You are on page 1of 44

მომღერალი ჩიტები და ადამიანების

მეტყველება
• ფრინველთა ყველა
სახეობათა შორის
დაახლოებით ნახევარი
მგალობელი ფრინველებია.
ჩვეულებრივ მამალი
მგალობელი ფრიnველები
თავიანთ სიმღერას
„ზრდასრული“
აღმზრდელისგან
სწავლობენ, როდესაც
თვითონ ახალგაზრდები
არიან.
5/19/12
მომღერალი ჩიტები და ადამიანების
მეტყველება
• მდედრები უპირატესობას რთულ
სიმღერას ანიჭებენ.
• შეჯვარებისას ისინი ირჩევენ ისეთ
მამრებს რომლებიც უფრო რთულ
სიმღერას მღერიან და ამრიგად
ევოლუციურ პროცესს სიმღერის
გართულებისაკენ წარმართავენ.

5/19/12
მდედრი (მარცხნივ) და მამრი (მარჯვნივ) ზებრული
ამადინა, Taeniopygia guttata. ცნობილია, რომ შეუწყვილებელი
მამრი უფრო ბევრს მღერის ვიდრე შეწყვილებული. 20-იდან
35 დღემდე დასწავლა მიმდინარეობს. სქესობრივი
სიმწიფისას ის კრისტალიზდება (ინვარიანტული ხდება)

5/19/12
ადამიანების მეტყველება და ჩიტების
სიმღერა
• გასაოცარი პარალელები არსებობს იმ
გზებს შორის რომლითაც ჩვილები
სწავლობენ მეტყველებას და ჩიტები
სიმღერას.
• ამ ანალოგიებზე დაფუძნებით შეიქმნა
ექსპერიმენტული პლატფორმა
აუდიტორიულ-ვოკალური დასწავლის
ტვინის მექანიზმების კვლევისა. რა არის
პარალელები:

5/19/12
პარალელი –1
• ორივე შემთხვევაში დასწავლა არის
წინასწარგანწყობისა და სპეციფიკური
ურთიერთქმედების შედეგი.
• თუ ახალგაზრდა მომღერალი ჩიტები
უსმენენ როგორც თავიანთი სახეობის, ასევე
სხვა სახეობის სიმღერებს, ისინი
უმთავრესად იმიტირებენ თავიანთი
სახეობის სიმღერებს, თუმცა ძალუძთ
აგრეთვე განსხვავებული სახეობის სიმღერაც.

5/19/12
პარალელი–1
• ბავშვებს გააჩნიათ საოცარი უნარი
აითვისონ 6000 ენიდან ნებისმიერი
განსაკუთრებული ძალისხმევისა და
ინსტრუქციების გარეშე ასევე მიუთითებს
მიდრეკილებაზე ამ ძალიან რთული
ამოცანისადმი. ამავე დროს ბავშვები
სწავლობენ იმ ენას, რომლებსაც ისინი
ისმენენ, რაც მიუთითებს გამოცდილების
მაღალ მნიშვნელობაზე ამ პროცესში.

5/19/12
პარალელი–1
1. ამრიგად, როგორც ჩვილები, ასევე
ახალგაზრდა მომღერალი ფრინველები
სწავლობენ თავიანთ მეტყველებას და
სიმღერის რეპერტუარს შესაბამისად
პრედისპოზიციისა და დასწავლის
კომბინაციით.
2. ამავე დროს ორივე სახეობაში რისი დასწავლა
შეიძლება შეზღუდულია მორფოლოგიითა
და ფიზიოლოგიით.

