You are on page 1of 8

ორთოდონტიული აპარატები.

სტომატოგნათიური სისტემა კბილების, პერიოდონტური იოგის, ალვეოლური მორჩის ბაზალური ძვლების საფექელ
ქვედა ყბის სახსრისა და ნეირომუსკულატურისგან შედგება . ეს სისტემა გარემო ფაქტორების ზემოქმედებისადმი
ადაპტაციის უნარით გამოირჩევა. განსაკუთრებით ქალა -სახის ინტენსიური ზრდა განვითარების პერიოდში .ყბა სახის
ქირურგს შეუძლია ჩონჩხოვანი დეფორმაციების კორექცია ,ორთოდონტებს კი სხვადასხვა ორთოდონტიული
აპარატების მეშვეობით ყბა-კბილთა ანომალიებს კორქცია .ანუ ორთოდონტიაში მკურნალობა მიმდინარეობს აპარატის
საშულებით. ყველაფერს რაც ანომალიის გამოსასწორებლად სამკურნალოდ გამოიყენება ჰქვია აპარატი .

ნებისმიერ აპარატს აქვს 3 ნაწილი:

1-ბაზისი-პლასმასის წარმონაქმნია რომელიც იყრდნოს დანარჩენ ნაწილებს

2- მოქმედი ნაწილი -ეწოდება მის იმ ნაწილს,რომელიც ზემოქმედებს ალვეოლური რკალის ანომალურ


უბანზე.შეიძლება იყოს მექანიკური ნაწილებით,(ლიგატურა,ზამბარა, უშუალოდ დეფორმაციულ უბანთან
მიმდებარე ბაზისის ნაწილი თავისი ხრახნით)ფუნქციური( დახრილი სიბრტყე ან დასაკბეჩი
ზედაპირი),,კომბინირებული

მოქმედი ნაწილი „ ხრახნი-ტრანსვერზული სიბრტყისთვის.

ჰორიზონტალური კაკვი-ტრემების დასახურად.

მავთულოვანი ვესტიბულური რკალი

საბიძგრლა-ორალური დგომისთვის კარგია ,ზამბარა

3- დამხმარე ნაწილი -რითაც ბაზისზე მაგრდება მოემდი ნაწილი (კლამერი,რეზინი,ლიგატურა ,ლითონის


მავთულის ძაფი.

ყბა კბილთა სისტემის ანომალიების პროფილაქტიკის,მკურნალობისდა რეციდივის თავიდან აცილების მიზნით


გამოიყენება სხვადასხვა ორთოდონტული აპარატები . დანიშნულების მიხედვით ისინი იყოფა
პროფილაქტიკურ,სამკურნალო და რეტენციულ აპარატებად. მდებარეობის მიხედვით აპარატები არის
პიშიგნითა ,პირგარეთა და კომბინირებული. პირშიგნითა აპარატები არის ერთყბიანი და ორყბიანი . ფიქსაციის
მიხედვით არსებობს მოსახსნელი და მოოუხსენი აპარატები .

Klasipikaciaa:

 მიმაგრების მიზედვით იყოფა:


1-მოსახსნელი-მეკუთვნება ხრახნიანი და ზამბარიანი ფირფიტები , ზოგიერთი კაპა
2-მოუხსნელეი-საყრდენი ნაწილები ემაგრება კბილებს ხელოვნური გვირგვინების ,რგოლებისა და კაპების
საშუალებთ. იმის გამო, რო აოარატების მიმაგრება დროებითიასაყრდენილი კბილები არ საჭიროებენ
პრეპარირებას,რაც დნარჩენ უბნებში იწვევს თანკბილვის განცალკევებას . თუ თანკბილვის განცალკევება არ
შეიძლება,ორთოდონტული გვირგვინის აქლიბავენ საღეჭ ზედაპირს ან საჭრელ კიდეს , რის შედეგადაც იგი
გადაიქცევა რგოლად. იმის გამო რომ ორთოდონტიული გვირგვინის ყელი ფართოა ,აუცილებელია რომ
ორთოდონტული გვირგვინები,რგოლები და კაპები არ ებჯინებოდეს ღრძილს .მჭიდროდ განლაგენული
კბილებს შორინის მანძილის შექმნისთვის აწარმოებენ ორთოფონტიულ სეპრაციას ან მირჩილული
გვირგვინების ნაცვლად გამოჭედავენ კაპას.

 მდებარეობის მიხედვით::::

1-პირგარეთა ნიკაპის შურდული სახის რკალი იდაყვის ლონგეტი .

2- პირშიგნითა

 რაოდენობის მიხედვით

1-ერთ ყბიანი

2-ორ ყბიანი twin block.

 დანიშნულების მიხედვით

1-პროფილაკტიკური

2-სამკურნალო
3-რენეტციული.

1- პროფილაქტიკუი- ენის დამჭერთ აპარატი ვესტიბულური რკალით გადაჩვევა რო მოხდეს მავნე ჩვევებისგან .
2- 2-სამკურნალო-ყველა როემელიც ასწორებს ანომალიას და იგი იყოფა :1-მექანიკური 2-ფუნქციური 3-
კომბინირებული
3- რეტენციული- მიღწეული შედეგის დაფიქსირება (კაპა, მოსახსნელი რეტეინერი ,მოუხსნელი მავთული ეშვზე ან
პრემოლარზე

პროფილაქტიური აპარატები-- გამოიყენება კბილების კბილთა რკალიებისა და ყბების ანომალიების თავიდან


აცილებისთვის, რაც ხშირად გამოწვეულია მავნე ჩვევებით ,ენის არასწორი მდებარეობით ზედა სასუნთი გზების
პათოლოგიით სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქციით .

