You are on page 1of 44

სამხრეთ კავკასიის გეოეკონიომიკური

პროექტები (ნავთობის მოპოვება და


ტრანზიტი)

მალხაზ მაცაბერიძე
სალექციო კურსი: კავკასიის შედარებითი
პოლიტიკა
თემა IV

თბილისი
2020
შინაარსი
1.აზერბაიჯანის სანავთობო პროექტი და მისი რეალიზება ......... 4

1.1.აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების ისტორიიდან .............. 4

1.2.აზერბაიჯანის სანავთობო გეგმები პოსტსაბჭოთა


პერიოდში - „საუკუნის კონტრაქტი“ ............................................. 6

1.3.ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ............................... 8

1.4.ნავთობსადენები „ადრეული ნავთობისათვის“ ................... 10

1.3. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობით დატვირთვის საკითხი ............ 12

1.4. ნავთობსადენი და 2008 წლის აგვისტოს ომი ...................... 14

1.3. ყაზახეთის მონაწილეობა ბაქო-ჯეიჰანის პროექტში


რუსეთისათვის მოულოდნელი იყო ............................................ 15

2. ბაქო-ჯეიჰანი როგორც გეოპოლიტიკური პროექტი ................ 16

2.1.რუსეთის პოზიცია .................................................................... 17

2.2. აშშ პოზიცია ............................................................................... 18

2.3. თურქეთის პოზიცია ................................................................ 19

2.4. სომხეთის პოზიცია .................................................................. 19

2
2.5. საქართველოს პოზიცია ........................................................... 21

3. ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების


საკითხები ............................................................................................. 22

3.1. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ტერორიზმის საფრთხე22

3.2. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაცვას სამხედრო ბლოკი


არ სჭირდება ..................................................................................... 25

4. უკრაინის უშედეგო ბრძოლა კასპიის ნავთობისთვის ............. 26

4.1. ოდესა-ბროდის ნავთობსადენის გდანსკამდე


გაგრძელების გეგმა.......................................................................... 26

4.2. როგორ შეივსებოდა ოდესა-ბროდი-გდანსკის


ნავთობსადენი .................................................................................. 28

5. სამხრეთ კავკასიის გაზსადენი და მისი გეოეკონიმიკური


როლი ..................................................................................................... 30

5.1. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის ამოქმედება....................... 30

5.2. ტრანსანატოლიური გაზსადენი ............................................ 32

5.3. ნაბუქოს პროექტი ..................................................................... 33

დანართი................................................................................................ 36

როგორ ემუქრებოდა ელცინი შევარდნაძეს - ნავთობსადენები,


საიდუმლო წერილი და შეუძლებელის შესაძლებლად
გარდაქმნის ხელოვნება .................................................................. 36

3
1.აზერბაიჯანის სანავთობო პროექტი და მისი
რეალიზება
აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი პირველად XIX საუკუნეში
განხორციელდა, როდესაც აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო არ
არსებობდა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.
აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტმა ახალი მნიშვნელობა 1994 წელს
შეიძინა, როდესაც აზერბაიჯანმა, უკვე დამოუკიდებელმა სახელმწიფომ,
საკუთარი ენერგო პოლიტიკის გატარება დაიწყო.

1.1.აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების ისტორიიდან


რუსეთის იმპერიაში ნავთობის კომერციული მოპოვება XIX საუ-
კუნის მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც კერძო მეწარმეებმა პირველი
ჭაბურღილების მშენებლობის უფლება მიიღეს. ამ მხრივ, პირველები
იყვნენ ცნობილი შვედი მეწარმეები, ძმები რობერტ და ლუდვიგ
ნობელები, რომლებმაც პირველი ინვესტიციები განახორციელეს და 1879
წელს ბაქოში ნავთობის 9 ჭაბურღილი და გადამამუშავებელი საწარმო
ააშენეს. საწყის ეტაპზე ნავთობის ტრანსპორტირება ასტრახანის პორტში,
კასპიის ზღვის გავლით, ტანკერების საშუალებით ხორციელდებოდა.
1870-იან წლებში რეგიონის გეოგრაფია ისეთ ბარიერს წარმო-
ადგენდა, რომ თბილისში აშშ-დან ნავთის გემით იმპორტი უფრო სარ-
ფიანი საქმე იყო, ვიდრე ბაქოდან შემოტანა. თავად კასპიის ზღვაშიც რამ-
დენიმე თვის განმავლობაში ნაოსნობისთვის არასასურველი პირობები
იყო, რაც ასტრახანში ტრანსპორტირებას ზღუდავდა.
ახალი სატრანსპორტო მარშრუტების ძიება 1883 წელს ცნობილი
მეწარმეების, როტშილდების ოჯახის დაფინანსებით პირველი
კავკასიური ბაქო-ბათუმის სარკინიგზო ხაზის აშენებით დასრულდა.
სარკინიგზო ხაზის მშენებლობით კასპიური ნავთობის შავი ზღვის
პორტამდე ტრანსპორტირებისათვის კომერციულად მომგებიანი
მარშრუტი შეიქმნა. 1906 წელს, რკინიგზის გასწვრივ, პირველი
მილსადენი, ე.წ. „ნავთის მილსადენი“ (8 ინჩიანი (20.32 სმ) მილსადენის
სიგრძე 883 კმ იყო) აშენდა.

4
1900 წლისთვის 1 710 ჭაბურღილი მუშაობდა და ბაქო
გროზნოსთან ერთად მსოფლიო ნავთობის ნახევარს აწარმოებდა.
რუსეთის იმპერიამ ნავთობის მოპოვება/წარმოებაში მსოფლიო ლიდერის
პოზიცია 1914 წლამდე შეინარჩუნა.
I მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში ნავთობის
მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე გავლენის დამყარების სურვილიდან
გამომდინარე, სამხრეთ კავკასია საერთაშორისო დაპირისპირების
ადგილად გადაიქცა. 1918 წელს გერმანელი გენერალი ერიხ ფონ
ლუდენდორფი მიიჩნევდა, რომ სამხრეთ კავკასიის მიმართულებით
წინსვლის მთავარი მიზეზი აზერბაიჯანულ ნავთობსა და საქართველოს
გავლით არსებულ სატრანზიტო მარშრუტზე კონტროლის დამყარება
იყო.
I მსოფლიო ომის ბოლოს ბაქოში ბრიტანელები შევიდნენ. 1919
წელს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი არტურ ბალფური
ნავთობის მოპოვება/ექსპორტის გაკონტროლებას ბრიტანეთის საგარეო
პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევდა. ბრიტანელების მიერ კავკასიის
დატოვების შემდეგ, ბაქო ბოლშევიკების სამიზნე გახდა. მას შემდეგ, რაც
1920 წლის აპრილში ბოლშევიკებმა ბაქო დაიკავეს, ბოლშევიკების ერთ-
ერთმა ლიდერმა, ლევ ტროცკიმ განაცხადა, რომ ნავთობის ახალი რე-
სურსები ბოლშევიკებს სამოქალაქო ომში გამარჯვების შესაძლებლობას
მისცემდა.
ბაქოში ნავთობის წარმოება პირველი მსოფლიო ომამდელ დონეს
მხოლოდ 1920-იანი წლების ბოლოს დაუბრუნდა. 1941 წელს ბაქოს, რო-
მელიც საბჭოთა ნავთობის სამ-მეოთხედს აწარმოებდა, სტალინის სახელ-
მწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. 1930-იანი წლების
მიწურულს ბაქო, გროზნოსთან ერთად, საბჭოთა კავშირში მოპოვებული
ნავთობის 65%-ს უზრუნველყოფდა.
ჰიტლერის მიერ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ,
ბაქო გერმანელებისთვის უმნიშვნელოვანეს სამიზნედ იქცა, თუმცა ჰიტ-
ლერმა სამხრეთ კავკასიაში სამხედრო წინსვლა ვერ შეძლო. სტალინმა
ბაქოს წინაშე არსებული საფრთხის გათვალისწინებით, ნავთობის ჭაბურ-
ღილების მუშაობა შეაჩერა და ნავთობის მრეწველობა და სპეციალისტები
ვოლგისა და ურალის საბადოებზე გადაისროლა.
საბჭოთა პერიოდში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ, ბაქოს გარდა, ნავთობის დიდი მარაგი აღმოაჩინეს და წარმოება
5
დაიწყეს საბჭოთა რუსეთის ტერიტორიაზეც. მიუხედავად იმისა, რომ
ბაქო აღარ იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგო
მომპოვებელი, საბჭოთა აზერბაიჯანი კვლავ ინარჩუნებდა მნიშვნელოვან
როლს ნავთობის წარმოებისა და მოპოვების ტექნოლოგიების წარმოების
კუთხით.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ვოლგა-ურალის აუზში ნავთობის
ახალი საბადოების აღმოჩენამ, ბაქოს როლი შეასუსტა. 1980-იანი წლების-
თვის ბაქო კვლავ რჩებოდა ნავთობის წარმოებისა და მოპოვების ტექნო-
ლოგიის წარმოებაში წამყვან ძალად. ამ პერიოდში ბაქოს ნავთობის საბა-
დოებს მუშახელი და ინვესტიციები მოაკლდა. დამოუკიდებლობის გამო-
ცხადების პერიოდში აზერბაიჯანი წელიწადში მხოლოდ 12 მლნ ტონას
აწარმოებდა, რაც აზერბაიჯანში მოქმედი ნავთობის გადამამუშავებელი
საწარმოების სრული დატვირთვით მუშაობასაც კი ვერ უზრუნ-
ველყოფდა. სომხეთთან ომის პერიოდისთვის კი, ნავთობის წარმოება
აზერბაიჯანში, ყოველწლიურად 9 მლნ ტონამდე შემცირდა.

1.2.აზერბაიჯანის სანავთობო გეგმები პოსტსაბჭოთა


პერიოდში - „საუკუნის კონტრაქტი“
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანი რესურსებით
მდიდარ სახელმწიფო, დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში
მთიანი ყარაბაღის გამო ასევე ახლად დამოუკიდებელ სომხეთთან ომში
ჩაბმული აღმოჩნდა. ომი ახლად წარმოქმნილი ქვეყნის ეკონომიკაზე კა-
ტასტროფულ გავლენას ახდენდა. ეკონომიკის აღდგენის ერთადერთ სა-
შუალებად აზერბაიჯანული პოლიტიკური ელიტა ნავთობის მრეწვე-
ლობის განვითარებას მიიჩნევდა. განვითარების მთავარი წინაპირობა კი,
საომარი მოქმედებების შეწყვეტა და ინვესტიციების, ძირითადად, დასავ-
ლეთიდან მოზიდვა იყო. ჯერ კიდევ საბჭოთა მკვლევრების მიერ აზერ-
ბაიჯანის ოფშორულ ზონაში აღმოჩენილი ნავთობის საბადოების ექს-
პლუატაცია დასავლური ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელი იქნებო-
და. იმ პერიოდში არსებული მონაცემებით, სამი ოფშორული ნავთობის
საბადო (აზერი-შირაგი-გუნაშლი), 5 მლრდ ბარელი ნავთობის მარაგს
მოიცავდა.

6
პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანის ლიდერების თავდაპირველი
მცდელობები კასპიური რესურსების განვითარება ქვეყნის შემოსავლის
მნიშვნელოვან წყაროდ ექციათ რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობას
წააწყდა. დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რიგით მეორე პრეზიდენტი
აბულფაზ ელჩიბეი სახელმწიფო გადატრიალების მსხვერპლი გახდა
უცხოური ნავთობკომპანიების კონსორციუმთან, რომელსაც „BP” და
„ARCO“ ხელმძღვანელობდა, დეკლარაციის ხელმოწერიდან 12 დღეში
გახდა. 1993 წლის 18 ივნისს ელჩიბეი აზერბაიჯანის კომუნისტური პარ-
ტიის ყოფილმა პირველმა მდივანმა ჰეიდარ ალიევმა შეცვალა. ალიევმა
პირველი რაც გააკეთა, ელჩიბეის მიერ ხელმოწერილ დეკლარაციაზე
უარის თქმა იყო. თუმცა, 1994 წლის 20 სექტემბერს ალიევის მთავრობამ
აზერი-შირაგი-გუნაშლის საბადოების განვითარების ხელშეკრულებას
მოაწერა ხელი, რომელსაც „საუკუნის კონტრაქტი“ ეწოდა. 9 უცხოური
კომპანიის მონაწილეობით აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო
კომპანია (AIOC) დაფუძნდა.1
ჰეიდარ ალიევის ენერგო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა
მოიპოვა აშშ-ში. 1995 წლის ოქტომბერში, აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ
კლინტონმა ალიევს წერილი გაუგზავნა, რომელიც უშიშროების საბჭოს
ყოფილმა მდივანმა ბზიგნევ ბზეჟინსკიმ პირადად ჩაიტანა ბაქოში.
წერილში ვაშინგტონი ბაქოდან სუფსის მიმართულებით მილსადენის
მშენებლობის საკითხში აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერას გამოხატავდა.
„საუკუნის კონტრაქტის“ ხელმოწერის შემდეგ აზერბაიჯანიდან სა-
ქართველოს გავლით სამი მილსადენი ამოქმედდა: დასავლეთ მიმართუ-
ლების საექსპორტო მილსადენი (ბაქო-სუფსას ნავთობსადენი), ბაქო-

1
1994 წლის 20 სექტემბერს ბაქოში, ”გიულისტანის” სასახლეში ხელი მოეწერა
შეთანხმებას ”აზერბაიჯანის კასპიის სექტორში არსებული ”აზერის”, ”ჩირა-
გის”, ”გიუნეშლის” ღრმაწყლიანი საბადოების დამუშავების თაობაზე პრო-
დუქციის წილობრივ დაყოფის შესახებ”, რომელსაც ”საუკუნის კონტრაქტი”
ეწოდა. შეთანხმება ძალაში 1994 წლის 12 დეკემბერს შევიდა. პროექტ ”აჩგ”-ის
მონაწილეები არიან ბრიტანული BP (34,1367% - ოპერატორი), ამერიკუ-
ლი Chevron (10,2814%), ExxonMobil (8,0006%), Devon Energy (5,6262%) და
Amerada Hess (2,7%), SOCAR (10%), იაპონური Inрex Corр. (10%) და ITOCHU Oil
(3,9205%), ნორვეგიული Statoil (8,5633%), თურქული TPAO (6,75%).
7
თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიის მილსადენი
(ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი).

