You are on page 1of 7

- დანტეს უნდა ვუთხრათ - განაცხადა მერლინმა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა.

ფარდები სულ ჩამოეფარებინათ, ოთახში ძლიერ ბნელოდა და მხოლოდ ძველისძველი


ხის ფანჯრის კუთხიდან შემოსული სინათლის ხარჯზე ხედავდნენ ერთმანეთს ოთახში
მყოფნი.
- გაგიჟდება - ტომასმა თმაში შეიცურა თითები და ძირს დაჯდა
. - სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ვუთხრათ თორემ ჩვენით დაკარგულ დემიენს ვერანაირად
ვერ ვიპოვით - ევამ ტირილით აღმოთქვა და ძმას გადაეხვია, რომელიც მზრუნველად
უსვამდა ზურგზე ხელს.
- ხანდახან მგონია დანტეს გარეშე გამოსაცდელი დეგრადირებული ვირთხები ვართ -
მზერა გაეყინა მერლინს და დაეჭვებით თქვა
- თითქოს კოლბებში მოგვათავსეს არა? - ამოხედა ტომასმა - მეც მიგრძვნია მერლინ,
მარტო არ ხარ - სევდიანად ჩაიცინა და ქვემოთ დახარა აცრემლებული თვალები.
- არ ვიცი თქვენ შეამჩნიეთ თუ არა მაგრამ დანტეს დემიენი მართლა უყვარს -
გაბზარული ხმით თქვა ევამ და ორივეს დააკვირდა. მერლინი ადგილზე გაიყინა,
თითქოს ცივი წყალი შეასხესო, აქამდეც ფიქრობდა რომ დემიენისთვის დანტე ძალიან
ბევრს ნიშნავდა, თუმცა არ შეეძლო ეფიქრა რომ ისიც იმავეთი უპასუხებდა. ტომასმა კი
უბრალოდ ჩაიღიმა
- სულელი უნდა იყო მაგას რომ ვერ ამჩნევდე - სიტყვა დამთავრებული არც ჰქონდა
კარებზე სამჯერ დაკაკუნების ხმა რომ გაისმა. სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა, ზოგის
სახეზე შიში, ზოგისაზე კი გაურკვევლობა იკითხებოდა. მათ ზუსტად იცოდნენ რომ ამ
ცუდად შეღებილი კარების უკან დანტე იდგა, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდათ დემიენის
გატაცების ამბავი მისთვის როგორ ეთქვათ.
- გააღებს ვინმე? - მშვიდად ამოიგმიდა დანტემ. მერლინმაც თვალით ანიშნა ევას რომ
უაზრობა იქნებოდა მსგავს სიტუაციაში დამალვა, მაშინვე წამოდგა ტომასიც და საკეტი
გადაატრიალა.
- რა ხდება? - არც კი დასჭირვებია ბევრი ფიქრი ჰაკერს იმის მისახვედრად რომ
ყველაფერი რიგზე არ იყო. ქურთუკი გაიხადა და იქვე სამფეხა სკამზე გადაფინა. შემდეგ
მშვიდი სახით დადგა სევდიანი ტრიოს წინ და დემიენს რომ ვერ მოჰკრა თვალი გულში
რაღაცამ მწარედ გასერა - რა სჭირს დემიენს? სად არის? - შეეცადა ხმა არ აკანკალებოდა,
თუმცა სისუსტე მაინც გაეპარა ტონში
- ის… ის…- მერლინი ცდილობდა რამე ეთქვა თუმცა არ გამოსდიოდა, თითქოს
სიტყვები არ ემორჩილებოდნენ მის ნებას
- ის გაიტაცეს დანტე - ამოღერღა ბოლოს ტომასმა - იმ ნაბიჭვარმა მამაშენმა თავში
რაღაც ჩაარტყა, შემთხვევით მოხდა ყველაფერი გეფიცები ვერც კი მოვედით აზრზე -
დანტეს თითქოს რაღაც ესროლესო, შექანდა, უკან დაიხია და როცა მიხვდა რომ თავს
კარგავდა ზურგი შეაქცია მათ. ყბაზე მოისო ხელები შემდეგ უსიტყვოდ აიღო ქურთუკი
და გარეთ გავიდა
- სად მიდიხარ? - გაეკიდა ტომასი - ჰეი, მოიცადე - მხარზე ჩაებღაუჭა - დამშვიდდი
გთხოვ- შეევედრა იგი
- გამიშვი ტომას, ვიცი რასაც ვაკეთებ - მშვიდად უთხრა, თმები აუჩეჩა და შეეცადა
გაეღიმა თუმცა საეჭვოა ეს გამოუვიდა თუ არა. მამამისი ზედმეტად ნაძირალაა,
აუცილებლად ავნებს მასს ვინც დანტეს უყვარს, სწორედ ამიტომ წაიყვანა დემიენი. ახლა
კი ერთადერთი შანსი მასთან მისვლა და საკუთარი თავის შეთავაზებაა დემიენის
სანაცვლოდ. მამამისმა იცის რომ ის აუცილებლად მივა და მის იმედებს გაამართლებს
კიდეც. სხვა გადარჩენის შანსი არ არის…
- გთხოვ თავს გაუფრთხილდი - დანტემ მხოლოდ თავი დაუქნია, შეტრიალდა და ჩქარი
ნაბიჯებით გაუყვა ტროტუარს.