პროფილატიკური აპარატებია: ლონგეტი, ვესტიბულური ფირფიტა,(რომელსაც ვიყენებთ პირიდან სუნთქვის


შემთხვევაში უფროს ასაკში ტუჩებისა და თითების წოვის დროს ). ფირფიტოვანი აპარატი ენის დამჭერით(გამოიყენება
ენის არასწორი მდებარეობის დროს )ორთოდონტიული ნახევარ გვირგვინოვანი მარყუჟით ,ლინგვანური რკალი ,
ფირფიტოვანი მოსახსნელი პროთეზი.

მუშტისა და თითების წოვისას უმცროსი ასაკის ბავშვების გადააჩვევენ ხელთათმანის ან იდაყვის სახსრის მიდამოში
ლინგეტის ჩაცმის გამოყენებით.

სარძევე კბილების დაკარგვა,მათი ფიზოოლოგიურ მოცვლამდე 1-2 წლით ადრე ,იწვევს მომიჯნავე კვილების ცდომას
დეფექტის მხარეს და მუდმივი კბილებისათვის ადგილის დეფიციტს ,ასევე ანატაგონისტების მიდამოში კბილ -
ალვეოლური დაგრძელებას,რაც მეორადი დეფორმაციების განვითარებას უწყობს ხელს . სივრცის შენარჩუნებისთვის
სხვადასხვა მეოთდი გამოიყენება.

სარძევე პირველი მოლარის დაკრგვის დროს,პირველი მუდმივი მოლარის ამოჭრამდე ,ასევე სარძევე პირველი და
მეორე მოლარის დაკარგვის შემთხვევაშო,როდესაც პირელი მუდმივო მოლარი უკვე ამოჭრილია ,გამოიყენებენ
ორთოდონრული ნახევარ გვირგვინს მარყუჟით,გვირგვინის ფიქსაცია სარძევე ან მუდმივ მოლარზე ხდება მასზე
მირჩილული მარყუჟით კი ხდება სივრცის შენარჩუნება მუდმივი კბილების ამოჭრამდე .

კბილთა ჯგუფის დაკრგვის დროს გამოიყენება ფირფიტოვანი მოსახსნელი პროთეზი ,რომელზეც კბილებს მილესვით
აყენებენ,რათა პლასტმასის ბაზისმა არ დააყოვნოს ალვეოლური მორჩის ზრდა .პროთეზებს ცვლიან ყბების ზრდის
ტემპის მიხედვით.

სარძევე მოლარების დაკრგვის დროს,როდესაც მუდმივი საჭრლები ამოჭრილია სივრცის


შესანარჩინებლად ,გამოიყენება ლინგვალური რკალი ,ლინგვალური რკალი ორთოდონტული ნახევარ გვირგვინებისა
და მათზე მირჩილული ლინგვალური რკალისგან შედგება: ნახევრარგვირგვინების ფიქსაცია ხდება სარძევე მეორე
მოლარებზე ან მუდმივ პირველ მოლარზე.

რეტენციული აპარატები- გამოიყენება აპარატურული მკურნლობით მიღწეული შედგების


გამყარებისა და რეციდივების თავიდან აცილებისთვის .არის მოუხსნელი და მოსახსელი რეტენციული
აპარატები.მოსახსნელი აპარატებია სასისა და ენიქსქვეშა ბაზიზუსრი ფირფიტები კლამერებით და მათ გარეშე
ფირფიტოვანი აპარატები ადამსის კლამერებით მონობლოკები (ჩონჩხოვანი ფორმის თანკბილვის ანომალიების
შემთხვევაში)....საჭიროების შემტხვევაში ფირფიტებს ემაგრება კარიბჭისკენა რკალები . კაოები ,პოზიციონერები .
მოუხსნელი რეტენციუული აპარატებია მირჩილული რგოლები ,გვირგვინები ან რგოლები მხებით გადმოსაკიდი
კლამერებით.

მოუხსნელი რეტენციული აპარატი წარმოადგენს ორთოდონტულ რკალს,რომელიც ფიქსირდება კბილებზე ენისკენა ან


სასისკენა ზედაპირებზე

რეტენციული აპარატები უნდა აკმაყოფილებდეს რამდნეიმე მოთოვნას .ისინი საიმედოდ უნდა აკავებდნენ კბილს ან
ყბას ახალ მდგომარეობაში,მინიმალურად ზღუდავენ კბილს ან ქვედა ყბის ფიზიოლოგიურ მოძრაობას , არ ახდენენ
ძლიერ ზეწოლას ყბა-კბილთა სისტემაზე,იყოს მოხერხებული და შეძლებისფაგვარად ოდნავ შესამჩნევი
გარშემომყოფთათვის. აპრარის კონსტრუქციის არჩევენი დამოკიდებულია პაციენტის მოწესრიგებულ ყოფა -
ქცევაზე,ცხოვრების პიორბებზე.ესთეტიკურ ჩვენებებზე.

რეტენციული აპარატების საჭიროება განაპირპბებულია იმ გარემოებით რომ მკურნალობის დროს ძალების


ზემოქმედების გამო გარდაქმნას იწყებს სხვადასხვა ქსოვილები (პაროდონტის ,ყბის ,სახსრის ,კუნთების ) ქსოვილებში
მიმდინარე ჰისტოლოგიური ცვლილებების ხანგრძვლივობა აღემატება სამკურნალო აპარატებით სარგებლობის
ვადას,ანაც ყოველ ქსოვილში ამ პროცესს ახასიატებს თავისი სიჩქარე ,რომელზე ზემოქმედებაც არ შეილება აპარატის
ძალის მომატებით.

ქსოვილებში გარდაქმნის პროცესების დასრულებამდე ბავშვისთვის აუცილებელია რეტენციული აპარაი .


რეტენციული პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე ანომალიის ან დეფორმაციის
სიმძიმეზე,გამოყენებული ძალების სიდიდეზე,იმ ქსოვილების ბიოლოგიურ გარდქმნის უნარიოანობაზე , რომლებმაც
განიცადეს ორთოდონტული აპარატის ზემოქმედება.

