You are on page 1of 1

1.

ჰომოლოგიური ქრომოსომები - წყვილი, მსგავსი ქრომოსომები, რომლებიც


შეიცავენ ერთნაირი გენების ნაკრებს. ჰომოზიგოტური - რომელიმე გენის ორი
ერთნაირი ალელის მქონე ინდივიდი. ჰეტეროზიგოტული - რომელიმე გენის ორი
სხვადასხვა ალელის მქონე ინდივიდი.
2. გენი - მემკვიდრეობითობის ერთეული, რომელიც მშობლისგან შთამომავალს
გადაეცემა. ალელური გენები - ერთი ნიშნის განმსაზღვრელი გენის სხვადასხვა
ვარიანტი.
3. დომინანტური - ალელი, რომელიც მეორეს თრგუნავს და თავად ვლინდება
ფენოტიპურად, ხოლო დათრგუნული - რეცესიული.
4. Aa x Aa
A a
A a
A AA Aa
A AA Aa
a Aa aa

5. რომელი ნიშანი ექნება


a ინდივიდს დამოკიდებულია
aa ზიგოტაში ალელის გენთა
Aa
წყვილზე. თუ ორივე ალელი დომინანტურია, ან ერთი დომინანტური და ერთი
რეცესიულია, მაშინ ინდივიდს დომინანტური ნიშანი ექნება. რეცესიული მხოლოდ
მაშინ გამოვლინდება თუ ორივე ალელი ზიგოტაში რეცესიულია.
6. თუ რაიმე ნიშან თვისება დომინანტურია, მაშინ მშობლებიდან ერთ-ერთს
აუცილებლად უნდა ჰქონდეს იგი. დომინანტური ნიშან-თვისებები თაობებს არ
ტოვებენ, ანუ ყველა თაობაში ვლინდებიან. თუ ნიშან-თვისება რეცესიულია, არაა
აუცილებელი, რომელიმე მშობელს ჰქონდეს იგი, რადგან შეიძლება მშობელი
ჰეტეროზიგოტი იყოს და არ უვლინდებოდეს.

You might also like