თურქული იზაფეთი ატრიბუტული მსაზღვრელის კონსტრუქციაა.
რომელშიც ორივე წევრი - მსაზღვრელიც და საზღვრულიც არსებითი ან გაარსებითებული სახელია. თურქულ იზაფეთი სამ სახეობად იყოფა: პირველ; მეორე და მესამე იზაფეთად. სამივე იზაფეთში მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს. პირველი იზაფეთი უნიშნოა. მსაზღვრელიც და საზღვრულიც ფუძის სახით არის წარმოდგენილი. მსაზღვრელი ნივთიერების აღმნიშნელი არსებითი სახელია.
taş merdiven - ქვის კიბე
altın saat - ოქროს საათი gümüş bilezik - ვერცხლის სამაჯური tahta ev -ხის სახლი demir kapı რკნის კარი mermer heykel მარმარილოს ქანდაკება მეორე იზაფეთი ერთნიშნიანია. მსაზღვრელი უნიშნოა. იგი ფუძის სახით არის წარმოდგენილი. საზღვრული ირთავს მესამე პირის კუთვნილების სუფიქს( i4 – i,ı, ü,u ; si4 –sı,si,su,sü). იზაფეთი გადმოსცემს სხვადასხვა შინაარსს:
ა) დანიშნულებას, განკუთვნილებას:
okul defteri - სკოლის რვეული
çay kaşığı - ჩაის კოვზი iş günü - სამუშაო დღე tatil günü - დასვენების დღე kahve fıncanı - ყავის ფინჯანი bağımsızlık savaşı - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა erkek şapkası - მამაკაცის ქუდი paza eğlencesi - საკვირაო გასართობი ბ ) გეოგრაფიული ცნების აღმნიშვნელ საკუთარ სახელებს, სახელმწიფო დაწესებულების ან საზოგადო ორგანიზაციის სახელწოდებას, წიგნის ან ცალკეული ნაშრომის სათაურს. მრავალ ერთნაირ საგანთაგან ერთ გარკვეულს და სხვ.
Ankara kenti - ქალაქი ანკარა
Kura akarsuyu - მდინარე მტკვარი Ararat dağı - არარატის მთა Kafkas dağları - კავკასიის მთები Van gölü - ვანის ტბა ‘’Cumhuriyet ‘’ gazetesi - გაზეთი ‘’ჯუმჰურიეთი’’ ‘’Data Tutaşhia’’ romanı - რომანი დათა თუთაშხია elma ağacı- ვაშლის ხე devlet üniversitesi - სახელმწიფო უნივერსიტეტი Gürcistan Üniversitesi - საქართველოს უნივერსიტეტი ilimşer akademisi - მეცნიერებათა აკადემია მესამე იზაფეთი ორნიშნიანია. მსაზღვრული ნათესაობით ბრუნვაშია, საზღვრული დაირთავს მესამე პირის კუთვნილებით სუფიქს. ამ იზამეთით გადმოიცემა : მესამე კუთვნილებითი სუფიქსებია : i4 – i,ı, ü,u ; si4 –sı,si,su,sü ნათესაობითი ბრუნვის ნიშნებია : in4 – ın,in,un,ün ; nin4 – nın,nin,nun,nün
ა) კონკრეტული კუთვნილება
arkadaşımın ailesi - ჩემი მეგობრის ოჯახი
öğretmenin gözlüğü - მასწავლებლის სათვალე odanın kapısı - ოთახის კარი çocuğun babası - ბავშვის მამა kitabın yaprakları - წიგნის ფურცლები ბ) ნაწილის მიმართება მთელთან
dersin sonu - გაკვეთილის დასასრული
odanın yarısı - ოთახის ნახევარი defterlerin çoğu - რვეულის უმეტესი ნაწილი ekmeğin bir dilimi - პურის ერთი ნატეხი ağacın tepesi - ხის კენწერო
გ) სუბიექტის ან ობიექტის მიმართება მოქმედებასთან ( ასეთ შემთხვევაში
საზღვრული ძირითადად მოქმედების მანერის აღმინშვნელი სახელია: