You are on page 1of 3

სტუდენტი: ალექსანდრე კალანდაძე

ლექტორი: თამარ ზამბახიძე


საგანი: სამოსამართლო სამართალი და

სამოსამართლო ეთიკა

დავალება I - კონსტიტუციური წარდგინება და მისი როლი სამართლის განვითარებაში


(იმსჯელეთ როგორც ინდივიდუალური მოსამართლის, ისე საქართველოს უზენაესი
სასამართლოს პლენუმის როლზე)

სასამართლოს მეშვეობით უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობა


უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ღირებულებას წარმოადგენს. როგორც მოგეხსენებათ,
საქართველოში მართლმსაჯულებას საერთო სასამართლოები ახორციელებენ,
რომლებიც კანონზე დაყრდნობით და მათ შესაბამისად წყვეტენ საქმეებს. კანონის
შეფარდების პროცესში, გარკვეულწილად მაინც, არსებობს რისკი იმისა, რომ სავარაუდო
არაკონსტიტუციური კანონის გამოყენებით ადამიანის კონსტიტუციური უფლებები იქნეს
დარღვეული. სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების პრინციპებიდან
გამომდინარე, მოსამართლეებმა თავიდან უნდა აიცილიონ სავარაუდო
არაკონსტიტუციური კანონის გამოყენების შედეგად ადამიანთა უფლებების დარღვევა
და, საბოლოო ჯამში, მოახდინონ ამის პრევენცია, უარყოფითი შედეგის დაუდგომლად.
საერთო სასამართლოების მოსამართლეებს არ შეუძლიათ, ყველა შემთხვევაში,
იხელმძღვანელონ კანონის კონსტიტუციურობის პრეზუმფციით და ყოველგვარი ეჭვის
შეტანის გარეშე, უპირობო დათქმებით გამოიტანონ გადაწყვეტილება. შესაბამისად
მოსამართლეს გარკვეული მექანიზმი უნდა ჰქონდეს, რომელიც მისი შინაგანი წრმენისა
და სიღრმისეული სამართლებრივი ანალიზის შედეგად სწორ ლოგიკურ დასკვნებამდე
მიიყვანს. ამასთანავე აღსანიშნია ის ფაქტი, რომ მოსამართლეები მოკლებულნი არიან
შესაძლებლობას უარი განაცხადონ რომელიმე კანონის გამოყენებაზე იმ საფუძვლით,
რომ იგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ასეთ შემთხვევებში, იმისათვის რომ
სავარაუდო არაკონსტიტუციურ კანონზე დაყრდნობით არ გამოვიდეს გადაწყვეტილება,
ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა
კონსტიტუციური წარდგინების ფორმით. აღნიშნულ დებულება განმტკიცებულია
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19
მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმად:
თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის,
რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რათა ის ნორმატიული აქტი, რომელიც
სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, მთლიანად ან ნაწილობრივ
მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და
მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

