You are on page 1of 1

მე-19-ე საუკუნის 60-ან წლებში ჩვენ ქვეყანაში აქტიური განხილვის

საგანს წარმოადგენდა ისეთი საკითხი, როგორც საზოგადოებრივ


ასპარეზე ქალის გამოსვლაა. ამ პრობლემას პირველი გამოეხმაურა
მწერალი ბარბარე ჯორჯაძე. იგი იყო პოეტი რაფიელ ერისთავის და. მან
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1858 წელს. ბარბარე ჯორჯაძემ
არა ერთი საგულისხმო წერილები მიუძღვნა ქალთა მდგომარეობას
საქართველოში. მას წამდა, რომ ქალებისათვის სამოქალაქო უფლებების
მინიჭება აუცილებელი იყო.
მწერალი გიორგი წერეთელის მეუღლე ანასტასია თუმანიშვილიც
აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ანასტასია ერის
წინსვლის ერთ-ერთ პირობად მიიჩნევდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს,
როგორც მშობლიურ ენაზე საფუძვლიანი სწავლა-განათლების მიღებაა.
მან დაარსა პირველი ქართული საბავშო ჟურნალი `“ჯეჯილი“, რასაც
წლების განმავლობაში თავადვე რედაქტორობდა. მან მოახდინა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია `“განათლების“ დაფუძნება, რომლის
ხელშეწყობითაც გაიხსნა არაერთი ქართული სასწავლებლები.

You might also like