You are on page 1of 70

ანი მოსაშვილი

ვაის გავეყარე ვუის შევეყარე ანუ


ისტორიდან ლიტხელამდე

 რომანტიზმი გვ 2-15
 რეალიზმი გვ 16-24
 მოდერნიზმი/იმპრესიონიზმი.გვ 25-34
 მეცხრამეტე საუკუნის ბოლო და მეოცე საუკუნის დასაწყისი
-ნეორეალიზმი/ნეორომანტიზმი/პოსტიმპრესიონიზმი გვ35-40
 ომთა შორის გვ41-55
 მე-20 საუკუნის 60-70- იანი წლები ლიტერატურაში, 30-60იანები
მხატვრობაში. ახალგაზრდული მოძრაობების სათავე (ბიტნიკები,
ჰიპური მოძრაობა). + სურეალიზმი გვ56-65
 მაგიური რეალიზმი - გვ 66-
 პოპი/პოსტმოდერნიზმი გვ
რომანტიზმი
ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს და გაგრძელდა XIX საუკუნის შუა წლებამდე.

რომანტიზმი არის ბაროკოს ღვიძლი შვილი, ამიტომ მათი მახასიათებლები მსგავსია:


სამყაროსთან ემოციური დამოკიდებულება, რელიგიის, ღმერთის გამოდევნა
ცნობიერებიდან.

ლიტერატურული ნაწარმოებები განსხვავდება იმით, თუ რომელი ქვეყნიდანაა


ავტორი.

სწორედ რომანტიზმში გამოდის ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო


ასპარეზზე. რომანტიზმში ყალიბდება თანამედროვე რომანი და იგი აღარ იცვლება.

ვინ ხარ შენ ახალო ადამიანო? ღმერთის მეტოქე (ახალი პრომეთე). ადამიანი
ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს ღმერთს.

ქალური ლიტერატურა, როგორც წესი, განსხვავდება ხოლმე კაცური


ლიტერატურისგან და რომელიმე სქესის წარმომადგენელი იშვიათად ახერხებს
დაწეროს ისე, როგორც საპირისპირო სქესი წერს, მაგრამ მერი შელიმ ეს მოახერხა.

ადამიანს შეუძლია შექმნას იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე აქამდე ქმნიდა. რომანტიზმი
არის ადამიანზე გაცემული ყველაზე დიდი ავანსი. რომანტიზმმა სამყაროს ცენტრში
დააყენა ადამიანი და დააჯერა, რომ მას ყველაფერი შეუძლია. ადამიანისთვის
მნიშვნელობა არ აქვს გამარჯვებას, მთავარია, იბრძოლოს. „ყოველი დილა იმედებით
რომ არ გვავსებდეს და ყოველი საღამო იმედგაცრუებით არ მთავრდებოდეს, განა
ღირდა გახდად და ჩაცმად ცხოვრება?“

ადამიანის არსებობის მშვენიერება მდგომარეობს მის ტრაგიკულობაში. იგი


დამარცხებისთვისაა შექმნილი. ავტორი არც ერთ ტექსტში არ იცოდებს თავის გმირს.
მსხვერპლი, რომელსაც ადამიანი გაიღებს, არის მშვენიერი.

რომანტიზმმა აღმოაჩინა, რომ კაცი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი უარყოფითი


თვისებით დატვირთული, მაგრამ ამავდროულად მას შეეძლოს, რომ სამყარო
შეცვალოს (სამი მუშკეტერი). რომანტიზმის იდეა - თუ შენ საკუთარი თავის გწამს,
მაშინ შენ შეცვლი სამყაროს.“ მერი შელის ეყო ნიჭიერება, რომ თავისი გმირი
ტექსტის ბოლოს გამარჯვებულად არ გამოეყვანა. მან აღიარა, რომ ადამიანი უნდა
დამარცხდეს, მაგრამ სწორედ ეს დამარცხების ტრაგიკულობაა მშვენიერი.

რომანტიზმი ცოტა გაორებული მიმდინარეობაა. შეიძლება დღეს სიკვდილს


არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდეს და ხვალ მის გამო დაიწეროს რამე.

რომანტიზმს სჯერა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვერც ერთი ჩვენგანი ვერ
მოახერხებს იყოს ღირსეული. ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება ერთი მშვენიერი
წამი, რომლისთვისაც ღირს სიცოცხლე. „შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ!“ - გოეთე
რომანტიკოსი მხატვარი არ გაბედავს, პერსონაჟი სახით გაჩვენოთ. თქვენ ვერ ხედავთ
მის გამომეტყველებას ან ემოციებს. ნახატს რომ შეხედავთ, უნდა გადმოგცეთ
პირველადი ემოცია. თავად უნდა ჩადგეთ იმ მდგომარეობაში, რაც ნახატზეა.

რომანტიზმის მხატვრობას სძულს ქალაქი და ურბანიზმი, ამიტომ ყოველთვის


ბუნებაა დახატული. რაც უფრო დიდი და უსაზღვროა სივრცე, მით უკეთესი.

კასპარ დევიდ ფრიდრიხი - მოგზაური ნისლის ზღვის თავზე

გერმანელი რომანტიკოსი, კასპარ დევიდ ფრიდრიხი იყენებს გაცრეცილ ფერებს და


ძირითადად ზამთრის პეიზაჟებს ხატავს.

კარგი რომანტიკოსი მხატვარი სურათზე რაღაც საიდუმლოს მალავს. ნახატში უშვებს


„შეცდომას“. ამ ნახატის შეცდომა: პერსონაჟი კლდეზე დგას, მაგრამ არ აცვია ისე,
როგორც უნდა ეცვას მთამსვლელს. ამით მიგვანიშნებს, რომ სულაც არ სურს
მთამსვლელობაზე სურათის დახატვა. ესაა უკანასკნელ მოდაზე ჩაცმული ადამიანი.
იგი ხატავს თავისი ეპოქის თანამედროვე ადამიანს. აქედან არც ჩამოსასვლელი გზაა
ნაჩვენები და არც ის, როგორ მოვიდა აქამდე. ზოგიერთი მწვერვალი მაღლაა, ზოგი
დაბლაა, - კაცობრიობა გაცდა რაღაც მწვერვალებს, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ წინაა. ამ
სურათშიც არის შეჩერებული წამი. ადამიანი, რომელიც შეიცნობს სივრცეს. სივრცეს,
რომელიც არის ზედროული. აქ გაერთიანებულია როგორც წარსული, ისე მომავალი.
ამ ადამიანს ერთი ნაბიჯი აშორებს უფსკრულს. სურათს არ აქვს საზღვარი არც წინ და
არც ქვევით. სივრცე არის ორმაგი: სიღრმისეულიც და პირდაპირიც.
„ზამთრის პეიზაჟი“ - პერსონაჟს პიჯაკის საყელო აქვს აწეული ანუ ცივა. ნაძვებთან
დგას ჯვარი, შორს კი ჩანს საკათედრო ტაძარი. ნაძვი არის სასოების სიმბოლო.
ეკლესია თითქოს ჩრდილია ნაძვებისა.

უცნაურობები: ყავარჯნები უადგილოდ ყრია და კაცი უქუდოდაა, სავარაუდოდ,


შორი გზიდან მოდის და დაიღალა, ჯერ ერთი ყავარჯენი დაუვარდა, მერე - მეორე.
მიდიოდა ტაძარში, მაგრამ ვერ მიაღწია, ამიტომ შუა მინდორში ნაძვთან დაჯდა და
ლოცვა დაიწყო. მხოლოდ მისთვის ტაძარმა დატოვა საკუთარი ადგილი და
გადმოვიდა მინდორში. ღმერთი იქ გადმოვიდა, სადაც ეს ადამიანი გაჩერდა, მაგრამ
მანამდე იფორთხა, სანამ შეეძლო. ჯვარი მხოლოდ მისი წარმოსახვაა. ეს კაცი
სიმბოლურად გამოხატავს ადამიანს, რომელსაც აქვს მიზანი. ყველა ადამიანი
კოჭლია, ანუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბევრი რამ შეეშლება. რომანტიზმში
ადამიანმა მიზანს ვერ უნდა მიაღწიოს, მაგრამ მაინც არ უნდა შეწყვიტოს ბრძოლა,
ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ მიზნის მისაღწევად. ძალიან ძალიან მაგარიაა
უილიამ ტერნერი იყო ინგლისელი რომანტიკოსი. მან საგანგებოდ მოიგონა
რამდენიმე ხერხი. იცოდა, რომ სიჩქარის დროს საგნები კარგავენ ბუნებრივ
მდგომარეობას. ბუნებრივ მდგომარეობას კარგავენ ნისლის დროსაც. ამიტომ ნახატში
სისწრაფე ნისლით ასახა.

ტერნერი ხატავდა საშინელ შტორმებსაც და მშვიდ პეიზაჟებსაც.


დიდი გემი მიჰყავდათ ჩასაძირად. იგი არის წარსულის სიმბოლო და ჩანს წარსულის
დიდება, გვერდით კი მიჰყვება პატარა თანამედროვე გემი.

ვეზუვის აფეთქება

თუ მხატვარი გენიალურია, იგი მთავარ აზრს ნახატის შუაში დახატავს მცირე


დეტალად. შუაში მდგარი პატარა კაცი ძალიან არაბუნებრივ პოზაში დგას.

ორი რამის დახატვაა ყველაზე რთული: ბგერის და რეფლექსის. აქ კი ორივე


დახატულია. ტერნერს უნდოდა სწორედ იმ წამის დახატვა, როცა ვულკანი
ამოიფრქვა. როდესაც ნახატს ვუყურებთ, თითქოს გვესმის ვულკანის ხმა და პირველი
შეხედვით სწორედ ისეთი რეაქცია უნდა გვქონდეს, როგორიც ამ კაცს აქვს. ნახატზე
დაფიქსირებულია სამყაროს გრანდიოზულობა და ადამიანის სიმცირე. ტერნერი
ამპარტავანი კაცი იყო, ამიტომ ეს რეაქცია არამხოლოდ აბსტრაქტული რეაქციაა,
რომელიც ვიღაცას აქვს ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევის დანახვისას, არამედ ის
რეაქციაც, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს ტერნერის ნახატების ნახვისას.

დიდ მხატვრებს რომანტიზმში ყველას აქვს თავისი ფერი. ტერნერისთვის


გავრცელებულია ოქროსფერი და ალისფერი. ფრიდრიხისთვის ყავისფერი. ტერნერს
აქვს უზარმაზარი სერია სურათებისა სსადაც ის ხატავს ძველ კართაგენს იტალიას და
ცდილობს გამოხატოს ნათელი. ტომას კოულმა მოიგონა ისეთი მწვანე რომელსაც
დღემდე ვერავინ ხატავს. აივაზოვსკიმ მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნა
ოკეანისფერის შექმნას. ჩერჩი სულ ხატავდა ვულკანს.

წასაკითხი:
 ვიქტორ ჰიუგო - „93 წელი“

ფილმი:

 დევიდ ლინჩი - „ადამიანი-სპილო“ (“The Elephant Man”)

რომანტიზმი
რომანტიზმის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება, გარდა ვნებიანობისა და
პრომეთეობისა, მარტოობაა. მისთვის უცხოა სოციალური თემატიკა.
რომანტიზმისთვის ადამიანი არ არის სოციალური ცხოველი. მნიშვნელობა არ აქვს
როგორია, რჩეული თუ არარჩეული, ყველა ადამიანი მარტოა. მარტოობაა სამყაროს
შეცნობის ერთადერთი ხერხი. ადამიანი ყოველთვის იბრძვის მარტო, მეგობრების
გარეშე, ან მიდის ტყეში და იქ ელოდება რაღაცას. მარტოობა ცალკე შეგრძნებად და
იდეად არც ერთ მიმდინარეობაში არ ყოფილა, იგი რომანტიზმმა აღმოაჩინა. ეს
ფორმა არის იდეალური, მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერება არ მოაქვს.

მეორე მნიშვნელოვანი დეტალი - პირველად მნიშვნელოვანი ხდება სამყაროს


შეცნობა. ოღონდ არა მისი იდეური, არამედ ფიზიკური აზრით. პერსონაჟები
მოგზაურობენ, მხატვრები აღარ არიან ჩაკეტილები თავიანთ სოციალურ წრეში.
(ორიენტალიზმი - ხატავენ აღმოსავლეთის სამყაროს). მეცხრამეტე საუკუნის
დასაწყისი არის დიდი მოგზაურების ეპოქა. გამოჩენილი ადამიანები მოგზაურობენ
ადგილებში, სადაც „ცივილიზებულ“ ადამიანებს მანამდე ფეხი არ დაუდგამთ.

რომანტიზმი ღიაა სხვადასხვა სამყაროებისთვის. აქ ყველა მიღებულია


კულტურული თვალსაზრისით. არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობას, კანის ფერს...
ესაა უკანასკნელი არისტოკრატიული მიმდინარეობა ხელოვნებაში. აქ ჯერ კიდევ
მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან შემოქმედები (ფული იყო
საჭირო).

სომხური თუ თურქული წარმოშობის უკრაინაში მცხოვრები რუსი მხატვარი


აივაზოვსკი - იგი სხვებისგან განსხვავებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტად მოექცეს
ჩარჩოებში.

რომანტიზმისთვის აუცილებლად დამახასიათებელია პატრიოტიზმი. ყველა


ქვეყანაში შემოქმედები ეროვნების მიხედვით ახდენენ საკუთარ იდენტიფიკაციას.
აწუხებთ თავიანთი ქვეყნის ტკივილები. აივაზოვსკის თავისი ქვეყნის (?) პატრიოტია.

რომანტიზმში არსებობს 2 ჯგუფი: 1) მარინისტები (ხატავენ ზღვას) 2) პეიზაჟისტები


ხატავენ ხმელეთს.

აივაზოვსკი უფრო მეტად მარინისტია. თუმცა


მანამდე შეპყრობილი იყო სამყაროს შეცნობის
იდეით. ხატავდა ეთნოგრაფიულ სურათებს.
დადიოდა ქალაქებში და ყოველგვარი
ფილოსოფიური ან სახელოვნებო შინაარსის
გარეშე, სამყაროს შეცნობის იდეით ხატავდა აღწერილობით სურათებს. რომანტიკოსი
მხატვარ-მწერლები, მიუხედავად იმისა, რომ განადიდებენ ადამიანებს, მათ მცირე
ზომისებს ხატავენ, ბუნებას კი გაცილებით აღმატებულს.

დაღესტნის მთები - ქვებთან შედარებითაც კი ადამიანები პატარები არიან.

მარინისტული სურათები 2 ნაწილად განიყოფა: 1) როდესაც ნახატზე სულ მცირე


ნაპირი მაინც ჩანს, 2) როდესაც სურათი შუა ზღვაშია დახატული. პირველი, როგორც
წესი, მშვიდი ხასიათისაა, მეორე კი არც ისე.

აივაზოვსკი ხშირად არღვევს პერსპექტივის კლასიკურ კანონებს: ნავი რაც არ უნდა


ახლოს იყოს, ადამიანთა სახეები მაინც არ გამოჩნდება. და გემი ყოველთვის უფრო
შთამბეჭდავი იქნება. თუ სახეებს ლუპით შევხედავთ, ვნახავთ, რომ დიდი
სიზუსტითაა დახატული. მას არ ახასიათებს წამის დაჭერა, ხატავს გრძელვადიან
ნახატებს. მისი ნახატები ხანგრძლივი ტკბობისთვის იხატება და არა წამიერი
განცვიფრებისთვის, ძალიან უყვარს ზღვა და მზე. ნახატი სურათზე არ მთავრდება
(ბაროკოს გავლენა). პატარა ეშმაკობა - მან იცის, რომ თუ მზეს (სინათლის წყაროს) არ
დაფარავს, მთლიანად გაათეთრებს და
გააბუნდოვნებს ნახატს, ამიტომ ხომალდის
კორპუსი და აფრები ფარავს მზეს, რათა
ადამიანები გამოჩნდნენ.

ჩაძირული ან ჩასაძირად განწირული


ხომალდები და ადამიანები - სურათი
აყირავებულია და ყველაფერი აყოლილია
ტალღას. ხატავს ხოლმე თოლიებს (თითქოს
ნაპირი ახლოსაა), ნავში მჯდომი ადამიანები
განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არიან 13-ნი,
ამიტომ ზოგი ადამიანი მათ ქრისტესთან და
მის მოციქულებთან აიგივებს. გვერდით ჩანს ცისარტყელა. ესეც იმის სიმბოლოა, რომ
ხსნა ახლოსაა.

მეცხრე ტალღა - ადამიანები ეჭიდებიან გემის


ანძას, რომელსაც აქვს ჯვრის ფორმა. აქ
გამოხატულია არამხოლოდ უკანასკნელ
იმედს ჩაბღაუჭებული ადამიანები (მზე უკან
არის გადარჩენის სიმბოლო), არამედ
მთლიანად კაცობრიობის ბრძოლა
გადარჩენისთვის.
ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე -
იყოფა ორ ნაწილად, უკან სივრცე არის
მშვიდი, ნაპოლეონის თავზე კი ღრუბელია და
ტალღები ქვევით. ნაპოლეონი არის
ადამიანური სიძლიერის სიმბოლო. როგორ
გავზომოთ რამხელაა ნაპოლეონი? კლდესთან
დაფრინავს ჩიტი, რომელიც მალე მის გვამს
შეჭამს. მაგრამ ის მაინც ღირსეულად დგას და
გასცქერის საკუთარი მზის ჩასვლას
ჰორიზონტზე. რჩეულთა შორის რჩეულს იქ მიუჩინეს ადგილი, საიდანაც
ვერასდროს ვერ წამოვა.

ნახატის დროს პერსონაჟი უნდა აკმაყოფილებდეს სილამაზისა და ვნებიანობის


ზოგად კრიტერიუმებს - სხეული სანახევროდ უნდა იყოს დაფარული, უნდა ჰქონდეს
პატარა მკერდი და ხუჭუჭა თმა. ოქროსფერი ძვირფასი სამკაული და წითელი ფერი
რომანტიზმში ამძაფრებს ემოციას. დელაკრუას აზრით, ვნება უნდა მოდიოდეს
არამხოლოდ ადამიანიდან, არამედ სრულიად სამყაროდან. წელს ზემოთაც დაუხატა
მოსახვევი. ავტორის აზრით ეს ყველაფერი სურათში ამძაფრებს ემოციურობასა და
ვნებიანობას. მას არ შეუცვლია ქალის პოზა, მაგრამ შეცვალა სკამი. მისი
მოხაზულობა თანხვდება სამოსის და შუქის ხაზის მოხაზულობას.

დელაკრუას აინტერესებს წამის წინა წამი. როცა გადაწყვეტილია, რაღაც მოხდეს,


მაგრამ ჯერ არ მომხდარა. მას სურს, ჩვენ
დაგვასრულებინოს მოქმედებაც და ნახატიც.
მისთვის მოლოდინი უფრო მაგარია, ვიდრე
დამდგარი წამი.

ეს ქალი არის გამარჯვების რომაელი ქალღმერთი


და არარეალური ადამიანი. თოფიანი კაცი
დელაკრუას ავტოპორტრეტი ეგონათ, მაგრამ ის
პარიზის მოქალაქეა, რომელიც სხვა მოქალაქეებს
იარაღით ამარაგებდა. ბავშვი იარაღით - ბევრი
ბავშვი დარბოდა ქუჩებში იარაღით. ზეცაზე ღრუბლები და კვამლი დროშის ფერებს
იმეორებს. შიშველი კაცი - ასეთი ცხედრები ხშირი იყო 1830 წლის პარიზში.
აჯანყებაში ეჭვმიტანილებს საწოლიდან აგდებდნენ და კლავდნენ, მერე კი ქუჩაში
ტოვებდნენ. მის გვერდით გდია გვარდიელი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა.

ძმასთან მიწერილ წერილში ის ამბობდა, რომ ხელი მოაწერა ბარიკადებზე, რაც იმას
ნიშნავდა, რომ ისიც იქ უნდა ყოფილიყო. ამით დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

ამერიკული რომანტიზმი

ამერიკელებმა რომანტიზმში აღმოაჩინეს სივრცე და საკუთარი სამშობლო. მათ


სჭირდებოდათ თვითიდენტიფიკაცია.
იყვნენ ჰუძონის სკოლის მხატვრები

ჩერჩი ხატავს სამყაროს გრანდიოზულობას, წარმოუდგენელი გრანდიოზულობის


სივრცეს. პირველყოფილ ბუნებას.

ამერიკელები ხატავენ თავიანთი სამშობლოს ბუნებას გრანდიოზულ ფერებში.

ინგლისელები ხატავენ ზღვას, ამერიკელები კი მდინარეებსა და ჩანჩქერებს.

რომანტიზმის დროს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები ერთმანეთისაგან განირჩევიან


არამარტო ფერებით არამედ თემატიკითაც:

გერმანელები ხატავენ რელიგიურ სურათებს. გაცრეცილი ღია ფერები

ამერიკელები პატრიოტულს, მუქი წითელი ალისფერი მიწისფერი მწვანე.

ინგლისელები საზღვაო, წითელი ოქროსფერი

ფრანგები- დელაკრუა უდაბნოსფერი ყვითელი, მდოგვისფერი.

წასაკითხი:

 მერი შელი - „ფრანკენშტეინი“

რომანტიზმი- მარტოობის იდეა


რომანტიზმმა სამყაროს ცენტრში დააყენა ადამიანი და დააჯერა, რომ მას ყველაფერი
შეუძლია. რომანტიზმის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება მარტოობაა. მისთვის უცხოა
სოციალური თემატიკა. რომანტიზმისთვის ადამიანი არ არის სოციალური ცხოველი.
მნიშვნელობა არ აქვს როგორია, რჩეული თუ არარჩეული, ყველა ადამიანი მარტოა.
მარტოობაა სამყაროს შეცნობის ერთადერთი ხერხი. ადამიანი ყოველთვის იბრძვის
მარტო. მარტოობა ცალკე შეგრძნებად და იდეად არც ერთ მიმდინარეობაში არ
ყოფილა, იგი რომანტიზმმა აღმოაჩინა. ეს ფორმა არის იდეალური, მიუხედავად
იმისა, რომ ბედნიერება არ მოაქვს. ყოველი ადამიანი წამრმოადგენს განსაკუთრებულ
არსებას, რაც ინდივიდის ეგზალტაციას, ანუ მის აღფრთოვანებულ, აღგზნებულ
მდგომარეობას იწვევს. მეს უპირატესობა ხშირად მარტოობის გამომწვევ
მდგომარეობასაც იწვევდა, ანუ რომანტიკოსი შემოქმედნი ამბობდნენ, რომ
ადამიანები ამ სამყაროში არიან სრულიად მარტონი, სულიერად მარტონი და
საკუთარი თავი მხოლოდ საკუთარ შინაგან სამყაროში უნდა ეძიონ...

მერი შელის ეყო ნიჭიერება, რომ თავისი გმირი ტექსტის ბოლოს გამარჯვებულად არ
გამოეყვანა. მან აღიარა, რომ ადამიანი უნდა დამარცხდეს, მაგრამ სწორედ ეს
დამარცხების ტრაგიკულობაა მშვენიერი. „ფრანკენშტაინში“ ის გვაცნობს ადამიანს,
რომელიც ცდილობდა შეექმნა „უმაღლესი ადამიანი“, ,გაამპარტავნებულ არსებას,
რომელიც თავისი ცოდნით მთავარ შემოქმედს, ღმერთს დაუპირისპირდება (ახალი
დროის პრომეთე). ამათ გარდა წიგნში კარგად არის წარმოდგენილი სხვა აქტუალური
თემები, როგორიცაა საზოგადოება და მის მიერ განწირული, გარიყული პიროვნება.
ჩვენ ვნახავთ თუ რა ბედი შეიძლება ეწიოს ამგვარი განაჩენის მქონე ადამიანს.
ვიქტორ ფრანკენშტაინმა დაუშვა ის აზრიც, რომ ქვეყნად არ არსებობს ისეთი
ადამიანი, ვისთვისაც გულის გადაშლა არის შესაძლებელი ანუ არ არსებობს მისთვის
მეგობარი. ამბობს, რომ მართლაც მარტოა და მწარედ განიცდის უმეგობრობას,
გვრდით არ უდგას გონიერი, მხნე და უმწიკვლო ადამიანი, რომელიც გაიზიარებდა
მის გულისტკივილს.

ფრანკენშტაინის მონსტრი მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საშინელ მკვლელობას


სჩადის, უაღრესად ტრაგიკული პიროვნებაა. ნაწარმოებიდან ჩანს, რომ ბოროტად
ადამიანთა გამო გახდა. ის იყო ადამიანთა მოდგმის სისუსტეების მსხვერპლი,
რომელიც ვერავინ ვერ აიტანა, მოიძულეს. ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ
მონსტრი თავად შემქმელმაც, ფრანკენშტაინამც შეიძულა და ბედის ანაბარა
მიატოვა. ის უბრალოდ საზოგადოების მსხვერპლია, რომელმაც ვერ აიტანა მასზე
ფიზიკურად განსხვავებული ადამიანი. სხვათაშორის ფრანგი მწერალი ეგზიუპერი
ბრწყინვალედ აფასებს ამ მოვლენას: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ
ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი." მონსტრის გროტესკული
ფიზიოლოგია, რომელიც მისი “პრობლემების” და ადამიანობასთან ურთიერთობის
მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია, რეალურად იმდენად ზედაპირულია, რომ
მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის პრიმიტიულ მსოფლხედველობაზე მიუთითებს. ის
იყო “ადამიანი”, რომელსაც არსებობის მიზეზი არ მისცეს.

რომანტიკული მხატვრობა სახიათდება დრამატიზაციისასდმი ინტერესით, მძაფრი


სცენების გამოხატვით. ამ მხრივ მინდა გამოვყო გასპარ დევიდ ფრიდრიხის
ნამუშევრები. მის ნახატებში შევხვდებით ძალიან ბევრ სიკვდილის სცენას,
დასაფლავებას, საფლავებს... ეს კი იმიტომ, რომ ფრიდრიხისთვის სიკვდილი
ადამიანის უცილობელი ხვედრია, რომლისაც კი არ უნდა გეშინოდეს არამედ
მიილტვოდე კიდეც. მის ნახატებში არ შეიძლება ვერ იგრძნო ეს სულიერი
მარტოსულობა, ეს ტკივილი, რომელიც მთლიანად მოიცავს მის არსებას. თუმცა, ჩემი
აზრით, სწორედ ამ მარტოსულობაში, ამ მოკვდავობაში, ტრაგიკულობაში ხედავს ის
ცხოვრების მთავარ მშვენიერებას.

რომანტიზმი ქადაგებდა პიროვნების სულის თავისუფლებას,სინამდვილისგან


გაქცევას,მიღმიერი,ანუ რეალურის მიღმა არსებული სამყაროსკენ,უსასრულობისკენ
ლტოლვას,ბუნებასთან შერწყმას,ცხოვრების გარდაქმნას...

(მადლობა ნინოს)

93წელი ვიქტორ ჰიუგო


ოთხმოცდაცამეტი წელი ესაა ისტორიული რომანი. ისტორია ვითარდება საფრანგეტის
რევოლუცისსას.

გაყოფილია სამ ნაწილად. ისტორია ძირითაად პარიზში ვითარდება. რომანის მთავარი


გმირების დახასიათებით, მათი საქმიანობის ჩვენებით ჰიუგომ დახატა რევოლუციის
დროინდელი საფრანგეთის ის ძალები, რომლებსაც სხვადასხვაგვარად ესმით სამშობლოს
კეთილდღეობა, სხვადასხვანაირად იღვწიან საფრანგეთისთვის. ისინი სხვადასხვა
პრინციპებს ემსახურებიან. ამისათვის მათ ერთმანეთთან დაპირისპირება და ბრძოლაც
უხდებათ.