წარდგინებით მიმართვა უნდა მივიჩნიოთ საერთო სასამართლოებისა და


საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ ერთობლივ
მექანიზმად, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას
უზრუნველყოფს. ზემოთხსენებული მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილების
განმახორციელებ სუბიექტად, კერძოდ ნორმის არაკონსტიტუციურად მცნობელ
სუბიექტად, გვევლინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც
აღნიშნულ უფლებამოსილებას საკონსტიტუციო კონტროლის ფორმით ახორციელებს.
თუმცა, საკონტიტუციო სასამართლო საქმეს წყვეტს ერთპიროვნულად განმხილველი
მოსამართლის ან სამართლოს კოლეგიური შემადგენლობის გადაწყვეტილებით
მიღებული წარდგინების საფუძველზე.1 ესე იგი, სამართლებრივი საფუძველი წარმოების
დაწყებისთვის გახლავთ საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური
წარდგინებით მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, ჩვენს შემთხვევაში
პლენუმისადმი მიმართვა. საერთო სასამართლოს მოსამართლის/მოსამართლეთა
შემადგენლობის მიერ წარდგინებით მიმართვა დასაშვებად უნდა მოვიჩნიოთ
კონკრეტული საქმის განხილვისას, სადაც მისაღები გადაწყვეტილება აუცილებლად
უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საქმის კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს,
რომელთა შეფასებაც, სადავო ნორმასთან მიმართებაში, უნდა წარმოშობდეს
საფუძვლიან ვარაუდ ნორმის არაკონსტიტუციურობის შესახებ. ობიექტად გვევლინება
როგორც კანონი, ისე სხვა ნორმატიული აქტი და აუცილებელია, რომ ისინი
გამოყენებულ იქნეს კონკრეტული საქმისათვის. მაშასადამე, უნდა არსებობდეს
საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თუ ეს სადავო ნორმა არ იარსებებდა, საქმეზე დადგებოდა
სულ სხვა შედეგი. ამ ფაქტობრივმა გარემოებებმა უნდა მიიყვანოს მოსამართლე იმ
ვარაუდამდე, რომ დასჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის
მიმართვის უფლებამოსილების გამოყენება. საკონსტიტუციოსადმი მიმართვის პროცესი
მეტად საინტერესო ჭრილში შეგვიძლია დავინახოთ. გარკვეულწილად ეს პროცესი
წარმოადგენს ინსტიტუციებს შორის გამართულ „დიალოგს“. სამართლებრივ ნორმათა
ანალიზისას იბადება იდეები, ახლებური ხედვები ნორმის ინტერპრეტირებისთვის,
რომლებიც ძველი ხედვების უარყოფას და მისგან რადიკალურად განსხვავებული
მნიშვნელობების შექმნას იწვევს. საერთო სასამართლოს მოსამართლე და
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ჩართულნი არიან მეტად დინამიურ პროცესში,
შეიძლება ითქვას ინტელექტუალურ შემოქმედებით პროცესში, რომლის მიზანია
არსებული სამართლებრივი გარემოს სრულყოფა და მდგრადობის უზრუნველყოფა.
ერთი შეხედვით, აღნიშნული უფლებამოსილება გვევლინება სამართლის
განვითარების ერთ-ერთ მეტად მომხიბვლელ საშუალებად.

1
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონი, მუხლი 42
გარკვეულწილად, საკონსტიტუციო სასამათლოსათვის მიმართვა წარმოადგენს
ინდივიდუალური მოსამართლის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს, რომლითაც
მიიღწევა პროცესის ეკონომიურობის, საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნები.
შედეგად სახეზე გვაქვს მეტად სტაბილური სამართლებრივი გარემო, პირთა უფლებების
ეფეტური დაცვით. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ჩართულობით, ნორმის
არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად, საკონსტიტუციო კონტროლის ერთ-ერთი
მიზანი- თავიდან იქნეს აცილებულ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო
აქტებით აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევა, ეფექტურად მიიღწევა.
შედეგად, პლენუმის სრულყოფილი მუშაობით, ვიღებთ საზოგადოების მხრიდან
ნდობას, რითაც ძლიერდება ინსტიტუცია და მისდამი დაყრდნობის ხარისხი.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდავოა საკონსტიტუციო


სასამართლოს განუზომლად დიდი როლი და მნიშვნელობა, თუმცა საერთო
სასამართლოების ინდიდუალური მოსამართლეები წარმოადგენენ სასამართლო
ხელისუფლების იმ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, რომლებიც პირის უფლებების
დარღვევის აღმოფხვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ. სამართლიანი
სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობისათვის უკიდურესად
მნიშვნელოვანია, მოსამართლემ გამოიყენოს კონსტიტუციით დაშვებული ყველა
მექანიზმი პირის უფლებების დასაცავად. მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც
უფლების დარღვევას კანონი განაპირობებს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ერთ-
ერთ ყველაზე ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის
წარდგინებით მიმართვა და ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობით, სადავო საკითხის
კონსტიტუციის საფუძველზე გადაწყვეტა.

You might also like