You are on page 1of 6

სლაიდი 1– საბა რუხაძე

მისალმება
სლაიდი 2 – ნატალი ჩიჩუა
კომპანია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მოღვაწეობას იწყებს 1925 წელს
რადიომაუწყებლობის საშუალებით, ხოლო 1956 წელს კი ტელევიზიის საშუალებით
აგრძელებს მუშაობას და ამ ტელე მაუწყებლობას სახელად ერქმევა პირველი არხი.
დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის 85 % იღებს პირველი არხის მაუწყებლობას.
დღეს დღეისობით თამამად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ პირველი არხი საქართველოში
ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას და იგი
თავისუფალია ყოველგვარი კომერციული გავლენისგან, საზოგადოებრივი ინტერესების
შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამებით, რომელიც არის საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე
ტელერადიომაუწყებლობისთვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი,
ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ
სახელმწიფო უწყებას.
ტელევიზიის მთავარი მისიას წარმოადგენს დემოკრატიული ღირებულებების
დამკვიდრება, საზოგადოებრივი დონის ამაღლება, მრავალფეროვნებისა და
სოციალური ინტეგრაციის ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა. მკვეთრად
განსაზღვრული ამოცანები და ღირებულებები საზოგადოებრივ მაუწყებლობას ეხმარება,
ყველა ის საინფორმაციო, ანალიტიკური, დოკუმენტური,შემეცნებითი სპორტული და
სხვა მიმართულების გადაცემა, რომელიც მზადდება, რათა დროულად და ხარისხიანად
მივიდეს მაყურებლამდე.
სლაიდი 3,4 – გიორგი ცატავა
წარმოგიდგენთ პირველი არხის მისიასა და მიზნებს. კომანიას მისია ვერ ვიტყვით რომ
არ აქვს სწორად ჩამოყალიბებული, რადგან იგი პასუხობს კითხვებზე თუ რატომ და
რისთვის არსებობს ეს კომპანია, თუმცა ის მისიის კითხვებს ნაწილობირივ პასუხობს
კომპანიის ხედვა ში სადაც წერია, რომ კომპანიის ხედვაა იყოს საქართველოში ყველაზე
სანდო, ხარისხიანი, მრავალფეროვანი, აქტუალური და ხელმისაწვდომი

რაც შეეხება მიზნებს კომპანიის მიზნები განმარტებულია სმარტის მიხედვით:


S- სახელმწიფოს მფლობელობაშია
M– რეიტინგის მიხედვით შიძლება გავზომოთ რამდენად ყურებადია
A- მიღწევადია, რადგან აქვს რესურისი
R– რეალისტურია, რადგან შეესაბამება ხედვას
T - გრელვადიანი.
კომპანია არის სახემწიფოს მფლობელობაში, შესაბამისად მას აფინანსებს
სახელმწიფო და აქვს დიდი შემოსავალი ასევე ახლა დაამატეს რეკლამები და იქიდანაც
აქვს შემოსავალი.
სლაიდი 5 – საბა რუხაძე
საზოგადოებრივი მაუწყებლობის მოკლე ისტორიული რაკურსის შემდეგ ვფიქრობ,
საინტერესო იქნება გავიცნოთ კიდევ უფრო ახლოს პირველი არხი და მოგიყვეთ შიდა
პროცესების შესახებ. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ სსიპ „საზოგადოებრივი
მაუწყებელი“ დაფუძნებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა საჯარო სამართლის
იურიდიული პირი. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წარმოადგენს სახელმწიფო
ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილ, საჯარო
დაფინანსებით მოქმედ, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ და საზოგადოების წინაშე
ანგარიშვალდებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არ ექვემდებარება
არც ერთ სახელმწიფო უწყებას.
წარმოგიდგენთ ორგანიზაციის სტრუქტურას, ზოგადად, დიდ ბიზნესებს სჭირდება დიდი
ძალისხმევა რომ იმართოს ეფექტურად და ეფექტიანად. მართვის დროს კი ერთ–ერთი
აუცილებელი პირობაა სწორედ იყოს შერჩეული ორგანიზაციული სტრურქტურის
მოდელი. როდესაც პირველი არხის მოდელს გავეცანი, გადავწყვიტე სხვა მსოფლიო
ტელევიზიების სტრუქტურული მოწყობაც მენახა და შემედარებინა. ფოტოს რომ
დავაკვირდეთ, ვნახავთ რომ რამდენიმე ზედა რგოლია ორგანიზაციაში და აქედან ორი
რგოლი მართავს და აკონტროლებს ქვედა რგოლებს, განსხვავებით “CNN”-სა, სადაც
ვხვდებით LINE ORGANIZATIONAL STRUCTURE-ს, საინტერესოა ის ფაქტიც, თუ რატომ
მართავს ტელეფილმები, რადიო და არქივი გენერალურ დირექტორსა და სხვა მის
გასწვრივ მდებარე რგოლებს. მაგალითად, გენერალური დირექტორი და
აღმასრულებელი საბჭო ჩანს, რომ აკონტორელებს პირობითად ახალ და მიმდინარე
ამბების განყოფილებას, თუ გავიხსენებთ UNITY OF COMMAND-ს პრინციპს, უმჯობესია,
როდესაც მშრომელი იღებს დავალებას მხოლოს ერთი მასზე ზემგდომი პირისგან. ახლა
უშუალოდ მენეჯერების საქმიანობაზე გადავიდეთ, რადგან როგორც ვიცით ყველა
მენეჯერს აქვს 5 საერთო ფუნქცია და მოდი ვნახოთ ეს ფუნქციები როგორაა
გადანაწილებული ჩვენი ტელევიზიის შემთხვევაში. პირველ არხთან გასაუბრების
შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ემყარება ჩემი შემდეგი მოსაზრებები, რომლებსაც
წარმოგიდგენთ. გენერალური დირექტორი წარმოგვიდგება CEO-ს როლში, რომლის
ძირითადი მოვალეობა კომპანიის გრძელვადიანი მიზნების დასახვაა და სწორედ მას
მიუძღვის წვლილი ტელემაუწყებლის მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში. შემდეგ
განვიხილოთ მისი ერთ–ერთი ქვედა რგოლი, მაგალითად მედია და ახალი ამბები, ამ
შემთხვევაში გვყავს მთავარი პროდიუსერი, შეგვიძლია შუა რგოლის მენეჯერად
მოვიხსენიოთ, რომელიც ხუთივე ფუნქციას ითავსებს, რადგან უწევს დაგეგმვაც, იმაზე