ჰიუგო გვაცნობს საფრანგეთის რევოლუციის ნამდვილ სახეს: “რევოლუცია არის ის, რაც
გვავიწროვებს ყოველი მხრიდან და რომელსაც ჩვენ აუცილებლობას ვეძახით. და ამ
კეთილშობილებისა და ტანჯვის ამოუცნობი ერთიანობის წინაშე ისტორია დაჟინებით სვამს
კითხვას: რატომ? ” მართლაც, რატომ ხოცავს ორივე მხარე ხალხს, რატომ წვავენ სოფლებსა
და ქალაქებს, რატომ პასუხობენ ძალადობით ძალადობას? ისტორია პასუხს ვერ გვაძლევს,
ისევე როგორც ვერ გვპასუხობენ რობესპიერი, მარატი და დანტონი – რევოლუციის
ლიდერები. ისინი წარსულს ბარდებიან მონარქებთან ერთად, მარადიული კი მხოლოდ
სიკეთე და სამშობლოა, რომლისთვისაც რესპუბლიკელი გოვენი იბრძვის.

93 წელი ეს იყო რობესპიერის ტერორის პერიოდი, როცა ლუი მეთექვსმეტეს ტავი მოკვეტეს.

იაკობინელთა ტერორი აჩერებს ყოველნაირ წინსვლას და სავარაუდოდ ისინი შეეცდებოდნენ


მონარქიის აღდგენას.

მიუხედავად იმისა , რომ ჰუგო მონარქიის წინააღმდეგ, წიგნში მონარქიის მომხრე


პერსონაჟი Marquis de Lantenac საკმაოდ კარგადაა წარმოჩენილი.

ლანტეკი ნოველაში უპირესპირდება ორ რესპუბლიკელს. ერთი არის მღვდელი


Cimourdain, რომელმაც რელიგია რევოლუციურ ერთობაზე გაცვალა, ეს მიგვითიტებს
იმაზე რომ რელიგიური პირითვისაც კი აღარ წარმოადგენს ღმერთი განსაკუთრებულ
იდეას. მისი ერთადერთი საყვარელი ადამიანი არის  Gauvain, რომელიც მან გაზარდა.
და რომელიც ასევე ერთ ერთი რესპუბლიკელია. თუმცა მათ აქვთ განსხვავებული
ხედვები , თუ როგორი უნდა იყოს რესპუბლიკელი ადამიანი.

კიმორდანი აზრით ჰარმონიის დამყარები ეს მხოლოდ ოცნებებში შესაძლებელი , და


მისი აზრით რესპუბლიკამ უნდა ,,დაარეგულიროს’’ კაცი. ხოლო ჯოვანი არ
ეთანხმება მას, ამიტო ღრუბლებში დაკარგულს უწოდებს აღმზრდელი.

ჰიუგო ყოველთვის აჩვენებს თავისი გმირების მოტივაციიას და ეს მოტივაცია არის მათი


ღირებებულებები.მაგალითისტვის ლანტეკის - ესაა მონარქიის დიდება, კიმურდანისთვის
დაუძლეველი სურვილი იდეალური რესპუბლიკის არსებობისა, ხოლო ჯოვანსთვის
რეპუბლიკა ესაა ჰუმანიზმისა და კეტილგანწყობის სიმბოლო.

და ეს უნდა განაპირობებდეს ჰოუგოს ცხოვრების გზას, ვინაიდან მან გაირა გზა მორნარქიის
მომხრეობიდან ჰუმანისტობამდე.

და საბოოლოოდ გმირები უპირისპირდებია როგორც ერთმანეთს ის საკუთარ თავს და


სწორედ აქ ჩანს მარტოსულობის იდეა. ისინი ისწრაფვიან რაღაცისკენ მაგრამ ზუსტად არ
იციან რისკენ. საბოოლოოდ კი რომანი ,,93 წელი’’ წარმოადგენს თუ რამნიშვნელობა აქვს
ადამიანის ცხოვრებაში ღირებულებებს და რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ბრძოლას.
ადამიანი სპილო
ეს ფილმი გადაღებულია მეცხრამეტე საუკუნეში და დაფუძნებულია ნამდვილ
ამბავზე.

ადამიანი, სახელად ჯონ მერიკი მისი საშინელი შესახედაობის გამო ცნობილია,


როგორც ადამიანი-სპილო. მის გარეგნულ საშინელებას იყენებს ბეიტსი, რომელიც
ბაზრობაზე ფულის საფასურად აჩვენებს მერიკს ადამიანებს, იყენებს რა მერიკის
უსუსურობას. ექიმი ტრევისი დაინახავს მერიკს და გადაწყვეტს, დაეხმაროს მას და
წაიყვანს საავადმყოფოში. თუმცა სამეცნიერო ინტერესს მალე ჩაანაცვლებს
გულწრფელი ადამიანური გრძნობა. აღმოჩნდება, რომ მერიკი იმბეცილი არ არის და
წერა-კითხვა შეუძლია და ფსალმუნებიც იცის. მის ამბავს
გაიგებს ლონდონის არისტოკრატული წრეები და თავად დედოფალი ვიქტორია. მას
საავადმყოფოში ტოვებენ. ყოფილი მფლობელი მერიკის გატაცებას ახერხებს, თუმცა
მერიკი საავადმყოფოში მაინც დაბრუნდება

ადამიან სპილოს ხალხი საშინლად ექცევა მხოლოდ და მხოლოს მისი გარეგნობის


გამო და ეს ხაზვს უსვამს ადამიანის ბუნებას.

საინტერესესოა რომ ფილმის მანძილზე ძალიან იშვიათად შემოდის საიდანმე შუქი.


ხშირ შემთხვევასი სინათლე იმედის გადარჩენის სიმბოოლოა, ადამიან სპილოს
მერიკს კი ალბატ ამის ნაკლები შანსი აქ და სწორედ ამიტომაა , რომ შუქიც ცოტაა
ფილმში.

ამასთან ფილმის გადაღებულია შავ -თეთრში რაც მიგვანიშნებს ის კონტრასტზე


რაც ,,კარგ’’ და ,,ცუდ’’ საზოგადოებაში არსებობს.

საინტერესოა ტრევისის დამოკიდებულება ადამიანი სპილოსადმი, რატომ


წამოიყავანა ის? იყო ამის მიზეზი ნამდვილი გრძნობები და შეწყალეის გრძნობა თუ
მან ეს კარიერის გამო გააკეთა?

ყველამ იცოდა რომ მერიკი მოკვდებოდა თავისი დეფორმაციების გამო, იგი ხედავდა
მის საწოლთან სურატს , სადაც ბიჭი იწვა და ეძინა და ამან მასშიც აღძრა სრვილი
დაწოლილიყო და დაეძინა ისე, როგორც ეს სხვებს შეეეძლოთ. და სწორედ ამ
უბრალო სურვილმა გამოიწვია მისი სიკვდილი.

ფილმის მთავრაი მიზანია დაგვანახოს თუ როგორ ვექცევიტ ადამიანები ფიზიკური


ნაკლის მქონე ადამიანებს და რა შეიძლება გამოიწვიოს ამან.

და ეს ძალიან სამწუხაროა რომ ადამიანების უმეტესოაბას არ შეუძლია მიიღონ


განსხვავებულნი.

ფრანკეშტეინი მერი შეილი


ა შექმნა პრომეთემ ადამიანი, ასწავლა მას ნადირობა, წერა-კითხვა, ავადმყოფობის
განკურვნა და მისცა ცივილიზაციის საწინდარი, ცეცხლი.  მზრუნველი მამა თავისი
თავხედობისთვის ღმერთებმა დასაჯეს და კავკასიონს მიჯაჭვულს ქართველების
უბედურების ყურება მიუსაჯეს. “ფრანკენშტეინის” თანამედროვე პრომეთემ
ზემოთხსენებულისგან განსხვავებით მამობის როლი ვერ მოირგო და თავისი
პირველშობილი, რომელსაც სახელიც არ აღირსა, გაჩენისთანავე უარყვო. მაშ, რა
გასაკვირია, რომ არსებამ, რომლის პირველივე დანახვაზე მისი შემქმნელი
შეძრწუნდა, ადამიანების მოდგმას ომი გამოუცხადა.
მერი შელის “ფრანკენშტეინი”, რომლის იდეა ნაწილობრივ მაინც, მისივე თქმით,
სიზმარში მოუვიდა, დღეს არა მხოლოდ გოთიკური ლიტერატურის და
რომანტიზმის მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება, არამედ სამეცნიერო
ფანტასტიკის ერთ-ერთ ყველაზე ადრინდელ მაგალითად. ზებუნებრივი თემები
ლიტერატურას მისსივე დასაბამიდან დაყჰვებოდნენ, თუმცა შელის ნაშრომში
ვხვდებით არა დემონებს, სულებს ან თუნდაც მითოლოგიურ არსებებს, არამედ
მეცნიერების მიერ შექმნილ ხელოვნურ ადამიანს. როგორც ხშირად ხდება
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საუკეთესო წარმომადგენლებში, აქაც
“არარეალურის” ელემენტები მხოლოდ და მხოლოდ “რეალურის” უკეთ
წარმოსაჩენად არის გამოყენებული. ეგზისტენციალიზმი, საკუთარ ქმედებებზე
პასუხისმგებლობის უარყოფა, ადამიანის ბრმა სწრაფვა პროგრესისკენ, ამორალური
მეცნიერება, ესაა იმ თემების მცირედი ჩამონათვალი, რომლებიც “ფრანკენშტეინში”
იყრიან თავს და რომელთა უმეტესობაც მის ათობით ადაპტაციაში სრულიად არის
დაკარგული.
წიგნში მრავალი სახელი ფიგურირებს, თუმცა მნიშვნელოვანი მხოლოდ ორია.
ვიქტორ ფრანკენშტეინი და მისი “მონსტრი”. ჰმ, ცოტა არ იყოს და იაფასიანი პორნოს
სახელისავით გამომივიდა. ვიქტორ ფრანკენშტეინი და მისი პირველშობილი; ასე არა
მხოლოდ ესთეთიურ პრობლემას ავარიდებთ თავს არამედ მორალურსაც. მხოლოდ
უაღრესად ზედაპირული და პრიმიტიული შეხედვით შეძლებს ადამიანი, წიგნთან
გაცნობის შემდეგ, ანტაგონისტის და პროტაგონისტის დასახელებას. რადგანაც
ვიქტორ ფრანკენშტეინი თავის ქმნილებას მხოლოდ უარყოფითი ტერმინოლოგიით
მიმართავს, მთავარ პერსონაჟზე კი ასე წერა საკმაოდ უხერხულია, ამიტომაც ამის
შემდეგ მას ადამით მოვიხსენიებ. სახელი ჩემი შერჩეული არ გეგონოთ და
ჰერეტიკოსობა არ დამაბრალოთ, შემქმნელთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ის
საკუთარ თავს ასე მოიხსენიებს თუ რატომ საკმაოდ ადვილი მისახვედრია. ერთი
შეხედვით  “მონსტრი” ადამის ყველა ბოროტმოქმედება რეალურად ვიქტორის
თავდაპირველი სისუსტედან გამომდინარეობს. მეცნიერი, რომელმაც პროგრესის
სახელით გადაწყვიტა ბუნების მთავარი საიდუმლოების ამოხსნა და სიცოცხლის
მინიჭების ძალაუფლებით დაიჯილდობა თავი, საბოლოო ჯამში მზად არ აღმოჩნდა
პასუხისგმებლობის ტვირთი ეზიდა. ვიქტორ ფრანკენშტეინის ცხოვრება ადამიანის
პროგრესისკენ სწრაფვის, მისთვის გაღებული მსხვერპლის გამართლების, შედეგის
გაუაზრებლობის და საბოლოო ჯამში საკუთარი თავის განადგურების ისტორიაა.
მეორე მხრივ ადამის ისტორია სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნაზეა.
მიუხედავად იმისა რომ ის საკუთარ თავს ადამიანად არ მიიჩნევს [რომ არაფერი
ვთქვათ სხვებზე], ამ აზრს არ ვეთანხმები. ფიზიოლოგიური განსხვავებების
მიუხედავად მას ადამიანის ტვინი და შესაბამისად აზროვნების უნარი აქვს. მისი
გროტესკული ფიზიოლოგია, რომელიც მისი “პრობლემების” და ადამიანობასთან
ურთიერთობის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია, რეალურად იმდენად
ზედაპირულია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის პრიმიტიულ
მსოფლხედველობაზე მიუთითებს. არა, ადამი არ არის “ახალი” არსება, ის უბრალოდ
საზოგადოებიდან გარიყული, მამისგან/დედისგან უარყოფილი, სამუდამოდ
მარტოსულობით განწირული ადამიანია.
ჩვენი “მორალური კომპასი” დიდწილად საზოგადოებაში დამკვიდრებული
ნორმების ასახავს. საზოგადოებას მოწყვეტილი ადამს არავინ ასწავლის რა არის
ცუდი და კარგი, მიუხედავას ამისა ის ამორალური არსება არ არის. ადამიანების
უმეტესობასავით მას სურს ჰყავდეს ოჯახი, მეგობრები და ისე გაევლებოდეს ქუაჩი
რომ უკან ჩირაღდნებიანი ბრბო არ მოზდევდეს. პერსონაჟის საბოლოოს “გატეხვა”
მაშინ ხდება, როდესაც ადამს ის ადამიანებიც კი უარყოფენ, რომელიც მას უყვარდა,
რომლების სიკეთეში ის იმდენად იყო დარწმუნებული რომ საკუთარი სიმახინჯისგან
დათრგუნულმა მაინც გადაწყვიტა მათთან გამოჩენა. ამის შემდეგ ადამი საბოლოს
ხვდება რომ ადამიანთა მოდგმის შორის ის ბედნიერებას ვერასოდეს იპოვნის, რომ ეს
უსუსური არსებები ვერასოდეს შეძლებენ მის მიღებას. სიმარტოვით დატანჯული ის
საკუთარ ღმერთს უცხადებს სასიკვდილო ბრძოლას. ღმერთს რომელიც ის
მიცვალებულთა სხეულის ნაწილებისგან გამოძერწა, შთაბერა მას სიცოცხლე, შემდეგ
კი მასზე უარი თქვა და რაც ყველაზე უარესია თავად ბედნიერად განაგრძო
ცხოვრება.
ზემოთ ჩამოწერილ მიზეზთა გამო შეიძლება მოგეჩვენოთ რომ მთავარი
ბოროტმოქმედი თავად ვიქტორ ფრანკენშტეინია. თუმცა წიგნის ერთ-ერთი მთავარი
სიძლიერე სამყაროს შავ-თეთრზე გაყოფაზე უარის თქმაა. აქ არის ადამიანი,
რომელიც მზად არ აღმოჩნდა თავისი ქმნილების მამობისთვის და “ადამიანი”,
რომელმაც არსებობის მიზეზი არ მისცეს.

რეალიზმი
კლასიკური რეალიზმი ყველა დეტალითა და ჩვევით ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში და
გაგრძელდა ბოლომდე, მაგრამ იგი დღემდე არსებობს ოდნავ სახეცვლილი ფორმით.
რეალიზმი არის ერთადერთი მიმდინარეობა, რომელიც ჯერჯერობით არ გამქრალა.

ნებისმიერ მიმდინარეობაში არიან ადამიანები, რომლებიც იწყებენ მას და ასრულებენ.


როგორც წესი, დასასრულისა და დასაწყისის ხალხი ზუსტად ვერ გამოხატავენ
მიმდინარეობას. რეალიზმში ასეა (აშენბახი, მანე).

სტენდალი განიცდიდა რომანტიზმის გავლენას. მან დაწერა „პარმის სავანე“, სადაც მთავარი
გმირი მიდის ვატერლოოს ომში, მაგრამ ტყეში დაიკარგება და ომს ვერ მიაგნებს. სტენდალს
მიაჩნია, რომ ადამიანი არის ზუსტად ის არსება, რომელიც შეიძლება ომში წავიდეს და
დაიკარგოს.

რეალიზმს მიაჩნია, რომ კარგი იქნება, თუკი ხელოვნება კაცობრიობას თავს დაანებებს და არ
შეაწუხებს ზედმეტი იდეებით. რეალიზმს მიაჩნია, რომ ადამიანი არის ის, რასაც ყოველდღე
ვხედავთ.

საინტერესოა ის, რომ რეალიზმი მოხიბლული იყო ქალაქით. მაგ: ამერიკელი, ფრანგი,
ინგლისელი რეალისტები სწორედ ქალაქებით ინტერესდებიან და აღწერენ ქალაქის
მცხოვრებლებს.

რეალიზმს არ აინტერესებს ერთი კონკრეტული ადამიანი. აინტერესებს საზოგადოება და


საზოგადოებრივი ჩვევები, (ილიას „კაცია-ადამიანი?!“) აინტერესებთ სოციალური ცხოველი.

ვინ ხარ შენ ახალო ადამიანო? - სოციალური ცხოველი, მას არ აწუხებს იდეები.

რეალისტებს აღელვებთ მორალი და საკითხები, რომლებიც ფინანსურ სამყაროსთანაა


დაკავშირებული. თემატიკაც არის სპეციფიკური.

გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“- ქალმა ვერ გადაწყვიტა, ქმარს უღალატოს თუ არ


უღალატოს. რეალიზმს არ აინტერესებს საფრანგეთის რევოლუცია, აინტერესებს ქალთა
ბედნიერება - გოგონა, რომელიც მუშაობს გამყიდველად, არანაირი უცნაური თავგადასავალი
არ გადახდება, მის შესახებ არის 700 თუ 800 გვერდი.

რეალიზმში არსებობს შაბლონები - რეალისტურ პროზაში ქალი არის ღარიბი და


პროვინციიდან ჩამოსული, ჰყავს დებილი და ცუდი ძმა, რომელიც ფულს ართმევს ხოლმე,
ძმას ჰყავს თავისზე უარესი შეყვარებული. როგორც წესი, ეს გოგო არის უკიდურესად
წესიერი და შრომობს ბევრს, მისი უშუალო უფროსი არის საშინელი ადამიანი, უფროსის
უფროსი - კარგი ტიპი. სასიყვარულო ამბავი გადახდება მდიდარ, კეთილშობილ მამაკაცთან.
სხვა მამაკაცებიც იქნებიან საქმეში, ისინი - არც ისე კეთილშობილები. ჰეფი ენდი უფრო
მეტად არ არის ხოლმე. ან ჭლექი შეეყრებათ ან რამე ასეთი.

„ქალი კამელიებით“ - გოგონა პროვინციიდან, მამაკაცი კარგი შეძლების და პატიოსანი.

რეალიზმი დაინტერესდა ისეთი პროფესიის ადამიანებით, რომლებითაც მანამდე არავინ არ


ინტერესდებოდა. მრეცხავებით, მეეზოვეებით, ღარიბი მწერლებით, ყასბებით, შუახნის
გათხოვილი ქალებით.

რეალიზმში არის საოცრად ბევრი რომანი მეძავებზე. ეს სულაც არაა შემთხვევითი.


რეალიზმის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ სულიერი შეგრძნებების გამოწვევა ჩვენში.
რეალიზმს მიაჩნდა, რომ სამყარო ისეთია, როგორიც არის და ჩვენი დამოკიდებულების
მიუხედავად, არ შეიცვლება. ამიტომ ხელოვნება უნდა იყოს დიდაქტიკური, შეგონებითი და
არა თანაგანცდისკენ მიმართული.

რეალიზმი არის პირველი ფემინისტური მიმდინარეობა ხელოვნებაში. იქამდე ქალები


იყვნენ, მაგრამ იქამდე ქალი სუბიექტი არ იყო, იყო ობიექტი - მოსაფრთხილებელი,
შესაყვარებელი. რეალიზმმა აღიარა, რომ ქალებიც და კაცებიც არიან თანასწორები, როგორც
უფლებით, ისევე შრომისუნარიანობით, სოციალური ადგილით. რეალიზმის მცდელობა,
ქალი ექციათ საზოგადოების წევრად, უკვალოდ არ გამქრალა.

რეალისტ მწერლებს არ ეშინიათ სიმართლის საზოგადოებების შესახებ. ამიტომ პერსონაჟები


არ უნდა გავარჩიოთ, როგორც ინდივიდები, უნდა გავარჩიოთ, როგორც საზოგადოება.
ხელოვნება იძენს სულ სხვა მასშტაბს, ამიტომ რეალიზმს აინტერესებს ბევრი ადამიანი
ერთად, ამიტომ აინტერესებს ქალაქი და არავითარ შემთხვევაში სოფელი.

რეალისტ მხატვრებს კი პირიქით - აინტერესებთ სოფელი და არა ქალაქი. ოღონდ მიზეზი


იგივეა.

ჟიულ დუპრე - ქალებისა და ძროხების მხატვარი. ხატავს ყველა გზაზე, დღის ყველა
მონაკვეთში ამას. ქალი ძროხის მოწველის დროს, ქალი ძროხების მოწველის მერე, ქალი
მიუძღვის ძროხებს, ქალი მიჰყვება ძროხებს... (...)ამ დროს სრულიად მიზანმიმართულად
თქვეს უარი იმაზე, რაც რომანტიკოსებს მოსწონდათ. გადაწყვიტეს, რომ სურდათ გამოესახათ
შრომა. იგი პატივს სცემს, აღმერთებს, პერსონაჟად გამოჰყავს მშრომელი ადამიანი. თუმცა
ფრაზა „შრომამ შექმნა ადამიანი“ არაა სწორი. რეალიზმი გვაჩვენებს, როგორ გაანადგურა
შრომამ ადამიანი.

ფრანგი რეალისტი - ჟიულ ბრეტონი

დაუკვირდით სიტუაციის ჩვეულებრივობას,


ყოველდღიურობას. ხატავდა კაცივით ქალებს, დიდი
ბეჭებითა და ხელებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას
ანიჭებდა თითებსა და სახსრებს და ხატავდა
დეფორმირებულს. მაგრამ არასდროს არ ავიწყდებოდა,
სურათში დაეტოვებინა დეტალები, რომლებიც აქცენტს
გააკეთებდნენ, პერსონაჟის ქალურ ბუნებაზე, ამ სურათში -
ყელი, ქალური ყელი. პერანგი, რომელსაც მაქმანები აქვს. და
თმის ვარცხნილობა - უკეთია სპეციალური ბადე. მიუხედავად
სურათის სიმკაცრისა, ერთი კულული თმის ჰაერშია
დარჩენილი, რომელიც თავისუფლებას უტოვებს ამ ქალს. ეს
ქალი ჩვენ არ გვიყურებს. ეს ძალიან ხშირია. განსაკუთრებით
იმ ხასიათის სურათებში, სადაც შრომის სიმძიმეა გამოსახული.
ფრანგ რეალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს ცხოვრება ჩვენგან არ
მოითხოვს თანაგრძნობას. ცდილობენ, ობიექტურად ასახონ ადამიანური ყოფა. ჩვენი
თანაგრძნობით არაფერი არ შეიცვლება. რეალისტური მხატვრობა არის იმისთვის, რომ ჩვენს
გონებაში შეცვალოს რაღაც.

ტოროლას სიმღერა - რეალიზმის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე


სურათი. ქალი, რომელიც დგას ველზე, უკან მზის ჩასვლისა
თუ ამოსვლის პეიზაჟი. გამოსახულია ქალი, რომელსაც
უჭირავს ნამგალი და აქვს სრულიად უნაკვთებო სახე, შავი
ხვრელები თვალების მაგივრად. ეს ქალი სხვას არაფერს არ
გამოხატავს, გარდა დაღლილობისა. ეს ქალი ზურგით დგას
ლამაზ ბუნებისგან - არ აინტერესებს არაფერი. დგას
სრულიად უაზროდ.
ფრანსუა მილე

აქაც კონტრასტში მოდის ერთმანეთთან


პეიზაჟი და პერსონაჟები. წინ ჩანს სამი
საკმაოდ ცუდად ჩაცმული ქალბატონი. ჩვენ
ვერ ვხედავთ მათ სახეებსაც კი, რადგან
მნიშვნელოვანი არაა. მთავარია პესონაჟების
ხელები და სხეული.

რეალისტი მხატვრების მთელი უბედურება


ისაა, რომ მათ შემდეგ იმპრესიონისტები მოვიდნენ. ამიტომ რეალისტური ნახატები 30 წლის
შემდეგ უკვე მოძველებული გახდა და დაბრუნდნენ მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს.
დღემდე იმპრესიონისტული ნახატები ბევრად უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

უილიამ ბუგერო - ინგლისელი მხატვარი, რომელიც


საფრანგეთში ცხოვრობდა. იგი ცნობილი არ არის
სოციალური თემატიკით. მან გადაწყვიტა, რომ რეალიზმი
არაა მხოლოდ სოციალისტური გარემოს აღწერა. იგი აღწერდა
ხასიათებს. საუკეთესოდ ხატავდა ბავშვებს - უხატავდა
შთამბეჭდავ „დიდების თვალებს“. მის ნახატებზე მარტივია
პერსონაჟის არამხოლოდ წარსულისა და აწმყოს, არამედ
მომავლის დანახვაც. სივრცე
გახსნილია. ბავშვის ცხოვრების
გზა - კიბე, მაგრამ მაინც
ვხვდებით, რომ შორს ვერ წავა.

უფროსები შინ არ არიან და


ისარგებლა უფროსების
ნივთებით. სასაცილოდ აცვია
ტანსაცმელიც - ალბათ ისე,
როგორც დედამისს. ჩვენ
შეგვიძლია ვილაპარაკოთ,
არამხოლოდ ამ გოგონაზე და მის ბედზე, არამედ მის
მშობლებზეც - დედამისზე, რომელიც ამგვარი ჩვევების მქონე
ქალბატონი უნდა იყოს.

ფეხის დადგმა - სილამაზის დეტალი. ფერები არის ძალიან


ზუსტი. ყველა ფერი ერთმანეთს იმეორებს და გადადის
ერთმანეთში. პეიზაჟს ბუგეროსთვის არ აქვს მნიშვნელობა. ამ
სურათში ჩანს დოქის სიმძიმე და თუ კარგად დავუკვირდებით
სურათს, დავინახავთ, რომ გოგონა თვალის კუთხიდან
გვიყურებს. ირმის ინსტინქტი, რომელიც წყლის სმის დროს
ცდილობს, გააკონტროლოს გარემო. პატარა დეტალი, საყურე, ბეჭედი ან ბაფთა გამოხატავს
პერსონაჟის ხასიათს. აქაც არის წითელი ბაფთა.

ამერიკელი მხატვარი - ჯონ ზინგერ სერჯენტი

გვიანდელი რეალისტია, ხატვა დაიწყო დაახლ. 70-80იან წლებში, ხატავდა 1910იან წლებშიც.
აქვს იმპრესიონისტული სურათებიც. ხანდახან ურევდა რეალისტურ და იმპრესიონისტულ
სტილებს ნახატებში. იგი ცნობილია თავისი პორტრეტებით.

რეალიზმი როგორ იყენებს ხასიათს - ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ კარგად გამოაჩინოს
ხასიათი. იგრძნობა რემბრანდტის გავლენა.

მეორე პორტრეტი - ამ კაცს უფრო ღარიბულად უნდა ეცვას. იქ სურდა გამოესახა, უბრალოდ
მოხუცი კაცი მთელი თავისი კაპიტალის გარეშე. მას სურს ილაპარაკოს ადმაიანურ
ხასიათზე. იმიტომ ხატია ყველანაირი ძვირფასეულობის გარეშე, რომ გვაჩვენოს მისი სული.
აქ კი იმიტომაა ასე მდიდრულად დახატული, რომ გვაჩვენოს მისი ხასიათის მთავარი
შტრიხი - ამპარტავნება.

80-იანი პარიზის შორენა ბეგაშვილი - ქალი, რომელსაც არც ისე


მძიმე რეპუტაცია აქვს საზოგადოებაში და ამართლებს ამ
რეპუტაციას. შესრულებულია 80-იანების დასაწყისში. ეს სურათი
თავიდან ასეთი არ იყო, მაგრამ სერჯენტი იძულებული გახდა,
გადაეხატა ეს სურათი. კაბის ბრეტელი იყო ჩამოვარდნილი, რასაც
მოჰყვა დიდი სკანდალი, გაუუქმეს შეკვეთები, გამოფენები აღარ
იღებდნენ მის ნახატებს, ამ ქალმაც უჩივლა და იძულებული გახდა,
წაეშალა ბრეტელი.
ამ შემთხვევის შემდეგ, ეს ქალბატონი სხვა მხატვართან 5 წლის მერე მაინც არის დახატული
ჩამოვარდნილი ბრეტელით. მაგრამ მაგ დროს უკვე აღარ ჰქონიათ პრობლემა.

