You are on page 1of 13

XI კლასი

გენეტიკა-
დიჰიბრიდულ
ი შეჯვარება
პრეზენტაციის ავტორი: მაგდა
ლაფერაშვილი
როგორ შევისწავლით მემკვიდრეობითობას?

ოჯახთან, მეგობრებთან ან მეზობლებთან


ყოფნისას, ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ
მრავალი ნიშან-თვისება ოჯახურია.
მაგალითად, ერთი ოჯახის წევრებს
შესაძლოა, მსგავსი ნაკვთები, თმის იშვიათი
ფერი ან ჯანმრთელობის პრობლემები,
მაგალითად, დიაბეტისკენ მიდრეკილება,
ჰქონდეთ. ასეთ ოჯახურ ნიშან-თვისებებს
ხშირად გენეტიკური საფუძველი აქვთ, ანუ
ისინი დამოკიდებულნი არიან მშობლებისგან
მიღებულ გენეტიკურ ინფორმაციაზე.
გენეტიკა მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას და ცვალებადობას
თანამედროვე გენეტიკის
ფუძემდებელი - გრეგორ მენდელი

იოჰან გრეგორ მენდელი (1822-1884), რომელსაც


ხშირად „გენეტიკის მამას“ უწოდებენ, მასწავლებელი,
თავად სამუდამო მოსწავლე, მეცნიერი და მორწმუნე
კაცი იყო. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ
მენდელი საკმაოდ ძლიერი ნებისყოფის ადამიანი იყო:
მან საკმაოდ დიდი სირთულეების მიუხედავად
მოახერხა ბიოლოგიის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი
აღმოჩენის გაკეთება. იგი წმ. თომას სახელობის
ავგუსტინურ მონასტერში ბერად აღიკვეცა, ბრნოში.
მაშინ მონასტრები კულტურისა და ინტელექტის ცენტრი
იყო და მენდელიც მაშინვე გაეცნო ახალ სწავლებებსა
და იდეებს.
მემკვიდრეობითობის
შესწავლა

1856 წელს მენდელმა


ათწლეულოვანი კვლევა დაიწყო
მემკვიდრეობითობის
კანონზომიერებების შესასწავლად.
იგი ჯერ თაგვებზე ატარებდა
ექსპერიმენტებს, შემდეგ
ფუტკრებსა და მცენარეებზე
გადაერთო და ბოლოს,
გადაწყვიტა, პირველად
სამოდელო სისტემად ბარდა
აერჩია.

* სამოდელო სისტემა ორგანიზმია, რომლის მეშვეობითაც მეცნიერები უფრო ადვილად სწავლობენ რაიმე საკითხს , მაგალითად ,
ნიშან-თვისებების დამემკვიდრებას. სამოდელო ორგანიზმის შესწავლით მკვლევრებს შეუძლიათ , დაადგინონ ზოგადი პრინციპები ,
რომლებიც სხვა, უფრო რთულად შესასწავლ ორგანიზმებსა და ბიოლოგიურ სისტემებშიც მოქმედებს , მაგალითად , ადამიანებში .
მენდელმა მემკვიდრეობითობა ბარდის შვიდ სხვადასხვა ნიშან-თვისებაზე შეისწავლა. მან, პირველ ყოვლისა,
შეარჩია საპირისპირო ნიშნების მქონე ბარდები, მაგალითად, მაღალი და დაბალი, და მათი რამდენიმე თაობა
გაზარდა, სანამ წმინდა ხაზის მცენარეები არ მიიღო. წმინდა ხაზის, საპირისპირო თვისებების მქონე ბარდების
შეჯვარებით მენდელი სწავლობდა, როგორ გადაეცემოდა ეს ნიშან-თვისებები მემკვიდრეობით.

