Professional Documents
Culture Documents
ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები ფინალურის ტესტები პასუხებით
ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები ფინალურის ტესტები პასუხებით
160. მონეტარული პოლიტიკის რომელი მეთოდები გვეხმარება უფრო სწრაფად მივაღწიოთ მიზანს?
ა. ირიბი მეთოდებით;
ბ. ადმინისტრაციული მეთოდებით;
გ. ეკონომიკური მეთოდებით;
დ. ყველა მოყვანილი პასუხი სწორია.
161. ვინაა პასუხისმგებელი საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე?
ა. საქართველოს მთავრობა;
ბ. საქართველოს ეროვნული ბანკი;
გ. საქართველოს პარლამენტი;
დ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
162. როდის ვლინდება ასიმეტრიული ინფორმაციის ერთ-ერთი სახეობა - მცდარი არჩევანი?
ა. მცდარი არჩევანის გაკეთება შესაძებელია მხოლოდ გარიგების დადებამდე;
ბ. მცდარი არჩევანის გაკეთება შესაძებელია ტრანსაქციის განხორციელების შემდეგ;
გ. მცდარი არჩევანის გაკეთება შესაძებელია ტრანსაქციის განხორციელების დროს;
დ. ზემოთ მოყვანილი პასუხები არასწორია.
163. როგორც წესი, რამდენია მოზიდული სახსრების ხვედრითი წილი მთელ საბანკო რესურსებში?
ა. 80-90%;
ბ. 10-20%;
გ. არ არემატება 50%-ს;
დ. 50-75%.
164. როგორია საბანკო ოპერაციების ყველაზე გავრცელებული და ფუნდამენტური კლასიფიკაცია?
ა. პასიური, აქტიური და საკომისიო ოპერაციები.
ბ. მხოლოდ აქტიური და საკომისიო ოპერაციები;
გ. მხოლოდ პასიური და საკომისიო ოპერაციები;
დ. მხოლოდ პასიური და აქტიური ოპერაციები;
165. რა იყო საერთაშორისო სავალუტო სისტემის პირველი ისტორიული ფორმა?
ა. ოქროს სტანდარტი;
ბ. ბრინჯაოს სტანდარტი;
გ. რკინის სტანდარტი;
დ. ოქრო-დევაზური სტანდარტი.
166. რამდენი სახეობითაა შესაძლებელი ვალუტის კურსის კოტირება?
ა. ორი: პირდაპირი და ირიბი კოტირება;
ბ. ერთი: პირდაპირი კოტირება;
გ. სამი: პირდაპირი, არაპირდაპირი და ირიბი კოტირება;
დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია.
167. რა ეწოდება პოლის, რომელიც იძლევა თანხის გადახდის საშუალებას კლიენტის გარდაცვალებისას?
ა. სიცოცხლის დაზღვევის პოლისი;
ბ. ავადმყოფობისგან და შრომისუნარის დაკარგვისგან დაზღვევის პოლისი;
გ. ქონებრივი დაზღვევის სფეროს პოლისი;
დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია.
168. ფინანსური კომპანიების რამდენი ძირითადი ტიპია ცნობილი?
ა. სამი: სავაჭრო, სამომხმარებლო და კომერციული საფინანსო კომპანიები;
ბ. ორი: სავაჭრო და კომერციული საფინანსო კომპანიები;
გ. ოთხი: სავაჭრო, სამომხმარებლო, სადაზღვევო და კომერციული საფინანსო კომპანიები;
დ. ორი: სადაზღვევო და კომერციული საფინანსო კომპანიები;
169. ვინ არიან ცენტრალური ბანკის კლიენტები?
ა. მეწარმეები;
ბ. საკრედიტო ორგანიზაციები;
გ. ფიზიკური პირები;
დ. იურიდიული პირები.
170. როგორი შეიძლება იყოს ბანკის საკუთარი კაპიტალი?