ამ ეპოქაში წითური თმა ითვლება ვნებიანობისა და მსუბუქი ყოფაქცევის სიმბოლოდ.

ორიენტალიზმი - - -

შეიძლება იყვნენ რომანტიკოსებიც,


რეალისტებიც, იმპრესიონისტებიც, როდესაც
ევროპელი წარმომავლობის მხატვრები ხატავენ
ჩრ. აფრიკას ან ახლო აღმოსავლეთს.

ორიენტალიზმში დაბრუნდა რენესანსისთვის


დამახასიათებელი დეტალები -
სიმეტრიულობა, სურათის დაყოფა თანაბარ
ნაწილებად. წონასწორობა დაცულია.

ხშირად ხატავენ ქალბატონებს - ჰარამხანის


ტყვე ქალი ჰარამხანის ეზოში მარცლეულს
უყრის მტრედებს - სურათი აგებულია
რენესანსულ სტილში. თაღები თანაბრად
ყოფენ სურათს. გისოსებიანი ფანჯარა - ამ
ქალების ტყვეობა. ჩიტები იქითაა, საითაც
არის მძიმე თაღები - ვერ ვხვდებით ჩიტები
მიფრინავენ თუ მოფრინავენ - თაღების
სიმძიმეს ვეღარ აღვიქვამთ, ჩიტები მზის
სხივებს მოჰყვებიან. უნდა შევადაროთ
ჩიტებისა და ქალების ბედი - მაძღრები და
კმაყოფილები არიან, მაგრამ ჩიტები უფრო
ბედნიერები არიან - მათ შეუძლიათ გაფრინდნენ. ამიტომ ეს ჟესტი, რომელიც მტრედებს
აჭმევს, თავის წილ თავისუფლებას ატანს ჩიტებს.

მკითხავი - ახალგაზრდა, ლამაზ კაბაში გამოწყობილი


ქალბატონი, ეჭვითა და ინტერესით დასცქერის მკითხავს.
როგორც წესი ევროპული გარეგნობის ქალები არიან
დახატულები.

არ ერიდებიან სიშიშვლის დახატვას, მაგრამ ყოველთვის


იქნება რაღაც დეტალი სხეულზე, რაც დაარღვევს სიშიშვლეს :
ყელსაბამი, სამაჯური, ცალ ფეხზე ჩაცმული ქოში.
პირველი მიმდინარეობა, სადაც ქალები რომ ეწევიან, ასწორებს. ქალებს ხატავენ
სიგარეტით და ეს არის დამოუკიდებლობის მთავარი დეტალი. ქალი ზის გისოსებში,
მონათა ბაზარზე და სიგარეტიანი ხელი აქვს გამოყოფილი. რაც არ უნდა უქნა იმ
ქალს, როგორ გალიაშიც არ უნდა ჩასვა, მაინც
თავისუფალი იქნება, მისი დამორჩილება
რთულია.

საკმარისი არაა, მხოლოდ ჯდომაში ან სახის


გამომეტყველებაში ჩანდეს პერსონაჟის
ხასიათი. ლეოპარდის ტყავი და ყვავილები -
სასტიკი და მძვინვარე, თანაც ნაზი და
სათუთია. პერსონაჟთან ერთად გამოსახული
საგნები - პერსონაჟის ხასიათის დეტალები.

წასაკითხი:

 ონორე დე ბალზაკი - „მამა გორიო“

ფილმი:

 ვიტორიო დე სიკა - „ველოსიპედის გამტაცებელნი“ (“Bicycle Thieves”)

მამა გორიო -ონორე დე ბალზაკი


„მამა გორიო“ (1835) მწერლის მორიგი წარმატებული წიგნია. ბალზაკს „მეფე
ლირის“ ტრაგედია 1820 წლის პარიზში გადმოაქვს და ახასიათებს საზოგადოების
სახეს, სადაც ყველა სახის სიყვარულს ფულის სიყვარული აღემატება. წიგნის
ცენტრალური ფიგურა არის მამა გორიო, რომელიც ღარიბულ ნაქირავებ სახლში
ცხოვრობს და ყველაფერს იკლებს, რადგან თავისი ქალიშვილების კეთილდღეობა და
მატერიალური საზრუნავი უზრუნველჰყოს. მიუხედავად ამისა, სიკვდილის წინ მისი
ქალიშვილები მამას არ ნახულობენ. მამის ცენტრალური როლი ამ წიგნში
შემთხვევითი არ არის. ბალზაკისთვის ეს თემა მნიშვნელოვანი იყო და ნაცნობიც,
ვინაიდან მან იშვილა მარი-კაროლინი, მისი საყვარლის (მარია დიუ ფრესნე)
არაკანონიერი ქალიშვილი. წიგნის შესავალში ბალზაკი წერს: „ვისაც ეს წიგნი
გიჭირავთ ხელში, რბილს სავარძელში მისვენებული ზიხართ და თქვენთვის ამბობთ,
იქნებ ამან გამართოსო. როდესაც მოხუც გორიოს იდუმალ ავბედითობას ბოლომდე
წაიკითხავთ, თქვენ მადიანად ისადილებთ და თქვენს უგრძნობლობას ავტორს
მიაწერთ, უსაყვედურებთ მას გაზვიადებისათვის და დააბრალებთ პოეტურ
შეთხზვას. აჰა! იცოდეთ: ეს დრამა არც ფიქციაა და არც რომანი. ის იმდენად
ჭეშმარიტია, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია თავის ცხოვრებაში ან თავის გულშიც კი
ამოიცნოს მისი საწყისები“. რომანი ბალზაკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან
ნაშრომად მიიჩნევა. როგორც ნოველისტი ფელისიან მარსო აღნიშნავს: „ჩვენ ყველანი
მამა გორიოს შვილები ვართ“. თავად ბალზაკი ძალიან ამაყობდა ამ ნაშრომით. მან
განაცხადა: „მამა გორიო ყველაზე დიდი წარმატებაა, ჩემი უმძვინვარესი მტრები
მუხლს მოიდრეკენ მის წინაშე. ჩემმა ტრიუმფმა ყველაფერი მოიცვა, მათ შორის
მეგობრებიც და მოშურნეებიც“. წიგნის ყველაზე კარგად ცნობილი მონაკვეთია
ეჟენისა და ვოტრენის საუბრის ერთ-ერთი ციტატა: „მე შენ ისეთ რამეს
შემოგთავაზებ, რაზეც ვერავინ იტყოდა უარს“. ეს ფრაზა გამოყენა მარიო
პიუზომ თავის წიგნში „ნათლია“ და 100 ყველაზე ცნობილ გამონათქვამში შედის.

 „იმაზე ცუდი არაფერია, როცა შენს ნაკლს სხვას გააგებინებ, ამით შეიძლება
ქორწილიც კი ჩაგეშალოს.“-

ამ ფრაზიტ ბალზაკმა წარმოაცინა კვლავ რომანტიზმის პრობლემა, რაც


უნდობლობასთან და მსგავს ტემებთანაა დაკავშირებული.

 „ზოგიერთ მამაკაცს ურჩევნია საბრძოლოდ გამზადებული იდგეს მეორე


მამაკაცის წინაშე, რომელსაც მახვილი აქვს მოღერებული მისი გულის
გასაგმირავად, ვიდრე მანდილოსნის წინაშე, რომელიც ორიოდე საათს
იწუწუნებს და მერე მომაკვდავივით სასუნებელ მარილს მოითხოვს.“

 „თუ ფულის გულისთვის დაქორწინდით, მაშინ სადღაა ჩვენი გრძნობები და


ჩვენი პატიოსნება?“

ანუ ყველაფერი ფულამდე და რაციონალურ გადაწყვეტილებამდეა დასული

“მამა გორიო“ ბალზაკის შემოქმედების მწვერვალია. ნაწარმოებში ნათლად იკვეთება


ორი დაპირისპირებული სახე–ადამიანი, რომელიც ცდილობს გამოძვრეს
ცხოვრებისეული ამაოებიდან და საზოგადოება, რომელიც ფულის სიღრმეში
იხრჩობა. სწორედ ამ ცდუნების ზღვარს ადგა პარიზში ჩასული პროვინციელი
სტუდენტი ეჟენი რასტინიაკი.0

 მადამ ვოკეს პანსიონი ერთგვარ ბუნაგს წარმოადგენს, სადაც თავს იყრიან


ცხოვრებისგან ძალაგამოცლილი,დაუძლურებული, ბედმომდურვე ხალხთა „მასა“
ამ „მასაში“ კი მხოლოდ ორი პიროვნება ეჟენი და მამა გორიო გვევლინება მბჟუტავი
კრიალოსანივით, რომლებშიც ადამიანურთან ერთად რაღაც განსხვავებულს,
სახასიათოს ვხედავთ და ნაწარმოების დასასრულამდე ხელმოჭიდული მივყვებით.

     ეჟენი ვიწრო ყალიბში არ თავსდება, ის თავისი დაუოკებელი წყურვილით


სცდილობს გაარღვიოს მის წინ აღმართული ბარიერები და შეაბიჯოს
არისტოკრატიის კარებში, სადაც სრულიად განსხვავებული კანონი და წესი
მოქმედებს. ეჟენი თანდათან ეფლობა არისტოკრატიულ ჭაობში და თავისივე
უვიცობის მსხვერპლი ხდება, მაგრამ უფსკრულის პირას მყოფს დახმარების ხელს
მამა გორიო გაუწოდებს, ის აუხელს თვალს რეალურ ცხოვრებაზე და
დაუპირისპირდება ვოტრენის მოძღვრებას. ერთ მხარეს მამა გორიო მეორე მხარეს
ვოტრენი, ეჟენი კი ჭეშმარიტებს გორიოში იპოვის და მისი მოწაფე გახდება.
        პარიზი–საშინელი ეპოქის ბუდე, ფუქსავატური ცხოვრების რიტმი და
ამასთანავე ფულის კერპი, სწორედ ამ უფსკრულში ჩათრევას უქადდა გამოუცდელ
სტუდენტს ბავშვური სიბრმავე, ამას ემატებოდა ვოტრენის აპოლოგია, მაგრამ ეჟენს
დროზე აეხილა თვალი და ნამდვილი პარიზი იხილა. ბალზაკის ხედვით მამა გორიო
იყო ერთადერთი, ვინც ხვდებოდა XIX საუკუნის სენს და იმას თუ რა იმალებოდა
არისტოკრატიის ნიღაბს მიღმა, მასში ერთადერთი იმედის ნაპერწკალი ღვიოდა,
მაგრამ ეს ნაპერწკალიც ჩაქრა...
მამა გორიომ მთელი თავისი ცხოვრება თავის ქალიშვილებს შესწირა, მათი
კეთილდღეობისთვის უკანასკნელ გროშებს იმეტებდ, მაგრამ რა, რისთვის უწევდა
დათვურ სამსახურს, როცა საბოლოოდ გაღარიბდა ქალიშვილებმაც მიატოვეს, მეტიც
უმადურებმა სიკვდილის წინაც არ ნახეს. სწორედ ასეთი იყვნენ ფულზე
შეყვარებული პარიზის შვილები.
გორიოს ქალიშვილების ქცევით განრისხებული ეჟენი საბოლოოდ ჩასწვდა იმას რაც
ძვირფასეულობების, ლამაზი კაბების, ბალების, მეჯლისების მიღმა იმალებოდა,
მასში მეამბოხე სულმა გაიღვიძა და ძირეული გარდატეხა მოახდინა...ნაწარმოების
დასასრულს მარტო დარჩენილი ეჯენი პარიზის წინააღმდეგ გამომწვევი სიტყვებით
ილაშქრებს: "ახლა კი ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს"...
  ტრაგედია ის კი არ არის, რომ გახრწნილი ცხოვრება ადამიანებს განუკურნებელი
სენივით ტანჯავს (რადგან ეს სენი მუდამ იყო და მარად იქნება) არამედ ის, რომ
ფული სიყვარულს სჯაბნის...

ველოსიპედის გამტაცებლები
ეს ფილმი არის ნეორეალიზმის დროს შექმნილი ფილმი. კინოში მისულ მაყურებელს
დახვდა არა გასართობი ფილმი, არამედ ფილმი, რომლის უკანაც იდეები უნდა
დაინახონ.

საუკუნის დასაწყისში ფილმები მისდევდა ,, თეთრი ტელეფონის ხაზს’’ ანუ


არისტოკრატიულობას უსვამდა ხაზს და მსუბუქი იუმორისტული ჟნრი იყო.

უვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგომ თავდაყირა დადგა იტალიური კინოხელოვნება


და და ახლა უკვე ფილმები მოგვითხხრობენ მძიმე სოციალურ ყოფაში მყოფ
ადამიანებზე. თუმცა ამ ადამიანებში უნდა დავინახოთ საზოგადოება იმდროინდელ
იტალიაში. ამ ფილმის საფუძველზე შეგვიძლია განვიხილოთ იტალიური
ნეორეალიზმის საფიძვლები.

ფილმის მთავარი გმირია ანტონიო, რომელიც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და


ყავს ორი შვილი და ეძებს სამსახურს. მის მდგომარეობაში უამრავი სვა აადამიანია.
სამსხურის დასაწყებად ანტონიოს სჭირდება ველოსიპედი. ველოსიპედი, რომელიც
მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო დაალომბარდა. ამ პრობლემის
მოსაგვარებლად მისი მეუღლე მარია თეტრეულის გაყიდვას გადაწყვეტს. ამ
მომენტში მარიას უკან შეიძლლება ცარიელი სივრცე ყოფილიყო , მაგრამ ეს ასე არაა ,
მის უკან ბევრი ხალხი, რაც საზოგადო ჭირს უსვამს ხაზს. ამ პრობლემის სიმძაფრეს
კიდევ ერთხელ ვხედავთ მასინ როცა ანტონიოს ველოსიპედს მოპარავენ. ამ
ველოსიპედის ძიებაასი ანტონიო შვილთან ერთად გაღატაკებული რომის ქუჩებში
დაეხეტება. რომი, ისევე როგორც სხვა ნეორალისტურ ფილმებში, აქცა ერთ-ერთი
პერსონაჟია. აქ იგი სრულიად დაცლილია მდიდრული ელემენტებისაგან. ეს რომი
სასოწრკვეტილი გაჭირვეული ადამიანების ქალაქია.

კონტრასტის საჩვენებლად ანტონიო ნაწყენი შვუილის გულის მოსაგებადა


რესტორანში უკანასკნელ ფულს ხარჯავს. გვერდზე მაგიდაზე კი საკმაოდ მსუყე
სუფრაა გაშლილი/, მისტის ხომ წარმოუდგენელია იკვებოს ისე როგოროც გვერდზე
მჯდომნი აკეთბდნენ. , ამიტომ შვილს ეუბნება რომ ასე ცხოვრებისტვის მილიონებია
საჭირო. ანუ ანტონიოსთვის კვებაც კი მილიონებს უკავშირდება.

მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებელი ბალშოკიბს ანტონიოს ძიებას. სა


კულმინაციია როცა ანტონიო ქურდს პოულობს. პოლიციასთნ ერთად ქურდის
სახლში შესული ანტონიო, აღმოაჩენს რომ ქურდი სხვა არავინაა თუ არა
გარემოებების მსხვრეპლი. სახლი მეტად ღარიბულია. ანუ ფილმს არ ჰყავს ანტიგმიი,
უფრო მეტიც ფილმს რეალური გმირი ყჰავს.

მაშინ როცა ანტონიო მიხვდება რომ საკუთარი ველოსიპედის დაბრუნება არ


შეუძლია , იგი დგება მორალური პრობლემის წინაშე და თვითონ იქცევა
ველოსიპედის გამტაცებლად. მას მალე იჭერენ, თუმცა ველოსიპედის პატრონი
პატიობს ანტონიოს. ვინაიდან მან დაინახა გარემოებების მსხვრპლი. მათ ხო მ არ
ქონდატ არჩევანი ს უფლება და უწევდათ ასე ცხოვრება.

მოდერნიზმი/იმპრესიონიზმი
მოდერნიზმი

წარმოშობის თარიღი დაუდგენელია. არსებობს ორი იდეა. პირველი: იბადება მე-19


საუკუნის 30-იანი წლების შუაში, მეორე: საფრანგეთში 30-იანი წლების ბოლოში.

მოდერნიზმმა სამყაროს შესთავაზა ორი პრინციპი.

 შეხედულება ადამიანზე
 ჟანრები აურია ერთმანეთში (ლექსები პროზად).
მნიშვნელოვანია თვითგამოხატვა. ერთმანეთის მსგავსს არაფრით არ გააკეთებენ.
განსხვავებულობის იდეა არის თვითმიზანი. ორიგინალურობა პრინციპული
ამოსავალი წერტილია მოდერნიზმის. მოდერნიზმი გვთავაზობს ადამიანის 2 ტიპს -
ერთი არის უძლური ქრისტე (დოსტოევსკის იდიოტი, თეიმურაზ ხევისთავი), ანუ
ადამიანი, რომელიც არის ასოციალური, მას უამრავი დადებითი თვისება აქვს მაგრამ
ადამიანები ჩაგრავენ. მეორე - ნიცშეს ზარატუსტრა. უამრავი მსხვერპლის ფასად
მაინც მოიპოვებს გამარჯვებას. (გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგი, კონსტანტინეს
მთვარის მოტაცება). მოდერნიზმს რელიზმისგან განსხვავებით არ აინტერესებს
სოციალური ამბები. აინტერესებს ადამიანური ექსცენტრიულობები. ემსგავსება
ბაუნტის რეკლამას: ვერ გაარჩევთ სად მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება.
(შიმშილი). სადაც მთავარი პერსონაჟი შიმშილის გამო ვეღარ ხვდება სხვაობას
რეალობასა და წარმოდგენას შორის და გონებრივად ინაცვლებს მიღმურ სამყაროში,
სადაც ყველა მისი შიში ცოცხლდება და აწვალებს მას.

სიკვდილის იდეაც (თვითმკვლელობა) ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ხდება


თვითმიზნური. ისინი ცხოვრობენ იმიტომ რომ ამ ცხოვრების განმავლობაში
მიესწრაფიან სიკვდილს, უცნაურ სიკვდილს (ჭლექით, ვენების გადაჭრა, დიდი
დოზით წამალი). მოდერნიზმში თვითგადარჩენის ინსტინქტი ძალიან
დაკნინებულია.

მოდერნიზმი მართალია არ გაურბის ქალაქს, მაგრამ ის აღმოაჩენს, რომ სამყარო


რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, არის კატასტროფულად მყიფე, მსხვრევადი. მთელი
ჩვენი სამყარო დამყარებულია ერთ სიმბოლურ მნიშვნელობის საგანზე, რომელსაც
ვეძახით ფულს. წარმოიდგინეთ რომ სამყაროში არ იყოს ფული. ხომ აღარაფერი აღარ
იქნება. ამიტომ ამბობენ, რომ ძველად, როდესაც სამყარო უფრო სოფლური იყო,
ფულს ამხელა მნიშვნელობა არ ჰქონია. ამიტომ გვერდი აუარეს სოციალურ
თემატიკას და ჩაიკეტნენ ადამიანში. ოღონდ იღებენ ადამიანებს, რომლებიც
გარკვეული აზრით გამორჩეულები და განსხვავებულები არიან სხვებისგან. აქვთ
ვირტუალური წარმოდგენები. გონებრივ სამუშაოს რომ ასრულებენ, ისეთები.
აღმერთებენ ასოციალურობას და ხშირად სიგიჟეს. (ჰეკლბერი ფინი - 6 000 დოლარს
ყიდის 1 დოლარად. პერსონაჟი თავს იხსნის ცივილიზაციის მარწუხებისგან).
მოდერნიზმი ამბობს, რომ ადამიანმა უკვე შექმნა ისეთი რამ, რასაც ვერ მართავს,
არამედ ის მართავს ადამიანს. ამიტომ ჰეკლბერი ფინი უარს ამბობს ცივილიზაციაზე
და უბრუნდება თავის ბუნებრივ ყოფას. უარს ამბობს ყველაფერზე საკუთარი სულის
გამო.

მობი დიკი - პირველი მოდერნისტული წიგნი. მოდერნიზმს მიაჩნია, რომ სამყარო


არის ანარეკლი და ამიტომ შედგება სიმბოლოებისგან, ნიშნებისგან. სამყარო რებუსია,
ამიტომ ავტორებმა უნდა გააბნიონ ბევრი სიმბოლო, რომ თქვენ ამოხსნათ. თუ ფარდა
არის ლურჯი ეს სხვა რამესაც ნიშნავს და არა მარტო იმას, რომ ფარდა ლურჯია.

თუ აქამდე ლიტერატურაში და მხატვრობაში ერთი მიმდინარეობა იყო, აქედან


იყოფა. ყველაფერი მიდის თავისი გზით.

დღეს ვლაპარაკობთ 50-90 წლებზე.


ყველაფერი ის რაც არ იყო ორდინალური და წესიერი, გახდა მათი მისწრაფება.

მხატვრობაში გვაქვს იმპრესიონიზმი - ყველაფერი მაგარი იყო რენესანსში, ამიტომ


უნდა დავუბრუნდეთ მას, სამყაროს, როგორც მშვენიერებას. არ გვჭირდება
სიმბოლოები და ფილოსოფიური იდეები, მხოლოდ გარეგნობა. ესაა პირველი
თაობის იმპრესიონისტების აზრი. სახელი იმპრესიონიზმი მოდის აქედან:
გამოფენაზე გაიტანეს ნახატები, მაგრამ უარი უთხრეს გამოფენაზე, ამიტომ გვერდით
გააკეთეს თავიანთი გამოფენა. ერთმა კრიტიკოსმა თქვა, მხატვრობის გაგნებაში არ
არიან, შთაბეჭდილებიზმი არის ნამდვილიო. ჰოდა მოეწონათ და დაარქვეს.

სურათები თითქოს არაა დასრულებული. იმპრესიონიზმმა აღმოაჩინა, რომ


ადამიანები სამყაროს აღიქვამენ ბუნდოვანი ემოციური ხატების მეშვეობით,
რომლებიც ჩვენში არსებობს. ამიტომ თუ გვინდა რომ აღვიქვათ მათი ნახატები, მაშინ
ჩვენც უნდა გვქონდეს გამოცდილი ის, რაც სურათზეა (თოვლი, წვიმა....) ამიტომ
სურათი იხატება არა რეალისტური მონახაზით, არამედ ბუნდოვნად. რაღაც ნივთს
რასაც მივამსგავსებთ ის იქნება. რაც უფრო
რეალისტურია სურათი, მით უფრო ნაკლებია
თქვენი განცდა მის მიმართ. მაგრამ თუ
ბუნდოვნად დავხატავთ, მაშინ ჩვენი
წარმოდგენა დაუახლოვდება ამ ნახატს.
იმპრესიონისტებს უნდათ მიაღწიონ
მაქსიმალურ ჰარმონიას, სიმშვიდეს.

მზის ამოსვლა

მხატვრობა არ არის მხოლოდ მხატვრობა.


სურათმა უნდა იმოქმედოს თქვენს სმენით და შეგრძნებით მეხსიერებაზე.
იმპრესიონისტებს უყვარდათ ამოჩემებები. ერთ სურათს ხატავენ 50ჯერ. მაგრამ
ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად.

იმპრესიონიზმში მხატვარი არ იწყებს და არ ასრულებს ნახატს.


მოცემულია შუა ნაწილი. სურათი კადრებად უნდა
დავატრიალოთ. წარმოვიდგინოთ, ეტლი რომ ამ გზაზე არ იყო
და რომ აღარ იქნება. და მერე გავიგონებთ ხმასაც. როცა ეტლი
გაქრება, ჭრიალის ხმაც აღარ იქნება.

სურათზე ჩიტი რომ არ ეხატოს


იქნება გამაოგნებელი სიჩუმე.
მაგრამ არავინ არ იცის, როდის
გაიფრთხიალებს ჩიტი. როცა გაჩერდება ისევ სიჩუმე
დადგება.

იმპრესიონიზმი - გაგრძელდი წამო, შენ მშვენიერი ხარ!


(გაგრძელდი-განვითარდი).
როცა იღებ საგნებს, რომლებიც ყოველდღიურია და აბუნდოვანებ. მატარებელს როცა
უყურებ, იმას წარმოიდგენ, რაც გახსოვს. მიდიხარ ან
ჩამოდიხარ. ვინმე გხვდება ან არა. სურათს არ აქვს
ობიექტური რეაქცია. ჩვენი შეგრძნებები ცვლის
სურათის შინაარს.

პისარო - სურათს კრავს არა


სიუჟეტი და შინაარსი, არამედ
ფერი. თუ სურათს დავჭრით
კვადრატებად, ყველა
კვადრატი დახატული იქნება სამი ფერით. შავი, თეთრი და
აგურისფერი. სურათზე რომ მოძრაობის ილუზია კარგად
შეიქმნას, გზა არის სველი. ხატია ცხენების ანარეკლებიც კიი.

რენუარი - რენუარს ძალიან უყვარს რენესანსი. განსაკუთრებით ტიციანი. უყვარს


ოქროსფერი. ხატავს ოდნავ პუტკუნა,
სიმპატიური პერსონაჟები არაფრისმთქმელი
სახეებით. ყავს ბევრი პერსონაჟი და ყველა
სხვადასხვა რაღაცას აკეთებს.

აქაც ყველა სხვადასხვა მხარეს იყურება. ამით


იქმნება დინამიზმი. ფერები მეორდება. რენუარი
უკიდურესი სიზუსტით ხატავდა დეტალებს.
შუქებისა და ჩრდილების თამაში.

სამკაულების დეტალები და მათი მნიშვნელობა.


ბეჭდები და საყურეები ყოველთვის აზუსტებს
პერსონაჟის ხასიათს.

ოპერაში ქალი და კაცი. ამ ქალის


მახასიათებლები- ვარდი თავზე, სახე და
გულმკერდი. თეთრი სიმრგვალე და შუის ოდნავ
ქვემოთ წითელი ხაზი.

წასაკითხი:

 კნუტ ჰამსუნი - „შიმშილი“


 დოსტოევსკი - „იდიოტი“
 დოსტოევსკი - „დანაშაული და სასჯელი“

ფილმი:

 მიქელანჯელო ანტონიონი - „პროფესია: რეპორტიორი“ (“The Passenger”)


შიმშილი ჰამსუნი
ესეიგი - ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნის ,,შიმშილი” 1890 წელს გამოქვეყნდა.
ნოველა ფსიქოლოგიურია და ასახავს ადამიანის ფიზიკურ შიმშილს ზოგჯერ
იუმორით, ზოგჯერ მცირეოდენი ინტრიგით. სიუჟეტი დაფუძნებულია მწერლის
რეალურ ცხოვრებისეულ ფაქტებზე,სადაც გამოხატულია ქვეცნობიერი სულიერი
ცხოვრების უწვრილმანესი ნიუანსები. მოქმედება მე-19 საუკუნეში, ქალაქ
ქრისტიანიაში ხდება, სადაც მთავარი გმირი, უცნობი, ინტელექტუალი მაწანწალა
ნორვეგიის ქუჩებში დაეხეტება და საკვებს ეძებს. 

იგი შეიძლება წარმოვიდგინოთ , როგორც ,,უძლური ქრისტეს წარმომადგენელი’’


მიუხედავად საკუტარი გაჭირვებისა იგი არ იპარავს არაფერს, უკანასკნელ გროშებსაც
კი სხვის დასახმარებლად იყენებს.

 მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებული მდგომარეობისა, გაუსაძლისი შიმშილისა,


მთავარი გმირი არ ღალატობს თავის მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს. უკანასკნელ
და მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ლუკმას მასზე უფრო გაჭირვებულ
ადამიანებს უნაწილებს. დახმარებაზე მუდმივად უარის თქმამ და ზედმეტმა
პატიოსნებამ  იგი დაცემამდე მიიყვანა.

