიცშე ამბობს, რომ
ბერძნებმა იციან რომ საშინელებაა და ამ საშინელების გამო ფროიდული ტერმინით
სუმბლიმაციაა ეს მშვენიერი სამყარო, რომელიც შექმნეს ძველმა ბერძნებმა.
შოპენჰაუერი და მისი ეს ავადმყოფობა რომ არის ძირში, სიცოცხლე რომ თავისი
ბუნებით ცუდი რამეა, ყოფნა რომ ცუდი რამეა, ეგაა მისი ფილოსოფიის ლაიტმოტივი
და მეორე ეს ვაგნერიანული ჰანგები, რომელიც ნიცშესეულ განწყობასთან ახლოსაა,
თუმცა მოგვიანებით შოპენჰაუერის კრიტიკას დაიწყებს, ამბობს, რომ სადაც მე
ვახსენებ შოპენჰაუერს ან მოცარტს ყველგან ვგულისხმობ ნიცშეს. სადაც კი
მიხსენებია კარგ კონტექსტში შოპენჰაუერი და ვაგნერი მანდ ვგულისხმობ ნიცშესო,
ვაგნერი იყო ავადმყოფობა რომლისგანაც განვიკურნეო. ნიცშესთან ყოველთვის
გვრჩება ის ხაზი, რომ ის ცუდ რამეს იძახის ქრისტიანობაზე, პლატონიზმზე, ეს
ხდება იმ მიზეზის გამო, რომ ისინი ილუზორულს ამკვიდრებენ სამყაროში, ცრუ
ღირებულებებს ამკვიდრებენ, ქადაგებენ სუსტი ადამიანის მორალს, ისინი სუსტი
ადამიანების არსებობას უწყობენ ხელს ძლეირების წინააღმდეგ. როგორც სუსტი
ადამიანის მორალი, როგორც ავადმყოფობა ისე გავრცელდა ევროპაში და აი
უკანასკნელი სტადიაა ახლა, რომელიც კლავს ამას და კარგიცაა, მოკვდება ეს
უკანასკნელი ადამიანი, ადამიანი უნდა მოკვდეს და მისგან ამოიზარდოს ზეკაცი.
ოღონდ ზეკაცი რაღაც ახალი სახეობა კი არაა, მე რომ მოვკვდები მერე იქნება, აქ
საუბარია ტრანსფორმაციაზე, სულიერ ტრანსფორმაციაზე. უკანაკსნელი ადამიანია,
რომელიც არ გამოდგება ზეკაცობისთვის. კულტურაა მასეთი, ამიტომაც ეგენი უნდა
ჩაიწიხლონ და სხვა ადამიანები რომლებშიც ეს კრიზისი მიმდინარეობს მათ უნდა
თქვა ცრუ ღირებულებებზე არა და ნამდვილზე კი და ამითი აღზარდონ ზეკაცი
საკუთარი თავიდან. ნაპერწკლიდან უნდა გააჩაღონ ხანძარი და ამ ხანძარზე
საუბრობს ზარატუსტრა. ეს ხანძარია ზეკაცი. თუ ხარ ნაპერწკალი გამოდგები
ზეკაცობისთვის, ამ უკანაკსნელ ადამიანში აღარაა ეს ნაპერწკალი, ის მხოლოდ
ნაცარია. ღმერთი არც არასდროს არ არსებულა, რა სახითაც არსებობდა
ადმაიანისთვის ის მოკვდა, კარგია რომ მოკვდა ნიცშესთვის. ნიცშესგან გამოიყვანო
მორწმუნე რა ვიცი, ვიღაცები კი ცდილან... არ გამოდის რა. კულტურის ფენომენი
იყო, შრე იყო ჩვენში, იმედი მოკვდა. ღმერთი ის ღირებულებებია, რომელიც
დამკიდრდა პლატონიზმისა და ქრისტიანობის მეოხებით, ადამიანს სჯეროდა, დღეს
მაგის აღარ სჯერათ, მაგრამ თან გადაგდებაც არ უნდათ, ხავსია, მაგრამ მაინც
ეჭიდებიან, აღარ ფუნქციონირებს. კრიზისია სულიერი, ნიჰილიზმს უწოდებს.
ადამიანებში დაბუდებულია ნიჰილზიმი, რაც გულსიხმობს იმას, რომ არაფერი
ფასეული ჩვენთვის აღარაა, ყველაფერი გაარარავებულია, სულერთია, გულგრილი
ადამიანი. ყველაფრის მიმართ გულგრილია ადამიანი და ღირებულებები რომლებიც
საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და რომლისაც სჯეროდათ სხვადასხვა
საზოგადოებებში ეგენი ყველა გაუფასურებულია, აღარ მჯერა. ეს მდგომარეობა რომ
აღწეროს ნიცშე ამბობს, რომ ღმერთი არის მკვდარი. ეს ღირებულბებეი საბოლოო
ჯამში, მთელი ეს იერარქია არსებობს იმდენად რამდენად არსებობს მწვერვალი, თუ
არაა მწვერვალი ჩამოიშლება იერარქია. რას ნიშნავს ცოდვა? აღარ მწამს ღმერთი
რომლის წინაშე ვცოდავ, ჰაერში აღბული ცოდვა ხო არ არსებობს, ღმერთის წინაშე
დანაშაულია. თავისთვად კარგი რამე თავისთავად ცუდი რამე მხოლოდ იმდენად
არსებობს რამდენად არსებობს საზომი რომლითაც იზომება. თუ ის საზომი
გამქრალია ე.ი აღარც ამის მჯერა. ტოტალური მრევლის არ სჯერა ნიცშე, მათ
სინამდვილეში არ სჯერათ, მაგრამ რახან არ აქვთ სხვა ცხოვრების გამოცდილება,
მეურვის გარეშე ცხოვრების გამოცდილება არ აქვთ, ეშინიათ იმის გაშვება. უმწიფარი
ბავშვებივით არიან, დამოუკდიებლად ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ. ვიღაცამ
რომ უკარნახოს ხოლმე ეგ სჭირდება, ამ სიმართლეს ბოლომდე თვალს ვერ უსწორებს
ადამიანი. არანაირი ღმერთი არ არსებობს, ადამიანებმა მიახატეს ზეცას ღმერთი,
მაგრამ ამ ღმერთის სჯეროდათ, მაგრამ ახლა აღარს სჯერათ, ხედავენ, რმო
მიხატულია, მის მიხედვით ვერ მოქმედებენ, მაგრამ მაინც ეშინიათ ცოდვების. დიდ
ცოდვებს ვერ იდენენ, დიდ სიამოვნებას ვერ რისკავენ, მაგრამ პატარ-პატარას კი.
უსაფრთხოება, სტაბილურობა, სტაბილურობა რას ნიშნავს? არაფერი რომ არ
მემუქრება, მუმიას ემსგავსებიო, ვინაა ადამიანი. ადამიანი არის ცოცხალი არსება,
რომელსაც მისწრაფებები აქვს. მე მინდა უსაფრთხოდ ყოფნა, ფაქტობრივად კუბოს
ვიკეთებ. ყველაზე მაგარ ტიპებს როგორი სახლი აქვთ? ფანჯრები რომელშიც ხმა არ
შემოდის, დიდი ეზო მაღალი ღობით. გარე სამყაროსთან კონტაქტს ვწყვეტ.
უსაფრთხოდ მინდა. თუარადა სიცოცხლე ფათერაკების ძიებაა ნიცშესთვის. მე ჩემი
თავის იზოლირებას ვახდენ სიცოცხლისგან, ეს რატოა კარგი. ლიჟბი ცოცხალი ვიყო
ყველაფერზე თანახმა რომ ვარ ესაა ნიცშესთვის სუსტი ადამიანის მორალი. გადარჩები
თუკი შეეგუები. არ მინდა გადრჩება, მე ყოფნა კი არ მინდა, კარგად ყოფნა მინდა.
თუკი კარგად ყოფნისთვის სუსტად უნდა ვიყო, უსიცოცხლოდ, მაშინ საერთოდ არ
მინდა ყოფნა. ნიცშე არის გაბრაზებული რომ უკანასკნელი ადამიანი დიდხანს
