You are on page 1of 4

მანგანუმი და მისი გამოყენების სფეროები

მანგანუმი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქიმიური ელემენტია. მანგანუმი, იგივე


მარგანეცი (ლათ. Manganum, Mn) - მაგარი, მყიფე ღია-რუხი, მოვერცხლისფრო-
მოთეთრო ფერის ლითონია, რომელიც რკინას წააგავს. ის ძნელად ლღობადია, მაგრამ
ადვილად იჟანგება.
მანგანუმის შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი მინერალია — პიროლუზიტი, MnO2 —
ძველ დროში ცნობილი იყო როგორც შავი მაგნეზია და გამოიყენებოდა მინის ხარშვის
დროს მის გასაღიავებლად.
მანგანუმი დედამიწის ქერქის დაახლოებით 0.1%-ს შეადგენს. ეს ლითონი ბუნებაში
თავისუფალი სახით მოიპოვება. მას შეიცავს ნიადაგი. ხშირად მანგანუმი რკინასთან და
სხვა მინერალებთან კომბინაციაში გვხვდება.

მანგანუმს შეიცავს ყველა ცოცხალი ორგანიზმი. ის ადამიანისა და


ცხოველების ორგანიზმის ერთერთი მნიშვნელოვანი ბიოელემენტია.
ადამიანის ორგანიზმი შეიცავს დაახლოებით 10 მგ-მდე მანგანუმს,
რომელიც ძირითადად ღვიძლში და თირკმელებშია დაგროვილი.
მანგანუმი შედის ძვლების შედგენილობაშიც. მცირე კონცენტრაციით
მანგანუმს ადამიანის თითქმის ყველა ორგანო შეიცავს. მანგანუმი
მონაწილეობს ადამიანისა და ცხოველთა სისხლწარმომქმნელ
ფუნქციებში, ძვლის ზრდის პროცესში, ზეგავლენას ახდენს სასქესო
ორგანოების ფუნქციებზე, ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების ცვლაზე.
ის მრავალი ფერმენტისა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის ერთ-ერთი
ძირითადი კომპონენტია. მცენარეებში მანგანუმი მონაწილეობს ფოტოსინთეზის პროცესში.

მანგანუმის ზოგიერთი ოქსიდი საკმაოდ გავრცელებულია ბუნებაში და მისი ფერის გამო


ქვის ხანაშიც გამოიყენებოდა.
კარგასის მღვიმეების მხატვრობაში გამოყენებულია იგი

პიგმენტად და ეს ნახატები შესრულებულია 30 000-დან 24 000


წლის წინ.
მანგანუმის ნაერთებს იყენებდნენ ეგვიპტელი და რომაელი მინის ოსტატები, როგორც მინის
გაუფერულებისათვის ისე ფერის მისაცემად. მათი საქმიანობა შუასაუკუნეებიდან
დღევანდელ პერიოდამდე გაგრძელდა, რომელიც ნათლად ჩანს მე-14 საუკუნის ვენეციის
მაგალითზე.
რადგანაც მანგანუმის დიოქსიდი გამოიყენებოდა მინის წარმოებაში, იგი ხელმისაწვდომი
იყო ალქიმიკოსებისათვის (პირველი ქიმიკოსები) და გამოიყენებოდა ექსპერიმენტში. ი.გ.
კაიმ (1770) და ჯ. გლაუბერმა (მე-17 საუკუნე) აღმოაჩინეს, რომ მანგანუმის დიოქსიდი
შეიძლება გარდაიქმნას ჩვეულებრივ ლაბორატორიულ რეაგენტად პერმანგანატად.