მერე საკუთარ თავს შეუძახებს “შენ ზედმეტად ღარიბი ხარ იმისათვის, რომ საკუთარ
სინდისს ელოლიავო” მაგრამ მაღაზიაში ხურდები რომ გადმოაყოლეს, მაინც უკან
აბრუნებს, სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლია. მსგავსი შიმშილი არც გამიგია,
სავსებით რეალური კია ჩვენს ქვეყანაში ასეთები მრავლად იყვნენ. მერე ცოტა ფულს
იშოვის და მეტისმეტი შიმშილისაგან რასაც ჭამს, იმასაც არწყევს. ამაზე უარესად კაცი
როგორ უნდა იყოს. ჩვენ კიდევ ვწუწუნებთ სულელურ რაღაცეებზე, რაც გვაქვს იმის
დაუფასებლობა გვჭირს.

,,იმისთვის რომ მოწყალებისა გჯეროდეს, გულზე ხელები უნდა დაიწყო და სატანაზე


ეშმაკი გახდე.
ბოლოს და ბოლოს, წმინდანი ხომ არ ვიყავი, რომ იდიოტივით ზნეობას
გადავყოლილიყავი, ჯერ კიდევ საღი გონება მქონდა.”

მთავარი გმირის შიმშილი არსი ერთგვარი რეალობა , რომელიც ამასთან არის


ილუზია მეტროპოლიის ბნელი მხარისა.

საბოოლოოდ ამ წიგნს გასდევს ორი მთავარი ლაითმოტივი

 His insistence that the intricacies of the human mind ought to be the main object of
modern literature: Hamsun's own literary program, to describe 'the whisper of the
blood and the pleading of the bone marrow', is thoroughly manifest in Hunger.
 His depreciation of modern, urban civilization: In the famous opening lines of the
novel, he ambivalently describes Kristiania as 'this wondrous city that no one leaves
before it has made its marks upon him.' The latter is counterbalanced in other
Hamsun works, such as Mysteries (Mysterier) (1892) and Growth of the
Soil (Markens Grøde), which earned him the Nobel prize in literature but also a
reputation for being a proto-National Socialist Blut und Boden author.[4]

დოსტოევსკი -იდიოტი
„იდიოტი“ (რუს. Идиот) — რუსი მწერლის თედორე დოსტოევსკის რომანი, რომელიც
გამოიცემოდა 1868-1869 წლებში, ჟურნალ „რუსეთის მაცნეში“. წიგნი თარგმნილია
მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც, რუსუდან ქებულაძის მიერ.
რომანის მთავარი გმირი, ოცდაექვსი წლის თავადი ლევ მიშკინი შვეიცარიის ერთ-
ერთ სანატორიუმში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში ბრუნდება.
გულუბრყვილობისა და ბუნებრივი ხასიათის გამო სანქტ-
პეტერბურგის საზოგადოება მას შეიძულებს. მოულოდნელად იგი აღმოჩნდება
კოხტად შენახული ქალისა (ნასტასია) და სათნო, კოხტა ახალგაზრდა გოგოს (აგლაია)
ბრძოლის ცენტრში; ბრძოლა მისი სიყვარულის მოსაპოვებლად მიმდინარეობს.
საუბედუროდ, მიშკინის ზედმეტი გულკეთილობა აჩქარებს უბედურებას; რჩება
ისეთი შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოს ფული, ძალაუფლება, და სექსუალური
დამორჩილება განაგებს, სანატორიუმი ალბათ ერთადერთ ადგილად რჩება, სადაც
სიწმინდის შენარჩუნებაა შესაძლებელი. მიშკინი განასახიერებს „შედარებით
მშვენიერ კაცს“, სახელდობრ ქრისტეს. „ზემოდან მოვლენილი“, შვეიცარიის
მთებიდან რუსეთში, ის ფიზიკურად ქრისტეს წააგავს: საშუალოზე ოდნავ მაღალი,
ძალიან ქერა, თხელი თმა, ჩაცვენილი ლოყები და თხელი, თითქმის მთლად თეთრი
წვერი. გარდა იმისა, რომ ქრისტეს ჰგავს, მიშკინი მასწავლებელია, ცოდვათა
მომნანიებელი და უცნაური უცხო ადამიანია. მისთვის უცხოა ისეთი თვისებები,
როგორებიცაა სიხარბე და შური. იმ გარემოსგან განსხვავებით, რომელშიც ცხოვრობს,
მისთვის არანაირი ღირებულება არ გააჩნია მის უფლებას ფულსა და ძალაუფლებაზე.
თანაგრძნობას ის სიძულვილის, სიყვარულის ან სისასტიკის გარეშე განიცდის. მისი
ურთიერთობა ცოდვილ მარიასთან ცხადადაა შთაგონებული ქრისტესა და მარია
მაგდალინელის ურთიერთობით. ყოველივე ამ განსხვავებული თვისების გამო, მას
„იდიოტს“ ეძახიან

მეორე წყაროდან ვრცლად იდიოტზე


მოდერნიზმის მიმდინარეობა, რომელიც თანამედროვეობაში  ხელოვნების ერთ-ერთ
ყველაზე ცნობილი მიმდინარეობაა, თავის განსაკუთრებულ მახასიათებლებს უფრო
მეტად ლიტერატურაში ავლენს. მოდერნიზმის მიმდინარეობის მწერლების
ინტერესის საგანს უკვე წარმოადგენს არა სხვებზე უფრო ამაღლებული ადამიანი
თავისი იდეალური ბუნებითა ან მისკენ  დაუოკებელი სწრფავით, არამედ ისინი უკვე
ინტერესდებიან  ჩვეულებრივი ადამიანებით, რომლებიც ზოგჯერ სუსტი,
მელანქოლიური ბუნების, ასოციალური ხასიათისც არიან. მოდერნიზმის
მიმდინარეობა წინა პლაზე წევს ადამიანის ცოდვებსა და უარყოფით ასპექტებს. ამ
მიმდინარეობას აინტერესებს ადამიანი ისეთი, როგორიც იგი სინამდვილეშია – არა
გაიდეალებული, არამედ სხვადასხვა ნაკლით სავსე. მოდერნიზმის მიმდინარეობის
თვალით დანახული ადამიანი სწორედ ამით არის გამორჩეული და საინტერესო.

მოდერნიზმისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები ასახულია მეცხრამეტე


საუკუნის რუსი მწერლის თეოდორ დოსტოევსკის ნაწარმოებებშიც, მათ შორის
საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაშრომში „იდიოტი“. 
მოდერნიზმის ხელოვნება პირობითად იყოფა ორ ნაწილად: აპოლონური და
დიონისური ხასიათის ნამუშევრებად. აპოლონური ტიპის ნაწარმოებებში
მკვეთრადაა გამოვლენილი მშვენიერი, გაწონასწორებული იდეების ხელოვნებაში
გადმოცემა, ხოლო დიონისური ხასიათის ნაწარმოებებში კი განსაკუთრებული
სიმძაფრითაა ასახული ტანჯვა, ტრაგიზმი, ცოდვა, გამარჯვება ან დამარცხება. 
„იდიოტი“  აპოლონური ხასიათის ნაწარმოებია.

დოსტოევსკის “იდიოტში” ნათლად ჩანს, რამდენად კარგად იცნობდა ავტორი


ადამიანის ფსიქოლოგიას. ავტორი უღრმავდება თითოეული პერსონაჟის შინაგან
სამყაროს და ცდილობს შექმნას ადამიანების სახეები ისე, რომ მათი ემოციები,
მამოძრავებელი ძალა მკითხველისათვის ნაცნობი გახდეს. იმ ინფორმაციაზე
დაყრდნობით, რომელიც თავად ავტორზე მოგვეპოვება, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ
ნაწარმოებში იგი საკუთარი ცხოვრებიდანაც იყენებს არაერთ დეტალს. მაგალითად,
რომანის მთავარი გმირი, ხალხის მიერ იდიოტად შერაცხული თავადი მიშკინი
გენერლის მეუღლისა და მისი სამი ქალიშვილის სტუმრობისას სიკვდილით დასჯის
შესახებ საუბრობს. იგი ნათლად აღწერს იმ განცდებს, რომლებიც სიკვდილმისჯილ
ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს. თვითონ დოსოტევსკისაც მისჯილი ჰქონდა სიკვდილი,
რის მიზეზადაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბელინსკის ნაწარმოებების კითხვა და
ასლების ქონა წარმოადგენდა, თუმცა  საბოლოოდ სიკვდილის მოლოდინში მყოფ
მწერალს უთხრეს, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა და მისი განაჩენი ციმბრიში
გადასახლებით ჩაანაცვლეს.

სიკვდილმისჯილი ადამიანის ფიქრებს დოსტოევსკი თავად მიშკინის მიერ


წარმოთქმულ სიტყვებით ასე აღწერს:

”ვთქვათ კაცს აწამებენ; ამ დროს ტანჯვა, ჭრილობები, ხორციელი ტკივილი აწუხებს,


ეს ყველაფერი კი სულიერ ტანჯვას ავიწყებს, ასე რომ სულის ამოხდამდე მხოლოდ
ჭრილობები ტანჯავს. მაგრამ ყველაზე დიდი, ყველაზე გაუსაძლისი ტკივილი იქნებ
ჭრილობა არც იყოს, იქნებ ის არის, რომ დანამდვილებით იცი, აგერ ერთი საათის,
მერე ათი წუთის, მერე ნახევარი წუთის, მერე, აი, ამ წუთს სიცოცხლეს
გამოესალმები, ადამიანი აღარ იქნები და ეს უეჭველია. სწორედ ესაა მთავარი, რომ
უეჭველია. აი, თავს რომ დადებ დანის ქვეშ, გესმის, როგორ დაცურდება ის შენს
თავზე, სწორედ ეს მეოთხედი წამია ყველაზე საშინელი. მაგრამ იცით, რომ ეს მარტო
ჩემი ფანტაზია არ არის და ბევრი იძახის ამას? იმდენად მწამს ეს, რომ პირდაპირ
გეტყვით ჩემს აზრს. მკვლელობისათვის კაცის მოკვლა დანაშაულს აჭარბებს
სისასტიკით. კანონიერი სიკვდილით დასჯა უფრო საშინელია, ვინმე ყაჩაღურა კაცის
მოკვლა. ის, ვისაც ყაჩაღები ღამით ჭრიან ყელს ტყეში ან სადმე, გადარჩენის იმედს
მაინც არ ჰკარგავს სულ უკანასკნელ წუთამდე. მაგალითები ყოფილა იმისი, რომ
ყელგამოღადრულ კაცს მაინც იმედი აქვს, ან გარბის სადმე, ან იხვეწება და ივედრება.
აქ კი ამ უკანასკნელ იმედს, რაც ათჯერ უფრო აიოლებს სიკვდილს, გადაჭრით
უსპობენ. აქ განაჩენი გამოტანილი აქვს, ჰოდა ყველაზე საშინელი საწამებელიც ის
არის, რომ იცი, ამას ნამდვილად ვერ ასცდები. ამაზე მეტი ტანჯვა კი რა უნდა იყოს
ამქვეყნად. მოიყვანეთ ჯარისკაცი და ბრძოლის ველზე ზარბაზანს დაუყენეთ
პირდაპირ, გინდაც ესროლეთ, იმას მაინც იმედი ექნება გადარჩენის, მაგრა ამავე
ჯარისკაცს რომ სიკვდილის მისჯის განაჩენი წაუკითხოთ, ის ან ჭკუაზე შეცდება, ან
ატირდება. ვინ თქვა, რომ ადამიანის ბუნებას შეუძლია ეს აიტანოს და ჭკუაზე არ
შეცდეს? რა საჭიროა ადამიანის სულის ასეთი შებღალვა, ასე უგვანოდ, ასე
ტყუილუბრალოდ? იქნებ იყოს ისეთი კაცი, ვისაც განაჩენი გამოუტანეს, დატანჯეს,
გააწამეს და მერე უთხრეს: ”წადი, გეპატიოს ბრალიო.” აი ამ კაცს იქნება ეამბნა
მართალი. “

კრიტიკოსებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ნაწარმოების მთავარი გმირი თავადი


მიშკინი ქრისტეს სახეა. არაერთი წყაროს მიხედვით, დოსტოევსკი ღრმად მორწმუნე
ადამიანი იყო, შესაბამისად, შესაძლოა მის ნაწარმოებში დავინახოთ რელიგიური
მოტივებიც. თავადი მიშკინი    გვევლინება, როგორც იდეალური ადამიანი,
რომელსაც სჯერა, რომ  ყოველ ადამიანშია  რაღაც კარგი, ებრალება განურჩევლად
ყველა, უდიდესი მიმტევებლური თვისებით გამოირჩევა. სწორედ ამ და სხვა
მიზეზების გამო, იგი საზოგადოებაში იდიოტის სახელითაა ცნობილი.

რომანში თავადი მიშკინის გარდა,  კიდევ სამი მნიშვნელოვანი პერსონაჟია, თუმცა


ალბათ ყველა პერსონაჟი თვისებურად მნიშვნელოვანია, რადგან ნაწარმოები
გვაძლევს უდიდეს ფსიქოლოგიურ მასალას თითოეული პერსონაჟის პიროვნების
ამოსაცნობად, რაც ავტომატურად ზრდის მათ მნიშვნელობას მკითხველისათვის.
ესენი არიან: აგლაია ეპანჩინა,  ანასტასია ფილიპოვნა და პარფენ როგოჟინი.

აგლაიასა და ანასტასია ფილიპოვნას შორის თავადის გულის დასაპყრობად ბრძოლა


მიმდინარეობს. აგლაია ოცი წლის გოგონაა, რომელიც  ორიგინალობისაკენ
მიისწრაფვის. იგი პირველივე ნახვისას მოიხიბლა თავადით.  ხოლო ანასტასია
ფილიპოვნა კი უბედური ქალის სახეა, რომელიც საკუთრი ტანჯვის დასაფარად
ბევრ  უღირს საქციელს ჩადის. თუმცა თავადი უმოკლეს პერიოდში ჩასწვდება მის
პიროვნებას.  ანასტასია ფილიპოვნასათვის თავადი იდეალური ადამიანია და 
მთელი ნაწარმოების განმავლობაში ხშირად ვხვდებით  ეპიზოდებს, რომელიც
გვაფიქრებინებს,  რომ ანასტასიას თავი თავადის ღირსად არ მიაჩნია და სჯერა, რომ 
მხოლოდ გააუბედურებს მას. ნაწარმოებში მნიშვნელოვანი როლი აქვს პარფენ
როგოჟინსაც, რომელიც სიგიჟემდეა შეყვარებული ანასტასიაზე. გარდა ამისა,  მას
მჭიდრო კავშირი აქვს თავადის პერსონაჟთანაც.
,,- მართალი ბრძანდებით, ნასტასია ფილიპოვნა, რომ არაფერი ვიცი და არც არაფერი
მინახავს, ოღონდ.. ოღონდ ისე მიმაჩნია, მე კი არა, თქვენ აქეთ დამდებთ პატივს. მე
არაფერს წარმოვადგენ, თქვენ კი ამდენი ტანჯვა ნახეთ და ამ ჯოჯოხეთს წმინდად
დააღწიეთ თავი, ეს კი ბევრს ნიშნავს. მაშ რისა გრცხვენიათ და როგოჟინს რატომ
გინდათ გაჰყვეთ? აღგზნებული ხართ ახლა და იმიტომ… ბატონ ტოცკის
სამოცდათხუთმეტი ათასი უკანვე მიეცით და თქვით, რაც აქაა, ყველაფერს
დავტოვებო, ამას კი აქ არავინ ჩიდენს. მე თქვენ… მიყვარხართმ ნასტასია
ფილიპოვნა. თქვენი გულისთვის მოვკვდები, ნასტასია ფილიპოვა. ხმას არავის
ამოვაღებინებ თქვენზე, ცუდს არ ვათქმევინებ… თუ ფული არ გვექნა, მე ვიმუშავებ,
ნასტასია ფილიპოვნა…“ –  თავადი მიშკინი ანასტასია ფილიპოვნას.

თავადი თავდაპირველად ამტკიცებს, რომ მას უყვარს ანასტასია, თუმცა


განვითარებული მოვლენების შემდეგ, იგი აცხადებს, რომ მხოლოდ ეცოდება,
ებრალება იგი, ხოლო სიყვარული კი გაქრა. ამჯერად იგი აგლაიას უცხადებს
სიყვარულს.  თუმცა მისთვის მთელი ნაწარმოების განმავლობაში შეუძლებელია
გაუძლოს ანასტასია ფილიპოვნას სახეს. ამ ქალს უდიდესი ზეგვალენის მოხდენის
შეუძლია თავადზე. საბოლოო ჯამში, კეთილშობილი თავადი, რომელსაც არასდროს
უფიქრია, ცუდი რამ ჩაედინა და ვინმეს ცხოვრება დაენგრია, მის ირგვლივ ყველას
აუბედურებს. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ამ გზით ავტორს სურდა
მკითხველისათვის დაენახებინა, როგორ იცვალეს ადამიანებმა სახე მაშინდელ
სამყაროში, როგორ დასცილდნენ თავიანთ პირვანდელ, უცოდველ სახეს და რომ ამ
პირობებში    მათთან მიმართებით სრული კეთილშობილების გამოყენებაც კი
შესაძლოა დამანგრეველი გახდეს როგორც საკუთარი თავისადმი, ასევე მათთვისაც.
ნაწარმოების დასასრულიც სწორედ ამაზე მეტყველებს. თავადი ბოლოს ისევ
შვეიცარიას უბრუნდება სამკურნალოდ, სადაც იგი ოთხი წლის განმავლობაში
იკურნებოდა ”იდიოტიზმისაგან”.

პროფესია -რეპორტიორი(film)
ყურადღებას ჰიპერრეალობის მეორე კლასიკურ კინემატოგრაფიულ მაგალითზე
გავამახვილებ. კერძოდ, მიქელანჯელო ანტონიონის ფილმზე “პროფესია
რეპორტიორი”. ანტონიონის ფილმში არაფერი არ არის შემთხვევითი, მათ შორის არც
ფილმის სახელწოდება, რომელიც პრინციპში ყველაფრის განმსაზღვრელია და ხაზს
უსვამს კონკრეტული პროფესიის მნიშვნელობას ჰიპერრეალობის ფორმირებაში.
საქმე იმაშია, რომ როდესაც ადამიანი პროფესიას ირჩევს, წლების განმავლობაში ეს
არჩევანი აყალიბებს მისი ცხოვრების ჰიპერტექსტს. ეს ჰიპერტექსტი მოიცავს
პროფესიისათვის დამახასიათებელ ცხოვრების წესს, ადამიანების წრეს
რომლებთანაც გიხდება ურთიერთობა, აზროვნების სპეციფიურ ტიპს და ენობრივ
თამაშებს. თუ არჩეული ტექსტი სიმულაკრებით არის აგებული, მაშინ ის
ჰიპერრეალობაა. ანტონიონის ფილმის მთავარი პერსონაჟი (ჯეკ ნიკოლსონის გმირი),
ასეთ ჰიპერრეალობაშია მოქცეული. ანტონიონი ამ ფენომენის აღსაწერად იყენებს
კინემატოგრაფიულ ენას. ფილმის დასაწყისში ვხედავთ, რომ რეპორტიორის მანქანა
უდაბნოში ქვიშაში ჩაეფლო. ამით რეჟისორი აყალიბებს ჰიპერრეალობის
კონფაინმენტის შეგრძნებას. რეპორტიორი დაღლილია უდაბოს სიცხით,
გარემოცვით, საკუთარი პროფესიით. რეპორტიორს აღარ სურს იყოს რეპორტიორი.
მას საკუთარი ჰიპერრეალობის გამოცვლა სურს. სასტუმროში მისული ის აღმოაჩენს,
რომ მისი მეზობელი გარდაიცვალა. იბადება ჰიპერრეალობიდან გაქცევის
ავანტიურისტული გეგმა. თითქოს ყველაფერი მარტივია, საკმარისია
გარდაცვლილის პასპორტში საკუთარი სურათის ჩაწებება და გაყალბებული
დოკუმენტებით, ახალი სახელით და გვარით ცხოვრების გაგრძელება. აქ უნდა
შევჩერდეთ სპეციფიურ დიალოგზე, რომელიც გარდაცვლილს და მთავარ გმირს
შორის შედგა. მათთვის, ვინც იცნობს ბახტინის შემოქმედებას, კერძოდ მის
გამოკვლევებს დოსტოევსკის ტექსტის პოეტიკაზე და პოლიფონიურ რომანზე,
აშკარაა, რომ მეთოდი, რომელსაც ანტონიონი დიალოგის სცენაში იყენებს მთლიანად
შეიძლება აღიწეროს ბახტინის “დიალოგური სიტყვის” კონცეფციით. ბახტინი
დოსტოევსკის პოლიფონიური რომანის კვლევისას აღნიშნავს, რომ დიალოგური
მიდგომა შეიძლება განხორციელდეს თუნდაც ერთ ცალკეულ სიტყვასთან
მიმართებაში, იმ შემთხვევაში, თუ ეს ერთი ცალკეული სიტყვა განიხილება არა
როგორც ენის უპიროვნო სემანტიკური ერთეული, არამედ როგორც სხვისი
აზრობრივი პოზიციის ნიშანი. ამ ფორმით დიალოგურ დამოკიდებულებას
ცალკეული გამონათქვამის შიგნითაც კი შეუძლია შეღწევა. თავად ეს სხვა (მეორე)
პერსონაჟი დიალოგში შეიძლება ღიად არც ჩანდეს. მისი კვალი შეიძლება
შეგნებულად იყოს წაშლილი და დაფარული. მართლაც, წარმოიდგინეთ დიალოგი,
რომელშიც მეორე პერსონაჟის რეპლიკები შეგნებულად დამალულია, წაშლილია.
მაგრამ მისი რეპლიკები იმდენად განმსაზღვრელია პირველი პერსონაჟის
პასუხებისთვის, რომ პირველი პერსონაჟის პასუხებიდან მეორე დამალული
პერსონაჟის წაშლილი რეპლიკების რეკონტრუქცია შეგვიძლია. ბახტინის თანახმად,
ამ უცნაურ ლიტერატურულ ხერხს პირველად დოსტოევსკიმ მიაგნო და ხშირად
იყენებდა თავის რომანებში. დაახლოებით მსგავს შთაბეჭდილებას ახდენს
მაყურებელზე ანტონიონის ფილმში დიალოგი სასტუმროში, რეპორტიორსა და მის
გარდაცვლილ მეზობელს შორის. ჩვენ მეხსირებაში ფილმის ეს ეპიზოდი დიალოგის
კი არა მონოლოგის ფორმით ილექება. დიალოგიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ
გარდაცვლილი არის ბიზნესმენი. მას შეხება ჰქონდა “ნივთებთან”. თავად
რეპორტიორს შეხება აქვს  “სიტყვებთან”. “სიტყვები და ნივთები” ასე ჰქვია მიშელ
ფუკოს წიგნს. “სიტყვების” სამყაროდან “ნივთების” სამყაროში გაქცევა არის გაქცევა
ნიშნების სამყაროდან მათი დენოტატების სამყაროში – ჰიპერრეალობისაგან თავის
დაღწევის შანსი. მალე ირკვევა, რომ ნივთები რომლებთანაც გარდაცვლილ
ბიზნესმენს შეხება აქვს სინამდვილეში იარაღი – რევოლუციური დენოტატია.
გარდაცვლილი ბიზნესმენი მემარცხენე ტერორისტია, რომელიც ამბოხებულებს
იარაღით ამარაგებს. ეს მისი ცხოვრების პრინციპია, ნებისმიერი სისტემის
წინააღმდეგ ბრძოლა. რეპორტიორისათვის გაქცევის გეგმა უფრო ავანტიურული და
მიმზიდველი პროექტი ხდება. რადიკალური ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ
მანამდე თავისი სიტყვებით ის სისტემას ემსახურებოდა. ახლა კი მის წინააღმდეგ
ბრძოლას აპირებს. ანტონიონი გვეუბნება, რომ ჰიპერრეალობისგან თავის დაღწევა
უპერსპექტივო პროექტია. ჰიპერრეალობა მდევრის როლშია, რომელიც ფეხდაფეხ
მისდევს მთავარ გმირს და ცდილობს დაიბრუნოს ის თავის წიაღში. ანტონიონი არ
თაკილობს და ფილმში მისთვის უცხო “ექშენის” ელემენტებსაც რთავს, მანქანით
დადევნების სცენებს. ფილმის ფინალში ანტონიონის გმირი მოვლენებს სასტუმროს
ფანჯრიდან აკვირდება. რკინის გისოსებიანი ფანჯარა ციხეს გვაგონებს.
რეპორტიორი ხვდება – ჰიპერრეალობას თავი ვერ დააღწია. ის ბოლომდე
რეპორტიორად დარჩა. ცოდნის და გამოცდილების შეძენა გაცილებით უფრო იოლია
ვიდრე მათგან განთავისუფლება. Uცნაურია, მაგრმ ანტონიონის ფილმის დასასრული
ძალიან ჰგავს ლევ ტოლსტოის ისტორიას. ცნობილია, რომ ცხოვრების ბოლო 30
წელიწადი ტოლსტოი მისთვის დამახასიათებელი სიჯიუტით მეთოდურად
ამუშავებდა “იასნაია პოლიანადან” გაქცევის გეგმას, რომელიც ცხოვრების ბოლოს
განახორციელა. ტოლსტოის უნდოდა გაქცევა იმ ჰიპერტექსტიდან რომელიც თავად
დაწერა. 

მეცხრამეტე საუკუნის ბოლო და მეოცე საუკუნის


დასაწყისი
-ნეორეალიზმი/ნეორომანტიზმი/პოსტიმპრესიონიზმი
მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისi

ამ დროს ლიტერატურაში იყო ორი მიმდინარეობა - ნეორეალიზმი და


ნეორომანტიზმი, მხატვრობაში კი - პოსტიმპრესიონიზმი.

ნეორეალიზმი - ესაა კლასიკურ რეალიზმს + სექსი (დიდი გეტსბი, ნაზია ღამე, ჯაყოს
ხიზნები). თემატიკითა და დამოკიდებულებით კლასიკურ რეალიზმს გავს, მაგრამ
ცოტა მეტ ყურადღებას აქცევს ადამიანის ინდივიდუალურობას. თუმცა აინტერესებს
არა მისი ხელფასი, არამედ გონებრივი შესაძლებლობები (კერუაკი, ბერჯენსი).

ნეორომანტიზმი დღეს საერთოდ აღარ არსებობს. მისი ოდნავი ანარეკლები ჩანს


ფენტეზის ჟანრში. ძალიან ჰგავს რომანტიზმს. მახასიათებლები: განიხილავენ
თავიანთი ქვეყნის ისტორიულ პერიოდს. ეს პერიოდი არის გარდამავალი ხაზი
ერთიდან მეორე მოვლენაზე (წარმართობიდან - ქრისტიანობამდე). აქვთ ძალიან
საინტერესო გეოგრაფია - ბევრნი არიან სკანდინავიელები, აღმოსავლელები (ყაზბეგი,
ვასილ ბარნოვი, დიდოსტატის მარჯვენა).

კლასიკური რომანტიზმისგან განსხვავდება სიყვარულის ხორციელებით.


სიყვარული არის გამანადგურებელი, მკვლელი. სიყვარული=სიკვდილს. მთელი
ემოციითა და სერიოზულობით ამტკიცებს, რომ სიყვარული უბედურებაა.

ნეორომანტიკოსი ქალები არიან ქალი ტრანსფორმერები, ტერმინატორები. ვერაფერი


ვერ ერევათ. აუცილებლად უძლებენ ყველაფერს და ბოლოს მაინც თავისი გააქვთ.
სიყვარული ტრაგიკულია, რადგან კაცი რაღაცას აშავებს (შეაცდენს ქალს, ან
გააუპატიურებს), შემდეგ კი მიმალვაშია. ქალი აჩენს ბავშვს, მარტო უმკლავდება
ცხოვრებისეულ სირთულეებს და ბოლოს აუცილებლად გაიმარჯვებს. მის გვერდით
ჩნდებიან წესიერი მამაკაცები (ერთი ან რამდენიმე), რომლებსაც უყვართ ისინი და
ყველაფრით ეხმარებიან, მაგრამ სამაგიეროდ არაფერს არ იღებენ, ქალს დიდად არ
აინტერესებს ისინი.