ცოცხლობსო. მოედნის ბუზებს უწოდებს ეხვევიან გარშემო, ირევიან, ბზუიან სულ,
არც ჩუმად არიან, არც ისე არის, რომ მოუსმენდე, ბზუიან და თან გამძლეები არიან.
არ გარისკავს, მნიშვნელოვანს არ გააკეთებს არაფერს, შესამჩნევი არ იქნება და
იცხოვრებს გვიან სიბერემდე. რატომ ჩავარდა ესეთ მდგომარეობაში ადამიანი,
უკანასკენლია დამიანი, ნიჰილისტური მდგომარეობა რისი შედეგია. ნიცშე თვლის,
რომ მთავარი დამნაშავე ამ კრიზისში არის პლატონიზმი. სამყაროს სინამდვილე რაც
გაორდა, გამოცხადდა რომ არის ორნაირი სინამდვილე ნამდვილი და არანამდვილი,
თან ის, რაც არასდროს თვალით არ გვინახავს და იმიომ არ გვინახავს, რომ თავისი
ბუნებით უხილავია, aრასდროს არ მოგვისმენია, არ შევხებივართ. ბუნებით ისეთია
ამრადიული, მარადიული, უძრავი და ეგაა ნამდვილი სინამდვილე, ეგ გამოცხადდა
საფუძვლად იმ სინამდვილისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შევიგრძნობთ,
რომელშიც ვხედავთ, რომელშიც ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები არიან, აი ეს სამყარო
გამოცხადდა მოჩვენებად, ილუზიად და დაქვემდებარებულად იმ ე.წ ნამდვილი
სინამდვილისა. ნიცშე გაოგნებულია, როგორ შეიძლებოდაო, რომ ადამიანებს
ტოტალურად ერწმუნათ და გამოეცხადებინათ ეს როგორც ნამდვილი რაღაც, ჯერ
კიდევ პლატონიზმისა და ქრისტიანობის დონეზე, შემდეგ ეს საუკუნეების
განმვაბლობაში ყოფილიყო პოპულარული ხედვა, ჩვენი ეს მატერიალური,
ფიზიკური ყოფნა მოჩვენებითია, არსებობს რაღაც სხვა, რომელიც არ მოგვცემია
არასდროს და რომლის გამოცდიელბაც არ გვაქვს, ნადმვილია და ამის საფუძველია
და მიზნადაც იმქვეყნიური სამყარო დამისახავს. ამის შედეგი არის ის, რომ ეს თუ
არანამდვილია და მოჩვენებითია მე უნდა ვიღვაწო იმისთვის, რომ ნამდვილში
მოვხვდე, იმ ქვეყნად. რაღაც სხვა, რაც არ არსებობს ახლა და აქ მაგის განამდვილებას
ვცდილობ, ახლა რაშიც ვცხოვრობ მაგაზე უარი უნდა ვთქვა და უნდა დავთრგუნო,
რადგან რაც ჭირს იმ სამყაროს ნეგატიურად არის გამოყვანილი ამ სამყაროს
მახასიათებლებიდან. ეს თუ ცვალებადია, აქ თუ მოძრაობაა, ის უცვლელია და
უძრავია, აქ თუ ხორციელი სიამოვნებებია იქ არ არის. გულწრფელად თუ
ჩავფიქრდებითო და დავუკვირდებით საიქაო ცხოვრების ცნებასო, სასუფეველში რას
ვგულისხმობთო, ვნახავთ, რომ ამქვეყნიური რაიმედან აღებული ფენომენებია
უბრალოდ რაოდენობრივად გადამრავლებული, ან გამუდმივებული, ან რაღაც
ხარისხში აყვანილი. რაც აქ არ მოგვწონს ეგენი გამორიცხული გვაქვს. ის, რაც მე
მომწონს კარგად მაგრძნობინებს თავს ეგ იქნება სულ, რაც არ მომწონს ეგ საერთოდ
არ იქნება, ეგაა ჩვენი წარმოდგენა სამოთხისა. სამოთხისეული წარმოდგენა არის
მარადიული ნეტარება. მარადიული რაა? დროითი კატეგორიაა, რომელსაც რაღაცები
ახასიათებს, არ იცვლება. ნეტარება რაა? ნეტარი მდგოამრეობა რომელი მდგოამრეობა
არის ეს ჩვენ იმდენად გვესმის რამდენადაც ცხოვრებაში ზოგჯერ კარგად
ვყოფილვართ ხოლმე, ზოგჯერ არა და ეგ გვგონია ნეტარება. მე რომ კარგად ვიყავი
სულ რომ მასეთი მდგომარეობა მქონოდა მე, ეგაა სამოთხისეული ნეტარება.
სამოთხეში რა ხდება? რაც მე აქ ზოგჯერ მაქვს ხოლმე ეგ იქნება სულ. ესაა ადამიანის
რესენტიმენტი ნიცშე ამბობს. ადამიანს ეშინია სიკვდილის, სიკვდილი
აუცილებლობაა, ამას ვერ მოუხერხა ვერაფერი, მაგრამ აი ეს მოუხერხა, თქვა რომ არ
არსებობს სიკვდილიო. სიკვდილი არის მოჩვენება, ეგაა გარდაცვალება, ამითი მოერია
ის სიკვდილს. ვიღაც ძლიერია, მჩაგრავს და მე ვერ ვერევი, როგორ მოვერიე? ჩვენ
სუსტები როგორ მოვერიეთ. ვინც ჩაგრავს მაგას ღმერთი დასჯის. რაღაცები მე არ
შემიძლია და რაც მე არ შემიძლაი იმისთვის რაღაცები მოვიგონე, იდეები შევქმენი და
მანდ კომფორტულად ვარ. მე რაც არუნდა ცუდად ვიყო არც ღირს, თავის მოტყუების
ერთ-ერთი ფორმაა. მორალი არსებობს, მაგრამ არის სუსსტი ადამიანების მოგონილი
რამ. ძლიერ ადამიანს მორალი არ ჭირდება, ჭირდება სუსტ ადამიანს რომ
დაიკმაყოფილოს ის სურვილები, რომლის მიღწევა თვითონ ვერ შეძლო, აი მორალით
იკმაყოფილებს ამას. ეს მორალური პლატონურ-ქრისტიანული ქადაგებს, რომ ამ
ქვეყანას ფასი არ აქვს, სიმდიდრე ცუდი რამეა, ძალაუფლების ქონა, სიძლიერე
გავლენის ქონა კარგი არაა, უმნიშვნელოდ უნდა იცხოვრო, მეუდაბნოე ბერის
ცხოვრება კაია. ნიცშე ამბობს, რომ ეგაა შურისძიება. რასაც ვერ შეძლებ, რისი შნოც არ
გაქვს იმას აცხადებ, რომ ცუდია. ვიღაც გიყვარდა, სხვაზე გათხოვდა, ამბობ მერე რა,
ცუდი ადამიანი იყო, მაინც გამაუბედურებდა, ჩემი ღირსი არ იყო. რაც გინდა, მაგრამ
ვერ წვდები, შნო არ გაქვს, იმას ამბობს, რომ ფასი არ აქვს, ესაა ადამიანური
შურისძიება, სუსტებმა ვერ მიაღწიეს ძლიერებას თქვეს, რომ ამქვეყნიური ძლეირება
არაფერი არ არის. სინდისის კონსტურირებას სოციალური მექაზნიზმების მიერ, ასე
უწოდებს ნიცშე. რაღაც ინსტიტუციები არსებობს, რომელიც ადამიანური
სისუტეებით სარგებლობს და როგორც კი დავიბადებით ესეთ ფენომენს
აკონსტურირებს და მერე მუდმივად განცდა გვაქვს, რომ თითქოს დაბადებიდან
მოცემული ფენომენია ეს სინდისი. სინამდვილეში არის დიდი ხნის განმავლობაში,
ევოლიცურად ჩამოყალიბებული ფენომენი. ძლიერი მართვას ხო გარედან ვერ