ა. ერთპიროვნული ან საზოგადოებრივი;
ბ. ერთპიროვნული ან აქციონერული;
გ. აქციონერული ან კოპერატიული;
დ. ადგილობრივი ან უცხოური.
182. რა ეწოდება ცენტრალური ბანკის ოპერაციას, განხორციელებული გაცვლით კურსზე ზემოქმედების მიზნით?
ა. სავალუტო ინტერვენცია;
ბ. კომპენსირებადი ოპერაციები;
გ. მონეტიზაცია;
დ. მონეტარული ინტერვენციები.
183. რა ემართება ფულად ბაზასა და ფულის მიწოდებას სტერილიზებული ინტერვენციის დროს?
ა. იგი რჩება უცვლელი;
ბ. იგი იზრდება;
გ. იგი მცირდება;
დ. სწორია მხოლოდ მე-2 პასუხი.
184. რა ეწოდება თანხებს, რომლებსაც ღებულობენ სადაზღვევო კომპანიები, მათ მიერ გაწეულ მომსახურებაზე?
ა. სადაზღვევო პრემია;
ბ. სადაზღვევო პოლისი;
გ. სადაზღვევო შენატანი;
დ. სადაზღვევო ანაბარი.
185. რას ნიშნავს CSD?
ა. ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემას;
ბ. საჯარო შეთავაზების სისტემას;
გ. ფასიანი ქაღალდების დილერთა ეროვნული ასოციაციის ავტომატური კოტირების სისტემას;
დ. დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების ახალ სისტემას.
186. რა წარმოადგენს ცენტრალური ბანკის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს?
ა. საერთო კრება;
ბ. სპეციალური კანონი ან მისი წესდება;
გ. ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია;
დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი სწორია.
187. როგორ ეხმარება ფინანსურად მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებებს საქართველოს ეროვნული ბანკი?
ა. შეღავათიანი და გრძელვადიანი კრედიტებით;
ბ. ფინანსურად არ ეხმარება;
გ. ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების მეშვეობით;
დ. ღია ბაზრის ოპერაციების მეშვეობით.
188. ვის შეუძლია გამოუყოს ბოლო ინსტანციის სესხი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა?
ა. ნებისმიერ ბანკს, რომელსაც ამის სურვილი გაუჩნდა;
ბ. ბანკს, რომელსაც ლიკვიდობაში შეექმნა დროებითი ფინანსური სიძნელეები;
გ. მხოლოდ სახელმწიფო ბანკებს;
დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია.
189. შიდა სახელმწიფო ვალის ფინანსირების რამდენი მეთოდი არსებობს?
ა. ორი: ცენტრალური ბანკის კრედიტები და ფასიანი ქაღალდების გამოშვება;
ბ. სამი: ფულადი ემისია, ცენტრალური ბანკის კრედიტები და ფასიანი ქაღალდების გამოშვება;
გ. ორი: ფულადი ემისია და ფასიანი ქაღალდების გამოშვება;
დ. სამი: ფულადი ემისია, სახელმწიფო კრედიტები და ღია ბაზრის ოპერაციები.
190. რა წარმოადგენს საკრედიტო შეთანხმების ძირითად მახასიათებელს?
ა. კონტრაქტი;
ბ. გირაო;
გ. საბანკო ანგარიში;
დ. სავალუტო კურსი.
191. რას იწვევს კორპორაციის საკუთარი კაპიტალის შემცირება საფონდო ბირჟაზე ფასების ცვლილების გამო?
ა. ზრდის სურვილს გაასესხოს ფულადი რესურსები;
ბ. ამცირებს შესაძლებლობას ისესხოს ფულადი რესურსები;
გ. ასუსტებს სურვილს გაასესხოს ფულადი რესურსები;
დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია.
192. რა პერიოდს მოიცავს ნ. კონდრატიევის თეორიის თანახმად, ე.წ. „სამრეწველო ციკლი“?
