You are on page 1of 6

შემაჯამებელი კომლექსური დავალება 2

საგანი: ბიოლოგია

კლასი: XI

მოსწავლის სახელი და გვარი:

თემა: ალელურ გენთა ურთიერთქმედების სახეები. კოდომინირება

თემასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები:

ყოველი ორგანიზმი გარკვეული ნიშან-თვისებებით განსხვავდება სხვა


ორგანიზმისგან. ამ ნიშნებს გენები განსაზღვრავენ. გენების ერთობლიობას კი
ეწოდება გენოტიპი. ყოველი ნიშან-თვისება ორგანიზმში რამდენიმე ალელით(ნიშნის
არსებობის ფორმა) არის წარმოდგენილი. ზოგიერთი მათგანი დომინანტურია, ზოგი
კი რეცესიული.

იმის მიხედვით, თუ ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილი როგორ ალელებს


შეიცავს, ორგანიზმში შეიძლება გამოვლინდეს, როგორც დომინანტური, ასევე
რეცესიული ნიშნები.

ზოგ შემთხვევაში ერთი ნიშნის არსებობას განსაზღვრავს რამდენიმე ალელი . რაც


ყველაზე საინტერესოა, ორივე ალელი ერთმანეთის ტოლფასია. ანუ, ერთი ალელი
ვერ ახერხებს მეორის დათრგუნვას. შესაბამისად ვლინდება ახლია ნიშან-თვისება.
ორი დომინანტური ალელის ურთიერთქმედების ასეთ ფორმას ეწოდება
კოდომინირება. კოდომინირების ნათელი მაგალითია ადამიანში სისხლის ჯგუფის
დამემკვიდრება.დადგენილია, რომ ადამიანის სიხლის ოთხ ჯგუფს განსაზღვრავს
მეცხრე ქრომოსომაში მოთავსებული J გენის სამი ალელი:

J 0, J A J B

დიპლოიდურ ზიგოტაში ამ ალელებიდან ნებისმიერი ორი ჯდება ჰომოლოგიური


ქრომოსმების ერთიდაიმავე ლოკუსში.
ცხრილში წარმოდგენილია ადამიანის სისხლის ჯგუფების შესაბამისი
დიპლოიდური ალელური წყვილები.

ცხრილი 1.

სისხლის ჯგუფი გენოტიპების შესაძლო ვარიანტები


I
J 0, J 0

II 0
J J
A
ან J J
A A

III 0
J J
B
ან B
J J
B

A B
IV J J

სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი გენები პასუხს აგებენ ორგანიზმში სპეციფიური


ცილების სინთეზზე. სისხლის გადასხმის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
სისხლის ჯგუფის გათვალისწინება. შეუთავსებლობა, რომელიც თავს იჩენს სისხლის
არასწორად გადასხმისას, იმუნური სისტემის მუშაობაზეა დამოკიდებული. საქმე
იმაშია, რომ ერითროციტებზე(სისხლის წითელი უჯრედები) განთავსებულია A და B
ანტიგენი, ხოლო პლაზმა შეიცავს a და b ანტისხეულებს. სწორედ მათი
შემცველობის მიხედვით ხდება სისხლის ჯგუფების დიფერენცირება (ცხრილი 1)

ცხრილი 2
არცერთი ჯგუფი არ შეიცავს ერთი სახის ანტიგენებს და ანტისხეულებს. სწორედ
მათი ერთად მოხვედრა იწვევს ადამიანის ორგანიზმში ერითროციტების
ერთმანეთთან შეწებებას-აგლუტინაციას. ეს აფერხებს ადამიანის ორგანიზმში
უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას და ადამიანი კვდება.

წაკითხულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეასრულე შემდეგი დავალებები.

დავალება1: ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი ასახავს სისხლის ჯგუფების


თავსებადობას გადასხმისას. ცარიელ გრაფაში ჩაწერე დონორის შესაბამისი
სისხლის ჯგუფი. (I; II; III; IV) იხელმძღვანელე ცხრილი1 ცხრილი 2-ით

დონორის სისხლის ჯგუფი

რეციპიენტი II III IV I

A
b
B
a
AB
არ შეიცავს
ანტისხეულებს
0
a
b

აგლუტინირებული (შეწებებული ) ერითროციტები

დავალება 2: ცხრილი1 -ის გამოყენებით დაადგინე და შეავსე ცხრილი 3


ცხრილი 3:

სისხლის ჯგუფი შესაბამისი გენოტიპი

მხოლოდ ჰომოზიგოტური პირველი J0J0

მხოლოდ მეოთხე JAJB


ჰეტეროზიგოტური
როგორც ჰომო, ისე მეორე და მესამე II-JAJA, J0JA
ჰეტეროზიგოტური III-JBJB, J0JB

დავალება 3:

დედას I ჯგუფის სისხლი აქვს , ხოლო მამას- III(ჰეტეროზიგოტური).