1.3.ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობის აქტიური ლობისტი
თურქეთი იყო. თურქეთის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ
ნავთობის დიდი ოდენობით გატანა შავი ზღვის სრუტეებით საშიში და
შეუძლებელი იყო. ზოგიერთი გათვლებით, სრუტეების გამტარიანობა არ
აღემატება 30 მლნ ტონა ნავთობს წელიწადში, გარდა ამისა, ტანკერები
იმოძრავებდნენ მრავალმილიონი ქალაქის - სტამბულის ცენტრში და
რომელიმე ტანკერის ავარიას კატასტროფული ეკოლოგიური შედეგები
მოჰყვებოდა.
რუსეთი ნავთობის ტრანზიტს თავის ტერიტორიის გავლით ნოვო-
როსიისკენ ახორციელებდა, სხვადასხვა გათვლებით ნოვოროსიისკში ყო-
ველწლიურად თავს მოიყრიდა 100-120 მლნ-მდე ტონა ნავთობი, რომლის
შემდგომი ტრანზიტიც პრობლემატური ხდებოდა იმის გამო, რომ შავი
ზღვის სრუტეებში ტანკერების მოძრაობის ინტენსივობის შემდგომი გაზ-
რდა პრობლემატურია. რუსეთი განიხილავდა ბურგას-ალექსანდროპო-
ლის და კონსტანცა-ლორეს ნავთობსადენების მშენებლობის საკითხს. ამ
ნავთობსადენებამდე კი ნავთობს ნოვოროსიისკიდან ტანკერებით გადა-
ზიდავდნენ.
ნავთობსადენის მშენებლობის საკითხზე რუსეთის უარყოფითი
პოზიციის მიუხედავად, აშშ-ის აქტიური ჩარევით ნავთობსადენი აშენდა.
ვაშინგტონის მიზანი აზერბაიჯანული ნავთობის რუსეთისა და ირანის
კონტროლისგან თავისუფალი მილსადენით ექსპორტი იყო. აშშ ასევე იმ-
ედოვნებოდა, რომ რეგიონული ენერგოპროექტის განხორციელება ვაშინ-
გტონის მოკავშირეების (აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი) უს-
აფრთხოებისა და რუსეთისგან დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდიდა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პოლიტიკის მიზანი იყო ისეთი მილსადენის
მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანული ენერგორესურების ექსპორტის
საკითხში რუსეთის გავლენას მინიმუმამდე შეამცირებდა.
თურქეთის ტერიტორიაზე მილსადენის გაყვანას მოითხოვდა
თურქეთიც, რომელიც ბოსფორის სრუტეში ნავთობით დატვირთული
ტანკერების შესაძლო გავლას ეკოლოგიური ფაქტორების გამო ეწინააღმ-
8
დეგებოდა, თუმცა, თურქეთის პოზიცია, უფრო პოლიტიკური მოსაზრე-
ბებით იყო განპირობებული. ახალი მილსადენის მშენებლობით, თურქე-
თი კასპიური რესურსების დასავლეთში ექსპორტისათვის მთავარი სატ-
რანზიტო ქვეყანა ხდებოდა, რაც მის როლს ევრაზიის ენერგოპოლიტიკა-
ში მნიშვნელოვნად გაზრდიდა.
1768 კმ სიგრძის ნავთობსადენი (აქედან 443 კილომეტრი გადის აზ-
ერბაიჯანის, 249 კილომეტრი საქართველოს, ხოლო 1076 კილომეტრი
თურქეთის ტერიტორიებზე), ათასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდ
საინჟინრო მიღწევად გამოცხადდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსა-
დენს აზერბაიჯანში აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოზე მოპოვებული
ნავთობი თურქეთში, ჯეიჰანის პორტში გადააქვს. ნავთობსადენის გამტა-
რუნარიანობა არის 1.2 მილიონი ბარელი ნავთობი დღეში. მისი დანიშნუ-
ლებაა გადაუმუშავებელი ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაში
აზერბაიჯანის აზერი-ჩირაგ-გუნეშლის ნავთობის საბადოდან ხმელთა-
შუა ზღვის სანაპირომდე. ის გადის ბაქოზე, თბილისსა და მთავრდება
ჯეიჰანში, თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტში. ეს არის მსოფლი-
ოში სიგრძით მეორე ნავთობსადენი (პირველია დრუჟბას ნავთობსადენი,
რომელსაც ნავთობი რუსეთიდან ცენტრალურ ევროპაში გადააქვს). ნავ-
თობსადენი ატარებს აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევ-
ის სახელს.
ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლუატაცია 40 წელიწადზეა გათვლი-
ლი. შეიძლება ითქვას, რომ ესაა ყველაზე გრძელვადიანი და ძვირადღი-
რებული პროექტი, იმ პროექტებს შორის, რომელთა მონაწილეც დღეს სა-
ქართველოა.
1997 წლის ნოემბერში ჩირაგის საბადოდან ”ადრეული” ნავთობის
მოპოვება დაიწყო, 2005 წლის 13 თებერვლიდან - აზერის საბადოს ცენ-
ტრალური ნაწილიდან, 2005 წლის 30 დეკემბერს - აზერის დასავლეთ ნა-
წილიდან, 2006 წლის 21 ოქტომბერს - აზერის აღმოსავლეთ ნაწილიდან,
ხოლო 2008 წლის აპრილიდან - გიუნეშლის საბადოს ღრმაწყლიანი ნაწი-
ლიდან.
2001 წლის 16 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალი-
ევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 20 სექტემბერი აღინ-
იშნება, როგორც აზერბაიჯანის მენავთობის დღე. მას შემდეგ, ყოველ-
წლიურად, აზერბაიჯანელი მანევთობეები ამ დღეს საკუთარ პროფესი-
ულ დღესასწაულს საზეიმოდ აღნიშნავენ.
9
ილჰამ ალიევის თქმით, ”საუკუნის კონტრაქტზე” ხელმოწერით
აზერბაიჯანში მსხვილი ინვესტიციების მოდინება დაიწყო. ნავთობის
სექტორთან ერთად, ამ ინვესტიციებმა ხელი შეუწყო აზერბაიჯანში არან-
ავთობის სექტორის განვითარებას. ამ რეალიზაციის წყალობით ქვეყანა
წარმატებული განვითარების გზას დაადგა.
2005 წლის 25 მაისს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ნავ-
თობი საზეიმოდ გაუშვეს. ნავთობსადენის ფუნქციონირების დაწყება
მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური მოვლენა იყო, რასაც გარდუვალად
მოსდევდა გეოპოლიტიკური ცვლილებებიც. 25 მაისს ბაქოში ნავთობსა-
დენში გაშვებულმა ნავთობმა საქართველოს საზღვარი ივლისის დასაწ-
ყისში გადმოკვეთა, ხოლო სექტემბრის ბოლოს უკვე ჯეიჰანამდე მიაღწია.
საქართველო წელიწადში ნავთობის გატარების ტარიფს - 50 მილიონ დო-
ლარს იღებს, ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში, თუკი ნავთობსადენი სრულად
არის დატვირთული.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც, ეკონომიკურ
ეფექტთან ერთად, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც
მნიშვნელოვანია, გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს ეკო სისტემისთვის.
როგორც ცნობილია, მილსადენი კვეთს 1500-ზე მეტ მდინარეს, მისი
უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 800 მეტრზე მდებარეობს და
საქართველოში კვეთს ბიომრავალფეროვნებით სახელგანთქმულ
ბორჯომის ხეობას. ნავთობსადენის მშენებლობის დროს ამაზე ბევრი იყო
ლაპარაკი.

1.4.ნავთობსადენები „ადრეული ნავთობისათვის“


სანამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ამოქმედდებოდა,
„საუკუნის კონტრაქტით გათვალისწინებული ნავთობის მოპოვება დაიწ-
ყო. ამ „ადრეული ნავთობის“ ტრანზიტისთვის გადაწყდა, რომ გამოიყენ-
ებდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გამავალ ბაქო-ნოვოროსი-
ისკის ნავთობსადენს, ასევე საქართველოს გავლით აშენდა ნავთობსადე-
ბი ბაქო-სუფსა.

10
ბაქო-ნოვოროსიისკის და ბაქო-სუფსას ნავთობსადენები

ნავთობსადენი ბაქო — ნოვოროსიისკი


ნავთობსადენი ბაქო-ნოვოროსიისკი (ჩრდილოეთის მარშრუტის
საექსპორტო მილსადენი/ჩრდილოეთის ადრეული ნავთობის მილსადე-
ნი) ერთმანეთთან აკავშირებს სანგაჩალის ტერმინალს (აზერბაიჯანი) ნო-
ვოროსიისკის ტერმინალს (რუსეთი). ნავთობსადენს აკონტროლებს რუ-
სული კომპანია „ტრანსნეფტი“. მილსადენის სიგრძე 1 330 კმ, წარმადობა
კი, წელიწადში 5 მლნ ტონაა. მილსადენი 1997 წელს ამოქმედდა. რუსეთი
საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობსადენის გავლის წინააღმდეგი იყო
და აზერბაიჯანს ნავთობის ტრანსპორტირებისთვის აღნიშნულ მილსა-
დენს სთავაზობდა. თუმცა, აშშ-ს აქტიური პოლიტიკის შედეგად, დასავ-
ლეთი ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით მხოლოდ ადრეული ნავთო-
ბის ტრანსპორტირებას დათანხმდა.
ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენი აზერბაიჯანული ნავთობის სა-
ექსპორტოდ 1997 წლიდან გამოიყენება, მაგრამ საშუალო ყოველწლიური
ექსპორტი 2,5 მილიონ ტონას არ აღემატება. ადრე აზერბაიჯანის სახელ-
მწიფო სანავთობო კომპანიამ შესთავაზა რუსეთს ნება დაერთო, რათა
მილსადენი გამოეყენებინათ იმ ნავთობის საექსპორტოდაც, რომელიც
აზერბაიჯანში არ იყო მოპოვებული.

11
რუსეთი აზერბაიჯანისგან მოითხოვდა ბაქო-ნოვოროსიისკის
მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების წელიწადში 5 მილიონ ტო-
ნამდე გაზრდას. ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი მხოლოდ აზერბა-
იჯანული ნავთობით შეივსოს და მას არ შერეოდა სხვა ნავთობი, რის გა-
მოც მისი ღირებულება მცირდება.

ნავთობსადენი ბაქო —სუფსა


დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი, რომელიც ბაქო-
სუფსის ნავთობსადენის სახელითაა ცნობილი, საერთაშორისო ნავთობ-
კონსორციუმის მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი ინ-
ვესტიციაა და 1999 წლიდან ფუნქციონირებს. დასავლეთის მარშრუტის
საექსპორტო მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, დიამეტრი - 530 მმ. მისი სა-
შუალებით ხორციელდება აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპო-
ვებული ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთ საქართველოში, კერ-
ძოდ, სუფსის ტერმინალში.
მილსადენის მშენებლობის ფარგლებში აშენდა, ასევე, სუფსის
ტერმინალი. სუფსის ტერმინალის ტევადობა 120 000 ტონაა. WREP-ის
მეშვეობით სანგაჩალის ტერმინალიდან ნავთობი 1998 წლის დეკემბერში
გამოუშვეს, 1999 წლის ზაფხულში კი სუფსის ტერმინალში პირველი
ტანკერი დაიტვირთა.
დღეისთვის საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება ორი ნავ-
თობსადენით - ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) და დასავ-
ლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP) - ხორცილედება.

1.3. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობით დატვირთვის საკითხი


აზერბაიჯანს ბაქო-ჯეიჰანის სრულად დასატვირთად საკმარისი
ნავთობი არ აღმოაჩნდა. ამიტომ საჭირო იყო კასპიის სხვა ქვეყნების
ნავთობის მიზიდვაც.
2008 წლის 3 ნოემბერს ნავთობსადენით დაიწყო ყაზახეთის ნავ-
თობის ტრანსპორტირება. ყაზახური საწვავის მეშვეობით ბაქო-
თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა, რომელიც განუწყვეტლივ
მცირდებოდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

12
2010 წლიდან დაიწყო თურქმენეთის ნავთობის გატარება.
ყაზახური და თურქმენული ნავთობი ბაქოში ტანკერებით ჩააქვთ.
2010 წელს ნავთობსადენით 37 მილიონი ტონა ნავთობი იყო
ექსპორტირებული.. 2011 წლისთვის ნავთობსადენით განხორციელდა
32,224 მილიონი ტონა ნავთბის ექსპორტირება, ხოლო 2012 წლისთვის ამ
ნიშნულმა დაიწია 29,671 მილიონ ტონამდე2 2015 წელს ბაქო-თბილისი-
ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავ-
თობის მოცულობა გაიზარდა. „სოკარის“ ცნობით, 2015 წელს 28,84
მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება განხორცი-
ელდა, 2014-ში კი, ამ მაჩვენებელმა 28,51 მილიონი ტონა შეადგინა.3
2015 წელს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით 5,55 მილიონ
ტონაზე მეტი ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირება
განხორციელდა.
"ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" მილსადენით 2019 წელს მსოფლიო
ბაზრებზე 233,17 მილიონი ბარელი ნავთობის მიწოდება განხორციელდა,
მაშინ როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 255.7 მილიონი ბარელი იყო.
შესაბამისად ტრანსპორტირებული ნავთობი გასულ წელს დაახლოებით
9%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობის
ტრანსპორტირება 2010 წელს მოხერხდა, მაშინ ტრანსპორტირებული
ნავთობის რაოდენობამ 286,2 მილიონი ბარელი შეადგინა.4
მილსადენის ექსპლუატაციაში შეყვანიდან ჯამში, 292.68 მილიონი
ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა.5

