You are on page 1of 23

პლატონი

გიორგი იაგანაშვილი

პლატონის მიხედვით სიკეთის იდეა უმაღლესი პრინციპია. „სიკეთის იდეაა


ყოველივე ჭეშმარიტებისა და მშვენიერების მიზეზი “- (პლატონი, 2017). და ვისაც ამ
ყოველივეს განჭვრეტა შეუძლია, ის ბედნიერი ადამიანია. სწორედ ეს ბედნიერი
ადამიანები არიან ფილოსოფოსები, რომლებსაც შეუძლიათ ჩასწვდნენ სიკეთის
იდეასა და ჭეშმარიტ აზრს.

ავტორი სიკეთის იდეის აღსაწერად იყენებს სამ შედარებას, ესენია: წრფის, მზისა და
მღვიმის შედარება. ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი:

მზის შედარების მთავარი არსი არის ის, რომ სწორედ მზის საშუალებით ჩვენ ვხედავთ
და ამასთან ერთდ აღვიქვამთ სხვადასხვა საგნებსა და ფიგურებს, ასევე მისი
დამსახურებაა ის რომ დედამიწაზე ცოცხალი ბუნებაა ( ფლორა და ფაუნა). მზე
ანათებს დედამიწას, რომლის ანარეკლებს სხვადასხვა საგნებზე ადამიანი ხედავს.

წრფის შედარებაში პლატონი გვიყვება, რომ სამყარო ორი ნაწილისგან შედგება, ესენია:
მატერიალური და გონით საწვდომი სამყარო. ამასთან ერთად მატერიალური სამყარო
კვლავ იყოფა ორ ნაწილად- ლანდებად და ანარეკლებად.

რაც შეეხება მღვიმის ალეგორიას, აქ ავტორი გვაცნობს ხალხს, რომლების მთელი


თავიანთი ცხოვრების მანძილზე მიჯაჭულნი არიან ბნელ მღვიმეს, სადაც მხოლოდ
სხვადასხვა ფიგურების ანარეკლებს ხედავენ, ამ ადამიანებს დიდი ძალისხმევა
მართებთ, რათა თავი დააღწიონ მღვიმეს და მზის სინათლეზე გამოვიდნენ. მათ ასევე
დიდი სიფრთხილე მართებთ, რადგან მღვიმიდან სწრაფად ამოსვლამ შეიძლება მათი
დაბრმავება გამოიწვიოს, ისინი ეტაპობრივად ნელ-ნელა ტოვებენ მღვიმეს, ეს მათი
ერთგვარი განვითარების ეტაპებია.

ფილოსოფოსები ყოველთვის მიისწრაფვიან ცოდნისა და ჭეშმარიტების


შემეცნებისკენ. სწორედ ამიტომაც ფილოსოფოსების მთავარი მიზანი არის ის, რომ არა
ხორციელად, არამედ სულიერად განვითარდნენ. ბრბოს არ შეუძლია სიკეთის იდეის
აღქმა, ამიტომაც მათთვის ყოველივე განცხრომაა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხომ
შეიძლება სახელმწიფოს ბრბო განაგებდეს? ამ კითხვაზე საკმაოდ საინტერესო პასუხი
1
ჰქონდა პლატონს, მას მაგალითი მოჰყავდა ადამიანზე, რომელიც შინაურ ცხოველს
უვლის, ისინი აკვირდებიან მათ ბუნებას, ქცევას, საქციელს, თუმცა ისინი ვერ
ხვდებიან ამ ცხოველის საქციელში რა არის სამართლიანი და რა არა, ასევე რა არის
დადებითი და რა უარყოფითი. აქედან ჩანს, რომ ბრბოს სიკეთის იდეის გაგება არ
შეუძლია, ხოლო ფილოსოფოსები ის ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ერთი
დანახვით მიხვდნენ და გონებით ჩასწვდნენ სიკეთის იდეას. ბრბო რომ სახელმწიფოს
განაგებდეს ისინი საზოგადოების მართვას ვერ შეძლებდნენ და სახელმწიფოშიც
სრული ქაოსი და გაუგებრობა იქნებოდა. „სახელმწიფოს ფილოსოფოსები უნდა
განაგებდნენ, ან მმართველები გაფილოფოსდნენ“-ამბობდა პლატონი. თუმცა,
მმართველის გაფილოფოსება არც თუ ისე მარტივი საქმე იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ
ადამიანი მთლიანად უნდა გარდაიქმნას სხვა ადამიანად და მისი ბურუსით მოცული
სამყარო გაბრწყინვალდეს.

ავტორის აზრით, ფილოსოფიის შესწავლა ბავშობიდანვე უნდა დაიწყოს, რადგან


უცოდველი არსებაა, ამასთან ცოდნისა და ახალი ინფორმაციის აღქმის კარგი
საშუალება აქვთ. თუმცა, პლატონი ყოველთვის ამბობდა, რომ ბავშვებს ფილოსოფია
ყოველგვარი ძალადობის გარეშე უნდა შევასწავლოთო, რადგან იძულებით
იძულებით ნასწავლს არანაირი შედეგი არ ექნება მომავალშიო. ამასთან ერთად ასეთი
„ფილოსოფოსები“ არანაირ სასიკეთო შედეგს არ მოუტანს ქვეყანასო.

ვინც გადაწყვეტდა რომ ფილოსოფია შეესწავლა , მათთვის აუცილებლად ხუთი


მეცნიერების დარგი შეესწავლებინათ, ესენია: ჰარმონია, ასტრონომია, გეომეტრია და
დიალექტიკა. პლატონი ამბობდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ფილოსოფოსმა
კარგად უნდა იცოდეს დიალექტიკაა. კარგი ორატორობა და მჭერმეტყველება, ეს ორი
ძირითადი მახასიათებელი სწორედ უნდა ახასიათებდეს , აღნიშნულის გარეშე კი
ფილოსოფოსი არასრულფასოვანია.

ბიბლიოგრაფია
პლატონი. (2017). შესავალი თნამედროვე აზროვნებაში 1. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა.

2
„პავლე მოციქული “

გიორგი იაგანაშვილი

ეპისტოლე რომაელთა მიმართ პავლე მოციქულმა მას შემდეგ დაწერა, რაც


კორონთოში ჩავიდა. მისი დაწერის მთავარ მიზანს კი წარმოადგენდა ის, რომ
დასავლეთში რომი გადაექცია ერთ-ერთ მოწინავე და ძლიერ ქრისტიანულ ცენტრად,
როგორიც მაშინდელ აღმოსავლეთში უკვე არსებობდა ანტიოქიის სახით.

მკითხველს უჩნდება კითხვა: რატომ უწევს პროპაგანდას ქრისტიანობას ის ადამიანი,


რომელიც წლების წინ ქრისტიანებს დევნიდა, მეტიც მათ ჩაქოლვაშიც კი იღებდა
მონაწილეობას? პავლეს მთელი ცხოვრება შინაგანად სტანჯავდა ის აზრი, რომ იგი
არასწორ გზას ადგა. მისი გაქრისტიანება ერთდროულად არ მომხდარა, ეს
ეტაპობრივად მოხდა. შემდეგ მას გამოეცხადება უფალი, რომელიც აუწყებს მას, რომ
მისი რჩეული და წინამძღვარი გახდებოდა ის ადამიანი, რომელიც ადრე
ქრისტიანების დევნით იყო დაკავებული. სწორედ აქედან იწყება პავლეს
ქრისტიანული მოღვაწეობა და თავის თავზე მოუწევს უდიდესი ტვირთის აღება.
პავლე თვლიდა, რომ ქრისტე არა მხოლოდ ებრაელების, არამედ ყველას მესია იყო,
ვინც მას გულისკარს გაუღებდა და იწამებდა.

აღსანიშნავია, რომ პავლე ხშირად ახსენებს იუდეველებს. „პირველად იუდეველსა,


შემდეგ კი წარმართსა“ - ამბობდა პავლე. მას მიაჩნდა რომ ყველაზე კარგად სწორედ
მათ იციან რჯულის კანონები და უპირველეს ყოვლისა მათ აქვთ მინდობილი ღვთის
სიტყვები.