ნეორომანტიკოსები რელიგიური თემატიკითაც ინტერესდებიან - სახარებიდან და


ძველი აღთქმიდან აქვთ ამოღებული სიუჟეტები (პერ ლაგერკვისტი)

მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ბოჰემური ცხოვრება იყო, („ქალებმა თმები


მოკლედ შეიჭრეს, მოკლე კაბები ჩაიცვეს და ტკბებოდნენ ხმის მიცემის უფლებით“)
ნეორომანტიკოსი ქალები ბოჰემურად არ ცხოვრობდნენ. მაგალითად, სიგრიდ
უნსეტი ზრდიდა 6 შვილს - 3 თავისი იყო, 3 კი ქმრის, თანაც ქმარმა მიატოვა.

ჰყავთ უცნაური და ძლიერი ქალები („ვიკინგები” - „ყოველთვის მინდოდა, თავი


დედაშენის კალთაში მდებოდა“).

ნეორომანტიზმი იყო რეაქცია რეალიზმზე. დააბრუნა ძლიერი პერსონაჟები,


რომლებიც იბრძვიან და იმარჯვებენ.

პოსტიმპრესიონიზმი - მე-19 საუკუნის 80-იანი წლები. განწყობით ძალიან ჰგავს


იმპრესიონიზმს. მთავარია შთაბეჭდილება. თუმცა იმპრესიონიზმში არის მშვიდი,
წყნარი, ჰარმონიული სიუჟეტი, აქ კი მეტი ტრაგიკულობა, წუხილი და სევდაა.

არსებობს 3 ჯგუფი:

 ხაზისტები
 ფერისტები
 მომრიგებლები (ორივე)

ვან გოგი მომრიგებელია.

სურათის ერთი ნაწილი შეიძლება იყოს ლურჯი, ერთი -


მწვანე, ერთი - ყვითელი...

ვან გოგისთვის სულერთია, სად იქნება ჩრდილი. მიწას


ხატავს არა როგორც მყარ მატერიას, არამედ როგორც წყლის
ზედაპირს. ვარსკვლავები და მაგიდები
ისეა, თითქოს ცა მიწას ირეკლავს. (ან
მიწა ცას).

პურის ყანები - ორი ფერი


ერთმანეთისგან გამოყოფილია. პურის
ყანა ზღვის ზედაპირივითაა. არაა
ჩრდილები. მზესთან ახლოს
უფრო ნაკლებადაა განათებული. ვან გოგს არ აინტერესებს მარტივი რეალისტური
დეტალები.

მდინარე სარკესავითაა. შუქები და ვარსკვლავები ისე ხატია, თითქოს მდინარე


მართლაც სარკე იყოს. „ეს სურათი მარტოობაზეა.“

ეს კვიპაროსი ვან გოგს ძალიან უყვარს. არსებობს მისი სამგვარი ახსნა:

 ესაა კავშირი ზეცასა და მიწიერ სამყაროს შორის.


 რეალისტური კვიპაროსია, რომელიც იდგა საგიჟეთის ეზოში, სადაც ვან გოგი
იმყოფებოდა.
 ტაძარივითაა და მიგვანიშნებს რწმენაზე.

ხმელეთზე სიმშვიდეა, ცაში - შფოთვა. ხმელეთი ელოდება ზეცაში გადაწყვეტილ


ბედნიერებას.

გოგენი არის ფერისტი. ფერებს ხაზებში კეტავს. სხეული,


ფორმა მისთვის ფერის საპყრობილეა. მისთვის ყველაზე
მნიშვნელოვანია მზის პოვნა.

ფერით ჰყვება პერსონაჟების ხასიათის,


ინტერესებისა და ბედის შესახებ.
მარჯვენა გოგო მოწყენილია, მარცხენა
კი - არც ისე. მისი ხასიათის დასანახად უნდა დავაკვირდეთ მის
კაბასა და ყვავილს თმაში.

ყვითელი ქრისტე - ქრისტეს სისხლი ირეკლება სამყაროში, ამიტომ


ისეთი განცდა გვეუფლება, თითქოს შემოდგომაა, როცა რეალურად
გაზაფხულია.

პუანტილიზმი - „წერტილიზმი“.

ადამიანებმა დაადგინეს, რომ ყოველ ნახევარ საათში


შუქისა და ჩრდილის მონაცვლეობა იცვლება. ამიტომ,
იმისათვის, რომ ნახატი რეალობას მაქსიმალურად
დამსგავსებოდა, აუცილებელი იყო მონასმის
მაქსიმალურად დაპატარავება. ყველაზე პატარა
მონასმი კი წერტილია.

ჟორჟ სერა

დასვენება მდინარის ნაპირას კვირის ნაშუადღევს-


ფიგურებს გეომეტრიული ფორმა აქვს.
სეზანი ცდილობდა ხაზით გადმოეცა ტრაგიკულობა,
სევდა.

თავის ქალების
პირამიდა. ერთმანეთს
არ ჰგვანან და
შემზარავები არ არიან.
უბრალოდ ვხედავთ
კაცობრიობის
უმრავლესობას. გვიჩნდება მხოლოდ სიბრალულის
გრძნობა.

სეზანი უარყოფს სხეულს - ტოვებს ხაზს ბუნდოვანი ფერით. იმპრესიონიზმის


დასაწყისში სხეულს სცემდნენ პატივს. პოსტიმპრესიონიზმში კი სხეული დააკნინეს,
სული წამოსწიეს წინ.

ლოტრეკი - ხაზისტი.
ვერ იტანდა ფერებს,
ფერებს ცრეცს,
საშინლად,
შემზარავად.
უკიდურესად
გრძნობს ხაზებს.

მიუხედავად ასეთი გაცრეცილი ფერებისა,


ლოტრეკის პერსონაჟებს მაინც ეტყობათ ემოციები -
სევდა, დაღლილობა... ისინი ავტორის მხრიდან
თანაგრძნობას მოკლებულნი არ არიან.

პარიზის ერთ-ერთი სახლის ერთ-ერთ სართულზე


ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც ერთ ოთახში აქვს
ყველაფერი. ერთ ოთახში იბანს, ჭამს, თავს იწესრიგებს
და იღებს კლიენტებს. ესაა უკიდურესად ტრაგიკული
სურათი. „ოცნებების სასაფლაო“...
წასაკითხი:

 სიგირდ უნსეტი - „ვიკინგები“

ფილმი:

 ჩარლი ჩაპლინი - „პატარა“ (“The Kid”)

სიგრიდ უნსეტი ,,ვიკინგები’’


რომელ მამრს არ ნდომებია აბჯარის ასხმა, მუზარადის მორგება, ხელში ნაჯახის
მომარჯვება და საკუთარ გემბანზე ასულს, მხრდალი მტრების დასარბევად გაცურვა.
ან რომელ მდედრს არ წვავს სურვილი მეომრისთვის თბილი კერა შექმნას და
სამშობლოსთვის ვაჟკაცები დაზარდოს. პირველი თინეიჯერი ნერდის ფანტაზიებს
წააგავს, რომელსაც საროლე თამაშების არაჯანსაღი სიყვარული ახასიათებს, მეორე კი
კობა დავითაშვილის ქალებზე გამიზნულ წინასაარჩევნო პროგრამას, რეალობა კი
ყოველთვის ბევრად უფრო „ცივია“.
ნობელის პრემიის ლაურიატ სინგრიდ უნსეტის მაგნუმ ოპუსად სამტომიანი
ისტორიული ნოველა Kristin Lavransdatter ითვლება, თუმცა მათთვის ვისაც ავტორის
დაგემოვნება ნაკლებად მსუყე ნაჭერით სურს ვიკინგები, ანუ „Gunnar’s daughter“
იდეალური ვარიანტია. 150 გვერდიანი წიგნი ერთ ამოსუნთქვით იკითხება და ამავე
დროს ახერხებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობის არ დატოვოს. ნორვეგიასა და
ისლანდიაში განვითარებულ ისტორიას თავიდანვე თავს აკრავს ტრაგედიის
მომასწავლებელი წინათგრძნობა. თითქოს მისი პერსონაჟების ბედ-იღბალი
თავიდანვე იყო გაწერილი და მათი მცდელობების მიუხედავად წინასწარ
განსაზღვრული გზიდან გადახვევის შესაძლებლობა არც არსოდეს ყოფილიყოს.
წიგნში ჭარბობს ისეთი თემები, რომლებიც არა მხოლოდ მის დაწერის დროს (მეოცე
საუკუნის დასაწყისი) იყვნენ მნიშვნელოვანნი არამედ დღემდე რჩებიან აქტუალურ
საკითხებად. გაუპატიურება, ქორწინება, ტრადიციები და შვილებზე გადასული
მშობმელის პასუხისგმებლობა, ამ უზარმაზარი თემების განხილვას სინგრიდი
რამდენიმე ათეულ გვერდში ოსტატურად ახერხებს.
მკითხველს, რომელსაც შუა საუკუნეებისადმი რომანტიული გრძნობები აკავშირებს,
აქ იმედგაცრუება ელის. სადღაც გაქრნენ თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცები და
კოშკში გამოკეტილი პრინცესები. ამ სამყაროში სიკვდილი მამაკაცის ცხოვრების
ნაწილი 12 წლიდან ხდება და უკანასკნელ დღემდე არ შორდება. ბრძოლა
ძალაუფლებისთვის ცხოვრების წესია, მაშინაც კი როდესაც ეს ძალაუფლება რაღაც
პატარა სოფლებს ეხება. მეზობლის „სიყვარულზე“ კი საუბარიც ზედმეტია, მისი
ბალახი ხომ მუდამ უფრო მწვანეა, ან სკანდინავიის შემთხვევაში ნაკლებად
დათოვლილი. ქალები კი, რომლებსაც ტრადიციულად ცოლების და დედების როლი
ერგებათ, არაფრით ჩამოუვარდებიან თავიანთ ქმრებს და ვაჟებს. წიგნის მთავარი
პერსონაჟი ვიგდისი, ერთ ერთი ყველაზე ძლიერი, კომპლექსური და ტრაგიკული
ბედის პატრონია, რომელიც ლიტერატურიში შემხვედრია. მისი ურთიერთობა
შვილებთან, ქმართან და პირველ სიყვარუთალ კი, მიუხედავად მეათე საუკუნის
“ბექგრაუნდისა”, რეზონანს დღესაც პოულობს.
აღსანიშნავია ასევე რელიგიის საკითხიც. ავტორი კათოლიკე ადამიანი იყო, რაც მის
ნაშრომებშიც ნათლად ჩნდება. ნოველაში აღწერილი ისტორიის დროს სკანდინავია
უკვე გაქრისტიანებულია, თუმცა ახალმა აღმსარებლობამ მთლიანად ვერ ჩაანაცვლა
წარმართული წეს-ჩვეულებები. ნორვეგიელების დიდი ნაწილი ახალ რელიგიას
ძველის გაგრძელებად მიიჩნევს და ქრისტიანობის ისეთი დოგმების, როგორიცა
პატიება და შენდობაა, ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობას არ ენიჭებათ
(რაღა გასაკვირია, რომ ეს დღესაც არ ხდება). ვიგა ლიოტის ჩადენილი შეცდომა,
დანაშაული და მის პატიებაზე მტკიცე უარი, მთელი იმ ტრაგედიის კატალისტი
ხდება, რომელიც ყველა მთავარ პერსონაჟს სდევს თან.
სკანდინავიისთვის, ამ გაყინულ, სევდიან, მაგრამ ამავე დროს მშვენერ კუთხისთვის
დამახასიათებელი გარდაუვალი ტრაგედიის გრძნობა, მკითხველს პირველივე
გვერდიდან ჩაითრევს და წიგნის დახურვის შემდეგაც დიდი ხანი თავს არ დაანებებს.
ომთა შორის
მეოცე საუკუნის 20-30 იანი წლები
მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლები.

ესაა ეპოქა, როცა ომი პირველად ხდება ნაწარმოებების პერსონაჟი. თავიდან ომი არ
იყო აღქმული ადეკვატურად მათ მიერ, ვინც წერდა ან ხატავდა ომის პერიოდში, 20-
იანი წლების შუიდან ნელ-ნელა აცნობიერებენ. პირველი მსოფლიო ომის შესახებ
დაიწერა სამი მთავარი ნაწარმოები: ჰემინგუეის „მშვიდობით იარაღო“, რემარკის
„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, რიჩარდ ოლდინქტონის ‘გმირის სიკვდილი“.

ომი წარმოდგენილია, როგორც მასობრივი საშინელება, როცა ადამიანები კარგავენ


ყოველგვარ იმედს. საქმე ისაა, რომ პირველმა მსოფლიო ომმა გადაფარა ყველა
მანამდელი ომი. მაგრამ ყველა მანამდელ აღწერილობაში ომს დაჰკრავს ჰეროიკული
ელფერი. 20-30-იან წლებში კი კარგავს ჰეროიკულ ელფერს და რჩება მხოლოდ
შიმშილი, სიკვდილი და უბედურება. ომი განსაკუთრებულად პოპულარულია
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამოსულ მწერლებში და იმათში, რომლებიც
თვითონვე მონაწილეობდნენ ომში.

დიდი ქალაქები - მეოცე საუკუნის დასაწყისში დიდი ქალაქების თემა


განსაკუთრებით აქტიური ხდება. ყველა დიდ ქალაქს ჰყავს თავისი მწერალი,
რომელიც აღწერს მას.

ხელოვნება ხდება თვითმიზნური, უმთავრესია იდეა: ხელოვნება მხოლოდ და


მხოლოდ ხელოვნებისთვის. მას სცილდება სოციალური ელფერი, ლიტერატურა
არის მხოლოდ სააზროვნო სივრცე და ყოველგვარი ყოფითი საქმიანობების გარეთაა.
უმთავრესი იდეაა ერთი ძალიან ცნობილი დუალიზმი: აპოლონური და დიონისური
საწყისები.

აპოლონური ტექსტები და აპოლონური პერსონაჟები არიან მშვიდობისა და სიკეთის


მოყვარულნი. სიმშვიდე აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანი მახასიათებელია
თვითშეწირვის რიტუალი ტექსტში, როდესაც პერსონაჟი საკუთარი თავგანწირვით
რაღაცას ცვლის მსოფლიოში. (კამიუზე ამბობენ, რომ აპოლონური მწერალია, ის
ლაპარაკობს სამყაროს მთლიანობაზე, მშვენიერებაზე და მისი გადარჩენის გზებზე)

დიონისური - ქაოსი, ბოროტება, ძალადობა და არეულობა. დიონისური ხასიათის


ტექსტები ქადაგებენ ბოჰემას, ამორალურობას (ცოტა სხვა გაგებით), ადამიანი უნდა
გათავისუფლდეს, ადამიანი გათავისუფლდა, მაგრამ ამაში კარგი არაფერია. (ჯოისის
ულისე, ფოლკნერი).

მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა, ადამიანის აღქმა არ ხდება ჰეროიკულად. მხოლოდ


გადმონაშთები არსებობს. კლასიკურ მოდერნიზმში ადამიანი არ განიხილება ძლიერ
ჰეროიკულ პიროვნებად, მიმართულია მისი შებრალებისა და მორალური
გამართლებისკენ.

აპოკალიფსის იდეა - დაკავშირებულია პირველ მსოფლიო ომთან. ამბობენ, რომ


წერტილოვანი საზღვარი თუ გვინდა დავსვათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იდეა
პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდანვე იღებს სათავეს, დაწერილია „აპოკალიფსის
ოთხი მხედარი“.

კაცობრიობა გადაშენდება - ეს იდეა მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე


მნიშვნელოვანია. პირველი საფეხური - შიში და თავზარდაცემა.(10-20იანი წლები)
(ავანგარდიზმი - ქალაქი, როგორც ბოროტების სამყოფელი). აპოკალიფსი
გულისხმობს ანტიქრისტეს მოსვლას, სამყაროს დასასრულს და იოანეს
გამოცხადების ახდენას. ოთხი მხედარი მოდის და ყველაფერს ანადგურებს. მეორე
საფეხური - მწერლები ერთგვარ ტკბობას განიცდიან მოსალოდნელი ნგრევით,
რადგანაც „დედამიწა - ბეჰემოტის გახრწნილი ლეში, კაცობრიობა - ბაცილები და
მიკრობები“-ა. ვინ ხარ შენ ახალო ადამიანო? - ბაცილა და მიკრობი. (ფრანც კაფკას
მეტამორფოზები - ადამიანი, იმის მაგივრად რომ ამაღლდეს, ერთ დღესაც იღვიძებს
და ხვდება, რომ მწერად გადაიქცა). აპოკალიფსის იდეას არამხოლოდ ომმა, არამედ
ევოლუციის იდეამაც შეუწყო ხელი. ითქვა ყველაზე შემაძრწუნებელი ფრაზა -
ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისაგან, მაშასადამე გაუმარჯოს თავისუფლებას! ამ
ფრაზაში ყველაზე საშინელი სიტყვაა „მაშასადამე“.

ფოლკნერი - მე მჯერა, რომ ადამიანი არამხოლოდ გაუძლებს, არამედ გადარჩება


კიდეც! - მოხდა იმის დაშვება, რომ ადამიანმა შეიძლება ვერ გაუძლოს და ვერ
გადარჩეს.

„შავი ჭირი“(კამიუ) - მამაცი აპოლონელი ცდილობს სამყაროს, რომელიც ხელებში


ეფშვნება, შეუნარჩუნოს თავისი სახე, მაშინაც კი, როცა ტექსტშივე ხვდება ავტორი,
რომ ეს შეუძლებელია.

უტოპისტები - ადამიანები, რომლებიც აღწერენ მომავლის იდეალურ სამყაროსა და


საზოგადოებას (ჰაქსლი).

ანტიუტოპისტები - ჯორჯ ორუელი, (1984, ცხოველების ფერმა)


ასევე საინტერესოა, რომ ფიცჯერალდმა ამ ეპოქას უწოდა ჯაზის ეპოქა. საკუთარ
თაობას დაკარგული თაობა უწოდა. ახალგაზრდობა მოუწიათ 10იანი წლების ბოლოს
და 20იანების დასაწყისში.

მუსიკა ამ ეპოქაში მთლიანად იცვლება. შუა ხნის ადამიანები ვერაფერს ვერ


გებულობენ ამ მუსიკისას, განსაკუთრებით ინგლისსა და ამერიკაში. ამერიკა
პირველად ლიტერატურაში და ხელოვნებაში მრისხანედ გამოდის ასპარეზზე.
პირველად არის, რომ თავად სთავაზობს სამყაროს მოდას.

მისი წარმოშობა უკავშირდება საროსკიპოებს. აუცილებლად იდგა პიანინო,


რომელზეც ვიღაც ტიპი იჯდა და უკრავდა. ასრულებდნენ ჩვეულებრივ, ხალხურ
სიმღერებს. ჯაზი - ჟასმინიდან მოდის, მაშინ ამერიკულ საროსკიპოებში მეძავები
ჟასმინის სუნამოს ხმარობდნენ. ეს მიმდინარეობა დამყარებულია ორიგინალურობასა
და ინტერპრეტაციაზე. ჰერმან ჰესე ამბობდა, ჯაზი მუსიკა არაა, ხელოვნების
ნებისმიერი დარგი მოწოდებულია იმისთვის, რომ დასვას და გადაჭრას ადამიანის
სულისათვის მნიშვნელოვანი პრობლემები. ჯაზი არის უბრალო გართობა და
გართობა ვერ იქნება ხელოვნებაო.

30-იანი წლების ჯაზი მართლაც ვერ გამოირჩევა თავისი სოციალური თემატიკით.


ესაა სიმღერები თემაზე, რომ ყავა დილით მწარე იყო, ღამე სიგარეტი არ უნდა მოწიო
საწოლში, თორემ გამოიბუგები და ა.შ. იყო სრულიად საცეკვაო მუსიკა, რომელსაც
ცხადია, ჰერმან ჰესესთვის არავითარი ღირებულება არ ჰქონია. სანამ ჯაზში იყო ეს
თემები, იგი იყო უკიდურესად პოპულარული პარიზში. პარიზს ამ პერიოდში
დაარქვეს დიდი მეძავი, ყველას უღებდა კარს. სიდნი ბეშე - ჩასაბერ ინსტრუმენტზე
დამკვრელთა შორის უდიდესი. მანაც პარიზში გაითქვა სახელი და იშოვა ფული.
ლუი არმსტრონგიც იქ გახდა ცნობილი.

ლათინური მუსიკა (ტანგო, სალსა და ა.შ.) ამ დროს გახდა პოპულარული. ესეც


საშინლად არ მოსწონდათ შუა ხნის ადამიანებს. მაგრამ ძალიან მოსწონდათ
ახალგაზრდებს, რომლებიც დადიოდნენ საცეკვაოდ, ეწეოდნენ ყველაფერს, სვამდნენ
ყველაფერს და ძალიან ბედნიერადაც გრძნობდნენ თავს.

პარიზის დიდმა ხელგაშლილობამ შექმნა თანამედროვე სამყარო, რომელშიც აღარაა


ეთნიკური და კულტურული კუთვნილების პრობლემა.

ექსპრესიონიზმი

ექსპრესიონიზმი არის იმპრესიონიზმის საწინააღმდეგო. იგი ძალიან ჰგავს


განწყობილებით რომანტიზმს, ბაროკოსა და გოიას შავი პერიოდის ნახატებს.
მთავარია ემოცია და ამ ემოციის გამოხატვა, სიმახინჯე
და შენარცხება სამყაროსთან.

გუსტავ კლიმტი დიდი ეროტიკოსი გახლდათ.

კოცნა
გამოირჩევა თავისი ფონით, რომელსაც ყოველთვის თანაბრად ხატავს. იმიტომ, რომ
მთავარი პერსონაჟ(ებ)ი უფრო კარგად იყოს
გამოხატული. საინტერესოა ეს წყვილიც. უყვარს თუ
არა ქალს კაცი. გეომეტრიულ ფიგურებში გამოსახავს
კაცის მოძალადე ბუნებას და ქალის სისუსტეს,
სინაზეს. კაცი არის მართკუთხედებით „გაწყობილი“,
ქალს კი ყვავილებივით, ფერადი წრეები ახატია.
გაურკვეველია ვინ არიან, ადამი და ევა ხომ არა?
რატომაა გვერდით უფსკრული, რომელშიც ქალს
ფეხები აქვს გადაყოფილი, რა არის ის მდელო
ქვევით. ზოგი ფიქრობს, რომ ესაა პირველი ცოდვა,
ზოგი უბრალო ვნებას ხედავს. ესაა ეპოქა, რომელიც
ისევ სიმბოლოებით გამოხატავს თავის სათქმელს და
არ აქცევს დიდ მნიშვნელობას ხაზებს და სხვა
დეტალებს.

ჰოლოფერნეს თავის მოკვეთა

კლიმტს უყვარს ოქროსფერი. კლიმტის ხელოვნება


და ეშმაკობა მდგომარეობს იმაში, რომ თითქოს ქალს
დამალული აქვს მკერდი, მაგრამ რეალურად არ აქვს.

ადელ ბლოხ-
ბაუერი

კლიმტის
ფიგურები ხშირად თოჯინებივითაა. ქალის
სხეული მთლიანად თითქოს ფონის ნაწილია, მაშინ
როდესაც ავტორს სურს
გამოკვეთოს მისი სახე, სითეთრე.
მის აქტიურ, ეჭვიან ბუნებაზე,
მის სიბრძნეზე ლაპარაკობენ
გეომეტრიული ფიგურები,
რომლებიც მრავლადაა
დატანილი კაბაზე.

ბრმა მამაკაცის პორტრეტი

კლიმტი აქ არ იყენებს გეომეტრიულ ფიგურებს, მაგრამ მაინც


ეტყობა მისი ხელწერა, როდესაც მამაკაცის სხეული არ გამოიყოფა
ფონისგან, ხაზგასმულია მხოლოდ სახე. თეთრი თმა ისეა
დახატული, თითქოს თვითონ ანათებდეს. ყელსახვევიც.
მუუნკი

კივილი

ამბობენ, რომ უკან ფერები მან რეალურად ნახა,


ვულკანის ამოფრქვევა ნახა და მთელი ცხოვრება ჩარჩა
გონებაში. მუნკი არის ერთ-ერთი უდიდესი
ნოვატორი. როგორ უნდა განსაზღვრო რამდენად
შემზარავია კივილი? მუნკს არ უყვარდა რაღაცების
გაზომვა. ადამიანის სახეებად ძირითადად ნიღბებს
ხატავდა, ამიტომ სჭირდებოდა რაღაც სხვა დეტალები
ემოციების გამოსახატავად. გარკვეული სიხშირის
ბგერის შემთხვევაში საგნები თეორიულად შეიძლება
დეფორმირდეს. ამბობენ, რომ სწორედ ასე არის
გაზომილი ეს ემოცია. მუნკი კლიმტისგან განსხვავებით აპოკალიფტური მხატვარია.

დედის სიკვდილი

ბავშვი თვალებზე კი არა, ყურებზე იფარებს ხელს. როგორ


უნდა გაიზომოს მომხდარი საშინელება? თვალებზე
აფარებული ხელი ჩვეულებრივი რეაქციაა. ყურებზე ხელის
აფარება გვიჩვენებს იმას, რომ სურათზე რაღაც სრულიად
კატასტროფული და საშინელი მოხდა. ამ ადამიანის
შიგნით, მის სხეულში კატასტროფული კივილი ისმის,
მიუხედავად იმისა, რომ ოთახში სიმშვიდეა.

ქრისტე

მუნკს უყვარდა ნიღბების ხატვა.


ადამიანებს არ უჩანთ სახეები. რეალიზმი
მუნკს არ აინტერესებს. გარკვევით შორს
მხოლოდ ქრისტე ჩანს, მის გარშემო
მდგარი ადამიანები კი თითქოს
აზელილები არიან.

ჩამავალ მზეს გამოხატავს ჯვარცმის


სახით.

წვიმა

ისევე,
როგორც
კლიმტს,
მუნკსაც შეეძლო და ჰქონდა საშუალება, ზოგჯერ თავისი ჩვეული ხელწერისგან
განსხვავებულად ეხატათ.

პიკასო

ცისფერი პერიოდი - გამოსახავს სრულიად


წარმოუდგენელ დარდს.

ვარდისფერი პერიოდი - გამოირჩევა შედარებით


ბედნიერი და იმედიანი ნახატებით, სადაც აღიარებს
სამყაროს მშვენიერებას.

შავი (აფრიკული) პერიოდი - განიცდის სეზანის


გავლენას. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აფრიკული
არტეფაქტების გამოფენამ. აფრიკული ნიღბების ნახვის
შემდეგ იფიქრა, რომ ადამიანებმაც უნდა მოირგონ
ნიღბები.

ქალი ფლეიტით - ჯერ კიდევ ეტყობა სად ქალია და სად


ფლეიტა.

სამყარო დაიშალა, მხოლოდ მოზაიკის სახით შეიძლება გამოისახოს.

გერნიკა - შიში აპოკალიფსისა და განადგურებისა. თვალი, რომელიც ანათებს არის


ღმერთის სიმბოლო. გამოსახულია გერნიკას დაბომბვა. დაბომბვის დროს შუქს
აქრობდნენ ხოლმე. რამდენიმე წამში ეს ნათურა ჩაქრება, ანუ ამ სამყაროს დატოვებს
ღმერთი და დადგება ის კატასტროფული დრო.