რეტენციული პერიოდის ხანგრძლივობა საშუალოდ რამდენიმე თვიდან ერთ წლამდეა .იმ შემთხვევაში როდესაც
მკურნალობა ნელა მიმდინარეობს (მცირე ძალის გამოყენებით )ქსოვილბში შეინიშნება არა მხოლოდ
დესტრუქციული,არამედ პროდუქციული პროცესებიც.ასეთ შემთხვევაში რეტენციული აპარატები შეიძლება საჭირო
აღარ გახდეს .აგრეთვე რეტენციული აპარატი არარ არის საჭირო ,როდესაც მკურნალობის შედეგად ანომალიის
რეციდივისთვის ყალიბდება ბუნებრივი ძრუდე.მაგ : დიასთემის ორთოდონტული მკურნალობის შემდეგ წარმატებით
ამოიჭრება გვერდითი საჭრელები ან ყალიბდება საჭრელების საიმედო და მყარი გადაკბილვა .

რეტენციული პერიოდის დასასრული ყოველი პაციენტისთვის განისაზღვრება ე .წ ინდივიდუალური სინჯის


საშუალებით.სინჯის მეთოდიკა შემდეგია:საშუალო ვადით რეტენციული აპარატით სარგებლობის შემდეგ პაციენტს
ურჩევენ,გამოიყენოს აპარატი მხოლოდ ღამით. თუ დილით ფირფიტების მორგება მოუხერხებელია ,მყარი შედეგები
ჯერ არი არის მიღწეული და რეტენციული პეიროდი საჭიროებს გახანგრძლივებას ,ხოლო თუ ფირფიტა არ იწვევს
უხერხულ შეგრძნებებს,შეიძლება მისი გამოყენება მხოლოდ ღამით . 2-3 კვირის ან ერთი თვის შემდეგ ექიმი ურჩევს
პაციენტს ისარგებლოს ფირფიტით დღეგამოშვებით და იმავდროულად თხოვენ არ გაიკეთოდ აპაარატი ერთი კვირის
განმავლობაში და კვლავ მიმართავენ ექიმს.თუ რეციდივი არ აღინიშნება ,მკურნალობა დასრულებულია .პაციენტს
იბარებენ საკონტროლო დათვალლიერებისთვის ერთი თვის ,ასევე ნახევარი წლის შემდეგ .

სამკურნალო აპარეტებიი:

მათი საშუალებით ასწორებენ კბილების მდებარეობას ,კბილთა მწკრივებისა და ალვეოლური რკალების ფორმას და
ზომას, ქვედა ყბის არასწორ განლაგებას.

სამკურნალო აპარატების მოქმედება ეფუძვნება ზეწოლისა და მოქაჩვის ძალების გამოყენებას. დატვირთვის


წყაროს მიხედვით სამკურნალო აპარატები იყოფა სამ ჯგუფად :მექანიკური ,ფუნქციური და კომბინირებული მოქმედების
პარატები.

ფუნქციური სამკურნალო აპარატი-მოკლებულია დატვირთვის საკუთარ წყაროს(ელემენტს).დატვირთვა ხდება საკვების


მოკბეჩის და ღეჭვის დროს.კუნთების შეკუმშვისას და აპარატის სხვადასხვა ნაწილების (დახრილი სიბრტყე,ენისა და
ტუჩის პელოტები,პლასტმასის საოკლუზიო დასაკბეჩი მოედნები ). მეშვეობით წარმოქმნილი ძალაების სასურველი
უბნისკენ (ყბის ალვეოლური მორჩი,საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ) მიმართვით რაც კბილების გადანაცვლებისა და
ყბების ზრდის მოდიფიკაციის საშუალებას იძლევა. ( ანუუ თავისი საკუთარი ძალით ვერ ახერხებს ვერაფეერს რაიმე
უნდა დაიხმაროს და ეს არის რბილი ქსოვილი( რომელიც განსაზღვრავს ძვლის ზრდას , სადამდე გაიზარდოს ძვალი
ყველაფერს აკონტროლებს და უკავია რბილი ქსოვილს. ანუუ ფუნქციური აპარატები მოქმედებს რბილ ქსოვილებზეე .)

ფუნქციური მოქმედების აპარატები იყოფა 2 ჯგუფად:აპარატები რომლებსაც ძირითადი კონტაქტი კბილებთან აქვთ
მაგ:სახის რკალი,herbst-ის აპარატი. და აპარატები რომლებიც მოქმედებენ უშუალოდ პირის ღრუს რბილ
ქსოვილებზე:ტუჩებზე,ლოყებზე,ენაზე. მათ რიცხვს მიეკუთვნება მონობლოკები -ბიონატორი ,აქტივატორი
რეგულატორი.~

მაგ:ლოყა პირღიაობის და ლოყა აწვება და ვერ იზრდება,ასეთ დროს ვდგავთ პელოტს და ლოყას გვწევთ ეს არის
ფუნქციური აპარატი ანუ:ლოყა მოაშორა და აცადა რომ ძვალს თავისით გაზარდოს .

მაგ:პაციენტს აქვს დისტალური თანკბილვა ამ დროს ქვედა ყბა უნდა ვამოძრაოთ და გადმოვაცუროთ წინ ეს უნდა
გაკეთოს რბილმა ქსოვილმა როგორიცაა სახსრის ირგვლივ რბილი ქსოვილი და იოგები ,რომელსაც უუჭირავს ქვედა
ყბა სახსარში.

ამ დროს როგორ მოვიქცეთ?

ფირფიტაზე წიინა ნაწილში გავუკეთებთ პლასმასის მუთაქსა . წინა კბილების უკან და გავუკეთებთ ზედა ყბაზე .

ფუნქციური აპარატი იმიტომ რომ ფუნქცია შესრულონ.

