You are on page 1of 5

გენეტიკა

1. გენები მოთავსებული არის ქრომოსომაში კონკრეტულად


დნმ-ში ერთი გენი რაღაც ნიშან თვისებას განსაზღვრავს.
თვალის ფერი შეიძლება იყოს როგორც მუქი შეფერილობის
გენი ასევე ღია შეფერილობის გენიც.
2. მუქი შეფერილობის გენებს აღნიშნავენ რადგან ეს
დომინანტურია A დიდი A დიდი, ღია შეფერილობის
თვალის გენს აღნიშნავენ რეცესიული ანუ a პატარა a პატარა.
თუ გენოტიპში მოცემული არის წყვილი ალელი a პატარა a
პატარა მაშინ ადამიანს აქვს ღია შეფერილობის თვალი,
ხოლო როცა მოცემული არის გენოტიპში მუქი
შეფერილობის გენები ანუ A დიდი A დიდი ანუ ეს
დომინანტური გენებია მაშინ თვალის შეფერილობა არის
მუქი. ამ გენებს წყვილ გენებს რომელიც ქრომოსომების
იდენტურ ლოკუსებშია მოთავსებული ეწოდება ალელური
გენები.
3. ალელური გენები ერთი ნიშან თვისების სხვადასხვაგვარად
გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა
4. მაგალითად A იძლევა მუქი ფერის თვალის შეფერილობის
გამოვლენის საშუალებას, ხოლო a პატარა ღია ფერის
თვალის შეფერილობის გამოვლენის საშუალებას.
5. როდესაც ერთად მოთავსებული არის დომინანტური გენები
მაშინ გენოტიპი ამ ნიშან თვისების მიხედვით არის
ჰომოზიგოტური მაგალითად: AA ან aa შემთხვევაშიც ამ
ნიშან თვისების მიხედვით გენოტიპი არის ჰომოზიგოტური.
მაგრამ თუ წყვილ ჰომოლოგიურ ქრომოსომების იდენტურ
ლოკუსებში მოთავსებული არის განსხვავებული ალელური
გენები Aa ამ შემთხვევაში ამბობენ რომ გენოტიპი არის
ჰეტეროზიგოტური Aa.
6. გენების ერთობრიობას რომელსაც ორგანიზმი
მემკვიდრეობით იღებს ეწოდება გენოტიპი.
7. გენოტიპისა გარემო პირობების ურთიერთქმედებით
ყალიბდება ფენოტიპი.
8. მემკვიდრეობითობისა და ცვალებიდობის
კანონზომიერებებს შეისწავლის მეცნიერება რომელსაც
გენეტიკა ეწოდება.
9. ნიშან თვისებების გადაცემა ხდება მემკვიდრეობით.
10. მემკვიდრეობითობა ანუ მემკვიდრულობა არის
ორგანიზმის ზოგადი ნიშან თვისება შეინარჩუნოს და
შთამომავლობას გადასცეს წინაპრებისაგან მიღებული ნიშან
თვისებები და განვითარების თავისებურებანი.
11. მემკვიდრეობა ეს არის ერთი თაობიდან მეორე
თაობაში მშობლენისგან შვილებს გადაცემული ნიშან
თვისებების მემკვიდრეობა.
12. მემკვიდრეობის საპირისპირო მოვლენა არის
ცვალებადობა. ცვალებადობაც არის ორგანიზმის ზოგადი
ნიშან თვისება შეიძინოს ახალი ნიშან თვისებები
ინდივიდური განვითარების პროცესში.
13. ცვალებადობას და მემკვიდრეობას შეისწავლის
მეცნიერების დარგი რომელსაც ეწოდება გენეტიკა.
14. გენეტიკოს ნიშნავს ბერძნულად დამბადებელს.
15. თვითონ მეცნიერების გენეტიკის ფუძემდებლად
ითვლება ჩეხი მეცნიერი გრეგორ მენდელი.