წასაკითხი:
 ერნესტ ჰემინგუეი - „მშვიდობით იარაღო“
 ერიხ მარია რემარკი - „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“

ფილმი:

 აკირა კუროსავა - „სიზმრები“ (“Dreams”)

კაფკას ,,მეტამორფოზა’’
განვიხილოთ ორი მიმართულებით ერთი როგორც ადამიანის დაკნინება
და + უნდა დავუკავშიროთ აპოკალიფსის იდეას ანუ ადამიანი
გარდაიქცევა ჯერ მწერად შემდეგ კი მთლიანად გაქრება.
გრეგორი ერთ დღეს გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ იგი არც მეტი არც ნაკლები
მწერად გადაიქცეულა.  რაღათქმაუნდა მას წაერთმევა ყველა ფუნქცია, რაც
ადამიანობისას ახასიათებდა. ამის შედეგად კი, მისი ოჯახის წევრები, რომლებიც
აქამდე თვალებში შესციცინებდნენ,  მის ოთახში გამოკეტავენ. ისინი მისდამი ძალიან
გულგრილად და მეტიც, ზიზღითაც კი განეწყობიან. მართალია თავიდან არ
იშორებენ, მაგრამ სინამდვილეში ერთი სული აქვთ როდის მოსცილდებათ. გრეგორი
ძლიერ განიცდის ამ გულგრილობას და სწორედ ამას გადაჰყვება.

კაფკამ თავისთავად შეძლო მთავარი გმირის განცდები და ტრაგედია ნათლად და


გასაგებად გადმოეცა, მიუხედავად იმისა, რომ ის მწერი იყო. ის წვრილმანებშიც
კარგად აჩვენებს სხვების გრეგორისადმი დამოკიდებულებასაც. კაფკას 
ეგზისტენციალისტად თვლიან. რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მთავარი თემა
ადამიანის, როგორც ინდივიდის განცდები და პრობლემებია. წიგნის მთავარი
სათქმელი იყო ეგზისტენციალიზმის ერთ–ერთი ნიშანი:”ადამიანი იტანჯება მაშინ,
როდესაც იგი აცნობიერებს, რომ ცხოვრება სინამდვილეში უაზრო და აბსურდული
რამაა, რომელიც გარდაუვალი სიკვდილით სრულდება.”

ერთ დღესაც შეიძლება გაიღვიძო და ის აღარ იყო ვინც იყავი გუშინ. თუმცა ეს არ
არის მთავარი. რა დროს გარდასახვაზე ფიქრია როდესაც სამსახურში უნდა
გამოცხადდე?! აი ყველაზე მაგარი აბსურდი.

გრეგორის მისი გარდასახვა კი არ აშინებს, არა. მას  სამსახურის დაკარგვის უფრო


ეშინია და იმაზე ნერვიულობს, რომ უფროსმა დაგვიანების გამო არ გაათავისუფლოს
სამსახურიდან. იმის ნაცვლად, რომ დაფიქრდეს თუ რატომ დაემართა ეს ყველაფერი
და რა მოიმოქმედოს ამ სიტუაციაში,  ზამზა იმაზე ფიქრობს თუ როგორ მოახერხოს
სამსახურში გამოცხადება.

აი აქ, მწერად გარდასახული გრეგორის წამოდგომისთვის ბრძოლაში ჩანს ჩვენი


არსებობის აბსურდულობა. რისთვის წვალობ? იმისთვის, რომ გაერკვე თუ რა
დაგემართა და რატომ, თუ იმისათვის, რომ დროულად მიხვიდე სამსახურში სადაც
მუშაობა რეალურად საერთოდ არ მოგწონს?
ზამზა არაფრით გამოირჩევა სხვებისგან. სწორედ ამიტომ, ზამზას მეტამორფოზა
ყველა ადამიანისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.  უბრალოდ მოხდა ისე, რომ
ზამზამ გაიღვიძა და მოულოდნელად აღმოაჩინა საკუთარი თავი. ის არ შეცვლილა
ისევე როგორც არ შეცვლილა მამამისი, დედამისი და მისი საყვარელი და, გრეტა. მან
მხოლოდ და მხოლოდ დაინახა საკუთარი თავი. აბსოლუტურად იგივე ალბათობით,
ნებისმიერ ადამიანს შეეძლო დამართნოდა ის, რაც დაემართა გრეგორი ზამზას. 

რა არის მეტამორფოზა კაფკას მიხედვით? ეს არის მდგომარეობა როდესაც ადამიანი


დაინახავს მის რეალურ სახეს - როდესაც ადამიანი დაინახავს  საკუთარ არსებობას.

მანამდე კი, ჩვენი ცხოვრება არის ლაბირინთი, სადაც ყველანი მარტონი ვართ და
ამავდროულად ყველანი ვართ ერთად.

კ. არალოგიკურ, აბსურდულ სისტემასთან იწყებს ბრძოლას და ბოლომდე ერთვება


ჯიუტად მასში,  თუმცა მის არსს წესიარად ვერც სწვდება. ბუნებრივია ვერც
ჩაწვდება. კამიუს აზრით, იოზეფ კ. არ არსის კაფკა და ამავე დროს ის ისაა. იგი
საშუალო ევროპელია,  რომელიც სხვებისაგან არაფრით გამოირჩევა. მაგრამ ის
აგრეთვე ვინმე კ–ა, ხორცის განტოლებაში მოცემული უცნობი. ჩემი აზრით, კაფკას
„პროცესში“ ზედმეტი ფანზატიის ძიება არ უნდა დავიწყოთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია
და საკმაოდ ნაცნობი მდგომარეობაც ჩვენს აბსურდულ რეალობაში. სისტემა,
რომელიც  სამსახურში მექანიკურ მანქანად ყოფნას მოითხოვს შენგან და შრომის
ბაზრის მთავარ მექანიზმს წარმოადგენ ყველა იმ ქვეყნის აბსურდული
მმართველობის სისტემას მაგონებს, სადაც „დიდი ძმები“ განსაზღვავენ ადამიანის
„ბედს“. განსაკუთრებით თუ ის საჯარო მოხელეა (აქ ორუელი დამეხმარება თავისი
1984–ით). მიუხედავად იმისა, რომ იოზეფ კ–ს არაფერი დაუშავებია ერთ მშვენიერ
დღეს მაინც დააპატიმრეს. მართალია სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობს,
სადაც ირგვლივ, წესით, სიმშვიდე უნდა სუფევდეს, ყველა კანონი ძალაში უნდა
იყოს, მაგრამ მაინც ბედავენ და საკუთარ ბინაში თავს ესხმიან სამართლის სახელით
პირები და ჩხრეკენ როცა მოესურვებათ.

არანაირი სინანული, არც გამოსავლის ძებნის სურვილი. ერთადერთი რაც


სასწრაფოდ გასაკეთებლად არის მიჩნეული ეს გრეგორის იზოლირებაა. წიხლლით
აგდებს მამამისი ოთახში, როცა დიდი ზომის გამო კარებში ვერ ეტევა. მისი
ისკვდილისას კი მამამისი ამბობს რომ ისღა დაგვრჩენია მადლობა შევწიროთ უფალს
ანუ მადლობა შვილის სიკვდილისთვის.

დის გარდასახვა შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული. თავიდან


სუსტ არსებად აღიქმებოდა და გრეგორს უვლიდა, მას შემდეგ რაც მუშაობა დაიწყო
და გრეგორთანაც იშვიათად ან ერთი წამით შეირბენდა, გადაწყვიტა რომ ის ზედმეტი
იყო ოჯახში. საკუთარი თავი იპოვა. შეიძლება გავლენა იქონია მშობლების
დამოკიდებულებამაც,დედა სულ ტირის და არაფერს ცდილობს, რაიმეს
შესაცვლელად, მამა კი არანაკლები გულგრილობით ეკიდება გრეგორის
მდგომარეობას. გრეტა თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით, საკუთარი სინდისის
დასამშვიდებლად ზრუნავდა მასზე.-- მე არ მინდა ამ ურჩხულს ჩემი ძმის სახელი
ვუწოდო.
შედეგად გრეგორი ღებულობს მამამისისგან ნასროლ ვაშლს რომელიც მყარად
რჩება მის სხეულში სიცოცხლის ბოლომდე. ეს არის ყველაზე სულისშემძვრელი
მომენტი, რომლის ფესვებიც ჩვენს საერთო წარსულს უკავშირდება.   

რატომ ესროლა მამამ გრეგორის მაინცდამაინც ვაშლი?


ქრისტიანულ სამყაროში, ვაშლი განასახიერებს ადამიანის დაცემას. ვაშლი
განასახიერებს ცოდვას. მამამ, ოჯახის უფროსმა, ისევე დადაღა მისი შვილი ვაშლით
(როგორც დაცემული და არასასურველი) როგორც, ღმერთმა დადაღა მისი შვილები,
ადამი და ევა ცოდვით.

გრეგორი სიკვდილამდე ატარებს საკუთარ სხეულში ჩარჩენილ ვაშლს, როგორც


ცოდვისა და გარიყულობის ნიშანს. 
(მადლობა ნინოს !)

კაფკა - ,,პროცესი’’
იოზეფ ქეი ერთ დილას გაიღვიძებს(დააკვირდით ესეც რომ გაიღვიძებს მაშინ
აკეთებს თავის სიცოცხლეში ყველაზე მნიშვნელოვან “აღმოჩენას”) და აღმოაჩენს, რომ
იგი ეჭვმიტანილია და მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესია დაგეგმილი. რაშია
ეჭვმიტანილი, იოზეფი საბოლოოდ ვერც იგებს, ისევე როგორც ჩვენ, ხახამშრალი
დარჩენილი მკითხველი. იოზეფი საკმაოდ შეძლებული ადამიანია და საზოგადოების
მოწინავე ფენის წევრიც. იგი ერთ–ერთი ბანკში მაღალი თანამდებობის პირია. მისი
ტვინი მთლიანად ამ სასამართლოსთან დაკავშირებული საქმითაა მოცული და სხვა
ვერაფერზე ფიქრობს. ცდილობს, რაიმე გაარკვიოს, მაგრამ ვერაფერს აღწევს. მას
სასამართლოში გამეფებული ბიუროკრატია და (ასე ვთქვათ) თავად სამართლის
უსამართლობა უშლის ხელს. წიგნის კითხვისას თანდათან იკვეთება, რომ იოზეფის
მთლიანი გარემოცვა, ყველა მისი ნაცნობი, თანამშრომელი, სინამდვილეში ამ
პროცესშია ჩართული. 

 ერთ დღესაც, ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი, რომელსაც ფაქტობრივად


სახელი არ გააჩნია(ამაზეც ვისაუბრებთ), იღვიძებს და საკუთარ საძინებელში ხვდება
ორი ადამიანი, რომლებიც განუცხადებენ კ-ს რომ იგი დაპატიმრებულია.
წარმოდიგინეთ, თუ რა ფსიქოლოგიური დარტყმა შეიძლება განიცადოს ადამიანმა
შიშისა და სხვა მრავალი ფაქტორის გამო, როდესაც დილით გაღვიძებულს მშვიდად
გამოგიცხადებენ რომ თქვენ მსჯავრდებული ხართ. ბუნებრივია, კ ამ ყველაფერს
ირონიულად უყურებს, თუმცა კარგად ესმის, რომ საქმე არც ისე ადვილადაა,
როგორც ჰგონია. იგი ნელ-ნელა აანალიზებს, რომ სასამრთლოსგან თავს ვერ
დააღწევს და ირონიულობასთან ერთად ნერვიულობაც ემატება. ალბათ მკითხველს
გაუჩნდება კითხვა, თუ რაში სდებენ ამ კაცს ბრალს, თუმცა დანაშაულის არსი
გაურკვეველი რჩება წიგნში როგორც თავად კ-სთვის, ასევე შესაბამისად
მკითხველისთვისაც. კ ნელ-ნელა ხვდება, რომ მის წინაშეა ისეთი ტიპის პრობლემა,
რომლის გადაწყვეტა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან მას სდებენ ბრალს
დანაშაულში, რომელიც იდეაში არ ჩაუდენია, უფრო მეტიც, ის ვერ შეებრძოლება
ისეთ პრობლემას, რომელიც არ არსებობს, რადგან არ არსებობს დანაშაულის არსიც.
ბუნებრივია, ასეთ სიტოაციაში მას რჩება ორი გამოსავალი, ან შეეგუოს სასამართლოს
გადაწყვეტილებას ან იბრძოლოს მის წინააღმდეგ, ხოლო ეს როგორც წიგნიდან ჩანს,
მარტივი არ უნდა იყოს. კ აირჩევს წინააღმდეგობას სასამართლოს მიმართ და
როგორც წიგნიდან ვასკვნით, ის მთელი პროცესის განმავლობაში ცდილობს
დაუპირისპირდეს სასამართლოს, რომელსაც ოფიციალური სახე არ გააჩნია,

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სასამართლოს არ გააჩნია რაიმე კონკრეტული სახე, იგი


არის ძალიან ფართო, უსასრულო სისტემა, იმდენად არეული და ჩახლართული, რომ
ადამიანს არ შესწევს ძალა მას მატერიალური ბრძოლა დაუწყოს, უფრო მეტიც, ვერც
ერთის მხრივ იდეურად ვერ დაამარცხებ ისეთ ინსტიტუციას, რომელსაც არ გააჩნია
რამე ზღვარი,

კარგად გაიხსენეთ ის იგავი, რომელიც მღვდელმა(მისი ნამდვილი სახე გაცილებით


უფრო ფართო მნიშვნელობისაა) კ-ს მოუყვა. მთელი ეს იგავი თავდაყირა აყენებს
ზემოთ ნახსენებ აზრს, რომელიც როგორც ვახსენე, ბევრი ადამიანის ფიქრის შედეგია.
მღვდლის იგავი, რომლის შინაარსის მოყოლაზე დროს აღარ დავკარგავ, ძალიან
საინტერესო რამეს ამბობს და პირდაპირ მიანიშნებს კ-ს თუ რა არის სასამართლო,
როგორია მისი წესები და როგორ შეიძლება ამხელა ძალაუფლების ინსტიტუცია
ერთმა პიროვნებამ ნაცარტუტად აქციოს. მღვდელი პირდაპირ ეუბნება ამ იგავით კ-ს,
რომ ადამიანები ძალიან ხშირად ვცდებით, როდესაც გვგონია, რომ რაიმე
ინსტიტუციას შეუძლია რომელიმე ჩვენგანის გატეხვა ან ამ ინსტიტუციას აქვს
გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე თავად ადამიანს. მღველი ამბობს ასეთ რამეს, რომ
სასამართლოს ძალა მოჩვენებითია, ის იმდენად ძლიერია რამდენადაც ჩვენი მახინჯი
ფანტაზია, მხდალი ბუნება აძლევს საშუალეაბას ძალის მომატებას. 

 სასამართლოს ეს გამოცდა იყო იმისთვის, რომ ადამიანს შეეცნო საკუთარი თავი,


გამოჩენილიყო საღი გონების პატრონი იყო, თუ უბრალოდ ხის თავიანი ან თუნდაც
მხდალი პიროვნება. 

 ყველა ცხოვრებისეული განსაცდელი, აქ კი სასამართლოს ბრალდება ჩვენს მიერ


დაძლევადია. მღვდელს სურდა მიეხვედრებინა კ, რომ მთავარია იწამე, რომ შენ ხარ
შენი თავის ბატონ-პატრონი და მაშინვე ერთი შეხედვით პლანეტალური მასშტაბის
ძალაუფლების მქონე სასამართლო არარაობად იქცევა.

ეს ზემოთ ნათქვამი შეიძლება დავაკავშიროთ რომანტიზმთან სადაც ადამიანს


შეუძლია ყველაფრის გაკეთება

მღველს ერთადერთი რამ უნდოდა- კ-ს გაეგო ,,თამაშის“ აზრი,

მაშასადამე, კ-ს ყველაფერი აეხსნა, მას იმხელა შესაძლებლობა ჰქონდა უდიდესი


წარმატების მიღწევის, რაც ყველა ადამიანს არ აქვს. მაგრამ რეალურად, რა გააკეთა კ-
მ ამ შესაძლებლობის შესასრულებლად? სამწუხაროდ არაფერი. მიუხედავად
მღდლის საუბრისა, კ დანებდა სასამართლოს, მის მიერ გამოგზავნის მსახურებს ნება
მისცა წაეყვანათ და დაეპატიმრებინათ. გავიხსენოთ აბა დასასრული. ერთ-ერთმა
მცველმა აუჩქარებლად გამოუსვა ყელში დანა, რის შედეგადაც მხოლოდ კ-ს ფიქრიღა
დააფიქსირა ავტორმა: ,,ძაღლივით დამკლეს...“. ეს სევდანარევი, უზარმაზარი მწარე
ირონიის შემცველი სიტყვები იმის დასტურია, რომ კ სიცოცხლის ბოლო წამებში
მიხვდა, რომ იგი დამარცხდა. იგი დამარცხდა საკუთარი სისუსტეების წინაშე,
რომლის გამოვლინებითაც ისარგებლა სასამართლომ.

კამიუ ,,შავი ჭირი’’


 ნიჰილისტურმა კითხვებმა მოდერნისტულად მოაზროვნეები მიიყვანა იმ
დოგმის ჩამოყალიბებამდე, რამაც განაპირობა საბოლოო ჯამში ყველანაირი
ფასეულობების ლპობა საზოგადოებაში, ეს იქნებოდა კულტურული, სულიერი თუ
მორალურ-ეთიკური ნორმები. ადამიანმა სწორედ ამ ეპოქაში, ისე როგორც
არასდროს, შეიტანა ეჭვი ღმერთის არსებობაში, სწორედ იმ ტიპის აზროვნების გამო,
რაც ზემოთ ვახსენე. მოდერნიზმმა, ბუნებრივია, დასაბამი მისცა(ან უბრალოდ
დაეხმარა განვითარებაში) სხვა ,,იზმებსაც“, რომლებმაც მოდერნისტულ
იდეოლოგიაში სპეციფიკური ცვლილებების შეტანით საფუძველი ჩაუყარეს ახალ
მიმდინარეობებსაც. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ეგზისტენციალიზმი. ეს მოძღვრება
გულისხმობს სამყაროს ცენტრში ადამიანის, როგორც უმაღლესი ფიგურის,
არსებობას და სხვათაშორის, ამ ტიპის აზროვნებამ საკმაოდ ბევრი მოაზროვნე
მიიზიდა თავის წიაღში, რომელთა შორის იყვნენ კნუტ ჰამსუნი(თუმცა ასე
გამოკვეთილად არ იგრძნობა), მიგელ დე უნამუნო და ფრანგი ეგზისტენციალიზმის
ერთ-ერთი ,,მამა“ ალბერტ კამიუ. დღეს სწორედ მის ნაწარმოებზე- ,,შავ ჭირზე“
გვექნება საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ კამიუს ამ ნაშრომში ყველაზე ნაკლებად
იგრძნობა ზემოთხსენებული ფილოსოფიის ნიშნები და საერთო ჯამში, კამიუს
შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაშრომადაც შეიძლება ჩაითვალოს.

დავიწყოთ უშუალოდ სიუჟეტით, რომელიც შავი ჭირით დაავადებულ ალჟირში


ვითარდება. დაავადება, რომელიც იმ პერიოდში განუკურნებელი იყო, ათასობით
ადამიანს იმსხვერპლებს. სულ რამდენიმე დღეში ადამიანები გაიხსენებენ თუ
რაოდენ უსუსურნი არიან ისინი სხვადასხვა მოვლენების მიმართ. ძალიან კარგად
მიხვდებიან, რომ სიკვდილი მათი განუყოფელი, თანამდები ფენომენია და როდის
და სად შეახსენებს თავს, არავინ იცის. დაავადებულ ქალაქში მიმდინარე პროცესები
აღწერილია ექიმის მიერ, რომელიც თავად იყო ამ ყველაფრის მონაწილე და
გადარჩენილი. მიუხედავად მისი თავდაუზოგავი შრომისა, ის გახდება მრავალი
უბედურების მსხვერპლი. ეს ნაწარმოები ორჯერ წავიკითხე და ორივეჯერ
გარკვეული ირონია, სარკაზმი ვიგრძენი ავტორისგან, ოღონდ გაურკვეველი
ადრესატით. თითქოს ის მომენტი, რომ მწერალი თავის პერსონაჟებს დასცინის,
როდესაც ექიმს თითქმის ყოველდღე პაციენტები აკვდება ხელში და იგი ვერაფერს
ახერხებს სიკვდილის მანქანის შესაჩერებლად, ეს სარკაზმი მხოლოდ პერსონაჟის
მიმართაა. თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნაწარმოების კითხვისას
მკითხველი თავადაა პერსონაჟის ადგილას, შესაბამისად მწერლის ირონიული
დამოკიდებულება ირიბად მკითხველსაც ეხება. სხვათაშორის ნაწარმოებიდან
აშკარად ჩანს, რომ ექიმის გადაწყვეტილება დაეწერა თხზულება, რომელიც აღწერდა
შავი ჭირის საცეცებში მყოფ ადამიანთა მოქმედებას, არ იყო შემთხვევითი. ექიმის
მიზანი იყო კაცთა მეხსიერებაში არ წაეშალა ის ავი გამოცდილება, სიმწარე და
გასაჭირი, რაც ხალხმა ამ განსაცდელის ჟამს ისწავლა. ზოგადად, მიუხედავად იმისა,
რომ ,,შავ ჭირში“ ნაკლებად იგრძნობა ეგზისტენციალიზმის გავლენა, აქ მაინც
ვხვდებით მის გამოვლინებებს. მაგალითად, მიუხედავად ადგილობრივების
სიგიჟისა, ექიმი(მწერალი) ფიქრობს, რომ ,,ადამიანში აღტაცების მომგვრელი მეტია,
ვიდრე დასაძრახი“.

,,შავი ჭირი“ ძალიან კარგად ასახავს თუ რაოდენ სუსტი ბუნების შეიძლება იყოს
ადამიანი, რომელიც ძალიან მოკლე ხანში უდიდესი აღფრთოვანებიდან და
აღტაცებიდან უკიდურეს გულგრილობამდე ეშვება, სადაც ის კარგავს ადამიანურ
სახეს და ღირსებებს. თავდაპირველად, მოსახლეობა თითქოს დიდი მოკრძალებით
ასაფლავებს თითოეულ გარდაცვლილს, თუმცა როდესაც ხალხის მასობრივი
ინფიცირება და სიკვდილი დაიწყება, უკვე სრული განუკითხაობა დაისადგურებს
ქალაქში. გარდაცვლილთა ნაწილს ერთად ყრიან ორმოში, ნაწილს უბრალოდ წვავენ.
სხვათაშორის, აქვე ვიტყვი(ახლოს არის თემასთან), რომ კამიუ ძალიან ემხრობოდა
აბსურდის თეორიასაც. მას მიაჩნდა, რომ ადამიანი თავისი მონოტონური ცხოვრების
რომელიღაც მომენტში ფხიზლდება და უამრავს შეკითხვას უსვამს საკუთარ თავს
ცხოვრებაზე, არსებობაზე, მაგრამ პასუხის ნაცვლად აბსურდის კედლებს აწყდება. ეს
აბსურდი გამოწვეულია იმით, რომ ადამიანი იაზრებს მისი მიასწრაფებებისა და
ობიექტური რეალობას შორის წინააღმდეგობას, არათანხვედრას. თუმცა მიუხედავად
ყოფის აბსურდულობისა, ამ თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პიროვნებამ
აუცილებლად უნდა გაანალიზოს აბსურდულობა და მისი შეცნობის შემდეგ იგი
ხდება რაღაცით იმაზე მეტი, ვიდრე იყო. სწორედ რეალობასთან ამგვარ
დამოკიდებულების მაგალითია ჩვენი პერსონაჟების სიტყვები. მაგალითად ექიმი
ერთგან იძახის: ,, ის რაც მართებულია ყველა ამქვეყნიური სნეულების მიმართ,
მართებულია შავი ჭირის მიმართაც. მან შეიძლება ზოგი აამაღლოს კიდეც . მაგრამ
როდესაც ხედავ მწუხარებას და ტანჯვას რომელიც მას მოაქვს, გიჟი ბრმა ან ლაჩარი
უნდა იყო რომ შავ ჭირს შეურიგდე.“ ამავე აზრის მატარებელია თავად კამიუც,
რომელიც იძახის რომ ის ვერ შეურიგდება სიკდილსა და ბოროტებას. სწორედ
ამგვარი მსგავსება მაფიქრებინებს იმას, რომ ექიმის სახით მწერალმა ავტოპორტრეტი
დახატა. კამიუ თავისი ბრძოლისუნარიანობით გასცდა ეგზისტენციალიზმის
ფარგლებს, სადაც უკვე იწყება თეიზმისა და ათეიზმის განუწყვეტელი ჯახი,
დაახლოებით იმ დონის ჭიდილი, რასაც დოსტოევსკის ნაშრომებში ვხვდებით.
საინტერესო მსგავსებაა ისიც, რომ როგორც თავად კამიუსთვის, ასევე ექიმისთვის არ
არსებობს ცოდვის ან მონანიების ფენომენი. უფრო მეტიც, ნაწარმოებში პირდაპირ
წერია, რომ ადამიანი კი არ არის დამნაშავე ღმერთის მიმართ, არამედ ღმერთია
თავად დამნაშავე, რათა ადამიანი დატოვა სატანჯველად. ეს კიდევ უფრო აძლიერებს
იმ აზრს, რომ ექიმის მხატვრულ სახეში თავად კამიუ უნდა ვიგულისხმოთ.
სხვათაშორის სწორედ ამგვარი ტიპის აზროვნება უდგას ეგზისტენციალიზმს
საფუძვლად.

             საინტერესოა თავად მოძღვარი პანელუს სახე, რომელიც შეიძლება


ექიმის(ავტორის) ანტიპოდად განვიხილოთ, რადგან ამ ორი ადამიანის იდეოლოგია
მკვეთრად განსხვავებულია. პანელუს გადმოსახედიდან ექიმი, მთელი თავისი
იდეოლოგიითა და გულისწყრომით, იყო ქალაქში მიმდინარე უბედური მოვლენების
მსხვერპლი. ვფიქრობ, მისი აზრით(ამას პირდაპირ არ იძახის, თუმცა თუ
დავუკვირდებით აშკარად ჩანს მისი მოქმედებებიდან. მაგალითად ექიმის მიერ
ღმერთის გმობაზე ჩაღიმება და საპასუხოდ თანაგრძნობით ავსებული სიტყვების
მიგებება) ექიმის გონება ძალიან ახალგაზრდაა, რომ ადეკვატურად,
გაწონასწორებულად აღიქვას ის მოვლენები, რომლებიც ქალაქში ვითარდება,
მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენების სახელი სიკვდილი და მასობრივი პანიკაა.
ექიმი ყველაფერს ერთგვარად ,,გაბოროტებული“ აბრალებს ზენაარსს, ღმერთს,
როდესაც იძახის(ჩემი თხოვნა იქნება ყურადღებით წავიკითხოთ ეს დიალოგი):

,,- ო, ეს ბალღი ხომ უცოდველი იყო, თქვენც კარგად უწყით!


- ასეთი წყრომით რატომ მელაპარაკებით?- უპასუხა მოძღვარმა- ეს სანახაობა
ჩემთვისაც აუტანელი იყო!
- თქვენ მართალი ხართ, შემინდეთ. დაღლილობამ დამრია ხელი, მაგრამ არის
წუთები, რომელიც ამ ქალაქში ჯანყისთვის განგაწყობს.
- მესმის, ჯანყისთვის განგვაწყობს, რაკი ყოველგვარი წვდომის საზღვარს
სცილდება. მაგრამ, იქნებ, გვმართებს იმისი სიყვარული, რასაც ჩვენი გონება ვერ
მისწვდენია!“

            ყურადღება მივაქციოთ გამუქებულ ნაწილს. მოძღვრის აზრით, ქალაქში


გამეფებული ჟღლეტა მართალია საშინლად დამამწუხრებელი და
დამაბრკოლებელია, მაგრამ ამ ყველაფერს გარკვეული მიზეზი, ჩვენთვის ჯერ კიდევ
შეუცნობელი მეტაფიზიკური მისია აქვს, რომლის განსასაზღვრად ადამიანებს არ
გააჩნიათ რწმენა, სხვათაშორის იოტისოდენა რწმენა, რომელიც საშუალებას მისცემს
მათ გააგნონ ამ ერთგვარ განსაცდელში გზა-კვალი, გაიგონ რა და რისთვის ხდება.
ცოტა გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, დავესესხები დოჩანაშვილს, რომელიც ,,სამოსელ
პირველში“ გენიალურად ამბობს, როდესაც დომენიკო მიჩინიოს ეკითხება(ზუსტად
გამოგვადგება ეს დიალოგი ამ შემთხვევაში):

,,-ადამიანის სიკვდილს რაღატო მაყურებინეთ?