5/19/12
პარალელი–1
იზოლაცია
• ურთიერთობა თანდაყოლილ და
სპეციფიკურ გამოცდილებას შორის კარგად
ვლინდება, როდესაც მომღერალი ჩიტები
იზოლაციაში იზრდებიან. მასწავლებლის
სიმღერის გარეშე ისინი არანორმალურად
მღერიან, ე.წ. „იზოლატის სიმღერას“.
• ამავე დროს პრედისპოზიციაც ნათლად
ჩანს, რადგან „იზოლატის“ სიმღერა მაინც
ინარჩუნებს სახეობრივ სპეციფიკურობას.
5/19/12
პარალელი – 2
• როგორც ადამიანებში, ასევე მომღერალ ჩიტებში
ადრეული განვითარების პერიოდში არის ფაზა,
რომლის დროსაც აუდიტორიულ-ვოკალური
დასწავლა საუკეთესოდ მიმდინარეობს.
• ამ ფაზას „სენსიტიური ფაზა“ ეწოდება.
• ადამიანებში სქესობრივი სიმწიფის შემდეგ
მასწავლებლის გარეშე უცხო ენის სწავლა ნაკლებ
ეფექტურია და მოზრდილებს ძალიან უჭირთ უცხო
ენაზე ლაპარაკი აქცენტის გარეშე. ასევე მომღერალ
ჩიტებში სენსიტიური ფაზის შემდეგ დასწავლა
ძალიან გაძნელებულია
5/19/12
პარალელი –3

• როგორც ახალგარდა ადამიანებში ასევე ახალგაზრდა


ჩიტებში მოსმენის ფაზა წინ უსწრებს პროდუქციის
ფაზას. როდესაც იწყება მეტყველება (ან სიმღერა)
როგორც ადამიანები ასევე მომღერალი ჩიტები
პროდუცირებენ ვოკალებს რომლებიც საკმაოდ
განსხვავებულები არიან მორდილთა ვოკალებისაგან
.
• პატარების განსაკუთრებული მეტყველებისაგან და
მომღერალი ჩიტების „სუბსიმღერისაგან’ მათი
ვოკალიზაცია საფეხურებრივად ზრდასრულ
ფორმებს იღებს.
5/19/12
პარალელი – 4

• როგორც ადამიანებში, ასევე მომღერალ


ჩიტებში ვოკალური დასწავლა
ძლიერდება მათი სოციალიზაციით
მასწავლებელთან.

5/19/12
რომელი გენები შეიძლება მონაწილეობდეს
ამ რთულ ქცევაში
• ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში
როგორც ადამიანების მეტყველება ასევე
მომღერალი ჩიტების გალობა წარმოადგენს
შედეგს რთული ურთიერთობისა გენებსა და
გარემოს შორის.
• პირველი მნიშვნელოვანი მონაცემები
მიღებული იქნა მეტყველების დარღვევის
ერთ-ერთ ფორმასთან რომელიც ცნობილია
განვითარების ვერბალური დისპრაქსიის
სახელწოდებით.
5/19/12
FOXP2 გენი
• ერთ-ერთი ოჯახის სამ თაობაში ეს დაავადება იყო
იდენტიფიცირებული. ამ ოჯახის წევრების და
აგრეთვე სხვა დაავადებული პიროვნებების კვლევამ
აჩვენა რომ ამ პათოლოგიასთან სპეციფიკურად
დაკავშირებულია ტრანსკრიფციული ფაქტორის
FOXP2-ის მაკოდირებელი გენის მუტაციასთან.
• თითქმის ყველა შესწავლილ ინდივიდში ეს
მუტაცია ჰეტეროზიგოტულობით ხასიათდება და
იწვევს ფუნქციური FOXP2-ის დაახლეოებით
განახევრებას.

5/19/12
FOXP2 გენი

• განვითარების ვერბალური დისპლაქსიის


მქონე პაციენტებს ახასიათებს სიძნელეები
ენის, ტუჩების, ყბის კკორდინირებულ
მოძრაობაში, რომელიც აუცილებელია
სწორი მეტყველებისათვის.
• FOXP2-ცილის მიერ რეგულირდება ასევე
საინტერესო ცილის კონტაქტინის
რაოდენობა და ამ ცილის ფუნქციობა ასევე
კავშირშია მეტყველების სიძნელეებთან.
5/19/12
მონაწილეობს თუ არა FOXP2 ფაქტორი
მომღერალი ჩიტების დასწავლის პროცესში
• FOXP2-ის ცილის მაკოდირებელი მ-რნმ-ის
რაოდენობა 10-20%-ი უფრო მაღალია იმ უბნებში
რომლებიც სიმღერის დასწავლაში მონაწილეობენ
მიმდებარე უბნებთან შედარებით.
• თუ მომღერალი ჩიტების ტვინის იმ უბნებში,
რომლებიც მონაწილეობენ სიმღერის დასწავლაში
მოვახდენთ FOXP2-გენის ექსპრესიის შემცირებას რნმ-
ის ინტერეფერენციის პროცესის საშუალებით, ასეთი
ჩიტები მხოლოდ ნაწილობრივ თუ ახდენენ მამის
სიმღერის კოპირებას - ზოგიერთი ელემენტები მათ
ახსოვთ ზოგიერთი კი საერთოდ არა?
5/19/12
• ამრიგად ადამიანის მეტყველების და
მომღერალი ჩიტების მიერ მამსიეული
სიმღერის სწავლას ბევრი საერთო
ელემენტი გააჩნიათ და ექსპერიმენტული
მოდელის არსებობა ძალიან გაადვილებს
ამ პროცესის დეტალური მოლეკულური
მექანიზმების შესწავლას.