მოსვენებულ მდგომარეობაში არ ეხება ქვედა ყბა,მაგრამ ფუნქციის შესრულებას რომ დაიწყებს მაგალითად ჭამისას
ქვედა ყბა დაარტყავს მუთაქას და ეტკინება, ამიტომ ამ დროს ქვედა ყბის წინ გამოსწევს , რომ პლასტმასის მუთაქა
მოათავსოს პირის ღრუში ცარიელ ადგილში.წინ გამოიტანს ქვედა ყბას და აღარ შეეხება.~ამ მუქთაას ჰქვია-
დახრილი სიბრტყე

ესეიგი ფუნქციური აპარატი დახრილი სიბრტყით მაგალითად : ანდრეზენის აპარატი გამოიყენება დისტალური
თანკბილვის სამკურნალოდ და ქვედა ყბას გადმოაცურებს წინ .

ამასობაში რბილი ქსოვილი გადაეწყობა სასახსრე იოგო დაიჭიმება და გადასრლოლ ქვედა ყბას ახალ ადგილზე
დააფიქსირებენ.
ფუნქციური აპარატები გამოიყენება დაბალ ასაკში როდესაც კიდევ არ არის ჩამოყალიბებული რბილი
ქსოვილი.!!!!!!!!!!!!

1902 წელდ ფრანგმა სტომატოლოგმა Pierr rebn მა პირველმა მოგვაწოდა ქვედა ყბის პასიური პოზიციონერ-
მონობლოკი. იგი მონობლოკს იყენებდა სახისა და ყბების განვითარების მანკების მქონე ახალშობილებში (კერძოდ
ქვედა ყბის განუვთარებლობა,სასის ნაპრალის და თანდაყოლილი გლოსოფტოზი .ეგრეთ წოდებული pier rebinis
სინდრომი) ამ მონაბლოკით ხორციელდება ენისა და ქვედა ყბის რეპოზიცია ,რაც ენით სასუნთქი გზების ბლოკირების
ნაკლებ საფრთხეს ქმნიდა.

თანკბილვის საგიტალური და ვერტიკალური ანომალიების მკურნალობისთბის , რომელსაც თან სდევს კბილთა


მწკრივების შევიწროვება და კბილების არასწორი გალაგება

20 საუკუნის 30 წლებში ნორვეგიელმა ორთოდონტმა viggo andrezen -მა ენგელეს 2 კლასისი 1 ქვეკლასის სამკურნალოდ
შექმნა ფუნქციური აპარატი,რომელსაც ანდრეზენის აქტივატორი ეწოდა. იგი წარმოადგენს პლასტმასის
ბლოკს,რომელიც სასას ,ზედა და ქვედა ყბის კბილებს ფარავს ისე რომ ქვედა ყბა რამდენიმე მილიმეტრით იყოს
გამოწეული.აპარატის მოქმედების შედეგად ანომალიის კორექცია უმთავრესად განპირობბეული იყო ელევატორი და
პროტრაქტორი კუნთების გააქტივებითა და რეტრაქტორი კუნთების მოდუნებით .კუნთების შეცვლილი ფუნქცია თავის
მხრივ კბილ-ალვეოლურ მორჩების,ქვედა ყბის სასახსრე ფოსოსა და როკისებრი მორჩის გარდაქმნას იწვევდა . აქედან
გამომდინარე ადგილი ჰონდ აქვედა ყბის ზრდის სტიმულაციას ,იმავდროულად ზედა ყბაზე მოქმედი საპირისპირო
ძალა ზღუდავდა ზედა ყბის კბილ-ალვეოლურ განვითარებას .

დისტ ოკლუზია პროგნათია, პროგენია

Frankel-ის ფუნქციური რეგულატორი ამ აპარატს ანდერზენის აქტივატორისგან განსხვავებით დამატებული ჰქოდა


ტუჩისა და ლოყის პელოტები. პელოტების მეშვეობით კბილებსა და ყბების ალვეოლურ მორჩებზე პირგარეთა კუნთების
ზეწოლა იხსნებოდა,შედეგად ზედა და ქვედა ყბის ზრდის მოდიფიკაციის ეფექტი უფრო სწრაფად
მიიღწეოდა.პელოტები ყბების ალვეოლური მორჩების პერიოსტეუმის ვისკოელასტიური დაჭიმვის გზით
ასტიმულირებენ ძლების ტრასნვერსალურ მიმართულებით ზრდას .

დისტ.ოკლუზია-(პროგნათიულუ ზედა ყბა მაგ:ჩონჩხოვაი ფორმის დრის ზედა ნორმაშია ქვედა ჩამორჩება
ზრდაში. პროგენიული თანკბილვის დრო.

ქვედა რეტროგნათია- ქვედა ყბის უკან მდებარეობა .

ირიბი თანკბილვა- ვესტინულოოკლუზიის დრის ხი შეძლება რიმ ზედა იყოს ნორმაში ქვეფას გვერდით სეგმენტშ
ჩამირჩებდეს )

Balter-ma გამოიგონა ბიონატორი,რომელიც ფრანკლის რეგულატორისგა და ანდერზენის აქტივატორის მსგავს


ფუნქციას ასრულდებდა . balter-ის ბიონატორის მოდიფიკაციის შედეგად შეიქმნა თანამედროვე ბიონატორი ,რომელიც
მარტივი კონსტრუქციის გამო ფუნქციურ აპარატებს შორის ყველაზე პოპულარულია .

