You are on page 1of 3

განცხადებები და შეხსენებები

იანვარი 2020

უხუცესთა საბჭოს კოორდინატორს: განცხადებები და შეხსენებები „კრებას“ წაიკითხეთ მომდევნო შუა


კვირის შეხვედრაზე. ამის შემდეგ ის უნდა გამოაკრათ საინფორმაციო დაფაზე ერთი თვით.

მხოლოდ უხუცესთა საბჭოს


1. ახალი ონლაინ განცხადებების ფუნქცია: ამიერიდან, jw.org-ზე შესვლის შემდეგ, მთავარ
გვერდს განახლებული სახით იხილავთ. ამ ახალ ფუნქციაზე და აგრეთვე უკვე არსებულ
ფუნქციაზე წვდომა განახლებული მთავარი გვერდიდან იქნება შესაძლებელი. გთხოვთ.
აცნობეთ ამ სიახლის შესახებ იმ მომსახურეებს, რომლებიც დამატებულები არიან თქვენი
კრების დომენზე.

ეს სიახლე შეეხება ონლაინ განცხადებების ფუნქციასთან დაკავშირებულ შემდეგ


განყოფილებებს: „ჩემი პროფილი“, „ჩემი განცხადებები“, „კრების მაუწყებლები“ და
„განცხადებების განხილვა“. ფუნქციებს „კრების მაუწყებლები“ და „განცხადებების განხილვა“
ძირითადად გამოიყენებენ კრების სამსახურებრივი კომიტეტი და სარაიონო ზედამხედველი,
რათა განიხილონ და დაადასტურონ ონლაინ განცხადებები.

ერთჯერადი დადასტურება: განცხადებების ონლაინში განთავსებამდე აუცილებელია, რომ


მდივანმა ან სხვა უხუცესმა, რომელიც მას დაეხმარება, ერთჯერადად დაადასტუროს არსებული
ჩანაწერების სიზუსტე განყოფილებაში „კრების მაუწყებლები“ (იხილეთ ამ ბლანკის დანართი
„კრების მაუწყებლების შესახებ არსებული ჩანაწერების დადასტურება“). ამ ერთჯერადი
დადასტურების პროცესი უნდა დასრულდეს 2020 წლის 31 იანვრამდე. დადასტურების
პროცესის დასრულებამდე jw.org-ზე ვერ შეძლებთ შემდეგი ფუნქციებით სარგებლობას:
უხუცესად ან მომსახურედ დანიშვნის რეკომენდაციის გაგზავნა და პიონერების დანიშვნის,
მოხსნის ან სხვა კრებაში გადასვლის შესახებ ინფორმაციის განთავსება.

განმცხადებლებისთვის მითითებების გადაცემა: მას შემდეგ, რაც დასრულდება ერთჯერადი


დადასტურების პროცესი, მდივანმა «მითითებები ვებგვერდზე JW.ORG არსებული
ფუნქციებით „ჩემი პროფილი“ და „ჩემი განცხადებები“ სარგებლობისთვის» (S-131) უნდა
გადასცეს: 1) ახალ განმცხადებლებს, 2) მათ, ვისაც სურთ განაახლონ ინფორმაცია უკვე
გაგზავნილ განცხადებაში და 3) მათ, ვინც ხელახლა ავსებს განცხადებას „ადგილობრივ
საპროექტო-სამშენებლო პროექტებში მოხალისედ მსახურებისთვის“ (DC-50).

ონლაინ განცხადებების განხილვა: განახლდა და სახელი შეეცვალა მითითებებს


„მომხმარებელთა უფლებები JW.ORG-ზე“ (S-135). მისი ახალი სახელწოდებაა „მითითებები
კრების მიერ ვებგვერდით JW.ORG სარგებლობისთვის“. ამ დოკუმენტში უკვე დამატებული
იქნება ხელმძღვანელობა იმის შესახებ, თუ როგორ ვისარგებლოთ ფუნქციებით „კრების
მაუწყებლები“ და „ონლაინ განცხადებები“.

ჩემი პროფილი: უხუცესებს და მომსახურეებს შეუძლიათ განაახლონ პირადი მონაცემები


განყოფილებაში „ჩემი პროფილი“. ამისათვის უნდა მიჰყვნენ შემდეგ მითითებებს:
1) jw.org-ზე შეიყვანეთ თქვენი [მომხმარებლის სახელი]@jwpub.org და jw.org-ის პაროლი.
2) გადადით განყოფილებაში „ჩემი პროფილი“
3) დაადასტურეთ, რომ თქვენს პროფილში მოცემული მონაცემები უახლესია და სრულად
არის შევსებული.

S-147-20.01-GE
ზოგიერთი ინფორმაცია, რომელსაც მაუწყებელი შეიყვანს პირად პროფილში ან
განცხადებებში, უხუცესებისთვისაც გამოჩნდება განყოფილებაში „კრების მაუწყებლები“.
უხუცესებმა უნდა უზრუნველყონ ამ კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოება და არ
გაუმჟღავნონ ის არუფლებამოსილ პირებს (იგავ. 11:13).

თუ ზემოთ მოცემული დოკუმენტების წაკითხვის შემდეგ კვლავაც გექნებათ კითხვები ახალ


ფუნქციებთან დაკავშირებით, მდივანს შეუძლია დახმარებისთვის დაუკავშირდეს ვებგვერდის
მომსახურების განყოფილებას. გთხოვთ, ამ საკითხებთან დაკავშირებით არ დაუკავშირდეთ
ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო განყოფილებას.

