You are on page 1of 4

შალვა ხაჩიძე

ნების ნაკლი

ლიტერატურის მიმოხილვა

წინამდებარე ნაშრომში მიმოხილული იქნება საკვლევ თემასთან


დაკავშირებული ინფორმაციები, წყაროები, მათ შორის მსგავსებები და
განსხვავებები. იქიდან გამომდინარე, რომ ნების ნაკლი საკმაოდ დიდ ინფორმაციებს
მოიცავს და ძალიან ვრცელი თემაა, ასევე სამართლის ძალიან მნიშვნელოვანი
ნაწილი, საჭიროა ამ თემაში კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანების
ნაშრომების გამოყენება, შეჯამება, მათ შესახებ მსჯელობა, ინფორმაციების
ჩამოყალიბება და მკითხველამდე მიტანა.

საკვლევ კითხვებზე პასუხების გასაცემად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი


ნაწილია, საჭიროა ქართულ სამართალში კარგი გამოცდილების მქონე ადამიანების
მიერ მოპოვებული ინფორმაციების შეჯამება და მათი განვრცობა. საკვლევი
კითხვების მთავარი თემა შეცდომით დადებულ გარიგებებზე მსჯელობაა, ასევე
მსჯელობა უნდა იყოს ისეთ გარიგებებზე, რომლებიც მოტყუებით დაიდო ან
თუნდაც დაძალებით. ყოველი ეს ასპექტი მნიშვნელოვანია, სწორედ ეს ყოველი
ნაწილი ნების ნაკლის საწინდარია, რაც მთავარი საკვლევი თემაა და საკვლევი
კითხვებიც ამ საკითხების გარშემო ტრიალებს. ასევე საკვლევ კითხვებზე პასუხების
გასაცემად საჭიროა მაგისტრანტების ნაშრომები, რომლებმაც უკვე ბევრი იმსჯელეს
ამ საკითხებთან დაკავშირებით და საკმაოდ მოცულობითი ნაშრომებიც შექმნეს,
მაგალითად შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო
უნივერსიტეტის სტუდენტი ქეთევან უერთაშვილის სამაგისტრო ნაშრომი
"გარიგების ცნება და სახეები" ძალიან დაეხმარება საკვლევ საკითხებზე პასუხების
გაცემისას ავტორს, ისევე როგორც დალი გურასპაშვილის "შეცდომით დადებული
გარიგებები (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)" რადგან ის ყველაზე
მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც საკვლევ კითხვებს სცემს პასუხს, სწორედ ამ
ნაშრომებში მოიპოვება.

საკვლევი თემა "ნების ნაკლი" სამართლის დიდ ნაწილს შეადგენს


ხელშეკრულებების და გარიგებების ნაწილში, ეს ისეთი საკითხია, რომ ძირითადი
ნების ნაკლის ნაწილი დიდ აზრთასხვადასხვაობას და დისკუსიებს არ იწვევს
სამართალმცოდნეებში და ამ სფეროს მკვლევარებში. მათი უმეტესობის
შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს და ძირითადი ნების ნაკლის გამომწვევი
გარემოებების საფუძვლები ერთნაირად აქვთ მათ განხილული თავიანთ ნაშრომებში.
ის საკითხი, რომ ნების ნაკლის გამომწვევია შეცდომით დადებული გარიგებები,
მოტყუებით დადებული გარიგებები, ძალდატანებით დადებული გარიგებები ნების
ნაკლის საწინდარია არ არის სადისკუსიო და ისედაც აშკარაა, აქედან გამომდინარე
სამართლის სპეციალისტებს შორის აზრთასხვადასხვაობა არ არის ამ თემასთან
დაკავშირებით და მათ მიერ შექმნილი ნაშრომების ძირეული ასპექტები ერთია და
სამართლმცოდნეებსაც არ აქვთ მკაფიოდ განსხვავებული თვალსაზრისები ამ
კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. კერძოდ კი ავტორის მიერ გამოყენებული
წყაროების ავტორების, დალი გურასპაშვილის, გიორგი გ. თუმანიშვილის, სოფიო
კიკოშვილის, ქეთევან უერთაშვილის და სერგი ჯობერნაძის შეხედულებები
ერთმანეთს ემთხვევა.
სერგი ჯობერნაძის თქმით: "სამოქალაქო სამართალში ისეთ ვითარებას, როცა
გარეგნულად გამოვლენილი ნება არ ემთხვევა მისი გამოვლენის ნამდვილ შინაგან
ნებას და გარიგება და გარეგნული გამოვლენის შეფეგად დაიდო, ნების ნაკლი
ეწოდება" ამის დასკვნის შემდგომ კი მას და სხვა ავტორებსაც სხვადასხვა დეტალები
მსგავსად აქვთ განხილული სამაგისტრო ნაშრომებში.