* წმინდა ჯიშის არის ორგანიზმი, როდესაც მისი შთამომავლობა ყოველთვის მშობლის იდენტურია.
აღმოჩნდა, რომ შვიდივე საკვლევი თვისება ძალიან
მსგავსი კანონზომიერებით გადაიცემოდა:

I. ერთი თვისება ან ფორმა, მაგალითად, სიმაღლე, ყოველთვის


გადაფარავდა მეორეს, მაგალითად, მცენარის სიდაბლეს, შეჯვარების
შედეგად მიღებულ პირველ თაობაში. მენდელმა გამოვლენილ, „ძლიერ “
ნიშან-თვისებას დომინანტური უწოდა, დამალულს, გადაფარულს კი
— რეცესიული.

II. მეორე თაობაში მცენარეები თვითდამტვერვით გამრავლდნენ და შემდეგ


თაობაში დამალული ნიშან-თვისება ისევ გამოჩნდა, მცირე ნაწილში.
უფრო კონკრეტულად, დომინანტური თვისების მქონე ყოველ 3 მცენარეზე
(მაგ., მაღალზე) მოდიოდა რეცესიული თვისების მქონე 1 მცენარე (მაგ .,
დაბალი), ანუ ეს ორი ნიშან-თვისება 3:1 ფარდობით ვლინდებოდა.

III. მენდელმა ისიც აღმოაჩინა, რომ ნიშან-თვისებები დამოუკიდებლად


გადაიცემოდა: ერთი თვისება, მაგალითად, სიმაღლე, გავლენას არ
ახდენდა სხვების, მაგალითად, ყვავილის ფერის ან მარცვლის ფორმის,
მემკვიდრეობით გადაცემაზე.
პირველ რიგში, მან ერთი წმინდა ხაზის მცენარე
მეორესთან შეაჯვარა. პირველად შეჯვარებულ
ბარდებს P, ანუ მშობლების თაობა, ეწოდება
(Parent - მშობელი).

მენდელმა P თაობის შეჯვარებით მიღებული


მარცვლები შეაგროვა და მათგან მცენარეები
გაზარდა. მათ F1 თაობა ეწოდა, რაც შვილების
პირველ თაობას ნიშნავს. (Filius ლათინურად
„ვაჟია”).

მას შემდეგ, რაც F1 თაობა შეისწავლა, მენდელმა


ამ მცენარეებს თვითგანაყოფიერების საშუალება
მისცა და ისევ უამრავი მარცვალი მიიღო. F1
თაობის მცენარეებისგან მიღებული
მარცვლებისგან მან F2, ანუ შვილების მეორე
თაობის მცენარეები გაზარდა.
თვლითა და მათემატიკური აზროვნებით მენდელმა თავის დროის ცნობილ მეცნიერებს აჯობა
აღმოჩენით (მაგ. ჩარლზ დარვინს, რომელმაც მსგავსი ცდები ჩაატარა, მაგრამ შედეგების
მნიშვნელობა ვერ გაიაზრა).
მთავარი დავალება:
მოც: ზოლიანი - A ფენოტიპი (F1)
ყვითელი - B
სულ - 256 ზოლიანი თეთრი - …..
სადა - a სადა ყვითელი - …..
ზოლიანი თეთრი - 64
თეთრი - b სადა ყვითელი - 67 სადა თეთრი - …..
სადა თეთრი - 70 ზოლიანი ყვითელი - …..
უ.ვ. P და მშობლების ფენოტიპი ზოლიანი ყვითელი - 55

♂ ♀
P AaBb x aabb F1 AB aB Ab ab

ab AaBb aaBb Aabb aabb

AB Ab aB ab ab ab AaBb aaBb Aabb aabb

გამეტები ab AaBb aaBb Aabb aabb

მშობლების ფენოტიპი: ♀aabb - სადა თეთრი ab AaBb aaBb Aabb aabb


♂AaBb - ზოლიანი ყვითელი
მადლობა
ყურადღებისთვის!

CREDITS: This presentation template was created by Slidesgo, and


includes icons by Flaticon, and infographics & images by Freepik

You might also like