ჩაწერე მშობლების და მათი შვილების შესაძლო გენოტიპები ამ ნიშნის მიხედვით.

პასუხი:

P: J0J0 X J0JB

G: J0 J0 X J0 JB

F 1: J0 J0

J0 J0J0 J0J0

JB JBJ0 JBJ0

შვილების შესაძლო გენოტიპები: J0J0, JBJ0 (I 1:1 III)


დავალება 4: სამშობიარო სახლში აერიათ ორი ბიჭი-დათა და ანდრია. ერთერთი
მათგანის მშობლებს აქვს პირველი და მეორე ჯგუფის სისხლი. მეორე წყვილს კი აქვს
მეორე და მეოთხე. გარკვიე , რომელი ბავშვი, რომელ წყვილს ეკუთვნის, თუ
ცნობილია, რომ დათას პირველი ჯგუფის სისხლი აქვს, ანდრიას, კი - მეორე.(პასუხი
დაასაბუთე)

პასუხი: იმისთვის რომ ბავშვს ჰქონდეს პირველი გჯუფის სისხლი საჭიროა რომ
ორივე მშობელს გენეტიკაში ჰქონდეს J0 გამეტა რადგან ის ერთადერთი რეცესიული
გენია, რომელიც არ გვხვდება მე-4 სისხლის ჯგუფში. მეორე წყივლს აქვს II და IV
სისხლის ჯგუფები ესეიგი მათ I სისხლის ჯგუფის მქონე შვილი არ ეყოლებათ.

პირველი წყვილი: დათა. მეორე წყვილს: ანდრია.

დავალება 5:

ქალის მამას აქვს პორველი ჯგუფის სისხლი; დედას-მეოთხე. ქალი გათხოვდა


მამაკაცზე, რომელსაც მესამე ჯგუფის სისხლი აქვს. ამ ქორწინებიდან დაიბადნენ
ბავშვები, რომელთაც აქვთ I , II , III ჯგუფის სისხლი. შესაძლებელია თუ არა, ამ
წყვილს ეყოლოს ბავში სისხლის IV ჯგუფით. (პასუხი დაასაბუთე)

პასუხი: პირობის პირველი ნაწილით ვხვდებით რომ ქალი არის ან J0JA ან J0JB,
შემდეგ კი ვიგებთ რომ მამაკაცი ჰეტეროზიგოტი III გჯუფის მქონეა რადგან
სხვანაირად I გჯუფის სისხლის მქონდე შვილი არ გაუჩნდებოდათ, ასევე ვიგებთ რომ
ქალი არის J0JA რადგან JA გენის მამაკაცს არ აქვს მის გარეშე კი II ჯგუფის სისხლის
მქონე ბავშვი ვერ ეყოლებოდათ. საბოლოოდ ვიღებთ დ: J0JA და მ: J0JB წყვილს
რომელსაც შეუძლიათ ეყოლოთ მე-4 ჯგუფის სისხლის რომელიც JAJB არის

დავალება 6:

დაადგინე, შენი ოჯახის წევრების(დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა...) სისხლის
ჯგუფი და შეადგინე ამ ნიშნის მიხედვით გენიოლოგიური ნუსხა.

სისხლის ყოველი ჯგუფი აღნიშნე განსხვავებული ფერით.


აუცილებლად მიუთითე თითოეუი წევრის შესაბამისი ჯგუფი.

შეფასების კრიტერიუმი:

დავალება 1 თითო უჯრა 0,5 ქულა სულ 2 ქულა

დავალება 2 თითო მწკრივი 1 ქულა სულ 3 ქულა

დავალება 3 თითო შეკითხვა 1 ქულა სულ 3 ქულა

დავალება 4 _ სულ 1 ქულა

დავალება 5 _ სულ 1 ქულა

სულ 5 ქულა
დავალება 6
15 ქულა
ჯამი

You might also like