ფიქრიც ვინ და როგორ შეასრულებს მიცემულ დავალებას და მაინც ყველაზე მცირე
დროს LEADING–სა და CONTROLING–ს უთმობს, რადგან მის ქვედა რგოლში ვხვდებით
ორ სუპერვაიზორს, ორ პროდიუსერს, რომლებიც აკონტროლებენ შესრულებული
სამუშაოს ხარისხს და ცდილობენ მუდმივად სამუშო განწყობით იყვნენ თანამშრომელნი
აღვსილნი.
სლაიდი 6 – საბა რუხაძე
რადგანაც პირველი არხი სახელმწიფო ტელევიზიაა და შედარებით უფრო მეტი
პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოების მიმართ, რადგან სწორედ ბიუჯეტიდან
ფინანსდება ეს ტელევიზია, მათი სატელევიზიო გადაცემებიც უფრო საგანმანათლებლო
და სერიოზული კონტექსტისგან შედგება და ისინი უპირატესობას არანიჭებენ ყვითელ
თემებს. ამ კუთხით ასევე შევადარე დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიას BBC-ს.
მსგავსებებია ის რომ სატელევიზიო თემები : კულტურული, სამეცნიერო, დოკუმენტური,
ეკოლოგიური, გასართობი გადაცემები ორივეს აქვს, განსხვავება ისაა, რომ BBC-ის
ეთერში შევხვდებით სხვადასხვა სახის სერიალებს. უფრო დაწვრილებით პირველი
არხის მიზნობრივ ბაზარზე და ქართული კონკურენტულ ტელევიზიებზე ჩემი მეგობრები
ისაუბრებენ.
სლაიდი 7 – ნატალი ჩიჩუა
რაც შეეხება სეგმენტს ის ძირითადად გათვლილია ასაკოვან ადამიანებზე, თუმცა
ცდილობს “ განვითარებას “ და ბოლო პერიოდში დაემატა ბევრი ახალგაზრდული
პროგრამა , საგანმანათლებლო, რომელიც პოპულარობით სარგებლობს და რომელმაც
ახალგაზრდებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
სლაიდი 8,9,10– გიორგი ცატავა
პირველი არხის ძირითად კონკურენტებად როგორც მოგეხსენიებათ არიან
ტელეკომპანია რუსთავი2 და ტელეკომპანია იმედი ტივი. მოცემულ პრეზენტაციაში
წარმოდგენილია თუ როგორ უწევს კონკურენციას პირველი ტვ-ს არხი იმედის არხს.
როგორც ვხედავთ პირველი არხის მთავარ მენიუში ბევრი ინფორმაციებია ზოგად
თემებზე და ეს დაყოფილია მისი ჯგუფების მიხედვით, მაგალითად საზოგადოება,
მედიცინა, სამხედრო და საგანმანათლებლო ინფორმაციები, რაც შეგვიძლია მოვიძიოთ
პირველი არხის ვებსაიტზე. იმედის ჩამონათვალი კი ძირითად უფრო აქცენტი
გართობაზეა გაკეთებეული მაგალითად სიცრუის დეტექტორი, ცეკვავენ ვარსკვლავები,
კულინერიული დუელი, ღამის შოუ გია ჯაჯანიძესთან ერთად და ასე შემდეგ, ანუ არ არის
ისეთი ინფორმაციული წყარო, როგორც პირველ არხს ააქვს, ამათ შორის
იმისდამიუხედავად რომ ესეთი შოუები აქვთ იმედს, ჩემთვის მაგალითად ზოგიერთი
გამაღიზიანებელია, მაგალითად გია ჯაჯანიძის შოუ ან თუნდაც სიცრუის დეტექტორი,
ისეთი უაზრო და არამიმზიდველია, რომ მე მაგალითად მირჩევნია ჩავრთო პირველი
არხის რომელიმე საინტერესო შოუ, მაგალითად საქართველოს ეკონომიკის შესახებ და
ვუყურო მაგას მივიღო რაღაც ინფორმაცია ჩემი ქვეყნის შესახებ და არა გია ჯაჯანიძეს
შუდან გაგებულ ფრაზებს, ვის ვისთან ჰქონდა რომანი და კიდევ ათასი სისულელე.
პირველი არხი ასევე იმიტო განსხვავდება იმედისაგან და რუსთავი 2 -გან, რომ
ნაკლებადაა ჩართული პოლიტიკაში, ანუ ვგულისხმობ, რომ ნეიტრალურ მხარეზეა და
არარის ორიენტირებული იმაზე, რომ რომელიმე პარტიას მხარი აუბას და მეორე
პარტიასთვის არასასურველი პიარი გაუკეთოს და მათ პირიქით რაც აწყობთ ის, ანუ