2
https://bpn.ge/ekonomika/2021-yazakhuri-navthobi-baqo-thbilisi-jeihanis-
milsadens-ubrundeba.html?lang=ka-GE
3
http://www.ipress.ge/new/21606-baqotbilisijeihanis-gavlit-transportirebuli-
navtobis-moculoba-gaizarda
4
https://bm.ge/ka/article/quotbaqo-tbilisi-jeihanisquot-milsadenit-transportirebuli-
navtobi-9-it-shemcirda-/47133
5
http://www.ipress.ge/new/21606-baqotbilisijeihanis-gavlit-transportirebuli-
navtobis-moculoba-gaizarda
13
1.4. ნავთობსადენი და 2008 წლის აგვისტოს ომი
ბაქო-სუფსას და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენებს
სერიოზული პრობლემები 2008 წლის აგვისტოში შეექმნა. 7 აგვისტოს,
აღმოსავლეთ თურქეთში, ერზინჯანის პროვინციაში, გადასაქაჩი
სადგური აფეთქდა, რის გამოც „ბრიტიშ პეტროლიუმმა“ ბაქო-თბილისი-
ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაქაჩვა დროებით შეაჩერა.
აფეთქება თავის თავზე ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო.
„ბრიტიშ პეტროლიუმმა“ დასავლეთის მიმართულების საექსპორ-
ტო მილსადენის, ბაქო-სუფსას დატვირთვა სცადა, თუმცა 8 აგვისტოს
რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო და ნავთობსადენების მთავარი
ოპერატორი იძულებული გახდა ნავთობის ექსპორტი ორი თვით
შეეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ოქტომბერში, უნგრეთში მესამე
ენერგეტიკულ სამიტზე, საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ამტკი-
ცებდა, რომ რუსეთის სწორედ ნავთობსადენების პარალიზების მიზნით
დაესხა თავს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების
დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები ეჭვობენ, რომ 2008 წელს ბაქო-
თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თურქეთის ქალაქ რაფაჰში
მომხდარი აფეთქება რუსეთის მოწყობილია.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საბოტაჟით ევრაზიის
აგრესიულ ენერგოპოლიტიკაში ახალი გვერდი გადაიფურცლა.
აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოში რუსულმა
თვითმფრინავებმა ბომბები ჩაყარეს. თურქული გაზეთის უწყებით,
რუსული ექსპანსიონიზმის გავლენიანმა დამცველმა, იმ დროისთვის
რუსეთის დუმის მრჩეველმა, ალექსანდრ დუგინმა თქვა, რომ ბაქო-
თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი განადგურდა“, - წერდა Bloomberg.6
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ოქტომბერში, უნგრეთში მესამე
ენერგეტიკულ სამიტზე, საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ
ამტკიცებდა, რომ რუსეთის სწორედ ნავთობსადენების პარალიზების

6
http://liberali.ge/news/view/13809/ashshis-dazverva-echvobs-rom-
baqotbilisijeihanis-navtobsadeni-rusetma-aafetqa
14
მიზნით დაესხა თავს.7 აღსანიშნავია, რომ 2008 წლის რუსეთ-
საქართველოს ომის შემდეგ, მილსადენის 500 მეტრიანი მონაკვეთი,
თბილისიდან 50 კილომეტრის მოშორებით, ახალგორის რაიონის ოსურ
სოფელ ორჭოსანთან, ოკუპანტების მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზეა და იქ, მილსადენის ოპერატორის „ბრიტიშ
პეტროლიუმის“ მომსახურე პერსონალს ბუნებრივია აღარ უშვებენ.8

1.3. ყაზახეთის მონაწილეობა ბაქო-ჯეიჰანის პროექტში რუ-


სეთისათვის მოულოდნელი იყო
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამტარიანობა შეადგენს
წელიწადში 50 მლნ ტონა ნავთობს, რომლის 60 მილიონ ტონამდე გაზრ-
დაც შესაძლებელია. ხოლო საქაჩი-სატუმბო სადგურების გაძლიერების
შემთხვევაში გამტარიანობის მაქსიმუმ 85 მლნ ტონამდე გაზრდაც შეიძ-
ლება. მაგრამ არათუ 85 მილიონი, არამედ 50 მილიონი ტონა ნავთობიც
მარტო აზერბაიჯანს არ მოეპოვება. 2005 წელს აზერბაიჯანი მხოლოდ 20
მილიონ ტონა ნავთობს მოპოვებას გეგმავდა.
ბაქო-ჯეიჰანის სრული მასშტაბით დასატვირთად ყაზახური ნავ-
თობი იყო საჭირო. ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი,
რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, დიდხანს მერყეობდა იმის თა-
ობაზე, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას ბაქო-ჯეიჰანის პროექტში. მაგ-
რამ პოსტსაბჭოურ სივრცეში განვითარებული პროცესების გავლენით
(”ხავერდოვანი რევოლუციები”), ნავთობსადენში ყაზახური ნავთობის
გატარების საკითხი დადებითად გადაწყდა.
ყაზახეთი "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენის პროექტს
ოფიციალურად შეუერთდა. ამის შესახებ 2005 წლის 25 მაისს განაცხადა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა, რომელიც ბაქოში ჩა-

7
ზაზა წულაძე. ბაქო-სუფსის ნავთობსადენი რუსული ოკუპაციის ზონაში -
10 აპრილი, 2014 - https://www.amerikiskhma.com/a/georgia-russian-occupation-
baku-supsa-oil-pipeline/1890264.html
8
ზაზა წულაძე. ბაქო-სუფსის ნავთობსადენი რუსული ოკუპაციის ზონაში -
10 აპრილი, 2014 - https://www.amerikiskhma.com/a/georgia-russian-occupation-
baku-supsa-oil-pipeline/1890264.html
15
ვიდა ნავთობსადენის ნავთობით შევსების დაწყებასთან დაკავშირებულ
საზეიმო ცერემონიაზე. "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს ახლა
აკტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი უნდა ეწოდოს", - აღნიშნა ნაზარბაევმა.
ყაზახური ნავთობის ჩართვის შემდეგ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობით შევსება
პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენდა.
24 მაისს ნაზარბაევმა და ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ
ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ბაქო-ჯეიჰანის
ნავთობსადენით ყაზახეთი 30 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას
აპირებდა წელიწადში. 2005 წლისათვის ყაზახური ნავთობი ევროპისა და
ამერიკის ბაზარზე თენგიზ-ნოვოროსიისკის ნავთობსადენით გადიოდა.
ყაზახეთი, ცხადია, მოსკოვს ბოლომდე არ აწყენინებდა და ნავთობის ნა-
წილის ტრანზიტს ისევ ნოვოროსიისკის მიმართულებით აგრძელებდა.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყაზახური ნავთობის წყალობით გამართულად
იფუნქციონირებდა ბაქო-ჯეიჰანი და ევროპის ბაზარი რუსეთის ალტერ-
ნატიულ ნავთობს მიიღებდა. გარდა ამისა, რუსეთი დაკარგავდა იმ შემო-
სავალსაც, რაც ყაზახური ნავთობის დიდი რაოდენობით ტრანზიტის შემ-
თხვევაში შეიძლება მიეღო.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, ბაქო-
ჯეიჰანს ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ნაკლებად დამოკიდებული
უნდა გაეხადა. ამ პროგნოზით, ბაქო-ჯეიჰანი 2008 წლისათვის სრულად
დაიტვირთებოდა და დღეში ერთ მილიონ ბარელ ნავთობს გაატარებდა.
2005 წლისათვის ევროკავშირი რუსეთიდან დღეში დაახლოებით 4 მილი-
ონ ბარელ ნავთობს იღებდა, რაც რუსეთის მიერ დღიურად გამომუშავე-
ბული ნავთობის 90%-ს შეადგენდა. "ეუ ობსერვერის" ცნობით, შესაძლოა,
რუსეთის წვლილი ევროპულ იმპორტში შემცირებულიყო - თურქეთის
გარდა, ახალი ნავთობსადენით გადაზიდული ნავთობის ძირითადი იმ-
პორტიორები თავიდან საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი
გახდებოდნენ. 20
ყაზახური ნავთობი აქტაუდან (ყაზახეთი) ბაქოში (აზერბაიჯანი)
გადაიზიდება კასპიის ზღვის გავლით - აზერბაიჯანის კუთვნილი ტანკე-
რებით, ამასთან ეს ფლოტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განახლდა.

2. ბაქო-ჯეიჰანი როგორც გეოპოლიტიკური პროექტი


16
ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის რეალიზებისკენ მიმართული ძა-
ლისხმევა, ეკონომიკურ მოსაზრებებთან ერთად, გეოპოლიტიკური ინტე-
რესებითაც იყო ნაკარნახევი. ამასთან ის ქვეყნები, რომელთა ტერიტორი-
აზეც გაივლიდა ნავთობსადენი (აზერბაიჯანი, საქართველო და თურქე-
თი) "სამხრეთული მარშრუტის" განხორციელებას ვერ შეძლებდნენ, თუ-
კი არ იქნებოდა აშშ-ს მხარდაჭერა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხერხდე-
ბოდა ბაქო-ჯეიჰანის მშენებლობისათვის საჭირო ფინანსების გამონახვა,
ისევე როგორც "სამხრეთული მარშრუტის" მთავარი გეოპოლიტიკური
მოწინააღმდეგის - რუსეთის შეკავება.
ბაქო-ჯეიჰანი არასოდეს ყოფილა წმინდა ეკონომიკური პროექტი.
მისი საჭიროება ყოველთვის საბუთდებოდა პოლიტიკური და სტრატე-
გიული მოსაზრებებით. ამ თვალსაზრისით ბაქო-ჯეიჰანის უმთავრესი
ღირებულება ისაა, რომ უზრუნველყოფს კასპიის ნავთობის მსოფლიო
ბაზრებისაკენ ტრანზიტს რუსეთის გვერდის ავლით. ალტერნატიული
მარშრუტის არსებობა ქმნის კონკურენციას და ამცირებს მოსკოვის შესაძ-
ლებლობას ენერგობერკეტები გამოიყენოს პოლიტიკური არგუმენტების
სახით. ეს მნიშვნელოვანია როგორც ნავთობის მფლობელი ყოფილი საბ-
ჭოთა რესპუბლიკებისათვის, ისე ნავთობის დასავლეთელი მომხმარებ-
ლებისათვის. ენერგომატარებლების მიწოდებას კი მოსკოვი თავისი პო-
ლიტიკური მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდა და იყენებს.

2.1.რუსეთის პოზიცია
რუსეთს არასოდეს დაუმალია თავისი ნეგატიური დამოკიდებუ-
ლება ბაქო-ჯეიჰანისადმი. პრეზიდენტ პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტის
(2000 წ. 11-12 იანვარი) ერთ-ერთ მიღწევად ჰეიდარ ალიევის თანხმობა
მიიჩნეოდა, რომ აზერბაიჯანული ნავთობი "ჩრდილოური მარშუტით",
ანუ ნოვოროსიიკის მიმართულებითაც იდენდა. რუსულმა მედიამ მოს-
კოვისა და ბაქოს დაახლოება მიიჩნია იმის გარანტიად, რომ საფუძველი
გამოეცალა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის გეგმას. აღნიშ-
ნულ საკითხს რუსეთი მარტო გეოპოლიტიკურ ჭრილში - პოსტსაბჭოურ
სივრცეზე გავლენის შენარჩუნების თვალსაზრისით როდი განიხილავს.
რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროსა და "ტრანსნეფტის"
შეფასებით რუსეთი მარტო აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტით ყო-
ველწლიურად 350-400 მლნ დოლარს მიიღებდა წელიწადში.

17
2000 წ. 17 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა,
სათბობ-ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, იმ დროს კი საგარეო საქმე-
თა მინისტრის მოადგილემ ვიქტორ კადიუჟნიმ საჯაროდ განაცხადა, რომ
"ყველაფერს გააკეთებს, რათა კასპიის ნავთობის რუსული ტრანზიტის სა-
სარგებლოდ წინ აღუდგეს ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტის პერსპექტივას".

2.2. აშშ პოზიცია


აშშ-ში პრეზიდენტად ჯორჯ ბუშის არჩევის შემდეგ ინტენსიურად
ვრცელდებოდა თვალსაზრისი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უარს
იტყოდა ბაქო-ჯეიჰანის პროექტის მხარდაჭერაზე. აღნიშნულის მთავარ
არგუმენტად მოჰყავდათ თავად ბუშის წინასაარჩევნო განცხადება, რომ
უპირატესობას ანიჭებს ნავთობის ტრანზიტს რუსეთისა და ირანის გავ-
ლით. ამას დაემატა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე სპენსერ აბრაჰამსის
დანიშვნა, რომელსაც, თურქული პრესის ცნობით ბაქო-ჯეიჰანისათვის
"განუხორციელებელი ოცნება" უწოდებია.
პრეზიდენტ ბუშს ბაქო-ჯეიჰანზე უარის თქმას ურჩევენ ცნობილი
ამერიკული ანალიტიკური ცენტრები - კატო ინსტიტუტი და კარნეგი ენ-
დოუმენთი. კატო ინსტიტუტის მკვლევარის სტენლი კოებერის დას-
კვნით "მილსადენი რეგიონში ამერიკის ინტერესებს კი არ აწინაურებს,
არამედ ძირს უთხრის მათ", რადგან ამის გამო კიდევ უფრო მწვავდება
აშშ-რუსეთის დაძაბულობა, ხდება ირანის გვერდის ავლა, რაც დაბრკო-
ლებას უქმნის ირანელებს, რომელთაც ცვლილება სურთ.
ირანზე სანქციების მოხსნის შემთხვევაში შეიცვლებოდა აშშ-ის ენ-
ერგოპოლიტიკა კასპიის რეგიონის მიმართ. აშშ-ის ნავთობკომპანიების
აზრით, რუსეთის არსებულ და თურქეთის დაგეგმილ ნავთობსადენებ-
თან ერთად ირანზე გამავალი მილსადენიც ხელსაყრელი ვარიანტია.
გაითვალისწინა რა შექმნილი ვითარება, 2000 წლის 12 იანვარს აშშ-
ის საელჩომ აზერბაიჯანში სპეციალური განცხადება გააკეთა იმის თაობ-
აზე, რომ ბაქო-ჯეიჰანი კვლავინდებურად აშშ-სა და პროექტის სპონსორი
სანავთობო კომპანიების მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობდა.
თუმცა, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ბაქო-ჯეიჰანის
მხარდაჭერის დაფიქსირების მიუხედავად, დამაეჭვებელი განცხადებები
პროექტის რეალურობის და მიზანშეწონილობის თაობაზე კვლავ გრძელ-
დებოდა.