5/19/12
თვითმკვლელობა/სიკვდილის
სურვილი

• მსოფლიოში ყოველ
წელს უფრო მეტი
ადამიანი კვდება
თვითმკვლელობით
ვიდრე ომებში ან
ჩვეულებრივი
მკვლელობით.

5/19/12
თვითმკვლელობა/სიკვდილის სურვილი

• ის პიროვნებები
რომლებიც
ბავშვობისას
განიცდიან სექსუალურ
თუ ფიზიკურ
ძალადობას უფრო
ნაკლებ მედეგები არიან
სტრესისადმი და არიან
მიდრეკილები
თვითმკვლელობისაკენ
.

5/19/12
თვითმკვლელობა
• თვითმკვლელობა და მისი
მგავსი ქცევები ძალიან
რთული ფენომენია
სხვადასხვა რისკ ფაქტორებით.
უმრავლესობა ინდივიდების,
რომლებიც ამ ქცევას
ამჟღავნებენ არ ახასიათებთ
ადრეული ცხოვრების
სიძნელეების,
წარუმატებლობის და ბედობის
ისტორია, თუმცა !!!!!სარწმუნო
უმცირესობას მაინც გააჩნია
5/19/12
თვითმკვლელობა-რისკ ფაქტორები
• დისტალური (ანუ დაშორებული
)ფაქტორები; ადრეული
ცხოვრების უბედურებები,
ეპიგენეტიკური ფაქტორები,
ალკოჰოლიზმი, წამალზე
დამოკიდებულება
• პროქსიმალური (ახლო)
ფაქტორები: ფსიქოპატოლოგიური
მდგომარეობა, უახლესი
ცხოვრებისეული მოვლენები,
თვითმკვლელობის იდეალიზაცია,
უიმედობა
5/19/12
თვითმკვლელობა
• ცხოველური მოდელები სტრესისა
გარკვეულ მიახლოებას ჰქმნიან ასეთი
ადამიანებისა
• ახალი მონაცემები ცხოველებზე და
ადამიანებზე მიუთითებს რომ ადრეული
ცხოვრების სიძნელეები სტრესზე მოპასუხე
სისტემაში მონაწილე გენების ეპიგენეტიკურ
რეგულაციას ცვლიან.
• რა მოლეკულური ცვლილებები შეიძლება
გამოიწვიოს ადრეული ცხოვრების
უბედურებებმა და სტრესებმა?
5/19/12
დედისეული მზრუნველობის შესწავლა
• დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში
დედის მიერ მზრუნველობის (ლოკვა და მოფერება)
მაღალი სიხშირე ცვლის იმ გენების ექსპრესიას
რომლებიც არეგულირებენ სტრესისადმი ქცევით და
ენდოკრინულ პასუხებს.
• ყველაზე უფრო ძლიერი პასუხი
გლუკორტიკოიდული რეცეპტორის ექსპრესიის
მიხედვით შეიმჩნევა ჰიპოკამპში.

5/19/12
მოეფერეთ შვილებს !!
• ის პატარები, რომლებიც დედის ინტენსიური
მოფერების ქვეშ იყვნენ ხასიათდებოდნენ
გლუკორტიკოიდის რეცეპტორის მაღალი
ექსპრესიით ჰიპოკამში და სტრესისადმი
უფრო ზომიერი პასუხით, ვიდრე ის
პატარები, რომლებსაც დედის მოფერება და
მზრუნველობა აკლდათ.