16. მეცნიერებმა იცოდნენ რომ მემკვიდრული ნიშან
თვისებები გადაეცემა თაობიდან თაობაში, მაგრამ რა
კანონზომიერებებით ხდებოდა.
17. მენდელმა კვლევის ობიექტად შეარჩია ბარდა.
18. ბარდა არის ერთწლოვანი თვითმტვერია მცენარე
თუმცა შესაძლებელია მისი ჯვარედინი დამტვერვაც. და
ერთი თვითმტვერია ინდივიდის შთამომავლობას ეწოდება
წმინდა ხაზი და მისი გენოტიპი არის ჰომოზიგოტური
19. მენდელმა ცდები ჩაატარა ბარდის სხვადასხვა ჯიშზე.
20. შეარჩია 7 სხვადასხვა ჯიშის ბარდა რომლებიც
ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა მკვეთრი ნიშან
თვისებებით.
21. ბარდას 14 ქრომოსომა აქვს 7 წყვილი. შემთხვევით
რომელიმე ნიშან თვისება ერთიდაიმივე ქრომოსომაში რომ
აღმოჩენილიყო ის ამ კანონზომიერებებს ვერ დაადგენდა და
ვერ აღმოაჩენდა.
22. შესაჯვარებლად აიღო ყვითელი შეფერილობის და
მწვანე შეფერილობის თესლები.
23. ეს ინდივიდები მხოლოდ ამ ნიშან თვისებით
განსხვავდებოდენ ერთმანეთისგან.
24. პირველი თაობის ყველა ინდივიდი მან მიიღო
ყვითელი შეფერილობის და ამას უწოდა ერთგვაროვნების
კანონი.
25. ყველა შემთხვევაში პირველი თაობის ყველა
ინდივიდები იყო ერთგვაროვანი და ვლინდებოდა
ერთერთი მშობლის ნიშან თვისება. ამ შემთხვევაში
კონკრეტულად გამოვლინდა ყვითელი ნიშან თვისება.
ესეიგი ყვითელი ფერი იყო დომინანტური და ამიტომ არის
აღნიშნული AA ყვითელი შეფერილობა მწვანეთი ანუ
რეცესიული ნიშან თვისება აღნიშნულია a ასოთი.
26. ანუ მას უწოდა მემკვიდრული ელემენტები
მოთავსებულია თითოეულ ინდივიდში და ასეთი ნიშან
თვისების ანუ მემკვიდრული ელემენტი ორგანიზმს აქვს
წყვილი ანუ ორი სახის.
27. გამეტები რომელიც წარმოქმნა ყვითელი
შეფერილობის ინდივიდმა არის ერთი სახის მხოლოდ A
ხოლო მწვანე შეფერილობის წარმოქმნის a ვინაიდან ისინი
მიღებული იყო თვითდამტვერვის გზით და
წარმოადგენდნენ წმინდა ხაზებს ანუ ჰომოზიგოტურ
ინდივიდებს.
28. თითოეულ გამეტას აქვს თანაბარი შეხვედრის
ალბათობა.
29. ამიტომ F1 თაობაში ყველა ინდივიდი იყო Aa ანუ
ჰეტეროზიგოტი გენეტიპურად ხოლო ფენოტიპი მისი იყო
ყვითელი შეფეროლობა.
30. მენდელმა ექსპერიმენტი გაიმეორა ყველა ნიშან
თვისებაზე და ყოველთვის იღებდა ერთო და იგივე შედეგს
31. 1 თაობის ყველა ინდივიდი იყო ერთგვაროვანი, და
ამას უწოდა ერთგვაროვნების წესი.
32. შემდეგში მას ეწოდა მენდელის პირველი კანონი ანუ
ერთგვაროვნების კანონი რაც იმაში მდგომარეობს რომ
წმინდა ხაზების შეჯვარებისას პირველ თაობაში მიიღება
ყველა ერთნაორი შთამომავლობა და ისინი არიან
ჰეტეროზიგოტები.
