You are on page 1of 2

რეფლექსია

მესამე კლასში ჩავატრე სპორტის სტანდარტული გაკვეთილი თემაზე ადგილიდან სიგრძეზე


ხტომა. გაკვეთილის მიზანი იყო:

 მოსწავლეები შეძლებენ ადგილიდან სიგრძეზე გადახტომას.


 განივითარებენ ძალას, სისწრაფეს, სიმარჯვეს.

გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული მქონდა აქტივობები, რომლებიც გამიყვანდა მისაღწევ


შედეგებზე. პირველი აქტივობა დამეხმარა მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად.
საგაკვეთილო განწყობის შესაქმნელად დამეხმარა მუსიკის თანხლებით ვარჯიშიც. ამ აქტივობის
მიზანი იყო მიმეხვედრებინა მოსწავლეები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი მათი
ჯანმრთელობისათვის. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადგანამავითარებელი ვარჯიშთა
კომპლექსის შესრულება გაკვეთილის დასაწყისში. გაეგოთ მეტი მძლეოსნობის განვითარების და
წარმოშობის შესახებ.

შემდეგი აქტივობები დაეხმარათ მოსწავლეებს ძალის განვითარებისთვის, რომელიც საჭირო


იყო ძირითადი დავალების შესასრულებლად.

მეოთხე და მეხუთე აქტივობები დაიგეგმა და განხორციელდა ისე, რომ მოსწავლეებმა ისწავლეს


ხტომის სწორი ტექნიკა და გუნდურობა.ასევე გაამრთლა ორგანიზმის დამამშვიდებელმა
აქტივობამ.

გაკვეთილის მსვლელობისას არ მომხდარა გეგმის მოდიფიცირება.

თამაშის დროს მოსწავლეები გადავანაწილე ორ გუნდად მათი ფიზიკური მონაცემების


გათვალისწინებით, რომ ყოფილიყო სწორი გუნდური თანაფარდობა. მივეცი საშინაო დავალება,
ევარჯიშათ ხტომებში და აძალვებში.

გაკვეთილის ბოლოს მიზანი მიღწეულ იქნა. მოსწავლეებმა აითვისეს ახალი მასალა.

მიმაჩნია, რომ გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებსა და ჩემ შორის ურთიერთობა იყო


კეთილგანწყობილი, მეგობრული, დაფუძნებული ურთიერთაპატივისცემაზე. მოსწავლეები
იცავდნენ ქცევის წესებს, თუმცა მინდა აღვნიშნო ის, რომ თამაშის დასრულების შემდეგ,
მოსწავლეთა ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ორ მოსწავლეს შორის მოხდა უხეში
მიმართვის შემთხვევა, რასაც მოჰყვა ჩემი მყისიერი ჩარევა და შევახსენე მოსწავლეებს, რომ
ერთმანეთის გამარჯვება და დამარცხება უნდა გაიზიარონ. მიმაჩნია, რომ კომუნიკაცია ჩემსა და
მოსწავლეებს შორის შედგა.

საგაკვეთილო პროცესში კლასი მთლიანად იყო ჩართული, მაგრამ რამდენიმე მოსწავლე, მათი
ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნაკლებად აქტიური იყო.

შეფასებისას გამოვიყენე განმავითარებელი შეფასებები გაკვეთილის მსვლელობის დროს,


ანალიტიკური შეფასების სქემა/რუბრიკა.
სასწავლო რესურსები ეფექტურად გამოვიყენე,მაგრამ სამომავლოდ გავითვალისწინებ ,რომ
სპორტული ინვენტარის მოწყობა-გადაწყობაში თვითონ მოსწავლეები დავიხმარო.ამით
მოსწავლეები უფრო ჩართულები იქნებიან სასწავლო რესურსის შექმნაში.გაკვეთილის
მსვლელობისას სამომავლოდ მეტ ყურადღებას მივაქცევ სპორტულ ტერმინოლოგიის გამოყენებას.

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი

მაკა ხინჩაგაშვილი

You might also like