5/19/12
მოლეკულური მექანიზმები
• მოლეკულურ დონეზე ეს ეპიგენეტიკური
ცვლილებებში გამოიხატებოდა !!!!!.
• კერძოდ გლუკოკორტიკოიდული ჰორმონის
რეცეპტორის გენის პრომოტოტის
მეთილირების შემცირებაში ანუ მისი
ექსპრესიის გაზრდაში
• საინტერესოა, რომ პოსტმორტემ შესწავლები
ადამიანებშიც იგივე მოლეკულურ
ცვლილებებზე მიუთითებენ.
5/19/12
ტვინით წარმოებული ნეიროტროპულ
ფაქტორი
• ნეიროტროფინები – მარტივად
ნეირონების გადარჩენის ფაქტორები
• დედის უყურადღებობა შვილებზე
თაგვებში ასევე ამცირებს ამ
მნიშვნელოვანი მოლეკულის დონეს
პრეფრონტალურ კორტექსში.

5/19/12
რა არის ეპიგენეტიკური ცვლილებები და
რა არის საერთოდ ეპიგენეტიკა
• “EPI”

• “upon,” “on,” “over,” “near,” “at,” “before,”


“after”
• ჩვენ ვიცით, რომ მემკვიდრეობა
დამოკიდებულია დნმ-ში ფუძეთ ა
თანამიმდევრობაზე - იქნებ ეს ერთადერი
ფაქტორი არ არის!!!!!

5/19/12
რა არის ეპიგენეტიკა
• ეპიგენეტიკა ხშირად განიხილება როგორც «ახალი
გენეტიკა», რადგან ბევრი ბიოლოგიური პროცესი
კონტროლდება არა გენებში მუტაციების
საშუალებით, არამედ შექცევადი და მემკვიდრული
ეპიგენეტიკური მოვლენით, რომელიც მოიცავს
პროცესებს დნმ-ის მეთილირებიდან, ჰისტონების
მოდიფიკაციებანმდე და პრიონებამდე.
• ეპიგენეტიკურ პროცესებს სხვადასხვა
ორგანიზმებში აქვს ადგილი და ძალუძს უამრავი
სხვადასხვა ბიოლოგიური ფუნქციის
გაკონტროლება,
• ეპიგენეტიკური აბერაციები ბევრი დაავადების
გამომწვევი შეიძლება იყოს, მათ შორის
სიმსივნეების და იმუნური, ენდოკრინული და
ნერვული სისტემების დაავადებების.
რა არის ეპიგენეტიკა
• ტერმინი ეპიგენეტიკა პირველად შემოტანილი იყო
1942 წელს მეცნიერ კონრად ვედინგტონის მიერ და
განისაზღვრა როგორც გენებსა და მათ პროდუქტებს
შორისმიზეზობრივი ურთიერთქმედება, რომელიც
ფენოტიპურ ექსპრესიას განსაზღვრავს.
• ამ განსაზღვრებამ ბევრი მოდიფიკაცია განიცადა და
დღესდღეობით მრავალი ვარიანტი არსებობს
ეპიგენეტიკის განსაზღვრებისა.
• კონსენსუსი შემდეგშია: ფენოტიპში კოლექტიური
მემკვიდრული ცვლილებები, რომლებიც არ არის
განპირობებული დნმ-ში პირველადი
ნუკლეოტიდური თანამიმდევრობის ცვლილებით.
რა არის ეპიგენეტიკა
• დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ
ეპიგენეტიკური ინფორმაციის მემკვიდრულობა
ლიმიტირებული იყო უჯრედული გაყოფით.
• ახლა უკვე ცხადია, რომ ეპიგენეტიკური
პროცესები შეიძლება გადაცემული
ორგანიზმულ დონეზე ერთი ტაობიდან
მეორეზე. პირველად ეს მოვლენა მცენარეებში
იქნა აღწერილი, ხოლო შემდგომ საფუარებში,
დროზოფილაში, თაგვებში და ალბათ
ადამიანებშიც.

