You are on page 1of 2

ფიხტე

 ფილოსოფია გვასწავლის მე-ს ძებნას. მხოლოდ ადამიანის გარშემო და მისი დაკვირვების


რადიუსში ვრცელდება წესრიგი. მისით ერთიანდებიან ციური სხეულები ერთ სხეულად,
მისით ბრუნავს მზე თავის მიჩენილ გზაზე.
 ადამიანი სამართლიანად ელოდება, რომ კანონი რომელიც მან თავის თავს და მას მისცა,
მისთვისაც დაიწყებს მნიშვნელობას. ელოდება, რომ ამ კანონს საყოველთაოდ აღიარებენ.
 მე-ში დევს გარანტია, რომ გავრცელდება ჰარმოია იქაც სადაც ის ჯერ არაა. ხოლო სადაც
ჰარმონიაა უფრო დიდი ჰარმონია დაისადგურებს. ადამიანს შეაქვს გეგმა საყოველთაო
ნგრევაში და წესრიგი ქაოსში. მისით წყდება ხრწნა და სიკვდილი კი სიცოცხლედ იქცევა.
 ესაა ადამიანი, როდესაც მას განვიხილავთ, როგორც დამკვირვებელ გონებად, მაგრამ რა
იქნება ის თუ მას განვიხილავთ, როგორც მოქმედ უნარს.
 ადამიანს არა მხოლოდ წესრიგი შეაქვს ნივთებში არამედ ამყოფებს მათ იმად, რადაც მას
სურს. ის სადაც შედის იქ იღვიძებს ბუნება, კლიმატი იცვლება და ჰაერი ნაზდება. ბუნება
ადამიანის საცხოვრებელ ადგილად იქცება და ზეიმობს ცოცხალი არსების მზრუნველად
გადაქცევის მოლოდინში.
 ადამიანი უბრძანებს მატერიას, რომ მას მისცეს ის მასალა, რომელიც სჭირდება, ადამიანი
ვაზაც, ყურძნად აქცებს იმას, რაც ადრე სიცივე და სიკვდილი იყო. მის გარშემო
შინაურდებიან მხეცები.
 ადამიანების გარშემო სულებიც კი მშვენიერდებიან. რაც უფრო დიდია ადამიანი მით
უფრო განიცდიან მის გავლენას. ჰუმანური ადამიანის გარშემო იკრიბება წრე, რომლის
ცენტრთან ახლოს არიან ყველაზე ჰუმანურები. მათ სურთ ერთი გონის ქვეშ მოაქციონ
ადამიანები და გაერთიანებულებმა შეასრულონ სამყაროს მისია. უმაღლეს ადამიანს
თავისი ეპოქა აჰყავს მაღალ საფეხურებზე, მას თვითონაც უკვირს მიღწეულის, იგი
ყველაფერს გამოჰგლეჯს სამყაროს რასაც შეძლებს.
 უნდ დაინგრეს ის ქოხი, რომელშიც ის ცხოვრობს. ის სრულიად დამოუკიდებელია და
არის მთლიანად თავის თავში. ადამიანი მარადიულია, თუმცა ის იშორებს ორიოდე
მტვერს, რომელიც მასშია, ის მაინც რჩება ყოფნად, რადგან ასე უნდა.
 რა არის სიკვდილი? ეს ხომ მხოლოდ მსუბუქი წაძინებაა გამოღვიძებისას. ის კვლავ
მოქმედებს, შეიძლება მისი გეგმის ფერები და გარეგნული ფორმები გაქრნენ, თუმცა გეგმა
იგივე რჩება. ის შეიწოვს ყველაფერს სანამ არ თავის გონთან არ გააერთიანებს ყველა გონს
და არ შექმნის ერთიან გონს.
 ეს არის ადამიანი, ყველა ვისაც შეუძლია თქვას „მე ვარ“ ან „მე ვარ ადამიანი“. განა არ უნდა
ჰქონდეს მოწიწება მას საკუთარი თავის მიმართ, დიდებულების მიმართ. ყველა ადამიანი
ასეთია, როგორიც არ უნდა იყოს ის და ამიტომ ის ჩემი მეგობარი და ძმაა. ერთ დღესაც იმ
საფეხურზე მეც დავდგები რომელზეც ახლა შენ დგახარ და პირიქით. ჩავებმებით
ერთმანეთის წრეებში და გავერთიანდებით. მიწა ზეცა დრო სივრცე, ყველაფერი ქრება
როცა ასე ვაზროვნებ. განა არ უნდა გაქრეს ინდივიდი? არა ამისკენ მე არ გაბრუნებთ.
ყველა ინდივიდი გონის ერთ დიდ ერთიანობაშია ჩართული - თუმცა ეს ფიხტესთვის
განუხორციელებელი იდეალია.

 1. გადმოეცით ფიხტეს ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები.


ფიხტეს აზრით „მე“ არის ყველაფრის არსი . „მე“-ს გაანალიზების მეშვეობით
იქმნება სამყარო. „მე“ არსებობს ორგვარი: ერთი, რომელიც სამყაროს
ჰარმონიულსა და მოწესრიგებულს ხდის. მას აქვს იმედი, რომ ყოველივე
უფორმოსა და უწესრიგოს წესრიგში მოიცავს. „მე“ არის იმის მიზეზი რომ ციურ
სხეულებს (მზეს ვარსკვლავებს, და ა.შ) აღვიქვამთ გაერთიანებულად. ასევე იმის
მიზეზია, რომ იერარქიულ კიდეებს აღვიქვამთ ზევიდან ქვევით და ქვევიდან
ზევით. „მესთვის ცუდიც კი კარგია და სიკვდილიც კი სოცოცხლეა. მეორენაირი
‘მე“ იმასთან ერთად, რომ სამყაროს ჰარმონიულს ხდის ის ასევე, იმას აკეთებს რაც
მას სურს. მას შეუძლია ბუნება გამოაღვიძოს და მასში შექმნას რაღაც ახალი
მშვენიერი რამ.
მეორე ვარ: ფიხტე თვლის, რომ საგანი თავისთავად არ არსებობს. არ არსებობს
სუბიექტი, ყოველი მე არის დიდი გონის ნაწილი, რომელსაც ბოლომდე ვერ
უერთდება. მეს უნარია ყველაფერი დაალაგოს, ჰარმონიაში მოიყვანოს, არის ორი
სახის მე, რომელიც აზროვნებს და ჰარმონიაში მოჰყავს ყველაფერი თავის შიგნით
და რომელიც ქმედითია, რომელიც ცხვლის მის გარშემო რაღაცეებს. რაც უფრო
ჰუმანისტია მე ის უფრო ახლოს დგას წრის ცენტრთან.

You might also like