18
მაგალითად, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჯორჯ ბუშის ადმი-
ნისტრაცია დაინტერესებული იყო პროექტის გარკვეული სახეცვლილე-
ბით და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის სომხეთის ტერიტორიაზე გატა-
რებით. თითქოსდა აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის სპე-
ციალური მრჩეველი კასპიის ენერგორესურსების საკითხებზე ელიზაბედ
ჯონსი ამის თაობაზე ესაუბრა კიდეც სომხეთის წარმომადგენლებს. აზ-
ერბაიჯანში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ამასთან დაკავშირებით აღნიშ-
ნული იყო, რომ პროექტი კომერციულია და მას კერძო კომპანიები ან-
ხორციელებენ. მათივე გადასაწყვეტია ნავთობსადენის კონკრეტული
მარშრუტის საკითხიც.
ბაქო-ჯეიჰანის პროექტში სომხეთის მონაწილეობის შესაძლებლო-
ბას კატეგორიულად უარყო აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომ-
პანიის მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა. მისი განცხადე-
ბით, "აზერბაიჯანის პოზიცია ამ საკითხზე უცვლელი რჩება და არავით-
არ შემთხვევაში ძირითადი ნავთობსადენი ბაქო-ჯეიჰანი სომხეთის ტე-
რიტორიაზე არ გაივლის". ილხამ ალიევი გამორიცხავდა ამ პროექტში
სომხეთის მონაწილეობას ფინანსური ან რაიმე სხვა სახითაც. მისი
თქმით, "ბაქოს არ შეუძლია გრძელვადიანი პროექტების დაკავშირება
სომხეთის მონაწილეობასთან და ამით სომხეთისათვის შექმნას დამატე-
ბითი შემოსავლის წყარო".

2.3. თურქეთის პოზიცია


ბაქო-ჯეიჰანისათვის მთავარი მებრძოლი თურქეთი იყო, მაგრამ
მას ძალზედ გაუჭირდებოდა აშშ-ს მხარდაჭერისა და აზერბაიჯანის
"ჩრდილოეთისკენ გადახრის" შემთხვევაში. თურქეთის პოზიციის
თაობაზე ზემოთ იყო საუბარი, ნავთობსადენის მშენებლობის საკითხის
განხილვისას.

2.4. სომხეთის პოზიცია


თუკი პროექტის მონაწილე აზერბაიჯანი და საქართველო ნავთობ-
სადენზე მნიშვნელოვან იმედებს ამყარებდნენ, სომხეთში მის ამოქმედე-
ბას შეშფოთებით და კრიტიკულად უყურებდნენ.
ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტის გამო რომ ბაქო-ჯეიჰანის
ნავთობსადენი სომხეთს გვერდს აუვლიდა, ეს არა მარტო კარგად იცოდ-
19
ნენ ერევანში, არამედ თავად გააკეთეს ამგვარი არჩევანი. თავიდან, სანამ
ნავთობსადენი მხოლოდ იდეის დონეზე არსებობდა, აზერბაიჯანი პირ-
დაპირ სთავაზობდა სომხეთს "ნავთობი გაეცვალათ ტერიტორიაში". ნავ-
თობსადენის სომხეთზე გატარების სანაცვლოდ სომხეთს უნდა დაეთმო
ყარაბაღის ყოფილი ავტონომიის გარეთ ოკუპირებული აზერბაიჯანული
რაიონები. სომხეთი ამაზე არ წავიდა. მოპოვებული გამარჯვება ყარაბა-
ღის ომში რეალური იყო, ნავთობსადენი კი მითიური, რომლის რეალიზ-
ებაც მეტად საეჭვო ჩანდა - დასაძლევი იყო უამრავი ტექნიკური, პოლი-
ტიკური და ორგანიზაციული სიძნელე, საჭირო იყო უზარმაზარი ფინან-
სები. როდესაც ეს ყველაფერი უკვე განვლილი ეტაპი იყო. სომხეთში ის-
ღა დარჩენოდათ, რომ გაეთვალისწინებინათ ნავთობსადენის ეკონომიკ-
ური და პოლიტიკური შედეგები, ისევე როგორც ეფიქრათ საკუთარი პო-
ლიტიკის კორექტირების შესაძლებლობაზე.
"სომხეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის გამო ქვეყანა კი-
დევ ერთხელ დარჩა რეგიონის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტის
ფარგლებს გარეთ", - განაცხადა სომხეთის პარლამენტის ფრაქცია "სამარ-
თლიანობის" თავმჯდომარემ ვიქტორ დალაქიანმა. ერევანში შეშფოთებას
ისიც იწვევდა, რომ პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის დადებული
ხელშეკრულების თანახმად, რეგიონში გარკვეული დაძაბულობის შემ-
თხვევაში აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ნავთობსადენის და-
საცავად ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს განახორციელებენ.
სომხეთი შეშფოთებული იყო იმით, რომ სამხრეთ კავკასიაში გამო-
იკვეთა ორი ქვეყანა, რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერ-
დებოდნენ, ხოლო ორიენტაციის თვალსაზრისით მიბმულნი იყვნენ აშშ--
ზე. სწორედ ამიტომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გახსნასთან დაკავშირებით
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრანიკ მარგარიანმა განაცხადა, რომ
აღნიშნული პროექტი სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს არღვევდა.
"სომხეთისათვის აუცილებელი ხდება რეგიონული ბალანსის აღდენი-
სათვის ალტერნატიული გზები ეძებოს", - განაცხადა მარგარიანმა. ასეთ-
ად მას სომხეთ-ირანის ნავთობსადენი და აგრეთვე საქართველოს გავ-
ლით ევროპაში ირანული გაზის ტრანსპორტირება წარმოედგინა.
სავსებით გასაგები იყო სომეხი პოლიტიკოსების შეშფოთებაც, რო-
მელთა თვალწინაც რეგიონში ყალიბდებოდა ახალი საკომუნიკაციო ქსე-
ლი სომხეთის მონაწილეობის გარეშე. ასეთ პირობებში სომხეთი მარ-
თლაც სერიოზული თავსატეხის წინაშე დგებოდა. ან რეგიონული პროექ-
20
ტებიდან იზოლაციაში დარჩენა, ან ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგე-
ბაზე დაუყოვნებლივ ფიქრი, ანდა ის, რაზეც სომხეთის პრემიერ-მინის-
ტრი ლაპარაკობდა - ალტერნატიული რეგიონული კომუნიკაციების
ფორმირება, ოღონდ ამისათვის რუსეთი და ირანი საკმარისი არ იყო და
საქართველოს მონაწილეობაც აუცილებელი ხდებოდა.

2.5. საქართველოს პოზიცია


ბაქო-ჯეიჰანის რეალიზების საქმეში საქართველოს "წილი" პასუ-
ხისმგებლობა შედარებით მცირე იყო - უნდა უზრუნველეყო თავის ტე-
რიტორიაზე ნავთობსადენის მშენებლობა და ფუნქციონირება. საქართვე-
ლოს მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება უკვე გააჩნდა, -
აშენებული იყო და წარმატებით ფუნქციონირებდა ნავთობსადენი ბაქო-
სუფსა. 2000 წელს სუფსის ტერმინალიდან დაიტვირთა 38 ტანკერი. სულ
1999 წლიდან 2001 წლის იანვრამდე დაიტვირთა 70 ტანკერი. 2000 წელს
ბაქო-სუფსის მილსადენით გატარებულია 5 მლნ ტონამდე ნავთობი, გახ-
სნის დღიდან კი 9 მლნ ტონაზე მეტი.
ნავთობსადენის მშენებლობას საქართველოს ხელისუფლების
მხრიდან სრული მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდა. ხელისუფლები-
სათვის კი ის თავმოწონების ერთ-ერთ უმთავრეს არგუმენტს წარმოად-
გენდა. მას უკავშირებდნენ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას, უსაფრ-
თხოების განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საპარ-
ლამენტო ოპოზიციას ნავთობსადენის საწინააღმდეგო, ფაქტობრივად,
არაფერი ჰქონდა. თუმცა სკეპტიკურად იყო განწყობილი მასზე ხელი-
სუფლების მხრიდან "გადაჭარბებული იმედების" დამყარების გამო. მაგ-
რამ ბაქო-ჯეიჰანის რეალიზება საქართველოზე არ იყო დამოკიდებული.
მას მხოლოდ მოვლენათა განვითარებისთვის უნდა დაეცადა.
თუკი ვერ მოხერხდებოდა ბაქო-ჯეიჰანის მშენებლობისათვის სა-
ჭირო, მაშინდელი შეფასებით, სულ ცოტა 2,4 მლრდ. დოლარის გამონახ-
ვა, პროექტი, ფაქტობრივად, ჩაიშლებოდა, მასზე ოფიციალურად უარის
თქმის გარეშეც. საქართველოსთვის კი მნიშვნელოვანი იყო, რომ პროექ-
ტის შეფერხება გარკვეულწილად მისთვის არ გადაებრალებინათ - თით-
ქოს ამის მიზეზი გახდა საქართველოში მოსალოდნელი დესტაბილიზება
ან გართულებული კრიმინოგენური ვითარება.

21
აღსანიშნავია, რომ საქართველო რუსეთს სთავაზობდა ბაქო-
ჯეიჰანთან მიერთების ვარიანტსაც, რომელიც ეკონომიკური
თვალსაზრისით იაფი და მომგებიანი იყო. ამ პროექტის მიხედვით უნდა
აშენებულიყო ნავთობსადენის კიდევ ერთი განშტოება, რომლითაც ნო-
ვოროსიისკი ბაქო-ჯეიჰანს დაუკავშირდებოდა. ქართული გათვლების
თანახმად, ამით მნიშვნელოვნად გაიაფდებოდა რუსეთისათვის ნავთო-
ბის ტრანზიტი და ეს ქვეყანა ყოველწლიურად დამატებით 500-700 მლნ
დოლარამდე მიიღებდა. მაგრამ ასეთი ნავთობსადენის ასაშენებლად აუც-
ილებელი იყო აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგება. "ჩვენ პირდაპირ
ვეუბნებით რუსეთს, რომ მას არ უღირს აფხაზეთის კონფლიქტში 700
მლნ დოლარად წელიწადში", - აღნიშნავდა საქართველოს ნავთობის სა-
ერთაშორისო კორპორაციის ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია.
საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა რუსეთი დაინტერესებას
სამხრეთ კავკასიაში მშენებარე ნავთობ- და გაზსადენებით. ქართული
მხარის წინადადებები მიზნად ისახავდა არა მარტო რუსეთის შესაძლო
ნეგატიური რეაქციის განეიტრალებას, არამედ აფხაზეთის კონფლიქტის
მოწესრიგებასაც. არჩევანი ამ შემთხვევაში მოსკოვზე იყო. საქმე ეხებოდა
მხოლოდ იმას, თუ რა გადასწონიდა რუსეთის პოლიტიკაში - ეკონომი-
კური და პრაგმატული ინტერესები თუ ნეოიმპერიული ამბიციები.
ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობის დასავლეთისკენ გატარებამ,
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მოლსადენის მშენებლობამ, საქართველოს
გავლით, კასპიის სანავთობო რესურსების გატარებისათვის
უპირატესობის მინიჭებამ, საქართველო მსოფლიო სანავთობო რუკაზე
ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ აქცია.

3. ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენის


უსაფრთხოების საკითხები

3.1. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ტერორიზმის საფრთხე


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დამთავ-
რებასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად ჩნდებოდა ვერსია ნავთობსა-
დენზე მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ. სახელდებოდა ქურთული
და სომხური ტერორისტული ორგანიზაციები. ისიც აღინიშნებოდა, რომ
22
მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში მოგებული რუსეთი
დარჩებოდა, რომლის პოლიტიკურ წრეებსაც ბაქო-ჯეიჰანის ამოქმედება
ეკონომიკურად და პოლიტიკურად წამგებიანად მიაჩნდათ.
თავის დროზე, როდესაც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი მხოლოდ
იდეაში არსებობდა, მის საწინააღმდეგოდ პროექტის ძვირადღირებულე-
ბასთან ერთად, მოსალოდნელ ტერაქტებსაც ასახელებდნენ. ასეთი გან-
ცხადებებით მართლაც გამოდიოდნენ ქურთული და სომხური ტერორის-
ტული ორგანიზაციები.
კერძოდ, ლიბანში მოქმედმა ულტრამემარცხენე სომხურმა ტერო-
რისტულმა ორგანიზაცია "ასალა"-მ ("სომეხთა საიდუმლო არმია სომხე-
თის გასათავისუფლებლად") 1993 წლის აგვისტოში სპეციალური გა-
მაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ ნავთობსადენს "სომხეთის
ოკუპირებულ მიწაზე" (ე.ი. თურქეთში შემავალ დასავლეთ ანატოლიაში)
არ უნდა გაევლო. "ასალა" ტერაქტებით დაემუქრა საუკუნის პროექტში
ჩართულ კომპანიებს. 1995 წელს ამ ორგანიზაციიდან მუქარის ახალი
ტალღა წამოვიდა. ამ წელს საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში ტერორიზმის
ბრალდებით დაპატიმრებულმა ვარუჟან კარაპეტიანმა ღია წერილით მი-
მართა სომხებს, რომ "აზერბაიჯანული ნავთობის გამო არ შელახულიყო
არცახის (ყარაბაღის) გმირი ხალხის ინტერესები".
ნავთობსადენს ემუქრებოდა ქურთისტანის ეროვნული კონგრესიც,
რომელსაც "ასალასთან" 1980 წლიდან თანამშრომლობის ხელშეკრულება
ქონდა გაფორმებული. ორივე ორგანიზაცია მემარცხენე-რადიკალების
გაერთიანება იყო. არაოფიციალური ინფორმაციით, თავის დროზე მათ
საქმიანობას რუსული "კაგებე" უწყობდა ხელს.
ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების შემდეგ მოსალოდნელ ტე-
რაქტებზე საუბარი თანდათანობით მინელდა. "ასალამ" ტერორისტული
საქმიანობა შეწყვიტა, ქურთულმა ორგანიზაციამ კი "ცეცხლის შეწყვე-
ტის" შესახებ გამოაცხადა. მაგრამ ნავთობსადენის ამოქმედების მოახლო-
ებამ ვითარება შეცვალა. 25 მაისს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის საზეიმ-
ოდ შევსება დაიწყო, ხოლო 12 დღის შემდეგ - 6 ივნისს ქურთისტანის ერ-
ოვნული კონგრესის მიმართვა გამოჩნდა: "პარტიას ახლა უკვე გააჩნია
საკმარისი ძალა, რათა ქურთისტანის ინტერესები ეფექტურად დაიცვას.
ეს აზერბაიჯან-თურქეთის ნავთობსადენსაც შეეხება, რომელიც ქურთის-
ტანის მიწაზე გადის. ჩვენ შეგვწევს ძალა და საშუალება, რომ ამ მიმარ-
თულებით ვიაქტიუროთ".
23
ქურთების მხრიდან ტერაქტების განხორციელების მუქარამ მედია-
ში "ასალას" თემაც წამოატივტივა, თუმცა სომხეთში ამ ფაქტს კატეგორი-
ულად უარყოფდნენ. "ეს ინფორმაციები აზერბაიჯანული წყაროებით
ვრცელდება. საერთოდ ნავთობსადენის საფრთხეებში სომხური კვალის
ძებნა არასერიოზულად მიმაჩნია", - აღნიშნავდა საქართველოს პარლა-
მენტის წევრი ვან ბაიბურთი.
თურქეთის ტერიტორიაზე ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის დიდი
ნაწილი ე.წ. თურქეთის ქურთისტანის ტერიტორიაზე გადის. ნავთობსა-
დენი ხმელთაშუა ზღვას ხატაის მთიან რაიონზე გავლით უკავშირდება.
სწორედ ამ ადგილებიდან იწყება არარსებული ქურთისტანის სახელმწი-
ფოს საზღვრები, რომლის შექმნისთვისაც თავს სწირავდნენ აბდულა ოჯ-
ალანის მებრძოლები. ქურთისტანის მუშათა პარტიამ გამოაცხადა, რომ
წყვეტდა თურქეთის მთავრობასთან დადებულ ზავს. 2004 წლის ზაფ-
ხულში თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის კურორტებზე აფეთქებე-
ბიც მოხდა, რაზეც პასუხისმგებლობა ქურთმა ტერორისტებმა აიღეს. ისი-
ნი აცხადებდნენ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის გააქტიურება იმ ძა-
ლოვან ოპერაციებს უკავშირდეოდა, რომელსაც თურქეთის სპეცსამსახუ-
რები მათი პარტიის აქტივისტების წინააღმდეგ ატარებდნენ.
ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელიც უკვე ქურთისტანის ერ-
ოვნული კონგრესის სახელს ატარებდა, ვარაუდობდა, რომ დგებოდა მა-
თი მიზნების მისაღწევად ხელსაყრელი დრო. ისინი ტურისტებს მოუწ-
ოდებენ თავი შეეკავებინათ თურქეთში მოგზაურობისაგან, ხოლო თურ-
ქეთის პოტენციურ ინვესტორებს კი - გადაეხედათ საკუთარი გეგ-
მებისათვის. შედეგად მედიაში გამოითქმოდა ვარაუდი, რომ ქურთების
საკითხის საბოლოო მოგვარებამდე კასპიის ნავთობის უსაფრთხო ტრან-
ზიტი არც თუ ისე იოლი იქნებოდა.
აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები მიუთითედნენ სომხეთის პოლი-
ტიკური წრეების შეშფოთებაზე ბაქო-ჯეიჰანის ამოქმედების მოახლოებ-
ასთან დაკავშირებით და აღნიშნავდნენ, რომ ამ პროექტის მიღმა დარჩე-
ნილმა "განაწყენებულმა ქვეყნებმა", შესაძლოა, სცადონ ხელი შეუშალონ
მის ნორმალურ ფუნქციონირებას.

24
3.2. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაცვას სამხედრო ბლოკი
არ სჭირდება
ბაქო-ჯეიჰანის ამოქმედება აქტუალურს ხდიდა მისი დაცვის სა-
კითხს. კომპანია "ბრიტიშ-პეტროლიუმის" სათაო ოფისში აცხცადებდნენ,
რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოებისათვის ყვე-
ლა საჭირო ზომა მიღებული იყო. ნავთობსადენის საზეიმოდ შევსების
დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ნავთობსადე-
ნის დაცვას თავის თავზე აიღებდნენ თურქეთის, აზერბაიჯანისა და სა-
ქართველოს შეიარაღებული ძალები.
გარდა ამისა, გაჩნდა სენსაციური ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის
ტერიტორიაზე განლაგდებოდა ამერიკული სამხედრო ბაზებიც. ამერიკ-
ული სტრატეგიული პროგნოზების ცენტრის "სტრატფორ"-ის ინფორმა-
ციით, ამერიკული ბაზების აზერბაიჯანში განლაგების თაობაზე შეთან-
ხმება მიღწეული იქნა 2005 წლის 12 აპრილს აშშ-ის თავდაცვის მინის-
ტრის დონალდ რამსფელდის ბაქოში ვიზიტის დროს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ნავთობით დატვირთვის
დაწყების წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავთობსადენის
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქმნება თურქეთის, აზერბაიჯანისა
და საქართველოს სამხედრო ალიანსი. ეს თემა აზერბაიჯანის პოლიტი-
კურ წრეებში აქტიური განხილვის საგანი იყო და ნავთობსადენის დასა-
ცავად სამხედრო ბლოკის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ. უფ-
რო მეტიც, სამხედრო ბლოკის თემა ნავთობსადენის მოწინააღმდეგე ქვეყ-
ნებიდან მომდინარე საინფორმაციო დივერსიადაც მიაჩნდათ.
2014 წელს კრწანისის სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში გაიმართა
სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული წვრთნები აზერბაიჯანის,
საქართველოსა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეების
მონაწილეობით. მოცემული სწავლების მიზანი იყო მრავალეროვნული
ბრიგადის შტაბის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა
სტრატეგიული მილსადენების დაცვას, პირველ რიგში ბაქო-თბილისი-
ჯეიჰანის ნავთობსადენის.

25
4. უკრაინის უშედეგო ბრძოლა კასპიის ნავთობისთვის

4.1. ოდესა-ბროდის ნავთობსადენის გდანსკამდე


გაგრძელების გეგმა
უკრაინის პრეზიდენტმა იუშჩენკომ ხელისუფლებაში მოსვლისთა-
ნავე არაერთგზის განაცხადა, რომ მხარს უჭერს ნავთობსადენ "ოდესა-
ბროდის" გამოყენებას კასპიური ნავთობის დასავლეთისკენ ტრანზიტი-
სათვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო 2007 წლის 4 თებერ-
ვალს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროპის საინვეს-
ტიციო ბანკის მზად იყო დაეფინანსებინა უკრაინის ნავთობსადენის "ოდ-
ესა-ბროდის" გაფართოება პოლონეთის ტერიტორიაზე. შეფასების
თანახმად, ნავთობსადენის გაფართოებას 500 მილიონი ევრო (648,4 მი-
ლიონი აშშ დოლარი) სჭირდებოდა.
უკრაინამ 2002 წელს დაამთავრა ოდესა-ბროდის 674-კილომეტრია-
ნი ნავთობსადენის მშენებლობა, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის დასავ-
ლეთი საზღვრისკენ წელიწადში 14 მლნ ტონა ნავთობის გადაქაჩვა. თავი-
დან ვარაუდობდნენ, რომ მილსადენი გამოყენებული იქნებოდა კასპიუ-
რი ნავთის გადასატუმბად ევროპელი მომხმარებლებისათვის, მაგრამ უკ-
რაინამ ვერ იპოვა ნავთობის მომწოდებლები და ნავთობსადენი უქმად
იყო 2004 წლამდე, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებას მარშრუტის რე-
ვერსული გამოყენების თაობაზე. იგი ითვალისწინებდა ყოველწლიურად
9 მლნ ტონა ნავთობის გადაქაჩვას საზღვაო სანავთობო ტერმინალის
"იუჟნისაკენ", რომელიც შავი ზღვის ნავსადგურ ოდესასთან მდებარეობს.
2007 წლის 10 ოქტომბერს ვილნიუსში ხუთი ქვეყნის ნავთობის ერ-
ოვნული კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას
კომპანია "სარმატიას" დაფუძნების თაობაზე.9 ვილნიუსში საბოლოო შე-

9კომპანიაში 24,75%-იანი წილები საქართველომ, პოლონეთმა, უკრაინამ და


აზერბაიჯანმა მიიღო, 1% კი ლიტვამ (ლიტვის მხარე ვარაუდობდა, რომ მას
შემდეგ, რაც პროექტის ძირითადი მარშრუტი შედგებოდა, ნავთობსადენის
განშტოება მის ტერიტორიაზეც მოხდებოდა). კომპანიას ოდესა-ბროდი-
პლოცკი-გდანსკის ნავთობსადენის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასა-
26
თანხმების მიღწევა საგრძნობლად გაუჭირდათ, რადგანაც პოლონეთი
ნავთობსადენის მარშრუტის ორ ვარიანტს აყენებდა. ერთი, რომელიც
კარპატებზე გავლას გულისხმობდა, პროექტს ძალზედ აძვირებდა. უკვე
გამოთვლილია, რომ 500-კილომეტრიანი მილსადენის 1 კილომეტრის
მშენებლობა 1 მილიონი ევრო დაჯდება.
ვილნიუსის ენერგეტიკულ სამიტზე დეკლარირებული ოდესა-
ბროდი-პლოცკი-გდანსკის ნავთობსადენის რიგი ელემენტები და მონაკ-
ვეთები უკვე არსებობდა. მაგალითად, არის 500-მეტრიანი დერეფანი ბა-
ქო-სუფსის ნავთობსადენის (გამტარუნარიანობა 5 მლნ ტონა), სარეზერ-
ვო რეჟიმში მუშაობს ნავთობსადენი ოდესა-ბროდი, რომლის გამტარუნა-
რიანობა 20-25 მილიონი ტონაა წელიწადში, აგრეთვე მილსადენი პლოც-
კი-გდანსკი, რომლის გამტარუნარიანობა 30 მლნ ტონაა წელიწადში. გარ-
და ამისა, დამუშავებულია ნავთობსადენის ზღვის ფსკერზე გაყვანის
ტექნოლოგია 2 ათასი მეტრის სიღრმეზე - სწორედ ასე იგეგმებოდა ნავ-
თობსადენის გაყვანა ფოთი-ოდესას მონაკვეთზე.
გარდა ამისა, ნაწილობრივ გადაწყვეტილი იყო დაფინანსების სა-
კითხიც. ნავთობსადენის წინასწარი ღირებულება სავარაუდოდ დაახლო-
ებით 3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ევროკავშირმა გამოთქვა მზად-
ყოფნა დაეფინანსებინა ამ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 500 მი-
ლიონი დოლარის ოდენობით. ამის შესახებ განაცხადა პოლონეთის ეკონ-
ომიკის მინისტრმა პეტრე ვოზნიაკმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ და უკრაინამ მოილაპარაკეს, რომ
ითანამშრომლებენ ნავთობსადენ „ოდესა-ბროდის" გამოყენებაში. კერ-
ძოდ, განიხილებოდა ნავთობსადენ „ბაქო-სუფსით" ნავთობის ტრანზი-
ტის 1-2 მილიონი ტონით გადიდება წელიწადში, რათა შემდეგ ეს ნავთო-
ბი ევროპაში ტრანსპორტირებული ყოფილიყო "ოდესა-ბროდის" ნავთობ-
სადენით. დღეისათვის „ბაქო-სუფსის" გამტარუნარიანობა დაახლოებით
6 მილიონი ტონაა წელიწადში. განიხილება ნავთობსადენის დიამეტრის
გადიდების შესაძლებლობა, ხარციზის მილების ქარხნის მიერ მიწოდე-
ბული დიდი დიამეტრის მილებით.
ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის პროექტის რეალიზების შემთხ-
ვევაში ევროკავშირის ქვეყნებს ექმნებოდათ რუსეთიდან ნავთობის მიღე-

ბუთება უნდა მოემზადებინა და ენერგოუსაფრთხოების მორიგ კონფერენცი-


ისთვის წარედგინა.
27
ბის გარკვეული ალტერნატივა. პირველ რიგში ასეთი პროექტით დაინ-
ტერესებული იყო ლიტვა. აღნიშნული ნავთობსადენიდან იგეგმება გან-
შტოების აშენება, რათა ნავთობი მიეწოდოს უდიდეს ნავთობგადამა¬მუ-
შავებელ ქარხანას ბალტიისპირეთში.
უკრაინა და პოლონეთი ოდესა-ბროდი-პლოცკის ნავთობსადენის
ამოქმედებას 2011 წლის ბოლოს აპირებდნენ, მაგრამ პროექტის რეალიზ-
ების მთავარი პირობა იყო კასპიური ნავთობის საჭირო მარაგის არსებო-
ბა.