2. 2020 წლის სპეციალური მოხსენება: გთხოვთ, გადახედეთ მითითებებს ბლანკში


„სპეციალური მოხსენების ყურება (S-52)“ იმისათვის, რომ გადაამოწმოთ, თუ სპეციალური
მოხსენების რომელ ჩანაწერს უნდა უყუროს თქვენმა კრებამ. თუ თქვენს შემთხვევაში
შეუძლებელია შეხვედრაზე ვიდეოჩანაწერის ჩვენება ან არ არსებობს ჩანაწერი თქვენი კრების ან
ჯგუფის ენაზე, უნდა დანიშნოთ უნარიანი მომხსენებელი, რომელიც შესაფერისად
წარმოადგენს სპეციალურ მოხსენებას.

3. მზადყოფნა უბედური შემთხვევისთვის: 2020 წლის მაისიდან დაწყებული ყოველწლიურად


შუა კვირის შეხვედრაზე ერთ-ერთი ნაწილი დაეთმობა ყოველწლიურ მზადებას სტიქიური
უბედურებებისთვის. ამ ნაწილში დრო იქნება გამოყოფილი ფილიალიდან მიღებული
შეხსენებების განსახილველად (აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში უხუცესთა საბჭოს
შეხსენებებს). ამიტომ საჭირო აღარ იქნება ყოველწლიურად ადგილობრივ საჭიროებებში
ისაუბროთ უბედური შემთხვევისთვის მზადყოფნაზე. მაგრამ უხუცესთა საბჭოებმა
ყოველწლიურად უნდა გააგრძელონ იმის განხილვა, თუ ადგილობრივად რა კეთდება
მზადყოფნისთვის (sfl თავი 26 აბზ. 5). თუ თქვენი კრება იმ კვირაში სარაიონო ან რეგიონულ
კონგრესს დაესწრება, შეხვედრის ეს ნაწილი რომელიმე მომდევნო კვირას უნდა განიხილოთ.
მოგვიანებით სახელმძღვანელოში „მწყემსეთ“ შევა ცვლილება ამ სიაცხლის შესახებ.

S-147-20.01-GE
განცხადებები და შეხსენებები
იანვარი 2020

კრებისთვის
1. ახალი ონლაინ განცხადებების ფუნქცია: როგორც 2019 წლის 5 ოქტომბერს ყოველწლიურ
შეხვედრაზე გამოცხადდა, სამაგალითო მონათლული მაუწყებლებისთვის ვებგვერდზე jw.org
ხელმისაწვდომი გახდება ახალი ფუნქცია, რომლის დახმარებითაც ისინი შეძლებენ
განცხადებების შევსებას პირდაპირ ვებგვერდზე სხვადასხვა სახის მსახურებისთვის. ამ
ფუნქციის საშუალებით მაუწყებლებს შეეძლებათ შეავსონ განცხადებები პიონერად
მსახურებისთვის, თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებზე მსახურებისთვის, სტიქიური
უბედურებით დაზარალებულთა დახმარებაში მონაწილეობისთვის, ბეთელში მსახურებისთვის
და სამეფოს მახარობელთა სკოლაში სწავლისთვის. თუ მაუწყებლებს სურთ ჩამოთვლილი
განცხადებებიდან რომელიმეს შევსება ან უკვე შევსებულ განცხადებაში ინფორმაციის
განახლება, ხელმძღვანელობის მისაღებად უნდა მიმართონ კრების მდივანს. განცხადებაში მათ
შეიძლება განაახლონ საკონტაქტო ინფორმაცია, უნარები, ხელმისაწვდომი დღეების რაოდენობა
ან ენების რაოდენობა, რომელზეც საუბრობენ. როცა მაუწყებელს ინტერნეტზე მიუწვდება
ხელი, უმჯობესია, თუ განცხადების შევსებისას ონლაინ განცხადების ფუნქციით ისარგებლებს.
მაგრამ, თუ ვინმეს ურჩევნია დაბეჭდილი სახით არსებული განცხადების შევსება, მას შეუძლია
ამგვარად შევსება.

მაუწყებლებმა, რომლებმაც ადრე შეავსეს „განცხადება ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო


პროექტებში მოხალისედ მსახურებისთვის“ (DC-50)“ და კვლავაც სურთ მონაწილეობა მიიღონ
ადგილობრივ თეოკრატიულ პროექტებში ან სურთ სტიქიური უბედურებებით
დაზარალებულებს დაეხმარონ, ხელახლა უნდა შეავსონ განცხადება 2020 წლის 31 მარტამდე,
ახალი ონლაინ განცხადების ფუნქციის მეშვეობით ან, თუ ეს შესაძლებელი არ არის, დაბეჭდილი
სახით.

იეჰოვასგან შთაგონებით მეფე დავითმა დაწერა: „შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა შენი ჯარის
გალაშქრების დღეს“ (ფს. 110:3). იეჰოვას ხალხი ყოველთვის მთელი გულით გამოხატავდა
მზადყოფნას საჭიროების დროს! იმედი გვაქვს, რომ ეს ონლაინ განცხადების ფუნქცია
დაგეხმარებათ, მხარი დაუჭიროთ სამეფოს თქვენი შესაძლებლობის მიხედვით.

S-147-20.01-GE

You might also like