-პასუხად მშვიდად უპასუხეს: - ადამიანი რომ გყვარებოდა!“

             დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩვენთვის, არ გამოვრიცხავ, რომ


მოძღვარი პანელუც სწორედ ამ აზრზე იყო. კერძოდ, ეს მასობრივი ადამიანთა ჟლეტა
იყო აუცილებელი ფაქტორი, რათა ადრე თუ გვიან ადამიანებს გაღვიძებოდათ
ურთიერთსიყვარული და პატივისცემა, რომ იმ ეპოქაში გაუფასურებული იყო ის
სულიერი თუ მორალური დოგმები, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანთა შორის
სიყვარულს განაპირობებდა. ეს რეალობა არ გეგონოთ მხოლოდ წიგნის სიუჟეტი. ეს
აზროვნება და სულიერი გახრწნა რეალურად მოიტანა მოდერნიზმმა და შესაბამისად
მოდერნისტი მწერლის ნაშრომში ამ პრობლემებზე რომაა საუბარი, მგონი გასაკვირი
არ უნდა იყოს. კვლავ ვიმეორებ, რაოდენაც საშინლად არ უნდა ჟღერდეს, ,,ადამიანთა
ხოცვა იყო ერთადერთი ვარიანტი, რათა საბოლოო ჯამში ადამიანთა სიყვარული
აღმოცენებულიყო“. აქ ოდნავ რელიგიური კუთხით თუ მივდუგებით , (ნუ მაშინ
ცალკე თემები წარმოიშვება, მაგრამ ახლა ერთს ვიტყვი და მოკლედ
შემოვიფარგლები) ძალიან საინტერესო რამის აღმოჩენა შეგვიძლია, რომელიც
შესაძლოა ერთგვარადაც ხსნიდეს რამდენიმე დეტალს. კერძოდ, ქრისტიანობის
აზრით, უზომო და აღვირახსნილი ცოდვის საზღაური მხოლოდდამხოლოდ
სიკვდილია! აქ მემგონი თქვენთითონაც ხვდებით თუ როგორ შეიძლება
დაუკავშირდეს ეს მოვლენები ერთმანეთს.

             ახლა რომ შევაჯამო, ,,შავ ჭირში“ მრავალი საინტერესო ნიუანსის


აღმოჩენა შეგიძლიათ მკითხველნო. იმდენად ბევრი და საინტერესო ნიუანსის,
რამდენადაც მრავლისმომცველი და სერიოზული ფილოსოფიური მიმდინარეობაა
თავად ეგზისტენციალიზმი. თქვენ ამ ნიუანსებს აღმოაჩენთ ყველანაირ შემთხვევაში,
იზიარებთ თუ არ იზიარებთ ამ ფილოსოფიის იდეოლოგიას, რადგან ამ
უკანასკნელის აზრთა კრებული, მიუხედავად გარკვეული ადამიანის
ანტისიპათიისა(მეც ამ ადამიანებს ვეკუთვნი), საბოლოო ჯამში უთუოდ ქმნის თავის
თავში დასრულებულ და ჩამოყალიბებულ მიმდინარეობას. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ
წიგნის წაკითხვით თქვენ ნამდვილად არ დაკარგავთ დროს, რადგან იქ არსებული
პრობლემები დღესაც ძალზედ აქტუალურია, ბოლოსდაბოლოს შავი ჭირი, თუ
მეტაფორულ ენაზე ვიტყვით, ის განუყოფელი ბოროტებაა, რომელიც გამუდმებით
სდევს ადამიანთა მოდგმას და მუდამ ცდილობს ჩვენს გულებში ჩაბუდებას.
დანარჩენი კი მკითხველის განსჯის საგანია!

,,დასავლეთის ფრონტი უცვლელია ‘’


ერიხ მარია რემარკი
ასავლეთის ფრონტი უცვლელია" აღწერს უბრალო ჯარისკაცის თვალით დანახულ პირველი
მსოფლიო ომის საშინელებებს. რემარკი თავად იყო ომის ვეტერანი, იგი იბრძოდა 1917 წლიდან
ომის ბოლომდე და არაერთხელ იყო დაჭრილი. ეს რომანიც, როგორც მისი რამდენიმე მომდევნო
რომანი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.
რომანის მთავარი გმირი პაულ ბოიმერი 18 წლის ასაკში გაიწვიეს ჯარში. ყაზარმაში რამდენიმე
კვირიანი წვრთნის შემდეგ იგი და მისი რამდენიმე მეგობარი გადაისროლეს დასავლეთის
ფრონტზე, სადაც იგი უამხანაგდება მასზე უფროს და გამოცდილ ჯარისკაცს კატჩინსკის,
რომელიც ახალბედა პაულს და მის მეგობრებს ეხმარება რთულ სიტუაციებში და ასწავლის
ფრონტზე ცხოვრებას. რომანში კარგადაა აღწერილი მათი მჭიდრო მეგობრობა.
რომანში აღწერილია დაბომბვების სერია, ფრონტზე ცხოვრების მძიმე პირობები და ბრძოლები.
ამავდროულად მეგობრები ხშირად მსჯელობენ ომის მიზეზებზე და მიდიან დასკვნამდე რომ
მათთვის იგი სრულიად უაზროა.
ამ წიგნში ჯარისკაცები ნაჩვენები არიან არა როგორც გმირები, არამედ როგორც უბრალო
ახალგაზრდა ხალხი, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, თავისი ხასიათებით და
მისწაფებებით, რომლებიც გააერთიანა და შერწყა ომმა. ხშირად მიდის მსჯელობა იმის შესახებაც
რომ ახალგზრდა ჯარისკაცებს, რომლებსაც ჯერ არაფერი არ გააჩნიათ და ვისთვისაც ცხოვრება
სწორედ ომით დაიწყო, უკან დაბრუნება ძალიან გაუჭირდებათ, ამავდროულად ყველანი
მოუთმენლად ელოდებიან ომის დასასრულს.
პაული იღებს შვებულებას და რამდენიმე კვირით შინ ბრუნდება, მის მიერ მიტოვებულ
სამყაროში. აქ იგი თავს უსაზღვროდ უცხოდ გრძნობს, თან ფრონტიდან ჩამოსულ ჯარისკაცს
სახლში უამრავი პრობლემა ხვდება: დედა კიბოთი დაავადებულია, შიმშილი და გაჭირვება. იგი
ვერ ახერხებს ოჯახის წევრებთან საერთო ენის პოვნას და სურს რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს
ფრონტზე თავის მეგობრებთან.
ფრონტზე კი პაულის გვერდით ერთი მეორეს მიყოლებით იღუპებიან მისი სკოლის მეგობრები.
პაული და მისი მეგობარი კროპი დაიჭრნენ და ერთად მოხვდნენ ლაზარეთში. პაულს შეუძლია
ფრონტზე დაბრუნება, კროპი კი კარგავს ფეხს, რაც მის ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახა.
ერთ-ერთი უკანასკნელი იღუპება კატჩინსკი, რის შემდეგაც პაული ფრონტზე ძველი მეგობრების
გარეშე რჩება. რემარკი მთავარ გმირსაც არ ინდობს და კლავს ომის ბოლო დღეებში, როდესაც
დასავლეთის ფრონტზე ისეთი სიმშვიდე იყო, რომ გაზეთებში ცნობები მხოლოდ ერთი ფრაზით
შემოიფარგლებოდა "დასავლეთის ფრონტი უცვლელია

ლაითმოტივები:

მიუხედავად იმისა რომ ნაწარმოები ომზე, მაინც ძნელია კონკრეტულად გამოვყოთ


თემა.

რემარკი არღვევს ჰეროოიკულ ტრადიციებს და კიარ საუბრობს გმირ მეომრებზე


არამედ აკანონებს ომის სრულიად სხვანაირ აღწერას. სადაც ჯარისკაცებს უკვე
ცხოველური ინსქტიქტები აქვთ გაღვიძებული (გავიხსენოთ ეპიზოი როცა სანგარსი
ფრანგი ჯარისკაცი ჩაუვარდება პოლს , იიგი მას მაშნვე მოკლავს , რადგან იგი
მტერია, მაგრამ როცა მას ღამის გათენება ფრანტან ერთად მოუწევს აღმოაჩენს რომ
ფრანგი ჯარისკაცებიც ჩვეულებივი ადამიანები , ჩვეულებრივი ოჯახის შვილები
არიან და გრძნობებ უდიდეს შიშს.

ომს მიზეზი არ აქვს, იგი სრული ამაოებაა.

უიმედობა მთლიან წიგნს გასდევს, მიუხედავად იმისა რომ ჯარისკაცებმა იციან რომ
ისინი დაიხოცებიან, მაინც ეპოტინებიან სიცოცხლეს და იბრძვიან.

მე-20 საუკუნის 60-70- იანი წლები ლიტერატურაში, 30-


60იანები მხატვრობაში.
ახალგაზრდული მოძრაობების სათავე (ბიტნიკები, ჰიპური
მოძრაობა).
ბიტნიკები - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს კულტურული დედაქალაქი
პარიზის მაგივრად გახდა ნიუ-იორკი. მნიშვნელოვანი იყო მეორე მსოფლიო ომი,
რომელიც პირველისგან განსხვავებით უფრო მძაფრად იქნა აღქმული და ადამიანებმა
მისი მიმდინარეობის დროსვე გააანალიზეს ყველაფერი. ყველა კომფლიქტი
დაწყებისთანავე ხდებოდა ხელოვანების შემოქმედების წყარო. ამ ყველაფრის
პარალელურად ყალიბდებოდა ახალგაზრდული მოძრაობები, ბიტ-თაობა. ერთი
უნივერსიტეტის ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ არ მოსწონთ ის, რასაც ხედავენ და
გადაწყვიტეს ამის შეცვლა. ლიტერატურაში ჰიპების თაობას ბევრი არაფერი
მოუტანია, ბიტ-თაობისგან განსხვავებით. მათ მიერ მოტანილი მთავარი შოკი იყო :
თავისუფლება და დაპირისპირება ბურჟუაზიულ საზოგადოებასთან. ამერიკულ
ჟურნალ-გაზეთებს რომ გადახედოთ, გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ პოლიტიკოსებისა
და ვარსკვლავების გარდა არავინ არ ცხოვრობსო, ბიტ-საზოგადოებამ ეს გამოასწორა.
უილიამ ბეროუზი - „ჯანქი“, როგორ მოვიხმაროთ, შევაზავოთ ან ვიყიდოთ
ნარკოტიკი. ამ ავტორმა აღმოაჩინა ამერიკული საზოგადოება, რომელზეც არასდროს
არავინ არ ლაპარაკობდა. ეს იყო სრულიად ახალი, უზრდელური სიტყვა.
სტილისტურად იყო სრული აღვირახსნილობა. ეს იყო ტექსტები, რომლებიც
საერთოდ არაფერს არ ქადაგებდნენ. არ ჰქონდათ მორალი. ავტორი არაფერს არ
ამტკიცებდა, უბრალოდ ასახავდა იმას, რაც იყო. ერთ-ერთი ბოლო ნაწარმოებია
„მებრძოლთა კლუბი“. ბეროუზის გვერდით იყო ჯეკ კერუაკი. „გზაზე“ - ესაა
სანახევროდ ავტობიოგრაფიული რომანი. მხოლოდ სახელები და გვარებია
შეცვლილი, დანარჩენი იგივეა. კერუაკი ამ რომანის დაწერისას არ იყო
ორიგინალური. მათ გადაწყვიტეს, რომ ამერიკული საზოგადოება აცდა თავის
ფესვებს და სურდათ მისი დაბრუნება. კერუაკი ენათესავება „ჰეკლბერი ფინის
თავგადასავალს“.

ყველაზე ცნობილი ბიტ-რომანია „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. კენ კიზი


აიღებდა რაღაცას და გადააკეთებდა თავის ჭკუაზე. იგი თავად მონაწილეობდა
სამედიცინო კვლევაში, რომელმაც შთააგონა ამ რომანის დაწერა. მე-19 საუკუნიდან
ამერიკული სული ჩარჩა რომანტიზმისეულ სამყაროს ხედვაში. სივრცის დიდი
სიყვარული და რწმენა, რომ გამოჩნდება ერთი ადამიანი, სუპერგმირი, რომელიც წინ
აღუდგება ბოროტებას და გადაარჩენს მთელ სამყაროს. ამ ტექსტში ჩადებულია „მობი
დიკიც“.

ბიტ-თაობის მთავარი იდეაა ჭეშმარიტ ამერიკულ ღირებულებებთან დაბრუნება.


ადამიანი უნდა გაიქცეს. სამყარო არის ხაფანგი. აპოკალიფტური შიში იცვლება
ხაფანგის შიშით. ამერიკულმა ლიტერატურამ აღმოაჩინა, რომ თუ ხაფანგში ვართ,
უნდა გავიქცეთ. არსებობს ძალიან ბევრი ტექსტი, რომლებიც ერთნაირად
მთავრდება, ჰეკლბერი ფინით დაწყებული. მთავარი გმირი სულ გარბის ინდიელთა
მიწებზე. („გაიქეცი, ბაჭია“, „მებრძოლთა კლუბი“, „ფორესტ გამპი“, ვიღაცამ
გუგულის ბუდეს გადაუფრინა“)

ამ ყველაფრის პარალელურად შეიცვალა ხელოვნების ვექტორი. მანამდე ხელოვნების


უმთავრესი მიმდინარეობა იყო ლიტერატურა ან მხატვრობა. 60-70-იან წლებში
მხატვრობამ დაკარგა თავისი გავლენის სფერო, ლიტერატურამაც დაკარგა თავისი
ოდინდელი ფუნქცია და გავლენა და წინა პლანზე გამოვიდა მუსიკა, კერძოდ როკი.
ჯაზისგან განსვავებით მან შეიძინა სოციალური დატვირთვა. იყო სოციალური
პროტესტით დატვირთული მუსიკა. ყველაზე პოპულარული მაგალითია “Imagine”.

სახელმწიფოს ძალადობად წარმოდგენა ჩვეულებრივი ამბავი იყო.

„ევროპული გაზაფხული“ - ფრანგი ახალგაზრდობა გამოვიდა რასობრივი


განსხვავებებისა და კოლონიზაციის წინააღმდეგ. განსხვავებით ამერიკული
ახალგაზრდობისგან, ფრანგულ მოძრაობას წინ ედგა გამოცდილი, სახელმოხვეჭილი
ადამიანები (სარტრი მაგალითად „გამოიტანეთ მონა ლიზა, უნდა დავწვათ!“). იგი
გამოდიოდა მუზეუმების, როგორც საპყრობილეების წინააღმდეგ, სადაც ბურჟუები
აწესებდნენ წესებს.

ისინიც კი თავისუფლად ექცეოდნენ მორალს, რომლებიც არცერთ მოძრაობას არ


მიეკუთვნებოდნენ. ტენერს უილიამსი (უდიდესი დრამატურგი) იყო პირველი, ვინც
თქვა, მე გეი ვარო. ამას მოჰყვა საშინელი რეაქცია, მაგრამ ბოლოს მაინც შეეგუენ.

ჰენრი მილერმა (დიდმა რომანისტმა) სექსუალური რევოლუცია დაიწყო. დაწერა


ავტობიოგრაფიული ტრილოგია, რომლის პირველ წიგნსაც დაარქვა „სექსუს“.

ჰიპების მოძრაობა, რომელიც უფრო ჰარმონიული იყო, ვიდრე ბიტნიკებისა,


თვლიდა, რომ თავი უნდა დაენებებინათ ყველაფრისთვის და წასულიყვნენ. „კისერი
გიტეხიათ ყველას, არ შეგეხებით და არ შეგვეხოთ.“ ბიტნიკები უფრო აგრესიული
ტიპები იყვნენ. მათი იდეა იყო საზოგადოების შეცვლა, გადმოდიოდნენ შეტევაზე და
არსად არ მიდიოდნენ. ამავე პერიოდს ემთხვევა „პრაღის გაზაფხული“, ჩეხეთში
საბჭოთა ჯარების შესვლა. მილან კუნდერა „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“.

30-40-50-იანების მხატვრობა. სალვადორ დალი

სურრეალიზმი არის მოდერნიზმის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც ამბობს, რომ


სამყარო სიმბოლოებით უნდა გადმოვცეთ და ასეთი სამყარო უფრო რეალისტურია.
(სურ - ზე.)

დალის მოღალატეს ეძახდნენ. „სურრეალიზმი, ეს მე ვარ!“ დანარჩენები არ


ეთანხმებოდნენ, მაგრამ თვითონ ასე ფიქრობდა. გალა - მეუღლე, რომელმაც მის
შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. რეალურად მას დიდი მეგობრობა
აკავშირებდა ქართველებთან, დახატულიც კი აქვს.

დალის ძირითადი თემა, რომელსაც ჩვენ შევეხებით არის


ომი და აპოკალიფსი.

მდნარი საათები - ჭიანჭველები სიკვდილის სიმბოლოა.


საათები მდნარ დროს გამოხატავენ და მათი მიზანია
ადამიანს შეახსენონ სიკვდილი. ყველა დეტალს თავისი
მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს მნიშვნელობები არავინ არ
იცის ქვეყანაზე.

ომის სახე - თავის ქალაში თავის ქალები


უსასრულოდ.
გადაშენების შიში.

ერთი სურათი
შეიძლება რამდენიმე
მნიშვნელობით
გავიგოთ და ყველა ჭეშმარიტი იყოს. ხეები, რომლებიც უბრალოდ დგანან.
რეალურად ესაა ხიროსიმასა და ნაგასაკის აფეთქებებით შთაგონებული ნახატი.
აფეთქებები ადამიანსაც ჰგავს. ხე კი არის ნიშანი სამყაროს განადგურებისა და იმ
კატასტროფის, რომელიც სამყაროში მოხდება. ძალიან იშვიათად ხატავს რეალურ
პეიზაჟებს. ესაა გავლენა მე-19 საუკუნის ესპანური მხატვრობისა, სადაც ქვიშის
ფერები აქტუალურია.

დალის ეკუთვნის მთელი სერია რელიგიური ნახატებისა.

ახალი ადამიანის დაბადება - ეს სურათი


შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს.
გაუგებარია გვერდით მდგომი ანგელოზია,
სატანაა, ადამიანია თუ ვინაა. ესაა ამერიკიდან
დაბადებული ადამიანი, რომელიც ხელით
ეყრდნობა ბრიტანეთს. გამოთქმულია იმედი,
რომ ამერიკული საზოგადოება და ჯარი
ბრიტანეთის დახმარებით დაიბადება, რა თქმა
უნდა ეს არ მოხდება უსისხლოდ, მაგრამ
გამარჯვება მათ დარჩებათ.

მისი ერთ-ერთი ყველაზე იმედიანი სურათი. სიცოცხლის ცხენი. მშვენიერებისა და


სიცოცხლის სიმბოლო დალისთვის ყოველთვის ხეები იყო, ამ ცხენის ზურგიდანაც
ხეებია ამოსული. თეთრი და ცისფერი
ფერების მონაცვლეობა გვანიშნებს, რომ
სამყაროში ყველაფერი კარგად იქნება.

რენე მაგრიტტ - ეს არ არის ჩიბუხი.

„ეს ის არ არის, რაც თქვენ


გგონიათ“.

ნახატი, რომელშიც ვერ


ვხედავთ ზღვარს ნახატსა
და ნახატის მიღმა
სამყაროს შორის.
ადამიანი ვაშლით - ევროპული სულიერი კრიზისის სიმბოლო. ვაშლი, რომელიც
სახეს უფარავს, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს კაცი არის
ყველა. არ აქვს ნაკვთები. ესაა ადამიანი, რომელიც
სისტემის ნაწილად, მუშად იქცა და არ აქვს სულიერი
სამყარო. მის უკან ამოშენებულია კედელი და ჩანს
უსასრულო ცისფერი სივრცე, მაგრამ ამ კაცს ზურგი
შეუქცევია ამ სამყაროსათვის, არაა შეპყრობილი
თავისუფლების სურვილით.

სახევაშლიანი კაცების წვიმა ქალაქში. სამყარო სავსეა


ასეთი ადამიანებით.

რენე მაგრიტის პორტრეტი

ტაფამწვარზე დატანებული
თვალი. კრიზისის
აღმნიშვნელი სურათი.
ყოველდღიურობის ტყვეობაა.
უყვარს შემწვარი კვერცხი და სმა, ჩვეულებრივი
ადამიანია. წესრიგის მოყვარულია და მისთვის უცხოა
ყველაფერი.

კვერცხი გალიაში - თვითონ ამბობდა მომეჩვენაო.


მაგრამ ხალხი ამბობს, რომ კვერცხი სიცოცხლის
სიმბოლოა, გალია ტყვეობისა.

ბეკშინსკი

მის სურათებში კარგად ჩანს ომის საშინელება.

კაცობრიობის განმარტოება - უფსკრულები,


რომლებიც ადამიანთა ჯგუფებს აშორებს. ჯერ
კიდევ ანთია კოცონი, ანუ ადამიანები
ცოცხლობენ, მაგრამ რამდენიმე ადგილას
კოცონი ჩამქრალია. ესაა შიში იმისა, რომ
კაცობრიობა ჯერ კი არის ცოცხალი, მაგრამ თუ
ყველაფერი ასე გაგრძელდება, კოცონების
რაოდენობა შემცირდება.
წასაკითხი:

 ენტონი ბერჯესი - „მექანიკური ფორთოხალი“

ფილმი:

 მილოშ ფორმანი - „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (“One Flew Over


The Cuckoo's Nest”)
 ფილიპ კაუფმანი - „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“ (“The Unbearable
Lightness Of Being”)

ფილმი ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა’’


1975 წელს მილოშ ფორმანმა კენ კიზის რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი ”ვიღაცამ
გუგულის ბუდეს გადაუფრინა” (One flew over the cuckoo’s nest). მთავარ როლს გენიალურად
თამაშობს ჯეკ ნიკოლსონი, რისთვისაც მას ერგო კიდეც ოსკარი.

ფილმის ღირსებას მსახიობების უბადლო თამაშის გარდა წარმოადგენს მისი იდეა –

თავისუფლების იდეა. ნაწარმოების


ეკრანიზაციის ნახვისას, რატომღაც, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ფსიქიატრიული კლინიკა
ავტორიტარული სახელმწიფოს მინი მოდელს წარმოადგენს, პაციენტები რიგითი
მოქალაქეები არიან, მედდა რეტჩედი კი – ცივსისხლიანი ავტორიტარი მმართველი.
შესავალში ბევრ საუბარს აღარ გავაგრძელებ. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
საგიჟეთში კი არა და სახელმწიფოში (თუ კი მათ შორის რამე განსხვავებაა).

ფილმი მაკმერფის (ჯეკ ნიკოლსონი) ფსიქიატრიულ კლინიკაში მიყვანის სცენით იწყება.


აღსანიშნავია, რომ მაკმერფი არაა ფსიქოლოგიურად შეშლილი. ის არ ეგუება
ფსიქიატრიულში არსებულ რუტინას, არაადამიანურ წესებს, პაციენტებისადმი უხეშ
მოპყრობას და გარკვეულწილად ბრძოლას უცხადეს არაჰუმანურ რეჟიმს. თავის მხრივ
ადმინისტრაცია მაკმერფის ”მორჯულებისთვის” ძალ-ღონეს არ იშურებს, იქნება ეს ტვინის
გამორეცხვის აბების მეშვეობით თუ შოკური თერაპიით.   კლინიკაში აბსოლუტურად
არაფერი კეთდება ადამიანის გამოჯანმრთელებისათვის. ყოველდღიური რუტინა პირიქით
გამოშტერებისკენ უფროა მიმართული. არაფრის მომცემი, ყოველმხრივ უშედეგო თერაპიად
წოდებული საუბრები პირად თემებზე, დამამშვიდებელი აბები და მუსიკა. მუსიკაც ისეთია
საერთოდ გამოთიშავს ადამიანს რეალობიდან, ისეთი რუდუნებით ისმინება აბსოლუტურად
ყველაფრისგან გწყვეტს. უმოძრაობისკენ, ძილისკენ, უმოქმედობისკენ, გათიშულობისკენ,
უსიცოცხლობისკენ ჭაობში ჩაძირვისკენ უფრო გიბიძგებს. ფილმს ფონად გასდევს მელოდია
და თითქოს უხილავ საბურველში ახვევს და აყუჩებს ყველა პაციენტს.

ერთად ერთი მაკმერფი არ ექცევა კლინიკაში არსებული წესების გავლენის ქვეშ. ითხოვს
მუსიკის დაბალ ხმაზე მოსმენას, არ სვამს ტაბლეტებს. ფსიქოლოგიურად საკმაოდ ძლიერია
და არც ერთი წამით არ აგრძნობინებს არც მედდა რეტჩედს და არც დანარჩენებს რომ
სულიერად გატყდა. მოითხოვს ბეიზბოლის მატჩის ნახვას, რაზეც უარს მიიღებს
რეტჩედისგან. ძალიან გაბრაზდებული გამორთული ტელევიზორის წინ ჩამოჯდება და აი აქ
ხდება ძალიან მნიშვნელოვანი: თვითონ დაიწყებს მატჩის რეპორტაჟის კომენტირებას
ხმამაღლა. პაციენტები გამოვლენ ოთახებიდან და ერთად მხურვალედ გულშემატკივრობენ
მაკმერფის ფავორიტ გუნდს. მადდა გაოგნებული და ყინულივით გაციებული სახით
უყურებს ყოველივეს, მაგრამ ვერაფერს იზამს.

მედდა რეტჩედი

ფილმს ფონად წესების უგულებელყოფის და თავისუფლების იდეა გასდევს. როცა


თავისუფლების წყურვილი დიდია, მას წინ ვერაფერი დაუდგება. ვერანაირი ძალა,
შეზღუდვა თუ თავსმოხვეული იდეოლოგია. სწორედ თავისუფლებასთან ზიარებაა ჯერ
ავტობუსის გატაცება და შემდეგ ღია ზღვაში სათევზაოდ გასვლა. ზღვა სწორედ რომ
თავისუფლების სიმბოლოდ შეგვიძლია აღვიქვათ ამ შემთხვევაში – უსაზღვრო, შეუზღუდავ
სივრცეში ისარივით გაჭრა.

ერთ-ერთი თერაპიული სეანსის დროს მაკმერფი სვამს შეკითხვას თუ რატომაა მისი


კლინიკიდან გაშვების ბედი მხოლოდ მედდა რეტჩედის ნება-სურვილზე დამოკიდებული.
რაზეც პაციენტებიდან ერთ-ერთი (ჰარდინგი) საკმაოდ უცნაურ და მაკმერფისათვის
მოუოდნელ პასუხს სცემს. ის ამბობს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია კლინიკიდან გასვლა
სურვილისამებრ. უფრო მეტიც, ფსიქიატრიულშიც საკუთარი ნებითაა მისული. ჰარდინგის
გარდა კიდევ რამდენიმეა მსგავს მდგომარეობაში. ეს რას მაგონებს იცი? აი სახელმწიფოში რო
ყველას უფლება აღიარებულია – საკუთრების, თავისუფლად აზრის გამოხატვის,
ეკონომიკური საქმიანობის წარმოების, მაგრამ ხმამაღლა აზრის გამოთქმისთვის რო
ადამიანები გაილახებიან, ბიზნესში რო გეცილებიან და წილებს გთხოვენ, საკუთრებასაც
სახელმწიფო რო მიითვისებს თუ კი ეს მოესურვება. ეს ისე ლირიული გადახვევა.
დავუბრუნდები ფილმს.

მაკმერფის კლინიკიდან თავის დაღწევის ფიქრი არ ასვენებს. დაგეგმავს კიდეც გაპარვას.