4.2. როგორ შეივსებოდა ოდესა-ბროდი-გდანსკის


ნავთობსადენი
ახალი ნავთობსადენის მთავარი პრობლემა მისი ნავთობით გარან-
ტირებული უზრუნველყოფა იყო. მართალია აზერბაიჯანი აცხადებდა,
რომ მისი ნავთობი საკმარისი იქნება როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის,
ისე ოდესა-ბროდი-პლოცკის ნავთობსადენების შესავსებად. უკანასკნელ
წლებში აზერბაიჯანი სწრაფად ზრდის ნავთობის მოპოვებას და ცდი-
ლობდა გაებათილებინა წარმომადგენა, რომ მარტოს არ შეუძლია ბაქო-
თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის შევსება.10
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზ-
ერბაიჯანული ნავთობი საკმარისია ოდესა-ბროდი-პლოცკის ნავთობსა-
დენის ასამოქმედებლად. ასეთი განაცხადის რეალურობას აზერბაიჯანის
სახელმწიფო სანავთობო კომპანიაშიც ადასტურებდნენ. ამავე დროს იმას-
აც აღნიშნავდნენ, რომ ოდესა-ბროდი-პლოცკის ნავთობსადენის მთელი
საექსპლუტაციო ვადის განმავლობაში ამ გზით ტრანსპორტირებული იქ-

10
2007 წელს აზერბაიჯანი 43-45 მილიონი ტონა ნავთობის მოპოვებას
გეგმავდა. 2008 წელს კი ამ მაჩვენებელის გაზრდას მინიმუმ 5 მილიონი
ტონით აპირებდა. ამით აზერბაიჯანი გადიოდა 50 მილიონ ტონა ნავთო-
ბამდე, ანუ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დღევანდელ მაქსიმალურ გამტარუ-
ნარიანობამდე. თუმცა, ის ნავთობპროექტები, რომელშიც აზერბაიჯანი
მონაწილეობს, კიდევ უფრო მეტ ნავთობს საჭიროებდა. ასეთი იყო პირ-
ველ რიგში ოდესა-ბროდი-გდანსკის ამბიციური პროექტი, რომლის რე-
ალიზებით უკრაინა, პოლონეთი და ლიტვა არიან დაინტერესებული.
28
ნება არა მარტო აზერბაიჯანული, არამედ ყაზახური ნავთობიც. ამის თა-
ობაზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
ექსპერტ ჩინგიზ ვალიევის თქმით, ისიც გასათვალისწინებელი
იყო, რომ აზერბაიჯანის კასპიურ სექტორში მოპოვებული მთელი ნავთო-
ბი არაა აზერბაიჯანის საკუთრება. გარდა ამისა, აზერბაიჯანისთვის პრი-
ორიტეტული მიმართულება მაინც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანია, რომლის
გამტარუნარიანობაც წელიწადში 50 მილიონ ტონას შეადგენს. ექსპლუ-
ატაციის სხვადასხვა წლებში აზერბაიჯანს ნავთობი შეიძლება არ ეყოს ბა-
ქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის შესავსებად და დადგება საკითხში თუ რამ-
დენად ხდება ამ მილსადენის თვითღირებულების ამოღება, რომლის მშე-
ნებლობაც დაჯდა 4 მილიარდ დოლარზე მეტი. სწორედ ამიტომ მნიშვნე-
ლოვნად მიიჩნეოდა ამ პროექტთან ყაზახეთის მიერთებაც. "აზერბაიჯანი
ვერ შეძლებს, გამოიმუშაოს საკმარისი რაოდენობის ნავთობი, რათა არსე-
ბული ნავთობსადენი შეავსოს, მას არ აქვს საკმარისი ნავთობი და ამის-
ათვის არც შესაბამისი კონტრაქტი აქვს. მაგრამ ძირითადი პრობლემა ის
იყო, რომ ყაზახეთი ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში არ შედიოდა.
მიუხედავად ყაზახეთის დაპირებებისა, რომ ოდესა-ბროდი-პლოც-
კის პროექტში მონაწილეობას მიიღებდა, ის თავს არიდებდა ამ ნაბიჯის
გადადგმას. ცხადია ეს რუსეთის პოზიციის გათვალისწინებით ხდებოდა.
ოფიციალურად კი აღინიშნებოდა, რომ ყაზახეთს გააჩნია ნავთობპრო-
დუქტების საექსპორტო მარშრუტი ჩინეთსა და რუსეთში. ასევე ხორცი-
ელდებოდა ტრანზიტს რუსეთის ტერიტორიაზე "კატეკა"-ს მილსადენის
სისტემის საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ ვილნიუსის სამიტზე ყაზახეთის წარმომადგე-
ნელმა მოითხოვა, შეთანხმებიდან ამოეღოთ პუნქტი ყაზახეთის ამ პრო-
ექტთან მიერთების თაობაზე. თუკი ყველაფერი გეგმის შესაბამისად წა-
რიმართებოდა, ახალი ნავთობსადენის ამოქმედება უკვე 2012 წელს იქნე-
ბოდა შესაძლებელი.

29
5. სამხრეთ კავკასიის გაზსადენი და მისი
გეოეკონიმიკური როლი

5.1. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის ამოქმედება

სამხრეთ კავკასიის გაზსადენის11 დანიშნულებაა ბუნებრივი აირის


აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირება.“
გაზსადენი შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორ-
ტირების განსახორციელებლად აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერ-
მინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურ-
ქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც მდებარეობს გაზის განმანა-
წილებელი კვანძი. გაზსადენი იმავე დერეფანში აშენდა, სადაც
რამდენიმე წლით ადრე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი
გაიყვანეს ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით.
გაზსადენის დიამეტრი 42 დიუმია, მისი სიგრძე 970 კმ-ია (442 კმ
აზერბაიჯანში, 248 კმ საქართველოში და 280 კმ ქართულ - თურქულ
საზღვარზე ერზრუმამდე გადის), ხოლო წლიური გამტარობა 16
მილიარდი კუბური მეტრი. არსებობს ტრანსკასპიური გაზსადენის
პროექტიც, რომლითაც სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს შეუერთდება
თურქმენული და ყაზახური ნავთობიც.
ბაქო - თბილსის მილსადენის მშენებლობას 2004 წესლს შეუდგნენ
და 2006 წლის ბოლოს 2006 წლის ბოლოდან დაიწყო გაზის ტრანსპორ-
ტირება საქართველოში შაჰდენიზის პირველი ფაზის შემუშავების
ფარგლებში. 2007 წლის ივლისიდან დაიწყო გაზის ტრანსპორტირება
თურქეთში. თურქეთ-აზერბაიჯანის ხელშეკრულების თანახმად 15 წლის
მანძილზე თურქეთი მიიღებს 91 კუბურ მლრდ ბუნებრივ აირს.
როგორც ტრანზიტული სახელმწიფო საქართველო წლიური გაზის
გამტარობიდან 5%-ს იტოვებს ტარიფის სახით და ასევე შეუძლია 0,5
მილიარდი კუბური მეტრი შეიძინოს ყოველწლიურად ფასდაკლებით.

11
ამ გაზსადენს კიდევ ორი სახელით მოიხსენიებენ - ბაქო-თბილისი-
ერზერუმის გაზსადენი და შაჰდენიზის გაზსადენი
30
წლების მიხედვით პროექტით გათვალისწინებულია გაზის მოპოვების
ზრდა. პირველი სამი წლის განმავლობაში საქართველოს შეეძლო, შაჰდე-
ნიზის საბადოს გაზის შეძენა წელიწადში 200-400 მილიონი კუბმეტრის
მოცულობით, ხოლო მეოთხე წელს, შესაბამისად, 500 მილიონი კუბ-
მეტრი შეღავათიან ფასში – 55 დოლარს პლუს ამ თანხის 1,5 პროცენტი
ყოველწლიურად და ამჟამად ამ 500 მილიონი კუბმეტრის საფასურია 60
ამერიკული დოლარი. გატარებული ბუნებრივი აირის 5 პროცენტი
უფასოდ რჩება, მიწის რენტის სანაცვლოდ. დანარჩენი 500 მილიონი
კუბმეტრიც უფასოსავით გამოგვდის. ამას გარდა, დანარჩენ გაზს
ვყიდულობთ აზერბაიჯანის სხვა საბადოებისგან, უკვე აზერბაიჯანის
სახელმწიფოსგან და არცთუ ძვირად – 160 ამერიკულ დოლარად 1 000
კუბმეტრს. თუმცა ვფიქრობ, ფასი არც ისე დაბალია, თუ
გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანული მხარე თავისუფლად იყენებს
ჩვენს ტერიტორიას.
2015 წლიდან საქართველოსა და აზერბაიჯანში დაიწყო სამხრეთ
კავკასიის მილსადენის გაფართოების სამუშაოები.
გრძელვადიან პერსპექტივაში სამხრეთ კავკასიის გაზსადენი გაზს
ევროპის ქვეყნებსაც მიაწვდის მასთან თურქეთი-საბერძნეთის (ტრანს-
ანატოლიური) და საბერძნეთი- იტალიის (ტრანს-ადრიატიკული)
მილსადენების შეერთებით.
სამხრეთ კავკასიურ მილსადენით საქართველოში მოწოდებული
გაზი ალტერნატიული რუსეთიდან მოწოდებული გაზისა და ამ
გაზსადენის ამოქმედებით საქართველო მთლიანად აღარ არის
დამოკიდებული რუსულ ბუნებრივი აირის მონოპოლისტ „გაზპრომზე“.
ამის გამო გაზსადენს საქართველოსთვის არა მხოლოდ ეკონომიკური,
არამედ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.

31
5.2. ტრანსანატოლიური გაზსადენი
აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის, საქართველო-თურქეთზე
გავლით ევროპაში მიმწოდებელი ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი გაზის
მილსადენის, TANAP-ის მშენებლობა 2015-2018 წლებში მიმდინარეობდა
და 8,5 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა.12 მათ შორის ფინანსურიც –
ნავთობის ფასისი მკვეთრად დაცემა, დევალვაცია და ეკონომიკური
ვარდნა აზერბაიჯანში.
საზეიმო გახსნა თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში მოეწყო. საზეიმო
გახსნას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო,
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტი მუსტაფა
აქინჯი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართვე-
ლოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ
ასევე მიწვეული იყო თურქეთის პრეზიდენტის მიერ, ცერემონიაზე არ
ჩავიდა, და საქართველოს თურქეთში საქართველოს ელჩი ირაკლი
კოპლატაძე წარმოადგენდა.13
გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის პრეზი-
დენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „დღეს ენერგეტიკის „აბრე-
შუმის გზად“ აღიარებული ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი გაზის მილ-
სადენი, ტანაპის პროექტი გავხსენით. ჩვენ ენერგეტიკას დაპირისპი-
რების კი არ, არამედ, თანამშრომლობის და თანადგომის საგნად მივიჩ-
ნევთ. TANAP-ი ჩვენი საერთო ხედვის ბოლო ნაყოფია. იგი ასევე სამო-
მავლოდ ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროექტების საწინდარია“.14
მილსადენის თავდაპირველი გამტარუნარიანობაა – წელიწადში 16
მილიარდი კუბომეტრი ბუნებრივი აირი, რომლიდანაც 6 მილიარდი

12
TANAP-ის აქციების განაწილება: 30% – თურქულ კომპანია Botaş-ს; 58% –
აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიას; 12% – BP-ს. TANAP-ის
მშენებლობა
13
https://jam-
news.net/ge/%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%
A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98/
14
https://www.trt.net.tr/georgian/t-urk-et-i/2018/06/12/tanap-i-4-k-veqnis-
prezidentebis-t-andascrebit-gaixsna-991336
32
თურქეთს შეხვდება, დანარჩენი კი – ევროპას. მომავალში ეს მოცულობა,
სავარაუდოდ, 24 მილიარდ კუბომეტრამდე გაიზრდება, შემდეგ კი – 31
მილიარდამდე.

5.3. ნაბუქოს პროექტი


ნაბუქო (Nabucco) გაზსადენის მაგისტრალის პროექტია,15 რომელიც
ცენტრალურ აზიას ევროპის ქვეყნებთან დააკავშირებს რუსეთის გვერ-
დის ავლით. თავდაპირველად გაზსადენი ითვალისწინებდა გაზის ირა-
ნის საბადოდან მოწოდებას. 2006 წელს ირანის ბირთვული პროგრამის
ირგვლივ წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, პროექტი შეიცვალა და ის
თურქმენული, უზბეკური და აზერბაიჯანული აირის მოწოდებასაც
ითვალისწინებს.
2009 წლის ივლისში თურქეთის დედაქალაქში ხელი მოეწერა
სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებას „ნაბუკოს“ გაზსადენის
პროექტის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს კასპიის ზღვის აუზიდან
რუსეთის გვერდის ავლით ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებას.

15
გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები:
OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი),
.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd.
(უნგრეთი).

33
ევროპაში გაზის ტრანსპორტირების სატრანზიტო ქვეყნები იქნებიან
აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი,
უნგრეთი და ავსტრია. ამ პროექტს ეკონომიკურთან ერთად დიდი
პოლიტიკური დატვირთვაც აქვს.
კასპიის რეგიონიდან რუსეთის გვერდის ავლით ევროპამდე მილ-
სადენის გაყვანა წინააღმდეგობაში მოდის მოსკოვის ინტერესებთან. რუ-
სეთი, მისი დაბლოკვის მიზნით, წლების მანძილზე ირწმუნებოდა, რომ
„ნაბუკო“ ეკონომიკურად გაუმართლებელი პროექტია და მისი რეალი-
ზება ვერ მოხერხდება. ამ არგუმენტების გარდა, რუსეთი იმ რეგიონის
სტაბილურობის შერყევას შეეცადა, რომელზეც მილსადენი გაივლის.
საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გარდა, „ნაბუკოს“
პროექტის რეალიზებას მოსკოვი სხვა ნაბიჯებითაც დაემუქრა. კერძოდ,
შეეცადა გაზის შესყიდვას ომ ქვეყნებისგან, რომლებიც ნაბუქოს
მიმწოდებლებად განიხილებოდა. გარდა ამისა, მოსკოვმა ევროპის
რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭრაც მოიპოვა - იმ ქვეყნებისა, რომლებიც
რუსეთის პროექტ „სამხრეთის ნაკადს“ ლობირებენ. 2012 წელს უნგრეთმა
უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა,
ევროკავშირმა შიდა წინააღმდეგობები დაძლია და „ნაბუკოს“ პროექტს
მხარი დაუჭირა სამთავრობო დონეზე.
„ნაბუკოს“ მილსადენის პროექტიდან საქართველო, პირდაპირი
ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით, არცთუ დიდ მოგებას
მიიღებს. საქართველო რომ კასპიის რეგიონის ენერგორესურსების
ევროპაში რუსეთის ალტერნატიული მარშრუტით ტრანსპორტირებით
ეკონომიკურზე უფრო მეტ პოლიტიკურ სარგებელს ნახავს, ამას
ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტი გია ხუხაშვილიც აღნიშნავს:
გაზსადენის სიგრძეა 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32
მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. პროექტის
ღირებულება €7,9 მლრდ.