თუმცა, ამის შემდეგ იგი ამბობს, რომ არცერთ მათგანს არ აქვს უპირატესობა, რადგან
შეიძლება ადამიანი წარმართი ან ათეისტი იყოს, მაგრამ სწორი ცხოვრებით
ცხოვრობდეს და კეთილი საქმეები აკეთოსო. ამიტომაც, ყველა ადამიანი
განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური შეხედულებისა ყველა თანასწორია .

მისი აზრით რჯული და რწმენა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული ,


მიუხედავად ამისა, ამ ორიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რწმენა მიაჩნია პავლეს,
რადგან მისი დანახვა ღმერთს შეუძლია. სწორედ ამ ყველაფერს ქადაგებდა პავლე და
ამიტომაც გამოდიოდა წინადაცვეთის ტრადიციის წინააღმდეგ. ეს იყო მხოლოდ და

3
მხოლოდ ფიზიკური ნიშანი , რაც ადამიანში არანაირ ცვლილებას არ იწვევდა. იგი
ამბობდა რომ ეს იყო ერთგვარი ნათლობა, რომელსაც არ შეეძლო ადამიანში შინაგანად
რაიმე შეეცვალა. ეს მხოლოდ ერთგვარი რიტუალი იყო.

პავლე სხვა მოციქულებისგან ბევრად განსხვავდება, რადგან ის იყო ერუდირებული


და ფრიად განსწავლული, რაც გამოარჩევდა მას სხვა მოციქულებისგან. ეს იყო
ადამიანი, რომელმაც ყველაზე მკაფიოდ გაიაზრა იესოს უნივერსალიზმი.

ზეთისხილის ხეს პავლე მოციქული შემდეგნაირად წარმოგვიდგებს : ხის ფესვებს


იეჰოვა წარმოადგენს, ღეროს კი იესო ქრისტე, ხოლო ტოტებს აბრაამის
შთამომავლობაა. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ზეთისხილის ხეზე ებრაელები
გადატეხილ ტოტებთანაა შედარებული , ეს იმით აიხსნება რომ ებრაელებმა უარყვეს
და არ მიიღეს იესო. სწორედ ამიტომ ზეთისხილის ხეზე მათ გადატეხილ ტოტზე
დაიკავეს ადგილი.

პავლეს აზრით ქრისტიანობა ყველა ადამიანისთვის ერთია და არ აქვს მნიშვნელობა ეს


ადამიანი იქნება ბერძენი, წარმართი თუ იუდეველი. მესია, იგივე „მხსნელი“
ყველასთვისაა მოვლენელი ამ ქვეყნად. ადამიანის რწმენა არასდროს უნდა შევაფასოთ
იმით, თუ რამდენად გამოხატავს მას. მთავარი არის ის, რომ ადამიანს რწმენა გულში
ჰქონდეს. შეიძლება ადამიანი არ უსმენდეს ქრისტიანულ ქადაგებებს, მაგრამ მას
ასრულებდეს.

გამოყენებული ლიტერატურა :

1) პავლე მოციქული „ეპისტოლე რომაელთა მიმართ“ წიგნში შესავალი


თნამედროვე აზროვნებაში 1, 70-104, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, თბილისი 2017 წელი.

4
ნიკოლო მაკიაველი-„მთავარი“
გიორგი იაგანაშვილი

ნიკოლო მაკიაველს მთავარ პრინციპად ადამიანი და ადამიანური ურთიერთობები


მიაჩნია. იგი ამბობს, რომ ვინც მოისურვებს და ადამიანთა სამყაროში შეაბიჯებს და
თავსი მიზნებს განახორციელებს, მან არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი
ინტერესების გათვალისწინებაც აუცილებლად უნდა შეძლოს. თუ ეს ასე არ მოხდა და
„მთავარი“ მხოლოდ საკუთარი ინტერესებითა და მიზნებით შეუდგება ქვეყნის
მართვას, დიდი შანსია რომ ეს მმართველი გახდეს ტირანი. ტირანი კი მოგეხსენებათ
საზოგადოებაში მხოლოდ ზიზღსა და სიძულვილს თესავს და ხალხისგანაც ნაკლები
ნდობა აქვს. ნიკოლო მაკიაველის თქმით ასეთი მმართველი არანაირ სასიკეთო შედეგს
არ მოუტანს ქვეყანას.

„მთავარი“ პიროვნებაა, ვინც უნდა შეძლოს და საზოგადოებაში სიყვარულით


მოიპოვოს დიდება. თუ სიყვარულით არ მოიპოვებს, მაშინ მას საზოგადოებისა და
ქვეშევრდომების შიში უნდა ჰქონდეს, რადგან ცუდი საქმეების კეთებისგან თავი
შეიკავოს. ამასთან ერთად მთავარს ენიჭება უფლება, რომ საჭიროების შემთხვევაში
დამნაშავე სიკვდილითაც დასაჯოს, თუმცა ეს მხოლოდ საკმარისი სამხილების
შემთხვევაში უნდა განახორციელოს.

მაკიაველი გვიყვება თუ როგორი უნდა იყოს მმართველი და რა ძირითადი თვისებები


უნდა ჰქონდეს მას. ავტორი ამ საკითხზე წერს, რომ მთავარმა საკუთარ თავში უნდა
დათრგუნოს სხვა ყველა გრძნობა და ინტერესები და მის მთავარ საფიქრალს სწორედ
მისი ქვეყანა უნდა წარმოადგენდეს. მისი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მხოლოდ
სახელის მოხვეჭა და ტერიტორიების დამორჩილება უნდა წარმოადგენდეს. ამისთვის
კი საჭირო იყო როგორც ფიზიკური, აგრეთვე გონებრივი წვრთნა, რომელსაც დიდ
ყურადღებას უნდა აქცევდეს.

ამასთან ერთად მთავარმა უნდა ეცადოს და საზოგადოებაში გულმოწყალეს სახელი


მოიხვეჭოს და არა დაუნდობელის და სასტიკის.

თუ რაიმე მიზეზის გამო მმართველი გადაწყვეტს, რომ სისასტიკე ჩაიდინოს, ეს


სწრაფად უნდა გააკეთოს, რადგან ხალხმა გონზე მოსვლა ვერ შეძლო და
უმტიკვნეულოდ გადაიტანონ. ხოლო, თუ ქველმოქმედებას შეუდგება მთავარი, ეს
5
ერთბაშად არ უნდა გააკეთოს, რადგან ხალხს შეიძლება ერთ დღეს გაკეთებული
სიკეთე, მეორე დღეს დაავიწყდეთ. ამიტომ მმართველმა, იგივე მთავარმა
საზოგადოებაში „წვეთებად“ უნდა გამოავლინოს ქველმოქმედება. მაკიაველის
აზრით ამ ყველაფერთან ერთად მთავარს ლომივით ძლიერება და მელიასავით
ცბიერება უნდა ახასიათებდეს.

თუ დავუკვირდებით მაკიაველის ამ ნაშრომს , თითქოს ის ხალხის მხარეს იხრება,


თუმცა რეალურად ეს ასე არ ირის. მისი აზრით მთავარი სხვა რამეს უნდა ამბობდეს
და რეაულარდ სულ სხვა რამე უნდა აკეთოს. მას მელიასავით ცბიერად მოქმედების
უნარი უნდა გააჩნდეს. საზოგადოებას კი მმართველის მიმართ სიყვარულიცა და
შიშიც უნდა ჰქონდეს, თუმცა აუცილებელია, რომ ეს ორივე დაბალანსებული იყოს და
ნორმას არ გადააჭარბოს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილით
დასჯის არსებობაც გამართლებული იყოს მაიაველის იდეალურ სახელმწიფოში,
რადგან ხალხს შიში თუ ექნებათ და შესაბამისად ქვეყანაშიც წესრიგი დამყარდება. ასე
რომ არ იყოს, ქვეყანაში სრული ანარქია და ქაოსი დაისადგურებდა.

მაკიაველი აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს ქვეყნების დაპყრობაზე, მთავარმა უნდა


გაატაროს სამხედრო რეფორმა, ამასთან ერთად უნდა მოხდეს მათი როგორც
ფიზიკური, აგრეთვე გონებრივი ვარჯიში, რადგან მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში
არანაირ შედეგის მომცემი არ იქნება.

