You are on page 1of 4

ქვიზი 2

სახელმწიფოს ეკონომიკა I
დავით კეშელავა

სახელი და გვარი -------------მირიან ხორავა-----------------------------------------------

აღნიშნული დავალება შეგიძლიათ შეავსოთ ვორდში ან დაწეროთ ფურცელზე , გადაუღოთ

სურათები და გამომიგზავნოთ მეილზე: d.keshelava@iset.ge (Subject-ში ჩაწერეთ მხოლოდ: ქვიზი

2).

დავალების გადმოგზავნის ბოლო ვადაა - კვირა (11 ოქტომბერი), საღამოს 12 საათი

(დაგვიანებული ქვიზები არ მიიღება წინასწარი გაფრთხილებისა და საპატიო მიზეზის გარეშე).

დავალება 1:

(1 ქულა) როგორი საქონლის კატეგორიას მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები და

რატომ? (დაახასიათეთ გამორიცხვადობის და მეტოქეობისუნარიანობის მიხედვით).

ა) გოლფის ერთწლიანი სასწავლო კურსი;

ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის, მოცემულ სასწავლო


კურსზე არის თუ არა მისაღები მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული და ასევე კურსი ფასიანია
თუ უფასო. იმ შემთხვევაში თუ რაოდენობა განსაზღვრულია შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცემული
პროდუქტი არის მეტოქისუნარიანი ხოლო თუ კურსი ფასიანია ის გამორიცხვადია, რადგან
გადაუხდელობის შემთხვევაში პროდუქტს ვერ მივიღებთ. გარდა ამისა თუ პროდუქტი
გამორიცხვადია ის იქნება კერძო.

იმ შემთხვევაში თუ რაოდენობა შეზღუდული არ არის და კურსი უფასოა, მოცემული პროდუქტი


იქნება საზოგადო არაგამორიცხვადი და არამეტოქისუნარიანი, რადგან პროდუქტი
ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

ბ) უფასო ტბა ერთერთ სოფელში;

უფასო ტბა იქნება საზოგადო არაგამორიცხვადი არამეტოქისუნარიანი საქონელი, რადგან


ადამიანები ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან ტბით ერთდროულად სარგებლობისას, ასევე ის არის
უფასო ამიტომ იქნება არაგამორიცხვადი.

გ) ავტომობილი;

არის კერძო პროდუქტი და შესაბამისად გამორიცხვადი, რადგან ის ხელმისაწვდომია მხოლოდ


მისთვის ვინც ყიდულობს. ასევე იქნება მეტოქისუნარიანი, რადგან კონკრეტული ავტომობილის,
მაგალითად ვინმესთვის სასურველი მოდელის რაოდენობა შეზღუდულია.

დ) რადიოს სიგნალი;
ქვიზი 2
სახელმწიფოს ეკონომიკა I
დავით კეშელავა

არის საერთო საკუთრება, არაგამორიცხვადი, რადგან უფასოა და არამეტოქისუნარიანი , რადგან


მის მისაღებად ადამიანები ერთმანეთს ხელს არ უშლიან.

ე) ფიტნეს ცენტრის ფასდაკლების ვაუჩერი.

არის ნახევრად საზოგადოებრივი და გამორიცხვადი რადგან მისი მიღება შეუძლია მხოლოდ მას
ვინც ფიტნეს ცენტრის მომხმარებელია, თუმცა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფიტნეს ცენტრში
სიარული, ასევე ეს მომსახურება არის ფასიანი ამიტომ გამორიცხვადია და არის
არამეტოქისუნარიანი, რადგან ერთი მომხმარებლის მიერ პროდუქტის მიღება სხვა
მომხმარებლებს არ უქმნის დაბრკოლებას.

დავალება 2:

(1 ქულა) სატელევიზიო მაუწყებლობა საზოგადოებრივი საქონლის თვისებებს აკმაყოფილებდა და

გარკვეული პრობლემის გამო მხოლოდ (საბაზრო ჩავარდნის გამო) სახელმწიფოს მიერ იყო
მიწოდებული. მას შემდეგ, რაც სატელევიზიო კომპანიებმა დაიწყეს რეკლამების გაშვება ,
აღნიშნული პროდუქტის მიწოდება კერძო კომპანიებმაც დაიწყეს. დღეს სატელევიზიო

მაუწყებლები ძირითადად კერძო კომპანიები არიან. რა პრობლემა (საბაზრო ჩავარდნა)

არსებობდა რეკლამის გამოჩენამდე და როგორ მოაგვარა ეს პრობლემა რეკლამამ? პასუხი


დაასაბუთეთ.