შეძლებს სუსტი, საჭიროა მეხუთე კოლონა მასში, მასში უნდა გააჩინოს რაღაც მერე
იმაზე მითითბით რომ შეძლოს მისი გაჩერება. უძლურებამ შექმნა ღმერთი და
საიქიო. იმის გამო, რომ ვიღცები სუსტები იყვნენ, ოღონდ ბევრნი იყვნენ, ძლიერები
ცოტანი. ბევრმა სუსტმა კოლექტიურად შეიმუშავა მორალი. მე თუ ამ მორალის
ადამიანი ვარ მივხვდები, რომ ყალბია ეგ და ძლიერი გავხვდები, კი არ უნდა
დავხოცოთ სუსტები, სუსტებმა უნდა თავისი თავი გაიძლიერონ ამგვარად. მორალი
არის კეთილი და ბოროტი, კარგი და ცუდი. კეთილისა და ბოროტის ჭრილში
რაღაცების განხილვა არის მორალი. როგორც პატარა ბავშვს არ აქვს, ის უბრალოდ
თამაშობს, თავის ქმედებას როგორც კეთილს ან ბოროტს არ გაიაზრებს. მე უკვე
ვამბობ, რომ გაბრაზებული ვარ და სამაგიეროს გადავუხდი, მევე ვხვდები, რომ ჩემ
მიერ სამაგიეროს გადახდა ცუდია, შიურისძიება მაქვს. მოდი ახლა მე ხო კეთილი ვარ
და მოდი რაღაცას გავუკეთებ. სიკეთე არის ჩემი მოტივატორი რაღაცის გაკეთების, ან
ბოროტება არის რაღაცის ინსპირატორი, მოტივატორი, ის, რაც მაკეთებინებს. ნიცშე
ამბობს, რომ ნებისმიერი ქცევა, რომელიც კეთილით ან ბოროტითაა მოტივირებული
არაა კაი ქცევა, არ არის თვისუფალი ადამიანისთვის ნიშნეული. კარგი სხვაა და
კეთილი სხვა. ვაშლის ჭამა კარგია, მაგრამ სიკეთეა ან ბოროტებაა? აქ გადამწყვეტი
ცნება მორალში არის ცოდვა, თუკი შენ ლაპარაკობ რომ ეს ცოდვაა ეგ უკვე
სისულელეა ამბობს ნიცშე, ცოდვა გულისხმობს რაღაც ღმერთის არსებობას, რომლის
წინაშეც არის ჩადენილი ცოდვა, არ არსებობს ღმერთი, შესაბამისად არ არსებობს
ცოდვა. ძველბერძნებთან, მაგალითად ჰომეროსთან, მორალური კატეგორიებით არ
ხდება ოპერირება, ბოროტი არის აქილევსი? ბოროტია აგამემნონი? ან თერსიტესი
ბოროტია? საერთოდ არ განიხილება საკითხი ასე, ვინმე კეთილია თუ ბოროტი.
განიხილება ვინმე ძლიერია თუ არ არის, ვაჟკაცია თუ მხდალია, ეს განიხილება.
ცოდვა ჩაიდინა ეგეთი რამე არ მოსულა ბერძნებთან. პირველი ტიპი ნიცშეს თქმით
ვინც ეს მორალური კატეგორიებით დაიწყო ოპერირება არის სოკრატე. გამოვიდა და
თქვა რა არის სიკეთე? ღმერთმა რომ ეს ჩაიდინოს, ღმერთი რომ ამის გამკეთებელი
იყოს ეგ კეთილი იქნება? მაშინ ღმერთი კარგი გამოდის? ცუდი ხო არ გამოდის?
ჰომეროსი არ უყურებს ასე, აქილევსი მივიდა და დახოცა ვიღცები, ცუდი ტიპია?
ავტორი საერთოდ არ რეფლექსირებს იმაზე ეგ ქცევა კეთილია თუ ბოროტი. ნიცშე
ამბობს, რომ იმორალური, ამორალური კი არა, ამორალური ისევ მორალში რჩება,
მორალურად ცუდი, იმორალური კი, ნიცშეს ტერმინია, გულისხმობს იმას, რომ
საერთოდ არ იღებს მხედველობაში მორალს, არა სიცოცხლე არა სიკვდილი არამედ
რაღაც სხვა, არა კეთილი არა ბოროტი არამედ რაღაც სხვა. მისთვის ბავშვია ამის
სიმბოლო, როცა თამაშობს არ ფიქრობს კეთილია თუ ბოროტი. ეს დაბინძურება
ხდება მერე, სოციალური გარემო მის გონებას გამოამუშვებინებს ქცევის ამ წესს,
რომლის მიხედვითაც ეს არ შეიძლება. ნიცშე ასე იწყებს, რომ პირველადო სულიო
აქლემად იცვლებაო, მანამ აქლემიც კი არ არის. აქლემი გამოხატავს არსებას,
რომელიც დიდ ტვირთს ატარებს, რომელიც დაიჩოქებს, ივლის მორჩილად მთელ
უდაბნოში, ნებისყოფა აქვს დიდი, თავის შიგნით აქვს თავისი ნებისყოფის
გამოსაკვები ინსტრუმენტები. სხვის მიერ დადებული ტვირთი, ტვირთი, რომელიც
სხვამ დააკისრა. მორალზე უარის თქმა კულტურაზე უარის თქმაა, მთლიანი
კულტურის დესტრუქციაა საჭირო, მათ შორის სახელმწიფოს გაგება, ყველაფერი
გადასაგდებია, ყველაფერი ადამიანის ბუნებრივ, ინდივიდუალურ სიცოცხლეს
ეწინააღმდეგება. იმის გამო, რომ ზუსტად არ იცის რა ფორმა უნდა მოინახოს
ალტერნატივად, ეს სიმართლე რომ დაინახა ხო უნდა ეთქვა? ამბობს, რომ ეს ცუდია.
ამაში ხედავენ ხოლმე ანტიეტატისტურ, ანარქიულ განწყობას. ანარქისტები თავის
დასაყრდენს ხედავენ ხოლმე ნიცშეში. ანარქისტული მოძრაობა რამდენად
მოეწონებოდა სხვა საკითხია, სახელმწიფო ნამდვილად არ მოწონს, როგორც ეკლესია
მაგალითად. ბლა ბლა ბლა.
ადამიანში ყველაზე დიდი ისააო რომ ის ხიდიაო, რომელიც უნდა გადაილახოს.
ადამიანი მაიმუნიდან მოვიდა და დღეს კიდევ უფრო მაიმუნია ვიდრე ოდესმე
ყოფილაო, ადამიანად ყოფნა თავისთავად მიზანი არ არისო თუკი ადამიანი არ გახდა
ზეკაცი, ადამიანობა არის ხიდი, რომელიც უნდა გაირბინო და გახდე ზეკაცი, ამიტომ
შენ უნდა გარისკო, ძველი ღირებულებების მსხვრევაში მონაწილეობა უნდა მიიღო.
კომუნიზმის აჩრდილი, რომელიც დარბის ევროპაში ამით იწყება კომუნისტური
მანიფესტი, მთავრდება იმით, რომ ამ ბრძოლაში პროლეტარებმა მონაწილეობა უნდა
მიიღონ, რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა? იმიტომ, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ.
ერთადერთი რაც აბადიათ ამ ბრძოლაში ესაა საკუთარი ბორკილები, შეძენით კი
მთელ კაცობრიობას შეიძენენ. ამ მოტივებით ერთმანეთს გვანან რადგან ეს
მდგომარეობა რომელშიც ვართ ცუდია, ამის დასანგრევად უნდა ვიბრძოლოთ.
ადადამიანის იმ ფორმით ყოფნა, რომელიც ჩემი თანამედროვეა,
საშუალოსტატისტიკური ბურჟუა ეგ უნდა მოკვდეს და აქედან ამოიზარდოს უნდა
ზეკაცია, თუ არ ამოიზრდება ეს მაინც უნდა მოკვდეს.