ქვეყნებისა და ტერიტორიების დამორჩილებისას არსებობს პრობლემა, როდესაც


მთავარი ტერიტორიებს იპყრობს. მოგეხსენებათ ყველა ტერიტორიაზე სხვადასხვა
კანონების მიხედვით მოქმედებენ და ცხოვრობენ და ისინი თავისუფლებას არიან
მიჩვეულები. შესაბამისად მთავარმა უნდა შეძლოს და არა მხოლოდ ტერიტორია,
არამედ ხალხის დამორჩილებაც შეძლოს. ხალხის დამორჩილება კი რამდენიმე
მეთოდითაა შესაძლებელი: პირველი- მიწასთან უნდა გაასწოროს ყველა იმ
ტერიტორიაზე მცხოვრები, მეორე- თავად უნდა დასახლდეს საცხოვრებლად, ხოლო
მესამე არის ის, რომ მათ შეუნარჩუნოს თავისი კანონები, მაგრამ ამისთვის მათ ხარკის
გადახდა დააკისროს.

გამოყენებული ლიტერატურა:

6
ნიკოლო მაკიაველი,,მთავარი.“ შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1. 105-203,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.

7
თომას ჰობსის „ლევიათანი“
გიორგი იაგანაშვილი

თომას ჰობსი ინგლისელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე იყო, რომელმაც საკუთარი


აზრზები, იდეები და შეხედულებები ერთ წიგნში ჩამოაყალიბა, რომელსაც
„ლევიათანი“ ეწოდა. მისი აზროვნების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში
გარდამტეხი როლი ითამაშა ინგლისში მიმდინარე პროცესებმა , განსაკუთრებით კი
სამოქალაქო ომმა. მას ხშირად ათეისტადაც მოიხსენიებდნენ, მისი შეხედულებების
გამო. იგი თვლიდა რომ რელიგია არანაირ კავშირში არ იყო პოლიტიკურ
ლეგიტიმურობასთან და საუბრობდა ამ ორი ინსტიტუტის გამიჯვნაზე, რაზეც
საზოგადოებაში ამან ცუდი გავლენა მოახდინა და ამის გამო მას ათეისტობა
დააბრალეს. თუმცა რეალურად ჰობსი ათეიტი არ ყოფილა, მან მოგვიანებით ეს
დაამტკიცა კიდეც. თომას ჰობსის აზრით ბუნებაში კონფლიქტის რამდენიმე წყარო
არსებობს, როგორიცაა: შეჯიბრება, შიში და პატივმოყვარეობა.

ადამიანი, როდესაც იმყოფება ბუნებით მდგომარეობაში, ანუ მაშინ, როდესაც იგი


სრულიად თავისუფალია და შეუზღუდავია რომელიმე კანონით, მან შეიძლება
ყველაფერი გააკეთოს რაც მოესურვება, რადგან არავის წინაშე არაა პასუხისმგებელი.
მან შეიძლება იქურდოს, ვინმე მოკლას, ან ზიანი მიაყენოს ნებისმიერს, ვისზეც რაიმე
არ მოეწონება. ამიტომაც საზოგადოებაში ჩნდება შიში, რომელიც აიძულებთ მათ თავი
დაიცვან. თუმცა, ისინი დაუცველები იქნებიან მანამდე, სანამ რაიმე ისეთი
გაერთიანება არ შეიქმნა, რომელიც ყველასთვის ერთი იქნება და დაარეგულირებს
საზოგადოებრივ წეს- წყობილებას. სწორედ ამის შემდეგ იწყება ფიქრი და მსჯელობა
იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ მათ, რომ საზოგადოებამ წესებისა და კანონების
მიხედვით იმოქმედოს. ადამიანები საბოლოოდ მივიდნენ იმ საღ აზრამდე, რომ
დადონ ერთმანეთთან ხელშეკრულება, ანუ შექმნან სახელმწიფო. ამასთან ერთად
საზოგადოებამ გააცნობიერა- თუ ხელშეკრულებას დადებენ მათ საკუთარი ხელითვე
მოუწევთ შეიზღუდონ თავისუფლება და ბუნებითი მდგომარეობა, ხოლო თუ
ხელშეკრულებას არ დადებენ, მაშინ ქაოსსა და განუკითხაობაში მოუწევთ ცხოვრება.
ამის შემდეგ საზოგადოებამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ დადოს ხელშეკრულება,
რადგან სრულიად თავისუფლებას, უსაფრთხოება ამჯობინეს. თომას ჰობსის აზრით
საზოგადოებამ ხელშეკრულება უნდა დადოს არა იმიტომ, რომ მხოლოდ თავი
8
დაიცვან, არამედ იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ კეთილდღეობა. მისი აზრით
ხელისუფლება საზოგადოევრივი აზრის ცვლილებასთან ერთად უნდა იცვლებოდეს,
თუმცა აქვე ამბობს რომ ხელისუფლება ხელიდან ხელში მემკვიფრეობის გზით არ
უნდა გადადიოდეს. მისი არჩევის უფლება სწორედ ხალხის ნება უნდა იყოს.

ამასთან ერთად საზოგადოება ვალდებულებას იღებს თავის თავზე, რომ


დაემორჩილოს ყველა იმ კანონებსა და ნორმებს, რომელსაც კანონმდებელი აწესებს,
მისი დარღვევის შემთხვევაში კი უნდა არსებობდეს სანქცია, რომელიც ხალხს კანონის
დაცვას აიძულებს. ბუნებით მდგომარეობაში ადამიანი რაც არ უნდა ძლიერი იყოს,
მას ყოველთვის აქვს შიში იმის, რომ ვიღაც თავს დაესხმება, ვიღაცამ შეიძლება მოკლას
და ასე შემდეგ. თუმცა ეს თავდაცვის ინსტინქტი ადამიანის გონებიდან არც მაშინ
გამქრალა, როდესაც ხელშეკრულება დადო. ადამიანს რა გარემოშიც არ უნდა უწევდეს
ცხოვრება, მას ყოველთვის აქვს შიში და ბუნებრივი ინსტინქტები. რა თქმა უნდა ,
ისეთი ძლიერი აღარაა ის შიში, როგორიც ბუნებით მდგომარეობაში ჰქონდა ადამიანს,
მაგრამ მას გონებაში ეს ყოველთვის აქვს.

ადამიანებმა სახელმწიფოს გადასცეს უფლება იმის, რომ მათ საზოგადოების დაკვეთა


შეასრულონ, იმ შემთხვევაში თუ სახელმწოფომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება,
რომელიც საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია, ამ შემთხვევაში ხალხს
აქვთ უფლება პასუხი მოსთხოვონ ხელისუფლებას, რადგან მათი ლეგიტიმაცია
სწორედ ხალხის დამსახურებაა და მათ ნების იქით არაფერი უნდა გააკეთონ. ამასთან
ჰობსი თვლის: საზოგადოებას თუ მიაჩნია, რომ არჩეული ხელისუფლება
არაჯეროვნად ასრულებს მათ დაკვეთას, ხალხმა მაინც უნდა გამოიჩნინონ სიმშვიდე
მათ მიმართ და რევოლუციის გზით მათი შეცვლა გაუმართლებელია.