მოკლედ რო ვთქვათ არარის შეერთებული არცერთთან. კიდევ ერთი პაქტი შემიძლია
ავღნიშნო მათ კონკურენტებთან შესაბამისობაში ის, რომ მათ ფეხბურთის პირდაპირი
ტრანსლაცია აქვთ რაღათქმაუნდა კარგ ხარისხში და როგორც ვიცით საქართველოში
ბევრია ფეხბურთის მოყვარული, ამათგანგამომდინარე მეც და ყოველვის სიამოვნებით
ვუყურებ მათ ტრანსლაციას, ხოლო იმედსა და რუსთავი2-ს ეს ფეხბურთის ტრანსლაცია
არ გააჩნიათ, რაც ჩემი აზრით დიდი მინუსია.
გადავიდეთ პირველი არხის რუსთავი ორთან კონკურენციის ეტაპებზე... რუსთავი2
პირველ არხთან და იმედთან შედარებით უფრო მაღალი საფეხურია და მას მრავალი
მაყურებელი ჰყავს, მაგას როგორც ინფორმაციული წყარო ასევე გასამხიარულებელი
შოუებიც საკმაო აქვს მაყურებლებისთვის და ასე ვთქვათ, რომ იმედთან შედარებით
სტაბილურადაა რუსთავი 2. პირველი არხის მინუსი რუსთავი 2 თან შედარებით არის ის
რომ მას არააქვს ისეთი პროექტები, როგორიც რუსთავი 2-ს მაგალითად, ვანოს შოუ,
კომედი შოუ, ჩემი ცოლის დაქალები, რომელსაც უამრავი მაყურებელი ჰყავს მთლიანი
საქართველოს მასშტაბით, მაგრამ პირველ არხს გააჩნია ერთი საგანმანათლებო
პროექტი სახელად „ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები“ მაგრამ არამგონია ამით დიდი
კონკურენციის გაწევა შეიძლებოდეს იმისდამიუხედავად, რომ ეს პროექტი მხოლოდ
იმაზეა ორიენტირებული ვისაც სწავლა სურს რეალურად და ესეთი ცოტაა.
უნდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ პირველი არხს გააჩნია თავისი მობაილ აპლიკაცია,
სადაც მაყურებელს შეუძლია თუნდაც უბრალო შესვლით გაიგონ ფეხბურთის ანგარიში
ან სხვა რაიმე ინფორმაცია, ხოლო რუსთავი2-ს თავისი აპლიკაცია არ გააჩნია, რაც მათ
მინუსად აისახება და პირველი არხის უფრო პრესტიჟულობას ავლენს.
სლაიდი 11– გიორგი ცატავა
მოცემულ სლაიდზე ასახულია პირველი არხის ტელევიზია სადაც ვრცელდება, მეორე კი
მისი რადიო გავრცელების, მოგახსენებთ, რომ რუსთავი 2 თან შედარებით ასევე იმედს
გააჩნია თავისი საინფორმაციო და სამუსიკო რადიო, რაც არ გააჩნია რუსთავი2-ს და
შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი არხი სხვა ტელევიზიებთან შედარებით
გარკვეულწილად პოტენციურ კონკურენციას უწევს რუსთავი2-სა და იმედს.
სლაიდი 12 – ნატალი ჩიჩუა
ალბათ სამსახურში მუშაობისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ
დასაქმებულისთვის არის წახალისების სისტემა, რომელიც ერთ-ერთი სტიმულატორია
იმისა, რომ ჩვენი საქმე მომავალში უფრო ხარისხიანად შევასრულოთ. იმისათვის რომ
მოხდეს დასაქმებული პიროვნების წახალისება, აუცილებელია მან მუშაობაში რაიმე
წარმატებას მიაღწიოს, ამის შემდეგ კი იგი მიიღებს კომპანიისაგან დადგენილ
წახალისების სისტემის ერთ-ერთ დეტერმინანტს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც
წერილობითი მადლობის გადახდა, ასევე პრემიის მიცემა ან კიდევ ფასიანი საჩუქრით
დასაჩუქრება. დასაქმებულის წახალისება შეიძლება მოხდეს როგორც დასაქმებულის
უშუალო ხელმძღვანელის მიერ,ასევე კომპანიის გენერალური დირექტორისგან, ხოლო
იმას თუ რა სახის იქნება ეს წახალისება ამას წყვეტს კომპანიის გენერალური
დირექტორი.