რაღაც კითხვებია დარბაზიდან. მიშა აგრძელებს: უნდა სხვა რამეა, მორალურია თუ


არა სხვა. 2+3 რომ ხუთია ეს სწორია, 5 უნდა იყოს, მაგრამ მორალურია?
მორალურობის საკითხი ხო არ დგას. უნდა არის მოდალობა, რომელიც გამოხატავს
ნათქვამში ეჭვი შევიტანოთ თუ არა.

უფრო მეტი რომ გინდა, ზეკაცობა გინდა. რის საფუძველზე გინდა ზეკაცობა? იმ
საფუძველზე, რომ შენი მდგომარეობა ხედავ, რომ არ არის იდეალური და მაგიტომ
გინდა. ზეკაცობა იმიტომ მინდა, რომ არაა კარგი ჩემი ახლანდელი მდგომარეობა.
სიკეთე კი არა, მისწორდება, მისწორდება მე, მე მაგით ვხარობ, მე მაგით ვხალისობ,
ასე იტყოდა ნიცშე, არაა ეთიკური კატეგორია. ჩემთვის რაღაცების შეფასება,
ეთიკურად, ჩემი საზომი შევქმნა დავარქვა კეთილი და ბოროტი, კი ბატონო დაარქვი,
თუ არ იქნება ეგ გარედან მოტანილი, თავსმოხვეული, ზოგადი, ისეთი სტატუსი თუ
არ ექნება, რომ ეს თავისთავად ეგრეა, გარდა იმისა, რომ მე მსიამოვნებს კიდევ ამას
თავისთვად რაღაც მნიშვნელობაც აქვს ამას თუ არ დააზრებ, მაშინ იქნები
გულწრფელი და არ იტყუებ თავს, ამას ამბობს ნიცშე. თუ გარდა იმისა, რომ მე
მსიამოვნებს, მომწონს ეს რაღაცა, მგონია რომ სიკეთეა, მისწორდება, იმასაც თუ
ვამბობ, რომ ამას საზრისი აქვს თავისთავად, კარგი საქციელია სამყაროში, შეფასდება,
ამას თუ არ იზამ კი ბატონო, ნიცშე იტყოდა, რომ შენ სუფთად ცხოვრობ,
გულწრფელად აკეთებ მაგ რაღაცას, თუ რაიმე სხვისთვის აკეთებ გარდა იმისა, რომ
შენ მიგაჩნია ეს სასიამოვნო, კარგი, თუ გინდა კეთილი დაარქვი, მაშინ არაა სუფთა.
მორალი არის ხოლმე რაღაც სხვიდან მოტანილი ფენომენი, კულტურული,
სოციალური, მაგრამ სტრუქტურა მაინც ეგეთი ექნება, შენ მიგაჩნია რომ ეგრეა.
მომწონს კი ბატონო, მე კარგი მგონია კი ბატონო, მაგრამ ეს კარგია? კარგია უკვე
ნიშანვს მე რომ არ ვიყო ეგ მაინც კარგი იქნებოდა, სხვას რომ გაკეთებინა მაინც კარგი
იქნებოდა, ანუ ჩემ გარეთ რაღაც თვისთავადი ღირებულება გააჩნია, ნიცშე ამბობს,
რომ არა, ეგეთი აზრით მორალი არ არსებობს, თორემ მე რაღაცები სწორი მგონია,
რაღაცები არა, ეგ რომ ასე არ იყოს ნიცშე რამეს რატომ იტყოდა, არაფერს არ იტყოდა.
ნებისმიერი რამე თუ სწორია, რატომ თქვას ეს და არ თქვას ის მაშინ. ნიცშე ამბობს,
რომ ნებისმიერი ადამიანისთვის კარგისა და ცუდისა, მორალის წყარო თვითონაა, და
ეს თვითონაა მხოლოდ თვითონ. მაშინ რატომ მეუბნება ზეკაცი უნდა გახდეო,
იმიტომ, რომ ნებისმიერი ცოცხალი მისწრაფება ისაა, დაუკვირდი, მე რასაც გეუბნები
არ დამიჯერო კი ბატონო, მაგრამ აბა შეამოწმე რასა გეუბნები. თუკი გულწრფელად
შეამოწმებ, მაშინ მართლა აღმოაჩენ, რომ ნიცშე სწორს გეტყვის, სწორს გეუბნება.