გამოყენებული ლიტერატურა:

თომას ჰობსის „ლევიათანი“, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 170-198, ილიას


სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2017

9
ჯონ ლოკი

გიორგი იაგანშვილი

ჯონ ლოკის მიხედვით ადამიანებს სრული თვისუფლება გააჩნიათ, მიუხედავად


კანონების არსებობისა, თუმცა ადამიანებს შინაგანად უნდა ჰქონდეს ის, რომზღვარს
არ გადააბიჯონ და სხვისი პირადი სივრცე არ დაარღვიონ. მისი თქმით ადამიანები
სხვას ისე უნდა მოექცნენ, როგორც მათ სურთ რომ სხვები მოექცნენ. ამასთან ერთად
ავტორი იმასაც ამბობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველა ერთნაირადაა
პასუხისმგებელი კანონის წინაშე. ბუნებთ მდგომარეობაში ადამიანი თავისუფალია ,
ამიტომაც საჭიროა მის სამართავად რაიმე მექანიზმის შქმნა. მექანიზმი, რომელსაც
შეუძლია ამის დარეგულირება ბენებითი კანონებია. რაკი ბუნებით მდგომარეობაში
ადამიანი თავისუფალია და ამავდროულად თანასწორიც, არავის არ აქვს უფლება
ხელყოს სხვისი სიცოცხლე, ან უბრალოდ დაარღვიოს სხვისი პირადი სივრცე. ჯონ
ლოკი ამბობს, რომ ვინც ამ ბუნებით კანონებს დაარღვევს, მისთვის უნდა არსებობდეს
რაიმე სანქცია , ანუ იგივე სასჯელი, რომელიც ერთგვარად შეზღუდავს ადამიანს.
როდესაც ადამიანისთვის ცნობილი იქნება, რომ კონკრეტული აქტის ჩადენის შემდეგ
მას დასჯიან, ეს რა თქმა უნდა შემაფერხებელი ფაქტორი იქნება მისთვის და
დათრგუნავს მის შინაგან ინსტინქტებს. ამის შემდეგ ჩნდება შიშის ფენომენი, ანუ
ადამიანს ეშინია რომ მას ბოროტული აქტის გამო დასჯიან. აქედან გამომდინარე
შეიძლება ვთქვათ, რომ შიშს შეუძლია დაამყაროს მშვიდობა და ბალანსი სამყაროში.
ჯონ ლოკი გვეუბნება რომ არავის არ აქვს უფლება ხელყოს სხვისი სიცოცხე,
ჯანმრთელობა ან თუნდაც საკუთრება. ლოკის აზრით ადამიანი უნდა მოქმედებდეს
გონებით, იგი რაციონალური არსებაა, შესაბამისად მას მოეთხოვება გონივრული და
წინდახედული ნაბიჯის გადადგმა და არა პრაგმატული. ამასთან ერთად იგი უნდა
მოქმედებდეს კანონებით. იგი ამბობს, სიცოცხლის უფლება ადამიანის ერთ ერთი
ფუნდამენტური უფლებაა, რომლის ხელყოფა დაუშვებელია, თუმცა ის ამბობს,რომ
ადამიანს შეუძლია სხვისი სიცოცხლის ხელყოფ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც
ამ აქტს თავდაცვის მიზნით ჩაიდენს. ეს ქმედება არ შეიძლება იქნეს ჩადენილი
მიზანმიმართულად. ადამიანს ბუნებითი მდომარეობიდან საზოგადოებრივ
გაერთიანებაში გადასვლა იმიტომ მოუწია, რომ დაეცვა ეს ფუნდამენტური უფლებები,

10
ამასთან ერთად ლოკი ამბობს რომ ადამიანის უფლებებში ერთ ერთი
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საკუთრების უფლებას. ადამიანებმა თავიანთი
რაციონალური აზროვნებით გადაწყვიტეს საზოგადოებრივი გაერთიანების
ჩამოყალიბება, რადგან შედარებით მშვიდად ეცხოვრათ და დაცული ყოფილიყო მათი
უფლებები.

ამ მოაზროვნეს მკითხველი მიჰყავს საბოლოო დასკვნამდე, რომ აუცილებელია


სახელწიფოს, იგივე საზოგადოებრივი ხელშეკრულების დადება, რათა თავიდან იქნას
აცილებული ყველაზე საშინელი ქმედება, რასაც ომი ჰქვია. მისი თქმით, რომ არა
სახელმწიფო, ქვეყანაში უამრავი დაუსჯელი ადამიანი იქნებოდა, რომლებიც
განსაკუთრებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ასე რომ ჯონ
ლოკს სახელმწიფოს შექმნა გარდაუალად მიაჩნია, რადგან თავიდან იქნას აცილებული
მოსალოდნელი საფრთხე. ადამიანებმა, როდესაც დადეს საზოგადოებრივი
ხელშეკრულება მათ სახელმწიფოს გადასცეს გარკვეული უფლება მოვალეობები, ანუ
საზოგადოებამ სახელმწიფოს გარკვეულ ჩარჩოებში ჩასვა, რომ სახელმწიფომ
საზოგადოების მიერ დაბარებული პირობები პირნათლად შეასრულოს. სახელწიფოს
ლეგიტიმაციის წყარო ხალხია, შესაბამისად ისინი თავის თვზე იღებენ საზოგადოების
დაცვას , მათ საკუთრებისა და სიცოცხლის დაცვას. სახელმწიფომ უნდა
უზრუნველყოს კანონების აღსრულება და ქვეყანაში შექმნას კეთილდღეობა. ამ
პირობების შესრულებას თუ ვერ შეძლებს სახელმწიფო, მაშინ ამ შემთხვევაში
საზოგადოებას სრული, ლეგიტიმური უფლება აქვს რომ აჯანყდეს და პასუხი
მოსთხოვოს სახელმწიფოს. ამიტომაც ჯონ ლოკი თვლის , რომ აჯანყების უფლება
საზოგადოებას ენიჭება, რადგან არსებულ ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვოს.

გამოყენებული ლიტერატურა:

ჯონ ლოკი „მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე“, შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 1, 199-232, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2017

11
მერი უოლსტონკრაფტი

გიორგი იაგანაშვილი

გენდერული ბალანსი, ქალების უფლებების დაცვა და ფემინიზმი. ეს ის საკითხებია,


რომლებზეც მერი უოლსტონკრაფტი გვესაუბრება. მერიმ საკუთარ ნაშრომში „ქალის
უფლებათა დაცვა“ განიხილა ის, თუ როგორ უნდა აღიზარდოს გოგონა და როგორი
თვისებები უნდა გააჩნდეს მას. ასევე ავტორი გვესაუბრება იმაზეც, თუ როგორ უნდა
აღიზარდონ გოგონები, რომ სხვებზე დამოკიდებულები არ იყვნენ. გასაკვირი არაა ის
ფაქტი, რომ ქალების უმრავლესობა ყოველთვის იყვნენ და ახლაც არიან ძალადობისა
და შევიწროების მსხვერპლნი. საუკუნეების წინად ქალებს არ ჰქონდათ
გათავისებული საკუთარი უფლებები, რამაც ქალის როლის დაკნინება გამოიწვია,
ისინი მთლიანად დამოკიდებული იყვნენ მამაკაცებზე და მათ გონებაში არასდროს
ყოფილა ის აზრი, რომ რატომ არ შეიძლებოდა ქალსაც ისეთივე უფლებები ჰქონოდა,
როგორიც მამაკაც აქვს, ან რატომ არ შეიძლებოდა ქალებსაც მამაკაცების მსგავსად
მიეღოთ განათლება? სწორედ ამ კითხვების არ არსებობამ ქალის გონებაში გამოიწვია
ის, რომ ქალის როლი შესუსტდა. მამაკაცებისთვის ქალი იქცა ისეთ არსებად,
რომელსაც მათთვის მხოლოდ შვილების გაჩენა-აღზრდა და მათი სიამოვნების
დაკმაყოფილება შეეძლოთ. სწორედ ამ აზრს დაუპირისპირდა უოლსტონკრაფტი,
რომლის ნაწარმოებმა მალევე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. მისი აზრით, ასეთი
არასწორი აზრის ჩამოყალიბება აღზრდაშია და გამოსავალს სწორედ ოჯახში,
გოგონებისა და ბიჭების სწორად აღზრდაში ხედავდა. გოგონებს ოჯახში თავიდანვე
ასწავლიდნენ, რომ მათი მთავარი ფუნქცია შვილების გაჩენა და ქმრის
კეთილდღეობისთვის ზრუნვაა, ხოლო ბიჭებს თავიდანვე აჩვევდნენ რომ ძლიერები
ყოფილიყვნენ , რაიმე თუ ეტკინებოდათ მათთვის დაუშვებელი იყო ეტირათ და
საკუთარი ემოციები გამოეხატათ. კაცს საკუთარ სილამაზეზე და გარეგნულ
იერსახეზე ზრუნვა არასდროს უწევდათ, რადგან მათთვის სულ ერთი იყო ვინმეს
მოეწონებოდათ თუ არა, ხოლო ქალს პირიქით, მათთვის მთავარი იყო ის, თუ რას
იფიქრებდა მათი ქმარი. ქალებისთვის უგულებელყოფილი იყო განათლების მიღება,
ქალსა და გონებას შორის კი ყოველთვის იდგა მამაკაცი. მერი უოლსტონკრაფტი
უპირისპირდება ჟან ჟან რუსოს მისი შეხედულებებიდან გამომდინარე, რადგან იგი

