You are on page 1of 5

ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროდუქტი

ბლოკჩეინ ტექნოლოგია წარმოიქმნა ბიტკოინთან ერთად, ნაკამოტოს მიერ, ის


მოიცავს კრიპტოვალუტაზე დამატებულ ინფორმაციას, რაც იძლევა საშუალებას რომ
ციფრული ჩანაწერები და ინფორმაცია უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ მიეწოდოს
ერთი ობიექტიდან მეორეს, ის ამცირებს თაღლითობის რისკს და აუმჯობესებს
მიკვლევადობას, ბლოკჩეინზე მრავალი ტიპის ინფორმაცია შეიძლება დავიტანოთ,
მაგალითად კრიპტო ვალუტის გამყიდველისა და მყიდველის ინფორმაცია, ან
უნიკალური ნახატი, მუსიკა, ფოტო და ასე შემდეგ, რაც ერთიანდება NFTში რომელიც
რაღაც პერიოდი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მას ხელოვნების მომავლადაც
აღიქვამენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ხალხის განათლების დონე ამ პროდუქტის
შესახებ ძალიან დაბალია და უმეტესობამ არც კი იცის მასზე ზოგადი ინფორმაცია,
თუნდაც ის რომ NFT ბლოკჩეინ პროდუქტია და რას გულისხმობს ბლოკჩეინი, ეს ამ
პროდუქტის სუსტ მხარედაც შეიძლება განვიხილოთ, ზოგადად NFT არის Non-Fungible
Token ანუ განუმეორებელი და ერთადერთი ნიშანი, ამ შემთხვევაში ბლოკზე
დაშენებული ხელოვნება, რომელიც სკეპტიციზმს იწვევდა რადგან ნებისმიერს შეეძლო
გადაეღო ფოტო ან ჩაეწერა ხმა, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე თუ რა
დაბალია ინფორმირების დონე, ისინი არ ითვალისწინებდნენ იმას რომ
მონალიზასთვის გადაღებული სურათი და ორიგინალი მონა ლიზა ერთიდაიგივე
პროდუქტი არ არის, მსგავსი ლოგიკა მოქმედებს ამ შემთხვევაშიც NFTს ყიდვა გაყიდვა
არ წარმოადგენს მხოლოდ მის ფლობას, მართალია ბევრს შეიძლება მისი ჩანაწერი
ჰქონდეს, მაგრამ მხოლოდ ერთი პირი იქნება მისი რეალური მფლობელი.

NFT ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილია ეთერიუმზე კი, ბიტკოინისგან განსხვავებით,


გაცილებით დიდი ინფორმაციის დატევა შეიძლება, ვიდრე მყიდველის და
გამყიდველის ინფორმაციაა, რეალურად NFTს არანაირი ღირებულება არ გააჩნია,
რადგან მას საწყისი კაპიტალი არ გააჩნია, მაგრამ უნიკალურია და ეს სძენს მას ფასს,
მიუხედავად ამისა თუ გადაწყვეტთ რომ შექმნათ NFT, მთელი ცხოვრება დაგერიცხებათ
გაყიდვების რაღაც პროცენტი, რადგან სხვამ თქვენი ნამუშევრით შემოსავალი გაიჩინა,
მაგრამ ყველა პროექტს უნდა ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა, რადგან

პერსპექტიულობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის პროდუქტის შემთხვევაში,


თუნდაც ის სრულიად ციფრული იყოს.

განვიხილოთ ქეისი ერთი კონკრეტული ნამუშევრის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ამ


დროისთვის ყველაზე ძვირადღირებულ NFTს წარმოადგენს, მისმა ღირებულებამ 2021
წლის დეკემბერში 91,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა NFT პლატფორმაზე. ის
ციფრული მხატვრის პაკის ქმნილებაა და Merge ჰქვია, მაგრამ მისი ღირებულება
ყოველი ექვს საათიანი გაყიდვის პერიოდში 25 ათასი აშშ დოლარით შეიძლება
გაიზარდოს, ამ კონკრეტულ ნამუშევარზე ცოტა მეტი ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ
ვიტყვი, რომ ის on-chain NFTს მექანიზმითაა შექმნილი, რაც გულისხმობს იმას რომ ერთ
ანგარიშზე არ შეიძლება რამოდენიმე ამ პროდუქტის არსებობა ცალ-ცალკე, რადგან
თითოეული წრე ცალკეულ ნამუშევარს წარმოადგენს, რომელიც ერთი ანგარიშის მიერ
ყიდვის შემთხვევაში ერთიანდებიან და მთლიანი ნამუშევრის სახეს იძენენ, ამის გამო
საკამათოა ის ფაქტი არის თუ არა ეს NFT ნამუშევარი მართლაც ყველაზე
ძვირადღირებულია, მაგრამ მაინც Merge და მსგავსი პროდუქტები უკეთ გვაჩვენებს თუ
რამდენად მასშტაბურია NFT მისი ღირებულებიდან გამომდინარე.

ახლა განვიხილოთ NFT, NOISE (Needs, Opportunities, Improvements, Strengths and


Exceptions) ჭრილში.

