You are on page 1of 1

სიკეთე

ალბათ ყველა ადამიანი დაფიქრებულა იმაზე თუ რა არის ცხოვრების აზრი ,იქნებ


ცხოვრების აზრი სულაც სიკეთეშია. „სიკეთე არის ენა, რომელიც ესმის ყრუს და ხედავს
ბრმა.“ – მარკ ტვენი. სიკეთე არის გზა სრულყოფილებისაკენ. სამყაროს ჩუმი სიკეთე
მართავს, მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება.ყველა კეთილი ადამიანი ძლიერია ,
რადგან სიკეთეს შესწევს ძალა, ბოროტება დააჩოქოს, დაჩრდილოს და სრულიად
გაანადგუროს. როგორი გასაოცარია, როდესაც ეხმარები ადამიანს და მის თვალებში
მადლიერებას, ბედნიერებას და სიყვარულს ხედავ. როგორი სასიამოვნოა , როდესაც
აცნობიერებ, რომ შეგიძლია, სხვას დახმარების ხელი გაუწოდო , წამოაყენო და სწორ
გზაზე დააყენო.ვფიქრობ, რომ ადამანი უნდა თესავდეს სიკეთეს უანგაროდ და არ
ელოდოს სამაგიეროს, ეს კი უდიდესი ძალაა. ძალა, რომელსაც ვერაფერი აღუდგება წინ .
ძალა, რომელიც ღმერთისგან მოდის, რადგან არავინაა რეალურად კეთილი ღმერთის
გარდა. სწორედ ის დებს ადამიანებში სიკეთის კეთების სურვილს.

სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც სხვათათვის ზრუნავ , რადგან შეგიძლია , სასიკეთოდ


შეცვალო თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება. ასე რომ, სასარგებლოა , იყო ბრძენი ,
მაგრამ უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი, რადგან აქ მარადიული არაფერია , შესაბამისად ,
არც ამქვეყნიური სიცოცხლე. ყველანი გარდავიცვლებით, ერთადერთი რამ კი , რაც თან
გაგვყვება, ეს ჩვენი გაკეთებული კეთილი საქმეებია და ასევე, კეთილი საქმეები იქნება ის ,
რითაც დედამიწაზე გაგვიხსენებენ. როგორ მოგვიგონებენ ადამიანები – კარგად თუ
ცუდად, ეს ჩვენი გადასაწყვეტია.

პარალელები: მეფე ხორასნისა

You might also like