აბსოლუტური ქაოსი შეუძლებელია, რაღაც ქაოსი ახლაცაა, მეტ-ნაკლებობით


დასაწყისში შეიძლება მეტი ქაოსი იყოს, სუსტებს განსაცდელი ელით, ძლიერები
გადარჩებიან. ზეკაცობა მოქალაქეობა კი არაა მერე შენი შვილი რომ ზეკაცი იქნება.
ნიცშეს აზრდით აღზრდა შეუძლებელია, შესაძლებელია განვითარება, ანუ თვითონ
უნდა გადაწყვიტო, თვითონ უნდა შეიქმნა შენი ღირებულებათა ღერძი. არამარტო
აზრების, არამედ განცდის დასწავლაც შესაძლებელი რამეა, მიუხედავად იმისა, რომ
შეიძლება ასე გვეგონოს რომ აზრები რახან გავიგე, ეს განცდები ჩემი უნიკალური
რამეა, რა დროს მიჩუყდება გული და რა დროს არა, ეგენი ინდივიდუალურია, არა!
სრულიად შესაძლებელია ამის სტერეოტიპიზაცია, ისევე, როგორც აზრების. აზრებს
არ აქვთ ხოლმე ძალა, უფრო ემოციურს აქვს, როცა ვიღაცას უნდა მართოს ან რამე.
აზრს თუ ემოცია არ ახლავს ისე დამაჯერებელი არაა. ვინმე რომ ლაშრის წინაშე
გამოვიდეს და ქართველნო აბა ხმალს ხელი იკარ (ამბობს ცხადია უემოციოდ), მაგრამ
თუკი შესაბამისი სახითა და ემოციით იტყვის, მაშინ გამოვა.

