You are on page 1of 5

1. მრავალშვილიან ოჯახში ყველა ბავშვს აქვს AB ჯგუფის სისხლი.

სავარაუდოდ,
რომელი ჯგუფის სისხლი ექნებათ მშობლებს? დედ-მამა ჰომოზიგოტებია თუ
ჰეტეროზიგოტები?

პასუხი: A ჯგუფის და B ჯგუფის. სავარაუდოდ, ორივე მშობელი ჰომოზიგოტია


დომინანტური ნიშნით.

2. შავბალნიანი ბოცვერი შეუჯვარეს თეთრს. F1-ში შავი შეფერილობის


შთამომავლობა გაჩნდა, F2-ში 92 შავი და 28 თეთრი. განსაზღვრეთ მშობლებისა
და ჰიბრიდების გენოტიპი. F2-ში მიღებული ჰიბრიდებიდან დაახლოებით
რამდენი იქნება ჰომოზიგოტური?

პასუხი. 1. P. AA x aa; F1. შავი (Aa); F2 = 3 შავი ( AA, Aa) :1 თეთრი (aa).
ჰომოზიგოტურია 50% ანუ 60 ინდივიდი.

3. პომიდორში წითელი ნაყოფი (R) დომინირებს ყვითელზე (r). მიუთითეთ


გენოტიპი, ფენოტიპი და მათი თანაფარდობა შეჯვარებისას: Rr x rr.

პასუხი: წითელი Rr x ყვითელი rr → 1 RR : 1rr , წითელი და ყვითელი.

4. ანდალუზიური ჯიშის შავი მამლისა და თეთრი დედლის შეჯვარებით


მიღებულ ჰიბრიდებს ცისფერი (მორუხო) ბუმბული აქვთ. როგორი
შთამომავლობა იქნება F2-ში? როგორ მემკვიდრეობს ანდალუზიური ჯიშის
ქათმებში შავი და თეთრი შეფერილობა?

პასუხი: P ♀AA x ♂aa; F1 Aa; F2 → 1AA (შავი) : 2 Aa (ცისფერი) :1aa (თეთრი);


მოქმედებს არასრული დომინირება.

5. წითელნაყოფიანი მარწყვი შეუჯვარეს თეთრნაყოფიანს. ჰიბრიდებმა F1-ში


ვარდისფერი ნაყოფი გაიკეთეს. როგორი შთამომავლობა მიიღება F2-ში?
შესაძლებელია თუ არა ფენოტიპური კლასების მიხედვით გენოტიპის
განსაზღვრა? პასუხი დასაბუთეთ.

პასუხი: P AA x aa; F1 Aa; F2 → 1AA (წითელი) : 2 Aa (ვარდისფერი) :1aa (თეთრი);


შესაძლებელია, ვინაიდან არასრული დომინირებისას ჰომოზიგოტები
ფენოტიპურად განსხვავდებიან ჰეტეროზიგოტებისგან.

6. თაფლისფერთვალა დედ-მამას შეეძინა ცისფერთვალა შვილი. განსაზღვრეთ


მშობლებისა და შვილის გენოტიპი. როგორი ნიშანია ფერადი გარსის ცისფერი

1
შეფერილობა? რა ალბათობითაა მოსალოდნელი შემდგომში ცისფერთვალა
შვილის ყოლა? გაეცით არგუმენტირებული პასუხი.

პასუხი: P: ♂Aa x ♀Aa; ცისფერთვალიანობა რეცესიული ნიშანია; 25 %.

7. ცისფერთვალა ვაჟი დაქორწინდა თაფლისფერთვალა ქალზე, რომლის დედა


ცისფერთვალაა, მამა კი - თაფლისფერთვალა. როგორი შთამომავლობაა
მოსალოდნელი ასეთი ქორწინების შემდეგ? განსაზღვრეთ ყველა ნახსენები
პირის გენოტიპი.

პასუხი: P: ♂aa x ♀Aa (ქალის მშობლები ♀ aa, ♂ AA ან Aa); F1 50% Aa : 50% aa.

8. შავთმიან მშობლებს შეეძინათ წითურთმიანი შვილი. როგორი ნიშანია


შავთმიანობა? რა ალბათობითაა მოსალოდნელი ოჯახში შემდგომ
წითურთმიანი შვილის ყოლა?

პასუხი: დომინანტურია შავთმიანობა; P:♂Aa x ♀Aa; F1 ➞1AA : 2Aa : 1aa; 25%.