პირველი ფიქსირებული ფუნქცონალური აპარატი მოგვაწოდა გერმანელმა emile herbst-მა 1905 წელს. ვვინიდან
აპარატი მოუხსნელია,პაციენტის კოოპერაცია პრობლემას ვერ წარმოადგეს . ექიმს შეუძლია მაქსიმალურად
გააკონტროლოს მკურნალობის მსვლელობა, შესაბამისად მკურნალობის შედეგი კეთილსაიმედოა . აპარატით
მკურნალობა 8 და 12 თვემდე გრძელდება. მისი კორექცია 5-7 თვეში ერთხელ. გააქტივების შედეგად წარმოქმნილი
ორთოდონტული ძლა უშუალოდ ძვლებზე მიიმართება ამის შედეგად ადგილი აქვს ყბების ძვლების ზრდის
მოდიფიკაციას,

TWIN BLOCK- ფუნქციური აპარატია,იგი ზედა და ქვედა სექციებისგან შედეგაბ ,რომლებიც ისეა შექმნილი რომ მათი
ურთიერთ მოქმედების დროს ხდება ქვედა ყბის წინ წამოწება (herbs ის განსხვავებით აქ ზეწოლა ლორწოვანზე ხდება და
არა კბილებზე). დისტალური პროგნათიული ზედა ყბა,ირიბი თანკბილვა

შვარცის,ბინინის კაპები და კატცის გვირგვინი. შვარცის კაპა ემაგრება ქვედა ყბის საჭრელებს და ეშვებს
უზრუნველყოფს ზედა ყბის წინ წამოწევა, .ბინინის მოსახსნელი კაპა ეყრდნობა ქვედა ყბის ყველა კბილს.
უზრუნველყოფს ქვედა ყბის წინ წამოწევას. კატცის გვირგვინი ცემენტის საშუალებით ემაგრება ზედა ყბის ცენტრალურ
საჭრელს. ყველა ეს აპარატი გამოიყენება ზედა ყბის საჭრელების წინ წამოწევისთვით . პროტრუზიაა

კაპები-გამოიყენება ცვლადი თანკბილვის საწყის პერიოდში,კატცის გვირგვინი ქვედა საჭრელების ფესვების


ჩამოყალიბების შემდგ.დახრილი სიბრტყე უნდა ეხებოდეს ქვედა ყბის სამ კბილს .

შვარცის ფირფიტა(რომლის კონსტრუციაშიც გათვალისწინებულია დახრილი სიბრტყე ). განლაგებულია ზედა ყბაზე


და დახრილი სიბრტყეს აყალიბებს საჭრელების მიდამოში .ფირფიტას აქვს ასო პ (რუსული ) რკალი ,ემაგრება
კლამერების საშუალებით გამოიყენება ყბის წინ წამოწევისთვის პროგნათიული თანკბილვის მკურნალობის დროს .
დასაკბეჩ ზედაპირიანი ფირფიტები კაპები და გვირგვინები გამოიყენება კბილების ჩანერგვისა და
ამოწევისთვის,თანკბილვის დორებითი გათიშივის .პოპო -გოდონის ფენომენის მოცილების და გადაკბილვის სიღრმის
შემცირებისთვის. ღრმა თანკბილვის დროს.

კატცის დასაკბეჩი ფირფიტოვანი აპარატი-გამოიყენება დისტალური და ღრმა თანკბილვის სამკურნალიდ .

მაგ:ღრმა თანკბილვაა და რომ ერტყმება ქვედა ზედას განიცდიან ტრავმას ამიტომ დასაკბეჩი მოედანიანი ფირფიტის
დაყენების დროს პირის ღრუ არასრულად დაიხურა და ღრმა თანკბილვისას გვაწყობს ეს აპარარი .

გვერდით კბილებს სივრცის ვუტოვებთ რო ექსტრუზიაში წამოვიდეს კბილები და დაიხუროს ღრმა თანკბილვა .

უკანა კბილებს თავისუფლას ტოვებს ადგილები დარჩა დაიწყო ექსტრუზია ჩამოსვლა და ღრმა თანკბილვა
გასწორდება.

ღრმა თანკბილვას ვასწორებთ მაშინ თუ მოლარები ამოსულია და თანკბილვა თუ არ არის აწეული ანუ ფორმირებულ
ცვალად თანკბილვაში.

ასევე-ღია თანკბილის გასწორებულად შგვიძლია გამოვიყენოთ კომბინირებული . გავუკეთებდით ენის დამჭერს და


საოკლუზიო ზედნადებს ,გვერდით კბილებზე მოვახდენთ ჩაჭედვას ,რამდენჯერაც შეეცდება რომ ერთმანეთთან
მივიდეს კბილები,საოკლუზიო ზედნადებს შეეხება და ამით მოხდება ჩაჭედვა გვერდითი კბილების ,ხოლო წინა
ნაწილში ენა არის იძულებით მდგომარეობაშ და თავისუფალი ადგილია დ აკბილები თავისით წამოვლენ
ექქსტრუზიაში.

გვაქვს აპარატზე მავთულოვანი რკალი,რომელიც მიმაგრებულია ფრონტალურ კბილებზე ვესტიბულურ მხარეს ანუ
კბილები მოქცეულია რკალსა და პლატმასს შორისს.’

მულემანის პროპულსორი-ვესტიბულური ფირფიტის ზედა ნაწილიშეთავსებულია ქვედა ყბის ბაზისურ ფირფიტასთან .


მათი შეერთების ადფილას წარმოიქმენბა ჰორიზონტალური დასაკბეჩი ფართობი .აპარატის კარიბჭისკენა ნაწილი
კონტატშია საჭრელებთან,მაგრამ არ ეხეა გვერდით კბილებს . აფართოებს ზედა საკბილე რკალს ხელს უწყობს ქვედა
ყბის სიგრძვ ზრდას. პლასმასის ფრთები აქვს .

1860წ ამერიკელმა ორთოდოტნმა შურდული და სახის რკალი შექმენს ეს აპარატები პირგარეთა აპარატებია .
რომლების საშუალებითაც ყბებზე ექსტრაორალური ძალა მოქმედებს .გამომდინარე იქიდან ,რომ ქვედა ყბის ზრდის
პროცესი დამოკიდებულია არა მხოლოდ როკისებრი მოჩრის მფარავი ხრტილის აქტივობაზე ,არამედ ზედა ყბის წინ და
ქვედა მიმართულებით ზრდაზეც, ლოგიკურია ის გარემოება რომ ზედა ყბის ზრდის შეზღუდვა მიმართულებას უცვლის
ქვედა ყბის ზრდას,რაც ორთოდონტიული შურდულისა და სახის რაკალით ხორციელდება ...

