You are on page 1of 1

57-დან 69 სტროფის ჩათვლით

მხატვრული ესე

„ვეფხისტყაოსანი“ ,პოემა , რომელმაც თაობები გაზარდა და ზრდის. ვფიქრობ, რომ


საქართველო მის გარეშე სხვანაირი იქნებოდა. ამ პოემამ გარკვეულწილად გავლენა იქონია
ჩვენ განვითარებაზე.დაგვანახა, რომ მას, რასაც ჩვენ მე-12 საუკუნეში ვფიქრობდით და
ვამბობდით ევროპამ მე-18 საუკუნეში გაიაზრა. ეს ფაქტი გვაძლევს მოტივაციას,რომ
დღევანდელი ვითარება 180 გრადუსით შემოვატრიალოთ და როგორც ილია იტყოდა ვიაროთ
„წინ ,წარსულისკენ“
პოემის მოცემული ნაწყვეტი პურობის სცენას ასახავს. ლხინის ერთი დღე გასულია და მეფე
ნადიმზე მოწყენილად იჯდა, რამაც იქ მყოფების ყურადღება მიიპყრო.მეფის გუნების
შესაცვლელად ვეზირებმა მასთან მისვლა გადაწყვიტეს
„ავთანდილ თქვა : სოგრატ,ვკითხოთ,გვითხრას, რადმცა შეგვეცილი?“
ვფიქრობ,რომ ვეზირების ამ საქციელში არ იგრძნობა ბატონყმური
ურთიერთობა.მართლაც ,რომ გარეშე თვალისთვის ეს უბრალოდ მეგობრობისა და
სიყვარულის გამოხატულებაა.ბატონყმობისას ყმა შეიძლება სულაც არ დაინტერესდეს მისი
უფროსის გუნებით ან თუ დაინტერესდა შეეცდება მის შემსუბუქებას,მაგრამ საყურადღებოა ,რომ
ავთანდილი მეფის დარდისგან გამოყვანასთან ერთად მის გამხიარულებასაც გადაწყვეტს
„ვჰკადროთ რამე სალოღობო“
ასეთი მზრუნველი ბატონყმობა სუფევდა მეფე გიორგისა და ზვიად სპასალარს შორისაც .
სპასალარი განიცდიდა მეფის მდგომარეობას,მას ყოველმხრივ გვერდში ედგა და ანუგეშებდა .
„კარგა ჰქმენო,დაუმადლა,ბრძანებანი უიმედნა“
ამ ციტატიდან იგრძნობა,რომ მეფეც ავთანდილს,როგორც შვილსა და მეგობარს
უყურებს.მეფის მხატვრული სახე,როგორც გახსნილი,ღია,ტკბილმოუბარი,მაგრამ უყმა-
შვილობისგან სევდას მიცემული იხატება. მეფეს სულაც არ სწყინს ავთანდილის კადნიერება და
ის მასთან დიალოგს აგრძელებს.როსტევანი ისეთი მზრუნველი და მოსიყვარულეა ყმის
მიმართ,რომ საწყენ სიტყვასაც არ იწყენს მისგან
„რადმაცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა! „
ისინი ერთმანეთის მიმართ გამგებნი არიან,როგორც არჩილი და გიორგი ოთარაანთ
ქვრივიდან. არჩილმა სიამოვნებით მიიღო გიორგის რჩევები,როგორც მეფემ ვაზირის ნაუბარი,
ვენახისა და ბაღის მოწყობსთან დაკავშირებით.
მოცემული ნაწყვეტში მხატვრული საშუალებებიდან მეტაფორები მეორდება ყველაზე
ხშირად. მისი გამოყენებით აღწერილია მიმდინარე სიტუაციები.მაგალითისთვის მეფის
განწყობა
„მეფემან თავი დაჰკიდა,შეექმნა დაღრეჯილობა“
„მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა“
„ დაგიღრეჯია, მეფეო, “
ასევე ვეზირის აღწერილობაც „პირ-მზე ავთანდილ,მჭვრეტთაგან მოსანდომია“
„თეთრთა კბილთა გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა“
აღსანიშნავია პოემისთვის დამახასიათებელი სპეციფიური მხატვრული საშუალებაც ,შაირი . ეს
არის ტაეპის მარცვალთა რაოდენობის საზომი. მოცემული მონაკვეთი 3-5 / 5-3 საზომითა არის
დაწერილი.

You might also like