ნიცშეს ის ნაწილი, რომელიც დესტრუქციული, ძველი ღირებულებების მსხვრევა


ნიცშეს ფილოსოფიას კარგად გამოსდის, მაგრამ ახალს რას გვთავაზობს, რა ავაშენოთ
ეს ნაწილი ღიაა, მაგრამ პერსპექტივებს კი აჩენს, კონკრეტიკა მაგას აკლია,
განსხვავებით მარქსიზმისგან მაგალითად. მაშინ გამოუვიდოდა, რომ ისევ სისტემას
გთავაზობს, სადაც უნიფიცირება ხდება. ასე იტყოდა ზარატუსტრა დაწერილია,
როგორც კონტრსახარება. 4 წიგნისგან შედგება ესეც, ენა პროფეტულია, ანუ
წინასწარმეტყველურია, თან არის დაწერილი ლუთერისეული გერმანული ენით,
რადგან ლუთერმა რომ სახარება გერმანულად თარგმა მაგას დამსგავსებოდა,
შინაარსებიც პირდაპირ მიუთითებს, მარჯვენაში გაგაარტყამენ აქ არის, რომ შენ
უარესი უნდა დამართო. ერრთი თავიც არის ძველ და ახალ ფიცართათვის და აქ
იგულისხმება ქცევის ძველი და ახალი წესი. ეს ახალი წესი როგორია, რის გამოც
ზარატუსტრას, რომელიც წინასწარმეტყველია ზეკაციას, ჩამოდის მთიდან, რათა
ადამიანებს უქადაგოს ზეკაცი, ზეკაცი არის ეს მხლი და ნაპერწკალს სადაც ნახავს იქ
ცეცხლი უნდა გაღვივდეს, ანუ ადამიანი იმითია დასაფასებელი, რომ ხიდია,
ნაპერწკალია, რომელიც უნდა წაილეკოს თვითონ და მოვიდეს ზეკაცი მის ნაცვლად,
ოღონდ ჩემში უნდა დაიბადოს, წავიდე და სხვა მოვიდეს კი არა, მე უნდა
ვტრანსფორმირდე. პირველი წიგნის ბოლოს ზარატუსტრა უკან ბრუნდება მთაში,
რატომ? ეს ლაპარაკობს, რომ ეს მოძღვრებები ქადაგებები, რომლებისაც თქვენ
გჯერათ ეგ სისულელეა, თქვენ საკუთარი გულწრფელობიდან უნდა ამოზარდოთ
ზეკაცი, რა ჭკვიანურ რაღაცებს ამბობსო და მისი მიმდევრები გახდებიან, ეს კი
ამბობს, რომ არავისი მიმდევრები არ იყოთ, ეს აზრი ვისაც მოწონს ხდება მისი
მიმდევარი და ამის გამო ცხადია ზარატუსტრა ტრაგიკული ტიპია.
ის რაც ბერძნებთან იყო და მერე დაიკარგა, სოკრატემ რომ დაიწყო მაგის რღვევა. ესაა
რესეტიმენტი რასაც დასჭირდა მერე, შურისძიება რასაც დასჭირდა, ცოცხალი არ ვარ
მოვკვდები, ამიტომ საიქიო ცხოვრებაა. ბერძნებთან ჰომეროსისდროინდელ არის
აპოლონურისა და დიონისურის ჰარმონიული თანაარსებობა და ეს ახლა ამბობს, რომ
ბერძენი ხედავდა სამყაროს ავადმყოფობას რომელიც დასაწყისში ვახსენეთ
შოპენჰაუერიც ხედავდა, სიცოცხლეზე უარს ამბობს, რატო? იმიტომ, რომ
საშინელებაა სიცოცხლე. სიცოცხლე რომ საშინელებაა ამისდა მიუხედავად უარს არ
ამბობს და სათანადო დისტანციაზე დგება სიცოცხლესა და სიკვდილთან, გახსოვდეს
სიკვდილი, მემენტო მორი; ბერძენს სიცოცხლეც ახსოვს და სიკვდილიც ახსოვს და
ამის საილუსტრაციოდ ის, რომ ამ მშვენიერი სამყაროს მიღმა, რომელსაც ბერძნები
გვთავაზობენ, ცუდი რამე დგას მოაქვს ასეთი მითი, რომელიც ძველბერძნული
მითია: მეფე მიდას ხვდება სილემოსი, ესაა დიონისეს თანმხლები ეკითხება რა არის
საუკეთესო ხვედრი ადამიანისთვისო. შენო უკვე აღარ გექნებაო ეგო, რატომო?
იმიტომ, რომ ადამიანისთვის საუკეთესო, ყველაზე კარგი რამ არის, რომ არ
დაიბადოს საერთოდ, შენ უკვე დაიბადე. ხოლო თუკი დაბადებულთა შემთხვევას
განვიხილავთ მათთვის საუკეთესოა რომ მალე მოკვდეს. ბერძენი ხედავს, რომ
სიცოცხლე ავადმყოფობაა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც რჩება ცოცხალი და
სუბლიმირებს და ამით იქმნება ის მშვენიერი სამყარო. ამ თავის ენერგიას, რომელიც
სასიცოცხლოა, მაგრამ სიკვდილი ამთვრებს გარდაქმნის მშვენიერ ფორმებში და
ნიცშეს ყველაზე მეტად, ასეც უწერია, მშვენიერება მოსწონს, ესთეტია თავისი
ბუნებით. დანა, რომელიც აცეკვდება სხვის სხეულზე და რაღაც ასეთებს ლაპარაკობს,
პოეტური სახეა ისევ, მაგრამ შოპენჰაუერის კვალია ესეც, სამყაროს გამართლდება,
როგორც ესთეტიკური ფენომენი, თორემ ეთიკურად თუ განიხილავ არანაირი
გამართლება არ აქვს სამყარო, არანაირი ღმერთი და არანაირი სამართლიანობა არ
იქნება აქ, მაგრამ რაღაცები ლამაზია და მშვენიერია და ამითი აზრი აქვს სამყაროს,
ამითი უნდა გიყვარდეს სიცოცხლე და რაც კი ცოცხალი მინახავს ყველგან მინახავს
ძლიერებისკენ სწრაფვაო ეგეც არის ესთეტიკური ფენომენის გამოვლენა
რაღაცგვარად, ამის გაგრძელება და შოპენჰაუერის დაძლევა კრიტიკით.
შოპენჰაუერის ნებაზე რომ ვამბობდით ვთქვით, რომ ეს მეტაფიზიკური
აბსოლუტური ნება არის არსებობის ნება, ყოფნის ნება, ამიტომაც აქცევს ყველაფერს
საკმაო საფუძვლის კანონში, არსებობის ოთხ წესში. ნიცშე კი ამბობს, რომ ნება
არსებობისა არის აბსურდი. ნება რომ გქონდეს ხო უნდა იყო, თუკი ხარ არსებობა ხო
გაქვს, რაც გაქვს ის კი აღარ გინდა, იმას ხო არ ესწრაფვი. თუ გინდა კიდევ ყოფნა, ე.ი
შენ გარანტია გინდა, ან გინდა ის, რაც ჯერ არ გაქვს. ნება, სურვილი გაქვს ადამიანს
იმის, რაც ჯერ არ გაქვს და რა არის ეს? ეს არის ძლიერება, უფრო მეტი გინდა, უფრო
მეტი ყოფნა გინდა, გინდა რომ მოედო. მცენარეში როგორცაა. 2 მცენარე რომ დარგო
გვერდიგვერდ დაიწყება კონკურენცია, რომ ამან დაასწროს გაზრდა რომ სინათლე
ამასთან რომ იყოს და თუკი მზე ამასთან იქნება კიდევ უფრო კარგად ეს გაიზრდება
მერე ფესვებს გაიდგამს და მეტ ადგილს დაიკავებს, ეს მისწრაფება, რომ იყოს
ძლიერი, მეტ ადგილს მოედოს, უფრო მაღალ ხარიხსში იყოს ყველა ცოცხალშია.
ყველაფერი იბრძვის, რომ იყოს უფრო ძლიერი. ნება ძალაუფლებისადმია, ბრმა ესეთი
ნება არ არის. არა უბრალოდ ყოფნა, არამედ უფრო მეტად ყოფნა. ყველა იმპულსი
არის აქეთკენ. მათ შორის ფროიდი რასაც დაარქმევს. ეს ყველა ადამიანშია,
უბრალოდ ვიღაცებმა თავისი არაგულწრფელობისა და სისუსტის გამო დაივიწყეს,
მიჩქმალეს და ისე იქცევიან თითქოს ეგ არ იყოს მნიშვნელოვანი. თუკი მოხერხდა
მათი გაუკუღმართების მოშლა ისინიც დაინახავენ, რომ უყვართ მათაც სიცოცხლე.
არათუ დიდ სიკეთეს, არამედ დიდ ბოროტებასაც ვერ ჩაიდენენ ეგენიო,
მოჩვენებითია მაგათი სიკეთე, სიმართლეცო. ასკეტიზმი და მარხვა თავისთავად
ცუდი რამე ნიცშესთვის არ არის, უბრალოდ მაგას ყველაზე ცუდ რაიმედ აქცევს ის,
რომ გულწრფელი არ ხარ ამაში, თორემ ეს ასკეტიზმი ერთ-ერთი აცილებელი
სტადიაა ზეკაცობამდე, აქლემის სტადიაა, როცა შენი ნებით გარედან მოსულ
ვალდებულებებს ზურგზე მოიკიდებ და გაივლი უდაბნოს. ამ აზრით გულწრფელი
ქრისტიანი ნიცშესთვის არის ქრისტე, არსებობდა ერთადერთი ქრისტიანი და ისიც
ჯვარზე გააკრესო. სხვა გულწრფელი ძნელად წარმოუდგენია. თუკი ქრისტეს
პერსონას აიღებ რაღაცების კეთება ხო შეუძლია, მაგალითად სასწაულების. შეუძლია
გამდიდრდეს ბევრი თევზი დაიჭიროს, ღვინოდ გადააქციოს ბევრი წყალი გაყიდოს,
ქრისტეს ფიგურას ეს შეუძლია, მაგრამ მაინც უარს ამბობს. სოკრატეს არ შეუძლია,
არც არავინ არ გადაუხდის ფულს ბევრს. ამიტომაც ის შეიძლება ჩაითვალოს.
შეიძლება სხვებიც იყვნენ, ეს ჰიპერბოლაა ერთადერთი არსებობდაო, უნდა თქვას,
რომ უმეტესობა ასე არ არისო. იმისათვის, რომ ზეკაცი გახდე ეს ასკეზა
მნიშვნელოვანია, რადგან აქ გამოიწრთობა ნებისყოფა. კაცი იმდენად ფასობს
რამდენი ნებისყოფაც აქვსო ნიცშეს ფრაზაა, თუკი რაღაც საცდურები ვერ მოგერევიან,
ნიცშეს ფრაზაა ესეც რაც ვერ მერევა უფრო მაძლიერებს, რაც ვერ მძლევს უფრო
ძლიერს მხდის. შოპენჰაუერის რაღაც ფრაგმენტები ნიცშესთან ეტაპია მხოლოდ და
არა საბოლოო მდგომარეობა, ოღონდ ეს საბოლოო მცედგომარეობა და მორალის არ
არსებობა და სურვილის შესრულება და ძალაუფლებისკენ სწრაფვა არ უნდა გავიგოთ
ისე, რომ ნიცშეს აზრით ნებისმიერი რამე, რაც ადამიანს მოეპრიანება უნდა გააკეთოს
და ეგაა სიცოცხლისთვის ხელშეწყობა, ეგრე არაა.