დნმ-ის მეთილირების და ჰისტონების
მოდიფიკაციების საფუძვლები
• უმრავლესობა ეუკარიოტებში დნმ-ის
მეთილირება ყველაზე უფრო შესწავლილ პროცესს
წარმოადგენს. ეს პროცესი მოიცავს მეთილის
ჯგუფის გადატანას S-ადენოზილმეთიონინიდან
ციტოზინის მე-5 მდგომარეობაში, რომელიც
მოთავსებულია განსაზღვრულ ც-ფ-გ
დინუკლეოტიდებში. გადატანის ეს რეაქცია
კატალიზდება დნმ მეთილტრანსფერაზებიტ (დნმტ).
ამ ფერმენტების სამი მთავარი წარმომადგენელია:
• დნმტ1, დნმტ3A და დნმტ3 B. ამ 3 ფერმენტიდან
დნმტ-1 ახორციელებს ე.წ. შენარჩუნებით
მეთილირებას, რომელსაც ადგილი აქვს ყოველი
უჯრედული რეპლიკაციისას როდესაც დნმ
გაორმაგებას განიცდის.
აგრესია
• ანტისოციალური აგრესია
ფართოდ გავრცელებული
და ძვირად ღირებული
სოციალური პრობლემაა.
სხვადასხვა დონეზე ის
ფართოდ გავრცელებულია
პოპულაციაში და
მნიშვნელოვანი
პრედიქტორია–
განმაპირობებელია
მომავალი ძალადობისა.
5/19/12
აგრესია
• აგრესია უმთავრესად
მემკვიდრულობით
ხასიათდება, თუმცა
რამოდენიმე გენის გარდა ამ
ქცევის გენეტიკური
საფუძვლების შესახებ
ბევრი რამ ცნობილი არ
არის.

5/19/12
აგრესია
• დადგენილია, რომ მოცემულ საზოგადოებაში
დაახლოებით 10% ოჯახებისა ხასიათდება
მემკვიდრული აგრესიით და ამავე დროს იმავე
საზოგადოებაში 50%-ზე მეტი კრიმინალი მათ მიერ
არის ჩადენილი.
• უმთავრესი ფსიქიატრიული ფენოტიპების
მსგავსად, ეს ანტისოციალური ქცევაც გენეტიკურად
ძალიან რთულია, რაც იმას ნიშნავს რომ სხვადასხვა
გენეტიკურმა კომპონეტებმა და მათმა
ურთიერთქმედებამ შეიძლება შეიტანონ წვლილი ამ
პროცესში.
5/19/12
ნორადრენალინი, სეროტონინი
და დოფამინი
• ნეიროტრანსმიტერები – ნორადრენალინი,
სეროტონინი და დოფამინი ბიოგენური ამინების
ჯგუფს განეკუთვნებიან. ისევე როგორც სხვა
ნეიროტრანსმირებმა მათმა მოქმედებამ ნორმაში
დასრულება–ტერმინაცია უნდა განიცადონ.
• ეს პროცესი გარდა მათი უკუშთანთქმისა
ხორციელდება აგრეთვე ფერმენტული გზითაც.
• ერთ–ერთ ასეთ მნიშვნელოვან ფერმენტს
წარმოადგენს მონოამინოოქსიადაზა (მაო).

