You are on page 1of 3

შალვა ხაჩიძე

ნების ნაკლი

ლიტერატურის შეჯამების მიმოხილვა

საკითხის კვლევის შედეგად მიღებულ იქნა ნების ნაკლთან დაკავშრებით


სხვადასხვა ავტორთა შეხედულებების განხილვა და შეჯამება. სამეცნიერო
ნაშრომის მთავარ საკვლევ კითხვებს წარმოადგენდა თუ რა შემთხვევაში აქვთ
ადამიანებს საქმე ნების ნაკლთან, რასაც პასუხი გაეცა იქიდან გამომდინარე, რომ
ავტორმა მოიხსენია მაგისტრანტების და სხვა სამართალმცოდნეების ნამუშევრები
და მათი მტკიცებულებები გამოიყენა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ
კითხვებზე პასუხების გასაცემად. საკვლევი თემის მთავარ მიზანს წარმოადგენდა
ნების ნაკლზე მსჯელობა და მასთან დაკავშირებით სხვადასხვა კომპეტენტური
ადამიანების შეხედულებების შედარება და განხილვა, თუ რაოდენ დიდი
მსგავსება, ან განსხვავებაა ამ ავტორების შეხედულებებს შორის, ჰქონდა თუ არა
რომელიმე ავორს განსხვავებული თვალსაზრისი და განსაკუთრებული
მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით. ეს მიზანი გარკვეულწილად შესრულდა
ავტორის მიერ, რადგან ნახსენებია ავტორები და ციტატები მათი ნამუშევრებიდან,
ასევე ამ ავტორების ნაშრომების ანალიზია და შინაარსი განხილული
ლიტერატურის მიმოხილვაში, რომლებიც შემდგომ ავტორმა შეადარა ერთმანეთს
და დაადგინა თუ რა განსხვავებები და რა საერთო მოსაზრებებია აღნიშნულ
საკვლევ თემასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მკითხველისთვის გასაგები
ხდება, რომ სამართლის ამ ასპექტთან დაკავშირებით, რომელიც გარიგებების
ძალიან დიდ ნაწილს წარმოადგენს და საკმაოდ ვრცელი თემაა,
სამართალმცოდნეებს შორის ძირითადი აზრთასხვადასხვაობა არ არის და მათი
ნაშრომების ძირეული ნაწილი ერთმანეთს ემთხვევა. ლიტერატურის მიმოხილვით
ცნობილი გახდა, რომ საკვლევ თემასთან დაკავშირებული პრობლემები ნაშრომში
ნახსენებ ავტორებს: დალი გურასპაშვილს, გიორგი თუმანიშვილს, სოფიო
კოკოშვილს და ქეთევან უერთაშვილს ერთნაირად აქვთ განხილული და მათ
შორის არ არის აზრთასხვადასხვაობა. სამართალში ძალიან დიდი მნიშვნელობა
აქვს იმას, თუ რა შეხედულებები და მოსაზრებები აქვთ სხვადასხვა ავტორებს
სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, სწორედ ავტორების ერთ-ერთ თემასთან,
კერძოდ კი „ნების ნაკლთან“ დაკავშირებული შეხედულებებია განხილული
ლიტერატურის მიმოხილვაში და მკაფიოდ აღნიშნა ავტორმა თუ რა მსგავსებებია
მათ მოსაზრებებს შორის და რატომ ემთხვევა ხშირად ერთმანეთს მათი
მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით.

ბიბლიოგრაფია

თუმანიშვილი, გიორგი. 2012. გარიგებები (სამართლებრივი ბუნება და

ნორმატიული რეგულირება). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,

თბილისი.

კიკოშვილი, სოფიო. კერესელიძე, დავით. 2008. ქართული სამართლის მიმოხილვა.

საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრი, თბილისი.

გურასპაშვილი, დალი. 2019. შეცდომით დადებული გარიგებები. კავკასიის


საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი.

უერთაშვილი, ქეთევან. 2020. გარიგების ცნება და სახეები. შპს გურამ

თვართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისი.

You might also like