სემინარი

ჯერ არს ნიშნავსუნდას, საჭიროა.

ისინი კი არ უნდა გადაეჩვივნონ, ანუ ზოგჯერ კი არ უნდა გამოიყენონ არამედ უნდა


მოიშორონ. ანუ ვისაც სხეული სძულს საერთოდ უნდა გამოეთხოვონ სხეულს,,
სხეული თუ სატანჯველია და უბედურების წყაროა, მაშინ საერთოდ განშორდი
სხეულს. ისე კი არა რომ წახვიდე როგორც მარტვილი აკეთებს, ნიცშე ამბობს, რომ
თუკი სხეული გძულს, მოცილდი ანუ ტავი მოიკალიო:დდ
ბავშვის მგოამრეობა სამი მდგომარეობიდან გვახსოვს რომ კარგი მდგომარეობაა,
ბავშვი სხეულის მეძულე არაა. ბაშვი არის ხეულისა და სულის ერთობა. და ბავშვით
უნად მეტყველბდეო.

სხეულიც და სულიც ორივე გონებაა, ორივე შენ ხარ, ოღონდ დიდი გონებაა სხეული,
მცირე გონება სული. და მცირე გონებაა რაცაა ეგაა მაგისი მმარტველი. საჭესავით.

მე-ო რომ ამბობო ამას ამბობს სული,გონება ამბობს. და სული რომ ამბობს მე მე ვარ,
შენო ამას უჯერებო. და ამითი ამაყობ, რომ გოენიერი არსება ვარო. მარა არ გინდა
დიჯერორრომ შენ სხეული გაქ, სხეული ხარ რომელიც უფრო დიდი და
მნიშნვნელოვანია. სული მხოლოდ იტყვის რომ მე , სხეული კი არ იტყვის ამ მეს,
მაგრამ ქმნის ამ მეს.

სხეული მტავარი მეაო, სულიც მეს ნაწილია, ოღონდ სხეული ა მთავარი, ხოლო
სული არის მისთვის იარაღი, საშუალება რომ სხეულს რაც უნდა მაგეებიას
მოპოვებაში დაეხმაროს. სხეულმა უნდა გამოიყენოს სული და არა პირიქით.

აქ შემოდის თვით.

გრძნობისა და სულის უკან. სული ფიქრისა და აზროვნების უნართანაა


დაკავშირებული. ამის უკან დგას თვით.

თვით გრძნობის თვალით ეძებს და სულის ყურით უსმენს. თვით-ია ის ვის


სამსახურშიცააა ჩამდგარი გრძნობა. და ვის სამსახუშიცაა ჩამდგარი სული.

ის რა ადამიანში მთავარია წარმარტველია, ხელმძრვანელი ვინცაა ეგაა თვით. მე-ს


მართავს თვით-ი.

სხეულსა და თვითს შორის ნიცშე ტოლობის ნიშანს არ სვამს. უფრო ახლოსაა


სხეულთან ვიდრე სულთან. მაგრამ თვითონ სხეული არაა.

თვითია ის რაც მეს ყოფნას ეხმარება, რაც მეს მიმართულებას აძლევს. ეს საჭე უფრო
შეილება იყოს თვითი.

ნიშშე ამბობს რომ სხეული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სული. მიწის კაცი უნდა
იყო, ანუ ამქვეყნიუ მისწრაფებებზე უარი არ უნდა თქვა. სხეულს რომ წყურია შია,, ეს
სურვილი საიდან მოდის?

სულიდან არ მოდის, სული პირიქით აქ გაგებულია როგორც დამთრგუნველი ტიპი.

სურვილების მბადი ტტიპი არის თვითი. შოპენჰაუერთან რომ იყო, რაღაცა იმიტო
გავაკეთე რომ მომინდა , მაგრამ ეგ რომ მომნდომებოდა , რამ განაპირობა? რაღაცამ
გამოიწვია ის რომ რაღაცეებისკენ მიმართულება მაქ, რაღაცეები მინდა. ის რაც ჩემს
სურვილებს და მიმართულებებს წარმოშობს ეგაა ნიცშესთან თვით. ეს ძაან გავს
შოპენჰაუერის ნებას. რომელიც რა პრინციპტ მოქმედებს ბრა მარრის. ნიცშესთანაც
რაციონალური არაა, მარა მთლად ბრმაც არააა, იმიტო რომ მიდრეკილია იმისკენ რომ
გაძლიერდეს. თვით ი ჩემთვის აღვიძებ სიმ სურვილებს რომელი სურვილებიც ელს
უწყობს იმას რომ მე ვიყო ძლიერი. ძალაუფლებისკენ სვლას უსვებსთვითი.
მე-ს მოტორი არ თვითი. მე არის ორი- სხეული და სული. სული როგორც წესი
რაღაცაეებს აჩმახებს, არანამდილ სმაყაროს გამოიგონებს და იმ მიმართულებიტ
მიდის. თავისი რესენტიმენტის გამო, რომ უკვდავი არაა და ძლიერი არაა ამის გამო
სული არასწორი გზით მიიდის. სული არაჯანმრთელი გამოდის.