სლაიდი 14,15 – გიორგი ცატავა


ვცდილობდი გამერკვია, როგორი მმართველობის სტილს იყენებდნენ საზოგადოებრივ
მაუწყებელში და აღმოჩნდა რომ სხვადასხვა იერარქიულ დონეზე სტილი სხვადასხვაა.
მაგალითად, სამეურვეო საბჭო დემოკრატიული წესით იღებს გადაწყვეტილებებს(რაზეც
საიტზე განთავსებული ინფორმაცია და ვიდეორგოლები მოწმობს), შუა და ქვედა
რგოლის მენეჯერები კი უფრო სიტუაციურ მმართველობის სტილს იყენებენ.
მაგალითად, როდესაც ქვედა და საშუალო რგოლის მენეჯერები მართავენ სხდომებს,
შეხვედრებს გეგმავენ შესასრულებელ სამუშაოს, ისინი პირდაპირ დირექტივებს
აძლევენ თანამშრომლებს ან ისმენენ მათს აზრს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად
იღებენ გადაწყვეტილებებს.
საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება რომ სუპერვაიზორები დიდ დროს უნდა
ხარჯავდნენ თანამშრომლების მართვაზე, მათს მოტივაციაზე და შესრულებული
სამუშაოს კონტროლზე, ამიტომ გადავწყვიტე მოგიყვეთ პირველი არხის
სუპერვაიზორების პასუხისმგებლობის შესახებ. მაგალითად, ჟურნალისტები ხშირად
თავიანთ იდეებს სთავაზობენ პროდიუსერს, თუ რა თემაზე შეიძლება გაკეთდეს
რეპორტაჟი, თუ ეს რეპორტაჟი მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, პროდიუსერი მიდის
მთავარ პროდიუსერთან და ათანხმებს მასთან ამ იდეას, თუ არა და თვითონვე იღებს
გადაწყვეტილებას ხშირ შემთხვევაში ჯურნალისტის სასარგებლოდ. ვფიქრობ, ეს
მშრომელს უფრო მეტად აგრძნობინებს თავს კომპანიის ნაწილად, რადგან მენეჯმენტი
პატივს ცემს მისი აზრს. პერიოდულობით იმართება შეხვედრები, სადაც მენეჯმენტი
სხვადასხვა თემებზე მომუშავე ჯურნალისტებთან ერთად განიხილავს მათ სამოქმედო
გეგმასა და შესრულებულ სამუშაოს. ჟურნალისტები ასეთი შეხვედრების დროს
feedback–ს იღებენ რჩევების, შექების და ა.შ სახით. ვთვლი, მსგავსი შეხვედრებიც
აუცილებელია, რადგან ხშირად მშრომელს სწორედ მისი შესრულებული სამუშაოს
დაფასება სჭირდება კიდევ უფრო მეტი სტიმულისთვის და სამუშაო ხარისხის
გაუმჯობესებისთვის. თუ გავიხსენებთ ჰერცბერგის ორფაქტორიან თეორიას, მეორე
ჯგუფს ჰერცბერგი უწოდებდა მოტივატორებს, ესენი არის სწორედ ის ფაქტორები,
რომლებიც ზრდის სამუშაოთი კმაყოფილებას. ჟურნალისტები, რომლებიც ფასდებიან
შესრულებული სამუშაოს გამო პროდიუსერების მხრიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნე,
უფრო მოტივირებულები არიან.

