You are on page 1of 7

ფშავი

7 კლასი
პედ:მ.
მაისურაძ

გეოგრაფიული აღწერა
ფშავი არაგვის ხეობაში მდებარეობს და დღევანდელ დუშეთის რაიონს
მოიცავს. მისი ფართობი დაახლოებით 550 კმ²-ია. ფშავს ესაზღვრება:
ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი , რომელიც მას
ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან , დასავლეთით - პირაქეთა
ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი , სამხრეთით - შიდა ქართლი ,
აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ფშავი ორად იყოფა: ფშავის არაგვის სათავიდან
ორწყლამდე უკანა ფშავის თემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ , ფშავის არაგვის ქვემო
წელში, მაღაროსკარის თემი. გეოგრაფიულად ფშავი მდებარეობს ქართლ -კახეთის
საზღვარზე და წარმოადგენს ამ ორი კუთხის მთიანეთს , მაგრამ ტერიტორიულ -
ადმინისტრაციულად ფშავი წინათ კახეთის პროვინციაში შედიოდა , ხოლო თანამედროვე
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ფშავის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა -
მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში. სამხრეთი საზღვარი იწყება შარახევიდან და
ორწყალ ფშავის ხევით (შუაფხო-უკანაფშავი ) მიემართება აღმოსავლეთით და ეკვრის
კავკასიონის მთავარ ქედს. ფშავის ზედაპირი სამხრეთით დაგეზებულია . იგი თუშეთ -
ხევსურეთისაგან შედარებით უფრო დაბალია. მისი ჰიპსომეტრული სიმაღლე 1000-3000 მ -
ია, ამიტომ ფშავის მიდამოს არ ამშვენებენ თეთრწვერად შევერცხლილი მყინვარები ,
თუმცა მისი ბუნება უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ხევსურეთისა და თუშეთისა.
• ფშავი აღმოსავლეთ საქართველოს მთის კუთხეა ,
ხევსურეთის სამხრეთით.
ისტორიულად იყოფოდა 10-ზე მეტ გვაროვნულ
თემად, რომლებიც დაჯგუფებული იყო
უკანაფშავისა და მაღაროსკარის ტერიტორიული
თემების ირგვლივ.
• ფშაური სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია
ფშავის ტერიტორიაზე. ამ კუთხის სიმღერა
ძირითადად ორხმიანია. გვხვდება
მრავალხმიანობის ბურდონული ტიპი. შესრულების
ფორმებიდან სახეზეა ორი სოლისტის მონაცვლეობა
ბანის ფონზე, ორი გუნდის დიალოგი და სოლო
მღერა. მამაკაცები ხევსურებზე გაცილებით
რბილად და დახვეწილად მღერიან. ფშაური
სიმღერებია: “ფერხისა”, “გვრინი”, “ფშაური”, “ჯვარი
წინასა”, “ქალო”, “სამაია” და სხვა. საკრავებიდან
გავრცელებულია ფანდური და გუდასტვირი.
ქართულ ხალხურ პოეზიაში ფშაურ პოეზიას
პოეზია
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს,
განსაკუთრებით ფშაურ კაფიას (მილექსებას).
პოეზიის ამ ჟანრს ახასიათებს ექსპრომტულ-
დიალოგიური გაშაირება ორ მოპირდაპირე
პირსა
თუ ჯგუფს შორის. კაფია ფშავლების
კუთვნილებაა. ლექსით საუბარს მარტო
ფშავლებისგან თუ გაიგონებ. ფშავლებს
სხვებზე
ადრე უგრძვნიათ სიტყვის სიტკბო და სიმწარე.
კაფია (მილექსება) ფშავში გავრცელებული
ჩვეულებაა და იციან ხატობაში, ქორწილში,
მწყემსობაში, მგზავრობაში და სხვ. ფშაურმა
პოეზიამ განსაკუთრებით დიდი ყურადღება
მიიპყრო ვაჟა-ფშაველას სამწერლო
ასპარეზზე გამოსვლისთანავე. ვაჟას გარდა
ფშავის წიაღში სხვა მრავალი მოლექსე და
სახალხო მთქმელიც იშვა, ესენი არიან:მიხა
ხელაშვილი, ბაჩანა და თედო რაზიკაშვილი,
ყრუვ გიორგი და სხვები.
• ფშავლებს ჭირ-ვარამის გამოთქმა ლექსად
ემარჯვებათ. ადგილობრივი ხალხური
ზეპირსიტყვიერების ტრადიციაში განსაკუთრებული
ადგილი უჭირავს ფშაურ პოეზიას და ფშაურ კაფიას
(მილექსება). კაფია ფშავში, მთიულეთ-გუდამაყარსა და
ხევსურეთში გავრცელებული ჩვეულებაა, რომელსაც
ახასიათებს ექსპრომტულ-დიალოგური გაშაირება ორ
მოპაექრე პირსა თუ ჯგუფს შორის. კაფია იციან
ხატობაში, ქორწილში, მწყემსობაში, მგზავრობისას.
• „ხმით ნატირლები“ სიმღერით ამოსათქმელი
სამგლოვიარო ლექსებია. გავრცელებულია ფშავ-
ხევსურეთსა და თუშეთში. „ხმით ნატირლებს“
ხევსურეთში მამაკაცებიც ამოთქვამდნენ, ოღონდ
თიბვის დროს. აკაკი შანიძემ ხევსურული ნატირლები
მთიბლურ ლექსებადაც კი მიიჩნია. გაუგებარია
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა
სააგენტომ ძეგლის სტატუსი მხოლოდ ფშაურ ხმით
ნატირლებს რატომ მიანიჭა. 
ინსტრუმენტები

You might also like