სხეული თვითონ ვერაფერს შვება. მსიცოცხლეა მტავარი.სიცოცხლე კიდე თითქოს


სულს მოაქ. მარა ნიცშეს რელიგიაასი როგორც გაიგება ლამის მაგ აზრით ესმის.
სხეულში ისეთი რასაც სიცოცხლე მოაქ, მისწრაფება იმისა რომ სიოცხლე
გაფართოვდეს, ეგაა თვით. თვით ი-ია რომელიც შენ გაიძულებს რომ დიდხანს იყო
ძლიერად იყო. გადარჩენის და გამაძლიერებელაი თვით. და ჩვენში ყველა ნამდვილი
არის ეგ. ზეკაცი არის ის ვინც ამ თვითის მიმართულებას გაყვება და შეისმენს.

ნიცშე ლაპარაკობს კონკრეტულ ადამიანზე. მე რომ ამბობს გულისხმობს კონკრტულ


რაღაცას, რაღაცა რომ კითხო სხეულია? მე ვამბობ რომ სხეული მაქვს და არ ვამბობ
რომ სხეული ვარ. ეს მე კი არ ვარ , ეს ჩემი ხელია. ასე უყურებ. ეს სულმა მოფიქრა.
მე რო მირტყავ, ვიტყვი როტაომ მირტყავ? როდის დაგარტტყი? დავარტყი ხელს. ეგ
ხელი ჩემია. შენი საკუთრებაა? საკუტრებაა მაშინ ხო. ფლობ ერტია და ვერ მეორე. ეს
ყველაფერი სულმა გონებამ ჭკვამ მოიფიქრა. მაგას შეულია რომ მე სხეული კი არა მე
თვითონ ვარო. მარა ვინც მაბობს რომ მე ვარო ისო თავის თავს თვით მითითებას
რაზე აკეთებს?

სინამდვილეში სული თითმითიტებას ვერაფერზე ვერ გააკეთებს. მერრომ ამბობს მე


ეგ სინამდვილეში სხეულის გარეშე არაფერი არაა. ნიცშეს იგივე ტიპის მსჯელობაა,
როცა ამბობს სამოთხე, მარადიული ნეტარება. აქ აახლა ამას ყველაფერი რომ
ჩამოვაცილოთ, ამ ცნებაში რასაც ვგულისხმბო არაფერი რომ არ ვიგუულისხმო რაც
ამქვეიყბიურ გამოცდილებაში მომეცა , იქნება ცარიელი ცნება. ასევე ცარიელი ცნება
იქნება მე თუკი არა სხეული. მაგრამ სინმადვილეში ის რაც ჩემს იდენტობას
რაგვარობას ქმნის. ეს არც სულია და არც სხეული. იმიტო რომ სულიცა და სხეულიც
იმ მიმართულებით მოძრაობენ, თუკმა სულუ ძაან არ გაუკუღმართდა(თვითის
სურვილებს შეეწიააღმდეგა) სული და სხეული იმ მმიმარტულებით მოძრაობენ რა
ინსტიქტებიც , რა ბიძგებიც მოდის თვითიდან. თვითი გააჩენს ნებას რომ შევიდე
ჩობურთზე. რო დაფიქრდე საიდან დაიწყო თქვენი სხვლა ამ მიმართყლებიტ ვერ
მიაგნებ. და ის სადაც კვალი იკარგება ეგაა თვით.

ის ნაწილი საერთოა რომ ყველა ძლიერებისკენ სიცოცხლის გაფართობისკენ


მივილთტვით. მოტორი ყველა მანქანისთვის სხვადასხვაა მ, მაარ ყველგან ერთი და
იგივე ფუნქციას ასრულებს. ფუნქციუნრად ერთია.

ქალი იქნება თუ კაცი ცხადია ეს თვითი სხვადასხვა სურვილებს გააჩენს.

თუკი სხეული არ იქნება თვითიც არ იქნება. ტვიტი სხეულზე მიბმული რამეა.

სული და მე ერთი და იგივე არაა. უბრალოდ სული ამბობს მეში რაც იგულისხმება, ეგ
არისო სულიო, ეგ მევარო. სული და სხეული რაღაც ასპექტებია მესი, მარა
სინამდვილეში მაგათ უკან დგას, რაც მაგათ ამოძრავებს ეგაა მე -ში ყველაზე
ნამდვილი.

სულს უნდა რომ იყოს, თვით ს უნდა რომ ძლიერად იყოს. შოპენჰაერთან ერთია
პრინციპია, და ნიცშე უამრავ თვითზე ლაპარაკობს. ყველასთვის ინდივიდუალურია.

სულმა შეიძლება თვითის მოწოდებაზე ტქვს უარი, შეეწინაღმდეგოს. იმ


მოწოდებაზე რაც სიცოცხლეს აფარტოებს ახანგრძლვებს, მაგას შეილება ინ აღუდგეს,
იმიტო რომ სუსტია და ეშინია.

ადამიანი თუ სუსტია, ის რას იზამს? დაინახა გოოგო შეუყვარდა და ვერ ეუბნება


რადგან იცის დამარცხდება. უღცვენია დიდხანს დარცეს და ტანჯვით.

სული იმის გამო რომ ყოფნა უნდა და არა კარგად ყოფნა. ამიტომ სიცოცხლისეურ
მისწრაფებაზე იტყვის უარს გახდება ბერი. და იტყვის როცოლის მოყვანა ცუდია.

როცა თვით-ის მოთხოვნაზე რომ ტქვას ჰო , ამს თუ სულიც აყვება მაშინ კი ეგაა ზე
კაცის გზა.

თვუთის მიმართულების შეცვლა ერთადერთი იქნება თუ სიცოცხლის სასარგებლოდ


კი არა საქიიოს სასარგებლოდ გააკეთებს აღცებას და მაგას თვიტი არ იზამს. იმიტო
რომ ეგეც სულის მონაჩმახია.

მიმართყულება არის ორი. სიცოცხლეზე ჰო-ს თქმა და სიცოცხლეზე არა-ს თქმა.


სიოცხლეზე ჰო-სთქმა იქნება თვითი მიმართულება, თუკი სიცოცხლეზე არა თქვა ეგ
უკვე თვითი აღარაა.

სული სხეული და თვიტი მეს სხვადასხვა ასექტებია. მტავარია ასპექტია თვითი,


სუსტი არის თვითი. თვითი არის სხეული მიმართულების მიმცემი და ეგაა მაგათ
შორის სხვაობა. თუ კი სხეული არაა თვითიც არაა. ეგ თვითი არის ნამდვილი მე.

26

You might also like