5/19/12
5/19/12
მონოამინოქოსიდაზა
• მაოA მოთავსებულია მიტოქონდრიის
გარეთა მემბრანაზე პრესინაფსურ
ტერმინალებზე. მაოA–ს მოქმედების მთავარ
სამიზნეს ნორადრენალინი და სეროტონინი
წარმოადგენს, მაგრამ ბევრად უფრო
ნაკლები ეფექტურობით ის დოფამინს
შლის. თუ ჩვენ ამ ფერმეტის გენის ნოკაუტს
მოვახდენთ მაშინ მკვეთრად იწვეს ზუსტად
ნორადრენალინისა დ სეროტონის დონე და
მცირედ დოფამინის დონე.
5/19/12
აგრესია
• ბრუნერისა და კოლეგების მიერ შესწავლილი იყო
ჰოლანდიური ოჯახის რამოდენიმე თაობის წევრები.
ამ ოჯახის მამაკაცები ხასიათდებოდნენ მუდმივი და
ექსტრემალური აგრესიით. ეს ე ფენოტიპი, რომელიც
თაობების განმავლობაში ნარჩუნდებოდა მოიცავდა
სუსტ გონებრივ ცამორჩენილობას, აგრესიულ
აფეთქებებს ფრუსტრაციებისა და განსაკუთრებით
შიშის გარკვეული მდგომარეობებისას და ისეთ
ძალადობრივ ქცევებს როგორიცაა გაუპატირებას,
მკვლელობებს, მოტაცებებს გამოსასყიდების
მოთხოვნით და ასე შემდეგ.
5/19/12
აგრესია
• ამ ოჯახის შესწავლამ აჩვენა, რომ
მამაკაცებში ადგილი აქვს მაოA–ს
მაკოდირებელ გენში მუტაციას – სტოპ
კოდონის ნაადრევ ჩასმას და
არაფუნქციონირებადი მაოA–ს სინთეზს.

5/19/12
რა ხდება ცხოველებში?
• თუ ჩვენ თაგვებში
მოვახდენთ მაოA–ს
ნოკაუტს , ასეთი ხაზის
მამრები
ჰიპერაგრესიულები არიან.
ამ თაგვებშიც
მომატებულია
სეროტონინის და
ნორადრენალინის დონე და
მხოლოდ მცირედ
დოფამინის დონე.
5/19/12
რა ხდება ცხოველებში?

• ასეთ თაგვებში ჩვენ გვაქვს


აგრეთვე სენსორულ
კორტექსში მთელი რიგი
ციტოაქტიტექტნული
ანომალიები.
• საინტერესო ის არის, რომ
აგრესიული ქცევის
შემცირება შესაძლებელია
სეროტონინული
რეცეპტორის ანტაგონისტის
მოქმედებით
5/19/12
ისევ სქესი და SRY გენი

• მამაკაცები და ქალები ბევრი რამით


არიან ერთმანეთისაგან
განსხვავებულები. ეს განსხვავებები
მოიცავს ბიოლოგიურ ფენოტიპს,
ფსიქოლოგიურ თვისებებს. ზოგიერთ ამ
განსხვავებაზე გარემო ფაქტორები
ზემოქმედებს. საინტერესო ის არის
სქესობრივი განსხვავებები ტვინზედაც
აისახება.
5/19/12
ისევ სქესი და SRY
გენი

• მიუხედავად იმისა, რომ ქალის და


მამაკაცის თავის ტვინი უმთავრესად
ერთმანეთის მსგავსნი არიან, მაინც
არსებობს რიგი სარწმუნო განსხვაბებისა
მათ შორის. ეს განსხვავებები ზემოქმედებს
ბიოქიმიურ პროცესებზე და შესაბამისად
ქცევაზე. თუმცა ეს არასდროს
გამოყენებული არ უნდა იყოს სქესობრივი
დისკრიმინაციისათვის.

5/19/12
ისევ სქესი და SRY გენი–ადიქცია

• საშუალოდ ქალები უფრო ნაკლებად


იყენებენ ნარკოტიკებს ვიდრე მამაკაცები,
მაგრამ ქალები უფრო ადვილად და
სწრაფად ხდებიან ადიქციურები ვიდრე
კაცები. ეს მახასიათებელი არ უნდა იყოს
დამოკიდებული SRY გენზე, არც გონადურ
სეკრეციაზე, მაგრამ განპირობებული უნდა
იყოს X ქრომოსომის სხვა სეგმენტებით..

5/19/12
ისევ სქესი და SRY გენი–აგრესია

• მამაკაცები ტიპურად უფრო აგრესიულები


არიან ვიდრე ქალები. აგრესიის დაყოვნება
დამოკიდებულია სქესის გამსაზღვრელი
ქრომოსომების და გონადური ჰორმონების
ერთდროულ მოქმედებაზე. საინტერესოა, რომ
SRY გენი წარმოადგენს ფერმენტ თიროზინ
ჰიდროქსილაზას დადებით რეგულატორს.
იქნებ ეს მამაკაცების უფრო მაღალ
აგრესიასთან იყოს კავშირში!

5/19/12

You might also like