ა. 5 წლიან პერიოდს;
ბ. 25- 50 წლიან პერიოდს;
გ. 8-11 წლიან პერიოდს;
დ. 100 -150 წლიან პერიოდს.
223. მსოფლიო საბანკო პრაქტიკის მიხედვით როგორ აჯგუფებენ კომერციული ბანკების მოზიდულ რესურსებს?
ა. სავალუტო და არასავალუტო სახსრები;
ბ. საკუთარი და არასაკუთარი სახსრები;
გ. დეპოზიტები და არადეპოზიტური სახსრები;
დ. ადგილობრივი და არაადგილობრივი ახსრები.
224. რა ეწოდება კომერციული ბანკის ოპერაციებს, რომლის შედეგად სახსრების განთავსება ხდება მოგების მიღების
მიზნით?
ა. პასიური ოპერაციები;
ბ. ურისკო ოპერაციები;
გ. აქტიური ოპერაციები;
დ. საშუამავლო ოპერაციები.
225. რითი ხასიათდება ფინანსური კრიზისი?
ა. ფინანსური აქტივების ფასების ზრდის შეჩერებით;
ბ. მრავალი კომპანიის პასივების ფასების ვარდნით;
გ. მრავალი კომპანიის გაკოტრებით;
დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია.
226. რისგან შედგება საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო ჩარჩო?
ა. რეფინანსირების სესხები და ერთდღიანი სესხები;
ბ. სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონები და ერთდღიანი დეპოზიტები;
გ. სახაზინო ობლიგაციების აუქციონები და მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები;
დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი სწორია.
227. რომელი ბაზრის ინსტრუმენტს მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის სახაზინო ობლიგაცია?
ა. ფულადი ბაზრის;
ბ. პირველადი ბაზრის;
გ. მეორადი ბაზრის.
დ. კაპიტალის ბაზრის;
228. რას ეფუძნება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი?
ა. გაცვლითი კურსის სტაბილურობას;
ბ. სავალუტო რეგულირებას;
გ. დეცენტრალიზაციას;
დ. ინფლაციის თარგეთირებას;
229. რომელი არხებით ხდება საქართველოში საპროცენტო განაკვეთების გადაცემა ეკონომიკაზე?
ა. საკრედიტო არხით;
ბ. გაცვლითი კურსის არხით;
გ. საპროცენტო განაკვეთების არხით;
დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი სწორია.
230. რომელი აქტივი ითვლება უფრო ლიკვიდურ აქტივად?
ა. ოქრო;
ბ. სახაზინო ობლიგაციები;
გ. მოთხოვნამდე ანაბარი;
დ. ფული.
231. როდისაა კუპონური ობლიგაციის დაფარვის შემოსავლიანობა მაღალი თავის განაკვეთზე?
ა. თუ ობლიგაციის საბაზრო ფასი მისი ნომინალურ ღირებულებაზე დაბალია;
ბ. თუ ობლიგაციის საბაზრო ფასი მისი ნომინალურ ღირებულებაზე მაღალია;
გ. თუ ობლიგაციის საბაზრო ფასი უდრის მის ნომინალურ ღირებულებას;
დ. თუ ობლიგაციის საბაზრო ფასი უდრის მისი რეალურ ღირებულებას.
232. რა დამოკიდებულება არსებობს მიმდინარე შემოსავლიანობასა და ობლიგაციის ფასს შორის?
ა. უკუპროპორციული;
ბ. პირდაპირპროპორციული;
გ. შეფარდებითი;
დ. არავითარი კავშირი არ არსებობს.
233. რომელ საპროცენტო განაკვეთს უწოდებენ რეალურ საპროცენტო განაკვეთს?
ა. რომელიც ითვალისწინებს ინფლაციას;
ბ. რომელიც არ ითვალისწინებს ინფლაციას;
გ. რომელიც ითვალისწინებს დაფარვის შემოსავლიანობას;
დ. რომელიც ითვალისწინებს ფულის მასის მოცულობას.