You sent
- გამიშვი - არ ცხრებოდა ტომასი - გამიშვი-მეთქი! თავ-პირს დავულეწავ!..- ღრიალებდა
და დემიენის მარწუხებად შემოხვეულ მკლავებში წრიალებდა
- გაჩერდი და დამშვიდდი ბოლოსდაბოლოს! - თვალები აატრიალა დანტემ და შუბლზე
შემოიწყო თითები
- შენ და შენი ჭკვიანი თავის დედაც! - აღრიალდა ტომასი - ტიპმა ცოლობა მთხოვა ხო არ
ღადაობთ ხალხო - არ წყვეტთა დემიენის ხელებისგან დახსნის მცდელობას
- დაწყნარდება ეს ოდესმე? - ამოიოხრა ევამ და მხიარულად გადახედა თავის ძმას.
- თქვენ ნორმალურები ხართ საერთოდ? ეს რა მაკადრა მაგ ბრიყვმა - ისევ აგრძელებდა
წრიალს დემიემის მკლავებში
- კარგი კაცო, მართლა მუტანტი კიარ ვარ, მეტკინა ხელები - აყვირდა მაღალი - დანტე
ხოარ დავაძინოთ ეს წამლით? ან საძილე არტერიაში ჩავარტყამ და საქმეც მოგვარებული
იქნება - დანტემ მხიარულად გადახედა ბოქსიორს
- ტომას თუ არ დაწყნარდები იცოდე… - საშიში ხმა ჰქონდა უკვე ჰაკერს
- კარგი ხო კარგი - ამოიგმიდა ტომასმა, თითქმის ორი თავით იყო დანტეზე მაღალი და
მასზე ბევრად მამაკაცური აღნაგობაც ჰქონდა, ტომასი დაიფიცებდა რომ მასზე ბევრად
ძლიერი იყო, თუმცა ამ პატარა, სუსტი არსების ერთ სიტყვასაც კი შეეძლო მისი
დამონება. ეს დანტეს ნიჭია, მისი გონება, ტვინი და ხმა, რომელიც სულში ჩგიძვრება და
გონებას აგიწიოკებს - იმას კი მაინც დედას ვუტირებ მაგრამ თქვენ რაღას გერჩით-
ჩაიფრუტუნა ქერამ
- ეგრე რომ კრავ ყველას ხელს იმიტომ ხარ მარტო და ეული - დამცინავად თქვა
კუთხეში მჯდომმა მერლინმა, რომელსაც მთელი საღამოა ხმა არ ამოეღო. გოგონას
სიჩუმე თითქოს ანაღვლიანებდა კიდეც დანარჩენებს და აწ უკვე ალაპარაკებულს რომ
მოჰკრეს თვალი გულზე შვება იგრძვნეს
- სერიოზულად? - ღიმილით წაიწია ტომასმა - შენსავით ბნელი ლოდი მაინც არ ვარ -
ენა გამოუყო ქერამ - თან ხომ ხედავ მე ვინმეს მაინც მოვწონვარ
- ოხ ტომას, როგორ გაგიმეტო მოსაკლავად ჰა? - ფეხზე წამოდგა მერლინი, შავი ჯინსი
ოდნავ დასვროდა მტვრისგან, უმალ გაიფერთხა, სახეს ლამაზი ღიმილი უმშვენებდა
თვალები კი ბედნიერებისგან უელავდა - ახლა რომ დაგიჭერ შე პატარა ჭინკავ მერე
ნახე ვინ არის ლოდი - გამომწვევად ამოილაპარაკა და გაეკიდა ვაჟს. წყვილი
ოთახიდან ოთახში დახტოდა, ისინი ერთმანეთს ათას მწარე სიტყვას ესროდნენ და
გარშემო მყოფებსაც ამხიარულებდნენ, თუმცა დანტეს გონებაში მერლინის უეცარი
ხასიათის ცვლილება ვერა და ვერ პოულობდა ლოგიკურ ახსნას.

