You are on page 1of 2

არსებობს სქესის განსაზღვრის 4 ძირითადი ტიპი: I ტიპი - ანუ მდედრობითი

ჰომოგამეტურობა (XX - მდედრი) და მამრობითი ჰეტეროგამეტურობა (XY - მამრი )


ახასიათებს - ძუძუმწოვრებს, უმრავლესობა ამფიბიებს, თევზების ნაწილი, ზოგიერთი
მწერს, მაგალითად დროზოფილას, მოლუსკებს და კანეკლიანებს.) II ტიპი - ანუ სადაც X0
არის მამრი და XX - მდედრი. ასეთ დროს მამრობით სქესში ბოლო სასქესო ქრომოსომა
საერთოდ არ გვაქვს. ეს ახასიათებს: კალიებს, კუტკალიებს, ტარაკნებს, ბაღლინჯოს ,
ნემსიყლაპიებს, ხოჭოებს, ძუძუმწოვრებიდან - კენგურუს. III ტიპი - როცა გვაქვს
მამრობითი ჰომოგამეტურობა(XX) და მდედრობითი ჰეტეროგამეტურობა (XY). ასეთი
გვხვდება - ფრინველებში, ქვეწარმავლებში, პეპლებში, თევზების ნაწილში . IV ტიპი - როცა
მამრი არის XX და მდედრი არის XO. ახასიათებს ზოგიერთ მწერს, მაგალითად ჩრჩილს ).
გამოყოფენ ცალკე ჰაპლო-დიპლოიდიას, როცა ჰაპლოიდური(ფაკულტატური)
პართენოგენეზით გამრავლებად ორგანიზმებში სქესი დამოკიდებულია იმაზე თუ
ორგანიზმი გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან განვითარდება თუ
განაყოფიერებულიდან.(მაგალითად, ფუტკრებში მდედრი - განაყოფიერებულიდან
ვითარდება, მამრი კი - გაუნაყოფიერებელიდან. არსებობს შემთხვევები , როცა ინდივიდის
სქესი გარემო პირობებზე, მაგალითად ტემპერატურაზეა დამოკიდებული.(ნიანგებში,
ალიგატორებში). ამას სქესის ფენოტიპური ანუ მოდიფიკაციური განსაზღვრა ეწოდება.

სქესთან შეჭიდული - ნიშნავს, როდესაც რაღაც ნიშნის განმსაზღვრელი გენი X ან Y


ქრომოსომაში არის ლოკალიზებული(მოთავსებული) . მაგალითად - XA ან Xa . ეს გენი
შეიძლება დომინანტური ან რეცესიული იყოს. დალტონიზმის (ფერების განურჩევლობა)
გენი და ჰემოფილიის (სისხლის შეუდედებლობა) გენი რეცესიულია.

ქალი - ამ ნიშნებით დაავადებული - Xd Xd (დალტონიკი) , Xh Xh (ჰემოფილიკი) ;


ჯანმრთელი - XD Xd (თუმცა - მატარებელი), XD XD , XH Xh (მატარებელი), XH XH .
კაცი - ამ ნიშნებით დაავადებული - Xd Y და XhY; ჯანმრთელი - XDY , XHY . ამ ნიშნებით
დაავადებული კაცი აღნიშნულ გენს იღებს მხოლოდ დედისგან, რადგან ამ დაავადებების
გამომწვევი გენები X ქრომოსომაშია ლოკალიზებული. კაცი X ქრომოსომას იღებს დედისგან,
Y - ს მამისგან. შეიძლება დაავადება დომინანტური გენითაც იყოს გამოწვეული.

სისხლის ჯგუფები : OO – I ჯგუფის გენოტიპი , OA ან AA – II მეორე ჯგუფის , OB ან BB – III


ჯგუფის, AB – IV ჯგუფის. ( O - რეცესიული ალელია , A და B - დომინანტური). სისხლის ჯგუფში
გვაქვს მრავლობითი ალელიზმი ანუ ამ ნიშანს განსაზღვრავს არა 2 გენი , არამედ სამი - O ,
A , B. IV ჯგუფში ადგილი აქვს კოდომინირებას - როცა ორივე ალელი
დომინანტურია, ვერცერთი ვერ ჩაგრავს მეორეს და ვლინდება სრულიად განსხვავებული
ნიშანი.

You might also like