სატელევიზიო მაუწყებლობა საზოგადოებრივი საქონლის თვისებებს აკმაყოფილებდა ანუ არ იყო


არც მეტოქისუნარიან და არც გამორიცხვადი და შესაბამისად არ იყო საინტერესო კერძო
კომპანიებისთვის, ვინაიდან შეიძლება არ ქონდა იმხელა მოგება რომ მათთის ღირებული
ყოფილიყო, თუმცაღა როგორც კი აიწყეს რეკლამების გაშვება სატელევიზიო მაუწყებლობა
ძირითადად კერძო კომპაიების ფლობელობაშია,მართალია სატელევიზიო მაუწყებლობა ისევ
საზოგადოებრივ საქონლად დარჩა თუმცაღა გამოჩნდა რეკლამები რომელიც საკმაოდ
მომგებიანი და შემოსავლიანია ტელევიზიებისთვის, შესაბამისად კერძო სტრუქტურას გაუჩნდა იმის
სურვილი რომ სატელევიზიო მაუწყებლობა მის ხელში ყოფილიყო.

დავალება 3:

(1 ქულა) 1999 წელს, კომპანია „ნეფსტარის“ დაარსებამ, ინტერნეტით პირებს შორის მუსიკალური

ფაილების თავისუფალი გავრცელება გახადა შესაძლებელი. შემდგომში ამას CD დისკების,


ტორენტის და YouTube-ის გამოჩენა მოჰყვა, რამაც მუსიკის ინტერნეტით გავრცელება კიდევ უფრო
გაამარტივა. როგორი საქონელი იყო მუსიკა ინოვაციებამდე და როგორი პროდუცტი გახდა ის
ქვიზი 2
სახელმწიფოს ეკონომიკა I
დავით კეშელავა

შემდგომში? ახსენით, თუ რა შეიცვალა ინოვაციებამდე პერიოდთან შედარებით (შენიშვნა:

აღნიშნული პროდუქტის რომელი თისება/თვისებები შეიცვალა?) პასუხი დაასაბუთეთ.

ინოვაციამდე მუსიკა იყო კერძო გამორიცხვადი პროდუქტი, რადგან მის მისაღებად საჭირო იყო
მისი შეძენა. რაც შეეხება მეტოქისუნარიანობას ის იყო არამეტოქისუნარიანი როგორც
ინოვაციამდე ასევე მის შემდეგ, რადგან მსმენელები ერთმანეთ ხელს არ უშლიან პროდუქტის
მოხმარებისას. ინოვაციების შემდეგ კი მუსიკა გახდა საზოგადოებრივი არაგამორიცხვადი
პროდუქტი, რადგან მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერს და ის უფასოა.

დავალება 4:

(0.5 ქულა) ა) რა შემთხვეში შეიძლება იყოს Facebook-ი საზოგადოებრივი საქონელი? კერძო

საქონელი? პასუხი დაასაბუთეთ.

ფეისბუქის, როგორც საზოგადოებრივი საქონლის ვარიანტი გვაქვს რეალობაში, რადგან ის


ხელმისაწვდომია ყველასთვის, არ არის შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვის და
ადამიანები მისი მოხმარებით ერთმანეთს ხელს არ უშლიან.

ფეისბუქი იქნებოდა კერძო საქონელი იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის მიღებას შეძლებდნენ


მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ადამიანები ან თუნდაც კონკრეტული პირები.

(0.5 ქულა) ბ) საქართველოში, არის თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი საზოგადოებრივი

საქონელი? პასუხი დაასაბუთეთ.

ნაწილობრივ, რადგან მისით სარგებლობის უფლება აქვს ყველას, თუმცა რადგან ხშირად გვაქვს
გავსებული ავტობუსების შემთხვევა ის მეტოქისუნარიანია, ამიტომ მიუხედავად ამ მომსახურების
მიღების უფლებისა ჩვენ შეიძლება ის ვერ მივიღოთ.

დავალება 5:

(4 ქულა) წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში მხოლოდ ორი ადამიანი ცხოვრობს - ზურა და ნათია,
რომელთა მოთხოვნის მრუდები შემდეგი განტოლებებით არის გამოსახული:

1
PZ =200− Q Z
5

P N =400−Q N
ქვიზი 2
სახელმწიფოს ეკონომიკა I
დავით კეშელავა

როგორც მრუდებიდან ჩანს მსოფლიოში მხოლოდ ერთი ტიპის საქონელი იწარმოება და მისი
მიწოდების (ზღვრული დანახარჯების) მრუდს შემდეგი სახე აქვს:

2
MC= Q
5

სადაც: PZ და PN შესაბამისად ფასებია ზურასა და ნათიასთვის.

QZ და Q N კი მოთხოვნილი პროდუქციის რაოდენობები შესაბამისად ნათელასა და ზვიადისთვის.

MC კი ზღვრული დანახარჯები

ა) იპოვეთ წონასწორული (წარმოებული ან მთლიანად მოხმარებული) პროდუქციის რაოდენობა და


წონასწორული ფასი კერძო საქონლის შემთხვევაში

რაოდენობა - 411

ფასი - 164.

ბ) იპოვეთ წონასწორული (წარმოებული ან მთლიანად მოხმარებული) პროდუქციის რაოდენობა და


წონასწორული ფასი საზოგადოებრივი საქონლის შემთხვევაში.
რაოდენობა - 375

ფასი - 150

You might also like