ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების
განაცხადის ფორმის შევსების ინსტრუქცია
შეავსეთ მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ვებგვერდზე: orginspect.moh.gov.ge
I. სისტემა ავტომატურად ასახავს შემდეგ მონაცემების: დოკუმენტის N - ელექტრონული განაცხადის ნომრის მინიჭება ხდება ავტომატურად რეგისტრაციის დასრულებისთანავე; ორგანიზაციის დასახელება - ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებს არ ესაჭიროება ორგანიზაციის დასახელების/საიდენტიფიკაციო ნომრის ხელით შეყვანა, რომლის საფუძველს ქმნის ავტორიზაციის პირველი ეტაპი: რეგიტრაციის დაწყებამდე ველებში შემოსავლების სამსახურის (rs.ge) მომხმარებლი და პაროლით ავტორიზაციის შედეგად სუბიექტის დასახელება ივსება ავტომატურად.
II. რესგიტრაციის ფორმის ძირითადი ველები:
1. ორგანიზაციის TAX - ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი - შემოსავლების სამსახურის (rs.ge) მომხმარებლით და პაროლით ავტორიზაციის შედეგად ივსება ავტომატურად; 2. ეკონომიკური საქმიანობის სფერო (აირჩიეთ ჩამონათვალიდან); 3. ეკონომიკური საქმიანობის სფერო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში; 4. საკონტაქტო პირის სახელი 5. საკონტაქტო პირის გვარი 6. საკონტაქტო პირის მობილურის ნომერი 7. საკონტაქტო პირის ელ.ფოსტა 8. ორგანიზაციის იურიდიული მისამართი - შემოსავლების სამსახურის (rs.ge) მომხმარებლით და პაროლით ავტორიზაციის შედეგად ივსება ავტომატურად 9. ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი 10. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვარი 11. ფაქტობრივი მისამართი - რეგიონი (აირჩიეთ ჩამონათვალიდან) 12. ფაქტობრიცი მისამართი - მუნიციპალიტეტი (აირჩიეთ ჩამონათვალიდან) 13. ფაქტობრივი მისამართი 14. კომენტარი
შენიშვნა:
ყოველ განაცხადში შესაძლებელია აირჩიოთ მხოლოდ ერთი ეკონომიკური საქმიანობის სფერო;
სხვადასხვა ფილიალისთვის (ფაქტიური მისამართისთვის) ივსება სხვადასხვა, რამოდენიმე განაცხადი. რეგისტრირებული განაცხადების ნომრის შესაბამისად შესაძლებელია ინსპექტირების შედეგების ნახვა (იხ.სტატუსი)