ერთგვარ რევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს ფსიქიატრიულში გოგოების მიყვანა
სასმელებით და შუა ღამისას გემრიელად მოლხენა. ნაღდად დაიმხეს კლინიკა იმ ღამით
პაციენტებმა. არანაირი წესები, არანაირი შეზღუდვა, ბევრი სასმელი და საახალწლო მუსიკა.
ერთი ხელის მოსმით გაქარწყლდა ადმინისტრაციის ყოვლისშემძლეობა. ყოველდღიური
რუტინაც უცებ გაქრა.

აუცილებლად უნდა ვთქვა ორი სიტყვა მედიცინის დაიკო რეტჩედზე. უემოციო, უგრძნობი,
ცივსისხლიანი მმართველის სახეს განასახიერებს. ვიზეც შეუძლია ფსიქოლოგიურად
ზემოქმედეს, თუ არადა საქმეში მისი ”სამი მუშკეტერი” ჩაერთვება და ისინი ძალას არ
იშურებენ პაციენტებთან ”ორთაბრძოლებში”. მის ფსიქოლოგიურ ზეწოლას შეეწირა ყველაზე
ახალგაზრდა ბობი. კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა თვითონაც. დამქაშებმა ის ძლივს
გამოგლიჯეს ხელიდან მაკმერფის. სამწუხაროდ, ეს იყო მაკმერფის საღ(!) გონებაზე ყოფნის
ბოლო მომენტი. თავის ქალა ახადეს და პირდაპირი მნიშვნელობით დააჩლუნგეს. ასევე,
სამწუხაროდ, ეს ოპერაცია კლინიკის ხელმძღვანელობის აზრით, მკურნალობის ნაწილად
ითვლებოდა. ჯეკ ნიკოლსონის გმირი პრაქტიკულად მოკლეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს
იდეას – თავისუფლების იდეას. ინდიელმა გამოლენჩებული მაკმერფი სიცოცხლის

ბოლომდე  მონური ყოფისთვის არ გაიმეტა…


მისი სურვილი, მიზანი კი თვითონ აასრულა – ჩალეწა ფანჯარა და გაიქცა
ფსიქიატრიულიდან.

მონობაზე თავისუფლების გამარჯვების სიმბოლო კი ეს ფოტო მიმაჩნია – გენიალურია.

,,მექანიკური ფორთოხალი“-ენტონი ბერჯესი


დავიწყოთ იმით, რომ “მექანიკური ფორთოხალი” შეუდარებელი რომანია.
ახალგაზრდა ალექსის სახით ენტონი ბერჯესმა ისეთი გამორჩეული და
ორიგინალური ბოროტმოქმედის პორტრეტი დაგვიხატა, რომ იგი გრემ გრინის
ცნობილ პერსონაჟს, ფინქისაც არ უდებს ტოლს, ის კი არადა, აჭარბებს კიდეც
ცინიკური სისასტიკითა და გულქვაობით. ალექსი არის ზნედაცემული, აულაგმავი
თინეიჯერი, ერთი სიტყვით, გამოცხადებული პატარა ურჩხულია, რომელიც
“უანგაროდ” უძღვნის თავს ბოროტებას და ფანტასტიკურ “საგმირო საქმეებსაც”
ჯოჯოხეთური ცეცხლით აღაგზნებს. ის მიზანსწრაფი, თავდადებული
ბოროტმოქმედია, თუმცა ძნელია მის საქციელში ლოგიკურობის მსგავსი რაიმის
აღმოჩენა; იგი, უბრალოდ, ზვიგენივით უტრიალებს გარს თავის ლუკმას და
ინტელექტთან შეზავებულ დაუნდობლობას აფრქვევს.
მწერალი, ძირითადად, სახელმწიფოსთან მის დაპირისპირებაზე ამახვილებს
ყურადღებას, მის ამბოხზე იმ მანქანის წინააღმდეგ, რომელიც ალექსს არჩევანის
უფლებისგან ძარცვავს და პირობითი რეფლექსების (ამ შემთხვევაში დადებითად
მიჩნეულების) გროვად გადააქცევს. “მექანიკური ფორთოხალი” არის პატარა
გამაოგნებელი მოღალატე, ჩვენზე სასურველი ეფექტის მოსახდენად ტელესკოპური
სიზუსტით რომ გვთავაზობენ.
ყველაზე თავზარდამცემად კი ის მიმაჩნია, რომ ალექსის ეს სწორუპოვარი
მონოლოგი მომავლიდან გადმოგზავნილ მემუარებად აღიქმება: ყმაწვილი ცხოვრობს
ისეთ სამყაროში, რომელსაც მთელი სივრცე მოუცავს და სოციალური სიმსივნის
გარდა სხვა რამ საფრთხე აღარ ემუქრება. როდესაც მისი თვალით შევყურებთ აწმყოს
(ცხოველისდარად, მას წარსულისა და მყოფადის აღქმა არ შეუძლია), ახალ და უცხო
პლანეტას აღმოვაჩენთ იმ სამყაროს მიღმა, მტრულად რომ არის განწყობილი
ალექსისა და მისი ხულიგან-ბიტნიკი დამქაშების მიმართ და მაინც, რაღაც დოზით
იგი ხელს უწყობს მათ სისასტიკეს.
ენა, რომელზედაც ეს ჯეელი და მისი “დოსტები ღადაობენ”, კომუნიკაციის იშვიათი,
არგაგონილი სახეობაა. ყოველი გვერდი დამუხტულია ამ ჟარგონის უჩვეულობით,
მაგრამ საკმარისია წიგნის შუამდე მივაღწიოთ და ჩვენთვის უკვე აღარაფერი იქნება
გაუგებარი. ამით მთხრობელის მიზანიც მიღწეულია: ჩვენ და ალექსი ერთსა და
იმავე ენაზე ვამყარებთ ურთიერთობას, სტილისტური ხერხი, რომლითაც მისი
ამბოხებული “ძმაკაცის” დასჯის ეპიზოდია გადმოცემული, ერთი შეხედვით,
შესაძლოა, მოსაბეზრებლადაც კი მოგვეჩვენოს, მაგრამ ბერჯესი აქაც ისეთი
ოსტატობით ახერხებს ჩვენს მორჯულებას, რომ აღარაფერი გვაქვს საწუწუნო. მისი
ნეოლოგიზმები თითქმის ყოველთვის გამომწვევია, ზოგჯერ კი, თავშესაქცევად
ირონიული (სიგარეტს “კიბოს ჩხირად” მოიხსენიებს), და წიგნის ბოლომდე
ჩაკითხვისას ჩვენ გვეჩვენება, რომ ახალი ენაც შევისწავლეთ და ალექსის “საძმოშიც
გავწევრიანდით”.
ის დაუცხრომლად მიისწრაფვის “ყოვლადუმიზნომიზნისაკენ”, განსასჯელს კი
მტაცებლური ალღოთი ირჩევს. ალექსი და მისი “ძმაბიჭები” უმოწყალოდ
უბრაგუნებენ მოხუც მეცნიერს, ერკინებიან მეტოქე ბანდას, მშვიდი სინდისით
დააქროლებენ სხვის მანქანას, ჟეჟავენ მწერალს და თვალწინ “უფორმებენ” ლამაზ
მეუღლეს. მაგრამ ალექსის ფანტაზია ამოუწურავია: ათიოდე წლის ორ გოგონას
სახლში იტყუებს და წარბშეუხრელად ასალმებს უმანკოებას. ბოლოს კი მთელი
სიამოვნება ამოშხამდება: გაძარცვის მიზნით ბინაში შეჭრილს ხანდაზმული ქალი
შემოაკვდება და “კოპების” მიერ დაუზოგავად ნაგვემს გისოსებს მიღმა უწევს
ყურყუტი. უგრძნობლობითა და გულგრილობით იგი კამიუს უცხოსაც კი უკან
იტოვებს, ასე ვთქვათ, ამ პერსონაჟის გროტესკული ვარიანტია.
და აი, რომანის მეორე ნაწილში (იგი რაღაცით სამმოქმედებიან პიესას აგონებს
მკითხველს) ამ ყმაწვილს სანიმუშო პატიმრის როლი მოურგია, თავს ისე აჩვენებს
ციხის კაპელანს და ადმინისტრაციას, თითქოს ამქვეყნად მხოლოდ ბიბლია
აინტერესებს… და გამოსწორების გზაზე შემდგარი დამნაშავის მორჩილებით ელის
ბედის წყალობას. მაგრამ ყველაფერი წყალში ეყრება: თანასაკნელებთან ერთად
მოუსავლეთში გზავნის ამოჩემებულ “ახალწვეულს” და ცხადია, ყველაფერი ისევ
მარტო მას ბრალდება; ამიტომაც აირჩევენ “ლუდოვიკოს მეთოდის” საცდელ ბაჭიად,
ეს მეთოდი კი ის პროცესი გახლავთ, ბატონებო, ნებისმიერი ძალადობის დანახვაზე
კუჭის წვენს რომ ამოაღებინებს ადამიანს. ალექსს ზედა ქუთუთოებს პაწაწკინტელა
სარჭებით უმაგრებენ, რათა თვალი ვერ მოაშოროს ეკრანს, რომელზეც ძალადობას
ძალადობა ეცილება. ამ გზით “გადარემონტებულ” ადამიანს უკვე ბიბლიაც აღარ
სჭირდება, ისეთი უსაშველო სათნოებითაა აღჭურვილი. შემდეგ კი ალექსს ბედის
ანაბარა მიატოვებენ, ვირთხასავით გამოამწყვდევენ რეფლექსების გალიაში და
საბოლოოდ პოლიტიკურ პაიკადაც იყენებენ. როგორც ჩანს, ყოველივე ამას ავტორი
საზოგადოების გასაფრთხილებლად და დასამოძღვრად აღწერს.
მთელი რომანი კი იმის შეგონებაა, რომ კეთილი ნებით არჩეული ბოროტება უნდა
გვიჯობდეს თავსმოხვეულ სიქველესა და სათნოებას. აქ უნებურად ასეთი კითხვა
გვებადება: გარდა საკუთარი არჩევნისა, საზოგადოების გულგრილობაც ხომ არ
განაპირობებს ამ ყმაწვილის სისასტიკეს? საბედნიეროდ, მისტერ ბერჯესი ჩრდილს
არ აყენებს ამ შესანიშნავ ნაწარმოებს და თავს არიდებს ასეთ ბანალურ კითხვაზე
მზამზარეული პასუხის შემოთავაზებას. ის უბრალოდ გვიყვება “დამშოკავ” ამბებს,
რომელიც ინდივიდის სოციალურ გადახრასა და ამავე ინდივიდის კეთილ ნებაზე
კოლექტიური ოპერაციის ჩატარების პროცესს ასახავს. სხვათა შორის, მისი მიზანი,
ცოტა არ იყოს, თავის თავს უსწრებს რომანის მეორე ნახევარში: იმის ნაცვლად, რომ
ირონია აქ აღწერილი სიტუაციებიდან ამოიზარდოს, პირიქით ხდება, მწერალი
თავად ამ ეპიზოდებს ახვევს თავს სარკაზმს, რითიც აბლაგვებს სამართებლივით
მჭრელ პროზას. იმის დამატებაღა დაგვრჩენია, რომ “მექანიკური ფორთოხალი” არის
ბოროტებისა და ძალადობის ჰიპერბოდა, უმოწყალობის დემონსტრაცია, სატირა
ცალკეულ თუ კოლექტიურ ანომალიაზე.
მაგიური რეალიზმი
ამ პერიოდის ლიტერატურას ახასიათებს ზღვარგადასული სისასტიკე. თუ ლათინურ
ლიტერატურას ჩვეულებრივი, კლასიკური, მორალის მიხედვით შევაფასებთ,
შეიძლება გაგვეცინოს კიდეც. მაგრამ ეს სიცილი სინამდვილეში გახლავთ
გაუცხოების ერთ-ერთი ფორმა და ბუნებრივი რეაქცია. ამიტომ მკაცრი მორალური
პრინციპები უკან უნდა გადავწიოთ, რათა ეს ხელოვნება უცხო და უცნობი, თეთრი
ლაქა არ დარჩეს რუკაზე. მათ სამყაროში შეიძლება ძალიან ბევრი აღმოვაჩინოთ.

მათი ლიტერატურის პირველი ნიშან-თვისება არის-სისასტიკე. ეს მათ კლასიკური


ესპანური ლიტერატურისაგან დამახასიათებლად მიიღეს. ნებისმიერი მწერალი მე-19
და მე-20 საუკუნის კლასიკური ესპანური ლიტერატურის ამ სისასტიკეს
თვალსაჩინოდ გამოხატავენ, მაგალითად: ბლასკო იბანიესი, ის არის დიდი ესპანელი
რეალისტი მწერალი, რომელსაც დაწერილი აქვს არაჩვეულებრივი რომანი, მისი
მთავარი რომანია „სისხლი და ქვიშა”. მასზე გადაიღეს ფილმი (მატადორი). მიგელ დე
ლივესი, მიგელ დე უნამუნო -კლასიკური ესპანელი რეალისტები. უნამუნომაც კი
ვერ დააღწია თავი ამ შაბლონს და აქვს რომანი აბელ სანჩესი და მოთხრობა
„იდეალური მამაკაცი“, სადაც ხაზგასმით გუნდრუკს უკმევს ზღვარგადასულ
ძალადობას. ბევრისთვის ნაცნობ მარკესსაც კი აქვს ნაწარმოებებში
ეპიზოდები,რომლებშიც სრულიად უაზროდ ნატურალურ სისასტიკეს იჩენს.

მეორე დეტალი არის - ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ და შეიცნონ საკუთარი


ეროვნება და შესაბამისად შეიცნონ საკუთარი თავი. მათ მიაჩნიათ,რომ ისინი
წარმოადგენენ ურთიერთგამომრიცხავი თვისებების ნაერთს.
თვითინდეფიკაციისათვის საჭიროა წარსული ლეგენდები და ან თუნდაც მითებიდან
გაიხსენონ ეპიზოდები და სწორედ, ამიტომაც დაწერეს ისინი.

ოქტავიო პასი - კარგი პოეტი, ესეისტი და მთარგმნელი მექსიკელი. მას აქვს


ლათინური ამერიკის შეცნობის შესახებ ჩამოყალიბებული თეზა, ლეგენდარული
ამბავი, რომელიც დღემდე მთავარ ამბად ითვლება ლათ. ამერიკის ხალხებისათვის.
ეს მთავარი ამბავი არის კორტესისა და მალინჩეს სიყვარულის ამბავზე შექმნილი.

ლაურა ესკივესი - მან დაწერა რომანი მალინჩე, რომლშიც ისევ დაუბრუნდა


თვითინდეფიკაციურ საკითხს და ოქტავიო პასის ხაზიც გააგრძელა.

ვახსენოთ გაბრიელ გარსია მარკესის სანობელო სიტყვა, რომელსაც მან დაარქვა


,,ლათინური ამერიკის მარტოობა“, მასში ის აყალიბებს აზრს, რომ „ჩვენ ლათინოსები
ვცდილობთ, რომ ნორმალური ადამიანები ვიყოთ, მაგრამ არ გამოგვდის, ჩვენს
სამყაროში არსებობს რაღაც, რაც ჩვენს ქმედებებში გამოერევა და საპირისპირო
შედეგს მოგვცემს, ვიდრე ევროპული ქვეყნების მწერლებისა“.

მესამე დეტალი - სოციალური საკითხი, მე-20 საუკუნის სამხ. ამერიკის ისტორია


არის რევოლუციების,სისხლისღვრების დიქტატორების არსებობის ისტორია, ამ
პერიოდში ამერიკა მათთვის გადაიქცა იმპერიალიზმისა და დამპყრობლობის
სიმბოლოდ. სწორედ ამიტომ ლათ. ამერიკის ნაწარმოებში და სოც. ტექსტებში
კომუნისტურ იდეებთან კავშირს აღმოვაჩენთ. მარკესიც კი ,,იკომუნისტებდა“ თავს,
ეს ადამიანები კომუნიზმის დამცველების პოზიციაში აღმოჩნდნენ.

რეინალდო არენასის მწერლობის პერიოდში მისი დამსახურებით უკვე აღარ წერდნენ


ისე ხშირად კომუნისტურ ნაწარმოებებს. მისი შემოქმედების უმთავრესი
ხუთწიგნეულია ,,პენტაგონია“, იგი მასში წერს ავტობიოგრაფიულ ტექსტებს და
სიმართლეს კომუნიზმის შესახებ.

ლათ. ამერიკელი მწერლების დიდი ნაწილი, მართალია, ევროპაში ცხოვრობდა,


მაგრამ საკუთარ კონტინენტს მაინც არ ივიწყებდა და მასზე ხშირად ქმნიდა
სხვადასხვა ნაწარმოებს.

ჩილელი მწერალი იაბელა არენდე - მისი ნაწარმოებებიც სისხლისღვრებთან და


რევოლუციებთანაა იდეურად დაკავშირებული

მეოთხე ნიშან-თვისება - ეს არის მაგიური რეალისტურობა, ჩვენ ვერ უნდა მივხვდეთ,


„სად მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება“, მაგ. კორტასარის ,,სახლი“.

ლათ. ამერიკელი მწერლები მიიჩნევენ, რომ მთელი მსოფლიო ნაწარმოებები არის


მათი მემკვიდრეობა, ამიტომ სრულიად მოურიდებლად იღებენ რაიმე ნაწარმოების
იდეას და მასზე ახალ ინტერპრეტაციებს ქმნიან, მაგ. მარკესის გამოცხადებული
სიკვდილის ქრონიკა ( სახარების მიხედვით).

მათ აქვთ ძალიან ძლიერი და ,,თავისებური“ პოეზია, ის დაკავშირებულია


სოციალურ საკითხებთან, მითებთან და წარმოდგენებთან.

ლათინურ ამერიკულ ლიტერატურაში არსებობს ძირითადად. უკანასკნელი დიდი


წარმომადგენელი იყო გაბრიელ გარსია მარკესი. მაგიური რეალიზმი ძალიან ჰგავს
სურრეალიზმს. ხდება ისეთი რამეები, რაც რეალურ სამყაროში არ ხდება. მთავარი
განმასხვავებელი - სურრეალიზმი არის კრიზისი ევროპული რეალობისა, მაგიური
რეალიზმი კი აღმავლობა ლათინური სამყაროსი. ეყრდნობა ევროპის კულტურულ
განვითარებას და ადგილობრივი, ინდიური მოსახლეობის მითოლოგიურ გამოცდილებას.

„ლათინურ ამერიკაში მოხდა უნიკალური შერწყმა ცივილიზებული ადამიანებისა და


ადგილობრივი ინდიელების და წარმოიშვა სამყაროს ხედვის სრულიად უნიკალური
მეთოდი, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში.“
წასაკითხი:

 გაბრიელ გარსია მარკესი - „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“


 გაბრიელ გარსია მარკესი - „ჩემი სევდიანი მეძავების გახსენების ჟამს“
 ხორხე ლუის ბორხესი - „სამხრეთის გზატკეცილი“ +
 ემაცუნცი +

ფილმი:

 ბილე აუგუსტი - „სულების სახლი“ (“The House Of The Spirits”)

აქ შეილება განვიხილოთ ფილმი პროფესია რეპორტიორი და ზემოთ წერია.


პოპი/პოსტმოდერნიზი
80-იანებიდან დღემდე

დღეს, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ხდება ისე, რომ სახელოვნებო ვექტორი კიდევ ერთხელ
იცვლება და მთავარი ხდება ფოტოგრაფია.

დღეს არსებობს სამი მთავარი მიმართულება ხელოვნებაში

პოპი (ე.წ. პაპსა)

ლიტერატურა

პოპის პრობლემა ძალიან მძაფრია. დაახლოებით რომ გადავხედოთ, რას კითხულობს


მსოფლიო, ვნახავთ, რომ კითხულობს წარმოუდგენელი მასშტაბებითა და ტირაჟებით. წიგნი,
რომელიც არ გამოსულა, უკვე გაყიდულია. დასავლური სამყარო მთლიანად დგას წიგნის
კითხვაზე. პოპ-კულტურის მახასიათებელია ენობრივი სიმარტივე. ეს ტექსტები
ყველასთვისაა დაწერილი. იმათთვის, ვისაც არასდროს არაფერი არ წაუკითხავს. გარდა
სიმარტივისა, ახასიათებს მელოდრამატიზმი. გულჩვილ ადამიანებში აღძრავს ცრემლს. ამ
ყველაფრის კარგი ამსახველია „ბესტსელერთა სია“. ამ სიაში იშვიათად ხვდება კარგი წიგნი.
ბესტსელერი ხდება ორი ტიპის წიგნი: თინეიჯერებისთვის დაწერილი ტექსტები (ბინდი, და
ვინჩის კოდი) და პოლიტიკურ საკითხებზე დაწერილი წიგნები. საქართველოში კლასიკური
პოპ-ლიტერატურა არ გვაქვს. გვაქვს წიგნები, რომლებიც ან კარგად იყიდება, ან - ცუდად.
„ჯინსების თაობა“, „ბოლო ზარი“ არის კლასიკური პოპ-ლიტერატურის ნიმუშები.

პოსტ-მოდერნიზმი

უმთავრესი მახასიათებელია ირონიულობა, ხშირად ორმაგი და სამმაგი. იყოფა მაღალ და


დაბალ პოსტმოდერნად. დაბალი - უხამსობები, ჟარგონები, გამაღიზიანებელი აქცენტები
(მიშელ უელბეკი, ზაზა ბურჭულაძე). მაღალი - აქვს მოდერნისტული თვისებები, უბრალოდ
მასში არის გადაფასება იდეალებისა. იგი ამტკიცებს, რომ არ არსებობს საწყისი წერტილი, არ
არსებობს კარგი და ცუდი, დადებითი და უარყოფითი, ეს ყველაფერი არა მხოლოდ
პირობითია, არამედ მათ შორის განსხვავებაც არ არის. პოსტ-მოდერნს ახასიათებს
გამორჩეული, წარმოუდგენელი ინფორმაცია. თანამედროვე პოსტმოდერნული რომანი
ხშირად იქცევა მტვერსასრუტად- მთელი სამყაროდან ისრუტავს ბევრი ტიპის ინფორმაციას.
პოსტმოდერნული ლიტერატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვერ ვენდობით,
სრულიად მიზანმიმართულად უგულველყოფენ ჭეშმარიტ ინფორმაციას. თანამედროვე
მწერლები ამბობენ, რომ ჩვენ უნდა მოვკლათ ავტორი და დავბრუნდეთ ეპოსში. (ჰომეროსმა
მოკლა ეპოსი და ჩამოაყალიბა ლიტერატურა). ნებისმიერი რომანის დასაწყისში, ეპიგრაფში,
შეიძლება იყოს ასეთი ფრაზა : „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო.
გალაქტიონ ტაბიძე“. ეს ინფორმაცია თან ცრუა, თან ჭეშმარიტი. არ არსებობს ავტორობა,
ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ცვლილებების შეტანა. კიდევ ერთი მახასიათებელი - იყენებს
სხვა ლიტერატურულ ტექსტებს სრულიად თვითნებურად. აკა მორჩილაძეს აქვს მოთხრობა
„ჰოლმსის საშაქრე“. მოთხრობის საწყის ტექსტად აღებულია „მგზავრის წერილები“. სიუჟეტი
ვითარდება ლარსის საგუშაგოს მახლობლად. შერლოკ ჰოლმსი, რომელიც შემთხვევით
აღმოჩნდა საქართველოში, მოიტაცა ალექსანდრე ყაზბეგის მამამ, დაამწყვდია კოშკში და
უყვება მითს, რომ რაღაც ოქრო არის სადღაც დამალული და მიპოვნეო. მთელი ტექსტი არის
ვოტსონისთვის მიწერილი წერილი, რომ დაიხსნას ჰოლმსი. ილია ჭავჭავაძე, ვოტსონი და
ალექსანდრე ყაზბეგი ცდილობენ დაიხსნან ჰოლმსი.

პოსტმოდერნიზმმა აღადგინა კლასიკური თავისებურება - როცა პერსონაჟი ხვდება თავის


ავტორს. ამ მოთხრობაშიც ჰოლმსი ამბობს - ძალიან მიყვარს არტურ კონან დოილი,
განსაკუთრებით მისი სპირიტუალისტური მოთხრობებიო.

როდესაც ავტორი დასცინის საკუთარ სათქმელს და დასცინის იმას, რომ დასცინის საკუთარ
სათქმელს, გამოდის საერთო ჯამში დადებითი რამ. მაგალითად ლექსი:

„ფეხბურთის თამაშის შემდეგ

ღმერთმა და ეშმაკმა

მაისურები გაცვალეს“. - აპოკალიფსი იგულისხმება. ავტორი დასცინის სათქმელსაც და


დასცინის იმასაც, რომ დასცინის სათქმელს.

კიდევ ერთი ლექსი:

„არ მაძლევს ეს ქალი,

არ მაძლევს ეს ქალი,

არ მაძლევს ეს ქალი

მოსვენებას.“

ადამიანები რაც უფრო მეტს ფიქრობენ სერიოზულად, მით უფრო მეტ საშინელებას
აკეთებენ. ამიტომ კარგი იქნება, თუ სამყაროს დავცლით სერიოზულობისგან და
დავუტოვებთ მხოლოდ იდეებსა და იდეალებს.

ყველაზე დიდი ცოცხალი პოსტმოდერნისტი არის უმბერტო ეკო.

კლასიკური მოდერნიზმი

ამ ტიპის ავტორები წერენ ისე, როგორც წერდნენ მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში. (დორის
ლესინგი, ჯონ ფაულზი)

სთრით არტი - ქუჩის მხატვრობა.

პოპის ნაწილია. გამოირჩევა მარტივი სლოგანებით, არ სჭირდება წინამდებარე განათლება.


ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. კლასიკური პოპისგან ხშირად განასხვავებს
სოციალურ თემებზე აქტიური აქცენტი.

ბენქსი - ძალიან აშკარა მინიშნებაა თანამედროვე


სამყაროს კულტურულ გადაფასებაზე.
ოდესღაცანდელი სილამაზისა და სიმშვენიერის
სიმბოლო უცებ გადაიქცევა მკვლელ ჯიჰადისტად.
დაკარგვა მშვენიერების, სიხალისის, მაგრამ გარდა პოლიტიკური ნაწილისა, სთრით არტი
ატარებს უბრალოდ დეკორატიულ ფუნქციასაც. მათი აზრით, სამყარო არის ადგილი, სადაც
ძალიან ბევრი უსახურობა, სიმახინჯე დაგროვდა, შესაბამისად, აუცილებელია მისი
გალამაზება და გაფერადება.

საკანალიზაციო ჭასთან გაჩენილი ბზარი - დეფექტი, რომელიც გადაქცეულია მშვენიერებად.

დღეს სთრით არტის ოსტატებს იყენებენ სარეკლამო მიზნებისთვისაც. ბევრი კომპანია


იყენებს ამ უფასო ხერხს თავისი პროდუქტის რეკლამირებისთვის.

სთრით არტში არის ორი ძირითადი მიმართულება - სოციალური თემატიკა და უბრალო


დეკორატიულობა, რომელიც სამყაროს უბრუნებს პირვანდელ მშვენიერებას.

ფოტოხელოვნება

ერთ-ერთი უმთავრესი სახელოვნებო მიმდინარეობა. ფოტო-ჟუსნალისტიკა გამოირჩევა


სოციალურობით.

ენდი ვორჰოლი - პოპკულტურის ხელოვანი, საფუძველი დაუდო ამ ხელოვნებას. ატარებდა


ექსპერიმენტებს და ცდილობდა რაღაც უკვე შექმნილის გადააზრებას. „ხელოვნება ეს არის
მარტივი და გამოსაყენებელი რამ.“

ფოტო-ჟურნალისტიკა ძალიან დაუახლოვდა კლასიკურ მხატვრობას.

თანამედროვე ხელოვნება ამტკიცებს: არაა აუცილებელი ყველაფერი იყოს სერიოზული,


სრულიად საკმარისია არსებობდეს ხელოვნება, თუნდაც იდეის გარეშე.“

You might also like