ou sent
- შემეშვი - ხელი გასწია მისგან
- არა მომისმინე, გევედრები მომისმინე - თვალაცრემლებული დაჰყურებდა დემიენი
- რა მოგისმინო? რა უნდა მითხრა დემიენ? - ხმას აუწია დანტემ და მისი მკლავებისგან
დახსნას შეეცადა
- მან ეს მოულოდნელად გააკეთა, გეფიცები არაფერს ვგრძნობ მერლინის მიმართ,
დასავით ვუყურებ დანტე - აყვირდა დემიენი და როდესაც იგრძნო თუ როგორ შეხტა
ხელებში მოქცეული ბიჭი იგი უმალ ჩაიხუტა.
- ჯანდაბა, ნაბიჭვარო - თავი დაიხსნა ბოქსიორის მარწუხებისგან და სახეზე ხელები
შემოიჭდო დაბალმა
- დანტე - ნაზი იყო დემიენის ხმა - პატარავ შემომხედე გთხოვ - სახიდან ხელები
ჩამოაღებინა და სათითაოდ დაუკოცნა ორივე - თვალებში ჩმხედე და სიმართლეს თავად
ნახავ - არ უშვებდა ხელებს ჰაკერს, რომელმაც საბოლოოდ ასწია თავი და თვალი
გაუსწორა საყვარელ მამაკაცს
- მიყვარხარ - დაბალი ხმით უთხრა დემიენმა - ყველასა და ყველაფერზე მეტად
მიყვარხარ დანტე, გესმის? - არ წყვეტდა თვალებით კონტაქტს იგი - მე არ მიღალატია,
ჩემთის სხვა არ არსებობს - ნელა და მკაფიოდ წარმოთქვამდა რათა ანერვიულებული
ბიჭის გონებამდე ინფორმაცია ზუსტად მიეტანა - ხომ გჯერა ჩემი? ოდესმე
მომიტყუებიხარ? - დანტემ თვი გააქნია და უმალ ჩეხუტა მაღლს
. - დემიენ, მე… მე მინდა რომ მჯეროდეს მაგრამ არ შემიძლია - ამოიტირა ბოქსიორზე
მიხუტებულმა ბიჭმა და ღრმად ჩარგო თავი მის კისერში - მეც მიყვარხარ- ჰაკერმა თავი
წამოსწია რომ თვალებში ჩაეხედა დემიენისთვის - მეც სიგიჟემდე მიყვარხარ- ბიჭს
ცრემლები კიდევ უფრო მოეძალა და კვლავ ჩაეხუტა მაღალს
- ჩემო ცხოვრებავ - ამოიგმიდა დემიენმა და კარგად მოხვია ბიჭს ხელები

You sent
- დანტეს უნდა ვუთხრათ - განაცხადა მერლინმა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა.
