You are on page 1of 3

ზეპირი პრეზენტაცია

სასურველი წიგნის წარმოჩენა


წარმოგიდგენთ პრეზენტაციას ჟიულ ვერნის „საიდუმლო
კუნძულის შესახებ.

საიდუმლო კუნძული არის სათავგადასავლო რომანი,


რომელის დასაწყისშიც მოქმედება XIX-საუკუნის 60-იანი
წლების ამერიკაში მიმდინარეობს.

ყველაფერი იმ დორს იწყება, როცა ამერიკელი ინჟინერი


პროფესორი სმიტი, თავის 3 მეგობართან ერთად
კონფედერანტებს ჩაუვარდებათ ხელში და მათ რიჩმონდში,
იმდროინდელი ამერიკის დედაქალაქში დაატყვევებენ.

თავისუფლების დაკარგვას ვერ შეგუებულნი გაქცევას


გადაწყვეტენ და ამას მოახერხებენ კიდეც. ერთ საღამოს ისინი
ციხის დირიჟაბლს გაიტაცებენ და აიჭრებიან ჰაერში.
რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ დირიჟაბლს ქარი მოერევა
და მათ უკაცრიელ კუნძულზე დაანარცხებს.

ახლა ისინი უდიდესი პრობლემის წინაშე დგანან,


ცივილიზაციას მოწყვეტილნი, გზაარეულნი, უსაკვებოდ,
უწყლოდ და თავშესაფრის გარეშე დარჩენილები უნდა
გადარჩნენ ამ უკაცრიელ კუნძულზე, სადაც დანდობა არაა.
შეძლებენ ისინი, რომ გადარჩნენ ამ უკაცრიელ კუნძულზე?
რა საიდუმლოებებს მალავს კუნძული? ამ ყველაფერზე პასუხს
მისი წაკითხვის შემდეგ შიტყობთ.

საიდუმლო კუნძული გვასწავლის ჩვენს ცხოვრებაში ბევრ


რამეს, მაგალითად: თუ როგორ გადავრჩეთ უკაცრიელ
გარემოში, როგორ შევქმნათ და ვიპოვოთ თავშესაფარი, როგორ
ვინადიროთ, როგორ ვიმოქმედოთ შეთანხმებულათ თუ
დამოუკიდებლად, როგორ მოვეპყროთ მეგობრებს რთულ
დროსა თუ სიტუაციაში.

პირადი შეხედულება
მე ამ წიგნმა ნამდვილად მასწავლა რამდენიმე რამ ზემოთ
ჩამოთვლილთაგან. ამ წიგნის წაკითხვის პროცესის დროს მე
ყურადღებით ვუსმენდი მის თითოეულ წინადადებას,
თითოეულ სიტყვას, რადგან იგი ძალიან საინტერესო იყო.
ნამდვილად გასაოცარია ჟიულ ვერნის ეს ნაწარმოები, რადგან
მას ისე აქვს შექმნილი იგი, რომ ამ წიგნს შეუძლია ნებისმიერი
მკითხველი ჩაითრიოს მასში, რასაც იწვევს ის რომ ყველას
წარმოუდგება თვალწინ ის სივრცე, რომელშიც პერსონაჟები
მოქმედენ/გადარჩენას ცდილობენ. კუნძულის გარემო ძალიან
დაწვრილებითაა აღწერილი ამიტომ ადცილი წარმოსადგენი
ხდება.

„საიდუმლო კუნძულში“ მონაწილე ყველა პერსონაჟი


ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ მე ჩემს საყვარელს
გამოვარჩევდი, ეს კი არის პროფესორი სმიტი, რადგან მას
გააჩნია ლიდერის ყველა თვისება. ის: ერთგულია,
თავდადებული, ჭკვიანი, შეუძლია მიიღოს სწორი
გადაწყვეტილებები და გაუძღვეს საკუთარ გუნდს, სწორედ
ამიტომ მომეწონა მე მისი პერსონაჟი.

წიგნთან დაკავშირებით შექმნილია ფილმებიც, იგი 300-ზე


მეტი გვერდისგან შედგება, ხოლო ამ რომანის ავტორი ჟიულ
ვერნი გახლავთ.

მერწმუნებთ არ ინანებთ მის წაკითხვას.

You might also like