You are on page 1of 4

1. სიცხისგან ბრბო ტალღას აჰყვა.

(გი დე მოპასანი -ლამაზი მეგობარი)

წინადადება შინაარსის ანუ მოდალობის მიხედვით არის თხრობითი, მტკიცების


მიხედვით არის წართქმითი(რადგან არ შეიცავს უარყოფას), აგებულების მიხედვით არის
მარტივი, გავრცობილი, სრული (ყველა მთავარი წევრი მოცემულია). წინადადებაში არის
4 წევრი, ყველა სრულუფლებიანია,შესაბამისად არის 4 წევრი და 3 წყვილი.

1)აჰყვა-რა ქნა ბრბომ? - ზმნა შემასმენელი , გამოხატული მარტივი ზმნით წყვეტილში


2) ბრბო-ვინ აჰყვა? - ქვემდებარე (გამოხატულია ხმოვანფუძიანი უკვეცელი კრებითი
არსებითი სახელით სახელობით ბრუნვაში)
3) ტალღას-რას აჰყვა? - ირიბი ობიექტი ( გამოხატული ხმოვანფუძანი კვეცადი არს.
სახელით მიცემით ბრუნვაში).
4)სიცხისგან- რისგან? - მიზეზის გარემოება, გამოხატული ხმოვანფუძიანი
აბსტრაქტული არს. სახელით -გან თანდებულიან ნათესაობით ბრუნვაში.

წყვილებია:
1) ბრბო აჰყვა.
2) ტალღას აჰყვა.
3) სიცხისგან აჰყვა.

1)ბრბო აჰყვა - სინტაგმა შედგემა ქვემდებარისა და ზმნა-შემასმენლისგან, ქვემდებარე


გამოხატულია ხმოვანფუძიანი, საზოგადო,კრებითი უკვეცელი არსებითი სახელით
სახელობით ბრუნვაში, მხ. რიცხვში. შემასმენელი გამოხატულია ორპირიანი , გარდაუვალი
ზმნით, მეორე სერია წყვეტილის მწკრივი (რა ქნა?).

სახელი ითნხმებს ზმნას რიცხვში (ბრბო აჰყვა - ბრბოები აჰყვნენ, მაგრამ არ გამოიყენება)

სახელი მართავს ზმნას მესამე სუბიექტურ პირში სუფიქსით -ა (ბრბო აჰყვა, მე ა-ვ-ყევი)

ზმნა ვერ მართავს სახელს ბრუნვაში და ქმნის ნომინატიურკონსტრუქციას ( ბრბო აჰყვება-


ბრბო აჰყვა)

გავქვს ცალმხრივი მართვა - სუბორდინაცია, რადგან სახელი მართავს ზმნას პირში,მაგრამ


ზმნა ვერ მართავს სახელს ბრუნვაში.

სახელი „ბრბო“ არის მმართავი და მათანხმებელი, არაა მართული , ზმნა არის მხოლოდ
მართული.

2)ტალღას აჰყვა - სინტაგმა შედგება არსებითი სახელისა და ზმნა- შემასმენლისგან, ირიბი


დამატება გამოხატულია ხმოვანფუძიანი,კვეცადი, საზოგადო არსებითი სახელის მიცემითი
ბრუნვაში, მხ. რიცხვში. შემასმენელი გამოხატულია ორპირიანი , გარდაუვალი ზმნით, მეორე
სერია წყვეტილის მწკრივი (რა ქნა?).

სახელი ვერ ითანხმებს ზმნას რიცხვში.( ტალღას აჰყვა - ტალღებს აჰყვა).


სახელი მართავს ზმნას მესამე ირიბობიექტურ პირში პრეფიქსით -ჰ ( ტალღას აჰყვა -ბრბო მე
ამყვა)

ზმნა მართავს სახელს მიცემით ბრუნვაში -ს ნიშნით, რადგან იგი გამოყვანილია სახელობითი
ბრუნვიდან, დგას ირიბ ბრუნვაში და ქმნის დატიურ კონსტრუქციას.

გვაქვს საურთიერთო მართვა ანუ კოორდინაცია. ძრითადი კოოორდინატია ზმნა, მცირე


კოორდინატია ირიბი დამატება - ტალღა, რადგან ზმნას მართავს პირში, მაგრამ ვერ
ითანხმებს რიცხვში.

არს.სახელი (ტალღას) მმართავიცაა და მართულიც. არაა მათანხმებელი.

ზმნა (აჰყვა) - მმართავიცაა და მართულიც.

3)სიცხისგან აჰყვა - სინტაგმა შედგება მიზეზის გარემოებისა და ზმნა-


შემასმენლისაგან,გარემოება გამოხატულია ხმოვანფუძიანი, კვეცადი აბსტრაქტული
არსებითი სახელით.შემასმენელი გამოხატულია ორპირიანი , გარდაუვალი ზმნით, მეორე
სერია წყვეტილის მწკრივი (რა ქნა?).

ზმნა მართავს სახელს ნათესაობითი ბრუნვაში(-ის ბრუნვის ნიშნით) გან - თანდებულის


მეშვეობით.

გვაქვს შუალობითი მართვა

თვითონ სიტყვა სიცხისგან-ში გავქვს შინაგანი მართვა, გან- თანდებული მართავს სახელს
ნათესაობით ბრუნვაში -ის ბრუნვის ნიშნით.

2. ღია ფანჯარაში გაზაფხულის ნაზი სითბო იღვრებოდა.(გი დე მოპასანი -ლამაზი


მეგობარი. )

წინადადება შინაარსის ანუ მოდალობის მიხედვით არის თხრობითი,მტკიცების მიხედვით -


წართქმითია, აგებულების მიხედვით მარტივი , გავრცობილი , სრული.