9. შავთმიანი მამაკაცი, რომლის დედა წითურთმიანია, დაქორწინდა


წითურთმიან ქალზე, რომლის ორივე მშობელი შავთმიანია. ცოლ-ქმარს
შეეძინა წითურთმიანი შვილი. რა ალბათობითაა მოსალოდნელი შემდგომში
წითურთმიანი შვილის ყოლა? განსაზღვრეთ ოჯახის ყველა წევრის შესაძლო
გენოტიპი.

პასუხი. P♂Aa (მშობელი ჰყავს: ♀aa) x ♀aa (ორივე მშობელი Aa); F1 ➞1Aa : 1aa.
ალბათობა - 50%.

10. AB0 სისხლის ჯგუფობრიობას განსაზღვრავს I გენის სამი (IA, IB, I0) ალელი; IA
და IB ალელი ერთმანეთის კოდომინანტურია, ორივე მათგანი დომინანტობს
I0-ზე. მშობლებს აქვთ A და B ჯგუფის სისხლი და ორივე ჰომოზიგოტია.
რომელი ჯგუფის სისხლი ექნებათ შვილებს? შეიძლება თუ არა შვილებს
გადაესხას ორივე მშობლის სისხლი?

პასუხი: P: IAIA x IBIB; F1➞ IAIB (IVჯგ.); ორივე მშობლის სისხლი გადაესხმებათ.

11. ტყუპი ვაჟიდან ერთს აქვს B ჯგუფის სისხლი, ხოლო მეორეს - 0 ჯგუფის.
როგორია დედის გენოტიპი, თუ ვიცით, რომ მამამისს 0 ჯგუფის სისხლი აქვს?
ტყუპები მონოზიგოტური არიან თუ დიზიგოტური? გაეცით
არგუმენტირებული პასუხი.

2
პასუხი: P: ♀ IBI0 x ♂ I0I0 ➙F1 IBI0 : I0I0; ტყუპები დიზიგოტურია, რადგან
მონოზიგოტური ტყუპები იდენტურია და მათ ერთი და იგივე ჯგუფის
სისხლი ექნებოდათ.

12. სამშობიაროში ერთმანეთში აერიათ ორი ერთდროულად დაბადებული


ახალშობილი ვაჟი. მშობელთა ერთ წყვილს აქვს B და 0 ჯგუფის სისხლი,
მეორე წყვილს კი - B და AB ჯგუფის; ახალშობილებს აქვთ B და 0 ჯგუფის
სისხლი. გაარკვიეთ, რომელი ახალშობილი მშობელთა რომელ წყვილს
ეკუთვნის. განსაზღვრეთ მშობლებისა და ახალშობილ ვაჟთა გენოტიპები.

პასუხი: I. P: ♀ IBI0 x ♂ I0I0 ; F1 ➞ IBI0 : I0I0; II. P: ♀IAIB x ♂IBI0;F1 IAIB: IAI0 : IBIB: IBI0;
I ცოლქმრული წყვილის არის 0 ; II ცოლქმრული წყვილის - B.

13. ადამიანთა უმეტესობას სისხლში მოეპოვება Rh ანტიგენი, რომელიც


მემკვიდრეობს როგორც დომინანტური Rh+ ნიშანი (რეზუს-დადებითი),
ზოგიერთ ადამიანს ეს ანტიგენი სისხლში არ მოეპოვება (რეზუს-უარყოფითი
Rh-). დედ-მამა რეზუს-დადებითია. შესაძლებელია თუ არა მათ რეზუს-
უარყოფითი შვილი ეყოლოთ?

პასუხი: შესაძლებელია, როდესაც ერთ-ერთი მშობელი ან ორივე არის


ჰეტეროზიგოტა: I) P: ♀Rh+Rh- x ♂Rh-Rh-; F1 ➞ Rh+Rh- : Rh-Rh-; II) P:♀Rh+Rh- x
♂Rh+Rh-; F1➞1 Rh+Rh+ : 2Rh+Rh- : 1Rh-Rh-;

14. ალბინიზმი (კანი და თმა უპიგმენტოა) რეცესიული ნიშანია.ცოლქმრული


წყვილიდან ერთ-ერთი ალბინოსია, მეორე კი არა. მათ შეეძინათ ალბინოსი
შვილი. რა ალბათობითაა მოსალოდნელი შემდგომში ალბინოსი შვილის
ყოლა?
პასუხი: 50%;

15. ადამიანში თმის შავი შეფერილობა დომინანტობს წითურზე, თვალის


თაფლისფერი შეფერილობა კი – ცისფერზე. ამასთანავე გენები
არაჰომოლოგიურ ქრომოსომებშია განლაგებული. თაფლისფერთვალა წი-
თური მამაკაცი (რომლის დედა ცისფერთვალაა) დაქორწინდა ცისფერთვალა
შავთმიან ქალზე (რომლის მამა წითურია). როგორი შთამომავლობაა
მოსალოდნელი ამ ქორწინების შედეგად?