33. ამის შემდეგ მენდელს აინტერესებდა რა ხდება
შემდგომ თაობაში სად წავიდა რეცესიული ნიშან თვისება
მწვანე შეფერილობა
34. მენდელმა პირველი თაობის ინდივიდებს მისცა
თვითდამტვერვის საშუალება და ისინი თვითდამტვერვის
დროს წარმოქმინდნენ ისევ თავისთავად რადგან
ჰეტეროზიგოტები იყვნენ ორი სახის გამეტას Aa ხოლო
მეორეც წარმოქმინდა Aa გამეტას .
35. F2თაობაში მენდელმა მიიღო ყვითელი შეფერილობის
თესლები და მწვანე შეფერილობის თესლები.
36. მენდელი მრავალ ინდივიდს აჯვარებდა ერთმანეთს
და თან ეს შეჯვარება არ იყო მარტივი.
37. ის აცლიდა მტვრიანებს ორივე ფერის ინდივიდებს
შემდეგ გადაჰქონდა ფუნჯით მაგალითად ყვითელი
შეფერილობის მტვრიანები გადაჰქონდა მწვანე
შეფერილობის თესლების ბუტკოს დინგზე და რასაც
ეწოდება ჰიბრიდოლოგიური მეთოდი და შემდეგ
ცელოფანით ფუთავდა რომ არ მომხდარიყო შემთხვევით
სხვა სახის დამტვევრვა იქ.
38. მეორე შემთხვევაში ანუ F2 თაობაში მენდელმა მიიღო
6022 ყვითელი შეფერილობის თესლი ხოლო 2011 მიიღო
მწვანე შეფერილობის თესლი.
39. მათემატიკური გამოთვლებით მათ შორის
თანაფარდობა იყო 3 1თან ფენოტიპური დათიშვა არის
3არის ყვითელი შეფერილობის თესლები და 1 მწვანე
შეფერილობის.
40. მათი გემოტიპი თუ დავაკვირდებით ასეთია ყვითელი
შეფერილობის ერთ-ერთი AA დომინანტური ნიშან
თვისების ფორმა ასევე არის Aa ორი ჰეტეროზიგოტური
ყვითელი შეფერილობის თესლი და ასევეა 1 მწვანე
შეფერილობის aa.
41. საიდან გაჩნდა მწვანე შეფერილობის თესლები,
მენდელმა სწორად ახსნა რომ არსად არ გამქრალა ეს ნიშან
თვისება არამედ გადაეცა პირველ თაობაში მაგრამ პირველ
თაობაში ეს ნიშან თვისება იყო დათრგუნული ხოლო მეორე
თაობაში ხელახლა მოხდა ამ ნიშან თვისებების გამოვლენა.
42. მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ პირობებში როცა
რეცესიული გენები შეხვდა ერთმანეთს
43. გენეტიპში გვაქვს სხვაგვარად საქმე ჰოკოზიგოტური
ფორმები AA და aa არის ნახევარი ანუ 1 მეორედი. ხოლო
რაც შეეხება ჰეტეროზიგოტული ფორმები არის Aa ისიც
ნახევარი.
44. გენოტიპური დაშივა გვაქვს ასეთი AA 2 Aa aa ხოლო
ფენოტიპური დაშივა გვაქვს 3 ერთთან. ესეიგი ამ დროს
ხდებოდა სრული დომინირება სრული დომინირების დროს
როგორც ხედავთ ფენოტიპური და გენოტიპური დათიშვა
ერთმანეთს არ ემთხვევა.
45. ჩვენ განვიხილეთ მენდელის კანონები მეორე კანონი
მენდელის ეს აროს დათიშვის კანონი რომ მეორე თაობაში
ხელახლა ჩნდებიან რეცესიული ნიშან თვისების
ინდივიდები მაგრამ გარკვეული თანაფარდობით ეს
თანაფარდობა არის 3 ერთთან.
46. ჩვენ განვიხილეთ ერთგვაროვნების კანონი და
დათიშვის კანონი.

You might also like