ფარდები სულ ჩამოეფარებინათ, ოთახში ძლიერ ბნელოდა და მხოლოდ ფანჯრის
კუთხიდან შემოსული სინათლის ხარჯზე ხედავდნენ ერთმანეთს ოთახში მყოფნი. -
გაგიჟდება - ტომასმა თმაში შეიცურა თითები და ძირს დაჯდა. - სხვა გზა არ გვაქვს,
უნდა ვუთხრათ თორემ ჩვენით დაკარგულ დემიენს ვერანაირად ვერ ვიპოვით - ევამ
ტირილით აღმოთქვა და ძმას გადაეხვია, რომელიც მზრუნველად უსვამდა ზურგზე
ხელს. - ხანდახან მგონია დანტეს გარეშე გამოსაცდელი დეგრადირებული ვირთხები
ვართ - მზერა გაეყინა მერლინს და დაეჭვებით თქვა - თითქოს კოლბებში მოგვათავსეს
არა? - ამოხედა ტომასმა - მეც მიგრძვნია მერლინ, მარტო არ ხარ - სევდიანად ჩაიცინა და
ქვემოთ დახარა აცრემლებული თვალები. - არ ვიცი თქვენ შეამჩნიეთ თუ არა მაგრამ
დამტეს დემიენი მართლა უყვარს - გაბზარული ხმით თქვა ევამ და ორივეს დააკვირდა.
მერლინი ადგილზე გაიყინა, თითქოს ცივი წყალი შეასხესო, აქამდეც ფიქრობდა რომ
დემიენისთვის დანტე ძალიან ბევრს ნიშნავდა, თუმცა არ შეეძლო ეფიქრა რომ ისიც
იმავეთი უპასუხებდა. ტომასმა კი უბრალოდ ჩაიღიმა - სულელი უნდა იყო მაგას რომ
ვერ ამჩნევდე - სიტყვა დამთავრებული არც ჰქონდა კარებზე სამჯერ დაკაკუნების ხმა
რომ გაისმა. სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა, ზოგის სახეზე შიში, ზოგისაზე კი
გაურკვევლობა იკითხებოდა. მათ ზუსტად იცოდნენ რომ ამ ცუდად შეღებილი კარების
უკან დანტე იდგა, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდათ დემიენის გატაცების ამბავი მისთვის
როგორ ეთქვათ. - გააღებს ვინმე? - მშვიდად ამოიგმიდა დანტემ და მერლინმა საკეტი
გადაატრიალა. - რა ხდება? - არც კი დასჭირვებია ბევრი ფიქრი ჰაკერს იმის მისახვედრად
რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. ქურთუკი გაიხადა და იქვე ცალფეხა სავარძელზე
გადაფინა. შემდეგ მშვიდი სახით დადგა სევდიანი ტრიოს წინ და დემიენს რომ ვერ
მოჰკრა თვალი გულში რაღაცამ მწარედ გასერა - რა სჭირს დემიენს? სად არის? - შეეცადა
ხმა არ აკანკალებოდა, თუმცა სისუსტე მაინც გაეპარა ტონში - ის… ის…- მერლინი
ცდილობდა რამე ეთქვა თუმცა არ გამოსდიოდა, თითქოს სიტყვები არ ემორჩილებოდნენ
მის ნებას - ის გაიტაცეს დანტე - ამოიღო ხმა ტომასმა - იმ ნაბიჭვარმა მამაშენმა თავში
რაღაც ჩაარტყა, შემთვევით მოხდა ყველაფერი გეფიცები ვერც კი მოვედით აზრზე -
დანტეს თითქოს რაღაც ესროლესო, შექანდა, უკან დაიხია ერთი ნაბიჯით და როცა
მიხვდა რომ თავს კარგავდა ზურგი შეაქცია მათ. ყბაზე მოისო ხელები შემდეგ უსიტყვოდ
აიღო ქურთუკი და გარეთ გავიდა - სად მიდიხარ? - გაეკიდა ტომასი - ჰეი, მოიცადე -
მხარზე ჩაებღაუჭა - დამშვიდდი გთხოვ- შეევედრა იგი - გამიშვი ტომას, ვიცი რასაც
ვაკეთებ - მშვიდად უთხრა, თმები აუჩეჩა და შეეცადა გაეღიმა თუმცა საეჭვოა ეს
გამოუვიდა თუ არა. მამამისი ზედმეტად ნაძირალაა, აუცილებლად ავნებს მასს ვინც
დანტეს უყვარს, სწორედ ამიტომ წაიყვანა დემიენი. ახლა კი ერთადერთი შანსი მასთან
მისვლა და საკუთარი თავის შეთავაზებაა დემიენის სანაცვლოდ. მამამისმა იცის რომ ის
აუცილებლად მივა და მის იმედებს გაამართლებს კიდეც. სხვა გადარჩენის შანსი არ
არის… - გთხოვ თავს გაუფრთხილდი - დანტემ მხოლოდ თავი დაუქნია, შეტრიალდა და
ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა ტროტუარს.