1)იღვრებოდა -რას შვრებოდა სითბო?- ზმნა შემასმენელი

2)სითბო- რა იღვრებოდა? - ქვემდებარე

3)ნაზი - როგორი სითბო იღვრებოდა? ზედსართავი სახელი

4)გაზაფხულის - რის სითბო იღვრებოდა? - არს. სახელი

5)ფანჯარაში - რაში იღვრებოდა? - ადგილის გარემოება

6)ღია- როგორ ფანჯარაში იღვრებოდა? - ზედსართავი სახელი

წყვილები:

1)სითბო იღვრებოდა

2)ფანჯარაში იღვრებოდა
3)ნაზი სითბო

4)გაზაფხულის სითბო

5)ღია ფანჯარაში

1. სითბო იღვრებოდა - სინტაგმა შედგება ქვემდებარისა და ზმნა შემასმენლისაგან ,


ქვემდებარე გამოხატულია ხმოვანფუძიანი, აბსტრაქტული , უკვეცელი არსებითი სახელით
სახელობით ბრუნვაში, მხ. რიცხვი. შემასმენელი გამოხატულია ერთპირიანი გარდაუვალი
ზმნით, პირველი სერია უწყვეტელის მწკრივი (რას შვრებოდა?).

2. ფანჯარაში იღვრებოდა - სინტაგმა შედგება ადგილის გარემოებისა და ზმნა-


შემასმენლისაგან, ადგილის გარემოება გამოხატულია თანხმოვანფუძიანი, კუმშვად-კვეცადი,
საზოგადო არსებითი სახელით მიცემით ბრუნვაში,შემასმენელი გამოხატულია ერთპირიანი
გარდაუვალი ზმნით, პირველი სერია უწყვეტელის მწკრივი (რას შვრებოდა?).

3. ნაზი სითბო - სინტაგმა შედგება ზედსართავი სახელისა და ქვემდებარისაგან. ზედსართავი


სახელი გამოხატულია ხმოვანფუძიანი,კვეცადი ზედსართავი სახელი სახელობით ბრუნვაშ,
მხოლობითი რიცხვი,ქვემდებარე გამოხატულია ხმოვანფუძიანი, აბსტრაქტული , უკვეცელი
არსებითი სახელით სახელობით ბრუნვაში, მხ. რიცხვი.

4. გაზაფხულის სითბო - სინტაგმა შედგება არსებითი სახელისა და ქვემდებარისგან ,


არსებითი სახელი გამოხატულია ხმოვანფუძიანი უმშველი, საკუთარი სახელის
ნათესაობითი ბრუნვით, მხ. რიცხვი. ქვემდებარე გამოხატულია ხმოვანფუძიანი,
აბსტრაქტული , უკვეცელი არსებითი სახელით სახელობით ბრუნვაში, მხ. რიცხვი.

3. ქალის სულში გაცოცხლდა ძველი პოეზია. (გი დე მოპასანი -ლამაზი მეგობარი.

წინადადება მოდალობის ანუ რაგვარობის მიხედვით არის თხრობითი, მტკიცები მიხედვით


წართქმითია, შედგენილობის მიხედვით მარტივი, გავრცობელი,სრული.

1)გაცოცხლდა - რა ქნა? - ზმნა-შემასმენელი

2)სულში-რაში გაცოცხლდა? -პირდაპირი დამატება

3)ქალის-ვის სულში გაცოცხლდა? -ქვემდებარე

4)ძველი- როგორი მოეზია გაცოცხლდა? - ზედსართავი სახელი

5)პოეზია - რა გაცოცხლდა? - ირიბი დამატება, არსებითი სახელი

წყვილები:

1)სულში გაცოცხლდა

2)პოეზია გაცოცხლდა

3)ქალის სულში
4)ძველი პოეზია

1) სულში გაცოცხლდა- სინტაგმა შედგება პირდაპირი დამატებისა და ზმნა


შემასმენლისაგან, პირდაპირი დამატება გამოხატულია ხმოვანფუძიანი, უკუმშველი
არსებითი სახელის მიცემით ბრუნვაში, მხ. რიცხვი. შემასმენელი გამოხატულია ერთპირიანი,
გარდაუვალი ზმნით, მეორე სერია, მეორე კავშრებითის მწკრივი.

2)პოეზია გაცოცხლდა - სინტაგმა შედგება ირიბი დამატება და ზმნა-შემასმენლისაგან, ირიბი


დამატება გამოხატულია ხმოვანფუძიანი, კუმშვადი, არსებითი სახელის სახელობითი
ფორმით, მხ. რიცხვში. შემასმენელი გამოხატულია ერთპირიანი, გარდაუვალი ზმნით, მეორე
სერია, მეორე კავშრებითის მწკრივი.

3)ქალის სულში- სინტაგმა შედგება ქვემდებარისა და პირდაპირი დამატებისაგან,


ქვემდებარე გამოხატულია თანხმოვანფუძიანი, კუმშვადი არსებითი სახელის მიცემითი
ფორმით, მხ. რიცხვში.პირდაპირი დამატება გამოხატულია ხმოვანფუძიანი, უკუმშველი
არსებითი სახელის მიცემით ბრუნვაში, მხ. რიცხვი.

4)ძველი პოეზია - სინტაგმა შედგება ზედსართავი სახელისა და ირიბი დამატებისაგა,


ზედსართავი სახელი გამოხატულია თანხმოვანფუძიანი, კუმშვადი , საზოგადო არსებითი
სახელის სახელობითი ბრუნვით, მხ. რიცხვში. ირიბი დამატება გამოხატულია
ხმოვანფუძიანი, კუმშვადი, არსებითი სახელის სახელობითი ფორმით, მხ. რიცხვში

You might also like