ორთოდონტუილუ შურდილი ხდება ქვედა ყბის სიგრძივი ზრდის შეჩეერება და ნიპაისკენენა ნაწილის ადრეკვა ზევით .
med okluzia. Qveda ybawin progenisa.

სახის რკალი0 ზღუდავს ზედა ყბის ზედა და ამგვარად იცველება ქვედა ყბის ზრდის ტიპიც . ორივე არის პირგარეთა
ფუნციური მომქედების აპარატი.- მედ ოკლ.zedayba win.

მექანიკური მოქმედების აპარატები-

ფუნქციურისგან გასხვავებით თავად გააჩნიათ ძალის წარმომქმნელი ელემენტები ,მაგ :


ხრახსნი,საბიძგელა,ვესტიბულური რკალი,რეზინის ჭიმვა... აღნიშნულ აპარატებში გამოიყენება, ყბათაშუა რეზინის
ჭიმების ან ლითონის ზამბარის დრეკადობის ძალა, აგრეთვე ხრახსნი დამწოლი ძალა. აპარატის მიერ განვიტარებული
დატვირთვის რეგულაციას აწარმოებს ექიმი ან თავად პაციენტი ან მისი მშბელი ექიმის რჩევების მიხედვით. მექანიკური
აპარატებია:მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატები ხრახნით,ზამბარით, ვესტიბულური რკალით , საბიძგელით . ასევე
თანამედროვე ეჯვაიზ სისტემა.

ფირფიროვანი ხრახსნია აპარატები,მოსახსნელი,გამოიყენება კბილთა რკლაების სმეტრიიული ან ასიმეტრიული


გაფართოებისთბის კბილთა რკალის დაგრძებისთვის ერთი ან რამდენიმე კბილების გადაადგილებისთვის .
დატვირთვას ზრდიან კვირაში ორჯერ (თითო ჯერზე ხრახსნ გადაბრუნებით ერთ მეოთხედზე ).

მაგ:ხრახნი რომელსაც ავს გასღები და რომლის შერჭმის დროსაც გაიშლება . ორი ფირიფტა ერთმანეთთან ხრახნითაა
შეხებაში და ნელ-ნელა ეს ფირფიტები იშლება და ფიზიკურად მექანიკურად აწვება ძვლას და ხდება გაფართოება .

ზამბარებით აღჭურვილი ფირფიტოვანი აპარატებით (s isebri,პროტერაქციურლი,რგოლოვანი ზამბარები -კბლისების


მედლაური,დისტალუი ან ვესტიბულური გადაადგილებაა შესაძლებელი .

ვესტიბურლური რეტრქციული რკალი n ს მაგავარია გამოიყენება კბილთა(საჭრლების ) ორალური


გადაადგილებისთბის.

კოფნის ზამბარა- გამოიყენება კბილთა მწკრივის გაფართოებისთვის.


ხელისებრი და რგოლოვანი ზამბარები-კბილების მედლიალური ან დისტალური გადაადგილებისთვის .

კბილების ვესტიბულური წამოწევა მიიღწევა-პროტრაციული ზამბარის საშუალებით. Dist tankbilvis dros zeda ybis kbilebis
win ganlagebit qved aybis kbiilbis mimart am dros Sheidzleba dagrdzeldes zeda ybis kbilta rkali.

როდესაც გვაქვს-საჭრელების ანომლაური განლაგება ,კბილთა მწკრივის შევიწროვება და დაგრძლება ასეთ დროს
ფირფიტის კონსტრუციაში ამატებენ რამდენიმე მოქმედ ელემენტს .მაგ : ფირფიტა რუსული პ სებრუი კარიბჭისკენა
რკალით,რეინკენბახ-ბრუკლინის ფირფიტა და სხვ.

ნიკაპის შურდული- თავზე დახურული ქუდით და რეზინის საქაჩით წარმოადგეს პირგარე მომედების აქტიურ აპარატს .
რომლის დანიშნულებაა-ქვედა ყბის სიგრძივი ზრდის შეჩერება და ქვედა ყბის სხეულის ნიკაპისკენა ნაწილის ადრეკვა
ზევით.

აპარატის საყრდენია თავი ან კისერი qcedas win progenis dist tankbilva.

კლამკაროვის მოსახსნელი კაპა- გამოიყენება მოლარების და პრემოლარების დისტალური


გადაადგილებისთვის,გამოიყენება უფროს ასაკში,როცა ფრონტალური კბილების ფესვები უკვე
ჩამოყალიბებულია.აპარატის აქტივაციას აწარმოებენ დღეგამოშვებით ჭანჭიკების უკან მოტრიალებით ხრახსნის ბრუნი
¼ ½ ზე.

გვირგვინები კაუჭებით და ვერტიკალური ძელებით და მათ შორის დაჭმული რეზინის რგოლებით-გამოიყენება


დიასთემების დროს,საჭრელების მიახლოვებისას .

ეშვის დისტალური გადაადგილებისთვის მასზე ცემენტით ამაგრებენ კაუჭიან გვირგვინს .საყრდენის სახით გამოიყენება
2-3დისტალურად განლაგებული კბილი,რომლებასაც ფარავენ

ჯონსონს ორმაგი რკალი,ბეგის აპარატი- ხდება კბილის კორპუსული გადანაცვლება ან ფესვის შემობრუნება .

ჯონსონის ორმაგი რკალს-ავს ორი წვრილი ელასტიური რკალი,რომელბიც ერთმეორეს ზემოთ ჩამკეტ
მოწყობილობაში არიან განაგბული,კბილის კარიბჭისკენა მხრიდან და ექიმი ორი რკალისთ ახდენს გადაადგილებას .

ბეგის აპარატ-აღჭრურვილია ჩამკეტი მოწყობილობით,რომელშიც ორი მრგვალი კარიბჭისკენა რკალია ,რკალს აქვს
მარყუჟები და ნადრეკები რის საშუალებითაც ექიმის ახდენს გადაადგილებას .