1. NFTს აქვს დიდი პრობლემა რაც ტრადიციულ ხელოვნებაშიც გამოიხატებოდა, ეს


პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება არსებობდეს ხელოვნების
ნიმუში, მაგრამ არაა საკმარისი ადგილი რომ ეს პროდუქტი პოტენციურ
მყიდველამდე მივიდეს და თუ NFT ან ნებისმიერი სახის პროდუქტი უხილავი
დარჩება, მისი ღირებულებაც არ შეიცვლება. მაგრამ უნდა გავოითვალისწინოთ
რომ ციფრული სამყარო გაცილებით ფართო თვალსაწიერს გვთავაზობს, ვიდრე
რეალური, მთავარია ხალხს NFTს შესახებ სწორი და საკმარისი ინფორმაცია
მიეწოდოს, ამის შემდეგ, შეძენის სურვილის შემთხვევაში, კლიენტი მარტივად
შეძლებს მისთვის სასურველი პროდუქტის მოძიებასაც და შერჩევასაც,
შესაბამისად განათლების დონის გაზრდა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც
NFTს საჭიროება.

2. NFTს უდიდესი შესაძლებლობების სივრცე გააჩნია ის შეგვიძლია განვიხილოთ


როგორც ხელოვნების და ფინანსური ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი,
რომელიც ადამიანების პირადი საკუთრების უკეთესად გააზრებაში შეიძლება
დაგვეხმაროს, ისიც შესაძლებელია, რომ ტრადიციული ხელოვნების და NFTს
კოლაბორაცია ვიხილოთ რაც უკვე არსებული ნამუშევრების გაციფრულებას
გულისხმობს, ეს ქმედება სამყაროს გაციფრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი
ნაბიჯი იქნება.

3. როგორც უკვე ავღნიშნე, თითოეულ NFT პროდუქტს უნდა გააჩნდეს სამომავლო


პერსპექტივა, მსგავსი მიდგომა კონკრეტული პროდუქტის მიმართ კი იწვევს იმას
რომ მთლიან სეგმენტსაც უდიდესი პოტენციალი და გაფართოვება-
გაუმჯობესების შესაძლებლობა აქვს, ჩემი აზრით, NFTს გაფართოების სფეროდ
სეგმენტის გაფართოება შეიძლება ჩაითვასლოს, იმ შემთხვევაში თუ საშუალო
ფენაც დაინტერესდება ამ პროდუქტით მისი გაყიდვები საკმაოდ გაიზრდება,
რადგან როგორც უკვე ავღნიშნე განათლების დონე ძალიან დაბალია,
მიუხედავად იმის არომ ეს პროდუქტი თანამედროვეობასთან საკმაოდ
რელევანტურია, ასევე შეიძლება უკვე არსებული მომხმარებლებისთვის უფრო
მოსახერხებელი საფულის შექმნა, რისი მიზანიც მათთვის იმის დანახებაა თუ
რამდენად ღირებულ პროდუქტს ფლობენ, რა არის იმის ალბათობა რომ ამ
პროდუქტის ღირებულება ახლო მომავალში შეიცვლება და რა ღირებულებაში
შეიძლება გაიყიდოს უკვე მფლობელობაში მყოფი NFT იმ კონკრეტულმიმენტში.

4. NFTს ძლიერი მხარეა როგორც მისი პერსპექტიულობა, ასევე მისი


შესაძლებლობები, რისკის შემცერება და კიდევ მრავალი, NFT ასევე კაპიტალის
სახითაც შეიძლება განიხილებოდეს, რაც კლიენტისთვის პროდუქტის
ოპტიმისტური კუთხით დანახებაა.

5. რაც შეეხება NFTს მომავალს და მოლოდინებს, ჩემი აზრით, რადგან ზოგადად


ფინანსური ტექნოლოგიები სწრაფად მზარდი ბაზარია და რადგანაც NFT
ფინანსური ტექნოლოგიების ნაწილს წარმოადგენს, მოველი რომ მომავალში
მისი ახლანდელი ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება, ეს კი
ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული, მაგრამ NFTს მსგავსი პროდუქტისთვის
რომელსაც საკმაოდ დიდი ფესვები აქვს გადგმული, განვითარება არც ისე
მოულოდნელი იქნება და დაინტერესებაც პროდუქტის მარკეტინგული
ჩართულობით უფრო გაიზრდება.

ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ NFTს სახით გვაქვს უდიდესი პოტენციალის მქონე


პროდუქტი, რომელსაც ბაზარზე უდიდესი შესაძლებლობები და გამოწვევები აქვს,
მაგრამ რადგან გამოწვევები პროდუქტს დახვეწაში ეხმარება, მოველი NFTს
გაუმჯობესებას, ყველა სეგმენტანდე მიწვდენას და როგორც ხშირად მსმენია NFTმ
შესაძლოა ტრადიციული ხელოვნებაც ჩაანაცვლოს, არა უკვე არსებული ნამუშევრები,
არამედ ვფიქრომ რომ, მომავალში ხელოვნების ნიმუშები ციფრულ სფეროში უფრო
შეიქმნება, ვიდრე მატერიალურში, რადგან როგორც ვხედავთ ციფრული სამყარო
რეალურ სამყაროზე გაცილებით მეტ შესაძლებლობას და პერსპექტივას გვთავაზობს,
რაც NFT და მსგავსი პროდუქტებისთვის საკმაოდ სასარგებლო ატმოსფეროა.

თემის ავტორი: ნანუკა ვარსიმაშვილი

You might also like