Enter
You sent
- ფუ ამის! - თავზე შემოიჭდო ხელები დემიენმა - ჩვენი საქმე წასულია, ის აუცილებლად
დაინახავდა შენს სახეს ევა! - პირპადე რანაირად ჩამოგივარდა? - მიუბრუნდა კუთხეში
აბუზულ გოგონას მერლინი - არ ვიცი, დავიხარე და ვერ მოვასწარი დაჭერა - თავს
იმართლებდა ევა - დანტე ნამდვილად მოგკლავს - გამოუტანა განაჩენი ძმამ.
შემოსასვლელი კარების დიდი სიმძიმით მოჯახუნების ხმა გაისმა და ამით გამოწვეული
შიშის გამოხტვაც ვერ მოასწრეს ოთახში მყოფებმა დანტე რომ შემოვარდა ღრიალით -
სიკვდილი გინდათ? სულ გარეკეთ? თქვენი აგჰჰჰ - ხელები მოისვა ნერვიულად
აწითლებულ სახეზე და წინ და უკან სიარულს მოჰყვა. ყველა გაშეშებული უცქერდა მას,
ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ჰაკერი ემოციას გამოხატავდა. მერლინმა წამით შენიშნა
რომ დემიენის თვალებში რაღაც აციმციმდა თუმცა უმალ უგულვებელყო ეს ფიქრები და
გაბრაზებულ დანტეს მიუბრუნდა - ვერაფერს შეძლებ? - ნორმალური ხარ? ეგ ბებერი
ნაბიჭვარი კომპიუტერი კი არ არის მეხსიერება რომ წავუშალო - აყვირდა ისევ - დანტე
გთხოვ დამშვიდდი, აუცილებლად მოვახერხებთ რამეს - მხარზე დაადო ხელი დემიენმა.
ცდილობდა ბიჭთან თვალით კონტაქტი დაემყარებინა თუმცა მისდა გასაკვირად დანტემ
არც კი შეხედა მას - თუ ღმერთი არსებობს ყველაზე დიდი ცინიკოსია ამ ქვეყნად
მაინცდამაინც ახლა, ისეთ დროს როცა პოლიცია გვეძებს ევას სახე გაქცეულმა
მსხვერპლმა დაინახა და თან იცით რატომ? იმიტომ რომ გოგონას თურმე სიკეთის ჩადენა
სურდა და იმ ბებერ ძაღლს დაეხმარა საჭმლის ჭამაში - ნელნელა უახლოვდებოდა
ნაბიჯნაბიჯ ყავისფერთმიანი ევას, რომელიც დამფრთხალი აცეცებდა თვალებს და
თითქოს გარშემომყოფებისგან შველას ითხოვდა. ,,როგორ შეუძლია ასეთ სუსტ არსებას
იმხელა ენერგია ჰქონდეს, რომ ერთი გამოხედვითაც კი დაიმონოს ყველა?!’’ - ფიქრობდა
მერლინი და გაოცებას ვერ წყვეტდა. - ახლა კარგად მომისმინე - მკლავში ჩაავლო ხელი
დანტემ აწ უკვე კუთხეში მომწყვდეულ გოგონას - თუ შენი დაუფიქრებელი საქციელის
გამო პოლიცია მოგვაგნებს იცოდე იმ წამსვე გამოგჭრი ყელს - თავისუფალი ხელით
იმიტაცია გააკეთა. ევას უხეშად გაუშვა ხელი და კარებისკენ გაემართა - დაიძინეთ, ხვალ
დიდი რამ გველის - თქვა ოთახიდან გასვლამდე და კარი იმავე სიმძლავრით გაიხურა.