მეცნიერმა კ.შეელემ მანგანუმის ოქსიდი გამოიყენა ქლორის


მისაღებად. მათეთრებელი აგენტების შემცველი ქლორისა და
ჰიპოქლორიდის წარმოება გახდა მანგანუმის საბადოების ფართო
მომხარებელი. კ. შეელემ და სხვა ქიმიკოსებმა დაადგინეს, რომ
მანგანუმის დიოქსიდი შეიცავდა ახალ ელემენტს, მაგრამ მათ ვერ
შეძლეს მისი გამოყოფა. პირველად, ჯ. განმა გამოყო სუფთა
მეტალური მანგანუმის ნიმუში 1774 წელს ნახშირბადის დიოქსიდით
აღდგენის დროს.
მანგანუმის შემცველი ზოგიერთი რკინის საბადო

გამოიყენებოდა საბერძნეთში. ისინი მივიდნენ იმ


დასკვნამდე, რომ ფოლადი, რომელიც მიიღებოდა ამ
საბადოდან, უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავდა
მანგანუმს, რომელიც სპარტანულ ფოლადს ანიჭებდა
სიმაგრეს.

მე-19 საუკუნის დასაწყისში აღნიშნავდნენ, რომ რკინაზე მანგანუმის დამატება, მას ხდის
უფრო მძიმეს, ხოლო ამ დამატების გარეშე იგი მყიფეა. 1912 წელს მანგანუმის ფოსფატის
ელექტრო ქიმიური გარდაქმნა დაპატენტებული იყო აშშ-ში, რომელსაც იყენებდნენ
ცეცხლსასროლი იარაღის შესაფუთად დაჟანგვისა და კოროზიისგან დაცვისათვის.

ბატარეების გამოგონებამ, რომელიც შეიცავდა მანგანუმის დიოქსიდს,


როგორც კათოდურ დეპოლარიზერს, გაზარდა მოთხოვნა
მანგანუმის ორჟანგზე. ნიკელ-კადმიუმის და ლითიუმ შემცველი
ბატარეების შემოსვლამდე, მათი უმეტესობა შეიცავდა მანგანუმს. მე-
20 საუკუნეში მანგანუმის ორჟანგმა მოიპოვა სამრეწველო
გამოყენება სხვადასხვა ტიპის ბატარეებში, როგორც კათოდის
მასალა.

მანგანუმის გამოყენება მრეწველობაში


მანგანუმი ფართოდ გამოიყენება მეტალურგიაში, რკინა-მანგანუმის შენადნობების –
ფერომანგანუმის, ფოლადის და უჟანგავი ფოლადის წარმოებაში (მანგანუმის დამატება
ფოლადის და რკინის გამოდნობის დროს, ანიჭებს მათ ჭედადობასა და სიბლანტეს),
ელექტროტექნიკურ და ქიმიურ მრეწველობაში, მედიცინაში, ფარმაცევტული
პრეპარატების, ლაქ-საღებავების წარმოებაში, კერამიკაში, მინის, ტყავის წარმოებაში,
ფოტოგრაფიაში. მანგანუმი ასევე გამოიყენება მინერალურ სასუქად სოფლის
მეურნეობაში. მანგანუმის იონებს სხვადასხვა შეფერილობა აქვს, რაც დამოკიდებულია
მათი ოქსიდაციის ხარისხზე. ამ თვისების გამო ისინი გამოიყენება ინდუსტრიაში როგორც
პიგმენტები. ნატრიუმის, კალიუმის და ბარიუმის პერმანგანატები ძლიერი დამჟანგავებია.
მანგანუმის დიოქსიდი გამოიყენება როგორც კათოდი სტანდარტულ და ალკალაინის
ტიპის ბატარეებში.

კითხვები:

 რა არის მანგანუმი?
 როგორია მისი მოპოვების ისტორია?
 რა თვისებები აქვს მას?
 მეურნეობის რომელ დარგებში იყენებენ ადამიანები მანგანუმს?
 როდის, სად და ვისი თაოსნობით დაიწყო მანგანუმის მოპოვება.

 მეურნეობის რომელი დარგების ჭიათურაში გავრცელებული?


 რა არის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების სფეროები?
 როგორია სამომავლო განვითარების პერსპექტივები და შესაძლებლობები როგორც
ადგილობრივ, ასევე მსოფლიო დონეზე?
რესურსები:
პარაგრაფი 2 – 1 დავალება

https://www.youtube.com/watch?v=bS7xU6LzHPI&feature=youtu.be -ფილმი.

You might also like