34
დღეისთვის მოძიებული ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგების
რაოდენობა 184,48 ტრილიონი კუბური მეტრია, რომელიც 20 წამყვან
ქვეყანაში (166,78 მილიონი კუბური მეტრი) შემდეგნაირადაა
გადანაწილებული: რუსეთი – 47, 57 ტრილიონი კუბური მეტრი, ირანი –
29,61 ტრილიონი კუბური მეტრი; ყატარი – 25,78 ტრილიონი კუბური
მეტრი; გაერთიანებულ არაბთა საემიროები – 6,07 ტრილიონი კუბური
მეტრი; საუდის არაბეთი – 7,46 ტრილიონი კუბური მეტრი; ამერიკის
შეერთებული შტატები – 6,92 ტრილიონი კუბური მეტრი; ალჟირი – 4,5

35
ტრილიონი კუბური მეტრი; ვენესუელა – 4,99 ტრილიონი კუბური
მეტრი; ნიგერია – 5,25 ტრილიონი კუბური მეტრი, თურქმენეთი – 7,5
ტრილიონი კუბური მეტრი; ერაყი – 3,17 ტრილიონი კუბური მეტრი;
ინდონეზია – 3 ტრილიონი კუბური მეტრი; ყაზახეთი – 2,41 ტრილიონი
კუბური მეტრი; მალაიზია – 2,35 ტრილიონი კუბური მეტრი.
დანარჩენებში – უზბეკეთში, კანადაში, ნიდერლანდებში, ქუვეითში,
ჩინეთსა და მექსიკაში თავმოყრილია გაზის მსოფლიო მარაგების 6
პროცენტი. მსოფლიოს სხვა დანარჩენ ქვეყანაში კი – 9,7 პროცენტი.
რაც შეეხება საქართველოს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის
რაოდენობას: ის წლიურად, დაახლოებით, 1,6 მილიარდ კუბმეტრს
შეადგენს. ცნობისთვის, მაქსიმალური რაოდენობის გაზი საქართველომ
1988-1989 წლებში მოიხმარა, წლიურად – 6,5 მილიარდი კუბმეტრი.16

დანართი

როგორ ემუქრებოდა ელცინი შევარდნაძეს -


ნავთობსადენები, საიდუმლო წერილი და შეუძლებელის
შესაძლებლად გარდაქმნის ხელოვნება

1996 წლის მარტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ბაქო-სუფსის


ნავთობსადენის აშენების შესახებ. ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა
ხელშეკრულებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და
საერთაშორისო რეზონანსიც ადექვატური იყო.
ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილე ყველა მხარე კერძო
საუბრებში ამბობდა, რომ ხელმოწერა შესაძლებელი გახდა უპირველეს
ყოვლისა ედუარდ შევარდნაძის შორსმჭვრეტელობის, დახვეწილი დიპ-
ლომატიისა და დაუღალავი და თავგანწირული მოქმედების წყალობით.
ბევრი მონაწილე გულწრფელად აღიარებდა, რომ თავიდან არც სჯერო-
დათ, რომ იმჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ასეთი პროექტის
განხორციელება შესაძლებელი იყო.

16
http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=268439263
36
ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილი პოლიტიკური გარღვევა
იყო. სკეპტიციზმი და პესიმიზმი ოპტიმიზმმა შეცვალა. "შევიმ ჭეშმა-
რიტად შეუძლებელი შეძლო - საქართველოს ტერიტორიის მიმართ
რეალური ეკონომიკური ინტერესი გაუჩნდათ მსოფლიოს წამყვან
ნავთობკომპანიებს. ამან შეიძლება უფრო დიდი წვლილი შეიტანოს
თქვენი სახელმწიფოს სუვერენობის დაცვაში, ვიდრე მეგობარ ქვეყნებთან
მოწერილმა ხელშეკრულებებმა",- ენთუზიაზმით გვეუბნებოდნენ ამერი-
კელი მეგობრები. სწორედ ბაქო-სუფსის პროექტმა გზა გაუკაფა ჭეშმარი-
ტად გრანდიოზულ პროექტს, ისევ საქართველოზე გამავალ ბაქო-ჯეი-
ხანის ნავთობსადენს, რომლის განხორციელება 1999 წლის ნოემბერში
სტამბოლში დადებული სამთავრობოთშორისი ხელშეკრულების ხელმო-
წერით დაიწყო. ბოლოს, 2002 წელს, ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-
თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე. სიცოცხლის ყოველ-
დღიური რისკის და დაუღალავი მოქმედების ფასად შევარდნაძემ მიაღ-
წია თავის გრანდიოზულ მიზანს - ამ პროექტების დასრულების შემდეგ
საქართველომ მნიშვნელოვანი და მძლავრი სატრანზიტო ფუნქცია
შეიძინა.
ნავთობსადენების პროექტებზე საკმაოდ ბევრი რამ დაიწერა, გან-
საკუთრებით დასავლეთში. ამ მოკლე წერილში მე მხოლოდ რამდენიმე
ეპიზოდის გახსენება მინდა.
შევარდნაძემ სახელმწიფოს მეთაურის აპარატის უფროსად 1995
წლის იანვარში დამნიშნა. მაშინ პირველად დამელაპარაკა თავის გეგმებ-
ზე და მთხოვა ყველა თათბირს დავსწრებოდი, რომ ყველაფრის კურსში
ვყოფილიყავი, რაც გამიადვილებდა შემდგომში მისი შესაბამისი
დავალებების შესრულებას. კარგად მახსოვს პირველი ასეთი შეხვედრა.
ჩამოსული დელეგაცია იმ კომპანიების მაღალი რანგის
წარმომადგენლებისაგან შედგებოდა, რომლებსაც უნდა მიეღოთ
გადაწყვეტილება ნავთობსადენის დაფინანსებაზე და იმაზე, თუ რა გზით
უნდა გაეყვანათ ეს ნავთობსადენი. საუბრის დასაწყისი ჩვენთვის ყველა
იმედის გამაქარწყლებელი იყო: შევარდნაძისათვის მრავალი ქათინაურის
თქმისა და დიდი პატივისცემის დადასტურების შემდეგ სტუმრებმა
განაცხადეს, რომ იყვნენ რუსეთში, ჩრდილო-კავკასიაში და მიიღეს
გადაწყვეტილება ნავთობსადენი გაეტარებინათ ჩრდილო-კავკასიით
ნოვოროსიისკამდე; რომ თბილისში ჩამოვიდნენ მხოლოდ იმისათვის,