12
თვლიდა რომ ვაჟები და გოგონები სხვადასხვა გვარად უნდა აღიზარდონ. იგი ვაჟებს
ანიჭებს სრულ თავისუფლებას, ხოლო გოგონებს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს.
გოგონები უნდა იყვნენ: მგრძნობიარენი, მოსიყვარულენი და სენტიმენტალურები,
მათი მთავარი საფიქრალი თავიანთი გარეგნობა და ქმრები უნდა ყოფილიყვნენ.
მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდნენ ისინი კარგი ცოლები. ხოლო რაც შეეხება ვაჟებს,
ისინი ყოველდღიურად უნდა ცდილობდნენ, როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ 2
განვითარებას. ისინი ქალთან შედარებით უფრო რაციონალური არსებები არიან.
მათთვის შესწავლილი უნდა ყოფილიყო მეცნიერების მრავალი დარგი, რისი
სწავლებაც ქალისთვის შუფერებლად მიაჩნდა ჟან ჟაკ რუსოს. უოლსტონკრაფტი
თვლიდა, რომ ჟან ჟან რუსოს ეს შხედულება მცარი იყო, რადგან გოგონებიც და ვაჟებიც
ერთად უნდა აღზრდილიყვნენ. ის ასევე ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ განათლების
მიღება მხოლოდ კაცის საქმეა, მისი აზრით ქალსაც შეუძლია მეცნიერების შესწავლა
და გონებრივი განვითარება. ქალსაც და მამაკაცსაც ერთნაირი შესაძლებლობები აქვთ,
შესაბამისად მათი დიფერენცირება რაიმე ნიშნით დაუშვებელია. მერისთვის უდიდეს
პრობლემას წარმოადგენს ქალების განათლება, რადგან ქალები თუ განათლებულები
იქნებიან, მათ შეეძებათ ღიად დაუპირისპირდნენ საზოგადოებაში არსებულ
სტერეოტიპებს, ამის შემდეგ ისინი საკუთარი უფლებების დაცვას თავად შეძლებენ.
მერიმ საკუთარ ნაშრომში გარკვეულწილად შეძლო და დაამსხვრია სტერეოტიპები,
რომ ქალი მხოლოდ ნაზი არსებაა და მისი მოვალეობა მხოლოდ შვილების გაჩენაა.
მისი აზრით ქალს ბევრი რამ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ქალიც და კაციც
სქესით განსხვავდებიან, ეს არ უნდა იყოს მიზეზი, რომ ქალი მივიჩნიოთ სუსტ
არსებად.

გამოყენებული ლიტერატურა:

მერი უოლსტონკრაფტი „ქალის უფლებების დაცვა“, 233-273, შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 1, 2017

13
ადამ სმითი
გიორგი იაგანაშვილი

ეკონომისტი, ფილოსოფოსი ადამ სმითი (1723-1790) წლებში მოღვაწეობდა. სმითის


ყველაზე ერთ ერთი გამოჩენილი და პოპულარული ნაშრომი, რომელსაც იგი ცხრა
წლის მანძილზე ჰქმნიდა არის „კვლევა ერების სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზის
შესახებ“. ამ ნაშრომში ადამ სმითი დიდ ყურადღებას უთმობს მიწადმოქმედების
განვითარების დაბრკოლებების შესახებ და ამასთან დაკავშირებით კანონის
შემოღების შესახებ. ეს კანონი კი „პირმშოობის“ კანონითაა ცნობილი. ეს კანონი მაშინ
მიიღეს, როდესაც რომის იმპერია დაეცა, რომლის თანახმად დაუშვებელი იყო მიწის
ნაკვეთის დაყოფა და დანაწილება, იგი მთლიანად მხოლოდ უფროს ვაჟზე უნდა
გადაცემულიყო. ადამ სმითის აზრით ეს კანონი, არ იყო ის კანონი, რომელსაც რაიმე
სიკეთის მოტანა შეეძლო, ამიტომაც ადამ სმიტი ამ კანონს აკრიტიკებდა. სმითის
აზრით სამყაროში არსებობენ ორი ტიპის ადამიანები, ესენია: პირველი- მიწის
მესაკუთრენი, იგივე ფეოდალები და მეორე- ვაჭრები, ხელოსნები და ყმა გლეხები.
ფეოდალს, იგივე მიწის მესაკუთრეს კაპიტალის დაგროვება მონების დახმარებით
უწევს, თავად კი სავარძელში კომფორტულად ჯდომაში ატარებს დროს, ხოლო რაც
შეეხება ვაჭრებსა და ხელოსნებს, მათ კაპიტალის დაგროვება საკუთარი ოფლისა და
მონური შრომის ფასად უწევთ. მიუხედავად მათი მონური შრომისა მათ არასდროს
ჰქონიათ ის კაპიტალი, რაც ფეოდალებს ჰქონდათ. ადამ სმითმა ამ ფაქტს „ ბაზრის
უხილავი ხელი“ უწოდა. ფეოდალებს საშინლად სძულდათ მოქალაქეები და როდესაც
შესაძლებლობა მიეცემოდათ, მაშინვე სძარცვავდნენ მოქალაქეებს. ფეოდალიზმი, ეს
ის პერიოდია, როდესაც სიმდიდრე მხოლოდ და მხოლოდ დიდგვაროვანთა ხელშია
მოქცეული, შესაბამისაც მოქალაქეებმა მეფესთან შთანხმებით ხშირად უწევდათ
ფეოდალების წინააღმდეგ დაპირისპირება. გლეხებს ძალიან ძნელ პირობებში
უხდებოდათ საქმიანობა, ვინაიდან ისინი მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ მიწის
მესაკუთრეებზე, მათ დამოუკიდებლობა არ ჰქონდათ, რადგან ისინი
დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ მიწის დამუშავებას, მათ არ ჰქონდათ შსაბამისი
ტექნიკა, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების იარაღები, სასუქები და თესლები, რაც
აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მათ მოსავალი ჰქონოდათ. ამ ყველაფრის არ
არსებობამ გამოიწვია ის, რომ გლეხები დამოკიდებულნი გახდნენ ფეოდალებზე,

14
რომლებიც მათ სასტიკად ექცეოდნენ. ამას გარდა გლეხები საკუთარი ძალებით
დამუშავებული მიწიდან მხოლოდ და მხოლოდ მათი სიცოცხლისთვის საჭირო
პროდუქტებს იღებდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ პროდუქტის ის რაოდენობა,
რომელსაც შეეძლო გლეხისთვის კაპიტალის მიღება. ისინი მხოლოდ მინიმალურით
იყვნენ დაკმაყოფილებულნი. ადამ სმითის აზრით, ქალაქმა სოფლიდან უნდა მიიღოს
პროდუქტები, თუმცა ამასთან ერთად სმითი აღნიშნავს, რომ ისეთი ქალაქები,
რომლებიც ზღვასთან ახლოსაა, შუძლიათ იმპორტი აწარმოონ და შორეული
ქვეყნებიდანაც შემოიტანონ პროდუქტები, ან თუნდაც გაცვალონ. შსაბამისად ასეთ
ქალაქებს არ დასჭირდებათ სოფლებიდან პროდუქტების მიწოდება, ხოლო ის
ქალაქები, რომლებიც ქვეყნის ცენტრში, ან უკიდურეს წერტილებში იმყოფება, რა თქმა
უნდა, მათაც სჭირდებათ პროდუქტით მომარაგება, რომელიც მთლიანად სოფლიდან
უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ქალაქები სოფლების
განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდნენ. მაშასადამე ქალაქსა და
სოფელს შორის არსებობდა მჭიდრო კავშირი, რომელიც ამ ორივესთვის სარგებლის
მომტანი იყო. სოფლიდან ქალაქი მარაგდებოდა სურსათ სანოვაგით, რომელიც
აუცილებელი იყო ქალაქის არსებობისთვის, ხოლო ქალაქი კი სოფლის განვითარებაში
იღებდა მონაწილეობას. თუ ქვეყანაში ვაჭრობა იქნება განვითარებული, შესაბამისად
ეს ყოველივე კი ძალიან კარგად აისახებოდა ქვეყნის ეკონომიკაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

სმითი, ადამ. „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“.


წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 274-308. თბილისი: ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.

15
იმანუელ კანტი

გიორგი იაგანაშვილი

იმანუელ კანტი (1724-1804) წლებში მოღვაწეობდა, იგი გერმანიაში დაიბადა და ამავე


ქვეყანაში მიიღო განათლება. მიუხედავად იმასა, რომ მას უამრავი ნაშრომი აქვს
დაწერილია, მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს წარმოადგენს „რა არის
განმანათლებლობა? “.

ამ ნაშრომში თავდაპირველად კანტი გვესაუბრება განმანათლებლობის განმარტებაზე


და ამასთან ერთად იგი გვესაუბრება უმწიფრობის შესახებ, თუ რას ნიშნავს იგი და
როგორ შეიძლება ადამიანმა მოახერხოს უმწიფრობიდან გამოსვლა. უმწიფრობის
დროს ადამიანი იმყოფება კომფორტის ზონაში, რომლის დროს ადამიანი ადვილად
მორჩილი და სამართავი ხდება. კანტი კი გვეუბნება, რომ განმანათლებლობა ის
ძლიერი კომპონენტია, რომელსაც შეძლია ადამიანის გამოყვანა უმწიფრობიდან, ანუ
კომფორტის ზონიდან. მისი აზრით ის, რომ ადამიანი იმყოფება უმწიფრობაში, თავად
ადამიანის ბრალია, რადგან ხშირად ადამიანები გარკვეული მიზეზისა და შიშის გამო,
თავს არიდებენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, აზროვნებასა და სხვა
საჭირბოროტო საკითხებს. მათ ურჩევიათ სხვაზე დამოკიდებული იყვნენ, რადგან ასე
უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. მართლაც, თუ დავუკვირდებით ასეთ
მდგომარეობაში ადამიანი კომფორტულია, მას არ უწევს ზედმეტად თავის შეწუხება,
არ უწევს ფიზრი, აზროვნება, გონების წვალება მისთვის არასასურველ თემებზე და ასე
მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას, რადგან მის მაგივრად ამ ყოველივეს სხვები
გააკეთებენ, თავად კი აღარ დასჭირდება ძალისხმევა.

კანტის ამბობს, რომ ყველა ადამიანი ვინც უმწიფრომაში იმყოფება, შესაძლებელია,


რომ გამოვიდნენ და თავი დააღწიონ ამ მდგომარეობას, თუმცა ეს არც თუ ისე
მარტივია, ამას თან ახლავს გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორები. ამასთან ერთად
კანტი გვანახებს იმ, გზებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია, რომ გამოვიდეთ
უმწიფრობიდან და ვისწავლოთ სხვისგან დამოუკიდებელი აზროვნება. მისი აზრით
უმწიფარი ადამიანები ნელ-ნელა განმანათლებლობის გზით უნდა გამოვიდნენ
უმწიფარობის მდგომარეობიდან, ამასთან ერთად ყოველთვის არსებობდნენ

16
მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ეწეოდნენ დამოუკიდებელი აზროვნების
პროპაგანდას საზოგადოებაში.

უმწიფარობისა და განმამათლებლობის გარდა, იმანუელ კანტი თავის ნაშრომში


გვესაუბრება გონების საჯარო და კერძო გამოყენებაზე. კანტის უპირატესობას ანიჭებს
არა გონების კერძო გამოყენებას, არამედ გონების საჯარო გამოყენებას, რადგან ეს
უწყობს ხელს უმწიფრობიდან გამოსვლასა და დამოუკიდებელი აზროვნების
ჩამოყალიბებას. ისმება კითხვა, რა განსხვავებაა გონების საჯარო და კერძო
გამოყენებას შორის? როდესაც შეგირდი მმართველის ბრძანებებს ასრულებს მას
ფაქტობრივად არ აქვს იმის უფლება, რომ იაზროვნოს და დაიწყოს მსჯელობა. მაგრამ
თუ შეგირდი მოინდომებს, რომ გამოაქვეყნოს რაიმე ნაშრომი , სადაც ის აღწერს
მმართველის მიერ დაშვებულ შეცდომებს და მას ამის სრული ლეგიტიმური უფლება
ექნება, ეს უკვე გონების საჯარო გამოყენებაა. თუმცა, რა თქმა უნდა კანტი არ
უარყოფის იმას, რომ შეგირდი არ უნდა ემორჩილებოდეს მმართველს.

ამასთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ კანტი განმანათლებლობისა და რელიგიის


სეკულარიზაციას, ანუ გამიჯვნას ახდენს. იგი ამბობდა, რომ სამყაროში ყველაფერი
შეიძლება გავაკრიტიკოთ, გარდა რელიგიური დოგმებისა, რადგან რელიგია არის
რაციუნალური, შესაბამისად მისი განსჯა დაუშვებლად მიაჩანდა იმანუელ კანტს.

საბოლოოდ კანტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკუთარ ნაშრომ „რა არის


განმანათლებლობა“-ში გადმოეცა და ადამიანებისთვის დაენახებინა თუ რაოდენ
მნიშვნელოვანია გონების საჯარო გამოყენება, რადგან ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს
გარკვეულ საკითხებზე საკუთარი აზრი, საკუთარი სიტყვა უნდა ეთქმოდეს და არ
უნდა დაექვემდებაროს სხვის აზრს, რადგან ეს ყოველივე ადამიანს უმწიფრობის
მორევში ჩაითრევს, საიდანაც ამოსვლა ძალზედ რთულია.

გამოყენებული ლიტერატურა:

კანტი, იმანუელ. „რა არის განმანათლებლობა“?. წიგნში შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 1, 309-318. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2017.

17
კარლ მარქსი
გიორგი იაგანაშვილი

კარლ მარქსი თავის ნაშრომში განიხილავს გლეხთა და მუშათა კლასების


ურთიერთობებს. იგივე პლორეტარებისა და ბურჟუაზიის ურთიერთობებს. მარქსის
აზრით, ბურჟუაზია არის გაბატონებული კლასი, რომლის საქმეების განმაკრგველ
კომიტეტად სახელმწიფო მოიაზრება. ერთი მხრივ, ბურჟუაზია ტავდაპირველად
ჩაგრულ კლასად მოაიზრებოდა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ამ კლასმა მოახერხა
სხვადასხვა მრეწველობისა და საერთაშორისო ბაზრის დამყარება, რის შემდეგაც
მოახერხეს და მსოფლიოში გაბატონდნენ ერთ ერთ ძლიერ კლასად. ზოგადად
ბურჟუაზიული საზოგადოების საქმიანობა სწორედ მრეწველობაზე, ვაჭრობასა და
კაპიტალის დაგროვებაზეა დაფუძვნებული. ბურჟუაზიამ საერთაშორისო ვაჭრობის
დროს მოახერხა კავშირის დამყარება მოახერხა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რადგან
ხშირად სხვადასხვა ქვეყანის მოსახლეობის მოთხოვნილებებს სახელმწიფოში
არსებული პროდუქტები ვერ აკმაყოფილებდა და საჭირო იყო ამ პროდუქტების სხვა
ქვეყნიდან შემოტანა.

კარლ მარქსი კრიტიკულად აფასებს სამშობლოსა და ეროვნულობის არსებობას.


იგი ამ მოსაზრებას შესაბამისი არგუმენტებით ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ
პროლეტარიატი არ არის ის კლასი, რომელსაც ეროვნულობა გააჩნდეს. იგი
განიხილება როგორც ერთიან, მთლიან სისტემად. პროლეტარიატმა უპირველეს
ყოვლისა უნდა მოიპოვოს პოლიტიკური ბატონობა და ამასთანავე საზოგადოებაშიც
მოიპოვოს უპირატესობა. მარქსის აზრით პროლეტარიატის კლასი, ეს ის კლასია,
რომელსაც გააჩნია რევოლუციური ძალა, ვინაიდან ეს დაჩაგრულების კლასია,
რომლებსაც დასაკარგი არაფერი გააჩნიათ. სწორედ ამიტომ პროლეტარიატს შეუძლია
რევოლუციის გზით დაამარცხოს ბურჟუაზია და ქვეყანაში არსებული ძალაუფლება
მათ გადაიბარონ. სახელმწიფოს არსი იკარგება მაშინ, როდესაც საუბარს ვიწყებთ
უკლასო და ყველასათვის საერთო საზოგადოების არსებობაზე. მე პირადად კარლ
მარქსის მოსაზრებები სწორად მიმაჩნია. პროლეტარიატის განვითარება მოხდება
მაშინ, როდესაც კაპიტალის განვთარება მოხდება. კარლ მარქსის აზრით ეს კლასი
თანამედროვე მუშათა კლასს მიეკუთვნება. მათ არსებობა მანამდე შეუძლიათ, სანამ
სამუშაოს შოულობენ. ისინი თითქოს ვაჭრობის საგნად გადაიქცნენ და საკუთარ თავს
18
ყიდიან იმისთვის, რომ სანაცვლოდ მათ იარსებონ. მათი დაუღალავი მუშაობის
მიუხედავად ისინი იღებენ მინიმუმს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათ არსებას
დააკმაყოფილებს. სწორედ ამიტომაც პროლეტარიატს არ შეუძლია ქონებისა და
კაპიტალის დაგროვება, რადგან მათ ამის საშუალებას დამქირავებელი, ანუ
ბურჟუაზია არ აძლევთ. სწორედ ამ მიზეზთა გამო ხშირად პროლეტარები
ერთიანდებოდნენ ბურჟუაზიის წინააღმდეგ, რადგან ისინი ვერ ეგუებოდნენ მათ ასეთ
დამოკიდებულებას, ამიტომაც ისინი მარქსის აზით რევოლუციის კლასს
წარმოადგენენ.

კარლ მარქსი თავის ნაშრომში „ კომუნისტური პარტიის მანიფესტი “ აყალიბებს


კლასობრივ ბრძოლისა და სოციალური კლასების თეორიებს. მისი აზრით ყველა
ეპოქაში არსებობდნენ კლასები, რომელებიც ერთი- მეორეზე უპირატესობით
სარგებლობდა, ანუ არსებობდნენ დაჩაგრულები და გაბატონებულთა კლასები. ნელ
ნელა დაიწყო ბურჟუაზიის დაშლი პროცესი და სახელმწიფოს მანდატი სწორედ
პროლეტარების ხელში გადადიოდა, რადგან პროლეტარები იყვნენ ის ძალა,
რომელსაც ბურჟუაზიის დამარცხება შეეძლო. ბურჟუაზიის დამხობა და
პროლეტარიატების გამარჯვება თანაბრად გარდაუვალიაო- ამბობდა კარლ მარქსი.
პროლეტარიატის კლასებად ჩამოყალიბება- ეს იდია კომუნისტურ პარტიას დაედო
საფუძვლად, რომელთა უმთავრესი მიზანი იყო ბურჟუზიის დამაცხება. მარქი
უპირისპირდება ბურჟუაზიას, ვინაიდან მათ მუშებისა და მონების ექსპუატაციის
გზით მოიპოვეს კერძო საკუთრება. კომუნიზმის უმთავრესი მიზანი იყო წინა პლანზე
წამოეწია ადამიანის როლი. კომუნისტურ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანები
ყოველთვის ღიად და საჯაროდ გამოხატავდნენ საკუთარ აზრებს, შეხედულებებსა და
განზრახვებს. პროლეტარები საკუთარ ძალაუფლებას გამოიყენებენ ბურჟუაზიის
წართმეული კაპიტალით. საბოლოოდ შეიძლება ვთქვათ, რომ კომუნისტური იდეა
თავის არსით საკმაოდ კარგ პრინციპებს მოიაზრებდა, თუმცა მისი რეალურად
შესრულება სულ სხვა ინტერპრეტაციით მოხდა.

გამოყენებული ლიტერატურა:
მარქსი, კარლ. „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“. წიგნში შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში 1, 319-357. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2017.

19
ჯონ სტიუარდ მილი

გიორგი იაგანაშვილი

ჯონ სტიუარდ მილი ბრიტანელი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ, მის


კალამს უამრავი ნაშრომი ეკუთვნის, როგორიცაა 1948 წელს გამოცემული ნაშრომი
„პოლიტიკური ეკონომიკის პრინციპები“. მომდევნო წლებშიც სისტემატურად წერდა
სხვადასხვა ნაშრომებს, მათგან ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1954 წელს
გამოცემული ნაშრომი „თავისუფლების შესახებ“. ამ წიგნში ჯონ სტიუარდ მილი
გვესაუბრება იმაზე , თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისა და
ადამიანების ხასიათებს და მათ მრავალფეროვნებას. მილიმ ეს ნაშრომი ბრიტანეთში
დაიწერა მაშინ, როდესაც ბრიტანეთში ვიქტორიანული პერიოდი იყო. ეს ის
პერიოდია, როდესაც ბრიტანეთში აღმავლობის ხანა დაიწყო, ამავე დროს
ვითარდებოდა როგორც ეკონომიკა, ასევე სხვადასხვა სფეროები. ჯონ სტიუარდ
მილისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური არის შეხედულებისა და აზრის
თავისუფლება . იგი ამბობს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს რაღაც საკითხის მიმართ
საკუთარი აზრი, ამასთან ერთად ადამიანებმა საკუთარი შეხედულება და აზრი, ღიად,
თავისუფლად უნდა გამოხატონ.

ამასთან ერთად მილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებას, ან სხვა რომელიმე ძალას


არაქვს უფლება ვინმეს აუკრძალოს, ან ხელი შეუშალოს თავისუფლად გამოხატვას,
მიუხედავად იმისა, ეს აზრი ჭეშმარიტი იქნება თუ არა. სხვისი აზრისა და
შეხედულებების იგნორირება, ან მის წინააღმდეგ გამოსვლა აზარალებს არა მხოლოდ
იმ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ მთლიან საზოგადოებას , რამაც სესაძლებელია
საბოლოო ჯამში ქვეყანაში ქაოსი და არეულობა გამოიწვიოს. შეცდომისგან არავინ
ვართ დაზღვეული, ამიტომაც ყველამ ყველას აზრს პატივი უნდა სცეს , მოსწონს ეს
აზრის თუ არა, ამასთან ერთად ჯონ სტიუარდ მილი ამბობს, რომ შეუცდომელი
არავიაა ამ ქვეყნად. შეიძლება ადამიანმა სრული ჭეშმარიტება თქვას, საზოგადოება
კი ამ შეხედულებას დაუჯეროს და თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები არ
გამოთქვან, ანუ დააიგნორონ. მილის აზრით ეს ყველაზე ცუდია, რადგან თუნდაც
ჭეშმარიტ , საღ აზრთან ერთად ყოველთვის უნდა იყოს საპირისპირო აზრი. ეს
ყოველივე მრავალფეროვნებას სძენს აღნიშნულს და მის გარეშე , თითქოს ყველაფერს
აზრი ეკარგება. თავისუფლება, რომელიხ ჯონ სტიუარდ მილს აინტერესებს, არის
20
ინდივიდის თავისუფლება და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად მას
შეხედულებების არსებობა და სიტყვის თავისუფლება მიაჩნია , რადგან ეს ყოველივე
ყველაზე მნიშვნელოვვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს
მრავალფეროვანი, იგივე პლურალისტური საზოგადოება. მოგეხსენებათ
პლურალისტური საზოგადოება დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველაზე
მნიშვნელოვანია. ჯონ სტიუარდ მილს სხვა მწერლებისგან განსხვავებით არ
აინტერესებს „არამედ თავისუფლება იმასთან მიმართებაში, რასაც ის უმრავლესობის
დესპოტიზმს უწოდებს .“ (ჯონ სტიუარტ მილი, 2017, 363) .

