Professional Documents
Culture Documents
ბილეთი 5
ბილეთი 5
ალექსანდრე მაკედონელი
დაიბადა ძვ.წ 336 წელს მაკედონიაში, ქ. პელაში. ფილიპ II-ისა და ოლიმპიადას ვაჟი. ტახტზე
ავიდა 20 წლის ასაკში. ფილიპემ იგი ჯერ აღსაზრდელად არისტოტელეს მიაბარა, ხოლო 16წლის
ასაკიდან თავისი ლაშქრობების მონაწილე გახადა.
ალექსანდრემ დაიპყრო კაბადოკია, კილიკია. ძვ.წ 333 - ბრძოლა ისოსთან, დაამარცხა დარიოსი.
დარიოსი გაიქცა და დაზავება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. ბრძოლაში გამარჯვებამ
ალექსანდრეს გზა გაუხნა სირიისა და ფინიკიის დასაკავებლად. ილაშქრა ეგვიპტეში, დააარსა
ალექსანდრია, ეგვიპტელებმა ის ღვთაებად აღიარეს. ძვ.წ 331 - გავგამელას ბრძოლა.
ალექსანდრემ დაამარცხა დარიოსი. იგი კვლავ გაიქცა, მისივე ქვეშევრდომებმა მოკლეს. ამ
ბრძოლების შემდეგ დაიმორჩილა მესოპოტამია, სპარსეთი, მიდია და დედაქალაქი ბაბილონი
აქცია. ილაშქრა ინდოეთში, გამოფიტული მეომრების გამო, იძულებულები გახდნენ სპარსეთის
დედაქალაქ სუსაში დაბრუნებულიყვნენ, სადაც ძვ.წ 324 წელს ალექსანდრემ 10000 ჯარისკაცი
დააქორწინა სპარსელ ქალზე, ამით შეამცირა დაპირისპირება ევროპასა და აზიას შორის.
პტოლემაიოსი - ეგვიპტე
ელინიზმი მოიცავს პერიოდს ძვ.წ 323 წლიდან ძვ.წ 31წლამდე(ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრა
VII)
ბილეთი 5.2
ჰერაკლე კეისარი
ბიზანტიის სამეფო კარზე ადის ჰერაკლე კეისარი. სპარსელებმა 612 წელს აიღეს ანტიოქია, 615
წელს დამასკო, 615 წელს შეიჭრნენ იერუსალიმში და ქტესიფონში გადაიტანეს წმინდა ჯვარი და
სხვა ქრისტიანული რელიკვიები. 617 წელს - ეგვიპტე.
627 წელს ნინევიანსთან და 628 წელს ქტესიფონთან გაიმარჯვა ჰერაკლემ და წმინდა ჯვარი
იერუსალიმში დააბრუნა.
VII საუკუნის დასაწყისში ქართლი სპარსეთის ბატონობის ქვეშ მოექცა. როცა ჰერაკლემ ძალები
მოიკრიბა, 622 წელს ლაზიკის გზით შეიჭრა სომხეთში მის მოკავშირე ხაზართა ხაკანთან ერთად.
მათ ერთად დაიწყეს ბრძოლა თბილისის ასაღებად. 627 წელს მათ ალყა შემოარტყეს თბილისს,
თმცა უშედეგოდ. ჰერაკლემ ირანისკენ გაილაშქრა. 627 წელს ნინევიის ნანგრევებთან დაამარცხა
სპარსელები და თბილისში დაბრუნდა. ჰერაკლეს თბილისი აღებული დახვდა. ხაზარებმა
ქალაქი დაარბიეს და გაძარცვეს.
ბილეთი 5.3
ისლამი - არაბეთის ნ-კ, VII საუკუნის I ნახევარი - ბედუინები, წარმართები (მზე, მთვარე,
უმაღლესი ღვთაება - ალაჰი). მექა - წმინდა ტერიტორია, ქააბას ტაძარი - საერთო არაბული
სმლოცველო. ჰაჯი - მექის მოლოცვა.
მუჰამადი - დაიბადა 570 წელს მექაში, კურაიშტთა ტომის და ჰაშიმის გვარის. მომავალი
წინასწარმეტყველი მასში ამოიცნო ბაჰირამ, სირიაში.მონოთეიზმის იდეა. განმარტოვდა ჰირას
მთაზე, სადაც გამოეცხადა ჯაბრაილი. მუჰამადი მიუწოდებდა მექელებს უარი ეთქვათ
მრავალღმერთიანობაზე და ეწამათ ალაჰი, თუმცა მათი მხრიდან დიდი წინააღმდეგობა
წამოვიდა და მუჰამადი იძულებული გახდა 622 წელს მექადან იასრიბში გადასულიყო. ჰიჯრა -
გადასახლება, მუსლიმური კალენდრის დასაბამი.
630 წელს შეიარაღებული დაპირისპირებით დაიკავა მექა. მექა აქცია რელიგიურ ცენტრად,
ხოლო ქააბას ტაძარი - ისლამის მთავარ სალოცავად. გარდაიცვალა 632 წელს, დაკრძალულია
მედინაში, მის მიერ აგებულ მეჩეთში.
ბილეთი 5.4
დავით აღმაშენებელი
დავითი პირველ რიგში სამხედრო ძალის რეორგანიზაციას შეუდგა. მან შექმნა კარგად
გაწვრთნილ ჭაბუკ-რაინდთა რაზმები. ისინი არ აძლევდნენ თურქებს თავისუფალი მოქმედების
უფლებას და ისინი თანდათან ტოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას. მიხედა ურჩ
ფეოდალებს, საქართველოდან გააძევა ლიპარიტ ბაღვაში. დაამარცხა ძაგან აბულეთის ძე და
მისი ძმა, მოდისტოსი.
მალიქშაჰის გარდაცვალების შემდეგ თურქული იმპერია მრავალ ერთეულად დაიშალა.
დავითმა თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა და დაიწყო ბრძოლა თურქების საქართველოდან
ერთიანად გასადევნად.1101-1104 წლებში შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, რამაც გაზარდა ქვეყნის
ეკონომიკური და სამხედრო ძალები.
მეფის ბრძანებით 1104 წელს მოიწვიეს სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება, რომელიც
მიმდინარეობდა ქართლში, რუისისა და ურბნისის საეკლესიო კათედრალებში, ამიტომ ეს კრება
ცნობილია რუის-ურბნისის საეკლესიო კრების სახელწოდებით.
ბილეთი 5.5