ენგლეს რკალი- ორი სახისა:სტაციონალური და მცურავი.

სტაციონალური შედგება-უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მავთულისგან,რომლის ბოლოსაც აქვს ხრახნიანი


ჭრილი,ქანჩებისგან,რომელიც ეხრახნება კუთხვილს და გვირგვინზე მირჩილულ მილებისგან .რკალი ლიგატურის ან
ძაფების საშუალებით ემაგრება კბილებს.

კვირაში ერთხელ ლიგატურეების მოჭერით შესაძლებელია კბილების გადანაცვლეა კარიბჭისკენ ,შემობრუნება


ვერტიკალური ღერძის ირგვლივ და კბილთა მწკრივების გაფართოება და დაგრძლება .

მცურავი- მოძრავია,მარყუჟში თავისუფალია გამოიყენება როცა საჭიროა ზედა კბილტა რკალის შებრტყელბა და ან
ერთი საჭრელი კბილებს გადაანაცვლებს ორალურად .

რკალი გარედან მიაწვება კბილებს თი არის პროტრუზია ან ვესტიბულური დგომა და ისე მოოვიქცევით
რომ ეს რკალი დააწვეს კბილებს შეგვიძლია კბილი გადავხაროთ ან გადავანაცვლოთ ორალურად .

ბავშვთა ასაკში ასევე შეგვიძლია ძავლის ზრდა შევზღუდოთ ან ვესტიბულური რკალით .

ჰერბესტ-კოჟაკარუს აპარატი- გამოიყენება ფრონტალური ნაწილში ღია თანკბილვის დროს .

კომბინიერებული აპარატები- ეს აპარატები შეიცავს მეანიკურ ,ისე ფუნქციურ აპარატების


ელემენტებს,შესაბამისად შესაძლებელია ერთდროულად ყბების ზრდის კონტროლი და კბილების აქტიური
გადანაცვლება ზამბარების ან ხრახსნების დახმარებით . კომბინირებულ აპარატს წარმოადგეს მაგ :მონობლოკი
რომლებსაც დამატებული აქვთ მექანიკური ელემენტები .(ხრახნი ,ვესტიბულური რკალი ,საბიძგელა )

მაგ:ფირფიტა მოსახსნეი ახრილი სიბრტყით და ხრახნით (ზედა ყბაზე შევიწროვებაა და ქვედა გადანცვლეულია
დისტალურად- ამ დროს ქვედა ყბის გამოსაწვევად გამოვიყენებთ დახრილ სიბრტყეს და ხრახნით გავაფართოვებთ
ზედას -ორივე ნაწილი ზედა ყბის აპარატზეა დამაგრებული )
ან მაგ:დასაკბეჩი მოედანი და საბიძგელა.

ღრმა თანკბილვის დროს ,საგიტალური სივრცის არ არსებობითა კბილებს შორის სივრცე არ არის -ვიყენებთ დასაკბეჩ
მოედანს ,კბილები რომ არ შეეხესო ერთმანეთს და საბიძგელიათი შიგნიდან გარეთ გამოვყრით საჭრელებს .

კომბინირებული აპარატის მექანიკური ელემენტებია -ხრახსნი ,ვესტიბულური რკალი ,საბიძგელა და სხვა .

კომბინირებული მოქმედების მოსახსენლი აპარატებია : ბრუკლის აპარატი და ფინციის სხვადასხვაგვარი


აქქტივატორიები.

ბრუკლის მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატი შედგება დახრილი სიბრტყისგან ,რომელიც ჩაისმება ქვედა ყბაზე .
კბილთა მწკრივების შეთანასოვნების დროს ზედა წინა კბილები სასიკენა ზედაპირით ეხებიან დახრილ სიბრტყეს და
იხრებიან ვესტიბულურად, ამასთან ქქვედა ყბა გადაინაცვლებს დისტალურად . ვესტიბულური რკალის აქტივირების
შედეგად ორალურად იხრება ქვედა წინა კბილები .გამოიყენება ფრონტალურ ნაწილში პროგენიის მკურნალობისთვის .

აქტოვატორები- ძირითადად შედგება ზედა და ქვედა ბაზისგან ,რომელიც ერთმანეთტან შეერთებულია ბაზისური
მასალითა და მავთულით.მათ შეიძლება დაიმატოს ვესტიბულური რკალი ,ზამბარები ,ხრახნი .

ასევე-ღია თანკბილის გასწორებულად შგვიძლია გამოვიყენოთ კომბინირებული . გავუკეთებდით ენის დამჭერს და


საოკლუზიო ზედნადებს ,გვერდით კბილებზე მოვახდენთ ჩაჭედვას ,რამდენჯერაც შეეცდება რომ ერთმანეთთან
მივიდეს კბილები,საოკლუზიო ზედნადებს შეეხება და ამით მოხდება ჩაჭედვა გვერდითი კბილების ,ხოლო წინა
ნაწილში ენა არის იძულებით მდგომარეობაშ და თავისუფალი ადგილია დ აკბილები თავისით წამოვლენ
ექქსტრუზიაში.

პროგნათიული თანკბილვის მკურნალობისთვის გამოიყენება გულიევა და ხურგინას აპარტაი .

1)გულიევას აპარატი-შედგება ენგლეს მცურავი რკალისა და დახრილი სიბრტყისგან რომელიც


მირჩილულია გადასაკიდ კლამერებთან და ხელს უწყობს ქვედა ყბის წინ წამწევას , აპარატი არის
მოუხსნელი , გამოიყენება 10-12 წლის შემდეგ

2)ხურგინას აპარატი-აღჭურვილია გადასაკიდი კლამერებით,დახრილი სიბრტით, გამაფართოვებელი


ხრახნით ეს აპარატი წინ წევს ქვედა ყბას და აფართოვებს ზედა კბილთა რკალს

3)ანდრეზენ-პოლიპის მონობლოკი(ატივატორი)-გამოიყენება პრპგნათიული ,პროგენიული და ღია


თანკბილვისთვის.