234. რას წარმოადგენს ნებისმიერი ქვეყნისა და დანარჩენი მსოფლიოს რეზიდენტებს შორის დადებული ყველა
ეკონომიკურ გარიგებათა სისტემატური ჩანაწერები დროის გარკვეული პერიოდისათვის?
ა. სავაჭრო ბალანსს;
ბ. საგადასახდელო ბალანსს;
გ. ფისკალურ ბალანსს;
დ. მონეტარულ ბალანსს.
235. რა ქმედება უნდა განახორციელოს ცენტრალურმა ბანკმა თუ მას სურს ეროვნული ვალუტის ღირებულების
შემცირება?
ა. უნდა მოხდეს ეროვნული ვალუტის ყიდვა და სანაცვლოდ გაყიდოს თავისი უცხოური აქტივები;
ბ. უნდა გაყიდოს ეროვნული ვალუტა და იყიდოს უცხოური აქტივები;
გ. უნდა გაყიდოს თავისი მონეტარული ოქროს მარაგის ნაწილი;
დ. ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია.
236. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი-ქვეყნებიდან რამდენში მოქმედებს თავისუფლად მცურავი სავალუტო
კურსი?
ა. ყველა ქვეყანაში;
ბ. 20-30 ქვეყანაში;
გ. 175-185 ქვეყანაში;
დ. მხოლოდ ორ ქვეყანაში.
237. რა ემართება ობლიგაციის რეალურ სარგებელს თუ მასში ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებს ფასს იხდიან?
ა. მცირდება;
ბ. რჩება უცვლელი;
გ. იზრდება;
დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია.
238. რა დამოკიდებულება არსებობს საკუთარ და მოზიდულ კაპიტალს შორის?
ა. უკუპროპორციული;
ბ. არანაირი დამოკიდებულება არ არსებობს;
გ. პირდაპირ პროპორციული;
დ. ყველა პასუხი მცდარია.
239. როგორ შეიძლება დავყოთ დეპოზიტები დაბრუნების ვადის მიხედვით?
ა. ვადიანი და უვადო;
ბ. სავალუტო და არასავალუტო;
გ. ვადიან და მოთხოვნამდე;
დ. მიმდინარე და სავალუტო.
240. რა ეწოდება იმ საბანკო ოპერაციებს, რომელთა შედეგად მიმოქცევაში არსებული სახსრების მოზიდვა ხდება ბანკში?
ა. აქტიური ოპერაციები;
ბ. საკომისიო ოპერაციები;
გ. პასიური ოპერაციები;
დ. საშუამავლო ოპერაციები.
241. რამდენ მთავარ ელემენტადაა შესაძლებელი საბანკო მენეჯმენტის დაყოფა?
ა. სამ: სტრატეგიული მენეჯმენტი, სტრატეგიული დაგეგმვა, ბიუჯეტირება;
ბ. ორ: სტრატეგიული მენეჯმენტი და პერსონალის მართვა;
გ. სამ: სტრატეგიული მენეჯმენტი, პერსონალის მართვა, ფინანსური მენეჯმენტი;
დ. ორ: პერსონალის მართვა და ფინანსური მენეჯმენტი.
242. რომელ წელს იქნა შემოღებული საქართველოში სრულფასოვანი ეროვნული ვალუტა?
ა. 1996 წელს;
ბ. 1993 წელს;
გ. 2008 წელს;
დ. ყველა მოყვანილი პასუხი მცდარია.
243. როდის წარმოიშობა არაკეთილსინდისიერი ქცევის საშიშროება?
ა. არ წარმოიშობა;
ბ. წარმოიშობა გარიგების დადების დროს;
გ. ტრანსაქციის განხორციელებამდე;
დ. ზემოთ მოყვანილი პასუხები არასწორია.