Enter
You sent
- გინდა მითხრა რომ სიყვარული არსებობს? არა დეიმონ, არავითარ შემთხვევაში. -
ირონიანარევი ღიმილით გაიქნია თავი ბიჭმა - გთხოვ, დანტე, ნუთუ არ შეგიძლია
უბრალოდ ირწმუნო ჩემი- თვალებიდან ობოლი ცრემლი გადმოვარდა მაღალს - რომ
გყვარებოდი - მწარედ ჩაეღიმა - მართლა რომ გყვარებოდი… - ნუ მაგიჟებ, ნუ მაგიჟებ-
მეთქი- აყვირდა შავთმიანი- მეტი რა ვქნა, მითხარი მეტი რით დაგანახო?!- ექოდ ისმოდა
უკვე ოთახში მისი ხმა - ნუ … ნ..ნუ ყვირი- უნებურად გაუტყდა ხმა, თავზე ხელები
შემოიწყო და ნელ-ნელა ჩაიჩოქა ძირს- ნუ ყვირი- აგონიაში მყოფი იმეორებდა ჰაკერი -
დანტე- დაპანიკდა დეიმონი - დანტე გთხოვ შემომხედე- ჩაიჩოქა რათა მხრებზე
შეხებოდა თუმცა დანტე მაშინვე გაცურდა კედლისკენ - არა, არ შემეხო, ნუ მეხები-
ღრიალებდა ბიჭი. ამ სცენის შემხედვარე დემიენი რეტდასხმული იდგა ოთახში, თავში
გაბნეული ფიქრებით, არც კი იცოდა თუ რა ეღონა. ის ხომ ჰაკერს ასეთ მდგომარეობაში
პირველად ხედავდა. ვერც იმას ხვდებოდა გახარებოდა თუ არა ის ფაქტი რომ დანტე
გრძნობებს პირველად გამოხატავდა. - შემეშვი მამა! არ შემეხო გთხოვ, გემუდარები
შეწყვიტე - აღმოხდა ყავისფერთმიანს. დემიენი ადგელზე გაიყინა, პირველად, ამდენი
ხნის განმავლობაში პირველად ახსენსა დანტემ თავისი ოჯახი და ისიც ისეთ
კონტექსტში, რომ ტვინში სისხლი ჩაექცა მაღალს. უმალვე მივიდა, ცალ მუხლზე ჩაიჩოქა
და ნიკაპი ააწევინა დანტეს - მე აქ ვარ, ნუ გეშინია - თავზე კოცნიდა და ეჩურჩულებოდა
ბიჭს - გპირდები სანამ პირში სული მიდგას, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ და
შენს დასაცავად ყველაფერს დავთმობ დანტე!- ნაზად გადაუწია შუბლიდან თმა ბიჭს
რომელიც ცრემლიან თვალებს აცეცებდა და იქვე დაუტოვა კოცნა, რომლითაც თითქოს
ყველა ტკივილის ამოტუმბვა სურდა მისგან. - ძალიან მიყვარხარ!
Enter
You sent
- შენ ეს იცოდი, შე ნაბიჭვარო - მივარდა ტომასი დანტეს, საყელოში ჩაავლო ხელი და
კედელზე მიანარცხა- შენს გენიოსურ გეგმებში ჩემი დის სიკვდილიც შედიოდა ხომ ასეა -
ხმაურზე ოთახში შემოცვივდნენ დანარჩენებიც - საკმარისია ტომას - მერლინი მივარდა
მასთან და მკლავში ჩაავლო ხელი, შეეცადა დაეხსნა ჰაკერი გამხეცებული ქერასგან - არა
მერლინ, მან იცოდა რაც მოხდებოდა, მან ზუსტად გათვალა თავიდანვე ყველა ნაბიჯი -
ხელი უხეშად გაითავისუფლა გოგონასგან - ნახე, არა ნახეთ როგორ მიყურებს თავისი
ნაგავი თვალრბით - ირონიულად გადახედა დემიენსა და მერლინს - მძულხარ დანტე,
მეზიზღება თუნდაც იმის მცდელობა რომ მაგ გაცრეცილ გულში გრძნობა ჩაგიდო -