მილი ამბობს, რომ ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას შეიძლება მცდარი


შეხედულება, ნაწილობრივ ჭეშმარიტი ან სრულიად ჭეშმარიტი შეხედულება
ჰქონდეთ, ამიტომ ადამიანი ვერ განსაზღვრავს რომელ ადამიანს რა სახის შეხედულება
აქვს, ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ ვიღაცის შეხედულება სრულიად მცდარია და
არავითარ შემთხვევაში იგი რეალობასთან არ მოდის, მაგრამ შეიძლება ის ცდებოდეს.
შეიძლება იმ ადამიანის მოსაზრებები, ვისიც მას მცდარი ჰგონია, სრულიად
ჭეშმარიტი აღმოჩნდეს, ამიტომ ჯონ სტიუარდ მილი ამბობს , რომ აუცილებელია
წინასწარ სანამ განვიკითხავთ ვინმეს, კარგად გავიაზროთ და დასკვნები მხოლოდ ამ
შემთხვევაში გავაკეთოთ. მართალია საღ, ჭეშმარიტ აზრთან ერთად საპირისპირო
აზრის არსებობაც აუცილებელია, მაგრამ ამის გამო არ უნდა დავუპირისპირდეთ
ინდივიდს. თუ კონკრეტული პიროვნებისთვის თავისი აზრი ჭეშმარიტია, ეს არ
ნიშნავს იმას, რომ ეს აზრი და შეხედულება ყველასთვის ჭეშმარიტია. ყველა ადამიანი
ინდივიდუალურია, შესაბამისად ყველას განსხვავებული შეხედულება აქვს, ამიტომაც
მილს მიაჩნია, რომ სხვისი აზრის ქვეშ არ უნდა მოვექცეთ და ყველა საკითხზე ჩვენი
მოსაზრება და სათქმელი უნდა გვქონდეს.

ბიბლიოგრაფია:

ჯონ სტიუარტ მილი, „თავისუფლების შესახებ,“ შესავალი თანამედროვე აზროვნებაში


1, 358-444. ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი: 2017.

21
ილია ჭავჭავაძე
გიორგი იაგანაშვილი

ქართველი მოაზროვნე და ეროვნულ გმირად წოდებული ილია ჭავჭავაძე ერთ- ერთ


უმნიშვნელოვანეს პირს წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში. მის კალამს უამრავი
ნაშრომი ეკუთვნის, მის მარჯვენას კი ქვეყნის კეთილდღეობისთვის არა ერთი
მნიშვნელოვანი რამ გაუკეთებია. ილია ჭავჭავაძის მთავარ მიზანს ქართველი
საზოგადოების თანამედროვე ერად ჩამოყალიბება წარმოადგენდა. ილიას აზრით
ქართველების ერად ჩამოყალიბება არც თუ ისე მარტივი საქმე იყო, რადგან მისი
აზრით ერს განათლება აკლია, გაუნათლებელი და უცოდინარი ერი კი ვერასდროს
ჩამოყალიბდება ერად. ამიტომ ილია გამოსავალს სწორედ განათლებაში ხედავს. ილია
ჭავჭავაძე თავის ნაწარმოებში გვესაუბრება საქართველოს წარსულზე, აწმყოზე და
მომავალზე. მე- 19 საუკუნეში განათლების პრობლება განსაკუთრებით აქტუალური
გახლდათ. რამაც ქართველი ერის „დაბეჩავება“ გამოიწვია. იგი ამბობს ქართველ ერს
აღარ ძალუძს დამოუკიდებლად იაზროვნოს და დამოუკიდებლად მიიღოს
გადაწყვეტილებები. ეს შეიძლება შევადაროთ კანტის უმწიფრობას, როდესაც
ადამიანები სხვისი გავლენის ქვეშ ექცევიან და დამოუკიდებლად უჭირთ
გადაწყვეტილებების მიღება და მიჰყვებიან სხვის აზრს. ამის მიზეზი ისევე, როგორც
კანტი გვეუბნება ადამიანის კომფორტში ყოფნა განაპირობებს. ადამიანების
უმრავლესობას ურჩევნიათ საკუთარ სახლში კომფორტულად მოკალათდნენ
სავარძელში და ისე გააგრძელონ ცხოვრება, შესაბამისად მათ გასაკეთებელს, მათ
განსასჯელს და მათ გადაწყვეტილებებს სხვები მიიღებენ. ამიტომაც არ იტვირთავენ
ადამიანები ზედმეტად თავს. ილია ჭავჭავაძე ასეთ ადამიანებს „სულელებს“ უწოდებს.
შეიძლება ვიფიქროთ, მართლაც საზოგადოების ბრალია ეს დაბეცავება და უქნარობა,
მაგრამ შეიძლება მხოლოდ მათი ბრალიც არაა. მე ვფიქრობ, რომ მათი ასეთი
უმოქმედობა მე- 19 საუკუნეში გამოწვეული იყო მათი ყოფიერებით. „ყოფიერება
განსაზღვრავს ადამიანის ცნობიერებას“- გვეუბნება კარლ მარქსი. მე სრულებით
ვეთანხმები აღნიშნულ მოსაზრებას და ვფიქრობ, რომ გარემომ, რომელშიც იმ
დროინდელი ადამიანები ცხოვრობდნენ, მართლაც მოახდინა ადამიანის
ცნობიერებაზე გავლენა. ცნობიერება კი შეგვიძლია გავაიგივოთ ადამიანის
განათლებაზე. „ცოდნა უძლეველი ფარია არსებობისთვის“ (ჭავჭავაძე 2014, 332)- წერს

22
ილია. ცოდნა კი მხოლ;ოდ იმისთვის არ სჭირდება ადამიანს რომ მხოლოდ რაღაცები
განსაჯოს და აკრიტიკოს, არამედ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ქვეყნის
განვითარებას. მაგალითად კარგად განათლებულ ადამიანს შეუძლია ქვეყანაში
ეკონომიკის განვითარება, ასევე კულტურის და სხვა სფეროების განვითარება. ილიას
უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ერისა და საქართველო აღმშენებლობით
საკითხებში. იგი ამბობს, რომ ქართველი ერის არსებობა შეწყდება მაშინ, როდესაც
ქართველი ერი დაივიწყებს საქარელოს ისტორიასა და ტრადიციებს. ამიტომაც ის
ყოველთვის მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ ყოველთვის უნდა გვახოვდეს
საკუთარი მამული, ენა და საწრმუნოება. ეს სწორედ ის სამი საუნჯეა, რომლის გარეშე
ერი აღარ იარსებებს და შეწყვეტს არსებობას. ილია ჭავჭავაძის აზრით ევროპას გააჩნია
ის ღირებულებები, რომელიც დაეხმარება საქართველოს ერად ჩამოყალიბების
პროცესში. ილიას მხოლოდ ის კი არ ადარდებს, რომ საქართველო, როგორც ერთიანი
სახელმწიფო აღარ არსებობს, არამედ ის, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგა ეროვნული
თვითშეგნება. თითოეულ ქართველს უნდა ახსოვდეს სად დაიბადნე და სად
გაიზარდნენ. ილია ლიბერალი იყო, რომელსაც სურდა ქართველი ხალხის როგორც
გონებრივი, ისე ქვეყნის განვითარება. იგი ყოველთვის მიისწრაფვოდა სიახლეებისკენ.
მაშასადამე, შეიძლება ვთქვათ რომ ილია ის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა,
რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ქარელი ერისთვის, მან შეძლო უამრავი მიწის
გადარჩენა უცხოელების მიყიდვისაგან, დაარსა წერა- კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოება, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ერის აღმშენებლობით და
განვითარების საკითხში. სწორედ ამ ყველაფრისთვის იბრძოდა ილია დაუღალავად
და დღეს, მე მეამაყება, რომ მისი სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ!.

გამოყენებული ლიტერატურა:
ჭავჭავაძე, ილია „რჩეული წერილები“ წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1,
324- 415. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014.

23

You might also like