37
რომ პატივისცემა გამოეხატათ შევარდნაძისადმი და პირადად ეთქვათ
მისთვის ეს ამბავი.
ხაზი გაუსვეს, რომ ამ გადაწყვეტილებაში არანაირი პოლიტიკა არ
იყო გარეული. სტუმრებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ კომერციული ინ-
ტერესებით ხელმძღვანელობდნენ და პოლიტიკას საერთოდ არ ეკარე-
ბოდნენ. შევარდნაძე მშვიდად, თავაზიანი ღიმილით უსმენდა
დელეგაციის ხელმძღვანელს და სხვა წევრებსაც. შემდეგ კი ხუმრობის
ინტონაციებით და მეგობრული ღიმილით თქვა:"აი ასეთები ვართ
პოლიტიკოსები: როგორც კი საქმე ჭეშმარიტად დიდ პოლიტიკას ეხება,
მაშინათვე ვაცხადებთ, რომ პოლიტიკასთან საერთო არაფერი გვაქვს".
სტუმრები გაკვირვებით უყურებდნენ, შევარდნაძემ კი დასძინა: "თუ
მხოლოდ კომერციული მოსაზრებებით სარგებლობთ, გაიყვანეთ
ნავთობსადენი პირდაპირ სომხეთის გავლით თურქეთში, ეს ხომ
გაცილებით იაფი იქნება ნოვოროსიისკის მარშრუტზე". თქვა ეს და
გაიცინა და სტუმრებიც აყვნენ, ერთი-ორი მათგანი პირდაპირ ხარხა-
რებდა. (სომხეთზე გამავალი მარშრუტი ხომ აპრიორი გამორიცხული
იყო აზერბაიჯანის და თურქეთის სომხეთთან მწვავე დაპირისპირების,
ანუ სწორედ პოლიტიკური მოსაზრებების გამო). საუბრის ატმოსფერო
უცებ რადიკალურად შეიცვალა. შევარდნაძემ უთხრა სტუმრებს (და
ყველას ესმოდა, რომ სრულიად გულწრფელი იყო): "ჩრდილოკავკასიის
მარშრუტი ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა, ვინაიდან ასეთი
მარშრუტის გაყვანა ჩრდილო-კავკასიაში მშვიდობის დამყარების
საუკეთესო მტკიცებულება გახდებოდა და ამ მშვიდობაში და
სტაბილურობაში ეს პროექტი დამატებით თავის დიდ წვლილს
შეიტანდა. მშვიდობა კი ყველაფერზე უფრო ძვირფასია ჩვენს რეგიონში,
მათ შორის ეკონომიკის განვითარებისათვის. მაგრამ ვწუხვარ, რომ
ჩრდილო კავკასიაში ვითარება შეიძლება ისევ გამწვავდეს და
ნავთობსადენის გაყვანაც უბრალოდ შეუძლებელი გახდეს. ჩვენ კი
მყარად ვდგავართ სტაბილურობის და დემოკრატიის აღმშენებლობის
გზაზე და ამ გზიდან არსად გადავუხვევთ, ამის სრულ გარანტიას
გაძლევთ. ასე რომ დაფიქრება და რეგიონის ღრმა მცოდნე ექსპერტებთან
კონსულტაცია ნამდვილად ღირს".
ჩვენში მაშინ არსებული სტაბილური ვითარების დასახასიათებ-
ლად შეგახსენებთ, რომ ამ საუბრამდე ცოტა ხნით ადრე 1995 წლის
იანვარში, კიტოვანმა ისევ შეკრიბა "რაზმი" და დაიძრა აფხაზეთის
38
"გასათავისუფლებლად", მაგრამ მოხერხდა მისი დაპატიმრება. ეს ამბავი
მსოფლიო პრესაშიც მოხვდა. მკითხველს ემახსოვრება, რომ ციხიდან
გამოსვლის შემდეგ კიტოვანი მოსკოვში გადაბარგდა საცხოვრებლად და
პრესა წერდა, რომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის პავლე
გრაჩოვის აგარაკზე ცხოვრობდა...
ნავთობსადენებთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა იყო ის,
რომ რუსეთის ხელისუფლება ვერ ეგუებოდა სსრკ-ს დაშლას და ყოფილი
რესპუბლიკების დაკარგვას და ყველა ღონეს ხმარობდა, რომ კონტროლი
აღედგინა. რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში სუფევდა ის განწყობა, რომ
რესპუბლიკები დამოუკიდებლად ვერ იარსებებდნენ და რუსეთის
იმპერია მალე აღდგებოდა. რა თქმა უნდა არა სსრკ-ს, არამედ რაიმე სხვა
სახელწოდებით. მახსოვს ვაცილებდით რუსეთის პირველ ელჩს,
ვლადიმერ ზემსკის, რომელსაც ელჩობის ვადა ამოეწურა და სხვაგან
გადაჰყავდათ. "ვალოდია, მაინც რამდენი ელჩი ეყოლება რუსეთს
საქართველოში შენს შემდეგ?", - ჰკითხა მას მისმა ცოლმა."კიდევ ერთი
მხოლოდ, და ისიც ალბათ სრულ ვადას ვერ იმსახურებს", - ყველას
გასაგონად, სიცილით უპასუხა ზემსკიმ. ის დარწმუნებული იყო, რომ
საქართველოს და სხვა რესპუბლიკების ეფემერულ დამოუკიდებლობას
სულ მალე მოეღებოდა ბოლო.
ცნობილი თურქი დიპლომატი და მეცნიერი თ.ბაბალი თავის ერთ-
ერთ ნაშრომში აღნიშნავს, რომ 1994 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრმა კოზირევმა და საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა
ევგენი პრიმაკოვმა მოაწერინეს ხელი ელცინს საიდუმლო
ბრძანებულებაზე, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო რუსეთის
ინტერესების დაცვა კასპიის რეგიონში სსრკ-ს ყოფილ ტერიტორიაზე.
ბრძანებულების მიხედვით ამ რეგიონში ნავთობის და გაზის მოპოვება
და ტრანსპორტირება განიხილებოდა, როგორც რუსეთის ინტერესების
წინააღმდეგ მიმართული ქმედება, როგორც ჩარევა, რუსეთის პირდაპირი
გავლენის სფეროში.
თურქი მეცნიერის ამ ზუსტ ინფორმაციას დავუმატოთ ის, რომ
მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბრიტანეთის
ელჩი რუსეთში სერ ბრაიან ფოლი და გადასცა მას რუსეთის პროტესტი
იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიტანული კომპანიები სხვებთან ერთად
აპირებდნენ ალიევთან ხელის მოწერას ე.წ. "საუკუნის კონტრაქტზე".
კონტრაქტს ხელი მოეწერა იმავე წლის სექტემბერში და რუსეთის
39
მხრიდან მასში "ლუკოილმა" მიიღო მონაწილეობა, მაგრამ რუსეთის
ელიტის განწყობა არ იცვლებოდა. "ამ რუსების ვერაფერი გამიგია,
ენერგეტიკულ პროექტებში მაქსიმალურ მონაწილეობას ვთავაზობთ, მათ
კი ლაპარაკიც არ უნდათ. თითქოს გაბუტულები არიან. ეს რა
პოლიტიკაა?", - მეუბნებოდა ცნობილი ამერიკელი სენატორი სემ
ბრაუნბეკი, "აბრეშუმის გზის სტრატეგიის კანონის" ინიციატორი. მე
მაშინ ავუხსენი, რომ რუსეთის ელიტისთვის აუტანელი იყო იმის
დაშვებაც კი, რომ ამ საკითხებში ვიღაცა სხვა ერეოდა მათ გარდა, მით
უმეტეს აშშ.
1996 წელს ბაქოში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე რუ-
სეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩერნიშოვმა განაცხადა,
რომ თუ რუსეთს ანგარიშს არ გაუწევდნენ, რუსეთი ისეთ ტალღებს
ააგორებდა კასპიის ზღვაში, რომლებიც უცხოელების მიერ დაყენებულ
პლატფორმებს ერთიანად წალეკავდა. ამ კონფერენციის შემდეგ
საქართველოში ჩამოსული უცხოელები კმაყოფილებით ამბობდნენ, რომ
ჩერნიშევი მხოლოდ ბაქიბუქობდა, ვინაიდან რუსეთს აღარ აქვს ძალა
ააგოროს ტალღები იქ, სადაც თავის პლატფორმებს აყენებენ "ბრითიშ
პეტროლეუმი" და სხვა კომპანიები.
შევარდნაძესთან ნავთობსადენზე გამართულ იმ პირველ შეხ-
ვედრას მალე სხვა შეხვედრები მოჰყვა. შევარდნაძე დაუღალავად მუშა-
ობდა. ინტენსიურად ელაპარაკებოდა აშშ-ს ადმინისტრაციას, თურქეთის
ხელმძღვანელობას, ინვესტორებს. არწმუნებდა ყველას, რომ რუსეთი ამ
გეგმებს ხელს რეალურად ვერ შეუშლიდა. ბატონი ედუარდი არავის
ზურგს უკან არ მოქმედებდა: ამერიკელებთან და სხვებთან შეთანხმებით
ყოველ თავის ნაბიჯზე წინასწარ აფრთხილებდა რუსეთის პრეზიდენტ
ელცინს და რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს; სთხოვდა
მათ პირდაპირ ეთქვათ მისთვის თავისი აზრი, ვინაიდან მას არ უნდოდა
ისეთი რამის გაკეთება, რაც რუსეთის ინტერესებისათვის შეიძლება
საზიანო ყოფილიყო. "სხვას რომ თავი დავანებოთ, რუსებს იმდენი
ინფორმატორი ჰყავთ ყველგან, რომ მაინც ყველაფერს გაიგებენ, თანაც
ჩვენთვის საზიანოდ დამახინჯებული, გაზვიადებული ფორმით. ჯობია
ისევ მე ვუთხრა წინსწრებით და ამით განვაიარაღო", მეუბნებოდა ხოლმე
ბატონი ედუარდი.
ელცინის და სხვების პასუხი ყოველთვის დადებითი იყო, მათ
არაფერი ჰქონდათ საწინააღმდეგო. მაგრამ იმავე, 1995 წლის ივნისში,
40
რუსეთის პოლიტიკური ელიტის ერთმა წარმომადგენელმა კონსპი-
რაციის სრული დაცვით შეუთვალა შევარდნაძეს (მე მომიწია ამ
ინფორმაციის შევარდნაძისათვის მოხსენება), რომ მის წინააღმდეგ
ტერაქტი მზადდებოდა. თარიღიც ზუსტად დაასახელა იმ კაცმა: "ალბათ
ორიოდე თვის შემდეგ". ბატონ ედუარდს ინფორმაცია არასერიოზულად
მოეჩვენა. 29 აგვისტოს კი სასწაულებრივად გადავრჩით ცნობილი
ტერაქტის დროს. კეთილმოსურნის ინფორმაციაში ნავთობსადენის
პროექტი, ცხადია, საერთოდ არ იყო ნახსენები.
1996 წლის იანვარში ერთერთი შეხვედრისას ელცინმა უთხრა
შევარდნაძეს, რომ ენერგოპროექტები უნდა ყოფილიყო რუსეთის და
საქართველოს თანამშრომლობის და არა კონკურენციის საგანი. "Великая
Грузия никогда не будет конкурировать с такой маленькой страной как
Россия", - მაშინათვე უთხრა ბატონმა ედუარდმა და ელცინს დიდხანს
უცინია.
ბაქო-სუფსის პროექტს 1996 წლის მარტში მოეწერა ხელი. დაიწყო
ინტენსიური მშენებლობა და 1998 წელს ის დასრულდა კიდევაც. 1997
წლის აპრილში ნავთობსადენის ინაუგურაციაც შედგა. შევარდნაძე უკვე
1996 წლიდან ინტენსიურად მუშაობდა ბაქო-ჯეიჰანის პროექტზე და
ისევ საქმის კურსში აყენებდა რუსეთის ხელმძღვანელობას. პასუხები
ისევ დადებითი იყო, მაგრამ "სიურპრიზებიც" არ შეწყვეტილა.
1998 წლის 9 თებერვლის გვიან საღამოს კრწანისში მიმავალ
შევარდნაძეზე თავდასხმა განხორციელდა. ნაღმსატყორცნის რეაქტი-
ულმა ჭურვმა სალონის ფსკერთან გახვრიტა პრეზიდენტის "მერსედესი".
"ჟიდკოსტმა გაასხა" (შსს მინისტრის, კახა თარგამაძის ტერმინებით) და
"მერსედესმა" ინერციით სრიალით გააღწია ჩასაფრების ადგილს. დაცვის
ოფიცრებს (ზოგი მათგანი 1995 წლის 29 აგვისტოში დაიჭრა ნაღმის
ნამსხვრევებით) ნამდვილი ბრძოლა მოუწიათ ტერორისტებთან. ორი
ოფიცერი დაგვეღუპა, თავდამსხმელებიდან ერთი მოკლეს, ჩეჩენი აღ-
მოჩნდა. სალმან რადუევმა გროზნოში ყველაფერი თავის თავზე აიღო და
ამაყად განაცხადა, რომ ეს იყო არა ტერაქტი, არამედ ნამდვილი სამ-
ხედრო ოპერაცია, რომელიც ჩეჩნებმა ქართველ მებრძოლებთან ერთად
თბილისის ცენტრში ჩაატარეს. მეორე დღეს, 10 თებერვალს შევარდნაძე
ჩვეულებრივად მოვიდა სამსახურში და გაფართოებული სხდომა
ჩაატარა. კანცელარიის სხდომათა დიდ დარბაზში ტევა არ იყო, სხდომას
900-მდე ადამიანი ესწრებოდა. სხდომის დროს დამიძახეს სპეცკავშირის
41
ოთახში და ვე-ჩე ტელეფონით კრემლის ოპერატორმა მითხრა, რომ ელ-
ცინს უნდოდა შევარდნაძესთან საუბარი. მოვახსენე შევარდნაძეს, გამო-
ვიდა სხდომათა დარბაზიდან, ერთად შევედით სპეცკავშირის ოთახში.
ავიღე ყურმილი და ოპერატორს ვუთხარი, რომ საქართველოს პრეზი-
დენტი მზად იყო პრეზიდენტ ელცინთან სალაპარაკოდ."პრეზიდენტი
ელცინი ხაზზეა", - მითხრა ოპერატორმა და ყურმილი ბატონ ედუარდს
მივაწოდე.
წესების შესაბამისად ოთახიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ ხელით
მანიშნა, დარჩიო. ყურმილი ყურიდან შორს ეჭირა, ვე-ჩე კავშირი ხმას
დიდად აძლიერებდა და ელცინის ხმა კარგად მესმოდა. ბორის ელცინმა
გამოხატა თავისი თანადგომა და წუხილი მომხდარის გამო. შევარდნაძე
მადლობას ეუბნებოდა. უცებ ელცინმა თქვა: "Но Эдуард Амвросиевич, у
вас там такие проекты развиваются, что не удивительно, что такие события
происходят и могут произойти и в будущем". ამის შემდეგ ელცინმა კიდევ
ერთხელ გამოხატა თავისი თანადგომა, შევარდნაძემ ისევ მადლობა
უთხრა და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ყურმილის დადების შემდეგ
ბატონი ედუარდი რამდენიმე წამს ჩაფიქრებული იდგა, მერე მშვიდად
მითხრა: "ხომ კარგად გაიგონე ყველაფერი? ღიად დამემუქრა ეს ლოთი,
ეს უბედური ესა. არადა 91-ში დავიფიცეთ, რომ ბოლომდე მხარში
ვედგებოდით ერთმანეთს ამ ახალ გზაზე. პუტჩის დროს (1991 წლის 19
აგვისტო) მივედი და გვერდში დავუდექი. ვიცოდი, რომ დასახვრეტების
სიაში ვყავდი პუტჩისტებს. მერე საბუთები მაჩვენეს, ჩემი ლიკვიდაციის
შემდეგ იანაევს უნდა წაეღო ჩემი ბინა მოსკოვში. ამაზეც კი ფიქრობდნენ.
ახლა კი მემუქრება ეს უბედური".
სხდომათა დარბაზში დავბრუნდით და ბატონმა ედუარდმა შესა-
ნიშნავი სიტყვა წარმოთქვა, გაანალიზა მომხდარი და შეაფასა სიტუაცია,
იმაზეც ისაუბრა, თუ ვის აწყობდა შევარდნაძის განადგურება. სიტყვის
სრული ტექსტი მეორე დღესვე გამოქვეყნდა.
საქართველოზე გამავალ ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენის ისტორი-
ულ შეთანხმებას 1999 წლის ნოემბერში სტამბოლში ეუთოს სამიტის
დროს მოეწერა ხელი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა, თურქეთის
პრეზიდენტმა დემირელმა და აშშ-ს პრეზიდენტმა კლინტონმა ხაზგას-
მით აღნიშნეს ედუარდ შევარდნაძის დიდი წვლილი. თუმცა საჯაროდ
არავის უთქვამს და ვერც იტყოდა, რომ შევარდნაძე საკუთარი სი-
ცოცხლისათვის უდიდესი რისკის ფასად აღწევდა ყველაფერს...
42
ისიც არავინ იცოდა, რომ სტამბოლში ხელმოწერამდე რამდენიმე
კვირით ადრე, შევარდნაძემ ელცინისგან "სრულიად საიდუმლო" გრიფის
მქონე წერილი მიიღო. წერილი მე შევუტანე დალუქულ კონვერტში, მისი
დავალებით იქვე გავხსენი კონვერტი და წერილი მივაწოდე. წაიკითხა და
იქვე მაგიდაზე დააგდო, დუმდა. მერე მითხრა "წაიკითხე, ნახე რას
წერს!". წერილში კი ეწერა, რომ ბაქო-სუფსაზე რუსეთს უარი არ უთქვამს
და ხელიც შეუწყო საქართველოს, მაგრამ ბაქო-ჯეიჰანის პროექტი
პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ძირითად სახელმწიფო ინტერესებს
და თუ "ედუარდ ამვროსიევიჩისათვის" ძვირფასი იყო რუსეთ -
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები,
ამჟამად თავი შეეკავებინა ამ ხელშეკრულების ხელმოწერისაგან.
შევარდნაძემ, როგორც ყოველთვის, მშვიდად, უემოციოდ მითხრა:
"მოწმე ხარ, ამდენი წელია ველაპარაკები ამ პროექტზე, აზრს ვეკითხები,
უარი არასოდეს უთქვამს. ახლა, როცა ყველაფერი მზადაა,
პარაფირებულია და მომზადებული ხელმოსაწერად, როცა კლინტონი და
ალიევი ჩადიან სტამბოლში დემირელთან, როცა ჩემი ჩასვლა კარგა
ხანიაა გამოცხადებული, ახლა მიგზავნის ასეთ წერილს? გესმის რა
ხდება?" მესმოდა, რომ სრული მარაზმი ხდებოდა და ეს წერილი იმ
მარაზმის კიდევ ერთი მტკიცებულება იყო.
შეგახსენებთ, რომ იმავე, 1999 წლის ოქტომბრის ბოლოს ახალ-
დანიშნულმა პრემიერმა პუტინმა განაცხადა, რომ ჩეჩენი ტერორისტები
და ბოევიკები რუსეთის არმიას გაურბოდნენ და საქართველოში გადადი-
ოდნენ თავშესაფრის მოსაპოვებლად (ჩეჩნეთში მაშინ სასტიკი ომი მძვინ-
ვარებდა). შემდეგ ელცინმა დაურეკა შევარდნაძეს და სთხოვა საქართვე-
ლოს ტერიტორიის გამოყენება ჩეჩნეთზე არა მარტო საჰაერო, არამედ
სახმელეთო (?!) ოპერაციების განხორციელებისათვის, შევარდნაძემ კი
ისევ მოახერხა ქვეყნის გადარჩენა. შემდეგ კი სტამბოლში ჩავიდა და
ბაქო-ჯეიჰანის ხელშეკრულებაზე ხელიც მოაწერა.
თავიდან ედუარდ შევარდნაძის ხასიათში (და არა ინტელექტში),
ჩემთვის ზოგი რამ გაუგებარი, აუხსნელი იყო. შემდეგ დავრწმუნდი, რომ
ბატონი ედუარდი იყო თავზე ხელაღებული ადამიანი და ყველაფერი
გასაგები გახდა. ის შინაგანად, გაცნობიერებულად და ქვეცნობიერების
დონეზეც, შეგუებული იყო იმას, რომ შეეძლოთ ნებისმიერ წუთსა და
წამს მოეკლათ და სულ არ ანაღვლებდა ეს ამბავი. ინგლისელები ასეთ
ადამიანებს "დესპერეიტს" უწოდებენ, ესპანელები "დესპერადოს", რაც
43
სასოწარკვეთილს და ამის გამო ყველაფერზე წამსვლელ ადამიანს
ნიშნავს. ედუარდ შევარდნაძე კი თავზე ხელაღებული ადამიანი იყო,
რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმ საქმისათვის, რომელსაც
ემსახურებოდა.

პეტრე მამრაძე, 20 მაისი, 2016 წელი


https://www.kvirispalitra.ge/petre-mamradzis-blogi/29843-rogor-emuqreboda-
elcini-shevardnadzes-navthobsadenebi-saidumlo-tserili-da-sheudzlebelis-
shesadzleblad-gardaqmnis-khelovneba.html

44

You might also like