პასუხი: P: ♀Aabb x♂aaBb; F1→25%AaBb : 25%Aabb : 25% aaBb : 25% aabb.

3
16. Rh-, 0 სისხლის ჯგუფის მქონე ვაჟმა ცოლად შეირთო Rh+, A სისხლის ჯგუფის
მქონე ქალი. ამ უკანასკნელის დედა რეზუს-უარყოფითია, მამა კი – 0 სისხლის
ჯგუფის მქონე. როგორი შთამომავლობაა მოსალოდნელი ამ ქორწინების
შედეგად?
პასუხი: P: ♂Rh-Rh- I0I0 x ♀ Rh+Rh- IAI0 ; F1 →Rh+ Rh- IAI0 და Rh+ Rh- I0I0.

17. Rh-, AB სისხლის ჯგუფის მქონე მამაკაცი დაქორწინდა Rh+, 0 ჯგუფის მქონე
ქალზე (ქალის მამას აქვს Rh-, B ჯგუფის სისხლი). ზრდიან ორ ბავშვს,
რომელთაგან ერთი ნაშვილებია. პირველს აქვს Rh-, B მეორეს კი Rh+, 0
ჯგუფის სისხლი. განსაზღვრეთ, რომელია ნაშვილები.

პასუხი: P: ♂Rh-Rh-IAIB x ♀ Rh+Rh- I0I0 ; უნდა ჰყავდეთ F1 →Rh+ Rh- IAI0


და Rh+ Rh- IBI0; ნაშვილებია მეორე (Rh+,0).

18. ადამიანში გამოვლენილია მემკვიდრული სიბრმავის ორი განსხვავებული


აუტოსომურ-რეცესიული ფორმა. გენები სხვადასხვა ქრომოსომაშია (არ არის
შეჭიდული). ცოლ-ქმარს სიბრმავის ერთი და იგივე ფორმა აქვს. გენთა მეორე
წყვილი ნორმალურია. როგორი ალბათობითაა მოსალოდნელი ოჯახში
უსინათლო შვილის ყოლა?

პასუხი: P: ♀ aaBB x ♂aaBB; F1→ aaBB; ყველა უსინათლოა. ალბათობა 100%.

19. ადამიანში გამოვლენილია მემკვიდრული სიბრმავის ორი განსხვავებული


აუტოსომურ-რეცესიული ფორმა. გენები სხვადასხვა ქრომოსომაშია (არ არის
შეჭიდული). ცოლ-ქმარს სიბრმავის განსხვავებული ფორმა აქვთ. სიბრმავის
გამომწვევი სხვადასხვა რეცესიული გენი ჰომოზიგოტურ მდგომარეობაში
აქვთ. ოჯახში როგორი ალბათობითაა მოსალოდნელი უსინათლო შვილის
ყოლა?

პასუხი: P: ♀AAbb x ♂aaBB; F1→AaBb; ყველაშვილი დიჰეტეროზიგოტია და


მათ აქვთ ორივე ლოკუსში თითო ნორმალური დომინანტური ალელი.
შესაბამისად, უსინათლო შვილის ყოლის ალბათობა ამ ცოლ-ქმრული
წყვილისათვის იქნება 0%.

20. ადამიანში გამოვლენილია მემკვიდრული სიბრმავის ორი განსხვავებული


აუტოსომურ-რეცესიული ფორმა. გენები სხვადასხვა ქრომოსომაშია (არ არის
შეჭიდული). როგორი ალბათობითაა მოსალოდნელი უსინათლო შვილის
ყოლა ოჯახში, თუკი ცოლ-ქმარი თვალხილულია, მაგრამ მათი დედები არიან

4
უსინათლო. მათ სიბრმავის ერთი და იგივე ფორმა აქვთ. მამების გენეალო-
გიაში დაავადება არ აღინიშნება.

პასუხი: P: ♀AaBB x ♂AaBB; F1→ 1AABB : 2AaBB : 1 aaBB; ალბათობა 25%.

You might also like