Professional Documents
Culture Documents
კამიუ
კამიუ
აბსურდი და თვითმკვლელობა
*შინაარსი*
*კომენტარი*
ერთ ერთი ყველაზე აშკარა და, ამავე დროს, დამაბნეველი ფაქტი ადამიანის
არსებობის შესახებ არის, რომ ჩვენ გვაქვს ღირებულებები. ღირებულებების ქონა
უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სურვილების ქონა. თუ მე რაიმე სურვილი მაქვს,
უბრალოდ მინდა და ვეცდები, რომ მივიღო კიდეც. თუმცა ღირებულებები ჩემი
სურვილების იქით მიდის, როდესაც ვაფასებ(დაფასება) რამეს, მე არა მხოლოდ ამის
სურვილი მაქვს, არამედ რაღაცნაირად განვსჯი, რომ რაღაც უნდა იყოს სასურველი.
როდესაც ვამბობ, რომ რაღაც უნდა იყოს სასურველი, ვგულისხმობ, რომ სამყარო
უნდა იყოს ასე მოწყობილი. მე მხოლოდ ვგრძნობ, რომ სამყარო უნდა იყოს ასე, თუ
ის უკვე ასე არაა მოწყობილი - თუ არ იარსებებს ქურდობა, სისულელე გამომივა
ვთქვა, რომ ადამიანებმა არ უნდა იქურდონ. ამგვარად, ღირებულებების ქონდა
იწვევს ჩვენს გრძნობას, რომ სამყარო უნდა იყოს სხვანაირი, ვიდრე ის არის.
აბსურდის კედლები
*შინაარსი*
გრძნობა, რომელიც ატარებს უფრო მეტს ვიდრე სიტყვებმა შეიძლება გადმოგვცეს (და
სულაც არ არის სიყვარული). აბსურდის გრძნობა - როგორც შური ან გულუხვობა -
გვიყალივებს შეხედულებას სამყაროს შესახებ და ფორმას აძლევს ჩვენს
პერსპექტივებს(მთლად პერსპექტივა, როგორც მომავალი შესაძლებლობა
არა/Perspective ეს გაიაზრეთ). გრძნობა მსოფლმხედველობაა და სიტყვებზე ადრე
იჩენს თავს. რადგან აბსურდის გრძნობა რთული აღსაწერია, კამიუ გვთავაზობს
მონახაზებს, რომ ნათელი გახადოს, ის გამოცდილებები(შემთხვევები), რომელიც
ჩვენში ასეთ გრძნობას აღვიძებს.
*კომენტარი*
[ვიღაც ჯეიმს ვუდსი როგორც იტყოდა] კამიუს ესე დამყარებულია რწმენაზე, თუმცა
უარყოფითზე. კამიუ მიმართულია, რომ სჯეროდეს ღმერთის არ-არსებობის და იმის,
რომ ცხოვრებას არ აქვს აზრი, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე იდავოს თვითონ ამ
ცხოვრების აზრზე[აზრის არ ქონაზე]. კამიუ არ ცდილობს იდავოს იმის შესახებ, რომ
სამყაროს, როგორც აბსურდის, დანახვა სწორი ხედვაა სამყაროს შესახებ, არამედ
ეჭვობს, რომ საერთოდ არსებობს ‘სწორი გზა/ხედვა’ სამყაროსი და ასევე, გვეუბნება,
რომ ხშირად სამყაროს, როგორც აბსურდის, აღქმა გარდაუვალია. აბსურდის გრძნობა
დროდადრო გვაწუხებს და, მოგვწონს თუ არა, სამყაროს სულაც არ აქვს აზრი და არც
ცხადია/ნათელია. ის არ ამბობს, რომ აბსურდის გრძნობა აუცილებლად მართალია,
არამედ ამბობს, რომ აბსურდის გრძნობა არსებობს გარდაუვლად. ის უფრო
დაინტერესებულია, თუ რას იწვევს ამ გრძნობით ცხოვრება, ვიდრე იმით, თუ
მართლაც ჭეშმარიტია თუ არა ეს გრძნობა.
ფილოსოფიური თვითმკვლელობა
*შინაარსი*
*კომენტარი*