სლაიდი 16 – საბა რუხაძე


პოლიტიკური - პოლიტიკურ საფრთხეში შეგვიძლია ჩავთვალოთ ნებისმიერი
ტელევიზიისათვის მთავრობის დამოკიდებულება. ეს ყველაფერი საქართველოში უფრო
მეტად არის საგრძნობი, ამის მაგალითად კი შეგვიძლია მოვიყვანოთ 2007 წელს
ნაციონალური მოძრაობის მიერ დარბეული ტელეკომპანია იმედი.
ეკონომიკური - ეკონომიკურ ფაქტორში მთავარი საფრთხედ შეიძლება ჩაითვალოს ისევ
უცხო შოუების ლიცენზიებისა და პირდაპირი მაუწყებლობების „Stream” ების
გადასახადების გაზრდა. მაგალითად ჩვენ ვიცით რომ წლების განმავლობაში პირველი
არხი აშუქებდა ჩემპიონთა ლიგის მატჩებს და შესაბამისად არხს მაყურებელიც მეტი
ყავდა სამშაბათსა და ოთხშაბათს, მაგრამ იმის გამო რომ ამ Streaming ის გადასახადი
ძალზედ გაიზარდა, პირველმა არხმა უარი თქვა ჩემპიონთა ლიგის გაშუქებაზე, რასაც
შედეგად მოყვა უამრავი მომხმარებლის დაკარგვა.
სოციალური - სოციალურ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს არსებული ტელე
პროგრამებზე მომხმარებლის ინტერესის შემცირება, რაც გამოიწვევს მომხმარებლის
დაკარგვას. ამის მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ ისევ და ისევ ჩემპიონთა ლიგის
ტრანსლაციების არ გამოსყიდვა, შედეგად კი მრავალი მომხმარებლის დაკარგვა.
ტექნოლოგიური - ტექნოლოგიურ ფაქტორებად შეიძლება ჩავთვალოთ სერვისის
გაუმჯობესება და დანახარჯების შემცირება. ეს გულისხმობს თანამედროვე
ტექნოლოგიების ტემპის აწყობას, რაც გამოიხატება ახალი აპარატურის, დანადგარების
შეძენაში. გადაცემების ხარისხის გაწმენდაში და უკეთესი ხარისხის ჩვენებაში. თუ ამ
ყველაფერზე არ იზრუნებს ტელეკომპანია პირველი არხი შედეგი სავალალო იქნება.
ლეგალური - ლეგალური ფაქტორები ჩემი აზრით არის ერთ-ერთი ყველაზე
გასათვალისწინებელი რამ ნებისმიერი ტელევიზიისთვის. ჩვენ ვიცით რომ
ტელეკომპანია პირველი არხი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას და იგი არის
დამოუკიდებელი მოქმედი ხელისუფლებისგან. კომპანია პირველ არხს ეკისრება
ვალდებულება მთავრობისგან, რომ იყოს სავსებით ობიექტური და არ იყოს
მიკერძოებული ნებისმიერი პარტიისაგან. ასევე როდესაც ვახსენებთ ლეგალურ
ფაქტორებს გასათვალისწინებელია ის რომ თანამედროვე ცხოვრებაში უფრო და უფრო
დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც კონფიდენციალურობის საკითხს, ასევე
ძალადობრივი კანონების გაძლიერებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფილმების ან
გადაცემების დაბლოკვა თუ ისინი არ ჯდება კანონის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.
გარემოსდაცვითი - ჩემი აზრით ტელეკომპანია პირველ არხს არ გააჩნია
გარემოსდაცვასთან დაკავშირებული საფრთხეები.

სლაიდი 17,18,19,20,21,22– გიორგი ცატავა


Strengthes - ონლაინ გაკვეთილები, აპლიკაცია, რადიო, ფეხბურთის
ტრანსლაცია/სპორტთან კავშირი, ბევრი საინფორმაციო მასალა, ბევრად დახვეწილი
ვებსაიტი კონკურენტებთან შედარებით.
Weakness - სერიალები, გასართობი პროექტები.
Opportunites - შეუძლია გააკეთოს ისეთი პროექტები, რითაც შეუძლია ხალხის
ყურადღება მიიქციოს, მაგალითად რაიმე საინტერესო ან სახალისო შოუს გაკეთება,
მაგალითად როგორც იმედს ააქვთ „ექიმები“ ან მაგალითად დილის შოუ ზოდიაქოებზე,
თუ როგორი დღე ექნებათ და ა.შ. რაზეც ხალხს ინტერესს უჩენს.
Threaths - საშიშროება იქნება ის, თუნდაც რომ ერთ საფეხურზე იდგეს და მხოლოდ
იმას წარადგენდეს ხალხისთვის რაც აქვს, ანუ ვგულისხმობ ისევ რაიმე ახლის
შემოტანას, რაზეც ვილპარაკეთ უკვე, რადგან ხალხს ყოველთვის რაღაც ახალი უნდათ
და ახალი აინტერესებთ.

You might also like