"ყველა სამართლებრივი სისტემის მიხედვით, ხარვეზიანი ნების არსებობა


შესაძლოა იწვევდეს გარიგების ბათილობას. გარიგების ბათილობის ფართოდ
გავრცელებული საფუძვლებიდან, ერთ-ერთი საფუძველი არის შეცდომა, რომელიც
დაკავშირებულია „არასწორ წარმოდგენასთან გარიგების საგნის თვისებების ან
გარემოებების, ან გარიგების პირობების შესახებ“ - წერს დალი გურასპაშვილი.
როდესაც გარიგებებში სახეზეა ნების ნაკლი, უმეტეს შემთხვევაში ნების შეცდომით
გამოვლენის საფუძველზე ისახება, სწორედ ამ საკითხს განავრცობენ და განმარტავენ
ავტორები. ნების ნაკლი ყველაზე ხშირად იწვევს გარიგებების ბათილობას და ხელს
უშლის სამართლებრივი შედეგების დადგომას, რაც ყოველი გარიგების მონაწილე
მხარეების მთავარ მიზანს წარმოადგენს. ამიტომ აუცილებელია ნების გამოვლენა არ
მოხდეს შეცდომით, მოტყუებით ან ძალდატანებით, რათა ადგილი არ ჰქონდეს ნების
ნაკლს, რაც გარიგების ბათილობას გამოიწვევს. იმისათვის, რომ ავტორს თავის
ნაშრომში ეს მიგნებები აესახა, მას დაეხმარა ნახსენები სამაგისტო წყაროები, რაც
შემდგომში განვრცობას საჭიროებს.

წინამდებარე ნაშრომს აქამდე ჩატარებულ კვლევებთან და აქამდე მოპოვებულ


ინფორმაციებთან პირდაპირი კავშირი აქვს, რადგან სწორედ მათი დახმარებით
დაწერა ავტორმა ნაშრომი "ნების ნაკლი". იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული
თემა სამართალს ეხება საშინაო ნაშრომის დამოუკიდებლად დაწერა შედარებით
რთულდება, რადგან ამ სფეროში, იმისათვის რომ რაიმე მიგნება გავაკეთოთ
აუცილებელია დიდი გამოცდილება და ინფორმაციების კარგად გაანალიზება.
ბიბლიოგრაფია

თუმანიშვილი, გიორგი. 2012. გარიგებები (სამართლებრივი ბუნება და ნორმატიული


რეგულირება). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.

კიკოშვილი, სოფიო. 2008. კერესელიძე, დავით. ქართული სამართლის მიმოხილვა.


ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-
ევროპული საკონსულტაციო ცენტრი, თბილისი.

გურასპაშვილი, დალი. 2019. შეცდომით დადებული გარიგებები. კავკასიის


საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი.

უერთაშვილი, ქეთევან. 2020. გარიგების ცნება და სახეები. შპს გურამ თავარქილაძის


სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისი.

You might also like