საჩვენებელი თითი მიარტყა მკერდთან - გულს მირევ - დამანჭულმა თქვა და სახეში
შეაფურთხა. - როგორ ფიქრობ რა ჯანდაბას აკეთებ?! - მივარდა მას დემიენი და ერთი
ხელის მოსმით ოთახის მეორე მხარეს მოისროლა - საიდან უნდა სცოდნოდა რომ ევას
დაჭრიდნენ - ყვიროდა უკვე ის, რაზეც დანტე შეხტა, დემიენი კი მიხვდა და დაბალი
ტონალობით განაგრძო - საღ აზრზე მოეგე თორემ ამის გაკეთება ძალით მომიწევს -
ამრეზით ახედა ბიჭს. - დიახ - ყველამ გაკვირვებით ახედა ყავისფერთმიანს - ვიცოდი და
ყველაფერი დაგეგმილი მქონდა- თქვა მან სრულიად უემოციო სახით და გაოგნებულ,
იმედგაცრუებულ დემიენს თვალი აარიდა - ნუთუ ამდენად სულელები ხართ, რომ ვერ
მიხვდით ეს ოპერაცია მსხვერპლის გარეშე რომ ვერ დასრულდებოდა?! - მთელი თავისი
სარკაზმი ჩააქსოვა ამ სიტყვებში დანტემ - სტყუი, ეს შენ არ ხარ, შენ ასეთი არ ხარ-
აკანკალდა დემიენი - შეწყვიტე დანტე, გთხოვ ნუ აჩვენებ მონსტრად საკუთარ თავს -
ყავისფერთმიანის სახე ხელებში მოიქცია და ცერა თითით ეფერებოდა ლოყაზე. დანტემ
თვალები მილულა შეხებაზე, მხრები აუთრთოლდა და მარცხენა თვალიდან ცრემლი
გადმოუგორდა. დემიენმა სულ კოცნით ამოუშრო თვალი შემდეგ კი მთელი ძალით
მიიკრა გულზე. - მე ვიცი რომ ევა შენთვის ძვირფასია დანტე, ვიცი რომ არ დაუშვებ მას
რამე დაემართოს, ვიცი ჩემო ცხოვრებავ და ნუ ეცდები საწინააღმდეგოში დამარწმუნო -
თმაზე ეფერებოდა და შიგადაშიგ კოცნებს უტოვებდა ბიჭს - დანტე - ფეხზე წამოდგა
ტომასი - მაპატიე გთხოვ - დაიჩოქა შავჰუდიანის წინ- მაპატიე რომ ის ვერ დავინახე
შენში, რაც დემიენმა. - გულამოსკვნილი ტიროდა ბიჭი - ჩემი დის გარედე ვერ
ვიცოცხლებ, გთხოვ, აქ ყველაზე ჭკვიანი ხარ - დანტე მასთან დაიჩოქა, თავი ააწევინა
ქერას, ცრემლები მოწმინდა და გულში ჩაიკრა - გთხოვ დანტე, გემუდარები -
განაგრძობდა ბიჭი ჰაკერის მკერდზე აკრული ტირილს - მე ვიცი რაც უნდა ვქნათ ტომას
- დამამშვიდებლად უთხრა დანტემ რაზეც ტომასმა მაშინვე წამოსწია თავი და დანამული
თვალებით ჩააცქერდა ჰაკერის თვალებს - მეგობარი ექიმი მყავს, ლილი, დავურეკავ
რათა გადაარჩინოს ევა. ჩემს მიერ გაწეული პირველადი დახმარება მას ვერ უშველის. -
მაგრამ ეს ხომ საშიშია დანტე - ჩაეჭრა მერლინი - არა, მან ისედაც იცოდა ჩემი გეგმის
შესახებ და მან ისიც იცოდა რომ შესაძლო იყო მისი დახმარება დამჭირვებოდა - მართლა
გენიოსი ხარ - ახითხითდა ტომასი და ყელზე მოხვია ხელები - მაპატიე წეხანდელი
გთხოვ - შენს ნერწყვს საზიზღარი სუნი აქვს მადლობა მითხარი ეგ შეფურთხება რომ
გაპატიე - სასხვათაშორისოდ უთხრა დანტემ და თავადაც ჩაეხუტა.