პროგენიულის გასასწორებლად გამოოიყენება მონობლოკი,რომელიც შედგება ზედა და ქვედა ყბის


შებრტყელებული ფირფიტებისგან.. შუა ხაზის გასწვრივ აპარატში შეიძლება ჩამაგრდეს კოფნის ზამბარა ან
გამაფართოებელი ხრახსნი.

კბილების კარიბჭისკენა გადახეის თავიდან აცილებისთვს მათ გადაფარავენ პლასმასის ქუდაკით.

4)კლამტის ქტივატორი-არის მონობლოკი,რომელიც ღიად ტოვებს საის წინა ნაწილს და ქვედა ყბის
ფრონტალური კბილების გვირგვინებს.

გამოიყენება საგიტალური და ვერტიკალური ანომალიებისთვის,რომელსაც თან სდევს კბილთა მწკრივების


შევიწროვება და კბილების არასწორი განლაგება. აქტივატორსი მაგრდება სასის ბიგელი.

5)ფრენკელის ფუნქციური რეგულატორი-გამოიყენბა პროგნათიული თანკბილვის სამკურნალოდ.

ფუნქციის რეგულატორით მკურნალობისას კბილთა მწრივებს აცილებენ გარეთა მუსკულატურას რაც


აძლიერებს კბილთა მწკრივების და ყბების ძვლების ზრდას.

აპარატი შედგება გვერდითი პლასმასისი ფარებისგანდა ტუჩის პელოტისგან,ასევე სასის ბუგელისგან.

ბრეკეტ სისტემა:

არის მექანიკური აპარატი0 არის მოუხსნელი ერთ ყბიანი ,ფიქქსირებული ,მექანიკური სამკურნალო აპარატი .

ბრეკეტ სისტემა შედგება ცალკეული ბერკეტების,ორთოდონტული რკალების ,ლითონისა და რეზის ლიგატურებისა და


დამხმარე ელემეტებისგან (ზამბარა,ნახევარ გვურგვინები ,კაუჭები ).

შედგება:1-ბაზისისგან-ეს არის ბრეკეტი


2- მავთული-მოქმედი ნაწილი

3-დამხმარე ნაწილი-ლიგატურა,რომლის ვალია მოქმედი ნაწილი დააფიქსიროს .

თვითონ ბრეკეტი შედეგაბ 1-ჰორიზონალური ან ვერტიკალური ღარისგან სადაც თავსდება რკალი


2-ფუძე რითიც კბილებზე მაგრდება
3-ფრთები რომელზეც ლიგატურა მაგრდება .ლიგატურა კი საჭიროა რკალის ღარში დასაფიქსირებლად .
ბრეკეტს აქქვს სხეული რომლის ფუძე არის ხრახნებისგან შემდგარი და ეწებება ფუძე კბილს ვესტიბულურ
ზედაპირს და ეს ხარიხები ადგეზოობას ზრდის.
ხოლო სხეულის ვესტიბულური ნაწილი შედგება 2 ღარისგან: ვერტიკალური და ჰორიზონტალური.
..///// მავთულოვანი რკალი ჯდება ჰორიზონტალურ ღარში.
ასევე აქვს 4 ფრთა -ყველა ერთი ზომის და მე-4 ცოტა გრძელია,ამ ფრთებზე ლიგატურურები
მაგრდება,ლიგატურები კი საჭიროა რკალის ღარში დასაფიქსირებლად .
არსებობს საკეტიანი თვითლიგირებადი ბრეკეტები. მათ რკალის დასაფიქსირებელად ლიგატურა არ
სჭირდებათ
ბერკეტი-არის ლითონის უჟანგავი ბერკეტი-ფაიფუირის ცირკონის,პლასმასისი ,ფაიფურის ,ცირკონის ბერკეტები
ადვლად მსხვრევადია და დიდი ძალის მიყენება არ შეგვიძლია .
ასევე არის კერამიკა, რომელსაც არაგლუვი ღარი ავს და მავთულს სრიალი უჭირს რაც არაა კარგი
ბრეკეტის ღარის ზომაებია :0,18-0,22 დმ -ის ტოლია.
როდესაც რკლი თავისუფალია მეთ ძალას გამოიმუშავებს ამიტომ კარგია თუ გამოვიყენებთ 22 დმ -იან ს .
რკალების ცვლის დროა 2-3თვეა.

ისტორიაა. ეჯევაიზ სისტემა.


ენგლემ პირველი ორთოპედიული აპარატი შექმნა 1886წ. იგი შედგებოდა ,უჟანგავი ფოლადის ვესტიბულური
მავთულისგან,მეტალის ლიგატურებისგან და ნახევარგვირგვინებისგან .ნახევარგვირგვინები ფიქსირდებდა
მოლარებზე,ხოლო მასზზე მირჩილულ მილებში იხრახნებოდა ვესტიბულური რკალი და მეტალის ლიგატურით
ხდებოდა კბილების მიმაგრება რკალზე.
1928 წ რკალს დაამატა პორიზონტალური ღარი და ამ ღარში თავსდებოდა რკალი „კლდისმაგავრიად “.
აქედან მომდინარეობს სახელწოდება EDGWISE SISTEM სისტემა.
1980წელს სიტემა დახვეწა ANDERWS-მა და შექმნა ბრეკეტი ყველა კბილისთვის ანუ შეიქმა სწორი ხაზოვანნი
სისტემა.
ენგლესთან თუ ჰრორიზონტალური ღრი მართკუთედს წარმოადგენად ანდრევს -ს შემთხვევაში მოხდა კუთხეების
ჩაშვება ანუ ბრეკეტს გაუჩნდა საშუალება სწორი რკალის ჩასმის შემთხვევაში სამივე განზომილებაში კბილის
თითქმის იდიალური განლაგებისა.

You might also like