Enter
You sent
- მოძალადეები თავიანთი თავის მსხვერპლნი ხდებიან. რა მნიშვნელობა აქვს საგნის
რაობას, თუ ძალადობ მასზე იმთავითვე მოძალადედ ირაცხები. ამ სამყაროში ბევრი რამ
არის და შენ მაინც და მაინც საკუთარ ეგოს ამ გზით იკმაყოფილებ? მონა ხარ, საკუთარი
თავის და ვნების. თუმცა რა უნდა მოგკითხო სამყაროს ხომ ვნება ატრიალებს?! ვნებაა
ფულის და ავლადიდების სურვილი… ვნებაა ძალადობის და თვითდაკმაყოფილების
მცდელობა… ვნებაა ადამიანი! - გამომცდელად შეხედა დემიენმა ოთახის კუთხეში
სკამზე მიბმულ მამაკაცს. მის მზერაში ზიზღი, ცინიზმი და შურისძიების სურვილი
ერთად იკითხებოდა. პროკურორი დუმდა, გაუნძრევლად იჯდა და უკვე თავის დახნსის
მცდელობასაც მიანება თავი. გაკვირვებული უყურებდა წინ მჯდომ ახალგაზრდას და
ვერ ხვდებოდა საიდან იცოდა მან ამდენი მის შესახებ. - თქვენ თვითონ ემონებით
საკუთარ თავს ვინაიდან ,, ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას მონაა იგიც’’ -
აგრძელებდა ჰაკერი, სრულიად მშვიდი, წყნარი ხმით - ოდესმე გიფიქრია რომ ჩვენ
ხშირად ვიქმნით გარკვეულ წარმოდგენებს ჩვენივე ცხოვრების შესახებ და შემდგომ ამ
ნაჭუჭიდან გამოსვლა გვიჭირს რაც სავალალო შედეგით სრულდება. - მკაფიოდ
გამოთქვამდა ყველა სიტყვას და შიგადაშიგ პაუზებს აკეთებდა რომ მსმენელისთვის
წამების ტოლფასი ყოფილიყო ყველა ბგერა - რას ფიქრობდი? ქალს გავაუპატიურებ და
შემდეგ უდანაშაულოს შევტენი ამ ცოდვას რათა მე თავისუფლად ვიარო ამ
დედამოტყნულ მიწაზეო? - უკვე თავს ვეღარ თოკავდა დანტე - შენი ნაჭუჭიდან
გამოსვლის დრო დადგა პროკურორო. - სკამიდან ხმაურიანად წამოდგა, ტყავის პიჯაკი
შეისწორა, ჰუდის ქუდი თავზე ჩამოიფხატა და კარებისკენ გაემართა. - ნაბიჭვრებო!
განანებთ - აღრიალდა დატყვევებული - ეს არ შეგრჩებათ, თქვენ ვინ გგონივართ? -
შიგადაშიგ ტუჩის კუთხიდან ნერწყვსაც ისვროდა და თვალებს აბრიალებდა - შემრჩება -
ჩაიცინა დანტემ - თანაც ძალიან კარგად - მხრები აიჩეჩა დრამატულად, თავი გვერდზე
გადახარა და მიუგო - შენი ცოდვები აღზევდნენ და შენს სულს ითხოვენ ოთარ. - კაცი
გაშეშდა, ფართხალი შეწყვიტა, გაოცებით უყურებდა და ხვდებოდა თუ როგორ ეწვოდა
ნელ-ნელა ტვინის ათასი ჯურღმული. ჰაკერის თითოეული სიტყვა მის ნეირონებს
ეხებოდა და მტანჯველ შეგრძნებებს იწვევდა, მთლად ტკივილს ვერ დავარქმევ თუმცა
ნამდვილად ძნელად ასატანი გამოდგა - რა დამალევინე აქ შემოყვანამდე? - კითხვით
მიმართა კარებში მდგარს, რომელმაც უბრალოდ გაუღიმა და იმ წამსვე გაუჩინარდა - არა,
აქ მოდი! - ყვიროდა მამაკაცი, თუმცა უკვე გვიანი იყო. დანტემ იგი მარტო დატოვა თავის
ფიქრებში და თანაც ნახევრად ჰიპნოზის ქვეშ.

You might also like